შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნინი


30-08-2018, 17:10
ნანახია 1 604

თუ ამის წაკითხვას აპირებ, გახსოვდეს...
ის, რაც აქ ხდება, თავიდანვე ნერვებზე აგთხრის. შემდეგ უფრო და უფრო უარესი გახდება.
შენ ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვები და სულაც არ იქნები ზედმეტი, ეს მე ვინებე და მოდი შევუდგეთ...
თუ დაიწყებ კითხვას ბოლოდე ჩახვალ!
***
ბარში შესვლისას ალკოჰოლისა და სიგარეტის გაჟღნეთილი სურნელი ვიგრძენი. ბარმენი თავის საქმეს ასრულებს. მის წინ მსხდომები კი გაფაციცებით შეჰყურებენ შოუს, რომელსაც გოგონა ასრულებს. შავი თმები მის სახეს ფარავს.
ძალიან გავს ეს გოგონა, იმ ადამიანს.
გაინტერესებს ვის?
კიი აბა, არ გეტყვი...
"როგორ შეცვლილა"-მპასუხობს ჩემი მეორე მე, რომელსაც ფირუზას ვეძახი.
დაიწყე უკვე შენი აზრების ფრქვევა? ვღიზიანდები.
"გეუბნები ისაა, შეხედე რა ლამაზი გადაბმული ნაწლავები ააქვს."
ფირუზ! მომშორდი ახლა აქედან,ვიშორებ გონებიდან და თვალებით იოანესა და სანდროს ვეძებ.
მალევე ვპოულობ და მათკენ ვინაცვლებ. იოანეს მწვანე თვალები ამღვრეოდა, სანდროს კი ბულკით ჰქონდა გამოტენილი პირი. მაოცებს ეს ბიჭი, ბარში რანაირად იპოვა ეს ბულკი, თან ისე უყვარს, რომ შეუძლია მთელი ცხოვრების მანძლზე მხოლოდ ეს მიირთვას.
-სად ხარ ბიჭო, ამდენ ხანს? შენ პროსტა რა გამოტოვე აზრზე ვერ მოხვალ-ჩემი გაოცება მალევე შენიშნა იოანემ და თვალებით ბარმენისკენ მიმითითა.
ჩემდა გასაკვირად ზურგით იდგა.
-რას გადაეკიდეთ ამ ბარმენს?
-"თ"-?- თვალები გაუფართოვდა სანდროს.
-ჰოო, ფირუზამაც ამოიჩემა.
-ფირუზა ვინაა?-ჩაერთო კვლავ იოანე.
-ლუკას მეორე ლუკა-გაეკრიჭა სანდრო.
რა თქვა ახლა ვითომ?
ფირუზას შესახებ მხოლოდ მას ვუთხარი, რადგან იოანეს არ სჯერა ასეთი რაღაცეების.
-სანდრიკო, ბევრი ბულკი მოგივიდა მიდი მამიკო, გაიქეცი და ბარმენს დაუძახე, ლუკა ბიძიას უნდა ვანახო- სანდრომ თვალები გადაატრიალა და ახალი ლუკმის გადასაყლაპათ მოემზადა.
-მორჩით ცანცარს, აბა რატომ დამიბარეთ აქ?
-მშლ...იოშ...ლ...
-სანდრო გადაყლაპე ეგ ლუკმა!-ლამის ფინჯანი ვესროლე.
-ბიჭო, ამ ბარში ნინი მუშაობს-ჩემი გაოცება, მალევე შენიშნა იოანემ- ის ბარმენი ნინია.
კვლავ ბარმენის მიმართულებით გავიხედე. შავი, სწორი თმები მხრებამდე სწვდება. მის წინ მსხდომ მამაკაცებს სასმელს უსხავს.
ღმერთო, რა ლამაზია.
"აგე, ხომ გეუბნებოდი"გამარჯვებულის მიმიკა აიკრა ფირუზამ.
-ლუკა ცოცხალი ხარ?-შემანჯღრია იოანემ.
-რა?
-ცოცხალი ხარო გეკითხება-დაიყვირა სანდრომ.
-რა გაყვირებს ბიჭო? ცოცხალი ვარ ცოცხალი! არ გინდათ სასმელი? წავალ მოვიტან- მალევე ვცილდები მათ და ნინის მიმართულებით მივდივარ.
***
ნინი ის ადამიანი, რომელიც ორიათას ჩვიდმეტი წლის ოქტომბრის თვეში გავიცანი. ჩვენი ისტორია, განსხვავდება სხვებისგან, შესაძლოა ეს ცუდი მხრით იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ფაქტია, რომ დავიწყება რთულია.
ერთ საღამოს ძმაკაცები შევიკრიბეთ ჩემთან. მინდოდა აღმენიშნა სანდროს და ჩემი მეგობრობა, რადგან ძალიან მალე დავძმაკაცდით.
ცოტა დავლით და რომ დადგა სანდროს წარდგენის დრო, იგი გაუჩინარდა. აივანზე გასულიყო და ლამის ტელეფონში იყო შემძვრალი. სწრაფად ბეჭდავდა ასოებს და თან იცინოდა. მოულოდნელად ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და სიხარულით ახტა დახტა. ჩემი სახე, როგორც კი დაინახა უხერხულობა იგრძნო და შეიშმუშნა. კვლავ მოუვიდა მესიჯი და ეგრევე გახსნა.
ახლაც მახსოვს ის მომენტი, როგორ თქვა...
"შენ ძობას ვფიცავარ მაგრა მიყვარს"-ო.
ღამეს სანდროს დარჩენა ვთხოვე ჩემთან. მის ტელეფონში კი ნინის ფოტო ვნახე.
თავიდან მეგონა, რომ ეს იყო სანდროს შეყვარებული, თუმცა მერე რომ თქვა მეგობარიაო, წამომიარეს და ჩავეხუტე.

***
-სამი ვისკი-ღიმილი გაუქრა სახიდან.
-ლუკა?-ხმაც გაებზარა.
-ვა ნინი? როგორ მიცანი?
-არ ვიცი- ვისკის დასხმას შეუდგა.
-ბარში როდიდან მუშაობ?
-რა შენი საქმეა?-კოპები ისე საყვარლად შეკრა მომინდა შემეჭამა.
"ღმერთო, ჭამას ნუ ახსენებ, თორემ სანდროს დაემსგავსები"
ფირუზ! გამეცალე ახლა აქედან!
-ისე უბრალოდ.
-აიღე შენი ვისკი და წადი აქედან!
-მაგდებ?
-მიზეზი საჭიროა ასახსნელად?-ცოტაც და ავფეთქდები, რანაირად მელაპარაკება.
-ნინი რამე პრობლემაა?-უკნიდან მაღალი ტიპი შემოგვიერთდა.
-არაფერი საყვარელო-ნინიმ ხელი ჩაკიდა.
რაო?
საყვარელოვო?
თან ხელი ჩაკიდა?
ლუკა დამშვიდდი...

***
ბავშობაში სულ მინდოდა შემექმნა რაღაც სიახლეები და საჯაროდ გამომექვეყნა. სულ ვფიქრობდი, ვისზე დამეწერა, ან როგორი გამომივიდოდა... არასდროს არ მქონია შემთხვევა, რომ საკუთარ თავზე დამეწერა. ნუ, რა თქმა უნდა, არის ჩემში პრობლები (გრამატიკა და სხვა...), თუმცაღა მხოლოდ მინდა ის, რაც მიყვარს თქვენ გაგიზიაროთ...
მოკლედ ეს საცდელათ დავწერე... და თქვენი აზრი მაინტერესებს, გავაგრძელო?



№1 სტუმარი Jsbbd

Ramdeni wlis xar?

 


№3 სტუმარი hvchjjb

gaagrdzele

 


№4 სტუმარი Diana

აუცილებლად გააგრძელე,მაინტერესებს როგორი დასასრული ექნება,იმედია ბოლომდე დაწერ.(ლუკიტო)

 


№5 სტუმარი სტუმარი ioane

იოანე რა კაცია:))

 


№6 სტუმარი სტუმარი ანა

როდის დადებ შემდეგ მომეწონა გააგრძელე smirk heart_eyes heart_eyes wink wink

 


№7  offline წევრი სამხარა ძეეე

Diana
აუცილებლად გააგრძელე,მაინტერესებს როგორი დასასრული ექნება,იმედია ბოლომდე დაწერ.(ლუკიტო)

ra tqma unda, imedebs ar gagicrueb(dikuna)

სტუმარი ანა
როდის დადებ შემდეგ მომეწონა გააგრძელე smirk heart_eyes heart_eyes wink wink

xval davdeb srulad:)))))))

 


№8 სტუმარი იოლანდა

უმაგრესიააა კიდევ დაწერთ?

 


№9  offline წევრი სამხარა ძეეე

იოლანდა
უმაგრესიააა კიდევ დაწერთ?

დიახ))

 


№10 სტუმარი Nini

Gaagrdzele, imedia wera ar shewkvilte lukito????

 


№11  offline წევრი სამხარა ძეეე

Nini
Gaagrdzele, imedia wera ar shewkvilte lukito????

Vagrdzeleb(nii)❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent