შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იმ საღამოს წვიმდა (თავი 3)


27-08-2018, 01:51
ავტორი Small-Lady
ნანახია 1 382

'ლონდონის მთლიანად შეცნობა მარტო არ გამოგივა,წითურო.დიდ საქმეს ჩაეჭიდე და მზად ვარ პარტნიორობა გაგიწიო.ქალაქს ორი სული სჭირდება.ორი სული ერთად და არა ცალცალკე.'ეს სიტყვები ეწერა ბარათზე.
ხელში ბიგ ბენის მინიატურულ მოდელს ვათამაშებდი.საათის ციფერბლატზე ისრების მაგივრად გოგონას შავი სილუეტი გამოესახათ.გამეღიმა...რამდენიმე წამს გაშტერებული დავყურებდი გამოსახულებას.ყველაფერთან ერთად კარგად იკვეთებოდა გოგოს გაშლილი,თითქოს ქარში მოფრიალე თმა.
იმ დღემ მოსაწყენად ჩაიარა.სახლში ვიჯექი და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რა უნდა მომხდარიყო.ან საერთოდ თუ მოხდებოდა რამე.საღამო ხანს კატომ გამომიცხადა რომ ბენთან შესახვედრად მიდიოდა.
ცხრის ნახევარზე ჩემი ტელეფონი ამღერდა.უცხო ნომერი იყო.
-გისმენთ.
-ქვემოთ ჩამოდი.გელოდები...-და აი ის ხმა გავიგე რომლის ლოდინშიც ნერვები დამაწყდა.
-რა ხდება?
-თუ ჩამოხვალ გაიგებ.-ეშმაკურად მითხრა და გამითიშა.
დახეული ჯინსს და თეთრ,წარწერებიან მაისურს კედებიც დავამატე და სულ მალე კორპუსიდანაც გავედი.შავ BMW-ს მიყრდნობილი იდგა და მიყურებდა.თავით ფეხებამდე ჟრუანტელმა დამიარა.ეს მისი ნახვით გამოწვეული სიხარული იყო.თუმცა ვეცადე არაფერი შემემჩნია და ამაყად თავაწეული გავემართე მისკენ.
-საჩუქრისთვის მად...-ახლაც არ დამცალდა სიტყვის თქმა.წარბშეკრულმა მითხრა:
-თმა ისევ შეკრული გაქვს.-ნაწნავებზე დავიხედე.არა,რას გადაეკიდა გაშლილ თმას?!
-წამოდი.დროა ფურცელზე დაწერილი სიტყვები რეალობად ვაქციოთ.-მანქანის კარი გამომიღო.
-სად აპირებ ჩემს წაყვანას?-სულაც არ ვაპირებდი ასე გაურკვეველი მის მანქანაში ჩაჯდომას.
-იქ სადაც მოგეწონობა და თავს კარგად იგრძნობ.მაგრამ თუ წინააღმდეგი ხარ...
-არა,არა.რა თქმა უნდა არ ვარ.-ახლა მე არ დავაცადე წინადადების დასრულება და წინ მოვთავსდი.მან კი თავი გვერდზე გადახარა და კმაყოფილმა ჩაიცინა.ახლაღა გავიაზრე რა გავაკეთე.მე თვითონ მივეცი ამ კმაყოფილი იერის საბაბი...
-შენი გოგო არ გაბრაზდება?-ყურადღების გადასატანად ვკითხე.
-ეგ ჩემი საქმეა.-უემოციოდ მიპასუხა.-ახლა კი ღვედი შეიკარი,რუსუდან.
რუსუდან...ღმერთო,რამდენი ხანია ჩემთვის ასე არავის მოუმართავს.სამი წელია ეს სახელი აღარავის დაუძახია.მამასთან ერთად დაიმარხა,მასთან ერთად გაფრინდა რუსუდანი.მხოლოდ ის,მხოლოდ ჩემი საყვარელი მამიკო მომმართავდა ასე.ეს სახელიც მას აურჩევია და კატეგორიულად გაუფრთხილებია ყველა მისი ქალიშვილისთვის სრული სახელით არავის მიემართა.არავის...მის გარდა...ახლა კი ისევ გაიჟღერა.ისევ.. უცბად მოვარდნილი ტკივილი ძლივს ჩავაცხრე და გულის კუნჭულში გადავმალე ყველაზე მწარე მოგონებებთან ერთად.
ტელეფონის ზარმა გონს მომიყვანა.კატო რეკავდა.
-შენი შეტყობინება ვნახე.სად მიდიხარ,ძვირფასო?
-მეგობართან ერთად ვარ.არ ინერვიულო.
-სიმპატიური მეგობარი გამოვნახეთ ლონდონში და ჭკუაზე არა ვართოო?-სიცილით მეუბნება კატო.'ყოველთვის ათიანში არტყამს'-გავიფიქრე და გვერდით მჯდომს გავხედე,რომელიც გზას თვალს არ აშორებდა.
-სიმპატიური და თან როგორი სიმპატიური.-თამამად ვსაუბრობდი იმით დარწმუნებული რომ მასზე ნათქვამ სიტყვებს ვერ გაიგებდა.
-კარგი.გაერთე.ოღონდ ღრმად არ შეტოპო!!ინგლისელი სიძე მაინცდამაინც არ მხიბლავს.-ამას კატოს კისკისი მოჰყვა.
-ორ წამში ნუ გამათხოვე,კატო.რა დროს ინგლისელი სიძეა?-ჩავიცინე და გავუთიშე.
-მაშ კატო ინგლისელ სიძეს ელოდება?!ბედი არ მქონია.-ბიჭმა დანანებით გადააქნია თავი.
-კატოს ნათქვამიც რომ გაგეგო ასე არ იტყოდი.-ქართულად მივუგე და უცბად თავში რაღაცამ დამკრა.ახლაღა გავიაზრე რა მოხდა.გაოცებისგან პირი დავაღე და გვერდით მჯდომს მივაშტერდი.მან ჩემი ნალაპარაკები გაიგო.მთავარი კი ის იყო,რომ ქართულად მომმართავდა.არ არსებობს...არ არსებობს...
-თუ ქართველი იყავი ვერ მითხარი?ეს დადგმა რა საჭირო იყო.რაღას მაწვალებდი ინგლისურით??-სწრაფად მივაყარე.თუ დაბნეულობისგან ზოგი სიტყვებს თავს ვერ უყრიდა,მე პირიქით,ამ დროს მთლიან ლექსიკას ვხმარობდი.
-გეკითხა და გეტყოდი.თანაც ინგლისურადაც კარგად საუბრობ.ნუ,მართალია ოდნავი აქცენტით,მაგრამ მაინც არა უშავს.-ისევ ის ირონიული ღიმილი...
-ჩემს ინგლისურს დასაწუნი არაფერი სჭირს.-ვუთხარი ნაწყენმა და განვაგრძე-შენი სახელიც არ ვიცი.-აი ეს კი პირველად მომივიდა თავში აზრად.
-არც ეგ გიკითხავს და მაგიტომ არ იცი.-მხრები აიჩეჩა ბიჭმა და ტუჩები დაბრიცა.
-ახლა მითხარი.
-მოსე მქვია.
-მოსე...მშვენიერი სახელია.-ვუთხარი გამხიარულებულმა.-აბა,კიდევ ბერვი დაგვრჩა?
-გაოცებამ გადაგიარა?მალე მივალთ.
იმ წუთას კი გადამიარა, მაგრამ ადგილზე მისულს გაოცების მეორე რაუნდის გადალახვაც მომიწია.პატარა პარკი იყო.შორს მდინარე ტემზაც მოჩანდა.არ მეგონა ამ მდინარის ნახვა ასეთი მყუდრო,უბრალო,მაგრამ ლამაზი ადგილიდანაც თუ შეიძლებოდა.
-მაშ ამ ადგილით დავაგვირგვინებ ლონდონის გაცნობას?-ვეკითხები მოსეს.
-ეგ შენზეა დამოკიდებული.მთავარია მოგეწონოს.მე იქ მოგიყვანე რაც პირველი გამახსენდა.-ირონიული ღიმილი მზადყოფნაში ჰქონდა.
-ასე არასერიოზულად მიუდექი?თუმცა არა.დასაწუნი არაფერი აქვს.თითქმის არაფერი.-არც მე დავრჩი ვალში.სინამდვილეში კი ამ ადგილმა ჩემი დიდი სიმპათიები დაიმსახურა.
-მოდი დავსხდეთ.-მოსემ ხესთან გაშლილ პლედზე მიმითითა.
-ოჰ,არასერიოზულს წინდახედულობით ვცვლი.მართლა,ჩემი სახელი საიდან გაიგე?
-თუ მოინდომებ შეუძლებელი არაფერია.
ცაზე მოკიაფე ვარსკვლავებს შევყურებდი.მოსეს მონაყოლიდან მხოლოდ ის გავიგე,რომ მისი ოჯახი დიდი ხანია რაც ლონდონში ცხოვრობდა,თუმცა არც სამშობლოსთან გაეწყვიტათ კავშირი.
-მოგეწონა,რუსუდან?-მისი ნათქვამი რუსუდანი მსიამოვნებდა.ის აზრი რომ სრული სახელის წარმოთქმა დამეშალა სწრაფად უკუვაგდე.
-ღამე და ეს ადგილი ძალიან უხდება ერთამანეთს.-მისი თითები ჩემ სახეზე დასრიალებდნენ.ცალი ხელი წელზე შემოეხვია.ცხივირი ლოყაზე მოედო და მძიმედ სუნთქავდა.თითქოს მხოლოდ იქ პოულობდა ჟანგბადს.
-ეგ არაფერ შუაშია.მთავარი ორი სულის შეერთება.ასე მალე დაგავიწყდა,წითურო?
-წითური არ ვარ.
-აბა რა ხარ?-ხელს ზურგზე დაასრიალებდა,რაც ყურადღებას მიფანტავდა და თავს მაკარგვინებდა.
-მარწყვისფერი ქერა.-ჩემს ნათქვამზე ჩაეცინა.ყელზე ტუჩებ მომაკრო.ისევ წრთ ადგილას გააჩერა.ნეტარებისგან თვალები დავხუჭე და თავი უკან გადავწიე.ვიგრძენი როგორ დამაყარა ტაომ.მხოლოდ მისი შეხება იყო რეალური.მხოლოდ მისი ცხელი ტუჩები...გონებაში გიშინდელი წვეულება ამომიტივტივდა და წამოვიძახე.
-წასვლის დროა.-ისიც მომენტალურად მომშორდა და მანქანისკენ გავემართეთ.
ნაღვლიანმა ავხედე კორპუსს.მოსეს მწველმა მზერას ვგრძნობდი.რამაც მაიძულა მისკენ შევტრიალებულიყავი.მის მწვანე თვალებში ჩემს ანარეკლს ვხედავდი.მზერა ტუჩებზე გადაანაცვლა.თვალმოუშორებლად მიყურებდა.
-ასე დავშორდეთ ერთმანეთს?-სიჩუმე დავარღვიე.-არაფერს გააკეთებ?
-და რა გინდა რომ გავაკეთო?მითხარი რა გესიამოვნება?-ჩახლეჩილი ხმით მკითხა და თვალებში ჭინკები აუთამაშდა.
-ამჯერად მაინტერესებს ამის მერე რა იქნება?ისევ შევხვდებით ერთმანეთს?.-ამ სიტყვებზე თავი დახარა და კოპები შეკრა.უცბად სრულიად სხვანაირი გახდა.დაძაბული ორივე ხელით საჭეს ჩაეჭიდა.
-არა მგონია.არა...ვეღარ...
-კარგი.მშვიდობით.-მისმა სიტყვებმა გული მატკინა.საშინლად მატკინა.
-ამისთვის მიზეზი მაქვს.
-გასაგებია.-გაბზარულ ხმას ვეღარ ვიმორჩილებდი.მაქანიდან გადავედი.ჯერ ერთი ნაბიჯი მქონდა გადადგმული,როცა მოსეს ძახილმა ადგილზე მიმაყინა:
-რუსუდან!-ჩემ წინ გაჩერდა.-ვიცი ამას არ უნდა ვაკეთებდე.ვიცი არ შეიძლება,მაგრამ ეს თუ არ გავაკეთე მოვკვდები,რუსუდან.ვერ გავუძლებ...
წელზე ხელი მომხვია.მეორეთი ჩემი სახე დაიჭირა და ბაგეებზე დამეწაფა.მთელ სხეულში მუხტმა დამიარა.წამით სისხლი გამეყინა.უცბად მოვარდნილმა ტალღამ სითბოც მოიტანა,რომელიც სასიამოვნოდ ჩამეღვარა სხეულში.ჯერ ქვედა ტუჩს მიკოცნიდა.შემდეგ ზედა.მართალია ეს ჩემი პირველი კოცნა არ იყო,მაგრამ ასეთი რამ აქამდე არ განმიცდია.ეს რაღაც სხვა იყო...რაღაც გამაგიჟებელი...ხელები კისერზე მოვხვიე და კოცნაში ავყევი.ეს სრული თავდავიწყება იყო...თავდავიწყება და მისი შეგრძნება.მოსეს შეგრძნება...მანქანას ავეკარი.მოსე მთელი ტანოთ მეკვროდა.ეს ნაზი კოცნა არ ყოფილა.უფრო მომთხოვნი და აგრესიული იყო.ორივე ვითხოვდით ერთმანეთისგან უფრო მეტს...არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა.წუთები...იქნებ საათებიც...მოსეს შუბლი ჩემ შუბლზე მოედო.ამაოდ ვცდილობდით აჩქარებული სუნთქვის დარეგურილებას.
-ახლა სახლში ადი.უბრალოდ წადი.-მითხრა და ყურთან მაკოცა.შემდეგ კი მომშორდა და თან წაიღო ყველაფერი.ყველაფერი რაც განვიცადე.სიცივემ დამიარა.ეს გარემოს ტემპერატურის ცვლილება არ ყოფილა.ეს ცვლილება ჩემში მოხდა.მთელი სხეული მხოლოდ იმას ცდილობდა უცბად მოგვრილი სიამოვნება დიდხანს შეეენარჩუნებინა.დიდხანს გაეყოლებინა თან.გრძნობდა რომ მეორედ ვეღარ შეიგრძნობდა იმავეს.ახლა სურდა ყველგან გაეყოლებინა.სადაც არ უნდა წასულიყო...სამუდამოდ...



№1  offline მოდერი abezara98

ოჰოოო, ამას არ ველოდი blush აუუ, მოსეეე, კარგი რააა... pensive არადა რა კარგად გაატარეს დრო?! ნახე როგორ უხდებიან ერთმანეთს თან. ბიჭმა აკოცა კიდეც smile მაინტერესებს რას იზამს ბიჭი რუსოს შესანარჩუნებლად/დასაბრუნებლად smile გელოდები kissing_heart

 


№2 სტუმარი სტუმარი მარი

ძააან მაგარია.რა მაგარი სახელი ჰქვია ამ ბიჭს.კარგია...ასე გააგრძელე.

ინგლისელი სიძე მაგარი იყო:))ეს სიმპატიური ბიჭი ძალიან მომწონს.სიტუაციის დაძაბვით უფრო საინტერესო გახდა.ერთად წავიკითხე სამივე თავი და მინდა გითხრა რომ პირველი რაც მომეწონა გამართული ნაწერი იყო.როგორც გრამატიკულად ისე შინაარსობრივად.

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიკო

Auu ra magaria magram Moses ra etaka

 


№4  offline წევრი SmileGirl

ერთად წავიკითხე სამივე თავი.ძალიან მომეწონა.შინაარსი ფანტასტიურია.თან ლონდონი❤...მაინტერესებს შემდეგში სად შეხვდებიან ერთმანეთს.რაღაც ვარიანტები მაქვს მარა შენ გელოდები.
--------------------

 


№5 სტუმარი სტუმარი ანასტასია

ძალიან კარგად წერ.ეს ბიჭი თავის სახელთან ერთად შემიყვარდა.წვიმა,ლონდონი,წითური და მწვანეთვალება ერთმანეთს სასწაულად მოუხდნენ.

 


№6  offline წევრი Small-Lady

abezara98
ოჰოოო, ამას არ ველოდი blush აუუ, მოსეეე, კარგი რააა... pensive არადა რა კარგად გაატარეს დრო?! ნახე როგორ უხდებიან ერთმანეთს თან. ბიჭმა აკოცა კიდეც smile მაინტერესებს რას იზამს ბიჭი რუსოს შესანარჩუნებლად/დასაბრუნებლად smile გელოდები kissing_heart

ვნახოთ რას იზამს...დიდი მადლობა შენ რომ კითხულობ.დღეს ავტვირთე მეოთხე თავი და იმედია მალე გამოქვეყნდება.

სტუმარი მარიკო
Auu ra magaria magram Moses ra etaka

გამინაწყენა გოგო ამ მწვნაეთვალებამ:)მადლობა...

სტუმარი მარი
ძააან მაგარია.რა მაგარი სახელი ჰქვია ამ ბიჭს.კარგია...ასე გააგრძელე.

ინგლისელი სიძე მაგარი იყო:))ეს სიმპატიური ბიჭი ძალიან მომწონს.სიტუაციის დაძაბვით უფრო საინტერესო გახდა.ერთად წავიკითხე სამივე თავი და მინდა გითხრა რომ პირველი რაც მომეწონა გამართული ნაწერი იყო.როგორც გრამატიკულად ისე შინაარსობრივად.

დიდი მადლობა.მიხარია თუ მოგეწონათ.

SmileGirl
ერთად წავიკითხე სამივე თავი.ძალიან მომეწონა.შინაარსი ფანტასტიურია.თან ლონდონი❤...მაინტერესებს შემდეგში სად შეხვდებიან ერთმანეთს.რაღაც ვარიანტები მაქვს მარა შენ გელოდები.

მიხარია თუ მოგეწონა.❤

სტუმარი ანასტასია
ძალიან კარგად წერ.ეს ბიჭი თავის სახელთან ერთად შემიყვარდა.წვიმა,ლონდონი,წითური და მწვანეთვალება ერთმანეთს სასწაულად მოუხდნენ.

მეც ვფიქრობ რომ კარგი ოთხეული გამოვიდა.მადლობა შენ რომ წაიკითხე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent