შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟური დღეები (თავი 17)


6-09-2018, 00:44
ნანახია 2 598

თავი 17
-სულების არსებობის შენც გჯერა ? - შეთქმულივით ამოვილაპარაკე.
-ძლიერად დაარტყი ხო თავი ? - დამწუხრებულმა მკითხა.
-იმდენად ძლიერად, რომ აგერ მხოლოდ შავი ფერია სამყარო. -ჩამეცინა. -რომელი საათია?
- ცხრა დაიწყო.
-ოუ ჯანდაბა. - მოვიღუშე. -აწი აღარ დამეძინება ღამით!
-ექთანს ვეტყვი და დამამშვიდებელს გაგიკეთებენ. -შემომთავაზა, მე კი თავი გავაქნიე უარყოფის ნიშნად.
-მოდი ბლიცი ვითამაშოთ! - ტაშის შემოკვრა მოვინდომე, მაგრამ ჩემმა მოტეხილმა მარცხენამ მტკივნეულად შემახსენა თავი. -მე ზეპირად გეტყვი კითხვებს, შენ თუ გინდა ჩამოწერე.
-ო, კარგი რა . - უკმაყოფილო ხმა ჰქონდა.
-გთხოვ რა, აბა რა ვქნათ ? ამით მაინც გავირთობ თავს, თუ ის გინდა, რომ დეპრესიაში ჩავვარდე ნელ-ნელა? - გავადრამატიზე.
-ჰმ ხო კარგი!
-აქ მოდი! - გვერდით ჩავიჩოჩე და საწოლზე მივუთითე. მანაც არ დააყოვნა და გვერდით ჩამომიჯდა. მხარზე ჩამოვადე თავი და გონებაში კითხვები დავალაგე.
-მე დავიწყებ! -დამასწრო.
-კარგი.
-მიყვარს ?
-რაგბი.
-მეზიზღება?
-ლოდინი.
- ვერ ავიტან?
-უნდობლობას.
- კონტროლს ვკარგავ ?
-როცა უსამართლობას ვაწყდები.
- ვერთობი ?
- ძირითადად „ლანათი“! -ჩავიფხუკუნე, რაც წლების განმავლობაში მასთან ჩადენილები გამახსენდა. მასაც გაეცინა.
-მეშინია?
-სიბნელის -გავიღიმე.
-ვიცი ?
-ზღვარი.
-არ ვიცი ?
-ბურთის აკენწვლა...-უკმაყოფილოდ დავმანჭე სახე.
-ვერ ვძლებ?
-ერთ ადგილას...ყოველ შემთხვევაში ვერ ვძლებდი.
-შევცვლიდი ?
-ეგ სიტყვა წარსულშია, წარსულს კი ვერ შეცვლი.
- შემიძლია ?
-ნერვების მოშლა, ყველაზე მშვიდი ადამიანისთვისაც კი.
-ხო ეგ ცნობილი ფაქტია -ჩაიბურტყუნა. -მესმის ?
- ქართული, ინგლისური, რუსული, იტალიური.
-არ მესმის ?
-ადამიანების, რომლებიც ელიფს უყურებენ! - დანანებით ამოვიხვნეშე. - ხოდა კიდევ ჩინური.
-ღირსი ვარ ?
-ვნახო მსოფლიო. -გავიკრიჭე.
-ვჩხუბობ ?
-როცა მართალი ვარ და არ მიჯერებენ, ან როცა არ ვარ...- უდარდელად ავიჩეჩე მხრები.
-აუტანელი ვინმე ხარ რა.
-განაგრძე! -მკლავზე ვუჩქმიტე.
-ვნანობ ?
-ვნანობ ფსიქოლოგია, რომ ავირჩიე! - ამოვიოხრე.
-არ ვნანობ ?
-ბევრ რამეს, რასაც წესით უნდა ვნანობდე! - ისევ ლანას სახე წარმომიდგა თვალწინ.
-ვმალავ ?
-ფბს პაროლს.
-არ ვმალავ ?
-აუტანელ ხასიათს.
-მოვკლავდი ?
-ელიფის დამწერს და მერე დამდგმელს!
-მაიტერესებს ?
-თინეიჯერი მგელი.
-მინდა ?
-ნაყინი!
-მმ მეტი არ ვიცი რა გკითხო. -შეყოყმანდა.
-მე დავიწყებ მაშინ!
-ჯობია დავიძინოთ. -ჩუმად თქვა. -შენგან განსხვავებით მე არ მეძინა.
-ეე ესე არ შეიძლება, შენ ბევრი რამ გაიგე ჩემზე მე კი...
-მოგვიანებით ისევ დავუბრუნდებით ამ თამაშს, ახლა კი ძილის დროა! - გამაწყვეტინა და დაპირებაც „გადმომიგდო“.
-შენ იმ სიგრძე ხარ, იმ დივანზე ვერ დაიძინებ. აქ დავეტევით ორივე!-საწოლიდან წამოწევა სცადა, რომ შევაჩერე.
-ჰმ მოიცა შენ ჩემზე დარდობ? - ცინიკური ხმით მითხრა, მე კი წარბები ავზიდე მაღლა.
-უბრალოდ... რა სისიულელეა ? -შევიცხადე. -უბრალოდ შენ, ჩემს გამო ხარ აქ და თავს დამნაშავედ ვიგრძნობ, თუ წელში მოხრილი გახვალ დიდილით. - მხრები ავიჩეჩე, ჩემს გამოსვლას კი მისი ჩაცინება მოყვა.
-დანარჩენების საწოლში იძინებდნენ შენთან, რომ რჩებოდნენ? -გამომცდელად მკითხა, მე კი მომინდა მიწას ჩავეტანე.
-ჰუიმე იატაკზე დაწექი თუ გინდა! -გაბრაზებულმა ავიქნიე ხელი.
-კარგი ჩაიწიე! - გვერდით გავჩოჩდი და ცოტახანი წრიალის შემდეგ, მოვთავსდით კიდევაც. გაბრუებულმა მივლულე თვალები, არ მეგონი ასე ტკბილად თუ დამეძინებოდა ოდესმე საავადმყოფოში.
ძილ-ბურნიდან რაღაცის ძლიერად დაცემის ხმას გამოვყავარ. შეშინებული ვწევ თავს ბალიშიდან და მხოლოდ ჩუმი გმინვა მესმის.
-სან... -ახლაღა ვამჩნევ, რომ სანდრო გვერდით აღარ მიწევს. საწოლზე ჩამოვჯექი და თვალების ცეცებას მოვყევი. არა! გადავახვიოთ! „რაღაცის“ დაცემის ხმა, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, ეს ნამდვილად რაღაც იყო თუ ვიღაც, შემდეგ კი ცარიელი საწოლი, არა! -სანდრო შენ რა საწოლიდან ჩამოვარდი ? -გაოცებული ხმით შევძახე. პასუხად ისევ გმინვა, მერე კი სანდროს უკმაყოფილო ხმა მივიღე „სულაც არა_ო“, მე კი აღარაფერი მაინტერესებს და ხარხარს ვიწყებ.
-ვაიმე ცუდად ვარ! - მუცელზე ვიჭერდი საღ ხელს. -როგორ ჩამოვარდი ? ვუიმე სხვებს მიწისძვრა ეგონებოდათ, იმედია ხალხის ევაკუაცია ჯერ არ დაუწყიათ! -არ ვჩერდებოდი. - წადი და გააფრთხილე მაინც შენ, რომ იყავი!
-გაჩუმდები თუ გისროლო ფანჯრიდან ? ვაიმე წელი! სულ შენი ბრალია, მოტეხილი ხელი გადმოაბრუნე ჩემსკენ და, რომ არ გავწეულიყავი გეტკინებოდა! - აბუზღუნდა.
-კარგი ხო...-დავნებდი. - ძალიან გეტკინა ?
-ხო ! -ამოიკრუსუნა.
-მოგიკვდეს ჩემი თავი! -მაინც ვერ შევიკავე ფხუკუნი, სწორედ ამ დროს გაისმა კარის ჩხაკუნი, რასაც ჩვეულებრსამებ ტყუპების ხმა მოყვა.
-ლიზიკო როგორ ხარ შე ძველო ? - გადამეხვია ვაჩე.
-მშვენივრად!
-ამას რა სჭირს ? - იკითხა ლანამ და მივხვდი სავარაუდოდ ვისზე იყო საუბარი.
-დივანზე უშნოდ მეძინა და...-ნელა დაიწყო.
-საწოლიდან ჩამოვარდა! - მე რა თქმა უნდა, ენა ვერ გავაჩერე და მარჯვენა მკლავზე ბწკენაც მივიღე. -მეტკინაა! - სახე შევჭმუხნე. ახლა, რომელი ხელი მოვისვა ნატკენზე ? მარცხენა მოტეხილი მაქვს და...
-რა ქნა ? - შეიცხადა მიშომ. - მოიცა საიდან ქნა ? საწოლზე იწვა ? არა კი ვიცი, რომ სადისტია, მაგრამ შენ თუ აგაგდებდა საწოლიდან და თვითონ დაწვებოდა ნაღდად არ ველოდი! - თავი გაიყიდე ელიზაბეტ, რას ტლიკინებდი ? ტუჩებზე ვიკბინე და ალბათ საოცრად წამოვწითლდი სახეზე.
-სააბაზანოში, რომ იყო, მაშინ წამოვგორდი უბრალოდ - შვებით ამოვისუნთქე და თან სინდისმა შემაწუხა. მე მან მიხსნა იმისდა მიუხედავად, რომ თავად ჩავუშვი!
-კი მაგრამ რანაირად ჩამოვარდი? - არ ჩერდებოდა ეს ენა მოსაჭრელი, თან ჩუმი სიცილის ხმა მესმოდა.
-აუ ნუ გაახურე ტო! - წამოიყვირა ნერვებმოშლილმა.
-დედა და მამა არ არიან ლანა ?
-ცოტახანში მოვლენ, ისინიც და ჩემი მშობლებიც. - გვერდით მომიჯდა ბიძაშვილი და მხარზე ჩამომადო თავი.
-დილამშვიდობისა ბავშვებო! -კაცის ხმა გაისმა ოთახში. - ჩემი პაციენტი უნდა გავსინჯო, ცოტახანი უნდა დაგვტოვოთ! -მხიარულად აგრძელებდა.
-დაგიბრუნდებით მალე ლიზიკო! - ლოყაზე მიჩქმიტა მიშომ.
-აბა როგორ გრძნობ თავს ლიზა ?
-კარგად ექიმო! - გავიღიმე. ის ძალიან კარგი და მხიარული ადამიანი იყო. -აქედან, როდის გამწერთ?
-რამდენიმე ანალიზი და დღესვე გაგწერ ლიზიკო!
-მართლა ? -სიხარულისგან ლამის ყვირილი დავიწყე.
-კი მართლა! -გაეცინა. მთელი დღე აჟიტირებული ვიყავი. როგორც იქნა სახლში მივდიოდი. მართალია ორივეგან მხოლოდ სიბნელეა, მაგრამ ჩემი სახლის ატმოსფერო, ჩემი ოთახი და ჩემი საწოლი მაინც სულ სხვაა, თან ელენე და გიორგიც აღარ გაწვალდებოდნენ. იმ დღეს ყველა იქ იყო, ეკას და ბაჩოს ჩათვლით. რამდენიმე გამოკვლევა, მომაბეზრებელი პროცედურა, ექიმთან დამშვიდობება, მისი მოცემული იმედი, რომ მე ისევ დავინახავდი და უკვე მანქანაში ვიჯექი. ჩამოწეული ფანჯრიდან შემოსულ სიოს ვუშვერდი სახეს. იქ ოთხი ადამიანი ვისხედით. მე, ლანა, მამა და ელენე. უკანაც მოგვყვებოდა რა თქმა უნდა, სამი ავტომობილი. ისეთი სიგნალები გააჩაღეს, ქორწილი გეგონებოდათ. აქეთ სიმღერა ბოლო ხმაზე იყო, ჩართული და ასევე ბოლო ხმაზე ყვებოდა ჩემი ბიძაშვილი, რომელსაც ცოტაც და ფანჯრიდან გადავეგდებდი. პრინციპში ვერ გაეტეოდა მანდ. ოც წუთსი კი უკვე ეზოში შევდიოდით. ჩემი ერთი ხელი ლანას ჩაებღაუჭა, მეორე კი ელენეს „ჰქონდა“ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და როგორც ფაიფურს ისე ეხებოდა.
-დე, აქ ორი საფახურია ხო იცი! -მაფრთხილებდა ელენე, მეც ნელა ავედი, ჯერ ერთზე, მერე მეორეზე. უკან კიმთელი ამალა მომყვა.
-დე საძინებელში არ ამიყვანო იცოდე.
-ვინ გაგიშვებს რო ? -ვაჩეს ხმა გავიგე. - აქ ჩვენ ვისთვის შევიკრიბეთ? ეს „მომეცი“ ელენე დეიდა, მე წავიყვან და დივანზე ჩამოვსვამ. - ჩემი თავი „გამოართვა“ ვაჩემ დედაჩემს. ხელში თავისუფლად ამიყვანდა, რა თქმა უნდა, მითუმეტეს ეს კვირები საკმაოდ დავიკელი.
-ისე წაგეყვანე არ შეიძლებოდა? -წარბები შევკარი, მერე კი რბილი ზედაპირი ვიგრძენი.
-ბიჭო ლუდი გადმოიტანეთ მანქანიდან ? -სავარაუდოდ სამზარეულოდან ყვირის მიშო. ჩემს გვერდით დივანი იზნიქება და თავს იქით ვაბრუნებ.
-მე ვარ ლიზა. -ბაჩოს ხმა მესმის.
-დავიღალე დღეს ცოტა, მაგრამ თქვენთან ყოფნაც მინდა! -ამოვიწუწუნე.
-მოდი ბალიშს დავიდებ მუხლებზე და თავი დამადე! - დავეთანხმე და მის მუხლებზე ჩამოვდე თავი. მალევე სახლში დიდი ხმაური და ერთი ამბავი იყო. ათას სასაცილო ისტორიებს ჰყვებოდნენ ყველანი. ნუ განსკაუთრებით ტყუპები აქტიურობდნენ რა თქმა უნდა. აი სანდროს ხმა კი მთელი საღამო არ გამიგია.
-გამორთეთ რა ეს სიმღეა! - შემოვძაღე შეწუხებულმა.
-პრინცესამ გამორთეთო სიმღერა! - წამეხმარა ლუკა.
- ბიჭო გამორთეო! - ეს უკვე მიშო იყო.
-გამოვრთე!
-გამოვრთეო! -მამცნო ლუკამ. მაგას მე კი ვერ მივხვდებოდი, რას ამბობთ. დავიჯერო ეს მისაღები იმხელაა, რომ სხვანაირად ვერ მიაწვდიან ხმას ერთმანეთს, ყველამ ცალ-ცალკე, რომ არ იყვიროს? სიმღერა გამორთეს, ჩემს ყურებს კი ძალიან ესიამოვნათ ეს სიჩუმე.
-მასე თუ მომეფერები ჩამეძინება! - ამოვიზმუილე და ჩემს ლოყებზე მოთარეშე ბაჩოს ხელს, ჩემი დავადე, რომ გამეჩერებინა.
-საით? - ვიღაცის მიმართულებით იკითხა ლანამ
-ჰაერზე გავალ! - ხო მერე კი სანდროს დაძაბული ხმა გავიგე. ნეტავ რა ეტაკა? ამ კაცის ვერასდროს ვერაფერს გავიებ რა!
-ლანუ ამაღამ ხომ დაიძინებ ჩემთან ?
-აბა რას ვიზამ! -აკისკისდა „ლუდ დალეული“ ლანუკა.
-ბაჩო ამიყვანე ოთახში რა...
-მე აგიყვან! -არსაიდან გამოჩენილმა სანდრომ დაიგრგვინა მკაცრი ხმით.
-კარგი! - მხრებია ავიჩეჩე და მანაც წამში ამაფრიალა ხელში. - აბა კარგად ყველას! - დავემშვიდობე მათ.
-კარგად ლიზაზუუ! - სანდროც დაიძრა მალევე. ახლა კი მხოლოდ მისი სუნთქვა მესმოდა. ყელზე მოვხვიე ხელები და თავი დავადე მკერდძე. უხმოდ ავედით ჩემს ოთახში. ცივ საწოლზე დამაწვინა და ის იყო ხელები მიშვა, რომ შევაჩერე.
-მმ ელენეს დაუძახე რა, ლანას მოსვლამდე აქ იქნება. - ჩუმი ხმით ვუთხარი. არ მინდოდა მარტო დარჩენა. თან ამ სიჩუმეში ისევ მტკივნეულად იჩინა თავი შავმა ფერმა. რამდენიმე წუთი ხმა არ ამოუღია, შემდეგ კი ჩემს გვერდით ჩამოჯდა.
-მე დავრჩები. -ისევე ჩუმად მიპასუხა, ჩემი გული კი ძალიან ახმაურდა.
- ბლიცი გავაგრძელოთ ?
-გავაგრძელოთ...- გვერდით სწრაფად მივიწიე, რომ კარგად ჩამომჯდარიყო, მერე კი ისევე იგივე პოზაში მოვთავსდით, როგორც საავადმყოფოში. მას ჩემთვის ხელი ჰქონდა მოხვეული, მე კი მის მხარზე მედო თავი. უჩვეულოდ მშვიდად ვგრძნობდი თავს, მის გვერდით. წამის მეასედში კი საშინელი ფიქრები შემოიჭრნენ ჩემს გონებაში. ეს, რომ არ მომსვლოდა, ვიქნებოდით ასე ახლოს ? მისი დამთბარი ურთიერთობა, მხოლოდ სიბრალულია? გულზე მარწუხებივით მომიჭირა უსიამოვნო გრძნობამ. -ჰეი აქ ხარ ? - ალექსის ხმა მაფხიზლებს.
-კი დავიწყოთ ? - ხმა გავისწორე. - მიყვარს?
-ცივი ყავა.
-მეზიზღება?
-საცობი, ზეთისხილი და სიცხე.
-მმ...ვიქნებოდი ?
-ქმარი და მამა. - სასიამოვნოდ გამაჟრჟოლა მისი ბავშვით ხელში წარმოდგენისას.
-ვერ ვპატიობ ?
-ღალატს!
-ვიცი ?
-რა მინდა ცხოვრებისგან.
-არ ვიცი ?
-როგორ აგიტანეს შენმა მშობლებმა ოცდაერთი წელი! - ჩაეცინა, მე კი მოჯლუნდი გავკარი.
-მოვკლავდი?
-არ მოვკლავდი!
-ვჩხუბუბობ?
-როცა მშვიდად ნათქვამს ვერ იგებენ.
-ვნანობ ?
-...იმ საღამოს წაყვანა, რომ არ შემოგთავაზე. - მივხვდი, რომელ ღამეზეც იყო საუბარი და თავი ჩავხარე.
-მმ არ ვნანობ?
-სკოლის დირექტორს, რომ ამოვკარი პანღური!
-რა ქენი ? -ვიკივლე.
-ღმერთო დამაყრუე აწი! - ამოიბუზღუნა. -ჯერ დედაჩემს არ ქონია ასეთი რეაქცია მაგის გაგებისას! - ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემმა გაწონასწორებულმა და მშვიდმა სანდრომ ეს გააკეთა.
-ეს როგორ გააკეთე ? ან არ გაგრიცხეს ? - ვერ ვცხრებოდი.
-სკოლა დამთავრებული მქონდა, ჯარიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი მაშინ!
-კი მაგრამ რა დააშავა, იმ კაცმა ასეთი?
-გავაგრძელოთ თამაში თუ ?
-კარგი ხო! - უკმაყოფილოდ ავიბუზე ცხვირი. - ვოცნებობ?
- არ ვოცნებობ.
-საერთოდ არაფერზე ? -ჩავეკითხე.
-ლიზა გააგრძელე! -ამოიხვნეშა.
-მწყინს ?
-როცა ჩემში ეჭვი ეპარებათ.
-ვერთობი ?
-კლუბში.
-ვტყუი?
-მხოლოდ მაშინ, როცა უკიდურეს მდგომარეობაში ვარ.
-შემიძლია?
-გიტარაზე დაკვრა.
-არ შემიძლია ?
-ვიყო რომანტიკული.
-მეშინია ?
-არ დავკარგო.
-ვგრძნობ?
-რას გრძნობენ. - მშვენიერ პასუხებს იძლევა, რას ვერჩი.
-ვიცხოვრებდი ? - პასუხის გაცემა აღარ დასცალდა, რადგან კარები შემოაღო, რომელიღაცამ.
-ლიზიკო მოვედი! -ეს ლანა იყო. -რას შვებით თქვენ აქ ?
-შენს მოსვლას ველოდებოდი, მე მარტო ვერ დავრჩებოდი და...-უხერხულად შევიშმუშნე და ალექსანდრეს მოვშორდი. სიცივე დამეუფლა. სიამოვნებით მივეკვრებოდი კვლავ, მაგრამ...
-ხოდა აი მეც მოვედი! - გაიცინა.
-დაიშალნენ უკვე ?
-კი წავიდნენ !
-კარგი მეც წავალ! -თქვა სანდრომ. - ტკბილი ძილი გოგოებო!
-გაიხარე! - ხმით ვიცანი, რომ მხარზე დაუტყაპუნა ხელი ლანამ, მერე კი გავიდა.
-ლიზუ პიჟამა გამოგიტანო ? -მკითხა.
-კი რა! - ჩაცმაში დამეხმარე, მერე საპირფარეშოშიც გამიყვანა და როცა თვითონაც მორჩა ყველაფერს გვერდით მომიწვა.
-ლიზ, რაღაც მინდა გითხრა.
-გისმენ! -გავიღიმე.
-იმ საღამოს მე, რომ არა...რომ არა ჩემი ახირება...-აკანკალებული ხმით დაიწყო, მაგრამ გავაჩერე.
-შენი ბრალი არაფერია ლანა. წინასწარ ვერავინ, ვერაფერს განსაზღვრავს! -მოვეხვიე. -არც არაფერი ხდება უბრალოდ, ალბათ ესეც საჭირო იყო! - თავი ვერ შეიკავა ჩემმა ბიძაშვილმა და მალე მისი ზლუქუნი მესმოდა. თუთხმეტი წუთი ვაწყნარებდი, მერე კი ჩაეძინა და მეც მას მივბაძე ცოტა ხანში.
*-*-*-*-*-*
-ლიზიკო გაიღვიძე დე...გაიღვიძე ჩემო სიცოცხლე! - დედაჩემის ჩურჩული მირღვევს უშფოთველ ძილს. -წამალი გაქ დე დასალევი, მანამდე კი უნდა ჭამო!
-მაცადე რა დედაჩემო გთხოვ! -ამოვიკრუსუნე და ლანას მივეკარი.
-გვერდულად ნუ წევხარ ხელი გეტკინება!
-მტკივან ხელზე არ ვწევარ! - თვალების გაუხელლდად ვუპასუხე.
-მიდი დედიკო გაიღვიძე რა !
-აუ, კარგი ხო! - გაბრაზებული წამოვჯექი საწოლზე.
-მოდი ჩაცმაში დაგეხმარები. -უკმაყოფილოდ დავუქნიე თავი, თან სიმწრით ჩამეღიმა. ჩაცმითაც ვერ იცმევ შენით ხარხიანო!
მალვე ქვევით ჩავყავდი ელენეს, ამ წუთას ლანასი მშურდა საშინლად, რომელსაც ჩემს საწოლზეე ეძინა მკვდარივით. მისაღებიდან საუბრის ხმა ისმოდა.
-ვინმე გვყავს ?
-ბიძაშენია მოსული! - კიბეებიც ჩავამთავრე და მათთან შემიყვანა დედამ.
-დილამშვიდობის!
-დილამშვიდობის ლიზიკო! - ჩამეხუტა ზურა. -როგორ გეძინა ? -მკითხა თან დივნამდე მიმაცილა.
-შენი შვილის ხვრინვა არ მაძინებდა! - ჩავიფხუკუნე, მათაც გაეცინა.
-დღეს განცხადებას შევიტან დაფინანსებასთან დაკავშირებით! -სასხვათაშორისოდ აღნიშნა გიორგიმ.
-რის დაფინანსებასთან?
-ოპერაციის! -მითხრა, გული ამიჩქარდა. იქნებ თანხმობა მოსულიყო? ისევ დავინახავ ? თვალები ცრემლებით ამევსო. -ჰეი ნუ ტირი მამას პრინცესავ. - სახეზე ჩამომისვა ხელი. -გპირდები ყველაფერი კარგად იქნება! - თავი დავუქნიე და ძლიერად ჩავეხუტე.

-----------
მეტი ვერ დავწერე ტკბილებო და შაქარყინულებო, ისეთი დაღლილი ვარ ვერც წარმოიდგენთ და ახლა ლანასია რ იყოს, მეც მკვდარივით ჩამეძინება



№1 სტუმარი ვიკო

უდავოდ საუკეთესო ხარ რაა...ძალიან მომეწონა... ეს თავიც როგორც ყოველთვის შეუდარებელი იყოო... აბა შენ იცი წარმატებები და ბევრი არ გვალოდინო ????????????????????????????

 


№2 სტუმარი სტუმარი ნათია

ჩემი შეშლილი გოგო ნელ ნელა ტყდება სიყვარულს ნებდება, თან სიგიჟესაც არ ივიწყებს????

 


№3 სტუმარი სტუმარი სოფო

აუ მართლა ძაანმომწონს და რა გაბაკეტო heart_eyes . გუშინ მთელი თექვსმეტი თავი წავიკითხე რაღაც ახალიმინდოდა და ვნახე კიდევაც მაგრამ ლიზიკოზე მაგრა გული დამმწყდა! აუ გამოაკეთე რა!!! smile smile smile

 


№4  offline მოდერი ბელუ შეროზია

ვიკო
უდავოდ საუკეთესო ხარ რაა...ძალიან მომეწონა... ეს თავიც როგორც ყოველთვის შეუდარებელი იყოო... აბა შენ იცი წარმატებები და ბევრი არ გვალოდინო ????????????????????????????



თვალები მიბრწყინავს ახლა :დდდ უზომოდ მიხარია, რომ მოგწონს.
არა ბევრს არ გალოდინებთ kissing_heart

სტუმარი ნათია
ჩემი შეშლილი გოგო ნელ ნელა ტყდება სიყვარულს ნებდება, თან სიგიჟესაც არ ივიწყებს????



ის ხომ ლიზაა და სხვანაირად როგორ? joy

სტუმარი სოფო
აუ მართლა ძაანმომწონს და რა გაბაკეტო heart_eyes . გუშინ მთელი თექვსმეტი თავი წავიკითხე რაღაც ახალიმინდოდა და ვნახე კიდევაც მაგრამ ლიზიკოზე მაგრა გული დამმწყდა! აუ გამოაკეთე რა!!! smile smile smile



ძალიან მიხარია, რომ წაიკითხე სოფი kissing_closed_eyes kissing_closed_eyes
არაუშავს ლიზიკო გაუძლებს <3
მადლობა დიდი! kissing_heart

 


№5 სტუმარი cota boroti

au dzaaaaaaaan magari iyo saocrad visiamovne am tavit sandro dzaan kargia da sheni da lizazusi kiara chemiaa <3B-):DDDDD<3<3<3<3
agar daagviano raa ra "sikvtili" dashavdeba:DDDDD

 


№6  offline მოდერი ბელუ შეროზია

cota boroti
au dzaaaaaaaan magari iyo saocrad visiamovne am tavit sandro dzaan kargia da sheni da lizazusi kiara chemiaa <3B-):DDDDD<3<3<3<3
agar daagviano raa ra "sikvtili" dashavdeba:DDDDD


ვაუ scream მიხარია თუ მართლაც ასე ისიამოვნე
ხო კარგი, იყოს შენი! :დდდ
არ ვიცი რა სიკვდილი იქნება, რომ არ დავაგვიანო joy

 


№7 სტუმარი სტუმარი მარიკო

Chemma qliavma dzmam ar damacada wakitxva raa

 


№8  offline მოდერი ბელუ შეროზია

სტუმარი მარიკო
Chemma qliavma dzmam ar damacada wakitxva raa


ეს თავი სულ აქ იქნება, როცა გენებოს წაიკითხე kissing_heart kissing_heart

 


№9  offline მოდერი ბელუ შეროზია

უცნაური მე
პაწუკა თავი იყო, მაგრამ არაუშავს..
მესმის შენი <3
სანდრო ძაან მესაყვარლება და რა ვქნა?? ❤️
ლიზას მალე აუხილე თვალები ახლა :დ
ბელუ, პოზიტივი ხარ ჩემი ❤️



ვიცი, რომ გესმის და მიხარია ეს heart_eyes
არაფერი კაცო რა უნდა ქნა ? :დდ
მე საათობით მიწევს წერა შენი პოზიტივი, რომ ვიყო და შენ რამდენიმე წინადადებით ანალოგიურს როგორ მიკეთებ ჰა?

 


№10  offline წევრი nathali lifhonava

არა რა,მოვკლავ ამ გოგოს
რა არის გოგო ეს ეხლა ჰა?
ისე ველოდებოდი,და ასეთი პატარა თავი??
არ გამაგიჟო ეხლა
გული გამიკდა რო დამთავრდა
ააუჰ ნერვები მომიშალა ამ ბავშვმა;დ
რაც შეეხებადღევანდელ თაავს ობოოჟეემამაიიყო;დდ
ააუ მართლა ძაან მაგარი იყო
(ნუუყოველიშემთხვევისთვის პატარა თავს თუარჩავთვლით))
გასაგიჟებელიყიო
ასეთ მდგომარეობაშია ლიზა და პოზიწიუურ მომენწეებს მაინც გვჩუქნი
აუუმალე გამოაჯანმრთელე ჩემიგოგო
და მალეე გაუხსენი ბედი სანდროსთან
;დ
სანდრო ჩემიბიჭია;დ
ჩემისიყვაარუულიი
ხვალ დადებ ხოახალთავს?
გთხოოვ რა ისე ველოდები
ხოლმე
შენ როიცოდე
ისე მიხარიხარ ვერ წარმოიდგენ ბელუუ
ძაანმაგარიგოგოხარშენ
(უფროომეტი სანდრო და ლიიზა მინდა გთხოოვ;დდ)
მალეეე დადე რააარ
გვალოოდინო 2 დღე თორე ვერ გადავიტანთ
(ესთავებიც გაზარდე თორე ლოდინი მოგვკლავს ჩვეენ;დდ)
გვიიყვარხარ ბელუუ
ნუმე ყვეელასემეტად მაინც sunglasses joy heart_eyes heart_eyes
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 


№11  offline მოდერი ბელუ შეროზია

nathali lifhonava
არა რა,მოვკლავ ამ გოგოს
რა არის გოგო ეს ეხლა ჰა?
ისე ველოდებოდი,და ასეთი პატარა თავი??
არ გამაგიჟო ეხლა
გული გამიკდა რო დამთავრდა
ააუჰ ნერვები მომიშალა ამ ბავშვმა;დ
რაც შეეხებადღევანდელ თაავს ობოოჟეემამაიიყო;დდ
ააუ მართლა ძაან მაგარი იყო
(ნუუყოველიშემთხვევისთვის პატარა თავს თუარჩავთვლით))
გასაგიჟებელიყიო
ასეთ მდგომარეობაშია ლიზა და პოზიწიუურ მომენწეებს მაინც გვჩუქნი
აუუმალე გამოაჯანმრთელე ჩემიგოგო
და მალეე გაუხსენი ბედი სანდროსთან
;დ
სანდრო ჩემიბიჭია;დ
ჩემისიყვაარუულიი
ხვალ დადებ ხოახალთავს?
გთხოოვ რა ისე ველოდები
ხოლმე
შენ როიცოდე
ისე მიხარიხარ ვერ წარმოიდგენ ბელუუ
ძაანმაგარიგოგოხარშენ
(უფროომეტი სანდრო და ლიიზა მინდა გთხოოვ;დდ)
მალეეე დადე რააარ
გვალოოდინო 2 დღე თორე ვერ გადავიტანთ
(ესთავებიც გაზარდე თორე ლოდინი მოგვკლავს ჩვეენ;დდ)
გვიიყვარხარ ბელუუ
ნუმე ყვეელასემეტად მაინც sunglasses joy heart_eyes heart_eyes




ო ბოჟე მოი scream
რა ოქრო გოგო ხარ შენ!!
ზე_პოზიტივი!
სასწაული!
თბილი და ტკბილი!
ვგიჟდები და ვაფრენ შენს ემოციურ კომენტარებზე!
ახლა მთელი დღე მომღიმარმა უნდა ვიარო და ჩემებს ან დებილი ვეგონები,
ან შეყვარებული!
ეს რა გამიკეთე ? :დ
მეეც,
მეც უზომოდ და უსაშველოდ მიყვარხართ!
კარგი ხარ შენ საოცრად <3

 


№12  offline წევრი nathali lifhonava

ბელუ შეროზია
nathali lifhonava
არა რა,მოვკლავ ამ გოგოს
რა არის გოგო ეს ეხლა ჰა?
ისე ველოდებოდი,და ასეთი პატარა თავი??
არ გამაგიჟო ეხლა
გული გამიკდა რო დამთავრდა
ააუჰ ნერვები მომიშალა ამ ბავშვმა;დ
რაც შეეხებადღევანდელ თაავს ობოოჟეემამაიიყო;დდ
ააუ მართლა ძაან მაგარი იყო
(ნუუყოველიშემთხვევისთვის პატარა თავს თუარჩავთვლით))
გასაგიჟებელიყიო
ასეთ მდგომარეობაშია ლიზა და პოზიწიუურ მომენწეებს მაინც გვჩუქნი
აუუმალე გამოაჯანმრთელე ჩემიგოგო
და მალეე გაუხსენი ბედი სანდროსთან
;დ
სანდრო ჩემიბიჭია;დ
ჩემისიყვაარუულიი
ხვალ დადებ ხოახალთავს?
გთხოოვ რა ისე ველოდები
ხოლმე
შენ როიცოდე
ისე მიხარიხარ ვერ წარმოიდგენ ბელუუ
ძაანმაგარიგოგოხარშენ
(უფროომეტი სანდრო და ლიიზა მინდა გთხოოვ;დდ)
მალეეე დადე რააარ
გვალოოდინო 2 დღე თორე ვერ გადავიტანთ
(ესთავებიც გაზარდე თორე ლოდინი მოგვკლავს ჩვეენ;დდ)
გვიიყვარხარ ბელუუ
ნუმე ყვეელასემეტად მაინც sunglasses joy heart_eyes heart_eyes




ო ბოჟე მოი scream
რა ოქრო გოგო ხარ შენ!!
ზე_პოზიტივი!
სასწაული!
თბილი და ტკბილი!
ვგიჟდები და ვაფრენ შენს ემოციურ კომენტარებზე!
ახლა მთელი დღე მომღიმარმა უნდა ვიარო და ჩემებს ან დებილი ვეგონები,
ან შეყვარებული!
ეს რა გამიკეთე ? :დ
მეეც,
მეც უზომოდ და უსაშველოდ მიყვარხართ!
კარგი ხარ შენ საოცრად <3

უიმე ჩემო ტკბილო და თბილო
გამიხარდა თუ ასე გაგიხარდა ჩემი კომენტარი;დდ
ძაან რო მიყვარხარ ხო გითხარი უკვე?
ხოდა შენიახლოს გაცნობა მინდა
;დდ
საყვარელოო
<3
ყველაზე საუკეთესო როხარ ეგეც ხო გითხარი?
თუარ მითქვამსეხლა გეტყვი
ჩემოყველაზე საუკეთესომწერალო
ისადამ ხვალხო დადებ ახალთავს?
არ დააგვიანოთორე მოგკლაავთ'დდ
ჩემიი ბრილიიაანტი;დ
გყვაროობ ყყვმმ <3
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 


№13  offline მოდერი ბელუ შეროზია

nathali lifhonava
ბელუ შეროზია
nathali lifhonava
არა რა,მოვკლავ ამ გოგოს
რა არის გოგო ეს ეხლა ჰა?
ისე ველოდებოდი,და ასეთი პატარა თავი??
არ გამაგიჟო ეხლა
გული გამიკდა რო დამთავრდა
ააუჰ ნერვები მომიშალა ამ ბავშვმა;დ
რაც შეეხებადღევანდელ თაავს ობოოჟეემამაიიყო;დდ
ააუ მართლა ძაან მაგარი იყო
(ნუუყოველიშემთხვევისთვის პატარა თავს თუარჩავთვლით))
გასაგიჟებელიყიო
ასეთ მდგომარეობაშია ლიზა და პოზიწიუურ მომენწეებს მაინც გვჩუქნი
აუუმალე გამოაჯანმრთელე ჩემიგოგო
და მალეე გაუხსენი ბედი სანდროსთან
;დ
სანდრო ჩემიბიჭია;დ
ჩემისიყვაარუულიი
ხვალ დადებ ხოახალთავს?
გთხოოვ რა ისე ველოდები
ხოლმე
შენ როიცოდე
ისე მიხარიხარ ვერ წარმოიდგენ ბელუუ
ძაანმაგარიგოგოხარშენ
(უფროომეტი სანდრო და ლიიზა მინდა გთხოოვ;დდ)
მალეეე დადე რააარ
გვალოოდინო 2 დღე თორე ვერ გადავიტანთ
(ესთავებიც გაზარდე თორე ლოდინი მოგვკლავს ჩვეენ;დდ)
გვიიყვარხარ ბელუუ
ნუმე ყვეელასემეტად მაინც sunglasses joy heart_eyes heart_eyes




ო ბოჟე მოი scream
რა ოქრო გოგო ხარ შენ!!
ზე_პოზიტივი!
სასწაული!
თბილი და ტკბილი!
ვგიჟდები და ვაფრენ შენს ემოციურ კომენტარებზე!
ახლა მთელი დღე მომღიმარმა უნდა ვიარო და ჩემებს ან დებილი ვეგონები,
ან შეყვარებული!
ეს რა გამიკეთე ? :დ
მეეც,
მეც უზომოდ და უსაშველოდ მიყვარხართ!
კარგი ხარ შენ საოცრად <3

უიმე ჩემო ტკბილო და თბილო
გამიხარდა თუ ასე გაგიხარდა ჩემი კომენტარი;დდ
ძაან რო მიყვარხარ ხო გითხარი უკვე?
ხოდა შენიახლოს გაცნობა მინდა
;დდ
საყვარელოო
<3
ყველაზე საუკეთესო როხარ ეგეც ხო გითხარი?
თუარ მითქვამსეხლა გეტყვი
ჩემოყველაზე საუკეთესომწერალო
ისადამ ხვალხო დადებ ახალთავს?
არ დააგვიანოთორე მოგკლაავთ'დდ
ჩემიი ბრილიიაანტი;დ
გყვაროობ ყყვმმ <3



ჰუიმეე ახლა მთლად ნუ გამაწითლე scream
გავიცნოთ კაცო რა პრობლემაა?
ჰომ მწერდლობამდე ვაი, რომ ბევრი მაკლია :დდ
მითხარი ფბზე, როგორ მოგნახო <3
ვიცი, რომ არ მომკლავ :დდ წეღან არ მითხარი მიყვარხარო ?
ტკბილო <3

 


№14 სტუმარი გცხბც

როდის იქნება შემდეგი??

 


№15 სტუმარი მიუ

რა არის რაა ამდენი ხანი რომ მალოდინეე მეთქი ისტორისს დაწერა ხოარ ჭეწყვიტათქო ვინერვიულე შენი მკითხველის ჯანმრთელობზაეც უნდა იფიქრო smile wink satisfied
რომ დავინახე ახალი თავი ისე გამიხარდა და ძალიან მალე დამთავრდა ეცადე სემდეგში დიდი დიდიიი თავი დადო smiley რაც შეხეება ისტორიას ძალიან მომწონს მაგარმ ლიზიკოს ესე დიდხანს ნუ დამიტოვებ მალე გამომიჯანმრთელე heart_eyes და თმებიც მალე გაუზარდე ისე არ დამიტოვო laughing და სანდრინიოზე რავთქვა თვით მისტერ სერიოზულობა სრულყოფილებააა ძალიან მიყვარს და შენც ძალიან მიყვარხარ relaxed kissing_heart დიდხანს არ მალოდინოოო smile heart_eyes

 


№16 სტუმარი 1234

მართლა კარგი იყო! ვიგრძენი რომ ცდილობ იმის გამოსწორებას, რაზეც გვქონდა უკვე საუბარი. ძალიან სასიამოვნო საკითხავია <3 ველოდები შემდეგს!

 


№17  offline მოდერი ბელუ შეროზია

გცხბც
როდის იქნება შემდეგი??


ხვალ <3

მიუ
რა არის რაა ამდენი ხანი რომ მალოდინეე მეთქი ისტორისს დაწერა ხოარ ჭეწყვიტათქო ვინერვიულე შენი მკითხველის ჯანმრთელობზაეც უნდა იფიქრო smile wink satisfied
რომ დავინახე ახალი თავი ისე გამიხარდა და ძალიან მალე დამთავრდა ეცადე სემდეგში დიდი დიდიიი თავი დადო smiley რაც შეხეება ისტორიას ძალიან მომწონს მაგარმ ლიზიკოს ესე დიდხანს ნუ დამიტოვებ მალე გამომიჯანმრთელე heart_eyes და თმებიც მალე გაუზარდე ისე არ დამიტოვო laughing და სანდრინიოზე რავთქვა თვით მისტერ სერიოზულობა სრულყოფილებააა ძალიან მიყვარს და შენც ძალიან მიყვარხარ relaxed kissing_heart დიდხანს არ მალოდინოოო smile heart_eyes



უიმე როგორ გამახარე scream heart_eyes
ამდენი ხანი გალოდინეთ კაცო ? flushed
არადა მგონი ორი თუ სამი დღე :დდ
თმების მალე გაზრდის რა მოგახსენო, მაგრამ სხვას შეიძლებამივხედო :დდ
მადლობა შენ თბილო <3 <3

1234
მართლა კარგი იყო! ვიგრძენი რომ ცდილობ იმის გამოსწორებას, რაზეც გვქონდა უკვე საუბარი. ძალიან სასიამოვნო საკითხავია <3 ველოდები შემდეგს!



კი კი მართლა ვეცადეე <3
რადგან შენი აზრიც მოვისმინე, ახლა თავისუფლად შემიძლია მეცხრე ცაზე ყოფნა :დდდ
უზომოდ მიხარია, რომ მოგწონს!
მალე იქნება შემდეგიც. kissing_closed_eyes kissing_closed_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent