შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოსიარულე აისბერგის მახეში {7 თავი}


10-09-2018, 19:34
ავტორი Someone wandering
ნანახია 3 296

ადამიანს ისე არაფერი აქველებს,როგორ შრომით მოპოვებული სიამაყე.
ურთიერთობაში მთავარი ნდობა და ურთიერთპატივისცემა.
და მაინც, რა განსხვავებულად ძგერს ორი ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანის გული.

სამსახურში გასავათებული მივიდა,გუნება დილიდან თორნიკემ მოუშხამა,თუმცა უნდა აღიაროს,რომ თავადაც საკმარისად ისიამოვნა ძმის გაწუწვით.მთელი დღის განმავლობაში თავი ტკიოდა,არც წამალმა უშველა,საქმეც თავზე საყრელად ჰქონდა,შესვენებაზე კი კაფეში გასვლა გადაწყვიტა
-შოკოლადის ტორტი და კაპუჩინო-გაუღიმა გოგონას.ადგილი წყვილებისგან მოშორებით დაიკავა,სიმყუდროვე თამარის აუცილებლობას წარმოადგენს.მოულოდნელად კარში მდგომ ვახოს მოკრა თვალი. რა იგრძნო? მხოლოდ ბრაზი და წყენა. ბრაზი იმისა,რომ მთელი ერთი წელი სიცრუეში იცხოვრა,არ აღმოჩნდა ვახო ის ადამიანი,რომელიც მისი გულისთვის ყველაფერს გააკეთებდა,ხოლო წყენა იმისა,რომ აბუჩად აიგდეს და მისი გრძნობები ფეხ-ქვეშ გათელეს...უყვარდა კი?ალბათ არაა. ახლა მიხვდა, რომ ასე ძლიერ არც არასდროს ყვარებია,რადგან გადაყვარება იოლი არ იქნებოდა,მისთვის ვახო პირველი სიყვარული იყო,საბოლოოდ რა თქმა უნდა გულიდან ვერ ამოიგლეჯს,თუმცა ამ ადამიანთან ურთიერთობა საბოლოოდ გაწყვიტა.
‘’ახლა აქ აპირებს მოსვლას? ოღონდ ეს არა. დაეტიე მანდ შე დღნაშვის შთამომავალო. შენ მიაფსი მამაშენს’’-არ ცხრებოდა თამარი
-გამარჯობა თამო. როგორ ხარ?-სკამი გამოწია და კომფორტულად მოთავსდა ,თან სახეზე ღიმილი დასთამაშებდა
-თამო არა,თამარი. მშვენივრად ვიყავი,სანამ შენ მოხვიდოდი-მიუგო გულწრფელად,მშვიდი ტონით
-ვაა, რა მალე გადაგიტანია ჩემთან დაშორება-წარბები შეკრა,თამარი კი ახარხარდა,ბოლოს სული რომ მოითქვა ხმის ამოღებაც შეძლო
-ბოდიში...უბრალოდ სიცილი ვერ შევიკავე-ჩაახველა და სახე დაასერიოზულა-რას ამბობდი? აჰ,გამახსენდა. მალე არ გადამიტანია ეს ამბავი,თუმცა არც გადაგყოლილვარ. შენ რა გეგონა ფეხ-ქვეშ გაგეგებოდი? ვაიმე, რა სასაცილო და საბრალო ხარ,აი მთელი არსებით მეცოდები-ქვედა ტუჩი გადმოაგდო. ამასობაში შეკვეთაც მოიტანეს. ზოგიერთი გოგო აწიკვინდებოდა და კაფეს დატოვებდა,მაგრამ თამარი სულაც არ აპირებდა ამ ბიჭის გამო ტორტსა და ყავაზე უარი ეთქვა,სიამოვნებას რატომ მოიკლებდა?
-გმადლობ საყვარელო-მიუგო მიმტან გოგონას
-არაფრის-მანაც გაუღიმა. ყავა დააგემოვნა და ქვემოდან ახედა მასზე მოშტერებულ ვახოს
-უიი შენ კიდევ აქ ხარ? მე კიდევ მეგონა წახვედი-მოჩვენებით გაიკვირვა
-თურმე საერთოდ არ გიცნობდი...-თავი გააქნია-ნახვამდის თამარ. აღარასდროს შეგაწუხებ
-ჩაოო ვახო-ხელი დაუქნია ბიჭს-ეს ვიგინდარა,დამპალი,ტყიდან გამოქცეული დღნაშვი-ჩაილაპარაკა თავისთვის და სახე ხელებში ჩარგო,მალევე იგრძნო მწველი მზერა და მკაცრად ჩაილაპარაკა,ისე რომ ხელები არ მოუშორებია
-კიდევ რამე დაგრჩა გასარკვევი ვახო? ახლავე დატოვე ეგ ადგილი,თორემ ძმა მომიკვდეს სახეში აი ამ მარილს შეგაყრი-მარილისკენ წაიღო ხელი,თუმცა მალევე გაშეშდა-შენ...აქ რა გინდა?-დაბნეულად ამოილაპარაკა
-მარტო შენ არ დადიახრ კაფეში-მშვიდად და მხრებს ჩევით მიუგო ბიჭმა-ვახო გესტუმრა ჩემ მოსვლამდე?-ირონიული მზერა ტყორცნა გოგოს
-კაფეში ჩემთან სალაპარაკოდ შემოხვედი?-მკვახედ მიუგო-შეუკვეთე რამე-კითხვა დააიგნორა
-რა თქმა უნდა შევუკვეთავ-თვალი ჩაუკრა-კითხვის დაიგნორება არც ისე კარგად გამოგდის-მიმტანი იხმო და ალუბლის ნამცხვარი და უშაქრო ხსნადი ყავა შეუკვეთა
-დიახ, ვახო იყო მოსული, მერე შენ რა?-ხელებს უმისამართოდ იქნევდა
-ვალერიანი დალიე,რაღაც ძალიან ანერვიულდი-გაიკვირვა
-შენ კიდევ დარიშხანი დალიე და დამასვენე შენი ამ ქვეყნად არსებობისგან-თვალი ჩაუკრა და ყავა მოსვა,თან თლილი თითები ფინჯანს შემოხვია,თუმცა მალევე მოაშორა
-ჯანდაბა,რა ცხელია ეს დედა აფეთქებული-თითები მონაცვლეობით შეახო ენას,რომ მოეშუშებინა,ანდრონიკემ კი მძიმე ნერწყვი გადაყლაპა
-გადამრევს ეს მე-ჩუმად ჩაილაპარაკა ბიჭმა
-რას ბურტყუნებ მანდ შენ?-წარბები ზემოთ აზიდა თამარმა
-ყველაფერს შენ ხომ არ გეტყვი? ბარემ,ისიც ხომ არ გითხრა დღეში რამდენჯერ ვისაქმებ?
-ფუუ რა რეგვენოზავრი ხარ-სახე დამანჭა გოგომ
-მე რომ დარიშხანი დავლიო,შენ რაღა გეშველება უჩემოდ? -სევდიანი ხმით მიუგო ანდრონიკემ, ესეც რა კარგი მსახიობია.
-რა ნარცისი ხარ-წარბები აზიდა-არ შეგარგებენ არაფერს,დილით ის ტარზანი დამესხა თავს,შუადღეს დრღნაშვი და გორილა გადამეყარა. პრინციპში ზოოპარკი რომ გავხსნა დიდ მოგებაში წავალ. ცხოველების ძებნაც ახლომახლო მომიწევს-ჩაიფხუკუნა
-შენ იცი რომელი ცხოველი იქნები ზოოპარკში?-კითხვა ანდრონიკემ
-დაახეთქებს ახლა რაღაც სიბრძნეს,მიდი განმანათლე-ფეხზე წამოდგა და ჩანთა გადაიკიდა
-გარეულ ტახს-სერიოზული სახე ჰქონდა ბიჭს-მასავით საყვარელი და ჯიუტი ხარ და...-აუხსნა თავისი ჭუით და ახარხარდა
-მეც ვერ ვისწავლე ჭკუა რაა, რას გავფლანგე ჩემი ცხოვრების მთელი 10 წუთი შენთან ლაპარაკში? ღმერთი ჭუას რომ არიგებდა,ალბათ შენ მაწვნის რიგში იდექი-შეუტია და კაფე დატოვა,ანდრონიკე კი ხმამაღლა მიაძახა
-რაც არ გაქვს რას ისწავლიდი-თამარს კი ნერვებმა უმტყუნა, ამ წამს მას უჭკუო უწოდეს. შემობრუნდა და ორივე შუანა თითი უჩვენა მოცინარ ბიჭს
-ღმერთი წყვილებს რომ არჩევდა,მაინცდამაინც შენთან რა პონტში დამაწყვილა ტოო-თავი გააქნია სიცილით ბიჭმა
-გევასება ბიჭოო?-სიცილით უთხრა ტატომ
-არ ვიცი-თავი გააქნია ანდრომ და ლუდი მოსვა
-აბა ჩვენ ვიცით ბიჭო? ეს მაგარი დარეხვილია-შეუტია თემომ
-აუუ რას შემეცით ბიჭო,არ ვიცი რას ვგრძნობ ეს დედა ნატირები-შეიკურთხა ანდრომ
-ფაქტია,რომ ეგ გოგო შენთვის რაღაცას ნიშნავს-სასმელი გადაკრა ბექამ
-მართალს ბაზრობ ძმაო-მხარზე ხელი დაკრა თემომ-აუუ,როგორ ველი ანდროს პატარა ბასასუნების ნახვაას,ნათლული მინდაა ნათლულიი-ყვიროდა,მაგრამ ბექამ მუჯლუგუნმა გონს მოიუყვანა
-აუუ ნანი დეიდას ვცემ პატივს,თორემ ვიფიქრებდი,რომ შენზე ორსულად რომ იყო პლანს ეწეოდა. რა გამოუხვედი ამ ანგელოზ ქალს ტოო-ყველა იცინოდა
-გააჯვი რაა, შენ ხომ მყავხარ დალაგებული. იხვნისკარტა ეს-გადაიხარხარა თემომ და თავში წარმოტყმაც მიიღო პასუხად,შემდეგ მან წამოარტყა კეფაზე ხელი და ასე გააგრძელებდნენ რომ არა ანდრო და ტატო
-რა *ირი გეტაკათ თქვე ჩემისებო-შეუღრინა ტატომ
-თქვენი გოგოები რას შვრებიან?-დააშოშმინა ბიჭები ანდრომ
-მარუსა ერთ თვეში ჩამოდის ლონდონიდან,გაცვლითი პროგრამით რომ იყო წასული .ისე მენატრება,ვაახ ჩემი-თავი გაქნია ტატომ
-მე და თეკლა ორ კვირაში ბათუმში ვაპირებთ წასვლას-ჩაიცინა თემომ
-ვააუ,გვრიტებოო. გააჩაღებენ ახლა იქ ცემა-ტყეპას საწოლში-გადაიხარხარა ტატომ
-ახლა ამას დავკიდებ ყვე**ბით გზაზე რომ ატრაქციონია-უპასუხა თემომ და ბექას ლუდი გასაცდა
-რამდენჯერ გაგაფრთხილეთ,რომ როდესაც რამეს ვჭამ ან ვსვამ მასეთ თეს*ობას ნუ დამიხეთქებთ-მეთქი-ძლივს მოსულიერდა ბექა
-ბექა მე და შენ გოგოების გარეშე ვართ არა,ბრატ?-გაუცინა ანდრომ
-არის ვიღაც- ჩაიცინა
-მოიცა...მომესმა? ჩვენს ხესავით უგრძნობ ბიჭს ვიღაც ჰყავს? არ მჯერაა. მიჩქმიტეთ-პირი დააღო ტატომ და სამივემ ერთდროულად უჩქმიტა-თქვე ჩემისებო ასე ძალიანაც არ მითქვამს,პირდაპირ ზეცაში ამაფრინეთ,რეალობაში კი არ დამაბრუნეთ
-ვინაა ბიჭო ეგ უიღ...იღბლიანი-უთხრა თემომ
-ანი ჰქვია,რამდენიმე თვეა ვწერ,ძალიან განათლებული და საყვარელია
-ვაა რა კარგია ტოო, სერიოზულად რომ იქნებით მერე გაგვაცანი-თვალი ჩაუკრა ანდრომ
-გამძლეობა მაგ გოგოს-პირჯვარი გადაისახა ტატომ
-ანუ მტოვეებ ჩემო გიჟო? ვისღა შევუხტები ღამით საწოლში და მოვეფერები?-ქვედა ტუჩი გადმოგდო თემომ
-უუუხ ჩემი პი*არასტი ბიჭი-მკლავში მოიქცია ბიჭის თავი და თმა აუჩეჩა
-როგორ ხარ ანუშკა გოგო? როგორ მოგვანატრე თავი-ძლიერად ჩაეხუტა თორნიკე
-თოკოო,მეც ძალიან მომენატრეთ-ლოყაზე აკოცა ბიჭს
-აღარ მიმიშვა ჩემ დაქალთან-შეუღრინა თამარმა ძმას და მკლავები მოხვია ანას
-ჩემი ტკბილიი ვინ არისოო,ვინოო?-ხმა დაიწვრილა ანიმ-თქვენ კიდევ უღრენთ ერთმანეთს?-და-ძმას გადახედა
-ამას კითხე-ერთდროულად წამოიძახეს და თითებით ერთმანეთზე მიუთითეს,ბოლოს კი სიცილი აუტყდათ
-ჩემი გოგო ვინ არისო? თამრიი..ნუ მებუტები პატარა ბავშვივით ახლა-ხმა დაასერიოზულა თორნიკემ-დიდი ამბავი ახლა აბაზანაში რომ შეგაგდე დილას,მაინც ხომ უნდა მიგეღო შხაპი? თან არ დაგავიწყდეს ქალბატონო შენც როგორ გამწუწე,ზემოდან რომ დამაჯექი...-შეუბღვირა, ანა კი სიცილით კვდებოდა
-ვაიმე არ შემიძლიხართ თქვენ მე-ხარხარებდა-ლიზი და ელენე სად არის?-ცრემლები ხელით მოიწმინდა
-აქ ვაართ-შესძახა კარში ახალხან შემოსულმა ლიზიმ და გულში ჩაიკრა გოგო
-ანუსკაა პლივეეტ, ლოგოლ ქალ გოგო?-ხელები გაშალა ელენემ და კისერზე ჩამოეკიდა გოგოს
-ვაიმეე,ჩემი ტკბილი გოგო ხარ შენ. აიი ნახე რამდენი ტკბილეული მოგიტანე ჩემო ლედი-ჩაიცინა ანამ და შოკოლადებით სავსე პარკი გაუწოდა ელენეს
-აუუუ შოკოლადიი, მეც მინდაა. არ იცი,რომ ტკბილეული ჩემი ნარკოტიკიაა? მეც მიწილადე რა მამიი-ქვედა ტუჩი გადმოაგდო თამარმა და ელენეს წინ ჩაიმუხლა
-ნუ ხარ გოგო გაუმაძღარი,შენც მოგიტანე,დაანებე ბავშვს თავი-თავში ხელი წამოარტყა ანამ.თავში წამორტყმა მალევე დააავიწყდა თამარს და ანას ჩაეხუტა
-ჩემი თამრო იმდენ ტკბილს ჭამს მეშნია დიაბეტი არ აიკიდოს,მაგრამ ენა რომ გველივით მწარე გაქვს? არა რაა, ეს როგორ შეიძლება-ჩაიცინა თორნიკემ,უკნიდან მიეხუტა დას და ყელში აკოცა,ხელები კი წელზე მოხვია-ხომ მაპატიე დღევანდელი?-გოგო შემობრუნდა და თავი მკერდზე დაადო
-გაპატიე-ჩაიცინა და ხელები წელზე შემოხვია ძმას-მიყვარხარ თოკო-ლოყაზე ძლიერად აკოცა
-მეც მიყვარხარ ჩემო ლამაზო...-თავზე აკოცა დას-ხვალ დედიკო და მამიკო ჩამოდიან-გაიცინა
-მართლაა? ვაიმეე ჩემი სიცოცხლეები,გუშინ რომ ველაპარაკე არ უხსენებიათ არაფერი-შეუბღვირა ძმას
-მთავარია მე მითხრეს-ენა გამოუყო თამარს
-მაგ ენას მოგაჭრი და ძაღლებს ვაჭმევ
-აუუ დეე, უთქალი მამიდას არ მოაჭრას ენა მამიკოოს-ატირდა ელენე
-ვაიმე დეე, იხუმრა მამიდა თამრომ, არ იტირო ჩემო ლამაზოო-ამშიდებდა ლიზი.თამარი კი ჩუმად იცინოდა
-რა გაცინებს გოგო, ამინერვიულა ბავშვი-თავი გააქნია თორნიკემ და ელენე ოთახში შეიყვანა-მამას ლამაზი ხარ შენ მამი,ჩემი სიცოცხლე,ჩემი სიყვარული ქალი-ლოყები დაუკოცნა შვილს და გულზე მიიკრა
-გოგოებო რაღაც უნდა გითხრათ-აჟიტირებული იყო ანი
-რა ხდებაა?-ერთხმად შეძახა ლიზიმ და თამარმა
-ერთ ბიჭს ვწერ,რამდენიმე თვეა, ჯერ სერიოზული არაფერი,მაგრამ იცით რა კარგი ტიპია? თან დასტოინია,აი მე რომ მევასება ისეთი. მკაცრი სახე აქვს,მაგრამ შინაგანად ისეთი თბილიაა...-თვალები მილულა
-აუუუ რა მაგარიაა ანუუშკაა-ლიზი ძლიერად მოეხვია გოგოს. ამ სამისთვის საიდუმლოება არ არსებობს.
-მერე გოგო? თვეებია წერ და ახლა გვეუბნები?-თვალები დაუბრიალა თამარმა და ხელი დაარტყა მხარზე
-მეტკინა შე ველუროო-ტუჩები გაბუსხა-სერიოზული არ არის ჯერ-მეთქი. შენ რას შვრები?-ჭინკები აუთამაშდა
-რას ვიზამ-მხრები აიჩეჩა და დღევანდელი ვახოსთან შეხვედრა გაიხსენა,თან ანდრონიკესთან დაკავშირებითაც დაწვრილებით ჩამოყვა ყველაფერს
-ვაიმეე თურმე რაები ხდებაა, მე კიდევ კასრში მძინავს დიოგენესთან ერთად-პირზე ხელი მიიფარა ლიზიმ-ვახოს რომ დაშორდი კი ვიცოდი,მაგრამ ანდრონიკე? ვაუუ-პირი დააღო,იგივე მდგომარეობაში იყო ანიც
-რას გრძნობ ანდრონიკეს მიმართ?-იკითხა ანიმ
-აიი თუ ვიცოდე მე ვიყო ჩათლახი-ნერვიულად გაიცინა-მაგრამ საშინლად მიზიდავს,რომ ვხედავ ვფორიაქდები,სულ ხომ ვკამათობთ,მაგრამ უიმისოდ თითქოს რაღაც მაკლია...აუ ვერ ვიტან ჩემ თავს ასეთ სინტიმენტალურს რომ ვხედავ. ვახოს შემდეგ განსაკუთრებით ძნელია ადამიანს ვენდო...ხომ ხვდებით? გამანებეთ ახლა თავი-ოთახიდან გამოყარა გოგოები და სამზარეულოში შევიდნენ.
-ჩვენი გოგო მაგარი გაბმულიაა-ჩაიხითხითა ანამ და თამარს მოეხვია
-ჩვენ შენ გვერდით ვართ-თავზე აკოცა ლიზიმ
-აბაა რა ხდება გოგონებო? რა ქალური სოლიდარობა მოაწყვეთ მანდ? მე უმცირესობაში რომ ვარ?-წარბები შეკრა თორნიკემ
-ნუ ღელავ ძამიკო ადრე თუ გვიან შენც გაგიმხელ-თვალი ჩაუკრა ძმას და ლოყაზე მოწყვეტ ით აკოცა. უმცირესობაში მერე რომ ხარ არ იცი რა უნდა მოიმოქმედო?
-რა უნდა მოვიმოქმედო?-გაიკვირვა
-რა დაა, ბიჭები უნდა დაყაროთ შენ და ლიზიკომ-გადაიხარხარა
-ეს გოგო რა არაპროგნოზირებადია,დილით მკლავდა,ახლა კოცნის კორიანტელით მავსებს...-თავი გააქნია და სუფრას მიუჯდა,თან ლიზის ჩაჩურჩულა-ისე რა გინდა,მშვენიერი იდეა მოგვაწოდა
-ამ წვნიანს თავზე დაგასხამ თორნიკე ასათიანო-ჩაიფხუკუნა აწითლებულმა ლიზიმ
-ეიიი,აქვე და ახლავე დაიწყეთ ძმიშვილზე მუშაობათქო კი არ მითქვამს-თვალები აატრიალა თამარმა
-ვიღაცას ენაა მიეჭრებაა-თვალები დააბრიალა ლიზიმ
P.S. დავბრუუნდიიიიი. ველი თქვენ აზრს.



№1 სტუმარი სტუმარი ნათია

rogorc iqna dabrundi, gamixarda axali tavis dadeba da imedi makvs met tamar andronikes vixilavt , tundac grznobebshi chamoyalibdnen . erti aisdergia meore vulkani da gaige exla vin vis xelshia codva????

 


№2  offline მოდერი Someone wandering

სტუმარი ნათია
rogorc iqna dabrundi, gamixarda axali tavis dadeba da imedi makvs met tamar andronikes vixilavt , tundac grznobebshi chamoyalibdnen . erti aisdergia meore vulkani da gaige exla vin vis xelshia codva????

ორივე ერთმანეთის მახეშია satisfied heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი დეფნე

როგორც იქნააა. მეღირსაა

 


№4 სტუმარი A

Magaria dzalian momewona gtxov agar daikargo da axali tavebi male mogvawode xolme. Dzalian momwons es istoria.

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

კარგი სიუჟეტია, მართლა. მაგრამ დიალოგები გაქვს საშინლად ტუტუცურ-ბავშვური. რა დღნაშვი და რეგვენოზავრი. ვინ საუბრობს დღეს ასე. არც იუმორია, არც დაცინცა.
აი, ადამიანს შეიძლება ერთხელ უთხრა დღნაშვი, გაუცინო და მორჩა. მაგრამ, მის ირგვლის რომ იწყებს ტრიალს მანდ უკვე რაღაც ხდება :)). მოღალატეს ესაუბრება და რა დროს დღნაშვია.
ლექსიკა გაუფილტრე ამ ხალხს, დახვეწე ხალხიც და იუმორიც და ისტორიაც ძალიან კარგი გამოგივა.
პ.ს. აუცილებლად მიაქციე ყურადღება ისტორიას დადებამდე. კუთხური შეცდომები გაქვს ბევრი.

 


№6  offline აქტიური მკითხველი Anuki96

გვეღირსაააააააააააააა :) ♡♡♡

 


№7  offline მოდერი Someone wandering

grafo
კარგი სიუჟეტია, მართლა. მაგრამ დიალოგები გაქვს საშინლად ტუტუცურ-ბავშვური. რა დღნაშვი და რეგვენოზავრი. ვინ საუბრობს დღეს ასე. არც იუმორია, არც დაცინცა.
აი, ადამიანს შეიძლება ერთხელ უთხრა დღნაშვი, გაუცინო და მორჩა. მაგრამ, მის ირგვლის რომ იწყებს ტრიალს მანდ უკვე რაღაც ხდება :)). მოღალატეს ესაუბრება და რა დროს დღნაშვია.
ლექსიკა გაუფილტრე ამ ხალხს, დახვეწე ხალხიც და იუმორიც და ისტორიაც ძალიან კარგი გამოგივა.
პ.ს. აუცილებლად მიაქციე ყურადღება ისტორიას დადებამდე. კუთხური შეცდომები გაქვს ბევრი.

მადლობა დიდი.დადებამდე ვასწორებ,თუმცა შეცდომები მაინც მეპარება.შენიშვნებს აუცილებლად გავითვალისწინებ heart_eyes

A
Magaria dzalian momewona gtxov agar daikargo da axali tavebi male mogvawode xolme. Dzalian momwons es istoria.

უღრმესი მადლობაა თქვენ kissing_heart heart_eyes

სტუმარი დეფნე
როგორც იქნააა. მეღირსაა

joy heart_eyes smiling_imp

Anuki96
გვეღირსაააააააააააააა :) ♡♡♡

მიხარიაა ძალიან,რომ მოგწონთ heart_eyes relaxed

 


№8  offline წევრი cicino

ძალიან მაგარია და სად დაიკარგე მალე დადე გელოდები.

 


№9  offline მოდერი Someone wandering

cicino
ძალიან მაგარია და სად დაიკარგე მალე დადე გელოდები.

ვეცდები მალე დავდო. heart_eyes

 


№10 სტუმარი სტუმარი ნინო

მალე დადებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent