შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღვთაება


23-05-2018, 21:12
ნანახია 1 526

გუშინ ქუჩაში ღვთაება ვნახე,
სამოსი ეცვა იასამანის,
ცაზე მზე კრთოდა, ღვთიური სახე
ჰქონდა თბილი და ოდნავ თამამი.
მომინდა მკლავში ჩამევლო ხელი,
ამ სამყაროსგან გამომეტაცა,
ერთად გვეცეკვა შოპენზე ნელა
და სიყვარული კიდევ მეცადა.
გუშინ ქუჩაში ღვთაება ვნახე,
წავიბორძიკე ზომაზე მეტად,
თვალები ჰქონდა გრძნობების მახედ,
ისეთი ფერის, რომ ნახავ ვერსად.
აღარც ცისფერი და აღარც თაფლის,
უფრო ლაჟვარდზე ოცნების ფერი,
ტუჩები ალბათ ტკბილი და მარწყვის,
თმები არც შავი და აღარც ქერა.
გუშინ ქუჩაში ღვთაება ვნახე,
სამოსი ეცვა იასამანის,
მოვიტაცებდი მის ღვთიურ სახეს,
რომ ვიყო ოდნავ უფრო თამამი.
~ბ.ბ.~



№1  offline წევრი Mtirala

ვაიმეე scream ხელები ამიწევია
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


mirandaa31
კარგი იყო ❤️

მადლობა დიდი ❤

Mtirala
ვაიმეე scream ხელები ამიწევია

ვაიმეეე ❤❤ მადლობაა ❤
--------------------
~ბ.ბ.~

 


№3  offline მოდერი bla.ell

როგორც ყოფ
ველთვის უჩვეულოდ კარგი და სასიამოვნო ლექსია,ძალიან კარგად წერ❤

 


bla.ell
როგორც ყოფ
ველთვის უჩვეულოდ კარგი და სასიამოვნო ლექსია,ძალიან კარგად წერ❤

მადლობა ძალიან დიდი ❤
--------------------
~ბ.ბ.~

 


№5  offline წევრი elena gavasheli

კარგი ლექსია არასდროს მომწონდა ზოგადად ლექსები მაგრამ შეენი მომეწონა ნამდვილად კარგია

 


elena gavasheli
კარგი ლექსია არასდროს მომწონდა ზოგადად ლექსები მაგრამ შეენი მომეწონა ნამდვილად კარგია

მადლობა ელენა ❤
--------------------
~ბ.ბ.~

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent