გიჟური დღეები (თავი 14)
თავი 14 -რა გინდა?! -შენ! -დესერტიც ხომ არ გინდა მისაყოლებლად ? - თვალები აატრიალა. -სად იყავი ეს დღეები? - მისი რეპლიკა დააიგნორა ვაკომ. -სად ვიყავი? -არ ჩანდი! -სად უნდა გამოვჩენილიყავი? - მისკენ მიიწია და გამომცდელად ჩააშტედა თვალებში. -კაფეში ხომ ხშირად დადიოდი. -შენი საქმე არაა სად ვიყავი და საერთოდ, რას გადამეკიდე? შემეშვი! -ტონს აუწია ხარხიანმა. -გაფრთხილებ, ჩემი სურვილების მასხრად აგდება არ გინდა! - თქვა და სახე ახლოს მიუტანა. -ახლოს გამეკარები და გიჩივლებ იცოდე პოლიციაში! -მე არ მინდა შენი შეშინება. - ხმა დაირბილა და სახიდან თმა გაუწია. ისიც გველნაკბენივით გახტა უკან და ლამის სკამიანად ამოტრიალდა. -ოჰ, გამახარე! - ჩაიქირქლა და წამოდგა. -მივდივარ და გირჩევ გზად არ გადამეყარო! -არ გინდა! - ხელი დაუჭირა და ჩაწითლებული თვალები შეანათა. უხეშად გამოგლიჯა მარჯვენა. სიტყვა აღარ უთქვამს ისე გავიდა კაფიდან. ღრმად ამოიხვნეშა და ტაქსის დაუქნია ხელი. ********* ვინაიდან და რადგანაც ლიზას წასასვლელი აღარსად ქონდა, გადაწყვიტა ისევ სახლში დაბრუნებულიყო. წამით იფიქრა სათბურში შევივლიო, მაგრამ იქ ეკა და ბაჩი ალბათ აღარ იქნებოდნენ, მარტო მცენარეებთან საუბარი კი ეზარებოდა. ენერგიულად შეაღო სახლის კარები და ფეხსაცმელები ერთი-მეორეს მიყოლებით გაიძრო. -შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი! - დაიყვირა, მაგრამ პასუხის გამცემი, რომ ვერავინ ნახა, სივრცეს დაუბღვირა. ელენე ალბათ ისვენებდა თავის ოთახში. სწრაფად აირბინა კიბეები და ლიზაც ფეხაკრეფით შეიპარა შიგნით და დედამის აეკრო ზურგიდან. ქალიც შეიშმუშნა შემდეგ კი გაეღიმა. შვილის მოხვეული ხელი თავისაში მოიქცია, მერე კი ხმაურით აკოცა. ლიზამაც არ დააყოვნა და ლოყები ჩაუკოცნა დედამისს. -დღეს რა მოსიყვარულე ხარ დე, მშვიდობაა? -ჩაეღიმა ქალს და მისკენ მთელი ტანით შებრუნდა. -არ ვიცი, გულმა მომიხმო შენსკენ. - ჩაიფხუკუნა და საყვარელ სხეულს მოეხვია. ელენემ კი თმაზე ფერება დაუწყო. ასე უხმოდ დაყვეს ნახევარი საათი, შემდეგ კი ელენემ სადილი უნდა მოვამზადოო და ქვევით ჩავიდა. რა თქმა უნდა, ლიზაც კუდელივით მიყვა უკან. -აბა რას ვაკეთებთ? - წარბები აათამაშა. -„ვ“აკეთებთ? - გაიკვირვა. -ხო მეც უნდა დაგეხმარო.