შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იმ საღამოს წვიმდა (თავი 7)


3-09-2018, 22:33
ავტორი Small-Lady
ნანახია 1 326

სამზარეულოში,მაგიდასთან ვიჯექი და ტელეფონს დავცქეროდი.არცერთი გამოტოვებული ზარი.ასეთი რა თქვა კატომ,არავის რომ არ გავახსენდი?!მარჩიელობას თავი ვანებე და საჭმელს მივუბრუნდი.
-რას მომშტერებიხარ?-რამდენიმე წუთის შემდეგ ვეკითხები ჩემს პირდაპირ მჯდარ მოსეს.
-კი არ მოგშეტერევიბარ გაკვირდები.-მიპასუხა და ხელუხლებელი თეფში ნიჟარაში ჩადო.-მოგეწონა?
-გადასარევი არ იყო.
-იმიტომ მიირთმევდი ასე გემრიელად?!-ეშმაკურად გამიღიმა.
-წავიდეთ.ლექციებს ვეღარ გავაცდენ.-ალაგება დავიწყე.
-იცი ახლა რა მინდა?-სამზარეულოს დახლს მიეყრდნო და მომაჩერდა.
-არა.შენს თავში კი არ ვზივარ.-სკამზე ჩამოვჯექი.
-მეგონა მიხვდებოდი.კარგი.მაშინ განგიმარტავ.მინდა აი აქ შემოგსვა,-ხელი დახლზე დაარტყა,-და მაგ საშინელი ტანსაცმლისგან გაგათავისუფლო.გაგრძელება კი დიდ სიამოვნებას მოგანიჭებს,წითურო.
მისი ხმა ჭკუიდან მშლიდა.როგორ შეეძლო სხვადასხვა დროს ასეთი შეცვლილი ხმით ესაუბრა?!მის მზერაზე თავი ვერ შევიკავე და ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე.რაც რა თქმა უნდა არ გამოჰპარვია.ჯანდაბა...
-არ მივდივართ?
-ნუ ნერვიულობ,აუცილებლად წავალთ.

-მეტყვი მიზეზს?-მანქანაში ვსხედვართ.მოსემ გადმომხედა.-რა იყო?გავაკეთე რაც გინდოდა.-ჩემ სიტყვებზე გაეცინა.
-მამაჩემი ბიზნესმენია...
-მაშ მდიდარი მამიკოს ბიჭი ხარ?-შევძახე მოუთმენლად.
-თუ შენს კითხვას პირდაპირ გავიგებთ ასეა.ეს ხომ ისედაც ლოგიკურია.მაგრამ თუ მას ქვეტექსტებიც აქვს,მაშინ დადებით პასუხს ნუ დაელოდები.ეს აქამდე თავადაც უნდა გაგერკვია.
-კარგი.განაგრძე.
-ორი წლის წინ ის და ჯესიკას მამა პარტნიორები გახდნენ.ბოლო დროს კი სიტუაცია დაეძაბათ.ამის შესანარჩუნებლად კი...
-ჯესიკას თავი შეაყვარე.
-ყოველთვის ასეთი მოუთმენელი ხარ.ლაპარაკს არ მაცდი.
-მხოლოდ თქვენთვის.-მრავალმნიშვნელოვნად ვუპასუხე.
-დიდ პატივს სცემენ ოჯახურ ღირებულებებს.ჩვენ ასე ვთქვათ მათი პარტნიორობა გავამყარეთ.მამაჩემისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ სარფიან გარიგებას.ასევე ჩემთვისაც.როცა შენ შეგხვდი,ურთიერთობა ახალი დაწყებული გვქონდა.ამიტომ არ შემეძლო შუა გზაში მიტოვება.
-და გოგოს გრძნობებზე თამაშობდი?
-ჯესიკა თანამედროვე გოგოა.მისთვის არც პირველი ვყოფილვარ და არც უკანასკნელი.
-შემდეგ თბილისში ჩამოხვედი და გადაწყვიტე კიდევ ერთი შეყვარებული გაიჩინო.
-ამაზე არ მიფიქრია.მე თბილისში იმ გოგოსთან ჩამოვედი,რომელთან ერთადაც დაუვიწყარი საღამო გავატარე.მართლაც დაუვიწყარი იყო,თორემ თვეები არ გამყვებოდა.
-რა იმედით ჩამოხვედი?გეგონა კისერზე ჩამოგეკიდებოდი და გეტყოდი ყველაფერი თავიდან დავიწყოთ მეთქი?!
-არა.შენ ასეთი არ ხარ.ადვილად არაფერს ივიწყებ.
-დიახ.იმ ერთმა საღამომ,იმ ერთმა კოცნამ,ყველაფერი თავდაყირა დამიყენა.შენზე ფიქრს ვერ ვწყვეტდი.ეს კი საშინლად მაღიზიანებდა.არ მინდოდა სუსტი ვყოფილიყავი.მაგრამ თავს ვერ ვერეოდი.შენ კი ამასობაში ინგლისელ ქერასთან ერთობოდი.-მივაძახე გაგულისებულმა.
-კი,ვერთობოდი.თუ მხოლოდ გართობა გინდა მაშინ არაფერს უნდა გრძნობდე მის მიმართ.არაფერი უნდა გინდოდეს გარდა მოთხოვნილების დაკმაყოფილებისა.ამას არ ვუარყოფ.
-ჩემს მიმართაც იგივეს გრძნობ?
-ოდნავ მაინც დაუფიქრდი ხოლმე ჩემს ნათქვამს.იგივეს რომ ვგრძნობდე ამდენი ხნის შემდეგ აქ ჩამოვიდოდი და ძებნას დაგიწყებდი?!გგონია ლონდონში გოგოები დაილია?თანაც ქერები,გრძელი ფეხებით...განვაგრძო?-ბოლო სიტყვებს ირონიული ღიმილიც დაურთო.
მისი კითხვა უპასუხოდ დავტოვე.დარჩენილი გზა ხმა არ ამოგვიღია.მართალია ყველაფერი ნათელი გახდა,მაგრამ ასე ადვილად არაფერი გადაწყდებოდა.ახლა მისი ჯერი იყო.მარტივად აღარეფერზე დავთანხმდები.
სახლში მისულმა კატოს დავურეკე.
-აბაა,ხომ არ გამიბრაზე ეგ ლამაზი ბიჭი?
-იქნებ ჯერ შენი დეიდაშვილი მოგეკითხა.
-ცოცხალი ხარ,იმიტომ რომ მელაპარაკები.ახლა გუშინდელი ამბები მომიყევი.
-ჯერ შენ გაქვს ბევრი მოსაყოლი.
-რა გაეწყობა.მოსე მანამ დამიკავშირდა სანამ ჩამოვიდოდა.შუამავალს მიხვდი მგონი.მე კი ყველაფერი შევათანხმე.კლუბშიც მის გამო ვიყავით.შემდეგ დეიდასგან გავიგე,რომ სასეირნოდ მიდიოდი.მისამართი პირდაპირ მოსეს გადავეცი.დანარჩენი თქვენ გეკუთვნით,ძვირფასო.
-კარგი.მერე მოგიყვები გთხოვ.
-დღეს საღამოს ისედაც ჩვენთან მოდიხართ სტუმრად.შეხვედრამდე.
როგორც აღმოჩნდა მხოლოდ მე და დედაჩემი არ ვსტუმრობდით ბიძიას.მისი თანამშრომელი მობრძანდა ცოლ-შვილთან ერთად.
-თორნიკე.-ხელი გამომიწოდა ახალგაზრდა ბიჭმა.
უემოციოდ ჩამოვართვი.
-სახელს არ მეტყვი?-სახელიც მოუნდა ბიჭს.თვალებში ეტყობა რომ მხოლოდ სახელს არ ელოდება ჩემგან.
-რუსა.
-მშვენივრად გამოიყურები.-აჰ,ეს იაფფასიანი კომპლიმენტებიც დაიწყო.კატოს გავხედე,რომელიც შესამჩნევად უჟუჟუნებდა თვალებს ლუკას.თორნიკესგან თაბი დავიძვრინე და სხვა ოთახში გავედი.
-უკვე გაიცანი თორნიკე.-არსაიდან დედაჩემი გაჩნდა.-ძალიან კარგი ბიჭია.კარგი ოჯახის შვილი.ზრდილობიანი.
-დედა,გარიგებას მიპირებ?
-რატომაც არა.სადაცაა სწავლასაც მორჩები და უკვე სხვა რამეებზეც უნდა იფიქრო,რუსა.-ქეთევანი როგორც ყოველთვის არც ახლა გაურბოდა პირდაპირობას.
-თუ ღმერთი გწამს,დედა,ამ თემაზე აღარ დამელაპარაკო.-ვიცოდი ამით არაფერი დასრულდდბოდა,მაგრამ ვცადე მაინც.

-სულ ეს არის?მიდი განაგრძე.-კატოს შემხედვარემ ვინანე მასთან დარჩენის გადაწყვეტილება.საწოლზე ვისხედით და კატო დაუღალავად ცდილობდა ჩემთვის რაც შეიძლება მეტი სიტყვა ეთქმევინებინა.
-უკვე გითხარი.წყნეთში ვიყავით.ვისაუბრეთ და მეორე დღეს სახლში დამაბრუნა.
-მხოლოდ ისაუბრეთ.ნეტა გამაგებინა ასეთი მოსაწყენ გოგოში რა დაინახა იმ ბიჭმა.
-შენი თქმით იმას ნაკლი არ აქვს?!
-როგორ შეიძლება ამ ზე სიმპატიურ ბიჭს რამე ნაკლი ჰქონდეს.
-ლუკაზე რას იტყვი?-ისე ვკითხე მინდოდა ეჭვი არაფერზე აეღო.
-ლუკაც სიმპატიურია.მაგრამ შენი ჯობია.ჩემსას უფრო საყვარელი ეთქმის.
-ერთი დღით წავედი და უკვე შენი გახდა?
-რა?არა...ისე ვთქვი.გვეყო ახლა.დავიძინოთ.ხვალ დემეს დაბადების დღეა და ხომ გახსოვს როგორ ვულოცავთ?
უნივერსიტეტში წასვლამდე დემეს ოთახში შევედით მე და კატო.იქ კი კარგი არაფერი მოხდა.თუ თან შეტანილ მარკერებს არ ჩავთვლით.შუბლზე წაწერილი 'მომილოცეთ სანამ დედა გი*****'დიდხანს დადიოდა ჩვენი იუბილარი.

უნივერსიტეტიდან გამოსულს მანქანზე აყუდებული თორნიკე დამხვდა.
-როგორ ხარ,რუსა?
-ნორმალურად.სახლში მაგვიანდება.
-მე წაგიყვან.
-რატომაც არა.-მართალია არ მსიამოვნებდა მის გვერდით ჯდომა.თუმცა ეს ბიჭი ბევრ რამეში გამომადგებოდა.ამისთვის კი დაახლოვება იყო საჭირო.
-დემეტრეს დაბადების დღეზე მოდიხარ?
-თუ შენც იქნები წამოვალ.-ღიმილით გადმომხედა.



№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

Ox es tayvanismcemlebi raa ara da ar ilevian

 


№2  offline მოდერი abezara98

თორნეკე რომ აშკარად არ მოეწონება ჩემს მოსეს, მაგას ვხვდები უკვე და შეიძლება ვიღაც-ვიღაცებმა უფრო ახლოდანაც გაიცნონ მისი მუშტი smirk ნამდვილად კარგი იყო და გელოდები blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent