შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მდიდარი'ც ადამიანია (თავი 2)


26-08-2018, 06:30
ავტორი Mariamk
ნანახია 1 034

სანამ ჯორჯს გავესაუბრებოდი, მანამდე ვფიქრობდი, კარგი იქნება ახალგაზრდა მეზობლები გვერდით, დავახლოვდებით და დროის უმეტეს ნაწილს ერთად გავატარებთ მეთქი, მაგრამ მივხვდი, რომ მარტოობა უკეთესია.
ქალაქიდან წამოსვლის შემდეგ, ყოველ დღიური საუბრები იშვიათად მქონდა გარშემო მყოფებთან, რაც ცოტა არ იყოს მოსაწყენს ხდიდა ცხოვრებას. სამაგიეროდ, ჩემს ძველებურ საწერ მაგიდას დავუმეგობრდი.ლ. მას ვუზიარებდი დარდს და სიხარულს.
იყო დრო, როდესაც ადამიანებისგან თავის დაღწევის მეტი არაფერი მინდოდა, მაგრამ სინამდვილეში, თავი დავაღწიე რეალობას, რომელიც ჩემს ირგვლივ შეუჩერებლად მიმდინარეობდა.
ადამიანები დარჩნენ ისევ ისეთები როგორიც იყვნენ ორი, სამი და ორმოცდაათი წლის წინათ...
და აი, აქაც მომაგნეს..
მომაგნეს და მოიტანეს ქალაქის სუნი, ჩვეულებები და ხასიათი.
მე ისევ აღარ მსურს გარეთ გასვლა და ისევ მინდა წავიდე სადმე...
ფიქრებში გართულს კარზე კაკუნის ხმა შემომესმა, კარის გაღებისას კი, ახალი მეზობელი შემრჩა ხელთ.
⁃ გამარჯობა მერი, მე შენი ახალი მეზობელი ანა ვარ. მე და ჩემი მეუღლე ჯორჯი, აქ გუშინ გადმოვედით საცხოვრებლად. გამთენიისას მოვრჩით სახლში ნივთების განთავსებას და ახლა გვინდა ჩვენი მეზობელი მოვიპატიჟოთ ჩვენთან, თუ რა თქმა უნდა წინააღმდეგი არ იქნები.
⁃ გამარჯობა... სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. მადლობა დაპატიჟებისათვის. ვეცდები გესტუმროთ, თუმცა ვერ შეგპირდებით, ვუთხარი რაც შეიძლება თავაზიანად და ღიმილის თანხლებით.
მეშინოდა მათი. ადამიანების... რომლებსაც მომავალში შეიძლებოდა ჩემს ცხოვრებაში შეიძლებოდა ნიშვნელოვანი როლი დაეკავებინათ.
ანამ ისევ გამიბა საუბარი, მე კი ღიმილიანი სახით შევჩერებოდი მას თვალებში... ცისფერ თვალებში, რომელიც ამღვრეულ ზღვას მოგაგონებდა. მისი სახე მოგრძო და ჭორფლით იყო დაფარული. ტუჩები შესამჩნევად დიდი, ცხვირი კი, მოგრძო მაგრამ ლამაზი. საშუალო სიმაღლის, თმა კი ოდნავ ტალღოვანი, მხრებს უფარავდა. მთლიანობაში ნაზი და დახვეწილი გოგო გახლდათ. აი ისეთი, გავლის დროს, რომ თვალს გააყოლებდი.. ანას წასვლის შემდეგ, კომპიუტერთან დავჯექი, ვიფიქრე რამეს ვუყურებ დროს გავიყვან და გადამავიწყდება ახალი მეზობლები და მათი ცხოვრება მეთქი, მაგრამ უშედეგოდ. რაც უფრო ვცდილობდი ამის უარყოფას, მით უფრო მიტრიალებდა თავში მათი ურთიერთობა, რომელსაც ჯერ მხოლოდ ორი დღეა ჩემი ფანჯრიდან ვაკვირდებოდი. ისინი რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა ერთმანეთს სრულად ავსებენ. რაც მათი ურთიერთობის ჰარმონიას ქმნის. რთულია სწორი წარმოდგსნის შექმნა ოჯახზე რომლის წევრებსაც თითქმის არ იცნობ, მაგრამ ჯერჯერობით, ორივე მათგანი რაღაცით მიზიდავს, ეს რაღაც კი, მათი განსხვაველი ხასიათია, ისევე როგორც ფიზიკურობა...
მოსაღამოვდა და დავინახე, როგორ შევიდნენ ანა და ჯორჯი თავიანთ დიდ და ლამაზ სახლში. მე კი, გადავწყვიტე დრო მეხელთა და გარეთ გავსულიყავი. ფოთოლცვენა დაწყებული იყო და ამ ლამაზ ფერად-ფერად ფოთლებს, ქარი აცვენდა ხეებს. ეს პერიოდი განსაკუთრებულად მიყვარდა, რადგან რაღაცით ჰგავდა ადამიანების ცხოვრებას. ერთხელ ხარ და ალამაზებ იქაურობას, მეორე წუთს შეიძლება ძირს ეგდო და ზედ გადაგიარონ, ასეთია ჩვენი ცხოვრებაც.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent