შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულ'ს'შვიდი ( თავი 1)


10-09-2018, 01:46
ავტორი judi N
ნანახია 1 462

დაწყება.
დაწყება ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა სინამდვილეში უკვე დიდიხნის დაწყებული ისტორიიდან ჰყვები რაღაცას, ციტატასავით მოგყავს ნაწყვეტი შენი ცხოვრებიდან. თითქოს ისტორიას, რომელზეც უკვე ათასჯერ იფიქრე აშიშვლებ, შენთვის მეტად მისაღებად ძერწავ და რეალურსა და არარეალურს შორის ხიდად დებ.. თავად ხდები საკუთარი ცხოვრების მემატიანე. შენი სხეულის ყველა ნაკვთი იცი, შენი ცხოვრების ყველა გზა. საკუთარ თავზე წერისას სარკედ იქცევი, რომელშიც შენი ანარეკლი ჩანს, ყველა კუთხიდან უყურებ სარკის იქით მდგომს, ზოგჯერ ცნობ, ზოგჯერ გეუცხოება, ერთდროულად გძულს და გიყვარს, მოგწონს და გაღიზიანებს, გეამაყება და გეცოდება. უამრავი გრძობის თავშესაფარი ხდები, იმდენად ბევრის, რომ გგონია ვერ დაიტევ, ერთიანად გავსებს და სულს გიხუთავს, მაგრამ მაინც ახერხებ ჰაერის ხარბად ჩასუნთქვას და ფილტვების გავსებას..
ადამიანს ბევრი დეტალი ავიწყდება, ადამიანი საკუთარ თავსაც ივიწყებს. ბევრი რამ აღარ მახსოვს ჩემი ბავშვობიდან, ზოგი მოგონება იმდენად ბუნდოვანია, ვეღარ ვარჩევ ნამდვილია თუ ჩემი გამოგონილი, ბავშობის მოგონებების დანაკლისის შესავსებად.
შიშები.. მძულს, მთლიანად გჭამს, გარს გეკვრის და გასაქანს არ გაძლევს. მახსოვს როგორ მეშინოდა სისხლის, ხელს რომ გავიჭრიდი და სისხლის სულ თითოოროლა წვეთს დავინახავდი ცრემლად ვიღვრებოდი, მეგონა ჩემში მოარული სისხლის ბოლო წვეთები იყო და მოვკვდებოდი.. ახლა ვხვდები, რომ სისხლის კი არა სიკვდილის მეშინოდა.. ადამიანს ყველა ასაკში აშინებს სიკვდილი, მაშინაც კი როცა მისი მნიშვნელობაც არ იცის.
ჩვენში ყოველთვის ცოცხლობს ბავშვი, ანცი, უდარდელი, მიამიტი.. ბავშვი რომელსაც უმალ მივაწერთ ზრდასრულ წარუმატებლობებს, ვიფიქრებთ რომ ავჩქარდით, დაუფიქრებლად, ბავშვურად მივიღეთ გადაწყვეტილება.. ჩვენივე ტყავის გასამართლეებლად ჩვენში მფეთქავ ყველაზე წმინდას მივაყრით ტალახს.
ტკივილი, რა არის ის?! რაც გაძლიერებს თუ გასუსტებს, ერთიანად დაგეტაკება და განგრევს. ტკივილი სულს ჰგავს. ჩვენშია. არც გარედან, არც შიგნიდან, ფეხიდან ან ხელიდან შედის, არც თვალებიდან ან ყურებიდან.. ტვინიდან აღწევს ჩვენში.. პირველად ვიაზრებთ ტკივილს გონებაში, აღვიქვამთ და ტკივილის სახელს ვანიჭებთ, მხოლოდ ამის შემდეგ აღიქვამს სმენა, თვალი, ხელი, ფეხი და მთლიანად შენ.
ვინ ვართ ჩვენ? ისინი ვინც დიდიხნის წინ ჩაიფიქრეს თუ ისინი ვინც ჩვენივე ფიქრებმა გვაქციეს..
კითხვები, კითხვები ყოველთვის პასუხებზე მეტია.. თავში სრული ქაოსი, როდემდე ვფიქრობთ კითხვებზე, რომლებზე პასუხებსაც ალბათ ვერასდროს მივაგნებთ, ალბათ იქამდე სანამ იმედი ბოლომდე არ გადაგვეწურება, იმედი ბოლოს კვდება, სიკვდილის ბოლო წამს, რადგან სიკვდილამდე ყველას გვგონია, რომ გადავრჩებით, ვიცოხხლებთ თუ არა ვიარსებებთ მაინც. სიკვდილის წინა ამოსუნთქვას მიჰყვება იმედი, ჰაერში იფანტება და ქრება ისე თითქოს არც არასდროს ყოფილა..
ზოგჯერ ფიქრრები მიპყრობს,ცუდი ფიქრები, ის ფიქრები ჭიაყელებივით ჩემს გულში , ადამიანებისგან დატოვებულ შავ ხვრელში რომ ბუდობენ.არავის ეკუთვნი და არავინ გეკუთვნის, ადამიანი იმაზე მეტს ჰყავს ვიდრე თვითონ ჰყავს. სიბნელეში შენი ანარეკლი აღარ ჩანს სარკეში, სინათლეში შენი ჩრდილი არ ჩანს, არ გტოვებს , მაგრამ იმალება, თითქოს ერთი და იგივეა დამალვა და მიტოვება. ორივე შემთხვევაში სიმარტოვეს უშვებ შენში და კომფორტულად აკალათებ, მაშინ რომ შეგახსენოს თავი , როცა სული დაბზარული გაქვს და საცაა დაიმსხვრევა იმ ჭიქასავით, რომლითაც ყოველთვის სვამდი ჩაის ან იქნებ ყავას, მაგრამ გუშინ ხელიდან გაგივარდა და დაიმსხვრა. ახლა ახალი ჭიქა უნდა ამოირჩიო და თავიდან შეეჩვიო, თუ არ შეიყვარებ იქნებ მიეჩვიო. რანაირი სიტყვაა იქნებ , არც კის ამბობს და არც არას,სადღაც შუაშია გაჭედილი და თავმოუბმელ აზრებს იწოვს. ადრე თუ გვიან გასკდება ფა ყველაფერ იმას გამოუშვებს რაც ნებით თუ უნებლიედ გროვდებოდა. ვეღარ გაუძლებს ვეღარც იქნებ და ვერც ადამიანი.
ადამიანის ჩრდილია მარტოობა. ყოველთვის თან გდევს, როცა ხალხში ხარ იმალება, მაგრამ არ გტოვებს.. არის წამი, წამი რომელშიც მარტო რჩები უამრავი ნაცნობი სახის მიუხედავად და ჩრდილი მთლიანად გეკვრის..
თვითმკვლელობა.. ყველას გვიფიქრია ერთხელ მაინც, ემოციებით დაღლილს , ადამიანებით დაღლილს, საკუთარ ცცოვრებას თავად დაუსვამ ბოლო წერტილს.. გაქრები ისე თითქოს არც არასდროს გიარსებია , ყველას ვისაც უყვარდი გაანაწყენებ, არ გაპატიებენ არც აქ და არც იქ.ყოველ ჯეერზე ემოციათა თვითმკვლელობას ვარჩევ, საკუთარი თავის გადასარჩენად.
ადამიანებს რთულად ვუშვებ ჩემში, ძალიან ცოტას გაუვლია მთლიანად ჩემს ადამიანობაში და ამ ცოტასგან ძალიან ბევრს სიცარიელის მეტი ვერაფეეერი დაუტოვებია.
ყველაფერი 1999 წლის 15 აგვისტოს დაიწყო. დავიბადე. მერე?! მერე რამდენიმე წელი არ მახსოვს, ჩემი მეხსიერება ჩემი ცხოვრების დღიური 5 წლიდან გახდა. ბაღში ერთ ბიჭს ვუყვარდი, დედამის მანიკური მოპარა და მე მომიტანა საჩუქრად, მაშინ შევხვდით მე და გრძნობები საჯაროდ პირველად. თუ არ ჩავთვლით ჩემი და ფაფის სიყვარულს, ქვაბში თუ რამე დარჩებოდა ძიძამ ზუსტად იცოდა ვისთვის უნდა ეხმო, მთლიანად მოვასუფთავებდი , თეფშს ხომ ალამაზებდით და ასუფთავებდით არა ბავშვობაში?! ლამაზი ქმრის იმედით, აი მე ქვაბებს ვაპრიალებდი.
პირველი იმედგაცრუება? როცა ბაღის ზეიმზე დავინახე როგორც იცვამდა ჩემი მასწავლებელი ვენერა თოვლის ბაბუის ფორმას. მთელი ზეიმის განმავლობაში აღარ გამიღიმია, თუმცა რამდენიმე წელი ოჯახს მაინც არ ვუმხელდი , რომ ვიცოდი თოვლის ბაბუს არ არსებობის შესახებ.. მერე საჩუქრები?!
გაგიკვირდებათ და გავიზარდე .. სკოლაში გადავინაცვლე, სკოლის პერიოდმა მშვიდად განვლო, კარგი მოსწავლე, კარგი შვილი ვიყავი.
2007 წელს ძმა შემეძინა, დაჩი. აქ დამთავრდა ჩემი დედისერთობა და ნერვული ბალანსი.
სკოლა წარჩინებით დავამთავრე, ატესტატის სიფრიფანა ფურცელი დავიჭირე და ეროვნულებიც წარმატებით ჩავაბარე. ლაშა და ნათიაც სიამაყით ავავსე და თამამად დაიწყეს სანათესაო-სამეგობროში შვილის ცამდე განდიდება.
ახლა აწ უკვე 19 წლის თებეა გურიელი , თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის , ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სტუდენტი ვარ. ერთერთი მთავარი მიზეზი რატომაც ჟურნალისტობა გადავწყვიტე , ჩემი სიყვარულია წერისადმი, ხშირად მითქვამს, რომ ვერ ვწერდე ჩემში დაგროვილი ემოციები სულს შემიხუთავდნენ მეთქი. დღიურებს ვაგროვებ, ისტორიებს და მოგონებებს. შემდეგ ეს მოგონებები დღიურში გადამაქვა და ჰოი ჯადოქრობავ, ასოებად, სიტყვებად და წინადადებებად ჩუქურთმდება ერთ დროს თეთრ , არაფრით გამორჩეულ ფურცლებზე.
როდესაცც იგებენ ჩემს პროფესიას , რეაქცია არ აყოვნებს
- ჟურნალისტიკაზე რა გინდა მაგათ ფული არ აქვთ.
- მაგაზე რო ჩააბარე ვინმე გყავს?
- ჰა მიკროფონი უნდა გეჭიროს და ტელევიზორში ჩანდე?
- რომელ არხზე გინდა იყო?
ადამიანებს ხომ უყვართ ყველაფრისთვის მარტივად შეხედვა და დაე მიუფურთხებიათ შენი სულიერი მიზეზებისთვის.შენც გიწევს გაიღიმო მათ რეპლიკებზე და ამოიცნო მათი შინაგანი სამყარო.
კიდევ ერთი ჩვევა მაქვს. ადამიანებზე დაკვირვება.. მეტროში, ავტობუსში, სტუმრად ყოფნისას. აი ასე ამოვიჩემებ ვინმეს და უსასრულოდ ვიკარგები მასში, მის ამოხსნას ვცდილობ.. მისი ისტორიის ამოკითხვას თვალებიდან, რომლის ნაწილიც მათში გამოჩენისას მეც ვხდები.
სკოლიდან ყველაზე ძვირფასი რაც შემომრჩა ჩემი ორი დაქალია.. თინათინი და მაია.. რაც თავი მახსოვს , მახსოვს ისინიც..
თინათინი სულ შეყვარებულია.. სიყვარულის გარშემო ტრიალებს. ახლა ამბობს , რომ ნამდვილი სიყვარული იპოვა, მისი ადამიანი , დემნა. ისიც თსუ -ში სწავლობს ბიზნესზე, და ჰყავს ლანა , რომელსაც ათასჯერ მაინც უთქვამს - ნეტა შენ იყო ჩემი დაო და მეც ათასჯერ დამიბრუნებია პასუხად - მოდი დაჩის და თინათინი იყოსთქო.
მაიას კი უკვე სამი წელია ნაპოვნი ჰყავს მისი ბაქარი. თავად მიგვატოვა და გეპეიშნიკი გოგო გახდა, არა ,არა! კარგი გოგოა, არც დაბალი ქულები ჰყავდა.თავისი სურვილით გადაწყვიტა , რომ გეპეის სტერეოტიპები დაემსხვრია და ენერგეტიკაზე ესწავლა.
უნივერსიტეტმა ექვსი ჩემი ადამიანი მაჩუქა. რთულად თუ მოვუშვებ ადამიანს გულთან ახლოს, მე კი მთლიანად გავხსენი მისი კარი და ეგოისტურად გამოვკეტე ექვსი ადამიანი. ექვსი განსხვავებული სახე და ისტორია. სულ შვიდნი ვართ, ცრურწმენების ნაკლებად მჯერა, მაგრამ ხომ ამბობენ კარგი ციფრია შვიდიო, ჰოდა დაიჯერეთ. რომ მკითხოთ საერთო რა გვაქვს გეტყვით, რომ მხოლოდ პროფესია. დიახ ჩვენ ჟურნალისტები ვართ.
თებეა, ლილიანა, ნია, ლილე, კატო, მაშო და სალი.
არა მაინც როგორი მოუშორებელია ჩვევები.. მაინც გადავთვალე ვინმე რომ არ გამომრჩენოდა, თითქოს ვჩექინდებოდი და მერე რომელიმეს გაბუსხვის მეშინოდა...
როგორები არიან ისინი? ფერადები! ყველა ფერი იყრის მათში თავს.. არ ვიცი როგორ შევხვდით ერთმანეთს ეს შვიდი სრულიად განსხვავებული სული, მაგრამ ჩვენს შორის უხილავი ძაფები გაიბა და დღითიდღე მყარდება.
ლილიანას მშვიდი ხმა საოცრებაა, გგონია აკვნად გედება და სადაცაა ჩაგთვლემს, მაგრამ მერე გაგახსენდება რომ შინაარსს დაუკვირდე და ჰოი საოცრებავ, ცივი წყალი გადაგესხმევა და უმალ გამოფხიზლდები. ადვილად აალებადია, მაგრამ საოცრად თბილი. ალბათ არასდროს მითქვამს მისთვის,მაგრამ ვგიჟდები მის დიდ მწვანე თვალებზე, რომლებშიც მთლიანად ეტევა და ერთი ჩახედვით გისაკუთრებს. მიყვარს მაგთში მეც რომ ვჩანვარ ხოლმე და მისი ისტორიის ნაწილი ვხდები.
ნია, პატარა ბავშვივითა, მარტივად სწყინს, თუმცა ზედმეტი სიყვარულით მოსდის, თბილია და მერე როგორ! მზის სადარია! ვგიჟდები როცა ლოყებს დამიკოცნის და მაინც არ ყოფნის, მერე ჩამეხუტება და მთლიანად მაგრძნობინებს გვედით ყოფნას. ასეთია, ყველას ყოფნის მისი სითბო.
მაშო, ალბათ ჩვენში ყველაზე ალალია. ჯერ ამბობს და მერე ფიქრობს. მასთან ერთად სულ გიჟივით ვიკრიჭებით, საოცარი ადამიანია, ახერხებს რომ სულ მასზზე გვალაპარაკოს და დღის ენერგიად გადაგვექცეს. ჯერ ბრაზდება და მერე ხვდება რაზე გაბრაზდა. ჯანდაბაშიც გამოგყვება და იმის იქითაც, შენს გამო შეუძლებელს იზამს, ვეჭიანობთ, რადგან მისი კატა ჩვენზე ძალიან უყვარს! მოკლედ ჩემი პოზიტივია.
სალი.. ეს გოგო, მისი შავი ბრიალა თვალებით საოცრებაა. აი ყველას რომ უნდა უყვარდეს ისეითია. მისი სიარულის მანერას უსასრულოდ განვასახიერებთ. მისი დაძახებული - სიცოცხლე ჩემი სისუსტეა. იცით მხოლოდ მასთან ერთად ვმღერი და ამით საოცრად ვბედნიერდები.ასე შეუძლია დადგეს და შენთან ერთად იტიროს..
კატო.. ღმერთს ყოველდღე ვთხოვთ მისი ენერგიის ნახევრის ნახევარი მოგვცეს. არასდროს იღლება, გარშემო ყველას დაგვღლის და ის ისევ იცეკვებს. საოცრად თბილია, უამრავი კითხვით. თუ რამის ლინკია ჩატში ესეიგი ივენთი ჩააგდო კატომ. სიყვარული გოგოა, ყველა უყვარს და მის გულში სიძულვილს არ უშვებს. მაგრამ ჩვენ ყველაზე მეტად მაინც ჭამა უყვარს. ალბათ ამიტომ გვჭამს ხშირად დაუსრულებელი კითხვებით. ერთხელ თუ გულში შემოგივარდა ვერასდროს გადაიყვარებ.
ლილე.. ყველაზე მშვიდი და გაწონასწორებულია.. ასჯერ გაზომავს და ერთხელ გაჭრის.. ჩვენი დამამშვიდებელია, მაგრამ თუ გაბრაზდა მერე რთულია დაამშვიდო.. საოცრად თბილია... მონდომებული და მიზანდასახული. ისეთია უნდ გიყვარდეს. თუ შეიყვარებ ისე შეგიყვარებს, რომ ამ გრძობით აგავსებს. მისი სიცილი ყველას გადაგვედო, მისნაირი მშიდი ჩაკისკისება იცის. სიარული? თითქოს დაფარფატებს..
მათთან თაავს მარტოდ ვერ იგრძნობ. ჩემი ცხოვრების ნაწილებად იქცნენ. ჯერ მხოლოდ წელი გავიდა და უკვე მგონი, რომ საუკუნეა ჩემი ადამიანები არიან.. თითოეული მიყვარა ცალ-ცალკე და ყველა ერთად.
გულს სიყვარული აძლევს ძგერის ძალას. ჩემი გული კი ახლა ძალიან ძლიერად ძგერს, რადგან მასში ამდენი სიყვარულია..
ყველას ჩვენი ცხოვრების გზა გვაქვს, რომელსაც ერთად ვიკვალავთ. ზოგჯერ სულელურ ან ჭკვიანურ რჩევებს ვჩუქნით ერთმანეთს. ხან გიჟი შეყვარებული გოგოებივით ვიქცევით, ხან კი მშვიდი, გაწონასწორებული სრულწლოვნებივით. რთულია ამოიცნო როგორები ვართ სინამდვილეში , ალბათ ყველანაირები.



-----------------------
ამ ისტორიაში ემოციათა ზღვას წააწყდები და როცა იფიქრებ რომ დაიხრჩობი, სწორედ მაშინ დადგება ემოციათა თვუთმკვლელობის დრო. ეს ისტორია იქნება შვიდ გოგოზე, ოცნებებზე, მიზნებზე, სიხარულსა და ტკივილებზე. ყველანაირ სიყვარულზე.
და შენ, ეკრანს მიღმა მყოფო მკითხველო გამიზიარე შენი აზრი , რომ გახდე ჩვენი ისტორიის ნაწილი



№1  offline წევრი Crazy dreamer

Momewona da dzalian mainteresebs am shvidi gogonas istoria...
Velodebi shemdeg tavs warmetebebii

 


№2  offline წევრი judi N

უცნაური მე
მომეწონა..
და მოგყვები..
კარგად წერ.

გმადლობ ❤

Crazy dreamer
Momewona da dzalian mainteresebs am shvidi gogonas istoria...
Velodebi shemdeg tavs warmetebebii

ვეცდები არ დავაგვიანო, გმადლობ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent