საკაცობრიო ცოდვა.
როდის გაიცანიო რომ მკითხოთ, გეტყვით რომ დღესაც არ ვიცნობ. როცა გავაცნობიერე როგორ მივეჯაჭვე მისი სახელიც კი არ ვიცოდი, ისე უცებ გახდა ჩემი ნაწილი რომ ვერ გავიაზრე, ის სხვანაირია, სულ სხვანაირი არვის გავს, ამას იმიტომ კი არ ვამბობ რომ ჩემია უბრალოდ მართლა სხვანაირია. ყველაფერი იმ დღეს დაიწყო ჩემი დისშვილი პარკში რომ წავიყვანე. გვერდით ახალგაზრდა მამაკაცი მომიჯდა, არაფერი ქონდა განსაკუთრებული რომ ჩემი ყურადღება მიექცია თვალიც მხოლოდ წამით შევავლე. -ევა არა? როგორც პირველ ქალს. -გამიკვირდა როცა საუბრის წამოწყება სცადა, თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დავუქნიე, მისი სახელიც კი არ მიკითხავს. -შენი შვილია? -არა. -მოკლედ მოვუჭარი რადგან მისი სიახლოვე მაფორიაქებდა. -ბეჭედი გეკეთა და ვიფიქრე რომ... კარგი რა აზრი აქვს მე რა ვიფიქრე. -მე ქორწილი თხუთმეტ დღეში მაქვს. -გიყვარს? -რათქმაუნდა, აბა ისე დღეს ვინ თხოვდება. -ცოტა გაოცებულმა და ცოტა ნაწყენმა ვუპასუხე. -სიყვარული არ არსებობს. -აბა, რატომ არიან ადამიანები ერთად? -სიყვარული სასიამოვნო ილუზიაა ან სასიამოვნო ტყუილი, როცა გგონია რომ მეორე ადამიანის გარეშე არსებობას ვერ შეძლებ, გგონია რომ აუცილებლად გჭირდება ვინმე რადგან ღმერთმა ვიღაც შენთვის შექმნა. -ანუ სიყვარული ილუზიაა? -კი, სიყვარული არ არსებობს, ადამიანთან ერთად ხარ მას ეჩვევი, მიჯაჭვული ხდები და გგონია რომ გიყვარს. -სისულელეა. -თუ სიყვარული არსებობს და მას ვინც გიყვარს ბოლომდე ენდობი რატომ გაქვს თვალებში სევდა? -მე უბრალოდ... რა აზრი აქვს შენთვის. -ბავშვს ხელი დავავლე და პარკიდან გავიქეცი. -ვიცოდი რომ ისევ მოხვიდოდი. -მე ბავშვი გავასეირნე შენთან არ მოვსულვარ. -საკუთარ თავსაც ვერ ატყუებ ევა. -ვიცი. -რამოდენიმე წუთი ორივე ბავშვებს ვუყურებდით და ჩუმად ვიყავით. -მთელი ღამე არ გძინებია. -ეს კითხვა იყო? -არა დასკვნა, თვალები გაქვს ჩაშავებული და შესიებული. ჩემზე ფიქრობდი თუ იმაზე რაც გითხარი? -ჩემს ქორწილზე. -მხოლოდ ხმით გაიღიმა და გვერდით მჯდომ წყვილზე გადაიტანა მზერა. -იმ ბიჭს ის გოგო არ ადარდებს, მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობს. -ჩვეულებრივი შეყვარებული წყვილია საიდან დაასკვენი? -შეყვარებულ მამაკაცს ხელი უდევს წელზე და არა თეძოზე. ის კი მაქსიმალურად ცდილობს გოგონას ხელები უფათუროს. ცოტახანში კოცნას დააპირებს გოგო თავს აარიდებს მოიმიზეზებს რომ ქუჩაში არიან, არც გოგონას უყვარს შეყვარებულ ქალს სხვანაირად უციმციმებს თვალები, მხოლოდ საყვარელ ადამიანს ხედავს ეს გოგო კიდევ გარშემო იყურება, წეღან ჩემთანაც სცადა ფლირტი. -ორი ჩვიდმეტი წლის ბავშვის ურთიერთობით საზღვრავ სიყვარული არსებობს თუ არა? -ახლა ფიქრობ რომ გაბოროტებული ვარ ხომ ასეა? -ჩემი წასვლის დროა უცნობო. -ხვალამდე ევა. -რა იცი რომ ხვალ მოვალ? -აქ ყოფნა მოგწონს. -ხომ გითხარი მოხვალ-თქო? -თვალები ავწიე და ჩემზე ერთი თავით მაღალ მამაკაცს ავხედე, გამეღიმა, ეხლა შევნიშნე მისი გამოკვეთილი ყბები, სქელი ტუჩები, კეხიანი ცხვირი, სქელი წარბები და თაფლის ფერი თვალები. -რომანებში შენნაირ მაცდუნებელ მამაკაცებს უცნაური ფერის თვალები აქვთ და ლამაზები არიან. -მე არ ვაპირებ შენს ცდუნებას და ალბათ მაგიტომ. -არ მიყვარს როცა მამაკაცს 'როლინგი' აცვია მაგრამ შენ გიხდება. -როგორც იქნა გაეღიმა და ღმერთო როგორი მომაჯადოებელია. -ახლა ხვდები რომ ჩემთან ფლირტს ცდილობ? -სამაგიეროდ შენ მაიგნორებ. -შენ ჩემს მოსაზრებას ამყარებ. -რომელს? -იმას რომ სიყვარული არ არსებობს. -არსებობს. -კარგი შეიძლება არსებობს მაგრამ შენ არ გიყვარს შენი საქმრო. -მიყვარს, ჩვენ ოთხი წელია ერთად ვართ. -გასაგებია. -მხოლოდ გამიღიმა და წამოდგა.-ხვალამდე ევა, სამწუხაროდ ახლა შენი დატოვება მიწევს. შემდეგი ორი დღე მაქსიმალურად ვიკავებდი თავს პარკის სიახლოვეს მისვლისგან, ვერიდებოდი მამაკაცს რომელმაც ჩემს ქორწილამდე ორი კვირით ადრე გონება ამირია. -ორი დღე გელოდი. -მე გთხოვე დამელოდე მეთქი? -გაღიზიანებულმა დავუსვი კითხვა და ჩანთა დავახეთქე. -დაიღალე? -თანაგრძნობით აღსავსე ხმით მკითხა და თვალი გამისწორა. -ძალიან, ძალიან, საკუთარ ქორწილში არავინ მეკითხება მე რა მინდა, ყველაფერი კეთდება ისე როგორც სხვებს სურთ, მე ამაზე არ ვოცნებობდი. -აბა რა გსურდა? -გიჟური სიყვარული, აქ კი ყველაფერი იმდენად ოფიციალურია რომ გული მერევა. -შენი სიყვარული? -ის არ არის გიჟური, უკვე ვალდებულებაა. -დროებით ევა. -შენს სახელს არ მეტყვი? -მეთხუთმეტე დღეს თუ მოხვალ გეტყვი. -ხვალამდე ადამ. -მთელი სხეულით შემოტრიალდა და თვალებში შემომხედა, მერე გაეღიმა და ჩაილაპარაკა. -როგორც პირველ მამაკაცს. -ადამ, ხვალ პარკს გავცდეთ კარგი? -არა, პარკს მეთხუთმეტე დღეს თუ მოხვა მაშინ გავცდებით. საოცრებაა როგორ გვიზიდავს აკრძალული ხილი, მე და ის მამაკაცი, ევასა და ადამივით სულ იმ პარკში ვხვდებოდით ერთმანეთს ის ჩვენი ედემის ბაღი იყო. -ხუთ დღეში ქორწილი მაქვს. -არ გექნება. -რატომ ფიქრობ ეგრე ადამ? -იმიტომ რომ ვიცი შენ მეთხუთმეტე დღეს მოხვალ ევა. -მართლა რა უცნაურია არა ცხოვრება? -უცნაური რომ არ იყოს ახლა არ იჯდებოდი, შენს საპატარძლო კაბას ბედნიერი სახით მოიზომებდი, შენი მომავალი ცხოვრების ყველა დეტალით დატკბებოდი, უბრალო მაგიდის ხელსაწმენდსაც კი შენ თვითონ აარჩევდი. -ვიღაცამ ჩემი ლაპარაკი რომ მოისმინოს, იფიქრებს რომ ვინმე მაიძულებს ქორწინებას მაგრამ მეზიზღება ის კაბა. -ნელა ვიწევი გვერდით მჯდომი