შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ მე დამებედე...(სრულად)


26-08-2018, 23:10
ავტორი katiusha
ნანახია 6 684

„ყველა წარმატებული და ძლიერი ქალის უკან უდიდესი იმედგაცრუება და ტკივილი იმალება“


-და ნომინაცია,რომელსაც ყველა ელოდა,წარმოგიდგენთ ჩვენი უზარმაზარი კომპანიის წლის საუკეთესო თანამშრომელი,წლის საუკეთესო მენეჯერი,გაყიდვების საუკეთესო სპეციალისტი თიკა ბერძენიშვილი,მივულოცოთ მას.გამარჯვებულს ვიხმობთ სცენაზე.-საღამოს წამყვანმა სიხარულით გამოაცხადა მთავარი ნომინაცია და ხალხში მისი ძებნა დაიწყო.ტაშმა იხუვლა.მუსიკა მაღალ ხმახე აჟღერდა,ფერადი შუქები ანათებდნენ დარბაზს.მართლაც ღირსეული გამარჯვებული ჰყავდა მთავარ ნომინაციას.
დარბაზის ბოლოდან გამოძვრა შავთმიანი,ღია ცისფერ კაბაში გამოწყობილი თიკა.დაბნეულმა გაიარა მანძილი წამყვანამდე და სცენაზე ავიდა.
-მოდი ჩემო კარგო,მოდი,-შეეგება ის,გადაკოცნა,მიულოცა და გვერდით დაუდგა. -გამარჯვებულს დააჯილდოვებს კომპანიის ახალი გენერალური დირექტორი შოთა გოგრიჭიანი.გთხოვთ ბატონო შოთა. რამდენიმე წამში კლასიკურ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი გამოჩნდა.სტუმრებმა ახლა მასზე გადაიტანა ყურადღება,პირველად გამოჩნდა ხალხში ის,რატომღაც ყველას ასაკოვანი ეგონა,მის მაგივრად ახალგაზრდა რომ დაინახეს უნებურად თითქმის ყველა მანდილოსანმა გაპრანჭვა დაუწყო. ის კი მოდიოდა თიკასკენ თანაბარი ნაბიჯებით და მკაცრი სახის გახსნას სულ არ აპირებდა.თიკას მთელ სხეულში გასცრა მისი სახის დანახვაზე.გაიფიქრა რა ტირანის სახე აქვს,დაჯილდოვების დროს მაინც გაიღიმოსო.თითქოწ გამოიცნო მისი ფიქრი ბიჭმა,მაშინვე დააშორა თხელი ტუჩები ერთმანეთს.
-გილოცავთ ქალბატონო თიკა.გისურვებთ უფრო მეტ წარმატებას,ბევრ გაყიდვებს და კარიერის ზემდგომ საფეხურზე ასვლას.-სპეციალურად შექმნილი ლოგო გადასცა,დიპლომი და ვარდების თაიგული მიაწოდა და გადაკოცნა. -გამარჯვებულს ამასთანავე ერგება ფულადი პრემიაც,საკმაოდ სოლიდური,რომელსაც არ დავასახელებ,და კიდევ დამსახურებული ორკვირიანი შვებულება.-განაცხადა შოთამ. -მივულოცოთ მეგობრებო,აბლოდისმენტები,-ისევ წამყვანის ხმა გაისმა და დარბაზიც აიყოლია,
-ვთხოვოთ მას გვითხრას ორიოდე სიტყვა. ისევ დაბნეული მივიდა მიკროფონთან,სათქმელს ძლივს აბავდა თავს.
-ყველას მადლობას მიგახსენებთ,იმისთვის რომ ჩემი შრომა და თავდადება დააფასეთ,ვაღიარებ მართლა არ ველოდი.მადლობას ვუხდი ჩემს ფილიალში მომუშავე ყველა თანამშრომელს,რომ არა ისინი მე ამას მარტო ვერ შევძლებდი.მადლობას ვუხდი ქალბატონ ნანას,რომელმაც პატარა,შეშინებულ გოგოს დახმარების ხელი გამომიწოდა,ყველაფერი მასწავლა,მძიმე პერიოდში გვერდით მედგა და არასოდეს მოუცია უფლება სასოწარკვეთილს უარი მეთქვა აქედან წასვლაზე და უფრო მეტისთვის მებრძოლა, ვიდრე მქონდა.მან დამანახა გზა მქონოდა იმაზე მეტი ვიდრე მაქვს,ამან კი მოიტანა ის შედეგი რაც დღესმაქვს.დიდი მადლობა ყველას,მადლობა თითოეულ თანამშრომელს და მადლობა უფროსებს ამ შრომის დაფასებისთვის.-დაასრულა სიტყვით გამოსვლა და სცენიდან ნაჩქარევად ჩამოვიდა.
-მაშ ასე მეგობრებო, წვეულება გრძელდება,აბა ახლა ისევ შევავსოთ ჭიქები და ჩვენი კომპანიის წარმატებული თანამშრომლები ვადღეგრძელოთ.-განაგრძო წამყვანმა საღამო..
მაგიდასთან დაბრუნებულ თიკას მაშინვე მიესივნენ თავის გოგოები როგორც ის ეძახდა-მისი მაღაზიის თანამშრომლები,,გარს შემოერტყნენ და ოთხივე ერთად ჩაეხუტა.მერე მუსიკა ჩაირთო და წვეულება გართობის რეჟიმში გადავიდა....დიდხანს აღარ დარჩენილა...თერთმეტს გადასცდა,ყველას დაემშვიდობა,ტაქსი გამოიძახა და წასასვლელად მოემზადა.... გარეთ რომ გამოვიდა დეკემბრის სუსხმა შეუტია.სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და მძღოლს მეგობრის მისამართი უკარნახა.სიბნელეში მისთვის ყურადღება არ მოუქცევია.ახლა ფიქრებით სულ სხვაგან იყო და ერთი სული ჰქონდა იქ მისულიყო. საჩუქრები,ყვავილები და ჩანთა გვერდით მოიდო და ამღერებულ ტელეფონს უპასუხა. -გისმენ ირა.....ახლა გამოვედი,,შენთან მოვდივარ...როგორ არის ხომ არ გაგაბრაზა?...ძალიან კარგი.მალე მოვალ....მეგობარს დაემშვიდობა და ნორმალურად არ ჰქონდა გათიშული რომ ახლა სხვამ დაურეკა. მთელი გზა იღებდა მილოცვებს.ალბათ შევაწუხე მძღოლიო ფიქრობდა.სიბნელეში ვერ ხედავდა კარგად მის სახეს...
-აქ დამელოდეთ, ახლავე ჩამოვლენ და წავიდეთ.- ბიჭმა უხმოდ დაუქნია თავი. მანქანიდან გადავიდა და სადარბაზოდან გამოსულ წყვილს მიესალმა. გოგოს ბავშვი ეჭირა თბილ მოსასხამში გახვეული,ბიჭს ჩანთა მოჰქონდა მისი ნივთების.
-ჩემი სიხარული,ჩემი ბედნიერება,ჩემი იმედი...-ბავშვი გამოართვა თიკამ,გულში ჩაიკრა და აწითლებული ლოყები დაუკოცნა.
-ნელა გადარეულო,არ გააღვიძო,ცოდოა.-შეუბღვირა დაქალმა
-ხომ არ გაგაბრაზა?
-ამას შენ ამბობ შვიდი თვის ბავშვზე?ჩემმა ოთხმა მაიმუნმა გამაბრაზა,ამას მშვიდად ეძინა,სასწაული ბავშვია.დაგეტოვებინა ჩვენთან,ასე გვიან ამ სიცივეშკ რომ არ იწვალო წაყვანაზე.
-არა აჩი,არ შეგაწუხებთ,ისედაც სულ თვენთან ვტოვებ ამ სამსახურის გამო.თქვენ რომ არ მყავდეთ რა მეშველებოდა.
-მაგაზე არ იფიქრო,მთავარია რომ გყავართ,შენ ჩემი მეგობარი კი არა,მასზე მეტი ხარ,როცა მოგინდება მაშინ მოხვალ და წახვალ,შენთვის ყოველთვის ღიაა ჩვენი სახლის კარი.-
-შენ საოცარი ადამიანი ხარ აჩი, -გაუღიმა თიკამ,-მიხარია რომ ირამ აგირჩია ცხოვრების მეგზურად,გაუმართლა რომ შენ შეხვდი.
-კარგით,გეყოთ,არ გინდათ ნოსტალგიები.მოყევი როგორ ჩაიარა საღამომ?
-თქვენს წინაშეა კომპანიის საუკეთესო თანამშრომელი და მენეჯერი.-მხიარულად თქვა გოგომ
-ვა,ვაა რა მაგარიაა,გილოცავ ცუნცულ,აბა შენ იცი,უფრო მეტი წარმატებები..
-გილოცავ საყვარელო.შენ ნამმდვილად იმსახურებ ამას.იმ ყველაფრის მერე იქნებ ეს მაინც დაგეხმაროს და საბოლოოდ დააღწიო თავი წარსულს..
-წარსულს თავს ვერ დავაღწევ ირა,აი მომავალი კი იმაზე უკეთესი იქნება,ვიდრე წარმოვიდგენდი.ამის შესანიშნავი მიზეზი მაქვს,-სევდანარევი ღიმილით უპასუხა თიკამ და მძინარე შვილს დახედა.
-გეყოთ ახლა,ტირილი არ დაიწყოთ.რა დროს ცრემლებია,-ჩაერია აჩი.-ბავშვი ცოდოა,შენი თავი თუ არ გეცოდება.ჩაჯექი მანქანაში და სახლში წადი,ხვალ იჭორავეთ,-კარი გაუღო და დაჯდომაში მიეხმარა.ჩანთა გვერდით დაუდო და კარი მიუხურა.
-სახლში რომ მიხვალ დარეკე.ვინერვიულებთ ხომ იცი.-გააფრთხილა მეგობარმა.
-კარგი,,აბა თქვენ იცით,მადლობა კიდევ ერთხელ.-გაუღიმა,ფანჯარას აუწია და მისამართი უკარნახა.მერე მთელი ყურადღება შვილზე გადაიტანა,კალთაში ჩაიწვინა,გაანთავისუფლა თბილი მოსასხამისგან,მოფერება დაუწყო.ბავშვმა გაიღვიძა და ღუღუნი დაიწყო.იგრძნო დედის სიახლოვე,აუხსნელია დედა-შვილს შორის კავშირი.ჯერ იცინოდა,მერე ატირდა.აშკარა იყო მოშივდა.
-ცოტაც მოითმინე დეე,მალე მივალთ და გაჭმევ,-მოეფერა ბავშვს და გულში ჩაიკრა..ისე იყო შვილით გართული იქნებ ამიტომ ვერ შეამჩნია მძღოლის გაფართოებული თვალები,მათ რომ მიშტერებოდნენ. ბოთლი ამოიღო ჩანთიდან და ბავშვს წყალი დაალევინა,პატარა დროებით დაწყნარდა.მერე საწოვარა ჩაუდო და საბოლოოდ დაამშვიდა....
გულში თავ-ბედს იწყევლიდა ტაქსის მძღოლი მაინცდამაინც მას რომ მოუწია ამაღამ მორიგეობა და გამოძახებაზე წასვლა.რას წარმოიდგენდა თუ მაინცდამაინც ის შეხვდებოდა,თითქოს დავიწყებული და წაშლილი ჰყავდა ცხოვრებიდან და გონებიდანაც.ბედნიერადაც ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად,მაგრამ ახლა ეჭვი რომელიც მას გაუჩნდა ყველაფერს ცვლიდა.
-მარჯვნივ მოუხვიეთ და პირველივე კორპუსთან გააჩერეთ,-მოესმა ქალის ხმა.მისი თხოვნა შეასრულა და ნელა გააჩერა მანქანა კორპუსთან.
-მოვედით,-პირველად ამოიღო ხმა და მისკენ მიტრიალდა.მანაც აიხედა და იგრძნო როგორ შეწტყვიტა გულმა ძგერა,დრომ მსვლელობა,საათის ისრებმა მოძრაობა....მერე ძალა მოიკრიბა,ბავშვს მოსაცმელი მოაცვა,უხმოდ ამოიღო ჩანთიდან ფული და გაუწოდა,-ხურდა არ მინდა,-თავის ხელში აყვანა მოასწრო და ამაყად განუცხადა.ჩანთებს დასწვდა და გადასვლა დააპირა,მაგრამ ერთდროულად ამდენის გაკეთება ვერ შეძლო.
-მოიცადე,ხელში წასწვდა ბიჭი,-მართლა ფიქრობ რომ ან ფულს გამოგართმევ ან ამ ყველაფერს მარტო წაიღებ.
-გამიშვი,უხეშად მოიშორა მისი ხელი.
-დაგეხმარები,
-არ მჭირდება შენი დახმარება და არც მოწყალება,აიღე ეს ფული და წაუღე შენს ცოლს,მას უფრო დასჭირდება.უცნაურია,ფულს და ქონებას გაეკიდე,უზრუნველ ცხოვრებას და რა მიიღე სანაცვლოდ?ისევ ტაქსის მძღოლად მუშაობ,-დამცინავად უპასუხა თიკამ
-დაივიწყე ეგ ყველაფერი,მგონი სალაპარაკო გვაქვს..
-არ გვაქვს.ჩვენ ყველაფერი იმ ზარის შემდეგ დავასრულეთ როცა მითხარი რომ მშორდებოდი.მიზეზის გარეშე,ყველაფრის აუხსნელად...
-მაგრამ მე უფლება მაქვს ვიცოდე რასაც ახლა ვფიქრობ სიმართლეა თუ არა...
-არა...არ გაქვს უფლება...გადავიდა მანქანიდან და ბავშვი გადაიყოლა,მაგრამ ისე უხეშად მოუვიდა რომ მან ტირილი დაიწყო.
-არაა დეე,არაფერი მომხდარა,დამშვიდდი,ჩუუ ჩემო პატარაა,-მიიხუტა გულზე.
-გთხოვ მომეცი უფლება დაგეხმარო და ეს ყველაფერი სახლში მიგატანინო,ცოდო ხარ,მარტო ვერ შეძლებ,-შეევედრა ბიჭი.-თან ბავშვიც ტირის..
-კარგი,-ყოყმანის შემდეგ თქვა გოგომ და სადარბაზოსკენ წავიდა.ბიჭმა მის ნივთებს დაავლო ხელი და უკან აედევნა.ლიფტი უკვე გამოძახებული ჰყავდა.გვერდით ამოუდგა და როცა მივიდა ადგილი დაუთო,პირველი შეუშვა,მერე თვითონაც შეჰყვა.უხმოდ იდგნენ ერთმანეთის გვერდით,მხოლოდ ბავშვის ჭყიპინის ხმა არღვევდა სიჩუმეს.დროდადრო მას გახედავდა და ეჭვი რომელიც გაუჩნდა უფრო და უფრო უღრმავდებოდა რომ მისი შვილი იყო. ისიც თითქოს გრძნობდა ამას,მისკენ იწევდა,მაგრამ დედა აკავებდა და გულში იკრავდა.
ლიფტი სასურველ სართულზე გაჩერდა,გასაღები ამოიღო და საკეტს მოარგო.
-აქ დააწყე და წადი,მივხედავ მე თვითონ.
-როდის აქეთ გახდი ასეთი უხეში?-უპასუხა ნაწყენმა,
-ერთი იდიოტის ზარის შემდეგ,-არ დაინდო გოგომ და სახლში შევიდა.ბიჭიც უკან მიჰყვა და კარი მიხურა,ყველაფერი შესასვლელში მდებარე კომოდზე დააწყო და სხვა ოთახში შევიდა.თვალი მოავლო იქაურობა,
-აქ ცხოვრობ?
-მეტის საშუალება არ მაქვს,ეს ერთოთახიანი ბინაც მყოფნის,მყუდროა და თბილი.ბავშვი საწოლზე მიაწვინა,ტანსაცმელი გახადა,თხელი ბოდე ჩააცვა,გადასაფარებელი მიაფარა და ბიჭს მიუბრუნდა.
-ორ წუთში მოვალ.-სააბაზანოში გაუჩინარდა.
იდგა ზურა და ადგილიდან ვერ იძვროდა.მხოლოდ ბავშვს მიშტერებოდა,რომელიც უდარდელად იწვა დედის საწოლზე და თავისთვის თამაშობდა.პირველად იგრძნო ამდენი თვის შედეგ დანაშაულის სიმძიმე,განსაკუთრებით თიკას წინაშე.
გოგოს გამოცვლა მოესწრო,სპორტული შარვალი და თხელი ზედატანი მოეცვა.მაკიაჟის მოშორება და ვაარცხნილობის დაშლა ვერ მოეხერხებინა,ბავშვი ატირდა და იქაურობა გააყრუა. შიმშილის გრძნობას წინ ვერაფერი დაუდგებოდა.
საწოლზე ჩამოჯდა,ხელში აიყვანა,მკერდი მოიშიშვლა,ჯერ კი შერცხვა,მაგრამ მერე პატარა რომ წაეტანა და დედის რძეს დაეწაფა,აი მაშინ კი იგრძნო რომ ყველაფერს დაეკარგა მისთვის მნიშვნელობა..
-დაჯექი,რატომ დგახარ?-ჰკითხა ზურას,
უხმოდ ჩამოჯდა საპირისპიროდ მდგომ სავარძელზე და დედა-შვილს მიაჩერდა.
-ახლა იმ სიტუაციაში ხარ,რომელზეც ყველა კაცი ოცნებობს საყვარელი ქალი იხილოს,-დაიწყო მძიმედ
-მაგრამ მე არ ვარ შენი საყვარელი ქალი...ის შენ სახლში გელოდება...
-შევეშვათ სხვებს და ახლა ჩვენზე ვილაპარაკოთ.
-ჩვენ არ არსებობს ზურა,კარგად დაიმახსოვრე,არც არასოდეს იქნება...
-მითხარი მართლა ჩემია?
-ამაშიც კი ეჭვი გეპარება ხომ?-ირონიით ჰკითხა გოგომ
-თითქმის ორი წელი გავიდა თიკა...
-და შენ გონია რომ მეე,შენზე უგონოდ და ბრმად შეყვარებული ვინმე სხვას ვიპოვიდი და მისგან გავაჩენდი შვილს?-ტონს აუწია თიკამ
-ესეგი ჩემია,,-ცაილაპარაკა თავისთვის და თავი ჩაღუნა,თიკაც გაჩუმდა.ბავშვს ჩაეძინა,თავის საწოლში ჩააწვინა,მიაფარა და ადგა,
-სამზარეულოში გავიდეთ,-წამოდგა და სინათლე ჩააქრო,მხოლოდ მაგიდის ნათურა დატოვა ანთებული...
რამდენიმე წუთში სამზარეულოს პატარა მაგიდას უსხდნენ,ყავა სვავდნენ და ერთმანეთს უხმოდ მისჩერებოდნენ,საუბრის დაწყება უჭირდათ....
-უნდა მცოდნოდა..-დაარღვია დუმილი ზურამ
-მეც უნდა მცოდნოდა მიზეზი რის გამოც წახვედი,მაგრამ არ ვიცოდი...
-ეს ხომ მარტო ჩვენ არ გვეხებოდა,ნუ მელაპარაკები ასე.
-მართალი ხარ,მარტო ჩვენ არ გვეხებოდა,კიდევ შენი ცოლი იყო ამ ყველაფერში მონაწილე,მაშინ როცა გავიგე რომ ორსულად ვიყავი,ჩემზე ბედნიერი არავინ მეგულებოდა იმ ქვეყნად,ყველაფერი დავივიწყე, გესმის თავმოყვარეობას გადავაბიჯე და შენთან მოვედი.კარი შენმა ცოლმა გამიღო,იცოდა ვინ ვიყავი,კარგად იცოდა ყველაფერი,მაშინვე მახარა ჩვენ დავქორწინდით და უკვე შვილსაც ველოდებით,მისი ყველა საყვარელს ჯანდაბაში ვუშვებ და შენც იქ წადიო,ცხვირწინ მომიხურა კარი,გესმის?იმ დღეს მეც მოვკვდი და შენც,სამუდამოდ მოკვდი ჩემთვის.ჯერ იმიტომ რომ გავაანალიზე რატომ მიმატოვე და მერე იმიტომ რომ შვილი გეყოლებოდა.
-რას ამბობ?არ მჯერა?შენ ამას ჩემს ცოლზე მუბნები?ის ასე არ მოიქცეოდა..
-არ მაინტერესებს შენ გჯერა თუ არა,ასე იყო,ტყუილი არ მჭირდება.არაფერში აღარ მჭირდება,შენს გამო,ამ სიყვარულის გამო ყველა და ყველაფერი დავკარგე.ის ადამიანები დავკარგე ვინც მიყვარდა,ჩემი ოჯახი,მეგობრების უმეტესობა,რომელიც მკიცხავს დღემდე ჩემი საქციელის გამო,იმიტომ რომ მარტოხელა დედობა ვარჩიე და საკუთარი სისხლი და ხორცი მოსაკლავად ვერ გავიმეტე..ახლა მხოლოდ ჩემი შვილი მყავს,ჩემი ალექსანდრე...
-შვილს ის სახელი დაარქვი,რაც მე მინდოდა რომ დამერქმია.ჯანდაბა,-ხელი დაარტყა მაგიდას და თვალებში ცრემლი ჩაუდგა.
-შენ რა დაარქვი შენს შვილს?
-რომელ შვილს?რა შვილს?ის არ არსებობს და არც არასოდეს ყოფილა.
-ესეგი მომატყუა...
-ორივე მოგვატყუა..ვერ ვიჯერებ,გოგო რომელიც ანგელოზი მეგონა ასეთი სულმდაბალი აღმოჩნდა... თიკა მაპატიე,გევედრები ყველაფერი მაპატიე.მაპატიე რომ ჩემს გამო ასე დაიტანჯე,ამდენი რამე გადაიტანე,გპირდები ყველაფერი შეიცვლება,ყველაფერი სხვანაირად იქნება,მე შენთან ვიქნები,ჩვენს შვილთან..
-არა ზურა ვერ გაპატიებ,არ შემიძლია...რა ადვილია არა სათქმელად ეს ყველაფერი,ჩემთან იქნები.ახლა რათ მინდა შენი აქ ყოფნა?ჩემთან მაშინ უნდა ყოფილიყავი,როცა ბედნიერებისგან ცაში დავფრინავდი, როცა ბავშვის შესახებ გავიგე,მაშინ როცა გული მისკდებოდა ექიმთან როცა პირველად მივედი და სანამ გავიგე, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.მაშინ როცა შვილის გულისცემა პირველად გავიგონე,მაშინ როცა მარტო დავრჩი,როცა ხუთი თვის ორსული კიბეზე დავგორდი და ბავშვი ძლივს შევინარჩუნე,მაშინ როცა პირველად ავიყვანე ხელში მძიმე მშობიარობის შემდეგ და ყველანაირი ტკივილი დამავიწყდა,მაშინ როცა მარტოდ დარჩენილი მასთან ერთად ვათენებდი ღამეებს,მტკიოდა ყველაფერი,რაც მას,ვტიროდი მასთან ერთად,როცა ვერ ვაჩუმებდი,,,ხედავ რამდენი რამე გამოტოვე?ახლა რა გინდა?რაზე გაქვს პრეტენზია?გაზრდილ შვილზე?
თიკა მართალი იყო,ვერაფერს ვერ მოსთხოვდა,მის გვერდით უნდა ყოფილიყო,მაგრამ არ იყო. გოგოს შეხედა,როგორი შეცვლილი იყო.ადრინდელი თიკა ამას ტირილით მოყვებოდა,ახლა კი სახეზე ერთი ნაკვთიც არ შესტოკებია,რობოტივით იყო.გამოცვლილიყო.
-ვიცი უნდა ვყოფილიყავი,მაგრამ არ ვიყავი,ამას ვერ შევცვლით,სამაგიეროდ მომავალი შეიძლება შევცვალოთ,უფლება მომეცი ვიზრუნო მასზე,ვნახო ხოლმე,გვარი მივცე.
-ეგ ყველაფერი ისედაც აქვს,შენი გვარია მითითებული დაბადების მოწმობაში, არ ვაპირებ მისი ნახვა დაგიშალო,შეგიძლია მაშინ ნახო როცა მოგინდება,ოღონდ წინასწარიბგაფრტხილების გარეშე არასოდეს არ მოხვალ,რადგან მე მაქვს პირადი ცხოვრება და იქ შენ არ ხარ....
-ასეთს არ გიცნობდი.-დანანებით ჩაილაპარაკა ბიჭმა
-არც მე მეგონა ასეთი თავი,მაგრამ თურმე საოცრად ძლიერი ვყოფილვარ.იცი რამდენჯერ წარმომიდგენია ჩვენი შეხვერდა,როგორი იქნებოდა ან რას ვეტყოდით ერთმანეთს,ათასჯერ დამიგეგმავს გონებაში როგორ წავიდოდა ჩვენი საუბარი,მაგრამ ასეთი რამ არასოდეს მიფიქრია რომ შემთხვევით შეგხვებოდი და ჩემი სახლის სამზარეულიში მშვიდად გესაუბრებოდი.
-გამოგიტყდები მე არასოდეს მიფიქრია შენზე და არც ჩვენს შეხვედრაზე.ხომიცი როგორი ვარ არასოდეს ვიხედები უკან .
-ვიცი,არასდროს ფიქრობ წარსულზე.ახლა მეც ასე ვარ,მიმავლისკენ ვიხედები მხოლოდ და მხოლოდ ჩემი შვილია იქ.
-სიყვარული?საყვარელი ადამიანი არ გყავს?
-ამ ეტაპზე არა,თანაც არა მგონია დღეს ვინმეს უნდოდეს ქალი,რომელსაც შვილი ყავს,არც არავის საყვარლობას არ ვაპირებ.აღარ მინდა ცხოვრების აწეწვა.
საათს გახედა სამზარეულოს კედელზე რომ ეკიდა.
-უკვე გვიანია,უნდა წახვიდე,მეც მეძინება,ძალიან დავიღალე.
ზურა წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა.
-ხომ მომცემ უფლებას რომ ვნახო და ხელში ავიყვანო?-ჰკითხა შეშინებულმა.
-კი..
-მაშინ ხვალ მოვალ..
-დამირეკე,შეიძლება სახლში არ ვიყო.ისევ ის ნომერი მაქვს.თუმცა საიდან გახსოვრება,მასაც წაშლიდი,იეევე როგორც მე წამშალე შენი ცხოვრებიდან.
-არ გინდა ასეთი ირონია კარგი?მე ისედაც კარგად ვხვდები ჩემა დანაშაულს.
-მართლა?როდის მერე?მას შემდეგ რაც ბავშვის არსებობის შესახებ გაიგე ხომ?
-კარგი წავედი,-აარიდა თავი კითხვას,-ღამე მშვიდობისა,მძინარე პატარას გადახედა და სახლი დატოვა...
როგორც კი კარი დახურა,ზურგით მიეყრდო და თვალებში მოწოლილ და ამდენი ხნის შეკავებულ ცრემლს გასაქანი მისცა,ჩაიკეცა და ხმამაღლა ატირდა.არაფერი დარჩა რამდენი წუთის უკან ამაყად მოლაპარაკე ქალისგან,ახლა მხოლოდ მიტოვებული და განადგურებული ქალი იყო ოთახში....
************
დილით გვიან გაეღვიძა,კვირა იყო და ისვენებდა.ბავშვი თავისთვის თამაშობდა და ლუღლუღებდა.გაურკვეველ ბგერებს გამოსცემდა.ცოტა ხანს უყურა,მერე ვეღარ მოითმინა,წამოდგა,ხელში აიყვანა და ფუმფულა ლოყები დაუკოცნა.მანაც ბავშვური,უდარდელი სიცილით უპასუხა დედას,ცოტა ხანს ითამაშეს,მერე პატარას მოშივდა,აჭამა,დანაყრებულმა ისევ თამაში ისურვა.
-ჩემო პატარა,დედიკოსაც შია,ცოტა თუ არ მიირთვა,შენც საჭმლის გარეშე დარჩები,-ესაუბრებოდა ეტლში ჩამჯდარს.მასაც თითქოს ესმისო,ყურადრებით უსმენდა...
მთელი დღე სახლში გაატარა,ხან ერთად თამაშობდნენ,როცა დააძინა,სახლი დაალაგა,სწრაფად გადაივლო წყალი და მოწესრიგდა.მისდა გასაკვირად ზურა მთელი დღე არ გამოჩენილა არადა ელოდა.უყვარდა?არ იცოდა,ვერ ხვდებოდა სიყვარული უფრო იყო ეს თუ სიძულვილი და სიბრაზე,მაგრამ რაღაცა ნამდვილად იყო...
მეორე დღეს სამსახურიდან დაურეკეს.გაუკვირდა,არადა შვებულება ჰქონდა.
-თიკა ცოტა ხნით შემოირბინე რა ოფისში,ბუღალტერიაში რაღაც საბუთებზე ხელი გაქვს მოსაწერი.-სთხოვა კადრების უფროსმა.
-ნაშუადღევს მოვალ მარი,ახლა ბავშვს ვაძინებ.
-წამოიყვანე რაა ეგ გოჭიც,როგორ მომენატრა,დიდი ხანია ჩვენთან აღარ დაგიტოვებია,-გაეცინა გოგოს.
-კარგი,-მასაც ჩაეღიმა და დაემშვიდობა.თათბირებზე როცა უწევდა მისვლა და ბავშვს ვერავის უტოვებდა მიჰყავდა და მარი იტოვებდა ხოლმე ის რამდენიმე საათი.კარგად უგებდნენ ერთმანეთს...
სანამ ალექსანდრეს ეძინა,ტანსაცმელი აარჩია,ოფიციალურ სამოსზე უარი თქვა,მაინც არ მუშაობდა,მუქი ლურჯი,მოტკეცილი ჯინსი აარჩია,დაბალძირიანი ჩექმა ამოიცვა,თეთრი,ღილებიანი ზედა ჩაიცვა ვაიდა ბავშვს მოშივდეს ადვილად მოვახერხებ და ვაჭმევო.როცა გაიღვიძა,ისიც გამოაწყო,საჭირო ნივთები ჩანთაში ჩაიწყო,ბავშვი საბავშვო ეტლში ჩასვა და სახლიდან გავიდნენ....
ყველანი მას შემოეხვივნენ,როცა დაინახეს.ბავშვი ხელიდან ხელში გადადიოდა.ისიც კმაყოფილი იცინოდა და მხიარულად შლიდა ხელებს,სულ დაავიწყდა დედა.
-გელოდებიან,მიდი ჩადი და ამას ჩვენ დავიტოვებთ.
-მადლობა მარი,მალე მოვალ.-გაუღიმა გოგოს და ნაჩქარევად ჩაუყვა კიბეებს ერთი სართულით დაბლა.
ხმაური შემოესმა შოთას გარედან,ისეთი რომ კონცენტრაციაში ხელი შეუშალა და
გაბრაზებული გავარდა გარეთ.
-აქ რა ხდება?მუშაობთ თუ ერთობით?-იკითხა მკაცრად და ხმამაღლა.ყველა გაშეშდა.
-გეკითხებით,აქ რა ხდება?საბავშვო ბაღია თუ კომპანია?დაუბრუნდით სამუშაო ადგილებს.-გასცა ბრძანება,წამში დაიშალა ყველა,მხოლოდ მარი დარჩა ბავშვით ხელში.შეშინებული მიაჩერდა მკაცრს უფროსს განაჩენის მოლოდინში.
-ბავშვი?შენ გაბედე და აქ ბავშვი მოიყვანე?ვინ გგონია თავი?ან სად გგონია?-მიუახლოვდა მას.
-ეს...ესსს..მეე..ჩემი შვ..ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა გოგომ და ენა დაება.
-მეორედ კიდევ ერთხელ ვნახავ აქ და სამსახურს დატოვებ,-უღრიალა კაცმა.
-რას ბედავთ?როგორ ბედავთ და უყვირით სრულიად უდანაშაულო ადამიანს?-აფთარივით გამოჩნდა თიკა და შუაში ჩაუდგა.
-თქვენ საიდანღა გაჩნდით აქ?შვებულებაში არ ხართ?ან როგორ ბედავთ და ხმას უწევთ?
-თქვენ როგორ ადანაშაულებთ სრულიად მართალ ადამიანს?
-მან აქ ბავშვი მოიყვანა.
-ის ჩემი შვილია,ის არაფერ შუაშია,საბუთებზე ხელის მოსაწერად მოვედი და ხუთი წუთით დაიტოვა.ახლავე მოუხადეთ მას ბოდიში,-ხმას აუწია თიკამაც
-ზედმეტი ხომ არ მოგდით ქალბატონო?-არ თმობდა ვაჟიც
-კომპანიის დირექტორობა არ გაძლევთ უფლებას არასამართლიანად მოექცეთ უდანაშაულო ადამიანებს,მიკვირს საერთოდ თქვენისთანა უხეში და უზრდელი ადამიანები რატომ არსებობენ და როგორ მუშაობენ ასეთ ადგილას.
შვილი გამოართვა შიშისგან ატუზულ მარის და გაბრაზებულმა დატოვა იქაურობა.
ადგილზე გაშეშებული იდგა შოთა და ხმას ვერ იღებდა.ბოდიშიო ჩაილაპარაკა მერე და კაბინეტში შევიდა...
**********
გაცეცხლებული დაბრუნდა სახლში.ჩაძინებული ბავშვი საწოლზე მიაწვინა,ტანსაცმლის გამოცვლაც ვერ მოასწრო ზარი რომ დარეკეს.ზურა იყო პატარა დათუნია ეჭირა ხელში.
-მაპატიე გაუფრთხილებლად მოვედი.
-უკანასკნელად ხდება ეს.-მკაცრად უთხრა და განზე გაიწია,სახლში შემოატარა.
-სძინავს?
-მალე გაიღვიძებს.
-გასული იყავი?-ჰკითხა და სკამზე ჩამოჯდა.გვერდით დაიდო სათამაშო.
-სამსახურში...
-იქ როცა ხარ ვის უტოვებ ბავშვს?
-ხან მიმყავს,ხან ჩემს მეგობართან ვტოვებ.
-ძიძა არ გყავს?-გაუკვირდა.
-ჩემი შემოსავალი სამწუხაროდ ვერ სწვდება ბინის ქირას და ძიძას ერთდროულად.
-თიკა,-ფრთხილად დაიწყო ბიჭმა,-ძიძა იპივე და მე გადავუხდი ფულს.ოღონდ ახლა შენებურად არ გაბრაზდე.ცოდო ხარ ასე,შენც და ისიც..
-დავფიქრდები...
ბავშვმა გაიღვიძა,მამამ რომ შვილი ხელში აიყვანა,რაღაცნაირი გრძნობა დაეუფლა და გააკანკალა,ისევ რომ არ ეტირა,მაღაზიაში ჩასვლა მოიმიზეზა და მარტო დატოვა ისინი....
ერთ საათზე მეტ ხანს დაჰყო.პარკში იჯდა და ფიქრობდა. მერე პამპერსი იყიდა და უკან დაბრუნდა,რომ არ იფიქროს სპეციალურად ავარიდე თავიო. ცოტა აერიათ იქაურობა,მაგრამ ბავშვი კმაყოფილი იყო...
მომდევმო რამდენიმე დღე თითქმის ყოველდღე მოდიოდა ზურა.ყოველთვის მარტო სტოვებდა მათ და გარეთ გადიოდა..
-განგებ აკეთებ ხო ამას?
-არა,უბრალოდ მინდა მამა-შვილმა უკეთ გაიცნოთ ერთმანეთი.
-იფიქრე ჩემს ნათქვამზე?
-კი და თანამხმა ვარ,მოვძებნი ძიძას,რამდენიმე დღეში გეტყვი პასუხს.
-კარგი,წავალ ეხლა,-ფეხს ითრევდა ბიჭი,მაგრამ თიკას არ შეუჩერებია.მშვიდად მიხურა კარი..
*****

კაბინეტში იჯდა შოთა და სულ იმ ინციდენტზე ფიქრობდა,პირველად მიუჩინეს ადგილი და აიმაღლეს ხმა მის წინაშე,ასეთ ადამიანებზე ყოველთვის კარგი წარმოდგენა ჰქონდა,იმიტომ რომ ისინი თავს დამოუკიდებელ,ჩამოყალიბებულ და ამაყ ადამიანებად გრძნობდნენ და უფროსის დანახვაზე შიშით არ კანკალებდნენ,ისინი ყოველთვის გულწრფელები იყვნენ და არა ეშმაკები და ფლიდები..
რამდენიმე დღე იცადა,ვერაფრით გაებედა ეკითხა და მოეძია მასზე ინფორმაცია.მითუმეტეს თავს ვერ მისცა უფლება რომელიმე თანამშრომლისთვის ეკითხა,გოგოს თუ შვილი ჰყავდა,ალბათ ქმარიც ეყოლებოდა და ეს ლამაზი საქციელი სულაც არ იყო.
დეკემბრის ბოლო იყო,ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღე რჩებოდა.შემთხვევით შეესწრო ისეთ სიტუაციას,რომ შეეძლო თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა.
-კარგი თიკა,მოვალ და ერთად ავღნიშნოთ ახალი წლის მოსვლა.მეც მარტო ვარ,-გახარებულმა უპასუხა მარიმ,მაგრამ თავზე წამომდგარი უფროსი რომ შეამჩნია სასწრაფოდ დაემშვიდობა და დაბნეული მიაჩერდა.
-თიკა იყო?რატომ გაუთიშე?-
-თქვენ რომ..ენისბორძიკით უპასუხა მან.
-ნუ გეშინია ჩემი მარი,მე არ ვიკბინები.-გაუღიმა და ირგვლივ მიმოიხედა,ვერავინ რომ ვერ შეამჩნია მისკენ მიიწია და ჰკითხა
-თიკაზე უნდა გკითხო რაღაც..
-მეე?-უარეწად დაიბნა გოგო.
-კი შენ,შემიძლია გენდო?
-კი,თავი დაუქნია.
-გათხოვილია?
-ედ მის პირად ცხოვრებას ეხება,არ შემიძლია ბატონო შოთა..
-მარი....-დაუბრიალა თვალები.
-არა,არ არის გათხოვილი,სანამ ბავსვი დაიბადებოდა,მანამდე მიატოვა საქმრომ.მერე ოჯახმაც,სულ მარტოა საბრალო და ასე წვალებით ზრდის შვილს..
უცებ წარმოიშვა სიძულვილი გულში იმ კაცის მიმართ,ვინც ასე გაიმეტა და სიბრალული მარტოხელა,ღირსეული დედის მიმართ.მარის რაღაც უჩურჩულა ყურში და თვალებგაფართოებული გოგო მარტო დატოვა..
სულ ესმოდა მისი სიტყვები „არავინ ჰყავს საბრალოს“, „მიატოვეს“.არ გამოსდიოდა გონებიდან,მისი დაცვის სურვილი საიდან გაუჩნდა ან რატომ გაუჩნდა მის მიმართ ასეთი ინტერესი არ იცოდა,ათასჯერ ჰკითხა თავს,მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.
31დეკემბერი,საღამო...
თავის ბინაში,უზარმაზარ მინის კედელთან იდგა და საახალწლოდ მორთულ ქალაქს გადაჰყურებდა.აქა-იქ ფეიერვერკსაც ისროდნენ.სასმლის ჭიქა ეჭირა და ნელა სვავდა.ვერ ისვენებდა.არც მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან წასვლა უნდოდა.ყელში ჰქონდა ამოსული ეს ინტელიგენტი საზოგადოება და მათი ყალბი ქცევა.გადაწყვეტილება უცებ მიიღო,ხელი დასტაცა მანქანის გასაღებს და ბინიდან გავიდა...

მარიმ ერთი ბოთლი ღვინო და ტკბილეული იყიდა,საჩუქარიც არ დავიწყებია თიკასთვის და მისი პატარასთვის,ყველაფერი პარკებში ჩააწყო და მასთან წავიდა.
თიკას უკვე მოესწრო სამზარეულოში სუფრის გაშლა.პატარა თოვლის ბაბუის სამოსში გამოეწყო,თვითონაც დაეხურა ქუდი და მასაც და ღიღინით დაცქრიალებდა აქეთ-იქით,საახალწლოდ მორთულს სახლში საოცარი მყუდროება სუფევდა.კარზე ზარი დარეკეს.როგორც იქნა მოვიდაო,გაიფიქრა და კარი გამოაღო
-სიუპრიზიიი,-იყვირეს და მისი მაღაზიის გოგოები დაინახა ყოფილ უფროსთან ნანასთან ერთად.
-დიდხანს არ შეგაწუხებთ,გპირდებით მალე წავალთ,-გადმოდგა ნაბიჯი მან და მოეხვია,მერე მიყოლებით შემოლაგდნენ ოთხივე და ტკბილეული,ტორტი,ბუშტები და საჩუქრები შეიყოლეს.მაშინვე ახმაურდა იქაურობა,ალექსანდრეს მივარდნენ და კოცნიდნენ,სურათებს იღებდნენ მასთან ერთად.ერთ-ერთმა გოგომ კომპიუტერში საახალწლო სიმღერა ჩართო,ზოგმა მაგიდა გამოსწია და სუფრაზე მიტანილი საჭმელები ამოალაგა.
კიდევ გაისმა ზარი,ამჯერად მარი იყო.ეს გადარეულები რომ დაინახა,კიდევ უფრო მეტად გაუხარდა და ისეთი ამბავი ატყდა მტრისას დაიმხეს თავზე ყველაფერი.უხაროდა თიკასაც.მართალია ეს ადამიანები მეგობრებად ნაკლებად ითვლებოდნენ და არც თუ ისე დიდი ხანია რაც იცნობდა მათ,მაგრამ შეეძლო ეთქვა რომ საუკეთესოები იყვნენ ალალები,გულწრფელები და ბავშვურები.ყველამ იცოდა მისი ამბავი,მაგრამ არც ერთს გაუკიცხავს და უკითხავს რატომ?უბრალოდ მიიღეს ისეთი როგორიც იყო.
სუფრას მიუსხდნენ,სასმელი ჩამოასხეს და ის იყო პირველი სადღეგრძელო უნდა ეთქვათ,რომ კარზე ზარის ხმა გაისმა.
-ეს თუ ზურაა ვერ გადამირჩება,ხომ გავაფრთხილე რომ ახალ წელს მარტო მინდოდა ყოფნა,-წამოდგა გაბრაზებული და კარის გასაღებად წავიდა.მოულოდნელობისგან იკივლა,იმდენად ვერ შეიკავა თავი და იმდენად გაუკვირდა.
-თქვენ ხართ ბატონო შოთა,-ძლივს მოაბა თავი რამდენიმე სიტყვას.
-იმედია მიმიღებთ,ბოდიშის მოსახდელად მოვედი,-თქვა უდარდელი ღიმილით,თითქოს ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყო კომპანიის დირექტორის რიგით თანამშრომელთან სტუმრობა.თვალი ოთახისკენ გაექცა და დაინახა მისკენ მომზირალი ექვსი წყვილი თვალი.
-გამარჯობათ ყველას,გილოცავთ დამდეგს,-დაუკრა თავი ღიმილით
-მობრძანდით ბატონო შოთა,-გამოერკვა მარი და დაბნეული თიკა გვერდით გასწია.
-მოკლედ ვიცი გიკვირთ აქ რომ ვარ,მაგრამ გთხოვთ არ მიაქციოთ ყურადღება,მგონი მაქვს უფლება კომპანიის საუკეთესო თანამშრომელთან და საუკეთესო გუნდთან შევხვდე ახალ წელს არაა?
-რა თქმა უნდა,მობრძანდით,სწორედ ახლა ვაპირებდით პირველი სადღგრძელოს თქმას,-უპასუხა ნანამ და თავისი ადგილი დაუთმო.
-ნუ ხარ ასე,ჩავტვალოთ რომ ის უფროსი არაა და ერთ -ერთი ჩვენთაგანია,-ხელი წაჰკრა მარიმ დაბნეულ თიკას და ხელი გამოსდო,მაგიდასთან მიიყვანა.
ყველანი სუფრას მიუსხდნენ,მართალია ცოტა მჭიდროდ ჯდომა მოუწიათ,მაგრამ მაინც კმაყოფილები იყვნენ,ორი ჭიქის შემდეგ დაძაბულობა გაქრა და სრულად წაიშალა ზღვარი უფროსსა და მის ქვეშევრდომებს შორის. თიკაც ის თიკა გახდა,როგორიც იყო,მიუხედავად ამდენი ტკივილისა. სულ გადაირია გოგრიჭიანი როცა პატარა ვაჟკაცი კალთაში ჩაუხტა და არ მოშორდა.სრულად აითვისა მის წინ მდებარე ტერიტორია და თამაში დაიწყო.კაციც საოცრად შეიცვალა,სხვანაირი გახდა,თითქოს მისივე ასაკის.
საათმა რომ თორმეტს ჩამოჰკრა კიდევ ერთხელ მოულოცეს ერთმანეთს და კიდევ ერთი ჭიქა შესვეს,მერე მიყოლებით დაემშვიდობნენ გოგოები და წავიდნენ.ბოლოს მარი წავიდა და მარტო დარჩნენ.ბავშვმა ჭირვეულობა დაიწყო.
პირი დააღო თიკამ,როცა შოთამ ხელზე გადაიწვინა პატარა,მკერდზე აიკრა და დაარწია,რამდემიმე წამში მიაძინა.
-ასე მეც არ გამომდის ხოლმე,ნამდვილი ჯადოქარი ხართ,-უთხრა როცა კარში გადიოდა.
-გამოცდილება ჩემო კარგო,გამოცდილება..
-თქვენ შვილი გყავთ?-გაუკვირდა გოგოს.
-კი,თორმეტი წლის.დედასთან ცხოვრობს ამერიკაში,ცუდი მამავარ,არც ისე ხშირად ვნახულობ,-დანანებით თქვა კაცმა.
-არადა ასაკით ძალიან პატარა ჩანხართ.
-ოცდათექვსმეტი წლის ვარ,პატარა აღარ ითქმის ჩემზე.-გაეცინა კაცს.
-არ გეტყობათ.ყავას ან ჩაის დალევთ?-შესთავაზა გოგომ
-არა,მადლობ,წავალ ახლა,გვიანია ისედაც.
-მაინც ვერ გავიგე თქვენი მოულოდნელი სტუმრობის მიზეზი..
-მეც არ ვიცი,და შენ როგორ გითხრა,-უცნაურად გაეცინა კაცს და კარი გამოაღო.-სასიამოვნო დრო გავატარე,მადლობა ყველაფრისთვის,მადლობა დღევანდელი დღისთვის.წავედი,,.დაემშვიდობა დს სახლიდან გავიდა.ლიფტთან რომ შეჩერდა იქიდან მიაზახა.
-იმედია სამსახურში მალე გიხილავთ...
ვერ გაეგო მის სტუმრობის და უცნაური ქცევის მიზეზი თიკას.უბრალოდ დაბნეული იდგა იქამდე სანამ ლიფტის კარი არ დაიხურა.მერე უკან შებრუნდა და პირდაპირ დასაძინებლად დაწვა....
*******
ისე გაირბინა დარჩენილმა დღეებმა,რომ ნორმალურად გაგებაც ვერ მოასწრო,მხოლოდ ბავშვთან ატარებდა და მისი სიახლოვით ტკბებოდა.ირას შემოთავაზებას დასთანხმდა და მოს ოჯახთან ერთად დაისვენა ბორჯომში,ბავშვებისთვის თოვლი და სუფთა ჰაერი მისწრება იყო.რამდენჯერმე ზურამ დაურეკა და ჩასვლა სთხოვა,მაგრამ არ დათანხმდა....
მეორე დღეს სამსახურში უწევდა გასვლა.ძიძის პრობლემა კი ჯერ კიდევ არჰქონდა მოგვარებული,სახლსიბიჯდა და შესაფერის ვარიანტებს განიხილავდა. ალექსანდრე თავისთვის თამაშობდა.ზარის ხმამ საქმიანობა შეაწყვეტინა.ზურა იყო შუახნის ქალთან ერთად.
-ეს ჩვენი ახლობელია ქალბატონი ნინო,ძიძად მუშაობდა,მაგრამ ახლა უმუშევარია და ვიფიქრე რომ..
-კარგად გიფიქრია,-გაწყვეტინა გოგომ.-შემოდით.ყველაფერზე მოვილაპარაკოთ.
ყავას მოვადუღებ.
ზურამ ბავშვთან შეიყვანა ქალი და ერთმანეთს წარუდგინა.
-ეს ჩემი შვილია,ალექსანდრე.-განაცხადა ამაყად.
-რა საყვარელია და როგორ გგავს,-გაუღიმა ქალმა და ბავშვს მიეფერა.
-აქეთ მობრძანდით,-მიიპატიჟა სამზარეულოში,ყავა მოედუღებინა და ტკბილეულიც დაეჭრა.ბავშვი ზურამ ჩაისვა და ეთამაშებოდა.
-მოკლედ ქალბატონო ნინო მე ყოველდღე ვმუშაობ შაბათ-კვირის გარდა,ათიდან ექვს საათამდე.თუ შეძლებთ ამ დღეებში მოგიწევთ ბავშვის დატოვება.
-როგორ არ შევძლებ,თან რა საყვარელია,როგორი ხასიათი აქვს?
-ჭკვიანია,უპრეტენზიო,დღეში ორჯერ იძინებს.უკვე დამატებით საკვებზე გადავიყვანე,ყველაფერს მაცივარში დავტოვებ,მაგრამ დედის რძეზეც არ ამბობს უარს-გაეცინა თიკას.
სანამ ყავას მიირთმევდნენ,ზოგადად აუხსნა ყველაფერი,ისეც ისაუბრეს.ქალს აშკარად უნდოდა ეკითხა რატომ არ იყვნენ ერთად,მაგრამ ვერ გაებედა. წასვლისას ზურამ ჰკითხა ყოყმანით :
-შეიძლება წავიყვანო ხოლმე?-ჩემებს უნდათ მისი გაცნობა?
-როცა მოინდომებ,მაგრამ საღამოს უნდა მომიყვანო,ჩემს გარეშე ვერ გაძლებს.
-კარგი,მაშინ ამ დღეებში დაგირეკავ და შევთანხმდეთ.
-კარგი.
-დიდი მადლობა თიკა,რომ უარი არ მითხარი და მასთან ურთიერთობის საშუალებას მაძლევ.
-შენს ცოლთან რომ გეყოლება შვილები,მერე მასთან მოსვლას მოუკლებ და მერეც ეყოფა მამისგან შორს ყოფნის დეფიციტი,-
-არა მგონია,ჩვენ დაგვეძაბა ურთიერთობა,-სევდა შენიშნა მის ხმაში,მაგრამ არ შეიმჩნია.
-არაუშავს,მოაგვარებთ,ყველაფერი კარგად იქნება,-გაამხნევა და დაემშვიდობა....
დილით დათქმულ დროს მოვიდა ნინო.პუნქტუალური აღმოჩნდა.წასასვლელად უკვე მზად იყო.შვილი რადენჯერმე ჩაიხუტა,ჩაკოცნა,ეძნელებოდა მარტობდატოვება,რაც არ უნდა იყოს,პირველად ტოვებდა უცხოსთან.
პირდაპირ კომპანიაში წავიდა,დღეს თათბირის დღე იყო და განვლილ კვირას განიხილავდნენ,მართალია არ დადიოდა სამსახურში,მაგრამ მაინც კარგად იცოდა გოგოებისგან რომ მის მაღაზიაში ყველაფერი კარგად იყო....
მარის შეხვდა პირველი.მოიკითხეს ერთმანეთი,ცოტა წაიჭორავეს და დათქმულ დროზე საკონფერენციო დარბაზში შევიდნენ.ყველა მიესალმა,გაუხარდათ მისი დაბრუნება.თავში შოთა იჯდა.მისკენ გაექცა თვალი და მის მზერას წააწყდა,რაღაცნაირ განსხვავებულს...დაბნეულმა დაიკავა თავისი ადგილი,მთელი ორი საათი გრძნობდა როგორ უყურებდა და ისეთი დაძაბული იყო რომ ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა.ცალკე შვილზე ნერვიულობდა და აქეთ კიდევ ეს ემატებოდა.
თათბირი დასრულდა.ყველა გავიდა,ის ბოლოს წამოდგა.
-შენ დარჩი,-მოესმა უფროსის ხმა.
-მეე?რატომ?-გაუკვირდა
-ისე,უბრალოდ,ვუსაუბროთ.
-უბრალო საუბრებისთვის არ მცალია,საქმე მაქვს.
-ვიცი რომ დაკავებული ხარ და უსაქმოდ არ ხარ.მითხარი როგორ ხარ?როგორ დაისვენე?
-კარგად,მადლობთ.თქვენ?-საბოლოოდ დამორჩილდა და სკამზე დაბრუნდა.
-მეც,მეჩვენება თუ დაძაბული ხარ?
-არ გეჩვენებათ,ასეა.ჩემი შვილი პირველად დავტოვე დღეს ძიძასთან და განვიცდი,როგორ შეეგუება,როგორ იქნება ჩემს გარეშე,აქამდე არასოდეს არ მომხდარა ეს.
-აჰ გასაგებია,მარტოხელა დედის სინდრომი.-გაეცინა მას.
-უკაცრავად,ვერ გავიგე,დამცინით?
-არა რატომ უნდა დაგცინოდეთ?პირიქით,ყოველთვის პატივს ვცემ შენნაირ მამაც ადამიანებს.
-რაღაც ძალიან მალე გადახვედით შენობით ფორმაზე ბაატონო შოთა,ერთი სტუმრობა არ გაძლევთ ამის უფლებას.
-გეტყობათ რომ ძალიან ნერვიულობ,კარგი წადი,თავისუფალი ხარ,სხვა დროს ვილაპარაკოთ.-ნაწყენი დაემშვიდობა მამაკაცი....
როგორც კი გამოვიდა,ტაქსი გამოიძახა და თან ძიძასთან დარეკა,მისი პასუხის მოსმენის შემდეგ ცოტა დამშვიდდა და მშვიდად შეაღო სამსახურის კარი....
ისევ ერთფეროვნება დაიწყო,დილით ნინო მოდიოდდა,ბავშვს უტოვებდა და სამსახურში გარბოდა,ხშირად აღარ რეკავდა მასთან ჭამა თუ არა საჭმელი და ხომ არ ტირისო.ზურასაც იშვიათად ხედავდა,ალბათ მისიი არყოფნის დროს ნახულობდა შვილს.
იანვარი რომ მიიწურა,ერთ დღეს სთხოვა წავიყვან ჩემთანო. კი ანერვიულდა,მაგრამ საკუთარი ხელით ჩაულაგა ნივთები,შვილს მიეფერა და მამას გაატანა.მართლია მთელი დღე საშინლად განიცადა და ინერვიულა,მაგრამ მას ამის უფლება ჰქონდა,მამა იყო და იმსახურებდა პატარა ბებია-ბაბუის და მამიდის გაცნობას...
საღამოს რომ უკან მოუყვანა ბავშვი, სხვანაირი ეჩვენა ზურა,დადარდიანებული,ის რამდენიმე წუთი სანამ იქ იყო,ფიქრობდა და საკუთარ თავს ებრძოდა ეკითხა თუ არა რა მოხდა,მერე თავს ვერ სძლია და მაინც გაბედა.
-რა გჭირს?რა მოხდა?
-არაფერი..
-ვიცი რომ მოხდა,ასე მაშინ იყავი ხოლმე როცა სერიოზული პრობლემა გქონდა
-ჩემმა ცოლმა დღეს სერიოზული სკანდალი მოაწყო,ალექსანდრე რომ დაინახა...განაცხადა თუ კიდევ მოიყვან გაგეყრებიო.მეც ვუთხარი თანახმა ვარ თუ შენ ჩემს შვილს არ მიიღებ-თქო.
-სისულელეს ნუ ამბობ.გაეყრები და მერე რაა?
ზურამ იმედის თვალით შეანათა,მისკენ წავიდა და მის პირდაპირ დადგა,ხელით ლოყაზე მოეფერა.
-სისულელე არაა,ბოლო პერიოდში სულ ამაზე ვფიქრობ.იქნებ ჩვენ....
-არა ზურა,ჩვენ არ არსებობს,მაშინ დასრულდა როცა წახვედი.არც გრძნობა გაქვს ჩემს მიმართ,უბრალოდ ახლა გეჩვენება.შვილთან ყოფნა გინდა და ამიტომ.რომ დაგთანხმდე,ისევ ისე იქნება ყველაფერი,ერთფეროვნება მოგბეზრდება და ისევ სხვისკენ გაიხედავ,აი ახლაც იგივეს აკეთებ,შენ ცოლი გყავს,მაგრამ ჩემსკენ იხედები.მე კიდევ აღარ მინდა იგივე განვიცადო.წადი გთხოვ..
-იქნებ მართალიც ხარ,ჩაილაპარაკა თავისთვის და სახიდან წავიდა.....
ბავშვს აჭმევდა,რომ კარზე ისევ დარეკეს,გაბრაზებული წამოდგა და კარის გასარებად წავიდა.
-ეს თუ ისევ ზურაააა...-გასაგებად არ გითხარი უარი?-გამოხსნა კარი და იყვირა,მაგრმ ხელში შოთა შერჩა.
-მე მითხარი უარი?მგონი რაღაც გეშლება.-გაეცინა მას
-შენ აქ რა გინდა?
-ისევ იგივე?კარგი რააა....პირდაპირ გეტყვი,მომენატრე და მოვედი,მხოლოდ თათბირზე გხედავ,ისიც ორი საათით და ისიც კვირაში ერთხელ.აი რომ დავფიქრდი მივხვდი რომ იმაზე მეტად და ხშირად მიმდა შენი ნახვა ვიდრე აქამდე...-უდარდელად ჩაარაკრაკა კაცმა
-ოჰ,ღმერთო ჩემო,ესღა მაკლდა.რა ჯიუტი ვინმე ხართ?
-როცა რაღაცას დავისახავ მიზნად აუცილებლად ვიღებ.
-მე არც რაღაცა ვარ და არც ნივთი,რომ მიმისაკუთრო.
-ვიცი და მე შენი კი არა,შენი გატეხილი გულის მისაკუთრებას ვაპირებ,-უთხრა,ხელი კისერში მოჰკიდა და ტუჩებში ეძგერა.
-რას აკეთებ?-ხელის კვრით მოიშორა გოგომ.
-ყავა გაქვს?-ისე ჰკითხა,თითქოს არაფერი მომხდარა და ოთახში შეაბიჯა.-ტკბილი ყავა მიყვარს.
-შემოსვლის უფლება არ მომიცია,-ცხარობდა თიკა.კარი დახურა და უკან მიჰყვა
-უკვე შემოვედი,ასე რომ დაივიწყე გააბრაზება და ყავაზე დამპატიჟე. ვაა,ალექსანდრეს გაუმარჯოს,არ გძინავს შე მაიმუნო?-ხელში აიყვანა და ჰაერში შეათამაშა.დაბნეული მოძრაობდა თიკა,მისი ნების საწინააღმდეგოდ მოადუღა ყავა და მაგიდაზე დაუდგა გოგრიჭიანს.ნერვები მოეშალა როცა დაინახა,რომ ალექსანდერე შესანიშნავად გრძნობდა თავს,მასთან ერთად იატაკზე იჯდა სათამაშოებში და სულ აღარ აინტერესებდა საჭმელი.
-თქვენი ყავა მზადაა ბატონო შოთა.
-მოდი ერთ რამეზე შევთანხდეთ მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის მე შოთიკო ვარ და არანაირი ბატონო,კარგი თიკა?
-მერე მე რომელი თქვენი მეგობარი მნახეთ ან ახლობელი?-შეუღრინა თლ
-ალექსანდრე,დედიკო ძალიან არის გაბრაზრბული და ხომ დამეხმარები მის შემორიგებაში?-გადაულაპარაკა ბავშვს,უფრო თიკას გასაგონად,თორემ აბა პატარას რა ესმოდა უფროსების.
-გავიგონე,-გამოსძახა სამზარეულოდან,სადაც გაბუსხული იჯდა.
-ერთი კოცნის გამო ხარ ასე თუ გეწყინა ჩემს ადგილზე სხვა რომ არ იყო?-წამოადგა ბავშვით ხელში
-შენ რა გესმის...
-მითხარი და გავიგებ.მეც სწორედ ამიტომ ვარ აქ.შრნ ახლა შეიძლება გეგონოს რომ გატყუებ,ფიქრობ რომ ეს ყველაფერი სისულელე და ბავშვობაა,მაგრამ ასე არაა დამიჯერე,არც მე ვარ პატარა ბავშვი და არც შენ,არც იმ საღამოს მოვედი შემთხვევით,ვიცი ვინ ხარ,პირდაპირ გეტყვი კარგად შეგისწავლე და შევისწავლე შენი პიროვნება და მინდა გითხრა რომ აღფრთოვანებული დავრჩი,არა მარტო აღფთოვანებული კი არა მოხიბლული ვარ შენით.
-თქვენ რაა მითვალთვალებდით?
-ამდენი ვილაპარაკე და მხოლოდ ეგ გაიგე ჩემი ნათქვამიდან?-ეწყინა შოთას.
-ყველაფერი კარგად გავიგე,მაგრამ მაინც ვერ მივხვდი რატომ ხართ აქ?
-ძალიან კარგად გაიგე,უბრალოდ არ იმჩნევ რომ გაიგე,დედიკო ჩემს გასულელებას ცდილობს პატარა,-უჩურჩულა ბავშვს და ყავის ბოლო ყლუპიც მოსვა.
-შოთაა,,ბატონო შოთა,-გადააკეთა უცებ,-უკვე გვიანია,ძალიან გთხოვთ დატოვოთ ჩემი სახლი.-მკაცრად სთხოვა,-დავიღალე და ხვალ ადრე ვარ ასადგომი.სამსახურში უნდა წავიდე.
-დავრჩები ცოტა ხანს და ხვალ გაგანთავისუფლებ.-გაუცინა კაცმა.
-არა.
-კარგი ვიხუმრე ხოო,ხვალ თათბირია და თქვენს მოხსენებას და ანგარიშს ველოდები გასული თვის გაყიდვებზე.-წამოდგა და ბავშვი დედას მიაწოდა.-თუ შეგაწუხე ბოდიში.ღამე მშვიდობისა,-დაემშვიდობა და მარტო დატოვა არეული თიკა....
შესანიშნავად წარსდგა თათბირზე,ალბათ უფრო იმიტომ რომ შოთასთვის დაემტკიცებინა ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ და სულაც არ ვსარგებლობ თქვენი კეთილგანწყობითო...ოფისიდან ისე წამოვიდა არაფერი უთქვამს მას...
სამსახურში იყო ზურამ რომ დაურეკა საღამოს მოვალ ბავშვის სანახავადო.
-ზურა ძალიან დამავალებ თუ ალექსანდრეს სანახავად მაშინ მოხვალ,როცა მე არ ვიქნები სახლში.
-რატომ?რა მოხდა?-გაუკვირდა ბიჭს.
-მე ასე მინდა,-გაბრაზებულმა გაუთიშა და საერთოდ გამორთო,მერე კი ჩართვა დაავიწყდა.სახლში რომ დაბრუნდა და კარი შეაღო გაოცებისგან პირი დააღო. შოთა დაინახა ბავშვთან ერთად იატაჯზე იჯდა და ისე იყვნენ თამაშში გართულები,რომ მისი მისვლა არ გაუგია.
-აქ რა ხდება?ნინო სადაა?-იკითხა მკაცრად და დოინჯი შემოირტყა.
-ისეთი არაფერი,ვთამაშობთ,-უპასუხა უდარდელად.-ძიძა გავუშვი,ეჩქარებოდა.
-გამაგიჟებ შენ მე.
-მე უკვე გავგიჟდი სამაგიეროდ.
-ასე არ შემიძლია.
-არც მე და ამიტომ ვარ აქ...
კარზე ზარი იყო,სახეზე შიშმა გადაუარა.მიხვდა ვინც იყო.
-კარს არ გააღებ?
-კიი,ახლავე,-უხალისოდ წავიდა იქით,ფეხები უკან რჩებოდა და ნატრობდა ის არ ყოფილიყო.იმედი გაუცრუვდა.კარის გარება და მისი დატაკება ერთი იყო.
-შენ ვის უბედავ ასე საუბარს და უხეშად ლაპარაკს?-მკლავებში მოჰკიდა ხელი და შეანჯღრია.
-მოიცადე ზურა,გაჩერდი..-ამოიკნავლა საცოდავად,მაგრამ ბიჭმა ისედაც გაუშვა ხელი,როცა უცხო ადამიანი დაინახა.
-ამიტომ არ გინდოდა ხომ რომ მოვსულიყავი?-იღრიალა უცებ და ისეთი ზურა გახდა, რომელსაც არ იცნობდა.
-ერთი წუთით,დამშვიდდით ძალიან გთხოვთ.
-შენს საყვარლებთან აქვთ ურთიერთიერთობა ჩემს შვილს?-ეჭვიანობისგან დაბრმავებულმა წამოროშა.
-გითხარით უკვე რომ დამშვიდდეთ,აქ ბავშვია და მეორეც რას კადრულობთ ყმაწვილო?-მოთმინებას არ კარგავდა შოთა.
-მითხარი ეს მერამდენეა?მიდი მითხარი..
-გაჩუმდი გესმის,გაჩუმდი,-იყვირა თიკამ,ხელი მოიქნია და სახეში მთელი ძალით გაარტყა.-არასოდეს გაბედო ჩემთვის ასეთი სიბინძურის დაბრალება.რა უფლება გაქვს რომ მოდიხარ აქ და სცენებს მიმართავ?ხომ არ დაგავიწყდა რომ სახლში ცოლი გელოდება და შენ არჩევანი უკვე გააკეთე მის საასარგებლოდ?რა უფლება გაქვს რომ იმაში მადანაშაულებ რაც არაა.გეტყვი ხოო,გეტყვი არავინ არ მყოლია ამდენი ხნის განმავლობაში,შენ იყავი ერთადერთი ჩემთვის,სულელივით
გელოდი ამდენი ხანი და ვიყავი შენი ერთგული დავრჩი,ველოდი შენს დაბრუნებას,მაგრამ იდიოტივით ისევ ის მივიღე შენგან შეურაწყოფა და უნდობლობა.წადი,წადი და აღარასოდეს დამენახო.არასაოდეს მოხვიდე აქ როცა სახლში ვიქნები,და ისე ნუ იზავ რომ ბავშვი არასაოდეს აღარ განახო.-თავს ვერ აკონტროლრბდა,ყვიროდა.მაშინ მოეგო გონს,როცა შვილის ტირილის ხმა შემოესმა,ამაო ცდილობდა შოთა მის დაწყნარებას.
-წადი-მეთქი,-იყვირა და ბავშვი გამოართვა,-მოდი ჩემთან დედას სიხარულო,დედას ბედნიერებავ,ეფერებოდა და გულში იკრავდა. ზურა გამწარებული გავარდა სახლიდან,შოთას ვერ მოეფიქრებინა რა ექნა.
-შენც წადი,მარტო ყოფნა მინდა.
-დამპირდი რომ კარგად იქნები,არ ინერვიულებ.მაპატიე ჩემი ბრალია,არ უნდა მოვსულიყავი,თან ასე გაუფრთხილებლად,
-შენ არაფერ შუაში ხარ,ის ვერ ეგუება უბრალოდ..
გაიგონა როგორ გაიხურა კარი და როგორ დატოვა სახლი შოთამ.მერე შვილი გვერდით მიიწვინა და თვალები დახუჭა, ინატრა რომ ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო...
*********
ეგონა შოთა სამუდამოდ დაანებებდა თავს ამ ამბის მერე,მაგრამ ასე არ მოხდა,უფრო გააქტიურდა,ხშირად აკითხავდა სახლშიც და სამსახურშიც.ნელ-ნელა თვითონაც გაუგო კაცს და ურთიერთობა დაუტკბათ,აღარ კამათობდნენ.
გაზაფხულიც მოვიდა და გამოდარება იწყო.ახლა საღამოობით ერთად სეირნობდნენ ბავშვჸან ერთად.ალექსანდრემ ლაპარაკის და სიტყვების წარმოთქმა დაიწყო,თუმცა უჭირდა.
ზურას იმ დღის შემდეგ აღარ შეხვედრია.ალბათ მართლა მაშინ მიდიოდა შვილის სანახავად,როცა ის სახლში არ იყო.
ახლოვდებოდა ალექსანდრეს დაბადების დღე.უნდოდა რაღაც განსაკუთრებული მოეწყო.ფიქრობდა და ვერ მოეფიქრებინა.შემთხვევით გაიგო შოთამ ეს ყველაფერი და მაშინვე მარის მიაკითხა დასახმარებლად...
15 აპრილი...ალექსანდრეს დაბადების დღე.
უცნაური შეგრძნება დაეუფლა დილიდანვე,როგორც კი გაეღვიძა.ჯერ ვერ მიხვდა რატომ.მერე რომ გაიაზრა რაც ხდებოდა ტელეფონს დასწვდავდა კამერა ჩართო. ბავშვი საწოლიდან გადმოსულიყო,ფეხშიშველა დატანტალებდა ბარბაცით და დედას იძახდა.თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა...
ნაშუადღევს შოთამ მიაკითხა,უზარამზარი სათამაშო მანქანა მიუტანა,მთლიანად რომ ჩაჯდებოდა ისეთი,აღფრთოვანებული დარჩა ბავშვი და ხტოდა,იქ ჩასმას ითხოვდა.
-სანამ მე ამას გავართობ შენ მოემზადე და წავიდეთ,სიუპრიზი მაქვს,უარს არ მივიღებ,-უცებ უთხრა და ალექსანდრე მანქანაში ჩასვა.
უცებ მოემზადა და შოთასთან ერთად სახლიდან გავიდა. არ უთქვამს სად მიდიოდნენ.უკან ზურა მიჰყვებოდათ,შემთხვევით რომ მოჰკრა თვალი და მაშინვე ეჭვიანობამ დააბრმავა.
ყველა იქ იყო,ყველა ვინც უყვარდა და ახლობლად მიაჩნდა.სადღესასწაულოდ იყო ყველაფერი მორთული გასართობ ცენტრში.
-ეს ყველაფერი საიდან მოიფიქრე?ვინ დაგეხმარა?-გაბრწყინებული თვალებით უყურებდა.
-მე ჩემი ქსელი მაქვს.-გაუღიმა და მანქანიდან გადავიდნენ.ყველა მათ შემოერტყა გარს და პატარა გამოსტაცეს.ხელიდან ხელში გადადიოდა.
-მეგობრებო ერთი წუთით,თქვენს ყურადრებას ვითხოვ.-პატარა სცენაზე ავიდა შოთა.პირველად ხედავდნენ უფროსს ასეთს-გაღიმებულს და მხიარულს.-გთხოვთ ეკრანს შევხედოთ.
ვიდეო ჩაირთო სადაც ის და ალექსადრე იყვნენ გადაღებულები მის სახლში.ერთად თამაშობდნენ.
-მიდი პატარა მიდი,გაიარე,მოდი ჩემთან,ასეე..კარგი ბიჭი ხარ.-ასწვლიდა სიარულს.ისიც ხელებს შლიდა და მისკენ მიდიოდა...მერე იატაკზე ისხდნენ და ვიდეოს უყურებდნენ.
-აბა ახლა თქვი დედა.
-დე-და.-გაიმეორა ბავშვმა.
-დედიკო ჩვენ ძალიან გვიყვარხარ.მეც და ალექსანდრესაც-თქვა შოთამ,ხელი დაუქნიეს და ვიდეოც გაითიშა.
-ეს როდის მოახერხე?მე სად ვიყავი.-დაბნეული იყო გოგო.
-შენ მუშაობდი,-გაეცინა მას და თიკას მიუახლოვდა.-ჩვენ ერთად ვგეგმავდით როგორ გაგვეტარებინა ეს დღე ერთად, ისე რომ არასოდეს დაგვიწყებოდა და სამუდამოდ ერთად ვყოფილიყავით ამ დღიდან.
თიკამ გაუღიმა და ატირდა.ეს ბედნიერების ცრემლები იყო.
ზურამ დანანებით გააყოლა თვალი ერთად მიმავალ წყვილს და გული შეეკუმშა.საბოლოოდ მოკვდა იმედი,რომ ოდესმე ისევ ერთად იქნებოდნენ.შერცხვა იმის რომ საკუთარი შვილის დაბადების დღეზე მისი ადგილი არ იყო,არც კი იცოდა რომ დღეს ერთი წლის გახდა. უკან გამობრუნდა და საკუთარ თავზე გაბრაზებულმა გულში მაგრად შეიკურთხა.
-მამა,-მოესმა ზურგსუკან,მოტრიალდა,მაგრამ კიდევ ერთხელ მოკვდა,ეს მას არ ეკუთვნოდა,მისი შვილი სხვას ეძახდა მამას.



-ბედნიერი ხარ?-ჰკითხა შოთამ თიკას.
-როგორც არასდროს,-უპასუხა გოგომ და წამოზრდილ მუცელზე ხელი მოისვა..

--------------
ნაუცბათევია,იმედია მოგეწონებათ :)



№1  offline წევრი katiusha

მიხარია რომ მოგწონთ

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიკო

Ki dzalian momewona

 


№3  offline მოდერი naattii

რა თბილი იყო ❤

 


№4  offline წევრი katiusha

naattii
რა თბილი იყო ❤

ვეცადე ყოველშემთხვევაში რომ კარგი გამოსულიყო

 


№5 სტუმარი სტუმარი lia

ra sakvareli motxrobaa,gaagrzele ase nu daamtavreb.

sauketeso xar.❤❤❤

 


№6  offline წევრი katiusha

სტუმარი lia
ra sakvareli motxrobaa,gaagrzele ase nu daamtavreb.

sauketeso xar.❤❤❤

მადლობაა

 


ვაიმეეე, ეს იყოოო, უჰჰჰ, ვისიამოვნე შენ გენაცვალე რა

 


№8  offline წევრი katiusha

სიყვარული გულს გვტკენს
ვაიმეეე, ეს იყოოო, უჰჰჰ, ვისიამოვნე შენ გენაცვალე რა

მადლობა თქვენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent