შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა მიცნობდნენ ბანდიტ ქალად...


9-04-2017, 18:58
ავტორი Mari-Mariami.16
ნანახია 1 868

ჩემში აბრაგული სული უნდა შევქმნა
ბანდიტ ქალად მინდა მცნობდნენ, მოსახლენი
უნდა მოვიპარო სითბო, გაზაფხულის
მერე ამ სითბოთი კართან მოგადგები

უნდა მოვიტაცო ცაზე ვარსკვლავები
მზეს უნდა წავართვა სხივის ყველა ფერი
მთვარეს ჩამოვაძრო მე ყველა სონატი
შენთვის მოვიპარო მინდა, ყველაფერი

უნდა მოვიპარო ყველა სიყვარული
უნდა დაგიკრიფო ყველა ზომის გრძნობა
უნდა გადავძარცვო მაისის კვირტები
გულზე დაგამჩნიო ქურდი ქალის ტრფობა

უნდა მოვიპარო მთელი გაზაფხული
მერე ნაქურდალი ხელში ჩაგითვალო
შენზეც გავილაშქრო, კოცნა მოგაცალო
გული წაგართვა და ჩუმად გავიპარო........




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent