შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დანაღმული ( მეოთხე ნაწილი )


27-08-2018, 15:13
ავტორი ჟიზელი
ნანახია 1 327

გამთენიისას გამეღვიძა. თეთრად დაქარგული, თხელი, სიფრიფანა ფარდიდან ნათებაშეპარული ბინდი ლაქებად მოსჩანდა ოთახში მყარად ჩამდგარი სიბნელის წყალობით. გაღვიძებისთანავე არასასიამოვნო შეგრძნებამ მარცხენა მხართან ახლოს სხარტად გამწიწკნა და უსიამოვნოდ ჩამაფრინდა მუჭისოდენა გულზე. კისერი, როგორც შემეძლო, მკვეთრად მივაბრუნე ზურგისაკენ და გარკვევით დავინახე,მთელი ბეჭის დიამეტრზე სისხლის ჩაქცევისაგან გამოწვეული ლურჯი,სიშავეში გადასული ლაქები. ინსტიქტურად ხელის შევლება მომინდა მტკივან ადგილზე,მაგრამ მარჯვენა ხელის თითებთან ჩადგმულმა წვეთოვანის მილმა უარესად ამირია თავგზა. მაშინვე ტინას ძებნა დავიწყე,თუმცა მალევე მივხვდი, რომ მის საძინებელ ოთახში მხოლოდ მე თუ ვსუნთქავდი. რამდენიმე წუთში დღის ნათებამ შედარებით მოიმატა და ოდნავ შეფხიზლებულს , მოქუფრული დილის სუსხმა ბეჯითად მამცნო ,რომ ვერცხლისფერი ცა უნდა ყოფილიყო დაბლა , ყურისწამღებად აჟრიალებულ, აყაყანებულ ქალაქზე სქლად, მზის ყვითლად გასხეპილი სხივებისაგან გაურღვევლად გადაკერებული. კიდევ უფრო მეტად დამიარა ავისმომასწავებელმა შეგრძნებამ შემცივნებულ ორგანიზმში და თეთრ ბინტებში გამოხვეული გამოხვეული , ცივი ოფლისაგან მთლად დაჭონჭოხებული თმების გამო მთლად გამაჟრჟოლა ნასიცხარ სხეულში. ძლივს შეხელილი თვალებიდან ჩემი მეგობრის საწოლის მოპირდაპირედ , აქამდე ბევრჯერ ნანახ, სტაფილოსფერი,ბურთულა ჭიკარტებით მიმაგრებულ, მოგრძო და ფერად პლაკატზე ფოკუზირდა ჩემი მზერა. რომელიღაც ანიმეს პერსონაჟი უნდა ყოფილიყო გამოსახული. ლურჯ ბოლო კაბაში მოხდენილად გამოწყობილი,თაფლისფერ სვიტრიანი გოგონა ღია იასამნისფერში გადაპენტილი, ყვავილოვანი ხის ქვეშ მუხლებზე დამდგარიყო მომწვანებულ ნიადაგზე და მთელი გულით მოსთქვამდა ლოყებზე მდინარედ დადენილი ცისფერი ცრემლებით. რატომღაც ბოლო სამარცხვინო ღამე გამახსენდა , მაგრამ ამაზე ოდნავი დაფიქრება არც კი დამცალდა ნორმალურად. რამდენიმე სანტიმეტრზე შეღებული საძინებლის ყავისფერი კარის მეშვეობით მეორე ოთახიდან ჯერ ტინას ნამძინარევი და მერე კი მამამისის - ფრიდონის საგრძნობლად დაბალ ტემბრში მოჩურჩულე ხმა მონოტონურად შემოიპარა ჩემთან და ლამაზი ფლაკონიდან ძლივს თავდაღწეული, ნაზი სურნელის მქონდე სუნამოს თხევადი ბურთულებივით შეერია ოთახის ჰაერს.

- სხვა არაფერი უთქვამს? რა მოხდა, ვერაფერი გავიგე, _ გაისმა ტინას ბრაზმორეული სიტყვები ,იატაკზე სკამის გახოხების მკვეთრ ხმასთან ერთად.ალბათ სამზარეულოს მაგიდასთან ჩამოჯდა.

- ტინა, შენც ხომ ისმენდი? მეტი არაფერი უთქვამს იმ კაცს, თავისი არ გასჭირვებია?! ახლა რომ არ დადგეს და მე მაბაროს ანგარიშები ,_ უპასუხა ფრიდონმა ჩურჩულით.

- და მალე მოვა? მესამე დღეა წვეთოვანი უდგას და ოდნავადაც კი არ გარხეულა ჯერ. ამ მდგომარეობაში როგორ უნდა წაიყვანოს?

- გზაში ვარო, დამიბარა. ჯობია, მასთან შეხვიდე და რამე თბილი მოაცვა,მარტო თუ ვერ შეძლებ, სხვა რა გზაა, რუსუდანს გავაღვიძებ და დაგეხმარება, _ ნება დართო თუ არა ფრიდონმა ,საუბრის ხმა უეცრად ფრთხილი ნაბიჯების ხმამ ჩაანაცვლა,ალბათ არცერთს უნდოდა,რომ ტინას სიმსივნის ბოლო სტადიაზე მყოფ დედას გაჰღვიძებოდა.

ცხვირზე სათვალეშემოსკუპებულ მეგობარს საწოლზე წამომჯდარი დავუხვდი. ჩემი ცნობისმოყვარე სახის დანახვისას მიხვდა,რომ წესით მათი გასაიდუმლოებული დიალოგიც უნდა გამეგო.
-შენ რა ,გაიღვიძე?_ თითქოს გულიდან ათასი გემის ათასივე ღუზის სიმძიმე ტვირთი გადაიგორა თავისდაუნებურად,მე კი უფრო მეტად დამეჭიმა გაუძლოებული სხეული,გონებაში სინათლის სიჩქარით შემძვრალი ნერვიულობისგან კისერი ერთიანად ხესავით გამიშეშდა, რადგან თუ ეს გოგო იმ საშინელი ფორმის ,სქელმინებიან მხედველობის სათვალეს იკეთებდა ,ესე იგი, სტრესულ სიტუაციაში იმყოფებოდა,სხვა დროს უბრალოდ არ აღიარებდა ,რომ მხედველობა ძალიან უჭირდა და შესაბამისად,საქმეც ვერ იყო მთლად ათიანზე.
- რა ჯანდაბა ხდება? ან რატომ გიკვირს,რომ გავიღვიძე?_მისი მკლავებიდან თავდახსნილმა,ყოველგვარი ცერემონიების გარეშე ვიკითხე.
- სამი დღეა გონზე არ მოსულხარ, არაადამიანო! შენ არც კი იცი,როგორ გვანერვიულე ყველა. არ ვიცი,რა მოგელანდა, რატომ გამოთვერი ასე იმ დაწყევლილ ღამეს,მაგრამ ხომ მიიღე კარგი საზღაური,არა?
-ტინა,რა საზღაურზე მელაპარაკები? ღმერთო თავი როგორ მისკდება,_ბინტზე შევლებულ თითებზე სისხლის ჟანგიანი სუნი ამყვა დაუკითხავად.
- შენ რა ,არაფერი გახსოვს?
- ბოლოს "ჟასმინში" ვიყავი, ენას ვეღარ ვაბრუნებდი პირში,იმდენი ალკოჰოლი დავლიე. აღარ მეტყვი რა ხდება? რა უბედურება ხდება,ტინა?!
- მამაშენმა დაურეკა მამაჩემს,_ დაიწყო გაუბედავად,საძინებლის კარი მიაჯახუნა და ზურგს უკან შემოწყობილი ხელებით მთელი ტანით აეკრო ხის მასას, _ ოღონდ არ შეგეშინდეს ახლა რა.

- რა ხდება? _ შემეშინდა,თან ძალიან შემეშინდა.

- არც მე არ ვიცი,რუსოს თავს გეფიცები. ასე უთქვამს, სამსახურში უსიამოვნება მაქვს,სასწრაფოდ მანდ მოვდივარ და უნდა წავიყვანოვო, _ კარსმოუშორებლად მითხრა და დაამატა , ჩაცმაში დაგეხმარები, მამამ თქვა,რომ უკვე გზაშია და მალე მოვაო.

ჩასაცმელი რაც კი რამ მქონდა, ხმის გაუღებლად გადამაცვა ტანზე. კარზე გაბმული ბრახუნი რომ გაისმა, გული ადგილიდან შემიხტა სანადირო თოფის ხმაზე დამფრთხალი ბეღურასავით. რამდენიმე გრძელი ნაბიჯი დამჭირდა საძინებლის კარამდე მისაღწევად.ადგილზე მისულს მამაჩემის მაღალი,განიერი სილუეტი სახლში შემოსული დამიხვდა.

- რა ხდება ლაზარე? _ იკითხა ტინას მამამ და მეც სმენად ვიქეცი.

- არაა კარგი ამბავი, ფრიდონ. სამსახურეობრივი მოვალეობა არ მაძლევს უფლებას ,რომ დეტალები მოგიყვე,მაგრამ იმას კი გეტყვი ,რომ ჩემი ოჯახი სასწრაფოდ უნდა გადავმალო. თქვენ მეტ საფრთხეს ვეღარ შეგიქმნით,ახლავე მიმყავს ცირა, _ თქვა თუ არა , ტინას საძინებლისაკენ აიღო გეზი. ფეხზე მდგარი რომ დამინახა, კინაღამ ამოიტირა ჩემი სახელი. სამხედრო ფორმა ეცვა,თითქოს უნდოდა ჰგონებოდათ,რომ პროკურორი კი არა ჯარისკაცი იყო.როგორც ჩანს, სამსახურიდან პირდაპირ ჩემთან უნდა მოსულიყო. ცალი ხელით ქუდს ჩაბღაუჭებოდა,მისი აღელვება მხოლოდ ამ ქმედებაზე თუ იქნებოდა შესამჩნევი. წამიერად შემომხედა. თითქოს თავისი ჭაობისფერი,ღრმა თვალებით უჩუმრად მიყვებოდა იმას,რაც მაშინ ჩვენი ოჯახის თავზე შავი აჩრდილივით ტრიალებდა.

- ლაზარე. თუ ჩვენი დახმარება კიდევ გჭირდება,ხომ იცი რომ უკან არ დავიხევ,არა?

- არა, არა, ფრიდონ, _ მზერა ჩემიდან მისივე ასაკის კაცზე გადაიტანა , _ამაზე მეტი რაღა უნდა დაგვეხმარო? სამი დღეა სნაიპერებით დაზვერილ საკუთარსავე სახშლი ძებნილივით გაცხოვრებ. ვაფასებ შენს შემოთავაზებას, მაგრამ თუ კიდევ ორი წუთი დავყავი აქ ჩემს შვილთან ერთად, მარტო თქვენს ადგილსამყოფელს კი არა, შენი მეორე შვილის მისამართსაც კი გაიგებენ ლატვიაში და ჩააკითხავენ კიდეც. არ მინდა ჩემ გამო დაზარალდეთ. დროა წავიდეთ მე და ჩემი შვილი , _ ფრიდონის შიშჩამდგარ გამომეტყველებას თვალი აარიდა თუ არა, ჩემს თითებზე შემოჭდობილი ცალი ხელი გაინთავისუფლა, ქუდი ისევ თავის ქალაზე საკმაოდ მჭიდროდ მოირგო და შავი, გრძელ ანტენიანი რაცია მიიტანა ტუჩებთან.

- ბადრი რა ხდება? მშვიდობაა?

- მშვიდობაა პროკურორო ქარცივაძე. შეგიძლიათ,რომ გამოხვიდეთ. სნაიპერები მზადყოფნაში არიან და რახანია გაზღვევთ,_ გაისმა ხმა რაციიდან. ბადრის ვიცნობდი. ქერა,ლამაზი პირისახის ბიჭი იყო,ხშირად გვსტუმრობდა ხოლმე სახლში უშველებელი საქაღალდეებით ხელში და ჩვენთან ერთად ვახშმობდა,თითქმის ყოველკვირას. მამას "სამსახურის შვილს" ვეძახდი ხუმრობით.ძალიან კარგი ბიჭი იყო,თუმცა მისი საქმიანი ხმის გაგონება,უნდა ვაღიარო,რომ მაშინ ნამდვილად არ გამხარებია. საქმე აშკარად სერიოზულად უნდა ყოფილიყო.მთელი სიფრთხილითა და გარემოს დაჟინებული თვალიერებით ჩამსვა მამამ დაბურულ ,შავად მოპრიალე ავტომობილში ისე,რომ გაოცებისაგან თვალჩაცვენილ ტინასთან გამომშვიდობება ხელის დაქნევითაც კი ძლივს მოვასწარი.

- შენ არ შეგეშინდეს, არ დამანახო ,რომ გეშინია, _ მითხრა ლაზარემ,როცა უკვე საკმაოდ გაცელილები ვიყავით კანდელაკების სახლსა და ქუჩას. მერე, კიდევ უფრო მეტად ჩააფრინდა ყავისფერი ტყავით გაწყობილ საჭეს ორივე ხელით.

- მამა, რა ხდება,აღარ მეტყვი? დედა და ბებია სად არიან? _მაინც შიშგაზავებული ბგერები ამომივიდა პირიდან.

- შენ რა ,არაფერი გახსოვს? ორივე კარგადაა! აკაკი გავაგზავნე მათთან, მას იცნობენ და მშვიდად გამოყვებიან. უკვე იქნებიან დანიშნულების ადგილზე.

- სად გამოყვებიან? ან ჩვენ სად მივდივართ?

- მისმინე, სერიოზული რაღაც ხდება ჩვენს თავს, შვილო. ახლა არ შემიძლია რამე მოგიყვე. ნათლიაშენმა გამაფრთხილა,რომ შეიძლებოდა მსუბუქი ამნეზია დაგმართვოდა იმ სტრესის გამო,რაც გადაიტანე. თავი ძლიერად მიარტყი ბეტონის კედელს,ამიტომაც ვერ მოდიოდი გონზე. მირზამ მითხრა,რომ მძაფრმა ემოციებმა შეიძლება უფრო მეტად დაგაზარალოს,ხომ გესმის ? _ საპასუხოდ თავი რომ დავუქნიე თანხმობის ნიშნად, კმაყოფილი გამომეტყველებით განაგრძო ისევ , _ დროებით უნდა დაგმალოთ. ოღონდ აქ არა,საქართველოში არა.

- აბა სად? _ გამიკვირდა გულწრფელად და მთელი ტანით შევტრიალდი მამასკენ.

- ღვედი გადაიჭირე, რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო? _ შემომბღვირა ლაზარემ.მე გამეცინა. თავი მძაფრსიუჟეტიან ფილმში მეგონა,მამაჩემი კიდევ ასეთ დროსაც კი, როგორც ყოველთვის, ღვედზე მთელი სერიოზულობით მეჩხუბებოდა , -ჩეხეთში გაგზავნი შენ, პრაღაში.

- დედა? ბებია?

- მათ ნაკლები საფრთხე ემუქრებათ,შენსა და ჩემს კვალზე თუ ვერ გამოვლენ,ფაქტობრივად,საჭირონიც არ იქნებიან მათ თვალში. ამ საღამოს,აკაკი წაიყვანს ორივეს ლენტეხში,თავის ბებიასთან. უბრალოდ მენდე კარგი? კარგად იქნებიან.შენც კარგად იქნები.

- და შენ?

- მე? მეც კარგად ვიქნები. აი,მოვედით კიდეც, _ძრავა გამორთო და როცა ბადრის მშვიდმა ხმამ საბოლოოდ დაარწმუნა,რომ უკან კაციშვილი არ გამოგვყოლია, თავის აქნევით მანიშნა მანქანიდან გადავსულიყავი. მიწაზე ფეხი დავდგი თუ არა, ხელი ძლიერად შემომხვია ვიწრო ბეჭებზე, განაპირა მხარზე ჩამომადო ხელის მტევანი და ერთსართულიანი, შინდისფრად შეღებილი სახლის მუხლს ოდნავ აცილებული ჭიშჭკარი მოუთმენლად შეხსნა ფეხით. მომცრო ,სულ რამდენიმე ნაბიჯის ოდენა კვადრატული ფორმის ეზო მთლად შემხმარი,ჩაყავისფრებული ფოთლებით იყო გადაჭედილი. მეუცნაურა,რადგან ერთი ხეც კი არ იდგა ამ სახლს ეკონომიურად მიკერებულ მიწის ნაგლეჯზე. ჩანდა,ქარის წყალობით მეზობელი ეზოებიდან და ქუჩიდან თუ შემოხვეტილიყო ამოდენა ნეშომპალად ქცევისთვის განკუთვნილი ხეების საკუთრება. მარტივად მიხვდებოდი, რომ სახლს მომვლელი კი არა,გულისგადასაყოლებელი სტუმარიც კი არ ჰყოლია არც გასულ ზაფხულს და არც მის წინა გაზაფხულზე. მზეზე დაფიცხებული,გამომშრალი ფოთლების ხრაშა-ხრუშის ხმაზე,თითოეულ ნაბიჯს რომ ახლდა თან, კბილებში სიცივემ გამკრა და თითებით უფრო მეტად ჩავებღაუჭე მამას სამხედრო ქურთუკს. არა და წესით, გუშინდელ წვიმაზე უნდა ჩამბალიყვნენ რბილ ნიადაგში.ვიღაცას თითქოს გამიზნულად შეეგროვებინა ისინი და მერე შინდისფერკედლებიანი შენობის წინ მთელი სიზუსტით მიმოეყარა. სწრაფად გავიარეთ დაძველელბული ფიცრებისგან აგებული,მოჭრაჭუნე, უსწორმასწორო ზედაპირის აივანი. იატაკზე დადებული სქელი მტვერის წყალობით შევნიშნე,რომ სახლში უკვე ვიღაც უნდა ყოფილიყო და კარის შეღებისთანავე პატარა, შინდისფერადვე დაუდევრად შეფერადებულ ოთხ კედელში შევაბიჯე მოუთმენლად. მეგონა იქ დედას და ბებიას ვნახავდი,მაგრამ სულ სხვა სიტუაცია დამხვდა.



***
წვიმის თქეშში დასველებული,პატრონისგან მოძულებული ,ყურებჩამოყრილი მაწანწალა ძაღლის მსგავსი სახლის კარი ,ზღურბლზე გადაბიჯებისთანავე, ხმაურით დაიკეტა სიცივისგან ბუმერანგივით მოკაკვულ ზურგს უკან. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,თითქოს სახლში შესვლისთანავე,რაღაც მაგიურ,ჯადოსნურ წრეში შევაბიჯე,თუმცა ჩემს უცნაურ ამბავში ნამდვილად არ ერია არცერთი ზებუნებრივი არსების არცერთი არა-ადამიანური ზედა კიდური. ოთახი ისე ჩაბნელებულიყო,თითქოს შავ ფრიალ-ფრიალა ბუბმულებში გაწყობილი შავივე ფრინველის მძლავრი ფრთები გვერტყა გარშემო. რამდენიმე ათეული წლის წინ თხელ ფიცრებად დაკეპილი, ერთ დროს კი ვინ იცის,რა მშვენიერი ხის საშუალებით, დიდი მონდომებით ჩარაზული მოგრძო ფანჯრები სახლში შესვლამდე ბევრად ადრე შევნიშნე და ვიწრო სივრცეში ჩამდგარ სიბნელესთან დაპირისპირება დიდად არ შემიცხადებია, თუმცა იქ დგომისას, რატომღაც ჰერმიონას შესანიშნავი ინგლისური აქცენტით მონათხრობი ზღაპარი გამახსენდა სიკვდილის საჩუქრებზე და თითქოს ჩემს ლიტრობით ღაჟღაჟა სისხლში მწყობრად შეცურეს წყვდიადის შავბნელმა აჩრდილებმა. თვალებმა ერთადერთი მნათობი წერტილისკენ გაიწიეს ისე,თითქოს იმ წამს შექსპირის პიესების პერსონაჟები ყოფილიყვნენ,საყვარელს რომ ეტრფიან დაუვიწყარი,ბევრისთვის შეუცნობადი, თავგანწირული გრძნობით .

დაბალ ჭერზე ,შუა გულში ალისფერი მავთულებით უდიერად დაწნული,ხელნაკეთი ჭაღის მაგვარი რამ შევათვალიერე ჩემდაუნებურად. შიგნით ჯერ კიდევ ახალთახალი, ერთი თეთრი და ორიც წითელი, სადა სანთლები მოეთავსებინათ და წამიერად გულში გავლანძღე კიდეც ამის გამკეთებელი,როცა თეთრად შეღებილ ,ჭერზე გაკრულ უსწორმაწორო მუყაოს შევაჩერდი დაკვირვებით . აქა-იქ ამობურცული, სიძველისაგან ჭუჭყისფრად დალაქავებული ხის მასალა სანთლების სინათლეზე ისეთ სანახაობას ქმნიდა,თითქოს ავდრიან ცაზე ქარიშხლების ღრუბლები ველურების ხროვასავით უდისციპლინოდ და შემაძრწუნებელი,ძალადობრივი მანევრებით ჯგროვდებოდნენ მტერთან საომრად .

- ხიდიდან ფრენა, _ გაისმა მამაჩემის მშვიდი ხმა და ჰიპნოზიდან გამოტყორცნილმა გონებამ მისკენ მიმაბრუნა.

- რა? _ ნაცნობი სიტყვების გაგონებისას ,მკვირცხლად ვიკითხე დაბნეულმა.

- ხიდიდან ფრენა, _ ისევ გაიმეორა ლაზარემ.

- მიღებულია,ხიდიდან ფრენა,_ გასცა პასუხი მამაკაცის კიდევ უფრო მშვიდმა ხმამ და ოთახის ოთხივე კუთხიდან ჩვენი მიმართულებით ამოძრავებული ოთხი ლანდი ერთმანეთის გვერდით ჩამწკრივდა,ისე რომ ყველა მათგანის დანახვა შეგვძლებოდა ორივეს. ვერც კი წარმოვიდგენდი,რომ ოთახში სხვა ადამიანებიც შეიძლება ყოფილიყვნენ, მიუხედავად იმისა,რომ საკუთარი თვალით დავინახე მტვერში დიდი ზომის ბათინკის ნაკვალევი. როგორც ჩანს,საიდუმლო სამსახურის ერთ-ერთ ბუნაგში უნდა ვყოფილიყავი,მიტოვებულ სახლად რომ გაესაღებინათ დიდი მონდომებით.

- აბა,რას მეტყვი, აბრაამ? _იკითხა მამაჩემმა.მე უკვე შესანიშნავად შემეძლო ბინდით გამოძერწილი აჩრდილებისგან ცოცხალ ორგანიზმებად გარდაქმნილი კონტურებისთვის ხორცის შესხმა,რაღაცით კენჭებისგან ბრინჯის მარცვლების გამორჩევას წააგავდა ეს პროცესი.ისეთი გულისყურით გავზომე ყველა მათგანი, დამეფიცებოდა კიდეც ,რომ ოთხივე სანდო და მეტად კეთილისმსურველი პირი უნდა ყოფილიყო ჩვენთვის.

- მშვიდობაა ლაზარე, _ წინ გადმოდგა გაბედული,მოუთმენელი ნაბიჯი გრძელწვერა,ტუჩებთან ჭაღარაშეპარულმა კაცმა და მამაჩემის სხეულზე დიდი ხნის უნახავი მეგობარივით გადახვეულმა ამოიჩურჩულა , _ უკვე მეოთხე დღეა ამ სახლში ვართ. მათ არ იციან ჩვენი გეგმების შესახებ და დიდი მარჩიელობა დასჭირდებათ,რომ შენს შვილს მიაგნონ.

- შენი ხმა ყოველთვის მამშვიდებს, აბრაამ . თქვენ როგორა ხართ ბიჭებო? _ ლაზარეს შეკითხვას დანარჩენების ნახვისაგან გამოწვეული სიხარულიც შეუზავდა ,თუმცა მათი წესისამებრ მოკითხვა ჩემმა შეუკავებელმა ბრაზმა აღარ დააცადა.

- ახლა მაინც მეტყვი რა ხდება?_ კატეგორიული ტონით აღვიჭურვე თუ არა, წინ გადავუდექი მამას და მთელი სიმძიმით დავეყრდენი მის ახოვან ტანს, _ უფლება მაქვს გავიგო,რა ხდება აქ! რა ჯანდაბა ხდება-მეთქი?!

- ქალბატონო ცირა , მათზე ნუ ღელავთ,უკვე სამშვიდობოს არიან,_ ფიქრებს მიმიხვდა ჩემზე ორი თავით მაღალი, უცნაურად გამხდარი ბიჭი,_ პირადად ვხელმძღვანელობ მათ გადაყვანას. გარწმუნებთ,სანერვიულო ნამდვილად არ გაქვთ!

- შენ ვინღა ხარ? _ ვკითხე უკმეხად.

- აკაკი ბერძენიშვილი. საიდუმლო სამსახურის აგენტი.

- აჰ, შენ ხარ ის აკაკი, _ ეს იყო და სხეული მთლად უღონო,ფარატინა ქაღალდივით მსუბუქი გამიხდა. გაურკვეველმა ბგერებმა და წამოძახილებმა ჩემს ორივე ყურთან ჩატუმბვა და განმუხტული ნაწილაკებივით უკანდახევა დაიწყეს.სმენა და მხედველობა მთლად დამეხშო.გეგონება ვიღაცამ რკინის კარი ცხვირწინ მომიჯახუნა და დროის ცვლილების საპირისპიროდ გამისროლა ჰაერის მძლავრი ნაკადის შეხეთქების წყალობით .თითქოს ჩემთან მოახლოებულ მკრთალ გამოსახულებებსა და ცხოველის მეტყველებასავით გაურკვევლად ქცეულ სიტყვებს ჩემთან მოახლოებისას უშველებელი ძაბვის მოელვარე ,აქა-იქ გამტყდარ-გაბზარული ჯოხები სუსხავდნენ სასტიკად და ხელს უშლიდნენ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ ერთადერთ პატრონთან დაბრუნებას. კიდევ ერთხელ შევავლე თვალი ჩემს სახესთან ყველაზე ახლოს მყოფ მწუხრში გახვეულ ადამიანს და სიმძიმის ცენტრი საბოლოოდ დავკარგე ,გადაგვარებულ აზროვნებასთან ერთად.



№1  offline ადმინი შამანი

მოკლედ ერთ ისტორიაზე სტურმის სახელით ნინამ ასეთი რაღაც თქვა შამანისა და გრაფოს გამო წავიკითხე ეგ ისტორია,მაგათ გემოვნებაში ეჭვი არ მეპარებოდაო. მე ზოგადად იქ ახსნა-განმარტება ძაან დამეზარა ისეთი ტონით ქონდა დაწერილი,რაც არ უნდა ამეხსნა,მაინც ვერ გაიგებდა რატომ ვკითხულობდი და რატომ მომწონდა,ხოდა მაგას მივმართავ,აბა ეს ისტორია ნახე იქნებ გაგიმართლოს იმედები joy joy joy
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№2  offline წევრი Lineta

ისევ მე არის პირველი.
სულლ ცხლად მივირთმევ ხოლმე :D
აქაც რო საჭმელზე ვფიქრობ :D
ისევ ენაჩააგდებუკი ყარყატივით ვარ.
ნუ ეს თავი ზედმეტად ჩემეული იყო.
შენც ზედმეტად ჩემეული ხარ.
საიცრებავ ❤️

 


№3  offline წევრი ჟიზელი

შამანი
მოკლედ ერთ ისტორიაზე სტურმის სახელით ნინამ ასეთი რაღაც თქვა შამანისა და გრაფოს გამო წავიკითხე ეგ ისტორია,მაგათ გემოვნებაში ეჭვი არ მეპარებოდაო. მე ზოგადად იქ ახსნა-განმარტება ძაან დამეზარა ისეთი ტონით ქონდა დაწერილი,რაც არ უნდა ამეხსნა,მაინც ვერ გაიგებდა რატომ ვკითხულობდი და რატომ მომწონდა,ხოდა მაგას მივმართავ,აბა ეს ისტორია ნახე იქნებ გაგიმართლოს იმედები joy joy joy

იქნებ გაუმართლოს,დიდი იმედი მაქვს :დ

Lineta
ისევ მე არის პირველი.
სულლ ცხლად მივირთმევ ხოლმე :D
აქაც რო საჭმელზე ვფიქრობ :D
ისევ ენაჩააგდებუკი ყარყატივით ვარ.
ნუ ეს თავი ზედმეტად ჩემეული იყო.
შენც ზედმეტად ჩემეული ხარ.
საიცრებავ ❤️

ჩემი სიყვერული გოგო,ჩემი ერთგული ლინეტა ❤️
რა მო-ვი-მოქ-მე-დოოოოოოო , რა გა-ვა-კე-თოოოოოო ,რომ ძალიან მიყვარხარ,იმის გამო,რა სითბოსა და სიყვარულაც იმეტებ ჩემთვის ,არანაკლებ საოცრებავ :დ

 


№4  offline წევრი cida12

საინტერესოა❤️❤️ წარმატებები❤️

 


№5  offline წევრი ჟიზელი

cida12
საინტერესოა❤️❤️ წარმატებები❤️

დიდი მადლობა ❤❤❤❤

 


№6 სტუმარი სტუმარი მ ა რ ი ა მ ი

ოჰოოოო :)))
აიიიიი ეს მესმის.
ვინ ჩაალურჯა,ან თავი რატომ მიარტყა კედელს,ინტრიგაა მიყვააააარს.
პერსონაჟების სახელები მომწონს კიდევ ძალიან. მირზა,ბადრი, აკაკი, ლაზარე,ფრიდონიიი... აი,ძალიან მელამაზება. შენზე აღარ ვამბობ არაფერს მართლა. ნიჭი გაქვს საოცარი და მოგყვები ბოლომდე

 


№7  offline ახალბედა მწერალი K. I.

ჟიზელ, სულ შეიცვალა ჩემი მოლოდინები. მგონი, კიდევ უფრო მეტად შევცურე ინტერესის ტალღებში და ჯერ არ გამომაცურინო და ცოტა ხნით დამტოვე აქ კიდევ რა. მომწონს იდუმალება, ვერ ვხსნი რა ხდება, მაგრამ ერთი კი ვიცი, ძალიან მითრევს შენი ნაწარმოები blush
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№8  offline წევრი ჟიზელი

სტუმარი მ ა რ ი ა მ ი
ოჰოოოო :)))
აიიიიი ეს მესმის.
ვინ ჩაალურჯა,ან თავი რატომ მიარტყა კედელს,ინტრიგაა მიყვააააარს.
პერსონაჟების სახელები მომწონს კიდევ ძალიან. მირზა,ბადრი, აკაკი, ლაზარე,ფრიდონიიი... აი,ძალიან მელამაზება. შენზე აღარ ვამბობ არაფერს მართლა. ნიჭი გაქვს საოცარი და მოგყვები ბოლომდე

მარიამ, მიხარია,რომ სახელეებზე აღნიშნე. ეს იმიტომ არა,რომ საიტის დემეტრეს და დემნას ავცდე,უბრაროდ მელამაზება ასეთი სახელები. ხო ,ჩვენი გოგო კარგად მიბეგვეს :დდდ დიდი მადლობა ,შევამჩნიე,რომ არ მიტოვებ არცერთ თავს ❤

უცნაური მე
დედას გეფიცები თუ ვხვდებოდე რა ჯანდაბა ხდება..
ისე ჩამითრია რომ სულ ამაზე ვფიქრობ..
ამიტომ თუ არ გინდა შევიშალო ჟიზელ, ახალი თავი მოარიძგვინე :დდ
ძალიან, უსაზღვროდ ნიჭიერი ხარ! ❤️

უცნაურო, ოოოოოჰო,როგორ მიხარია ❤ ახალი თავი რიძგვინის რეჟიმშია,ელოდება დადასტურებას :დდდდ ძალიან მიხარია,თუ მოვახერხე და ჩაგითრიე ❤

ქეთი იმერლიშვილი
ჟიზელ, სულ შეიცვალა ჩემი მოლოდინები. მგონი, კიდევ უფრო მეტად შევცურე ინტერესის ტალღებში და ჯერ არ გამომაცურინო და ცოტა ხნით დამტოვე აქ კიდევ რა. მომწონს იდუმალება, ვერ ვხსნი რა ხდება, მაგრამ ერთი კი ვიცი, ძალიან მითრევს შენი ნაწარმოები blush

მგონი ახალ თავში ცოტა განოერკვევი, ოღონდ სულ ცოტა :დდდ ❤ მართლა მიხარია,ასეთი შეგრძნება რომ გრჩება. ესე იგი, სანაგვეზე გადასაგდები არა ვარ :დდდ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent