როგორ შემიყვარდა კრიმინალი VI თავი (ნაწილი II)
-გამარჯობაა…-ბარის სკამზე ქალის მოპირდაპირედ ჩამოჯდა აბაშიძე და ყალბი ღიმილით ჩააცქერდა თვალებში, თუმცა მისი დაჭიმული ყბები და ცივი თვალები იმაზე მიუთითებდნენ რომ სულაც არ იყო კარგ ხასიათზე. -მომენატრე…-მის საკოცნელად გაიწია ქალმა თუმცა მკლავზე თითებით ჩაფრენილმა მამაკაცმა შეაჩერა, რომელსაც წამიერად ჩამოერეცხა ყალბი ღიმილი და კიდევ უფრო გაუცივდა სახე. -შენთვისვე ჯობია მითხრა რომ შემთხვევით ხარ აქ… -არ ვარ…-მხრები აიჩეჩა ქალმა და მაღალ ფეხიანი ჭიქიდან კოქტეილი მოსვა. -თიკა… -რა გინდა? მე ჩემი ხოდით ვარ, შენ-შენი... -შეიძლება ვიცეკვოთ?-საიდანღაც გამოტყვრა ქერა მამაკაცი რომელიც წამით არ აცილებდა გამოშტერებულ მზერას მშვენიერ ალავიძეს , ისევე როგორც კლუბში იმ მომენტში მყოფი ყველა მამაკაცი. -არა ,გააჯვი!-ქალის სახისთვის წამით არ მოუშორებია ცივი მზერა, ისე გამოცრა აბაშიძემ. -მე მანდილოსანს ვეკითხები! -გააჯვი-მეთქი! -ქალბატონო…-თიკასკენ გაიწია კაცმა და ნერვების ზღვარს გადაცდენილმა აბაშუძემაც წამში იფეთქა: ქურთუკის საყელოთი მომენტალურად დათრეულს აზრზე მოსვლაც არ აცადა,თავისუფალი ხელით იქვე ბარზე დადებულ ვისკის ჭიქას დასწვდა სხარტი მოძრაობით და უცნობის თავზე დაუშვა. ჭიქის ნამსხვრევები ხმაურით გაიფანტა იატაკზე, გვერდზე მჯდომმა ქალმა შიშით შეჰყვირა , მსგავს სიტუაციებს მიჩვეულ კლუბის სტუმრებს კი ყურიც არ შეუბერტყავთ... სამაგიეროდ, მეორე სართულზე აქამდე უსაქმოდ მყოფი დაცვის თანამშრომელი ბოლთის ცემით რომ მიმოდიოდა.ხმაურზე ერთბაშად გამოცოცხლდა. - ყურადღებაც მოვიქციეთ...-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა თიკამ და ფეხდაფეხ მიჰყვა აბაშიძეს, რიმელმაც იატაკზე ტკივილისგან მოკეცილ სახე დასისისხლიანებულ კაცს გვერდი გულგრილად აუარა და პირდაპირ მეორე სართულისკენ დაიძრა. -რა გინდათ?-წინ გადაუდგა შუბლშეკრული ახმახი. -შენი უფროსი… -ვინ ხართ? -მისი ნაცნობები…-დაძაბულ აბაშიძეს წელზე ხელი მოეხვია თიკა და დაცვის თანამშრომელს გაუღიმა. -სახელი, გვარი? -უბრალოდ გვარი ალავიძე უხსენე...დარწმუნებული ვარ დააინტერესებს… - კარგით...დამელოდეთ... - ჩაილაპარაკა ახმახმა და დერეფნის ბოლოს მდებარე ოთახისკენ დაიძრა.საიდანაც მალევე დაბრუნდა და წყვილს გამოუცხადა რომ ბატონი ლევანი კაბინეტში ელოდებოდათ.ბატონი ლევანი ჩია კაცი აღმოჩნდა,ნახევრად მელოტი თავით და ისეთი იერით აბაშიძეს მის დანახვაზე გულისრევა და გულიანად გადახარხარება ერთდროულად მოუნდა. - აბა რამ შეაწუხა ალავიძის მშვენიერი ქალბატონი? - უხეიროდ გაიცინა ლევანმა და შეფარული ნერვიულობით შეათვალიერა მის წინ სავარძელში მჯდომი წყვილი. -ჩემს მეგობარს კითხვები აქვს...იმედია არ გვაწყენინებ…- ფართოდ გაუღიმა თიკამ -მამაშენი მკვდარია… - მაგრამ...არის ერთი მაგრამ...კიდევ ბევრია ისეთი ვისაც ჩემს ხელთ არსებული მასალების ხელში ჩაგდება უნდა და ვირის აბანოში შენი ჩაყუდებაც ზედმეტად გაახარებს…-უფრო ფართოდ გაუღიმა ქალმა. - რა გაინტერესებს?- მიხვდა ლევანი ჩიხში მოიმწყვდიეს და უაზრო ლაყბობა აღარც უცდია, აბაშიძეზე გადაიტანა მზერა. - ერთ სახელს გეტყვი : რამაზ ჩხენკელი...დაიწყე და ყველაფერი მოყევი რაც მასზე იცი… -სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ...ბევრს ვერაფერს გეტყვი…- პირი გააწკლაპუნა ლევანმა. - რაც იცი ის მოყევი…ვიცი რომ დაცვად მუშაობდა შენ ბორდელში… - ჰო , ასე იყო გაფორმებული..ოღონდ თავის ბოზებს იცავდა და არა ჩემს კლუბს..- ჩაიცინა ლევანმა. -ანუ?-სიგარეტს მოუკიდა აბაშიძემ და ღრმა ნაფაზი დაარტყა. -ანუ...ჩხენკელი სუტენიორი იყო...თავისი მეძავები მოჰყავდა ჩემს კლუბში, ისინი იქ მუშაობდნენ, კლიენტურას აგდებდნენ და ასე შემდეგ...მოკლედ, მე ჩხენკელს სამუშაო ტერიტორიას ვაძლევდი ბოზებისთვის, ის კი ამაში გარკვეულ წილს მიხდიდა..ეს იყო და ეს...მეტი ჩხენკელთან არაფერი მაკავშირებს… -ესე იგი მეტი ჩხენკელზე არაფერი იცი.. -არა… -როგორ...ესეთ რისკიან ამბავში პაძელნიკობდით შენ კი არასდროს დაინტერესებულხარ ვინ იყო და რას წარმოადგენდა?-თვალებმოჭუტული დააკვირდა აბაშიძე წინ მჯდომს. -რაში დამაინტერესებდა მისი პიროვნება? - მხრები აიჩეჩა ლევანმა - ის ფულს მიხდიდა და მორჩა...დალშე, ვინ იყო და რას წარმოადგენდა მაგრად მეკიდა… -ის გოგოები მასთან იძულებით მუშობდნენ? - არა...ამაზე თავს დავდებ…- თავი მღელვარედ გააქნია ჩიამ. - რატომ შეიცხადე? ისეთ ბინძურ საქმეებს ატრიალებ , რა ტრეფიკინგი სინდისს ზედმეტად დაგიმძიმებდა?- ირონიულად გაეცინა ლუკას. - ეგ არაფერ შუაშია..მე ვიცი ჩემი შესაძლებლობების ზღვარი...ტრეფიკინგი უკვე სხვა სახის დანაშაულია და მე ეგეთ რისკზე აღარ წავიდოდი...უბრალოდ ვეღარ გავქაჩავდი…-მხრები გულგრილად აიჩეჩა ლევანმა. აბაშიძე ერთხანს უსიტყვოდ აკვირდებოდა წინ მჯდომს, შემდეგ სიგარეტი საფერფლეში ჩააჭყლიტა და სავარძლიდან წამოდგარმა კიდევ ერთხელ გაუყარა თვალი თვალში. -კარგი...დაგიჯერებ რომ მეტი არაფერი იცი...მაგრამ თუ გავიგებ რომ დამალე...ისევ მოგაკითხავ და მაშინ კი ესეთი მშვიდი საუბარი აღარ გვექნება… -თქვენთვის ჩემი კლუბის კარი ყოველთვის ღიაა…- ხელები ფართოდ გაშალა ლევანმა და კარიდან გასული წყვილი მზერით გააცილა... *** იმ ღამეს რატი ქვრივიშვილი ტყეში რომ დატოვეს , ტაქსი გააჩერა და თავისი სახლისაკენ აიღო გეზი.. ეხლა მარტო ერთი რამ უტრიალებდა გონებაში, სწრაფად ჩაელაგებინა ბარგი და იქამდე გასცლოდა თბილისს , სანამ ისინი მოაკითხაბდნენ და დანაპირებს აისრულებდნენ. - შენი დედაც მოვტყან რამაზ, შენი დედაც მოვტყან!.. ეს რა დღეში ჩამაგდე!.. - ბიძაშვილის მისამართით შეიკურთხა ბინაში შესულმა და სწაფად მოიძია ფული , საბუთები და მნიშვნელოვანი ნივთები. ტანსაცმელზე და მსგავს წვრულმანებზე თავი დიდად არ შეუწუხებია , სწრაფად გამოვიდა სახლიდან და თავისი შავი ფორდიდაკენ გაემართა. ქალაქში ნელ- ნელა თენდებოდა და ცას თანდათნ ეცლებოდა ბნელი საბურველი.. მძღოლის მხარე დაიკავა და ის იყო ხელი გასაღებისაკენ წაიღო, რომ კეფაზე ცივი მეტალის შეხებამ სისხლი მომენტალურად გაუყინა ძარღვებში.. გაწვდილი ხელი გაუშეშდა და სულიც მთელ სხეულში შემძვრალმა შიშმა შეუხუთა - ჩვენ ხომ გაგაფრთხილეთ- უკანა სავარძლიდან დაისისინა ბოროტმა ხმამ. - არ გინდათ , გთხოვთ!.. მე არაფერი მომიყოლია! - განწირული ხმით იყვირა ქვრივიშვილმა , მაგრამ უკვე გვიანი იყო. იმწამსვე მაყუჩიანი პისტოლეტის მცირე ტკაცუნი გაისმა და მანქანის მთელი სალონი ქვრივიშვილის სისხლით შეიღება. მკვლელმა სწრაფად, მაგრამ უხმაუროდ დატოვა მანქანა, თავის პიკაპში გადაჯდა და ტელეფონზე ნომერი აკრიფა. ორი ზუმერის შემდეგ ყურმილიდან ბოხი ხმით უპასუხეს - რა ქენი? - ყველაფერი მოგვარებულია.. მკვდარია. - ძალიან კარგი. - კმაყოფილებით ჩაილაპარაკა კაცმა, ტელეფონი გათიშა და მის წინ მჯდომს მიაცქერდა ცივი თვალებით. - ქვრივიშვილი მკვდარია. - ახლა რა მნიშვნელობა აქვს ამას ?- კაცის კმაყოფილება არ გაუზიარებია მის მოსაუბრეს - ის ნაბო*არი სიკვდილის წინ ყველაფერს მოუყვებოდა აბაშიძეს.. ამის მერე მის მოკვლას რაღა აზრი ჰქონდა? ეგ მანამდე უნდა გაგეკეთებინა!. - ნუ ბრაზობ , ნოდარ!. - გაუღიმა კაცმა მოსაუბრეს, თუმცა ეს ღიმილი მის ცივ თვალებს არ მიკარებია - ქვრივიშვილის სიკვდილი კარგი გაფრთხილება იქნება მათთვის ვინც პირის მოღებას და იმის ლაპარაკს მოინდომებს, რისი ლაპარაკიც არ შეიძლება.. - ჩემთვის კი უბრალოდ ზედმეტი ნაგავია, რომელიც ისევ მე უნდა ავწმინდო - არ ცხრებოდა გვარამია - ჯერ ჩხენკელი, ეხლა მისი ბიძაშვილი, კიდევ ის გოგო.. აბაშიძის ყოფილი შეყვარებული!.. ზედმეტად ბევრ გვამებს ტოვებ, მე კი მათი მიჩქმალვა არ მეხალისება და არც საამისო დრო მაქვს! - აჰ, ხო .. შენ ხომ მინისტრობისთვის ემზადები - ირონიულად ჩაიცინა კაცმა - ცეცხლს ეთამაშები, ილია!. შენი ფეხის ბიჭებში ხომ არ გეშლები?! არ გამაბრაზო თორემ მათთან ერთად მატლივით გაგსრეს!..- გაღიზიანდა გვარამია - ტყუილად მემუქრები, ნოდარ.. კარგად იცი რომ თუ ჩვენგან რომელიმე საფლავში ჩაწვება, მეორესაც აუცილებლად თან გაიყოლებს.. დამენძრევა მე, დაგენძრევა შენც - ხელები თეატრალურად გაშალა ილიამ -მე ხომ გაგაფრთხილე რომ აბაშიძეს ახლოსაც არ გაკარებოდი?!- გამოცრა გვარამიამ - მერე? - მერე ის რომ აქ მე ვწყვეტ სად და როდის, შენ კიდევ ჩემი ნათქვამი უსიტყვოდ უნდა შეასრულო! - მაგიდაზე მუშტი დაკრა გვარამიამ - ეს საქმე მე წამოვიწყე, შენ მზამზარეულ სუფრას შემოუჯექი და ეხლა აქეთ მკარნახობ პირობებს? - გაღიზიანდა ილიაც -შენ წამოიწყე? - გამოცრა ნოდარმა - მაშინ ისიც გაიხსენე რას წარმოადგენდა ეგ შენი საქმე სანამ მე გამიცნობდი!.. ერთი ბინძური ბორდელი, საცოდავი კაზინო და რამდენიმე საცოდავი ფეხის ბიჭი.. აი, სულ ეგ იყო შენი დამპალი საქმე!.. და ისევ იქ დარჩებოდი ჩემი მფარველობა რომ არა !.. ახლა კი მილიონებს ატრიალებ, ჩემი წყალობით!.. ახლა კი გეკითხები ,რატომ წამოიწყე ეს ყველაფერი ? - აბა რა უნდა გვექნა? - მხრები აიჩეჩა ილიამ - დავლოდებოდით აბაშიძე როდის გაქექავდა ყველაფერს და მერე ჩვენ კარზე მოსული იარაღით ხელში მოგვიკაკუნებდა ?.. ნოდარ, შენც ხომ კარგად იცოდი რომ სამშობლოს ნოსტალგიის გამო არ დაბრუნებულა აქ ეგ ბიჭი - ვიცოდი!.. ვიცოდი, მაგრამ მე მის პირველ ნაბიჯს ველოდებოდი ! დამარტყამდა და დავარტყამდი.. მაგრამ შენ მისი ჩამოსვლისთანავე აგიკანკალდა და პირველ დღეს ჭეიშვილი მიუგზავნე მოსაკლავად.. შედეგად რა მიიღე? აბაშიძე გადარჩა.. ნაბოზარმა ალავიძემ გამყიდა.. ჭეიშვილი ციხიდან გაათრია და აბაშიძეს მიუყვანა, რომელიც მისგან ჩხენკელზე გავიდა , ჩხენკელიდან კიდევ ვიღაცაზე გავა და.. ასე ნაბიჯ- ნაბიჯ მოაგნებს შენ ბუნაგსაც!- იფეთქა გვარამიამ - ეგ თუ მოხდება შენ მინისტრის სკამი მხოლოდ შორეულ ოცნებად დარჩება, შენ და შვილი კი ერთ საკანს გაიყოფთ საპყრობილეში! - გამოცრა ილიამაც და როცა შენიშნა გვარამიაზე მისმა სიტყვებმა როგორ იმოქმედა, შემრიგებლური ტონით განაგრძო:- კარგი გვეყო იმის დატოლება ვის უფრო დაენძრევა იმ შემთხვევაში თუ აბაშიძე მოგვაგნებს.. საერთოდაც, მოდი ნუ ვიჩხუბებთ .. ჩვენ ხომ ამისთვის არ შევხვედრივართ? მაგრამ გვარამია აღარ უსმენდა.. სკამიდან წამოიწია, მაგიდას მუშტებით დაეყრდნო და ილიასაკენ გადაიხარა... როგორც საავდრო ღრუბელი გადაეფარება ხოლმე მიწას და ავისმომასწავლებლად ჩააბნელებს, ისე გადაეფარა მისი ჩრდილი ილიას ბოროტ სახესაც.. - ეხლა მე შენ ორ დავალებას მოგცემ და ამჯერად ყველაფერი ყურადღებით მომისმინე , თორემ მაგ დამპალ თავს მაგრად წააგებ! - გამოცრა გვარამიამ-პირველ რიგში გვამების დატოვება უნდა შეწყვიტო!.. მესმის რა ცივსისხლიანი შეშლილიც ხარ და როგორ გსიამოვნებს სისხლის სუნი , მაგრამ უკვე გითხარი ეხლა მე შენი გაფუჭებულის გასაკეთებლად არ მცალია და სასწაულმოქმედიც არა ვარ რომ უცებ გაჩენილი ამდენი მკვდრის საქმე გავაქრო!.. გასაგებია ჩემი სიტყვები? - გასაგებია.. - პაუზის შემდეგ დაეთანხმა ილია - ძალიან კარგი .. ეხლა მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი.. აბაშიძე უნდა მოკვდეს.. და იცოდე ეს საქმე დღესვე უნდა შესრულდეს! - ცივად დაასრულა გვარამიამ, ილიას კიდევ ერთი გამაფრთხილებელი მზერა ესროლა და შემდეგ კაბინეტი სწრაფად დატოვა. *** - დარწმუნებული ხარ რომ იქ მარტო შესვლა გინდა?- იკითხა ანუკიმ და ფრთხილი მზერა შეავლო აბაშიძეების თეთრი აგურით ნაშენებ უზარმაზარ რეზიდენციას. უკვე ათი წუთი იყო გასული რაც ის და ლუკა სახლის წინ იდგნენ . ლუკა მშვიდი, მაგრამ შესამჩნევად დაძაბული მზერით აკვირდებოდა თეთრივე აგურის კედლისა და შავი რიკულებიანი ჭიშკრის მიღმა აღმართულ სახლს. ათი წელი იყო რაც ამ სახლში არ ყოფილა... ზუსტად ამდენი დრო იყო გასული მას შემდეგ, რაც ეს სახლი დატოვა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა.. სახლი ისევ ისეთი ლამაზი და დიდებული იყო, ყველაზე გემოვნებიანი და პომპეზური მთელ ქუჩაზე. განსხვავება მხოლოდ ის იყო რომ დიდი ხანია იქ აღარავინ ცხოვრობდა.. ლუკას ვერ გადაეწყვიტა რა ექნა მისთვის. დასანგრევად არ ემეტებოდა, მაგრამ ისიც ზუსტად იცოდა რომ იქ აღარასდროს დაბრუნდებოდა საცხოვრებლად.. აბაშიძე ძველებურად უხდიდა ფულს სახლისა და ბაღის მომვლელებს, ამიტომ იყო რომ ის კვლავინდებურად სუფთად და მოწესრიგებულად გამოიყურებოდა და ვერც ვერავინ იტყოდა რომ დიდი ხანია აღარავინ ცხოვრობდა იქ... - ლუკა .. - ანუკის მხარზე შეხებამ გამოაფხიზლა ფიქრებში ჩაძირული აბაშიძე - დარწმუნებული ვარ .. - გაუღიმა ლუკამ გოგონას და ლოყაზე მიეფერა - აქ დარჩი, მალე დავბრუნდები.. - შემდეგ მანქანიდან გადავიდა, ბაღში შევიდა და ათი წლის წინ გამოკეტილი სახლის კარი შეაღო.. ლუკას ეგონა იქ არაფერი დახვდებოდა მდუმარების გარდა, მაგრამ შეცდა.. მწარედ შეცდა.. როგორც ბნელ ოთახში დამალული ღამურები წამოიშლებიან ხოლმე სინათლეზე, ისე წამოიშალნენ მოგონებები ყველა კუთხე - კუნჭულიდან და ზუსტად მათ მსგავსად დაეხვივნენ კაცს გარშემო.. ყველა მოგონება იქ იყო, ყველა წელი და დღე . ყველა საათი.. ბავშვობა, მოზრდილობა, დიდობა.. ერთი-მეორის მიყოლებით ეხლებოდნენ გარს შემოხვეული მოგონებები კაცს , მასთან ახლოს მისვლას ცდილობდნენ მაგრამ არ გამოსდიოდათ და ისევ მის შორიახლოს იწყებდნენ ფრენას.. ბოლოს ერთმა, პატარა და ძალიან შორეულმა მოგონებამ იმარჯვა და მთლიანად დაისაკუთრა კაცის გონება... იმწამსვე სახლის კარიდან რვა წლის ატირებული გოგონა გამოვარდა , სწრაფად გაიქცა და ბაღში ჩამოჯდა.. მას თორმეტიოდე წლის ბიჭი გამოყვა და უკან დაედევნა ყვირილით - მარ!.. მარიამ!. - გოგონა მალევე შენიშნა, გვერდით მოუჯდა ატირებულს და ცადა მოხვეოდა, მაგრამ გოგონა მაშინვე გაიწია- მარიამ , კარგი რა!.. - დამანებე თავი!- ამოიტირა მარიამმა - კარგი რაა ! რაზე მებუტები? - იმიტომ რომ მიდიხარ.. - მე მხოლოდ ერთი ზაფხულით მივდივარ ! - რა მნიშვნელობა აქვს? - ტირილით დასიებული ლურჯი თვალები მიაპყრო გოგონამ - მიდიხარ და მე აქ მტოვებ! - არსადაც არ გტოვებ- თავი გააქნია ბიჭმა - სამ თვე რა არის? უცებ გაივლის და მე ისევ აქ ვიქნები.. შემირიგდი რა მარიამ- შეევედრა გოგონას და ისევ ცადა მოხვეოდა, მაგრამ მარიამმა კვლავ ჯიუტად გაიწია -ჰოდა, წადი თუ მიდიხარ! ეხლავე წადი..- ამოილაპარაკა გულამომჯდარმა -არსადაც არ წავალ თუ შენ არ შემირიგდები!- იუარა ბიჭმა გოგოს პასუხი აღარ გაუცია და ცოტა ხანი ჩუმად ისხდნენ.. მარიამი ისევ განაგრძობდა ტირილს , მაგრამ მალე მისმა დამშვიდებულმა სუნთქვამ ლუკა მიახვედრა რომ გოგონამ მაინც მოიბრუნა მისკენ გული - ვის უნდა ვუთხრა ვინმე რომ რამეს დამიშავებს? - ამოილაპარაკა ბოლოს გოგონამ და ტირილით დასიებული თვალები შეანათა ძმას - ვინ რას დაგიშავებს?- შუბლი შეიკრა ბიჭმა - რავიცი - მხრები აიწურა გოგონამ - ვინმე თუ გამაბრაზებს.. - გიო და საბა აქ იქნებიან, სულელო! - ეგენი აქეთ მაბრაზებენ ხოლმე - ცხვირი სასაცილოდ აჭმუხნა გოგონამ - მე გავაფრთხილებ და არცერთი აღარ გაგაბრაზებს - გაუცინა ძმამ - შემირიგდი? გოგონამ ნელა , მაგრამ მაინც დაუქნია თავი, ბიჭს აღარ დაუცდია მისკენ გაიწია და მაგრად მოეხვია დას.. - ლუკა... - აბაშიძე რეალობაში მხარზე ხელის შეხებამ დააბრუნა. სწრაფად შემობრუნდა უკან და მანქანიდან გადმოსული ანუკი დაინახა , შეშინებული თვალებით რომ უყურებდა - კარგად ხარ? - კი.. რატომ მეკითხები? - დაახლოებით ხუთი წუთია ასე დგახარ - მხრები აიწურა გოგონამ - ლუკა, მეშინია.. - რისი?- ლოყაზე მიეფერა ლუკა გოგონას - ამ ვიცი.. უბრალოდ მეშინია შენს გამო.. - დამფრთხალი მზერა მიაპყრო გოგონამ სახლს - გთხოვ ,შენთან ერთად წამოვალ მეშინია რამე არ დაგემართოს.. -რა უნდა დამემართოს? ამ სახლში აჩრდილების გარდა აღარავინ ცხოვრობს დიდიხანია, მაგრამ ისინი ჩვენ არაფერს დაგვიშავებენ - სევდიანად გაუღიმა ლუკამ გოგონას - მანქანაში დაბრუნდი , მე მალე მოვალ - კარგი.. - დაემორჩილა ანუკი და მანქანისკენ წავიდა, ლუკამ კი სახლში შეაბიჯა... თითქოს ზღვის მეტრიდან მრავალი მეტრით დაშორებული ყოფილიყო, კაცმა მაშინვე იგრძნოყოველი ნაბიჯის შემდეგ სულ უფრო რომ ეხუთებოდა სული. სწრაფად აირბინა კიბეები და მეორე სართულზე მარიამის ოთახის კარი შეაღო. თეთრად შეღებილ ოთახში არაფერი შეცვლილიყო. ფართო საწოლი , ტანსაცმლის კარადა , სამეცადინო მაგიდა და კიდევ წიგნებით გატენილი თაროები.. კითხვა უყვარდა მარიამს ყველაზე მეტად.. მისი წრის თანატოლებისაგან აბსოლუტურად განსხვავდებოდა გოგონა.. მათგან განსხავავებით, დროის გატარება არა ძვირადღირებულ კლუბებსა და რესტორნებში ,,არამედ წიგნების კითხვასა და პატარა ანუკისთან თამაშში ერჩია... თვალებით მიეფერა ლუკა მონატრებული დის ნივთებს და მომენტალურად, მთელი არსებით იგრძნო, რომ ერთი სული ჰქონდა იქაურობას გასცლოდა. ამ სახლში თავისი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დრო გაეტარებინა, მაგრამ საყვარელი ადანიანების გარეშე ახლა იგი უბრალო ბეტონის გროვად ქცეულიყო, ნაცნობ დერეფნებსა და ერთ დროს მშობლიურ ოთახებს კი მხოლოდ ტკივილი მოჰქონდა მისთვის.. ის იყო გასასვლელისაკენ შებრუნდა და ოთახიდან გასვლა დააპირა, რომ მისი ყურადღება საწოლის გვერდით , ტუმბოზე დადებულმა წიგნმა მიიქცია. "დანაშაული და სასჯელი " - ეს იყო ბოლო წიგნი რომელსაც მარიამი კითხულობდა. ლუკამ ინსტიქტურად გაწია ხელი მის ასაღებად.. წიგნი გაიშალა და ფურცლებს შორის მოთავსებული ძველი ფოტოსურათი ფარფატით დაეცა იატაკზე.. აბაშიძე სწრაფად დაწვდა ფოტოს , კარგად დააკვირდა და მომენტალურად იგრძნო , მისმა გულმა როგორ გამოტოვა რამდენიმე დარტყმა. ფოტოზე სამნი იყვნენ გამოსახულნი. ერთ- ერთი , ქერა და ცისფერთვალება ბიჭი, მარჯვენა მხარეს, ოდნავ განზე იდგა და კამერას უყურებდა.. ფოტოზე მარჯვნივ მაღალი ბიჭი იყო გამოსახული.. შავი მაისური და ჯინსი ეცვა, სახე მთლიანად გადღაბნილი ჰქონდა კალმით და მისი ნაკვთები არ ჩანდა.. ერთი ხელით მანქანის ძარას ეყრდნობოდა , მეორე კი გვერდზე მდგომი მარიამისთვის გადაეხვია, რომელიც უზომო სიყვარულით სავსე თვალებით შესცქეროდა მას. *** - ამღვრეული მზერით აკვირდებოდა გულის გაჩერებამდე მონატრებულ, სიგიჟემდე საყვარელ სახეს და სხეულში დატრიალებულ ემოციების ჯარს, ერთდროულად რომ უტევდნენ, ცდილობდა როგორმე გამკლავებოდა...უსაზღვრო სიყვარული, ტკივილი, მონატრება, სევდა...და ბოლოს საშინელი მრისხანება, შიგნიდან რომ ანგრევდა გარეთ გამოღწევას ლამობდა და რომ არ გამოეტანა , არ დაცლილიყო იცოდა თვითონვე აფეთქდებოდა და დაინგრეოდა... -სახე რატომ აქვს გადაშლილი?-იკითხა საბამ და ფოტოს, რომელიც მანამდე აბაშიძეს ჰქონდა თითებში მოქცეული შემდეგ კი ჟურნალების მაგიდაზე ...ყურადღებით დააკვირდა. - გულგატეხილი გოგოს საქციელს გავს…-ყრუდ ამოილაპარაკა აბაშიძემ და დაძაბული თითებით ძლივს მოუკიდა სიგარეტს, ღრმად შეისუნთქა კვამლი და ღრმა ნაფაზი დაარტყა. საბამ , ფოტოზე დაკვირვება განაგრძო, ბოლოს წარბები შეკრა და მეგობარს სწრაფად გახედა: - აქ მისამართი წერია! -ბაგებშია ეგ ქუჩა...უჩანეიშვილის 47...- თავი დაუქნია აბაშიძემ, რომელსაც ფოტოზე მითითებული მისამართი თავადაც შეემჩნია.ქურთუკი სწრაფად მოიცვა და გასასვლელისკენ წასული ფეხდაფეხ ადევნებულ ბარამიძეს მიუბრუნდა -მარტო წავალ! -საშინლად ხარ აჭრილი და ზედმეტად ამძღნერებული…-გაეცინა საბას-...ასე რომ...მარტოს ვერ გაგიშვებ…-მხარზე ხელი დაჰკრა მეგობარს და აბაშიძეც მეტი აღარ შეწინააღმდეგებია...სახლის ეზოში გასულები ის იყო უკვე ლუკას მანქანაში სხდებოდნენ, ბარამიძე მოულოდნელად რომ შედგა და აბაშიძეს, რომელიც სიგარეტს უკიდებდა და მის ეზოში მდგარი ფიგურა არც შეუმჩნევია , წარბაწეულმა გადახედა: - მგონი, დაგენძრა! მათგან, რამდენიმე მეტრში სანიკიძე იდგა, მწვანე თვალებში კი დიდი დოზით ბრაზი და სიძულვილი ჩადგომოდა , რომელიც აშკარა იყო აბაშიძისთვის იყო განკუთვნილი უკვე მისკენ რომ შემობრუნებულიყო და ცივი მზერით უსიტყვოდ აკვირდებოდა დაუპატიჟებელ სტუმარს…. - შეენ….- რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მამაკაცისკენ და კბილებში გამოცრა - ნამდვილი გარეწარი...უგულო და უსისხლო ნაბი*ჭვარი ხარ! ლუკა, რამდენიმე წამით უსიტყვოდ აკვირდებოდა მისკენ უტეხად მომზირალს...სიგარეტი მოისროლა ბოლოს, საბას "მანქანაში დამიცადეო" ზედმეტად მშვიდად უთხრა მერე კი ქალისგან შებრუნებულმა, ისეთი ძალით ჩაავლო მკლავზე თითები და თავისკენ დაითრია, ტკივილისგან წამოიყვირა და სახე დამანჭა სანიკიძემ. -ლუკა…-მხარში წვდა საბა,ზედმეტად დაძაბული სიტუაცია რომ იგრძნო და წარმოდგენა არ ქონდა.რას მოიმოქმედებდა ნერვებს აცდენილი მისი მეგობარი... -მაცადე!-ხელი უხეშად აუქნია აბაშიძემ და მკლავით დათრეული ქალი თითქმის ძალით შეიყვანა სახლში. -მოდი აქ!-მისაღებში მდგარ სავარძელში ძალით ჩასვა და მის წინ ჩამომჯდარმა ყბებზე ძლიერად ჩავლებული თითებით აიძულა მისთვის მზერა გაესწორებინა. -რაო , აბა რა პრეტენზიები გვაქვსო? -ეს შენ გააკეთე?- არ შეუშინდა მის რისხვას სანიკიძე და გაბედულად გაუყარა თვალი თვალში-რატი შენ მოკალი? -დავუშვათ! დავუშვათ მე მოვკალი...მერე?-ხელები ფართოდ გაშალა მამაკაცი და ღრიალზე გადავიდა- ხოოო, გარეწარი ვარ.ყველაფერზე წამსვლელი, უსისხლო ნაბი*ჭვარი და ეხლა ისეთ ხასიათზე ვარ...ორგანიზმი პირდაპირ მთხოვს რაღაც ზედმეტად ცუდის ჩადენას…-მთელ სახეზე მოატარა მზერა მერე კი ისევ თვალებში ჩააკვდა - ზედმეტად ცუდი დრო შეარჩიე სტუმრობისთვის...ნიაკო… -ესეთი ცივსისხლიანი როგორ ხარ?-თითქმის დაიჩურჩულა ნიამ და ამღვრეული მზერით შეხედა მისკენ თვალმოუშორებლად მომზირალს...რომელმაც უპასუხოდ დატოვა მისი კითხვა და ისე დაუწყო დაკვირვება თითქოს მის სულში ჩაძვრომას ცდილობსო. სახეზე არცერთი ემოცია არ ეწერა, მძიმედ ისუნთქავდა ჰაერს, ყბებდაჭიმულს შავი თვალები რისხვისგან ზედმეტად უელავდა და ისეთ სუსხს აქსოვდა სანიკიძეს თავისდაუნებურად შეეპარა სხეულში უსიამოვნო სიცივე...რომელიც ჯერ ტერფებიდან დაიძრა, ქურდივით ნელი ნაბიჯებით გაიარა მთელი სხეული და ისედაც ერთიანად დაძაბული და შესამჩნევ თრთოლვას ატანილი ერთიანად ააკანკალა…ხელები, შუა ზამთარში გარეთ დარჩენილ უსახლკაროსავით გაეყინა და ის სიმამაცე და გამბედაობა, რომელმაც აქ ამ სახლში მოიყვანა...ციცქნა კრისტალებად დაშალა, მერე კი უკვალოდ გაფანტა...გული ყელში მოებჯინა, უკონტროლოდ გახშირებული სუნთქვისგან კი მკერდი ეტკინა...ჰაერი, ხმაურით შეისუნთქა ბოლოს მამაკაცმა და ზედმეტად სახიფათო მანძილიდან ოდნავ უკან დაიხია...დაძაბულობისგან ლარივით დაჭიმულ ქალსაც ის იყო ,შვებით უნდა ამოესუნთქა ფილტვებში დაგუბებული ჟანგბადი...აზრზე მოსვლაც რომ ვეღარ მოასწრო,ისე დაეტაკნენ გრილი ტუჩები და მოულოდნელობისგან წამოკივლებული ყელშივე ჩახშობილი ბგერები ყრუ კვნესად წასცდა ბაგეებიდან...კეფაზე წაჭერილმა ძლიერმა თითებმა თავის დახსნის ყველა შესაძლებლობა მოუსპეს, მოღალატე გულმა, მანამდე მინიმალური რიტმით რომ ფეთქდა, პატრონის დაუკითხავად იწყო დასაშვებ ნორმას აცდენილი რიტმში ცემა და ვენებში მანამდე თითქმის გაყინული სისხლი, მამაკაცის სხეულიდან წამოსულ გრილ სურნელში არეული, მომატებული ტემპერატურით გაგზავნა უკან...აფეთქებულმა პულსაციამ ყურები დაუხშო, მთლიანად თავის საბურველში გახვია და წინააღმდეგობის სურვილი ისე გაუქრო , თვითონაც ვერ მიხვდა ქალი...ვერც ის გაიაზრა როდის დანებდა , როდის აყვა პირში შემომძვრალ ენას და რბილ ბაგეებს, მოწყურებულივით რომ კოცნიდნენ და ისე ეწაფებოდნენ, სიცოცხლის წყარო ყოფილიყო თითქოს...დროის შეგრძნებისგან მთლიანად დაკარგული,რეალობაში ყინულივით ხმამ და ცივმა თვალებმა ხელის კვრასავით დააბრუნეს, იმავე უემოციო მზერით რომ აკვირდებოდნენ მის არეულებს. -წადი. -რა?-ჩურჩულით წაცდა სუნთქვარეულს. -წადი. -ფეხზე წამოდგა მამაკაცი და მისი სახისკენ დახრილმა ცივად გამოცრა კბილებში-წადი და აღარასდროს აღარ გამოჩნდე ჩემს ცხოვრებაში! ...აწყვეტილი სიჩქარით, ცხოვრებაში რომ არ უტარებია, ისეთი სისწრაფით და ათრთოლებული სხეულით მიყავდა მანქანა...მზერა ჰორიზონტზე გაყინვოდა, ხედავდა გზას , მაგრამ გონებით სრულიად გათიშული ვერ აღიქვამდა,წარმოდგენა არ ჰქონდა სად მიდიოდა, უბრალოდ ავტომატურად მიუყვებოდა წვიმიან გზას და მსხვილი წვეთები, საქარე მინას თავპირისმტვრევით რომ ეხეთქებოდნენ , ისედაც არეულ განწყობას სრულიად ურევდა...მოწოლილ ცრემლებს, ყელში გაჩხერილი მტკივნეული ბურთით, ხორხს რომ უსერავდა , გაჭირვებით აკავებდა და თავგამოდებით ებრძოდა , მწველ ჩხვლეტას გულში , დიაფრაგმას რო.მ უსერავდა და სუნთქვას უძნელებდა...წარმოდგენა არ ჰქონდა რა სჭირდა, რა ხდებოდა მის თავს...რა იყო ის გრძნობა სულში, გულში , გონებაში ერთდროულად რომ შეუძვრა სრულიად დაუკითხავად და აქამდე განუცდელს სახელს ვერ უძებნიდა....და ეს გაურკვევლობა იყო,უხილავთან უთანასწორო ბრძოლა იყო რომ აბრაზებდა , აცოფებდა და ტირილის გარდა სხვა გზას აღარ უტოვებდა ოდნავ მაინც რომ დაემშვიდებინა აფორიაქებული სული, დაცლილიყო , მიეცა საშუალება, ამ გაურკვეველ ემოციას გარეთ გამოსვლის და ეს იყო მიზეზი , რომ დანებდა...თითქმის შუა გზაში ხმაურიანი მუხრუჭით გააჩერა მანქანა, სახე საჭეზე დაწყობილ მკლავებში ჩარგო და სრული თავისუფლება მისცა მოღალატე ცრემლებს, ჯიუტად...არაფრით რომ აღარ აპირებდნენ თვალის ჯებირებთან შეჩერებას და გარეთ გამოღწევას მთელი მონდომებით ლამობდნენ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.