გიჟური დღეები (თავი 16)
თავი 16 *ლიზა* ჩემი მოტეხილი ხელი მუცელზე მედო და თავი გვერდზე მქონდა გაბრუნებული. უკვე ორი კვირა გავიდა რაც წყვდიადში ვცხოვრობ, რაც ვერ ვსუნთქავ და ვიხრჩობი. ამ დროის მანძილზე დღისით ყველა ერთად იყო ჩემთან, ღამით კი მორიგეობით რჩებოდნენ. „სავარაუდოდ“ ახლაც ღამე იყო. სანდრო...სანდრო მას შემდეგ არ მოსულა, რაც ისტერიკა მოვუწყვე. არ ვამტყუნებ. ვინ აიტანს ასეთ დრამას. თითქოს შევეგუესავით ეს დღეები ამჟამინდელ ჩემს მდგომარეობას. ყოველ შემთხვევაში სამყაროს აღსასრულად მაინც არ მიმაჩნდა, რასაც პირველ დღეებზე ვერ ვიტყვი. ოთახში მხოლოდ ჩემი და ლუკას სუნთქვა ისმოდა. ეს ხმა იყო, რომელიც მამშვიდებდ და პანიკაში ჩავარდის საშვალებას არ მაძლევდა. შევეგუე_მეთქი გითხარით ხო? ის ვიგულისხმე, რომ გამუდმებით არ ვკიოდი და ვტიროდი. -რამე მითხარი -ვეღარ მოვითმინე და მას მივმართე. -ლიზ ! - ხმაზე ვიცანი, რომ სკამი საწოლამდე მოსწია, მერე კი ხელზე ხელი დამადო -ცოტაც... ცოტაც და -არა ლუკა! - ცივად შევაწყვეტინე. - არ მჭირდება ეს დაპირებები! -ეს... -აქედენად როდის გამწერენ ? - კვლავ შევაწყვეტინე და ვიგრძენი, როგორ დაეჭიმა ხელი. -კიდევ რამდენიმე დღე მოგიწევს აქ დარჩენა. -ღრმად ამოვისუნთქე. ძლიერად მოვუჭრე ლუკას ხელი, თითქოს მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ იყო ჩემთან ვიღაც -ორი წუთი გავალ, ყავას ამოვიტან და უცებ დავბრუნდები კარგი ? - პირი დავაღე, რომ მეთქვა არ დავეტოვებინე, მაგრამ ისევ მოვკუმე. მალევე ნაბიჯების ხმაც მისწვდა ჩემს ყურთასმენას და მივხვდი, რომ გავიდა. ერთიანად დამიარა სხეულში სიცივემ. „დამშვიდდი დამშვიდდი!“ ყოველ წამს ვერ იქნება ვიღაც ჩემთან უნდა შევეგუო, იმას რომ „ოდესმე“ მარტოც მომიწევს გაჩერება. ისევ გავიგე კარების გაღების ხმა-რატომ დაბრუნდი ? - სავარაუდოდ იქითკენ ვაბრუნა თავი საითაც კარებია. ხმა არ გაუღია შემოსულს. -ლუკა ? - ვიგრძენი, რომ ვიღაც მიახლოვდებოდა. უნებურად სხეულში გამცრა.-ლუკა შენ ხარ ? - ჩაწყვეტილი ხმით ვიკითხა და შევეცადე აკანკალებული სხეული დამემშვიდებინა. წამით ვიფიქრა, რომ სანდრო იყო და სახე გამინათდა. მერე კი ცივი თითების შეხება ვიგრძენი ყელზე, რომლებიც გველივით შემომეკლაკნენ. ავფართხალდა და უცნობის ხელებს ვეცა, მაგრამ ვერ მოვიშორე. არ მიჭერდა, თუმცა არც მიშვებდა. -ხელი გამიშვი! ვინ ჯანდაბა ხარ? -ცრემლები მომაწვა. -ჩშშ! -იმ ვიღაცის სუნთქვა ვიგრძენი ყურებთან, წამით ისიც კი გავიფიქრე, რომ მყნოსავდა. ხო რატო არა გენაცვალე მშვენიერი სურნელი მაქვს, აქაც კი არ ვივიწყებ ჩემს სუნამოს! მგონი თავი, რომ დავარტყი იმის ბრალია, ასეთ დროს ასეთ სისულელეებს, რომ ვფიქრობ... უეჭველი! ისევ ავფართხალდი. იმის თავიც არ მქონდა მეყვირა. მერე კი სწრაფად მომაშორა მისი ხელები და მალევე კარიც გაიჯახუნა. ხმაურით ვსუნთქავდა, ცრემლებმა დამისველეს ყვრიმალები. იმ ადგილას მოვისვი ხელები, სადაც „უცნობი“ მეხებოდა. თავში ამიმიტივტივდა მარტვილის აჩრდილი და დაძაბულმა მოვისვი სახეზე ხელი. -მშვიდად, მშვიდად! - საკუთარ თავს ვამშვიდებდი. -აი მეც მოვედი! -ორ წუთში ლუკამაც შემოაღო კარები. - ხომ არ მოიწყინე? -მხიარულ ნოტაზე აგრძელებდა, მაგრამ როგორც კი სავარაუდოდ ჩემი ცრემლები დაინახა, ერთხანს მიწყდა მისი ხმა -რა მოხდა ? - სწრაფად ჩამეხუტა. -აქ ვიღაც იყო ლუკა! - ხელები მოვხვია და ამოვიტირე. -დამშვიდდი! ვინ იყო? - თავზე მისვამდა ხელებს . -არ ვიცი მე... -ოდნავ მომშორდა და ხელების ქნევას მოვყევი. -დაწყნარდი და მომიყევი რა მოხდა! -ვიღაც შემოვიდა, ვკითხე ვინაობა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. მე...ყელზე მომხვია თითები მერე კი...მერე ისევ უხმოდ გავიდა! -ამის დედაც! - შეიკურთხა და წამოიწია. -სად მიდიხარ ? -გარეთ ვკითხავ ვინმეს ვინ იყო მოსული. -არა, არა არ წახვიდე. -დაფეთებულმა მოვხვიე ხელები და ძლიერად მოვუჭირე. - არ დამტოვო აქ მარტო...გთხოვ! - ცრემლების ახალი ნაკადი წამომივიდა, რომლის შეჩერება არც მიცდია. -კარგი ლიზ დაწყნარდი იქნებ...- რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ სანდროს დაასახელებდა. -არა. -მტკიცედ წარმოვთქვი. -რა არა ?- გაუკვირდა. -სანდრო არ იყო! -იქნებ... -არა ლუკა არა! - წამოვიყვირე ნერვებმოშლილმა. სიჩუმე ჩამოწვა. თავი დამნაშავედ ვიგრძენი. ეს ადამიანი ჩემს გამო დივანზე ათევდა ღამეს მე კი...საზიზღარი ვარ! - მაპატიე რა. - ჩუმი ხმით ვუთხარი. -არ გეძინება შენ ? უკვე თორმეტია დაწყებული. -დროის შეგრძნება კარგახანია დავკარგე. -სიმწრით ჩამეცინა. ისევ გაჩუმდა ლუკა. -ხვალ ვის უწევს ჩემთან დარჩენა ? -მხიარული ხმით ვკითხე, რომ წეღანდელი გამომესწორებინა. -რა ვიცი, ვაჩემ მე დავრჩჩებიო... -აჰ კარგი, დავიძინებ ახლა მე. -გავუღიმე ოღონდ ზუსტად ვერ გეტყვით კედელს, თუ ლუკას. ჩემივე ფიქრებმა დამზაფრა და თვალები დავხუჭე, მერე კი ისევ გავახილე. -ლუკაა...-სიტყვა გავწელე. -რააა ? -მანაც მომბაძა. -შუქი ჩააქრე ვერ ვიძინებ! - ჩავიფხუკუნე. -არ ხარ შენ ნორმალური რა...- უღიმღამოდ მიპასუხო. საშინელი სიცოდილის გრძნობა დამეუფლა ჩემივე თავის მიმართ. საკუთარ სიბრმავეზე ვმასხრობდი, ოღონდ კი ძლიერი გამოვჩენილიყავი. სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს_ო ამაზეა ნათქვამი, მაგრამ ადამიანი ყველაფერს ეგუებაო მართალია. ალბათ ნელ-ნელა მეც მაგ ფაზაში შევდივარ. კვლავ დავხუჭე თვალები. „სიზმარი“ ყველაზე სანუკვარი რამ იყო ჩემთვის. იქ ვხედავდი დღის სინათლეს და თითქოს ამით იმ მონატრებასაც ვიკლავდი, რომ განვიცდიდი. ეს სიზმრებია სამყაროს, რომ არ მავიწყებს. და როცა ვიღვიძებ ისევ ვეჯახები მწარე რეალობას. ვერც გავიაზრე ისე გადავეშვი უსასრულობაში. სავარაუდოდ უკვე დილაა, რადგან ხმაური მაღვიძებს. ალბათ მოვიდნენ ყველანი. თვალებს ვახელ, მაგრამ ვაიდა არ დავინახო ახლა...მგონი მარტო ჩემ თავთან ვარ ასეთი მწარე. -ლიზაზუუ, როგორ ხარ? - ჩემი გაწელილი სახელი მესმის. -კარგად ვაჩე კარგად! - ჩამეღიმა. ოღონდ ჩემი მოღუშული სახე არ დაენახათ და საკუთარ თავებზეც იმასხრებდნენ ჩემი ტყუპები. ისევ დამნაშავედ ვიგრძენი თავი. ყველაზე მეტად ამ დღეებში ის მაწუხებდა, რომ თავს ზედმეტ „ტვირთად“ ვგრძნობი. განა ისინი მიმანიშნებდნენ? არა უბრალოდ მე გადავიქეცი მათ ყოველდღიურობად. საკუთარ ცხოვრებას მოვწყვიტე. ოცდაოთხი საათი აქ ატარებდნენ. -როგორ ხარ დე? -ელენე ჩემეხუტა. -ლიზ როგორ ხარ ? -ხო ეს უკვე გიორგია. შევამჩნიე, რომ მხედველობის დაკარგვასთან ერთად, ყნოსვა და სმენა გამიუმჯობესდა. -ცალ-ცაკე გიპასუხოთ თუ ერთად? -ნახეთ ტო როგორ გაზარმაცდა! კითხვაზ პასუხიც აღარ უნდა. -აწუწუნდა ტყუპი. -მიზანში სროლაზე გავეჯიბროთ რას იტყვი? -თვალები ავატრიალე. ისევ გაისუსა ყველა. მგონი იმის მცდელობაში, რომ ისინი არ დავრთქუნო ჩემი სიბრმავით-პირიქით გამომდის.- მგონი თქვენ უფრო გიჭირთ ამ ამბის გადატანა ვიდრე მე...-თუმცა ასეც იქნება ალბათ, ბოლო ბოლო მათი მოსავლელი გავხდი. -ოო კარგი ამბავი გვქონდა და არ გვაცდი საუბარს. -რა ამბავი გიუშ ? -კარგი ძმაკაცივით მივმართე. უკვე მზად ვიყავი თავი უხეშად, რომ ვთქვათ ყველაზე „ამჩემფეხებად“ დამეჭირა გიორგისთან და ელენესთან. ვიცოდი, რომ მათაც ძალიან ტკიოდათ და ჩემს ტკივილსაც არ ვანახებდი არაფრის დიდებით. -შენი გიუში ვარ მე ? -ალბათ ახლა წარბები აზიდა მაღლა. რა უცნაურია, ისე მენატრება ისინი თითქოს წლებია არ მინახავს. არადა ეს სიტყვა პირდაპირი მნიშვნელობით, რომ გავიგოთ, მხოლოდ კვირებია. -ექიმს ველაპარაკე -აღელვებული ხმით დაიწყო. -მერე? -ამოვიხვნეშე. -გვითხრა, რომ რამდენიმე თვეში შევძლებთ შენთვის ოპერაციის გაკეთებას საზღვარგარეთ. -აჟიტირებულმა ლანამ შეაწყვეტინა მამაჩემს და თვითონ ჩამიკარკლა. გული უცნაურად ამიფანცქალდა და თითქოს ჩემი ყველა უჯრედი გამოცოცხლდა, მაგრამ მალევე მოვიქუფრე. -რამდენი სჭირდება... -ვიკითხე დაღვრემილმა. -ხომ გითხარი რამდენიმე თვეო, შეიძლება მხოლოდ ერთი თვეც კი დას...-ატიტინდა ლანა. -მაგას არ ვგულისხმობ! -შევაწყვეტინე. -აბა რას გულისხმობ ბეღურა ? - გვერდით მომიჯდა ვიღაც და მივხვდი ეს გიორგი იყო. -თანხას -ნერწყვი გადავყლაპე. ყველა გაჩუმდა. ხო რა თქმა უნდა, განა მე არ ვიცოდი, რომ გიორგი მილიონებს არ ატრიალებდა ? ნამდვილად არ მინდოდა ჩემგამო სახლ-კარგი გაეყიდათ, თუმცა ჯერ კიდევ საკითხავია ეყოფოდათ თუ არა ეგეც. -ლიზა არ გინდა... -რა არ მინდა მამა? -მშვიდი ხმით ვკითხე. -ამაზე ფიქრი არ გინდა! მხოლოდ იმაზე იფიქრე, რომ სულ მალე ისევ დაინახავ შენი ლამაზი თვალებით - ლოყაზე მომეფერა. მეც მეტი რა მინდოდა სატირლად ? თითქოს ამას ველოდიო ცრემლები წვიმასავით წამომივიდა. -მაპატიეთ რა...ჩემგამო რისი გადატანა აღარ გიწევთ...მე - ხელების ქნევას მოვყევი, როგორც მქონდა ჩვევად. -ლიზა! -წყენაც, ტკივილიც, იმედგაცრუებაც ყველაფერი ერთად ვიგრძენი მამას ხმაში. - შენ თავს ვფიცავარ ამ საავადმყოფოს გადავატრიალებ კიდევ თუ იყტვი მაგას! -აღარაფერი მითქვამს. მის ყელში ჩავრგე თავი, უხმოდ მცვიოდა ცრემლები. ვგრძნობდი დაძაბულ ატმოსფეროს ოთახში. ახლა ისიც კი გავიფიქრე, რომ კარგი იყო მათ სახეებს არ ვხედავდი, რადგან ეგ ნამდვილდ გამტეხდა ბოლომდე. -თქვენ რა ასე მოცლილები ხართ ? -ნაძალადევი სიცილით წამოვწიე თავი და ცრემლები მოვიწმინდე ხელის გულებით. -დილიდან საღამომდე აქ ხართ და უკვე თავს მაბეზრებთ! - ველოდი ტყუპებისგან სახალისო გამოხმაურებას, მაგრამ მგონი ყველა მიხვდა ჩემს ჩანაფიქრს. -მისმინეთ თუ ასე დაღვრემილები უნდა იყოთ...-წინადადება კარის გაღების ხმამ შემაწყვეტინა. ინტერესით გავაცეცე სიბნელეში თვალები. ლამის წამომცდა შემდეგი წინადადება „შუქი აანთეთ ვერაფერს ვხედავ“, მაგრამ სწრაფად მოვკუმე ტუჩები. ახლა ვერ მიშველიდა ეს ყალბი იუმორი. ამგვარი წინადადებებით ჩაიგდებ თავს დეპრესიაში ხარხიანო და ღვარე მერე ცრემლები! -სანდრო ? -მიშოს გაკვირვებული ხმა მომწვდა და ადგილზე გავქვავდი. -გამარჯობა! - ჩახლეჩილი ხმით თქვა. ჩემმა გულმა კი წუთში ოთხმოცის ნაცვლად, ას სამოცი დარტყმა გააკეთა. არ ვიცოდი რა გრძნობა გამომეხატა. წყენა თუ სიხარული? ყველა სათითაოდ მიესალმა მას, მე კი ხმა არ ამომიღია. -ლიზა როგორ ხარ ? -ადრეც რომ მოსულიყავი გეცოდინებოდა! - თავი ვერ შევიკავე და აწყლიანებული თვალები, რომ არ შეემჩნიათ ქუთუთოები ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს. რა იდიოტი ხარ! რას ითხოვ მისგან ? რა ვალდებულია ყოველდღე იაროს შენს სანახავად? ვერაფერსაც ვერ მოვითხოვ! და არც ვალდებულია რამის! პასუხი აღარ გამცა. -მოდი ალექს დაჯექი! - ლუკას ხმამ გაფანტა უხერხული სიჩუმე. დაახლოებით ერთი საათი უხმოდ ვუსმედი მათ საუბარს სხვადასხვა თემებზე, და მომენტებში მეღიმებოდა ისეთ რეპლიკებს აკეთებდნენ ვაჩე და ლუკა. ისევ დროს ვაკარგინებ მათ. დროა პირველი ნაბიჯი გადავდგა. მაშ დაიწყო მისია ვისწავლოთ „სიბნელეში მარტო“. -ყურადღებას ვითხოვ! -რაც შემეძლო უდარდელი ხმით დავიწყე. -აბა გისმენთ! -გამომეხმაურა ლანა. -უნდა წახვიდეთ! -არც ვაციე, არც ვაცხელე. -რა ? -დაბნეულობა შეეტყო მამაჩემის ხმას. -მეძინება მე და აქ ტყუილად რისთვის იქნებით? -გავაგრძელე იგივე ინტონაციით.- თქვენ მაინც ხო იცით ჩემო მშობლებო რა ძილიც მაქვს? საღამომდე თვალის გამხელიც არ ვარ! -ჩავიცინე. -კარგი თუ გეძინება დერეფანში გავალთ და... -არა ლუკა! -შევაწყვეტინე. -სახლში წახვალთ! -კარგი, კარგი მაშინ მარტო ვაჩე დარ...-ისევ თავისას მიერეკება. -ვაიმე არა! -წამოვიყვირე გაგულისებულმა. -სახლში წახვალთ ყველანი! თუ ამას არ იზამთ ექთანს ვეტყვი, რომ საერთოდ არავინ შემოგიშვათ პალატაში! -ნამდვილი თხა ხარ რა! -წაიბუზღუნა ლანამ. ყველამ გადამკოცნა „ერთის“ გარდა და რამდენიმე წუთში ოთახიც დაიცალა. აი მანდ კი წამერთვა ყველა გამბედაობა. -დამშვიდდი ელზაბეტ, მშვიდად! - აკანკალებული ხელი მოვისვი ყელზე. -შეეგუე! ჯანდაბა შეეგუე, რომ მარტო მოგიწევს ხოლმე დარჩენა! -ცრემლები წამსკდა და მუშტები მაგრად შევკარი.- დამშვიდდი -ღრმად ამოვისუნთქე. - ხომ ხედავ არავინ გადგას ნაჯახით თავზე... ალბათ! -დავამატე ყოყმანით. „სიბნელე“ „მარტო“ „სიბნელე“ „მარტო“ გაჰკიოდა ჩემი გონება. თავზე მივიჭირე ხელები. ხმაურით ვსუნთქავდი. ოფლითაც კი დამეცვარა სახე. -ჯანდაბა ელიზაბეტ, ჯანდაბა! -ვბუტბუტებდი. ასე მეგონა ყელზე მიჭერდა ეს სიბნელე. -რის მიღწევას ცდილობ? - ჩახლეჩილმა ხმამ გაკვეთა ჰაერი. მოულოდნელობისგან წამოვიკივლე და პირზე ავიფარე ხელები. -შენ აქ რა გინდა...შენ...თქვენ ხომ წახვედით? - ღმერთო აქ არის! აქ არის! ის და მე მარტო ვართ ამ ოთხკედელში. -ძლიერი გოგოს როლის თამაში გინდა? -ჩემი კითხვა არარად ჩააგდო. -რატომ გაყარე ისინი, როცა ლამისაა გული გაგისკდეს ? -მკაცრი ხმით განაგრძობდა. -შენ არაფერი გესმის! -წამოვიყვირე. -არაფერი! -რა არ მესმის? -ზედმეტად ახლოს მომეჩვენა მისი ხმა. -მათ პირადი ცხოვრებაც აქვთ, სულ ჩემს გართობაზ ვერ იზრუნებენ. - ძლივს მოვაბი წინადადებას თავი. მისგან გამოფრქვეული ჰაერი უკვე სახეზე მეცემოდა. შევკრთი, როცა მისი ბაგეები ჯერ ერთ თვალს შეეხო, მერე მეორეს, უნებურად გადმოცვივდნენ ხელახლა ცრემლები. -მაპატიე რომ ვერ მოვდიოდი...- ჩურჩულით მითხრა. -რა გაქვს საპატიებელი რო ? -სიმწრით ჩამეცინა. -სულაც არ იყავი ვალდებული ყოველდღე ჩემს სანახავად მოსულიყავი...მე მაშინ იმიტომ გკითხე ეგ...რომ, რომ უბრალოდ ყველა მოდიოდა...არა ეგ იმას კი არ ნიშნავს... -ვერ გიყურებდი! - მისმა ხმამ შემაწყვეტინა ბოდვა. - ვერ გიყურებდი ასეთს გესმის ? - ჩემს ყელში ჩარგო თავი. გამაჟრჟოლა სიამოვნებისგან. ის ჩემს სუნთქვას გრძნობდა - მე მისას. ერთიანად მოდუნდა ჩემი სხეული. -ახლა...ახლა რატომ მოხვედი ? -თვალები უნდა გადმოგინერგო! - უკმეხად მიპასუხა. გაკვირვებულს ჩამეცინა მის მოულოდნელ რეპლიკაზე. -რატომ უნდა მოვსულიყავი ? მერე მთელი ცხოვრება დამაყვედრიდი მაგას და სად მქონდა შენი ტლიკინის თავი? -ხმამაღლა გამეცინა ამ გარდასახვაზე. - ცხენივით ჭიხვინებ! -უკმაყოფილო ხმა ქონდა ჩადუნელს. -და ვინ გითხრა, რომ მთელი ცხოვრება მოგიწევს ჩემი მოსმენა ? -გამომცდელად ვკითხე. -ვინდა ის...აი ლანას და ლუკას პონტში რა ! -აბლუკუნდა და კიდევ ართხელ გამეცინა. -აი თურმე! - კმაყოფილმა ავასრიალე მის თმაზე ხელი. მან კი ცხვირი გამიხახუნა ყელზე. -ჰეი მეღუტუნება! - დავიკლაკნე. -იცი გადაპარსული თმით მომწონხარ! - ღმერთო ჩემო ამ დროის განმავლობაში პირველად გამახსენდა ჩემი „წელამდე“ თმა, რომელიც ახლა ნულამდე იყო!’ -აი თურმე რატომ მციოდა თავზე! - ჩავიფრუტუნე და ყელზე მისი ტუჩების მოძრაობით მივხვდი, რომ ჩაეღიმა. -ამაღამ აქ ვრჩები! -განმიცხადა, მე კი ლამის ხტუნვა დავიწყე სიხარულისგან. -რა ვიცი, თუ ასე გინდა...- სულერთიას ხმით დავიწყე, მან კი ხმით ჩაიცინა. -ხო მარტო მე მინდა ასე ძალიან. - ახლა ალბათ ირონიული ღიმილი უმშვენებს მის ზედმეტად სიმპათიურ სახეს. სიჩუმემ დაისადგურა, რომელსაც ჯერ კიდევ დილით ვერ ვიტანდი, მაგრამ ახლა მის დამრღვევს შუბლში ტყვის დავაჭედებდი...ნუ როგორმე დავუმიზნებდი. ჩაგუბებული ჰაერი გამოვუშვი პირიდან. თითქოს ახლა შევამჩნიე, რომ მასთან საუბრისას საერთოდ არ შეუხსენებია ჩემს სიბრმავეს თავი. გამუდმებით ყელში არ მიჭერდა ე ს სიბნელეც. -ვითომ ოთხმოცდაათიანებია და უბრალოდ შუქი არ არის...-უნებურად ხმამაღლა მომივიდა თავისგამამხნევებელი ფიქრები და ტუჩებზე მწარედ ვიკბინე. ნელა ამოწია თავი. რამდენიმე წუთი არ განძრეულა, შემდეგ კი იგივე პოზას დაუბრუნდა და ხელებიც ძლიერად შემომხვია. ასე ჩამეძინა მისი სურნელით გაბრუებულს... პირი გავაწკლაპუნე და ერთიც დავამთქნარე. ზანტად გავახილე თვალები და ჰოპ! სიბნელე არ გამეჩხირა ? უკმაყოფილოდ გავაქნიე თავი. მერეღა გავაანალიზე, რომ გვერდით ალექსი არ მყავდა და მარტო ვიყავი. -სანდროო! - დაფეთებული წამოვიწიე და თვალები გავაცეცე უმისამართოს. -სანდრო! -ისევ დავიყვირე იმის იმედით, რომ ხმას გამცემდა. საპასუხი ისევ ვერ მივიღე. ფრთხილად ავდექი საწოლიდან. ფეხებში გაჩხერილი სკამი გავწიე. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და მალავე იგრძნეს ჩემმა ხელისგულებმა ცივი ზედაპირი. ცოტაც და პანიკა მომიცავდა. კედელ-კედელ გავწიე კარისკენ. სწორედ ამ დროს გაისმა ჩხაკუნის ხმა. -სანდრო! -აქ ვარ პატარავ...რატომ ადექი? -ჩამეხუტა და მეც მთელი ძალით შემოვაჭდე ხელები. -რომ გავიღვიძე არ იყავი და მე...მე -ავსლუკუნდი. -კარგი, კარგი დამშვიდდი! - მებუტბუტებოდა და თავზე მკოცნიდა.- შუადღეს არაფერი გიჭამია და მოდი ახლა მივირთვათ ხო ? - თავი დავუქნიე. საწოლამდე მიმაცილა და მეც ზედ ავძვერი. -არ შემიძლია ეს საჭმელი საზიზღრობაა! -ამოვიტირე და სახე დავმანჭე. -ნუ ტირი და გამიღე პირი! -ისეთი კატეგორიული ხმით თქვა, რომ უნებურად დავემორჩილე. -აი ასე , კარგი გოგო ხარ! - შემაქო, მე კი უგემურად მოვყევი ღეჭვას. ოც წუთში კი უკვე მისი მოკვლა მინდოდა. -აი ეს მართლა ბოლო! -მარწმუნებდა ამაოდ. -მატყუებ! კიდევ იმდენი გექნება ალბათ თეფშზე! -ლიზა ბოლოა მეთქი! -არ მინდა! -მხოლოდ ერთი რა გაგიხდა ? -არა! -დავიმანჭე.-მერამდენედაა ეს ბოლო ღმერთმა უწყის -ეს მართლა ბოლოა! -ა რ მ ი ნ დ ა! -დავუმარცვლე. -მმმ ერთი სიმპათიური ბიჭი, რომ დაგაფიცო ? -შეპარვით მკითხა. -ბრედ პიტი დამაფიცე თუ გინდა! - უკმეხად ვუპასუხე. -ჩემს თავს გაფიცებ.- ყურში ჩამჩურჩულა და მეც „სულ შემთხვევით“ გავაღე პირი.- აი ჯიგარი ხარ! - გამარჯვებული ხმით თქვა. -ახლა წადი და მოაშორე ეს თეფშები. - გამაფრთხილებლად ჟღერდა ჩემი ხმა. თუმცე მერე გავაანალიზე რაც ვთქვი. -არა არ წახვიდე! -წამოვიყვირე. -ჩუმად გოგო! - საყვედურნარევი კილოთი გამაჩუმა. - რა გაყვირებს ? -მე ვყვიროდი ? -შევიცხადე. -არა ბებიაჩემი! -ამოისუნთქა. -სულების არსებობის შენც გჯერა ? - შეთქმულივით ამოვილაპარაკე. -ძლიერად დაარტყი ხო თავი ? - დამწუხრებულმა მკითხა. -იმდენად ძლიერად, რომ აგერ მხოლოდ შავი ფერია სამყარო/ -------------------- გამლანძღეთ და არ დამინდოთ! ვიცი, რომ საშინლად პატარაა :( თან უნამუსოდ დავაგვიანე. მაგრამ თქვენ არ იცით რა რთულიცაა ყოველდღე დადება, როცა წინასწარ არც ერთი თავი აქრ გაქვს დაწერილი :( ისევ პირველი პირით დავიწყე თხრობა რადაგან ვიფიქრე მოგენატრებოდათ ლიზას ტლიკინი :დდ ხო და იმასაც შევეცადე ზედმეტად დრამატული თავიც არ გამომსვლოდა. მოკლედ თვითგვემისთვის ვერ გავიმეტე ლიზა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.