შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეათე შეგრძნება (3)


11-09-2018, 16:02
ავტორი ა ნი
ნანახია 1 361

ელიზაბედი
დილით ესემესის ხმამ გამაღვიძა,საათი ექვსს აჩვენებდა და გადავწყვიტე ძილი გამეგრძელებინა, ვერც შევეწინააღმდეგებოდი ალტერეგოს იმდენად მომთხოვნად ითხოვდა თავი ბალიშზე დამებრუნებინა. მალევე თვალები ვჭყიტე:
- ღმერთო! დღეს ხომ ჩემი დაბადებისდღეა, რამდენი საქმე მაქ.სალონში უნდა წავიდე, კაბა შევარჩიო, რესტორანში მაგიდა დაჯავშნო. ადექი ელიზაბედ დღეს მაინც ნუ ზარმაცობ! -წამოვხტი და სააბაზანოში შევვარდი
უწინდებურად მიხაროდა დღევანდელი დღე, მოლოცვები, საჩუქრები, სიურპრიზები, და ვაჩე! უი ვაჩე ჩემი ბიძაშვილია. ბავშვობის მერე არ მინახავს, მხოლოდ სკაიპში ველაპარაკებოდი თუმცა ამისთვისაც ვერ იცლიდა დიდხანს, ყოველთვის ვცდილობდით ის ურთიერთობა შეგვენარჩუნებინა რაც გვქონდა მაგრამ მრავალწლიანმა განშორებამ მაინც გაიტანა თავისი.
ტელეფონს დავხედე და ჩემი პირველი მოსალოცი ესემესიც წავიკითხე რომელიც ლაშას ეკუთვნოდა : ,,ფერიავვ გილოცავ დაბადების დღეს ! დიდხანს სიცოცხლეს და ბედნიერ მომავალს გისურვებ ლამაზო! (რათქმაუნდა ჩემთან ერთად) " გამეღიმა, რათქმაუნდა ბედნიერ მომავალს მხოლოდ მასთან ერთად თუ ვისურვებდი. ის ალბათ ხუმრობს ან მეგობრული გაგებით მწერს ამ სიტყვებს მაგრამ მე ბედნიერ მომავალს მხოლოდ მასთან ერთად ვნატრობ. პასუხიც მალევე დავუბრუნე. ვისაუზმე, სპორტულები ჩავიცვიდა სავარჯიშოდ წავედი.დაახლოებით 7 საათის შემდეგ უკვე სალონში ვიჯექი. მოკლე, ზურგზე ამოღებული კაბაც მაგიდაზე მედო და ველოდებოდი როდის ეღირსებოდ ჩემს ძააააალიან ხუჭუჭა თმას დასწორება.
-მისმინე. ბოლოსდაბოლოს გადაწყვიტე სადიხდი? -საუბარი წამოიწყო ელენემ
-კი. რესტორანში - უყოყმანოდ ვუპასუხე მე
-აუისევ? რომელში?
-თავადურში. ძალიან კარგი ადგილიაო ამბობენ. ჩვენც ვნახოთ
-აუ არგინდა რა რესტორანი. სადმე კლუბში წავიდეთ. უფრო გავერთობით -სარკიდან გამომხედა ელენემ
-მარიამი ვერიტანს კლუბებს. არწამოვა როვუთხრა კლუბში ვიხდითქო- არადა მეც ძალიან მომწონდა ეს იდეა.
-მერე შენც არუთხრა. უბრალოდ მისამართი მიწერე და რომოვა უკან ხო არ გაბრუნდება- ჩემსკენ შემობრუნდა ელენე და მუხლებზე დაეყრდნო- ჰა მიდი ამოიღე ტელეფონი
-კაი აზრია ხოიციშენ! მიდი ჩანთიდან ტელეფონი მომაწოდე. შენს გვერდით დევს- ხელით მივუთითე ჩემს ზურგჩანთაზე და პატარა ბავშვივით ავკუნტრუშდი.
დაახლოებით შვიდ საათზე უკვე ყველანი ერთად ვიყავით. ერთადერთი სირთულე რომელსაც სახელად მარიამი ერქვა გადავლახეთ და სხვა ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა. ვერთობოდით,ვცეკვავდით და ერთი სიტყვით სიცოცხლით ვტკბებოდით. ჩემმა საყვარელმა ბიძაშვილმა, რომელმაც უკვე თხუთმეტი წელია დაგვივიწყა, რატომღაც დღეს გადაწყვიტა ყველა მეგობარი ენახა და კლუბში მოყვანის ნებართვა მთხოვა, მეც რათქმაუნდა დავთხნხმდი, ამის საწინააღმდეგო რა უნდა მქონოდა, მეც ძალიან მიხაროდა მათი ნახვა, რაც ვაჩე წავიდა იმის მერე იშვიათად ვხვდებოდი ყველას და როვთქვათ გადასარევი ურთიერთობაც არ ჩამოგვიყალიბდა.
ცეკვით და კუნტრუშით დაღლილმა გადავწყვიტე ცოტა დამესვენა და სავარძელში ჩავესვენე, მალევე დაიკავა ჩემს გვერდით ადგილი ვაჩემ და მაგიდიდან გაუხსნელი ღვინის ბოთლი აიღო
-იმედია მაგას სულ არ დალევ! - ამრეზით დავხედე ღვინის ბოთლს
-რავი ვნახოთ. გააჩნია ჩემები როდისმოვლენ - ეს თქვა და ბოთლის საცობი ერთი ხელის მოსმით გაანადგურა
-რაო როდის მოვალთო?
-რაღაც საქმეზე ვართ და საათნახევარში მანდ ვიქნებითო- წინადადება დაასრულა თუუ არა ღვინო ჭიქაში ჩაასხა და სულმოუთქმელად დაცალა. მეორეს დასხმას აპირებდა როცა ბოთლს დავწვდი და ცეკვა შევთავაზე
-აუ ძაან დაღლილივარ ელო! არგეწყინოს რა
-ახლა ან ნებით წამომყვები საცეკვად ან ძალით წაგიყვან ძამიკო !- ამაზე ჩემდაუნებურად გამეცინა. პატარები როცა ვიყავით ყველგან ძალით მივათრევდი, ახლა როგორ უნდა ვათრიო ამხელა კაცი
-მოდი ცადე ეშმაკუნა! თუ წამომაყენებ მოვდივარ- ეშმაკურად ჩაიცინა და ხელი გამომიწოდა
-ჰმმ.გამოწვევა მიღებულია - ხელს გვერდი ავუარე და მის უკან დავდექი. -საინტერესოა კისერი ისევ ისეთ მდგომარეობაშია როგორც ბოლოს?- ცერა თითები კისერზე შემოვაწყვე და მისი სახის დასანახად წინ გადავიხარე. ამ სიტყვების გაგონებაზე ძლიერად ჩაახველა მაგრამ მალევე შეწყვიტა ხველა და ფეხზე წამოდგა
-კაი დღეს შენივარ, როგორ შეიძლება იუბილარს ვაწყენინო - ხელი გამომიწოდა და წინ გამიძღვა
-ხოაბა! სულ მაგიტომ არ წამომყევი? -მის ქცევაზე გამეცინა ,ხალხს შევერიეთ და მუსიკას ავყევით
-დიახაც! - ხელი წელზე შემომხვია და ცეკვა განაგრძო. - საერთოდ არ შეცვლილხარ. უბრალოდ ჰორმონებმა ქნა თავისი და ბავშვი რომელიც აქ დავტოვე უკვე ჩამოყალიბებული ქალის ვიზუალით დგას ჩემს წინაშე! სხვა..ქცევები, მანერები, თვალები... ყველაფერი ისევ ისეთია! - შუბლზე მაკოცა და ხელები ძლიერად შემომხვია წელზე. ამდენი წლის მანძილზე პირველად ვიგრძენნი თავი დაცულად, პირველად ვიგრძენი მისი სითბო, ვიგრძენი რომ მყავდა ადამიანი რომელსაც შემიძლია ვენდო , მისი არსებობა შევიგრძენი!
-მომენატრე! -ისე ჩუმად ვთქვი თითქოს მეშინოდა ამის თქმის, თითქოს მეშინოდა რომ ისევ წავიდოდა.
ცოტახანს ასე ვიცეკვეთ, შემდეგ კი შევამჩნიე რომ მისი თვალები რაღაცას, ან ვიღაცას აშტერდებოდა, თავი იმ მიმართულებით გავაბრუნე სადაც ის ასე დაჟინებით ჩაკარგულიყო მაგრამ ჩემთვის ნაცნობი ვერაფერი დავინახე ლიდიას გარდა, ბართან იდგა და სავარაუდოდ მის საყვარელ კოოქტეილს სვავდა.
-რას უყურებ? -თავი მოვაბრუნე და საუბარი წამოვიწყე
-რავი, არაფერს. -მზერა ამჯერად ჩემზე გადმოიტანა
-წამოდი ვიღაც უნდა გაგაცნო! -ხელი წავავლე და ბარისკენ წავიყვანე
-ვინ უნდა გამაცნო ელო?-ზლაზვნით გამომყვა უკან
-გახსოვს რო გიყვებოდი? ლიდია და მარიამზე! უნიში გავიცანითქო! თან დაგპირდი რო ჩამოხვალ აუცილებლად გაგაცნობ ორივესთქო- თან ვლაპარაკობდი თან წინ მივიწევდი- ხოდა ეხლა ლიდიას გაგაცნობ, მერე მაროს მივუჯდეთ და მერე კი მოვლენ შენებიც ...
-შენ რა ამ ალქაჯზე მიყვებოდი კარგი გოგოაო და ასეო და ისეო? - სიტყვა გამაწყვეტინა ვაჩემ და ერთი წამით შეჩერდა. ვერ მივხვდი რა თქვა ან რატო და ვთხოვე გაემეორებინა
-რა?
-აარაფერი არა.. მიდი გზა გააგრძელე -თავი ისე გაიქნია თითქოს გამოფხიზლებას ცდილობდა, მეც წინ გავბრუნდი და გზა ცოტა დაბნეულმა გავაგრძელე
მეგონა ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, ერთმანეთს გავაცნობდი, დაახლოვდებოდნენ, ისეთივე კარგი ურთიერთობა ექნებოდათ როგორიც მე მქონდა ოთხივსთან, მაგრამ ლიდიას საქციელმა გამაოცა, ისე იქცეოდა თითქოს წინ მოჩვენება ედგა,ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და მაშინვე დატყდა ქალბატონი.რათქმაუნდა გაურკვევლობაში ჩავვარდი და ვაჩეს მივურუნდი
-რა მოხდა? - უკვე ინტერესმა შემიპყრო და მომთხოვნი მზერით დავაჯილდოვე ბატონი ვაჩე
-არვიცი, ალბათ ვინმეს მიიმამსგავსა -ეს თქვა და იმ კოქტეილს დასწვდა რომელიც ლიდიამ დატოვა ბარზე-გემრიელია!- უკვე ცარიელ ჭიქას დახედა დად ბარმენს ახალი შეუკვეთა
მივხვდი რაღაც მოხდა მაგრამ ეს არაფერს მეტყოდა,ბედი მაინც ვცადე და კითხვა გავუმეორე
-ვაჩუნა ხოიცი არგამომგდის ეს მსახიობობა და ტყუილები! რამეუთხარი? თურამოუვიდა
-ა-რა-ფე-რი! - დამარცვლით მითხრა ვაჩემ, მეც ზურგი ვაქციე და ლიდიას მოსაძებნად წამოვედი
კლუბში აღარ ჩანდა, არც ტუალეტში იყო, არც მეორე სართულზე. აღარსად აღარ ჩანდა. უკვე ნერვიულობა დავიწყე. ვიცოდი ასე დაუმშვიდობებლად არ წავიდოდა და ზუსტად ეს მანერვიულებდა, ტელეფონი ამოვიღე და მისი ნომერი ავკრიფე. ტელეფონიც გამორთული ქონდა.
-სად გაქრი გოგო! სად!-უკვე ყველგან დავიწყე ძებნა, მერე ბავშვებსაც ვკითხე, არც მათ უნახავთ. უცხოებსაც ავუღწერე მისი ვიზუალი. მოკლედ აორთქლდა ეს გოგო.არსად არიყო! არც კლუბში! არც გარეთ! არც არავის უნახავს! დავჯექი და იმაზე ფიქრი დავიწყე სად შეიძლება ყოფილიყო დამხოლოდ ერთი იდეა მომივიდა თავში! ესეც თუ არ გაამართლებდა მერე უკვე მართლა პანიკაში ჩავვარდებოდი
!სახურავზე!
სწრაფად ავედი შენობის სახურავზე და ლიდიას ძებნა დავიწყე, ვეძახდი მაგრამ ხმას არავინ მცემდა,უკვე მართლა მეშინოდა, კიდეებიდანაც გადავიხედე მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი ახლოს არ გაეკარებოდა ამ ადგილს სიმაღლის შიშის გამო. უკან წამოსვლას ვაპირებდი როცა რაღაცის ლეწვის ხმა გავიგე და იმ მიმართულებით გავიქეცი. !ლიდია! ეს რათქმაუნდა ლიდია იყო!
-ღერთო რა მოუხერხებელი ვარ! აი ესეც მე! არა მაინც რატო ვარ ასეთი მოუხერხებელი..? - მობილური პლედზე მიეგდო და ქვევით დაყრილ თეფშის ნამსხვრევებს ხვეტდა
-მოუხერხებელი კი არა! უხეში! ცანცარა! უყურადღებო და მაგარი ადამიანი ხარ! -მოულოდნელად დავადექი თავზე და ცოტათი შევაშინე კიდეც- ჰა აქ რამ მოგიყვანა?
-ანუ ასეთივარ? -თეფშს თავი მიანება და პლედზე წამოგორდა
-ხო. ვინერვიულე მეთქი სადგაქრათქო. მერე გამახსენდა ვარსკვლავების ყურება როგორ გიყვარს და აქ ამოვედი- გვერდით წამოვუგორდი
-ხო! აქედან ყველაზე კარგად ჩანს! -ჩაეღიმა დაყველაზე კაშკაშა ვარსკვლავისკენ გაიწოდა ხელი-ყველაზე ლამაზია! ყველაზე მიუწვდომელი და ამავე დროს ყველაზე ლამაზი!
-და ყველაზე ცხელი არა? -მისი გახალისება ვცადე თუმცა უშედეგოდ-რამე მოხდა ლიდო?
-აარა..არაფერი. დავიღალე უბრალოდ, თან მომშივდა! -თეფშისკენ მიმანიშნა
-ვაჩეს დანახვამ მოგაშივა ხო? - ამაზე მართლა გულიანად გამეცინა და მისი ჩქმეტაც დავიმსახურე- კაიხო! ის არ მეუბნება კაი! შენ მაინცმითხარი რამოხდა. სადმე ნახე ? რამე გაწყენინა? გეფიცები მართლა კაი ადამიანია! დაივიწყე თუ რამე ცუდი მოხდა, არინანებ-ამ სიტყვებზე კი უკვე ის აკისკისდა
-რა უნდა მომხდარიყო გოგო, დღეს პირველად ვნახე ადამიანი-სიცილს აგრძელებდა ლიდია და ნერვები უფრო დაუფრო მეშლებოდა, პირველად მიმალავდა რაღაცას და არ მსიამოვნებდა
-არ გიცნობდე მაინც- ჩემთვის ჩავილაპარაკე და ვარსკვლავებს ავხედე.
-კაი ხო! - წამოჯდა და ზემოდან დამხედა- დღეს სამსახურში ვნახე და ცოტა ვეკამათე, მოულოდნელი იყო უბრალოდ ჩემთვის რო აქ ვნახე და თან შენი ნანატრი ბიძაშვილის ამპულაში
-და რაზე ეკამათე? - მეც წმოვჯექი და თვალებში ჩავხედე, ამ მომენტში უმეტყველო თვალები ქონდა, თითქოს რაღაც სხვა აწუხებდა.
-შემეჯახა და საბუთები დამაყრევინა, თან ისედაც მაგვიანდებოდა და...- უცეფ მოვწვი ,,სამსახურიო როახსენა და სიტყვა გავაწყვეტინე
-მოიცა რა სამსახური? ან ამას რა უნდოდა იქ? სად მუშაობ? როდის დაიწყე? მე რატო არაფერი ვიცი? -კითხვები მივაყარე და პასუხის მოლოდინში გავისუსე
-რაიყოგოგო დღეს დავიწყე რას აკუნტრუშდი. ალექსანდრე ქვია უფროსს, მოხუცი კაცია. გვარიც აღარ მახს..მოიცამოიცა. შენი გვარი აქ ზუსტად! დადიანის ასულო! - გამომცდელად შემომხედა და თვალებით მეკითხებოდა რამე კავშირი ხო არ მქონდა იმ კაცთან, რათქმაუნდა მქონდა! ის ხომ ბიძაჩემი იყო.
-ხო...
-რა ხო დადიანო?
-ზუსტად ის არის რასაც შენ ფიქრობ! ბიძაჩემია! სამშენებლო კომპანიაა ხო? ბიძაჩემია ბიძაჩემი!
-ღმერთო! არააა! ღმერთოშენ მიშველე! არადა ხო გთხოვდი! ხო კარგად ვიქცეოდი! ასე რატო გამწირე! ანუ ! ეს ის! იმის შვილია? დაამასთან უნდა ვიმუშაო? არაა! ინფაქტი დამარტყავს ეხლა! - ფეხზე წამოხტა და წინ და უკან სიარული დაიწყო.მეც წამოვდექი და მისი გაჩერება ვცადე მაგრამ ვერ ვაჩერებდი, ნერვიულად იკვნეტდა ფრჩხილებს და წინ და უკან გაუჩერებლად დადიოდა
-ლიდია! ლიდო! ლიიიდოოო!- უკვე მოთმინება გამომელია და რაც შეიძლებაა მოთხოვნად ვუყვირე- გოგო! ან ახლა დაჯდები აქ დამეტყვი რატო გჭირს პანიკები! ან! ან... ან ეხლა წავალ და ვაჩეს ვკითხავ ყველაფერს! აი შენ კი ძალიან გაგიჭირდება ჩემი შემორიგება რამე ისეთი როომ მითხრას რაც შენ არ მითხარი! - ამის თქმაზე მე შემომხედა და მითხრა
-ახლა ჩავიდეთ ქვევით,მშვიდად, წყნარად,და აუღელვებლად და ყველაფერს ხვალ მოგიყვები! ოღონდ გთხოვ არ დაამანახო ეგ შენი ვაჩე თვალით! ეს ორი თვე ისე უნდა გავიდეს თვალში ზედმეტად არ გამეჩხიროს იცოდე, მერე ისედაც ყოველ დღე მისი ატანა მომიწევს სამსახურში
-სულ გააფრინე შენ ხო?რა გინდა ადამიანთან. ერთხელ ნახე და გადაირიე ხო? ვერ ხვდები როგორ მაწყენინებ მაგ სიტყვებით?- გავოგნდი მისი სიტყვები რომ გავიგე, ყურებს მართლა ვერ ვუჯერებდი
-ბოდიში ელო, უბრალოდ..
-რა უბრალოდ !
-ბოდიში,დაძაბულივარ დღეს! და გადაღლილი. ამის ბრალია ალბათ. მაგრამ გთხოვ, თავიდან ამარიდე ცოტახანს. მოგიყვები ხვალ ყველაფერს და მიხვდები რა, - ჩამეხუტა და ლაპარაკს ისევ და ისევ აგრძელებდა- ძალიან იმოქმედა ჩემზე ამ რამოდენიმე შეხვედრამ, თან ეს დამთხვევები! არ გეწყინოს რა ელო- პატარა ბავშვივით ლაპარაკობდა, მივხვდი ძალის დატანებას აზრი არ ქონდა, ცოტახანს სახურავზე გავჩერდით. ვილაპარაკეთ, ხასიათი გამოვიკეთეთ და უფრო მეტი ენერგიით დავუბრუნდით კლუბურ გართობას
* * *
იმ დღეს ყველაფერი ძალიან კარგად დამთავრდა, იმაზე მაგარი დრო ატარეს ვიდრე წარმოიდგენდნენ. მალე სასტავს ვაჩეს ,,მეგობრებიც'' შემოუერთდნენ, ერთმანეთი გაიცნეს, ითამაშეს, იცეკვეს, დალიეს , დათვრნენ. აი ლაშიკომ კი დრო იხელთა, ლიდოს ხელი მოკიდა და აივანზე შეიძლება ითქვას წაათრია, მაინც შეძლო ვაჟბატონმა მისი შემორიგება, ვაჩე კი შორიდან უყურებდა მათ ცვალებად რეაქციებს, ცდილობდა ყურადღება არ მიექცია მაგრამ არ გამოსდიოდა. აივანზეც კი გავიდა ვითომ სიგარეტის მოსაწევად მაგრამ მხოლოდ ჩახუტების ცერემონიალს მიუსწრო. ელიზაბედი კი, ვერ ვიტყვით რომ ეს მისი უბედნიერესი დაბადების დღე იყო, ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად ქონდა მაგრამ ვერ იტანდა ,,ძმურ'' დამოკიდებულებას ლაშიკოს მხრიდან . იმდენად დათვრა რომ დილით აღარც კი ახსოვდა სახლში როგორ შემოაღწია.ბალიშს თავი დააღწია თუ არა ტელეფონის ძებნა დაიწყო.თვალები გაუფართოვდა ეკრანის დანახვისას,ასზე მეტი შეტყობინება, რათქმაუნდა ყველა გოგოებისგან, ნომერი აკრიფა და თავი ისევ ბალიშზე დადო.
-სად ხარ გოგო დილიდან? პირველი საათია უკვე , კარზეც ვაკაკუნებდით და არ გააღე. ინფაქტი დამემართა ლამის! გეუბნები ერ...
-ჰოუჰოუჰოუ..კაი ლიდო დაწყნარდი, ცოცხალივარ. მოდით შენ და მარო და აქ ილაქლაქე რამდენიც გინდა.... -ამოიკვნესა, თავი საშინლად ტკიოდა,და არამარტო თავი- და თან საშინელ ნაბახუსევზე ვარ. რამე უნდა მიშველოთ იცოდე... ელენეც წამოიყვანეთ თუეცლება..ახლადროებით.როგორმე ტანზე უნდა ჩავიცვა.-სიტყვის თქმა არ აცადა ლიდიას ისე გაუთიშა ტელეფონი და სააბაზანოში შევიდა.
რაც ხელში მოხვდა ის ჩაიცვა, არც დაბანილი თმის დავარცხნის ხასიათზე იყო და საერთოდ არაფრის, გუშინ მიხვდა რომ ,,მის ლაშიკოს'' რომელიც ასე ძალიან უყვარდა მეგობრად მიაჩნდა, მეტიც! ის მას დასავით უყურებდა და არც არასდროს შეხედავდა ისე როგორც ქალს! არასდროს დაინტერესებულა ელიზაბედის სასიყვარულო ურთიერთობებით! არც მისი თაყვანისმცემლებით, თუ რამე პრობლემა ქონდა მოუგვარებდა მაგრამ, მხოლოდ იმიტომ რომ მეგობრად თვლიდა! ყავა აიდუღა და სამზარეულოში ჩამოჯდა,ცდილობდა არ შეემჩნია თუ როგორ იტანჯებოდა . არ უნდოდა იმ გოგოების სიას მიმატებოდა ბიჭების გამო დღე და ღამე რომ ტირიან. არ უნდოდა ჩვეულებრივი, ტიპიური გოგო ყოფილიყო. უნდოდა უბრალოდ ელიზაბედ დადიანი ყოფილიყო! ძლიერი, მხიარული ქალი!
ფიქრებში იყო გართული როცა რაღაცის ლეწვის ხმა გაიგო, მაშინვე წამოხტა და სასტუმრო ოთახში შეირბინა
-უკვე მოხვედით? ცოტა ნელა არ შეგიძ...ლია?-ოთახში ვაჩე დაინახა - შენ აქ რაგინდა ბიძაშვილო? -თვალებდასიებული ვაჩეს დანახვამ,რომელიც იატაკიდან დეკორატიული სპილოს ნამსხრევებს კრიფავდა გაახალისა
-გუშინ მე მოგიყვანე ელო, არგახსოვს? -ზედმეტად მკაცრი სახით შეხედა ელიზაბედს, ელიზაბედსაც შეეცვალა მიმიკა, თავი ისე დაიჭირა თითქოს წუხანდელი ღამის ყველა დეტალი იდიალურად ახსოვდა
-მახსოვს ძამიკო, როგორ არმახსოვს. უბრალოდ მეგონა..მეგონა წახვედი და...
-შენ თვითონ არ მთხოვე დარჩენა? -ფეხზე წამოდგა და სავარძელში ჩაესვენა ვაჩე, თან თვალს არ აშორებდა ელიზაბედის ცვალებად მიმიკებს
-კი..კი! აბა რა! როგორ არა..უბრალოდ...ჰმმ...უბრალოდ...
-უბრალოდ რაა?- ისევ ისე მშვიდად უყურებდა ქალბატონს ,ეს სიმშვიდე კი უფრო აშინებდა ელიზაბედს
-უბრალოდ შენი ხმა არ ისმოდა დილიდან და...
-აჰამ.და ბარემ იმაზეც გამეცი პასუხი ამდენი რამ დაგალევინა გუშინ. მკვდარივით იყავი. ისიც კი ვიფიქრე სასწრაფოს ხო არ დავურეკოთქო
-აარ..არაფერი ისეთი- ხელებს ისრისავდა ლიდია და ფიქრობდა რა ეპასუხა მისთვის-მე და ლიდიამ...ხო...ლიდიამ და...ელომ..ელენემ ანუ...ხო ჩვენ დავლიეთ ერთად, ერთმანეთს შევეჯიბრეთ...ხო..ვინ უფრო მეტს დალევდა
-და მეტი ვერაფერი მოიფიქრეთ? ან ეს შეშლილი დაქალები სად იპოვე ერთი, ისედაც არიყავი ნორმალური, ეხლა სულ გაუბერე.თანაც, არც ელენე და არც ის ...
-ლიდია ვაჩე ლიდია! -სამზარეულოში გავიდა და ყავით ხელში დაბრუნდა უკან
-ხო არც ლიდია..არ იყვნენ ისეთი მთვრ...-კარზე გაბმული კაკუნი მოისმა,უცეფ გაახსენდა ელიზაბედს დაქალები და ვაჩეს ოთახიდან გაგდება ცადა
-ვაიმე! აუვაჩუნა გეხხვეწები ზემოთ ადი რა, ჩემები მოვიდნენ..შენი შერცხვებათ...
-არ გავს ის...-ამ სიტყვებზე ელიზაბედმა მრავლისმეტყველი სახით შეხედა კაცს , ვაჩე მაშინვე მიხვდა მხოლობითში რომ ლაპარაკობდა და ცადა წინადადება ოდნავ შეესწორებინა-ხო..ისინი არ გვანანთქო ძაან მორცხვებს
-კაი ადი ადი-კარზე კაკუნი არ წყდებოდა, ეგ კი არა უკვე ზარის და ტელეფონის წკრიალის ხმაც დაემატა- აუუადიიი...გთხოოვვ... -ხელით ექაჩებოდა ბიძაშვილს
-კაიმაშინ ეგ ყავა მომე, თავი მტკივა რატომღაც.
-კაი ჰა აიღე- ხელში მიაჩეჩა ყავა და კიბეებისკენ გაუძღვა, აი ხმა კი არა და არ წყდებოდა. ბოლოს როგოციქნა თავს მიეფარა ვაჟბატონი და კარიც გააღო ელიზაბედმა .
-სად ხარ გოგო ამდენხანს -ელენემ შემოაბიჯა სახლში და სამზარეულოსკენ გაემართა- წყალი მინდა ცივი! გაქ?
-რა ცივი წყალი გოგო, ნოემბერია ფაქტიურად უკვე -უკან გაყვა ლიდიაც და სავარძელზე წამოკოტრიალდა.
-გამარჯობა ელო! -ახლა მარიამი შემოვიდა სახლში და ელიზაბედს ჩაეხუტა, ის ერთადერთი იყო ვინც მისი გრძნობების შესახებ იცოდა, არა ელენემ და ლიდიამაც იცოდნენ რაღაც, მაგრამ მარიამმა ყველაფერი დაწვრილებით იცოდა, იმდენად დაწვრილებით რომ თითქმის მისი გრძნობების მოზიარეც კი იყო.
-ოო ელოოო! რაღაც სუნი მცემს აქ! კაცის! რამეს გვიმალავ?- თავი წამოყო ლიდიამ და წარბები აათამაშა
-შენ გუშინ ჩემზე მეტი დალიე თუ როგორ არის შენი საქმე -თვალები გადაატრიალა ელიზაბედმა
-არა მეც მცემს თითქოს რაღაცის სუნი -სამზარეულოდან გამოყო თავი ელენემ
-მანდ არ მომიყვანო ქალო! რას დაძვრები ისე? სახლში საჭმელი არ გაქ? -ადგილიდან გასძახა ელიზაბედმა
-რაიყო გოგო მოხდა რამე?რა ხასიათზე ხარ დილიდან?- (ლიდია)
-ეგ უნდა მეკითხა ეხლა - გვერდით მიუჯდა დას მარიამი
-აარაფერი ისეთი...
-ისევ ლაშა? მოვკლავ მაგას გეფიცები - ეს ისე თქვა ლიდომ თითქოს მართლა ყოფილიყო ამის გამკეთებელი.
ელიზაბედს არაფერი უპასუხია, თითქოს ვერც გაიგო ლიდოს სიტყვები ისე გადაიტანა ყურადღება სამზარეულოდან მომავალ ელენეზე რომელსაც იმდენი ხილი ეჭირა ხელში თვითონაც არ იცოდა ამდენი თუ მოიძებნებოდა მის მაცივარში
-რამ გაგაგიჟა გოგო შენ? -გაოცებული მზერა მიაპყრო ელენეს და სცადა ვაშლი წაერთმია მისთვის
-აპ აპ აპ აპ! სულ ჩემია ეს! -პატარა ბავშვივით მიიხუტა გულზე ხილით სავსე ლანგარი
-დილიდან ასეა! ჩვენც ვერაფერი გავუგეთ - ხელები აასავსავა მარიამმა და ელენეს გადახედა
-რაიყო გენანება? - სავარძელში ჩასკუპდა ქალბატონი და ჭამა დაიწყო
-არა არა..ღმერთმა შეგარგოსს მარა...ხო მართლა კარგად ხარ? -გაოცებას ვერ მალავდა ელიზაბედი
-კი კარგად ვარ. უბრალოდ ფანჯარა გამოაღე რომ ეს საშინელი სუნი გავიდეს გარეთ! -სახე დაჭყანა ელენემ..
-მიდი მიდი თორე ნერვიულიც გახდა რაღაც ამბოლოდროს! - ხმამაღლა გადაიკისკისა ლიდიამ
-კაი მარა, რომელი სუნი? -ფანჯრისკენ დაიძრა ქალბატონი
-კაცის სუნამოს სუნია ქალო, აბა წეღან რას გეუბნებოდი! - აშკარად კარგ ხასიათზე იყო ლიდო -ისე რას ერჩი ელენე, მე ძალიანაც მომწონს! კაი სუნია!
-რომ იცოდე ვისია უფრო მოგეწონებოდა - ჩუმად ჩაილაპარაკა ელომ მაგრამ გოგონების ყურადღებას მაინც არ გამორჩენია
-რათქვი? - (ლიდია)
-ვისია? - (ელენე)
-აუ მე რატო ვერ ვგრძნობ? -მოიღუშა ლიდია და ლიდოსთან ახლოს დაჯდა იქნებ მეც ვიგრძნოო
-უიმე რაიყოთხალხო! არმითქვამს არაფერი! ისე ჯობია ლიდომ მომიყვეს გუშინდელი ამბები! გისმენ აბა! - მის პირისპირ დაჯდა და ელენეს პატარა ვაშლი მოპარა
-ელოოო!
-რაიყო გოგო! შენ ოღონდ ჭამე გიყიდი მერე კიდე, ისედაც ძალიან გამხდარიხარ რაღაც- ვაშლი მოკბიჩა და ლიდოს მიაპყრო ყურადღება
-აუახლა? ( ლიდო)
-რა უცხოები არიან? თუ რამე გაქ ამათთან დასამალი?
-რაშუაშია... კაიხო... მოკლედ......
ლიდიამ გუშინდელი თავგადასავლის მოყოლა დაიწყო, გოგონებს ყოველ წამს ეცვლებოდათ რეაქცია, სახეზე ხან გაოცება, ხან ღიმილი, ხანკი ხმამაღალი კისკისი გადაურბენდათხოლმე,პერიოდულად ლიდოსაც ეღიმებოდა მაგრამ მალევე მიხვდებოდა რომ ,,სულტყუილად'' და მის ლამაზ სახეს ისევ გაცეცხლებული მიმიკა დაებატონებოდა.
-და ამის გამო ხარ გაცეცხლებული?- სიცილს ვერ იკავებდა ელიზაბედი
-არა მე თუ მკითხავ შენ უფრო დამნაშავე ხარ! რა გეგონა აბა პირველივე შემხვედრს რომ ეტლიკინები . -კმაყოფილი სახით განაცხადა მარიამმა -ყოჩაღ ვაჩიკოს ! -ხელი გაუწოდა ელიზაბედ, მანაც ,,ვაჟკაცურად'' ჩაურტყა და ფეხი ფეხზე გადაიდო
-ანუ ასე არა? -პატარა ბავშვივით გაიბუტა ლიდო -თქვენც რო მის მხარეს ხართ! აი დაქალებიც ასეთი უნდა! არა დაზე ხო აღარაფერს ვამბობ
-მე ასე არ ვფიქრობ - თავი წამოყო ელენემ და ლიდიას შეხედა - მიდი მიაწექი, რო მიხვდება ვისთანაც აქვს საქმე დაწყნარდება მერე
-ჩემი გოგო! -ლიდო ადგა და ლოყაზე აკოცა დაქალს, თან ყურძენს დაავლო ხელი და ადგილზე დაბრუნდა
-შენ ეგრე გეგონოს ! შენზე ჯიუტია ვაჩე! ილოცე რო დაგინდოს! - (ელიზაბედი - თან მე თუ მკითხავ უხდებიან ერთმანეთს! არა? - ბოლო წინადადება მარიამს ჩასჩურჩულა ყურში რაზეც ორივემ ერთხმად გადაიკისკისა
-აუუ თქვენი ნერვები არ მაქ რა! -თვალები გადაატრიალა და სამზარეულოში გავიდა წყლის და სალევად
-არადა გუშინ როგორ დამაფეთა ! მეთქი მოკლავენ ერთმანეთს და ეგარითქო - უფრო კარგად მოკალათდა ელიზაბედი და ტელევზორის პულტს დაწვდა
უცებ ლიდიას ტელეფონი აწკრიალდა, მალევე გამოვარდა სამზარეულოდან და ტელეფონს დაწვდა, ბატონი ლაშიკო ურეკავდა, არ უნდოდა ელიზაბედის თვალწინ ელაპარაკა და ხასიათი გაეფუჭებინა მისთვის ამიტომ ლიდიას ოთახში ავიდა
-გისმენ
-სადხარ ლიდო?
-ელოსთან ვარ ლაშა, მოხდარამე?
-არაფერი ისეთი. ოც წუთში მანდ ვიქნები და ჩამო რა . საქმემაქ რაღაც
-აუ არმცალია მართლა- ლოგინზე ჩამოჯდა ლიდო და სააბაზანოს კარს გაუშეშა თვალი.მერე შეამჩნია რომ წყლის ხმა ისმოდა და გადაწყვიტა შიგნით შესულიყო და ონკანი ჩაეკეტა.
-აუ მიდი რა,ან მეამოვალ და ბარემ ელოსაც ვნახავ.
- არათქო ლაშა- უკვე სააბაზანოს კარი შეაღო ლიდიამ და იქვე მიყრილი ტანსაცმელები შეამჩნია. ონკანი კი არ იყო მოშვებული. ცოტა შეეშინდა , ხელში რაც პირველი მოხვდა აიღო და წინ სვლა დაიწყო- კაი ლაშა მერე დაგირეკავ, დროებით.- ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და წინ სვლა განაგრძო, წონასწორობა დაკარგა და ქვევით რაღაც დაუვარდა
-ელო შენ ხარ? -კაცის ხმა გაიგო ფარდის იქით, აშკარად ნაცნობი ხმა- პირსაწმენდი მანდ დავდე და მომაწოდე რა! -ხმა არ გაუცია ისე დაიძრა კარისკენ და სახელურს დაეჯაჯგურა.-ელიზაბედ! -ძახილს არ წყვეტდა კაცი, ლიდია კი კარს ეჯაჯგურებოდა მაგრამ მაინც ვერ აღებდა.-ელოო! მომაწოდე პირსაწმენდი! - ფარდიდან გამოყო თავი ვაჩემ და ლიდიას გაუსწორა მზერა -არაა! არარსებობს! -ჩაეცინა მაგრამ სახე მაშინვე დაასერიოზულა და ახლა უკვე ლიდიას მიმართა -ვითომ კარს ვერ აღებს! მიდი მიდი პირსაწმენდი მომაწოდე!
-რას ნიშნავს ვითომ? -პირსაწმენდს დაწვდა და კაცის მიმართულებით წავიდა.- არა წყევლა ხარ რა! რაც ერთხელ გნახე იმის მერე თავიდან ვერ გიშორებ! -თვალებზე აიფარა ხელი და ისე მიდიოდა წინ
-წაიქცევი ეგრე! მოიშორე ხელები! -ხელი კაუწოდა ვაჩემ და პირსსაწმენდი გამოართვა
-რა მზრუნველი ბიჭი ხარ ვაჩუნა! -ირონიულად მიმართა და უკან გამობრუნდა.
-შენ ჯერ სად ხარ!-პირსამწნდი წელზე შემოიხვია და ნიჟარასთან მივიდა
-მანდ პრანჭვას გირჩევნია კარი გამიღო! -არც შეუხედავს ისე უთხრა ეს წინადადება, უფროსწორად რომ ვთქვათ, ვერ შეხედა. იცოდა რა დღეშიც ჩავარდებოდა მისი სახე ნახევრად შიშველი მამაკაცი რომ დაენახა, თან ასეთ მდგომარეობაში. გიჟი კია მაგრამ მაინც პატარა ბავშვივითაა ხანდახან
-შენც მშვენივრად გააღებ რო მოინდომო, მაგრამ არგინდა და რავქნა აბა, ჩეთან ყოფნა გირჩევნია და ხო არ გაგაგდებ! -სახე გაიქაფა და ლიდიას მიაპყრო თავისი შავი თვალები.
-არა ახლა თავს მოვიკლავ! რამხელა წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე - თავში ხელი შემოირტყა -მოდი რა გამიღე ! -დაავიწყდა რა მდგომარეობაშიც იდგა ბატონი ვაჩე მის ზურგს უკან და მისკენ შებრუნდა. -ღმერთოღმერთო! ოღონდ ახლა გადამარჩინე და მეტს მართლა აღარ გაგაბრაზებ! - დენდარტყმულივით შებრუნდა კარისკენ და ჩურჩული დაიწყო.უცეფ ტელეფონმა დარეკა და ეცადა რაც შეიძლება მშვიდად ეპასუხა- გისმენ ლაშა!
-ჩამოდი აქვარ!
-ვაიმე არ მცალიათქო ხო გითხარი! საღამოს გნახავ! -ტელეფონი გაუთიშა და ესემესი დაწერა სადაც ელიზაბედს წერდა რომ მის სააბაზანოში ჩაიკეტა მის საყვარელ ბიძაშვილთან ერთად და შველას თხოვდა.
-ნწნწნწ..როგორ შეიძლება შეყვარებულთან ასე ლაპარაკი ქალბატონო ლიდია? - ვითომ მშვიდად თქვა ვაჩემ და პირის გაპარსვას შეუდგა
-არარის ჩემი შეყვარებული!
-და თვითონ იცის ეს? -საპარსი გვერდით გადადო და ლიდიასკენ დაიძრა
-კი იცის ! დასაერთოდ რა შენი საქმეა? გირჩევნია ...რა...რამე ჩაიცვა -სიტყვებს თავი ვეღარ მოუყარა როცა მის ზურგთან იგრძნო ვიღაცის სუნთქვა. ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა მაგრამ უკვე მართლა კარგავდა მოთმინებას
-მართალიხარ! არარის ჩემი საქმე! - გვერდით ჩაუარა ლიდიას და კარს მხრით მიეყრდნო-რა ფერი გადაევს სახეზე -ხმამაღლა ახარხარდა ვაჩე - ცუდად ხო არ ხარ?
-წადი პირი გაიპარსე! -კიდევ ერთი ესემესი დაწერა სადაც უკვე მუქარაზე გადავიდა
-და რო არა? შენ არ გამპარსავ? ისე მართლა . კისერს ვერ ვიპარსავ ჩემით. არდამეხმარები?- ხალისობდა ლიდიას რეაქციებზე, თანდათან უფრო და უფრო გათამამდა. უფრო მოუახლოვდა მაგრამ ცდილობდა ოდნავადაც არ შეხებოდა.
-გთხოვ! ან კარი გამიღე ! ან რამე ქენი...ჩაიცვი მაინცრამე!- სახე მთლიაანად აუწითლდა.
-მთხოვს! -უფრო ახლოს მივიდა გოგონასთან.ლიდია უკვე ვეღარც კი სუნთქავდა ისე ნერვიულობდა, ეშინოდა მისი, შიშთან ერთად რაღაც სხვასაც გრძნობდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა რას, აი უკვე ყველა უჯრედს მოედო მისი აფორიაქება და თვალებიც აუცრემლიანდა.. ვაჩე კი ისევ აგრძელებდა- შენ რა შიშველი კაცი არ გინახავს? არა ეგ როგორ დავიჯერო? დიდი გოგო ხარ უკვე არადა! - უფრო ახლოს მივიდა მასთან და ცადა ლიდიას თავი ზემოთ აეწია, მაგრამ არ გამოუვიდა.-კაი რაიყო! მანიაკი კი არ ვარ! რისი გეშინია! - ჩაეცინა! არ ჯეროდა მისი! ეგონა თვალთმაქცობდა! ქალები ხომ ასეთები არიან! თავს მოგაჩვენებენ თითქოს მათზე წმინდა, ნაზი და სპეტაკი არსება არ არსებობდეს , მაგრამ გავა დრო და გამოაჩენენ საკუთარ ნამდვილ სახეებს, დაგანახებენ როგორი შავბნელი არსებები არიან - არადა მე უნდა მეშინოდეს შენი! - ირონიულად ჩაიცინა და თავი ააწევინა ლიდიას რომელსაც უკვე მთელი სახე სველი ქონდა. რატო ტიროდა თვითონაც ვერ ხვდებოდა, ყველაფერს შიშს აბრალიდა, და საკუთარ ძმას!
-შენ რა ტირი?- სახე შეეცვალა ვაჩეს . -მართლა ტირი?
ლიდია ხმასარ იღებდა, ცისფერი თვალები რომელიც მუდამ სილაღეს აფრქვევდა , შიშს მოეცვა. ვაჩე კი აცრემლებულ სახეს უსუფთავებდა, უწმენდდა. მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა. ასე მართლა არ ღირდა შეტოპვა. თანაც ელიზაბედის მეგობარი იდგა ახლა მის წინაშე.
-კაი გთხოვ ნუ ტირი.სად გაქრა ის გოგო პირველად რომ ვნახე? რამდენს ლაპარაკობდი..ეხლა ხმასაც არ იღებ. კაი ზედმეტი მომივიდა- ონკანთან მიიყვანა და სახე მობანა, ლიდია კი რაღაც სხვა გრძნობამ შეიპყრა, ვერ გაეგო რა ხდებოდა. ერთ წამს საშინელი დემონი ედგა წინ, სულ რაღაც ორ წამში კი მზრუნველ , თითქოს შეშინებულ არსებად იქცა ეს დემონი.
-მე..მე...- სიტყვებს თავს უყრიდა მაგრამ წინადადებას მაინც ვერ აგებდა -შენ..
-კაიკაი...არაფერითქვა.. დაწყნარდი- მისი სახე ხელებში მოიქცია კაცმა და რაც შეიძლება თბილად გაუღიმა -აქ დაჯექი, -კუთხეში დადებულ სკამზე ანიშნა- ჩავიცმევ მე ეხლავე.. არ ინერვიულო კაი? -სკამამდე მიიყვანა იმის შიშით სადმე არ დაცემულიყო- შენ აქ იჯექი, თვალები დახუჭე ოღონდ - გამაფრთხილებლად დაუქნიათითი, თან ეცადა ცოტა ხასიათზე მოეყვანა- მე გამოვიცვლი. მერე კარს გავაღებ და გავალთ. -ლიდიამ თავი მორჩილად დაუქნია დათვალები დახუჭა. ვაჩე ჯერ კიდევ გაოგნებული იყო. ფეხზე წამოდგა და ჩაცმას შეუდგა. თვალს არ აშორებდა ლიდიას, არ იცოდა რა ეფიქრა, ვერ მიხვდა რა მოხდა .
-ეს რანაირი ალქაჯია? -თავისთვის ჩაილაპარაკა და ჩაეცინა
-რამე მითხარი? -თითქოს უფრო მშვიდად დასვა კითხვა ლიდიამ
-არრაა, შენ არაფერი. შეგიძლია თვალები გაახილო ! - მასთან მივიდა და წამოდგომაში მიეხმარა
-შეგაშინე ხო? - მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა ლიდიას
-ცოოტა. მაგრამ არაუშავს! -ბავშვურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე რაზეც ვერც ვაჩემ დამალა ემოციები
-ჩემი აღარ შეგეშინდეს! არასოდეს კაი? არასდროს არაფერს დაგიშავებ! მირჩევნია ჩემ თავს ვავნო ! - ეს სიტყვები პირდაპირ გულიდან ამოუშვა, ლიდიამ საპასუხოდ მხოლოდ გაუღიმა, მისი ხელები ნაზად მოიშორა და კარისკენ გაიხედა.
-ახლავე ახლავე! -ხმამაღლა გადაიხარხარა ვაჩემ და კარისკენ გაემართა
* * *
დადააამმმ...ცოტათი დავაგვიანე grin მაგრამ იმედია მოგეწონებათ... ვეცადე შედარებით დიდი თავი ყოფილიყო. მოკლედ ველი შეფასებებს, კომენტარებს, კრიტიკას, მოწონებებს და ა.შ smile გაკოთსეეთ laughing heart_eyes kissing_heart



№1 სტუმარი ninaa

dzalian kargiaaa✌???? male daamate shemdegi tavi raaa ❤️❤️

 


№2  offline წევრი ა ნი

ninaa
dzalian kargiaaa✌???? male daamate shemdegi tavi raaa ❤️❤️

ხოვეცდები მალედავდო ... ამბოლოს გადატვირთულიმაქ განრიგი და მაინცდამაინც ხშირად ვერვწერ <3 მადლობაისე kissing_heart

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიკო

Anuchki dzalian kargi iyo da minda rom shemdegi ufro saintereso da mxiaruli iyos

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent