არარსებულის არსებობა [ სრულად ]
ჩემს ოთახში შემოვარდი და კარი ჩავკეტე, ფანჯარასთან მივვარდი და გამოვაღე , ცა უცბად განათდა და შემდეგ გრუხუნის ხმა გაისმა, როგორ შეიძლება ჩემნაირი ადამიანი ახლა სახლში იჯდეს? გარეთ ასეთი ამინდია, წვიმს, ელავს და მე ჩემს ლურჯ ოთახში ფანჯარასთან ვდგავარ და აქედან ვუყურებ ამ ყველაფერს, კარებზე კაკუნის ხმა მესმის, ასე ნაზად მხოლოდ ჩემი პატარა დაიკო თუ დააკაკუნებს, მივდივარ კართან და ვუღებ, შეიძლებოდა მარტო ყოფნა მინდოდა მაგრამ, მას ეწყინებოდა კარი, რომ არ გამეღო მისთვის -დაიკო გარეთ წვიმს -მითხრა პატარამ, მე უბრალოდ გავუღიმე და თავი დავუქნიე -იცი რა? შეგიძლია ფანჯრიდან გაიპარო -მითხრა მან რამაც ძალიან გამაკვირვა -გავიპარო? -კი გაიპარო, რომ გავალ კარი ჩაკეტე და მე დედას ვეტყვი, რომ ძალიან გეწყინა და დილამდე გამოსვლას არ აპირებ, არამგონია მან კარზე ბრახუნი დაიწყოს -ჩემი შვიდი წლის და მეხმარება, რომ გავიპარო სახლიდან? -რაიყო მერე? - ცოო-ტა დამაბნეველია -რას იტყვი ჩემს გეგმაზე? ფანჯრიდან გადასვლა არ გაგიჭირდება მეორეზე ვცხოვრობთ და დაბლა მეზობლის მანქანა აყენია რომელსაც სიგნალიზაცია არ აქვს, გადახტომა არც დაგჭირდება ხელებით აქ დაეკიდები და ფეხები უკვე მანქანაზე გექნება -იცი რა? მადლობა დაიკო -კაი არ გრცხვენია -სიცილით მითხრა და კარებისკენ წავი და მანამ გავიდოდა უკან შემოიხედა და მითხრა -თბილად ჩაიცვი არ გაცივდე, გასაღებს გარეთ ნოხის ქვეშ დაიტოვებ -კაიი, აუ მართლა მადლობა ეეე -მეც მივუგე სიცილით ცოტა დამაბნეველია ეს ყველაფერი მაგრამ გარეთ გასვლაზე მეტად არაფერი მინდა ახლა, გაზაფხულის წვმას რა სჯობს, კარადას ვაღებ, მაღალწელიან შავ ჯინსის შორტს და დიდ ლურჯ სვიტერს ვიცმევ, კიდევ კარგი კედები საწოლის ბოლოში მეყარა, ავიღე ჩემი ლურჯი ვანსები და უცბათ ჩავიცვი, თასმები კეტებში შეკვრის გარეშე ჩავიტანიე, კარებისკენ მივედი გადავკეტე და ღრმად ამოვისუნთქე, ფანჯრიდან გადაძრომა მიწევს უკვე, რა იქნება ნეტა შემდეგში? ჩემს თავზე მეთვითონ გამეცინა და ფანჯარაში ფეხები გადავყე, უცბად შევტრიალდი, ფანჯარას ხელებით დავეკიდე და ჰოპ მანქანაზე დავხტი, მანქნა აყვირდა სიგნალიზაცია ჩაირთო, უცბათ მანქანიდან გადავხტი ლამის ფეხი ამიცურდა და ძირს დავეცი, მაგრამ არა ხელები მოვიშველიე და მერე უბრალოდ გავიქეცი მანქანისგან შორს, ამ დროს არ უნდა დავდიოდე გარეთ, ბოლოს და ბოლოს უკვე თორმეტი საათია, გზის შუა ნაწილში დავდივარ და ყურსასმენები მაქვს ყურებში, დიდხანს დავდიოდი მერე თითქოს სიარული მომბეზრდა და სკამზე დავჯექი, სველი ვიყავი და ისედაც მციოდა და სველზე დაჯდომის შემდეგ გამაკანკალა, სკამზე ფეხები ავწიე და ამ დროს ჩაირდო lil uzi vert – xo tour lif3 რამაც გამახარა ველოდებოდი როდის ამთავრდებოდა შესავალი და აი დაიწტო მისი მშვენიერი ხმა გაისმა მე თითქოს ვზუზუნებდი, ველოდებოდი ჩემს საყვარელ ადგილს რათა მემღერა, გარშემო არავინ იქნებოდა ზუსტად ვიცოდი ამიტომ დაიწყო თუ არა მეც ავყევი „I don't really care if you cry On the real, you shoulda never lied Shoulda saw the way she looked me in my eyes She said, "Baby, I am not afraid to die" Push me to the edge All my friends are dead Push me to the edge All my friends are dead Push me to the edge All my friends are dead Push me to the edge” თვალი უცბათ ვიღაცის ღიმილს მოვკარი, ყურსასმენი ყურიდან გამოვიძრე და ხელში სიმპატიური ბიჭი შემრჩა, შავი თვალები ჰქონდა, თითქოს მის თვალებში შავი პლანეტა ირეკლებაო, თმა გადაპარსული ჰქონდა მაგრამ ნულზე არა, მისი ნაკვთების თვალიერება დავიწყე და დავინახე მისის ცხვირი გახვრეტილი ჰქონდა, ძალიან საყვარელი იყო მისმა ხმამ კი გამომაფხიზლა -კარგად მღერი -მადლობა -როდის მოვიდა საერთოდ ვერ შევამჩნიე ისე ვმღეროდი -დადიხარ სიმღერაზე? -არა , არც არავინ არ იცის, რომ სიმღერა გამომდის -არც ოჯახმა? -გაუკვირდა -არა -მეგობრებმა? -არ მყავს -რთულია დაჯერება -საერთოდ არა... -და დედაშენი რას გეუბნება -მეგობრებზე? -ჰოომ -არ ადარდებს -წვიმა გიყვარს ჰომ? - თითქოს მიხვდა რომ თემის გადატანა საჭირო იყო -კი ძალიან ის ჩემთვის ყველაფერია და შენ? -მეც, ის მეხმარება ყველაფრის გადატანაში ამ დროს ორივეს გაგვეღიმა -რას უსმენ ახლა? -ისევ მან წამოიწყო საუბარი -ახლახანს ჩაირთო imagine dragons – demons -მიყვარს -მეც -ვთქვი და ცალი ყურსასმენი გავუწოდე , მანაც გამომართვა და თქვა -მეც მაქვს სიმღერის ნიჭი, მაგრამ უფრო სწრაფი სიმღერები მომწონს -ააამ , აბა ახლა გვიმღერებთ? -ჰმ კარგი -თქვა და სიმღერა თავიდან ჩამართვევინა და ავყევით „When the days are cold And the cards all fold And the saints we see Are all made of gold When your dreams all fail And the ones we hail Are the worst of all And the blood's run stale I want to hide the truth I want to shelter you But with the beast inside There's nowhere we can hide No matter what we breed We still are made of greed This is my kingdom come This is my kingdom come“ -ამის შემდეგ აღარ ვიცი -თქვა და გაეღიმა, მე სიმღერა გამოვრთე და ამ დროს საათს დავხედე -ვაიიიმე -ვიყვირე ისე, რომ ვერ გავაცნობიერე -რა მოხდა? -სამი საათია უკვე -ისე ასე გვიან ვინ გამოგიშვა გარეთ? -გამოვიპარე -ვთქვი და ხელი ავიქნიე, შემდეგ გავნაგრძე - უნდა წავიდე -კარგად ლამაზთვალებავ მე გავუღიმე და უბრალოდ ხელი დავუქნიე, ისევ იმ გზას დავადქი და ისევ შუა გზაში დადიოდი, სახლამდე მალე მივაღწიე და ავედი კიბეებზე, გასაღები მართლაც ნოხის ქვეშ დამხვდა, კარი გავაღე და ჩუმად შევიპარე სახლში და მერე გამახსენდა რომ ოთახი შიგნიდან ჩავკეტე, სულ სველივიყავი და რამე უნდა გამეკეთებინა, თმისსარჭით გავაღე კარი რომელიც ტელევიზორის წინ მაგიდაზე ეგდო ოთახში შევედი შხაპი გადავივლე, გამოვიცვალე და ვფიქრობდი იმ ადამიანზე ვიზეც შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთია ვინც იცის რომ ვმღერი, ერთადერთია ჩემი დის მერე ვისაც ნორმალურად ვესაუბრე... *** *** *** დილით მარიმ გამაღვიძა -დაიკო ადეგი უნიში დაგაგვიანდება, თან უნდა ჭამო -კარგი ჰოომ სიტყვე გავწელე და ნელ-ნელა ნაზად წყნარად მშვიდად ვემზადებოდი, ისე თითქოს დაგვიანება მინდოდა,და ჰო ასეც იყო, შავი შარვალი ჩავიცვი, ჩვეულებრივი შავი ზედა და შავი ‘’ოლ სთარები’’ ჩემი არც ისე გრძელი შავი თმა დავისწორე და ოთახიდან გამოვედი -ტასო შენს ფერად თვალებს ძალიან უხდება, შავი სტილი -მითხრა ჩემმა დამ მე მადლობა ვუთხარი ვაკოცე და კართან მისვლისას ვთქვი რომ არ მშიოდა და სახლიდან გამოვედი, შუშის შენობის გვერდზე გამოვიარე და ჩემს თვალებს დავაკვირდი, ის ცისფერი და მწვანე ერთად იყო და აქა იქ ყავისფერი წერტილები ჰქონოდა, მართლაც არ იყო უშნო , პირიქით ძალიან ლამაზი იყო... უნივერსიტეტს მივუახლოვდი, ეზოში ხალხი ირეოდა, თვალში უცბათ ნაცნობი სილუეტი მომხვდა, მაგრამ შემდეგ უცბათ გაქრა, დავიბენი მარამ არ შევიმჩნიე, უნიში შევედი მგონი ეს ერთ-ერთი ადგილი იყო სადაც თავს არცისე ცუდად ვგრძობდი რადგან, მოვხვდი იმ ფაკულტეტზე რომელიც მაინტერესებდა... *** *** *** უნივერსიტეტიდან გამოვედი და წვიმაც დაიწყო ყველა უკავ შებრუნდა მე კიდევ წამოვედი, ზურგჩანთა მხარზე მოვიდე და ყურსასმენების ძებნა დავიწყე ვერ ვნახე ამიტომ გადავწყვიტე ხმამაღლაჩამერთო, ერთ სიმღერას მეორე მოსდევდა, მეორეს მესამე და ასე საღამომდე სანამ ქალაქის ყველა კუთხე-კუნჭული არ მოვიარე, ბოლოს ისევ იმ ადგილას მივედი, იმ სკამზე და ის სიმპატიური ბიჭი იქ დამხვდა -ჰეი ლამაზთვალება -შემომეგება და მანიშნა დავმჯდარიყავი -ჰეი -აბა რას შვრები? -ვზივარ -ვუთხარი და გამეცინა -რა დამთხვევაა -თქვა და ისიც ამყვა სიცილში -ახლა ჩემი ჯერია -ვუთხარი მე -ანუ? -გაკვირვებულმა გამომხედა -რამდენიმე რაღაცას გკითხავ -და გავუღმე -კა-რგი -და ბოლოს თითქოს გაწელა -შენი სიმღერის ნიჭზე ვინ იცის? -ჩემმა საუკეთესო მეგობარმა -კარგი... ოჯახი? ანუ ოჯახში ვინები ხართ ? რაღაცნაირად დებილურად ჟღერს მაგრამ -მე და ჩემი ორი უფროსი და, და შენთან ვინები ხართ? -მე, დედა, მამა, და, ასევე ორი ნახევარძმა ტყუპები, საქმე რთულადაა -მომიყევი -კარგი, მანამ მამაჩემის ცხოვრებაში დედაჩემი გამოჩნდებოდა მას ცოლი ყავდა და მისგან ორი ტყუპი ყავდა , შემდეგ დედა გაიცნო და შეუყვარდა , ტყუპების დედას დაშორდა და დედაჩემი შეირთო ცოლად შემდეგ მე გავჩდი და ცამეტი წლის მერე კი ჩემი და, ახლა ის შვიდისაა, მამა დედასაც გაშორდა და საზღვარგარეთ წავიდა, ის აღარ მინახავს რაც მარი, ჩემი და დაიბადა... -მე.... მშობლები ავტოავარიაში გარდამეცვალა -ვწუხვარ -ვთქვი მორცხვად -და შენი სახელი შეიძლება გავიგო? -მკითხა სიცილით კარგად გამოსდის თემის გადატანა -ჰმ ... კი მაგრამ სანახვლოდ შენი სახელი უნდა მითხრა -კარგი -კმაყოფილმა ჩაიღიმა -ანასტასია -ვთქვი ეს სახელი და დავფიქრდი იმაზე რომ ასე არავინ მეძახდა -მე დამიანე მქია -დამიანე -ვთქვი ჩაფიქრებულმა, შემდეგ გავაგრძელე -ულამაზესი სახელია -მე კიდევ შენი სახელი მომეწონა -უკვე ბნელდება ჩემი წასვლის დროა -ვუთხარი მე -კარგად ანასტასია -მისინათქვამი ეს სახელი გულამდე დავიდა ძალიან მომხიბლა -კარგად დამიანე სახლში გრძელი გზით წავედი ისევ მუსიკები და ისევ მასზე ფიქრი დამიანეზე, ის უსაყვარლესია... არასდროს არვითი დავინტერესებულვარ,უბრალოდ უცნაურია, რომ მასზე ვფიქრობ.... უცნაურია რო მინდა ის კიდევ და კიდევ ვნახო... *** *** *** მისი ნახვა უფრო და უფრო ხშირად მინდოდა და წვიმაც ხელს მიწყობდა დედააჩემიც კი ხვდებოდა რომ ვიღაცასთან ვიპარებოდი ხოლმე... მაგრა თითქოს ისევ არ აინტერესებდა არაფერი რამდენიმეჯერ ვისაუბრეთ ჩვენს ოცნებებზე და მიზნებზე, ბევრი რამ დაემთხვა რამაც მეც და ისიც ძალიან გაგვახარა ... ასე გძელდებოდა სამი დღე გადამბულად ვნახულობდი, ვხვდებოდი რომ ის ჩემი ნაწილი ხდებოდა და ისიც ვიცოდი, რომეს ყველაფერი დამთავრდებოდა გულს მატკენდა... მაგრამ არ ვეშვებოდი მაინც და სულ ვფიქრობდი იწვიმოს რა იქნება თქო, წვიმა მიყვარდა , წვიმაზე ვაფრენდი , მაგრამ მან უფრო შემაყვარა რადგან ყოველ წვიმიან დღეს მას ვნახულობდი.. *** *** *** დღეები გადიოდა , აღარ წვიმდა ხოლმე და დამიანეც ნელ-ნელა წარსულს, რომ ჩავაბარე ზუსტად მაშინ გამოჩდა და თავიდან ამირია ცხოვრება *** *** *** მშვიდი საღამო იყო, არც წვიმის წკაპა-წკუპი და არც ფოთლების შრიალის ხმა ისმოდა, გარეთ გავედი და გადავწყვიტე ერთი თვის შემდეგ, ისევ მივსულიყავი იმ ადილას, მაგრამ არა წვიმაში, ვიცოდი, რომ იქ არ დამხვდებოდა, ამიტომ ჩემს დას მაინც გავახარებ თქო და ოთახიდან გავედით -მარი გავისეირნოთ? -ვუთხარი წარბების თამაშით -არსადაც არ წახვალთ -გავიგე დედას მკაცრი ხმა -კარგი რა დედა როდემდე შეიძლება ასე? თან არაფრის გამო... უბრალოდ გინდა რომ მკაცრი მშობლის როლი ითამაშო რაარი... არიყავი ასეთი დედა -დე გთხოვ ცოტას გავივლით -მარიმ სთხოვა მას -ანუ არ გესმით ხომ ჩემი სიტყვა ? კარგით წადით, შარში არ ამოყოთ თავი თორე ჩემი ყვირილი მონაგონი გახდება -დაგვემუქრა -ტასო ჩავიცმევ და გამოვალ -მითხრა მარიმ -კაი მიდე მეც -ვუთხარი და ოთახში შევედი მაღალწელიანი ჯინსის შარვალი , რომელსაც ბოლოები ავუკეცე, მოკლემკლავიანი მაგრამ დიდი მაისური და ისევ ‘’ოლ სთარები’’ ამჯერად წითელ, მაისური შავი იყო წითელი წარწერებით „Be yourself, not normal” ეს მაისური ძალიან მიყვარს... მარიმ დამიძახა და სახლიდანაც გავედით, ძალიან წყნარი ამინდი იყომაგრამ ეს უცბათ ელვამ და ჭექაქუხილმა შეცვალა , მარისაც უყვარს წვიმა ერთად ვერთობოდით სანამ მარის კევი არ მოუნდა და მაღაზიაში არ გავიდა მე დავჯექი სკამზე და ისიც მომიჯდა გვერდზე -ჰეი -ვუთხარი მე -ჰეი, დღეიდან წვიმისგოგონა იქნები და არა ლამაზთვალება, ლამაზთვალებზე არ ინერიულო ისინი კიდევ გაქვს უბრალოდ სხვა მიზეზია ამისათის -მეტყვი? -კი -მაშინ თქვი -იცი თითქმის ყოველდღე აქ ვიყავი, აი დღეს კი დავნებდი, მაგრამ იწვიმა და ვიფიქრე იქნებ ვახსოვართქო ჰო დამ აქ ხარ, ოღონდ მხოლოდ წვიმაში -იცი მინდოდა მოვსულიყავი მაგრამ არ მინდოდა გული მტკენოდა... -ჰოოომ -ჰოომ -ვინმეთან ერთად ხარ? -მკითხა თითქოსდა დამწუხრე8ბულად -ჩემი დაა აქ -ეს ჩვენი ადგილი იყო -იცი მარტო არ გამომიშვებდნენ -ახლა სად არის? -მაღაზიაში -კარგი წავალ მე, მომავალ წვიმიან დღემდე -ნახვამდის დამიანე -ვთქვი და გავიღიმე ისიც თითქოს გაუჩინარდა მე და მარი გავერთეთ , მაკდონალდსშიც გამოვიარეთ და ვჭამეთ, მარი უცნაურ კითხვებს მისვამდა, რამაც გამაკვირვა მითხრა რომ ჩემსთავთან ლაპარაკი მიყვარსო, ამაზე ვუთხარი მე ველაპარაკები ხოლმე თქო და გაეცინა კიდევ რამდენიმე ასეთ თემაზე ვისაუბრეთდა წამოვედით, გზაშიიც არ მოგვკლებია საუბარი ამჯერად გალაქტიკა, კოსმოსი პლანეტები, ვარსკვლავები,მთვარე, მზე და მთავარი თემა უცხო’პლანეტელები სახლში მისულმა გადავივლე და საღამურები ჩავიცვი, დავწექი ჭერს უაზროდ ვუყურებდი და ვფიქრობდი იმაზე , რომ დამიანეს ვაწყენინე იმით რომ მარი იქ წავიყვანე, ზუსტად დღეს როგორ იწვიმა? აი რანაირად? დამიანე გავანაწყენე და ვთვლი რომც იწვიმოს ის იქ არ მოვა რადგან ეს აღარ იქნება ჩვენი ადგილი *** *** *** 1 ივნისი არ წვიმს დღეს ოდვანი ღრუბელიც კი არ არის ცაზე მე კიდევ მარის ნალაპარაკები მახსენდება მთვარეზე რომ მთვარე უაზრობა არც ანათებს და არც რაიმე სარგებელი მოაქვს მას მზე უყვარს, ცხოვრებას ურჩევნია უყვარს როგორ უყურებს მას მე კი ახლაც საწოლზე ვწევარ ფარდა გაწეული მაქვს და ვუურებ მთვარეს რომელიც ჩემში ძალიან დიდ ხიბლს იწვევს *** *** *** 2 ივნისი ხალხს სიყვარულმა ჩაურტყა დეპორტი, მე კიდევ წვიმამ (ხდ) ახლა რომ ბილეთი მომცა თვითფრინავში ჩავჯდებოდი და უკან მოუხედავად წავიდოდი ლონდონში ვთქვი ეს და დავფიქრდი,,, დავფიქრდი იმაზე რომ წვიმა იმის გამო არ მინდოდა რომ მესეირნა მისი ნახვა მინდოდა დამიანესი.... და მას ლონდონში ვერ ვნახავდი ვერასდროს... *** *** *** 3 ივნისი ისევ მოწყენილობაა, არ წვიმს ლექციებიდან მოსული ძალიან დაღლილი ვარ მაგრამ მაინც მასზე მეფიქრება მის თმაზე, ცხვირზე ტუჩებზე, საყურეებზე და მის ტატუებზე ხელებზე მის გამოხედვაზე ძალია სიმპათიურია და საყვარელიც *** *** *** 4 ივნისი არც დღეს არ ისურვა წვიმამ მობრძანება მე კიდევ ისევ ვფიქრობ ფიქრის გარდა არაფერი შემიძლია მუსიკებს ჩავრთავ ხან Lana del rey ხან lil peep ხანაც კი one direction ზოგჯერ nirvana და უფრო ხშირად imagine dragons რამდენად მრავალფეროვანი გემოვნება მაქვს *** *** *** 5 ივნისი იწვიმეე რა !!! ხომ შეიძლებ ხვალ მაინც იწვიმო , ხვალ ხომ ჩემი დაბადების დღეა იმაზე ფიქრში რომ ხვალ ჩემი დაბადებისდღე იყო ძალიან გავერთე რადგან გამახსენდა როგორ მივყავდი მამას ყოველ ჯერზე სადმე და მე როგორ ვიპარებოდი ხოლმე *** *** *** ჩემი დაბადებისდღე ეიი 20 წლის გოგო ვარ მაგრამ ღრუბელის ნატამალს ვერ ვხედა ცაზე რაც საერთოდ არ მაგრძნობინებს თავს კარგად მარიმ მოსალოცი ბარათი მომიტანა დედამ კი უბრალოდ თავი შემოყო და თქვა გილოცავო *** *** *** 7 ივნისი და აი ღრუბლები მაგრამ სამხრეთით იქით შორს სადაც მე არ ვიქნები ქარო ამოვარდი წამომიღე ღრუბლები აქეთ გთხოვ დამეხმარე *** *** *** 8 ივნისი ჯერ ფარდაც არ გამიწევია თუ წკაპა-წკუპი არ შემომესმა გარეთ ცხვირს არ გავყოფ :’( <3 წკაპ-წკუპ წკაპ-წკუპ და აი ის სანატრელი ხმები უცბად ამოვიცვი შორტი და ისევ დიდი სვიტერი ამჯერად ყვითელი შავი ვანსები ოთახიდან გასვლა სახლიდან დედის უკითხავად გასვლა უკნიდან დედას დაჟინებული ხმა რომ დავბრუნებულიყავი მაგრამ ყურს დავიყრუე და ყურადღება არ მივაქციე *** *** *** იმ ადგილზე ვარ წვიმაში სითბოს ვგრძნობ მის დანახვისას კი უფრო დიდ სითბოს, მითხრა, რომ ხვალ ლონდონში მიდიოდა, ის მიდიოდა ჩემს საოცნებო ქალაქში და მითხრა, რომ სადმე სხვაგან წავსულიყავით მე სახლში ვარჩიე წასვლა ის სადარბაზოსთან დავაყენე სახლში ავედი დედას ჩხუბს მოვუსმინე და ოთახში შევვარდი, ფანჯრიდან გადავძახე ამომძვრალიყო და ამოვიდა კიდეც ხელი გავუწოდე დავეხმარებთქო და უარი მითხრა გამეცალე მეთვითონო ამოვიდა და ჯიბიდან პატარა შეფუთული ყუთი ამოღო ჩემს წიგნების კარადაზე დადო და მითხრა, რომ წავალ მერე გახსენი, ბევრი არ გვილაპარაკია , მაგრამ უცბათ სიტუაცია დაიძაბა დედა კარზე აბრახუნებდა მე მას გავხედე და ვუთხარი არშეიმჩნიოთქო , უცბათ კარები გაიღო და დედაა შემოვარდა ყვიროდა -ვის ელაპარაკებოდი -მოჩვენებები გაქვს? -რამეს მიმალავ? -ტელეფონზე აშკარად არ ლაპარაკობ -ორი საათია კართან ვდგავარ და მარტო შენი ხმა მესმის და კიდევ ბევრი ასეთი რამ, იმ დღეს არ მოვმკვდარვარ გადავრჩი , მაგრამ მეორე დღეს თავზე ფსიქიატრი დამაყენეს, ფსიქიატრიულში წამიყვანეს მე კიდევ არაფერი მესმოდა და არც არაფერს მიხსნიდნენ, ძალიან მიკვირდა და ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა... ჩემი დ უფრო დაბნეული იყო.. ტიროდა და ასეთი რაღაცები... *** *** *** პირველი დღე საგიჟეთში დღეს გავიგე აქ რატოც ვარ, მაინც, რომ ვფიქრობ ამ მიზეზმა უფრო გამაგიჟა მეუბნებიან შიზოფრენია გაქვსო და ისიც მითხრეს ვისაც ესაუბრებოდი ოთახში ეგ მისი ნაწილიაო ვერ ვეგუები ამ ფაქტს როგორ შეიძლება ჩემი წაემოსახვა შემიყვარდა ჩემი ფანტაზიის ნაყოფი ვგრძნობ როგორ მტკივა გული რათქმაუნდა დამიანეზე მაგრამ იმაზეც, რომ დედამ აქ მიმატოვა *** *** *** მეორე დღე დღეს წამლები დამინიშნეს ყოველდღე უნდა დავლიო დედა ალბათ ამას არ გაპატიებ და დამიანე ახლა მივხვდი რატო იყო ასეთი კარგი რადგან მე მაწყობდა თუ ის წარმოსახვა იყო ასე იგი ის მე შევქმენი და ისეთი შევქმენი როგორიც მსურდა *** *** *** მესამე დღე აქ ყველა თავის თავს ესაუბრება ან თავისთვის აფრენს მე კიდევ ჩემს ოთახში ცალკე ვარ ჩაკეტილი მგონი დედას ჯამრთელი შვილი უნდოდა და აქ მაგიტომ გამომიშვა ეს ცუდი არაა მგონი *** *** *** მეოთხე დღე ექიმის საუბარს მოვკარი ყური გამიშვებენ აქედან თუ წამლებს ყოველდღე დავლევ ამ დროს ბოლო-ბოლო დავასკვენი რომ დედა ასე ჩემს სასიკეთოდ მოიქცა მხოლოდ იმიტომ ,რომ უფრო ღრმად ,რომ შემეტოპა უფრო გავგიჟდებოდი *** *** *** მეხუთე დღე ვცდილობ კარგი ვიყო და წამლებიც დავლიო რადგან აქედან გავახწიო იმდენი დრო მაქვს საფიქრად თავზე საყრელი და ვფიქრომ მხოლოდ მასზე და მიჩნდება კითხვა მხოლოდ ის რატომ მელანდებოდა? *** *** *** მეექვსე დღე ის გითხარით რომ მე მჯერა, რომ შიზოფრენია მაქვს? ანუ როდესაც დამკითხეს ვთქვი, რომ ის არსებობს და დავამტკიცებდი ოთახში შევედი საჩუქარი, რომ გამომეტანა და სადაც მან დადო იქ არ დამხვდა ამ დროს დავრწმუნდი უბრალოდ არ მიდა რომ მჯეროდეს რომ ერთადერთი ადამიანი ვინც გამიგო ჩემი წარმოსახვა იყო იყო უბრალოდ ჩემი ფანტაზია *** *** *** მეშვიდე დღე ვემზადები უნდა გამწერონ *** *** *** ესეც ასე აქ ვარ სახლში ზალიან კარგია აქ... დაიკოს ვეხუტები და ვკოცნი ბევრს ისიც ასევე, დედასაც ჩავეხუტე, მაგიდაზე დავიხხედე და დავინახე ლონდონის სამი ბილეთი და სიხარულით დავხტუნავდი -მამათქვენს თქვენი ნახვა უნდა ერთ თვეში გავფრინდებით და იქ დიდხანს დავჩებით და ანა შენ შეიძლება თუ გინდა სამუდამოდაც -მე... მე... ეს.. ჩემი. ვაიმეე... ჩემი ოცნებაა... დედა-ვთქვიდა მას ჩავეხუტე *** *** *** დედა ეს ერთი თვე ძალიან თბილად მექცეოდა თითქოს ესმოდა ჩემი, ალბათ თავსაც იდანაშაულებდა რადგან არავინ მყავდა და მაგიტომაც დამეწყო მოჩვენებები, იმიტომ რომ ჩემ თავზე მეზრუნა’სავით რაღაცა მასეთი *** *** *** მანამ წამოვიდოდი მინდოა იმ ადგილას მივსულიყავი, სადაც პირველად ვნახე ჩემი წარმოსახვითი ბიჭი, ძალიან მიმძიმდა იქ მისვლა მაგრამ მივედი, მზე იყო არანაირი ღამე და არანირი წვიმა არ იყო, მიმძიმდა იმ სკამზე დაჯდომა რადგან ამ სკამმა განაპირობა ჩემი წარმოსახვები, ამ სკამმა , კარგი რა ანასტასია რა ამ სკამმა რის ამ სკამმა , შენი ბრალია ყველაფერი, შენი, არასდროს ცდილობდი ვიმრსთან დაახლოებას, და თუ სხვა ეცდებოდა იცილებდი, რადგან ვერ შეეფერებოდი, მაგრამ მეც მართალი ვარ თუ ვერე შევეფერებოდო რანაირად მემეგობრა მინმესთან.. მზეს ვიღაც ეფარება და მზეს ვეღარ ვხედავ, ზევით ვიხედები და თითქოს მის ნაკვთებს ვცნობ უნებლიედ ვყვირი -შემეშვი შენ ნამდვილი არ ხარ! შემეშვი ! გეყოს ჩემი გულის ტკენა! გავიგე რომ შიზოფრენია მაქვს, გავიგე და ნუღარ მეჩვენები იდეალურო ადამიანო, არა იდეალუო არა განსხვავებულო, განსხვავებული იმით რომ შენ მე გამიგე... მაგრამ გამიგებდი აბა რას იზავდი, შენ მე ხარ, შენ მე შეგქმენი ჩემი წარმოსახვა ხარ, ზუსტად ისეთი ხარ როგორიც, წარმომედგინე... თავიდანვე როგორ ვერ მივხვდი, ასე ციდან არავინ გადმგაგდებდა ჩემთის , როგორ ვერ მივხვდი, როგორ არ დავეჭვდი იმით, რომ ზედმეტად მიგებ, ზედმეტად გესმის ჩემი! -ანასტსია რა გჭირ ვერაფერი გავიგე? არანაირი წარმოსახვა არ ვარ! -ანასტასია -ვეუბნები ჩემს თავს ხმამაღლა -ვიცი რომ გინდა, რომ დამიანე არსებობდეს, გინდა რომ ის რეალური იყოს მაგრამ ასე არ არის, შენი ტვინი აკეთებს ამას, შენი ტინი მართავს ამ წარმოსახვას და ვიცი, რომ გინდა ის ნამდვილი იყოს გინდა, რომ ჩაეხუტო მაგრამ ის მოჩვენებაა -ანასტასია გეყოფა საკუთარ თავთან ლაპარაკი მე მითხარი რისი თქმაც გინდა, ანა გესმიისს ?! -არ მესმის წარმოსახვავ არა, რ მინდა რომ წარმოსახვა იყო -არც ვარ ანა -იცი თავი შემაყვარე, შემაყვარე თავი და ახლა უბრალოდ წამლებს დავლევ და გაქრები, ერთარდერთი ხარ ვინც გამიგო, იცი როგორი სიმპატიური ხარ, აი ყველა გოგო რომ ოცნებობს შენნაირ ბიჭზწ ისეთ, ამავდროულად ძალიან გამგები ხარ და აი ისევ იქ მივდივართ ბიჭები არ არიან ასეთები შენ წარმოსახვა ხარ, მხოლოდ! მე ავდექი და წამოსვლა დავაპირე, მაგრამ მან დამიძახა ბოლოჯერ შევხედე და მან მითხრა -ანა, ანასტასია ულამაზესი ხარ იცი?! შენი თვალები, პატარა კურნოსა ცხვირი, სრიალა და სწორი თმა, ეს ისეთი აღმაფრთოვანებელია... -გეყოფა! უბრალოდ გაჩერდი -ვთქვი და ცრემლები წამომივიდა სამი წამალი ზედიზედ დავლიე და უკან გახედვისას ის იქ აღარ დამხვდა... სახლში მისვლისას დედას ყველაფერი მოვუყევი ექიმთან წამიყვანა და წამლის დოზა მომიმატა, ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილას დადგა... *** *** *** თვითფრინავში დავჯექი თვითფრინავი აფრინდა ვიგრძენი რომ დედამიწას მოვწყდი ვიგრძენი სიმშვიდე და ლონდონის წვიმა ამაზე გამეცინა ხდ ამ ყველაფერთან ერთად ვიგრძენი ვიღაცის მწველი მზერა მზერის პატრონი არ ჩანდა და ისევ წამლებს დავაბრალე და წამალი გადავყლაპე *** *** *** ლონდონში დავფრინდი აქ წვიმს , რამაც უაღრესად აღმაფრთოვანა, აქაც იგივე წვიმა მოდის, იგივე წყალი , მაგრამ ახლა ხომ ლონდონში ვართ და ყოველთვის წარომოვიდგენდი როგორ დავხტოდი ლონდონში წვიმაში და ზუსტადაც ეს გავაკეთე ხელები გავშალე და გუბეში ჩავხტი ბევრი თვალი მიყურებდა მაგრამ ეს არ მაწუხებდა მე ჩემსას ‘ვისწორებდი’ მამა აეროპორტში დაგვხვდა სიცილით მოკვდა იმაზე რომ მე ასე ვცანცარებდი... მე მისკენ გავექანე და ჩავეხუტე , მარი ვერ გათამამდა კარგა ხანს, მამა არასდროს ენახა და აბა როგორ იქნებოდა *** *** *** დედა წავიდა ლონდონიდან აქ მარტო დავრჩი მამასთან ერთად სამუდამოდ საცხოვრებლად... მათ გვითხრეს რომ კიდევ გვინახულებდნენ... მარის ჩემი დატოვება ძალიან გაუჭირდ... ლონდონის ცაც სხვანაირია იცით? აქედან დანახული მთვარეც სულ სხვანაირია, აქ ყველაფერი სხვანაირია... იცით ყოველთვის ყველაფერს წარმოვიდგენდი და მსიამოვნებდა მაგრამ გაკეთება უკეთესი... წითელ ავტობუსში იჯექი, მაღალი შენობების შორის დავტანტალებდი წვიმაში, კაფეებში ყავას ვსვამდი იქიდან კი ყველაფერს ვაკვირდებოდი, ვგრძნობდი რომ აქაურობა სამშობლოზე მეტადაც კი მიყვარდა რაც დიდად არ აღმაფრთოვანებდა... მაგრამ მივხვდი სამშობლომ არ მომცა მიზეზი, რომ შემყვარებოდა... *** *** *** ჩემი პირველი დაბადებისდღე ლონდონში ისევე დებილურია როგორიც ყველა სხვაგან მამამ გრანდიოზულად მომილოცა და მითხრა კიდეც ვინმეს დავპატიჟებ მაღალ საზოგადოება გაიცნობო მაგრამ უარი ვუთხარი ახლა არა თქო ვერ ვარ ისე კარგად თქო და ეს ყველაფერი ქალურ პრობლემებს დავაბრალე.. დაბადებისდღე მაქ და ყველაფერი იგივე, ისევ ისეთი ერთფეროოვანია ერთი განსხვავებით აქ წვიმს მაინც ერთი საათია დავეხეტები ქუჩებში და ვფიქრობ ლონდონზე როგორ მინდოდა აქ ყოფნა პატარაობიდანვე როგორ მინდოდა ამ ნისლში გახვევა და წვიმაში სიარული ხიდებზე ფეხშიშველი ტანტალი და ასეთი გიჟობები დავიღალე... და აი დავჯექი კიდეც ძალიან დავიღალე აშკარად გვერდზე ნაცნობად დაეხეთქა ვიღაც ბიჭი სკამზე გავიხედე და დამიანე დავინახე თავი გავაქნიე აქეთ-იქით და წინ ჰორიზონტს გავხედე ჩემთვის გავიფიქრე ისევ შენი წარმოსახვა როდესაც დამიანეს სველი კოცნა ვიგრძენი ლოყაზე და ყურში ხმადაბლა ჩამჩურჩულა -მე არარსებული არსებობობა ვარ წვიმის გოგონავ შემდეგ ის ადგა და წავიდა დამტოვა გაურკვევლად გვერდზე დავიხედე და დავინახე ის ყუთი დაბადებისდღის საჩუქარი რომ იყო წინა წელს ვფიქრობდი მის სიტყებზე რაღაც გაუმართავი იყო ჩვენი ურთიერთობასავით "არარსებული არსებობა" ანუ? ყველა ამბობს რომ არარსებობს ის და ჰალუცინაციაა და სინამდვილეში არსებობს? თუ რაა არი? დავიბენი დავიბენი ძალიან და იქნებ უნდა ეთქვა არსებულის არარსებობა ვაიჰჰჰ დ ა მ ა ბ ნ ე ვ ე ლ ი ა *** *** *** ამ ამბის შემდეგ 3 წელი გავიდა და სრულიად დარწმუნებულმა შემიძლია, რომ ვთქვა, რომ დამიანე არ იყო ჩემი შიზოფრენიის ნაწილი, შეიძლება შიზოფრენია მაქვს მაგრამ მე ვიგრძენი მისი კოცნა მისი სველი კოცნა, და მისი საჩუქარი მაქვს რომელიც სამი წელია ყელზე მიკეთია, ყელსაბამს აწერია „rainy girl” ის ისევ გამოჩნდება , იცით რა თთქოს მასზე ჩავიციკლე, სხვა ბიჭებს უბრალოდ არ ვუყურებ, არავინ მაინტერესებს, დამიანე მენატრება...ყოველდღე დილით ადგომისას გავდივარ სახლის აივანზე ყავით და სიგარეთით ხელში და თან ყავას ვსვამ თან ვეწევი და ვფიქრომ რომ ლონდონი ულამაზესია ის ნისლშია გახვეული როგორც მე ამჯერად.... *** *** *** 2019 წლის 6 ივნისის მერე ის აღარ გამოჩენილა, მაგრამ მან ამ დღეს საბუთი მომცა იმის, რომ ის არსებობდა *-* *** *** *** ის არ გამოჩენილა 2018 წლის 6 ინისის მერე მაგრამ მის დაჟინებულ მწველ მზერას ყოველთვის ვგრძნობდი და იმასაც ვგრძნობდი რომ ის სადღაც აქ იყო ჩემთან... __________________________________________________________________ მადლობა რომ წაიკითხეთ და დრო დამითმეთ <3 ^-^ დღეს მომივიდა ამ ისტორიის დაწერის მუზა თავში დავიწყე და დღესვე დავწერე ახლა საიტზე ვტვირთავ იმის მიუხედავად, რომ ვთვლი, რომ არ ღირს ჯანდაბა რამდენი ‘რომ’-არის?! ხდდ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.