შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუ მეთამაშები.! (თავი 15)


10-09-2018, 22:08
ავტორი Phoenix..
ნანახია 3 423

გონს მის მკავებში მოვედდი, ბუნდოვნად ვხედავდი ავალიანის შეშინებულ, გაბრაზებულ სახეს. ხელში აყვანილი მივყავდი მანქანისკენ, თვალები მიმძიმდებოდა და ვხუჭავდი. რბილი ნაჭერი რომ ვიგრძენი, მივხვდი უკვე სახლში ვიყავი! თვალები ფრთხილად გავახილე და მაშინვე მის შავ დარდით სავსე თთვალებს წავაწყდი.პირზე ავიფარე ხელი და ავქვითინდი, მთლი დარდი გამოვუშვი. სასოწარკვეთილი ველოდებოდი რას იზამდა ბექა. მეშინოდა! ახლა მისი რეაქციის მეშინოდა.!
-ვიკა..-ფრთხილად, თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა. ხელი სახიდან ჩამომაღებინა.-მე შენთან ვარ .. გესმის? მაპატიე.. მაპატიე ჩემო პატარა.. -შუბლი შუბლზე მომადო, თვალები დახუჭა.-გევედრები მაპატიე შენი დაცვა რომ ვერ შევძელი, მაპატიე რომ იმ არაკაცმა მაჯობა. -სიმწრისგან ხმას ვერ ვიღებდი.
-ბექა მარტო მინდა ყოფნა. -სახეზე ხელები მოვხვიე. -შენ არაფერ შუაში ხარ.-ნელა წამოვდექი.-მე სააბაზანოში შევალ.-ბორძიკკითთ შევედი და ბინძური ტანსაცმელი მოვიშორე სხეულიდან, სარკეში ვერ ჩავიხედე. მეშინოდა იმ ანარეკლის რომელიც იქ დამხვდებოდა. მეშინოდა იმ განადგურებული ქალის დანახვის. წყლის ქვეშ დავდექი, საშინელი გრძნობბა მეუფლებოდა, უფრო სწორად უკვე ვერაფერს ვგრძნობდი, თითქოს ყველანარი გრძობის უნარი წამართვეს, ვეღარც ტირილს ვახერხებდი.
-აქ ვერ გავჩერდები. მასთან ვერ ვიქნები.-პირსახოც შემოხვეული შევედი ოთახში, სასწრაფო ვითარებით ჩავკეტე კარები და სპორტულებში გამოწყოილი დავწექი საწოლზე. ერთ წერტილს მიშტერებული ვიყავი კარების ხმამ რომ გამომარკვია, ბექას შემოსვლა უნდოდა მაგრამ ჩაკეტილი კარი რომ დახვდა მაშინვე წავიდა. ახლა უკვე კარებს მივაშტერდი და ჯრ კიდე მიჭირდა მომხდარის გაანალიზება. თვალების დახუჭვა და იმ კოშმარის წამოდგენა ერთი იყო.
-ვიკა კრისტის და გეგას უნდა შენი ნახვა.-კარების მეორე მხრიდან ავალიანის ხმა გავიგე.
-ყველამ თავი დამანებეთ. -საკუთარ ნერვებს ვერ ვაკონტროლებდი, არაფერზე ვფიქრობდი, არავინ მადარდებედა!-შემეშვით მარტო მინდა ყოფნა.-ვიყვირე. უსიტყვოდ მოშორდა კარებს. საბანი თავზე გადავიფარე და საშინელი ხმით დავიწყე ტირილი.
შუაღამე იყო ოთახში ჩემი სახლის გასაღების ძებნა რომ დავიწყე. ფეხზე ჩავიცვი და ჩუმად გავედი დერეფანში. კარებს მივუახლოვდი და მისი ნაწყენი ხმა გავიგე.
-საით? ჩემგან სად გარბიხარ.-მისი ხმა ისეთი შეცვლილი იყო ვერ ვცნობდი.-მეც შენთან ერთად წამოვალ, მნიშვნელობა არ აქვს სად.-მომიახლოვდა-ოღონდ ერთად ვიყოთ ვიკა.
-სულელო სად უნდა წამოხვიდე.?-თავი დავხარე, წამით თავი დამნაშავედ ვიგრძენი. თვალიდან ჩამოვარდნილი ცრემლი მოვიწმმინდე. ბოლო ძალები მოვიკრიბე და ხმა გავიმკაცრე.- მე უნდა დამშორდე ! მიმატოვე! გევედრები მიმატოვე.!
-როგორ უნდა მიგატოვო.?-მკლავებში ნაზად მომკიდა ხელები.-უშენოდ როგორ ვიცხოვრო მერე? უშენოდ მოვკვდები ვიქტორია. !ვერ ვიცოცხლებ. . ვიკა ჩვენ ხომ დავპირდით ერთმანეთს ? ხომ დავპირდით რომ მუდამ ერთად ვიქნებოდით..! უშენოდ არ ვარსებობ გესმის? -ხელები სახეზე მომხვია, აწყლიანეული თვალებით მიყურებდა. -ერთად გადავიტანტ ყველაფერს.-გულზე მიმიხუტა. საძინებლისკენ წამიყვანა.-ყველანაირად შეგიწყობ ხელს, უბრალოდ მომეცი შანსი დაგეხმარო. -გვერდით მომიწვა, გულზე თავი დავადე. დიდი ხანი ვიყავით გაჩუმებულები.
-ჩემო ძვირფასო.. საშინლად დაიტანჯე. სანამ ჩემს გვერდით ხარ ყველაფერს გადავიტანთ.!არასდროს მიგატოვებ.!-ალბათ ეგონა მეძინა, ჩურჩულით ამბოდა და თმაზე ნაზად მეფერებოდა.
აეროპორტიდან წამოვედი, იქ ვერ დავბრუნდებოდი, არ მინდოდა ვინმეს სიბრალულით შემოეხედა და კვლავ გაეხსენებინათ რა უბედური ქალი ვარ. ხანდახან სიმწრით მეცინება ჩემს ბედზე, როგორ არ გამიმართლა, რაც კი შეიძლება ქალს საშინელება დაატყდეს მე დამემართა, ქმარმა საკუთარ მეგობართან მიღალატა, ჯერ არ დაბადებული შვილი დავკარგე, ახლა კი ეს... არ ვიცი ბედნი საშინლად დამცინის. არ ვიცი რისთვის დავიმსახურე ამდენი უბედურება?. მთელი კვირის განმავლობაში არავინ არ მინახავს. სახლში ვიყავი გამოკეტილი და კონტაქტში არავისთან შევდიოდი, ერთადერთი ბექა იყო ვისაც ველაპარაკებოდი , რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლებოდა ჩენი საუბარი.თვითონ ავალიანიც არ ჩანდა კარგ მდგომარეოაში, ცდილობდა ჩემთან არაფერი შეემჩნია მაგრამ მე ხომ ვგრძნობდი,არ იყო ის კაცი რომელიც მე ასე შემიყვარდა, სულ გამქრალიყო მისი აციმციმებული თვალები, ახლა ჩაშავებოდა და ერთი პატარა ნაპერწკალიც არ ციმციმებდა. ბექა აეროპორტში იყო წასული, სახლში მარტო ვიჯექი და უამრავ რამეზე ერთდროულად ვფიქროდი, ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე მისი მიტოვება, მე რომ მასთან დავრჩე გავაუბედურებ, ის დაიტანჯება! მე ის უნდა მიმეტოვო.!ეს არის ყველაზე კარგი გამოსავალი.!სწრაფად ავდექი და ოთახში ჩემი ჩანთა გადმოვიღე, ნივთები ჩავყარე. არ მინდოდა ბექას მოესწრო ჩემთვის.
-რას აკეთებ.-კარები სწრაფად დაკეტა.
-ვეძებ გამოსავალს და ვერ ვპოუობ!-შევბრუნდი, ძალა მოვიკრიბე.
-რა?
-ისე ნუ იქცევი თითქოს არაფერი გესმოდეს?-ხმის ტონს ნელ-ნელა ვუწევდი.
-რა უნდა მესმოდეს?
-მოდი უკან დავბრუნდეთ! მე ჩემ ცხოვრებაში შენ შენსაში.
-ვიკა გამოფხიზლდი! -მოთმინება დაკარგულმა გასაღები მოისროლა და თვალები შემომანათა.- უკანა გზა აღარ არსეობს.ვერ დავბრუნდები! ვერ შევძლებ. და საერთოს..-გაჩუმდა- და საერთოდ ვინ მოქცა უკან დაბრუნების უფლება?
-ყველაფერი უნდა დავივიწყოთ! გესმის? თითქოს არაფერი ყოფილა! ეს უნდა გავაკეთოთ!წამოდი დავლიოთ, ვიტიროთ , ცოვრებაზე ვიწუწუნოთ, მერე ყველაფერი დაგვავიწყდება .აუცილებლად დაგვავიწყდება.! -ხელებს უმისამართოდ ვიქნევდი.
-დავივიწყოთ? -ეწყინა ჩემი ნათქვამი!- როგორ? შეიძლება შენ დაივიწყო. მაგრამ მე.. მე არ დამავიწყდება! ვერ დავივიწყებ.! არ იცოდი რომ საშინელი ეგოისტი ვარ!? -ნელ-ნელა მომიახლოვდა, ხელზე ნელა დამისვა ხელის ზურგი. -ყველაფერს ფეხებზე დავიკიდებ და ჩვენი სიყვარულის ამბავს ბოლომდე ვნახავ.!
-რისი ნახვა გინდა?-ხმის კანკალით წარმოვთქვი.
-მინდა ვნახო ერთად როოგორ ვიცხოვრებთ, როგორ დავბერდებით ერთად.უბრალოდ მენდე! ჩემი სიყვარულის გჯეროდეს!-ცალი ხელი კისერთან შემიცურა.
-ბექა მე ვერ გაგაბედნიერებ..-თვალები ცრემლებით ამევსო.-არ მინდა ერთ დღესაც დაიღალო და შენ მიმატოვო.ეს უფრო მატკეს!გესმიის.ასე უფრო მეტკინება.
-და მერე ვინ გითხრა რომ შენს მიტოვვებას ვაპირებ ვიკა.. -ხმაში სიბრაზე შეერია.-არ გესმის? მე არასდროს მიგატოვებ.! არასდროს.-კოცნა დააპირა, დენ დარტყმულივით უკან გავხტი.-არაუშავრს, მე დაგელოდები. მე არ დაგაძალებ არაფერს, მესმის..-თავი დახარა, ხელით შუბლი მოისრისა..-მე უნდა წავიდე...-აქეთ-იქით აცეცედა თვალებს. -მე უნდა წავიდე.მაგრამ მალე მოვალ. გპირდები.-მომიახლოვდა.მიყურა და სწრაფად გავარდა სახლიდან.



№1 სტუმარი სტუმარი ნათია

რამდენს უძლებს ბექა,ცოდოა დიდხანს აგარ დატანჯო ორივე შეიცოდე რამე სისულელე არ ჩაიდინოს ვიკამ

 


№2 სტუმარი სტუმარი ანა

და პირდაპირ სახლში რატომ წაიყვანეს ეგ ვერ გავიგე. გატაცებული იყო. პოლიცია ჩარეული იყო. რომც არ ყოფილიყო, ასეთ დროს სამედიცინო კვლევას უტარებენ პირველ რიგში.

 


№3 სტუმარი გველესიანი

ძალიან ძალიან მაგარია შენც უმაგრესი გოგოხარ გააგრძელე წერა რადგან ეს შესანიშნავად გამოგდის.. ♡♡

 


№4  offline წევრი tamuna.s

მეც ეგ გამიკვირდა, ვის მიყავს გატაცებული ქალი პირდაპირ სახლში, მითუმეტეს ნაცემი და გაუპატიურებული. ან პოლიცია სად არის ან სასწრაფო. მე მეგონა რადგან გონზე მოსვლის შემდეგ ვიკას შარვალი რომ ეცვა, ალბათ ვერ მოასწრო ძალადობათქო. ციტა დაუჯერებელია კაცმა გაგაუპატიუროს და მერე ადგეს და შარვალი ჩაგაცვას.:დდ ვიფიქრე სავადმყოფოში გამოკვლევებს ჩაუტარებდნენ და გაირკვეოდა რომ ძალა არ უხმარია. აქ კი მსგავსი არაფერია. ცოტა რეალითობას დაამსგავსე რა

tamuna.s
მეც ეგ გამიკვირდა, ვის მიყავს გატაცებული ქალი პირდაპირ სახლში, მითუმეტეს ნაცემი და გაუპატიურებული. ან პოლიცია სად არის ან სასწრაფო. მე მეგონა რადგან გონზე მოსვლის შემდეგ ვიკას შარვალი რომ ეცვა, ალბათ ვერ მოასწრო ძალადობათქო. ციტა დაუჯერებელია კაცმა გაგაუპატიუროს და მერე ადგეს და შარვალი ჩაგაცვას.:დდ ვიფიქრე სავადმყოფოში გამოკვლევებს ჩაუტარებდნენ და გაირკვეოდა რომ ძალა არ უხმარია. აქ კი მსგავსი არაფერია. ცოტა რეალობას დაამსგავსე რა

 


№5  offline მოდერი Phoenix..

ხო მართლები ხართ დღესვე გამოვააწორებ ამ შეცდომას მაპატიეთ((( წინა თავის კომენტარების გამო ისე ვიყავი აღელვებული გამომრჩა !((იმედია ამ აწცდომას მაპატიებთ((

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიკო

Eseni Marta kata tagobanas tamashoben tu raa

 


№7 სტუმარი მერიენ

გრამატიკას რაღაცას მოუხერხებ სავარაუდოდ ნელ-ნელა, მაგრამ სიუჟეტს რა ეშველება, იზაბელ?
მეტად უნდა მოინდომო, ძალიან ბევრი მინუსი აქვს, აბსოლუტურად გაუმართავია

 


№8 სტუმარი

რატო არ დებ ახალ თავს...?? ველოდებიი???? მალე დადე რა...

 


№9 სტუმარი A

აუ როდის დაიდება შემდეგი თავი დავიტანჯე ლოდინით

 


№10  offline წევრი du-da

ზუსტად სერიალიდანაა სიუჟეტი, დამიბრუნე ჩემი სიუვარული. სიტყვებიც კი იგივეა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent