შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.ნაწილი მეორე 1 თავი.


5-09-2018, 04:09
ავტორი zia-maria
ნანახია 4 091

გული ივსება ძლიერი გრძნობით და თვით გულსაც ესმის თუ როგორ შრიალებს ხეები და საშუალება გაქვს ყური დაუგდო მათ ჩურჩულს,თ კარგად მოუსმენს ადამიანი მათ ჩურჩულს აუცილებლად მიხვდება თუ რისი თქმა უნდა ფოთლებში მონავარდე ნიავს,მაგრამ ისე ირინდები ამ საოცრების ყურებით ირგვლივ ყველაფერი დუმდება,ნიავს მონატრებული სურნელი მოაქვს და საკუთარი ფიქრებით დამძიმებული უსმენს მოჩურჩულე ფოთლებს,არ ესმის მათი ენა და ვერ გებულობს მათ ენას,ღრმად სუნთქავს სივრცეს უღიმის და თითქოს გრძნობს შორეული სივრციდან მწველ მზერას. თვალს ახელს და ერთ ყველაზე მოკაშკაშე ვარსკვლავს უღიმის,თვალს უკრავს და საწოლისაკენ მიდის სადაც დაღლილობისგან გათიშული მიენდო მისი სიზმრების სამყაროს.იგრძნო,ძილშიდაც იგრძნო როგორ ფეხაკრებით მიუახლოვდა ვიღაც მის საწოლს და მონატრებული ხმა ჩურჩულით შემოესმა.
-გიორგი ბედნიერება მზა-მზარეული რეცეპტი არ არის,იგი ადამიანის გონებრივი მდგომარეობაა საყვარელო,რომელიც ჩვენივე გადაწყვეტილებებით ყალიბდება ჩვენში.დაივიწყე წარსულის ტკივილი,რადგან ის ხელს გიშლის ბედნიერების მიღწევაში.
-ხშირად საჭიროა რომ იტანჯო რომ გახდე ბედნიერი,მაგრამ ყველა ტკივილშია ბედნიერების მარცვალიც.
-მართალი ხარ,მაგრამ ახლა უნდა ადგე შენი საყვარელი კარტოფილი მოგიმზადე კვერცხით,ჩემი ხელით კი ხილის წვენით დაგიწურე და აუცილებლად უნდა მიირთვა, რადგან ენერგიული იყო მთელი დღე.გაოცებულმა შეხედა მის წინ მომღიმარ მდგარს და შეეკითხა.
-მარიამ შენ დამიბრუნდი?
-მე არსად არ წავსულვარ,რადგან მთელი ეს წლები შენთან ერთად ვარ შენს გვერდით,შენს წინ და წარმოიდგინე შენს საწოლშიდაც კი.
-მარიამ მართლა შენ ხარ?
-რა გემართება გიორგი.
-დრო,დრო უკან დაბრუნდა და არ მეგონა თუ შემეშინდებოდა,მაგრამ ახლა შიშის გრძნობას ვგრძნობ.მარიამ,მარიამ შენ ხარ აქ და ჩემს გვერდით.
-აქ ვარ,ჯერ კიდევ მაქვს დრო შემდეგ კი წავალ და უკვე დროა შენ დაგითმო დარჩენილი დრო რომ კიდევ ერთხელ შეიგრძნო ბედნიერება,გპირდები ეს გაცილებით ადრე მოხდება ვიდრე შენ ფიქრობ.
-ბედნიერებაც,სიხარულიც,სიყვარულიც და ტკივილიც მე მხოლოდ შენთან ერთად მინდა საყვარელო.მოდი,მარიამ მოდი წავიდეთ აქედან შორს,შორს ყველასგან და ყველაფრისგან.
-გიორგი..............
-არა,არ მინდა მითხრა რამე და არც შემეკითხო.
-დამაცადე,ქნებ რა მინდა გკითხო.
-არა,არაფერი არ მინდა გავიგონო მხოლოდ შენი ჩახუტება მინდა,მოდი ჩამეხუტე,შემეხე მარიამ.მარიამმა ხელები გაშალა და როგორც ადრე იცოდა ისევ ისე გიორგის მკერდზე თავმიდებულმა გაირინდა.
-მიყვარხარ მარიამ.
-მეც მიყვარხარ,არც მახსოვს როდის გითხარი ეს სიტყვა ბოლოს.
-25 წლის წინ,რამდენი წელი გავიდა უშენოდ მარიამ.
-შენ საუკეთესო მეუღლე და მამა ხარ ხარ საყვარელო.გიორგიმ ხელი მოხვია მარიამს და საოცრი სილამაზის წალკოტში იარა ორივემ ერთად,ხელი-ხელ ჩაკიდებულებს წინ უცხო და ასაკოვანი მამაკაცი შემოხვდათ და მარიამს მკაცრი გამოხედვით შეხედა.
-მარიამ ვინ არის ეს უცხო მამაკაცი.
-ეს მამაკაცი ჩემი ცხოვრების აზრია,ჩემი დიდი სიყვარული.ღიმილით უთხრა უცნობს მარიამმა მამაკაცი კი გიორგის მიუახლოვდა და უთხრა.
-ამ წალკოტში მხოლოდ სულები დადიან,შენ კი არ ეკუთვნი აქაურობას,შენ მოკვდავი ხარ ხორც-შესხმული.აქ თქვენი ადგილი არ არის ბედნიერება სხვაგან უნდა ეძებოთ,რომელსაც სულ მალე იპოვი. გიორგი შენ ის გელოდება,სულ მალე იხილავ შენი ცხოვრების დიდ სიყვარულს და როცა ნახავ მის ტკივილს მოუსმინე,მისი ცრემლი შენს ცრემს შეურიე და გაიგებ როგორც შენ, მანაც ბევრი იწამა შენთან მოსასვლელად,მაგრად ჩაკიდე ხელი და არსად გაუშვა.მარიამ ცალკე უნდა გელაპარაკო.უთხრა მარიამს და ხელი ჩაკიდა,ნელა ნელა შორდებოდა გიორგის და ისიც უკან მიყვებოდა მაგრამ ვეღარ უახლოვდებოდა,შემდეგ კი რამოდენიმეჯერ დაუძახა.
-მარიამ,მარიამ.
-წადი გიორგი და სულ მალე დავბრუნდები.
-მიყვარხარ, მარიამ შენ ჩემი სულის საზრდო ხარ და ჩემი ცხოვრების აზრი.ვეღარ გავუძლებ კიდევ დაგკარგო,კიდევ წლები დამჭირდება ტკივილის შესაგუებლად.
-მალე,სულ მალე სამართალი აღსდგება გიორგი სულ ცოტა დარჩა.წლები გემატება,მე კიდევ მოვალ,მოვალ და თუ ვიგრძნობ რომ აღარ ვარ საჭირო შენს გვერდით,მე წავალ შენგან.ვიცი რომ ვერ დამივიწყებ,ვიცი ჩემთანაც ხშირად მოხვალ მაგრამ მე შენ ვეღარ გაგაბედნიერებ,ამიტომ გთხოვ რომ საკუთარ თავზე იზრუნო.შენ შეგიძლია უკეთესობისაკენ შეცვალო შენი ცხოვრება,იმოქმედე და არავის,არასოდეს არ დაუთმო შენი წილი ბედნიერება.მეც გამახარებ შენს ბედნიერ თვალებს რომ შევხედავ და მარიამსაც გაახარებ,გადადგი გაბედული ნაბიჯი და გახსოვდეს ბრძოლა ბედნიერებისათვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა,მე კი ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები.დაძაბულს გამოეღვიძა,ადგა და შუქი აანთო წყალი შეისხა სახეზე და ძირს ჩავიდა.წყალი დალია და მისაღებში დაჯდა,ისევ ჩაიძირა ფიქრებში და მარიამის სიტყვებზე ფიქრობდა,ფიქრებში გართულს რუსო დაადგა თავზე.
-რატომ ადექი,ჯერ ადრეა შვილო დაისვენე.გიორგიმ შეხედა უკვე მის წინ მდგარ ასაკოვან დედას და გვერდით დაიჯინა,ხელი გადახვია და უთხრა.
-მარიამი მესტუმრა სიზმარში და რაღაც უცნაურად მესაუბრა.რუსომ შეხედა და შეეკითხა.
-რაო რა გითხრა.
-ბედნიერება რომელიც სულ მალე მესტუმრება არ უნდა ვკრა ხელი,ამით კი მას ძალიან გავახარებ.
-საოცარია, შვილო 25 წელია გლოვობ და შენც უნდა იფიქრო შენს თავზე.დედა-შვილს საუბარში დაათენდათ თავზე,რუსო წამოდგა გიორგის საუზმე მოუმზადა და ტელეფონმაც შეახსენა მისი არსებობა,ნომერს შეხედა და ღიმილით უპასუხა ზარის მფლობელს.
-გისმენ უფროსო.
-სად ბრძანდებით თავად უფროსო.
-გეშინია და უჩემოდ ვერ ჩერდები?
-სწორად გამოიცანი, რომ ვერ დაგინახე სულ ამაკანკალა უშენობის შიშმა.
-ცოტა გაუძელ,ჯერ საუზმე უნდა მივირთვა და მოვალ.
-აქ სერიოზული დაწესებულებაა და მე ვიცი,რომ სამსახურში 9 საათზე უნდა გამოცხადდეს უფროსიც და უმცროსიც.
-დიდი უფროსისთვის დასაშვებია დაგვიანება.
-კარგი,კარგი მალე მოდი საქმე მაქვს.გიორგი მივიდა თუ არა კომპანიაში ანას მახვილ თვალს არ გამოპარვია მისი უხასიათობა და ისიც მის წინ დაჯდა.გიორგიმ შეხედა,გაეცინა და შეკითხვის გარეშე მოუყვა მარიამის ნახვა სიზმარში.
-მარიამის გარდაცვალება ყველასთვის დიდი ტკივილია დღემდე,მაგრამ ჩვენ ცოცხალ ადამიანებს რომლებიც ვაგრძელებთ სიცოცხლეს ბუნებრივია,რომ ბედნიერებაზედაც ვერ ვამბობთ უარს.გიორგი პრობლემებს ვერ გავაქრობთ,მაგრამ შესაძლებელია თუ მოვინდომებთ ტკივილს ცოტა ხნით დავივიწყებთ და ძალიან კარგს იზამ რომ დაფიქრდე საკუთარ ცხოვრებაზე.გეთანხმები,რომ ძალიან რთულია ახალი ცხოვრების დაწყება,მაგრამ უნდა იბრძოლო და შენს თითოეულ გადადგმულ ნაბიჯზე ეძებო შენი ბედნიერება.
-რთულია,ანა ძალიან რთულია 25 წლის შემდეგ ახალი ცხოვრება დავიწყო,ცხოვრება რომელიც მაინც ტკივილით იქნება სავსე.
-ალბად მარიამისთვის ეს არც თუ ისე სასიამოვნო მოსასმენი იყოს,მაგრამ ვიცი ისიც რომ ძალიან გაუხარდება.გვიან შემორჩა კომპანიაში გიორგი და ტელეფონით მოიძია რუსომ შვილი.
-დამაგვიანდა დედა საქმეები მქონდა და უკვე გამოვდივარ.
-გიორგი შვილო მამა..............
-რა მამა,რა დაემართა მამას დედა.
-საავადმყოფოში ვართ.
-მოვდივარ დედა არ შეგეშინდეს,მარტო ხარ?
-არა,ანა და ბექა აქ არიან.
-მარიამს დაურეკეთ?
-არა შვილო და არ დაურეკო,ჯერ-ჯერობით დაველოდოთ.
-კარგი დედა.ტელეფონი გათიშა,მანქანის გასაღები აიღო და სირბილით მივიდა მანქანასთან,ასევე ჩქარი ნაბიჯებით შევიდა საავადმყოფოში მიუახლოვდა დედას და შეეკითხა.
-რა მოხდა,რა მოუვიდა.გულზე იდებდა ხელს და დედას თვალებში უცქერდა.
-არ ვიცი,არ გამოსულა ექიმი მაგრამ ვფიქრობ მდგომარეობა ძალიან რთული უნდა იყოს.უთხრა ტირილით რუსომ,გიორგიმ ვერ გაუძლო დედის ტკივილით სავსე თვალებს და უთხრა.
-ყველაფერი კარგად იქნება დედა.ხელი მოხვია და ჩაიხუტა გულში დედა,მაგრამ თავადაც შეაშინა გოგის ასე უეცრად ავად გახდომამ.-დამშვიდდი,წავალ და ექიმს ვნახავ გავიგებ რა ხდება.თქვა და ექიმის კაბინეტისკენ წავიდა,მაგრამ ექიმი გზაში შემოხვდა ხელი ჩამოართვა და შინაურულად მოიკითხა გიორგი.
-მიხარია გიორგი შენი ნახვა,სულ პატარა მახსოვხარ.
-უკაცრავად,მაგრამ მე ვერ შეგიცანით.დაიბნა გიორგი.
-რას მიცნობ,წლები გავიდა მას შემდეგ.მე გიგი ვარ,მიუხედავად იმისა მამაშენი ბევრად უფროსი იყო ჩემზე ჩვენ ვმეგობრობდით და თქვენთანაც ხშირი სტუმარი ვიყავი.
-გამახსენდა,მაღალი ცისფერთვალება მამაკაცი რომელიც სულ მანებივრებდა ახალ-ახალი სათამაშოებით.გაეცინა გიორგის.
-მართალი ხარ,შენს აქ არ ყოფნაშიც დავდიოდი თქვენთან.
-ეს ძალიან დიდი სიურორიზია ექიმო,მითხარი როგორია მამაჩემის მდგომარეობა.გიგი ექიმმა სერიოზული სახე მიიღო და უთხრა.
-გიორგი სასიხარულის ვერ გეტყვი,მაგრამ ვფიქრობ გადაიტანს.
-გიგი ექიმო ყველაფერი გააკეთეთ,რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს.
-ყველაფერს ვიზამ,რომ გოგი კარგად იყოს და ისევ მაგიდის თავში ვიხილო დამჯდარი ისე როგორც ძველად.გიორგი მთელი ექვსი დღე გოგის საწოლთან იჯდა და არც კომპანიის ამბებს კითხულობდა,ბექას და ანას მიანდო ყველაფერი.მხოლოდ იქ ყოფნის მეოთხე დილით უპასუხა ბექას ზარს.
-სად ხარ,გიორგი რატომ არ პასუხობ ჩემს ზარებს.
-საქმეს მიხედე,ბექა აქ არ მოხვიდე აუცილებელი რომ იყო გეტყოდი მოდითქო,სადაც ხარ იქ იყავი და ყველაფერი დაკვირვებულად გააკეთე,ნერვიულობის ნიადაგზე შეცდომა არ გაგეპაროს.
-როგორაა,სიახლე არც დღეს არ არის არაფერი?
-ჯერ-ჯერობით არაფერი,როგორც იცი ისევ ისეა ყველაფერი.
-გიორგი ნუ შეხვალ,ნუ ნახავ შენც ცუდად ხდები რომ ხედავ ასე მდუმარედ მყოფს ის ხომ მაინც ვერ გებულობს.
-მე ვგებულობ,მისი სუნთქვის ხმა მესმის და თავს ვიმშვიდებ რომ ჯერ კიდევ სუნთქავს.
-თუ რამე დაგჭირდეს,საათზე არ დაიხედო გიორგი ერთი ზარი და მოვდივარ.
-ბექა მე ახლაც ცუდად ვარ.
-რატომ,რა მოხდა.გიორგი თუმცა ნურაფერს მეტყვი,მოვდივარ.ბექამ გაუთიშა გიორგის და რამოდენიმე წუთში გიორგის გვერდით იჯდა.
-რა გჭირს,ყველაფერი მითხარი.
-მგონია,რომ ვიღაც დამყვება მოვიხედავ და არავინი არ არის.რამოდენიმეჯერ მონაზვნის ტანისამოსში გამოწყობილი ქალი დავინახე მხოლოდ და ისეთი შეგრძნება დამრჩა ის ქალი მითვალთვალებს.
-გიორგი მონაზონი რატომ უნდა გითვალთვალებდეს.
-არ ვიცი,ვერ ვხვდები და მართლა ვერ ვგებულობ ვერაფერს.თითქოს ეს დღეები მარიამის თვალები თან დამყვება ყველგან,რას უნდა ნიშნავდეს ეს.ბექამ გაკვირვებულმა შეხედა და უთხრა.
-გიორგი 25 წელი გავიდა მას შემდეგ.
-იცი რას ვფიქრობ?
-რამე სისულელე არ თქვა გიორგი.
-კარგი,არაფერს არ ვამბობ მაგრამ მაინც ვერ ვისვენებ რომ არ ვთქვა.ბექა მარიამი რომ ცოცხალი იყოს,ამდენი წელი გავიდა ასე გამიმეტებდა არ მნახავდა? ბექა გაჩუმდა,ჩაფიქრდა და გიორგის სერიოზულად უთხრა.
-ეს შეუძლებელია გიორგი მაგრამ თუ ეს მოხდა,რაც ძალიან საეჭვოა და ის ცოცხალია დღეს,მას სერიოზული მიზეზი ექნება ეს გაეკეთებინა.
-ალბად,ასეც იქნება.თქვა გიორგიმ დაფიქრებულმა.ბექა წამოდგა ფეხზე და თქვა.
-წამოხვალ?
-არა,ცოტა ხნით აქ ვრჩები წადი შენ.
-ეს დღეები ვიცი რომ დაძაბული და ანერვიულებული ხარ,მაგრამ შემოიარე კომპანიაში,არის ერთი საკითხი რომელიც ერთად უნდა განვიხილოთ.
-მართალი ხარ,შემოვივლი.ბექა წავიდა,გიორგიმ კიდევ დახედა გოგის და ისიც წავიდა,რუსოს მოეფერა და შემდეგ მის ოთახში ავიდა,წყალი გადაივლო ცოტა დაისვენა,ერთ სათში კი თავი მოიწესრიგა და ისევ მამასთან წავიდა.ექთანი დახვდა ახალგაზრდა გოგონა გოგის საწოლთან და მადლიერებით სავსე თვალებით შეხედა ექთანს.წვერი მოზრდოდა სახეზე გოგის,თავის ხელით მოუარა და შემდეგ წიგნის კითხვაში ჩაეძინა.ძილში ხელის ფრთხილი შეხება იგრძნო,თვალი გააცილა და ისევ ის ნაცნობი ექთანი ნახა.
-ჩემი სმენა დასრულდა,თუ დაგჭირდი აი ტელეფინის ნომერი და დამირეკე.გიორგი ფეხზე წამოდგა და ექთანს გარეთ გაყვა.
-მადლობა სოფია თუ დამჭირდი,შეგაწუხებ.
-თქვენნაირ შვილზე ბევრი ნატრობს ბატონო გიორგი.
-არ ვიცი,როგორი შვილი ვარ მაგრამ დარწმუნებით ვიცი რომ არ მინდა წავიდეს,არ მინდა დედაც დავკარგო ნერვიულობით.
-ნუ დაიკარგებით ფიქრებში,ცუდზე არა კარგზე ვიფიქროთ.
-ვიცი,რომ ხანდახან გაშინებ მაგრამ არ შეგეშინდეს ჩემი რთული პერიოდი მაქვს და ნუ მომაქცევ ყურადღებას.
-არსებობს უფალი ბატონო გიორგი.
-არსებობს,არ ვუარყოფ მაგრამ ჩემთვის?არა,სოფია ჩემთვის უფალი არ არსებობს.
-რწმენას ნუ დაკარგავთ,
-სამწუხაროდ,მე ის უკვე დავკარგე.
-ადვილია თქვენი თავი დაადანაშაულოთ,ეს არ არის მარტივი ვიცი რომ რთულია.როცა ასეთ განსაცდელს უძლებს ადამიანი,მას ძლიერი სული აქვს მაგრამ ის დაცარიელებულია და ვერ გრძნობს ვერაფერს.
-მართალი ხარ,მე დაცარიელებული ვარ.ფეხის ხმა შემოესმა და გაიხედა,მისკენ ალიკა და გელა მოდიოდა.ალიკამ ხელები გაშალა და უთხრა.
-ტელეფონზეც არ გვპასუხობ და აი მოვედით, რომ ახლოდან გნახოთ.
-მე წავალ ბატონო გიორგი.უთხრა სოფიმ და წავიდა,გიორგიმ ორ მეგობარს შეხედა და მათ უთხრა.
-ცოცხალი ვარ,ხომ დარწმუნდით ახლა წადით და საქმეს მიხედეთ.
-წარსულში გაბრუნებს აქ ყოფნა გიორგი,არ ვიცი სხვა რა გითხრა,გარდა იმისა რომ ძლიერი უნდა იყო.გოგი ძია კარგად იქნება,ექიმს ველაპარაკეთ ახლა.გიორგი შევიდა პალატაში და უხმოდ დაჯდა გოგის საწოლთან,თავი ჩამოდი მამის საწოლზე და უეცრად იგრძნო რომ გოგომ თავზე დაადო ხელი,თვალებიც გაახილა და დაღლილ შვილს მკრთლად გაუღიმა.
-გაიღვიძა,ხედავთ? ჩვენი მოსვლა იგრძნო და გაიღვიძა.თქვა გელამ და მეგობრებს შეხედა.
-სასწაული არსებობს გიორგი.ალიკამ გაიქცა და ექიმი მოიყვანა ცოტა ხანში კი ექიმი ღიმილით გამოვიდა გოგის პალატიდან.
-გილოცავთ,გიორგი ჩვენ ეს შევძელით და გადავლახეთ ეს რთული პერიოდი.შენ გკითხულობს,შედი გელოდება.გიორგიმ ჩქარი ნაბიჯით შევიდა მამასთან და როგორც იქნა მანაც გაიღიმა.
-მამა,როგორ შემაშინე.
-ჩემი ქალბატონი?
-შენი ქალბატონი სახლში გელოდება ბატონო გოგი.აქედან გახვალ თუ არა,შენ და დედა სადმე წახვალთ და დაისვენებთ.
-დასვენებული არ ვარ შვილო? გახუმრება სცადა გოგიმ.
-არა მამა,გადაღლილი ხარ და წახვალ.
-მარიამის დაბრუნებამდე არსად არ წავალ გიორგი.
-რატომ,მარიამს უნდა შეეკითხო? მე აღარაფერს აღარ წარმოვადგენ შენთვის?
-გიორგი ეს მეორედ არ თქვა.შეუბღვირა შვილს დიდმა გოგაბერიშვილმა და შემდეგ კი ორივეს გაეცინა.გიორგიმ ტელეფონი ამოიღო და ჯერ რუსოს დაურეკა,შემდეგ კი ბექას რომელიც სულ მალე მის გვერდით იყო.
-დედა როგორ ხარ,ისევ ტირიხარ?
-კარგად ვარ შვილო,კარგად.
-კარგად უნდა იყო,რადგან კიდევ ერთხელ უნდა გაგიშვათ დასასვენებლად და თქვენ ორმა მიწყოთ თაფლობის თვე.
-გიორგი...............
-კი,კი დაიჯერე დედა,მამა კარგადაა.
-არ მჯერა.თქვა რუსომ.
-კარგად ვარ საყვარელო,ალბად ორ-სამ დღეში გამომწერს ექიმი.მოესმა გოგის ხმა და თითქოს ძალა მოემატა,შეივსო,ხასიათი გამოუკეთდა და მამა-შვილი საყვარელი კერძები ღიღინით მოამზადა.
-გიორგი შვილო,რუსო დაიღალა და გთხოვ ავიყვანოთ დამხმარე ოჯახში.უკვე ვეღარ ერევა სახლის საქმეებს,მარტო ცოდოა.
-მეც ვიფიქრე მაგაზე და ამ დღეებში განცხადებას გამოვაქვეყნებ.
-კარგს იზამ,რაც უფრო მალე იქნება მით უკეთესი.კიდევ მინდა რაღაც გითხრა,მიჭირს ამ თემაზე საუბარი,მაგრამ წლები გემატება დროა შენს პირად ცხოვრებაზედაც იფიქრო.
-არ ვიცი,მამა ეს ბოლო პერიოდი მეც ძალიან ბევრს ვფიქრობ მაგ თემაზე,ჯერ არ ვიცი რას ვიზამ,მაგრამ გპირდები რაღაც შეიცვლება ჩემს პირადში ეს მარიამის მოთხოვნაც არის.ჯერ კარგად უნდა დავფიქრდე.თითქმის გათენებამდე დარჩნენ გოგისთან და ყველაფერზე ისაუბრეს,ბოლოს ალიკა წამოდგა და გიორგის უთხრა.
-მიდიხარ სახლში თუ ისევ აქ რჩები.
-დავრჩები კიდევ,ცოდოა მარტო.
-წადი შვილო,რამდნი ღამე არის ადამიანურად არ გძინებია.გიორგიმ სოფის დაურეკა და თხოვა გოგისთან ყოფილიყო,ისიც უსიტყვიოდ მოვიდა და ისიც დაიმედებული წავიდა.
-ადამიანის სახე გაქვს დაკარგული გიორგი.უთხრა ბექამ.
-კარგად ვარ,უბრალოდ მართლა ძალიან დავიღალე ბექა.ხვალვე გამოაქვეყნე განცხადება დამხმარე მინდა ავიყვანო სახლში.
-ქალი უნდა იყოს? შეეკითხა ბექამ სერიოზულად,გიორგიმ გაკვირვებულმა შეხედა და შეუბღვირა.
-არა,ქაჯი იყოს ბექა.
-კარგი,მაგრამ რამდენი წლის უნდა იყოს?
-ბექა მის პოდიუმზე გაყვანას არ ვაპირებ მოდელიორად რომ გამოვზარდო,უბრალოდ რუსო გადაიღალა და რომ შეენაცვლოს ამისათვის მჭირდება სახლში დამხმარე,გასაგებია?
-მე ვფიქრობ,30-35 წლამდე კარგი ვარიანტია.
-დაწერე რაც გინდა,მხოლოდ ეს საქმე ძალიან მალე უნდა მოგვარდეს.ბავშვები როგორ არიან,რამდენი ხანია არცერთი აღარ მკინახავს.
-მუშაობენ კობა და ლუკა კარგად არიან,მარიამი და ანდრეაც არაჩვეულებრივარ გრძნობენ თავს.ვახო კიდევ გელამ გამოზარდა და კარგი ყნოსვა დაუყენა.ორივეს გაეცინა ვახოზე.
-მართა? საქმეს როგორ ართმევს თავს.
-ძალიან ნიჭიერია ვახოს უსწორებს, შეცდომებს აძლევს და ისიც უბღვერს მაგრამ რომ ხედავს მართა მართალია ვეღარ ამბობს ვერაფერს,უხმოდ სცილდება.სახლში ოთხივე მხიარული სახეებით შევიდნენ,რამაც რუსო ძალიან გაახარა,თავადაც გაღიმებული შეხვდა მათ და თქვა.
-როგორც იქნა შენს სახეზე ღიმილი ვნახე შვილო,როგორ მომნატრებია შენი ასეთი დანახვა.
-ორ დღრში,დე ორ დღეში სახლში გეყოლება შენი ლომი ქმარუკა.თითქმის ყველაფერი მის ადგილზე დადგა და გიორგიც დაუბრუნდა კომპანიას.რას ნიშნავს ადამიანისათვის,ის რომ არანაირი მიწიერი ნივთი და არც სიმდიდრე,არც ტალანტი,არც ცოდნა ადამიანის გულს არ აკმაყოფილებს.რატომ გრძნობს ადამიანი სულის სიცარიელეს,როცა მის გვერდით ამდენი მეგობარი და საყვარელი ადამიანია.ეს ხომ გულის გამომჟღავნების ძახილია რომელიც გვეუბნება ,,ადამიანო მოეშვი,შენი ნეტარება მხოლოდ ღმერთთანაა მიენდე მას და მასში ეძებე შენი მუდმივი ნეტარება და სიმშვიდე''.



ალბად მზად ხართ დიდი სიურპრიზისთვის,მე მოვედი.მომენატრეთ და მოვედი,მოვედი იმ ისტორიის გაგრძელებით რომელიც უამრავი ჩემი მკითხველისგან იყო თხოვნა,რომ მეორე ნაწილი დაწერილიყო.დავწერე თქვენი თხოვნით და იმედია გამომივიდა ის რაც მინდოდა,ის რაც თქვენც გინდოდათ უამრავ თქვენგანს.მადლობა თქვენი ასეთი სითბოს და სიყვარულის გაზიარებისათვის,მადლობა ლოდინისთვის მაგრამ ისტორია დასრულებულია და აღარ გალოდინებთ.მიყვარხართ თითოეული თქვენთაგანი,მადლობა ყველას.



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

რა გოგო ხარ მოკლედ. გადასარევი ამბავია. დაგვიბრუნდიიიი

 


№2  offline წევრი მია15

ძალიან კარგია მომეწონა.ველი შემდეგ თავს.შეუდარებელი ხარ

 


№3 სტუმარი Shorena kiladze

Rogir gamexarda rom gaagrzele zalian momcons iseti gancdebit vkitxulobdi titieul sityvas megona rom ik viyavi
Yocgagi da nichieti adamiani xar carmatebebi .

 


№4  offline წევრი isterichka123

Vime rogor gamaxare vgijdebi am istoriaze male dade ra

 


№5 სტუმარი სტუმარი ნათია

თვალებს ვერ ვუჯერებდი როცა სათაური წავიკითხე, რამოდენუმეჯერ დავხედე და მერე გავიაზრე რომ მეორე ნაწილი იყო მადლობ რომ გააგრძელე არ მინდოდა ასე დტანჯულიყო გიორგი და დიდი იმედით ვუცდი მის ახალ სიყვარულს, იმმწდი მაქვს მარიამზე ნაკლებად არ შეიყვარებს, „მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი, როგორც ყვავილი შემოდგომის , ხშირად პირველს სჯობს“...

 


№6  offline წევრი თამოთამო25

რა მაგარია , ძალიან გამიხარდა რო გააგრძელე.... ვგიჟდები ამ ისტორიაზე ❤

 


№7 სტუმარი Mari

Au saswaulad velodebodi gagrzelebass.male dadet xolme ra tu damtavre buli gaqvt

 


№8  offline მოდერი ბელუ შეროზია

ჰუმ flushed
კარგია, რომ გააგრძელე.

 


№9  offline მოდერი zia-maria

heart_eyes ყველას გეფერებით,იმედია იმედები არ გაგიცრუვდებათ. kissing_heart

 


№10 სტუმარი სტუმარი დეფნე

საოცრება ხარ. მიყვარხარ და რა ვქნააა. ველოდები სასწაულად შემდეგს

 


№11  offline მოდერი zia-maria

სტუმარი დეფნე
საოცრება ხარ. მიყვარხარ და რა ვქნააა. ველოდები სასწაულად შემდეგს

heart_eyes მეც რომ მიყვარხარ,რა ვქნა? laughing laughing kissing_heart

 


№12 სტუმარი Sopo

Shen ar ici me am wutas rogor gamaxareee ro shemovedii saitze da damxvda chemtvis esetii sayvareli istoriis meore nawili chems shignit sixarulis xlapushkebma daiwyes apetqeba dzaaaliaaan magari meore mawilis dasawyisiaaa da velodebi danarchen tavebsaac umagresi xar <3 :*

 


№13  offline მოდერი zia-maria

Sopo
Shen ar ici me am wutas rogor gamaxareee ro shemovedii saitze da damxvda chemtvis esetii sayvareli istoriis meore nawili chems shignit sixarulis xlapushkebma daiwyes apetqeba dzaaaliaaan magari meore mawilis dasawyisiaaa da velodebi danarchen tavebsaac umagresi xar <3 :*

heart_eyes გაიხარე ჩემო ტკბილო,გალოდინე მაგრამ მაინც მოვახერხე რაღაც.მადლობა ამ ლოდინისთვის. kissing_heart kissing_heart


kissing_heart kissing_heart

 


№14 სტუმარი Sopo

Girda am yvelapristvis lodiniii chemo sayvarelooo sauketeso xar <3

 


№15 სტუმარი თამარ ცინცაძე

მე ახლახანს წავიკითხე და ძალიან მომეწონა,გაგრძელაბაც რომ ააქვს,კიდევ უფრო უკეთესი.მგონი მარიამი
ცოცხალი არის ხო?სად ვნახო მეორე ნაწილი სრულად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent