შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დანაღმული ( მეორე ნაწილი )


25-08-2018, 14:39
ავტორი ჟიზელი
ნანახია 1 481

მაშინ ყველაზე მეტად სუსხიანი,მოქუფრული ოქტომბერი იდგა,რაც კი ჩემს მეხსიერებას შემორჩა მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე .მახსოვს, ჩემი ხელით მოქსოვილ ყვითელ კაშნეს ყელიდან არ ვიშორებდი, ისე მეშინოდა ავად გახდომის . ვეღარ ვუძლებდი ჭექა-ქუხილიანი საღამოებით გამოწვეულ ნოსტალგიებს. ფერფლისფერ ცასა და თითქოს სულგამოცლილ ბუნებას თითქმის ჭკუიდან გადავყავდი. მთელი დღე სახე ჩამომტიროდა და ცვილის სანთელივით ჩამოღვენთილ ამინდებზე დაუღალავად ვწუწუნებდი. შეუწყვეტელი წვიმების მიუხედავად, აკვიატებული მქონდა,რაც არ უნდა მომხდარიყო ,თვის პირველ კვირაშივე მოვუღებდი ბოლოს ამ უაზრო განწყობას. ჩემი უნივერისტეტის მეგობარმა - ტინამ,არ დააყოვნა და ერთ საღამოს ჩემი კარის წინ ასვეტილმა გამომიცხადა,ვიცი როგორც უნდა გავხალისდეთ და უარი არ გამოვაო. მაშინვე მივხვდი,რომ ჩვეულად, რაღაც არანორმალური გამომიჩხრიკა და ჩემი საქმე ნამდვილად არ იქნებოდა კარგად.

- სახლში შემოდი. ტუჩები სულ გალურჯებული გაქვს. სულ გადაირიე არა? ეს თხელი ჯინსის ქურთუკი რომ შემოგიცვამს.შენთვის ალბათ საერთოდ არ უთქვამთ,რომ ცივა, _ ვტუქსავდი შეუჩერებლად, საყვედურებით ახუნძლული კარში რომ შემოვატარე. გულწრფელად შემტკიოდა მის არანორმალურობაზე გული და ცოტა ვბრაზდებოდი კიდეც,მაგრამ შესანიშნავად ვიცოდი,ეს სულაც არ ადარდებდა.

- გეყოფა რა! _ ხელის აქნევით ჩაეშვა სავარძელში, ტალახსა და წვიმაში შეზელილი ერთი ფეხი სახელურზე უდარდელად გადადო და დინჯად გააგრძელა საუბარი .

-წეღან ჩემი ოთახის ფანჯარასთან ვიჯექი,წვიმის ხმას ვუსმენდი და ვფიქრობდი,რა სასტიკად გვეპყრობა ეს ბუნება მე და შენ. ხოდა , ცუდი არ იქნებოდა,თუ ერთხელ ვცდიდით,_ მაშინვე მივხვდი,ჩემზე მოწკურული თვალებით მოშტერებულმა, განგებ შეისვენა სიტყვებს შორის,რომ გაეთვალა,რამდენად გამოუვიდოდა ჩანაფიქრი.

-რას ვცდიდით? _გამეცინა მის გახარებულ სახეზე.

-გაფრენას.ხვალ ჩვენ რაზიკაშვილის ხიდიდან გადავხტებით! _ ჩემს გაკვირვეულ გამომეტყბელებას რომ შეეჩეხა, ნიშნისმოგებით დაამატა თოკებითო. რა თქმა უნდა, ჩემგან ცივი უარი მიიღო. არ მინდა-მეთქი ვუმეორებდი დაუღალავად და რა არგუმენტი აღარ მომყავდა,რომ გადაეფიქრა,პოტენციურ გულის წასვლასა და შიშის გარდაუვალ განცდას გადავრჩენოდი,მაგრამ არაფერმა მიშველა.

- როგორ არა! _ იყო მისი აუღელვებელი პასუხი ჩემს ყოველ უარყოფის ნიშნად გაქნეულ თავზე და მეორე დღეს ორივე გალაქტიონის გამზირს მივუყვებოდით. მე ჩემი შავი პალტოთი,ყვითელ კაშნესა და ამავე ფერის ბათინკებში გამოწყობილი,ის კი თხელი ტყავის შარვლითა და წინა დღის ჯინსის ქურთუკით. უდარდელი გოგო იყო ტინა. იმდენად უდარდელი ,რომ ამას მის სიარულის მანერაშიც კი ამოიკითხავდით იოლად. მგონი ყველაზე და ყველაფერზე მეტად თავისი შავი,ტყავის ვიწრო ყელსაბამი უყვარდა,რომელსაც ყელიდან არც ერთი წამით არ იშორებდა. ამბობდა, ჩემი ძალა ამ ყელსაბამშია და მის გარეშე მე სულაც არ ვარ ტინა კანდელაკიო. ასეთი უცნაური ამოჩემება იცოდა ნივთებისა და ადამიანების,ასე გავჩნდი მის ცხოვრებაში მეც . უნივერსიტეტის პირველი კურსის პირველი დღიდანვე ერთად ვიყავით.არ ვიცი, რა ნახა ჩემში განსაკუთრებული ამ თავქარიანმა, თავისუფლების მოყვარულმა გოგომ ან მე რა მომწონდა მასში ასე ძალიან,მაგრამ ფაქტია,ჩემთვის იმაზე მეტად ასოცირდებოდა მხსნელის ცნებასთან ,ვიდრე სხვა ყველა დანარჩენი ადამიანი ჩემ გარშემო. ის რომ არა ,შეიძლება თვეები ისე გასულიყო,რამეზე გულიანად არ მეცინა. მასთან მართლაც ვერასდროს მოიწყენდი. უყვარდა ქუჩაში ცეკვა და ათასი მსგავსი სისულელე. მადლიერი ვიყავი,რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობდა ზომაზე მეტად გამხდარი, მუდამ შავი ყელსაბამითა და ათასი სიგიჟით გამოწყობილი გოგო. ალბათ, მე მისი ხასიათის მხიარული,ნათელი მხარე მიზიდავდა,მას კი პირიქით,მოსწონდა ჩემი პესიმიზმით გაჟღენთილი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ. უნდოდა,ჩემთვის ის მოეცა,რაც ასე ძალიან მაკლდა - საკუთარი თავის სიყვარული. ამიტომ მაიძულებდა იმ დღეს ხიდიდან გადახტომას დიდი მონდომებით. განიჟებული მარწმუნებდა ისეთი სქელი თოკია,აი, ისეთი,რომ სამ სპილოს ერთად გაუძლებსო. იმ წუთას, ფაქტი ერთი იყო, ტინა უკვე იმ ადრენალინის ბურუსში გახვეულიყო,რაც მეც გარდაუვლად უნდა გამომეცადა და მარწმუნებდა,რომ ამაზე მაგარი შეგრძნება არცერთი მოტო-რალის დროსაც კი არ განუცდია არასდროს.

- კარგი რა. ერთი დღე იყავი პატარა ჩიტუნა,რა იქნება? _ იქნევდა ორივე მკლავს ჰაერში და სირბილით დაუღალავად ხაზავდა წრეებს ჩემს გარშემო. მე კიდევ აკანკალებული ხმით ვუმტკიცებდი,რომ ეს თოკი მაინც და მაინც მე გამიწყდებოდა და ყველაზე საშინელი სიკვდილით მოვკვდებოდი,რაზეც კი ოდესმე მიფიქრია ძილისწინ.
- და ინსტრუქტორთან ერთად რომ გადახტე? _ დენდარტყმულივით წამოიძახა მოთმინებაამოწურულმა. ცივი უარი რომ განვუცხადე, დიდად შეიცხადა,მაგარი არიფი ხარ, სამაგიეროდ მარტო მაინც არ მოკვდებიო და ხელები დიდი აღმოჩენის ნიშნად გაშხლართა. მის საქციელზე როგორცვე გამეცინა, ჩათვალა ,რომ უკვე თანახმა ვიყავი და ერთ-ერთ ინსტრუქტორს სთხოვა,ჩემთან ერთად გადამხტარიყო. ათ წუთში ფეხებზე უკვე სქელი თოკი მქონდა მჭიდროდ შემოხვეული და შიშისაგან აწურული, ტინას საწყლად მივშტერებოდი. ვნანობდი , იმ ხიდიდან რომ საერთოდ გადავიხედე. ქვის დიდი ლოდები თითქოს საზიზღარი,შემზარავი სიმახინჯის მქონე ადამიანების სახეს იღებდნენ და სიკვდილით მემუქრებოდნენ. შიშისგან რა აღარ მელანდებოდა თვალდახუჭულს, ადამიანის მოახლოება რომ ვიგრძენი.

- გცივა და იმიტომ კანკალებ,თუ გეშინია?_ თვალისდახამხამებაში წინ ამეყუდა ტინას შერჩეული ინსტრუქტორი.

- რა?

- რატომ კანკალებ? _ გამიმეორა მოკლედ.

- მცივა. _ მტკიცედ ვუპასუხე მე.

- აჰა,ესე იგი, ასე ძალიან გეშინია?_ გაეღიმა საკუთარ დასკვნაზე და ერთი მხარისკენ თავგადაგდებული უცნაურად მომაშტერდა.

- რა იყო? _ ვკითხე მაშინვე.

- ეგ კაშნე გიყვარს?

- ძალიან! _დაბნეულმა ვუპასუხე.

- ხოდა მოიხსენი.არ მგონია, გადახტომისას კისერზე შეგრჩეს. კაშნე მართლაც მოვიხსენი და მოაჯირზე უდარდელად მიყრდნობილ ტინას მივაჩეჩე. ცივმა ქარმა კიდევ უფროდ მეტად დამიარა ტანში და პანიკამ ერთიანად ამიტანა. უკვე კივილს ვაპირებდი, თოკები მომხსენით-მეთქი ,ისევ რომ გამიბა საუბარი და თითების ჰორიზონტალური ქნევით მანიშნა მოდი ჩემთანო.

- რატომ?

- მოდი ჩემთან!_ ისევ ხელით მანიშნა მასთან ახლოს,რომ მივსულიყავი. ფეხი არ მომიცვლია ადგილიდან. გაბეზრებულმა ამოიოხრა.სწრაფად გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი და ერთიანად მომიქცია თავის მკლავებში. უცნაურად მეტკინა გული,არა ისე როცა გაწყენინებენ ან გაგაბრაზებენ, ფიზიკურად განვიცადე ის ტკივილი. ასე მეგონა, ჩემს თავზე დაყრდნობილი ბიჭის ნიკაპი და საფეთქელზე მოდებული მისი თბილი კანი ,პირდაპირ ჯანდაბაში მგზავნიდა. ასეთი სინდრომებით დახასიათებული დაავადება რომ არსებულიყო ,მაშინ მე ვიქნებოდი ბოლო სტადიაში მყოფი პირველი ავადმყოფი. იყო კიდეც ეს დაავადება. მახსოვს სუნთქვა შევწყვიტე. არ ვიცოდი რა გამეკთებინა,ხელები სად წამეღო. ის კი არა და არ მიშვებდა მკლავებიდან. გონს ტინას დაძახებამ და მისმა ირონაშეპარულმა გამომეტყველებამ მომიყვანა.

- შეგიძლია ამოისუნთქო, _ მითხრა ერთი წამის წინ ჩემთან ჩახუტებულმა და ერთი მეტრის სიშორეზე გამშორდა. ღრმად ამოვისუნთქე. მიუხედავად იმისა,რომ ჩამომცილდა,მაინც ვგრძნობდი მის შეხებას. თითქოს მისი ნაწილი სხეულში ჩამადნა. უცნაურია არა? სახელიც კი არ ვიცოდი მისი. ის კი არა , იქიდან რომ ქუდმოგლეჯილი გამოვქცეულიყავი და მერე გეკითხათ,აღმიწერე როგორ გამოიყურებოდაო, ვერაფერს გავიხსენებდი. იმდენად დამაბნია,ვუყურებდი და ვერც კი აღვიქვამდი მის ნაკვთებს.

- ეს რა იყო? _ ამოვილუღლუღე გაოცებულმა და ხელები სასწრაფოდ უკან წავიღე,კანკალი რომ დამემალა.

- მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრებაა, რაც ადამიანის ფსიქოლოგიას ვსწავლობ.შიში მოგიხსენი,მეტი არაფერი, _ გამიღიმა და გულმოდგინედ მიუბრუნდა საქმეს.

- ჩახუტებით? _ უცნაურად გამიშტერდა თვალი ყვრიმალებზე გრძლად დაფენილ მის წამწამებზე.

- ჩახუტებით. ახლა ხომ მენდობი ?

- გენდობი, _ თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და ფეხებზე მობმულ წითელ თოკს ისე დავაშტერდი,თითქოს მის მაგივრად და ვინჩის „მონალიზა“ იდო ძირს.

- მე ტიტე, _ თოკების შემოწმება დაესრულებინა და ხელს მიწვდიდა.

- ცირა, _ ვუპასუხე მეც. ისეთი თბილი ხელები ჰქონდა,მის შეხებაზე კიდევ უფრო მეტად ამაკანკალა. ამაზეც გაეცინა. ყველაფერზე იცინოდა და მე კიდევ უფრო საფუძვლიანად მასწავლიდა ჯანდაბის გზას,განსაკუთრებით მაშინ,როცა მასთან ჩახუტებული ას ორმოცდაათი მეტრის სიმაღლიდან ვხტებოდი და არაფერი,საერთოდ არაფერი იყო მაშინ ისეთი ჯადოქრული,ვიდრე ის ფრენა მასთან ერთად.

***

ერთი რამ ყოველთვის უნდა გახსოვდეს ჟიზელ,თავად სასწაულებსაც სჭირდებათ ცოტაოდენი დრო,რომ რაც შეიძლება ხმაურიანად შემოგლიჯონ სასოწარკვეთილებით დახავსებული და გულისდაწყვეტით აყროლებული სულის კარები. იცი რა გრძნობაა,როცა ჯოჯოხეთურად შემზარავი რეალობა,რომელიც ზომაზე კიდევ უფრო მეტად გტკენს გულს,ერთ წამში გაცამტვერდება? როცა მიხვდები,რომ ის რაც შეუძლებელი გეგონა,სულაც არ ყოფილა ისეთი მიუწვდომელი ,როგორც ოლიმპოს მთაზე დამკვიდრებული ლეგენდარული ღმერთი - ზევსი.

მაშინ,იმ ძველ ხიდზე ,რომ ვიდექი,ახლა უკვე ფრენისაგან გვარიანად აღფრთოვანებული და თავზე გაორმაგებული დოზით ეიფორიადაბერტყილი, ერთი წუთის განმავლობაში მეგონა,რომ ახლახანს გათიბული ხასხასა ბალახის არომატი მისი შეხედვისას რომ ვიგრძენი, კანქვეშ ,სავარაუდოდ შუბლის ყველაზე უფრო ფართე და მეწამური,ბლანტი სითხით გატენილ ძარღვთან შეუმჩნევლად შემიძვრებოდა და იქიდან ყველაზე სწრაფ ატრაქციონზე უფრო სწრაფად,იქნებ სინათლის სიჩქარითაც კი მოედებოდა ჩემს მთელ არსებას და ნარკოდამოკიდებულივით შემზარავად საცოდავს გამხდიდა.იქ დგომისას და მასთან ერთად ფრენის გახსენებისას დროის შეგრძნება დავკარგე,თითქოს საათის ისრები უკან იწევდნენ და მერე ჩვეულ მუშაობას დაბრუნებულნი რამდენჯერმე იმეორებდნენ ამ სასიკვდილო მანევრს. მაშინ,ჩემს ცხოვრებაში პირველად,გავიფიქრე,რომ არანაირი აზრი არ აქვს ადამიანის სიცოცხლეს,თუ ვინმე ისეთის გარეშე იარსებებ დედამიწაზე,ვინც დროის განზომილებებში უგვზოუკვლოდ ხეტიალის საბაბს გაძლევს, ვინც თავგზას გიბნევს. ამან სასტიკად შემაშინა. დროის შეგრძნების დაკარგვა პირდაპირ კატასტროფასთან ასოცირდებოდა ჩემთვის,რადგან ამ შეგრძნებას მაშინ განიცდიან,როცა თავს ვინმესთან მოდუნებულად გრძნობენ. სულაც არ მინდოდა ასეთ გრძნობას ჩემთვის ტვინი გამოერეცხა.სულაც არ მინდოდა პლანეტის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი პირდაპირ ჩემი მკერდის არეში, მფეთქავი ორგანოს ადგილზე, სამუდამოდ დაგუბებულიყო და ცალმხრივი ნაკადის შემთხვევაში,იქაურობა გამწარებული გლადიატორების ნაომარს დამსგავსებოდა.არ მინდოდა რომის კოლიზეუმის არენად მექცია ჩემი გული,რადგან რეგენერაციის უნარს ნამდვილად არასდროს ვფლობდი. ვუფრთხოდი ყველაფერს,რაც აზროვნების უნარს დამაკარგვინებდა. არ ვიცი,როდის ან რატომ ჩამომიყალიბდა ასეთი დამოკიდებულება,მაგრამ ფაქტი ერთი იყო, იმაზე მეტად მეშინოდა ბედნიერების, ვიდრე ნორმალურ ადამიანს შეიძლება შეეშინდეს. სწორედ ამიტომ ჩავავლე ხელი ტინას და რაც შემეძლო სწრაფად,გამოუმშვიდობებლად გადმოვაღწიე ხიდის არეალიდან. მეგონა იმ ადგილს თუ გავეცლებოდი,სულაც აღარ შემეყრებოდა ის ათასი ტანჯვისა და ათი ათასი თვითგვემის სინდრომი,სიყვარულს რომ ეძახიან.

მივდიოდით მე და ჩემი მეგობარი და ზუსტად ვიცოდი,რასაც გავურბოდი. მიუხედავად იმისა,რომ დიდი ალბათობით, ის ბიჭი სულაც არ იყო ჯადოსნური,ლურჯი ცის ქვეშ გადაწოლი , ფეთქებადი ნივთიერებებით დანაღმული მწვანე,ხასხასა მინდორი,რომელზე გავლაც გულის სიღმეში ყველაზე მეტად მინდოდა.

ტაქსის გაჩერებას გულმოდგინედ ვცდილობდით , არსაიდან რომ გამოჩნდა და თეთრი,უსწორმასწოროდ ამოხეული,პატარა ფურცლის ნაგლეჯი უხმოდ გამომიწოდა.

- ეს რა არის? _ მკაცრი ხმით ვკითხე,თითქოს მისმა გამოჩენამ საერთოდ არ მომიდუნა მუხლები. მახსოვს ,თვალით როგორ ვეძებდი სადმე ჩამოსაჯდომ ადგილს და ვერაფერს ვპოულობდი. გონებადაკარგულს ხელში მეჭირა ფურცელი ,რომელზეც გარკვევით ეწერა მისი სახელი და გვარი - ტიტე სანიკიძე, მისივე მობილური ტელეფონის ნომრის პარალელურად.

-ვიცი, ცაცია ვარ და ამის გამო ლამაზი ნაწერით ვერ ვამაყობ, _ შემომცინა ჩვეულად. კარგად ვხედავდი,როგორ გადაურბინა ნერვიულობის ყინულოვანმა ტალღამ სახეზე და გამომეტყველება ერთიანად გაუფერმკრთალა. თითქოს მესიამოვნა მისი ამ მდგომარეობაში დანახვა და გულგაკეთებულმა მკაცრი ტონითვე ვუპასუხე , კარგად იცი,რაც ვიგულისხმე-მეთქი. სიცივისაგან აბუზული ტინა უკვე მოშორებით,რამდენიმე ნაბიჯით წინ იდგა . კარგად ვხედავდი, ხელებში საკუთარი ქუდი ჩაებღუჯა და გასაოცარი ბედნიერების გამომხატველი მიმიკით იღიმოდა. ამის გამო, უფრო გაღიზიანებულმა ფურცელი უკან გავუწოდე და თამამად შევაშტერდი სახეში. გული ისევ გაზაფხულის ძლიერი ქარისგან შეწუხებული სუსტი ატმის ხესავით გადაიხარა მარჯვენა მხარეს , მოგრძო,აპრეხილ წამწამებში ვიწროდ მოქცეულ ,მზის სხივებზე შემთბარ მკვახე ყურძნისფერ თვალებს რომ გადავაწყდი.

- შენც არაჩვეულებრივად ხვდები რისი ჟესტია,როცა ვიღაც უცხო ბიჭი გამბედაობას ძლივს იკრებს და ხელში თავის ნომერს გაჩეჩებს, _ სახეზე კმაყოფილმა ღიმილმა გადაჰკრა. ეტყობოდა,ნასიამოვნები დარჩა, აღფრთოვანებულმა რომ არ ჩავიჩურთე მისი კოორდინატები ჯიბეში.

- გამომართვი! არ მინდა!_ ვუთხარი მტკიცედ.და ცხვირწინ ავუფრიალე წარწერებიანი ფურცელი.

- კარგი რა, _ გაეცინა უხერხულობისაგან დაძაბულს და ტყავისხელთათმანიანი ხელი შიშველ თავზე რამდენჯერმე სწრაფად გადაიტარა.

- ვწუხვარ,მაგრამ ჩვენ იმაზე მეტად განვსხვავდებით ერთმანეთისგან,ვიდრე შენ გგონია,_მოჩვენებითი დამწუხრებით ავზნიქე წარბები ზემოთ.ესე იგი, წლების განმავლობაში საკამათო არ მოგვაკლდებაო _ გაეცინა ისევ.

- გინდა გითხრა რა იქნება მომავალში,თუ მე ამ ნომერს გამოგართმევ? _ გამეცინა მეც. არაფერი მიპასუხა,ვხვდებოდი ხელებგადაჯვარედინებული ყურადღებთ მისმენდა,ამიტომ საუბარი ისევ მე განვაგრძე.

- მე,რა თქმა უნდა, არ მოგწერ. შენ ჩათვლი,რომ ვმორცხვობ და ერთი-ორ დღეში როგორღაც ჩემი სახლის მისამართს გაიგებ და უნივერსიტეტიდან დაბრუნებულს ,შენი დანახვა გამიხარდება . მერე შევხვდებით. ბევრს ვისაუბრებთ,იქნებ უფრო შორსაც წავიდეს ჩვენი ურთიერთობა. მერე, სადმე გაიცნობ ლამაზ გოგოს,მოგეწონება,იმაზე მეტად ,ვიდრე ახლა მე მოგწონვარ. დაიწყებ მასთან შეხვედრებს ჩემგან ფარულად და ერთხელაც თქვენ ორნი მე გადამაწყდებით ქუჩაში მოსეირნეს. დაგშორდები. ეს დიდ გავლენას არ მოახდენს შენზე,რადგან მე მხოლოდ ერთი სევდიანი,სენტიმენტალური მოთხრობა ვიქნები შენს ცხოვრებაში,რომელსაც უფრო მეტი გოგოს მოსახიბლად ოსტატურად გამოიყენებ. მე კი,ალბათ მაგ უშენობას გადავყვები, რადგან ერთადერთი ნამდვილი გრძნობა ტკივილია. ესეც ჩვენი ბედნიერი დასასრული. შენნაირებს კარგად ვიცნობ!_ გავუღიმე გამარჯვებულის სახით,ასე მეგონა ჰარი პოტერის მაგივრად მე მოვაგებინე ქვიდიჩის გუნდს თასი .საუბრის დასასრულს და მის უხმოდ წასვლასაც ველოდი, შუბლის განაპირას საჩვენებელი თითი რომ დაატრიალა რამდენჯერმე და მთელი სერიოზულობით მკითხა,გიჟი ხომ არ ხარო.

- თუ რეალიზმის ას პროცენტიან შეგრძნებას გიჟობად მოიხსენიებ,მაშინ ასეა, _ დავუდასტურე ნათქვამი.

- პირიქით. რაღაც საოცრად საშინელი, მტანჯველი ილუზიებით გაჟღენთილი კომფორტის ზონა გაქვს შექმნილი. უნდა გამოაღწიო მაგ ადგილიდან ,თუ გინდა რომ მარტო არ დარჩე მთელი შენი ცხოვრების მანძილზე, გესმის? წინააღმდეგ და საუკეთესო შემთხვევაში, მარტო იქნები და საკუთარ დაბადების დღეზე ერთადერთ საჩუქარს საკუთარი თავისაგან მიიღებ ხოლმე და როცა გარდაიცვლები,მეზობლის კატა ერთი კვირის მერე გვამის სუნზე მოგაგნებს. გადამხმარ ყვავილსაც კი არავინ მოგიგდებს, სამეზობლოში აკრეფილი ფულით ნაყიდ კუბოზე. აი,როგორია შენი რეალობა პოკაჰონტას.

- ნამდვილი ვირი ხარ ! _ წამოვიყვირე აღშფოთებულმა და სიმწრისგან ფეხი ისე დავარტყი მიწას,მეგონა იქვე გაიხლიჩემოდა ათას ნაწილად და შიგ ჩაგვიტანდა ყველას ერთიანად .

- აი,მე კი ვთვლი,რომ მდინარე მხოლოდ შენში მიედინება. შეხვედრამე! _ მითხრა და კიდევ ერთი, ისეთივე ბარათი პალტოს ჯიბეში ჩამიტენა. წამში გაეცალა იმ ადგილს,სადაც გაცოფებული ვიდექი და მისი თავხედობის გადახარშვას ამაოდ ვდილობდი.ასე მეგონა,ყურებიდანაც კი სქელ ,მომწამვლელ ბოლს ვაფრქვევდი ჰაერში. ტინა იდგა და სეირების მოყვარული არისტოკრატივით თავშეკავებულად იცინოდა. ცდილობდა,მის სიცილს უფრო მეტად არ გადავეყვანე ჭკუიდან. კარგად ესმოდა რასაც ვსაუბრობდით და მისი ენამახვილობით გახალისებული პირდაპირ ჩემს ჯიბეში ჩაძვრა. ფურცელს,რომ შეხედა კიდევ უფრო მეტად გაეცინა.

- არ შევმცდარვარ, ფსონი მაგ ბიჭზე რომ დავდე, _ შემომიტრიალა ფურცლის წარწერებიანი ზედაპირი,რომელზეც ჩემი მობილურის ნომერი ეწერა და სახე დამცინავად გადაებადრა . ასე მეგონა, მარცხით გაზავებულ, პირამდე სავსე,საშინელი გემოს მქონე წვნიანის ჯამებს მიდგამდნენ წინ დაუსრულებლად და მის ჭამას ვერა და ვერ ვამთავრებდი . მანამდე,მასთან შეხვედრამდეც , შესანიშნავად ვხვდებოდი,რომ სამყაროში სიახლეების მოძებნით არასდროს ვიყავი დაკავებული. ყოველთვის წარმოდგენილი მქონდა ერთი და იგივე ბანალური სასიყვარულო ისტორია,ერთი და იგივე დასაწყისითა და დასასრულით,რომელიც ამ ქვეყნად ყველა წყვილს არაჩვეულებრივად ერგებოდა და სწორედ ამიტომ ვამბობდი უარს მოზღვავებულ გრძნობებზე. ვფიქრობდი,რომ ყველა სახლის ყველა კედელი ნაცრისფერი იყო და მის გადაღებვას არასდროს არცერთი წყვილი არ ცდილობდა. მერე გამოჩნდა ვიღაც უცხო და სულ რამდენიმე წამში ,სულ რამდენიმე სიტყვით ,აშკარად მკვეთრად დამანახა,რომ ყველაზე მშიშარა და სასოწარკვეთი გოგო ვიყავი მთელი დედამიწის ზურგზე და საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა რა შესაძლებლობებს სთავაზობს ცხოვრება ადამიანებს. მაშინ, ჩემი მრავალწლის ნაგროვები პრინციპები ერთ პატარა,საოცრად ვიწრო ყუთში დაუკითხავად მოაქცია და სახურავის დახურვა თავისი ბოლო სიტყვებით მე მომანდო. იმ წამს ისეთი გაბრაზებული და შეურაცხყოფილი რომ არ ვმდგარიყავი იმ ქუჩაში , იქნებ ჩავბღაუჭებოდი კიდეც მის შემოთავაზებას, გრძელი და სქელი ლურსმნებით დამეჭედა იმ ყუთისთვის ის ოხერი სახურავი და შორს,სადმე ოკიანის ფსკერზე უფრო დაბლა ჩამემარხა საგულდაგულოდ ის აზრები,რაც აშკარად ყოველთვის მიშლიდა ხელს ბედნიერების შეგრძნებაში და იქნებ მცირე დოზით მაბეჩავებდა კიდეც.



№1  offline წევრი Lineta

გულმა არ მომითმინა და მეორედ წავიკითხე.
აი იცი როგორ დამემართა.
ბადაგის დადუღება ხომ გინახია აი ასე დამიდუღდა ემოციები.
ჟიზელ
უბრალოდ საკუთარი თავის ფასი თუ იცი?
უბრალოდ თუ იცი რა საოცარი ხარ?
როგორ ახერხებ მრალჯერ დატკეპნილი ბილიკის გავლას ფეხის შეუხებლად მართლა ვერ ცხვდები.
აი ასე უბრალოდ თუ ბრალიანად სიტყვებით სიმფონიას აწყობ. შენს ნებაზე დაატარებ აზრებს და პულსს აჩქარებ.
ისტორიას არ ვეხები.
მეზედმეტება ჩემი მხრიდან.
წერე რა ❤

 


№2 სტუმარი სტუმარი მ ა რ ი ა მ ი

სერიოზულად?
როგორ შეგიძლია გრძნობდე ამდენ რამეს და მერე ასე გადმოგქონდეს ფურცელზე?
ტიტემ სწორად იკითხა,შენ რა გიჟი ხარ?
ატმის რტოსავით გადაიხარა გულიო,გამახსენდა მე რომ ჩემი დამემართა ,პირველად რომ მომეწონა ვიღაც.
კარგი რა ! კარგი რა !
სასწაულიხარ ,ადმიანო :))))
აუ ძააან გელოდები,ძაააან,ძააააან ,ძააააან

 


№3  offline წევრი ჟიზელი

Lineta
გულმა არ მომითმინა და მეორედ წავიკითხე.
აი იცი როგორ დამემართა.
ბადაგის დადუღება ხომ გინახია აი ასე დამიდუღდა ემოციები.
ჟიზელ
უბრალოდ საკუთარი თავის ფასი თუ იცი?
უბრალოდ თუ იცი რა საოცარი ხარ?
როგორ ახერხებ მრალჯერ დატკეპნილი ბილიკის გავლას ფეხის შეუხებლად მართლა ვერ ცხვდები.
აი ასე უბრალოდ თუ ბრალიანად სიტყვებით სიმფონიას აწყობ. შენს ნებაზე დაატარებ აზრებს და პულსს აჩქარებ.
ისტორიას არ ვეხები.
მეზედმეტება ჩემი მხრიდან.
წერე რა ❤

აუ კარგი რა :(
დღეს მეორედ უკვე, ცამდე ამიყვანე სიხარულისგან. არ მეგონა,რომ ასე მოგეწონებოდა,ზოგადად თუ მოეწონებოდა ვინმეს.
უბრალოდ, არ ვიმსახურებ ასეთ სიტყვებს,ჯერ რაც ჩატში მომწერე და მერე ახლა,რასაც აქ ამბობ.
მართლა უკიდეგანო, უზარმაზარი მადლობა,რომ არსებობ ❤

სტუმარი მ ა რ ი ა მ ი
სერიოზულად?
როგორ შეგიძლია გრძნობდე ამდენ რამეს და მერე ასე გადმოგქონდეს ფურცელზე?
ტიტემ სწორად იკითხა,შენ რა გიჟი ხარ?
ატმის რტოსავით გადაიხარა გულიო,გამახსენდა მე რომ ჩემი დამემართა ,პირველად რომ მომეწონა ვიღაც.
კარგი რა ! კარგი რა !
სასწაულიხარ ,ადმიანო :))))
აუ ძააან გელოდები,ძაააან,ძააააან ,ძააააან

მარიამ , დიდი მადლობა ❤ არანორმალურად ბედნიერი ვარ ახლა ,ვერც კი წარმოიდგენ,რამდენს ნიშნავს ჩემთვის ეს სიტყვები ❤ ვეცდები მალე დავდო, ასეთი კომენტარები რომ მხვდება ჩემს შექმნილზე, ამის გარეშე დიდხანს როგორ გავძლებ ❤❤❤

 


№4  offline ახალბედა მწერალი K. I.

რა საინტერესოა ეს ადამიანი რა. მომწონხარ, ჟიზელ. წერა გააგრძელე და არ გაჩერდე! გოუ გერლ, გოუ! wink
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№5  offline წევრი ჟიზელი

ქეთი იმერლიშვილი
რა საინტერესოა ეს ადამიანი რა. მომწონხარ, ჟიზელ. წერა გააგრძელე და არ გაჩერდე! გოუ გერლ, გოუ! wink

ქეთი ^^ დიდი მადლობა ^^ მიხარია,თუ საინტერესოდ მთვლი ^^

 


№6 სტუმარი სტუმარი სალია

ორივე თავი ერთად წავიკითხე და პ.ს-ში გეწერა რომ 90% არ კითხულობს ჩემნაირ ნაწერსო და მე დღეს ისეთი ემოციები მივიღე,არ მჯერა რომ ამდენი ხალხი უარს ამბობს ასეთ ნაწერზე. მართალია ქეთი,ძალიან საინტერესო ადამიანი ჩანხარ,ეტყობა ყველაფერს რომ განსხვავებული ხარ

 


№7  offline წევრი ჟიზელი

სტუმარი სალია
ორივე თავი ერთად წავიკითხე და პ.ს-ში გეწერა რომ 90% არ კითხულობს ჩემნაირ ნაწერსო და მე დღეს ისეთი ემოციები მივიღე,არ მჯერა რომ ამდენი ხალხი უარს ამბობს ასეთ ნაწერზე. მართალია ქეთი,ძალიან საინტერესო ადამიანი ჩანხარ,ეტყობა ყველაფერს რომ განსხვავებული ხარ

სალია ^^ უღრმესი მადლობა ^^ მიხარია,რომ ასე ფიქრობ

 


№8  offline წევრი ჟიზელი

სალანდერი
მოვბლაყუნდი :დ
ესე იგი ჟიზელ, სულ სხვანაირი ტიპი ხარ როგორც ავტორი.
ძალიან დახვეწილი თხრობა, გამართული ლექსიკა გრამატიკა და დალაგებული აზრი.
იდეალურად აწყობ წინადადებას და სიტყვათა ჯაჭვს ქმნი.
იდეალური ჟღერადობის ფრაზები და წინადადებებია.
სხვათაშორის არ არის ისტორია ჩემი სტილის, არ მიყვარს ეს სტილი მაგრამ იმდენად არადამღლელად და საინტერესოდ მიამბობ, შეგრძნება მიჩნდება რომ კი არ გკითხულობ, გისმენ.
მოკლედ რად უნდა ამდენი ტლიკინი, გელოდები და წარმატებები ❤

ვაიმე, გავიბერე სიხარულისგან,გავიბერეეე და თუ გავსკდი, შენ შეგეწერება იცოდე :დ ისტორიის სტილს რაც შეეხება,მელოდრამა არ არის მხოლოდ ეს ნაწერი, ერთი თავიც და შემდეგი თავიდან რადიკალურაც იცვლება ამბის მიმართულება და ვნახოთ აბა მერე რა იქნება. დავსხდეთ და მე შენ მოგისმენ,შენ მე მომისმინე :დ იდეალური შემოთავაზებაა ❤

 


№9  offline წევრი ჟიზელი

უცნაური მე
ჟიზელ, რის თქმაც შენთვის მინდოდა ზემოთ კომენტარებში ყველაფერი გითხრეს უკვე.. მე დავამატებ ერთს რომ უნიჭიერესი ხარ!
ისტორიას რაც შეეხება, ვიცი რომ გული ძალიან მეტკინება, მძიმე წასაკითხი იქნება ვგრძნობ, მაგრამ რა თქმა უნდა კითხავს არავითარ შემთხვევაში არ შევწყვეტ.

დიდი მადლობა უცნაურო ^^ დანარჩენზე რა გითხრა აბა. ვნახოთ რა იქნება.
მომდევნო თავს ხვალ დავდებ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent