შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ არსებობ მაშინ ისე უნდა ბრწყინავდე როგორც ერთადერთი ვარსკვლავი გალაქტიკაში. I თავი


1-12-2017, 23:58
ავტორი Tekla99
ნანახია 1 429

კაბინეტის კარზე კაკუნი გაისმა.
-მობრძანდით!
გამხდარი, შავგრემანი გოგო შემოვიდა.
-რა ხდება თათია?
-გასაუბრებაზე არიან მოსული ბატონო საბა.
-მიმტანობაზე?
-ხო. კაირაა შენ გაესაუბრე ხოიცი ეგეთ უაზრობებზე არ უნდა შემაწუხო.
-თქვენთან მოითხოვს შეხვედრას.
-კარგი ხო შემოუშვი.
ოთახში ნაზი გარეგნობის გოგო შემოვიდა.
-სამსახური მჭირდება. უთხრა დაჟინებული და თან მკაცრი ტონით.
-კაი?! უპასუხა მისი მოთხოვნით გაკვირვებულმა საბამ.
-ანუ?
-ანუ დაჯექი და მომიყევი შენზე!
-ლიდია დადიანი.
-შემდეგ?... რამდენი წლის ხარ ლიდია?
გოგონამ თვალები ზემოთ აატრიალა, ეტყობოდა კითხვაზს პასუხის გაცემა მაინცდამაინც არ უნდოდა.
-რა მნიშვნელობა აქვს?
-აქვს! ტონი გაამკაცრა საბამ.
-17 ის... თითქმის.
საბას ჩაეცინა.
-და გინდა რომ კაზინოში მუშაობა დაიწყო?
-მჭირდება... უბრალოდ ძალიან მჭირდება...
-ძალიან?
-ძალიან! მტკიცე იყო ლიდია.
-კარგი გამომყევი. ლიდიაც უხმოდ ადგა და გაყვა, მანქანას მიადგნენ. -დაჯექი.
-რატომ?
-სამსახური ხომ გჭირდება არა? ხოდა მიმყავხარ.
საბამ ვიღაცას დაურეკა, მანქანაში ჩასხდნენ და10 წუთში რაღაც კაფესთან იყვნენ. შიგნით შევიდნენ და ერთ ერთ მაგიდას მიუახლოვდნენ, რომელთანაც კაფის მეპატრონე, საბას ძმაკაცი ლუკა იჯდა.
-ხო მშვიდობაა? იკითხა ლუკამ.
-მოკლედ ეს ლიდიაა და სამსახური ჭირდება ძალიან.
-კარგი რა პრობლემაა, აქ მიმტანად მუშაობას შეძლება ლიდია?
გოგონამ იქაურობას თვალი მოავლო და მხოლოდ ორი სიტყვა თქვა:
-რატომაც არა.
-მაშინ ხვალ 4საათზე მოდი.
-კარგი. მადლობა ორივეს. თქვა ძალიან თავდაჯერებულმა. -მაშინ ხვალამდე. სახეზე ძლივს შესამჩნევი ღიმილი აღებეჭდა.
-მოიცადე გაგიყვან. უთხრა საბამ.
-არა... არა არ მინდა.
-კა ა რგი... როგორც გინდა. ასეთმა უარმა დააბნია საბა.
-საბა! უთხრა ლუკამ ლიდიას წასვლის შემდეგ.
-ეს გოგო ვინ იყო?
-რავიცი.
-რა იცი? ბატონო? სიცილით იგუდებოდა ლუკა.
-კაი რა გაცინებს შე**მა და ხელი მიარტყა საბამ.
-არაფერი წამო დავლიოთ სადმე.
მეგობრები ლუდის დასალევად წავიდნენ. ლიდია კი ცივ და უღიმღამო სახლში დაბრუნდა. ცოტახანში ლევანიც მოვიდა.
-მომენატრე. პატარა ბავშვივით აეკრო ლევანს.
-მეც. უთხრა ლიდიას და აკოცა.
-სამსახური ვიშოვე.
- ძალიან კარგი. სად?
-კაფეში.
-მისმინე არ გინდა ფული შენს ოჯახს თხოვო?
-მეღადავები? სახლიდან შენგამო წამოვედი, რომ შენთან ვყოფილიყავი. და ახლა მთხოვ რომ მათ დავურეკო და ვემათხოვრო? მგონი საერთოდ არ მიცნობ ხო? წავედი მეძინება. სწრაფად მიაყარა ლიდიამ და საძინებლისკენ გაემართა.
-კარგი რა ვერ ვხდები რაზე გაბრაზდი! ლიდიიი.... უკან გაეკიდა, მაგრამ კარი ჩაკეტილი დახვდა.
-ლიდია უბრალოდ შენზე ვზრუნავ.
-გაეთრიე. იკივლა ლიდიამ. ნერვები მოშლილი ქონდა, ძლივს დაიძინა, როგორი ძნელი იყო მშობლების გარეშე ცხოვრება, რამდენ სირთულეს წააწყდა უკვე და რამდენი ელოდა წინ. ლონდონში დაიბადა და 12 წლამდე იქ ცხოვრობდა, შემდეგ საქართველოში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. მშობლები ფიქრობდნენ, რომ ბავშვებისთვის უკეთესი იქნებოდა სკოლის პერიოდში შედარებით უსაფრთხო და წყნარ ქვეყანაში ცხოვრება, თანაც ისინი ხომ ქართველები იყვნენ. ლიდიას 3 პატარა ძმა ყავს, 8, 10 და 13 წლისები. როცა ოჯახს გამოუცხადა რომ საცხოვრებლად საბასთან გადადიოდა არავის გაჰკვირვებია და არც წინააღმდეგობა გაუწევია. ერთადერთი ლიდიას ბაბუა ბრაზობდა და ვერ ეგუებოდა ამ ამბავს, მაგრამ ლიდია ევროპაში გაზრდილი გოგო იყო, დამოუკიდებელი და პრინციპული , "მან უბრალოდ ასე გადაწყვიტა და მისი სურვილისთვის პატივი უნდა ეცათ". ბიჭთან ურთიერთობა პირველად ქონდა, სითბოს და მზრუნველობას, მშობლების მხრიდანაც კი, იმდენად მიუჩვეველი იყო ლევანის ლამაზმა სიტყვებმა დააბნია და თავი დააკარგინა.
მეორე დღეს სამსახურისთვის მოემზადა და ადგილზეც ზუსტად მივიდა.
-ეს შენი წინსაფარია, აი ეს დღიური და კალამი... უხსნიდა ერთ-ერთი მიმტანი. ლიდია მდიდრულ რესტორნებში სიარულს მიჩვეული იყო, ამიტომაც კარგად იცოდა როგორი უნდა ყოფილიყო უმაღლესი კლასის მიმტანი. ისინი ყოველთვის აღძრავდნენ მასში ინტერესესს, კარგად აკვირდებოდა და დეტალებს ყურადღებას აქცევდა. მოსწონდა თუ როგორ ლამაზად და შეუმჩნევლად შეეძლოთ მოძრაობა და კერძების მორთმევა. ლიდია მათ მაშინაც კი ამჩნევდა როცა ისინი არავის უნდა შეემჩნიათ. ლიდიას მოსწონდა ყველა ის ადამიანი ვინც საკუთარ საქმეს კარგად ასრულებდა, ხშირად შეპარულა სამზარეულოში და შეფ მზარეულის საოცრად დახვეწილ ხელის მოძრაობებს აკვირდებოდა. მძღოლს თხოვდა გაეჩერებინა იქ სადაც ხანძარი იყო, ის კი დადგებოდა და უყურებდა თუ რა სიჩქარით და ოსტატობით იბრძოდნენ მეხანძრეები. აღარ გავაგრძელებ იმის ჩამოთვლას თუ კიდევ რა ხიბლავდა ლიდიას, თუმცა მას ერთი რამის სწამდა: "თუ რამეს აკეთებ უნდა აკეთო ყველაფრის ფასად, ან ყველაფერი უნდა იყო ან არაფერი, თუ ხარ უნდა იყო უბადლო და საუკეთესო."
დღის ბოლოს ლიდიას მუშაობით ყველა გაოცებული და კმაყოფილი იყო.
ასე გავიდა ერთი თვე , ლიდია ლევანთან არ დაბრუნებულა, საბა და ლუკა კი დროდადრო შეივლიდნენ ხოლმე.
ერთ საღამოს 9ზე ლუკა სა საბა მოვიდნენ.
-რას ინებებთ? კითხა თავდაჯერებულმა და ცხვირაწეულმა ლიდიამ.
-არაფერს დაჯექი ცოტახანი. უთხრა ლუკამ.
-კარგ ხასიათზე ხარ ხო? კითხა საბამ.
-არ მიყვარს როდესაც მიმტანები დაბღვერილები დადიან, ჭამის სურვილს მაკარგვინებენ.
-კარგი ვქენი ეს გოგო სამსახურში რომ ავიყვანე. გაიცინა ლუკამ.
ამ დროს გვერდზე მაგიდიდან რაღაც ხმაური მოისმა. სტუმრები ფრანგები იყვნენ, მიმტანს კი ვერაფერს აგებინებდნენ.
-რა ხდება? იკითხა ლუკამ.
-ფრანგულის აზრზე არ ვარ უპასუხა ოფიციანტმა. ამასობაში ლიდია წამოდგა და მაგიდას მიუახლოვდა.
-Je suis végétarien, Je ne mange pas de viande. თქვა მამაკაცმა.
-ამბობს რომ ვეგეტარიანელია და ხორც არ ჭამს. გადათარგმნა ლიდიამ.
-bonjour! უთხრა ლიდიამ.
-bonjour à toi aussi. უპასუხეს გახარებულმა კაცმა.
-Que voulez-vous manger, monsieur?
-J’aimerais essayer un plat de l’endroit. უპასუხა მან.
ლიდიამ ისევ გადათარგმნა: ადგილობრივი კერძის გასინჯვა სურს, ოღონდ ვეგეტარიანულის.
-Jus d’orange თქვა მეორემ.
-მას კი ჯერ ჯერობით მხოლოდ ფორთოხლის წვენი. თქვა ლიდიამ და ლუკას და საბას დაუბრუნდა.
-გადაგვარჩინე. გაუღიმა ლუკამ. ლიდიამ გაიღიმა და თქვა:
-თუ ჩემთან საქმე არ გაქვთ კლიენტებს მივხედავ.
-კარგი წადი სულ ეს იყო. უთხრა ლუკამ.
ნახევარ საათში ფრანგები წავიდნენ და ზედმეტად €100 დატოვეს. მიმტანმა აიღო და ლიდიას მიუტანა.
-ეს შენ დაიმსახურე ლიდია უთხრა და ფული გაუწოდა.
-არა არა ეს უსამართლობა იქნება , ეს ჩვენ ორივეა გვეკუთნის, თანაც ორი €50 იანია ერთი შენი მეორე კი ჩემი. ისიამოვნე! უთხრა ლიდიამ და გაუღიმა. ლიდიას ფულს ხშირად უტოვებდნენ, კლიენტების კეთილ განწყობას მცდელობის გარეშე იმსახურებდა. ლუკა და საბა ამ მომენტს შეესწრნენ და ლიდიას უთხრეს.
-იღბლიანო.
-იღბალი არაფერ შუაშია. იწყინა ლიდიამ. -მშვენიერია! სუშის საჭმელად მივდივარ, ნახვამდის. ბედნიერმა გაიხურა კარები.
-ლიდია, რატომღაც უკან მიყვა საბა.
-რა ხდება?
-ჩვენც რომ წამოვიდეთ გეწყინება?
-თუ სუში მთელი გულით გიყვართ მაშინ არა. წარბი აწია ლიდიამ. მანქანაში ჩასხდნენ და იაპონურ რესტორანს მიადგნენ.
-კალიფორნია და ფილადელფია მინდა და კიდევ მოჩი დანარჩენს მერე მოვიფიქრებ. სწრაფად მიაყარა ლიდიამ. საბამ ფული მაშინვე გადაიხადა.
-არ იყო საჭირო მეც მქონდა...
-ღადაობ? საქართველოში უკანასკნელი ბომჟიც კი არ გადაახდევინებს გოგოს ფულს. გაუღიმა საბამ.
ლიდიას ტელეფონმა დარეკა, ლევანი იყო.
-რა გინდა?
........
-რა შენი საქმეა? საოცრად უხეში იყო ლიდია.
........
-როცა გაბრაზება გადამივლის მაშინ. ნახვამდის! უთხრა და ყურმილი დაკიდა. კიდევ რამდენჯერმა დარეკა და შეწუხებულმა ლიდიამ ბოლოს ტელეფონი გამორთო.
-რა ბრაზიანი ყოფილხარ?!
-უთხრა ლუკამ.
ლიდიამ ამაზე ისე გადაიკისკისა თვითონაც გაოცებული დარჩა.
-კარგი ლიდია... თქვა საბამ 10წუთის შემდეგ. არ გინდა ცოტა მოგვიყვე შენზე. -ძან იდუმალი გოგო ხარ.
-ხო გვაინტრიგებ. დაამატა ლუკამ.
-რა გინდათ რო მოგიყვეთ? დასერიოზულდა ლიდია.
-შენ ოჯახზე.
-არ მევასებიან, 2 თვეა შეყვარებულთან ვცხოვრობ, უფრო სწორედ ბოლო ერთი თვეა აღარ. ახლა გთხოვთ საუბრის თემა შევცვალოთ თორემ დავიღალე ჩემზე ლაპარაკით.
-კარგი როგორც გინდა. უთხრა საბამ.
დიდხანს იცინოდნენ და საბრობდნენ. საბა და ლუკა წვეულებაზე მიდიოდნენ ლიდიასაც შესთავაზეს.
-ჯერ სახლში უნდა გავიდე და გამოვიცვალო.
-კარგი წავიდეთ.
შანელის კაბა და ვერსაჩის ფეხსაცმელი ჩაიცვა, ჰერმესის ჩანთა აიღო და მანქანაში ჩაჯდა.
-ხუმრობ არა? უთხრა ლუკამ.
-რას?
-ყველაფერი წლევანდელი კოლექციაა.
-ვიცი. თქვა ლიდიამ და ამ ყველაფერში გასაოცარს ვერაფერს ხედავდა.
-იცი მაინც რა ფასის ტანსაცმელი გაცვია.
-ალბათ ერთად $30-40 000 ის იქნება.
-და მიმტანად რატომ მუშაობ? კითხა საბამ.
-იმიტომ რომ ჩემი მშობლების ხარჯზე ცხოვრება არ მინდა.
-და შენიაზრით ამ ტანსაცმლის ჩაცმა მათ ხარჯზე ცხოვრება არაა?
-მართალიხარ ამაზე არასოდეს მიფიქრია. შეგიძლია სავაჭრო ცენტრში წამიყვანო?
-კი მაგრამ რატო?
-გაიგებ.
მაღაზიაში შევიდა და რაღაც უბრალო კაბა და ფეხსაცმელი იყიდა, შემდეგ კონსულნტანტს მიუბრუნდა და ძველი ტანსაცმელი გაუწოდა.
-შეგიძლიათ ეს ნაგავი მომაშოროთ?
სანამ ტანსაცმელს დახედავდა კონსულტანმა ლანძღვა დაიწყო, მაგრამ როგორც კი შეხედა სიტყვა გაუწყდა.
-დარწმუნებული ხართ?
-სრულიად. გაუღიმა ლიდიამ, საბა და ლუკა იქვე იდგნენ და სიცილით იგუდებოდნენ.
-გიჟი ხარ ხო? ძლივს თქვა სიცილით დაღლილმა ლუკამ.
-არვიცი შეიძლება? თუ გინდა საავადმყოფოშიც გავიაროთ და გავიგებთ.
-არა არა საჭირო არაა. თქვა საბამ და სავაჭრო ცენტრის დატოვებას აპირებდნენ, როცა თქვითმფრინავის ეკიპაჟი შემოვიდა. ლიდია მაშინვე გაჩერდა და მფრინავებს მიაშტერდა.
-ლიდია წავედით! დაუძახა ლუკამ.
-შეხედეთ როგორი დახვეწილი და თავდაჭერილი არიან, ნუთუ არ გსიამოვნებთ მათი ყურება. ისე მოძრაობენ თითქოს ისევ თვითმფრინავს მართავენ. ლიდია ხომ პროფესიონალებით იყო შეპყრობილი.


გამარჯობა! მოკლედ ეს თავი თუ მოგეწონათ დაწერეთ და გავაგრძელებ თორე ისე "მუღამი" მეკაგება სამწუხაროდ. იგივეს ვიტყვი წინა ისტორიაზე თუ მკითხველები იქნებიან დავასრულებ. ერთი სიტყვით ველოსები შეფასებას, შენიშვნებს და კომპლიმენტებიც სასიამოვნო იქნებოდა <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent