ღვთაება ირლანდიიდან (ნაწილი1)
ღვთაება ირლანდიიდან (ნაწილი1) არავინ იყო ქვეყნად ანისეზე მშვენიერი.მისი მწვანე თვალები,ცეცხლოვნად მოელვარე, თაბრუს ახვევდა ყოველივე სულიერ არსებას.მის თვალებს ამშვენებდა,ხშირი და გრძელი წამწამები.ხოლო მისი,ფეხის კოჭებამდე დაშვებული,წაბლისფერი თმები,რომელსაც ნაზად არხევდა, სულ მცირედი ნიავიც კი,ადამიანს სურვილს უღზევებს,შეხებოდა მას. -და ხმა?მისი,ჩიტივით მგალობელი,ნაზად მოტრფიალე,რომელსაც შეეძლო დაეტყვევებინა.უძლურნი იყვნენ ადამიანნი და მხეცნი მის წინაშე . ალუბალივით,მუდამ წითელი ტუჩები,რომელიც მის ხვთაებრივათ ლამაზ სახეს,კიდევ უფრო ამშვენებდა,ეშმაკივით მაცდურად გიბიძგებდა უფსკრულისკენ და გიჩნდებოდა სურვილი,ერთხელ მაინც გეგემა მისი გემო. დადიოდნენ მამაკაცნი,სოფლად სადაც ანისე ცხოვრობდა.ყველანი ცდილობდნენ,მისი ყურადღება მიექციათ,რადგან არ იყო კაცი,რომელსაც ერთი ნახვით არ შეყვარებოდა იგი.ზოგიც ყვავილებს უგზავნიდა,ზოგიც კი ლამაზ ლექსებს უძღვნიდა,მაგრამ ვერანაირი სიტყვა და საქციელი ვერ ათბობდა მისდამი სასიკეთოდ ანისეს გულს. ანისე მიუხედავათ,თავისი სილამაზისა და ადამიანების ყურადღებისა, არასდროს უსარგებლია მათით.სინამვილეში იგი იყო,მორცხვი და უკარება. თავს არიდებდა,უცხო ადამიანებთან საუბარს.ერჩივნა წიგნები ეკითხა, სოფლად მდებარე ჩქარულას მდინარესთან,რომელის ნაპირებიც დაფარული იყო მწვანე ხშირი,ხეებით.თითქოს ბუნებაში უფრო, თავისუფლად გრძნობდა თავს.ხალხისგან მოშორებით.ცოტა არ იყოს და წუხდებოდა კიდეც, ადამიანების ზედმეტი ყურადღებით,მისდამი.ერჩივნა ბუნებაში, მდინარის ნაპირას , სადაც მუდამ სიგრილეა, მჯდარიყო და ჩიტების გალობასთვის მოესმინა.ხანდახან თავადაც აჰყვებოდა თავისი, მოტრფიალე,ალერსიანი ხმითაც.მის ხმის გაგონებაზე, თითქოს დანარჩენი ჩიტებიც,რომლებიც მანამდე ჩუმად იყვნენ,ბანს აძლევდნენ და აჰყვებოდნენ ხოლმე ანისეს.მისი ხმა იმდენად წმინდა და საამო იყო,რომ მსმენელისთვის,დრო ჩერდებოდა,არა ამ ქვეყნიურ,სივრცეში ხვდებოდა, სადაც ბოროტება არ არსებობს,სადაც დრო გაჩერებულია და ყველაფერი მუდმივია. -ალბათ მიხვდით,რომ ჩვენი მთავარი გმირი სწორედ ანისე გახლავთ,მაგრამ უმჯობესია,თუ ყველაფერს ჩავუღრმავდებით და დასაწყისიდან,ანუ მისი დაბადებიდან დავიეწყებთ.შევეცდები მოკლედ,გადმოგცეთ,ყველაფერი მის და მისი ოჯახის შესახებ. დაბადება ანისე 1825 წელის 25 დეკემბერს,ცივ,სუსხიან ზამთარს დაიბადა ქალაქ კორკიში,ფილიპ და ქეით ნელსონების ოჯახში.ფილიპი,პროფესიით, ფიზიკოსი იყო,რომელმაც განათლება ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო.ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ კორკიში,ირლანდიაში მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა სადაც ქალაქის საუკეთესო სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორად მოეწყო.ფილიპი ბავშვთა სახლში იზრდებოდა და საკუთარი მშობლები თვალითაც არ ყავდა ნანახი.მის წინ სვლაში,განათლებაში,აღზრდაში და პატრონობაში დიდი წვრილი მიუძღვის მამა არტურს.მამა არტურიც დიდად განსჭვალული პიროვნება იყო.სწორედ მან შეაყვარა პატარაობიდანვე ფილიპს,გეომეტრია,ალგებრა და მისთვის ყველაზე საყვარელი საგანი ფიზიკა.ამას გარდა ფილიპე შესანიშნავად ფლობდა სხვადასხვა ენებსაც.როგორებიცაა მაგალითად:ინგლისური,ფრანგული ესპანური და ირლადიური.სისხლით და ხორცით,პატრიოტი ირალდიელი გახლდათ.საოცრად მორწმუნე და ეკლესიური კათოლიკი.რაც შეეხება ქეითს ანისეს დედას,ასევე კორკის უნივერსიტეტში,ლიტერატურას ასწავლიდა,სტუდენტებს.სწორედ კორკის უნივერსიტეტში გაიცნეს ერთმანეთი ფილიპმა და ქეითმა.ქეითი ყველაზე ლამაზი ქალი იყო მთლიანად კორკში და ირლანდიაშიც.სწორედ მისი მწვანე თვალები,წითელი ტუჩები და გრძელი წამწამები ერგო ანისეს მემკვიდრეობად.გაცნობიდან ორ წელიწადში დაოჯახდნენ და სულ მალეც ულამაზესი,ანგელოზი ეყოლათ,რომელსაც ანისე დაარქვეს.ანისე კელტურ ენაზე ხვთაებრივს ნიშნავდა.თანაც კათოლიკეებისთვის ყველაზე დიდი დღესასწაულზე დაიბადა,შობის დღეს.სწორედ ეს იყო ალბად მიზეზი,ხვთაებრივის ანუ ანისეს დარქმევა,ანდაც სრულიად მსი ხვთაებრივი სილამეც შეიძლება ყოფილიყო მიზეზი. -აი უკვე როგორც გითხარით.ქალაქ კორკში 1825 წლის 25 დეკემბერს,შობის დღესასწაულზე იბადება ხვთაებრივად,უმშვენიერესი მანდილოსანი ანისე.ფილიპის და ქეითის სიხარულს საზღვარი არ ქონდათ. განსაკუთრებით ქეითისას,რადგან მისთვის პირველი მშობიარობა იყო და ძალიან გაუჭირდა.შეიძლება ითქვა,რომ კინაღამ გადაყვა კიდეც მშობიარობას,მაგრამ უფალმა არ მიატოვა და მისცა საშუალება ენახა მისი ულამაზესი ქმნილება,ბუნების მშვენება. როგორც კი ქეითი გამოკეთდა,მათ სახლში გაიშალა უზარმაზარი სუფრა,სადაც უამრავი სტუმარი შეიკრიბა ანისეს სანახავად და მშობლებისთვის მისალოცად.სტუმრები თვალს ვერ წყვეტდნენ, პტარა,ციცქნა გოგოს,რომლის თვალებიც სრულიად განსხვავებულად ანათებდა,სრულიად არ იყო უბრალო თვალები,არამედ განსხვავებული ისეთი ლამაზი და მოელვარე იყო,რომ ცხოვრებაში ნანახი არ ქონდათ მსგავსი მშვენება.ასევე მოსალოცად ჩამოსული იყო ქეითის დედაც.სამწუხაროთ ქეითს მამა ბავშვობაში გარდაეცვალა და ობლად ზრდიდა დედამისი სოფია . სოფიამ საჩუქრად,მის შვილიშვილს ძველის ძველი მედალიონი უბოძა,რომელზედაც გამოსახული იყო იზოლდა,ხოლო მიზგან გვერდით ტრისტანი,რომელიც ამარცხებს დრაკონს.ლეგენდის თანახმად ადრე დიდიხნი უკან,სამეფო ციხე სიმაგრის წინ,კვირაში ორჯერ ჩნდებოდა დრაკონი,რომელიც კლავდა და ჭამდა ვინ კი გზად გადაეყრებოდა.ვერავინ ბედავდა პირისპირ შეხვედრას დრაკონთან,რათა განეგმირა იგი.ასე გრძელდებოდა თვეები და წლები.იმ დროინდელი მეფე ელოდებოდა რაინდს,გმირს რომელიც გამოჩნდებოდა და მოკლავდა დრაკონს,მაგრამ,გადიოდა წლები და არ ჩანდა რაინდი.ერთ დღესაც მეფემ განაცხადა,რომ ცოლად შერთავს მის ულამაზეს და ერთადერთ ქალიშვილს,რაინდს,რომელიც შეძლებს დრაკონის დამარცხებას.იზოლდას სილამაზეზე ლეგენდები დადიოდა შოტლანდიასა თუ ინგლისში,დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში.ყველა კუთხიდან ჩამოდიოდნენ, მსურველები,მაგრამ ვერავინ ახერხებდა დრაკონის განგმირვას,გარდა ერთისა,რომელსაც ერთი დანახვით შეუყვარდა,მეფის ქალიშვილი იზოლდა.სწორედ სიყვარული გახლდა ის ძალა და მხნეობა,რამაც შეაძლებინა ტრისტანს შეუძლებელი და განგმირა,სისხლის მსმელი დაუნდობელი დრაკონი.მედალიონი კი სიმბოლოა სიყვარულის გამარჯვებისა ბოროტებაზე.ხოლო იზოლდა კი იმ სილამაზის სიმბოლოა, რომელიც ქეითს ერგო,სოფიასგან,ხოლო,ქეითისგან კი ანისეს. სოფია ცხოვრობდა,სოფელ ვუდლონში,რომელიც მდებარეობს გოლუეის საგრაფოში,კონაქტის პროვინციაში.სწორედ ამ პატრა სოფელში დაიბადა 30 წლის წინათ ანისეს დედა ქეითი.სოფია მზრუნველი დედა გახლდათ.ყოველთვის ცდილობდა,თავისი ერთადერთი ქალიშვილისთვის გზა გაეკვალა,უკეთესი და წარმატებული მომავლისთვის.სწორედ მისი დამსახურებაა,რომ ქეითი განათლებულ,პატიოსან პიროვნებად ჩამოყალიბდა. სოფელი ვუდლონი,ქალაქ კორკიდან რამოდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.იმ დროისთვის მოგზაურობა ძალზედ მოუხერხებელი და აუტანელი იყო,თანაც ხანში შესული ადამიანისათვის. ამის გამო სოფია ვერ ახერხებდა,ხშირად მონახულებას თავისი ქალიშვილის, ასევე თავად ქეითიც,წელიწადში ერთხელ თუ შეძლებდა, შვებულებით დედამისის სანახავად ვუდლონში ჩასვლას,ამიტომაც ქეითმა გადაწყვიტა რომ დედამისისთვის ეთხოვნა დარჩენილიყო მასთან კორკიში და სალაპარაკოდ სასტუმრო ოთახიდან სადაც სტუმრებისთვის გრძელი მაგიდა იყო გაშლილი,მჯდომიარე სოფიას,ხანში შესულ დედამის სთხოვა გაჰყოლოდა მის საძინებელ ოთახში რათა ესაუბრათ,მარტოს პირისპირ, სტუმრებისგან განცალკევებით. ულამაზესი სოფია,რომელიც სტუმრებთან ძველი ისტორიების, მოყოლით ლაპარაკში იყო გართული მოწიწებით წამოდგა, ქალიშვილის თხოვნაზე, სტუმრებს თავაზიანად ბოდიში მოუხადა და გაჰყვა ქეითს.როგორც კი საძინებელ ოთახში შევიდნენ, მაშინათვე მძინარე ანისეს დახედეს,რომელსაც ქეითის და ფილიპის საძინებელი საწოლის გვერძე,მდგომ აკვანში ღრმად ეძინა. -დედასავით,კარგი ზნის პატრონია ეტყობა.უკვე რამოდენიმე საათია არავინ შეუწუხებია,თავისთვის წყნარად სძინავს-დაბალი ხმით,მისგან გვერდით მდგომ ქეითს გადაუჩურჩულა სოფიამ და კვლავინდებურად, ანისეს მისჩერებოდა,რომელც ხანდახან ძილში იცინოდა თითქოს,სიზმარში ანგელოზებს ეთამაშებოდეს. -იმედი მაქვს,რადგან არც თუ ისე ადვილი ყოფილა მშობიარობა.-ღიმილით გადაულაპარაკა ქეითმაც.რამოდენიმე წამით ისევ შესცქეროდნენ ანისე რა დროსაც ქეითმა საუბარი გააგრძელა-დედა წამოდი საწოლზე ჩამოვჯდეთ, მინდა ერთ ძალზედ მნიშვნელოვან თემაზე დაგელაპარაკო.-სოფიამ მაშინათვე ხელი ჩაკიდა,ქეითს და საწოლზე ჩამოჯდნენ. -გისმენ,ჩემო საყვარელო-ფაფუკი ხმით,უთხრა სოფიამ და ხელით ქეითის ლამაზ წითელ ლოყებიან სახეს შეეხო. -მინდა,რომ ჩემთან დარჩე.უკვე საერთოდ ვეღარ ვხედავთ ერთმანეთს. მენატრება ის დრო,როდესაც სულ ერთად ვიყავიდ. ბავშვობა მენატრება. გთხოვ უარს ნუ მეტყვი და დარჩი ჩემს გვერდით.ასე უფრო დაწყნარებული ვიქნები.-სევდიანი ხმით სთხოვა დედამის -ეჰ-ღრმად ამოისუნთქა სოფიამ,რომელსაც თვალები, ამღვრეოდა სევდისგან.-მეც მენატრება.სამწუხაროა,რომ უფრო ხშირად ვეღარ ვხედავთ ერთმანეთს.მეც დავბერდი,მხნედ კი გამოვიყურები,მაგრამ სინამდვილეში დაჩაჩანაკებული მოხუცი ვარ-ჩაეცინა სოფიას და ქეითსაც დანაღვლიანებული სახე,ღიმილმა გაულამაზა.-რაც შეეხება შენს შემოთავაზებას,უარს არ გეტყვი.დიდი სიამოვნებით დავრჩები და შევეცდები,ბავშვის აღზრდაში ცოტაოდენი წვრილი შევიტანო.ბოლო ბოლო შენც ხომ ჩემი გაზრდილიხარ. -კი კი შენი გაზრდილი ვარ-უკვე ცოტათი ხმამაღლა ჩაეცინა ქეითს და შეშინებულმა,ბავშვის აკვნისკენ გაიხედა,ეგონა გაეღვიძებოდა,მაგრამ ანისე ოდნავათაც არ გატოკებულა.ძველებურად ღრმა ძილს მისცემოდა.-შენ არ იცი როგორ გამახარე დედა-და მაშინათვე გულში ჩაიკრა სოფია.რამოდენიმე წუთი არ უშვებდნენ ერთმანეთს და თკბებოდნენ წუთებით,რომელმაც ის ერთმანეთისგან უნახაობის,მონატრების ცარიელა ადგილები ამოუვსო,რომელიც უკვე დიდიხანია ტანჯავდა მათ. -რაკი უკვე მოვრიგდით,მაშინ ისღა დაგვრჩენია,ჩემი ნივთები ჩამოვიტანოთ ვუდლონიდან. -მაგაზე არ იდარდო დედა.-სიხარულით ახტაცებულმა ქეითმა ,მტკიცე ხმით,უთხრა.-ჩვენი მეზობლები ბლექები ხომ იცი?-ჩაეკითხა ქეითი. -ემანუელ და დორინ ბლექებზე მეკითხები?რომლებიც ჩვენს მახლობლად ცხოვრობენ ვუდლონში? -კი კი-დაუქნია თანხმობის ნიშნად თავი ქეითმა. -მაგათ რა დამავიწყებს.-ჩაიცინა სოფიამ და მაშინათვე განაგრძო-ეგენიც ჩემსავით მოირყნენ და დაბერდნენ. გახსოვ როგორ აწვალებდი ბავშვობაში, მათ ვაჟს?-ერთი წამით ჩაფიქრდა-ჯიმი ერქვა თუ არ ვცდები.შენი წლოვანების უნდა ყოფილიყო.დიდიხანია არ მინახია ისიც სასწავლებლად წავიდა,სოფლიდან თუ სწორად მახსოვს. -მართალი ხარ დედა.დავჩაჩანაკდიო ამბობ,მაგრამ ბევრ ახალგაზრდაზე უკეთესი მახსოვრობა გაქვს,ასე,რომ ტყუილად ნუ იბერებ თავს.ჯერ 53 წლისა ხარ მხოლოდ,მთელი ცხოვრება წინ გაქვს.-ხუმრობით,მაგრამ სერიოზული სახით,უთხრა ქეითმა სოფიას. -ჰა ჰა ჰა-ხელახლა გაეცინა სოფიას,მაგრამ ამ ჯერად უწინდებურზე ხმამაღლა.მაშინათვე ორივემ ხელახლა ბავშვისკენ მიმართეს მზერა და იმწამსვე გაჩუმდნენ.ამჯერზე,მათ სიცილზე ანისე ოდნავ შეირხა,მაგრამ არ გაღვიძებია.-კაი ეხლა გეყოფა ხუმრობა-დაბალი ტონით განაგრძო სოფიამ.-ცხონებული მამაშენივით,შეგიძლია სისულელეს თქმა,ისე რომ არ გაგეცინება,ვითომ და არ ხუმრობ.ნეტავ ამას როგორ ახერხებთ?-კვლავინდებურად იღიმის-მაგრამ ახლა ჯობია მითხრა რისი თქმა გინდოდა ბლექებთან დაკავშირებით. -მათი ვაჟი ჯიმიც კორკიში ცხოვრობს,ჩვენგან ორი კვარტალით მოშორებით. ამის წინებზე შემხვდა და ძლივს ვიცანით ერთმანეთი. ბავშვობაში ტანით პატარა იყო სულ ვაწვალებდი ხოლმე,მაგრამ ახლა უკვე დიდი მამაკაცი დადგა მისგან.ცოტათი ვისაუბრეთ ბავშვობა გავიხსენეთ. ანისეც თან მყავდა,კალიასკით ვსეირნობდით,როცა ჯიმს შემთხვევით გადავეყარეთ ქუჩაში. ჩავეკითხე მშობლებზე, თუ როგორ იყვნენ,მაგრამ მოდი ეხლა მოკლედ გეტყვი,თორემ მასზე საუბარი შორს წაგვიყვანს.ესეიგი ამ კვირაში ხუთშაბათს ან პარასკევს აპირებს საცხოვრებლად,სოფელში დაბრუნდეს.შეგვიძლია,რომ ვთხოვოთ,შენი ნივთები გამოგვიგზავნოს და თან ბინის გასაღებსაც მას დაუტოვებდი,ყურადღებას მიაქცევდნენ,ცოტა ოდენ თანხასაც გადავუხდი ხოლმე ყოველ თვიურად ყურადღებისთვის.რას იტყვი?-როგორც იქნაა დაასრულა ქეითმა და დედამისის პასუხს დაელოდა. -ძალიან კარგი აზრია შვილო-მოუწონა აზრი ქეითს-მათ ოჯახს კარგად ვიცნობ და ვიცი,როგორი პატიოსანი ხალხიც არიან,ბლექები. დარწმუნებული ვარ სახლ კარს პატიოსნად მიგვიხედავენ,თანაც სოფლად, მცირე ოდე გასამსჯელოც ძალიან ბევრს ნიშნავს.-მაგრამ ქალაქიდან რატომ ბრუნდება სოფელში?-ჩაეკითხა ქეითს. -ვიცოდი,რომ მკითხავდი-ლამაზად გაეღიმა-გავიგე,რომ კორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა ჩემსავით,სამედიცინოზე. თავიდან ყველაფერი კარგად მისდიოდა.ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე ყოფილა,სამედიცინო დარგში,ეს ყველაფერი მისმა პედაგოგებმა მიამბეს სასწავლებელში.ცნობის მოყვარეობამ მსძლია,როგორც კი გავიგე,რომ კორკიში რომ სწავლობდა.შემდეგ მესამე კურსზე იყო როდესაც, თანაკურსელი გოგო შეყვარები.-წამებით გაჩუმდა ქეითი -მერე.მერე? განაგრძე-თქვა სოფიამ,და სრული სერიოზულობით ყური დაუგდო. -მერე ის რომ,ეს გოგო თურმე,ედმუნდ ბოილის,კორკის გრაფის ქალიშვილი ყოფილა.ხომ გესმის?უბრალო გლეხთან ყოფნის ნებას არ მისცემდა გრაფი თავის ქალიშვილს. -მესმის,მესმის-სევდიანი ხმით დაეთანხმა სოფია-უკვე გასაგებია,რომ სევდიანი დასასრული უნდა ქონდეს,მათ სიყვარულს. -სამწუხაროდ მართალიხარ დედა-განაგრძო ქეითმა-ერთმანეთს,ფარულად ხვდებოდნენ,თურმე ისე,რომ არავის შეემჩნიათ,მაგრამ მათი მალული ურთიერთობები,დიდიხნით არ გაგრძელდა.ლორდს ყველგან ყავდა მისი ხალხი და შეიტყო,რომ ერთმანეთს კვლავ ხვდებიან.განრისხებულმა ედმუნდმა,თავისი მაღალჩინოსანი,ახლობლები შეაწუხა და ჯიმი უნივერსიტეტიდან გარიცხეს. -საწყალი ბიჭი.-თავისტვის ჩაიჩურჩულა სოფიამ,მაგრამ მისი სიტყვები ქეითის ყურებმაც გაიგონეს,რაზეც დაეთანხმა -მართლაც,რომ საწყალი.გარიცხვა,როდი აკმარეს.რამოდენიმე თვით, ციხეშიც აყურყუტავეს. -უყურე შენ მაგ ნაძირლებს.-შეეკრა წარბები,სოფიას-როდემდე უნდა გაგრძელდეს,ჩვენი მოღალათე გრაფების პარპაში.როდემდე უნდა აფარებდეს ხელს ინგლისის მონარქები?-რამოდენიმე წამში მოუბოდიშა სოფიამ,რომ შეაწყვეტინა,ამბის მოყოლა და სთხოვა,რომ გაეგრძელებენი. -რამოდენიმეთვეში,საწყალი ჯიმი გაანთავისუფლეს ციხიდან,მაგრამ გარეთ გამოსულს,ჰოსპიტალში მოუწია ერთი კვირით დაწოლა,რადგან იმდენად მძიმე პირობებია ციხეებში,რომ ერთი თვეც კი საკმარისია,რაიმე დაავადების ასაკიდებლად. -წარმომიდგენია რისი გადატანა მოუწია საწყალ ბიჭს. -ეს ჯერ კიდევ არაფერია დედა იმასთან შედარებიც,რაც შემდგომ გადახდა.-განაგრძო ქეითმა-როგორც ჯიმი მაინც ახერხებდა,მის სიყვარულტან შეხვედრას ჩუმად.მალულად დაიწერეს ჯვარი და გადაწყვიტეს გაპარულიყვნენ აქედან შორს ევროპის სხვა ქვეყნებში.სადაც ლორდების და ბაარონები ვერ დააშორებდნენ ერთმანეთს.არ მახსოვს რომელი პორტიდან აპირებდნენ გაქცევას,მაგრამ სანამ გემზე ავიდოდნენ,მაინც მიაგნეს ედმუნდის ქვეშევდომებმა და ძალით წაჰგლიჯეს ჯიმს,საწყალი გოგონა. -მართლაც,რომ სევდიანი ისტორია.ვხვდები,რომ ძალიან ცუდი დასასრული ექნება შენს ნაამბობს,რადგან მარტოდ ბრუნდება ჯიმი სოფელში,მაგრამ მინდა,რომ ბოლომდე მომიყვე,თორემ ალბად დარდი მომიღებს ბოლოს. -დარდი თუ ცნობისმოყვარეობა დედა?-ღიმილით ჩაეკითხა ქეითი -ალბად ორივე ერთად-გაბრაზებული სახით უპასუხა სოფიამ -კარგი,ბოლომდე მოგიყვები,ტანაც სანამ ანისეს ძინავს დრო გვაქვს,თორემ მერე ჭამას რომ მომთხოვს მოსაყოლი დრო სადღა დამრჩება.-ესეგი სად გავჩერდი-თავის თავს ჩაეკითხა ქეითი. -უკვე გემზე აპირებდნენ ასვლას,რა დროსაც გრაფის მონებმა შეიპყრეს-დაეხმარა გახსენებაში სოფია -ხო ხო მართალი ხარ-და თავი აქეთ იქეთ შეარხია-როდესაც შეიპყრეს გრაფმა თავისი ქალიშვილი ინგლისში გაგზავნა,მონასტერში.ხოლო ჯიმი ხელახლა უკრეს თავი საკანში.გადიოდა თვეები და გრაფის ქალიშვილმა,გაიგო,რომ ჯიმი საკანში კვლავინდებურად შეიპყრეს,მაგრამ ამ ჯერზე გამოშვებას აღარ უპირებდნენ.მამამის მიმართა,რომ გაენთავისუფლებინათ,საკნიდან მისი სიყვარული,რაზეც მტკიცე უარი განუცხადა გრაფმა.სასო წარკვეთილებაში მიცემულმა,გოგომ,რომელსაც ყველანაირი იმედი გადაეწურული ქონდა,განშორებას ვერ გაუძლო და მონაზვნებმა,მის ოთახში თავ ჩამოხრჩობილი ნახეს.ამბობენ,რომ ედმუნდი, ჭკუიდან შეშლილა,ქალიშვილის გარდაცვალების გამო და მის სიკვდილში, ჯიმს ადანაშაულებდა.სურდა მოეკლა იგი,მაგრამ მონაზვნებმა გადააფიქრებინეც და გადასცეს წერილი,რომელიც მისმა ქალიშვილმა სიკვდილის წინ დაწერა.წერილში რა ეწერა არავინ იცის გარდა ედმუნდისა, მაგრამ ცხადია,რომ იგი გონს მოეგო და გაანთავისუფლა ჯიმი საკნიდა.თან წერილიც გადასცა,რომელსაც ჯიმი,თავისი გულწრფელი სიყვარულის ხსოვნისადმი,გულის ჩინივით უფრთხილდება და ინახავს.-ქეითმა დაასრულა ნაღვლიანი ამბის მოყოლა.შესცქეროდა მის გვერდით მჯდარ დედას,რომელსაც თავი ვერ შეეკავებინა და ცრემლები სდიდა,თვალებიდან. ამასობაში ანისემაც,მორთო ყვირილი და ტირილი ერთ ხმად.გეგონებოდა მანაც გაიგო ეს სევდიანი ისტორია. -დღეისთვის საკმარისია სევდიანი ამბები.სჯობს სტუმრებს შეუერთდე და მხიარული ისტორიებისმოყოლა განაგრძო-მიმართა ქეითმა დედამის და თან დააყოლა-დღეს ხომ ამ ჩხავანას დაბადების მოსალოცათ შეიკრიბა ამდენი ადამიანი-წამოდგა,მიუახლოვდა ანისეს.შემდეგ ამოიყვანა საკვნიდან და ხელზე დაიწვინა.-ეტყობა შია.მამამისივით მადიანია.სამი დღეა რაც ძუძუს ვაჭმევ და უკვე ტკივილებმა შემაწუხეს-ცრემლები მოიწმინდა სოფიამ.ანისეს მიუახლოვდა,შუბლზე ნაზად აკოცა-ხო,ეტყობა ჭამაში მამას გავს,ამიტომაც ნუ დააყოვნებ და აჭამე,მე კი წავალ სტუმრებს გადავხედავ,რაიმე ხომ არ მიაკლდათ სუფრაზე-დაასრულა თუ არა სიტყვები მაშინათვე შემობრუნდა და სასტუმრო ოთახისკენ გაეშურა. იმ ღამით,ანისეს სახელით უამრავი სადღეგრძელოები და ლექსები ითქვა.ამას გარდა,ვისკის დიდი მარაგიც შეისვა,მაგრამ სტუმრები იმდენად ხალისიანები იყვნენ,რომ სიმთვრალე არც კი ეტყობოდათ.ანდაც შეიძლება ვისკი იყო უხარისხო.ნელ ნელა ტოვებდა ნელსონების ოჯახს,სტუმრები და შინ ბრუნდებოდნენ,არც თუ ისე ფხიზელ მდგომარეობაში.ეტყობა მაგიდასთან არ ემჩნეოდათ სიმთვრალე,რადგან ისინი ხომ ისხდნენ არ დადიოდნენ,მაგრამ როგორც კი გარეთ გავიდოდნენ,როგორც ბავშვობაში ვამბობდით ხოლმე რვიანებს ხაზავდნენ.ალბათ მეორე დღეს ყველას თავის ტკივილი გააღვიძებს,რადგან ვისკის შემდეგ,როგორც ყოველთვის თავის თკივილი აწუხებს ხოლმე ადამიანს.თითქოს რაიმე მძიმე საგანი გადაგცხესო.ერთადერთი ადამიანი ვისაც არც დაღლილობა და არც თავის ტკივილი შეაწუხებდა მეორე დღსით,ეს იყო ანისე.რომელის დაბადებასაც დიდი სიყვარულით ელოდებოდა ქეითი და ფილიპ ნელსონების უწინ პატარა ოჯახი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.