როგორ შემიყვარდა კრიმინალი V თავი (ნაწილი II)
უხმოდ მართავდა საჭეს მამაკაცი , დასაშვებზე ბევრად მაღალი სიჩქარით მიჰყავდა თავისი ჯიპი და ოსტატურად უქცევდა გვერდს, შემხვედრ მანქანებს. არცერთი არ იღებდა ხმას და მხოლოდ ძრავის მონოტონური ღუღუნი არღვევდა მანქანის ჩაბნელებულ სალონში გამეფებულ დაძაბულ ატმოსფეროს...სრულ მდუმარებაში გაიარეს დიღმის მასივი და ქალაქის გასასვლელისკენ მიმავალ აღმაშენებლის ხეივანს დაადგნენ. - სად მივდივართ? - ის იყო ავტობანზე გავიდნენ, დუმილი რომ დაარღვია ნიამ. მგზავრის სავარძელში ერთიანად დაძაბული იჯდა და გაურკვეველი სიტუაციისგან თუ მამაკაცისგან წამოსული სუსხისგან, უხვად რომ იმეტებდა მისთვის, ერთიანად დაძაბულიყო და ლარივით დასჭიმვოდა მთელი სხეული. - არსად…- ისე უპასუხა მამაკაცმა, საქარე მინისთვის არც მოუშორებია მზერა. - რას ნიშნავს: არსად?! - მისკენ მთელი ტანით შებრუნდა შუბლშეკრული ქალი , თუმცა პასუხად მხოლოდ ყინულივით ცივი დუმილი მიიღო- მისმინე…არვიცი სად ჯანდაბაში მიგყავარ, სიმართლე გითხრა არც მაინტერესებს...უბრალოდ, მოაბრუნე მანქანა და სახლში წამიყვანე! - კრგი რა...გავისეირნოთ ცოტა... - ცივად გაიცინა მამაკაცმა , მაგრამ ის რაც ხდებოდა, ძალიან შორს იდგა სეირნობისაგან: შავი რენჯროვერი იმდენად არანორმალური სიჩქარით მიქროდა ლამპიონებით განათებულ ავტობანზე, რომ ნია საქარე მინიდან ცვალებადი ჰორიზონტის აღქმას ვერც კი ასწრებდა...მიუხედავად ესეთი დიდი სიჩქარისა , აბაშიძე მაინც ოსტატურად უვლიდა გვერდს ავტობანზე გვიან ღამემდე შემორჩენილ მანქანებს და ყურადღებას არ აქცევდა მათი მძღოლების გაბმულ სიგნალებს. -შენ! სულ გაგიჟდი….რა ჯანდაბას აკეთებ? ორივე დავიხოცებით...გესმის? -ტონს აუწია უკვე გვარიანად შეშინებულმა ქალმა, რომლის მკერდში მოფართხალე გულს, ვენებში მომსკდარი ადრენალინის ზედმეტი დოზის წყალობით, ყურისწამღები ბაგა-ბუგი გაუდიოდა - ნამდვილი შეშლილი ხარ...არანორმალური...გააჩერე მანქანა! საჭეზე ჩაფრენილ მამაკაცს კი მისი სიტყვები თითქოს არც კი გაუგონია, მხოლოდ სიჩქარეს გადამრთველს დასწვდა და მანქანამაც იმწამსვე ორჯერ მეტი სისწრაფით განაგრძო სვლა. -გთხოვ...გააჩერე ეს წყეული მანქანა.. -მუდარა შეერია ნიას ხმას, რომელსაც სუნთქვა დამძიმებოდა და შიშიჩაბუდებული თვალებით ახლა უკვე სპიდომეტრს არ აცილებდა მზერას..სულ ცოტა აკლდა და ნერვებისაგან ნამდვილად აეტირებოდა -ეს სახუმარო არ არის...ლუკა, გესმის? ღმერთო, ფრთხილად!!- ქალის სასკწარკვეთილმა კივილმა აავსო სალონი, აბაშიძემ კი წამის უსწრაფესად მათკენ მომავალი ნაცრისფერი ჰიუნდაი აღიქვა,რომელიც საპირისპირო ზოლზე გადმოსულიყო და უზარმაზარი სატვირთოსთვის ცდილობდა გასწრებას...გულისგახეთქვამდე მისულმა ქალმა სახეზე აიფარა ხელები და გარდაუვალი ტკივილის მოლოდინში მთელი სხეული დაეჭიმა , მაგრამ აბაშიძემ შეძლო და მოასწრო რეაგირება წინ მომავალ მანქანას საჭის მკვეთრი მოძრაობით ოსტატურად აუქცია გვერდი და რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ , კენჭებით მოხრეშილ გზის საავარიო ნაწილზე საბურავების ყურისწამღები წივილით შეჩერდა...ჰიუნდაის მძღოლმა, ისე რომ სვლა არ შეუნელებია გაბმული სიგნალით ჩაუქროლა და საკუთარ ზოლში გადასული მალევე გაუჩინარდა დიდი სისწრაფით მიმავალი.. გასკდომამდე მისული გულის ბაგაბუგი ესმოდა მხოლოდ და საკუთარი დამძიმებული სუნთქვის ხმა , ყურებს რომ ატკიებდა...სახეზე აფარებულ ხელებს არ იშირებდა და გრძნობდა გადატანილი შიშისგან როგორ ემჩვარებოდა სხეული , ეცლებოდა ძალა და ძალიანაც რომ მოენდომებინა, იცოდა ერთი სანტიმეტრითაც ვერ შეძლებდა აცახცახებული სხეულის გატოკებას...ასე იჯდა ხელებში თავჩარგული, თვითონაც არ იცოდა რამდენი ხანი. ორგანიზმიდან თანდათან გამოიდევნა ადრენალინის ჭარბი დოზა,დასაშვებ ნორმას საკმაოზე მეტად გადაცდენილმა პულსაციამ იკლო და გულის ყურისწამღები ბაგაბუგისგან დაწმენდილმა სმენამაც ქარის ზუზუნი და მაგისტრალზე პერიოდულად მქროლავი მანქანების ხმა აღიქვა...ნელა მოიშორა სახიდან ჯერ კიდევ აკანკაკებული ხელები და გაჭირვებით შეაღო კარი, ასევე გაჭირვებით გადმოიტანა სალონიდან მომჩვარული სხეული და მთელი არსებით შეისუნთქა შემოდგომის ღამის ჰაერი…სუნთქვა უჭირდა და ფეხზე დგომაც.ლამის უღალატეს კიდეც ძალაგამოლეულმა , სისუსტე ჩამდგარმა მუხლებმა. თავად ამ ყველაფრის შემოქმედი კი, ჯიპის ძარას მიყრდნობოდა, ტუჩებს შორის ანთებული სიგარეტის ღერი მოექცია და ისე უემოციოდ აკვირდებოდა სახეგაფითრებულ, ქარისგან თმა აფრიალებულ გოგონას , ვერც გაიგებდით რას ფიქრობდა ან იმ წუთას. უეცრად მოწოლილი ბრაზისგან ვენებში სისხლი აუდუღდა სანიკიძეს და ისეთი ენერგიის მოზღვავება იგრძნო, წეღან თუ სისუტისგან ძლივს მოძრაობდა , იმ მომენტში ფრონტზე რომ გაეშვათ, აფხაზეთის ომს მოიგებდა თანაც მარტო... -შე ნაბი*ვარო...უხ შე ნაბი*ვარო!!! როგორ მეზიზღები! რომ იცოდე , როგორ...რატომ გადაგეყარე საერთოდ...რატომ???ჰა? რატომ!!- აკივლდა ბოლო ხმაზე სიბრაზისგან სახეწაშლილი და მამაკაცისკენ სწრაფად გაწეულმა გაშლილი ხელისგულები მთელი ძალით მიარტყა მკერდზე...გულმა კი ხელმეორედ ატეხა ბაგაბუგი, აბაშიძის ძლიერი თითები მაჯებზე რომ ჩააფრინდნენ, ვეღარც ის გაიაზრა როგორ აღმოჩნდა კაცის სხეულსა და მანქანის ძარას შორის მომწყვდეული...მიჯახებისგან გამოწვეული ტკივილისგან სახე დაემანჭა და წამის შემდეგ მისკენ დახრილი მრისხანებისგან ანთებული სახე და აბაშიძის ღრიალიც აღიქვა: - მე, შენ!!!! საჭიროზე მეტჯერ გაგაფრთხილე...საჭიროზე მეტჯერ გითხარი : რომ თავი შორს დაგეჭირა ჩემგან!!! გაგაფრთხილე, ხო?? გითხარი?? ხო გაგაფრთხილე ეს დედამოტყნული??? რატომ მებლანდები მაინც ფეხებში??? - გამიშვი , შე ავადმყოფო! - თავის გათავისუფლებას ეცადა სიბრაზისგან და უსუსურობის შეგრძნებისგან თვალებამღვრეული ქალი, თუმცა თავისზე ორჯერ მეტი მასის სხეულს მჭიდროდ რომ ჰყავდა მომწყვდეული, ძვრაც ვერ უყო. - რა დაგიშავე? რაა?? მითხარი ერთი, რა და-გი-შავე! ესე რომ მომიძულე და შენს "სითბოს" არ მაკლებ შეხვედრის დღიდან…ხან იარაღს რომ მიტრიალებ შუბლზე, ხან ავტობანზე სულის გასაფრთხობად მიმეტებ...არადა ღმერთმა იცის...ღმერთმა ხომ მაინც იცის , არა?- საჩვენებელი თითი ცისკენ აიშვირა ქალმა...გრძნობდა ხმა თანდათან როგორ უტყდებოდა და უნდოდა ეტირა...არა კი არ ეტირა, ებღავლა ბოლო ხმაზე, მაგრამ აბაშიძის წინაშე სისსუსტის გამოჩენა უფრო მეტად არ უნდოდა, ამიტომ იყო გაჭირვებით რომ იკავებდა ხორხში გაჩხერილ მკაწრავ ბურთს - შენი დახმარების მეტი მე...საერთოდ არაფერი მინდოდა...საერთოდ არაფერი...და რით დავიმსახურე შენი ესეთი სიყვარული ბოლოსდაბოლოს მეტყვი?- ნერვების პიკზე მისულმა ბოლო ხმაზე აუწია ყვირილს, უფრო კი გაბზარული ბგერების დასაფარად... ყბებდაჭიმულმა მამაკაცმა, თვალები რომ დაწითლებოდა მრისხანებისგან და თითქოს სახიდან ყველა ემოცია ჩამორეცხოდა .ერთხანს უხმოდ უყურა სახეზე, ისე თითქოს რენტგენში ატარებსო...შემდეგ კი ქალმა გააზრებაც ვერ მოასწრო , ისე სწრაფად და მტკივნეულად შემოეჭდო ყბებზე ძლიერი თითები სახე კი იმდენად ახლოს მიუახლოვდა , მისი კანის სიმხურვალეს გრძნობდა საკუთარზე. -მისმინე.. - გამიშვი! - თავის გათავისუფლებას შეეცადა ნია. - მისმინე - მეთქი!- კბილებში გამოცრა აბაშიძემ და უფრო ძლიერად წაუჭირა თითები - შეგიძლია უბრალოდ ტრა*კში გაიკეთო შენი დახმარების სურვილი,, რომელიც არ მახსენდება რომ ვინმეს ეთხოვოს... საერთოდ არავის ...ბოლოჯერ გეუბნები და გაფრთხილებ : შემეშვი და თავი შორს დაიჭირე ჩემგან!! ეხლა მე შენ...უკან დაგაბრუნებ მერე კი ერთხელ და სამუდამოდ აორთქლდები ჩემი ცხოვრებიდან...ნუ თუ სურვილი არ გექნება- გაეცინა მაგრამ მალევე ჩამოერეცხა სახიდან სიციილი- ცამდე მართალი ვიქნები როდესაც მაგ უტვინო თავს გაგიხვრეტ! - შემდეგ კი ხელი ერთიანად უშვა და ცივად მოშორდა. - იცი რას გეტყვი? - ქარისგან აწეწილი თმა აკანკალებული თითებით ყურებსუკან გადაიწია ნიამ და მამაკაცს გაუსწორა ზიზღით სავსე მზერა - უმადურო ნაბი*ვარო...ჯანდაბამდეც გზა გქონია და კიდევ იმის იქითაც…შენი გზა კი...შენი გზა ოთხ ფიცრამდე და მიწიდან სამ მეტრზე მიდის...ჰოდა, სულ ბედნიერად და სულ კარგად იყავი! - თანდათან უწევდა ტონს სივმბრაზისგან გასკდომამდე მისული გოგონა - ბედნიერი ვიქნები...კიი..ძალიანაც ბედნიერი ვიქნები შენი სიკვდილის ამბავს რომ გავიგებ და გპირდები...სიტყვას გაძლევ... ვარდების დიდ თაიგულსაც დიდი სიმოვნებით მოვიტან შენს საფლავზე!- თვითონაც ვერ გაიგო რატომ აემღვრა თვალები ან რატომ მოეწურა გული თავისივე სიტყვებზე...ვერც იმას მიხვდა ცხელმა ცრემლების ნაკადმა როდის დაუფარეს მთელი სახე...ბრაზით შეიწმინდა ცრენლები და ტუჩებმობრეცილი მთელი მონდომებით შეეცადა გულის დაწყნარებას, თვითონაც რომ ვერ გაეგო ტკივილისაგან რა ჯანდაბად ეკუმშებოდა მკერდში. - დაჯექი!- ცივად მიუგდო ტირილისგან სახე დასიებულ გოგონას აბაშიძემ, რომელსაც მისი ემოციური გამოსვლა აშკარად ფეხებზე ე*კიდა, თავისი მანქანისკენ პირველი დაიძრა და მძღოლის კარი გამოხსნა. - მეღადავები??... - სიმწრისაგან გაეცინა ნიას და იგრძნო ჯერ კიდევ დაუცხრომელი სიბრაზის ახალმა ტალღამ როგორ შეუტია - არა ნამდვილად მეღადავები...დამცინი...იდიოტო! - ახლიდან აკივლდა საბოლოოდ წყობ9იდან გამოსულმა ქალმა და ბრაზით სავსე თვალები შეანათა ერთი თავით მაღალ მამაკაცს- აი ამ ტრაილერს შევუვარდები, ნებისმიერ გამვლელს გავყვები...გესმის??ნებისმიერს! მაგრამ შენს წყეულ მანქანაში არ ჩავჯდები! - მორჩი ისტერიკას…სამამდე ვითვლი და გტოვებ...ბო*ისშვილი ვიყო, საერთოდ არ შემეცოდები…- გაეცინა აბაშიძეს და ისე მოთავსდა საჭესთან მისთვის არც შეუხედია. ცარიელ ავტობანზე ,ბრაზისგან ერთიანად აკანკალებული შუა გზაზე იდგა სანიკიძე და ვერ გადაეწყვიტა რა ექნა. ერთხანს სიძულვილით სავსე მზერით ბურღავდა აბაშიძის,რომლის მანქანაში ჩაჯდომას, ნამდვილად ყველაფერი ერჩია , მაგრამ შუაღამეს ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით სრულიად მარტო დარჩენა,სადაც კაციშვილი არ ჭაჭანებდა კარგ აზრად არცერთ ვარიანტში არ ჟღერდა. თავის დანაპირებს უყოყმანოდ რომ შეასრულებდა აბაშიძე და ისე დატოვებდა, უკან არც მოიხედავდა, არც ამაში ეპარებოდა ეჭვი. -შე ნაბი*ჭვარო !- უმწეო ბრაზით გამოცრა ბოლოს კბილებში და უკვე დაძრული ჯიპის კარი თითქმის გამოგლიჯა-როგორ ვერ გიტან! როგორ ვერ გიტან!!! შენ ხომ ადამიანი არა ხარ!- ბრაზისგან აკანკალებული თითებით შეიკრა ღვედი და კიდევ ერთხელ სიძულვილით გახედა გვერდზე სავარძელში მჯდომს სრულიად უემოციოდ რომ შეხვდა მის სიტყვებს და იმავე აწყვეტილი სიჩქარით დაძრა მანქანა. ხმისამოუღებლად იჯდა და ემოციურად და ფიზიკურად ერთიანად ძალა გამოცლილს ლაპარაკის არავითარი სურვილი არ ჰქონდა. დუმილს არ არღვევდა აბაშიძეც თბილისის.შესასვლელთან იყვნენ უკვე, ლუკას ჯიპს საპატრულო ეკიპაჟის ნაცრისფერი ფორდი ამოუდგა უკან და იმ წამსვე ხმის გამაძლიერებლებში ბრძანებაც გაისმა: - რენჯ როვერი...გადააყენე! აბაშიძემ, რომელმაც ჩათვალა რომ მისი ნომერი სიჩქარის გადაჭარბების გამო იყო ეკიპაჟისთვის გადაცემული, წინაღმდეგობის გარეშე შეასრულა მათი ბრძანება.მანქანა საავარიო ზოლში გადააყენა და იქვე შეაჩერა , დაელოდა სანამ ოფიცერი მიუხლოვდებოდა და მის მოთხოვნაზე ასევე მშვიდად გაუწოდა საბუთები. ოფიცერმა, სახელად ვალერიმ, ლუკას პირადობა მეწყვილეს აჩვენა და ოდნავგასაგონად გადაუჩურჩულა: - ესაა? - ეგაა. - დაუდასტურა მეწყვილემ. - გასაგებია .. - ჩაილაპარაკა ვალერიმ და მანქანაში მყოფებს მიმართა - მანქანიდან გადმოდით ! - რატომ? - იკითხა ლუკამ - თქვენი მანქანა უნდა გავჩხრიკოთ - უპასუხა ვალერიმ და თავისი სიტყვების დასტურად, როგორც კი შიგ მყოფებმა მანქანა დატოვეს, მაშინვე სალონის დათვალიერებას შეუდგა . ნია, რომელმაც კარგად იცოდა რომ უბრალო სიჩქარის გადაჭარბებას ამხელა ამბავი არ მოყვებოდა, აბაშიძესთან ახლოს აიბუზა . - რა ხდება?- აღელვებულმა უჩურჩულა მამაკაცმა, რომელმაც მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა. ხუთ წუთიანი მდუმარე ჩხრეკის შემდეგ ვალერიმ მეწყვილეს თვალებით რაღაც ანიშნა, ამ უკანასკნელმა კი ლუკას მიმართა: - მანქანისაკენ შეტრიალდი და ხელები კეფაზე დააწყე! - რა ხდება?- გამოცრა გაღიზიანებულმა ლუკამ - ვერ გაიგე რაც გითხარი?- ხმას აუწია ვალერის მეწყვილემ და ხელი გამაფრთხილებლად წაიღო იარაღის ბუდისაკენ - შეტრიალდი და ხელები კეფაზე!.. - რა ხდება ?- მღელვარედ იკითხა ნიამაც - თქვენ ადგილზე დარჩით!..-უბრძანა ოფიცერმა ქალს ლუკამ წამიერი ყოყმანის შემდეგ შეასრულა ოფიცრის ბრძანება , მანქანისაკენ შეტრიალდა და ხელები კეფაზე შემოიწყო. იმწამსვე ვალერიმ ხელები უკან მოუქცია და ცივი ბორკილებით შეუბოჭა მაჯები. - ამასაც იმავეს უპირებდი ?- თავით ნიაზე ანიშნა ვალერიმ , ერთიანად დაბნეული და ემოციებისგნ გაწურული რომ აკვირდებოდა შექმნილ სიტუაციას. - რას ბოდავ , ყ*ეო? - წარბები შეკრა ლუკამ - ამ გოგოსაც ისევე უპირებდი მოკვლას , როგორც შენი ყოფილი შეყვარებული ლიკა სამხარაძე მოკალი? - აუღელვებლად ჰკითხა ვალერიმ - შენ შიგ ხომ არა გაქვს?.. - გაეცინა ლუკას - მაგრამ , ქალბატონო , სავარაუდოდ, თქვენი მეგობრის მანქანაში ის იარაღია აღმოჩენილი , რომლითაც რამდენიმე საათის წინ, ლიკა სამხარაძე და დედამისი მოკლეს - თქვა ვალერიმ და მანქანიდან "ამოღებული" იარაღი პოლიეთილენის პარკში მოათავსა - ტყუილია..- მღელვარედ გაიმეორა ნიამ , რომელმაც არც ისე სასიამოვნოდ გასახსენებელი მოგონებებიდან კარგად იცოდა რომ ლუკას იარაღი მთლიანად შავი იყო და არა ნაცრისფერი. - ამას უკვე გამოძიება გაარკვევს. - მშრალად ჩაილაპარაკა ვალერიმ , მეწყვილეს ანიშნა წავედითო, აბაშიძე საპატრულო მანქანის უკანა სავარძელზე მოათავსეს და მაშუქების ციმციმით დაიძრნენ ადგილიდან. ნიას ბევრი აღარ უფიქრია, ლუკას ჯიპში ჩაჯდა , ძრავი ჩართო და ნაცრისფერ ფორდს უკან მიჰყვა. *** უფრო ზუსტი ცნობები იმის შესახებ, თუ რაში ედებოდა ბრალი , ლუკამ განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ გაიგო . ლიკა სამხარაძისა და დედამისის გვამები, პოლიციას აეროპორტისაკენ მიმავალ გზაზე, საღამოს შვიდ საათზე ეპოვა. იმის საფუძველზე, რომ სამხარაძემ ორი თვის წინ ლუკას წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი ფიზიკური ძალადობის ბრალდებით, პირველ ეჭვმიტანილად სწორედ აბაშიძე დაასახელეს. გამოძიების ვერსიით, ლუკამ ყოფილი შეყვარებული შურისძიების მიზნით მოკლა, ხოლო მოხუცი ქალი , როგორც მოწმე თავიდან მოიშორა. ბრალდების მხარეს საკმაოდ ბევრი სამხილი ჰქონდა და აბაშიძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ორი ათეული წლის გატარება მაინც მოუწევდა ციხეში... ლუკა დაკითხვის ოთახში ელოდა თავის ადვოკატს. დავითმა ბევრი ალოდინა, შეხვედრაზე დროულად გამოცხადდა და ოთახში შესული მძიმედ დაეშვა სკამზე. -ტ*რაკში ვართ. - ყოველგვარი შელამაზების გარეშე , აღელვებით დაიწყო იურისტმა - იარაღი რატომ არ მოიცილე? - ლიკა მე არ მომიკლავს... - მხრები გულგრილად აიჩეჩა აბაშიძემ - აბა ჩაგიდეს ? - ჩამიდეს...პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით...- მშვიდად უპასუხა ლუკამ და იურისტს სიგარეტის ღერი ჩამოართვა. - შუბლი მძიმედ მოისრისა ადვოკატმა -ჩხრეკას ვინ ესწრებოდა? - ნია იყო ჩემთან ერთად... -ძალიან კარგი...მოველაპარაკოთ იმ გოგოს რომ სასამართლოზე ის ილაპარაკოს რაც ჩვენ გვაწყობს და ეს მნიშვნელოვნად წაგვიკრავს ხელს... - არა.- გულგრილად უპასუხა აბაშიძემ. - რატომ ლუკა? - ხელები გაშალა ადვოკატმა- ახლა მარტო ის გოგო და მისი შეცვლილი ჩვენება თუ გვიშველის... - მე არ მინდა მისი ამ საქმეში გარევა... -ის , ისეც და ასეც უკვე გარეულია...რაზე ღელავ არ მესმის? -ხელები ფართოდ გაშალა დავითმა- მისმინე...პირადად მე მოველაპარაკები, თბილად და ტკბილად, ყოველგვარი დაშინების გარეშე... -დავით , მე უკვე ვთქვი არა !- მშვიდი, მაგრამ ყინულოვანი ცივი ტონით მოუჭრა ლუკამ და გამაფრთხილებელი მზერა მიაბჯინა ადვოკატს. - მაგ გოგოს, ახლოსაც არ გაეკარო. შიოშვილი, რომელსაც ვერაფრით გაეგო ლუკას პოზიცია, ერთხანს დადუმებული, ყურადღებით აკვირდებოდა თავისი დაცვის ქვეშ მყოფს.ბოლოს კი მზერადავიწროებული გამომცდელად დაეკითხა: - ვინ არის ეგ გოგო? - არავინ...- მშვიდად უპასუხა ლუკამ. - მაგრად მიქარავ, რა... - ხელი აიქნია საბოლოოდ გაღიზიანებულმა - თუ ის გოგო არა, მაშინ თვითონ მითხარი რა გავაკეთო? იმიტომ რომ მე სხვა გზას ვეღარ ვხედავ. - რა სასოწარკვეთა დაგემართა, დავით.. - გაეცინა ლუკას - ჯერ-ჯერობით მთავარი იარაღი არ გამოგვლევია, რომელიც ყველა სამხილზე და კანონზე ძლიერია - რა არის ეგ იარაღი? - თვალები მოჭუტა გულხელდაკრეფილმა შიოშვილმა. - ფული , დავით , ფული.. - თვალები აატრიალა ლუკამ - საქმეს ვინ იძიებს? - ერთი გამომძიებელი თბილისის სამმართველოდან.. - მოსამართლე და პროკურორი? - პროკურორზე საიმედოს ვერაფერს გეტყვი, თავის საქმეზე და პოლიციელის ფიცზე თავდადებული ტიპია, ასე რომ მოსყიდვაზე ფიქრიც ზედმეტია.. აი, მოსამართლეზე და გამომძიებელზე ფიქრი შეიძლება - ორივეს დაელაპარაკე!- უბრძანა ლუკამ - დიდ სტავკას მოგვიხევენ - სახე უკმაყოფილოდ დამანჭა შიოშვილმა - მ*იდია - მხრები გულგრილად აიჩეჩა ლუკამ - კომპანიის ნახევარი ბიუჯეტიც რომ მოგვთხოვოს მივცემთ.. ნაბოზრების შემოტენილი საქმის გამო აქ ჯდომას არ ვაპირებ.. - როგორც იტყვი, მაგრამ მანამდე სხვა ვარიანტებიც გვაქვს : საპროცესო, თავდები.. - მე არც ერთი არ მაწყობს..- შეაწყვეტინა ლუკამ- დღესვე დაუკავშირდები გამომძიებელს და რამდენსაც მოითხოვს იმდენს დაუსვამ ანგარიშზე, ხვალ დილით კი უკვე თავისუფლების ცნობას მომიტან.. შიოშვილი მეტჯერ აღარ შეწინააღმდეგებია, უსიტყვოდ დაუქნია თავი, სკამიდან ისეთი ოხვრით წამოდგა, თითქოს მთელი ქვეყნის სადარდებელი მას ეკიდა მხრებზე და ოთახიდან გავიდა. *** შიოშვილს რამდენიმე დღე დასჭირდა საქმის სისრულეში მოსაყვანად, მაგრამ აბაშიძის დავალება მაინც შესრულდა. იურისტმა მაშინვე მოიძია მოსამართლისა და და გამომძიებლის ნომრები და მათთან ხანმოკლე სატელეფონო საუბრების შემდეგ ყველაფერი ლუკასთვის სასიკეთოდ დალაგდა.. საქმეში მოულოდნელად გამოჩნდნენ ცრუ მოწმეები, რომლებიც მკვლელობის მომენტში აბაშიძის დანაშაულის ადგილიდან მოშორებით , ტესტორან "ივერიაში" ყოფნას ადასტურებდნენ და ამით ლუკას მყარ ალიბს უქმნიდნენ.. ასეთივე წარმატებით გაქრა საქმიდან დანაშაულის მთავარი მტკიცებულება- მაკაროვის ტიპის იარაღი და მოსამართლესაც "სხვა რაღა დარჩენოდა ", წინასწარი პატიმრობის გარეშე გაათავისუფლა. შენობიდან გამოსულს კი ნია სანიკიძე შეეგება მოულოდნელი სტუმრის სახით.აბაშიძის გვერდით მომავალმა გიორგიმ მხოლოდ ორაზროვნად წაუსტვინა და მანქანაში პირველი ჩაჯდა. - როგორ ხარ? - მწვანე თვალები შეანათა ნიამ მამაკაცს, რომლებშიც აშკარად იკითხებოდა ცოტა ხნის წინ გადატანილი მღელვარების კვალი. - კარგად… - მოკლედ მოუჭრა აბაშიძემ და გამომცდელად შეათვალიერა გოგონა, რომელიც უხერხულად იწურებოდა და ეტყობოდა, რომ არ იცოდა საიდან დაეწყო სათქმელი. -შენთან რაღაც საქმე მაქვს... -ჰაერის ღრმად შესუნთქვის შემდეგ დაიწყო ნიამ და მზერა გაუსწორა ერთი თავით მაღალ მამაკაცს, რომელსაც ეტყობოდა რომ მას აღარ უსმენდა. მთელი ყურადღება კი სხვაგან ჰქონდა მიმართული. მის მზერას თვალი გააყოლა და მანაც შენიშნა მისი ინტერესის ობიექტი: ჯინსებსა და შავ სვიტერში გამოწყობილი მაღალი , ლამაზი ქალი, თავის მანქანასთან რომ იცდიდა და ჩანდა რომ მათი საუბრის დასრულებას ელოდებოდა. აბაშიძემ, შორიდანვე შენიშნა ქალის სახეზე გამოხატული მღელვარება და ინტუიციით მიხვდა რომ , გამომძიებლის ქალიშვილს რაღაც მნიშვნელოვანი ჰქონდა მისთვის სათქმელი. - შენი საქმე ცოტა ხნით ვერ მოიცდის ? - მიუბრუნდა ნიას. - მოიცდის, კი...საჩქარო არაფერია...- ჩამქრალი ხმით უპასუხა ნიამ და თვალი მოარიდა, შემდეგ კი მზერა გააყოლა ქალისაკენ დინჯი ნაბიჯით დაძრულ მამამაცს. მერე კი თვითონაც ვერ მიხვდა რა იყო ის უსიამოვნო , მისთვის აქამდე გამოუცდელი და უცნობი გრძნობა...მომენტალურად დაუკითხავად რომ მოაწვა მთელ არსებაში და გულში უსიამოვნოდ გაუარა, იმის დანახვაზე თუ როგორი ლაღი სიცილით შეხვდა ქალი აბაშიძეს და როგორ მოეხვია ამ უკანასკნელს. - გილოცავ სვაბოდაზე დაბრუნებას... - სიცილით შეეგება თიკა, მაგრამ ლუკას მაინც არ გამოპარვია მის ხმაში გარეული სევდის ნოტები. - რა მოხდა? - თვალი თვალში გაუყარა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა. ქალმა ერთი ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, სახეზე ძლიერად მოისვა ხელები , შემდეგ კი ისევ გაუსწორა მამაკაცს მზერა. - სადმე სხვაგან ვილაპარაკოთ... - ხმადაბლა მიუგო და მათკენ ინტერესით მომზირალ ხალხს , რომლებიც ისე უყურებდნენ თითქოს რენტგენში ატარებდნენ, თვალი აარიდა. - ჩემთან წავიდეთ… - წინააღმდეგობა არ გაუწევია ლუკას , რომელსაც განყოფილებაში გატარებული ღამის შემდეგ შხაპის ქვეშ დგომის და დასვენების გარდა არაფერი უნდოდა. გაუნძრევლად იდგა ცხელი წყლის ქვეშ,სახეს ჭერიდან უწყვეტ ნაკადად წამოსულ წყლის ჭავლს უშვერდა და უბრალოდ ცდილობდა მთელი ღამის უძილობა და დაღლილობა ჩამოერეცხა... - წინააღმდეგი ხომ არ იქნები, მეც რომ შემოგიერთდე?- ქალის ვნებით გაჟღენთილმა ხმამ აიძულა თვალები გაეხილა და აბაზანის შესავლელში მდგარი სრულყოფილება აღექვა, რომელიც სრულიად შიშველი, მაცდურად უღიმოდა. ნებართვას არც დალოდებია, მისთვის თვალმოუშორებლად კატასავით მოხდენილი ნაბიჯებით დაიძრა მისკენ...სხეული თავისით მოუდუნდა მამაკაცს, ალავიძე ჯერ აუჩქარებელი კოცნებით რომ დაუყვა მის მკერდს,მუცელს შემდეგ კი მუხლებზე დამდგარმა ტუჩებს შორის მოიქცია მისი ყველაზე მგრძნობიარე ორგანო...ერთი ხელის თითები თმაში შეუცურა , მეორე გაშლილი ხელის გულით კედელს მიეყრდნო და სრულიად მოდუნებული მთლიანად სიამოვნებაზე კონცეტრირდა.... *** აბაშიძე არ აჩქარებდა ქალს , რომელიც ზანტად ეწეოდა სიგარეტს, მდუმარედ გაყურებდა ჰორიზონტს და და გულმოდგინედ ცდილობდა სახიდან ემოციების დამალვას. მაგრამ ლუკა მაინც ხვდებოდა რომ გამომძიებლის ქალიშვილი რაღაცას გვარიანად აეღელვებინა, მის შინაგან მდგომარეობას კი თვალებში ჩამდგარი ფარული სევდა და ნატიფი, შესამჩნევად ათრთოლებული თითები გასცემდნენ, სიგარეტი რომ მოექცია. - მამაჩემის მოკვლა სცადეს…- როგორც იქნა დაარღვია დუმილი ქალმა, სიგარეტის ნამწვი საფერფლეში ჩაასრისა და იმ წამსვე მეორეს მოუკიდა.-მის სისხლში საწამლავის კვალია აღმოჩენილი…მართალია არ მომკვდარა, მაგრამ სამუდამოდ პარალიზებული იქნება...მხოლოდ ისუნთქებს და ეგ იქნება, მოძრაობას და საუბარს კი ცხოვრების ბოლომდე ვეღარ შეძლებს…მაგრამ სულერთია, ის ხომ არაკაცია...რამდენი ადამიანი გაამწარა...ის მიიღო რაც დაიმსახურა.. - ჰორიზონტს თვალს არ აცილებდა, ისე საუბრობდა ალავიძე. ლუკამ შენიშნა, რომ ქალი გულგრილი პოზის მიღებას ცდილობდა, მაგრამ თვალები ჰყიდნენ , რომლებში ჩამდგარი სისველეც თანდათან იკრებდა ძალებს.ამ ამღვრეული თვალებით ისეთი ლამაზი იყო, თვალის მოშორება დაგენანებოდათ და ლუკამ, რომელმაც თვითონაც კარგად იცოდა რას ნიშნავდა მშობლის დაკარგვა, ცხადად გაითავისა მისი ტკივილი და ისიც რომ ამ მომენტში, ნებისმიერი სანუგეშო სიტყვა უაზრო და არაფრის მომცემი იყო...მისმა თითებმა ავტომატურად გაიწიეს ქალის სახისკენ და ფრთხილად მიეფერნენ ყვრიმალზე...ალავიძისთვის თითქოს ეს უკანასკნელი წვეთი იყო: ტუჩები მომენტალურად დაებრიცა სატირლად , ბარიერ მოხსნილმა ცრემლების ნაკადმა კი ძალდაუტანებლად იწყეს დენა… -ჯანდაბა...- ხელისგულებით სწრაფად შეიმშრალა ცრემლები, აკანკალებული თითებით ისევ სიგარეტს მოუკიდა, მერე კი კვლავ აბაშიძეს გაუსწორა მზერა და ისე დააკვირდა თვალის მოუშორებლად მომზირალს, თითქოს მის რენტგენში გატარებას ცდილობდა.-ვიცი რომ მამაჩემი შენთვის მუშაობდა…-დაიწყო ფრთხილი ხმით-და ისიც ვიცი აქ რისთვისაც დაბრუნდი…- დაამატა რამდენიმე წამის შემდეგ, დუმილი რომ მიიღო პასუხად. - რისთვის დავბრუნდი?- სიგარეტს მოუკიდა ლუკამ და უემოციოდ გახედა. - იმ ამბის გამო, რომელიც ათი წლის წინ მოხდა…-უტეხად უპასუხა ქალმა.იმავე დუმილის და უემოციო მზერის მიღების შემდეგ განაგრძო:- შენი დაბრუნება , მამაჩემთან შენი კავშირი...ყველაფერი დავალაგე რაც მქონდა და ამ ლოგიკურმა ჯაჭვმა კი იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ მამაჩემი იმავე ადამიანებმა მოწამლეს , ვინც შენი დის ამბავში არიან გარეული...აბა რას იტყვი...სწორად მივხვდი? - ჩემთან რატომ მოხვედი? აქ და ახლა... -მინდა, რომ დაგეხმარო. - იყო პასუხი, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე. ლუკამ, ცოტა ხანს კიდევ უყურა თვალმოუშორებლად, გაუგებარი მზერით. მომენტალურად კი ისეთი ხარხარი აუტყდა, გვერდზე მაგიდაზე მსხდომებმა ყურადღებით გადმოხედეს. -ჯანდაბა...რა არის სასაცილო? - გამოცრა მისი რეაქციით ნაწყენმა ალავიძემ. -ანუ გინდა რომ ჩემი პაძელნიკი გახდე? - მზერა დაავიწროვა ლუკამ და ისე გახედა ქალს. -სწორად გაიგე... - რას სულელობ , თინათინ? -რას ვსულელობ , ეგ მე ვიცი. შენ რა პასუხს მეტყვი? -გეტყვი, რომ ტ*რაკი დააყენო. -ეს იგი არა? -სწორად გაიგე... -რატომ არა?-ბრაზი მომენტალურად მოერია ქალს. -იმიტომ. -ლუკა... -რაო , პატარავ?-სიგარეტს მოუკიდა აბაშიძემ და ქალს გახედა. -გთხოვ... -ჩემი პასუხი უკვე გითხარი. თუ სხვა საქმე აღარ გაქვს, მივდივარ.-მოკლედ მოუჭრა აბაშიძემ. ალავიძემ, ღრმად შეისუნთქა ჰაერი მოწოლილი სიბრაზის და თვალებზე დაუკითხავად მომდგარი ცრემლების მოსათოკად, შემდეგ კი რამდენიმე წამს უხმოდ აკვირდებოდა მისკენ სრული სიმშვიდით მომზირალს.ბოლოს კი , ისე რომ მისთვის მზერა არ მოუცილებია ბრაზით გამოცრა კბილებში: -ვერ გიტან! -გადავიტან როგორმე...-სრული გულგრილობით უპასუხა აბაშიძემ. სიგარეტის ღერი საფერფლეში ჩააჭყლიტა,მერე კი იქვე ატუზული მიმტანი მოიხმო. -რატომ მეუბნები უარს?-არ მოეშვა ქალი. -თუ ტვინს ოდნავ გაანძრევ...მიხვდები რომ შენთვის გეუბნები...-ისევ მშვიდი ტონით უპასუხა მამაკაცმა- დამიჯერე, შენთვის ვამბობ...მაგ ლამაზ თავს მოუფრთხილდი და იმდენი არ ქნა,უაზრო ტრა*კის თამაშში რაღაც სასწაული მოიწიო... -ეგრე ძალიან დარდობ ჩემს სიცოცხლეზე?-კეკლუცად გაუღიმა გახალისებულმა ქალმა და თბილი მზერა შეანათა აბაშიძეს,რომელსაც მომენტალურად ამოეწურა მოთმინების ლიმიტი და გაღიზიანებულს ყინულივით ცივი გაუხდა სახე. რამდენიმე წამით უემოციოდ აკვირდებოდა წინ მჯდომს, ბოლოს კი ოდნავ გადაიხარა მისკენ და ისე გამოცრა: -გულწრფელად გითხრაა?მამენტ და მაგარი ყ*ეზე!..ადამიანურად გეუბნები, გაფრთხილებ და გაძლევ რჩევას:დააყენე ტ*რაკი! დალშე კი შენ იცი...შენი საქმეა რამდენად გიღირს შენი თავი და სიცოცხლე, ჩემთან კავშირი კი გამორიცხე...ზედმეტი ინიციატივები თუ შეგაწუხებს, ჩემს საქმეში ჩაყოფ ცხვირს და აი მაგაზე კი მოგეთხოვება პასუხი... -ლუკა…-სასოწარკვეთის ნოტებმა გაიჟღერა ალავიძის ხმაში. სახეზე ძლიერად მოისვა ხელები დასამშვიდებლად, შემდეგ კი ამღვრეული თვალებით გახედა ანგარიშის გადახდით დაკავებულ მამაკაცს- არ მენდობი! ჯანდაბა,არ მენდობი ხო?- ბრაზნარევი , გულწრფელი წყენით სავსე მზერა შეანათა უკვე ფეხზე წამომდგარს, რომელსაც თავისი სათქმელი უკვე ეთქვა ამიტომ პასუხი აღარც დაუბრუნებია, ისე დატოვა ბარი. *** - თუ ყოველ წამს დახედავ ტელეფონს გგონია დრო უფრო მალე გავა?- თვალები მობეზრებით აატრიალა მეტრეველმა და გაეცინა. -სად არის ამდენ ხანს...- ჰაერი ღრმად შეისუნთქა ანერვიულებულმა გოგონამ და ტელეფონი ტორპედოზე მიაგდო. - თუ არც მოვა...დაიკიდე! ეს შეხვედრა მაინც დიდი სისულელეა, ნია... - გაუცინა მამამაცმა და სავარძელში უფრო კომფორტულად მოეწყო. პროკურორი გიორგი მეტრეველი, ადვოკატად მუშაობის დაწყებიდან მცირე ხანში გაიცნო სანიკიძემ. საერთო საქმემ მალევე დაახლოვა ეს ორი და სულ მალე კარგ მეგობრებადაც იქცნენ. შესანიშნავი პიროვნული თვისებების წყალობით მეტრეველმა ნიას სრული ნდობა დაიმსახურა და ალბათ ეს იყო მიზეზიც, სწორედ მას რომ მიმართა დასახმარებლად აბაშიძის საქმეში. მართალია პროკურორი მისი ჩანაფიქრით დიდად არ მოხიბლულა, მაგრამ საყვარელ ადამიანს უარი მაინც ვერ უთხრა. საჭირო იყო მხოლოდ აბაშიძის სურვილი, რაც ყველაზე მეტად აეჭვებდა და ანერვიულებდა აბაშიძის გამოჩენის მოლოდინში მყოფ გოგონას..უკვე საკმარისად კარგად იცნობდა მის ფეთქებად ხასიათს, ისიც მოეხსენებოდა, რომ რთული იყო იმის პროგნოზირება რა მოვლენაზე რა რეაქცია ექნებოდა და თუ თავიდან ცუდს ვერაფერს ხედავდა თავის სურვილში დახმარებოდა ადამიანს, დროის გასვლასთან ერთად სულ უფრო სულელური და სარისკო ეჩვენებოდა თავისი ჩანაფიქრი. შეხვედრა მეორე დღეს, კუს ტბის სიახლოვეს,ქალაქიდან მოშორებით დათქვეს.. უკვე სამი სრულდებოდა და ის იყო ნიას აბაშიძის გამოჩენის ყოველგვარი იმედი გადაეწურა, რომ იმ მომენტშივე დიდი სისწრაფით მომავალი შავი რენჯ როვერი გამოჩნდა..საკმაო მანძილით მოხლოებულმა სიჩქარეს მოუკლო და დინჯად შედგა, იქიდან გადმოსულმა მამაკაცმა კი ზედმეტად ცივად აათვალიერა სანიკიძის თანხმლები მამაკაცი შემდეგ კი თვითონ ნიაზე გადაიტანა მზერა: - აბა, გისმენ...რა საქმე გქონდა? - ჩემი მეგობარი მინდა გაგაცნო…- ის იყო საუბარი დაიწყო ქალმა, რომ მეტრეველმა თვითონ ითავა საკუთარი თავის წარდგენა: - გიორგი მეტრეველი...პროკურორი!- ზედმეტად ყურისმომჭრელად გაისმა მისი წოდება და მართალია აბაშიძეს ცივი, უემოციო სახე არ უცვლია, მაგრამ.ნიას მაინც არ გამოპარვია როგორ დაეძაბა მამაკაცს ყბები და კიდევ ერთხელ საბოლოოდ ინანა და დარწმუნდა რომ ეს შეხვედრა მისი მხრიდან მართლაც ერთი დიდი სისულელე და შეცდომა იყო. - ღადაობ ხო? - ნიას მიუბრუნდა მამაკაცი და გაეცინა, შემდეგ კი ისევ გაუცივდა სახე - ეს არის შენი საქმე? - ამას სახელი ჰქვია…- ხმა და სახე მომენტალურად გაუცივდა მეტრეველსაც. - ყ*ეზე შენი სახელი…- გულგრილად მიუგდო აბაშიძემ და არ გამოპარვია როგორ წაიღო კიდევ უფრო მეტად გაღიზიანებულმა მამაკაცმა იარაღის ბუდისკენ ხელი. - ველური დასავლეთი გინდა ვითამაშოთ? ისტვუდი და რამე...- ირონიულად გამოცრა აბაშიძემ და ის იყო მეტრეველის სახისთვის მოუშორებლად თვითონაც წაიღო იარაღისკენ ხელი, მოსალოდნელი უბედურებით შეშინებული სანიკიძე დაძაბულობისგან მომენტალურად რომ ამოვარდნოდა საგულედან გული სწრაფად ჩადგა მათ შორის. - ბიჭებო, გთხოვთ.. - ანერვიულებულმა ჯერ ლუკას შეანათა მავედრებელი მზერა შემდეგ კი პროკურორს - გიო… პროკურორმა მცირე ყოყმანის შემდეგ დათმო პოზიციები,იარაღს ნელა უშვა ხელი და მთელი სხეულით აკანკალებულ ქალს მართალია დაძაბულობა არ მოხსნია მაგრამ ოდნავი შვებით ამოისუნთქა. - შეხვედრა დამთავრებულია…- ირონიულად მოუჭრა აბაშიძემ და პასუხისთვის აღარც დაუცდია ისე შებრუნდა თავისი მანქანისაკენ. - მოიცადე…- უკან გააყოლა დააპირა სანიკიძემ, მაგრამ გიორგის ხელმა შეაჩერა და გაღიზიანებულმა მკაცრად უბრძანა: - შეეშვი! -ერთი წუთით მაცალე…-მისი ხელისგან თავი გაინთავისუფლა ქალმა და უკვე თავის მანქანასთან მისულ აბაშიძეს დაეწია. - ლუკა... - რა ჯანდაბა გინდა?- ცოტაღა აკლდა ღრიალამდე გაღიზიანებულ მამაკაცს. - მინდა რომ მომისმინო!- არ შეუშინდა ქალი მის მზერას და თვითონაც უკვე ნერვების პიკზე მისული არც ტონში ჩამორჩა - არ შეგიძლია რომ ერთხელ მაინც მშვიდად მომისმინო? არც კი მისმენ...არც კი მისმენ და ისე გადადიხარ ჭკუიდან...ჯანდაბა, მე მინდა რომ დაგეხმარო...მართლა გულით მინდა რომ დაგეხმარო…ამიტომ გაგაცანი გიორგიც... - და როგორ ფიქრობ რაში დამეხმარება შენი გიორგი?- ირონიულად ჩაეცინა აბაშიძეს. - ის პროკურორია...ყველანაირად დაგეხმარება რომ შენი დის მკვლელები იპოვო და კანონის შესაბამისად დაისაჯონ.. ლუკამ, რამდენიმე წამით ხმისამოღებლად უყურა ქალს , შემდეგ კი მართლა გულიანად გაეცინა. ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინა , ღერს მოუკიდა და მისი დაცინვით ნაწყენ ქალს მიუბრუნდა. - შენ ან ძალიან სულელი ხარ, ან მე მთვლი სულელად...ან ვაბშე ორივე ერთად თუ გგონია რომ ვიღაც დედამოტყნულ....კაცმა არ იცის საიდან მოთრეულ პროკურორს ვენდობი...ან ვაბშე არ ხარ სულელი და გულუბრყვილო და რაღაც ძალიან ბინძურ თამაშს თამაშობ...ჯერ-ჯერობით...პირველ ვერსიას უფრო ვემხრობი და ღმერთმა არ ქნას რომ ოდესმე ჩემი მეორე ვარაუდი აღმოჩნდეს სწორი , მაშინ კი უყოყმანოდ გაგიხვრეტ შუბლს! - ცივად გამოცრა კბილებში, სიგარეტის ნამწვი უგულოდ მოისროლა და ის მანქანისაკენ შებრუნდა, რომ ქალის ხმამ მეორედ შეაჩერა: - მოიცადე... - რა გინდა?- ცერად გადმოხედა მამაკაცმა. - მოგიყვები ჩხენკელზე რაც ვიცი... - ეს უკვე საინტერესოა...- კმაყოფილმა ჩამოისვა დაბალ წვერზე ხელი და მთელი ტანით ქალისკენ შემობრუნებული ჯიქურ ჩააცქერდა მისკენ მომზირალ მწვანე თვალებში , სადაც ჯერ კიდევ ყოყმანი იკითხებოდა - აბა, გისმენ... - ბევრი არაფერი ვიცი მასზე…მის სანახავად მხოლოდ ერთი ადამიანი მოდიოდა და მასთან მე მასთან საქმის დეტალებს ვათანხმებდი..სულ ეს არის... - ვინ იყო ეს ადამიანი? - ლუკა… -ისევ ყოყმანზე გადავიდა სანიკიძე. - სახელი! - ერთი ნაბიჯით წინ აბაშიძემ და მომენტალურად დაძაბულმა ქალმაც უნებურად ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. - რატი..რატი ერქვა.. - შუბლი მოისრისა ნიამ და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა -ასე მითხრა: ჩხენკელის ბიძაშვილი ვარო... - გვარი... - არ ვიცი...მეტი საერთოდ არაფერი ვიცი...ლუკა...გთხოვ, იფიქრე იმაზე რაც გითხარი...გიორგი კარგი ადამიანია...მის პატიოსნებაზე ჩემი სიცოცხლით დავდებ თავს... მამაკაცს არაფერი უპასუხია, მოშორებით მდგარ მეტრეველს გადახედა, რომელიც დაძაბული სახით ადევნებდა მათ თვალს. - მასთან ჟიმაობ? - რა?! - სახე აელეწა გოგონას. - პროკურორთან ჟიმაობ-მეთქი?- მისი სიბრაზისთვის ყურადღება არც მიუქცევია, ისე ჰკითხა. - ის ჩემი მეგობარია!- გამოცრა კბილებში ნიამ და ბრაზით სავსე თვალები მიანათა. - აი ის ისე გიყურებს მარტო იდიოტი ვერ მიხვდება რომ ერთი სული აქვს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გაგსინჯოს…- მშვიდად მოუგო მამაკაცმა. ნია , რამდენიმე წამით უხმოდ აკვირდებოდა უკვე საჭესთან მოთავსებულს , სიგარეტს რომ უკიდებდა...თითქოს ჯერ კიდევ გადახარშაო ნათქვამი და გაოგნებისგან ვერ გამოერკვაო...ბოლოს კი ერთიანად ბრაზმოწოლილმა თითქმის კივილით გამოცრა კბილებში: -როგორ ვერ გიტან!!! -გული მატკინე ხო იცი...-პასუხად ირონიულად გაუცინა მამაკაცმა.,პარალელურად კი ძრავი აამუშავა და მანქანა ხმაურით დაძრა. - თავხედო ნაბი*ვარო!- მთელი მრისხანება და სიძულვილი ჩააქსოვა ნიამ ხმაში, თუმცა ლანძღვის ადრესატს მისი სიტყვები აღარ გაუგონია , დასაშვებზე მეტი სიჩქარით ადგილიდან მოწყვეტილი უკვე გზატკეცილზდ გასულიყო, უკან კი მტვრის ბუღი მოეტოვებინა რუხ ფარდად. *** რატი ქვრივიშვილი ერთი საათის შემდეგ მანქანის უკანა სავარძელზე მოეგო გონს და გამოფხიზლების მერე პირველი რაც გააკეთა, შეშინებული ყურის წამღები ხმით მოჰყვა ყვირილს. - რა გაღრიალებს?- ზედმეტად მშვიდად დაეკითხა ხმა, რომელიც წინა სავარძელში მჯდომ მამაკაცს ეკუთვნოდა. ქვრივიშვილს კი მისი კითხვა თითქოს არც გაუგონიაო , უფრო მაღალ ტონებში განაგრძო ყვირილი. -მისმინე...სულ ტყუილად ღრიალებ…ტურების და მგლების გარდა მაინც ვერავინ გაიგონებს.. - რა ტურები და მგლები? - უარესად აღრიალდა მამაკაცი. - ის ტურები და მგლები, შე სირო...რომლებიც ტყეში არიან...ცოცხალი ადამიანის იმედი კი ტყუილად გაქვს, მისი ჭაჭანება არ არის ორასი მეტრის რადიუსში...ასე რომ დამდე პატივი და შეწყვიტე უაზრო ღრიალი, ისედაც თავი მისკდება…-მობეზრებით ამოილაპარაკა ლუკამ და სახეზე მოისვა ხელები. -ვინ ხარ?-თვალები აქეთ-იქით გააცეცა რატიმ. -ვინ ვარ...ამას შენთვის მნიშვნელობა არ აქვს და არც არაფერს მოგცემს მაგის ცოდნა...-ისევ მშვიდი ტონით გააგრძელა აბაშიძემ- დამშვიდდი, არაფერს დაგიშავებ...ერთადერთი რაც შენგან მინდა , ინფორმაციაა , რომლის მიღების მერეც დავიშლებით და მშვიდად წავალთ ჩვენს გზაზე... - კარგი...კარგი..- მოჩვენებითად დანებდა ქვრივიშვილი, თუმცა ლუკას სიტყვებს სულაც არ უმოქმედია დამამშვიდებლად...ისევ გამოსავლის პოვნის იმედით გააცეცა თვალები და მაშინღა გააცნობიერა რომ უღრან ტყეში იყვნენ გაჩრებულები ხელ-ფეხი კი მისდა სასიხარულოდ თავისუფალი ჰქონდა და გაქცევას არაფერი ედგა წინ. - ნუ შვრები ეგრე...- წარბი გამაფრთხილებლად აუწია აბაშიძემ, რომელიც წინა ხედვის სარკიდან თვალმოუშორებლად აკვირდებოდა სტარტზე მყოფს და წამში მიუხვდა განზრახვას - ნუ, ეს იმ შემთხვევაში თუ სურვილი არ გაქვს ტრაკში მეორე ნახვრეტი გაგიჩნდეს... - რა გინდა ჩემგან? -უკვე გითხარი: ინფორმაცია...- სავარძელში უფრო კომფორტულად მოეწყო აბაშიძე და ისევ ქვრივიშვილს გაუყარა მზერა- უფრო კონკრეტულად , ინფორმაცია შენს ბიძაშვილზე. ყველაფერი მომიყევი რაც შენს ბიძაშვილზე...სად დადიოდა...ვის ხვდებოდა...ვის ჟიმავდა...ერთი სიტყვით სრული ბიოგრაფია.მე ყველაფერი მაინტერესებს... - მე მასზე არაფერი ვიცი.. ჩვენ ახლო ურთიერთობა არასოდეს გვქონია..ბოლოს როდის ვნახე ისიც კი აღარ მახსოვს…- ჩამქრალი ხმით ჩაილაპარაკა ქვრივიშვილმა და აბაშიძის მზერას რენტგენში რომ ატარებდა , თვალი აარიდა. - მაინც რამდენი ხანია არ გინახავს?-არ წყვეტდა მის მზერით გაბურღვას ლუკა. - დიდი ხანია..ალბათ ასე ექვსი -შვიდი წელია... - მერე არ მოგენატრა? - ირონია შეერია აბაშიძის ხმას. - არა...- ავტომატურად უპასუხა მამაკაცმა. - მაშინ დროზე ადრე რატომ ცდილობ მასთან გამგზავრებას?- წარბი აზიდა ლუკამ და ეცადა არ გასცინებოდა. - რა გინდა ჩემგან?- დაპროგრამებულივით გაიმეორა ქვრივიშვილმა. - შენ რა ყრუ ხარ? - მისკენ მთელი ტანით შებრუნდა ლუკა და მოქუფრულმა ცივი მზერა მიაბჯინა - გარკვევით გითხარი რაც მინდა და შენთვისვე ჯობია ლაპარაკი დაიწყო...გაფრთხილებ , ძალიან მალე მელევა ხოლმე მოთმინება... - მე უკვე გითხარით სიმართლე... - ესე იგი, სიმართლე მითხარი....-წარბი მოჩვენებითი გაკვირვებით აზიდა აბაშიძემ...წამის მერე კი ერთბაშად გაეყინა სახე და ერთიანად აფეთქებულმა ქურთუკის საყელოთი დაითრია უკან მჯდომი -უხ, შე ახვარო! მისმინე...კარგად ვიცი ექვსი თვის წინ რომ ინახულე შენი განსვენებული ბიძაშვილი და ისიც , დიდი სიყვარულით რომ უგზავნიდი პერედაჩებს…სიმართლე ილაპარაკე-მეთქი ნაბო*ზარო! - არ შემიძლია... - რა არ შეგიძლია? - გამოცრა წყობიდან საბოლოოდ გამოსულმა აბაშიძემ. - ლაპარაკი…-ამოიკნავლა ქვრივიშვილმა. -არადა მუნჯი აშკარად არ ხარ…-ცივად გაეცინა ლუკას. - მეშინია...ჯანდაბა, მეშინია რომ მეც მომკლავენ...ვერ ვილაპარაკებ... -კაი...მაშინ მე მოგკლავ…-თავისუფალი ხელით მარტივად გადატენა აბაშიძემ იარაღი და იმავე წამს ცივი ლულა მიებჯინა ქვრივიშვილს შუბლზე. - კარგი...კარგი...დედას შევეცი! მოგიყვები ყველაფერს...კარგი!- ბოლო ხმაზე აყვირდა მომენტალურად პანიკაში ჩავარდნილი ქვრივიშვილი და შიშისაგან აკანკალებული ხელები დანებების ნიშნად აწია.ლუკამაც ცივად უშვა ხელი ქვრივიშვილმა კი წამის მეასედში კიდევ ერთხელ შეაფასა სიტუაცია: ერთი მხრივ ასაფეთქებლად გამზადებული ნაღმივით დაძაბული აბაშიძე სარკიდან თვალმოუშორებლად რომ აკვირდებოდა მის ყოველ მოძრაობას, მეორე მხრივ მისი მეგობარი რომელიც ანალოგიური მტრული მზერით ბურღავდა , მის წინ ტორპედოზე კი დადებული იარაღის შავი ლულა ელავდა..რატისთვის ეს ყველაფერი ზედმეტად გასაგებად ცხადყოფდა რომ ერთ ზედმეტი მოძრაობა და წასული ჰქონდა საქმე...სხვა გზა აღარ იყო ამიტომ საბოლოოდ დანებდა და ყრუ ხმით ალაპარაკდა. - მე და რამაზი ერთად ვცხოვრობდით ჩემს ბინაში...ის სახლში თითქმის არ იყო, ღამე გადიოდა სამუშაოდ და მხოლოდ დილით ბრუნდებოდა დასაძინებლად... - სად მუშაობდა? - ერთ-ერთ კლუბში, დაცვად..."ფანტაზია" ასე ჰქვია იმ კლუბს..იქ არასდროს ვყოფილვარ , მაგრამ რაც გამიგია ვიცი რომ ნამდვილი გარყვნილების ბუდეა..გასართობი კლუბი კი არა ჩამოყალიბებული ბორდელია.. - ჩხენკელზე განაგრძე...რას მეტყვი კიდევ მის შესახებ? - შენ მითხარი რა გაინტერესებს… - მეგობრები არ ჰყავდა? საყვარელი? - არ ჰყავდა...ჩემს გარდა სხვა არავინ ჰყავდა….-სახე ხელებში ჩარგო ქვრივიშვილმა და ისე განაგრძო ლაპარაკი - ყოველ შემთხვევაში მე არავის ვიცნობ...როცა ქურდობაზე დაიჭირეს მხოლოდ მე ვაკითხავდი და მის სახაზინო ადვოკატსაც მე ვხვდებოდი.. -მის ქცევაში საეჭვო არაფერი შეგინიშნავს? - არა... - აბა კარგად გაიხსენე…-ჩაეძია აბაშიძე. ქვრივიშვილმაც გონება დაძაბა და რამდენიმე წამის შემდეგ ალაპარაკდა. -ხოო...სანამ მოკლავდნენ ერთი კვირით ადრე მისი ლაპარაკი გავიგონე ტელეფონზე...ეს ლაპარაკი იმიტომ დამამახსოვრდა რომ აშკარად ძალიან გაღიზიანებული იყო...ისე კი ზოგადად სხვა დღეებში რამაზი მშვიდი კაცი იყო... - რაზე საუბრობდნენ? - არ ვიცი...ბევრი არც არაფერი მომისმენია...ვიღაცას ახსენებდნენ...ვიღაც აბაშიძეს…-ხელებიდან თავი აწია ქვრივიშვილმა და არ გამოპარვია, მის სიტყვებზე როგორ მრავალმნიშვნელოვნად გადახედა აბაშიძეს მისმა თანმხლებმა. - და რაო რა გვინდაო მაგ აბაშიძისგან?-პირველად ჩაერთო საუბარში ქვრივიშვილისთვის უცნობი მეორე მამაკაცი..რომელსაც წამით შეავლო თვალი მერე კი დაჰიპნოზებულივით ავტომატურად ისევ წინა ხედვის სარკისკენ გადაიტანა მზერა, საიდანაც მომავალ სუსხს დიდხანს ვერ გაუძლო , თვალი აარიდა და ისევ ხელებში ჩარგო სახე. - არ ვიცი...არ ვიცი, რა უნდოდათ...-ამოილაპარაკა ყრუდ. - თავიდანვე რატომ არ გვითხარი სიმართლე? - იმიტომ რომ მეშინია...დედას შევე*ცი! მეშინია რომ მეც მომკლავენ..რამაზის სიკვდილის დღესვე დამირეკეს და გამაფრთხილეს რომ მის შესახებ არავისთვის არაფერი მომეყოლა...თორემ მეც დამენძრეოდა...დამენძრა კიდეც...ნამდვილად დამენძრა…დედას შევე*ცი!-გამოცრა მომენტალურად პანიკაში ჩავარდნილმა კაცმა და თავზე უფრო მიიჭირა ათრთოლებული ხელები.ლუკამ, სიგარეტის კოლოფიდან ორი ღერი ამოიღო , ერთს თავად მოუკიდა მეორე კი ქვრივიშვილს გაუწოდა, რომელმაც ბევრი ყოყმანის გარეშე ჩამოართვა ღერი, ნერვებისაგან ათრთოლებული ხელებით მოუკიდა და მთელი ძალით მოქაჩა კვამლი.შემდეგი რამდენიმე წუთი კი აღარავის ამოუღია ხმა. - ხვდები, ხო? -სიგარეტის ნამწვი ფანჯრიდან მოისროლა ლუკამ და მისკენ არც გაუხედავს ისე მიმართა ქვრივიშვილს - გიდასტურებ: ნამდვილად მაგრად დაგენძრა...პოლნი პიზდეცში ხარ...თუ გინდა რომ შუბლი მთელი დაგრჩეს, ერთადერთი გამოსავალი გაქვს: სასწრაფოდ ჩაბარგდე და უკან მოუხედავად აითესო აქედან... - ვხვდები…- ყრუდ ამოილაპარაკა რატიმ. - კარგი...გადააჯვი ეხლა! -რაა?- გამოხედა მომენტალურად დაბნეულმა ქვრივიშვილი. -დედის ...ნააა და მამის შიმშილი....-მომენტალურად იფეთქა საბოლოოდ წყობიდან გამოსულმა აბაშიძემ და მისკენ მთელი ტანით შემობრუნდა განრისხებული- გადააჯვი-მეთქი! -არ მომკლავ?- იკითხა დაურწმუნებელი ტონით ქვრივიშვილმა და დაბნეულმა გააცეცა თვალები აბაშიძისკენ, ცივი მზერის მეტი კი რომ ვერაფერი მიიღო, მიხვდა, მისი მეტად გაღიზიანება კარგს არაფერს მოუტანდა და მისი არასასიამოვნო გარემოცვიდან დაუყოვნებლივ აორთქლება ერთადერთი საღი აზრი იყო...ბევრი აღარ უფიქრია, ფეთიანიავით გადმოვიდა მანქანიდან, რომელიც მაშინვე დაიძრა , საბურავების ხრჭიალით მოცილდა ადგილს, უკან კი მტვრის სქელი ბუღი დატოვა მხოლოდ... - *** კლუბი ფანტაზია მართლაც ის ადგილი აღმოჩნდა ქვრივიშვილმა რომ აღუწერა ლუკას.. ბორდელი - სწორედ ეს სიტყვა შეეფერებოდა ყველაზე უკეთ იმ დაწესებულებას ქალაქის გარეუბანში რომ მდებარეობდა განმარტოებით მდგარ ორსართულიან შენობაში...ღამის ოთხი საათი იყო , აბაშიძემ კლუბის წინ რომ.შეაჩერა მანქანა...გარეთ კაციშვილი არ ჭაჭანებდა , სამაგიეროდ "ფანტაზიაში" დუღდა სიცოცხლე...ნახევრად ჩაბნელებული დარბაზი, ბოლო ხმაზე აღრიალებული ენერგიული მუსიკის ბითები და აღგზნებული, ერთმანეთზე ახლართული სხეულები დაუღალავად რომ ყვებოდნენ მუსიკის ტემპს...სიგარეტის ბუღითა და ალკოჰოლის სუნით გაჟღენთილი ჩახუთული ჰაერი, მეტალის ბოძებთან მოცეკვავე შიშველი სტრიპტიზიორები...სასმლითა და ნარკოტიკით გაბრუებული წყვილები, სიყვარულს სრულიად მოურიდებლად,პირდაპირ დარბაზში რომ ეძლეოდნენ და ერთი სიტყვით, სრული ვისი ვისაშია...სიტუაცია დახვდა აბაშიძეს, დინჯად რომ შეაბიჯა შენობაში და ზედმეტად ხმამაღალი მუსიკის ფონზე ისედაც გაღიზიანებულ ნერვებზე შემაწუხებლად რომ ურტყამდა შეზარხოშებულ ბრბოს შორის გაიკვლია გზა...ის იყო ერთმანეთში ათქვეფილ მასას გამოეყო, ბართან ახლოს ზედმეტად ნაცნობმა.სხეულმა რომ მიიქცია მისი ყურადღება...მაღალ სკამზე მჯდომ თიკა ალავიძეს მოხდენილად გადაედო ერთმანეთზე მომაკვდინებლად ლამაზი ფეხები და რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით მდგარ მამაკაცს მშვიდი მზერით აკვირდებოდა. -შენი დედაც…-კბილებში გამოცრა მომენტალურად ყბებდაჭიმულმა მამაკაცმა, ჰაერის ღრმად ჩასუნთქვით ეცადა მომენტალურად მოვარდნილი მრისხანება ოდნავ მაინც მოეთოკა შემდეგ კი დინჯი ნაბიჯით დაიძრა გამომძიებლის ქალიშვილისაკენ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.