სულის ტკივილი დამიტოვე მარია.მეორე ნაწილი თავი 6
ყველაფერი მოსაწყენია,ალბად ცხოვრებაც და მით უმეტეს ჩემთვის.ყველას უნდა შორს ციცაბო მწვერვალზე ცხოვრება,მაგრამ არ იციან როგორ და რა გზით ავიდნენ იმ მწვერვალზე.დრო მირბის სწრაფად,ჩვენ კი ნაბიჯ-ნაბიჯ ნელა მივყვებით დროს და ამიტომ გვასწრებს წინ ბევრად,ვერ ვეწევით ჩვენი შენელებული დინჯი სიარულით.მე ასე თუ ისე ბედნიერი ვარ,რადგან გვერდით მყავს ჩემი საყვარელი ადამიანები,მათში არის მხოლოდ ჩემი ბედნიერების ჩანასახი.ჩემი საკუთარი სრულყოფილი ბედნიერება კი ოცნებებზე დაყრდნობილი წარმოსახვითი სამყაროა,რომელიც არანაირ კავშირშია რეალობასთან.ტკბილია სურვილი,მაგრამ ოცნებებით ცხოვრებას მაინც რეალობის გათვალისწინება ჯობია,რომ არ ვიცხოვროთ სულ მოლოდინში.რომ შემეკითხოთ როდის ვიყავი ბედნიერი წარსულში უნდა დავბრუნდე უკან და იმ წარსულის უკვე ხავს-მოკიდებული კიბეები სათითაოდ უნდა გავიარო თამამათ და დარწმუნებულად რომ ვთქვა,30 წლით დავიხევ უკან,სწორედ მაშინ ვიყავი მე ყველაზე ბედნიერი ადამიანი.ახლა იმ დროის გახსენება მე ღიმილსაც მგვრის და უფრო ტკივილსაც,მე ხომ ჩემმა ბედნიერებამ დამაკავშირა უბედურებასთან.გიორგის ფიქრები ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა და ისე უპასუხა არც დაუხედავს ვინ ურეკავდა,ვის გაახსენდა და დაღლილი ხმით უპასუხა. -გისმენთ.ხმას არავინ იღებს. -გისმენთ გიორგი გოგაბერიშვილი.ხმა არც ამჯერად ამოიღო არავინ,მაგრამ თითქოს ჩუმი სლუკუნი მოესმა და გაოცებულმა უპასუხა. -თქვენ ტირით? რომელი ხართ,რა გიჭირთ,მითხარით სად ხართ.აღელდა გიორგი მაგრამ ზარი გაწყდა,წამოდგა და გაოცებული დასჩერებოდა ტელეფონს და აი ისევ ზარია,გული აუფრიალდა და აღელვებულმა,ვერ შეკავებული მღელვარებით უპასუხა. -გისმენთ,ვინ ბრძანდებით ხმას რატომ არ იღებთ. -მამა მე ვარ,რა გჭირს ვის ელოდი.გიორგიმ შუბლზე მოისვა ხელი და იქვე დივანზე ჩამოჯდა. -მარიამ შენ ხარ? როგორ ხართ შვილო,რას შვრებით. -ჩვენ კარგად ვართ,მაგრამ შენ როგორ ხარ შენი ხმა არ მომწონს,დაღლილი ხმა გაქვს. -კარგად ვარ მეც,როდის ჩამოდიხართ მომენატრეთ მა. -მალე,სულ მალე და შენთვის რაღაც მაქვს საჩუქრად,მაგრამ შენზე ნაწყენი ვარ. -რატომ? უეცრად გამოცოცხლდა გიორგი. -რატომ არ მითხარი,ეს უჟმური თუ მოდიოდა. -ააა,ვახოზე ამბობ? არ მითხრა არ გამიხარდაო,მაინც არ დაგიჯერებ. -როგორ არ გამიხარდა,მეძინა და რომ გავიღვიძე ელფიატი მეგონა ჩემს გვერდით იწვა ეს დებილი კაცი. -წარმოვიდგინე შენი სახე რა გაოცებული უცქერდი. -ვაშლის ჭამდა და ისე უთქლაფუნებდა ელფიატი კი არა ქუჩაში გაიგონებდა ხალხი მის პირის ხმას.გიორგი გულიანად იცინოდა და მერე ვახოს ხმაც შემოესმა. -რა გაბუქება იცი,ქუჩაში არა მარიამ თბილიში ესმოდათ ხმა. -ვიცი ახლა რა დღეშიც ხართ,ანდრეა როგორ ეგუება თქვენხ ხმაურს. -ანდრეა ამბობს თუ დიდხანს აპირებთ დარჩენას მე გავიქცევი სახლიდანო,მა ქორწილს იხდიან თუ ისე არიან გაბრაზებულები არ მიყავთ შვილები სახლში. -ალექსანდრეს რესტორანში იქნება ქორწილი,ლილიანაა ორგანიზატორი.ეს დამხმარეც გამექცევა და კიდევ ახალი უნდა ვეძებო. -იმედია იპოვი ისეთს როგორსაც შენ ეძებ. -მარიამ მოგხვდება,ხო მართლა რა მითხარი საჩუქარი მაქვსო? -მანდ რომ მოვალ მაშინ გეტყვი. -ნუთუ შვილიშვილი უნდა მაჩუქო? -არ არის დრო? -როგორ არა,მაგრამ მე და ბაბუა? -საქორწილოდ ყველა ერთად მოგადგებით კარზე მა. -უნდა შევუჩნდე ამ ხისთავიანებს დააჩქარონ ქორწილი.გაეცინა გიორგის. -აბა შენ იცი და ჩვენც ამოვისუნთქავთ,არ ვიცით ჯერ როდისთვის გადაწყვიტეს ქორწილი ცოტა ადრე უნდა ვიცოდეთ,აქ ხომ არ მივატოვებთ ყველაფერს უპატრონოდ. -ყველაფერი მოგვარდება,მარიამ ლუკა ქორწილამდე მანდ რჩება? -არ ვიცი, არაფერი უთქვამს. -რომ მიიცალო დამირეკეთქო უთხარი. -კარგი ვეტყვი,გკოცნი მა.მარიამმა გაუთიშა ტელეფონი და გიორგიმ სამზარეულოში შევიდა,სახილედან ვაშლი აიღო ჩაკბიჩა ლილიანას შეხედა და უთხრა. -ლილიანა სახლის ტელეფონზე დარეკა ვინმემ ამ დღეებში? -კი დარეკეს სამჯერ თუ ოთხჯერ,მაგრამ ხმას არ იღებს არაფერს ამბობს ვინც არის. -გასარკვევია ეს ყველაფერი, რაღაც ძალიან უცნაურად მეჩვენება. -გიორგი არა მარტო ტელეფონზე რეკავს ვიღაც,მე ძალიან ბევრჯერ შევამჩნიე სახლთან ორი მონაზონი და ერთი მათგანი აქეთ სახლს უცქერს და მომეჩვენა თითქოს ტირის.გიორგი იქვე ჩამოჯდა,ლილიანას შეხედა და უთხრა. -დარწმუნებული ხარ ლილიანა რასაც ამბობ? -დარწმუნებით ვერაფერს გეტყვი,თუ ისევ დავინახავ შევეცდები დაველაპარაკო. -ყურადღებით იყავი და თუ რამეს გაარკვევ მარტო მე მითხარი.გიორგი საგონებელში ჩავარდა,ვერ აეხსნა ეს უცნაური სატელეფონო ზარი და ვერც ეს ორი მონაზონი.ანა და ბექა ცალკე საუბრობდნენ და ერთმანეთს უცვლიდნენ აზრებს. -არ ვიცი,ანა არ ვიცი გოგი ძიამ მითხრა მარიამი ვნახე,პირისპირ შევეჩეხე მაგრამ ისე შემომხედა ისეთი გრძნობა დამრჩა ვერ მიცნოო. -ბექა ნუთუ ამნეზია აქვს? -ექიმმა გარკვევით უთხრა გიორგის მაშინ,რომ მარიამის ტვინის უჯრედები გაითიშა და შორს ვერ წაიყვან გზაში დაიღუპებაო.მეც იქ ვიყავი და მოვისმინე ეს სიტყვები ანა. -მარიამი თუ ცოცხალია,ვინ დავასაფლავეთ ჩვენ.ნუთუ სასახლე ცარიელი იყო? ნუთუ არავინ ნახა საბოლოოდ მარიამი? -ჩვენს სამეგობროდან არა,რადგან ყველამ თქვა ძალიან შეცვლილია და ისეთი გვახსოვდეს როგორსაც ვიცნობდითო. -ალექსანდრე? არც ალექსანდრემ შეხედა ბოლოს? -არა,არც ალექსანდრეს არ უნახავს,ის საერთოდ არ მიკარებია სასახლეს. -გიორგიზე რომ გკითხო ზედმეტი კითხვაა,ის ხომ გათიშული იყო და ამ ქვეყნის არაფერი არ ესმოდა,თვეები დაგვჭირდა რომ დაბრუნებოდა რეალურ ცხოვრებას. -ანა იცი რას ვფიქრობ? -ისეთი რამე მითხარი,რომ მეც ვიფიქრო ბექა რადგან უკვე აღარ ვიცი რაზე ვიფიქრო. -დაჯექი და მომისმინე.