-მხრები აიჩეჩა გოგომ. ელენემ წარბები შეკრა, მაგრამ მერე გაეღიმა. -რამე შემოგტყუა ლანამ? -ჰოო, ზეთში მაბანავა -გაიბადრა. -რა ? -რა? - ლიზა სწრაფად მოეგო გონს და დედამისს გაუსწორა მზერა. -სად გაბანავა? - ჩაეკითხა. -სად მაბანავა? -ისე გაიკვირვა, თითქოს წამის წინ მას, არც არაფერი უთქვამს. -ოო კარგი, წამოდი დამეხმარე! - მობეზრებულად ჩაიქნია ელენემ ხელი და სამზარეულოში გავიდა. -ტოპი სადაა? -ახლაღა გაახსენდა თავისი ლეკვი. -უკანა ეზოში, გიორგიმ პატარა სახლი გაუკეთა. - ჭურჭელი ჩამოჰქონდა ელენეს კარადიდან. -აბა, რას ვაკეთებთ? - ხელები აიკაპიწა უმცროსმა ხარხიანმა. -საცივი უნდოდა გუშინ მამაშენს. -სადილად მოვა გიორგი ? - მაღალ სკამზე ჩამოჯდა. -კი დღეს მოვა. -კარგი მე რას ვაკეთებ? ბევრი იღლაბუცეს სამზარეულოში დედა-შვილმა, ბევრი იჭორავეს და რამდენიმე საათში სადილიც მზად იყო. ელენეს ქვაბიდან გადმოჰქონდა საჭმელი, ლიზა კი თეფშებს ალაგებდა მაგიდაზე. -ეს დაჭრილი პურიც წაიღე დე! -გასძახა ქალმა. ლიზაც სახე დამანჭული დაყვა მას. ფეხები დაბუჟებული ჰქონდა ამდენი სიარულისგან. -და აი დანა ჩან... -ვაიმე დავიღალე ელენე! -წამოიყვირა ლიზამ ისე, რომ დედამისს სიტყვის თქმაც არ აცალა. ქალი შეხტა მოულოდნელობისგან და გულზე მიიდი ხელი, შემდეგ კი მკლავზე მსუბუქად წამოარტყა. -ნორმალური ხარ გოგო? - წარბშეკრული გახედა, უკმაყოფილო სახის მქონე შვილს.-გული გამიხეთქე. -ჯაფარიძეები სად არიან ამდენ ხანს? - მდივანზე გაგორდა და ნეტარი სახით გაშალა ფეხები. „ბიცოლა ალბათ ნაჯახით შეიარეღებული მოვა ჩემთან“, გაიფიქრა, როცა თავისი ნახელავი გაახსენდა. თვალი უნდა დაეხუჭა, რომ კარზე ზარი გაისმა. -გააღე რა დე! -თვალები აატრიალა და ფეხების თრევით წავიდა კერებისკენ. იქ კი მთლიანი შემადგენლობით დახვდნენ ყველა. ჯაფარიძეები, გიორგი, ლუკა, ტყუპები, მისტერ ირონია, ბაჩო და ეკა. თვალები გაუფართოვდა. მთლად ამდენსაც არ ელოდა ახლა. -არ გვიშვებ ლიზა? - გიორგის ხმამ გამოაფხიზლა და კარში სასაცილოდ გაჩხერილი უკან გაიწია, შემდგ კი ისე გაიკრიჭა, რომ ლამის ყველა კბილი გამოაჩინა. -შემოდით! - ყველა სათითაოდ „შემოლაგდა“ სახლში. სანდრომ კი მხარი გაკრა გვერდით, რომ ჩაუარა. წარბშეჭმუხნული გააყოლა თვალი ხარხიანმა. -იდიოტი! - ჩაიდღუდღუნა და მისაღებში გავიდა. მალევე გააბეს „კაცებმა“ ბაასი. ლიზაც წარბაწეული შეეჩრა მათ საუბარში. -აბა როგორ ხარ ზურა?! -კარგი ძმაკაცივით შემოარტყა ხელი ბიძამისს მკლავზე. -ჩემნაირ ახალგაზრდას, რომ შეეფერება ისე. -მხრებში გაიმართა ჯაფარიძე. ამაზე კი ყველას მსუბუქად გაეცინა. - როგორ გაერთე სამეგრელოში? -„საკაიფოდ“! - ჩაიხითხითა და ჰაერი ღრმად შეისუნთქა. -ვიღაც ყარს! -მაგას ნუ გგონია, რომ შეგარჩენ! - თვალები დაუბრიალა ლანამ. -და სხვათაშორის, ზეთის სუნი აღარ მაქ! -რა ზეთის? - იკითხა გიორგიმ და ლანაც გაშრა. „რა სულელი ხარ“ თავზე ხელი წამოირტყა. -დილით ლანამ ძრავის ზეთი გადამასხა თავზე, რომ მეძინა იმ დროს. -დაუყვავა ლანამაც ღიმილიანი სახით თითქოს მისთვის არც არაფერი უქნიათ. -რა ქნა? -წამოიწია ხარხიანი. -ნარდი არ ვითამაშოთ ბიძია? -წამოიყვირა ლიზამ და პასუხს არ დალოდებია ისე გაიქცა მოსატანად. გულზე ხელი მიიდო და კიბეები აირბინა. გვიან გაახსენდა, რომ არ იცოდა, სად ქონდა ელენეს შენახული. - დეე, ნარდი სადაა? -ხმამაღლა გასძახა. -ჩემს ოთახში, კარადის თავზე! - პასუხმაც არ დააყოვნა. მალევე გამოიტანა კიდევაც და ქვევით ჩავიდა. -პირველი მე და ზურა ვთამაშობთ! -ჯერ ისადილეთ! - თვალები დააბრიალა ელენემ. ყველანი ფეხზე წამოდგა და მაგიდას მიუსხდა. მეტად საინტერესო ვითარებაში ჩაიარა სადილმა. ლუკა ლანას უყურებდა წარბშეკრული, რომელიც გვერდით მჯდომ ბაჩის ეჩურჩულებოდა, ლიზა ალექსს-დაბღვერილი და ალექსიც არ იშურებდა მისთვის ირონიულ ღიმილს, თან ბაგეებზე ისვამდა მონოტონურად ხელს, გოგოსთვის „მოგონებების“ განსაახლებლად. მიშო კი ეკას უპაჭუნებდა თვალებს. „ეგ სხვისია“ ჩაიცინა ლიზამ, როგორც კი ეს შეამჩნია. -მანქანას, როდის ყიდულობ ლიზიკო? -ზურამ იკითხა და დესერტი გადმოიღო თეფშზე. -მალე, თანხა მაქვს საკმარისად. -ოჰ, უკვე შეაგროვე? -აბა რა! -კმაყოფილი გაიჯგიმა. მალევე აიშალნენ მაგიდიდან. ელენე და ლალი ალაგებდნენ. დანარჩენები კი საწყის ადგილს დაუბრუნდნენ. -კარგი, მოდი აბა ბიძაჩემო, ვნახოთ რა შეგიძლია! - ჩაიცინა ლიზამ და ნარდი გაშალა. სხვების და გასაკვირად ლიზამ მოიგო. მისი შემდეგი მოწინააღმდეგე კი ვაჩე აღმოჩნდა. -წააგებ! -კმაყოფილმა მოისვა ოდნავ წამოზრდილ წვერზე ხელი ტყუპმა. -ვნახოთ! -ამ ხელმაც ოვაციებში ჩაიარა და ლიზას კმაყოფილი სახით დამთავრდა. -აუ რაღაცას თაღლითობს ტოო! - ხავსს მოეჭიდა ვაჩე, მაგრამ ლიზამ ისეთი სახით გახედა, აბა კიდევ ეთქვა ერთი სიტყვა. -ახლა წაგებული უნდა შეასრულო! -ხელები ერთმანეთს გაუხახუნა გოგომ. -რა ვქნა? -მშრალად იკითხა. ლიზა ერთხანს ჩაფიქრებული იყო, მერე კი სახე გაუნათდა. ვაჩესთან მიჩოჩდა და ყურში ჩასჩურჩულა რაღაც, ბიჭმაც თვალები დაქაჩა. -შანსი არაა!- ფეთიანივით წამოხტა ფეხზე. -წააგე და მოგიწევს! - თვალები დაუბრიალა ხარხიანმა. -ჩვენც გვითხარით ახლა! -წამოიყვირა მეორე ტყუპმა. -სიურპრიზია! -გაიკრიჭა გოგო და ვაჩეს ხელი დაავლო. ოთახში დარჩენილებმა გკვირვებული მზერა მოავლეს ერთმანეთს. -იმედია მოსაკლავად არ მიყავს. -ჩაფიქრებულმა ბაჩომ თავისთვის ჩაილაპარაკა. -ალექს, სად მუშაობ თუ საიდუმლო არაა ? -ინტერესით იკითხა გიორგიმ -მენეჯერი ვარ, ჯავახიშვილების კომპანიაში. - ღიმილით უპასუხა ჩადუნელმა. -ჯავახიშვილების? -წარბები მაღლა ზიდა. -ნამდვილად წარმატებული ბიზნესი აქვთ მათ. -გეთანხმებით. -თავი დაუკრა ბიჭმა და ამ წუთას შემოსულ ლიზას გახედა მოჭუტული თვალებით. ჩვეულებრივზე მეტად აჟიტირებული ჩანდა ის. -რა უქენი ჩემს ძმას? – „შეშფოთებული“ წამოხტა მიშო. -ცოცხლად დავმარხე. -ავად მომზირალი თვალებით შეხედა. -ლიზა ნუ მასხრობ. -გაეღიმა გიორგის. -სად არის ვაჩე? -სიურპრიზია მეთქი! -ჩაიფხუკუნა ლიზამ და ბაჩოს გვერდით ჩამოჯდა. ბიჭმაც თავზე ნაზად აკოცა. სანდრო წარბაწეული აკვირდებოდა მის ამ მოქმედებას. ჩაიფრუტუნა ლიზასი არ იყოს, უკმაყოფილომ და თავი აბრუნა. ოთახი უეცრად რაღაც მელოდიის ჰანგებმა გაკვეთა და ფეხების ქნევით შემოვიდა, შავ ელასტიკებსა და შავ მაისურში გამოწკეპილი ვაჩე, რომელსაც სახეზე „ტკივილი“ ასახოდა. ყველა გაოცებული უყურებდა, როგორ ცეკვავდა ბიჭი ბალეტს, ელენე და ლალიც გახევებულები იდგნენ კარში. ამდენ ხალხში კი მხოლოდ ლიზა ხარხარებდა მთელი ხმით. „ნორმალურად მაინც ცეკვავდესო“-ჩაბჟირებულმა ამოთქვა და ამან თითქოს ჰიპნოზიდან გამოყვანა ლანა, ლუკა, ეკა და მიშო. ბოლოს კი ყველამ ერთად წამოიწყო სიცილ-ხარხარი. რასაკვირველია ბაჩო, გიორგი და სანდრო მხოლოდ ღიმილით შემოიფარგლებოდნენ. -აუუ...აუუ ჯიგარი ხარ ლიზა!-მუცელზე ხელებს იჭერდა მიშო და მის მეორე ნახევარს ჩაითლებული თვალებით უყურებდა. ვაჩემ თვალები აატრიალა და ოთახიდან გავიდა, სემდეგ კი თავის ტანსაცმელში გამოწყობილი დაბრუნდა ისევ. -რამ მოგაფიქრა გოგო? -მოჯლუნგი გაკრა ლუკამ. -რა ვიცი დღეს შემთხვევით წავაწყდი ჩემს ბალეტის ტანსაცმელს და...-ჩაიფხუკუნა გოგომ. -ბალეტზე როდის დადიოდი? -ორი წლის წინ რამდენიმე თვე ვიარე -მხრები აიჩეჩა. ვაჩე დაბღვერილი იჯდა ცალკე და მამის მკვლელი მზერით უყურებდა უმცროს ხარხიანს. კიდევ რამდენიმე ხელი ითამაშეს, ოღონდ ამჯერად ლიზას გარეშე. დიდი ხმაური იყო, მისაღებში, ამიტომ ცოტა ხნით ეზოში გამოვიდა ლიზა. უკვე მოსაღამოვებულიყო. სასიამოვნოდ მოელამუნდა გრილი ნიავი სახეზე. თვალები დახუჭა და ჭრიჭინებს უგდო ყური. ტრანსიდან ლეკვის წკმუტუნმა გამოიყვანა, რომელიც შარვალზე ექაჩემოდა კბილებით. -რაო ტოპი?-ღიმილით დაიხარა მისკენ.-გეთამაშო? -ისე კითხა თითქოს პასუხს გასცემდა.-დუმილი თანხმობის ნიშანიაო.-ჩაიცინა და სწრაფად მოკურცხლა ადგილიდან. ლეკვიც აედევნა მას. სანდრო კართან ატუზულიყო და ღიმილით ადევნებდა ამ სცენას თვალს. ისიც გააგიჟა ამ გიჟმა გოგომ! გული უცნაურად უძგერდა, მორბენალ ლიზას, რომ უყურებდა, რომელსაც ყეფით მისდევდა ლეკვი. წამით მოუნდა, რომ ეზოში გასულიყო და მათთან ერთად ერბინა დაღლამდე. მერე კი...მერე ძლიერად მოხვეოდა და კიდევ ერთხელ ეგემა მისი ტუჩები. კარგა ხანი უყურებდა თვალისდაუხამხამებლად ალექსი მოთამაშე „წყვილს“, მერე კი ლიზამ შეამჩნია ის და შეჩერდა. ჯერ გაკვირვებულმა გახედა, შემდეგ კი ეშმაკურად აუციმციმდა თვალები და რამდენად გასკვირიც არ უნდა იყოს, ღიმილით მიუახლოვდა ბიჭს. -აქ რას აკეთებ?-წამსვე აესვეტა მის წინ. -მე...ის -დაიბნა ჩადუნელი.-უბრალოდ მოსაწევად გამოვედი. -კარგი.-მხრები აიჩეჩა. - ჩამოიწიე -გადაუჩურჩულა და ხელიით ანიშნა თავი დაეხარა. ბიჭმა ჯერ გაკვირვებულმა შეჰყურა, მერე კი დაიხარა. ლიზამ უკან დამალული ხელი გამოწია, მუჭი გაშალა და სული შეუბერა ხელებში ჩამხაუჭებულ ბუსუსებიან ყვავილს, როგორც ჩანს ბაბუაწვერები „გაეპუტა“ მას. სანდრო უკან გახტა და მოშორება სცადა მცენარის და ერთიც დააცემინა ცხვირში, რომ მოუღიტინეს. ლიზა კი აკისკისდა ამ სანახაობაზე. უნდოდა ჩადუნელს, რომ გაბრაზებულის იერი დაეჭირა, მაგრამ ურჩ ბაგეებს თავს ვერ უყრიდა და ასევე თვალებს, რომლებიც ამოუცნობი გრძნობით უღიმოდნენ შავთმიან გოგოს. ლიზამ სიცილი შეწყვიტა და სანდროს სახეს რომ წააწყდა, უბრალოდ გაეღიმა. ცხოვრებაში პირველად უღიმოდნენ ერთმანეთს ასე გულწრფელად, ყველანაირი ირონიის გარეშე. -კიდევ დაიხარე რა! -ხელახლა გადაუჩურჩულა, სანდრომ კი კოპები შეკრა. -ახლა რა უნდა დამაყარო? -გამომცდელად შეხედა.-თუ ყურში უნდა ჩამყვირო? -არა, რაღაც უნდა გითხრა. -სანდომიანად გაუღიმა ხარხიანმა. -გეხვეწები ჩამოწიე თავი! - ყელზე მოიკიდა ხელი. სანდროს კი ისევ მთელი გულით გაეღიმა მის შემხედვარე. აღლა, რომც მჟავა შეესხა სახეში, მაინც შეუსრულებდა თხოვნას. სახე ახლოს მიუტანა და თვალები დახუჭა იმის მოლოდინში, რომ ისევ რამეს დააყრიდნენ. ლიზას ეშმაკური სახე დაუბრუნდა. მისი ბაგეები ხმაურით შეეხო ჩადუნელის ლოყას, შემდეგ კი სანამ თვალებს გაახელდა ბიჭი, მანამ მოკურცხლა ადგილიდან და კარებში გაუჩინარდა. სანდრომაც ჭყიტა თვალები. ერთხანს გაოცებულმა უყურა სიბნელეს. -მაკოცა! -ჩაიცინა და ისევ ვერ მოუყარა ტუჩემს თავი. ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და გაუკიდა. არ იცოდა რა ძალა აჩერებდა, რომ ლიზასთან არ მისულიყო და ყველას წინაშე არ მოხვეოდა გაგუდვამდე. ვერ ხვდებოდა რა უქნა ამ „ბავშვმა“. ხო...სანდროსთვის ლიზა ბავშვი იყო, სიცოცხლით სავსე, საყვარელი და საოცრად ლამაზი. თუმცა მის სახლში აბაზანიდან გამოსულ მიმზიდველ სხეულს, რომ იხსენებდა, ამ ფიქრების ნაწილი სადღაც იმალებოდა. ღრმად შეისუნთქა ჰაერი, ნახევრამდე მისული სიგარეტი, რომ ჩაამთავრა, შიგნით შევიდა. ლიზამ ერთი ეშმაკური მზერა აატარა ახლად შემოსულს, მერე კი მთელი ყურადღება თამაშზე გადაიტანა. ამ ჯერად ბაჩო და ლუკა აგორებდნენ კამათელს. თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ბაჩო გაიმარჯვებდა, რადგან მისი თქმით... მას კამათლები „მოსყიდული“ ჰყავდა. ასეც მოხდა და ბაჩომ გაიმარჯვა. -სურვილი? -ინტერესით იკითხა. -ამ ჯერად იყოს. -ჩაეცინა ბაჩოს/ -ეე რამე სახალისო მოიფიქრე რაა! -აწუწუნდა ლიზა. -გეყოს! -ცხვირზე აკოცა და სკამიდან წამოდგა. უკმაყოფილოდ შეხედა მიშოს, რომელიც დაეჯღანა პატარა ბავშვივით. -მოდით ერთიც ლანამ და ლიზამ ითამაშონ. -ღიმილით თქვა ეკამ. -არ მინდა მე...-უხალისოდ ჩაილაპარაკა ხარხიანმა. -ნარდი არა და ჭადრაკი ვითამაშოთ! - თვალები აუციმციმდა ლანას. -თქვენ ითამაშეთ. -ფეხზე წამოდგა, მაგრამ ლანას ხმამ შეაჩერა. -გეშინია ლიზიკო? -წარბაწეულმა გახედა ბიძაშვილმს, მერე კი ბრძანება გასცა „ჭადრაკის დაფა და ქვები მოიტანეთ_ო!“ თითქმის ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა თამაში. ორივენი თავგამოდებით „იბრძოდნენ“მოსაგებად. ლიზა თავზე წამოარტყამდა ხოლმე ლუკას, რომელიც სვლებს კანახობდა მის ჯულიეტას. საბოლოოდ კი ლანამ გაიმარჯვა და კმაყოფილი ღიმილი აიკრა სახეზე, რისი ნიშანყალიც ლიზას ერ ეტყობოდა. -სულ ლუკას ბრალია! -გაბრაზებულმა გადაიჯვარედინა ხელები. -აბა ახლა მე ნუ მაბრალებ! -თვალები დაუბრიალა ქირიამ. -მზად ხარ სურვილი შემისრულო? -ცინიკურად გახედა აგებულს გამარჯვებულმა. -მითხარი ხო! -მმმ წადი და რასაც გეტვი ისინი მომიტანე მარკეტიდან. -ამ შუაღამეს?! - თვალები დაქაჩა. -ხო რა იყო? ოცდაოთხი საათი, რომ მუშაობს ისეთი მაღაზიებიც არსებობს შენ... -კარგი, კარგი! -ხელები აიქნია და წამოდგა.-დროზე მითხარ რი გინდა! -დაუბღვირა. ******** პარკებით დახუნძული გამოდიოდა მარკეტიდან და ლანას წყევლიდა, ამ შუაღამეს ასე, რომ გაიმეტა, მითუმეტეს ფეხები საშინლად ტკიოდა. ლეკვთანაც რამ არბენინა ამდენი არ იცის. თავისთვის დღუდღუნებდა და ქუჩას კვეთდა. უეცრად მანქანის ბორბლების გამაყრუებელი ღრჭიალი მოესმა ძალიან ახლოს. ძლიერმა სინათლემ თვალები მოკვეთა, შემდეგ კი აუტანელი ტკივილი იგრძო, იმდენად ძლიერი იყო ეს ტკივილი, რომ საერთოდ დაკარგა გრძნობელობა. ******** ხარხიანების სახლში ისევ სიცილ-ხარხარი ისმოდა. რაღაცას ყვებოდა მიშო მონდომებით და სიცილს ვერ იკავებდა ისევე, როგორც სხვები. ალექსი კი გამუდმებით გასასვლელისკენ აპარებდა მზერას იმის იმედით, რომ ლიზა შეამოაღებდა კერებს. „იგვიანებს“ თავისთვის გაიფიქრა და უკმაყოფილოდ გააქნია თავი. ლუკას თხრობა ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა. -ვისი ტელეფონია? -ჩემია! -ელენემ ჯიბიდან ამოაძვრინა ტელეფონი და უცხო ნომერს უპასუხა. -გისმენთ! -წამსვე გაისუსა ყველა. ელენე ჯერ ხმას არ იღებდა, მერე კი წყლით სავსე ჭიქა, რომელიც ხელში ეჭირა, ბათქანით დაეცა ქვემოთ და წყლის შხეფები გაიფანტა პრიალა ზედაპირზე. მსუბუქად წამოიყვირა ქალმა და მისი ვალები მლაშე სითხემ გაკვეტეს. ყველანი გაფითრებულები წამოიჭრნენ ფეხზე. -რა მოხდა ელენე? -გიორგი მივარდა ცოლს. -ლიზა...ლიზა! -ცრემლები სიტყვის თქმის უფლებას არ აძლევდნენ ქალს. -რა ლიზა თქვი? -მწყობრიდან გამოვიდა კაცი. -საავადმყოფოდან რეკავენ! -მძიმედ გაკვეთა ჰაერი მისმა ტირილით ამოთქმულმა სიტყვება, რომლებმაც წამში დაუხშო ყველას სმენა. ********* სირბილით მოაბიჯებდნენ ყველანი დერეფანში. ლანას, ეკას, ლალის და ელენეს თვალები დასიებოდნენ ტირილისგან, დანარჩენებს კი ფერი არ ედოთ სახეზე. -აქ ლიზა ხარხიანი მოიყვანეს ცოტა ხნის წინ! -ანერვიულებულმა მიშომ მიმართა თეთრებში გამოწყობილ გოგონას. -ერთი წუთით! - თქვა და კომპიუტერში მოქექა რაღაც. -დიახ, ის ამჟამად საოპერაციო ოთახშია. მეორე სართულზე, მარცხნივ დერეფნის ბოლოს. -კარგი! -ორ წუთში უკვე საოპერაციოს წინ იდგნენ. ლიზას და ლანას მშობლები სკამებზე ისხდნენ.გიორგი ელენეს ამშვიდბდა, თუმცა მასაც უჭირდა იმ ტკივილის ატანა გულზე რომ ქონდა მარწუხებივით შემოჭდობილი. ლანა და ეკა ჩამუხლულები ტიროდნენ და მათ ბიჭები ამშვიდებდნენ. ალექსი კი მოუსვენრად სცემდა ბოლთას და ღრმად სუნთქავდა. -ჩემი ბრალია...მე გავუშვი...მე გავუშვი! -აკივლდა ლანა და ლუკაც ძლიერად მოეხვია. -დამშვიდი პატარავ! შენი ბრალი არაფერი, ჩშშ! - თავზე კოცნიდა ლანა კი ტირილს კიდევ უფრო უმატებდა. ყველაზე მტკივნეული და სულის შემხუთავი საათები გაატარეს მათ ექიმის გამოსვლამდე. საათები, რომლებიც საუკუნეებს უდრიდა მათთვის. ყველას გულში ქარიშხალი ტრიალებდა და ანგრევდა მათ, ქარიშხალი რომელიც კარგს არაფერს მოასწავლიდა... -როგორ არის ჩემი შვილი! - მაშინვე წამოიჭრა ფეხზეე გიორგი, როგორც კი ექიმი გამოვიდა საოპერაციოდან. -ის... ----------------------- მაპატიეთ დაგვიანებისთვის! ღმერთს ვფიცავ მეც არ ვიცოდი გუშინ, რომ ვერ დავდებდი. უეცრად გადავწყვიტეთ ნათესავთან წასვლა და გუშინ საღამო იქ დავრჩით. მეც ვეღარ დავწერე :(( ძალიან არ გამიბრაზდეთ თორემ "გაგებუტებით" და ახალ თავს არ დაგიწერთ :დდდდდ ლიზის გამოც ვწუხვარ :დდ ჩემი ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. პ.ს ახალი მკითხველი შემოგვიერთდა, რამაც გამახარე :) "ბლიცი" -მიხარია რომ შემოგვიერთდი :) "ჩემი მკითხველი"...რა კარგად ჟღერს :დ (აქ დებილივით ვიღიმი :დ ) პ.ს.ს აურაცხელი შეცდომებისთვისაც ბოდიში, ვერ ვარედაქტირებ ნოუთბუქი ჯდება :დ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.