მამაკაცისკენ და მხარზე თავს ვადებ. -ჩემთვის ყველაფერი ამ წამს სისულელეა, მოვალეობას რომ შეასრულებ ეგრე ვარ საკუთარ ქორწილზე, ვიცი რომ დღესვე შემიძლია ეს ყველაფერი შევცვალო უბრალოდ ვთქვა რომ არ მომწონს ან არ მინდა და მაშინვე ყველაფერს შეცვლიან. -მშიშარა ქალი ხარ ევა. -ვიცი. -მისი მხრიდან თავი ავიღე, უცებ ძალიან მომინთა წამით მაინც შევხებოდი მის სახეს და ნელა ვაკოცე ლოყაზე. -ყველაზე ტკბილი კოცნა იყო რაც კი მიგრძვნია. -ისე ჩაილაპარაკა ჩემთვის არც შემოუხედავს. -ხვალამდე. -სახელს აღარ მკითხავ? -მომწონს მე რაც დაგარქვი. -ადამი და ევა. -ჩუმად წარმოთქვა სახელები და ღიმილით გაეცალა იქაურობას. -შენი აზრით რა არის ბედნიერება? -ბედნიერება ყველაფერია რასაც შეუძლია ცხოვრება ცოტათი მაინც გაგიხალისოს. აი ეხლა მე შენთან ერთად აქ ჯდომა მაბედნიერებს. -მაგიტომ გკითხე, მე თუ გაბედნიერებ ოთხ დღეში რატომ თხოვდები? -გინდა გულწრფელად გიპასუხო? -კი. -არ ვიცი, მართლა არ ვიცი რატომ ვაკეთებ ამას, არც ის არ ვიცი ახლა აქ რა მინდა. -ხვალ დასრულდება ჩვენი პაემნები? -არ დასრულდება, პირიქით მთელი ცხოვრება გაგრძელდება. -როგორ დარწმუნებით ამბობ მეც კი დავიჯერე რომ ხვალაც მოვალ. -გინდა დავნიზლავდეთ რომ ხვალ მოხვალ? -კარგი. -ევაა. -ისე მიშვებ სახელი არ მითხარი ხომ? -ხვალ გეტყვი სახელს და ამ პარკსაც გავცდებით. სულ ცოტა... სულ ცოტა... ორი ნაბიჯი... კიდევ ცოტა და პარკში ვარ... საპატარძლო კაბაზე ხელები მთელი ძალით მაქვს ჩაჭიდული და გავრბივარ. ყველა მე მიყურებს... ხალხი ჩემსკენ თითს იშვერს მაგრამ მე არ მადარდესბ. სულს ვეღარ ვითქვამ... სუნთქვა მიჭირს და აღარც ძალა მაქვს შერჩენილი... პარკის შესასვლელთან ვჩერდები და ნელი ნაბიჯებით მივიწევ, აი ახლა თუ გაისმება საქორწინო მარში მე მართლა ბედნიერი ვიქნები... ჩვენს სკამთან დგას და მიღიმის... მის წინ ვდგები და მის თვალებში ვხედავ იმას რასაც ვეძებდი... გაუაზრებლად ვამბობ სათქმელს. -მართალი იყავი. -რასთან დაკავშირებით? -სიყვარული არ არსებობს. -ცდები არსებობს, რომ არ არსებობდეს ახლა შენ იქ იდგებოდი და არა აქ. -მე მის თვალებში ვერაფერი ვერ დავინახე, ჩემი დანახვისას არანაირი რეაქცია არ ქონია, მაშინ მივხვდი რომ იქ არაფერი მესაქმებოდა. შენთან უნდა მოვსულიყავი, ხელი გავუშვი და შენთან გამოვიქეცი. შენ კი ზუსტად ისე მიყურებდი როგორც შეყვარებული მამაკაცი უყურებს მისი სიყვარულის ობიექტს. -შენ ჩემი ცდუნება გინდა ევა. -მინდა. -აკრძალულ ხილს თუ შევჭამთ სამოთხიდან გაგვაძევებენ ევა. -დაე გაგვაძევონ, მზად ვარ შენთან ერთად სულ ვატარო საკაცობრიო ცოდვა. -ჩუმად დავიჩურჩულე და ვიგრძენი როგორ შემეხო მისი რბილი ბაგეები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.