ბექამ ანა მის წინ დაიჯინა და თვალებში შეხედა. -მითხარი რა მოიფიქრე.ანას თვალებში ბექამ თხოვნაც ამოიკითხა და მუდარაც. -არ ვიცი რამდენად რეალურია,მაგრამ ნუთუ მარიამის ავადმყოფობა ექიმებმა გამოიყენეს? -ეს როგორ,ბექა როგორ შეეძლოთ 25 წელი დაემალათ ადამიანი.არა,არა ეს შეუძლებელია. -მომისმინე,მარიამს ხომ ტვინი გათიშიული ჰქონდა და შესაძლებელია იფიქრეს რომ ამნეზია დაემართებოდა და გამოიყენეს ისევ თავიანთი ცოდნისთვის მარიამის სიცოცხლე. -მარიამი ყოველთვის მარტო მიდიოდა თავის გინეკოლოგთან,პატარა პრობლემა რომ შეექნა ჯამრთელობის მხრივ არ გაამხილა,არავის არ გვითხრა და გიორგისაც დაუმალა.ვითომ იფიქრა ექიმმა ავადმყოფობის შესახებ არ გაამხელს და ეს მე მაწყობსო? იქნებ არც არაფერი სჭირდა ისეთი,რომ მკურნალობას არ ექვემდებარებოდა? -იქნებ სიმსივნე არ ჰქონდა და ისიც ტყუილი იყო? -არ ვიცი,არ ვიცი რა ვიფიქრო. -გიორგის ჯერ ვერაფერს ვერ ვეტყვით,უნდა დაველოდოთ.ანამ და ბექამ წყალი დაიგუბეს პირში და არავის არ გაუმხილეს თუ რა ეჭვები ტანჯავდათ.ერთი ფიქრი იფიქრეს ალექსანდრესთვის ეთქვათ სიმართლე,მაგრამ ისევ დაცდა არჩიეს და თავადაც ელოდნენ თუ რა მოხდებოდა ახლო მომავალში.ბექამ შეამჩნია გიორგის ბოლო დღეებში თუ როგორი დაფიქრებული დადიოდა და ბევრჯერ ისიც შეამჩნია,რომ გიორგი მას არც უსმენდა. -გიორგი რა გჭირს,ეს დღეებია არ მომწონხარ სულ გათიშული და დაფიქრებული დადიხარ. -არაფერია,უეცრად ჩავფიქრდი. -მალე მარიამი დაბრუნდება და მოგახარებს,მა მალე ბაბუა გახდებიო რას იზამ? გიორგიმ ბექას შეხედა და გაეღიმა. -მითხრა შენთვის საჩუქარი მაქვსო,მაგრამ რა ეს არ მითხრა. -უეჭველი პატარას ველოდებით,აი ნახე თუ ასე არ იყოს. -კარგი რა,მე ბაბუა? ალბად გამაგიჟებს მარიამის პატარა რომ დავინახო და ხელით შევეხო. -მასავით ენა თუ ექნა,როგორც მან ჰქონდა და ყველას გვაგიჟებდა,გეთანხმები რომ მართლა გაგაგიჟებს და აქაც თხოვნით თუ მოგიყვან.გიორგიმ ჩაახველა და ბექას შეხედა,ბექამ მიხვდა რომ გიორგის რაღაც აწუხებდა და ეს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. -გიორგი არ გინდა რამე მითხრა,გული დაიცარიელო? ვგრძნობ,რომ რაღაც გარდაქმნა მოხდა შენში და რა ხდება. -ბექა მართლა არ ვიცი რა მჭირს,ეს ბოლო პერიოდი ვიღაც მითვალთვალებდა,ახლა ეს ბოლო დღეებია ვიღაც რეკავს ჩემს ნომერზე და სახლის ნომერზედაც დაურეკავთ ისე,რომ ხმას არავინი იღებს. -მერე? ვინ უნდა იყოს,ან რატომ არ ამბობს ვინ არის. -არ ამბობს და თითქოს ჩუმი, შეკავებული ტირილის ხმაც კი შემომესმა.ვკითხე კიდეც,თქვენ ტირიხართქო? და გამითიშა. -არ გადაგიმოწმებია? -არა,მეშინია ბექა. -რისი,რისი გეშინია. -უცნაურად არ გეჩვენება ეს ყველაფერი? -ფსიქოლოგს უნდა გაესინჯო,ისევ დეპრესია არ დაგეწყოს გიორგი და ისევ ისეთი უხასიათო არ გახდე გთხოვ რა.შეეკითხე ლილიანას იქნებ მან იცის რამე? -შევეკითხე ამ დილით და მითხრა,რომ სახლის ტელეფონზედაც რეკავს ის ვინც არის და კიდევ ერთი მონაზონი უთვალთვალებს თქვენს სახლსო.ბექა სისულელეა,მაგრამ სხვას ვერაფერს ვერ ვფიქრობ ეს დღეებია,იქნებ მარიამი მართლა................ -გიორგი ჩვენ მარიამი დავასაფლავეთ. -მე არაფერი არ მახსოვს,მაგრამ იქნებ არ იყო ის მარიამი.რა დებილობებს ვამბობ, სულ ამერია თავში ყველაფერი. -კარგი რა ალბად შეეშალა ვინმეს ნომერი.ბექა ამშვიდებდა გიორგის მაგრამ თავადაც ძალიან ანერვიულდა. -ბექა არ უთხრა ანას არაფერი,ინერვიულებს.უეცრად წამოდგა ბექა,გიორგის დაუბარა მალე მოვალო და ჩქარი ნაბიჯით დატოვა კომპანია.რატის დაურეკა და სასწრაფოდ შეხვედრა სთხოვა,მაგრამ არა საავადმყოფოში.რატიმ მაიკოს შეხედა და უთხრა. -სერიოზული საქმე გამომიჩნდა და უნდა გავიდე. -სად მიდიხარ,მძიმე პაციენტები გვყავს რატი. -მიხედე და არ მოკვდებიან ერთი საათით,მალე მოვალ ბექამ დამირეკა დავბრუნდები და გეტყვი ყველაფერს.რატიც არანაკლებ ანერვიულებული იყო და მაიკომ ვეღარ შეუბრუნა სიტყვა.დანიშნულ ადგილზე მივიდა და ბექა ფერდაკარგული იდგა და ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა. -გისმენ რა მოხდა,გიორგის რა ჭირს.ბექამ ყველაფერი მოუყვა მისი და ანას ეჭვების შესახებ და ბექას გაოცებული უსმენდა. -ბექა ეს სერიოზული ბრალდებაა,მაშინ ვინც იყო მარიამის ექიმი ის წავიდა სამსახურიდან მაგრამ სადაც არ უნდა იყოს მას პასუხისგება მაინც არ ასცდება. -არა მარტო მას,აქ მარტო ერთი ექიმი არ არის საქმეში რატი მაგრამ ისაა გასარკვევი ვინ არის მთავარი,ისინი ყველა უნდა დაიჭირონ. -ღმერთმა იცის, რომ მე არანაირი ბრალი არ მიმიძღვის მარიამის და გიორგის წინაშე. -ისევ შენ უნდა დაგვეხმარო რატი და დამნაშავე ვიპოვოთ. -მე როგორ,რა უნდა გავაკეთო. -თქვენ ექიმები პაციენტების ისტორიებს ხომ არქივში ინახავთ. -კი,არის არქივი სადაც ინახება გარდაცვლილი პაციენტთა ისტორიები. -ჰოდა თუ მარიამი მართლა გარდაიცვალა ისტორიაც იქ იქნება,მაგრამ მე უკვე დარწმუნებული ვარ მარიამს არც არაფერი არ სჭირდა და ის ექიმების მსხვერპლია.რატი აქ დიდი მაფიაა,შენს გვერდით ექიმები პაციენტებით ვაჭრობენ. -მარიამს რომ ჩემთვის მოესმინა და სხვა ექიმთან გადაგვემოწმებინა მისი ანალიზები ეს შედეგი არ გვექნებოდა,მაგრამ დაიჯინა არა და არაო. -ახლა რაც არის,არის რატი უნდა იმოქმედო.~ -ეს ძნელი იქნება ბექა მაგრამ რამეს მოვიფიქრებ,ეს თუ დამტკიცდა რომ მარიამი ცოცხალია ყველა ის ექიმი და გინეკოლოგიც სასჯელს ვერ გაექცევიან. -ეს თავისთავად ასე იქნება,მაგრამ ჯერ არავინ არაფერი არ უნდა შეგამჩნიოს.წავედი და ველოდები შენგან სიახლეებს,ჯერ-ჯერობით არავის არაფერს ეუბნები.რატი და ბექა ერთმანეთს დაშორდნენ,რატიმ მოუყვა მაიკოს ყველაფერი და გაოცებული უსმენდა მაიკო. -შეუძლებელია,რატი ექიმმა იცოდა რომ მარიამი შენი ახლობელი იყო გენოკოლოგთან კი ჩემი რჩევით მივიდა.ასე არ გარისკავდა არც ქრისტი და არც თენგო თავის სპეციალობას საფრთხეს არ შეუქმნიდა. -ახლა ვფიქრობ და იცი რამ დამაეჭვა? -რამ დაგაეჭვა,რამე იყო ისეთი რაც არ მოგეწონა? -როცა მე მარიამი დავინახე თენგოს კაბინერტიდან გამოსული განადგურებული იყო,დაველოდე როდის წავიდოდა და შევედი,როცა მარიამის შესახებ შევეკითხე დაიბნა რაღაცეები მითხრა ისეთები რომ საერთოდ არ იყო კავშირში მარიამთან,მაგრამ მაშინ ისე ვიყავი არ მივაქციე ყურადღება და მათთან წავედი სახლში,მაშინ ვთხოვე მარიამს სხვა ექიმთან მივსულიყავით მაგრამ არ დამიჯერა.მარიამის დასაფლავებიდან კი ორმოციც არ იყო გასული,რომ ონკოლოგმა თავისი ნებით დატოვა სამსახური. -როგორ ფიქრობ,რატი ექიმმა მარიამის სხეული გაყიდა? -მე ვერაფერს ვერ გეტყვი დაზუსტებით,მაგრამ ბექაც ასე ფიქრობს. -გამოდის გოგიმ ნახა და ინფარქტიც ამიტომ მოუვიდა? -ბექასთვის უთქვამს,მარიამი ვნახე და ვერ მიცნოო. -სასწაულია,რატი ეს სასწაულია. -სენსაცია მოხდება და ეს კლინიკა გაიწმინდება,აქ ბევრი იქნება გახვეული ამ საქმეში და ეს პირველი არ იქნება მაიკო.ადამიანი გარდაცვლილი გვგონია აგერ უკვე 25 წელია და ის კი ცოცხალია,ამას მსოფლიო გაიგებს. -მართლაც რომ სასწაულია,მარიამი გაგიჟდება სიხარულისგან. -მაიკო არავის არ ენდო,ძალიან გთხოვ თავი დაიკავე შორს ყველასგან და თუ რამე უჩემოდ არავის არსად არ გაყვე.რატიმ და მაიკომ ძალიან მოინდომეს და დიდი სიფრთხილით არქივიდან ამოძებნეს მარიამის ავადმყოფობის ისტორია,მაგრამ ვერაფერს ვერ მიაკვლიეს.საჭირო იყო თვით ონკოლოგის კაბინეტში შესვლა და იქ დათვალიერება,მაგრამ ეს უკვე რთული იყო,დრო სჭირდებოდათ გეგმის შესამუშავებლად.ბექა,ანა,რატი და მაიკო ამ საქმეს ყველასგან ჩუმად იძიებდნენ.ალიკა,ლაშა,ალექსანდრე და გელა ქორწილის საქმეებით იყვნენ დაკავებულები.ანას თხოვნით ალიკამ ლილიანას ჩაანდო ქორწილის ორგანიზება და ისიც მთელი გულით და სულით აკეთებდა ამდენი წლის შემდეგ შეწყვეტილ მის საყვარელ საქმეს.იდეა გააცნო ყველას და ყველას მოეწონა,კარინა აღფრთოვანებული იყო და გიორგიც დახმარებას დაჰპირდა ლილიანას. -გიორგი მაგნიტივით იზიდავ უმუშევარ ხალხს და შენთან მოსულები უკვე კარიერას ქმნიან და სახელოვანი ადამიანები ხდებიან.ხუმრობით უთხრა ლაშამ გიორგის. -ლილიანამ თუ თავისი ოფისი შექმნა,ალბად მოგიწევს ისევ დამხმარე ეძებო.უთხრა ანამ გიორგის. -ეს საქმე შენ გეხება და უნდა მოაგვარო რუსოს და გოგის დაბრუნებამდე.უთხრა ანას და თვალი ჩაუკრა.ანამ რამდენიმე გოგო ნახა,მაგრამ რატომღაც ვერცერთი ვერ აღიქვა გიორგისთან ერთად ერთ სახლში და უარით გაისტუმრა,მაგრამ ერთ დღეს არა ანას ტელეფონზე,არამედ თვით გიორგის ნომერზე დარეკეს და დამხმარეს ვაკანსიას გამოეხმაურეს.გიორგის იმ დღეს ძალიან დატვირთული გრაფიკი ჰქონდა და დააპირა ანასთვის ეთხოვა,რომ სახლში წასულიყო და დალაპარაკებოდა გოგონას.წამოდგა,უნდა ენახა ანა რომ თვით ანა ესტუმრა მის კაბინეტში, დაღლილი და გამოფიტული თვალებით შეხედა გიორგის. -როგორ მაბედნუერებს ხანდახან შენი ღიმილი,მაგრამ ახლა რა რთულია ვთქვა ეს რადგან ჩემთვის ბედნიერება ერთი ჭიქა ყავაა.გიორგის გაეღიმა და ანას წინ ჩამოუჯდა,სახეზე დააცქერდა და ღიმილით უთხრა. -შენ ჩემი ღიმილი გაბედნიერებს და მე კი შენი არსებობა. -რა ხდება, გიორგი კარგად ხარ? -ვერ წარმოიდგენ რა ბედნიერი წუთები მაქვს,რადგან მე ახლა შენ შემავსე.შენ ჩემი ფლორა და ფაუნა ხარ,შენ ხარ ჩემი დიდი და უზარმაზარი ბედნიერება.ჩემი სულის ზეობა ხარ მიწიერი ცხოვრების ქარცეცხლში არსებული.ანამ თვალები დაჭყიტა და გიორგის შეხედა,შემდეგ თვალები მოჭუტა და ცალყბად უთხრა. -რა ხდება,გიორგუნას რამე უნდა რომ მთხოვოს? -შენ ხომ მიცნობ და იცი,როგორ არ მიყვარს როცა რამეს ვითხოვ და უფრო მეტი როგორ მიჭირს ამის გაკეთება შენს წინაშე,როცა შენ უნდა გთხოვო რაღაც და ისიც როცა გამოუვალ მდგომარეობაში ვარ. -ღმერთო მადლობა,მადლობა,მადლობაააა.რა დაღლილი ვიყავი და ბედნიერებისაგან სულ დამავიწყდა დაღლა, ვეღარ ვგრძნობ დაღლილობას როცა თვალის გახელაც მიჭირდა.ორივეს გულიანად გაეცინა და გიორგიმ უთხრა. -არ იზრდები,არ ბერდები,არ იცვლები და შენ წარმოიდგინე რომ გაიზარდო,რომ დაბერდე და რომ შეიცვალო ერთი წუთით ვერ აგიტან ჩემს გვერდით. -ჩემთვის ის წუთია ყველაზე ბედნიერი,როცა შენს სახეზე ვხედავ ღიმილს,გულიდან წამოსულ ღიმილს.უთხრა ანამ და გიორგიმ თავზე აკოცა. -წადი ჩემთან,ეს სახლის გასაღები ახალი დამხმარე უნდა მოვიდეს და გაესაუბრე,დაუკვირდი და თუ მოგეწონოს ხვალ დილისთვის დაიბარე,მაგრამ დღეს აღარ წამოხვიდე იქედან იქ დარჩები მე და ბექაც ერთად მოვალთ სახლში. -კარგი წავალ.თქვა ანამ და წამოდგა. -ჩვენს მოსვლამდე დაისვენე,გამოიძინე და ხვალ უკეთესად იქნები. -ბავშვებზე ვნერვიულობ გიორგი. -რატომ,რა სჭირთ ბავშვებს. -რას ჭამენ,როგორ არიან.მომენატრა ყველა.როდის დავინახავ ყველას ერთად,იმ დღეს ალბად ყველაზე ბედნიერი ვიქნები. -მალე,სულ მალე დადგება ეს დღეც საყვარელო.უთხრა გიორგიმ და გულზე მიიკრა ანა რომელიც თითქმის მზად იყო სატირლად ბექამ რომ შემოაღო კარი და შეხედა. -რა გჭირს,ანა ცუდად ხარ? -ბავშვები მოენატრა და თითქმის მზად არის იტიროს. -კარგი რა ანა დილით ხომ იტირე,სულ მალეც და ყველა ჩვენთან იქნება. -კარგი,კარგი თქვენთან დაწუწუნებაც არ შეიძლება.მივდივარ და არ მელოდო, სხვას გიორგი აგიხსნის.უთხრა ბექას ჩანთას ხელი დაავლო და კაბინეტიდან გავიდა. -სად წავიდა,რა ვუთხარი ცუდი რომ გავარდა. -მოდი,მოდი დაჯექი ჩემთან წავიდა.უთხრა სიცილით გიორგიმ და ბექასაც გაეცინა. -დაბერდა და ერთი გრამი ტვინი არ აქვს მომატებული. -გინდა რომ შეიცვალოს,რომ დასერიოზულდეს? -არა,ანა სერიოზული ვერ წარმომიდგენია. -ვერც მე,ვერ ვიგუებ ჩემს გვერდით.ანა მალე მივიდა გიორგისთან პირველი რაც გააკეთა ფანჯრები გააღო,ჯერ ადრე იყო ახალი დამხმარეს მოსვლამდე და ტყუილად ჯდომას ვახშამი მოამზადა. გიორგის საყვარელი რამდენიმე კერძი და სალათები,დროც გავიდა და კარზე ზარია ხელების მშრალებით გავიდა კართან გააღო და ხმამაღლა თქვა. -მობრძანდით,მისაღებში დამელოდეთ და მეც ახლავეს მოვალ.თავად სამზარეულოში შებრუნდა,წინსაფარი მოიხსნა,გაზიც გათიშა და მისაღებში გავიდა.თითქოს ნაცნობი სურნელი იგრძნო და სტუმარს დააკვირდა ის შუა სახლში იდგა და წინ რაღაცას დაჯინებით უცქერდა,შემდეგ წინ წაიწია აცახცახებული ხელით შეეხო ფოტოს,ჯერ გიორგის მოეფერა რომელიც მისი ღიმილით ბედნიერებას აფრქვევდა,შემდეგ მეორე ფოტოს შეეხო სადაც ბედნიერი მამა-შვილი იყო გამოსახული.ფოტო ხელში აიღო და მისი ცრემლი გიორგის დაეცა ამ ყველაფერს გაოცებული უცქერდა ანა და ნელა,ფეხაკრებით მიუახლოვდა უცნაურ სტუმარს,მაგრამ მან ფოტოები დააწყო და სწრაფი ნაბიჯით დატოვა მისაღები კარებთან მისულს კი ანას ცივმა გამყინავმა და აკანკალებულმა ხმამ ის ადგილზე გააშეშა. -მარიამ.მარიამი ნელა-ნელა შემობუნდა,ანას შეხედა და იქვე კარებთან ჩაიეცა.ანა ისე მიუახლოვდა ერთიანად კანკალებდა, ძალა მოიკრიბა და მის წინ მუხლებზე დაემხო,ორივე ხელით შეეხო თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა. -შენ ხარ,მარიამ შენ ცოხალი ხარ. -ანნა,ანაბელ,ჩემი ანა.ჩურჩულით თქვა მარიამმა და ცრემლებიც დაედინა სახეზე. -ღმერთო ჩემს წინ ხარ,ახლა სიხარულისგან უნდა ვხტუნავდე,უნდა ვკიოდე,უნდა ვტირიდე,მაგრამ გეფიცები არ ვიცი რა გავაკეთო.რა მოხდა,მარიამ სად იყავი,რა გჭირს.25 წელი გავიდა მარიამ იცი ეს წლები გიორგიმ რა მძიმედ გამოიარა? -ნუ გგონია ჩემთვის ჩემი სიჩუმე იოლი იყო ანა. -შეგიძლია ამიხსნა რა მოხდა? ბოლოს გულმა ვეღარ გაუძლო ანას და მთელი ხმით აღრიალდა მარიამს მოეხვია და ორივე ერთად ტიროდა. -აქ ვერაფერს ვერ გეტყვი,შენი ნომერი მომეცი და მე თავად დაგირეკავ. -დამირეკავ მართლა? -დაგირეკავ,აწი ვერავინ და ვერაფერი ვეღარ შემაჩერებს.აქ გიორგი მოგვისწრებს,მეგონა მზად ვიყავი მასთან შესახვედრად,მაგრამ ვერა,ვერ შევძლებ. -არ აპირებ მის ნახვას? -მე მისთვის წლებია მკვდარი ვარ,მაგრამ ალბად ოდესმე შევხვდები რომ სიმართლე გაიგოს. -ასე პირდაპირ ვერ ნახავ მას,მასზე იმოქმედებს ძალიან ცუდად მარიამ.მითხარი ცოტა რამ შენს შესახებ. -ბევრის მოყოლის დრო ახლა არ გვაქვს,მაგრამ ჩემი გაუჩინარება ექიმების ბრალია ანა და გეფიცები გიორგის ტანჯვა არავის შერჩება. -შენი,შენი ტანჯვა მარიამ? -მე? არავინ იცის რა გამოვიარე და როგორ ვეწამე,ყველა აგებს პასუხს იმ დაკარგული წლებისთვის რაც მე დამაკარგინეს. -25 წელი მარიამ,25 წელი და დღემდე მწარე ტკივილი ხარ ყველასთვის.მე ვიცოდი რომ ცოცხალი იყავი. -როგორ,საიდან იცოდი. -თავიდან არა,რამოდენიმე ხნის წინ გოგის ინფარქტი დაემართა. -გოგის? ახლა როგორაა,რთულად იყო? ზიანი დაუტოვა რამე? -არა,არა გადაიტანა.არ იყო ძალიან რთული, მაგრამ მერე მე და ბექას გვითხრა რომ მარიამი დავინახე,პირისპირ შევხვდით ერთმანეთს და ვერ მიცნოო,რა მოხდა შენს თავს საყვარელო,ძალიან ნატანჯი სახე გაქვა. -ამნეზია,ამნეზია დამემართა ანა.ისეთ წამლებს მაძლევდნენ რომ ტვინი საერთოდ უნდა გაეთიშათ.რამდენიმე ხნის წინ აღვიდგინე რაღაც-რაღაცეები,ახლა კი გიორგის ფოტოს რომ შევხედე თითქმის აღმიდგა მეხსიერება. -რატი და მაიკო შენი ავადმყოფობის ისტორიას ეძებენ და ვერსად ვერ მიაკვლიეს,როგორც კი ნახავენ ამ ყველაფერს გიორგიც გაიგებს. -ანა ექიმი ქრისტის კაბინეტში,გენოკოლოს აქვს ჩემი ყველაფერი დამალული. -როგორ,გენოკოლოგიც გარეულია ამ საქმეში? -ისიც და ონკოლოგიც მე მათი საუბარი მოვისმინე. -ვეტყვი რატის და აუცილებლად იპოვნიან. -მე წავედი ანა,დროს ვნახავ თუ არა დაგირეკავ.ანა მარიამს მოეხვია და ორივე ცხარე ცრემლით ტიროდა.გაუხარდა,ძალიან გაუხარდა რომ მარიამი ცოცხალია და ის მალე დაუბრუნდება მის რეალურ ცხოვრებას,საყვარელ ადამიანებს მაგრამ როგორ ეთქვა ეს ყველაფერი გიორგისთვის.ტირილში ჩაეძინა,ბექამ შეაღვიძა საღამოს სახლში გიორგისთან ერთად მისულმა,გიორგი მისაღებში იდგა და გაკვირვებული ათვალიერებდა სახლს.ანამ სახეზე მოისვა ხელი და გიორგის შეეკითხა. -რა მოხდა,რას ათვალიერებ. -არაფერს.უთხრა გიორგიმ და ისევ მოავლო სახლს თვალი.შემდეგ ფოტოებს დააკვირდა,რომლებსაც ადგილები ჰქონდათ შეცვლილი. -ვინ გადაადგილა ეს ფოტოები,შენ? -რაიყო,აკრძალულია? -ანა,ანა შენთვის აკრძალული არაფერია მაგრამ რატომ არ გესმის ჩემი,ჩემში ეს ბოლო პერიოდი რაღაც უცნაური ხდება.უცნაური,ამოუცნობი და დაუჯერებელი. -რა ხდება აღარ იტყვი და მარტო გინდა შეეჭიდო ისევ ტკივილს? -ნუთუ შენ ვერ გრძნობ ამ სუნს,სუნი ანა.სახლში მარიამის სუნამოს სუნი ტრიალებს,მე ეს სუნამო 25 წელია აღარ შემიგრძვნია ამ სახლში. -დაწყნარდი,გეჩვენება გიორგი. -კარგად ვარ უკვე მოჩვენებებიც თუ დამეწყო.უთხრა დაღლილი ხმით და იქვე ჩამოჯდა. -იყო ის მოსული ვინც უნდა მოსულიყო? -იყო,მაგრამ არ მომეწონა და გავუშვი. -რატომ,რა არ მოგეწონა. -ძალიან ვლგარულად იყო ჩაცმული. -მერე რა,შეგეშინდა მეგობარი არ გამიპატიუროსო? გახუმრება სცადა გიორგიმ მაგრამ მის სულში ქარიშხალის ტრიალი იყო.ბექა გაშტერებული იჯდა და ანას უცქერდა,მიხვდა რომ აქ რაღაც მოხდა,ის რაღაც კი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.