შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება (თავი 1)


11-09-2018, 00:15
ავტორი Painter
ნანახია 3 574

ივლისის არაჩვეულებრივი დღე გათენდა, ლოგინიდან წამოვდექი და ნახევრად მძინარე ჩემი ძმის ოთახში შევბლატუნდი, როგორც ყოველთვის მას ამ დროს ღრმა ძილში სძინავს, გადავწყვიტე მისთვის ეს ბედნიერება ცოტახნით კიდევ შემენაჩუნებინა და აბაზანაში შევედი.
თმას ვივარცნიდი როდესაც სააბაზანოს კარებზე კაკუნის ხმა გავიგე.
-ნიაა… მალე გამოხვაალ?! -კარის მეორე მხრიდან მეძახის ჩემი ძმა.
-თმას დავივარცხნი და გამოვალ! -გავძახე.
-კარგი გელოდები!
კარი გამოვაღე და კედელზე მიყრდნობილი ნიკა დავინახე.
-ვაა ნიკუშ გაიღვიძეე? -ვეუბნევი ჩემს ძმას და ლოყაზე ვკოცნი. ის საშინლად სიმპატიურია… ყოველთვის ვტრაბახობდი იმით რომ ის ჩემი ძმა იყო. ყველა გოგო აფანატებდა მასზე, ამას იმიტომ არ ვამბობ რომ ჩემი ძმაა. შავი თმები აქვს, მაგრამ ძირითადად სულ გადაპარსული, ან ოდნავ წამოზრდილი და მისი ცისფერი თალები დიდი წამწამებით ძალიან უხდება. მის თმებსაც და მთლიან სახესაც, თვალისფერი ეცვლება და მწვანეში გადადის როდესაც მწვანე მაიკებს იცმევს. მუქი წარბებიაქ და საოცარი სიცილი… ღმერთოჩემო ჩემ ძმაზე ძედმეტად ვაფანატებ
მონი. -ასე მალე რატომ?
-ჩემს ოთხში ისეთი ბრაგაბრუგით შემოხვედი გამომეღვიძა, შემდეგ კი ძილი ვეღარ განვაგრძე! -მითხრა დაბღვერილმა და სააბაზანოში შევიდა.
-მალე გამოდი აეროპორტში არ დავაგვიანოთ! -მივაძახე და ოთახში შევედი.
მომზადება დავიწყე, ჩემი საყვარელი ღია დახეული ჯინსის შარვალი და თეთრი კეტები ჩავიცვი, ზევიდან თეთრი მაიკა გადავიცვი და ჩემოდნით დაბლა ჩავედი. ნიკას ყავა გავუკეთე და ჩემს ბიძაშვილს დავურეკე.
-მაარ… რაშვები?
-ვემზადები, თორმეტ საათზე აეროპორტში ვიქნები! -მითხრა მხიარული ხმით.
-okay… მიდი გკოცნი! -ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე.
ნახევარ საათში ნიკაც ჩამოვიდა, ყავა რომ დაინახა თვალები გაუბრჭყინდა და შუბლზე მაკოცა.
-წამო გარეთ დავსხდეთ! -მეუბნება ნიკა, გარეთ გავდივართ და კარებთან კიბეებძე ბჟდებით, სიგარეტს გაუკიდა, ერთი ნაპასი დაარტყა და ლაპარაკი დაიწყო.
-ნია მისმინე როდესაც თბილიში ჩახვალ არ დაიწყო იქ ცანცარი და გიჟობები როგორც იცი ხოლმე! -ამ წინადადებაზე ნერვები მეშლება და გაბრაზებული მაგრამ მაინც თბილად ვპასუხობ:
-კარგი რა ნიიკ.. ხომიცი იმ ამბის შემდეგ უფრო დავჭკვიანდი, თან ხომიცი ისეთ არაფერს გავაკეტებ რომ გაბრაზდე?! -თვალი ჩავუკარი და მხარი მხარზე გავკარი. მან საყვარლად გაიღიმა და სახლში შევიდა. შინ შესვლას ვაპირებდი მაგრამ უკნიდან ლაშას ხმა შემომესმა…
-ნიი… როგორ ხაარ..? -მეუბნევა მხიარულად და ჩემსკენ მოდის.
-კარგად ლაშშ… შეენ? -მოვეხვიე და ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე. ლაშა და ნიკა დიდიხანია ძმაკაცობენ, თითქმის ცხრაწელია თან ორივე 24-ის არის. მე ის მეორე ძმასავით მყავს, ჩვენთან ხშირად რჩება. მას ქერა თმები და მწვანე თვალებიაქ. ბევრჯერ მინახავს მისი ნავარჯიშები ტანი და ყოველთის დამცინოდა იმაზე როცა მის დანახვაზე პირი მრჩებოდა ღია.
-რას შვრები ემზადები წასასვლელაად? -ხელი გადამხვია და სახლში ისე შევედით.
-კიი… -სავარძელზე ჩამოვჯექით და ნიკაც წინ დაგვიჯდა.
-რამდენი ხნით მიდიხაარ? -მეკთხება სევდიანი სახით.
-ზუსტად არ ვიცი მაგრამ დიდიხნით!
-ეე… ცუდია ტოო… მოგვენატრები! -მეუბნევა და ძლიერ მეხუტება.ამ დროს ნიკა წამოდგა და კარისკენ აიღო გეზი.
-კარგი მიდი კურტკა აიღე და გავიდეთ უკვე! - ჩემი დახეული ჟინსის კურტკა, ტელეფონი და ზურგჩანთა ავიღე გარეთ რომ გამოვედი ნიკას ჩემოდანი მანქანაში უკვე ჩაედო და მელოდებოდა. ლაშას კიდევ ერთხელ მოვეხვიე, მანქანაში ჩავჯექით და აეროპორტისკენ წავედით. ახლა დილის თერთმეტი საათია და გზები საშინლად გადაჭედილია, ‘’საცობია’’. სანამ ჯონ კენედის აეროპორტთან მივალთ, დიდი დრო დაგვჭირდება. კონდიციონერი ჩავრთე მანქანაში და მუსიკას ბოლო ხმაზე ავუწიე. როგორც იქნა მივედით აეროფორტში, მარი და მისი boyfrend-ი უკვე იქ იყვნენ. ეს ბიჭი მომწონს, მხიარულია, თანაც მარის სხვა შეყვარებულებს არაფრით გავს. მივედი გადავკოცნე ცოტა გამოველაპარაკე და შემდეგ დავემშვიდობე. ჩემი რეისის ჩაჯდომა დაიწყო. ნიკას მოვეხვიე და მაგრად ვაკოცე.
-მიდი ჩემო სიცოცხლე აბა შენიცი ჭკვიანად, რომ ჩახვალ დამირეკე არ მანერვიულო! -ვხედავდი ჩემი ძმის სევდიან სახეს, როგორ ნერვიულობდა მარტოს რომ მიშვებდა. ჩვენი მშობლების გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი მას დააწვა მხრებზე, ასევე მეც. არადა ჯერ სულ 24 წლის არის, ჩვენ შორის სამი წელია განსხვავება მაგრამ ყოველთის ისე მექცევა თითქოს თექვსმეტი წლის ბავსშვი ვიყო. მშობლების ავარიის შემდეგ, საქართველოში დაბრუნება ცოტა რთულია, მაგრამ ამასაც გადავიტან.
-არინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნებაა… მიყვარხარ! - ვუთხარი და კიბეებით მაღლა ავედი. რეგისტრაცია გავიარე და თვითფრინავში ჩავჟექი.

მიხარია რომ new york-ს მოვშორდები, რადგან აქაური ჰაერი უკვე ყელში მიჭერს. ფანჯარასთან ვზივარ ფიქრებში გართული, თვითმფრინავებს ვიყურებ, გეგმებს ვაწყობ და უცებ ვიგაცის ხმა მაფხიზლებს, გვერძე გავიხედე და ბიჭი დავინახე რომელიც ინგლისურად მეუბნეოდა რომ მე მის ადგილზე ვიჟექი, მეუბნეოდა მძანებლური ტონით ავმდგარიყავი. ის მართალი იყო ამიტომაც ადგილი დავუთმე. სანამ თვითფრინავი აფრინდებოდა მიშტერებული ვუყურებდი ისეთი სახე ჰქონდა. ისეთი სიმპატიური იყო თვალს ვერ ვწყვეტდი. წამოზრდილი შავი თმები რომელიჩ ჩემ თმებზე მეტად ბზინავდა, ულამაზესი მწვანე თვალები და გრძელი წამწამები ჰქონდა, პროფილში ისეთი ლამაზი ჩხვირი ჰქონდა მეც კი შემშურდა. ყოველთვის მაინტერესებდა ასეთი სიმპატიურები როგორ იბადებოდნენ. ასეთი რიაქცია არასდროს მქონია, ანუ ბიჭს არასდროს მივშტერებულვარ, მაგრამ ეს რაღაც განსხვავებული ადამიანიიყო. მან რათქმაუნდა ჩემი მიშტერება შეამჩნია, მომიბრუნდა და კვლავ ინგლისურად მეუბნევა:
-ვიცი რომ მიმზიდველი და ძალიან სიმპატიური ვარ, მაგრამ ასე ყურება უნდა შეწყვიტო! -მეუბნევა დამცინავად და ცინიკურად გაიღიმა. იდიოტიიი… ნერვები მომეშალა და გვერძე გავიხედე არაფერი მითქვია მხოლოდ ჩემთის ჩავილაპარაკე ქაღთულად ვიცოდი ომ მაიც ვერ გაიგებდა რამდენიც არ უნდა მელანძღა. -იდიოტი რამხელა წამოდგეაქვს თავის თავზე, ნეტა ამას როგორ უძლებენ. მიუხედავად ამისა მაინც საოცარი ღიმილი ჰქონდა. უცებ ტელეფონზე ნიკამ დამირეკე და ვყოასუხე.
-რაშვებით აღარ მიფრინაავთ? დავიღალე აქ დგომით ტოო...! -მეუბნევა ბუძღუნით.
-მე რა ვუყო ხომ არ ვეტყვი მალე აფრინდით ჩემი ძმა დაიღალა ლოდინით და იჩქარეთთქო?! -ვიცინივარ.
-კარგი მიდი მიდი გაკოცე! -გამითიშა.
უცებ ჩემს გვერდით მჯდომი უსიმპატიურესობა მიბრუნდება და მეუბნევა:
-ტელეფონი გათიშე ან ფრენის რეჟიმი ჩართე არ მინდა ვიღაცის გამო თვითფრინავი ჩამოვარდეს და მოვკვდე! -ღმერთო ჩემოო ყურებს ვერ ვუჯერებ მან... ესს… ეს ყველაფერი ქართულად მითხრაა… პირი დავაღე და სულ გადავწყითლდი. ხმა არ ამომიღია და თითფრინავიც ასაფრენად დაიძრა.

სკამს ვიყავი მიყრდნობილი, არც ვინძრეოდი და ვეღარც ბატონ უსიმპატიურესობისკენ ვაბრუნებდი თავს. მალე დავიღალე ასე ჯდომით, მოვდუნდი და შევეცადე დამეძინა.
როგორც მივხვდი ეს მოვახერხე კიდეც მაგრამ დიდი ხნით ვერაა… ვიღაც მაღვიძებს, თვალებს ვახელ და თავი ვიღაცის მხარზე მიდევს. როგორც მივხვდი ეს მისტერ უსიმპატიურესობა იყოო…
-ღმერთო ჩემოო… მაპატიეე! -უცებ თავი წამოვწიე და გავსწორდი.
-შენი ადგილი იცოდე და მე ნუ მაწუხებ! -ნეტა როგორ შეწუხდა, ესეთი გაბრაზებული რომ ლაპარაკობს. მერავიცოდი თუ ჩამეძინებოდა და ჩემი თავი მის მხარზე მოხვდებოდა.
-ჩემი ადგილი ძალიან კარგად ვიციი… თუ ჩემს გვერდით ჯდომა არ მოგწონს, შეგიძლია გადაბრძანდე და არავინ შეგაწუხებს! -უცებ მივაყარე. არა ბიჭოს ამას დავუთმობ და თავს დებილ გოგოდ მოვაჩვენებ.
-შეენ გოგო ძედმეტი არ მოგივი… - წინადადება სტიუარდესამ შეაწყვეტინა.
-კარგად ხაართ გვეკითხება?! -მან გაუცინა და რათქმაუნდაო უთხრა. მან სტიუარდესასთან ფლირტი გააბა. ეკრიჭებოდა და სასიამოვნო სიტყვებს ეუბნეოდა. ყველაზე ცუდი ის იყო რო ეს ყველაფერი მესმოდა. მისტერ უსიმპატიურესობა წამოდგა და სტიუარდესასთან ერთად გავიდა ტვუალეტში. ზედვე ეტყობოდა როგორი ბაბნიკიც იყო. თვითმფრინავშიც კიი…
ცოტახანში ნასიამოვნები სახით დაბრუნდა, ცინიკური სახით შემომხედა და თავის ადგილზე დაჯდა. კიდევ ოთხი საათი იყო დარჩენილი ბაქომდე, შემდეგ კი ბაქოდან თბილისში ჩავფრინდებოდი. როგორც ჩანს ეს ვაჟბატონიც თბილისში მოდის.
ორ საათის შემდეგ კვლავ მეღვიძება და გვერდიდან მოშტერებულ მზერას ვგრძნობ. მივხვდი რომ ეს მისტერ უსიმპატიურესობა იყო. შევხედე და ვკიტხე:
-რას მიყურებ? -და გავიზმორე.
-იციი… ძალიან ლამაზიხარ როცა გძინავსს...



№1 სტუმარი სტუმარი ანა

ეს იგივე რატო დევს?

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

დაბრუნების
გაგრძელება არ დევს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent