გიჟური დღეები (თავი 15)
თავი 15 -როგორ არის ჩემი შვილი?! - მაშინვე წამოიჭრა ფეხზე გიორგი, როგორც კი ექიმი გამოვიდა საოპერაციოდან. -ის...- წამით დადუმდა ოდნავ ჭაღარაშეპარული, ჩია კაცი. -ამოღერღეთ ექიმო! - გაწითლდა ხარხიანი. -ამჟამად ის სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია. თავის ძლიერი ტრამვა აქვს მიღებული, მარცხენა ფერდში კი საკმაოდ ღრმა ჭრილობა ქონდა, როგორც ჩანს როცა მანქანამ დაარტყა და ინერციით უკან გადავარდა, რაღაც ბასრ საგანს დაეცა. ასევე მარცხენა ხელი მოტეხილია და...- ექიმმა ჩაახველა და თავი დახარა. გიორგი კი საყელოებში წვდა მას. ისეთი შეგრძნება ქონდა უფროს ხარხიანს, რომ თითქოს ვიღაც გულს უკაწრავდა ბასრი კლანჭებით. -და რა ექიმო? -უმჯობესია ამაზე მას შემდეგ ვილაპარაკოთ რაც გონზე მოვა. ახლა ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ.- ნელა გააშვებინა მას ხელები და გაეცალა, თუმცა ოთახში შესვლა არ ეცალა, რადგან ამჯერად ალექსანდრემ სტაცა მას ხელი. -ხომ კარგად იქნება ექიმო? - ხელები უკანკალებდა ბიჭს და ჩაწითლებული თვალებით უყურებდა თეთრხალათიანს. -ნუ ღელავთ, ის ძლიერი გოგოა! -მხარზე ხელი დაკრა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა. ჩადუნელი კი კედელს მიეყუდა და ნელა ჩაცურდა. არ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო...არ შეიძლებოდა ლიზას რამე დამართნოდა...ვერ გადაიტანდა...ხოო! ვერ გადაიტანდა ის ამას! გაუცნობიერებლად დაიკავა გოგონამ მის ცხოვრებაში იმაზე მეტი ადგილი ვიდრე საჭირო იყო...ვერ იარსებებდა იმ ჟანგბადით, რომელსაც იცოდა, რომ ის არ სუნთქავდა! ვერ იცოცხლებდა იქ, სადაც ის არ არსებობდა! და მაინც ვერ ხვდებოდა, როგორ მოხდა ეს?...როგორ შეიპყრო ასე ამ გრძნობამ? სასაცილოა...სიყვარული? არა ეს უბრალოდ სიყვარული ვერ იქნებოდა! ანდაც რა არის სიყვარული? უბრალო რომენტიკოსების მიერ გამოგონილი სიტყვა! როგორ შეიძლება ლიზასადმი დამოკიდებულება იმ გრძნობასთან გაეიგივებინა, რომელსაც ახლო ნათესავების მიმართ განიცდიდა?! „ეს სხვანაირი სიყვარულია?“-არა! არ არსებობს „სხვანაირი“ სიყვარული. უბრალოდ არ ეყოთ ფანტაზია სხვა სახელი დაერქმიათ ამ გრძნობისთვის. „გულით გიყვარს“ სრულიად აბსურდული სიტყვებია! როგორ შეიძლება გულს უყვარდეს? ის უბრალოდ სისხლის გადამტუმბავი ორგანოა...მეტი არაფერი! ლიზამ მისი გული კი არა, გონება მოიცვა...მისი გონების ყველა უჯრედი მას ითხოვდა. თითქოს ის სჭირდებოდა იმისთვის, რომ ემუშავა. დერეფანში მხოლოდ ნაბიჯების ხმა და ელენეს ტირილის ისმოდა, რომელსაც გიორგი ეკვროდა. ალბათ ყველაზე მეტად მას ტკიოდა იმ საშინელ ოთახში მყოფი შვილი. თითქოს სხეულის ნახევარი მოგლიჯეს და ჯიჯგნიდნენ ამდენი ტირილისგან უჰაერობა აწუხებდა. უნდოდა სულით ხორცამდე უნდოდა, რომ ვინმეს ხელი ეკრა და ამ საშინელი კოშმარიდან გამოსულიყო. -ბავშვებო...-თითქმის ჩურჩულით წამოიწყო გიორგიმ, მაგრამ ყველამ გაიგო მისი ხმა.- დიდიხანია აქ ხართ...ჯობია წახვიდეთ და დაისვენოთ...ლიზა მაიც ვერ მოვა ჯერ გონს. - დაღლილი ხმით, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა კაცი, თითქოს ამ საათებმა ძალა ერთიანად ამოაცალეს და სხეულის არც ერთი ნაწილი არ ემორჩილებოდა მას. -არა, არა! - თავი გააქნია ვაჩემ - აქ დავრჩებით. -აზრი? -ჩამქრალი თვალები მიანათა მეტრეველს. -ზურა წაიყვანე შენი ოჯახი და შენც წადი. -მაგრამ...-გაპროტესტება სცადა ჯაფარიძემ. -არავითარ მაგრამ ზურა! შენს ცოლ-შვილს შეხედე რა დაღლილები არიან! - თავი ჩახარა კაცმა. გიორგი მართალი იყო. ამ შუაღამეს მათი აქ ყოფნა ლიზას მაინც არაფერში წაადგებოდა. -მე არსადაც არ წამოვალ! -ფეხზე წამოხტა ლანა. - აქ ვიქნები! ლიზას ჩემ გამო მოუვიდა ეს და მე სახლში მშვიდად ვერ დავიძინებ! -ყვიროდა და თავს იქით-აქით აქნევდა. -ანა დამშვიდდი! -გვერდში ამოუდგა ლუკა. ხელები სწრაფად მოხვია და შეეცადა გაეჩერებინა. -ვერ წავალ გესმის? -ამოიტირა. მას გიორგი მიუახლოვდა, მერე კი თავი ააწევინა. -შენ არაფერშუაში ხარ შვილო, ლიზა გონს, რომ მოვა მაშინ დასჭირდები შენ და თავს ისე ნუ გაიხდი, რომ მას აქეთ მოუწიოს შენი მოვლა. - ძლივს შესამჩნევად გაუღიმა და ზურას ანიშნა წასვლის დროა_ო. ჯაფარიძეები მალევე გაეცალნენ იქაურობას და მათ ლუკაც მიყვა. სწორედ თავისი მანქანით უნდა წაეყვანა ისინი ბიჭს. იმ ცივ დერეფანში კი, ლიზას მშობლები, ტყუპები და ალექსი დარჩნენ. -ბიჭებო აჯობებს თქვენც ხვალ მოხვიდეთ...-ყოყმანით თქვა კაცმა. უნდოდა ელენესთვისაც ეთქვა ქმარს რამე, მაგრამ იცოდა რა ჯიუტიც იყო ის. ცაც, რომ ჩამოქცეულიყო, ქალი ფეხს არ გაადგამდა ამ შენობიდან. -კარგი თუ რამე დაგჭირდებათ... -ნუ ღელავ არაფერი დაგვჭირდება! - ზურგზე ხელი მოუთათუნა ხარხიანმა მიშოს. გასასვლელისკენ დაიძრნენ ტყუპები, ერთი გახედეს სანდროს, მაგრამ მიხვდნენ, რომ ელენეს მსგავსად აქედან წამსვლელი არ იყო ისიც და გზა გააგრძელეს. -შვილო შენ... -მე აქ ვრჩები! -თავიც არ აუწევია ისე განუცხადა კატეგორიული ხმით. გიორგიც მიხვდა, რომ ვერას გახდებოდა და მტირალა ცოლს მიუჯდა გვერდით. მთელი ღამე სკამზე გაატარეს მათ. ალექსანდრეს, რომ გამოეღვიძა ჯერ მზე ახალი ამოსული იყო. ცოლ-ქმარს გახედა. გიორგის უკვე ეღვიძა და ელენე იყო მასზე მიყრდნობილი. ძილშიც შფოთავდა ქალი. გაჭირვებით წამოდგა ჩადუნელი. უხერხულ პოზაში ძილისგა მთელი სხეული ტკიოდა. სახედამანჭულმა გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და კისერი გაატკაცუნა. უხმოდ ჩავიდა სასადილოში ჯერ თავისთვის შეუკვეთა ყავა და ორცხობილები. ცოტა, რომ დანაყრდა და გამოფხიძლდა კიდევაც ლიზას მშობლებისთვისაც აიტანა ორი ყავა და ცოტა საჭმელი პარკით. სკამზე მჯომ წყვილს მიუახლოვდა. ელენესაც გამოეღვიძა უკვე. -ეს ამოგიტანეთ, ცოტა გამოფხიზლდებით! -ყველაფერი გაუწოდა მათ. გიორგიმ ერთი მადლიერი მზერით ამოხედა და გამოართვა. -მთელი ღამე აქ გაატარე შვილო...-ჩამწყდარი ხმით დაიწყო ქალმა.-დაიღლებოდი შენც. -ეგ არაფერი.- ჩუმად უპასუხა და თავისი ადგილი დაიკავა. ღრმად ამოიხვნეშა და თვალები დახუჭა. მისი კოცნა გაახსენდა და ოდნავ შეუტოკდა ბაგეები. ამ დროს ლანა და ლუკაც გამოჩნდნენ იქ. -მამიდა, ბიძია ლიზას მდგომარეობა ხომ არ შეცვლილა ? -მაშინვე მათ მიმართა გოგონამ. -გამარჯობა! -ხმადაბლა თქვა სალამი ქირიამ. -გამარჯობა. ლიზა ახლა რეანიმაციულ განყოფილბაშია. ექიმმა გვითხრა, რომ როგორც კი გაიღვიძებს პალატაში გადაიყვანენ. - ლანამ თვალები დაახამხამა რამდენჯერმე, რომ მოწოლილი ცრემლები უკუეგდო. -დედა და მამა მალე მოვლენ. -ჩაილაპარაკა. ელენემ კი თავი დაუქნია.-მე...მე მინდოდა ბოდიში მომეხადა...მე - ცრემლებმა აღარ მისცეს სიტყვის გაგრძელების უფლება ჯაფარიძეს. ელენე სწრაფად წამოდგა ფეხზე და სახეზე ჩამოუსვა ხელი. -რაებს ამბობ ლანა, ჰმ? -საყვედურნარევი ხმით დაიწყო. - ყველაფერი ღმერთის გადაწყვეტილებაა, განა შენ რა იცოდი ეს, რომ დაემართებოდა? ის...-კიდევ აპირებდა გაგრძელებას, რომ გიორგის ტელეფონის ხმამ შეაჩერა. -გისმენ გურამ! ... როდის ? -წარბები შეკრა. -კარგი, მადლობა, რომ შემატყობინე. -ტელეფონი გათიშა და სანამ კითხვას დაუსვამდნენ მანამ დაიწყო. -ერეკლე იმედაძე განყოფილებიდან დღეს გამოუშვეს. გაირკვა, რომ მას ბრალი არ მოუძღოდა ავარიაში. -ერეკლე იმედაძე...? -ის ვინც ლიზას დაეჯახა.-ამოიხვნეშა. ცოტა ხნით ყველა დადუმდა. ქირია სანდროს მიუახლოვდა და გამამხნევებლად დაკრა ზურგზე ხელი. -კარგად იქნება ჩვენი ლიზიკო! - დაღლილი სახით ახედა მას ჩადუნელმა. -ჰო...-ძლივსგასაგონად თქვა. -მთელი ღამე აქ იყავი ხომ ? - თავი დაუქნია სანდრომ. იმ წამს კი ექიმი გამოჩნდა დერეფანში. -დღემშვიდობისა -თავი დაუკრა მათ. -ახლა ლიზას მოსანახულებლად შევდივარ. -ექიმო ერთი წუთი! - მასთან მიიჭრა ელენე.-შეიძლება ვნახო ? - მუდარით შეხედა კაცს, რომელსაც ყოყმანი ეწერა სახეზე. -როცა პალატაში გად... -არა გთხოვთ ექიმო! -შეაწყვეტინა. -მხოლოდ რამდენიმე წუთით...გთხოვთ. -ცრემლები ჩამოუგორდა თვალებიდან. ექიმმა ღრმად ამოისუნთქა და თავი დაუქნია. სანდრომ ყურები ცქვიტა. იმედი მიეცა, რომ მასაც მისცემდეს მისი ნახვის საშვალებას, მაგრამ მის წინ გიორგი იდგა და კიდევ ვინმეს თუ მისცემდნენ მისი ნახვის საშვალებას, ეს უფროსი ხარხიანი იქნებოდა. ისევ ჩახარა თავი და იატაკს გაუშტერდა მზერა. რამდენიმე წუთში სპეციალურ ტანსაცმელში გამოწყობილი ელენე შვილის წინ იდგა. აპარატის მონოტონური წრიპინი არღვევდა სიჩუმეს. ცრემლები უბინდავდა მხედველობას, მაგრამ მაინც გაარჩია მისი გაკაწრული სახე რომელიც ძლივს მოუჩანდა. თავი მთლიანად ქონდა შეხვეული თეთრი ნაჭრებით. ნელა მიუახლოვდა ქალი მას. -ეს რა დაგმართნია დეე?-გატეხილი ხმით დაიწყო. -ეს რას დაემგვანე ? -ნელა გადაუსვა თავზე ხელი. -შენი თმა დეე...შენი გრძელი თმა გადაგპარსეს დე ? - მისი თლილი თითები თავისაში მოიქცია. სუნთქვა უჭირდა...სული ეხუთებოდა, როცა უამრავ აპარატზე შეერთებულ შვილს ხედავდა. ასე ეგონა ვიღაცას მისი გული ხელებში მოექცია და მთელი ძალით უჭერდა. - ჩემი ლამაზი...შენ სილამაზისითვის თმა არ გჭირდება ჩემო ლამაზთვალება...კარგად იქნები დეე! -გაყინულ ხელებზე ნაზად აკოცა. -გპირდები დე მალე გახვალ აქედან ჩემო სიცოცხლევ. -ცრემლები შეიმშრალა, რომ ნორმალურად დაენახა ლიზა. -ახლა უნდა გავიდე, მაგრამ აი ამ კედლის იქით ვიქნები...ძალიან ახლოს შემო სუნთქვავ! - აკანკალებული ხელი უკან გამოსწია, შემდეგ კი პალატიდან გამოვიდა. ყველა ფეხზე წამოდგა მის დანახვაზე. -ის...როგორ არის ? - ყელში გაჩხერილი ბურთულა მწარედ გადააგორა სანდრომ და ქალს შეაჩერდა. -ცუდად სანდრო! ცუდად! - მკერდძე აეკრა ელენე და ხმამაღლა ატირდა. სანდროს ძარღვები დაეჭიმა. თვალები ჩაუწითლდა. როგორ უნდოდა იქ შესულიყო და ძალიან...ძალიან მაგრად მოხვეოდა ლიზას. მათ გიორგიც მიუახლოვდა და ცოლს ზურგზე ხელები დაადო. ელენე ამჯერად ქმარს ჩაეხუტა ძლიერად. -იქ რომ ვნახე...იქ, რომ ვნახე მოვკვდი გესმის?! მოვკვდი გიო! -კარგად იქნება ელ...ჩშშ! -თავზე აკოცა და შეეცადა მოწოლილი ემოციები უკუეგდო. -ის შენსავით ჯიუტია, როგორ გგონია სიკვდილს მისცემს მიკარების უფლებას? – „სიკვდილი“ ამ სიტყვაზეც კი გააჟრჟოლა ხარხიანს, მაგრამ არ შეიმჩნია. მალევე მართლაც მოვიდნენ ლალი და ზურა, მათ კი ტყუპებიც მოჰყვნენ უკან. მთელი დღე იქ დაჰყვნენ მათ. როცა მოსაღამოვდა ლანამ დაიჟინა მე დავრჩები და დღეს თქვენ დაისვენეთო. გიორგი ყოყმანობდა, მაგრამ იცოდა, რომ ელენე ასე დიდხანს ვერ გაძლებდა, არც თვითონ მოახერხებდა ამას. ერთ ღამეს სახლში გაატარებდა და ძალებ აღდგენილი დაბრუნდეობადა. კიდევ უფრო გაჯიუტდა ელენე შვილს ვერ დავტოვებ_ო, მაგრამ საბოლოოდ მაინც წაიყვანა კაცმა ის. ლუკამ კი ლანას არ დავტოვებო და ისიც იქ დარჩა. აი ალექსს პისტოლეტმიბჯენილსაც ვერ გაიყვანდნენ საავადმყოფოდან. ერთი კვირა ერთმანეთის ცვლაში გაატარეს. ამ ხნის განმავლობაში ჟანგბადის აპარატზე იყო ლიზა შეერთებული. გიორგი და ელენე თითქოს დააბერაო ამ შვიდმა დღემ. ალექსი მხოლოდ გამოსაცვლელად თუ წავიდოდა ხოლმე სახლშ. მარტო ლიზას მშობლები კი არა, ყველა ერთიანად გამოიფიტა. ელოდებოდნენ დღეს, როცა ლიზა თვალეებს გაახელდა, როცა ყველაფერი მწყობრში ჩადგებოდა და როცა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებოდნენ. ვერავინ ამჩნევდა დერეფნის ბოლოს მდგარ ნიკას, რომელიც ყოველ დღე, ერთი და იგივე დროს ჩნდებოდა იქ და ცოტახანში ისევ ქრებოდა. გიორგის მეწყვილე ჯაბა და მისი ოჯახიც იყვნენ მოსულები. მწუხარება გამოთქვეს და გამოჯანმრთელება უსურვეს ლიზას. ასევე იქ ერეკლე იმედაძეც იყო მისული. მერვე დღეს კი, როცა ყველანი იქ იყვნენ შეკრებილი, სწრაფად გამოაღო ექთანმა „ლიზას ოთახის“ კარი. გიორგიმ კითხა, თუ რა მოხდა, და მაშინ გაიჟღერა იმ მომენტში , იმ ერთადერმა სიტყვამ, რომელმაც ამ დღეების განმავლობაში პირველად მოჰგვარა მათ ბედნიერება. „იღვიზებს_ო“ თქვა ნაჩქარევად და ექიმის მოსაყვანად გაიქცა. -მადლობა ღმერთს! მადლობა ღმერთს! გიო გაიგე? იღვიძებს! - ცრემლები წამოუვიდა ქალს და სიხარულისგან აღარ იცოდა რა ექნა. ყველას ბედნიერების ამოძახილი აღმოხდა, თითქოს ტვირთი მოხსნესო მათ ზურგიდან. მალევე ექიმიც გამოჩნდა, რომელიც სწრაფი ნაბიჯებით მოიკვლევდა გზას. *-*-*-*-* ხმაურით სუნთქავდა და ცდილობდა თვალები გაეხილა, მაგრამ ქუთუთოების სიმძიმე ამის საშვალებას არ აძლევდა. ისეთ ტკივილს გრძნობდა, თითქოს მთელი სხეული დასერილი ქონდა. გამშრალი პირი დაეღო, ტუჩები დაჰხეთქვოდა. ერთი წვეთი წყლისთვის რას არ გასცემდა ახლა. თავის გადაბრუნება სცადა, თუმცა ეს უკანასკნელი საშინლად სტკიოდა. სიმწრის კვნესა აღმოხდა. ეგონა გონი ისევ წაუვიდოდა იმდენად ვერ აიტანა ეს გრძნობა. ოდნავ დააშორა წამწამები ერთმანეთს. უნდოდა ამ ბურუსისთვის თავი დაეღწია. პირველ შემთხვევაზე არაფერი შეიცვალა, ისევ ისეთი სიბნელე იყო. ამ ჯერად უფრო ფართოდ სცადა თვალების გახელა, სანაცვლოდ კი ისევ სიბნელე მიიღო. „რა ხდება“ გონებაში მხოლოდ ეს უტრიალებდა. ამოიხრიალა და ძლიერად დააჭირა ქუთუთოები ერთმანეთს, რომ ეგრძნო, ქონდა თუ არა ეს უკანასკნელი, მერე ისევ დააშორა. არაფერი! საერთოს არაფერი! ნაბიჯების ხმა გაისმა და მაშინვე ცქვიტა ყურები. -ლიზა გესმით ჩემი? -შუახნის კაცის ხმა მოესმა ძალიან ახლოს. თვალის გუგები გაუსინჯა ექიმმა - ლიზა, აქეთ შემომხედეთ. -უნდოდა დაენახა, უნდოდა გაქცეოდა ამ სიბნელეს, მაგრამ ვერაფერს აკეთებდა თვალების ხამხამის გარდა. ნუთუ დაბრმავდა? თუ არადა, რატომ ვერ ხედავდა ვერაფერს? „არა, არა!“ მლაშე სითხემ დაუსველა ღაწვები. - რასაც ველოდით ის მოხდა...- ისევ იმ კაცის დაბალ ნოტაზე ნათქვამი სიტყვები მოესმა, რომელიც თითქოს მწუხარებას გამოხატავდნენ. „რას ნიშნავს ეს“ „სად ვარ?“ -ლიზა! - სასიამოვნო ხმა ჩაესმა ყურებში. ხოო! ეს ელენე იყო. -ლიზა ჩემი პატარა! -კიდევ უფრო მოახლოვდა ბგერები, მერე კი ხელზე შეხება იგრძნო. -ძალიან გთხოვთ პალატა დატოვეთ! -არა, არა! რა დაემართა ჩემს თვილს? ექიმო მითხარით რატომ აცეცებს ასე თვალებს? - მისთვის ყველაზე ტკბილი ხმა ესმოდა, მაგრამ მისით ვერ ტკბებოდა. რაღაც ვერ იყო რიგზე! ეს ხმა აღარ იყო ძველებური. სასოწარკვეთილებას მოეცვა ის. „დეე რატომ ბნელა დე?“ პირს აღებდა რაღაც, რომ ეთქვა, მაგრამ მხოლოდ ცრემლები სცვიოდა. თითქოს ყელიდან ამოსულ ბგერებს ერთიანად შთანთქავდა ჰაერის ნაწილაკები, როგორც კი მაღლა ამოაღწევდა და ამიტომაც არ ესმოდა არავის. სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა მკერდი. უნდოდა გაქცეოდა ამ წყვდიადს, მაგრამ ვერც კი ტოკდებოდა ადგილიდან. ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ უბრალოდ თვალები არ ჰქონდა გახელილი და ამას აწერდა ამ სიბნელეს. -ვწუხვარ, როგორც ჩანს... –„რა, რა მოხდა?!“ „რა მჭირს, რა მჭირს?“ ისევ უხმოდ ფიქრობდა და ცრემლების თბილ ნაკადს საშვალებას აძლევდა მის ყელში ეთარეშათ. -რა მოხდა ექიმო მითხარით? - ყვიროდა ქალი. -მან მხედველობა დაკარგა! - ექოსავით გაიჟღერა ყველაზე საზიზღარმა სიტყვებმა. გაქვავდა ლიზა. მიხვდა...ხო მიხვდა მასზე, რომ იყო საუბარი. სძულდა ეს სიბნელე! სძულდა! არ განძრეულა...უბრალოდ „უყურებდა“....ხო სწორად გაიგეთ... სიბნელეს უყურებდა იგი. -არა არა! რა სისულელეა? -ნერვული სიცილი აუტყდა ქალს.-ეს შეუძლებელია! შეუძლებელია გესმით?! -გთხოვთ დაწყნარდით და დატოვეთ პალატა. პაციენტს ყველაფერი ესმის და თქვენი ყვირილი მას მდგომარეობას გააუარესებს...- მერე მათმა სიტყვებმა უბრალოდ აზრი დაკარგა. შოკურ მდგომარეობაში იყო ლიზა. არ ინძრეოდა, აღარც ტიროდა. მხოლოდ თვალები გაეხილა. თვალები რომლებმაც თავიანთი მნიშვნელობა დაკარგეს. *-*-*-*-* აფორიაქებულები დადიოდნენ დერაფენში და ექიმის გამოსვლას ელოდნენ პალატიდა. იქიდან კი რამდენიმე წუთის წინ შესული ელენეს კივილით ნათქვამი სიტყვები გაისმა. მაშინვე დაიძაბა ყველა. „შეუძლებელია_ო“ ყვიროდა, გაიგო ალექსანდრემ. ნერწყვი მძიმედ გადაუშვა სასულეში. მალევე ქალიც გამოვიდა, რომელიც ექთანს გამოყავდა. -მიმიშვით ჩემს შვილთან! - წინააღმდეგობას უწევდა ის. - მას არაფერი სჭირს! იტყუებით! იტყუებით!- გიორგი მივარდა მას სწრაფად, ხელები დაუჭირა და ცრემლებისგან ამღვრეულ თვალებში ჩახედა. -რა ჯანდაბა ხდება? - იყვირა კაცმა. -თუ შეიძლება სიჩუმე დაიცავით! -ექთნის სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია კაცს, ისე გაიმეორა კითხვა. -გიორგი...ლიზ...ლიზას მხე...-წინადადება ვერ დაასრულა ქალმა. ეზიზღებოდა თავისი თავი ამის თქმა, რომ უწევდა. -რა ლიზა?! -თვალებჩაწითლებული ალექსიც დაადგა მათ. -მხედვე...ლობა დაკარგა, მან...მან - ლანამ მსუბუქად შეჰკივლა ამ სიტყვებზე და ჭიქა გაუვარდა ხელიდან. ყველა მათგანი გაშრა. არ სურდათ დაჯერება...უბრალოდ ვერ ახერხებდნენ ამას. ყველაზე მტკივნეული სიჩუმე, რომელიც რამდენიმე წამი ჩამოვარდა, კვლავ ელენეს ქვითინმა დაარღვია. -გიორგი უშველე ჩემს შვილს! -მკერდზე ურტყამდა გაქვავებულ კაცს ხელებს. ის კი არათუ ინძრეოდა, თვალებიც კი არ დაუხამხამებია. თითქოს ძარღვებში სისხლი გაეყინა. თვალებზე სიმწრის ცრემლები მოადგა, მაგრამ ჯებირი არ გადაუკვეთავს ამ საძულველ სითხეს.-გააკეთე რამე გთხოვ...! -მერე ერთიანად მოეშვა, ტირილი შეწყვიტა და თვალები მიელულა. ძირს გართხმული აღმოჩნდებოდა, რომ არ გამოფხიზლებულიყო გიორგი. -ექიმი ჩქარა! -ესღა გაიგონა და ბურუსში შესცურა. *-*-*-*-*-*-* პალატის კართან იდგა ჩადუნელი და შორიდან უყურებდა სიფრიფანა სხეულს. იმ არეულობაში მოესწრო ჩუმად შემოპარვა. ექიმიც გამოსულიყო იქიდან. -ვინ არის? -მისი გატეხილი ხმა მისწვდა სმენას. მწარედ იკბინა ტუჩებზე და საწოლს მიუახლოვდა. -მე...მე ვარ ელიზაბეტ. - ჩურჩულით წარმოთქვა. გააჟრჟოლა ხარხიანს. აქამდე გაქვავებულ სახეზე ერთიანად გადაუარა უამრავმა ემოციამ. როცა მისი გახურებული ტუჩები იგრძნო შუბლზე აი მაშინ მიხვდა მის მდგომარეობას. მიხვდა სად იყო...რა მდგომარეობაში. უმალ მოიცვა პანიკამ. ვერ ხედავდა...ის ვერ ხედავდა...“დავბრმავდი! დავბრმავდი!“ კივილი მორთო. -სანდრო გამიყვანე აქედან!...ბნელა, ბნელა გესმის? -ხავილით სუნთქავდა, ცრემლები ახრჩობდა. -მეშინია...გთხოვ! არმინდა აქ...მეშინია სიბნელის გთხოვ სან...მგონია, რომ ვერ სვუნთქავ გესმის?!...ვიხრჩობი ნელ-ნელა ვიხრჩობი სანდრო! ვერ ვიტან სიბნელეს...მე მე ბავშვობიდან მეშინია...მე ვერ გავძლებ დიდხანს ასე! სახლში წამიყვანე სან!...აქ ბნელა! -ყვიროდა სანდრო კი გულში იკრავდა მას. მისი თითოეული სიტყვა და ცრემლი სტკიოდა. საშინლად სტკიოდა. მისი თითოეული სასოწარკვეთილი ბგერა სხეულს უშანთავდა. სძულდა საკუთარი უსუსურობა, სძულდა, რომ ვერაფრის გაკეთება შეეძლო. მას სთხოვდა დახმარებას...მას ემუდარებოდა, თვითონ კი მხოლოდ არაფრის მომცემი, უსარგებლო სიტყვებით შეეძლო დაემშვიდებინა. საკუთარი თავის მიმართ ზიზღმა მოიცვა.- გთხოვ გამიყვანე აქედან! ...არ შემიძლია! არ შემიძლია! არ შემიძლია, ვერ ავიტან ამ წყვდიადს! - ყვირილს უმატა. სანდრომ სიმწრით მოკუმა ტუჩები. თვალები აეწვა მოწოლილი სითხისგან. იმის შემდეგ რაც ბავშვობას გამოემშვიდობა, არ ახსოვდა რა არის ეს შეგრძნება. ახლა კი...ახლა ნება მისცა ერთადერთ სიმწრით ჩამოგორებულ ცრემლს, მის ნაკვთებზე თარეშობის, რომელიც ოკეანეს უტოლდებოდა. ხმაურზე მაშინვე ექთანი შემოვიდა და თვალებგაფართოებულმა შეხედა ამ სურათს. -აქ რას აკეთებთ? სასწრაფოდ დატოვეთ პალატა! -სანდრომ ძლივს გააჩვებინა ლიზას ჩაბღაუჭებული ხელი. -არა არ წახვიდე! -ისევ იყვირა. -მეშინია არ წახვიდე გთხოვ. სანდრომ ექთნისკენ მიაბრუნა თავი. -მას ჩვენ მივხედავთ! -დამაიმედებლად დაუქნია თავი და ბიჭმაც ნელი ნაბიჯებით დატოვა პალატა. მისი ხმა კი ისევ ესმოდა, მიუხედავად იმისა, რომ აღარ კიოდა. დამამშვიდებელი გაუკეთეს და თხუთმეტ წუთში ჩაეძინა კიდევაც. „მეშინია სიბნელის გთხოვ სან...მგონია, რომ ვერ ვსუნთქავ გესმის?!“ ერთი და იგივე წინადადება უტრიალებდა თავში. -სანდრო! -თითქოს შორიდან მოესმა ლუკას ხმა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. დატოვა საავადმყოფოს შენობა და ეზოში გავიდა. „ვიხრჩობი ნელ-ნელა სანდრო“ „ბნელა“ „მეშინია“ „მეშინია“ - თავზე მაგრად შემოიხვია ხელები და მთელ ხმაზე აღრიალდა. უნდოდა თავიდან ამოეგდო ეს ხმა. მოეშორებინა. ამოეგდო მისი მეხსიერებიდან და ჯანდაბაში გაეშვა, მაგრამ არ წყდებოდა მისი ყვირილი...არ წყდებოდა და ყველა სასიცოცხლო ძალებს აცლიდა. ************ როგორც გრაფომ დამარიგა, წერისას მთელი კონცენტრაცია მოვიკრიბე :დდ მინდოდა ყველას გრძნობა გადმომეცა და იმედია ოდნავ მაინც მოვახერხე ეს... ლიზას რაც დავმართე მაგას რაც შეეხება ძალიანაც ნუ დამტუქსავთ.:დ და ხო იმასაც ვიმედოვნებ, რომ ბევრი შეცდომა არ მექნება :))) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.