მეათე შეგრძნება (1)
-ლიდოო, დეგრადირებულოო! ადექი მალე გვაგვიანდება ! ადექი ქალო ადექი!! -გაცეცხლებული შეუვარდა ოთახში დას მარიამი , თან სველ სახეს იწმენდდა და ტანსაცმელს არჩევდა -რა? რადროს ეგარი მოდი ჩამიგორდი შენც და ხუთ წუთში ავდგეთ - მშვიდად უპასუხა ლიდიამ დას და ძლივს გახელილი თვალები მინაბა -რა ხუთ წუთში გოგო რვა საათია უკვე 1 საათში კი გასაუბრებაზე უნდა ვიყოთ ორივე, მერე კიდე ათასისაქმეგვაქ! რას მალაპარაკებ გოგო ამდენს უფროს დას არ უნდა დაუჯერო? აეთრიე მალე! - უკვე ჩაცმული იდგა მარიამი დის საწოლთან და ხელში წყლით სავსე ბოთლი მოემარჯვებინა- ლიდოო! ამოიხედე საყვარელო, შენი ლამაზი თვალები მომანათე ერთწამს ჩემო დაიკო ! - უკვე ხმაში ეშმაკური ტონიც შერეოდა. ლიდიამ ფრთხილად აიხედა დისკენ და როგორცკი მიხვდა რაშიც იყოსაქმე წამოხტა -უი მარო ჩაიცვი უკვე? რაიყო გოგო ასე უნდა ადამიანის გაღვიძება? ხო შეიძლება ერთხელ ყავის სურნელმა ან რამე მსგავსმა გამაღვიძოს ქალო, ფუფ კაპასი კაპასი! -ეშმაკური ღიმილი უკრთოდა ლიდიას სახეზე ნახევარ საათში უკვე ორივე მზად იყო , ყავა დალიეს და სახლიდან სწრაფი ნაბიჯით გამოვიდნენ -ყველა საბუთი მიგაქვს ხო? -მზრუნველი ტონით ჰკითხა მარიამმა დას -კი მარო ადგილზეა ყველაფერი. მთავარია იქ არ დავიბნე როგორც ყოველთვის- ნაძალადევად გაუღიმა დას- კაი მარო დავშორდეთ ეხლა ერთმანეთს თორე დავიგვიანეთ ისედაც- სწრაფად მიაყარა სიტყვები ერთმანეთს დას აკოცა და გავარდა -დეგრადირებულო! არშემარცხვინო იცოდე ! პირველზე ჩვენს ადგილას მოდი ! - მიაძახა დას რომელიც ფაქტიურად აღარც ჩანდა უკვე, თავი გააქნია და საპირისპირო მხარეს წავიდა. სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. რა ბედნიერად თვლიდა თავს რომ ასეთი და ყავდა. საათს დახედა და ნაბიჯს აუჩქარა, დაგვიანება მისი სტილი არ იყო. * * * ლიდია -გამატარეთ! გამატარეთ! უკაცრავად! ძალიან მაგვიანდება ! ბოდიში! გამატარეთ ! -ქოთქოთებდა და გადარეული ბავშვივით მირბოდა შუა შენობაში, მენეჯერის მაგიდასთან მივიდა და ისევ გააგრძელა ქოთქოთი- გამარჯობათ,გასაუბრებაზე ვარ! ძალიან დავიგვიანე? აუ ძალიან დავიგვიანე ხო? აღარ ამიყვანენ! ღმერთო არ ამიყვანენ! მითხარი ძალიან დავიგვიანე? ჰა რას ჩაგივარდა ენა მალე! ღმერთო დავ....-რაღაც ფურცელს დასწვდა და ინიავებდა,ამდენი ლაპარაკისგან დასცხა,კიდევ აპირებდა მონოოლოგის გაგრძელებას მაგრამ მენეჯერი ჩაეჩხირა როგორღაც სიტყვაში , -თუ დამაცდით საუბარს აუცილებლად გეტყვით რომ ბატონი ალექსანდრე თავის კაბინეტშია, ახლავე დავურეკავ და შებრძანდით- ტელეფონს დასწვდა და უნდა დაერეკა მაგრამ ისევ დაიწყო ლიდიამ ქოთქოთი -მოიცა არ უნდა მკითხოთ ვინ ვარ? ან საიდან მოვედი? ანრავი წყალი მაინც არ უნდა შემომთავაზო? ან ეს ზედმეტი თავაზიანობა რაარი? -წყლის აპარატი პირდაპირ თქვენს უკან დგას, ხოლო თქვენი ვინაობის გამოკითხვა ჩემს მოვალეობებში არ შედის, გასაუბრებაზე ჩემთან ხომ არ მოსულხარ!- თავაზიან ტონში ცოტა გაღიზიანება შეეტყო ქალბატონს მაგრამ მაინც ცდილობდა მშვიდად საუბარს -აჰამ. კაიმაშინ! დაურეკე მაგ შენს უფროსს! მე წავალ მანამდე წყალს დავლევ! მერე კი დარჩი შენს თავთან მარტო მისის უხასიათობავ! - ზურგი შეაქცია მენეჯერს და წყლის აპარატისკენ გასწია,თან ისევ განაგრძო ქოთქოთი-თქვენი ვინაობის გამოკითხვა ჩემს მოვალეობებში არ შედის! -მის ხმას მიამსგავსა ცოტათი და განაგრძო- უჟმური!ფუფ! ხეპრე! ღმერთო იმედია მასთან არანაირი შეხება არ მექნება თუ ამიყვანენ, ღმერთო გთხოვ ოღონდ ეს გოგო ამაცილ...-წინადადების დასრულება ვერ მოასწრო რომ ვიღაცას შეასკდა და საბუთები ძირს დაეყარა-ეს...ეს..შე ! შე! შენ წინ ყურება არ გასწავლეს მშობლებმა? ეს ! ეს! -თან დაიხარა საბუთების ასაკრეფად, ქოთქოთს განაგრძობდა , ნერვები უფრო და უფრო ეშლებოდა, კაცმა არც საბუთების აკრეფა იკადრა და არც ბოდიში მოუხადა,ზემოდან დაჰყურებდა და აშკარად არ აპირებდა ამ ორიდან არცერთს,ეს კი ლიდოს უფრო და უფრო აღიზიანებდა, ყველაფერი აკრიფა, წამოდგა და კაცს ჩააშტერდა შავ თვალებში.ისეთი სიცივე და სიბნელე მოდიოდა იმ თვალებიდან წამით შეეშინდა კიდეც მაგრამ მაინც განაგრძო-მისმინე! მეორედ აღარ გადამეყარო იცოდე! თორე არ... -რა არ? გისმენ და კიდე ვერ ვხვდები როდემდე უნდა ილაპარაკო? გამომიხტი აქ და კიდე მე მადანაშაულებ? იცი მაინც ვის ელაპარაკები? იცი? იციმეთქი?- ხელში წვდა ლიდიას და ახლა თვითონ შეუტია. მაგრამ მაინც არ დაცხრა ქალბატონი, ხელი უხეშად მოიშორა და უთხრა -საერთოდ არ მაინტერესებს ვინ ხარ! აი საერთოდ! მეორედ აღარ გადამეყარო და შეხებაზე ხო ზედმეტია ლაპარაკი! ჩემგან თავი შორს დაიჭირე!- ზურგი შეაქცია ბიჭს და გზა განაგრძო -ისე ხო უკან მოგსდევდი რას მელაპარაკები! ალქაჯი!- პიჯაკი შეისწორა, მიმიკა დაალაგა და მშვიდი სახით განაგრძო გზა -დემონი!- ჩაილაპარაკა ლიდიამ და წყალი მოსვა, ხასიათი გაუფუჭდა მაგრამ ცდილობდა არ შეეტყო. მენეჯერთან მიბრუნდა და უფროსის კაბინეტი იკითხა,მალევე იდგა უკვე იქ, ღრმად ჩაისუნთქა და მიაკაკუნა -შემოდით-შიგნიდან მოისმა საკმაოდ ხანდაზმული,თბილი ხმა. კარი შეაღო და იკითხა -ბატონო ალექსანდრე, შეიძლება? -კი კი შვილო, შემოდი. საბუთები მაგიდაზე დადე მერე გადავიკითხავ.ახლა ისე გავისაუბროთ. -დიახ ბატონო ალექსანდრე. როგორც გენებოთ- საბუთები მაგიდაზე დაალაგა და სკამზე ჩამოჯდომა ითხოვა- მაპატიეთ თუ ძალიან დავიგვიანე, აქაც ვიღაც ხეპრ..კიარადა..ვიღაც კაცს გადავეყარე..პატარა ავარია მოგვივიდა...-კაცი ღიმილით შესცქეროდა ახალგაზრდა ქალბატონს - თუმცა ეს რაში გაინტერესებთ.. -არა არა განაგრძე შვილო. როგორი აქტიური გოგონა ხარ. ვფიქრობ მარტივად მოვრიგდებით- თბილად უპასუხა ქალბატონს ალექსანდრემ -იმედია ბატონო ალექსანდრე. მოკლედ ჯერ სწავლა არ დამისრულებია.ბოლო კურსზე ვარ მაგრამ ჩემს სამუშაოს თავს გავართმევ გპირდებით. -ეგ არ არის პრობლემა ...ჰმმ..თქვენი სახელი? -ლიდია ბატონო ალექსანდრე..ლიდია ლორთქიფანიძე. -ხო..ლიდია..მოკლედ ვფიქრობ მაინც შენ უნდა აგიყვანო..აქამდე ვინც იყო გასაუბრებაზე თავს ვერ გაართმევდა ვერცერთი, შენ კი ბოლო მოხვედი...აქტიური გოგონა ხარ და ეს მომწონს..დაგჭირდება ჩემს შვილთან მუშაობისას ენერგია? -შვილთან? -დიახ..ორ თვეში პენსიაზე გავდივარ.. მანამდე ჩემთან იმუშავებ.. მერე კი ჩემი შვილი დაიკავებს ჩემს ადგილს..ხელფასი ჯერ 1200ლარი იქნება..შემდეგ ნელნელა მოგიმატებთ... ორშაბათიდან შეუდგები სამუშაოს -ანუ ნამდვილად ამიყვანეთ ბატონო ალექსანდრე? -ლიდიას სახეზე ღიმილი ეხატა..უნდოდა რაც შეიძლება სწრაფად ეხარებინა თავისი დისთვის ეს ამბავი... -კი შვილო..საბუთები ჯერ არ მინახავს მაგრამ...არაუშავსმერე გადავავლებ თვალს... -კარგი -შენი ნომერი დამიტოვე..თუ დამჭირდები დაგირეკავ.. -კარგი ბატონო ალექსანდრე- ჩანთიდან ფურცელი და კალამი ამოიღო, ნომერი დაწერა და კაცს მიაწოდა- ახლა თავისუფალივარ ბატონო ალექსანდრე? -დიახ, შეგიძლია წახვიდე..-ლიდია წამოდგა მადლობა გადაუხადა და კარისკენ გაემართა- და...ლიდია...ბატონო არ დამიძახო რა...სახელით მომმართე..ან ალექსანდრე ბიძია..ან როგორც გინდა...ბატონო არა! -თავაზიანი და ამავდროულად თბილი ხმით უთხრა ლიდიას -კარგი ალექსანდრე ბიძია... კარი გამოხურა,შედგა, ღრმად ჩაისუნთქა და შენობის გასასვლელისკენ გასწია *** -ბუხ-უკნიდან მიეპარა მარიამს და კისერში იჩქმიტა -დეგრადირებულოო! გამისკდა გული! მეტკინა გოგო კისერი ნუხარ ასეთი გველი. და მაინც არ ვიყო არ გეცოდები? ან სადხარ ამდენხანს გავიდგი ფესვები-სანამ მარიამი სიტყვით გამოსვლას მორჩებოდა წყალი მოსვა მისი ჭიქიდან ,ჭიქა დადო და მშვიდად დაიწყო საუბარი -გაიდგა ფესვები!ფუფ! გოგო ამიყვანეს გესმიის! ამიყვანეს!- მარო შეანჯღრია და ლოყები დაუკოცნა -ჰა? აუმართლა? რაკაია! მიდი მოყევი ყველაფერი! როგორი უფროსია? -უფროსი კი კაია მარა...-აქ დასტოპდა -რა მარა? -აი თანამშრომლების რაგითხრა..მენეჯერი ყავს მისის უჟმური, ვამპირი...ღმერთო მასზე უხასიათო ქალი არ მინახავს...მერე კიდე ვიღაცას შევასკდი დღეს...კაცს...ისკიდე ვაფშე გიჟი..დემონი..ალბათ ეშმაკს გამოექცა ჯოჯოხეთიდან! ისეთი შავი და პირქუში თვალებიაქვს...ნეტა ცოტათი მაინც გავდნენ უფროსს...ის ისეთი თბილი კაცია...ესენიკიდე ....ფუფ...-ისევ წყალი მოსვა- შენ რაქენი? -მე ? მე... -ხო შენ ქალო...რაქენი? -არ ამიყვანეს...უფროსწორად უკვე აუყვანიათ ვიღაც..მარა არაუშავს ვიპოვი რამეს შენ არ ინერვიულო ... მთავარია შენ მუშაობ უკვე...ერთი პრობლემით ნაკლები...-ნაძალადევად უღიმოდა დას -ჩემი მარიკო..არაუშავს მეც მოგეხმარები..ერთად ვიპოვით რამეს...-დას მიეხუტა და ყელში აკოცა -ნეტა დედა და მამა აქ იყვნენ... -მალე ვნახავთ არაუშავს...აუ კაიეხლა არგვინდა დაგრუზვები...წავედით საყიდელიგვაქ რაღაცეები..თან საღამოს რესტორანში მივდივართ დაო უნდა ვიგულაოთ ხოიცი -ხო ხო...როგორ შეიძლება ქალბატონი ელიზაბედის დაბადების დღეს გამოვაკლდეთ...-დას მოშორდა, თმა შეისწორა და წამოდგა-წავედით! -და რა ვაჩუქოთ ? ანრაჩავიცვათ? აუმე კაბის ჩამცმელი არვარ დამაწყვიტა ნერვები ისედაც ამკაბამ მთელიდღე...აუუდამელოდეე-სირბილით მიყვებოდა დას უკან და ისევდაისევ ქოთქოთებდა ქალბატონი ლიდია მალევე აარჩიეს საჩუქარიც და ტანსაცმელიც...მარიამმა შავი ტანზე მომჯდარი მუხლებს ზემოთ კაბა იყიდა , ლიდიამ ტბისფერი შარვალი და ყავისფერი გაცრეცილი შემოსაცმელი...სახლში მივიდნენ . ჭამეს, მოემზადნენ და რესტორნისკენ ჰერი ჰერი :დდ * * * -ნეტა სწორად მოვედით? - გვერდულად გახედა დას ლიდიამ -არვიცი. ვითომ მისამართი აგვერია? -ანალოგიურად იქცეოდა მარიამოც -დავიჯერო ამ ადგილას იხდის ისგოგო დაბადებისდღეს? მე პატიოსანი მშვიდი გოგო მეგონა,ეს ვინ ყოფილა- გაკვირვებული სახე ეშმაკურმა ღიმილმა შეცვალა -თავი მეტკინა, რამხელა ხმაა. არა გადავდგავ მაგგოგოს მე. ხოიცის რო ასეთ ადგილებში სიარული არმიყვარს..ეთქვა მაინც არ მოვიდოდი!- აი მარიამს კი სიბრაზე უფროდაუფრო იპყრობდა..მაშინ ხო სულ აფეთქდა მათკენ მომავალი ელიზაბედი რომ დაინახა -შე!შე!შე!.... -ლიდო! ჩემო ლიდო! გადამარჩინე გთხოვ! მიხსენი შენი დის კლანჭებიდან! ამერთხელ მიხსენი სიკვდილისგან გთხოვ!- ლიდიას ამოეფარა ელიზაბედი და დაიწყო მსახიობური გამოსვლები..რათქმაუნდა ლიდიაც აჰყვა თამაშში..ორმა დეგრადირებულმა არსებამ ერთად შეუტია ქალბატონ მარიამს და ლამის ჭკუიდან გადაიყვანეს ხანდახან გიჟი მაგრამ მაინც სიფრიფანა ქალბატონი -ღმერთო მიშველე! გაძლება მომეცი ამათ ხელში! ეს სად ვარ!ეს ვის ხელში ვარ! ღმერთომიშველე-ხელები ჰაერში გაასავსავა და ქოთქოთით გაემართა ბავშვებისკენ -ამას მართლა გავაგიჟებთ!- ყურში ჩასჩურჩულა ლიდიას ელიზაბედმა და თვალი გააყოლა მარიამს -აჰამ! - ხელები გადაიჯვარედინა და ღიმილიანი სახით დაუწყო თვალიერება არემარეს- შენ ის მითხარი აქ ტუალეტი სადარის? მეფსია ქალო!- ახლა ელიზაბდეს გახედა დშენ რო ხარ გიჟიც ისეთი უნდა! მარცხნივ წადი პირდაპირ იარე და მიხვდები მერე..ნიშანი კიდია კარზე!-ამ დროს ელიზაბედის ტელეფონიც აწკრიალდა-გისმენ ვაჩუნა,რა ბოლო ორ სიტყვაზე წარბები აათამაშა -არა რა აშვები აბა მოდიხარ? -ოქეეიი...-ნაბიჯი გადადგა ლიდიამ,მერე შუბლზე ხელი შემოირტყა და ისევ მიუბრუნდა დაქალს-ქალო! არ უნდა შემახსენო დაბერება რომოგილოცო? თან საჩუქარიც თან მიმქონდა, აჰამ შენ კამფეტები ჭამე იქნებ გასუქდე და დარჩე მთლად შინაბერა! მაინც დაბერდი უკვე ! ჰა რამდენიწლის გახდი?-საჩუქარი გაუწოდა მეგობარს და დაიწყო ისევ ეშმაკობები -ძაან კარგად იცი რამდენისაც და მომშორდი ეხლა აქედან ლიდია თორე ჩეემ თავზე პასუხს არვაგებ -ვითომ დასტოინად დაუბრუნა პასუხი და წარბი ზევით აზიდა -კაიკაი...წავედი...მერე როგამოვალ ვინმე კაი ბიჭს დავკერავ და დავტყდებით ალბათ აღარ დამელოდო ... -მაინც არ ცხრებოდა ქალბატონი,ზურგი აქცია დაქალს და საპირფარეშოსკენ გაემართა.გამოსვლისას ხელები დაიბანა,მაკიაჟი და თმა შეისწორა და კარის სახელურს დასწვდა. სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა გარეთ და ბავშვებისკენ გაემართა, ერთი...ორი....სამი ნაბიჯი გადადგა და....ბრახ! უცებ იატაკზე აღმოჩნდა...მამაკაცმა ხელი გაუწოდა და წამოაყენა...ლიდია კი თავს ვეღარ აკონტროლებდა იმდენად გაბრაზდა..წამოდგა ტანსაცმელი გაისწორა და მამაკაცს ახედა...დაააამმმ..... -შენ?ისევ შენ? ღმერთოჩემო! ისევ შენ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.