შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო


5-09-2018, 18:51
ავტორი santa fe
ნანახია 1 559

პროლოგი
ქარიშხალია, წვიმას ერთიანად დაესველებინა მთელი რეგიონი. ფანჯრებმაც ზრიალი დაიწყეს და გრიგალმა მთლიანად მოსტაცა ხეებს ფოთლების საბურველი. საშინელი ამინდი იყო, შუქიც კი თამაშობდა, ხან ჩაირთვებოდა და ხანაც გამოირთვებოდა.
დავიძაბე, ცოტა შემეშინდა კიდეც სიმარტოვის. თუმცა ფიზიკურ სიმარტოვეს რას შეედრება სულიერი მარტოობა. ორი თვის მანძილზე პირველად ვინანე აქ ყოფნა. თუმცა ჩემი თბილისში გაჩერებაც არ შეიძლებოდა. გადაწყვეტილია! ხვალ სახლში დავბრუნდები... გამიჭირდება მაგრამ, შევძლებ. ამაში კი ის სიძულვილი და ბრაზი დამეხმარება, რომელიც თედომ დატოვა ჩემს სულსა და გულში.
შიშ ჩამდგარი თვალებით ვიყურები სახლში და თავს ვიმშვიდებ, რომ როგორმე ეს საშინელი ხმები დავახშო, რომ როგორმე ეს ღამე გადავიტანო. თუმცა რა იქნება ხვალ, როცა სახლში დავბრუნდები და თვალებში ჩავხედავ იმ რეალობას რაზეც უარი ვთქვი და ზურგი ვაქციე. რისთვისაც ბორჯომში გამოვიქეცი და ორი თვეა ვიმალები. მაგრამ მე გადავწყვიტე, ვიყო ძლიერი და ეს ასეც იქნება.
დილით, როცა ფანჯრიდან გავიხედე მწოლიარე მდგომარეობაში, ვერცკი გავიხსენე გუშინდელი ქარიშხალი, მზე ისე მონდომებით ასხივებდა. როდესაც ბარგ ჩალაგებული გამოვედი და სახლის კარი ჩავკეტე, ზღურბლზე შევდექი, თვალი მოვავლე ეზოს და საშინლად დამიმძიმდა გული. თითქოს რაღაცამ გადაუარა მიდამოს. ყველაფერი გაპარტახებული იყო. რამოდენიმე ხილის ნარგავი მოგლეჯილი, ბაღის ავეჯი გადაყირავებული, მცენარეები გატალახებული და სახლის მეორე სართულის სამი ფანჯარა ჩალეწილი. ეს მდგომარეობა რაღაცას მაგონებდა, ალბათ ჩემს გულს. ამის ასე დატოვება არ შეიძლება, დავრეკავ თემურთან და ის მოაგვარებს ყველაფერს მე რომ წავალ.
მანქანაში წყნარი მელოდია ჩავრთე და დავადექი თბილისის გზას. რაც უფრო ვუახლოვდები ქალაქს მით უფრო მიმძიმდება გულიც და სხეულიც. თითქოს რაღაც მკარნახობს, რომ უკან დავბრუნდე, მაგრამ თავს ვაქნევ ამ სისუსტის გამომხატველი ფიქრების თავიდან ასარიდებლად და ისევ ვუბრუნდები „ვითომ“ მტკიცედ მიღებულ გადაწყვეტილებას.
სადგომზე მანქანა დავაყენე და ჩემოდანს დავავლე ხელი. არ ვიცი, რატომ მაგრამ ვაჭიანურებდი სახლში შესვლას, თითქოს ყველაფერი ახლიდან მოხდებოდა. თავს დავაძალე, შიგნით შევედი და წამებში გაირბინა იმ ყველა განცდამ რაც მაშინ დამატყდა თავს. ესაა ჩემი სიძლიერე? ამისთვის დავბრუნდი უკან, რომ თავი დავაჯაბნინო ამ უაზრო გრძზნობას, რასაც სიყვარული კი არა ზიზღი და სიძულვილი ჰქვია.

ამ სახლში მოგონებების სუნია...

ორი თვით ადრე...
-შენ ყოველთვის ცდილობ თავი აარიდო ამ საუბარს, არც იმედს მაძლევ და არც ამთავრებ ამ დედამო...ნულ ურთიერთობას.
-ასე აღარ შემიძლია თედო გეფიცები გავგიჟდები,რას ითხოვ ჩემგან?
-ჩემს გვერდით ყოფნას გთხოვ,მეტს არაფერს სალი,მხოლოდ ჩემს გვერდით ყოფნას!
-არ მინდა ეს გათხოვება ჯერ,რატომ ჩააციკლდი ამ თემას ასე ვერ ვხდები, ისედაც სადაც გავიხედავ ყველგან შენ გხედავ,სადაც არ გელოდები იქაც შენ ხარ,მაინცდამაინც გინდა ოთხ კედელში მომამწყვდიო?ამით იქნები მშვიდად? რით ვერ გაიგე რომ არსად გაქცევას არ ვაპირებ და ისედაც შენს გვერდით ვარ!
-ეს რანაირი ერთად ყოფნაა, მინდა ჩემი ცოლი იყო ერთად გვეძინოს,მინდა მაშინ შეგეხო და მოგეფერო როცა მომინდება.
-თინეიჯერი ბიჭივით იქცევი,რომელსაც ვაჟიშვილობის დაკარგვა უნდა!
-რა ყლ...ობებს ლაპარაკობ ხვდები მაინც? პირდაპირ მითხარი თუ ჩემთან არ გინდა, სხვებიც იხვეწებიან ამის დედაცმო...ტყან!- გაიჯახუნა კარი და გაუჩინარდა. ორი დღე არ გამოჩენილა და არც მინდოდა მისი დანახვა ისე ვიყავი მასზე გაბრაზებული. მინდოდა მეც დავმშვიდებულიყავი და ისიც დაფიქრებულიყო თავის უაზრო საქციელზე,მერე შევხდებოდით და დავილაპარაკებდით ადამიანურად,როცა ასე ცხოველივით არ დაიწყებდა ღრიალს.
ეს ადამიანი მასუსტებდა და მაცარიელებდა რაღაცნაირად. მთელ ძალას მართმევდა,ისე უნდოდა ზემოქმედება მოეხდინა ჩემზე,რომ მთლიანად მასზე ვყოფილიყავი დაქვემდებარებული. სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა იქ სადაც ის არ იყო. ორი დღის შემდეგ, გვიან ღამით ტელეფონის ხმამ გამომაღვიძა:
Messages: from Tedo- ბედნიერება მისურვე...
Me- რა???
Tedo- წუხელ ცოლი მოვიყვანე...
Me- ეს სიმართლეა? ასეთ რამეს როგორ გამიკეთებდი…
Tedo- სიმართლეა სალი, სიმართლე, ასეთი რამის მოგონება როგორ შეიძლება? ვისაც ჩემი ცოლობა უნდა ის გახდა კიდეც!
Me- თუ ნამდვილად ასეა, ბედნიერებას გისურვებ!!!- მივწერე და ლევანს მაშინვე გადავურეკე,კიდევ არ მჯერა ამ ამბის ნამდვილობა, როგორ შეიძლება შენმა შეყვარებულმა ასე უბრალოდ ადგეს და ცოლი მოიყვანოს, მხოლოდ იმიტომ რომ დრო სთხოვე.
-გისმენ სალ!- გავიგე ლევანის თავზარდაცემული ხმა და მივხვდი, რომ ეს უბრალოდ უაზრო სიზმარი კი არა, სრული რეალობა იყო... მის ხმაში ამოვიკითხე ყველა განცდა.
-ესეიგი, ეს მართლაც სიმართლეა!- სრული სიჩუმე იყო ყურმილის მეორე მხრიდან. დაგუბებულ ყურებში ეს სიჩუმეც კი ყვირილად მეჩვენებოდა. არ მინდოდა დაჯერება, მაგრამ მე რაღას გავაწყობდი?!
-არც ვიცი რა უნდა გითხრა სალ. მეც დილაადრიან გამაგებინა, ყველაფერი ჩუმად გააკეთა, შოკში ვარ! რით განუგეშო, ან კი არის რამე სათქმელი?! იმ სირმა ეს როგორ გააკეთა,საერთოდ ყველას გადაგვიარა ტო!
-ჰოდა აღარაფერი მითხრა ლევან!- წამსვე გავთიშე ტელეფონი და ჯანდაბაში მოვისროლე. რა რთული ყოფილა ასეთი არარეალური რეალობის წინაშე დგომა. არ იცი ეს რატომ მოხდა ,ან როდის მოხდა. არც ის იცი ეს რა განცდაა.სახელსაც კი ვერ უძებნი... ვფიქრობ,ვფიქრობ და იმასაც ვერ ვხვდები ეს ნაბიჯი როგორ გადადგა,რა გადაუტრიალდა ფსიქიკაში ასეთი, რომ ადგა და უბრალოდ ცოლი მოიყვანა.
შოკიდან ერთი საათი ვერ გამოვედი, მაგრამ ნელ-ნელა განმიახლდა გონება და გამახსენდა ყოველი ეჭვიანობისა და წაჩხუბებისას როგორ იმუქრებოდა სამაგიეროს გადაგიხდიო. ეს მართლაც, რომ ძლიერი შურისძიება გამოუვიდა. გადამეტებულიც კი. ნუთუ ამას ვიმსახურებდი მისგან? მხოლოდ იმიტომ, რომ ასე უცებ გათხოვება არ მინდოდა?!
თვალებიდან არ მშორდება მისი შეტყობინება: „ ვისაც ჩემი ცოლობა უნდა ის გახდა კიდეცო“. ნამდვილმა კაცმა მესიჯით როგორ უნდა შეატყობინო ქალს ასეთი რამე, როგორ მინდა ამ ცხელ გულზე მივუვარდე და ყველაფერი ვუთხრა რასაც ვფიქრობ. ვუთხრა, რომ ყველაზე დიდი არაკაცია და ამავდროულად ყველაზე პატარა ადამიანი ასეთი საქციელის გამო.
კარზე კაკუნმა მომიყვანა გონს. ერთი ფიქრი გავიფიქრე თედო იქნებათქო, მაგრამ წამსვე მოვიშორე ტკივილიანი ფიქრი თავიდან, ახლა სად სცალია მას ჩემთვის, ცოლს უნდა მოეფეროს!
კარს უკან აცრემლებული თაკო იდგა და ძალიან სევდიანი თვალებით მიყურებდა, როგორც ჩანს გაეგო რაც მოხდა.
-ცუდი ამბავი მალე ვრცელდება არა?- ვუთხარი და თითქოს რაღაც დიდმა ტალღამ გადაგვიარა, ერთად დავიწყეთ ტირილი. მერე პირველმა შოკმა გაიარა და ნელ-ნელა მოვეგეთ გონს, თაკო მომეხმარა ბარგის ჩალაგებაში და აქედან წასვლაში. ბორჯომშიც მაკითხავდა ხოლმე, თუმცა „თბილისურ ვოიაჟებზე“ სიტყვასაც კი არ ძრავდა.

- რას ფიქრობ სან, როგორ გაგრძელდება თქვენი ურთიერთობა?
- რომელი ურთიერთობა თაკო, სად არის ურთიერთობა?! მე მხოლოდ ის მაწუხებს, რომ ხშირად მოგვიწევს ერთ სიტუაციაში ყოფნა, ჩვენი სამეგობრო წრიდან გამომდინარე. მე კი დამიკიდა ძალიან მარტივად ფეხებზე, მაგრამ თქვენც ხომ არ მოგექცევათ ასე.
- ჰო, ეს მართლაც ძნელი იქნება შენთვის, მაგრამ ხომ იცი მედალს ორი მხარე აქვს, ამ ამბავში კარგი ის არის, რომ შენ არ გახდი ასეთი იმპულსური და დაუფიქრებელი კაცის ცოლი. - რომ დავფიქრდე ეს მართლაც სრული ჭეშმარიტებაა. როგორი სისუსტე გამოიჩინა თედომ კაცის კვალობაზე. მინდოდა კი ასეთი კაცის ცოლობა?

სხვა გზა არ იყო, უნდა ჩავმდგარიყავი კალაპოტში და გამეგრძელებინა ჩემი ცხოვრება. დრო კი იმედია მართლაც ყველაფრის მკურნალი იქნება. სამსახურში დავრეკე და ჩემი შვებულების დასრულება შევატყობინე. ისედაც დიდი პაუზა გამომივიდა. გამიმართლა ლევანმა შემაწია ერთი- ორი სიტყვა უფროსობასთან. ესეც ჩემი ნაცნობობა.
მთელი ორი კვირა ვერ ამოვისუნთქე. თავზე მეყარა ორი თვის დაგროვებული საქმეები. ოფისი უკვე დიდი ხნის დაცარიელებული იყო. მე რომ საათს შევხედე, ცხრის ნახევარს უჩვენებდა ციფერბლატი. ქურთუკი და ჩანთა ავიღე და გასასვლელისკენ გავემართე. ტელეფონი მოვიმარჯვე ხელში, რომ გოგონებისთვის მეკითხა სად მივსულიყავი. გიგას დაბადების დღეა დღეს და რომელიღაც ბარში აღნიშნავენ.
Messages: from Tako- დალასი, მეორე სართულზე ამოდი…

მანქანაში რომ ჩავჯექი მერე დავფიქრდი, რომ მივდიოდი იქ სადაც ლომის ხახაში უნდა ჩავვარდნილიყავი ჩემივე ნებით. შეიძლება თედო თავისი ცოლითურთ იქ იყოს, არ ვიცი როგორ გავძლებ თუ ასეა. ორი კვირააა აქ ვარ და საერთოდ არ გამოუჩენია ინტერესი ვენახე ან დამლაპარაკებოდა. თუმცა არც ბორჯომში გაუჭირდებოდა ჩემი მოძებნა ეს რომ გულით სდომოდა. როგორც ჩანს ისეთი სამაგიერო გადამიხადა სხვა რომ იტყოდა: „ რაც გინახავს ვეღარ ნახავო“.

არ უნდა ჩამეცვა ქუსლიანები, ნერვიულობისგან მთელი სხეული ვიბრირებს და მეშინია არ წავიქცე. ფეხები უკან მრჩება მაგრამ, ქვეცნობიერად ვიცი, რომ ეს უნდა გავაკეთო, რაც არის არის. ყოველ შემთხვევაში მე არ ვარ ის ადამიანი ვისაც გამოჩენის უნდა რცხვენოდეს ან მეგობრებს თავს არიდებდეს.

შესვლისას მაშინვე ვიგრძენი, რომ ჰაერი სულაც არ იყო დამუხტული. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ თედო არ ბრძანდებოდა, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მაინც. ორი ჭიქა სასმლის შემდეგ თავი უკეთ ვიგრძენი და თავისუფლების ფრთები გავშალე არწივივით. არასდროს არ ვყოფილვარ მთვრალი. სამ ჭიქას კარგად ვუმკლავდები, მეტს არასდროს ვსვამ. მეშინია სიმთვრალის, იმის რომ გაუწონასწორებელი ხდება ადამიანი და არაპროგნოზირებადი.
- მიხარია, რომ თედო არ მოვიდა. - გადავუჩურჩულე თაკოს და ანის.
- მეც მიხარია სალ, მაგრამ გიგას აშკარად გაუტყდა აქ რომ არ არის.
- მე გამიტყდებოდა მის ადგილას.- თქვა ანიმ და ეს ასეც იყო, რაღაც დოზით ავრიეთ მე და თედომ ჩვენი დიდი სამეგობროს ურთიერთობები და გავხლიჩეთ. თუმცა მე ყველა მათგანი მიყვარს და ნამდვილად არ ვაპირებ უბედური და მიტოვებული ქალის როლი მოვირგო. ამით პროვოცირებას ვერ გავუწევ ისედაც საოცრად დაძაბულ სიტუაციას სამეგობროში.
თუმცა მეც ძალიან გაკვირვებული ვარ რომ არ მობრძანდა. ტელეფონზე ისეთი აღტკინებული მესიჯი მომწერა, მეგონა როგორც მინიმუმ სპეციალურად მაინც მომიყვანდა აქ თავის ცოლს და წინ დამისვავდა. როგორ მითხრა? „ ვისაც ჩემი ცოლობა უნდა კი გახდაო“.
-ლევან კარგი ადგილი შეგირჩევია, ძალიან მომწონს. კარგი მუსიკაა და გთხოვ ნუ მიყურებ ეგეთი შემცოდებელი თვალებით!
-მაპატიე, თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ ამ სულელური გადაწყვეტილების დროს მის გვერდით არ ვიყავი და ვერ შევაჩერე. ხელი ვერ შევუშალე. - ჩაწითლებული თვალებით მიყურებდა ჩემი ლევანჩო. თითქოს ლომსაც გაბრდღვნიდა წინ რომ ჰყოლოდა.
-ნუ სულელობ! 29 წლის კაცი, რომ „აბაროტის“ გამო ასეთ გადაწყევტილებას მიიღებს ესეიგი ძალიან ჩვეულებრივი ა. შენ მაინც ვერ გადაათქმევინებდი, ხომ იცი რა რქიანია. მაინც გაიტანდა თავისას, ჯიუტი ვირი!
-ჰო, მაგრამ ეს სიტუაცია მაბნევს. მიუჩვეველი ვარ, შენც მაკლიხარ და ისიც!
-ლეო, მე პრობლემა არ მაქვს, აღარ მაქვს. ასეც გადაეცი თუ რამე გკითხა, სადაც უნდა და ვისთანაც უხარია იქ იყოს. ჩემს გამო ახლა ნუღარ შეიზღუდავს თავს...
-ნახე სალი, შენი საყვარელი მუსიკაა, მოდი უნდა გაცეკვო და დაგქანცო.- გიგა ისე მიყვარს, ძალიან მგავს ხასიათებით. არ არსებობს მგონი დედამიწაზე სხვა მამაკაცი რომელიც ასე გამიგებს. თვალებითაც კი შეგვიძლია საუბარი. არცაა გასაკვირი იმდენი ხანია ყველანი ერთად მოვდივართ, პირველი მერხიდან, სკოლის პირველი ნაბიჯებიდან. ამიტომ ვუყვარდით ყველა მასწავლებელს, გოგონებიც და ბიჭებიც ერთად ვიყავით სულ. თედო იყო ერთადერთი ჩვენს სამეგობროში ოდნავ მოგვიანებით შემოერთებული. ყველაფრის მიუხედავად გადავწყვიტე თედოც და მისი ცოლიც ფეხებზე დამეკი...ბინა და ბოლომდე შემერგო ამ გარემოში გატარებული დრო.
ბოლომდე ვერ ვხსნიდი ხოლმე „თავდავიწყების“ შინაარს, მაგრამ ახლა ყველანი ზუსტად ასე ვერთობით და ვმხიარულობთ. ბარში ბევრი ხალხი იყო, თუმცა ეს ჩვენზე არ მოქმედებდა, გოგონებს სულ ჰაერში გვატრიალებდნენ ბიჭები. ჩვენი სიცილი არღვევდა სმენის ჯებირებს.თუმცა მათთან ერთად სხვანაირად არც შეიძლება. დიდი ხანია ასეთი კარგი დრო აღარ გაგვიტარებია.
-სალ, არაფერს დალევ?რაიმე ცივს, მე ძალიან დამცხა. - მკითხა შუბლზე ოფლით დაცვარულმა ლევანმა.
-არა ლეო, არ მინდა, სამი ჭიქის ლიმიტი ამოწურული მაქვს. - ლევანმა სასაცილოდ გამიქნია თავი და ძლიერად დამაბზრიალა, უცებ ხელი შემიშვა და ბარის დახლისკენ წავიდა. ბზრიალის გამო თავბრუ დამეხვა და წავბარბაცდი. აშკარად იატაკისთვის ვიყავი განწირული, ვიღაცამ აი ასე ბანალურად, რომ მტაცა მკლავებში ხელი და თითქოს ცეკვის ილეთს ვასრულებდით ისე გადამაწვინა ხელზე. მერე ფრთხილად წამომაყენა და ცეკვა გააგრძელა ჩემთან ერთად. არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთის, მხოლოდ ნელა ვირწეოდით ჩქარ მუსიკაზე და უსიტყვოდ, თვალებით ვბურღავდით, თითქოს რაღაც დაგვეკარგა და ვეძებდით გამალებით. მუსიკა დამთავრდა და ჩვენც შევჩერდით. არ ვიცი რატომ მაგრამ, ვიდექით ლამაზი განათების ფონზე და მზერას არ ვაშორებდით ერთმანეთს. სახე ამეწვა მისი ყურებით და თავი უხერხულად ვიგრძენი. წამიერად გავაცნობიერე არსებული სიტუაცია და უხერხულად გავიღიმე. ამ დროს სიჩუმე მან დაარღვია, უფრო ახლოს მოიწია ჩემსკენ, უფრო ღრმად ჩამხედა თვალებში და მითხრა:
- როცა იცინი, აი აქ, რაღაც ჩნდება.- მარჯვენა ხელის ცერა თითი ტუჩთან ახლოს, ლოყაზე დამისვა. მეც დაბნეულმა უცებ მოვისვი ხელი და მის ხელს მივადე ჩემი. გაეცინა ჩემი ბავშვური საქციელის გამო.
-მაინც რა?!- სიკეკლუცე არ დავიშურე მისთვის. არ ვიცი ასე რატომ გავთამამდი.
-ის, რამაც დამამუნჯა.- ამ პასუხმა კი მე წამართვა მეტყველების უნარი, არ ველოდი. უფრო მეტად დამაბნია, თუმცა რა თქმა უნდა მივხვდი რაზეც მიმანიშნებდა. ჩემს ლოყაზე ღიმილისგან მოტანილი ფოსოები.
-ეს ჯილდოა იმ ადამიანისთვის ვინც ჩემთვისაა დაბადებული...-მის სახეზეც გამოისახა გარკვეული დაბნეულობა.
-უკვე ჰყავს ამ ჯილდოს ჩემპიონი?- თავი დავხარე, რადგან არ მინდოდა ჩემს თვალებში სევდა დაენახა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ეს ადამიანი სულში შემიძვრა.
-ჯერ არა!- მივუგე ღიმილით. უნდა გამოვბრუნებულიყავი მაგიდისკენ მივდიოდი, მან კი ხელი დამიჭირა და ისევ თავისკენ შემაბრუნა.
-მიხარია, ძალიან მიხარია რომ ასეა.- ხელზე მეამბორა და სცენისკენ წავიდა, სადაც უამრავი სხვადასხვანაირი ინსტრუმენტი ეწყო. მან გიტარა აიღო ხელში, მაღალ სკამზე ჩამოჯდა, ცალი ფეხი ძირს დაუშვა,მეორე კი სკამს ჩამოადო.მიკროფონი გაასწორა და თვალი თვალში გამიყარა...

მეც ვიდექი ასე გახევებული და ფეხს არ ვიცვლიდი იმ ადგილიდან სადაც თვითონ დამტოვა. თითქოს თვალებით მითხრა დადექი და არ გაინძრეო. მეც ამ უსიტყვო ნათქვამს ვასრულებდი. ეს არის ის ქიმია, რასაც ადამიანები ამბობენ ხოლმე ურთიერთობებისას? თუ ნამდვილად ასეა, მგონი სწორედ ქიმია გაჩნდა ჩვენს შორის...
მან ფრთხილად ჩამოუსვა სიმებს თითი და ვიგრძენი, იმ წუთას მეც ისევე დაჭიმული მქონდა სხეული როგორც გიტარას სიმები. ნაზი აკორდები აიღო და ნელ-ნელა ააყოლა თავისი საოცარი ხმა მუსიკას... მაშინვე გამოვიცანი მელოდია {you are so beautiful}-ს მღეროდა, მე მიმღეროდა. თვალებით ისე მჭამდა მეგონა მთლიანად მაშიშვლებდა მზერით. ისე ოსტატურად უკრავდა საკრავზე, მეგონა ჩემს სხეულზე აცეცებდა ნატიფ, მამაკაცურ თითებს. მაინც რა სექსუალურია, კაცი რომ ასე მაგრად უკრავს, თანაც გიტარაზე და თანაც ასეთი სიმპატიური. აშკარად მოხიბლული ვარ ამ პიროვნებით.
სურვილი გამიჩნდა, მასთან ავსულიყავი სცენაზე და მეც მემღერა მის გვერდით მდგარს. იმ წუთას სულ აღარ მახსოვდა არც თედო და არც ტანჯვის ორი თვე ბორჯომში. თითქოს ყველაფერი გაქრა რაც მანამდე იყო და ჩემი ათვლის წერტილი ამ ბარიდან იწყებოდა. ნეტავ მხოლოდ მე ვარ ასე ბავშვივით აღტკინებული მის გამო თუ ისიც გრძნობს ამ საოცარ მუხტს.
სიმღერა დაამთავრა, მქუხარე აპლოდისმენტებიც დაიმსახურა და დინჯად თავის დაკვრით ჩამოვიდა სცენიდან. მომიახლოვდა, წელზე ხელი მომხვია და ნელ მუსიკაზე ამიყოლია. ცეკვის დროს შევნიშნე ჩემი ბავშვები როგორი გაკვირვებულები მიყურებდნენ. ახლა ამაზე ვერ ვიფიქრებდი ისეთ ეიფორიაში ვიყავი თითქოს ვინმეს პირველად გამოეჩინოს ყურადღება ჩემს მიმართ. პატარა გოგოსავით ავმჩატდი მაგრამ, ვცდილობდი არ შემტყობოდა.
-მგონი ამ ტრიუკის შემდეგ, ვიმსახურებ სახელი გამანდო, არა?- ყურთან ძალიან ახლოს მოიწია და მისი სასიამოვნოდ ჟღერადი ხმა გამაგონა.
- სალი მქვია, შენ ვირტუოზო?
-ჯო კოკერი. -მითხრა და გულიანად გაიცინა.
-მართლაც ვისურვებდი ჯო ყოფილიყავი მაგრამ, ქართულ რეალობაში ვინ ხარ?
-ანუ რა გამოდის, მას მაინც ვერ ვჯობივარ?
-მოდი ორიგინალს ნუ დავაპატენტებთ.
-ვინაიდიან მეც მისი შემოქმედების მოყვარული ვარ არ შევეჯიბრები, თორნიკე ყიფიანი გახლავართ.
-ოოო, ეს უკვე პლასტიკას ცვლის.-გულში გავიფიქრე სხვა ქართული სახელი და გვარიც არსებობს ნეტავ რომლებიც ასე უხდება ერთმანეთს?
-რა მხრივ?
-ჩათვალე, რომ ჯო კოკერი ქართულად თორნიკე ყიფიანად ითარგმნება.- შევატყვე ესიამოვნა ასეთი კომპლიმენტი. ალბათ გაუხარდა, სავარაუდოდ ბევრჯელ ნაცადი ტრიუკი კარგად რომ გამოუვიდა და მეც თავგამოდებით ხუთი წუთია ამას ვუმეორებ.
-ახლა უნდა დაგტოვო, მეგობრები მელოდებიან!- მივხვდი, რომ იმაზე მეტად გავამჟღავნე თავი ვიდრე მეტყობოდა და გავღიზიანდი.
-ასეთი კომპლიმენტის მერე, იმედია ნომერსაც დამიტოვებ.
-ჯოს რომ სდომოდა ჩემი ნომერი, დარწმუნებული ვარ თავისით მოახერხებდა გაგებას. - ვუთხარი და მეგობრებთან დავბრუნდი. ყველა მათგანი თვალებით მბურღავდნენ და ინტერესი კლავდათ თუ რა ხდებოდა ჩვენ ორს შორის. ახლა ახსნის არც დრო იყო და არც ადგილი. დიდხანს აღარ გავჩერებულვართ, უკვე გვიანიც იყო და დაშლა გადავწყვიტეთ, რადგან დილით ყველანი სამსახურში ვიყავით წასასვლელები. ერთხელ კიდევ შევავლე დარბაზს თვალი და დავინახე, გასასვლელისკენ მიმავალი თორნიკე. რაღაცნაირად მესიამოვნა, რომ ჩემი წასვლის შემდგომ ის აქ არ რჩებოდა. მგონი გვიჟდები და პასუხსაც ვერ ვპოულობ რა მემართება.
გასასვლელისკენ მიმავალს, ყრუდ მესმის საკუთარი ხმა: „გულმა გული იპოვა“. სულელურ ღიმილს ვერ ვიშორებდი სახიდან. ჩემს თავზე მეც კი მეცინებოდა. ყველანი მანქანებში ჩავჯექით და სახლისკენ ავიღეთ გეზი. სახლში მისვლამდე ის სიმღერა ამკვიატებოდა და დამთავრებისას ისევ თავიდან ვიწყებდი.
კორპუსთან შევუხვიე. ჩემს სადარბაზოს მანქანის ფარები მიენათა, წელში მოხრილი და ხელში სიგარეტიანი თედო იდგა. თვალები გამიფართოვდა, ბრაზი მომერია და სულაც ვერ ვიგრძენი მონატრება ან სიყვარულით შეფრთხიალებული გული საყვარელი ადამიანის დანახვისას.
გადავედი, სხვა გზა არ იყო, არც წასვლას ჰქონდა აზრი და ვერც მანქანაში ვიჯდებოდი მის გამო. ნეტავ რატომ მოვიდა, ან რა უნდა მითხრას? აქვს კი თვითონ რაიმე სათქმელი? მაინც ვიფიქრე იქნებ არ გამომელაპარაკოსთქო და პირდაპირ სადარბაზოსკენ წავედი მაგრამ, წინ გადამიდგა... მივხვდი ასე იოლად ვერ ავიდოდი სახლში და მისი მოსმენა მომიწევდა, მეც ხელები გადავიჯვარედინე და მტკიცედ გადავწყვიტე- პირველი ხმას არ გავიღებდი, რადგან იმდენი ბრაზი მქონდა დაგროვილი ვერც გავჩერდებოდი. თვალი თვალში გავუყარე. რაღაცნაირად დაპატარავებული მომეჩვენა, თითქოს ორ კვირაში უცებ დაბერდა, სახე შესიებოდა, ალბათ ბევრს სვამდა. თვალები ჩასისხლიანებული და აწყლიანებული ჰქონდა. გამალებით ეწეოდა სიგარეტს, ძლიერად ქაჩავდა და მერე აბოლებდა. თვალს არც ის მაშორებდა.
-მომენატრე...- დაარღვია სიჩუმე. -ვერ ვხვდები თავი როდის მოგაბეზრე, მე ხომ ყოველთვის გეუბნებოდი, რომ სარკეში ჩემი ანარეკლი იყავი... რატომ არ გინდოდა ერთად გვეცხოვრა... რატომ გამწირე იმ ადამიანთან ცხოვრებისთვის რომელსაც ვერ ვიტან...
-ნუთუ ასე საშინელი შესახედაობის ვარ იმ სარკეში რომელშიც შენ იხედები?
-არ გინდა ეს ცინიზმი სალ, ეს შენი არაა. ამას ვერ მოვისმენ შენგან!
-ააა, დიდი ბოდიში თედო, სულელი ვარ, უნდა მოვვარდნილიყავი და ჩაგხუტებოდი, გულით მომელოცა გაბედნიერება, აბა მესიჯი რა საკადრისი პასუხია. ჭიქა ყავაზეც ხომ არ დამეპატიჟე და საქორწილო მზადებაშიც ხომ არ მოგეხმარო?
-მე მეზიზღება ის...მძულს! ვერ ვიტან რომ ჩემს გვერდითაა, რომ იმ სახლში ცხოვრობს, რომელსაც შენთვის ვაკეთებდი...
-გაჩუმდი თუ ღმერთი გწამს. მე ნუ მაბარებ აღსარებას!მე ხომ არ დამაფასე, ხოდა იმ ქალს მაინც ეცი პატივი, რომელიც ჯიბრით დაისვი გვერდით. სულაც არ მინდა იმის მოსმენა, თუ როგორ ლანძღავ ცოლს ყოფილ შეყვარებულთან. ეს აღარაფერს შემიცვლის, საერთოდ აღარაფერს! ასე აღარ ილაპარაკო თუ არ გინდა შენზე სულ დავკარგო შთაბეჭდილება, ისედაც აღარაფერი შემრჩა შენზე ნორმალური აზრი.- ისეთი განრისხებული ვიყავი, მე თვითონ ვგრძნობდი რამხელა ზიზღით ვუმზერდი და ველაპარაკებოდი. იმიტომ კი არა რომ თვითონ თედო მეზიზღებოდა, იმიტომ რომ ის სიტყვები მირევდა გულს რომელსაც ის უშვებდა პირიდან. მე მას ასეთს არ ვიცნობდი და არც მინდოდა დაჯერება რომ ცოლს მსგავსი სიტყვებით ამკობდა.
-ეს მხოლოდ ჩემი ბრალი არაა სალ! შენ მიბიძგე ამ საშინელებისკენ...მე მინდოდა შენ ყოფილიყავი ჩემ გვერდით. არ ვიცი რა გადამიტრიალდა თავში, რომ ასე გადავწყვიტე შენთვის ჭკუის სწავლა. მენატრები გესმის? ძალიან მენატრები...
- შენ უფლება აღარ გაქვს ასე მელაპარაკო. ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა, ნურც ნურაფრის იმედი ნუღარ გექნება. მე ის ადამიანი არ ვარ ოჯახი რომ დავანგრიო ან ცოლიან მამაკაცთან მქონდეს ურთიერთობა. თუნდაც ეს ოჯახი სულაც არ იყოს სინამდვილეში ნამდვილი. სულ რომ ვკვდებოდე შენი ნატვრით მე შენთან მოსასვლელი გზა აღარ მაქვს და ასე შენც. დამივიწყე. მეც ამას გავაკეთებ!
-მე მას გავუშვებ სანდრა, ოღონდ მითხარი, რომ მაპატიებ! გავშორდები გესმის?
-მე უკვე გითხარი ჩემი სათქმელი და ეს ბოლო სიტყვაა. ცოლთან დაბრუნდი თედო. ახლა მაინც მეცი პატივი!- მაინც არ იძვროდა ადგილიდან. მხარი გავკარი და ისე სწრაფად დავფარე მანძილი ეზოდან სახლამდე, ქოშინისგან ძლივს მოვითქვი სული. ნეტავ იმ ქალის თავში ჩამახედა, რა უდევს ტვინში, ასე უცებ რომ დაუკრა თავი და გაყვა. ვინ იცის ახლა თავწაკრული ტრიალებს სამზარეულოში და ხაჭაპურებს უცხობს, მისი ქმარი კი სხვა ქალს ევედრება სიყვარულს. მეცოდება, საშინლადაა გატეხილი. ასეთი რომ დავინახე, მთელი ბრაზი და წყენა გამიქრა. მართლაც ეტყობა რომ განადგურებულია მაგრამ, აღარაფერი შეიცვლება.
Messages from Tedo: შენ მაინც ჩემი იქნები!
არაფერი არ მიმიწერია, ან კი რაღა უნდა მეთქვა მეტი. მხოლოდ ის მაფორიაქებდა, რომ შესაძლებელი იყო თავი არ დაენებებინა. იმედია ეს უსაფუძვლო შიში იქნება.
დილით ჩემს ადგომას დგომა არ ერქვა, ზეზეულა მეძინა. ძლივს მივაღწიე ჩემს სამუშაო მაგიდამდე და საკმარისი იყო ორი წუთით კარი არავის შემოეღო, რომ დამეძინებოდა. ძლიერი ყავა გავიკეთე და ამან ცოტა აზრზე მომიყვანა. უცებ წუხანდელი საღამო გამახსენდა. ინტერესმა მძლია და სოციალურ ქსელში თორნიკეს ძებნა დავიწყე. ჰოი საოცრებავ, მართლაც რა პატარაა ეს ქვეყანა, სად არ ნახავ ნაცნობს. ჩემი კურსელის თათიას მეგობრებში აღმოჩნდა. ჯერ მისი პროფილი გადავქექე გულიანად, მერე ყველა ფოტო დავათვალიერე, ავწონე, გავზომე და შევაფასე. ყველა საეჭვო კომენტარის ავტორის პროფილზეც გადავედი. ქალი მართლაც რა ეშმაკია. ნეტავ კაცებიც ასე არიან? ალბათ ისინი უფრო მეტად. ასე მგონია ვინც მათი ინტერესის სფეროშია ყველაფერს გებულობენ, ბებიის ბებიასაც კი არკვევენ ვინ იყო. მაინც რა საოცრად სიმპატიურია ყველა ფოტოში, გეგონება სადაც მიდის საკუთარი ფოტოგრაფი დაყვება. კონსერვატიულ ფორმაში გინდა თუ სამეგობრო წრეში. ოჰ ერთი ამას შეხედეთ, წელს ზემოთ შიშველი, ოქროსფერი რუჯით, ჩემხელა ტორსი აქვს მუცელზე. დაძარღვულ ხელებზე ხომ აღარაფერს ვამბობ, ეს კიდე წუხელ შევამჩნიე ცეკვისას, რომ დასცხა და პერანგის სახელოები დაუდევრად აიკაპიწა.
ჩაფიქრებული დავცქერი კომპიუტერის ეკრანზე გამოსულ მის ნახევრად შიშველ ფოტოს და თავში ერთი იდეა მომდის, რადგან მე ერთი ნაბიჯით ვუსწრებ და საერთო ნაცნობი აღმოვაჩინე, სასწრაფოდ თათიას ვურეკავ.
-თათი, როგორ ხარ?
-კარგად დაკარგულო, შენ როგორ ხარ?
-მე გადარბენებზე, როგორც ყოველთვის. საით ხარ?
-კოფისტაში, შენს სამსახურთან რომ არის.
-აუუუ, ნახევარ საათში რომ გამოვიდე შესვენებაზე დამელოდები?
-კი სალი, ამ წუთას შემოვედით მე და კახაც ზუსტად.
- კარგი მაშინ, მოვალ მალე.
შესვენების დრო რომ შესრულდა ჩქარა ჩავიცვი და გავემართე შეხვედრის ადგილისაკენ. ერთმანეთი გულიანად მოვიკითხეთ, უნივერსიტეტის დამთვარების შემდეგაც ხშირი ურთიერთობა გვაქვს. ცოტა მასზე გავიგე სიახლეები, ცოტა მე მოვუყევი თედოს ამბები. გაოგნებული იყო,ეს როგორ გააკეთაო.დრო იყო იმ თემაზე გადავსულიყავი რისთვისაც დავურეკე. მერიდებოდა საუბრის დაწყება.
-რას ცქმუტავ, მიდი მკითხე.- მითხრა მხიარულად და მეც მაშინვე მომეშვა.
-მიდი მაშინ უცებ თორნიკე ყიფიანის დოსიე ჩამომირაკრაკე.
-ჩვენს თოკოს საიდან იცნობ შენ?- სიცილ-სიცილით მოვუყევი წუხანდელი ბარის ამბები და ისე გაუხარდა სულ ლოყები დამიკოცნა.
-რა გითხრა სალ, ძალიან კარგი ბიჭია, 30 წლისაა, ჩემი ძმის კლასელია. იურიდიული ფირმა აქვს გახსნილი და თვითონ კურირებს ყველაფერს. სხვათაშორის წარმატებით. ბევრ გახმაურებულ საქმეებზეც აქვს ნამუშევარი და მოგებულიც. ჰო მართლა, რაც მთავარია უცოლოა, უ-ცო-ლო...- ბოლო სიტყვა თვალის ჩაკვრით დამიმარცვლა. მიხვდა, რომ ძალიან მაინტერესებდა ეს პიროვნება თორემ ასე არ გამოვკითხავდი ვინმეზე პირად ინფორმაციას.
-ვახოს მეგობრებს ბევრს ვიცნობ და ის რატომ არასდროს შემხვედრია?
-ფრიად დაკავებული ბიჭი გვყავს გენაცვალე...- მითხრა და ისევ თვალი ჩამიპაჭუნა. უცებ კალამი და ფურცელი ამოიღო რაღაც ნომერი დამიწერა და მომცა. მივხვდი თორნიკესი იყო. გრძნობდა ჩემს უხერხულობას და ამის შემდეგ აღარაფერი უკითხავს. ძველი მეგობრები გავიხსენეთ და სამსახურში დავბრუნდი.
რა ვუყო ამ ნომერს? დავურეკო? თუ მივწერო? უხერხული ხომ არ იქნება პირველი მე გადავდგა ნაბიჯი? არ იფიქროს რა ქაჯი გოგოა, ერთხელ ვიღაცას ვუმღერე და გადამეკიდაო. ღმერთმა იცის რამდენისთვის აქვს თავბრუ დახვეული ასეთი ჟესტებით. ბევრი ყოყმანის შემდეგ მაინც გადავწყვიტე მიმეწერა დარეკვას კიდევ ეს სჯობდა, ან რა იყო სასირცხვილო ოცდამეერთე საუკუნეა ბოლოსდაბოლოს, თანაც ცოლად მოყვანას ხომ არ ვთხოვ.
Messages from: XXXXXXXXXX- ჯო კოკერობა სულ არ ყოფილა საჭირო ნომრის გასაგებად! „თუ გული გულობს ქადა ორი ხელითაც იჭმევა-ო“ გამიგია...

ხუთი წუთის მანძილზე ალბათ ათასჯერ ვინანე ეს უადგილო საქციელი, ისე ვბრაზობდი ჩემს თავზე და რა სიტყვებით არ ვითათხავდი ზარი რომ გაისმა ტელეფონზე. მისი ნომერია. ათამდე ვითვლი და მერე ვპასუხობ მაგრამ, ვერ ვასწრებ და მას უკვე გათიშული აქვს. ჯანდაბა სანდრა რა ყეყეჩი ხარ!!! ტელეფონს ვათამაშებ ხელში და გულში ვეხვეწები დარეკოს, კიდევ დარეკოს. ისიც დაბარებულივით ისევ რეკავს. მეც აღარ ვაჭიანურებ და ორ ზარზე ვპასუხობ.
-ალბათ გამარჯვება გიყვარს არა?- მესმის მისი ღიმილნარევი ხმა.
-ვის არ უყვარს?
-მართალი ხარ, მეც ძალიან მიყვარს, თან მაშინ როცა ასეთი კონკურენტი მყავს შენი სახით. უბრალოდ იმედები უნდა გაგიცრუო ამ შემთხვევაში. მოგებული არც შენ ხარ და არც მე...
-ეს როგორ? განა მე არ გავარკვიე ვინ იყავი?
-შენ ფორა გქონდა, ჩემი სახელიც იცოდი და გვარიც, მე კი მხოლოდ სახელი. ფრეა.
-ფრე როგორ არის, როცა მე მოგწერე.
-შენ მომწერე მე კი შენს სამსახურთან ვდგავარ.
-რა?- უცებ ფანჯარას ვეცი და ლურჯ მანქანაზე მიყრდნობილი, ტელეფონით ხელში მდგარი თორნიკე დავინახე. გულს ეამა მისი დანახვა. ისე გამიხარდა ეს საქციელი, აქ რომ მოვიდა. ფანჯარაში თვითონაც დამინახა და არ გაუთიშია ისე დამიქნია მარჯვენა ხელი,რომელშიც სიგარეტი ეკავა.
-ჩამოხვალ?
-კი, დამელოდე...
-გელოდები...- ტელეფონი გავთიშე, ქალების ოთახში შევედი, ცოტა თავი მოვიწესრიგე, ღმერთო რაღა დღეს ვარ უძილო, შეშუპებული უპეებით. კაბინეტში დავბრუნდი, ნივთები ავიღე და თორნიკეს შესახვედრად წავედი. არ მინდოდა ძალიან დამეგვიანა, ისედაც საკმარისი მიზეზები ჰქონდა,რომ მიმხვდარიყო მისით ვიყავი დაინტერესებული, რომ ეფიქრა საგანგებოდ ემზადებაო. გარეთ გავედი, მე მისკენ მივდიოდი, ის კი ჩემსკენ წამოვიდა. ლოყაზე ფრთხილად მაკოცა.
-არ გშია? სადმე დავსხდეთ.
-კი შევჭამდი რამეს.
-რას შეჭამდი?
- მაგალითად ხინკალს.
-ხინკალს? მართლა?
-ჰო, რა გაგიკვირდა? ძალიან მიყვარს.
-უბრალოდ მეგონა სხვა გოგონებივით გაიპრანჭებოდი და რაიმე სალათზე დამეწვეოდი.- მითხრა სიცილით. მეც გამეცინა იმ გოგონების წარმოდგენაზე, რომლებსაც ძალიან შიათ ხოლმე მაგრამ თავს იკავებენ ასეთ დროს.
-შენ რატომ უნდა გაგეპრანჭო?
-ალბათ იმიტომ, რომ მოგწონვარ?
-ნარცისი ხარ! მე მიყვარს ჭამა, განსაკუთრებით მაშინ როცა ახალ გაცნობილთან ერთად ვარ და ხინკლის წვენი ჩამომდის ხელებზე.- ვუთხარი და ორივემ ერთად გადავიხარხარეთ. რა მჭირს ღმერთო ჩემო, რეებს ვლაპარაკობ. თუმცა ის ისე მიყურებს, საერთოდ ვერ ვგრძნობ დაძაბულობას.
-კარგი ვჭამოთ ხინკალი და გავწუწოთ ერთმანეთი.- თორნიკემ ხელი მომხვია მხრებზე,მანქანის კარი გამიღო და თვითონაც მიუჯდა საჭეს. გზაში სულ სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობდით, ვხუმრობდით და ერთმანეთს რაღაცეებს ვეკითხებოდით. ალბად ცოტა უკეთ რომ გავეცნო ერთმანეთი. რესტორანში შევედით და შეკვეთა მივეცით. სანამ ხინკალი ჩვენამდე მოვიდოდა, თორნიკემ თვალები ოდნავ დააწვრილა ახლოს მოიწია და მკითხა:
-მითხარი ერთი, პირველად რომ დაგირეკე, იმიტომ არ აიღე იფიქრე ცოტას ვაწვალებო არა?- მკითხა სახე გაბადრულმა, თითქოს იქ იყო ოთახში და მიყურებდა რას ვიზავდი.
-ოჰო, რამხელა წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე. უბრალოდ ზუსტად მაშინ შემოვიდა თანამშრომელი კაბინეტში რაღაცის საკითხავად. - წამსვე მოვიგონე ტყუილი და ის ვუთხარი. მან იცოდა რომ სიმართლე არ იყო და აღარაფერი უთქვამს ამაზე, მხოლოდ ჩაიცინა და მომსახურე პერსონალს გახედა, რომელსაც ჩვენი შეკვეთა მოჰქონდა.
-ჩანგლით არ ჭამ?
-ხომ გითხარი ვგიჟდები როცა ხელებზე წვენი ჩამომდისთქო? თანაც ხინკლის ჩანგლით ჭამა მისი შეურაწყოფაა. მართლაც ჩემი ყველაზე საყვარელი კერძი იყო ხინკალი. დიდხანს ვიჯექით რესტორანში. ოდნავ მოჭუტული თვალებით მაშტერდებოდა და შიგადაშიგ საოცარი ღიმილით მატყვევებდა.ძალიან არ მინდოდა ახალ თავგადასავალში გავხვეულიყავი მაგრამ, ვგრძნობდი რომ რაღაც დიდი მიახლოვდებოდა რის აცილებასაც მე ვერ შევძლებდი. ჩვენი ერთად ყოფნის მონაკვეთში მივხვდი, რომ ჩამოყალიბებულ,ჭკუადამჯდარ და განათლებულ ადამიანთან მქონდა საქმე. რამაც ძალიან გამახარა, რადგან ცანცარა ქალზე მეტად საზიზღარი ცანცარა კაცის ყურებაა.

-მომიყევი რამე შენს შესახებ?-ვკითხე დამორცხვილმა,რადგან სულაც არ მინდოდა ეფიქრა რომ მისი პირადი ცხოვრებით ვიყავი დაინტერესებული.
-მაინც რა გაინტერესებს?ოჯახური მდგომარეობა?
-შენ რა ცოლი გყავს?-ვკითხე ცოტა შეშფოთებულმა.
-არა,არა ცოლი და წვრილ-შვილი ნამდვილად არ მყავს. -ცოტა ამოვისუნთქე ამ ნათქვამზე.
-შენზე რას მეტყვი?
-არაფერი საინტერესო!მისმინე, მგონი დროა დავიშალოთ,უკვე გვიანია.
-კარგი სალომე, სახლში გაგიყვან.
-არა,სახლში არა მანქანასთან მიმიყვანე.ისე სალომეს არავინ არ მეძახის და ყურში უცხოდ მხვდება...
-არაუშავს,მე დაგიძახებ!-თვალი ჩამიკრა და ისევ ხელგადახვეული მიმიყვანა მანქანის კარამდე. ამ ორ შეხვედრაზე ისეთი თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა საოცრად მიკვირს,ზოგადად ადამიანთან კომუნიკაციის გამონახვა ასე იოლად არ მიხერხდება ხოლმე. თაკომ და ანიმ ჩემთან გამოვლა და დარჩენა გადაწყვიტეს. ამ ღამის „პიჟამა ფართი“ მძიმე იქნება...გამომკითხავენ ყველაფერს და მეც რა თქმა უნდა უნდა დავფქვა.

მეორე დილით ტელეფონის ზარმა არ დამაძინა. თომა იყო,არ ვიცი რატომ ქონდა ამ ბიჭს ასეთი ამბიცია, რომ ასე ჩვეულებრივად ვუპასუხებდი მის ზარს და მეტიც საუბარსაც გავუბავდი. არადა ძალიან კარგად მიცნობს და იცის ჩემი ხასიათი. ცოტა ხანში თორნიკემ დამირეკა:
-დილამშვიდობისა სალომე...-ტელეფონის მეორე მხრიდან შემომეგება ბოხი მაგრამ,საოცრად თბილი ხმა.
-დილამშვიდობისა.როგორ ხარ?
-მე კარგად, უბრალოდ გირეკავ, რომ გითხრა,დღეს ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს და უყურადღებობაში არ ჩამითვალო,კარგი?-გამეცინა მის გაფრთხილებაზე,მაინც რა ყურადღებიანია. რა საჭირო იყო ამის გამო დარეკვა,მაგრამ არა შეიწუხა ბიჭმა თავი და გამაფრთხილა.
-კარგი,არ ჩაგითვლი. დროებით.- არ ვიცი ეს ურთიერთობა რას მომიტანს,ცოტა მეშინია კიდეც ჩემი წინა გამოცდილებიდან გამომდინარე. თუმცა წინასწარ რას გავიგებ, მოცდაა საჭირო. თითქოს ველოდები მის გამოჩენას და ეს სულაც არ მომწონს. არ მინდა ვინმეზე დამოკიდებული ვიყო,არ მინდა ვინმეს ვეჩვეოდე და მერე ის ადამიანები ქრებოდნენ ჩემი ცხოვრებიდან. ამას რთულად ვეგუები. თომამ ამხელა ტრავმა მომაყენა და მაინც ამდენი დრო დამჭირდა მისი ჩემი გულიდან გასაშვებად. თაკო გადამეკიდა გინდა თუ არა სამეგობროს გაგვაცანი ეგ შენი თორნიკეო. მეც მინდოდა რაღაცნაირად დამეახლოვებინა მათთან და უკეთ გამოჩნდებოდა მისი პიროვნება,ნამდვილად ასეთი კარგი იყო თუ უბრალოდ მე ვიყავი ზედმეტად მონუსხული.
Messages: ჩემს მეგობრებს შენი გაცნობა უნდათ…რა აზრის ხარ ამაზე?
პასუხმა დაიგვიანა და მეც ნერვიულობა დავიწყე,იქნებ ჯერ ძალიან ადრეა ამაზე ფიქრი? იქნებ მას სულაც არ უნდა ასე გათქვეფა ჩემს ცხოვრებაში და მე მოვლენებს გავასწარი?
Messages:რატომაც არა, გამაგებინე სად შეიკრიბებით და მეც იქ მოგაკითხავ.

ყველანი შევიკრიბეთ ერთ-ერთ კაფეში სადაც ვსხდებით ხოლმე და კარგ დროს ვატარებთ. თორნიკესაც არ დაუგვიანია, ზუსტად დათქმულ დროს მოვიდა.ესეც შენი გერმანული პუნქტუალობა. სხვანაირად არც იყო მოსალოდნელი მისგან. ძალიან სიმპატიურად გამოიყურებოდა, ქალურმა სიამაყემ ამავსო ჩემს გვერდით რომ დაჯდა. უამრავ თემაზე ვილაპარაკეთ, გავიხსენეთ სამეგობროს კომიკური ისტორიები,თორნიკეს არ გასჭირვებია საუბარში აყოლა. ჩემთვის ჩუმად გულში მიხაროდა, მეგობრებსაც ვატყობდი რომ კარგად განეწყვნენ მის მიმართ. შიგადაშიგ მაგიდის ქვეშ,მუხლზე ხელს დამადებდა,ოდნავ მომიჭერდა და სასიამოვნო თბილი ტალღა დამივლიდა. ცოტა დავლიეთ და ანიმ წამოჭრა თემა რომელიც უსიამოვნო იყო ჩემთვის. ჩვენი კლასის შეკრება იგეგმებოდა ერთ კვირაში და გოგოებმა როგორც ჩემი თანმხლები პირი ისე დაპატიჟეს თორნიკეც. თვალები გამიფართოვდა ამის გაგონებაზე. როგორ შეიძლება ასეთი წინდაუხედავები იყვნენ, მაშინ როცა იციან რომ თომა ამ შეკრებას არ გამოტოვებს. თანაც სად მივდივართ კოჯორში,გაქცევა რომ გინდოდეს ვერ გაიქცევი უცხო გარემოდან. თანაც ყველა პარასკევს ეთხოვება უფროსობას რომ სამ დღიანი ვიქენდი მოვიწყოთ. არცკი მინდა წარმოვიდგინო თორნიკე და თომა ერთ გარემოში. ეს აზრი ჭკუიდან მშლის.
-მგონი ეს არ არის კარგი იდეა, თორნიკე არ იგრძნობს თავს კარგად ამდენ უცხო ადამიანთან ერთად.
-რატომ სალ, ყველა ცოლებთან და ქმრებთან ერთად წამოვა ვინც კი დაოჯახდა, თორნიკე ზედმეტი ნამდვილად არ იქნება.- გულში ვფიქრობდი რა ხერხებით ამომეგლიჯა თაკოსთვის ენა.
-შენთვის თუ პრობლემა არ არის წამოვალ!-ცოტა დაბნეულმა გამომიცხადა თორნიკემ. ალბათ ვერ მიხვდა რატომ ვიყავი წინააღმდეგი. რას ვეტყოდი გინდა თუ არა არ წამოხვიდეთქო?ან რითი მემართლებინა თავი რატომ არ მინდოდა მისი წაყვანა. მხოლოდ თომა იყო მიზეზი თორემ რეალურად საერთოდ არც ვიყავი წინააღმდეგი. მეც დავთანხმდი,აბა სხვა რა უნდა მექნა. შინაგანად ავდუღდი,იქ ჯდომა ასე უმოძრაოდ აღარ შემეძლო. ცოტა ხნით ვერანდაზე გავედით,თორნიკე მიხვდა რაღაცას.ერთხანს ჩუმად იყო. სიგარეტს გაუკიდა, თითებში მოიმწყვდია ღერი.მოაჯირზე მიყუდებულმა ფეხები გადააჯვარედინა და ინტერესიანი მზერით მაკვირდებოდა. ალბათ უნდოდა ჯერ მე მეთქვა თუ რამე მქონდა მოსაყოლი მაგრამ, მე ცოცხალი თავით არაფრის მთქმელი არ ვიყავი. ისევ მან ამჯობინა ხმის ამოღება:
-თუ გინდა არ წამოვალ...-ის ისევ გამომცდელად მიყურებდა.
-არა,არა წამოდი. მე უბრალოდ...
-რა შენ უბრალოდ? ვატყობ რაღაც არ გასვენებს და არც ამბობ,რაშია საქმე?
-არაფერშიც არაა საქმე, მე შენს გამო ვთქვი,უბრალოდ არ მინდა უხერხულად იყო,სულ ესაა...-ვეცადე თავი ამერიდებინა მაგრამ არ გამომივიდა.
-მგონი იმ დონის ურთიერთობა მაინც გვაქვს,რომ სიმართლე მითხრა და იმდენს მაინც ხვდები რომ ტყიდან გამოქცეული ნადირი არ ვარ და ყველაფერს გავიგებ,არა?
-არაფერი არაა გასაგები თორნიკე, სიმართლე ისაა რაც უკვე გითხარი. მოდი დავბრუნდეთ უკან.
-იქნებ სიმართლე ისაა რომ რაღაც არ მოგეწონა და ამ ურთიერთობის დამთავრება გინდა?ამ ხერხით აპირებ ყველაფრის მორჩენას?-ჩემდა გასაკვირად გაღიზიანება შევატყვე და ხმასაც შესამჩნევად აუწია ბოლო სიტყვებზე.
-ტონს ნუ უწევ თუ შეიძლება. რა არ უნდა მომწონებოდა? უბრალოდ არ მინდა რომ წამოხვიდე!
-ხოდა რატომ არ გინდა ზუსტად მაგაშია საქმე სალომე, ნუ გეშინია არ შეგარცხვენ!
-ეგ რა შუაშია? შემარცხვენელ ადამიანთან არც გავივლი არასდროს. უბრალოდ იქ იქნება ადამიანი რომლის ნახვა მე არ მინდა და მითუმეტეს შენთან ერთად.
-რა გაკავშირებს მასთან?
-ახლა აღარაფერი!-მტკიცედ ამოვთქვი მე და ვიგრძენი თორნიკეც შემსუბუქდა.ნათქვამს გულიც ამოვაყოლე და დარწმუნდა, რომ ნამდვილად არაფერი მქონდა საერთო მისთვის უცნობ ადამიანთან.
-კარგი, არ მინდა უსიამოვნოდ ვაფათურო ხელები შენს წარსულში. მისმინე,უბრალოდ მომწონხარ და ალბათ ამას შენც ხვდები,ისიც ვიცი არც შენ ხარ შორს ამისგან. მინდა შენს გვერდით ყოფნა,არ აქვს მნიშვნელობა გარემოს სად ვიქნებით,მთავარია ვიყოთ.გესმის?
-მესმის,მესმის, მაგრამ არ მინდა რამე უთანხმოება მოხდეს იქ.
-არაფერი არ მოხდება,გპირდები სალომე. - ოდნავ გამიღიმა, ცერა თითებით ღაწვებზე მომეფერა. ვიგრძენი ვნებამ როგორ იმატა ჩვენს შორის.ოდნავ მოიწია ჩემსკენ და დამაკვირდა. თითქოს თანხმობის ნიშანს ელოდებოდაო და მეც არ დავუგვიანე ნიშნის მიცემა,ოდნავ მივიწიე მისკენ და ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეეხო. ვიგრძენი საოცარი სიმსუბუქე, მომთხოვნი იყო კოცნაში,თითქოს ამას ელოდებოდა მთელი ცხოვრებაო და გაშვება აღარ უნდოდა. რომ ეთქვა ახლავე დამნებდიო ალბათ თანახმა ვიქნებოდი. მთელი ძალით ამიკრო სხეულზე, მარჯვენა ხელი თავზე მომკიდა, კოცნა შეწყვიტა და ღრმად ჩამხედა თვალებში. ამღვრეული ჰქონდა,ოდნავ ჩაწითლებული,თბილად გამიღიმა და ძლიერად ჩამიხუტა. გახშირებულ სუნთქვასა და ვნების მორევს დავაღწიეთ თავი და უკან კაფეში დავბრუნდით. ამასობაში ჩემი მეგობრებიც ნელ-ნელა დაშლილიყვნენ. თორნიკემ სახლში წაყვანა შემომთავაზა და მეც დავთანხმდი. მანქანის სალონში წყნარი ჰანგები ისმოდა. ევა კესიდის სევდიანი ხმა ნაზად იღვრებოდა დინამიკებიდან და ჩვენს ყურთასმენას სწვდებოდა. არ ვიცი რატომ მაგრამ ამ მომღერლის ხმაზე სულ მეტირება და მთელი ძალა მოვიკრიბე, რომ ახლაც არ ავბღავლებულიყავი. თორნიკემ ხელზე ხელი მომკიდა და თავის ფეხზე გადამადებინა,ისე რომ თვითონაც არ გაუშვია ხელი. ხანდახან მეამბორებოდა და ისევ თავის ფეხზე დააბრუნებდა. ახლაღა დავფიქრდი, რომ ამ ბიჭს ყველაფერი უხდებოდა. ოდნავ ჰქონდა გამოყვანილი წვერი, სწორი ცხვირი და ეს ჭკუის დამკარგველი ქერა თმა ასე რომ ამშვენებდა. სახლთან გააჩერა მანქანა და ჩემთან ერთად ისიც გადმოვიდა. სადარბაზოში შემომყვა,ერთხანს ვუყურებდით ერთმანეთს ჩუმად.
-მადლობ დღევანდელი საღამოსთვის. მშვიდი ღამე...
-მადლობა შენ, რომ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში სალომე.- ერთმანეთს ვაკოცეთ და სახლში ავედი.

მიხაროდა თორნიკეს არსებობა ჩემს ცხოვრებაში. ვგრძნობდი,რომ ეს ადამინი ის იყო ვინც უნდა ყოფილიყო ჩემს გვერდით. მინდოდა კიდეც უფრო ახლოს ვყოფილიყავით ვიდრე ვიყავით და ის მანერვიულებდა ზუსტად, რომ მე ასეთი არ ვარ. არ ვარ ასეთი იმპულსური ადამიანი ვინც ვნებების ნებაზე დადის. ესე ამდენ წლიანი ურთიერთობის მანძილზე თედოსთან არ ვყოფილვარ,არასდროს მიგვრძნია იგივე. ერთის მხვრივ ის მანერვიულებდა, რომ იქნებ თვითონ თორნიკე არ იყო ასე ჩემს მიმართ განწყობილი და მისთვის უფრო იოლი იყო ადრე თუ გვიან ყველაფრის დამთავრება. ამაზე ფიქრიც კი მზარავს, რომ შეიძლება ისევ იგივე სიტუაციაში ავღმოვჩნდე. ერთი კვირის მანძილზე ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს. მინდოდა ამ ადამიანში რაიმე ცუდი მეპოვა, რასაც ხელს ჩავჭიდებდი და დროულად შევძლებდი ურთიერთობის გაწყვეტას მაგრამ, ვერაფერიც ვერ ვიპოვე. პირიქით უფრო ვიძირებოდით ერთმანეთში. ისე ვგავდით ხასიათებით და ისე ვეწყობოდით რომ სასაუბრო არ გველეოდა. თინეიჯერ ბავშვებს დავემსგავსეთ. ღამით საათობით ვსაუბრობდით ტელეფონზე, იმისდამიუხედავად რომ დღისით ვნახულობდით. მეორეს მხრივ ის იყო, რომ მინდოდა თუ არა მაინც მენერვიულებოდა პარასკევ დღეზე, რომელიც უკვე კარზე მოგვადგა.

-ჩვენ თორნიკეს მანქანაში ჩავჯდეთ ანი.-თაკომ განაცხადი გააკეთა მაშინვე, როგორც კი ერთად მისულები დაგვინახა. ზუსტად ვიცი, რომ აინტერესებდათ როგორ ვიქნებოდით გვერდიგვერდ. მე და თორნიკემ ერთმანეთს გადავხედეთ და გაგვეღიმა.
-სალ, გიტარა ხომ მოაქვს თორნიკეს? არ გამოვა მისი გაჩუმება იცოდე.- წამოიძახა ანიმ.
-არა, არ მოაქვს. ჩავჯდეთ და გავიდეთ,ხომ იცი არ მინდა ისიც აქ ვნახო.- თორნიკემ ხელი მომხვია, ნაზად მაკოცა ტუჩებზე და მანქანებში ჩავსხედით. გულს უხაროდა, თედო არ გამოჩნდა და ალბათ არც ამოვიდოდა კოჯორში. მეც მოვეშვი და გადავწყვიტე ის დრო შემერგო, რომელიც მეგობრებთან და თორნიკესთან ერთად უნდა გამეტარებინა.

საოცარი სანახაობა დაგვხვდა კოჯორში ასულებს. სახლი რომელიც სამი დღით ვიქირავეთ ულამაზესი იყო. ეზოში ხის მოწნული ავეჯი იდგა,გვერდზე დიდი აუზი და შეზლონგები.ულამაზესი ყვავილები იწონებდა თავს. ჰაერიც როგორ განსხვავდებოდა თბილისის ჰაერისგან. კმაყოფილმა გავიღიმე და თორნიკეს დავუწყე თვალიერება. კინაღამ გული წამივიდა თედო რომ მიუახლოვდა და ეკითხებოდა რომელი გაგვითხოვდა ასე ჩუმად შენ რომ არ გიცნობო. სასწრაფოდ უნდა ჩავრეულიყავი და რაიმე მეღონა მაგრამ რა, არ ვიცოდი.
-თედო გამარჯობა, თორნიკე მე მახლავს.- მივედი და თან თორნიკეს ხელი ჩავკიდე. ისიც მიმიხვდა ამ ჟესტს და თედოს მარჯვენა ხელი გაუწოდა.
-სასიამოვნოა, თორნიკე ყიფიანი.- თედომ გაჭირვებით აწია ხელი ჩამოსართმევად, გაოგნებული იყო და თან ჩემს ხელს არ აშორებდა გაფართოებულ თვალს, ასე ძლიერ რომ ჩავეჭიდე. ვიგრძენი თორნიკეს როგორ დაეჭიმა სხეული და თავისი დაძარღული ხელი როგორ ძლიერად მოუჭირა თედოს. არ ვიცი ეს რა იყო ან რისი თქმა უნდოდა ამ ქცევით მას მაგრამ მგონი გამოუვიდა. თედომ ერთი ჩაილაპარაკა ჩემთვისაცო და გაგვეცალა. სულ ვგრძნობდი მის მზერას ზურგს უკან და ვცდილობდი თავი ისე დამეჭირა თითქოს იქ არც იყო. თორნიკე ძალიან თბილი მექცეოდა, ვატყობდი, რომ მას საერთოდ არ ანაღვლებდა ჩვენს გარდა იქ ვინმეს არსებობა. ყველაფერში მეხმარებოდა, საჭმლის გამზადებაშიც კი, როცა გოგონებმა საქმეები გადავინაწილეთ.

სუფრას მივუსხედით. ირაკლიმ დაიწყო თავისი ოსტატობით კურიოზების გახსენება, რომელშიც ყველასთან ერთად მეც ვერიე. არა იკა რომ ყვება ისე ვერავინ ყვება მხიარულ ამბებს. მიუხედავად იმისა, რომ სასმელი ბევრი იყო და ბიჭებიც მონდომებით სვავდნენ ჯერჯერობით სიმშვიდე იყო, თუმცა მე მაინც ვერ ვწყნარდებოდი. არ ვიცი რა მოხდა თედოსა და მის ცოლს შორის რომელიც გამუდმებით დასჯილი ბავშვივით იყურებოდა აქეთ-იქით. ტირილნარევი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, თითქოს არ უნდოდა ეს ვინმეს შეემჩნია. თუმცა მე შევამჩნიე. სუფრაზე ჯდომით დავიღალე და გავლა გადავწყვიტე. მოსალოდნელი ჩხუბისა და მთელი დღის დაძაბულობის გამო ყველა კუნთი მტკიოდა.
-თოკო, მე გარეთ გავივლი ცოტას, ჰაერზე კარგი?
-გინდა გამოგყვე?- დანისლული თვალებით შემომხედა მან.
-არა,ძალიან მალე დავბრუნდები.
-კარგი,გელოდები.

ჰაერი ძალიან მესიამოვნა,საქანელაზე ჩამოვჯექი და თავი უკან გადავაგდე. ოდნავ ვარხევდი ფეხებით. თვალები რომ გავახილე წინ თედო მედგა. ამღვრეული მიყურებდა, წელში ცოტა მოხრილი და ძლიერად ქაჩავდა სიგარეტს. ფეხზე წამოვდექი შიგნით რომ შევსულიყავი მაგრამ, მან გამაჩერა.
-აქ რატომ მოიყვანე, გინდა რომ მაეჭვიანო? თუ ის გინდა ჩემი მოთმინება გამოცადო?- ხრინწიანი ხმით დამიწყო ხმამაღლა ყვირილი.
-მე ვინტერესდები შენ ცოლი რატომ წამოიყვანე? სულ ფეხებზე მკ...დია შენზე ეჭვიანობაც და შენი მოთმინების უნარიც გაიგე? მინდოდა და წამოვიყვანე!ეხლაც ისე დამიკიდე როგორც მაშინ გაიგე?
-გოგო შენ შიგ ხომ არ გაქვს?რეებს მებაზრები? აქ ყველა ყლ...ზე შენს გარდა!
-შიგაც გაქვს და გარეთაც! რა ნაბიჭ...რი ხარ ასეთი, რომ აღარ და აღარ დაილია შენი სურვილები. გაიგე ჩვენ საერთო არაფერი აღარ გვაქვს და ნუ მოაკვლევინებ თავს უაზრო ამბიციებს!- დავუყვირე და სასწრაფოდ თორნიკესკენ გავემართე. შემამჩნია რაღაც რიგზე რომ არ იყო, რადგან ის რეგვენი თედოც უკან მომყვა. სადღეგრძელოების მარაგი აღარ უმთავრდებოდათ და არ ვიცი მერამდენედ გადაწყვიტეს სიყვარულის სადღეგრძელოს დალევა, უცებ თედო რომ წამოხტა ფეხზე და განაცხადა ლექსი უნდა წავიკითხოო. ალბათ ისევ მეცხრე კლასში ჰგონია ამ იდიოტს თავი.

თვალები გეტყვის (თუ ჩახედავ) რა ჰქვია ტკივილს
და შენს გარეშე ცხოვრებაზე ატირდებიან.
თუ შეიძლება გამოძებნო რამესთან წილი
ეს პირველ რიგში უღიმღამო ამინდებია...
გავდივარ სახლებს (შენს გარეშე), დგება მაისი
და ხალხით სავსე ყველა ქუჩა ცარიელია,
დღევანდელი დღეც არ იქნება გამონაკლისი
და კიდევ ერთხელ დაგივიწყებ ამიერიდან...
დღეს ხალხით სავსე მონასტერშიც არავინ იდგა,
ვცოდავ და ღმერთმა მაპატიოს - ვერც მას ვამჩნევდი,
რადგან მტკიოდა ისე როგორც ყოველდღე მტკივა,
როცა შემთხვევით წამომცდება შენი სახელი.
ღრუბლები ცაზე შენს თვალებს გავს ატირებამდე
და ჩემი გული ჯვარცმის მერე იესოს ხელებს.
დამამშვიდებდე, მომაწვდენდე ხელებს მხრებამდე,
სხვა არაფერი, გეფიცები მე არ მაღელვებს
და ასე ვცდილობ უშენობა ამოვიკემსო,
მიყვარხარ, ვიცი სითავხედე ჰქვია ამასაც,
ჩემს სიყვარულში ჯვარზე გაცვი, როგორც იესო
და მაინც ვბედავ შენს ხელმარჯვნივ ვგავდე ავაზაკს.
დაბრუნდი. ასე გელოდები ხელებგაწვდილი,
ვგავარ ლოცვის დროს წამოცდენილ უაზრო სიტყვას...
და სიყვარული როდისაა იცი ნამდვილი?
როცა არ უნდა გიყვარდეს და შენ მაინც გიყვარს...

/ თემო შენგელაია /

ლექსის კითხვის დროს ისე აქცია ზურგი თავის ცოლს, მგონი თვალები არც დაუხამხამებია. არანაირი მორიდება არ გააჩნდა იმ მომენტში ამ ადამიანს. ისე დაჟინებით დამიწყო ყურება. ყველა გაჩუმდა. იმ ლექსის სიტყვების გარდა მხოლოდ თორნიკეს კბილების ღრჭიალი მესმოდა. ეტყობოდა როგორ იკავებდა თავს, ალბად ჩემთვის მოცემული პირობა ახსოვდა. ძლიერად ვგრძნობდი მის მოჭერილ ხელს ჩემსაზე. ვხვდებოდი რომ მალე რაღაც მოხდებოდა.

-თორნიკე, გამომართვი გიტარა და რაიმე გვიმღერე რა? ბავშვებო ვინც არ იცით სალის თოკო ძალიან კარგად უკრავს და მღერის.- არ ვიცი ანიმ ასე უცბად სად ნახა გიტარა,ან ეს სალის თოკო რაღა იყო მაგრამ, მივხვდი, რომ სიტუაციის განმუხტვას შეეცადა. მე აღარაფერი მახსოვდა, თედოს ცოლი გასასვლელთან ატირებული რომ დავინახე. თორნიკემ სიმღერა დაიწყო,სიტუაციაც შესამჩნევად ჩაწყნარდა. მინდოდა ლანასთან მივსულიყავი და რაიმე მეთქვა ან დამემშვიდებინა მაინც მაგრამ როგორ გინდა ასეთ სიტუაციაში სიტყვები იპოვო.ან რა უნდა მეთქვა საერთოდ.მე რა შუაში ვიყავი. მაგრამ როგორც ქალი ქალს მინდოდა გვერდზე დავდგომოდი, რადგან დავინახე მისი ტკივილი. წამის მეასედებში მაინც გადავწყვიტე მასთან მისვლა და მივედი კიდეც.
-მისმინე, მე არ ვიცი ახლა რა უნდა გითხრა მაგრამ იცოდე რომ ჩვენს შორის არაფერია საერთოდ.
-ვიცი, ვიცი რომ არაფერი ხდება. რამე რომ ხდებოდეს ის სახლში ყოველდღე ნასვამი არ მოვიდოდა, ყოველდღე არ ჩაიკეტებოდა თავის ოთახში მარტო და შენს სახელს არ იყვირებდა ყოველ ღამით. სალოცავად გაუხდი იცი? მესმის ოთახიდან გამოსული ხმა როგორ გევედრება რაღაცეებს. მან ღმერთიც კი დაივიწყა. ალბათ გიკვირს რატომ ვარ მის გვერდით ან რატომ გადავდგი საერთოდ ეს ნაბიჯი. ვიცი ამას შენ ვერ მიხვდები მაგრამ, არანაირი თავმოყვარეობა აღარ დამრჩა,მე ის ხუთი წელია მიყვარს...ხუთი წელია ყოველდღე მიყვარს,ყოველ წამს მახსოვს, ყოველ წუთს მინდა მასთან ყოფნა. მაგრამ ის უფრო და უფრო შორს გარბის ჩემგან და მე ვერ ვაკავებ. როგორც ქალი საერთოდ არ ვაინტერესებ და ეს კიდევ უფრო დამამცირებელია იცი? მინდა რაღაცით შევაცდინო, ჩემსკენ მივიზიდო მისი ყურადღება მაგრამ მას მე არ ვჭირდები...
-არ ვიცი რა გითხრა,ძალიან ვწუხვარ მართლა...
-არაფერი მითხრა, დაუბრუნდი და გააბედნიერე,ესეც საკმარისი იქნება...-გული გამისკდა მის გულახდილობაზე. როგორც არ უნდა გაგაბოროტოს ცხოვრებამ ან ადამიანმა ამ სიტყვებზე არ ვიცი ცრემლი მაინც როგორ არ უნდა წამოგივიდეს. მთელი გულით განვიცადე მისი მდგომარეობა,როგორც ქალმა ჩემი თავიც დავაყენე მის ადგილას ასე უმოწყალოდ რომ გექცევა შენი საყვარელი კაცი და ვერაფერს აკეთებ.პირიქით დამცირების მეტს არაფერს იღებ. მართლა არ მესმის ასეთი სიყვარულის. არის კი სიყვარული ეს? მტკიცედ გადავწყვიტე აქედან წასვლა. როგორ უნდა ვიჯდეთ ამის მერე კიდევ ერთ სუფრასთან. როგორ ვუყურო ლანას თვალებში, როცა ის ამხელა ტკივილს განიცდის.
-თორნიკე თბილისში მინდა წასვლა!- მან გაკვირვებულმა ამომხედა,ალბათ დააბნია ჩემმა ჩაწითლებულმა თვალებმა,უსიტყვოდ დამიქნია თავი, ყველას მოუბოდიშა და მანქანისკენ დავიძარით.
-შენ მას ვერსად ვერ წაიყვან,ხელი გაუშვი!- თომა გამოგვეკიდა უკან და თორნიკეს ხელზე წაეპოტინა. კბილების ღრჭიალით,ცერად გამოხედა მან თედოს, ხელზე ხელი მოკიდა და ძლიერად გაიქნია მისი მკლავი.
-თბილისში შევხვდებით როცა გამოფხიზლდები! შევეცდები მოგასვენო იმისგან რაც არ გასვენებს!- მანქანაში ჩავჯექით. გზაში ტირილს ვერ ვწყვეტდი. ძალიან იმოქმედა ჩემზე ამ ყველაფერმა. ლანა ძალიან მეცოდებოდა მაგრამ რომ დავფიქრდი თედოც საცოდავი იყო. ზუსტად ერთ სიტუაციაში იყვნენ და თავს ვერ შველოდნენ. ერთ დროს მიყვარდა ეს ადამიანი და რადგან მე გამამწარა სულაც არ მინდოდა მასაც გამწარებული ევლო მთელი ცხოვრება. განსაკუთრებით დღევანდელი საუბრის მერე ლანასთან, მართლა მინდა მათი ბედნიერი ოჯახის ნახვა.
-დედასშე...ცი! სალომე რა გატარიებს?
-გააჩერე მანქანა!
-დედასმოუტ...ნავ მაგ სი..რს! გამიმართა აქ კლოუნადა!- ცეხლებს აფრქვევდა და საჭეს გამალებით ურტყავდა ხელებს.
-თორნიკე გააჩერე მანქანა!- ნამტირალევი ხმით ამოვიხრიალე ხმამაღლა და მანაც გზიდან გადაიყვანა ავტომობილი. გადავედი და ისიც უკან გადმომყვა. საბურავს რამდენჯერმე ფეხი ძლიერად დასცხო და ყვირილი დაიწყო.
-სალომე მეტყვი რა გატირებს?
-არაფერი, მაცადე ცოტახანს და დავმშვიდდები,დაბრუნდი შენ მანქანაში!
-მომისმინე სალომე, მე ის ტიპი არ ვარ ვისაც რამეს უბრძანებ და ისიც კუდამოძუებული შეასრულებს შენს ნათქვამს, გასაგებია? ვერ ავიტან იმ სი...რის გამო ყრიდე წვინტლებს როცა ჩემს გვერდით ხარ! ბოლოსდაბოლოს გადაწყვიტე დაშორდი თუ უბრუნდები დედაცმო...ყან!
-რა ვქნა, ასეთი ვარ, ემოციურად გაუწონასწორებელი! თანაც მე მის გამო არ ვტირი, ლანას გამო ვტირი რომელიც უბრალოდ მეცოდება როგორც ქალი...
-ყველა ვაკეთებთ ჩვენს არჩევანს,მან ასე გადაწყვიტა და შენი წუხილი გვიანია. ის მსხვერპლი არ არის. გააზრებულად უნდოდა მის გვერდით ყოფნა და არის კიდეც. ჩამოყალიბებული ქალია რომელმაც იცის რა უნდა ცხოვრებაში. ადგა და თავი შეგაცოდა. მე ეგეთი ქალების არ მჯერა. ესეთ ყლ...ბას რომ გააკეთებ ვითომ სიყვარულის გამო და იცი კაცს აბაროტისთვის მოყავხარ ცოლად და ეს გისწორდება ის ყველაფრის ღირსია. -თითქოს ჩემს დამშვიდებას ცდილობდა, ის სინდისი რომელიც აბობოქრდა ჩემს სულში ცოტა მიწყნარდა კიდეც. ჩამეხუტა და აცახცახებული სხეული გამითბო. ყველაფრის დავიწყება მინდოდა. მსურდა გავქცეულიყავი თორნიკესთან ერთად სადმე. მხოლოდ ჩვენ ორნი. ისეთი მამაკაცური იყო. ყველა იმ თვისებით სავსე რაც კი ოდესმე მომწონებია კაცში. გულს უხაროდა, ჩემს სევდას რომ განიცდიდა. მისი მკლავებიდან თავის დაღწევა არ მინდოდა. ვერ ვხდებოდი ზღაპარი იყო თუ რეალობა,იმდენად უცნაურად გადავეყარეთ ცხოვრების გზაზე ერთმანეთს. მიკვირდა კიდეც ასე უეცრად და ლამაზად როგორ განვითარდა ეს ურთიერთობა. მასთან განვიცდიდი ყველაფერ იმას რაც სულ მაკლდა თედოსთან. თორნიკესთან თავისუფალი ვიყავი, თედო კი, მუდამ მბოჭავდა თავისი ეჭვიანობით,სულ ვცდილობდი ისეთ საზოგადოებაში არ ვყოფილიყავი სადაც მას არ მოსწონდა. ისე ჩამეცვა როგორც მას უნდოდა. ვცდილობდი თავიდან ამერიდებინა მსგავს წვრილმანებზე ჩხუბი. ახლა ვერ მივცემდი უფლებას ჩემგან შორს ყოფილიყო და ისევ დაემონებინა ჩემი გონება. მართალი იყო თორნიკე, არცერთთან არ მქონდა კავშირი ასე რომ მოვთქვამდი მათ უიღბლობაზე. მე ფეხზე უნდა დავმდგარიყავი და ცხოვრება ჩემს გზაზე უნდა გამეგრძელებინა, სადაც სწორ ხაზზე უნდა მევლო და გადახვევის უფლება არ მქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში დავკარგავდი იმას რაც უფალმა მაჩუქა წუხილის ჟამს.



№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

Dzalian dzalian magaria

 


№2  offline წევრი santa fe

უცნაური მე
ძალიან ძალიან მომეწონა, ყოჩაღ!
ეს ის შენთხვევაა, რომ არანაირი შენიშვნა და კრიტიკა არ მაქვს :დ
თედო ერთი უპასუხისმგებლო, იმპულსური ადამიანია ჩემთვის, რომელსაც ჰგონია, რომ ქალი მარტო იმისთვის გაჩნდა გათხოვდეს და ცხელ-ცხელი კერძები აკეთოს თავზე თავშალ მოხვეულმა.
სალომესაც მგონია, რომ ისე არ უყვარდა, როგორც აღწერილია ისტორიაში...
თორნიკე ყიფიანი! ჯერ-ჯერობით უნაკლოდ მომწონს ეს პიროვნება ❤️
რაც შეეხება ლანას.. ამ შემთხვევაშც თორნიკეს ვეთანხმები ყველაფერში!
უბრალოდ მინდა გითხრა, ავტორო, რომ ძალიან მაგრად წერ..
მონუსხული ვარ შენით.
იმედია ახალი თავი მალე იქნება ❤️

Didi madloba aseti sityvebistvis,gulwrfelad mixaria tu mogewonat. Getanxmebi rom salomes ise ar uyvarda rogorc egona.ubralod es urtiertoba didi xnit adre daiwyo,ufro shechveva iyo vidre siyvaruli da amitomac ar iyo darwmunebuli ojaxis sheqmnastan dakavshirebit. Kidev ertxel didi madloba da gamixardeba sheni azris gageba yoveltvis. ????

სტუმარი მარიკო
Dzalian dzalian magaria

Udidesi madloba????????????

 


№3  offline წევრი nathali lifhonava

კარგიაა ძალიაამმ,მოომეწონაა,ყოჩაღ <3
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 


№4  offline წევრი santa fe

nathali lifhonava
კარგიაა ძალიაამმ,მოომეწონაა,ყოჩაღ <3

Ugrmesi madloba <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent