შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეიფორია


30-03-2017, 07:56
ავტორი უცნობი13
ნანახია 1 644

ჩემი ამინდები მომენატრა..
წვიმაშერეულს მაინც შემეძლო შენი უემოციო სახის გარჩევა სხვების ნიღბებისგან..
დამაკლდი..
ჩემს სევდიან ღიმილს
ვერაფერი შველის შენი ხმის ფრაგმენტების გარდა..
ბოხი ბარიტონი სიზმარივით შემორჩა მეხსიერებას..
ავირიე..
უკვე რამდენიმე დღეა ჩაშავებული თვალებით დავდივარ..
სიცარიელის დამალვას ჩემი თბილი კაშნით ვცდილობ..
ხასიათი შემეცვალა..
თვალები გამუქდა..
უკვე თვეებია სხივები გაქრა ჩემი შავი თვალებიდან..
შემომეფანტე..
დაბრალება
დამსგავსება ვერ მოვასწარი..
იანვარი უაზრო ამინდებით დაიწყო..
ახალწელმა მხოლოდ მონატრების არომატი დამიტოვა..
როცა ყველას ძინავს..
ჰო.. ზუსტად მაშინ..
როცა ქალაქი გათიშულია
მე ღამის ნახევარს ჩემს აივანზე..
ცხელი ყავით ხელში ვატარებ და სევდიანად ვუყურებ მწკრივად ჩალაგებულ ჭადრებს..
დილაობით ჩემი ფანჯრებიდან ღიმილიანი წყვილების სახეები მოჩანს..
მე მთელი ემოციით ვცდილობ თავის შეკავებას რომ არ ვიღიალო..
ნოემბრის მერე ქალაქს თოვლი არ ღირსებია..
თოვლმა ყველა მოგონება ერთად წაიღო..
მე ჯიუტად ვცდილობ დარჩენილის ჩაბღაუჭებას..
ადამიანებს აღარ ესმით ჩემი ბოდიალი..
არც მას ესმის ჩემი გამქრალი თვალების ემოცია..
..

ნაშუაღამევს ქუჩები ნახევარღიმილიანი მხატვრებით ივსება.. ისინი დამალული ფუნჯებით ნაკუწებად ქცეული დედამიწის გაფერადებას ცდილობენ..
მერე გამოდიან მეყვავილეები და გვირილებს ურიგენებ გამვლელებს..

....

არმინდა უფერო სამყაროში არსებობა..

...

თენდება..
ფეხზე ვდგები..
ხელში გვირილებს.. ყავის შეკვრას..
გიტარას და რამდენიმე სიგარეტის ღერს ვიღებ და
გარეთ გავდივარ..

...

მიტოვებული კუთხიდან შოპენისა და ჩარკვიანის ფრაგმენტები ისმის..
უკვე ბოლო ღერს მოვუკიდე..
ატკიებული ფილტვებით ოსტატურად ვსუნთქავ სიგარეტის კვამლს და ვიღიმი..

...

ნელ-ნელა ნაბიჯს ვუჩქარებ და გავრბივარ..
მე მივდივარ..
ვტოვებ ღიმილს რომელსაც მეგობრები ალბათ ისტორიას დაუტოვებენ..
გიტოვებთ შოპენს.. გიტარას.. გვირილებს და მას..

....

სიგარეტი, ყავა და ჩარკვიანი არავისთვის მემეტება..

....

გაყინულ ხელებით მჭიდროდ ვიკრავ მანტოს
და ვიძირები..

...

ადამიანები ვერასდროს გამიგებენ..
ისინი ერთმანეთსაც ვერასდროს გაუგებენ..
მე ემოცია გათიშული..
უსიყვარულო თვალებიდან
სხივებს გიგზავნით
და ვცდილობ ჩემი ფიქრები თქვენამდე მოვიტანო გასათბობად..

უკვე მესამე დღეა ისტერიული სიცივე მიპყრობს და ვერ ვთბები..
...

მეღვიძება..

ჩემი აივნის კარი ისევ ღიაა..
ოთახში შოპენი ისმის..
იატაკზე მიმოფანტულია გვირილების გვირგვინები..
ყავის სუნი გამეფებულა..
აქა იქ თამბაქოს ნამწვავები ყრია..
ცალ ხელში ცხელი ჩაის ფინჯანი მიჭირავს.. უშაქრო.. ლიმონით..
მეცინება..

....

მერე ალბათ ისევ წვიმების სეზონი დაიწყება..
ისევ აირევა თავიდან ყველაფერი..
ისევ ჯიუტად გავიმეორებ იმას რომ დაგემსგავსე..
..

მე ვტოვებ დედამიწას..
ისევ მივდივარ..
მაგრამ გპირდები
რომ წვიმებთან ერთად
ყვითელ ფოთლებთან ერთად..
აუცილებლად..
აუცილებლად..
აუცილებლად..
დაგიბრუნდები..
და
ჩაგეხუტები...

...

თვალებს თუ დახუჭავ..

....

თვალები დახუჭე და ჩემს სიახლოვეს იგრძნობ..
ჩემს სუნთქვას იგრძნობ..
ჩემს ტუჩებს იგრძნობ..
ჩემს ღიმილს დაინახავ..

....

ისუნთქე იმისთვის რომ არსებობის მიზეზი მქონდეს..

....

მიყვარხარ...

ბარ ბარე

უ.კ-ს



№1  offline წევრი უცნობი13

MoonLady
ძალიან ნაცნობი ფერია.
ძალიან...
ვერ ვხვდები საიდან, მაგრამ მე ვგრძნობ.
ჯანდაბა, მე ვგრძნობ, რომ მე შენ გიცნობ
და ამისთვის მე საუბარი არ მჭირდება.


შეიძლება მიცნობდე კიდეც

 


№2  offline წევრი L LI

ბევრი ემოცია მოვიდა, ლამაზი ჩანახატია heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent