შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იმ საღამოს წვიმდა (თავი 2)


26-08-2018, 02:13
ავტორი Small-Lady
ნანახია 1 356

-აბა,რომელი?-მეკითხება ხელში კაბებ მომარჯვებული კატო.
-წითელი.-დაუფიქრებლად ვპასუხობ.რაც მოვედით მას შემდეგ ფოტოაპარატს ჩავკირკიტებდი.ვცდილობდი დღეს გადაღებული ფოტოებიდან საუკეთესოები ამომერჩია.უცნაური გრძნობა მოსვენებას არ მაძლევდა.თითქოს რაღაც დამაკლდა;თითქოს ბოლომდე ვერ შევიცანი და გავითავისე ლონდონი.
-დღეს შარვალი დაივიწყე.აი,ამ კაბას იცვამ.თან მაგ გრძელ ფეხებსაც ლამაზად გამოგიჩენს.დამწყები დიზაინერების ჩვენების შემდეგ წვეულებაც გაიმართება.
-რა გაეწყობა.-კატოს შერჩეულ სადა, შინდისფერ კაბას ვიღებ.მუხლს ოდნავ აცდენილი,წელში წვრილი ნაჭერი ბოლოებში გაშვებულია.-ოღონდ არავითარი მაკიაჟი.ტუში და თვალის ფანქარიც მეყოფა.
-მაშინ ფეხსაცმელი...
-მაღალქუსლიანები ზედმეტია ჩემთვის.ესეც კარგია.-თმა როგორც ყოველთვის მაღლა ავიწიე და სარჭით გულმოდგინეთ დავიმაგრე.
-შეკამათებას აზრი არ აქვს,ძვირფასო.
ჩვენების შემდეგ ლამაზად მორთულ,დიდ დარბაზში შევდივართ.კატომ თავისი მეგობარი,ჯესიკა გამაცნო.პოდიუმზე მისი კოლექციაც ყოფილა წარმოდგენილი.ქერად შეღებილ "ლამაზმანს" თავაზიანად გავუღიმე.მათ სჯა-ბაას,რომელიც დამსწრე საზოგადოების კაბების გარჩევით დაიწყო,მალევე გავეცალე და დარბაზის ბოლოს,კუთხისკენ გადავინაცვლე.იმ დროს ეს ყველაზე წყნარი და განცალკევებული ადგილი იყო.ვუყურებდი როგორ საუბრობდნენ,ცეკვავდნენ წყვილები.ორი გოგონა კი მკვლელი მზერით შეჰყურებდა ერთმანეთს.ამის მიზეზი მსგავსი კაბები აღმოჩნდა.
-წვიმაში გაწუწული უფრო მშვენივრად გამოიყურებოდით.-რამდენიმე წუთში ჩემს ყურთასმენას ბოხი ბარიტონი მისწვდა.უნებურად შევკრთი და ხმის პატრონისკენ შეტრიალება გადავწყვიტე,მაგრამ არ დამცალდა.ჩემ წინ ნაცნობი სილუეტი გამოიკვეთა.ისევ ის ლამაზი სახე,გამოკვეთილი ყვრიმალები,მწვანე თვალები.გრძელი,თლილი თითები,ასე ძალიან რომ მომწონდა,ახლა ვისკის ჭიქას შემოხვეოდნენ.და მაინც მის გარეგნობაში რაღაც შეცვლილიყო.მზერა.მას ცივი აღარ ეთქმოდა.არც თბილი.ამ წუთას საშინლად მწველი გამხდარიყო.
-გამიმართლა რომ არ გავცივდი.წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ხელმეორედ ნახვის შანსს ხელიდან გავუშვებდი.-ეს სიტყვები დაუფიქრებლად მოსწყდა ჩემ ბაგეებს.'ენა მაქვს დასამოკლებელი' გავიფიქრე უხერხულ სიტუაციაში საკუთარი ნებითვე ჩავარდნილმა,მაგრამ უკვე გვიანი იყო.
-მიხარია თუ სურვილი აგისრულდათ.-ბიჭის სავსე,მუქი ფერის ტუჩები ღიმილმა გააპო,რომელსაც საკმაო დოზით ირონია შემატებოდა.ინგლისურად უაქცენტოდ საუბრობდა.მაშ,კატო მართალი ყოფულა.-თუმცა ვისურვებდი ჩვენი მეორედ შეხვედრის მიზეზიც წვიმა განხდარიყო.სველი,ტანზე მიკრული,თანაც ღია ფერის ტანსაცმელი უკეთესად გამოკვეთდა თქვენს სხეულეს.-ამ სიტყვებზე თვალებმოჭუტულმა თავიდან ბოლომდე ამათვალიერა.
-სიმპატიურთან ერთად გარყვნილიც ყოფილა ეს თავხედი.-ქართულად ჩავილაპარაკე თავდახრილმა (რაც შემეძლო ჩუმად) და კვლავ მოსაუბრეს მივუბრუნდი.მომეჩვენა თუ ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა.თითქოს გადახარხარება უნდა და თავს იკავებსო.ჭიქა სწრაფად გამოცალა და უცბად დასერიოზულებული მომიბრუნდა:
-მეეჭვება აქაური იყოთ.-იდაყვებით ჩვენ შორის მდგარ მაგიდას დაეყრდნო.თან მომლოდინე მზერას არ მაშორებდა,რომელიც მისი ნათქვამის დადასტურებას ელოდა.მისი ხმა ჭკუიდან მშლიდა.ბოხი და ხავერდოვანი საოცრად ერწყმოდა ერთმანეთს.ჩემზე ოდნავ მაღალი იყო. თმას ახლაღა დავაკვირდი.აჩეჩილი,დაუმორჩილებელი,ღია ყავისფერი თმა სრულყოფილებას სძენდა მის გარეგნობას.მუქი ფერის პერანგი და თეთრი კანი ერთად სასწაულს ქმნიდა.როგორ შეიძლება ერთ ადამიანში ამდენ მშვენიერებას მოეყაროს თავი?თუმცა,ვინ იცის რა იმალება ამ გარეგნობის მიღმა.არა,ყიველთვის ცუდზე რატომ ვფიქრობ?!
-მართალია.აქ დასავენებლად და ქალაქის დასათვალიერებლად ჩამოვედი.
-აბა რას იტყვით,მოგწონთ ლონდონი?
-ლონდონი ყოველთვის მომწონდა.მაგრამ ფოტოები არაფერი ყოფილა იმასთან შედარებით რაც ცოცხლად ვნახე.თუმცა ესეც არ არმოჩნდა საკმარისი,არ მეყო,თითქოს...-წინადადება კატოს შეტყობინებამ გამაწყვეტინა.ჩემ გამოჩენას თურმე მოუთმენლად ელოდა.
-უნდა წავიდე.-'ხომ იცი რომ აქედან ფეხს ვერ მოიცვლი'ამომძახა ჩემმა ქვეცნობიერმა.ამ ბიჭშუ რაღაც უცნაური იყო,რაღაც ხელშუხებელი,ძალა რომელიც მასთან ყოფნის სურვილს გიასმაგებდა.და აქ მხოლოდ გარეგნობა არაფერ შუაშია.უფრო მეტი...
-მხოლოდ დათვალიერება საკმარისი არაა.-ბიჭმა ჩემ სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია.ჩვენ შორის არსებული მანძილი სწრაფად დაფარა.ამას კი ის მოჰყვა,რასაც ცოცხალი თავით ვერ წარმოვიდგენდი.ორივე ხელი ზემოთ ასწია და თმის სამაგრი მომაცილა.გრძელი და ხშირი თმა მძიმედ დამეფინა მხრებზე.
-ლონდონს გოგო გაშლილი თმით უფრო მოსწონს.-თავი დახარა თმა ყურს უკან გადამიწია და ბოლო სიტყვები შეცვლილი ინტონაციით და ნელი ტემპით ყურში ჩამჩურჩულა:
-ამაში პირველობას ვერ შემეცილება მხოლოდ მაშინ თუ შენ გაიშლი თმას.-მისი ცხელი სუნთქვა კანზე მეფრქვეოდა,რომელიც საგრძნობლად გაცივებულიყო.თითები ჩემს თმაში დასრიალებდნენ.ტანზე ბუსუსებმა დამაყარა.გავხევდი და გატოკების ძალაც აღარ შემრჩა.იქვე სველი კოცნა დამიტოვა.გულის ცემა ამიჩქარდა.ისე სწრაფად ძგერდა თითქოს საგულედან ამოხტომას ლამობსო.ცხელი ტუჩები საჭიროზე მეტხანს შეაჩერა ერთ ადგილას.მათ მაშინაც ვგრძნობდი,როცა მოცილდა და ჩავლილ ოფიციანტს ისე გამოართვა სასმლით სავსე ჭიქა,თიღქოს არაფერი მომხდარიყოსო.ბოლოს თვალი ჩამიკრა და ერთიანად ტრანსში მყოფი დამტოვა.
კატოსთან ძლივს მივაღწიე.მან კი ბენი გამაცნო,რომელიც ჩემი დეიდაშვილის თქმით მაგრად ცეკვავდა.მას კი ახალი ამბავი მოჰყვა.
-ჯესიკას შეყვარებული იცი ვინ ყოფილა?რომ გითხრა არ დაიჯერებ.წარმოუდგენელია.ის ბიჭი,ძვირფასო,სასტუმროში რომ დაეჯახე.არა,ვიცოდი რომ მარტო არ იქნებოდა ეს სიმპატიური მამრი.მაგრამ ეს წყვილი ამინც არ მომეწონა.მათ შორის ქიმია არ იგრძნობა.
კატოს სიტყვებს ბუნდოვნად ვარჩევდი.ჩემი ტვინი დაპროგრამებულივით ერთი და იმავეს იმეორებდა.რა ვიგრძენი?მუცელში თითქოს რაღაც ჩამწყდა.'თავი ხელში უნდა აიყვანო'მხნედ შემოვუძახე საკუთარ თავს.სახლში მისული სულ არ ვაპირებდი ცრემლებით ბალიშის დასველებას ხუთი წუთის წინ გაცნობილი ბიჭის გამო.მითუმეტეს თუ ჩემთვის არაფერს წარმოადგენდა.ტირილი ყოველთბის მეჯავრებოდა.ბავშვობაში რამეს რომ ვიტკენდი(ეს კხშირად ხდებოდა),არც მაშინ ვაძლევდი ცრემლებს სახის დასველების უფლებას.
ნახსენებმა გვრიტებმაც არ დაატოვნეს.ჯესიკა ორი თავით მაღალ ბიჭს კისერზე ჩამოჰკიდებოდა.ამ უკანასკნელის თითები კი ქერას წელზე დასრიალებდნენ.ხელი თმისკენ წავიღე.სწორედ იქ სადაც სულ ცოტა ხნის წინ ის მეხებოდა.მანამდე უცნობმა გრძნობამ მოიცვა მთელი სხეული.რა იყოს ეს?ეჭვიანობა?არა.თავს ამის უფლებას არ ნამდვილად არ მივცემდი.
კიბის თავში ვიდექი და ჯესიკას ველოდებოდი.აქ კი ისევ გადავწყდი მის მზერას.მანქანაში ჩასვლამდე ზემოთ ამოიხედა.მე შემომხედა.მაგრამ ეს წამით გაგრძელდა.მხოლოდ წამით.
მომდევნო დილას სარკის წინ ვიდექი და თმის ვივარცხნიდჯ.ამ დროს კარზე ზარი გაისმა.კურიერს პატარა შეკვრა გამოვართვი და მისაღები ოთახისკენ გავემართე.თან თვალს ვერ ვწყვეტდი ბარათს,რომელზეც ლამაზი ასოებით რამდენიმე წინადადება გამოეყვანათ.


ესეც მეორე თავი.უფრო ადრე მინდოდა დადება,მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოვახერხე.ჯანსაღი კრიტიკა არ დაიშუროთ.ველი თქვენ შეფასებებს.



№1  offline მოდერი abezara98

ჯერ-ჯერობით მართლა საინტერესოდ ვითარდება და მაინტერესებს როგორ გაგრძელდება რუსასა და ჩვენი მწვანეთვალებას ურთიერთობა. blush საინტერესო იქნება, სამშობლოში დაბრუნებულს აქ რომ დახვდება, მერე რას იზამს smile მოკლედ, მართლა კარგი იყო და ველი გაგრძელებას kissing_heart

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიკო

Dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian magariaa <3

 


№3  offline წევრი Small-Lady

abezara98
ჯერ-ჯერობით მართლა საინტერესოდ ვითარდება და მაინტერესებს როგორ გაგრძელდება რუსასა და ჩვენი მწვანეთვალებას ურთიერთობა. blush საინტერესო იქნება, სამშობლოში დაბრუნებულს აქ რომ დახვდება, მერე რას იზამს smile მოკლედ, მართლა კარგი იყო და ველი გაგრძელებას kissing_heart

დიდი მადლობა.მიხარია თუ მოგეწონა.❤❤

სტუმარი მარიკო
Dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian magariaa <3

ამდენით ძალიან მაგარი თუ გამოვიდა არ მეგონა:) მადლობა რომ კითხულობ❤

 


№4 სტუმარი სტუმარი ანანო

ძალიან მომეწონა.გამართულად წერ.შინაარსიც მშვენიერია.მწვანეთვალება ბიჭი შემიყვარდა.სახელი როგორ მაინტერესებს...ვნახოთ კიდევ როდის შეხვდებიან რუსა და ეს სიმპატიური ბიჭი ერთმანეთს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent