შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი ნაცნობი (სრულად)


29-08-2018, 00:28
ავტორი თა თა
ნანახია 5 094

-გოგო იცი გუშინ ვინ ჩამოვიდა?
-ვინ?
-აი ის მამაჩემის კომპანიაში,რომ მუშაობს,ყველაზე სიმპატიური როა,რომ გიყვებოდი ხოლმე რაღაცეებს
-ოოო,მეთქი ვინ ჩამოვიდა თქო რას გამიხეთხე გული უჰჰ..
-აუუ გადმოდი დღეს რაა
-არ მცალია თან ძაან ცივა და მეზარება
-მაშო!
-არა თქო ნატა
-ჩემთან ბავშვები არიან და შენ გელოდებით
-მერე თავიდანვე ეგრე გეთქვა, რას გაილექსე
-ოხხ.. მოგხედავ მე შენ დამაცადე
-მეც მიყვარხარ-ტელეფონი გავუთიშე,და მომზადებას შევუდექი.

ხო მართლა,მე მაშო შაკიროვა ვარ 16 წლის ვხდები მალე. მამა (ვლადიმერი) რუსია, დედა (მაკა) ქართველი, ძმა მყავს,რომელიც საუკუნეა არ მინახავს,მართლა..ის რომ წავიდა მე პატარა ვიყავი და არ მახსოვს,20 წლისაა, და პატარა ძმა მყავს 4 წლისაა,რომელიც ძალიან მგავს. მამა დიდი ხანია რაც რუსეთშია მე და დედაც იქ ვიყავით და 2 წელია რაც ჩამოვედით საქართველოში,ბათუმში. მალევე გავიჩინე მეგობრები. საუკეთესო მეგობარი ნატალია, ორი, ძმაკაცი გვყავს:მათე და სანდრო.
ნუუ..მე, როგორც რუსი,ქერა ვარ და ცისფერი თვალები მაქვს,საკმაოდ სუსტი და მაღალი ვარ, არც დედა მყავს დაბალი და არც მამა.
ნატალი 17 წლისაა, შავგვრემანია და მუქი შავი თვალები აქვს, ულამაზესია,ნებისმიერ ბიჭს რჩება მასზე თვალები
სანდრო 20 წლისაა,წაბლისფერი მოკლე თმა აქვს და ყავისფერი თვალები,ისიც მეტად სიმატიურია
მათე 19 წლისაა..აიი ეს უკვე სხვა თემაა, ისეთი სიმპატიურია..შავი კუპრივით შავი თმა აქვს,და შავი თვალები,ვაიმე როგორ მიყვარს ეს თვალებიი..

მგონი თემას ძალიან გადავუხვიე,მომზადებას მოვრჩი. ჯინსის შარვალი ჩავიცვი,თეთრი ბრეტელებიანი მაიკა,ტყავის ქურთუკი მოვიცვი. ნატალი ჩემს სახლთან ახლოს ცხოვრობს. კარებზე რამდენიმე ზარის შემდეგ ძლივს გამომხედა.
-სად ხარ გოგო აქამდე-შესული არ ვიყავი,რომ წამკბინა
-შომომიშვებ?
-არ ხარ ღირსი მაგრამ,მოდი
-რა გეშველება-სახლში შევედი, მისაღებში სამივე ადგილზე დამხვდა,და მეოთხეც. მის დანახვაზე ლამის ინფაქტი მივიღე. ნეტა საიდან მეცნობა ეს ბიჭი?რატომ აქვს ნაცნობი თვალები?სწორი ცხვირი ჩემსავით..ვაიმე სულ გავაფრინე მგონი. როგორც ყოველთვის მათეს გიტარა ეჭირა ხელში და თითებით ნაზად ეფერებოდა სიმებს
-ეს ვინაა?-ჩუმად გადავუჩურჩულე ნატალის
-მამაჩემის კომპანიაში მუშაობს,ახლა ჩამოვიდა საქართველოში,ცოტა ხანი ჩვენთან იქნება
-omg.
-რა დღეში ხარ შენ გოგო?სად წავიდა ის მორცხვი მაშო ჰა?-კისკისით მკითხა ნატამ
-ნატალი-შევუღრინე ჩემებურად
-კაი ვსიო გვეყოს. ისე რამდენიმე თვე აქ იქნება,ასე რომ არ მოვიწყენთ -თვალი ჩამიკრა და სანდროს მიუცუცქდა. ვაიმე რა საყვარლები არიან..
-მაშო გაიცანი ეს დანიელია,დანიელ ეს მაშოა
-სასიამოვნოა-ვთქვი ხმა დაბლა
-ჩემთვისაც-შემიმხედა და გამიღიმა..ღმერთო..რა საყვარელი ღიმილი აქვს..ვაიმე რეებზე ფიქრობ მაშო?
მოკლედ კარგად გავერთეთ
-მგონი დროა დავიშალოთ (მათე)
-ხო უკვე გვიანია (სანდრო)
-აუუ ჯერ არა რაა-აწუწუნდა ნატა
მაგრამ,ბიჭებმა მაინც თვისი გაიტანეს. კარებში გავდიოდით ნატალიმ,რომ გამაჩერა
-მაშოო-ისეთი ხმა ჰქონდა აშკარად რაღაცას მთხოვდა,მეც მივუხვდი სათქმელს
-არა ნატა,ეგ საქმე არ გამოვა
-გთხოვვ დარჩი რაა-ოთხი თითი ყელზე მიიდო და შემეხვეწა
-არა თქო
-კარგი, მაშინ დანილი გაგაცილებს,კარგი დანიელ?
-გოგო ნუ სულელობ,მეორე ქუჩაზე უნდა გავიდე
-მერე რა-ისე დამიბრიალა თვალები,უარი,რომ მეთქვა ცოცხალი ვერ გადავურჩებოდი
-კარგი გავაცილებ-დანიელმა ქურთუკი მოიცვა,გარეთ ძალიან ციოდა მე კიდევ როგორც ყოველთვის თხლად მეცვა,გზა ისე იწელებოდა 100 კილომეტრი მომეჩვენა იმ დროს. სიცივისგან კიდე სულ ვკანკალებდი,მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია
-გცივა?-ამ ხმამ სულ დამაბნია,ჟრუანტელმა დამიარა ტანში,ვიღას ახსოვდა სიცივე
-არა-ოდნავ გავუღიმე და თავი დავხარე
-ეს მოიცვი,თორემ გაცივდები-რა მზრუნველია..
-ადლობა-ქურთუკი გამოვართვი, მისი სურნელი ასდიოდა, ვაიმე რა სასიამოვნოდ დამიარა..
-იცი?
-რა?
-ძალიან ლამაზი ხარ
-მადლობა
-ნატა მიყვებოდა შენზე რაღაცეებს-ვაიმეე ნეტა რას უყვებიდა ის არანორმალური
-არ მიკვირს მაგისგან
-ის მაგარი იყო,ბარში ლამის ბიჭები,რომ სცემეთ-ვაიმე სად შევყო თავი,ისე შემრცხვა,წარმომიდგენია კიდევ რეებს უყვებოდა ხოლმე,თავი დავხარე,გამიმართლა რომ ღამე იყო,რადგან ლოყები ჭარხალივით ამიწითლდა. სახლში შევედი ყველას ეძინა,სახლში შესვლა და ნატაზე მიწერა ერთი იყო
"გოგო ხო არ გააფრინე,რეებს უყვები დანიელს ჩემზე"
პასუხად არაფერი მომწერა მხოლოდ სიცილის სმაილები, გამიკვირდა ასე რატო იქცევა თქო ,რამაც უფრო გამაგიჟა. მხოლოდ ახლა შევნიშნე დანიელის ქურთუკი,ჩემს მხრებზე,ვაიმე..
დილით თავი ძლივს ავსწიე ბალიშიდან,ეგეც ნატალის ზარმა გამაღვიძა,რაზეც იცის,რომ ცოცხალი ვერ გადამირჩება
-მოგკლავ ნატალი,მ ო გ კ ლ ა ვ. რა გინდოდა გოგო რას გამაღვიძე ამ დილაუთენია-მაშინვე ვეცი ტელეფონს და ნატას დავურეკე. ჩაბჟირებული ბიჭის ხმა გავიგე. არა,ოღონდ დანიელი არა
-დანიელ?-ხმაში სიმორცცვე შემეპარა-მეე..
-ნატალი გეგონე,მე მაქვს მაგის ნომერი,სანამ აქ ვიქნები მე მათხოვა ქართული ნომერი
-მოიცა ანუ..
-ჰოო,გუშინაც მე მქონდა მაგის ტელე-ვაიმე,სად წავიდე,სად შევძვრე ამ ბიჭს რომ არ დავენახო
-კარგი გასაგებია,ახლა ნატას დაუძახე თუ მანდვე ახლოსაა-ვეცადე მშვიდად მეთქვა
-გისმენ მაშო
-ისეთ ადგილზე გადი ჩემი ხმა რომ არავინ გაიგოს,თორემ ვერ გადამირჩები
-აქ გამოხვალ რა პრობლემაა მოდი-ეს იმათ გასაგონად თქვა-აბა რა გინდა?არ გამოხვალ დღეს აქეთ?
-სანამ ეგ ბიჭი მანდ იქნება არსად არ გამოვალ
-რა იყო უკვე იჩხუბეთ?სად მოასწარით
-მე და მაგან კი არა ჩვენ ვიჩხუბებთ დამაცადე. რატო არ მითხარი ნომერი მაგას თუ მიეცი
-უიი -გეგონება სადღაც გაიპარაო ისეთი ხმა ჰქონდა
-აუ ვერ გამოვალ,ისეთები მოგწერე,რაც მაგას არ უნდა გაეგო,მგონი ვიღაც გადარეული ქაჯი ვგონივარ
-არ ხარ როო
-ნატალი
-კარგი ჰოო. ეს ჩვენზე უარესია,გადმო რა და ბავშიც წამოიყვანე,მომენატრა
-ჰოო კაი-ჯერ ბავშვს ჩავაცვი,მერე მე გავემზადე და ნატალისთან გადავედი
-გამარჯობა -მორცხვად ვთქვი და თავი დავხარე,თვალებში როგორღა შევხედავდი, მაგრამ არ გამომპარვია,როგორ გაეღიმა ჩემს ამ მოქმედებაზე
-გამარჯობა-კვლავ ეს ბოხი და თბილი ხმა,ოხხ.. როგორ მაღიზიანებს
-გუშინ ეს გამყვა სახლში-ისე მორცხვად ვთქვი ჩემი ხმა მე ვერ ვიცანი და მისი მოსაცმელი დავუბრუნე
-არაუშავს -ისევ იღიმის
-ჩემი პატარა როგორ არისო? -ნატალიმ ბავშვს დაუწყო თამაში
-ერთი ჭკუისები -ჩავილაპარაკე ჩემთვის მაგრამ ისე რომ ყველამ გაიგო
-ხო მართლა არ გინდათ დღეს სადმე წავიდეთ?-ოხ..ისევ ეს ხმა
-ბარში წავიდეთ -თავისი აზრი თქვა ნატამ
-აუუ არა რაა
-გთხოვ
-კარგი-სხვა გზა არ მქონდა ამიტომ დავსთანხმდი და სახლში წავედი,რომ გავმზადებულიყავი. მუხლს ოდნავ აცელილი შავი,სწორი კაბა ჩავიცვი,რომელსაც ბეჭები ძალიან ჰქონდა ამოღებული,მსუბიქი მაკიაჟი და მზად ვარ. ბავშვებს ჩემი სახლის წინ შევხვდი
-აბა წავიდეთ?
-წავიდეთ
-ძალიან ლამაზი ხარ-ყურში ჩამჩურჩულა დანიელმა,ამაზე სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა ტანში უბრალოდ გავუღიმე და მადლობა ვუთხარი.
ბარში შესვლისთანავე სიგარეტის და ალკოჰოლის სუნმა ამიწვა ცხვირი,ვერ ვიტან ვერც ერთს. ერთ-ერთ მაგიდასთან დავჯექით,აქაც არ მაცილებდა ეს ბიჭი მზერას რაც ძალიან არაკომფორტულად მაგრძნობინებდა თავს,ამიტომ ჩემდა გასაკვირად, დალევა გადავწყვიტე
-მე მალე მოვალ
-სად მიდიხარ-ნატა გაკვირვებული თვალებით მიყურებდა
-მოვალ-მხოლოდ ეს ვთქვი და ბარისკენ წავედი
-ყველაზე ძლიერი რა გაქვთ?-სასმელის გარკვევაში არ ვიყავი ამიტომ ბარმენს ვენდე,მანაც გამომიწოდა ძლიერი სასმელი. პირველი ჭიქა ისე დავცალე თვალი არ დამიხამხამებია,მეორეც დავასხმევინე. ოპაა...აიი ახლა შარში ვარ. ამ ორმა ჭიქამ ისე დამათრო მაგიდამდე ძლივს მივედი.
-წამოდით ეხლა,ბარში ხართ თუ სად ხართ,ვიცეკვოთ ცოტა-სათქმელი ძლივს ჩამოვაყალიბე
-მაშო?შენ რაა..
-ჰოო დავლიე,წამო ახლა გელოდები-დანიელი ისეთი სახით მიყურებდა თითქოს რაღაც ცუდს ვამბობდე,მაგრამ ეს უკვე აღარ მაინტერესებდა. სანამ ესენი ავაყენე წყნარი და მშვიდი მელოდია ჩაირთო,დარბაზი ჩაბნელეს
-ვიცეკვოთ?-დანიელმა ხელი გამომიწოდა და მეც დავსთანხმდი,ნელ მუსიკას ნელ-ნელა ვაყოლებდით სხეულს. ვაიმე რა სასიამოვო სურნელი აქვს..ეს ბიჭი გაგაგიჟებს,არ ისვენებდა ჩემი მეორე მე.
-მგონი ამდენი არ უნდა დაგელია(დანიელი)
-ნუ ღელავ,შენი მისაყვანი არ გავხდები სახლამდე
-დარწმუნებული ხარ?
-ისე როგორც არასდროს-დანიელს ღიმილი არ მოუშორებია სახიდან.
ბარში სიმთვრალეს ვერ ვგრძნობდი,მაგრამ აიი გარეთ რომ გავედით იქ დატრიალდა ყველაფერი,ვგრძნობდი,რომ ფეხებს ძლივს დავათრევდი და ნელ-ნელა ვიკეცებოდი. რომ არა დანიელის მკლავები ალბად მიწაზე ვიქნებიდი გაშხლართული.
მეორე დღეს თავის ტკივილმა გამაღვიძა,არაფერი მახსოვს წინა დღიდან, არც ის როგორ მოვედი სახლში, ვაიმე რა მთვრალი ვიყავი ნეტა რამე სისულელე ხომ არ ვთქვი იმ ბიჭთან, არა ოღონდ ეგ არა,მგონი სახლამდეც მაგან მომიყვანა ხელით, ვცდილობდი ყველაფერი გამეხსენებინა, ვაიმე როგორ მრცხვენია..ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა
-ჰოო ნატა -მომაკვდავის ხმით ვუთხარი
-ხომ გითხარი მაგდენი არ უნდა დაგელია თქო -ახლა მოვკვდები,ისევ ის ბიჭი,აღარ შემიძლია მეტი
-ჰოო,დანიელ შენ ხარ?
-ვეღარც მცნობ უკვე?
-ბოდიში
-არაუშავს, რა ბოდიში,დღეს ხო გამოხვალ აქეთ
-არ ვიცი თუ შევძლებ,ძალიან ცუდად ვარ
-ოხ მაშო მაშო,მაშინ ნატალი გამოვა
-შენც გამიყევი-ვაიმე ეს რა ვთქვი,ეხლა გავაანალიზე
-ვნახოთ -ისეთი ხმით მითხრა უეჭველი გაეცინა.
ტელეფონი გავუთიშე, ბალიშიდან თავი ძლივს ავსწიე, მერე ცხელი შხაპი მივიღე და დაბლა ჩავედი,სადაც დედა გემრიელ საჭმელს ამზადებდა
-როგორც იქნა გაიღვიძა ქალბატინმა
-აუუ დეე,თავი მისკდება
-რა დალიე ეგეთი გუშინ
-არ მახსოვს,
-მეტის ღირსი ხარ
-აუუ დედა...ნატალისთან ვიღაც სტუმარი ბიჭია და ის რომ არა ალბად ეხლა ასფალტზე ვიწვებოდი
-ვინ ბიჭია?
-რავი ამერიკიდან ჩამოვიდა,დღეს შეიძლება გამოვიდნენ
-კარგი,მიდი შენი ძმა ჩამოიყვანე და ვჭამოთ
ოთახში ავედი და ჩემ ძმას ვაცმევდი ტანსაცმელს,მერე ცოტა ვაწვალე და ვეთამაშე, მერე მისმა თვალებმა მიიქცია ჩემი ყურადღება, აქამდე არასდროს დავკვირებივარ მის თვალებს,ვაიმე როგორ მგავს თუ როგორ გავს დანიელის თვალებს..არა მე მართლა სულ გავაფრენ ახლა, რეებზე ვფიქრობ?
ვისაუზმეთ და მაგიდაც ავალაგეთ. მერე ჩემს ოთახში ავედი,მაგრამ ისეთი ხმები ამოვიდა მგონი ვიღაცამ კარები ჩამოიღო,რათქმაუნდა ეს ვიღაც ნატალია
-გოგო სად ხარ აქამდე?
-ნუ ყვირი რა თავი მისკდება
-მეტის ღირსი ხარ შენ
-აუუ, მაგ შენს სტუმარს მგონი საშინელი წარმოდგენა შევუქმენი ჩემზე
-რატომ დარდობ ასე ძალიან?
-მე რავიცი
-აბა მე ვიცი მაშო? მგონი ჩვენი მაშო შეყვარებულია
-ნუ სულელობ გოგო, ჯერ სამი დღეა რაც ვიცნობ
-მითუმეტეს, მე ერთი ნახვით შეყვარების მჯერა და შენ სამჯერ ნახე ბიჭი-მხრები აიჩეჩა ნატამ
-ნატალი გეყოს
-შენ ხო სიცილსაც არ აცდი ადამიანს უჰჰ..ისე მართლა დღეს სანაპიროზე უნდა ვისეირნოთ და შემოგვიერთდები?
-რავი ვნახოთ
-უარი არ მიიღება
-კარგი. ისე სად გყავს შენი სტუმარი
-ოხ მაშო არ გიცნობდე მაინც, კიდე მაგ ბიჭით ინტერესდები
-არ შეიძლება უბრალოდ გკითხო?-უკვე ნერვებს მიშლიდა ამიტომ ცოტა ტონს ავუწიე,მაგრამ რომ გავაანალიზე რა გავაკეთე მაგრად ვინანე,საერთოდ არ მიყვარს ჩხუბი და ხმის აწევა..ან ვის უყვარს?
-ნატალი რა გაყვირებს?
-ბოდიში,მაგრამ მაგ თემას არ შეეხო
-ჰოო კარგი,დამშვიდდი. ესეიგი საღამოს გნახავ
-ჰო
საღამოსთვის მზადებას შევუდექიო ვერ ვიტყვი, უბრალოდ თეთრი შარვალი,შავი მაიკა და ტყავის ქურთუკი ჩავიცვი. ერთმანეთს როგორც ყოველთვის ჩემი სახლის წინ შევხვდით
-აბა წავედით?
-წავედით
სანაპიროს გავუყევით, ყველაზე არაკოფორტულად ვგრძნობდი თავს,და ალბად ამის მიზეზი მხოლოდ ისაა,რომ დანიელის, მზერა მიწვავდა სახეს,რომელიც თვალს არ მაშორებდა
-რა იყოთ რა ჩუმად ხართ,ამოიღეთ ხმა რომელიმემ (ნატალი)
-ხოო რაა თქვით რამე -აჰყვა დანიელიც,მე კვლავ ჩუმად ვიყავი
-მაშო
-ჰოო
-არაფერს გვეტყვი?
-რა ვთქვა
-მაშო ვეღარ გცნობ -ყურში ჩამჩურჩულა ნატამ
-მოკეტე-გადავუჩურჩულე და ჩემი ნაზი თითებით ვუჩქმიტე,მაგრამ რომ გავიაზრე რა მწარედ მიჩქმეტია უკვე გვიანი იყო
-ოხ მაშო მაგისთვის დაისჯები-ვაიმე ნეტა რას აპირებს ეს არანორმალური -აუუ ნაყინებს ვიყიდი და მოვალ კარგი?თქვენ ისეირნეთ და მალე დაგეწევით
-რა დროს ნაყინია გოგო ამ სიცივეში
-ოჰჰ აღარ გახსოვს მაშინ..-ისევ ჩემზე აპირებდა რაღაცის გახსენებას,ამიტომ ისე გავუშვი ნაყინებზე აღარ შევწინააღმდეგებივარ.
მე კი, გავყევი სანაპიროს დანიელთან ერთად. ხმას არც ერთი ვიღებდით,უბრალოდ ზღვის ტალღების ხმით ვტკბებოდით,მაგრამ ეს სიჩუმე დანიელმა დაარღვია
-მომიყევი რამე შენზე
-მგონი ისედაც ყველაფერი იცი-ნატალიზე ვანიშნე
-ნუუ, ყველაფერი არა მაგრამ ის ვიცი რომ რუსეთიდან ხარ
-თურმე გცოდნია
-შენ სულ ასეთი მორცხვი ხარ?
-მე ვარ მორცხვი? -საჩვენებელი თითი გულზე მივიდე
-რავი ერთი შეხედვით ეგრე ჩანს და მოყოლილი ისტორიებიდან...
-მოვკლავ ნატალის-თავი დავხარე და ჩემთვის ჩავიბუტბუტე,ის კიდევ ჩემთან ძალიან ახლოს მოისწია,ისე ახლოს,რომ მისი სუნთქვის ხმა მე მესმოდა,მერე ორი თითი ნიკაპის ქვეშ ამომიდო თავი ამასწევინა,მერე ჩემსკენ დაიხარა და უკან რომ უნდა გადავმხტარიყავი ყურში ჩამჩურჩულა
-ნუ გრცხვენია ყველაფრის,მე არ ვიკბინები -გული ალბად მალე ამომივარდებოდა საგულედან
-უბრალოდ გავუღიმე,და ლოყები რომ არ დაენახა თავი უფრო დავახარე,იმასაც მეტი რა უნდოდა კვლავ ეღიმებოდა ჩემს საქციელზე
-შენზე მომიყევი რამე -ძლივს გასაგონად ვთქვი
-მე 20 წლის ვარ,ჩემი მშობლებიც-აქ შევატყე ცოტა დაიძაბა- რუსეთში ცხოვრობენ, მყავს ერთი და. სხვა რა გითხრა?
-კარგია
-ჰოო ყველა რუსეთში ცხოვრობს ძალიან მინდა მათი ნახვა
-დარწმუნებული ვარ მათაც უნდათ
-თუ ვახსოვარ ალბად კი
-ოჯახს როგორ არ უნდა ახსოვდე?
-13 წელია რაც სახლიდან წავედი
-გასაგებია
-შენ?
-რა მე?
-აქ როგორ აღმოჩნდი?
-დედა ქართველი მყავს,მამა რუსი, მე დედა და პატარა ძმა აქ წამოვედით,მამამ ვერ მოახერხა წამოსვლა,დედა მიყვებოდა ხოლმე,რომ ძმა მყავს რომელიც 3 წლის ვიყავი რომ წავიდა უცხოეთში და აღარ დაბრუნებულა რაღაც მიზეზების გამო,მშობლები ბევრ რამეს არ მიყვებოდნენ ჩემს ძმაზე
-ანუ დედა ქართველი გყავს მამა რუსი
-კიი რა მოხდა?
-არაფერი ისეთი, კიდე მომიყევი რამე შენზე
-დანარჩენი შენც იცი ალბად
-ანუ ძმაც გყავს ერთი დიდი, ერთი პატარა?
-კიი
-კარგი -აშკარად ანერვიულდა მაგრამ მიზეზები არ მიძებნია ალბად ასე იყო საჭირო,მაგრამ მერე ჩემსკენ მოტრიალდა,ჩემი თავი თავის ხელებში მოიქცია და თვალებში დაჟინებით მომაშტერდა,თითქოს რაღაცის პოვნას ცდილობსო
-რამე მოხდა?-ისეთი ხმით ვთქვი ჩემი ხმა მე თვითონ ვერ ვიცანი
-ძალიან ლამაზი თვალები გაქვს-რა უნდა ამ ბიჭს,ვინ მომიგზავნა რა დავაშავე,მაგრამ ნატალის ხმამ ყველაფერი დამავიწყა
-რა ხდება აბა მეც მოვედი
-არაფერი ისეთი უბრალოდ ვისეირნეთ-ვუპასუხე მე
-მგონი ცუდ დროს მოვედი-ჩამჩურჩულა ყურში
-ისედაც ნერვებს მიშლი და ცეცხლზე ნავთს ნუ ასხავ
-იცოდე მომიყვები
დანიელს მთელი გზა ხმა არ ამოუღია. ყველა ჩვენ-ჩვენ სახლებში წავედით. ძილი არ მომეკარა, თვალი ვერ მოვხუჭე,სულ დანიელის თვალები მედგა თვალწინ და მისი თითოეული საქციელი მაფიქრებდა.
-რა უნდა ამ ბიჭს?რატომ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში?ასეთი ქერა გრძელი თმა პირვლად მაქვს ნანახი, არა ცოტას ვაჭარბებ. ვაიმე რანაირი ცისფერი თვალები აქვს?მას რომ ვუყურებ ყველაფერს მავიწყებს -არ ისვენებდა ჩემი მეორე"მე"
-არა,არა ის ბიჭი მალე წავა და ყველაფერი დალაგდება,ეს მხოლოდ დროებითია-ვიმშვიდებდი თავს
-მის გვერდით რომ ხარ ის უნდა ნახო გული რა დღეში გაქვს,ლამის ამოგივარდეს,ვის ასულელებ მაშო?-როგორც ჩანს მეორე "მე" იმის მხარეზეა
-ახლა მეძინება და ჩემო საყვარელო მეორე "მე"-ვ ძალიან გთხოვ მაცადე ძილი და ნუ ფიქრობ ეგეთ სისულელეებზე..
ძლივს მოვხუჭე თვალები,და დამეძინა.

რამდენიმე კვირის შემდეგ. ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა სანამ..
დილით დედას ხმამ გამაღვიძა
-მაშო
-არა გთხოვ დამაძინეთ რაა-ვწუწუნებდი და ბალიშს თავზე ვიფარებდი
-მაშო შენთვის სიურპრიზი მაქვს
-რა დროს სიურპრიზია ამ დილაუთენია დეე
-მაშო იცოდე წავა შენი სიურპრიზი და სხვასთან მივა
-აუუუ-ძლივს წამოვიკლაკნე საწოლიდან და კიბეები თვალების ფშვნეტით ჩავიარე. ვაიმე,აი რას ნიშნავს,გვიან რომ ვიძინებ,მოლანდებები დამეწყო უკვე
-მაშო
-მოიცა არ მელანდები?
-საქართველოს ჰაერმა ცუდად იმოქმედა შენზე?
-მამა შენ..
-არ გაგიხარდა მამიკოს ჩამოსვლა?
-ჩემი მამიკო ჩამოვიდა-ვყვიროდი ბოლო ხმაზე,თან მამას კისერზე ვეხვეოდი-როგორ მომენატრე მაა
-ისევ უნდა წავიდე,რამდენიმე დღეში საქმეები მაქვს იქით
-კარგი რაა მაა. მალე ჩამოხვალ?
-როგორც კი გავთავისუფლდები მაშინვე,ჩემო ფერია.
მამას ვეხუტებოდი და ვუყვებოდი სხვადასხვა ამბებს. მერე ნატამ დამირეკა:
"გადმოდი ჩემთანო" მე ვუთხარი 'მამა ჩამოვიდა და ვერა თქო" და კაიო.
ნატას გავუთიშე და ისევ მამას კალთაში გადვინაცვლე,არა რა ამხელა გოგო ვარ ტვინი არ მაქვს თავში,მართალს ამბობს ხოლმე დედა. მამა ხან მე,ხან ანდრეს (ძმა) კოცნიდა. დაღამდა და დასაძინებლად წავედი,როცა ტელეზე მესიჯი მოვიდა,ნატას ნომერი იყო ანუ დანიელი მწერდა,ნეტა რა უნდა?
-გძინავს?
-არა
-იძინებ?
-კი
-ტკბილი ძილი -ახლა რაღა დამაძინებს იდიოტო,შენ მომწერე და როგორ დავიძინებ
-შენც ასევე
არა მაშო შენ ეგ ბიჭი უნდა დაივიწყო თორემ ნამდვილად გაგაგიჟებს,უკვე ფიქრებიც დაიწყე მასზე..ოხ მაშო,მაშო.. ძლივს დამეძინა იმ ღამეს.

სანამ მამა საქართველოში იყო საინტერესო არაფერი მომხდარა,ისე მალე გაირბინა ამ 7 დღემ ვერც გავიაზრე. ნატალისთან იშვიათად გავდიოდი სანამ მამა აქ იყო. დავიდიოდით სასეირნოდ და ვიხსენებდით ჩემს ბავშვობას. უკვე მენატრება ჩემი მამიკო,ამიტომ ძველი სურათების თავლიერება დავიწყე,რომელიც მამამ ჩამომიტანა ახლა. ჩემი განსაკუთრებული ყურადღება არც ერთ სურათს მიუქცევია,სანამ ჩემი ძმის პატარაიბის სურათი არ ვნახე გახეული სურათი იყო,რატომ იყო გახეული ვერ მივხვდი ალბად სურათის ნახევარი სხვას აქვს, ვფიქრობდი ჩემთვის. ჩემი და მამას სურათებიც ვნახე და ისევ შევინახე ალბომი თავის ადგილზე.
იმ ღამეს მარტო ვიყავი სახლში ამიტომ ნატას ვუთხარი გადმოდი თქო,იმან დანიელიც გადმოიყვანა, რა გინდოდა ნატალი მარტო ვერ გადმოხვიდოდოდი? ვეჩხუბებოდი ნატალის ჩემს გულში. მერე სანდროს და მათეს დავურეკეთ და ისინიც მოვიდნენ, ძალიან მაგარი დრო გავატარეთ.
როცა კარებში გადიოდნენ დანიელმა დამიძახა
-მაშო
-გისმენ
-ეს შენ -მან ულამაზესი ყელსაბამი გამომიწოდა-შეიძლება მე გაგიკეთო?
-რათქმაუნდა -თმები ავისწიე, შევნიშნე როგორ მომისვა თითი ბავშვობის დროინდელ <ტყლიპზე>, რომელიც კისერზე მქონდა.
მერე ყველა წავიდნენ და მარტო მე და ნატა დავრჩით სახლში. ნატას ვსთხოვე რომ არ წასულიყო. მე როგორც ყოველთვის,ცხელი შხაპი მივიღე სანამ დავწვებოდით,და პირსახოცი მოვიხვიე. მაგრამ ბედი არ გინდა?ჩემი ძმის დაყრილ სათამაშოებზე ამიცურდა ფეხი და ცივ იატაკზე ხალიჩასავით გავეფინე
-ვაიი-ძლივს ამოვიკვნესე
-მაშო კარგად ხარ? -ოთახიდან გამომძახა ნატამ
-ნატა-დავუყვირე რომ მალე მოსულიყო,თორემ გონებას ვკარგავდი
-მაშო, გაახილე თვალები,მაშო სისხლი-ახლა გამახსენდა ის სისხლზე ცუდად ხდება,მერე დანიელს ურეკავდა ეგ გავიგე და გავითიშე.
--დანიელი--
ნატამ რომ დამირეკა,ისეთი ხმა ჰქონდა მაშინვე მივხვდი რომ კარგი არაფერი ხდებოდა. მოდით ყველაფერს თავიდან მოგიყვებით. იმ ღამეს სანაპიროზე ნატამ თავის შესახებ რომ მომიყვა,ჩემი ოჯახი გამახსენდა, ისინიც რუსეთში ცხოვრობდნენ,ჩემი დაც პატარა იყო როცა სახლიდან წავედი იმიტომ რომ.. ამას ახლა რა აზრი აქვს. მაგრამ მან პატარა ძმა,რომ ახსენა მაშინვე გავაქარწ.... ჩემი ეჭვები,თან ისინი რუსეთში ცხოვრობენ ამას აქ რა უნდა თქო. მაგრამ თვალები მაინც საეჭვო ჰქოდა.. იმ საღამოს როცა ეს ყველაფერი მოხდა,სანამ მაშოს სახლიდან წამოვიდოდით მაგრად გადავეხვიე,მისი სახე არ ამომივა თვალებიდან ეს რომ გავაკეთე,მაგრამ ეს არ მაინტერესებდა. მე იმას ვეძებდი რაც საბოლოოდ დაამტკიცებდა, რომ ის ჩემი და იყო. მას დაბადებიდან "ტყლიპი" აქვს კისერზე.
-მაშო ეს შენ-ყელსაბამი ვანახე რომელიც მას ვუყიდე
-ვაიმეე მადლობა რა ლამაზია
-შეიძლება მე გაგიკეთო?
-რათქმაუნდა -მან თმები აისწია,მეც მეტი რა მინდოდა,აი საბოლოო მტკიცება რომ ის ჩემი დაა, "ნიშანი" კვლავ ადგილზე ჰქონდა.მაგრამ არ მინდოდა მისთვის ეს ყველაფერი ასე ადვილად მეთქვა.
ახლა ისევ იმ ისტორიიდან გავაგრძელოთ რაც დავიწყე. ნატამ დამირეკა, და სასწრაფოდ სავადმყოფოში წავიყვანეთ,ძალიან მეშინოდა,არ მინდოდა ამდენი ხნის მერე,ძლივს ნაპოვნი დაიკო კვლავ დამეკარგა. მაგრამ როგორც ჩანს სხვა რამე უფრო მაშინებდა,მაგალითად.. დედასთან შეხვედრა.
-მაკა დეიდას დავურეკოთ,თორემ ინერვიულებს
-არა ნატა,არ გინდა,ყველაფერი კარგად იქნება ისე,რომ მაკა ვერაფერს გაიგებს
-მაშო დედამისს იკითხავს პირველი და მერე რა ვუთხრა ბიჭო?
-არ ვიცი რამე მოვიფიქროთ,მაგრამ მაკას არ დაურეკო
-ოოო,მოიცა რაა,სხვა გზა არ გვაქვს-მან მაინც თავისი გაიტანა და დაურეკა. აი ახლა მგონი მე მჭირდება ექიმის დახმარება, 13 წლის მერე პირვლად უნდა ჩავხედო იმ ქალს თვალებში ვინც მთელი 9 თვე მუცლით მატარა და 7 წელი,მზრუნველობას არ მაკლებდა. არა მზად არ ვარ ჯერ. მაგრამ ვხვდებოდი რომ სხვა გზა არ მქონდა,ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი
-რას დადიხარ აქეთ იქით დამეხვა თავბრუ -მითხრა ნატამ,მაგრამ მე მისი სიტყვები აღარ მესმოდა,ამიტომ არაფერი მიპასუხია
-დანიელ კარგად ხარ?
-ისე რა
-დამშვიდდი,მაშო კარგად იქნება-ნეტავ მარტო ეგ იყოს პრობლემა
-ხოო იმედია
-დანიელ,ფერი არ გადევს სახეზე
-არაუშავს გადამივ..
-სად არის ჩემი მაშო სად არის -ქალის განწირულმა ხმამ სიტყვა გამაწყვეტინა,არა უკან ვერ მივტრიალდები,ის იქ დგას და არა არ შემიძლია
-ნატალი,მაშო სად არ.. -ქალი როგორც ჩანს ჩვენსკენ წამოვიდა,მაგრამ მასაც სიტყვა გაუწყდა,არ ვიცი ამის მიზეზი რა იყო. მაგრამ მაგას მიხვედრა არც უნდა,როდის იყო დედა შვილს ვეღარ სცნობდეს
-დ..და..ნნ..იელლ -იძულებული გავხდი შევბრუნებულიყავი,ამ სანახაობამ მომკლა,ვიღას ახსოვდა მაშო, ახლა მხოლოდ მე და დედა ვიყავით იქ,როცა მისი თვალები დავინახე,არ ვიცი რა დამემართა,მე,მაშო და ანდრე ძალიან ვგავდით დედას თვალებით და თმებით. ახლა ორი ერთნაირი იდგა ერთმანეთის წინ და ერთმანეთს ამღვრეული თვალებით უყურებდნენ
-დანიელ-ის ჩემსკენ წამოვიდა, ხმა ეპარებოდა და ორი ხელი გაშლილი ჰქონდა,ალბად ელოდა როდის გავიქცევოდი და შევახტებოდი გულზე,როგორც ამას პატარაობის დროს ვაკეთებდი. ვინ თქვა ბიჭები არ ტირიანო?არ მაინტერესებდა ის ფაქტი რომ ამდენი ხალხი გვიყურებდა და სახლშიც არ ვიყავით.
-დანიელ შენ..-ქალს სიტყვები უწყდებოდა,თან ჩემსკენ იწევდა,მე ვიდექი,ხმას ვერ ვიღებდი,უბრალოდ ვიდექი და ველოდებოდი როდის ამომივარდებოდა გული საგულედან,ველოდი როდის ჩამიკრავდა გულში მონატრებული ხელები
-მაკა-როგორც იქნა მოვაბი თავი ერთ სიტყვას მაინც. ისეთი საწყალი ხმით ვთქვი ჩემი ხმა მე ვერ ვიცანი
-ჩემი ბიჭი,ეს ის არის,ეს შენ ხარ დანიელ,ჩემო პატარა-სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს ქერა ახალგაზრდა ქალი
-დედა-კვლავ ჩახლეწილი ხმით ვუთხარი და მთელი ძალით ჩავეხუტე დედას
-როგორ მენატრებოდი პატარავ
-თქვენ აქ რა გინდათ,რუსეთში არ უნდა იყოთ?
-2 წლის წინ ჩამოვედით
-თქვენ რა ერთმანეთს იცნობთ?-გაკვირვებული გვიყურებდა ნატალი
-ნატალი გახსოვს რომ გიყვებოდი ჩემს ოჯახზე,13 წლის წინ წამოვედი და ისინი რუსეთში ცხოვრობენ თქო? ეს არის ჩემი ოჯახი,ეს დედაჩემია ნატალი. იმ პალატაში რომ გოგო წევს,ის ჩემი დაა ნატალი.-ნატალი იდგა და გვიყურებდა ხან მე,ხან დედას,ხან ანდრეს. თითქოს რაღაც მსგავსებას აკეთებდა ჩვენს შორის. მე ვიდექი და ამდენი ხნის მინატრებულ ქალს ვეხვეოდი. როგორ მომნატრებია ეს სითბო.. ახლა რომ მაშო გვხედავდეს წარმომიდგენია რა სახე ექნება,ჩემი პატარა გოგო რამხელა გაიზარდა. მერე ჩემი ძმისკენ წავედი,რომელსაც არ ვიცნობდი და არც ის მიცნობდა, ჩემი ძმის შესახებ ახლა გავიგე. მის წინ ჩავიმუხლე და ხელი გავუწოდე
-გამარჯობა პატარავ
-გამარჯობა
-მე დანიელი ვარ
-მე ანდრეი. შენ ჩემი ძამიკო ხარ?
-როგორი ჭკვიანი ბიჭი ხარ ანდრე
-მე დედიკოსავით ჭკვიანი ვარ
-გეთანხმები პატარავ,მაგრამ ეს ამბავი მაშოს არ უთხრა კარგი?სიურპრიზი გავუკეთოთ
-კარგი არ ვეტყვი-ვაიმე რა საყვარლად ტიკტიკებდა ეს ბავშვი
-ჩემი პატარა-დედა თვალცრემლიანი იდგა და გვიყურებდა,ხან ერთს ხან მეორეს. მერე ჯიბიდან პატარა "გახეული სურათი" ამოვაძვრინე,რომელიც სულ თან დამქონდა სადაც წავიდოდი, იქ ჩემი მაშოს სურათი იყო,რომელიც მაშინ გადავიღეთ როცა თვეების იყო. დედას მივაწოდე ეს სურათი
-ეს სურათი სულ თან დამქონდა სადაც წავიდოდი,ამ სურათთან ერთად ვიძინებდი და ვიღვიძებდი,მხოლოდ ეს სურათი მქონდა წაღებული და ამ სურთს რომ ვუყურებდი ცოტა ვმშვიდდებოდი
-მისი ნახევარი მაშოს აქვს,მაგრამ არ იცის სურათის ნახევარის ვის ჰქონდა
-ეს გახეული სურათი დამეხმარება ჩემი დის გაცნობაში -ვთქვი და სურათი კვლავ ჯიბეში ჩავიდე

სანამ ერთმანეთის ფერებით გული ვიჯერეთ ამასობაში თეთრ ხალათიანი მაღალი ქალიც გამოჩნდა
-პაციენტი თავს უკეთ გრძნობს, რამდენიმე ნაკერი დავადეთ თავზე, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. შეგიძლიათ მნახველები შეხვიდეთ

----მაშო---
თვალები რომ გავახილე. ექიმების და თეთრი კედლების მეტი ვერაფერი დავინახე. რომ ვთქვა,რომ მახსოვს რა მოხდა თქო მოგატყუებთ. მერე ექიმებიც გავიდნენ და მარტო მე და თეთრი კედლები დავრჩით პალატაში. რა მოხდა?აქ რა მინდა? ვესაუბრებოდი კედლებს მაგრამ პასუხები არსაიდან ჩანდა. მალე პალატაში ჯერ ანდრე შემოვიდა,რომელსაც უკან დედა მოჰყვებოდა,მის უკან დანიელი იდგა,რომელსაც დედაზე ჰქონდა ხელი ჩაკიდებული. ნეტავ სად მოასწრეს ამათმა ერთმანეთის გაცნობა? ან ასე ახლოს რატომ არიან? ოხ ისევ ეს კითხვები, უკვე თავს მატკივებდა. მერე ნატალი შემოვიდა პალატაში,ყველა ჩემს გარშემო მოგროვდა,შეშინებული სახეებით მიყურებდნენ
-დაიკო,როგორ ხარ -ანდრეს ხმამ ყველაფერი დამავიწყა,მაგრამ ის უნდა გამეგო აქ რატომ ვარ
-აქ რა მინდა?
-თავი დაარტყი და გონება დაკარგე -მოკლედ მიპასუხა ნატალიმ
-მაშო ხო კარგად ხარ? რამე გტკივა? -შეშინებული მეკითხებოდა დედა
-კიი დეე,ცოტა თავი მტკივა-ჩემს სიტყვებზე ყველას გაეცინა
-ეგ თავისთავად დეე,თავი დაარტყი და..
-დეე უკვე გაიცანი დანიელი?-ეს კითხვა რომ დავსვი სამივემ ისეთი სახე მიიღეს თითქოს რამე დავაშავე
-კიი დედა გავიცანი -დედამ ოდნავ გამიღიმა და შუბლზე მაკოცა
-რა იყო რა სახეები გაქვთ კი არ მოვმკვდარვარ
-ძალიან შეგვაშინე -დანიელის ხმამ ყველანაირი ტკივილი დამავიწყა
-უკვე კარგად ვარ,ასე რომ დამშვიდდით
-კარგი მაშინ ჩვენ გავალთ კარგი? -თქვა ნატამ და დედა და ანდრე პალატიდან გაიყვანა, არა შენ კიდევ არ ისვენებ ხოო ნატალი? დამაცადე ავდგები აქედან
-მართლა ძალიან შეგვაშინე -დანიელი გვერდით დამიჯდა-ძალიან გტკივა თავი?
-ჰოო ცოტა
-ჩემი ყელსაბამი ადგილზეა-გაეცინა და ყელსაბამზე მანიშნა,რომელიც წინა დღეს მან მაჩუქა
-ჰოო ეს მუდამ ამ ადგილზე იქნება
-მპირდები?
-გპირდები
-არ გეძინება?
-ამდენი ხანი მეძინა და აღარ მეძინება ახლა-ამაზე ორივეს გაგვეცინა
-მაშინ ცაში ახედეს გიმღერებ და დაგეძინება -გამიღიმა და თავზე მისმევდა ხელს
-შენ საიდან იცი,რომ მე ცაში ახედე მიყვარს?
-მე კიდევ ბევრი რამე ვიცი პატარავ?
-პატარავ? -ცოტა გაკვირვებულმა შევხედე,მაგრამ მას სახის მიმიკები არ შესცვლია,გამიკვირდა. ან რა უფლებით მეძახის პატარას.
-ჰოო,რა მოხდა?
-არაფერი-უბრალოდ გავუღიმე
-კიდევ ის ვიცი,რომ კისერზე ნიშანი გაქვს
-ალბად ყელსაბამის გაკეთების დროს დაინახე
-ალბად
-კიდევ რა იცი?
-ვიცი რომ ბავშვობაში ძილის წინ ცაში ახედეს გიმღეროდნენ და გეძინებოდა-რატომ მახსენებს ეს ბიჭი წარსულს ვინმე ამიხსნით?
-საინტერესოა საიდან იცი ამდენი
-მართლაც
-დედამ მითხრა ხან მამაჩემი და ხან ძმა მიმღეოდა ძილის წინ ამ სიმღერას. ძმა გიტარაზე უკრავდა და მეძინებოდა
-არ გინდა ახლაც გიმღერო?
-ახლა"ც"?
-ბოდიში "ახლა" უნდა მეთქვა
-დიდი სიამოვნებით მოგისმენ-მან დაიწყო სიმღერა თავი იავნანას მთავარი გმირი მეგონა,თითქოს დანიელი ცდილობდა,ქეთოს დედის მსგავსად რაღაც გაეხსენებინა ჩემთვის,მაგრამ ეს სამწუხაროდ ვერ შეძლო, არაფერი მახსენდებოდა,მხოლოდ ეს ხმა მეცნობოდა საიდანღაც. ისე დამეძინა,რომ ვერაფერი გავიგე. დილით თვალები რომ გავახილე, რათქმაუნდა სავადმყოფოში ვიწექი,ოთახში ყველა ადგილზე დამხვდა. დანიელს ვეძებდი თვალებით და ფანჯარასთან მდგომი,რომ ვიპოვე ცოტა დავმშვიდდი. არ ვიცოდი რაზე ვნერვიულობდი,მაგრამ არ მინდოდა მისი გაშვება. სახლში მეორე დღეს გამწერეს. გზაში ვიყავით დედაჩემის სიტყვებმა შოკში რომ ჩამგდო
"დღეს დანიელი ჩვენთან რჩებაო". რატო თქო რომ ვუთხარი,კარგი ბიჭია და ნატალის სახლში მაგდენი ადგილი არ არისო და ჩვენთან ამხელა ადგილი გვაქვს და ჩვენთან დარჩესო. სხვა მიზეზი ვერაფერი მოიფიქრა თქო? ვფიქრობდი,მაგრამ მე ვინ მეკითხებოდა.
საღამოს დანიელმა ბარგი ჩემთან გადმოიტანა და თავისი ოთახი ვაჩვენე. მერე ნატალის დავურეკე გადმოდი თქო და მანაც არ დააყოვნა გადმოსვლა. ჩემს ოთახში შევედით ბავშვი დანიელს ჩავაბარე,ამისთვის მაინც გამომადგება მისი აქ ყოფნა
-გოგო ახალი ამბავი გაიგე?
-რა ამბავი -ისეთი ხმით მითხრა უეჭველი რაღაც მაგარი ამბავი უნდა ეთქვა -რა იყო ცოლობა ხო არ მთხოვა უკვე-ისეთი ხმით გადავიკისკისე ჩემი ხმა ალბად დაბლაც ჩავიდა
-რა ცოლობა გოგო ხო არ გააფრინე?
-რა იყო რამ გაგაგიჟა? შენ არ მეღადავებოდი ამაზე ხოლმე?
-უიი დამავიწყდა?
-რა დაგავიწყდა?
-ააა..არაფერი
-მეტყვი თუ გათქმევინო ძალით
-რაღაც უნდა მეთქვა და დამავიწყდა თქო
-ოხ ნატალი,როდის ისწავლი ჭკუას. ან ამ დედაჩემს რა უნდოდა, ეს რატომ მოიყვანა აქ
-კაი რა იყო,მალე წავა
-არა იყოს პრობლემა კი არ მაქვს,მაგრამ მიკვირს დედას ეს საქციელი
-შენ კი არა მეც მიკვირს
ნატალი მალე წავიდა. სახლში მარტო მე დანიელი და ბავშვი დავრჩით. ახლა რა ვქნა?რა გავაკეთო?ოთახში შესვლა არ მინდა,სირცხვილია,მარტო ხომ არ დავტოვებ ბიჭს. ოხ დედა ეს რა შარში ჩამაგდე.
ფილმის ყურება შევსთავაზე და დამსთანხმდა.
უკვე გვიანი იყო ამიტომ ოთახაში ავედი უნდა დამეძინა,მაგრამ ძილი არ გინდა, რა დამაძინებს,როცა ვიცი რომ ჩემს გვერდითა ოთახში ის ბიჭია რომელიც მომწონს. ვაიმე რაო რა თქვი მომწონსო?დაცინვას არ წყვეტდა ჩემი მეორე"მე". ვერ დავიძინე ამიტომ დაბლა ჩავედი,წყალი უნდა დამელია,მოკლე შორტი მეცვა და უბრალო მაიკა. წყალს რომ ვასხავდი,ჭიქა ლამის ხელიდან გამივარდა,როცა დანიელის ხმა გავიგე
-არც შენ გეძინება ხო?
-ვაიმე,გული გამისკდა
-როგორც ჩანს მშიშარაც ყოფილხარ
-ასე ჩუმად მომეპარე და მარტო ყვირილს რომ დავჯერდი მადლობა თქვი
-შენ რა ხალხას სცემ?-სიცილს არ წყვეტდა დანიელი
-თუ საჭიროა კი
-შარში ვარ
-კარგი,მე ზემოთ ვიქნები თუ რამე დაგჭირდეს იცი სადაც ვარ. ოთახში ავედი,მაგრამ არც ეხლა მომეკარა ძილი,ეხლა როგორ ვნატრობ ოღონდ დანიელი მოვიდეს და ძილის წინ მიმღეროს,ეჰჰ,ისევ გადავეშვი ფიქრების მორევში,აბა სინამდვილეში,რომ არ ამიხდება ეს ჩემი ფანტაზია ვიცი და.
დილით ავდექი,თავი ცოტა ისევ მტკიოდა,ცხელი შხაპი მივიღე და დაბლა ჩავედი,დანიელი ბავშვს აჭმევდა. ვაიმე რა მაგარია ეს ბიჭი ნეტა სულ აქ იყოს. ჩემს საქმეებსაც ეს გააკეთებდა,ჩემს ფიქრებზე მეცინებოდა,თან მსიამოვნებდა დანიელის მზრუნველობა
-დილამშვიდობის
-დილამშვიდობის-ოდნავ გამიღიმა დანიელმა
-დედა სად არის?
-მაღაზიაში გავიდა და მალე მოვა
-კარგი
-ნატა გადმოვა დღეს?
-დავურეკავ და ვნახოთ

-ბავშვებო მოვედიი-დედას ხმის გოგონებაზე მაშინვე კარებისკენ გავვარდი და წინ გადავუხტი
-დეე რა მიყიდეე-ჩემს საქციელზე დარწმუნებული ვარ დანილმა გაიცინა
-ჯერ კიდევ ბავშვი ხარ რა ამხელა გოგო
-ვიცი დეე
მერე,ოთახში ავედი საწოლზე დავეხეთქე და ნატას დავურეკე
-გადმო რა ჩემთან
-ჯერ ვერა არ მცალია და საღამოს ვნახოთ
-ოკ -ვუთხარი და გავუთიშე. მერე უსაქმურობაში სურათების თვალიერებას შევუდექი,ვაიმე,როგორ მომენატრა ჩემი მამიკოო.. ეს სურათები არ მეყო და დიდი ალბომი გადმოვიღე, უკვე შუაში ვიყავი გასული,როცა კარებზე კაკუნის ხმა გავიგე, თავი დანიელმა შემოყო
-დანიელ?
-შეიძლება?
-შემოდი
-სურათებს ათვალიერებ?
-კიი
-მიყვარს ძველი სურათების თვალიერება
-მეც ძაან
-შეიძლება შემოგიერთდე? -უარს ხომ არ ვეტყოდი ამიტომ დავსთანხმდი, გვერდით მომიჯდა და ერთად განვაგრძეთ სურათების თვალიერება. მალე ის "გახეული სურათი" გამოჩნდა
-ეს სურათი?-გაკვირვებულმა მკითხა
-არ ვიცი,მხოლოდ ეს ნახევარი მაქვს,ამ სურათის ნახევარი ვის აქვს არ ვიცი
-გასაგებია
-ოდნავ გავუღიმე. მერე ჩემი ძმის პატარაობის სურათი დავინახე
-ეს ჩემი ძმაა
-არაფერი უპასუხია უბრალოდ ჯერ გამიღიმა მერე ღრმად ჩაისუნქა,თითქოს რათაცის თქმა სურდა,მაგრამ ვერ ბედავდა
-ძალიან მენატრება,მაინტერსებს როგორია?სად არის?რას აკეთებს?საერთოდ ვენატრებით?
-ძალიან ენატრები
-შენ რა იცი?-გამეცინა
-დარწმუნებული ვარ ენატრები
-ნახე ეს ლექსი მას დავუწერე

"შენი სინაზე და შენი სურნელი, მიდა შევიგრძნო ასმაგი წუთებით.
აქ რომ ჩამოხვალ სულ დავიკოცნი,
ლამაზ თვალებს და თითებს უცნობი მინდა გაგიცნო დღეების ათვლას ვიწყებ"

-შევამჩნიე,როგორ გაიკვალეს მის ღაწვებზე პატარა ბურთულებმა გზა,რომლებიც თვალებიდან სცვიოდა
-ასე რატომ მოიწყინე?
-ბოდიში პატარავ-სურათს უყურებდა და არ ინძრეოდა
ეს ბიჭი ამ ბოლოს ძალიან უცნაურად იქცევა თუ მე მეჩვენება ასე?
-მგონი ჩემი გასვლის დროა-უემოციოდ თქვა და ოთახიდან გავიდა,პირდაღებული დამტოვა,მიკვირდა. რა მიკვირდა ვერ ვხვდებოდი,მაგრამ მიკვირდა. ამ ბიჭის საქციელები მაკვირვებდა. დაღამდა ძილი ახლაც არ მომეკარა,ესეც დანიელს დავაბრალე,მისი თვალები არ ამომდის თვალებიდან,მისი ხმა,ღმერთო რა ტკბილი და "უცნობი ნაცნობი" ხმა აქვს..ხომ შეიძლება ეხლაც შემოვიდეს და მიმღეროს?მის ხმაზე ვმშვიდდები,ყველაფერი მავიწყდება,მოდი დანიელ მოდი. ვევედრებოდი დანიელს ჩემს ფიქრებში. მოდი მიმღერე"ცაში ახედე"ისე როგორც სავადმყოფოში. რატომ მაინც და მაინც ცაში ახედე?არ ვიცი ბავშვობიდან მიყვარდა ეს სიმღერა,მერე რა რომ რუსი ვარ, იქაც კი ქართულ სიმღერებს მიმღეროდნენ. ზოგადად ძალიან მიყვარს პანჩოს სიმღერები,გინდ ჩამორჩენილი გეგონოთ და რაც გინდათ ის,მე მაინც ძალიან მიყვარს ეს სიმღერა,ალბად იმიტომ რომ ამ სიმღერაზე გამზარდეს ძმამ და მამამ და წარსული იღვიძებს..როგორ მინდა თქვენი ნახვა ძამიკო და მამიკო..ეს ორი ყველაზე მეტად მენატრებიან. ამ ფიქრებში ვიყავი გართული,როგორ დამეძინა არ ვიცი,მაგრამ დილით რომ გავიღვიძე,როგორც ყოველთვის ახლაც თავი მისკდებოდა,ესეც უძილობას დავაბრალე. მერე დაბლა ჩავდიოდი ანდრეს და დანიელის ხმა,რომ გავიგე
-ძამიკო მოდი მეთამაშე
-ძამიკოს არ სცალია ჯერ
-გთხოვ,იცოდე დაიკოს ვეტყვი,რომ ძამიკო არ მეთამაშება
-არა დაიკოს არ უთხრა ეხლავე მოვალ და ისევ ჩვენ ვითამაშოთ-მის ხმაზე გამეცინა,ისეთი საყვარლად უთხრა. ამიტომ ყველამ მე მომაქცია ყურადღება
-აიი დაიკომაც გაიღვიძაა
-რა ძამიკოო?რას ამბობდა ეს ბავშვი?-გაკვირვებული სახით გავხედე დედას და დანიელს
-მაშო რაღაც გვაქვს სათქმელი შენთვის-დედას სიტყვებმა თქვენ წარმოიდგინეთ და დამაბნია,მე ხუმრობით ვუთხარი რა თქვა თქო და ამათმა ისეთი სახეები მიიღეს უეჭველი სერიოზულად მიიღეს
-რა იყოთ გეხუმრეთ ხალხო
-სამაგიეროდ მე არ გეხუმრები-კვლავ ისეთი ტონით მითხრა დედამ, შევნიშნე,როგორ დაიძაბა დანიელი
-მგონი ჯერ ადრეა ხო?
-არა პირიქით უკვე ძალიან გვიანია დანიელ
-მეტყვით რა ხდება თუ...
-დაჯექი-მეც დავუჯერე,განა რას მეტყვის ისეთს რომ წავიქცე?
-მოკლედ,ბევრი რომ არ ვილაპარაკო,სულ სამი სიტყვით გეტყვი-დედა თითებს იმტვრევდა და თან ისე მელაპარაკებოდა-მაშო,ჩემო პატარა,დანიელი შენი ძმაა
-რა თქვი?-სიცილად არ მეყო,ან როგორ უდა დამეჯერებინა ეს..თქვენთვის რომ ეს ეთქვათ რას იზავდით?ასე ადვილად დაუჯერებდით?მაგრამ ეს ხმა რატომ მეცნობა? მაინც ეს კითხვა მიტრიალებდა თავში
-მაშო აქ სასაცილო არაფერია,ის არის შენი ძმა,შენი ღვიძლი ძმა
-კარგი რა დეე,მაგას ანდრეასაც ვეღარ დააჯერებ და მე უკვე 16 წლის ვარ
-მე დავუძელე დაიტოო-ანდრეას ხმა რომ გავიგე,მართლა გამიკვირდა,რა გაუკეთეს ამ ბავშვს ასე ადვილად რომ დააჯერეს?
-სამაგიეროდ მე ვერ დამაბოლეს ძამიკო-პატარას ლოყები გავუწელე და ჩემს ოთახში ავედი,ხალხი პირდაღებული დავტოვე დაბლა. გგონიათ მართლა არ იმოქმედა დედას სიტყვებმა ჩემზე?
დაღამდა და ჩემს ოთახში ავედი, დედას სიტყვები მიტრიალებდა თავში..ეს როგორ?რატომ?
იმ ღამეს ძალიან წვიმდა, მთვარეც ისე აღარ ანათებდა,ჩემს გულთან ერთად,მისი ნათებაც ჩაიწვა და ჩაქრა.
კარებზე კაკუნის ხმა გავიგე
-ვინ არის?
-მე ვარ-დანიელის ხმა რომ გავიგე შევკრთი,აქ რა უნდა თქო
-რამე ხდება?
-შეიძლება?
-მოდი-გაკვირვებული ვიდექი ერთ ადგილზე,მოკლე შორტი მეცვა,მაგრამ არ ვიწექი,რა დამაწვენდა,ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი
-ძალინ გაბრაზებული ხარ?
-მეე?სულაც არა
-მაშო მე სერიოზულად გელაპარაკები-ასეთი სერიოზული არასდროს მინახავს ეს ბიჭი,მის თვალებს კიდევ ერთხელ ჩავაშტერდი,თითქოს ახლა მე ვცდილობდი რამის პოვნას მასში
-დანიელ
-გისმენ
-რაც დედამ თქვა მართალი არა ხო?
-არ გინდა,რომ იყოს?
-როგორ არა,მაგრამ არ ველოდი ჩემი უცნობი ძმის ასე გაცნობას,ყველაფერს წარმოვიდგენდი ხოლმე მაგრამ ამას არა
-მაგრამ ეს რეალობაა მაშო,მოგიწევს დაჯერება
-ძნელი დასაჯერებელია
დანიელი იმ თაროსკენ წავიდა სადაც ალბომი დავდე,მერე ის "გახეული სურათი"გამოიღო,მერე თავის ჯიბიდან ამოღო პატარა სურათი. მერე რა მოხდა? ჩემი სურათი გამთელდა,ის შეივსო,მე ვიპოვე ის,რამაც გაამრთელა ჩემი გული.
ჰოო მე ვიპოვე მეორე ნახევარი,მაგრამ არა ჩემი,ჩემი სურათის მეორე ნახევარი და ჩემი სულის ნაწილი. სულ დამავიწყდა ის რომ დანიელი მიყვარდა,მიყვარდა ისე როგორც ბიჭი,მაგრამ ახლა მიყვარს ისე როგორც ძმა.
-დანიელ ეს შენ..
-ჰოო მე მქონდა ამ სურათის ნახევარი
-სად იყავი?-ხმა ჩახლეწილმა ვუთხარი,მისკენ წავედი და მთელი ძალით ვურტყავდი მუშებს-სად იყავი აქამდე?რატომ არ ვიცოდი არაფერი?რატომ არ მიყვებოდნენ ჩემი მშობლები შენზე?
-იდგა და უბრალოდ მიყურებდა,მის ღაწვებზე უმისამართოდ დასრიალებდნენ ცრემლის ბურთულები
-მიპასუხე დანიელ,ხმა ამოიღე, სად იყავი მაშინ როცა მჭირდებოდი. როცა მინდოდა სხვა ძმების მსგავსად დავეცავი ვიღაცას,სად იყავი მაშინ
-მე..
-რა შენ ხმა ამოიღე დანიელ
-მე გამაშვილეს -ამის თქმაზე მოვკვდი,ჩემმა გულმა მუშაობა შეწყვიტა. ვერ ვიჯერებდი ამას. ნუთუ ჩემი მშობლები ასეთები იყვენენ,რომ ბავშვი გადაეგდოთ და სხვისთვის მიეცათ? არა არა ეს დაუჯერებელია.
-არა დანიელ,არა ეს არ მოხდებოდა
-ეს ასეა მაშო
-თქვი,რომ ეს ყველაფერი ტყუილია ან მესიზმრება,გამაღვიძეთ ვინმემ ხალხო-გავგიჟდი,ვერ ვიჯერებდი და ისეთ რამეებს ვამბობდი გიჟი გეგონებოდით
-მაშო,ეს ყველაფერი მამას დამსახურებაა,მისი ბრალია ის,რომ 7 წლის ასაკში დედას და ოჯახს მიმწყვიტა-მთელი ძალით მიჭერდა ხელს დანიელი და ცდილობდა,რომ ჩავეხუტებინე,მეც დავიღალე ბრძოლით და მთელი ინერციით ჩავაკვდი მკლავებში. მამშვიდებდა და თავზე ხელს მისმევდა
-დამშვიდდი პატარავ,ყველაფერი კარგად არის
-რა ადვილად ამბობ ამ ყველაფერს,თითქოს შენ არ იყო გაშვილებული
-მე მივეჩვიე ამას გესმის? მესმის რომ მამაჩემს ფეხებზე ვკიდივარ. აქედან მალე წავალ,მხოლოდ ის მინდა,რომ შენ კარგად იყო
-მე ვერ ვიქნები კარგად. ვერ ვიქნები ამ ხალხთან კარგად დანიელ
-გინდა წაგიყვანო?
-არ მინდა
-მაშო კარგად გიცნობ,მართალია დიდი ხანი არ მყავდი ნანახი მაგრამ,ვიცი როდის იტყუები
-წამიყვან?
-აქ არ დაგტოვებ პატარავ, სწავლაც იქ გააგრძელე. ბოლო ბოლო ამერიკაში უნდა ისწავლო
-მადლობა ყველაფრისთვის
-ეს ჩემი ვალია
-მომიყვები რა მოხდა 13 წლის წინ?
-მგონი ეხლა გვიანია,უნდა დაიძინო
-ვერ დავიძინებ
-გიმღერო?-ამაზე გაგვეცინა
-ისე როგორც ბავშვობაში?
-ჰოო პატარავ
-მიმღერე-მან დიწყო სიმღერა,თან თავზე მეფერებოდა მალე დამეძინა.
დილით,რომ გავიღვიძე დანიელი არ დამხვდა ოთახში,რათქმაუნდა ავდექი და დაბლა ჩავედი, არც იქ დამხვდა,არც თავის ოთახში. შემეშინდა,ვაღიარებ,რომ შემეშინდა,არსად წასულიყო. მაგრამ წერილს მოვკარი თვალი. გულმა გამალებით დაიწყო ფეთქვა,მერე გავხსენი წერილი სადაც ეწერა
"არსად წავსულვარ,უბრალოდ ბილეთებს ვიყიდო და მოვალ"
მან უკვე დაიწყო ზრუნვა რომ ამ ჯოჯოხეთს მოვშორებოდი.. რამდენიმე დღეში დედამ მითხრა მამაშენი ჩამოდისო,ის მორჩა საქმეებს და სამუდამოდ მოდის საქართველოში. ეს უნდა გამხარებოდა თუ პირიქით?არაფერი მიპასუხია. სასწრაფოდ ავედი დანიელის ოთახში
-დანიელ
-რამე მოხდა?-შეშინებული სახით გამომხედა დანიელმა
-მამა ჩამოდის
-მერე რა მოხდა?ჩვენ მაინც მალე წავალთ აქედან
-არ გეშინია მისი ნახვის?
-ეგ თვითონ უნდა ეშინოდეს
-მე მეშინია
-ნუ გეშინია პატარავ
-დედა რატომ არ შეეწინააღმდეგა მამას?
-არ ვიცი მაშო
-ანუ დედაც დამნაშავეა
-დედას ვაპატიე,მაგრამ მამას...
-მალე წამიყვანე აქედან კარგი?
-აუცილებლად პატარავ
რამდენიმე დღეში მამა ჩამოვიდა. დილით დედას ხმამ გაგვაღვიძა მე და დანიელი,მაშო მამა ჩამოვიდა,დაბლა ჩამოდიო. რა მაგარი რამ მითხრა ხო? მე და დანიელი გამოვედით ოთახებიდან. კიბეებთან ვიდექი რომ ვკითხე
-მზად ხარ?
-კი
დაბლა მამა დამხვდა,ხელებ გაშლილი იდგა და მიღიმოდა,ალბად ეგონა ისევ ისე შევახტებოდი გულზე,როგორც ამას წლების წინ ვაკეთებდი. მაგრამ ეს ღიმილი სახეზე მიეყინა დანიელი,რომ დაინახა. ახლა დროა მაშომ ითამაშოს. დანიელს ხელი მოვკიდე და მამას წინ დავაყენე
-მამა გაიცანი ეს დანიელია-ამ დროს რა ვიგრძენი?გული მომიკვდა,სისხლი გამეყინა ძარღვებში,ვენები დამებერა,მტკიოდა ის რომ ასეთი ზიზღით უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში. იმ დროს მანქანა,რომ დამჯახებოდა ისე არ მეტკინებოდა,როგორც ეს მტკიოდა. მამა-შვილი ერთმანებს უყურებდნენ თვალებში და ისეთ ზიზღს გრძნობდნენ ერმანეთის მიმართ,გული აგერევოდა.
-შენ აქ რა?-სიტყვებს ძლივს ამავდა მამა
-გამარჯობა მა მა-ბოლო სიტყვა ისე თქვა ცუდად გავხდი,გული მიკვდებოდა მათ შემხედვარე
-მგონი ჩვენი წასვლის დროა ხო?-საუბარი ისევ მე გავაგრძელე
-სად მიდიხარ მაშო?
-იქ სადაც ადამიანებმა ერთმანეთის ფასი იციან მა მა-მეც ზუსტად იგივე ხმით ვთქვი
-ვერსად ვერ წახვალ მაშო
-და შენ დამიშლი?
-მამაშენი ვარ ხომ არ დაგავიწყდა?
-შენ დანიელის მამაც იყავი და ეს რატომ დაგავიწყდა მა მა?
-მაშო არსად წახვალ თქო
-შენ არანაირი უფლება აღარ გაქვს. იქნებ როცა მოგინდება მეც გადამაგდო სანაგავოზე?
-როგორ ბედავ ასე ლაპარაკს მაშო?-ამ დროს ვიგრძენი რომ მარცხენა ლოყა საშინლად ამეწვა
-საღოლ მაა..მალადეც,ბრავოო-ვუყვიროდი ბოლო ხმაზე,შევნიშნე დანიელი მამასკენ წავიდა და მე გავაჩერე-დღეიდან უბრალოდ იცოდე,რომ მკვდარი ხარ ჩემთვის ვლადიმერ-პირვლად დავუძახე თავის სახელი,აქამდე სულ მამას და მამიკოს ვეძახდი.
სახლი ისე დავტოვე არცერთისთვის შემიხედავს ზედ,დანიელიც უკან გამომყვა. მან ბარგი გამოიტანა. წასვლამდე ანდრე კარგად ვკოცნე და წავედი. სამუდამოდ წავედი ამ ჭაობიდან. ნატალის წერილი მივწერე და წავედი. ფრენის არ მეშინოდა,მიჩვეული ვარ ფრენას,ამიტომ ფრენამაც კარგად ჩაიარა. იქ არავინ დაგვხვდა,დანიელმა მითხრა სიურპრიზი გავუკეთოთ ჩემს ძმაკაცებსო. ერთ დიდ სახლს მივადექით,ულამაზესი იყო. სახლის კარებზე დააკაკუნა და იქიდანაც არ დააყოვნეს გამოხედვა. წითური ხვეული გრძელი თმა ჰქონდა,ძალიან საყვარელი ბიჭი იყო
-დანიელ-ხმამაღლა დაიყვირა ბიჭმა და დანიელს გადაეხვია-რატო არ მითხარი რომ მოდიოდი ბიჭო?
-მერე სიურპრიზი აღარ გამოვიდოდა
-შემოდით ყველანი აქ არიან-სახლში შევედით,იქ ორი ბიჭი დაგვხვდა და ერთი გაბერილი გოგო.
-ეს მაშოა გაიცანით-მან ჩემი თავი გააცნო ყველას-ცოტა ვითამაშოთ კარგი?უბრალოდ ამყევი,გთხოვვ-ყურში ჩამჩურჩულა დანიელმა,მივხვდი რასაც გულისხმოდა და მეც ავყევი თამაშში
-ეს წითური მაქსია, ეს დამიანე -ხელი შავგვრემან ბიჭისკენ გაიშვირა,როგორ ჰგავდა ჩემს მათეს,ესეც ძალიან სიმპტიური ბიჭი იყო,საოცარი,მწვანე თვალები ჰქონდა -ეს ალექსია,ეს კი მისი ცოლი მიკა
-სასიამოვნოა
-აბა მოგვიყევით რა ხდებოდა აქეთ?
-მოსაყოლი მგონი თქვენ გაქვთ-ეშმაკურად გამოგვხედა მაქსმა
-ჰოო რავი-ორივეს გაგვეცინა
-სად მოასწარით ერთმანეთის გაცნობა -გვკითხა ალექმა,სიცილს ძლივს ვიკავებდი,მაგრამ არ დავნებდებოდით. არც ის გამომპარვია,რომ დამიანეს მზერა მიწვავდა სახეს,თვალს არ მაშორებდა,და თავს ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობდი
-საქართველოში
-ანუ ესეც ქართველია?
-აქ კიდევ ვინმეა ქართველი?-გაკვირვებულმა გავხედე დანიელს, ყველა ინგლისურად ლაპარაკობდა და რა ვიცოდი ქართველი თუ იყო ვინმე
-კი მაშო,დამიანე და ალექსი ქართველები არიან, მარტო მაქსი გვყავს ამერიკელი
-ძალიან კარგი -ოდნავ გავუღიმე
-ბიჭო არ უნდა აღნიშნო ეს ამბავი?-სიცილით გვითხრა ალექსმა,და ჩემზე ანიშნა,ცოტა ხანში გადავბჟირდებოდი
-აბა ისე როგორ..ხვალ ბარში წავიდეთ. წინააღმდეგი ხომ არ ხარ მაშო?
-არა დან..-კვლავ გავუღიმე და თავი მხარზე დავადე. არა რა უნდა ამ დამიამეს,რატომ მიყურებს ასეთი თვალებით,ჯერ ხომ ახლა გავიცანი,მგონი ასე მალე არაფერს დავაშავებდი
-ოღონდ იმდენი აღარ დალიო სახლში ხელით მისაყვანი რომ გახდე-გადმომჩურჩულა დანიელმა,ამაზე ორივეს სიცილი წაგვსკდა
-რა გაცინებთ ეე?-გაკვირვებულმა გამოგვხედა დამიამემ-ძლივს ხმა ამოიღო
-აუუ რა გამახსენდა,იცით-დანიელი ჩემზე ჰყვებოდა იმ ამბავს
-აუუ დანიელ კარგი რა..
-გთხოვ მოვყვები რაა
-ჰოო კაი
-ესეიგი,ბარში ვართ რაა. მე მაშო და მისი დაქალი, ამან იმდენი დალია სახლში ხელით მისაყვანი გახდა,თან ვაფრთხილებდი და არ მიჯერებდა-ყველას გაეცინათ
-იმედია ეხლაც ეგრე არ მოხდება-დამიანეს ოდნავ გაეღიმა
-იმედია-მეც ოდნავ გავუღიმე
-კარგი ახლა წავალთ დაღლილია მაშო და ხვალამდე
-დაიცა მე სულ აღარ გახსოვარ?-უკმაყოფილო სახით გახედა დამიანემ
-უიი,ხო მართლა სულ დამავიწყდა. მაშო მე და დამიანე ერთ სახლში ვცხოვრობთ,რამე პრობლემა ხომ არ გაქვს. მაქსი და ალექსანდრეც ჩვენთან ცხოვრობდნენ მაგრამ ახლახანს წავიდა ჩვენი სახლიდან და ცოლიან კაცს ხო იცი?-ალექსანდრზე მანიშნა და თავის ნათქვამზე თვითონვე გაეცინა
-არანაირი პრობლემა მაქვს-უდარდელად ავიჩეჩე მხრები და გზა გავაგრძელეთ

სახლში მივედით,დანიელმა ჩემი ოთახი მაჩვენა. ორ სართულიანი სახლი იყო, ჩემი ოთახი მეორე სართუზე იყო,ბიჭების ოთახებს შორის. მომეწონა ოთახი ძალიან ლამაზი იყო,ოთახში ლეპტოპი დამხვდა,როგორ გამიხარდა.
დაღამდა და დაბლა ჩავედი,ბიჭები კვლავ მისაღებში ისხდნენ და მეც მათთან მივდიოდი,მათ საუბარს ყური რომ მოვკარი
-ბიჭო ეს შენი შეყვარებული როგორაა?
-კარგი რა იყო ვიღადავეთ ცოტა
-აქამდე ვის აბოლებდით ტოო?
-თქვენ
-ისე..ძალიან საყვარელი გოგოა
-რა იყო დაგევასა დემუშ?
-ეგრე ნუ მეძახი
-კითხვაზე მიპასუხე
-ნუ უბერავ რაა
-აღიარე ეხლა
-აუუ გადი რაა
-იცოდე ჩემი დაა და ზედმეტები არ მოგივიდეს-ღმერთო რა დამცველი ძმა მყავს..მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დროა მაშო?მგონი დამიანეს მოსწონხარ.
არა,არა ეს არ უნდა მომხდარიყო,ის ხომ ძმის ძმაკაცია,ეს შეუძლებელია.
დაბლაა ჩავედი და დანიელს მივუცუცქდი გვერძე
-დაისვენა ჩემმა გოგომ?-მკითხა დანიელმა და თავზე მაკოცა
-დავისვენე. თქვენ რას აკეთებთ აქ არ გეძინებათ?
-არა. ვლაპარაკობით და როგორც ჩანს დაგვაღამდა
-რაზე ლაპარაკობდით?-ვკითხე ვითომ გაკვირვებულმა
-შენზე-თქვა დამიანემ და გაეცინა
-აუუ. უთხარი ამას უკვე?
-მაგას თქმა არც უნდოდა,თავიდანვე მივხვდი,რაც ხდებოდა
-ვაუუ,რა ჭკვიანი ხარ
-ნუ იტყვი-ცოტა მოწყენილი ვიყავი,არ მქონდა ღადაობის თავი. ანდრე მენატრებოდა,მასზე ვფიქრობდი.
ნეტავ ეხლა აქ მყავდეს..ამ ფიქრებიდან დანიელის ხმამ გამომარკვია
-მაშო..მაშო..არ გესმის?-ხელს წინ მიქნევდა
-ააა..რა თქვი?
-რამე მოხდა?
-არაფერი დან.. მე ავალ კარგი?
-კარგი-მაღლა ავედი,თუმცა ჩემი ოთახის კარები მალევე გაიღო
-შეიძლება?
-რათქმაუნდა დან..
-კარგად ხარ?
-არ ვიცი დანნ
-რამე მოხდა?
-ანდრე მენატრება
-ჩემი პატარა გოგო. ჯერ ახლა არ წამოვედით?
-მეშინია. ნეტავ მას რა ელის წინ? იქნებ...
-ის კარგად იქნება,მხოლოდ ის დარჩათ ამიტომ მასზე საუკეთესოდ იზრუნებენ-გააგრძელა დანიელმა
-არ ვიცი-თავი დავხარე და საწოლზე ჩამოვჯექი
-აუუ არ მოიწყინო რაა
-
-არ იძინებ?
-ვერ ვიძინებ
-გიმღერო?-ამაზე ორივეს იმხელაზე გაგვეცინა,ალბად დაბლა ჩავიდა ჩვენი ხმა
-შენ ყველაზე კარგად იცი ჩემი წამალი
-ჯერ კიდევ ბავშვი ხარ რაა-არაფერი მიპასუხია,დავწექი,დანიელმა საბანი დამაფარა და გვერდით მომიჯდა,ცოტა ხანი ასე ჩუმად ვიყავით მერე მე დავარღვიე ეს სიჩუმე
-დან..
-გისმენ პატარავ
-შენს ძმაკაცს მართლა მოვწონვარ?
-შენ გვისმენდი?-გაეცინა
-შემთხვევით
-მაგაში თვითონ ვერ გარკვეულა და მე რავიცი
-ძამიკო რა არის სიყვარული?
-ჯერ 16-ის ხარ. როცა გაიზრდები მიხვდები
-მე უკვე დიდი ვარ
-ვიცი პატარავ
-შენ არავინ გიყვარს?
-კიი-გამიხარდა მაგრამ მან გააგრძელა
-შენ მიყვარხარ,როგორც და,და კიდევ ძმაკაცები
-მეც მიყვარხარ
-ეხლა დაიძინე კარგი?
თავზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა
****დანიელი
როცა სიყვარულზე მკითხა არ ვიცოდი რა მეპასუხა,მინდა ის დავიცვა ყველაფრისგან, როცა დამიანეზე ვიეჭვე,რომ ჩემი და მოსწონდა,ცოტა ავნერვიულდი,ალბად ეს ყველა ძმას ემართება. არ მინდა მას რამე დაუშავდეს,ის ხომ სულ დაუცველია ამ ქვეყანაში. ჩემი ძმაკაციც,რომ იყოს მწარედ ვაზღვევინებ მასზე რამის დაშავებას
***მაშო
დილით თვალები,რომ გავახილე სიზმარში მეგონა თავი. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი,რომ ამერიკაში ვიყავი. მერე გამახსენდა,რომ საღამოს ბარში მივდიოდით,სასწრაფოდ ფეხზე ავდექი და დანიელის ოთახისკენ წავედი
-დანიელ გაიღვიძეე-თავზე დავახტი,ზუსტად ისე ანდრე,რომ მაღვიძებდა ხოლმე
-არა რაა,ხომ ვამბობ ჯერ კიდევ ბავშვი ხარ თქო-ხელის ერთი მოსმით გადამაწვინა საწოლზე და ღუტუნი დამიწყო
-აუუ გაჩერდი დანნ..კაი გავალ გაჩერდი რაა-ისე ვკისკისებდი ძლივს ვამბობდი სათქმელს
-მეორედ არ გაბედო ჩემი გაღვიძება მასხარავ
-ერთი ჭკუისები-სიცილით თქვა დამიანემ,როგორც ჩანს ყველაფერი დაინახა
-შენ არავინ დაგპატიჟა აქ-სიცილით უთხრა დანიელმა
-კაი ადექი ეხლა,გვეჩქარება საღამოს ხო არ დაგავიწყდა
-არა,ჩემი ცოლის მოყვანას არ ავღნიშნავთ?
-კიდე არ ისვენებ შენ ხო?-დამიანეს გაეცინა და ოთახი დატოვა-ადექით-მალე მისი ყვირილი გავიგეთ,ამიტომ დაბლა ჩავედით
-დღეს საქმეები მაქვს და დამიანე მოგიყვანს ბარში
-კარგი

აიი საღამოც დადგა. საღამოსთვის მზადებას შევუდექით,მოკლე ლურჯი კაბა ჩავიცვი. ბეჭები სულ ამოღებული ჰქონდა. მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და მზად ვარ. დამიანე დაბლა მელოდებოდა,ჩემს დანახვაზე პირი დააღო,მანქანამდე მიმაცილა და წინა კარები გამიღო. რა ჯელტმენია..მთელი გზა ხმა არ ამომიღია გზას ვუყურებდი და ვფიქრობდი: რა მინდა?აქ რატომ ვარ?რა მოხდებოდა დანიელს,რომ არ შევხვედროდი ნატასთან?მამასთან ხომ ისევ კარგად ვიქნებოდი?
-მოვედით-ფიქრებიდან დამიანეს ხმამ გამომარკვია,თავი გავაქანიე ფიქრების გასაფანტად. ყველა იქ დაგვხვდა და ჩვენც შევუერთდით. ვსვავდით და კარგად ვერთობოდით, მერე როგორც ყოველთვის მშვიდი მუსიკა ჩაირთო. დამიანე ჩემსკენ წამოვიდა ვიცეკვოთო? მკითხა,კარგად ვიყავი გათიშული ამიტომ არაფერზე ვფიქრობდი და დავსთანხმდი. ვიცეკვეთ,მერე ყურში ჩამჩურჩულა
-მგონი ბევრი დალიე ხო?-ისტორია მეორდება,ვამბობდი გულში. რომ უნდა მეთქვა შენი მისაყვანი არ გავხდები თქო დანიელი გამახსენდა, მისი მისაყვანი,რომ გავხდი სახლამდე
-არაუშავს მალე გადამივლის
-მგონი ჩვენი წასვლის დროა-არა რა უნდა ამ ბიჭს,ჩემს გარდა გოგოები არ არიან?რაღა მე მეცეკვება?არ ვიცი მაგრამ, მისგან საჭიროზე მეტ ყურადღებას ვგრძნობდი რაც მაკვირვებდა. თავი დავუქნიე წავიდეთ თქო და ბარიდან გავედით,უკან დანიელიც გამოგვყვა და სამივე ერთად მივედით სახლში
-მეძინება,ოთახში ავალ-ვუთხარი დანიელს და ოთახისკენ წავედი.
არაფრით ძილი არ მომეკარა, ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი. ეს ფიქრები არ მასვენებდა, დაბლა ჩავედი წყალი უნდა დამელია. ჭიქაში დავასხი წყალი და უკან,რომ უნდა მივტრიალებულიყავი,ჭიქა ხელიდან გამივარდა. ის ისე ახლოს იყო ჩემთან მისი გულის ცემის ხმა მე მესმოდა.
-შემაშინე-ძლივს გასაგონად ამოვიჩურჩულე და ხელი გულზე მივიდე
-რა გაყვირებს. ბოდიში არ მინდოდა
-კიდე მე რა მაყვირებს?ასე ჩუმად რატომ მომეპარე?
-წყალი მინდოდა
-ხოდა ახლა ამაკრეფინე ეს ნამსხვრევები
-კარგი-ორივე დავიხარეთ და ვკრეფდით ნამსხვრევებს,მერე ჩემი კნავილის ხმა გავიგეთ. თითი გავიჭერი. როგორ მოახერხე მაშო, არ ისვენებდა მეორე მე.
-მანახე არაფერია,ახლავე შეგიხვევ
-არ მინდა მადლობა მე მივხედავ
-დაჯექი ერთ ადგილზე არ ვიკბინები
-აუუ თითი-ისე ფრთხილად მიხვევდა თითს,ფაიფურის თოჯინა მეგონა თავი,როგორც იქნა მორჩა
ის,ის იყო კიბეებზე უნდა ავსულიყავი წინ ამეყუდა ჩემზე ერთი თავით მაღალი
-რა ხდება?-ვცდილობდი სიმშვიდე არ დამეკარგა
-რაღაც დაგავიწყდა
-მადლობა-ვცადე გვერდის ავლა მაგრამ ისევ გადამიდგა
-ეგ არა
-აბა რა გინდა?
-აი ეს-ჩემსკენ დაიხარა და ის,ის იყო უნდა შემხებოდა, დენდარტყმულივით გადავხტი უკან,რაზეც მას გაეცინა
-გამეცალე-გამოვცერი კბილებში
-არაფერს დაგიშავებ დამშვიდდი
-გადი-ცოტაც და ავყვირდებოდი,მაგრამ არ მინდოდა ეს დანიელს გაეგო..ის გვერძე გადადგა და მეც ავედი ოთახში,არ დამძინებია,დილით დამეძინა ეგეც ძლივს
-მაშო გღვიძავს?-ოთახში დანიელი შემოვიდა
-არა
-გადმობრუნდი ვიცი,რომ გღვიძავს-მისკენ გადავბრუნდი
-შენ კიდევ გაათენე არა?
-ჰოო გავათენე-უემოციოდ ვთქვი და ისევ ბალიშში ჩავრგე თავი
-მგონი დროა სწავლას დაუბრუნდე,ხვალ სკოლის პირველი დღე გექნება აქ
-კაი რაა სკოლა იქ არ მეყოფოდა?
-ნუ წუწუნებ სულ
-აუუ-ისე საწყლად წამოვიკნავლე
-რა იყო-დაფეთებული შემობრუდა ჩემსკენ
-თავი მტკივა
-ოხ მაშო. მოდი ჩემთან-ჩამიხუტა და თავზე მეფერებოდა-წამალს დალევ და გაგივლის. დღეს მიკა მოვა აქ და მარტო არ იქნები
-ვაა რა მაგარია
-კაი მე მეჩქარება ახლა უნდა წავიდე,დანიელიც წასულია. მიკა მალე მოვა
-ოკ,პკ-ვუთხარი და გასასვლელისკენ გავაცილე
..
მიკამ არ დააგვიანა მოსვლა. ეს გოგო ძალინ საყვარელი ჩანს,პატარა გაბერილი მუცელი აქვს,რომელსაც მთელი დღე ვეთამაშებოდი
-აუუ მიკა გოგოა თუ ბიჭი?
-ბიჭია მაშო
-დეიდას კაცი იქნება ეს
-მიკვირს აქამდე რატომ არ გიცნობდი
-ყველაფერს აქვს თავის დრო
-უკვე გაიგე ახალი ამბავი?
-რა ამბავი
-დამიანეს,რომ მოსწონხარ
-რაა?საიდან მოიტანე?-ნერწყვი გადამცდა იმხელაზე გამეცინა
-ბიჭებს ეუბნებოდა დღეს და არა მარტო დღეს
-ოოო,ღადაობს ალბად
-მთელ მსოფლიოში ყველაზე სიმპატიურ,ცუდ ბიჭს მოსწონხარ მაშო
-ცუდი ბიჭი რატოა?
-ბაბნიკია ჩვენი დამიენე-ამაზე გადავხარხარდით
-ოუუ-ესეც ახალი ამბავი,თურმე ბაბნიკს მოვეწონე
-აბა ახლა შენ იცი,ისე ცუდი ბიჭი არაა-თვალი ჩამიკრა მიკამ
-ოღონდაც არ უბერავდეთ რაა-ორივეს გაგვეცინა

დაღამდა ბიჭები არ ჩანდნენ,მიკა სახლში გავუშვი არ მინდოდა შემეწუხებინა. მე კი დასაძიმებლად წავედი. ბიჭები,როგორც ჩანს გვიან მოსულან სახლში. იმაზე ფიქრი,რომ ხვალ სკოლა მეწყებოდა გულს მიხეთქავდა. გათენდა,და დანელმა გამაღვიძა მაშო ადექი გაგვიანდებაო. სულ ძალით წამიყვანეს სკოლაში. ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავდა,დღეები უაზროდ მიჰყვებოდა დღეებს,სულელურად თენდებოდა და ღამდებოდა,მთვარეს მზე ცვლიდა,მზეს მთვარე. ამ ყველაფერს იმდენად არ ჰქონდა აზრი,რომ ვგიჟდებოდი. ახალგაზრდა ვიყავი სიცოცხლუთ სავსე,მაგრამ რომ გეკითხათ ბედნიერი ხარო?გეტყოდით რომ არა. ყველაფერი ჩვეულებრივად უაზროდ მიდოდა სანამ..
დიდი დრო გავიდა ახლა უკვე 17-ის ვარ. სკოლიდან დამიანემ უნდა წამომიყვანოს,როგორც დანიელმა თქვა. მანქანაში ვიჯექი,ყურსასმენები მეკეთა და ბოლო ხმაზე მქონდა აწეული მუსიკა. უცბად მუხრუჭის ხმა გავიგე
-რას აკეთებ იდიოტო?გული გამისკდა
-მოიხსენი ეგენი და მომაქციე ყურადღება
-სად მივდივართ?-ახლა შევნიშნე,რომ გზა არ მეცნობოდა
-მივალთ და ნახავ
-სად მიგყავარ თქვი თორემ დანიელი საკუთარი ხელით მოგკლავს
-დანიელმა ყველაფერი იცის,ნუ ღელავ,არაფერს დაგიშავებ-მეშინოდა,მაგარამ მთავარია დანიელმა იცოდა ეს ყველაფერი.
-მოვედით-მან მანქანა ხის სახლის წინ გააჩერა ძალიან ლამაზი ჩანდა
-აქ რა გვინდა?
-მოგიტაცე
-არ მეცინება დამიანე
-მე მატყობ რამეს,რომ მეცინება?სახლში შემოდი-სახლში შევედით,არ ვიცოდი აქ რა მინდოდა,რას ვაკეთებდი. ღმერთს აქედან ჩემი თავის ცოცხლად გაყვანას ვსთხოვდი.
-დამიანე აქ რა გვინდა?-კვლავ შიშნარევი ხმით ვკითხე,ის ბუხარს ანთებდა
-დასჯილი ხარ და აქ მოგიყვანე,რომ გონს მოხვიდე-გაეცინა,რაც,უფრო მაღიზიანებდა,მაგრამ ახლა ჩხუბის დრო არ იყო
-და რა დავაშავე ეგეთი
ჯერ მომიტაცე,ჩემს მაგივრად ჩემ ძმას ელეპარაკე,მერე მეუბნევი დასჯილი ხარო?რა დაგიშავე რაა?
-თავი შემაყვარე
-ყველანაირად ვეცდები,ჩემი დანაშაული გამოვასწორო
-დიდად დამავალებთ
-ვეცდები,რომ თავი გადაგაყვაროთ
-მე კი მგონია,რომ სხვა გამოსავალიც არსებობს
-მაინც?
-შენც შემიყვარებ
-მხოლოდ სიზმრებში
-ვნახოთ,ხომ მართლა შენი ოთახი აქეთ არის-მან ჩემი ოთახი მაჩვენა
-და შენი?
-აი აქ-ისევ იმ ოთახისკენ გაიშვირა ხელი,მგონი ეს გაგიჟდა
-სულ გააფრინე?
-რატომ?დავიჯერო ბიჭთან არასდროს გძინებია?
-დამიანე გეფიცები აქდან,რომ გავალთ არ გაცოცხლებ-კბილებში გამოვცერი,და ოთახისკენ წავედი
-მანამ ვერ გავალთ სანამ მაგ სიტყვებს უკან არ წაიღებ-სულ გამაგიჟებს ეს მე. დაღამდა,ოთახში შევედი სხვა გზა არ მქონდა. ტანსაცმლით დავწექი,ძალიან წვიმდა და გრუხუნებდა,რისიც ძალიან მეშინოდა ამიტომ კატასავით ვიყავი მოკეცილი. უკნიდან ხელების შეხება ვიგრძენი
-ნე მეხები
-არ ვიკბინები მაშო
-შემეშვი-ის გვერდით მომიწვა,მე არა მაგრამ ჩემს თმებს როგორ ეთამაშებოდა ვხვდებოდი,მერე უცბად იმხელაზე დაიგრუხუნა,ლამის საწოლიდან გადავარდი. ის უფრო ახლოს მოისწია,და ზედ ამეკრო ცოტა დავმშვიდდი,არ გავგიჟებულვარ რაც ძალიან გამიკვირდა.
დილით მის გულზე მქონდა თავი დადებული,მას ისევ ეძინა,ეს ყველაფერი მხოლოდ კინოებში მაქვს ნანახი და აი რეალურ ცხოვრებაშიც ხდება. ფრთხილად ავდექი,რომ არ გაღვიძებოდა,მაგრამ მის ხმამ ადგილზე გამყინა
-სად მიიპარები ქალბატონო?
-არ მეგონა ასეთი ფხიზელი ძილი თუ გქონდა
ისიც ადგა და მისაღებ ოთახში გავედით
-შენ რა ასე უნდა იჯდე და არაფერი ჭამო?-დიდი ხნის მერე მკითხა დამიანემ
-სანამ აქედან არ წამიყვან პირს არ დავადებ არაფერს
-გაემზადე მივდივართ-თავიდან მეგონა ხუმრობდა მაგრამ საკმაოდ სერიოზული სახე ჰქონდა
-აუუ სერიოზულად?-სიხარულისგნ რას ვაკეთებდი არ ვიცი მაგრამ,მახსოვს კისერზე ჩამოვეკიდე და რომ გავიაზრე რაც გავაკეთე წამში მოვშორდი
-სანამ გადავიფიქრე დროზე-სიცილით თქვა
-ყველაზე კარგი დამიანე ხარ-არ ვიცი ეს რატომ ვთქვი,მაგრამ არც მერე მინანია. არ ვიცოდი ჩემს თავს რა ხდებოდა,თითქოს მეც მომწონდა მისი ყურადღება,უკვე ერთი წელია რაც ვიცნობ და არაა ცუდი ბიჭი. თუ იმას არ ჩავთვლით რომ ბაბნიკია (ეს ხუმრობით)
-ახლა გავხდი ხო საუკეთესო დამიანე?
-ჰომ-ლოყაზე ვაკოცე და გასასვლელისკენ წავედი

როგორც იქნა ჩავედით ჩვენს სახლში. კარებში დანიელი დაგვხვდა,ხელები გადაჯვარედინებული ჰქონდა,ცალი წარბი ასწეული
-აბა სად ბრძანდებოდით ჩიტებო?
-მკვლელი მზერა ვსტყორცნე და გზა გავაგრძრლე
საინტერესო არაფერი მოხდა,მან ისედაც ყველაფერი იცოდა სად ვიყავით. კვლავ უაზროდ გადიოდა დღეები, დღეს ღამე ცვლიდა,მერე პირიქით. სკოლა,სახლი,დავალებები,ცოტა გართობა.
სკოლაში განსაკუთრებული ურთიერთობა არავისთან მქონდა,აქაც არ ვუჩიოდი თაყვანისმცემლების რაოდენობას,მაგრამ ერთი ბიჭი სულ მაწუხებდა. მას დავალებების წერაში ვეხმარებოდი ხოლმე,დანიელი და დამიანე სულ მაფრთხილებდნენ,რომ მას მოვწონდი და იმიტომ მთხოვდა სკოლის დავალებებში მიხმარებას,მაგრამ არ ვუჯერებდი. ამაზე მოგვიანებით კიდევ ვისაუბრებთ..
ერთ დღეს მიკამ და ალექსმა რესტრანში წასვლა გადაწყვიტეს,ბავშვი არ იცოდნენ ვისთან დაეტოვათ,ამიტომ მე ვუთხარი ჩემთან დატოვეთ თქო,ბავშვი უკვე 2 წლის იყო. მოიყვანეს და ჩავიბარე ძმის ძმაკაცის ბავშვი. სახლში მარტო ვიყავი და თავს მშვენივრად ვგრძნობდი,იმას თუ არ ჩვთვლით რომ ბავშვი ვერ დავაძინე,სულ ტიროდა. მერე კარების ხმა გავიგე,დამიანე იყო,დალეული ჰქონდა
-ვაა ძიას კაცი-მოსვლისთანავე თამაში დაუწყო ბავშვს
-ტირის და ვერ ვაჩერებ,რა ვქნა?
-მომიყვანე
-დამიამე ნასვამი ხარ
-მომიყვანე რაა-მემუდარებოდა,მეც მივუყვანე ბავშვი,ხელებზე დაიწვინა. და ოთახში სიარული დაიწო
-შენ იმღერე და დაიძინებს-ჩემსკენ მოტრიალდა და მე მითხრა,მეც დავიწყე სიმღერა,ჩემს ძმასაც ამ სიმღერაზე ვაძინებდი ხოლმე
-რა მაგრად მღერი ეე-გაკვირვებულმა გამომხედა
-მადლობა-ვთქვი და კვლავ ვტკბებოდი მისი ყურებით,რა საყვარლად უვლიდა ბავშვს,როგორ აძინებდა.
-ბავშვის დაძინება გცოდნია
-ძიას ბიჭია ეს
-გიხდება ბავშვი
-მალე გვეყოლება
-"გ"ვეყოლება?
-ხო მე და შენ
-უკვე ოცნებებიც დაიწყე?
-ეს რეალობაა
-ვნახოთ-ვთქვი და ბავშვს მივუწექი გვერძე,მალე ინფაქტს მივიღებდი და გული მუშაობას შეწყვეტდა,როცა დამიანე დავინახე ბავშვის მეორე მხარეს იწვა და სულ არ აპირებდა ადგომას.
დილით ბავშვის და დამიანეს ხმამ გამაღვიძა
-ჩშშ პატარავ,მაშო არ გააღვიძო
-მღვიძავს-ვთქვი და ბავშვს მივუცუცქდი და კოცნა დავუწყე
-მე არ ვიმსახურებ კოცნას?-ტუჩები საყვარლად დაბრიცა დამიანემ. ესეც დიდი ბავშვია რაა..
-ნწ-თავი გავუქნიე,მაგრამ,მაშინვე ვიგრძენი ლოყაზე მისი ტუჩები. დამცხა,სისხლი ამიდუღდა,მალე გული ამომივარდებოდა,სასიამოვნოდ დამიარა ჟრუანტელმა,იმის მაგივრად,რომ გავბრაზებულიყავი,მესიამოვნა, ხო,მე მაშო შაკიროვა,ყველაზე ფეთქებადი გოგო მშვიდად შევხვდი ამ ყველაფერს. ჩემს თავს ვეღარ ვცნობდი
-ოხ მაშო მაშო,აღიარე,რომ სიგიჟემდე მოგწონვარ-მისმა ბოხმა ხმამ დროულად გამომაფხიზლა
-რაა საიდან მოიტანე
-მალე შენთვითონვე დამიმტკიცებ რომ გიყვარვარ
-ჰოო აბა რაა. და შენ ჩემი ოთახიდან გასვლას აღარ აპირებ?
-მთელი ღამე აქ ვიყავი და ეხლა მაგდებ-სიცილით თქვა რაზეც ნერვები უფრო მომეშალა
-გადი დამიანე,თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ
-რას მიზავ პატარავ
-შენი პატარა არ ვარ,სახელი მაქვს
-არ დაიღალეთ ერთი და იგივეზე ჩხუბით?-ოთახში დანიელის ხმა გავიგეთ და დენდარტყმულებივით მივშორდით ერთმანეთს-კარგით რა ხალხო,ისე ნუ იქცევით თითქოს არცერთი იყოთ ყურებამდე შეყვარებულები-ეს ჩემი ძმა ხო ყოველთვის ასეთი პირდაპირია..მოგკლავ დანიელ
-დანიელ გადი და გაიყოლე ეს შენი ძმაკაციც
-მე თვითონ გავალ არ მინდა ვინმეს დახმარება-ფეხზე წამოდგა დანიელი და გარეთ გავიდა,ოთახში მარტო მე და ბავშვი დავრჩით,საღამოს წაიყვანა მიკამ ბავშვი.
დაღამდა ძილი არ მეკარებოდა,ფიქრები არ მასვენებდა,რა ხდება ჩემს თავს?ნუთუ მართლა შემიყვარდა დამიანე?არა შანსი არაა ეს არ მოხდებოდა,მაგრამ ვის ატყუებ მაშო?ყველას აჯერებ,რომ არ გიყვარს საკუთარი თავის გარდა. ცუდად ვიყავი,იმ ღამეს საშინლად წვიმდა,მთვარეც კი ტიროდა თითქოს ჩემს ტკივილს იზიარებდა. რა გჭირს მაშო? ეს ხმა არ მასვენებდა,ეს კითხვა არ მაძლევდა ძილის უფლებას.

ერთ თვეში გამოცდები გვიახლოვდებოდა,მერე გამოსაშვები,სიხარულით ცაში დავფრინავდი. გამოცდების არ მეშინოდა,რადგან საკმაოდ კარგად ვსწავლობდი,სამაგიეროდ ახლა სებასტიანი გადამეკიდა,მამეცადინე გამოცდებისთვისო. მასთან ყოველი შეხვედრის დროს მახსენდებოდა, დანიელის და დამიანეს სიტყვები "მას მოსწონხარ და ცდილობს დაგიახლოვდესო",მაგრამ ახლაც არ ვაქცევდი ყურადღებას,მას უბრალოდ დახმარება უნდა თქო.
სკოლიდან ვბრუნდებოდი როცა ერთ-ერთ ქუჩაზე სამი ბიჭი დავინახე,ორი ერთს ურტყავდა,მაგრამ არც ის ერთი არ აკლებდა..ჩემი ცნობისმოყვარეობის გამო მათთან ოდნავ ახლოს მივედი და შევძელი გამერჩია მათი სახეები. ის ერთი ბიჭი დამიანე იყო,მეორე სებასტიანი,მესამე უცნობი იყო. შეშინებული გავარდი მათთან და შუაში ჩავუხტი,არ ვიცი საიდან მქონდა ამდენი გამბედაობა,მაგრამ მე ეს გავაკეთე
-თქვენ სულ შეიშალეთ?-ხან ერთს ვუყურებდი,ხან მეორეს-რა პატარა ბავშვებივით ჩხუბობთ ქუჩაში
-მას ახლოსაც არ გაეკარო გაიგე ბიჭო?-დამიანე კვლავ სებასტიანისკენ იწევდა,მაგრამ მე ვაჩერებდი
-მაშო მასთან რა გინდა,შეეშვი,მასთან არ დაგიანხო გაიგე?-სებასტიანი თავის ჭკუაში მიშლიდა დამიანესთან ყოფნას
-მომისმინეთ,ეს ჩემი ცხოვრებაა,მე ვიცი ვისთან ვიქნები და ვისთან არა. არცერთს გაქვთ ჩემს ცხოვრებაში ჩარევის უფლება,განსაკუთრებით კი შენ სებასტიან,ახლა კი წადი აქედან-ბოლო ხმაზე ვუყვიროდი
-ეს ასე არ დარჩება,ჯერ არ დაგვიმთავრებია-თქვა სებასტიანმა და გზა გააგრძელა. ნეტავ რას გულისხმობდა ეს ასე არ დარჩებაო? ღმერთო ახლა ეს ახალი საფიქრალი გამიჩნდა,თითქოს მაკლდეს საფიქრალი. რა გავაკეთო?ნუთუ მართლა მოწონვარ სებასტიანს?ეს ასეა მაშო,უნდა დაიჯერო,მაგრამ ეს როდემდე გაგრძელდება? არა გამოცდების მერე ყველაფერს დავივიწყებ,ეხლა მივეხმარები და გამოცდების მერე შევწყვეტ მასთან ურთიერთობას..
რამდენიმე დღის მერე სკოლიდან პირდაპირ სკვერში წავედი,სებასტიანი უკვე იქ დამხვდა,თან ვისეირნებდით და თან დავალებებს ვაწერინებდი
-დღეს რატომ არ იყავი სკოლაში?-ვკითხე გაკვირვებულმა
-არ მეცალა და პირდაპირ აქ მოვედი
-აამმმ,გასაგებია
მას ვეხმარებოდი დაწერაში,თან ვსაუბრიბდით,ისე ვიქცევოდი თითქოს მაშინ იქ არაფერი მომხდარიყო,მაგრამ ეს ყველაფერი დროებითი იყო. შუა მეცადინეობის დროს ჩემი ტელეფონი აწკრიალდა,დანიელი იყო
-გისმენ დანიელ
-სად ხარ?-ისეთი გაყინული ხმა ჰქონდა მეც გამყინა
-სკვერში რა იყო?
-აჰაა..მალადეც მაშო,ისევ მაგ არანორმალურთან ხარ ხო?
-დანიელ მომისმინეე..
-არა მაშო არ მოგისმენ,ამჯერად აღარ. ეხლავე,გესმის?ეხლავე მოდი სავადმყოფოში-იმხელა ხმაზე ღრიალებდა ალბად მისი ხმა მთელ სკვერს ესმიდა. ტელეფონი გავთიშე,შემეშინდა მეთქი სავადმყოფოში რა უნდა თქო..
-სებასტიან სავადმყოფოში მიმიყვანე კარგი?
-ეხლა,რომ არ მცალია?
-მომისმინე საყვარულო,სანამ მე აქ შენ დავალების გაკეთებაში გეხმარებოდი,სახლში რაღაც მოხდა,ახლა კი ნება იბოძე და სავადმყოფოში მიმიყვანე
-მაშო მისმინე..
-ვერ გაიგე თუ გავიმეორო?ან გამომყვები ან თვალით არ დამენახო აღარასდროს
-კარგი წაგიყვან-ძლივს დავიყოლიე, წაყვანაზე.
სავადმყოფოშიც სულ ძალით შევტენე,პალატასთან ვიყავი და გაკვირვებული ვუყურებდი ხან,მაქსს,ხან ალექსს,ხან დანიელს,მაგრამ მე ვისაც ვეძებდი ის არ ჩანდა, კოლიდორში დანიელის და მაქსის ღრიალის ხმა ისმოდა
-რა ხდება?-ძლივს გასაგონად ამოვილუღლუღე. ნელ-ნელა ვიაზრებდი რაც ხდებოდა,მაგრამ არ მინდოდა ამის გაფიქრება,ვატყობდი,რომ ვიკეცებოდი. მერე დანიელი სებასტიანისკენ წავიდა და მუშტი უთავაზა სახეში
-ხომ გაფრთხილებდი მისგან თავი შორს დაიჭირე თქო?-ახლა მე მიღრიალებდა დანიელი
-რა ხდება?-კვლავ ძალა გამოცლილმა ამივილუღლუღე და კედელთან ჩავიჩოქე
-შენმა ბედოვლათმა სებასტიანმა დღეს დამიენე,ჩემი მეგობარი,ჩემი ძმა,და ჩემი ცხოვრება სასიკვდილოდ გაიმეტა,ნახე..იმ პალატას ხედავ?იქ ეხლა დამიანე წევს და სიკვდილს ებრძვის-იმხელა ხმაზე მიყვიროდა,ყურის ბარაბნები დამიხეთქა,გული მიმდიოდა,მაგრამ მე ხომ ძლიერი გოგო ვარ. მთელი ძალა მოვიკრიბე,რომ სებასტიანს წინ დავმდგარიყავი,თვალებში ჯიქურად ვუყურებდი და ერთ წამს არ ვაცილებდი მზერას
-კმაყოფილი ხარ?-ისეთი ზიზღით ველაპარაკებოდი,ჩემს ხმას მე ვერ ვცნობდი -მიაღწიე იმას რისთვისაც იბრძოდი?რა გინდოდა სებასტიან რა?დღეს საქმეები გქონდა და იმიტომ არ იყავი სკოლაში ხო?სიცოცხლეს მიმწარებ იცი?ხმა ამოიღე სებასტიან,რატომ ხარ ჩუმად? აქამდე ხომ საუკეთესო მეგობრები ვიყავით,იცი?ახლა ვინ ხარ? არარაობა ხარ სებასტიან. გეფიცები,მას რომ რამე მოუვიდეს არ გაცოცხლებ,საკუთარი ხელებით მოგიღებ ბოლოს სებასტიან. მე შენ,მშიშარა და ლაჩარი მაშო არ გეგონო,რასაც ვამბობ იმას ვაკეთებ. მეზიზღები..ახლავე გაეთრიე აქედან,შენი სახე არ დავინახო არსად თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ სებასტიან. ილოცე,რომ ის გადარჩეს და კარგად იყოს,თორემ რაც დაგემართება ისევ შენს თავს დააბრალებ,მოგკლავ და სიცოცხლეს გაგიმწარებ გესმის? გაეთრიეე -ჩემი ხმა ალბად სავადმყოფოს გარეთაც ისმოდა,ჩემში იმ მაშომ გაიღვიძა ვინც არავის ინდობს..ახლა მზად ვიყავი ყველაფრისთვის,ოღონდ ის გადარჩენილიყო. სებასტინმა უხმოდ დატოვა სავადმყოფო მერე კედელთან ჩავიჩოქე და ჩუმად ვბუტბუტები
-ის კარგად იქნება,ის ძლიერი ბიჭია,მე მას ვუყვარვარ და მხოლოდ ჩემთვის იბრძოლებს,ისევე,როგორც მე-ვიმშვიდებდი თავს,მაგრამ ეს არ გამომდიოდა. მერე ვიღაცის შეხება ვიგრძენი
-მაშო ადექი ცუდად ხარ ხომ ხედავ?მოდი სკამზე დაჯექი
-გადი,თავი დამანებეთ,შემეშვით-ვუყვუროდი დანიელს,მაგრამ ის რა შუაში იყო
-მაშო მესმის,ვიცი,რომ გიყვარდა,ახლა მაგის დამალვას აზრი აღარ აქვს,მაგრამ გთხოვ დამშვიდდი კარგი,ჩემო პატარა-მისი წყნარი და მშვიდი ხმა მამშვიდებდა,მერე ისიც ჩემთან ჩაიმუხლა და მთელი ძალით მიმხვია ხელები,ვეხუტებოდი და ვბუტბუტებდი
-მას,რომ რამე დაემართოს ვერ ვიცოცხლებ დანიელ,მოვკვდები გესმის?მოვკვდები-ძლივს ვლუღლუღებდი
-არა ჩემო პატარა ის კარგად იქნება,აი ნახავ მალე მოვა გონს
-არა დანიელ არა,მაგას მხოლოდ იმიტომ მეუბნები,რომ დამამშვიდო,ის ცუდადა,ის ჩემს გამოა ამ დღეში. ჩემი ბრალია ეს ხალხო გესმით?-ფეხზე წამივფრინდი და ხელების ქნევით დავიწყე ყვირილი,მაგრამ სადღა მქონდა ხმა
-წამოდი,მაშო წამოდი
-არსად წავალ გესმის?აქედან მხოლოდ დამიანესთან ერთად გავალ,ფეხს არ მოვიცვლი აქდან მის გარეშე
-მაშო ცუდად ხარ დაიკო,უკვე გვიანია წამოდი და მიკასთან მიგიყვან იქ იყავი და ხვალ ისევ მოგიყვან-ძლივს დამითანხმეს,მიკასთან მიმიყვანა,ბავშვს ეძინა და სახლში მარტო მე და მიკა დავრჩით..ისიც უშედეგოდ ცდილობდა ჩემს დამშვიდებას,მაგრამ მე კვლავ იგივეს ვიმეორებდი"მას რომ რამე მოუვიდეს ვერ ვიცოცხლებ"
-დამშვიდდი ჩემო პატარა,ნახავ მალე კარგად იქნება
-შენც დანიელივით ლაპარაკობ მიკა
-იმიტომ,რომ ეგრე იქნება
-არ შეიძელება ერთი დღე მაინც ვიყო ბედნიერი?ასე მგონია იმისთვის გავჩნდი ამ ქვეყანაზე,რომ მუდამ რაღაც ავიტანო და გული მეტკინოს
-არა პატარავ,ეგრე არ არის. მოდი ეხლა დაიძინე კარგი?
-რა დამაძინებს მიკა რა?
-ჩშშ,მოდი ჩემთან მე შენთან ვარ-მან ბავშვის ოთახში შემიყვანა,ერთ მხარეს მე მივუწექი ბავშვს,მეორე მხარეს მიკა. ის დრო გამახსენდა მე და დანილი,ამ ბავშვს,რომ ვაძინებდით და მერე ერთად,რომ ჩაგვეძინა. მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე,ამინდიც ხელს მიწყობდა,ამინდიც კი ტიროდა,ცა ჩემთან ერთად მოსთქვავდა,ზოგჯერ გამაყრუებელი გრუხუნის ხმებითურთ. გამთენიისას ძლივს დამეძინა. დილას თვალებდასიებულმა გავიღვიძე,მხოლოდ რამდენიმე საათი მეძინა,ან შეიძლბა რამდენიმე წუთი. მიკა იქ აღარ დამხვდა,მარტო მე და ბავშვი ვიწექით. ბავშვს ვეფერებოდი და სახეს ნაზად ვუკოცნიდი ის კი თავის ციცქნა თითებით სახეზე მეთამაშებოდა
-შენ,რომ გიყურებ სულ დანიეს მახსენებ. შენ აღარ გახსოვს,როგორ გაძინებდით ერთად,მე კი ეს სულ მემახსოვრება. რა ბედნიერი ხარ ასე პატარა,რომ ხარ იცი?ჯერ არაფერზე დარდობ,რომ გაიზრდები და შენი ძმა დაგარიგებს,ყოველთვის დაუჯერე,რომ მერე ჩემსავით არ ინანო შენი გადაწყვეტილება-ბავშვს ვესაუბრებოდი მაგრამ მას ერთი სიტყვაც არ ესმოდა ჩემი,მერე დაბლა ჩავიყვანე,მიკა სამზარეულოში ფუსფუსებდა
-მმმ,რა გემრიელი სუნია..
-მოდი მაშო ჭამე,ეს მე მომიყვანე შენ დაისვენე
-არა მიკა-ისე გადავტრი უკან,მგონი ბავშვიც შევაშინე და დედამისიც-გთხოვ რა მე მეყოლება
-კარგი მაშო,მაგრამ მოდი ჭამე ეხლა
-მიკა,არ მშივა მართლა
-მაშო,სარკეში ჩაიხედე,ჯერ ერთი დღე გავიდა და უკვე რას გავხარ. ასე არ შეიძლება მაშო
-სანამ მას არ ვნახავ ვერაფერს შევჭამ
-კარგი მე წაგიყვან,მაგრამ მანამდე ჭამე,თორემ არსად წავალთ-სულ ძალით ვჭამე,უფროსწორად მან მაჭამა. იმის ხათრით,რომ მე დამიანეს ვნახავდი. ბავშვი ძიძას დაუტოვა და წავედით.
სავადმყოფოში,რომ შევედი,სუნქვა ამიჩქარდა,გული საშინლად ცუდ ამბავს მკარნახობდა,მაგრამ მე ხომ არავის ვუჯერებ,ამიტომ არც ჩემს გულს დავუჯერე. პალატასთან კვლავ ეს სამეული იდგა,მე დანიელთან მივედი,მიკა ალექსთან. მთელი ძალით ჩამიკრა გულში დანიელმა,მე მის მკავებში მოვიფუზე და ყურში ხმისკანკალით ჩავჩურჩულე
-როგორ არის?
-ისევ ისე
-ჩემი ბრალია დანიელ,ჩემი-ვჩურჩულებდი მის ყურის ძირში
-არა პატარავ. ეხლა ძალები უნდა მოიკრიბო და მასთან ერთად იბრძოლო ბოლომდე
-მე მას არ მივცემ უფლებას,რომ წავიდეს,ის ხომ აქ იქნება სულ?ხო არ წავა?მარტო ხო არ დამტოვებს?
-არა ის არ დაგტოვებს,ბოლო-ბოლო შენს გამო მაინც იქნება მაგარი ბიჭი
-მენატრება..არ ვიცი,როდის შემიყვარდა,მაგრამ მეტი აღარ შემიძლია..ასე უცბად მოვიდა სიყვარული და ასე ადვილად არ გავუშვებ
-ჩემი პატარა,როგორც იქნა აღიარე-ოდნავ გამიღიმა და მის ღიმილზე მეც გამეღიმა-აი ასე,სულ გაიღიმე ხოლმე კარგი?
-თავი დავუქნიე და ისევ ჩავეხუტე. ექიმების დანახვის დროს ყველა მას მივცვივდებოდით და მის ამბებს ვკითხულობდით,მაგრამ პასუხი კვლავ ერთი იყო: ბევრი ჭრილობები აქვს,ბევრი სისხლი დაკარგა..მცირე იმედსაც არ გვაძლევდნენ ექიმები,მაგრამ მე მას ასე ადვილად ვერ გავუშვებდი. მთელ დღეებს სავადმყოფოში ვატარებდი მერე,რომ დაღამდებოდა სულ ძალით მტენიდნენ მანქანაში და მიკასთან მივყავდი. ვხვდებოდი,რომ აზრი აღარ ჰქონდა,მაგრამ ხელებს არ ვყრიდი. მასთან ჯერ არ გვიშვებდნენ,მაგრამ შესვლა,რომ შეიძლებოდეს მე მაინც ვერ შევიდოდი,მას როგორღა ჩავხედავდი თვალებში.
უკვრ ერთ კვირაზე მეტი გავიდა,რაც დამიანე კომაშია,მე კი უკვე სრულიად ჩაფლული ვარ სევდის მორევში. ყოველი ერთმანეთს ჰგავდა,კვლავ უიმედო სახეები და ყოველი დღის ბოლოს კოშმრად გათენებული ღამეები. რამდენჯერ მიფიქრია თვითმკვლელობა იცით?მაგრამ ეს ყველაზე დიდი სისუსტე იქნებოდა,მე უნდა ვიბრძოლო ბოლომდე,მასთან ერთად.
უკვე ორი კვირაც გავიდა,მთელი ამ დროის განვალობაში,ერთხელ არ შევსულვარ მასთან და არ შევხებივარ,მეშინოდა,გულწრფელად გეტყვით,რომ მეშინოდა. იმის გააზრება,რომ ეს ყველაფერი ჩემს გამო მოხდა,უფრო მიძლიერებდა იმის სურვილს,რომ ერთ დღესაც სიცოცხლე შემეწყვიტა. რამდენჯერ ამიღია ხელში კალამი და ფურცელი და წერა დამიწყია,გამოსამშვიდობებელი წერილის წერა. თუ გინდათ სიტყვა სიტყვით გეტყვით რასაც ვწერდი,რადგან სულ ერთი და იგივეს ვწერდი:
"როცა ოცნებით ათენებ ღამეს
როცა შენს ტკივილს უყვები მთვარეს.
როცა დამპალი პოეტი რჩები
მაშინ ხვდები,რომ უბრალოდ კვდები.
როდესაც ირგვლივ ვერავინ გამჩნევს
როდესაც ყველა ოცნებას გართმევს.
როდესაც სევდისგან სული ცივდება
როდესაც სიმწრისგან გული გტკივდება.
ხვდები,რომ ყველამ დაგტოვა მარტო,
უბრალოდ წავიდა უბრალოდ დაგთმო.
როცა ხვდები,რომ არვის სჭირდები,
აღარ ტირიხარ,აღარც ფიქრდები.
როცა ყალბია ყველას სიტყვები,
სიკვდილის ტალღებს ჩუმად მიჰყვები".

მერე დავხევდი და სადღაც კუთხეში ვაგდებდი,მერე მიკა შემოვიდა და კვლავ უშედეგოდ ცდილობდა ჩემს დამშვიდებას.
აიი,უკვე მესამე კვირაც დაიწყო,მთელი ამ დროის განმავლობაში პირვლად მომინდა მასთან შესვლა და საუბარი,ექიმებზე ბევრი ხვეწნის მერე,როგორც იქნა შევაღწიე პალატაში,ფეხები უკან მრჩებოდა მაგრამ,ვიცოდი,რომ ეს,რომ არ გამეკეთებინა,სამუდამოდ შეწყვეტდა ჩემი გული მუშაობას. პალატაში შესვლის და მისი სახის დანახვის დროს,ჩემმა გულმა რამდენიმე დარტმა გამოტოვა. როგორ მინდოდა ახლა ჩავხუტებოდი,მაგრამ ეს ხომ შეუძლებელი იყო. მასთან მივედი და გვერძე დავუჯექი,ხელს ხელზე მაგრად ვუჭერდი და ცრემლების ღვრით ძლივს ვესაუბრებოდი.
-გამარჯობა დამიანე! ვიცი დავისაჯე,იმისთვის,რომ სათანადოდ ვერ გაფასებდი. ისიც ვიცი,რომ ეხლა ბოდიშის და სიტყვა მიყვარხარს ფასი აღარ აქვს,რაადგან შენ ჩემი არ გესმის. მაპატიებ ოდესმე იმას,რომ ვერ დაგაფასე?
შენ შეიძლება მაპატიო,მაგრამ საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებ.
იცი რამ გამანადგურა?დანიელმა,რომ დამირეკა და მითხრა სავადმყოფოში მოდი მალეო,მერე შენს გარდა ყველა,რომ დავინახე მაგან.
მოდი,თუ გინდა მეჩხუბე,მიყვირე,მაგრამ გთხოვ მოდი დამიანე. მე დღეს მარტო ვარ,შენს გარეშე. რას არ გავაკეთებდი,შენი ნაზი ხელებით ძველებურად ჩამიკრა გულში. მგონი ჩემი წასვლის დროა,წასვლის წინ კი ერთს გთხოვ,და ერთს გეტყვი: გთხოვ,რომ გაახილო თვალები და არ მიმატოვო, გეტყვი,რომ მე შენ მიყვარხარ დამიანე -ბოლოს ავდექი და პალატიდან გავედი,დანიელმა დამინახა თუარა ეგრევე ჩემსკენ გამოიქცა
-როგორ ხარ პატარავ?
-შენი აზრით,როგორ ვიქნები დანიელ?
-მან აღარაფერი მიპასუხა,უბრალოდ ჩამეხუტა,მერე ისევ მიკასთან წამიყვანა,რადგან სახლში ვერ ვჩერდებოდი და სავადმყოფოში ბიჭები არ მტოვებდნენ. იმ ღამეს მალე დამეძინა,არ ვიცი ეს რას დავაბრალო,იმას,რომ ძალიან დავიღალე თუ იმას,რომ დამიანე ვნახე. ღამეც მშვიდად მეძინა,პატარა ნიკისთან ჩახუტებულს. დილით არც ნიკი დამხვდა ადგილზე და არც მიკა.
-როგორც ჩანს ვიღაცას ძილი მონატრებია-ვეუბნებოდი საკუათარ თავს,რაზეც უფრო მეცინებოდა. მერე დაბრა ჩავედი,აი თურმე სად ყოფილან დედა-შვილი
-დილამშვიდობის
-დილამშვიდობის..ასე ძალიან თუ დაგამშვიდებდა დამიანეს ნახვა აქამდე გენახა?-სიცილით მითხრა მიკამ
-რომელი საათია?
-უკვე 3 დაიწყო
-რამდენი?-თვალები ისე დავქაჩე შემეშინდა არ გადმოვარდნილიყვნენ-მე სავადმყოფოში წავალ კარგი?
-მე წაგიყვან
-არა ჩემით წავალ-მიკას და ნიკოს ვაკოცე და სახლი დავტოვე,სიმართლე გითხრათ სავადმყოფოში წასვლას არ ვგეგმავდი,იმ სახლშიბწავედი სადაც მე,დამიანე და დანიელი ერთად ვცხოვრობდით,იქიდან კი სავადმყოფოში მივედი. ბიჭები კვლავ ისე იჯდნენ,სამარისებური,სიჩუმე იყო,სამივეს თვალები ისე ჰქონდათ ჩამობნელებული ვეღარ იცნობდით. დანიელის ცისფერი თვალები ისე იყო ჩაწითლებული,სულნარ ჰგავდა ძველებურ დანიელს,ისევე,როგორც მე. კვლავ სიჩუმე იყო?მეც ჩუმად ვიყავი,დანიელ დავუჯექი გვერძე და თავი კალთაზე დავუდე,ის თავზე მეფერებოდა. უკვე აღარც ექიმის დანახვაზე გვქონდა ძველებური რეაქცია და აღარაფერზე.
ერთი თვე გავიდა უკვე,რაც დამიანე სიკვდილს ებრძვის,ეს ყველაფერი კი მხოლოდ ჩემს გამო ხდება. ერთი თვე გავიდა,რაც ბიჭებმა სამსახური მიატოვეს და სავადმყოფოს კარებს არ მოშორებიან,ერთი თვე გავიდა რაც ექიმები ერთსა და იგივეს იმეორებენ
-ვწუხვარ,უკვე ყველნაირი იმედი გადაწურულია. თქვენი თანხმობის მერე ჩვენ გამოვრთავთ აპარატს -ამ სიტყვების მოსმენის მერე გულში დიდმა ისარმა გაიარა,და სუნქვის საშუალებას აღარ მაძლევდა,ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი,როგორ მომეღო ბოლო სებასტიანზე
-არა,ამას არ გააკეთებთ,ის არ მოკვდება,ის არაა!!!-ბიჭების ხმა ლომის ღრიალს ჰგავდა,მათი ხმაზე გამოვფხიზლდი და ახლა გავიაზრე ექიმის სიტყვები. ანუ რა ხდება ის მტოვებს?ის სამუდამოდ მიდის და აღარ ბრუნდება?ეს კითხვები არ მასვენებდა
-ვჭუხვარ ბიჭებო, შეგიძლიათ რომელიმე თქვენგანი შეხვიდეთ და ნახოთ სანამმ..
-არა თქო ხომ ვთქვი,მას არ გამორთავთ-კვლავ აღრიალდა დანიელი-მაშო
-გისმენ-ხმის კანკალით ვთქვი და თან ცრემლებს ვიწმენდდი
-მე არა,მე იქ ვერ შევალ ვეღარასდოს დანიელ
-მას ყველაზე მეტად შენი ხმის გაგება და დანახვა ენდომებოდა
-მე არ შემიძლია-ჩავიჩურჩულე და დავინახე როგორ მიდიოდა ნელი ნაბიჯებით დანიელი პალატის კარებისკენ,არა არ შემეძლო ასე გამეშვა და არაფერი მეთქვა მისთვის,ეს შეუძლებელი იყო
-შენ არა,მე შევალ -პალატის კართან იდგა რომ დავუყვირე,დანიელიც გამობრუნდა პალატის კარებიდან და გზა დამითმო,როგორც ყოველთვის დამიანეს გვერძე დავჯექი,მას ხელს ისე ვუჭერდი,თითქოს მეშინოდა არსად წასულიყო,ეს ასეც იყო
-დამიანე,კიდევ მე ვარ,ამდენი ხნიეს მერე კვლავ მოვედი შენთან სასაუბროდ,თუ შენ თანახმა ხარ,მაგრამ რა აზრი აქვს,რომ გეკითხები. მაშინ მე იმან გამანადგურა სავადნყოფოში,რომ დამიბარეს,მაგრამ ახლა ექიმის სიტყვებმა გამანდგურა დამიანე,ნუთუ მართალი თქვა მან?ნუთუ აზრი აღარ აქვს ბრძოლას?არა დამიანე არა,მე ხომ ბოლომდე ვებრძოლე საკუთარ თავს და ხელი არ ჩავიქნიე სიცოცხლეზე,შენ ჩემზე ძლიერი ხარ და ბოლომდე უნდა გებრძოლა. ეხლა შენ უნდა იწვე მაგ ადგილზე და მე ასე გიყურებდე?არა ეს ასე არ უნდა იყოს,მე გაგწირე ამისთვის და მხოლოდ მე უნდა ვიწვე შენს ადგილზე. იცი?რა მტკივნეულია იმის გააზრება,რომ ვეღარასდროს დამიძახებ მაშიკუნას?ამას ხო მხოლოდ შენ მეძახდი. ნუთუ ასე ადვილად დაივიწყე ის,რომ ჩვენ შვილი უნდა გვყოლოდა,პატარა ნიკის მსგავსი. შენ არ იყავი,რომ მპირდებოდი სამუდამოდ ერთად ვიქნებითო? მიპასუხე დამიანე,მიდი რას უცდი..-იმხელა ხმაზე ვღრიალებდი ალბად ჩემი ხმა მთელ სავადმყოფოს ესმოდა-ალბად მე აქ არ უნდა შემოვსულიყავი,აქ ისევ დანიელი უნდა შემომეშვა,მაგრამ არ შემეძლო. ნეტავ თუ გესმის ჩემი,ხმა გამეცი დამიანე,თორემ მოვკვდები,მანამდე კი სებასტიანს მოვკლავ და ყველას ვინც ამ საქმეში მიიღო მონაწილეობა,გპირდები არცერთ მათგანს არ ვაცოცხლებ შენ რომ რამე მოგივიდეს,გესმის? შენ ისევ ჩუმად ხარ, ხმას არ მცემ დამიანე. ხმა გამეცი გთხოვ,მიპასუხე დამიანე,მიპასუხე-როგორც ჩანს არ შევცდი, ჩემს ხმაზე ექიმები შემოვარდნენ პალატაში,და ოთახიდან გამათრიეს. "ეს რატომ გამიკეთა?" ვბუტბუტებდი ჩემთვის და კედელთან ნელ-ნელა ვეშვებოდი იატაკისკენ,რომ არა დანიეის მკლავები
-მშვიდად პატარავ,მშვიდად-მხოლოდ ეს გავიგე,მერე ექიმების ყვირილის ხმა,რომლებიც დამიანეს პალატიდან გამორბოდნენ და ღიმილიანი სახეები ჰქონდათ,მერე კვლავ იქ შებრუნდნენ და მერე აღარაფერი მახსოვს,გავითიშე. თვალები,რომ გავახილე,ნაცნობ ადგილზე ვიწექი,ნაცნობი ხალხი დამტრიალებდა თავზე,თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი და დანიელიც დავინახე
-დანიელ,რა ხდება?
-ჩშშ,პატარავ
-დამიანე?-ჩურჩულით ვთქვი,რადგან ხმა აღარ მქონდა
-დამშვიდი პატარავ
-დანიელ,მასთან მინდა წამიყვანე გთხოვ-მუდარით გავხედე და ფეხზე წამოვდექი მაგრამ,მაშინვე ჩემს ადგილზე დამარუნეს -ის ხომ კარგად არის?სად არის დამიანე?-აშკარად მთელი ხმით ვჩხაოდი
-ვუთხრათ?-ალექსის ხმამ,თვალებზე ბინდი გადამიკრა,გულმა ოთჯერ უფრო სწრაფად დაიწყო ფეთქვა
-მეტყვით რა ხდება თუ ამოგწიწკნოთ სიტყვები პირიდან
-უთხარი-თქვა დანიელმა,ამ დროს კი მოთმინების ძაფი გამიწყდა და ბოლო ხმაზე დავუღრიალე
-დროზე ხმა ამოიღეთ რომელიმემ
-მაშონის კარგად არის დამშვიდდი-როგორც ჩანს მთელი სერიოზულობით მითხრა,მაგრამ არ დავუჯერე,ან როგორ უნდა დამეჯერებინა,როცა რამდენიმე საათის წინ მისი აპარატიდან გამორთვას აზრი აღარ ჰქონდა და სიკვდილს გლეჯდნენ ხელებიდან მის თავს ექიმები
-არა,მატყუებთ ხო?იცით მხოლოდ ამ სიტუაცუაში მირჩევნია,რომ წარე სიმართლე მითხრათ ვიდრე ტკბილი ტყუილი
-არა მაშო ის მართალია,დამიანე გადარჩა,შეგიძლია შეხვიდე მაგრამ ჯერ ვერა,ეხლა შენ ხარ სამკურნალო-გადაიხარხარა მათემ,როგორც იქნა მათ სახეებზე სიხარული შევნიშნე
-ანუ არ მატყუებთ?
-რათქმაუნდა არა მაშო,წამო ეხლა ადექი და შედი სანახავად-სიხარულით წამოვფრინდი ფეხზე და მისი პალატისკენ,გული გამალებით მიცემდა,იმაზე მეტად მიცემდა ვიდრე მაშინ,როცა დანიელმა სავადმყოფოფოში დამიბარა. ვუახლოვდებოდი კარებს და თან ვფიქრობდი,რა მოხდებოდა მაშინ,დანიელი რომ შესულიყო პალატაში?მე,რომ არ გამეჩერებინა კარებში და მერე დამიანე ვეღარ მენახა?არა ეს არ მომხდარა,ამიტომ დამშვიდდი მაშო,ვამშვიდებდი თავს.
პალატის კარები ნელა შევაღე,მისი სახე,რომ დავინახე ადგილზე გავიყინე,ნელ-ნელა მივიწევდი წინ და ვხდებოდი,რომ ყველაფერი ძველებურად აღარ იქნებოდა
-გამარჯობა დამიანე-ამ ორ სიტყვაში იმდენი ემოცია ჩავაქსოვე ვერც დავთვლი
-გამარჯობა მაშო-მისი ხმა ისეთი ცივი იყო..
-დამიანე კარგად ხარ?
-აქ რა გინდა?რატომ მოხვედი?-აქ კი გულში რაღაც მწარე ისრები შემერჭო,რომლის ამოცლაც ნამვილად არ იყო ადვილი
-დამიანე,მაპატიე
-რა გაპატიო მაშო?-მისი ხმა ახლა ისეთი ირონიული გახდა..
-მაპატიე ის,რომ თავის დროზე არ გიჯერებდი,მაპატიე ის,რომ თავის დროზე არ გაფასებდი,მაპატიე ის,რომ ამდენი ხანი იტანჯე
-მაპატიე
-შენ რა გაპატიო?-გაკვივებულმა გავხედე,ცოტა დაძაბული ვიყავი,მაგრამ მას ღიმილი არ შორდებოდა სახიდან
-ის,რომ აქდან კულტურულად უნდა გაგაგდო
-რრ..ააა?
-მაშო გადი აქედან
-დამიანე მე..
-მაშო გადი აქედან-მისი ხმა ისეთი მკაცრი გახდა,გულს გაგიყინავდა. მეც უხმოდ დავტოვე პალატა,კარებში დანიელი დამხვდა,ხმა არ გამიცია,ისე გავუარე გვერდით თითქოს უცხო ყოფილიყო
-მაშო ვეღარც მამჩნევ?
-წავიყვანე აქედან-სრულიად უემოციოდ ვთქვი
-მაშო სად მიდიხარ,ძლივს გონს მოვიდა და ახლა ტოვებ?
-მე ვიბრძე ბოლომდე,მაგრამ როგორც ჩანს ტყუილად მიბრძოლია ამდენი-ერთ წერტილს ვუყურებდი და გზას ვაგრძელებდი
-მაშო აქ დაჯექი ფეხი არ მოიცვალო აქედან-სად მქო და წასვლის თავი,ამიტომ პალატასთან სკამზე ჩამოვჯექი
***დამიანე***
როცა მაშო პალატაში შემოვიდა უსე იყო შეცვლილი ვეღარ ვიცანი,მისი ლამაზი ცისფერი თვალები სულ ჩაწითლებოდააგრამ არ შემეძლო მისთვის ეს ყველაფერი მეპატიებინა,მან რომ ჩემი პალატა დატოვა,მაშინ მივხვდი,რომ ყველაფერი დამთავრდა. მერე კარები ოსევ გაიღო,მაგრამ ახლა დანიელი შემოვიდა
-შენ სრულ ჭკუაზე ხარ ბიჭო?-შემოსული არ იყო რომ დამეტაკა
-რა გინდა დანიელ-ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვკითხე
-რა რა მინდა ბიჭო?რა უთხარი მაშოს?
-ვუთხარი წასულიყო-სიმართლის თქმის ხასიათზე დავდექი
-საღოლ ძმაო..მალადეც..იცი?შენს გამო რამდენი,რამ გადაიტანა?ყოველ ღამე ცრემლების ღვრაში ატარებდა და გათენებას უცდიდა,რომ ამ ბინძურ გარემოში მოსული,მხოლოდ შენთვის
-და ეგეც ჩემი ბრალია?მისმინე დანიელ,ჩვენ მას ვაფრთხილებდით და არ გვიჯერებდა. აბა სად ჰყავს სებასტიანი,ახლა,როცა ყველაზე მეტად სჭირდება,სადაა?
-დამიანე თუ ოდნავ მაინც გიყვარს ასე ნუ მოექცევი
-თვითონ,როგორ მომექცა დანიელ
-ის მეტს ვეღარ გადაიტანს,თავს მოიკლავს გესმის?იცი რამდენჯერ მიუსწრო მიკამ,ამ ერთი თვის განმავლობაში? რამდენი დახეულო წერილი იპოვა იცი?მას რომ რამე მოუვიდეს,მეც დამკარგავ დამიანე
-უნდა დავფიქრდე,მარტო დამტოვე კარგი?
***მაშო***
ერთი სული მქონდა,როდის გამოვიდოდა დანიელი პალატიდან. სახლში მისვლას არ ვაპირებდი,რაღა გამაჩერებდა ახლა დამიანესთან ერთად სახლში,ბიჭებს ვსთხოვე რამდენიმე დღე სასტუმროში გავჩერდებოდი და მერე წავიდოდი,სამუდამოდ დავუსვავდი ცხოვრებას წერტილს. არა ვს აღარ ვაპირებ. საქართველოში დავბრუნდებოდი,მერე რა მოხდებოდა?ანდრე ვეღარ მიცნობდა და ისტორია გამეორდებოდა,მაგრამ მე არ მივცემდი უფლებას მისთვის გული ეტკინა ვინმეს
-გოგო,შენ სულ გააფრინე ხო?-ფიქრებიდან მათეს ხმამ გამომარკვია,როცა ჩემი წასვლის ამბავი ვუთხარი
-არსად წახვალ მაშო,მითუმეტეს მათთან,ვისაც საერთოდ არ ეხატები გულზე-საუბარში დანიელი ჩაერია
-აბა აქ რა მინდა დანიელ,რა დამრჩენია აქ?
-მე. ჩემზე არ ფიქრობ?ძლივს გიპოვე და ახლა უნდა მიმატოვო?
-დაგირეკავ ხოლმე
-მაშო თუ გიყვარვართ არ წახვიდე რაა-ხვეწნაზე გადავიდა მათე,მაგრამ მათ ვერ შეძლეს ჩემი დაყოლიება,სასტუმროში მიმიყვანეს,ამაზეც ბევრი ვიჩხუბეთ. სამ დღეში დამიანე გამოწერეს,უკვე ერთი კვირა გავიდა რაც მისი ოთახის კარები სამუდამოდ გამოვიხურე,მთელი ამ დროის განმავლობაში ერთხელ არ მოვუკითხივარ, მხოლოდ ბიჭები მოდიოდნენ და მიკა და ბავშვს ვნახულობდი ხოლმე, ვიცოდი,რომ ჩემი წასვლა გარდაუვალი იყო,გულს მიგლეჯდა ის,რომ დამიამეს არც კი გავხსენებივარ..უკვე 10 დღე გავიდა,მე კი ორ დღეში მივფრინავდი. რას აღარ გავაკეთებდი,წასვლამდე კიდევ ერთხელ მენახა და კიდევ ერთხელ შემოეხედა ჩემთვის ძველებურად,მაგრამ ეს ხომ შეუძლებელი იყო,მე დანიელი გავაფრთხილე,რომ მისთვის არაფერი ეთქვა და ის ვერაფერს გაიგებდა ჩემს წასვლაზე
**დამიანე**
ტელეფონზე მათემ დამირეკა
-რა გინდა-ისეთი ცივი ხმით ვუპასუხე ჩემი ხმა მე ვერ ვიცანი
-რა მინდა კი არა მომისმინე ბიჭო
-აუუ ეხლა შენც ლექციები თუ უნდა ჩამიტარო ჯობია უკვე გამითიშო-სათქმელი არ დავამთავრებინე და მაშინვე დავაყარე სათქმელი
-მომისმინე..ზუსტად ორ საათში აეროპორტში თუ არ იქნები გპირდები ჩემი ხელით მოგიღებ ბოლოს
-რა გინდა ტოო?რა მინდა აეროპორტში
-რა და შენს სიყვარულს ხელი,რომ დაუქნიო შორიდან-რაო?ამ სიტყვების გაგონებაზე ცუდად გავხდი,ნუთუ მართლა ის თქვა რაც ვიფიქრე?
-მოცა რა თქვი?
-რა და ზუსტად ორ საათში აეროპორტში გაჩნდი თქო
-მეღადავებით ხო?-არ ვიჯერებდი,ნუთუ ასე ადვილად მიდიოდა?ასე ადვილად მივიწყებდა?მაგრამ რა გინდა დამიანე ის შენი ხელებით არ გაუშვი?შენი ბრალია ყველაფერი,გოგო მთელი თვე მოსთქვავდა შენ კი რა ქენი?მთელი ბრძოლა წყალში ჩაუყარე დამიანე,ყოჩაღ -არ ისვენებდა ჩემი მეორე მე.
**მაშო**
ჩემი წასვლის დრო დადგა,ეს ის დღე იყო როცა მთელ ჩემს ოცნებებს ქარს ვატანდი,დღე როცა მთელ ჩემს ცხოვრებას ვწყვეტდი ამ ერთი ნაბიჯით. მაგრამ მქონდა სხვა გზა?
წასვლამდე ყველას მაგრამ ვეხუტებოდი,ყველაზე მეტად ჩემი ძამიკო მომენატრებოდა. ბოლო წუთამდე ველოდი დამიანეს გამოჩენას,მაგრამ რა სულელი ვარ ხო?ყველა ბევრი ვკოცნე და ბოლოს ყველაზე ტკბილი ლუკმა შემოვინახე,ჩემი პატარა ნიკი,ეს ბავშვი რამდენ მოგონებებს მახსენებს
-მასო დეიდა ალ მოგენატლები?
-პატარავ,ყველაზე მეტად მომენტრები
-ქომ დამილეკავ ქოლმე?
-რათქმაუმდა პატარავ
-მასო დეიდა კიდე ქო ჩამოქვალ?
-მაშო დეიდა აქ რჩება და არსად მიდის-ამ ბოხმა და თბილმა და ნაცნობმა ხმამ არ ვიცი რა გამიკეთა. სისხლი გამეყინა,სულ ვკანკალებდი,უკან მიბრუნების მეშინოდა,მეშინოდა,რომ ის იქ აღარ დამხვდებოდა. ბავშვი მიკამ გამომართვა თორემ ალბად გამივარდებოდა
-დამიანეე?-ხმა მიწყდებოდა და ნელ-ნელა.მისკენ მივიწევდი
-შენ რაა გეგონა ასე ადვილად გაგიშვებდი?
-დამიანე-ისევ ისე ვთქვი,ის კი ხელებ გაშლილი მელოდა,ელოდა როდის შევახტებოდი გულზე,მეც მეტი რა მინდოდა,მთელი ინერციით ჩამოვეკიდე კისერზე და თავი მის კისერში ცავრგე
-მართლა ჩემი პატარა ბავშვი ხარ რა..-მიჩურჩულა იქვე ყურის ძირში და მსუბუქი კოცნაც დამიტოვა

მახსოვს 2 წლის წინ ძმას ვეკითხებოდი:ძამიკო რა არის სიყვარული? ამის პასუხი ისევ თავად ვიპოვე..უბრალოდ ბოლომდე წაიკითხეთ..
ეს ყველას ცხოვრებაში ხდება,ამას სიყვარული ჰქვია..ნამდვილი სიყვარული ძალიან საინტერესო რამაა..როცა იცი,რომ გიყვარს და უყვარხარ..მფრინავს შევადაროთ..ადამინამა უნდა მოძებნოს ადამიანი,რომელთან ერათადაც დედამიწაზე ივლის ან მასთან ერათად იფრენს..როცა ხვდები,რომ ხელჩაკიდებულები მიფრინავთ ეს ნამდვილი სიყვარულია..რათქმაუნდა მანაც შეიძლება სხვა მფრინავი იპოვოს და მასთან ერთად განაგრძოს ფრენა,მაგრამ მიწაზე თუ დაეშვი,მოსიარულესთან იპოვე შენი ცხოვრების გზა..ყველაზე მაგარი გრძნობაა,როცა ხვდები,რომ ის იპოვე..ძალიან იშვიათია,ეგეთი "მფრინავის" პოვნა..ყველა კი ვერ პოულობს ნამდვილ სიყვარულს..ყველა კი ვერ შეხვდება..მაგრამ ვინც,შეხვდება ძალიან იღბლიანი ადამიანია..
-სიყვარული რაა ბრძენო?
-ორი სული-ერთი ფიქრი, ორი გული-ერთი ფეთქვა
****
მადლობა,რომ ბოლომდე წაიკითხეთ და ახლა ველოდები თქვენს კომენტარებს. მადლობა ყურადღებისთვის :*



№1  offline წევრი ნორმი

ძალიან კარგი იყო,არის ხმოვნებში რააღაც შეცდომები,მაგრამ არაუშავას
--------------------
მორფეოსი

 


№2  offline წევრი anuchki

ღმერთო რამდენი ვიტირე.ძაან მაგარი გოგო ხარ და იმედია ახალ ახალ ისტორიებს მალე დადებ ხოლმეეეე

 


№3 სტუმარი სტუმარი ანი

რამდენი ვიტირე მეც არ ვიცი:( ძალიან მომეწონა შენს ადგილზე რო ვიყო მეორე ნაწილსაც დავდებდი მაგალითად გაგრძელება ექნებოდა, მათი ცხოვრების, ხელს როგორ თხოვდა მერე ბავშვები ეყოლებოდათ და სწორეე ამ დროს დავასრულებდი, მაგრამ მაიც ძალიან მომეწონა❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent