შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი ( ნაწილი 1 )


31-08-2018, 18:03
ავტორი Mariamk
ნანახია 1 497

დღეს ჩემი დაბადების დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრადიციულად უნდა აღვნიშნო, ჩემს მეგობრებთან ერთად.
დროა გოგოებს დავურეკო და ვაცნობო ადგილი, სადაც შევიკრიბებით.
ნატამ და ლილემ უკვე იციან, ცისა და ნუცა დამრჩნენ. ბიჭებს კი, მოგვიანებით დავურეკავ.
მესმოდა როგორ არ წყდებოდა ტელეფონზე ზარი და როგორ უხდიდა დედა მადლობას ჩემს მაგივრად, მათ ვინც მილოცავდა.
საწოლიდან ავდექი, ჩავიცვი და პირდაპირ აბაზანაში შევედი. რატომღაც ძალიან მომინდა ამ დღისთვის განსაკუთრებული ვყოფილიყავი და გადავწყვიტე თმა ქერად შემეღება.
ეს აზრი დედას გავუზიარე და დიდი უარის მიუხედავად, მიშველა იმან, რომ იუბილარი ვიყავი. ამ დღეს კი, უარის თქმა არ შეიძლებოდა.
ტელეფონზე ზარია და ამჯერად, მას მე ვპასუხობ.
გოგოები არიან:
-კატო, ჩვენო ლამაზო, გილოცავ დაბადების დღეს. ეს დღე შენზე მეტად გვიხარია და დარწმუნებული ვარ უმაგრეს დროს გავატარებთ ამ საღამოს, როგორც ყოველ წელს.
-მადლობა ნუცა, თუ ლილე შენთან ერთად არის მასაც უთხარი, რომ საღამოს შვიდ საათზე, მარმელის ქუჩაზე, კუთხის ბარში ვიკრიბებით.
-ლილე ცოტახანში მოვა და ვეტყვი. კარგი, საღამომდე კიდევ შეგეხმიანები.
-კარგი გოგოებო, მიდით.
ყურმილი დავდე თუ არა, კიდევ ზარის ხმა გაისმა, მეც არ დავაყოვნე და ვუპასუხე.
-დილამშვიდობისა კატო, გილოცავ დღეს, როდესაც შენ დაიბადე. მე ბედნიერი ვარ ამით... იყო რაღაც პაუზაც და შემდეგ დამშვიდობება...
მისი ხმა ნამდვილად ვერ ვიცანი და გადავწყვიტე მეკითხა ვინ იყო, მაგრამ მოლოცვა და ყურმილის გათიშვა ერთი აღმოჩნდა.
მომენტალურად ჩავფიქრდი, ვინ შეიძლება ყოფილიყო. ფაქტია, რომ მამაკაცის ხმა ჰქონდა.
მაგრამ უცნობი მამაკაცის...
დედას რა თქმა უნდა არ გამოეპარა და მკითხა ვინ მომილოცა, მადლობაც, რომ არ მოვუხადე. მე კი ვუთხარი, ნომერი შეეშალათ მეთქი.
ვიცოდი, სიმართლე, რომ მეთქვა, ჩამეძიებოდა. მე კი, ამის დრო არ მქონდა.
ჩავიცვი და სახლიდან გასვლას ვაპირებდი, როდესაც ცისამ და ნუცამ დამირეკეს. ვუთხარი კაბის საყიდლად, რომ მივდიოდი დ ჩვენც წამოვალთო.
მოკლედ საშოპინგოდ ერთად წავედით. აღმოჩნდა, რომ მათ უფრო ჭირდებოდათ მაღაზიებში გავლა, ვიდრე მე.
სახლში კარგად დაღლილები დავბრუნდით, ამასთან ერთად მოგვშივდა კიდეც და დედას დახვედრებული პიცა მივირთვით. მე ხუთ საათზე სალონში ვიყავი ჩაწერილი, მანამდე კი ბარში ვიყავი გასავლელი, ადგილი, რომ დამეჯავშნა.
სახლიდან მე, ნუცა და ცისა გავედით. ნუცა თავის შეყვარებულ გივიკოსთამ წავიდა, ცისას კი თავისი პატარა და უნდა გამოეყვანა ბაღიდან.
მეც ჩემ გზას გავუყევი.
გადავწყვიტე ფეხით წავსულიყავი, როდესაც შევამჩნიე როგორ მითვალთვალებდა უცნობი და თან თითქოს ნაცნობი მამაკაცი.
ვეცადე არ შემემჩნია, გზას გავუყევი ჩემი საქმე მოვაგვარე, ის კი, აღარ დამინახავს.
ნეტავ ვინ დამირეკა დილას, ან ახლა ვინ მითვალთვალებდა.



№1  offline წევრი ნორმი

მომეწონა heart_eyes ველი შემდეგს
--------------------
მორფეოსი

 


№2 სტუმარი სტუმარი ანი

თავები გაზარდე თორე ასეთი პატარა თავები უშინაარსოა

 


№3  offline წევრი Mariamk

Farvana
მომეწონა heart_eyes ველი შემდეგს

მადლობა ❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიკო

ძალალიან კარგია

 


№5 სტუმარი მარიამ სიმსივე

როდის დაიდება შემდეგი?

 


№6  offline წევრი Mariamk

სტუმარი ანი
თავები გაზარდე თორე ასეთი პატარა თავები უშინაარსოა

გავითვალისწინებ ❤️

სტუმარი მარიკო
ძალალიან კარგია

მადლობა ❤️

მარიამ სიმსივე
როდის დაიდება შემდეგი?

დღეს ????????????

 


№7  offline წევრი anuchki

უიდედა როგორ მომეწონააა.რა კარგი იყო თუ არ ჩავთვლით იმას რომ პატარა იყო,მე მაინც ძალაინ მომეწონაააა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent