უნებლიე შეცდომა (9 თავი)
ბედნიერი მიაბიჯებდა შენობაშ მეორე დღეს ნათია, მთელი გზა გეგმებს აწყობდა როგორ შეხვდებოდა მის უჟმურს, გამიღიმებს თუ არაფერს შეიმჩნევსო. სულმოუთქმელად აიარა სამი სართულის კიბეები, გამზადებულ ფურცლებს დასტაცა ხელი დაუფროსთან მოინდომა შესვლა მალენა რომ გადაუდგა ამჟავებული სახით. -შენი აზრით სად მიდიხარ? -ბატონ გოგისთან. -არ ცალია, სტუმარი ყავს. -ვინაა ასეთი? -ცოლი ესტუმრა. ცოლი ესტუმრა... ცოლი ესტუმრა... რამდენჯერმე ექოდ გამეორდა გონებაში სიტყვები და ფურცლებს ისე მოუჭირა ხელი ყველა დაკუჭა. ეს ეს უკვე, არაადამიანობაც აღარაა, ეს ტირანი, ეს ნაგავი, ასე როგორ მოიქცა, ასე როგორ მომექცა, ტირილამდე მისული ნათია ბოლთას ცემდა დერეფანში და არ შეუხედავს მალენას ირონიულ სახეზე. რას მეცა და მაკოცა წუხელ ცოლი თუ ყავდა? ხო კარგი, ჯანდაბას მე ვეცი და ვაკოცე, მაგრამ... აი რა მაგრამ რა, კაცს ცოლი ყოლია, მე კიდე ავდექი და ხამივით ვეცი. კიდევ კარგი ფეხები მაინც რომ დატოვე მიწაზე_გამწარებული ეჩხუბებოდა საკუთარ თავს და გამალებით ფიქრობდა, ბოლოს მადუღარასთან მივიდა და ყავა მოამზადა. ნაზად მიუკაკუნა კარზე და მიპატიჟების გაგონებისას წამში შეაღო. პირველი რაც თვალში მოხვდა გოგის სიბრაზისგან გაწითლებული სახე იყო, ქალის სახე ვერ დაინახა, ზურგით იჯდა და შემობრუნება არც უცდია, ნათიას სახეზე წამიერად გაეღიმა გოგის, მაგრამ მაშინვე დასერიოზულდა. ყავის ჭიქები მაგიდაზე დადო ნათიამ და უჩუმრად გამობრუნდა. ორ წუთში ისევ აცქმუტდა და ამჯერად შაქრით ხელში შეაღო კარი. ძლივს შეიკავა გაცინებიდან ამ მიზეზზე გოგიმ თავი, მშვენივრად იცოდა ნათიამ უშაქრო ყავას რომ სვამდა კაცი. იმ ერთი საათის მანძილზე, როცა ქალი კაბინეტში იჯდა, ათჯერ მაინც შევიდა, ხან რას იმიზეზებდა ხან რას. ბოლოს მოთმინებამ უღალატა და გუშინდელი ლილიას ჩაწერილი ნომერი მოიძია. -გისმენ საყვარელო_მაშინვე გაიგონა ქალის დამამშვიდებელი ხმა და ტირილი მოუნდა. -ლილიაა, დავიღუპეე. -რა მოხდა ნათი? მოვიდე? ხომ მშვიდობაა? -არ ვიცი_უკვე ვეღარ შეიკავა ცრემლები. -ნუ გადამრევ, თქვი რა მოხდა. -ცოლი ყავს. -ხომ არაფერი გეშლება?_დაბნეულმა გასცა ლილიამაც პასუხი -არასდროს უხსენებია, არც დაჩის. -კაბინეტში უზის_წაიტირა გოგომ და მაშინვე მოიწმინდა ხელით ცრემლები. -ახლა მომისმინე, არ გაბედო რამე შეიმჩნიო, მახსოვს გუშინ შენთან დარჩა და ვიცი რაღაც მოხდებოდა, ახლაც მიტო იქნები მასე, იცოდა თავი არ დააჩაგვრინო, არ მჯერა ცოლი ყავდეს, ცოტა აწვალე, არ აგრძნობინო რომ ეჭვიანობ. -მადლობა_უკვე დამშვიდებული ხმით ჩაილაპარაკა გოგომ. -არაფრის საყვარელო, შენს გვერდით მიგულე. ნახევარი საათი იქნებოდა გასული კაბინეტიდან გამოსული ქალი რომ დაინახა ნათიამ, საკმაოდ წარმოსადეგი ჩანდა, თავს უზარმაზარი „შლიაპა“ უმშვენებდა და მაკიაჟით ფუფალასავეთ უაზროდ ესვა, ტანი ნამდვილად შესაშური, გამომწვევი მიხვრა-მოხვრით. -ღმერთო ჩემო, მეტი დიდი ვერაფერი ნახა, ნიფხავივით რომ დაუმფხვია თავზე_ფურცლების ლაგებისას ბურტყუნებდა და არ იმჩნევდა როგორ მხიარულად გაუბა მალენამ ქალს ლაპარაკი. უცებ არაჩვეულებრივი იდეა დაებადა და უფროსის კაბინეტს მიადგა. -შეიძლება? -რას მეკითხები ნათი, მოდი_მაცდური ღიმილით შეიპატიჟა გოგიმ და თავად მიკეტა კარები. დამპალი, ვითომ მე მყავდეს სახლში ქმარი და აქეთ ამას ვკერავდე, მე შენ გიჩვენებ უსირცხვილოვ_გამწარებული ფიქრობდა გოგო და ბლოკნოტიდან ამოუხედავად დაუწყო კაცს ლაპარაკი. -ერთ საათში თბილისიდან დაგირეკავენ ბატონო გოგი, საღამოს, ანუ დღის მეორე ნახევარში კი ბათუმთან გაქვთ მოლაპარაკებები, გუშინ დარეკეს და თანამშრომლობა შემოგვთავაზეს. -ბატონო გოგი? ისევ?_მეტი არაფერი გაუგონია კაცს ამ ორი სიტყვის გარდა და წარბშეკრული შესცქეროდა რვეულში თავჩარგულ გოგოს. -რა თქმა უნდა, თქვენ ხომ უფროსი ხართ, მე კი უბრალო ასისტენტი, გუშინ ისე მთვრალი რომ დაგხვდით ისიც საკმარისია თავის შესარცხვენად, ბოლო ჭიქის მერე თითქმის აღარაფერი მახსოვს, გოგოები ნეტა როდის წავიდნენ საერთოდ, კიდევ კარგი ლოგინამდე მივუცილებივარ რომელიღაცას, ამიტომ ბოდიში, ისე არ უნდა გენახეთ. -მოიცა, ანუ არაფერი გახსოვს? -თქვენი მოსვლა მახსოვს ბავშვებით და მის მერე აღარ, ასეთი რა მოხდა? ღმერთო რამე საშინელება გავაკეთე ხომ? როცა ვთვრები ყველაფერი პირიქით მიტრიალდება, საძულველიც კი მიყვარდება._ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა და სიამოვნებით დააკვირდა კაცის შეშლილ სახეს. -თავისუფალი ხარ_ჩაახველა გოგიმ ხმა რომ დაბრუნებოდა და გულში გამარჯვების ჰიმნის სიმღერით გააცილა გოგო დერეფანში. ესეც ასე დამპალო არაკაცო, მაცადე ჩემთან თამაშისთვის რა გიქნა. მთელი დღე გამწარებული დააბიჯებდა, გასაკვირად არც გოგი იკლავდა თავს მისი ნახვით. მეორე დღეს ლაშასთან უწევდა წასვლა და დღის გეგმებს აწყობდა, უკვე დრო იყო კომპიუტერებში ინფორმაცია მოეძია და ცოტა ნერვიულობდა. გოგი ისე გაიპარა სამსახურიდან არავის შეუმჩნევია, მაშინვე მეორე განყოფილებისკენ წავიდა და დემნა მოიძია. კაცი თავის კაბინეტში იჯდა და ხვალინდელ გეგმას ადგენდა. -გამარჯობა დემნა. -გოგი_ხელი ჩამოართვა კაცმა და სკამზე მიუთითა -რამ შეგაწუხა? -მივხვდი, რომ მართალი ხარ. ამიტომ, ჩემი თავიც მინდა შემოგთავაზო ხვალინდელ გეგმაში, უკვე მეოთხე შაბათია ნათია იქ დადის და ვიცი დავალება აქვს, იქნებ მეც ვესტუმრო ხვალ იმათ და რავიცი უფროსობის ყურადღება მივიქციო, ან თუ რამე იეჭვეს პირდაპირ მე დამადებენ ხელს. -ისევ პირადი მიზნებისთვის ხარ_თავი გადააქნია დემნამ -შენ დაგადებენ ხელს და ამითი ნათიას აარიდებ საფრთხეს, კი ბატონო, წინააღმდეგი არ ვარ. დილით, რვაზე ნათიასთან ვიკრიბებით, მე და დაჩი ვიქნებით მოსასმენი უნდა დავუმაგროთ, შენც თუ შეხვალ, ხვალ მართლა მნიშვნელოვანი დავალება აქვს,ერთს შენც გაგიკეთებ დახმარება რომ დაჭირდეს იქვე იქნები. -გასაგებია_გახარებული წამოდგა და სახლში გამოსაძინებლად წავიდა. ვერ შეძლო, მთელი ღამე წრიალებდა და ვერ ისვენებდა. 4 საათი იქნებოდა ვეღარ მოითმინა და ნაცნობი ნომერი აკრიბა. -ბატონო გოგი?_გაკვირვებული ხმა ნამდვილად ქონდა,მაგრამ არა ნამძინარევი. არც მას ეძინა, ვერც ის იძინებდა. სასიამოვნოდ გაეღიმა გოგის. -რატომ არ გძინავს? -მაგის შესამოწმებლად დარეკეთ? თარგმნა არ დამისრულებია და მიტომ_წამში იცრუა ნათიამ და კიც ჩამოურეცხა კმაყოფილი სახე გოგის. -არა, არა, მე უბრალოდ..... ჯანდაბა, არ ვიცი რატომ დაგირეკე. -ცოლიანი კაცები სხვებს არ უნდა ურეკავდნენ ღამის ოთხზე ბატონო გოგი_მკაცრად ჩაილაპარაკა ნათიამ და თავიც გაყიდა. -ცოლი? საიდან მოიტანე ნათია? 4 წელია ცოლს გაშორებული ვარ_გაეღიმა კაცს -ამიტომ მექცეოდი დღეს ასე? -კი, მაგრამ.... აბა.... მალენამ ცოლიო_დაბნეული ალუღლუღდა გოგო. -უკვე გითხარი ვინც იყო. არამგონია ამ თემაზე საუბარი ტელეფონი ღირდეს, პირისპირ აჯობებს. -კარგით, გასაგებია. -მენატრები_ წამოცდა უცებ კაცს და ნათიას ღრმა ამოსუნთქვაზე მიხვდა რა წამოცდა. -კარგი, ტკბილ ძილს გისურვებ. მანამდე გაუთიშა გოგოს ტელეფონი, სანამ კიდევ უპატიებელს ჩაიდენდა რამეს და წარმოდგენაც არ ქონდა როგორ გაყინული დატოვა გოგო ტელეფონით ხელში. როგორც კი მანანა სახლიდან გავიდა, მაშინვე დემნას დაურეკა, ისიც დაჩისთან ერთად ნახევარ საათში მივიდა. ყურში პაწაწუნა მოსასმენი ჩაუდეს და გულზე ზედის ფურფუშალებში პაწაწინა კამერა დაუმაგრეს. მხოლოდ მაშინ მიხვდა რაც ხდებოდა ლაშას კომპანიას რომ მიადგა. სტაჟიორის ფირფიტა მიიმაგრა და მეოთხე სართულიკენ წავიდა. გარეთ მანქანაში მჯდომთ მალევე შეუერთდათ გოგი და მან მხოლოდ ყურში ჩაიდო აპარატი ნათიასთან კავშირი რომ ქონოდა. -ნათი, ჯერ რაც გაქვს დავალებული იმის კეთება დაიწყე ეჭვი რომ არ აიღონ, ჩვენ ნიშანზე დაჯექი კომპიუტერთან კარგი? -რა ნიშანზე? -მაშინვე მიხვდები როგორც კი შეხედავ_სიცილით გადახედა მომზადებულ გოგის. ერთი საათი საბუთებს აწესრიგებდა, მერე ყავის მოსადღებლად წავიდა და სამი ჭიქა მოადუღა. შაბათს ბევრი ხალხი არ იყო და უფრო თავისუფლად მოქმედებდა. -გამარჯობათ ბიჭებო_ფართე ღიმილით შევიდა დაცვის ოთახში ყავით ხელში. -ოოო, ჩვენი გოგო მოსულააა_მაშინვე გადაკოცნა ორივე ბიჭმა და სკამი გამოუწიეს. -ესენი ვინ არიან?_უცებვე გაკრა ეჭვიანობამ გოგის. -დაცვის ბიჭები, თავიდანვე კარგი ურთიერთობა ჩამოვაყალიბებინე, ახლა კამერებთან წვდომა გვჭირდება და ამისთვის სულ პატარა ფლეშკა უნდა დაამაგროს. -ასე ახლო ურთიერთობაც რად უნდოდა_ბურდღუნით გადახედა კამერას სადაც ნათლად ჩანდა როგორ ლაღად იცინოდა ნათია ბიჭებთან ერთად და იმაზე ბევრს ლაპარაკობდა ვიდრე ჩვეულებრივ. -ეს ვინ არი?_ეკრანისკენ გადაიწია ნათია და „შემთხვევით“ გადაავლო ფეხზე გაციებული ყავა ერთ-ერთ ბიჭს.-ვაიმე საბა ბოდიში, ეს როგორ დამემართა, მოკლედ ყველაფერს ვიზიდავ რა, როგორ უნდა წამექცია ყავა, არც სალფეთქი მაქვს, სულ მეუბნება დედაჩემი ერთი შეკვრა ატარე სულ ჩანთით რაიცი რა მოგდისო და აჰაა, სულ ვეწინააღმდეგებოდი რად მინდა ერთი სალფეთქი, რომელი წამქცევი და მორბენალი მე მნახე რომ გავოფლიანდეთქო, ამაზე სულ მეჩხუბებოდა, ე გოგო იქნება და ცხვირიდან წამოგივიდა რამე, სააკაშვილივით ხელს ხომ არ გაისმევო, მაგრამ რად გინდა, როგორაა ის გამოთქმა ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე და აჰა, ახია ჩემზე რა._ბიჭებს მიკროფონი შორს გაეჭიათ და გოგოს წარმოდგენაზე გულიანად ხარხარებდნენ, ამდენ გამაბრუებელ ლაპარაკში სანამ საბას მეორე ბიჭი ეხმარებოდა ეკრანისკენ ვითომ ზურგით მდგომმა ნათიამ წამში შეაერთა ჩიპი და საბას მიუახლოვდა. ბიჭებს მისი სიტყვებისთვის აღარ მოუსმენიათ, სიცილიდან მუცელ ატკივებულებმა ერთმანეთს გადახედეს: -ჩემ ცოლს კონკურენტი გამოუჩნდაა_ისევ სიცილი აუვარდა დაჩის და დემნას გადახედა -ყოჩაღ ამ გოგოს რა, ამდენი ლაპარაკით ვერც მე გავიგებდი რას გააკეთებდა. წამებში ჩართეს კამერები და დემნამ იმ ოთახის მოძებნა დაიწყო სადაც ნათია უნდა დამჯდარიყო, რომ სისტემაში წინასწარ შესულიყო და მზად ქონოდა გასათიშად. -შენი ჯერია_ყურშ ჩაუდო აპარატი დაჩიმ გოგის და მანქანის კარი გაუღო. -ჩემი ჯერია_თავი დაუქნია და აღიარა, რომ ახლა ნათიას რეაქცია უფრო აინტერესებდა კაცის იქ დანახვაზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.