ტირანის მახეში #1
ცხოვრება მშვენიერია...ვერ დავაკონკრეტებ რომელ მწერალსა თუ ფილოსოფოსს ეკუთვნის ეს სიტყვები,რადგან ეს ბევრ რომანებსა და ნაწარმოებებში შემხვედრია,არ ვიცი,ისინი რატომ ფიქრობდნენ ასე,ან ხანდახან მე რატომ ვფიქრობ.. მაგრამ ცხოვრება მართლაც მშვენიერია თავისი ცუდით თუ კარგით,ამის მე ღრმად მწამს. მე ლილიან რობაქიძე ვარ,უბრალოდ ლილეს მეძახიან,პროფესიით გამომძიებელი ვარ,დიახ,დიახ.. გამომძიებელი..ბედნიერი ვარ,რომ ცხოვრებაში ჩემს ოცნებას ფრთები შევასხი,რეალობად ვაქციე,ჩემი კარიერა,რომელზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი.. არავის ეგონა,რომ ამას შევძლებდი,ჩემნაირი მოუხერხებელი და სუსტი ჩემს ოჯახს არავინ ეგულებოდა,არც ჩემ მეზობელ ნანულის,რომელმაც ზეპირად იცოდა მთელი უბნის ასავალ-დასავალი.. მახსოვს,ძალიან პატარა ვიყავი,ფანჯრის რაფაზე ჯდომა მიყვარდა,იქიდან ვათვალიერებდი ეზოს,გამვლელებს ვაკვირდებოდი,თითქოს ადამიანების შესწავლას ვცდილობდი და ეს მახალისებდა,მაგრამ ყველაფერი კიდევ სხვანაირად იყო. ჩემს უბანში,სწორედ რობაქიძეების სახლის გვერდით ცხოვრობდა ახალგაზრდა ქალი,ძალიან ლამაზი,სიტყვებიც რომ არ მომეპოვება,იმდენად ლამაზი იყო,მგონი ბუნებას ამ სამყაროში ყველაზე მეტად ის დაეჯილდოვებინა და არაფერი დაეშურებინა მისი გარეგნობისთვის..ის გამომძიებელი გახლდათ.. ყოველ დღე ვხედავდი,როგორ მოჰყავდა ეკიპაჟს ის და სახლამდე აცილებდნენ,როგორ გადმოდიოდა დემონსტრაციულად თავისი გრძელი,ლამაზი ფეხებით და მისი მიხვრა-მოხვრის ყურება ერთი სიამოვნება იყო,მომწონდა პოლიციის მანქანებზე,წითელი და ლურჯი ფერის ციმციმები,მაშინვე სულელივით მეღიმებოდა და თვალებს უფრო მეტად ვაფართოვებდი,ვთვილი,რომ მათ ყველაფერი შეეძლოთ,გმირები იყვნენ და ბოროტებას ყოველთვის ამარცხებდნენ,იმ გმირების მთავარი მოქმედი პირი კი ის ლამაზი გამომძიებელი იყო,ჩემი ინსპირაცია,რომელმაც შემაყვარა ის საქმე..წლები გადიოდა,ფანჯრიდან ყოველთვის თვალს ვადევნებდი,დღე არ გადიოდა,მისთვის არ შემეხედა,როგორ მოდიოდა სახლში.. ერთ დღესაც არ მოვიდა.. საშინლად დამწყდა გული,მაგრამ იმის იმედით დავიძინე,რომ კიდევ ერთხელ ვნახავდი,არც მეორე დღით არ მოვიდა,ჩემი ბავშვური მწვანე თვალები დიდ სევდიან სფეორებად გადაიქცა,რომელსაც თითქოს სიხარულის ფეერკვერკები ჩაუქვრა,იმ დღით,საღამოს გამოაცხადეს,რომ ახალგაზრდა გამომძიებელი ბარბარე ანდრიაძე ერთ-ერთ ოპერაციას შეეწერა,დამნაშავემ პირდაპირ გულში ესროლა რამოდენიმე ტყვია და გაიქცა. იმ დღიდან გადავწყვიტე,რომ იმ მკველს ვიპოვიდი და მწარედ დავსჯიდი,რა თქმა უნდა ეს ძალიან ბავშვური ახირება იყო და დრო და დრო გადამავიწყდა,ახლაც კი მეცინება ჩემს თავზე,მკვლელის ვინაობის დადგენას როგორ ვგეგმავდი სულ რაღაც ათი წლის ბავშვი..თუმცა ის,რომ გამომძიებელი აუცილებლად უნდა გამოვსულიყავი,ეს თავიდან არ ამომიშლია წლების მატებასთან ერთად. ჩემი ცხოვრების ერთადერთი დევიზი იყო მხოლოდ სწავლა და კარიერის მოწყობა,მეტი მართლაც არაფერი მაინტერესებდა,არც კლუბები,არც გვიანობამდე მეგობრებთან ერთად დალევა,შეყვარებულთან სკვერში სეირნობა და ა.შ.. ჩემი მომავალი - ეს იყო ჩემთვის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი,მაგრამ მე ამით ვამაყობ, ვამაყობ რადგან მივაღწიე ოცნებას,თამამად ვამბობ,რომ გამომძიებელი ლილე რობაქიძე ვარ. სანდრო,მართა,ანასტასია.. რა დავარქვა არც კი ვიცი,ამ ურთიერთობას მეგობრობას ვერ ვუწოდებ,ერთად გავიზარდეთ,ერთად გადაგვხდა თავს უამრავი ცუდი თუ კარგი,ეს იმაზე მეტია,ვიდრე სისხლით მონათესავენი ალბათ..მათ გარეშე მე არაფერი ვარ,მათ გარეშე არ არსებობს არც ერთი წამი,არც ერთი წუთი.. ბევრი რომ არ ვილაპარაკო ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი ჩემს საყვარელ სამსახურზე,რომელიც ერთ დიდ ფუტკრების სკას მოგაგონებთ,ყველგან ტელეფონის ზარები,ზუზუნი,აქეთ-იქით მორბენალი ფორმიანები,კაბინეტიდან-კაბინეტში,დაკითხვიდან-რკინის გისოსებამდე და მოკლედ ეს ჯაჭვი,რომელიც არასდროს იშლება და შენც მხოლოდ მის გარშემო უნდა იტრიალო,არ უნდა ასცდე.. ქუსლების კაკუნით მივდივარ დერეფანში,ყველა მესალმება,ვცდილობ გამოლაპარაკებისგან ყველას თავი ავარიდო და პირდაპირ კაბინეტს დავაწვე,უძილო ღამისგან საშინლად დაღლილი,რომელიც ლაღიძის ბინძური საქმეების გახსნას ვცდილობდი და მთქნარებით ვაღებ კარს,სადაც უნდა შევიდე,როცა მეგი მეგებება დიდი ენთუზიაზმით,ხელს მკიდებს და ერთად შევდივართ ჩემსავე კაბინეტში. თვალებს ვიფშვნეტ და სიცილიც კი მეპარება,ისეთი აღტაცებული სახე აქვს. - თქვი,რა ხდება?! ერთი სული მაქვს ამოღერღოს,თვალები ისე უბრჭყვიალებს,ჩემი გონება ასოციაციას ვარსკვლავებთან აკავშირებს. - ლუკა გახარია შვებულებაში კიარა,საერთოდ აქედან მიდის! დღეს პრემიერმა გამოაცხადა,მის ადგილს ვიღაც ალექსანდრე კანდელაკი იკავებს,გესმის? ღმერთოო,მოვშორდებით იმ იდიოტ კაცს,ლილიან! - მართლა? სიმართლე გითხრათ დიდად აღტაცებული არც დავრჩენილვარ,უბრალოდ მეგის ავუბი მხარი,ჩემთვის მნიშვნელობა არც ჰქონია ვინ იქნებოდა უფროსი. კარზე კაკუნი გაისმა და მათემ შემოყო თავი. - ლილე,ლაღიძის ფაილები უფროსს შეუტანე,წეღან მოითხოვა.. მომაბეზრებელი სახით გამომხედა ამაშუკელმა,მაჯაზე დაიხედა,საათის ისრები უკვე ორს აჩვენებდა და მისმა ყვირილმაც არ დააყვონა,რაზეც მე და მეგი წამიერად შევხტით. - რაა? მე? - ხო,ხო შეენ,მეგი შენ კიდევ გამომყევი,აღმაშენებლის თერთმეტ ნომერში ისევ ძარცვა იყო,მიდი მალე - კარგიიი,ეხლავე. მეგიც სწრაფად მიჰყვა ამაშუკელს,მე კი კვლავ მარტო დავრჩი ჩემს ფაილებთან ერთად,რომელიც ბატონი ლუკასთვის უნდა შემეტანა,ახლა კი მისტერ უცნობს უნდა წავუღო,რომელზეც წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის.. თავში ათასი აზრი მიტრიალებს,როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს,რა ეცვას,გავს თუ არა ბატონ გახარიას რაიმეთი.. თავს უაზროდ ვიმხნევებ,სანამ კარზე დავაკაკუნებ,ხელს ხან კარისკენ ვწევ,ხან პირიქით,უკან ვდგები,ალბათ ათი წუთი მაინც ვდგავარ,თან გონებაში მისალმების ტექსტს ვამზადებ უცნობ ადამიანთან,რომ იდიოტი არ გამოვჩნდე,ჩემი დაბნეულობა ყველგან ბოლოს მიღებს. კარზე როგორც იქნა ვაკაკუნებ და ფრთხილად ვაღებ,მე კი უკვე უფროსი კანდელაკის წინ ვდგავარ,რომელიც ტყავის სავარძელში ზურგით ჩაშვებული ზის,სრულიად უემოციო სახით მიყურებს.. მისმა მზერამ თითქოს დამაბნია,მისმა მუქმა,ძალიან მუქმა ლურჯმა თვალებმაც,მომენტებში მეგონა კიდეც,შავი ჰქონდა.. - ლილე.. უფრო სწორედ,ლილიან რობაქიძე. ხელს ვუწვდი და მისი გრძელი თითებიც ჩემსას ეხება და წამიერად ვცბები. სავარძლიდან წამოდგა,აი ეს მესმის.. ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია ეს კაცი,აქ რა უნდა? ეს უფროსია თუ ფარული კამერაა სადმე,რომელიც პირადად მე დამცინის?! ცისფერი პიდჟაკი შავ შარვალში აქვს ჩაკეცილი,რომელსაც ერმესის ქამარი უმშვენებს,პიდჟაკის შიგნით განიერი მხრები და ნავარჯიშები სხეულის კუნთები უთამაშებს მოძრაობისას,რაც საშინლად სექსუალურია.. გული ლამის საგულედან ამომიხტეს,მგონი ჩემში ყველა ქალურმა ჰორმონმა დღეს პირველად გაიღვიძა ამდენი ხნის მანძილზე,რა გჭირს ლილე?! იდიოტივით ვწითლდები,ფაილებს ვაწვდი,ისიც ფურცლებს ფრთხილად იღებს და მუქ ლურჯ სფეროებს აქეთ იქით ატრიალებს. ფურცლების თვალიერებისას,წამიერად ჩემკენ გამოაპარა თვალები,შემდეგ ისევ ფაილებს მიუბრუნდა და იქვე მაგიდაზე დააწყო. - სულ ეს არის,რობაქიძე?! ხელები მკერდზე დაილაგა და მომაშტერდა წარბშეკრული. მისმა მკაცრმა მზერამ უარესად ამაწითლა,რამაც დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება დამიტოვა.. - დიახ.. თავს ვუქნევ და გაკვრივებული მზერით შევცქერი,ალბათ ფიქრობს ამას გამომძიებლად რა უნდაო,დარწმუნებული ვარ.. - ეს მოკლე შინაარსი არაფერში მჭირდება,წადი და საქმე თავიდან გააკეთე,მე არ ვიცი ლუკა გახარია როგორ აკეთებდა საქმეს,მე ყველაფერი დეტალებში მაინტერესებს,ყოველი წვრილმანი,გასაგებია?! ტყავის სავარძელს დაუბრუნდა და ხელის იმიტაციით მანიშნა,გავსულიყავი. - დიახ.. გასაგებია.. ფაილებს ხელს ვავლებ,თავს ნაძალადევი ღიმილით ვუქნევ და სწრაფად გამოვდივარ,ჰაერს ისე ხარბად ვისუნთქავ,თითქოს აქამდე ჟანგბადის გარეშე ვყოფილიყავი,ისეთი ენერგია გამოცლილი ვარ,გულზე ხელებ დაწყობილი მივაშურებ ჩემს კაბინეტამდე.. მივამტრევდი ეხლა იმ თითებს,კარისკენ რომ იშვერდა! მოკლე შინაარსი არ მოწონს,დეტალები უნდა! იდიოტი.. კრეტინი! ვბუტბუტებ შეუჩერებლივ,ფაილებს ვუყურებ და მინდა თავზე გადავახიო ყველა ერთიანად,აქამდე არავინ ყოფილა უკმაყოფილო ჩემით,თავად უფროსი გახარიაც.. * * * ოთხი თვის შემდეგ. წუხანდელი ღამის შემდეგ,თავი საშინლად მტკივა,საწოლის გვერდით არსებულ ტუმბოზე ხელებს ვაფათურებ მობილურის პოვნის იმედით.. სენსორს ჩემკენ ვატრიალებ და თვალები სინათლეზე ისე მეწვება,შეგრძნება მაქვს,რომ ვბრმავდები.. ჯანდაბა,ესეც გაცილების საღამო,ჩემი ნათლული,რატის დაბადების დღე.. ასე რა წავა სამსახურში?! მობრეცილი სახით საწოლიდან ვდგები,პირდაპირ ვხედავ ჩემს ანარეკლს სახეში და თავი საშინელებათა ფილმის მთავარი პერსონაჟი მგონია..ისედაც,დიდი სილამაზით არ გამოვირჩევი,ჩემი დაუმორჩილებელი აბდაუბდად ჩამოყრილი წითური თმით,რომელიც გადაფითრებულ სახის კანს მიფარავს,მწვანე თვალები კი ჟღალი თმიდან იპარება,როგორც მთვარე იმალება ხოლმე ღრუბლებში ღამღამობით.. ნეტავ ვინ ამიკრძალა დალევა,ბატონმა მბრძალებლობის მოყვარულმა ხომ არა?! რა რეაქცია ექნება,რომ გაიგოს ისევ,ქართველი კაი ჭამა-სმის მოყვარულივით რომ გამოვთვერი?!ღმერთმა დამიფაროს,ეს გაიგოს.. საკრის წინ ვდგავარ და ვამჩნევ თუ არა,რომ იდიოტივით მეცინება მის სახეზე ფიქრებში გართულს,ისევ ვსერიოზულდები,ტანასცმელს ვიხდი და სააბაზანოში ცხელი წყლის ქვეშ ვექცევი.. ჩემი ფიქრები,ისევ უფროსი ალექსანდრესკენ მიიპარება,როცა ვიხსენებ როგორ მკოცნიდა მის მანქანაში,როგორ ოსტატურად დაასრიალებდა მის ენას და ბაგეებს დაუნდობლად მიკოცნიდა,ჩემს ყელსა და ყბის ძვალს ეხებოდა მისი გრძელი,ლამაზი თითები...ჰმმ.. თვალებს ვხუჭავ,წარმოვიდგენ მისი ტუჩები ჩემს სხეულს როგორ ეხებიან,როგორ დაცოცავენ აქეთ იქით გრძელი მოქნილი თითები..ბინძურ ფანტაზიებში გადართულს,ოხვრა მხდება პირიდან..ტელეფონის ზარი მაფხიზლებს და ნეტარებისგან ოცნებებში მოცურავეს,სწრაფად ვწვდები ონკანს,ვკეტავ და გიჟივით გამოვრბივარ სააბაზანოდან. - გისმენთ. - ლილე,არ მოდიხარ?! ტელეფონში მეგი მიკივის განწირული ხმით. - რა ხდება?! - უფროსი ცოფებს ყრის! ლამისაა დაგვხოცოს ისეთი აკრეფილია და შენს მაგივრად ყველას გვჭამს! დროზე მოდი,ბევრი საქმე გვაქვს. - მოვდივარ ხოო,მოვდივაარ! ტელეფონს ვთიშავ,ფორმას მაშინვე ვწვდები და ხუთ წუთში სახლიდან გავდივარ,ნახევრად სველი თავით. მანქანას არც კი ვიცი სად ვაპარკინგებ,ღილაკს თითს ვაჭერ და ქუსლების კაკუნით შევრბივარ შენობაში,დერეფანს გავუყვები ჩემს კაბინეტამდე,სადაც ფაილებით გატენილ მათეს ვეჯახები და ყველაფერი ძირს ცვივდება. - ჯანდაბა! ამის დედაც ლილე,რას აკეთებ?! - ნუ წუწუნებ კარგი მოგეხმარები!.. მუხლებზე ვდგები და ვცდილობ ყველაფერი სწრაფად ავკრიფო,მხოლოდ თანამშრომლების ზუზუნი და ფესაცმელების კაკუნი მესმის,რომელიც ზუსტად ჩემს პირისპირ ჩერდება..თვალს ვაპარებ..ჰმ,ნადმვილად გემოვნებიანი არჩევანია.. იდიოტივით ნელნელა თვალებს ვაყოლებ და ჯანდაბა,ბატონი ალექსანდრე დამყურებს წარბშეკრული,თვალები ლამის ბუდიდან გადმოსცვივდეს,ღმერთო...ოღონდ ეხლა მიშველე.. - რობაქიძე,სწრაფად კაბინეტში! ნერწყვს ხმაურიანად ვყლაპავ,ტუჩებს კბილებს შორის ვიქცევ და ისიც მალევე მშორდება,ფაილებით ხელში ვდგები და მუხლებს ხელებით ვიწმენდ. - წარმატებას გისურვებ.. სიცილით ამბობს მათე და მეც თვალებს ვატრიალებ..არადა,ნამდვილად მჭირდება წარმატება.. კარს სანამ მივუახლოვდები,ისევ კანკალი მიტანს... ნეტავ,ჩვენს კოცნასთან დაკავშირებით რაიმეს თუ იტყვის,ან ჩვენს ურთიერთობაზე დასცდება სიტყვა,საერთოდ რამეს თუ წარმოვადგენ მისთვის.. ჯანდაბა ლილე.. კოცნა კი არა,სამსახურში დააგვიანე,ნაბახუსევის გამო საქმეები გადადე და ახლა ამიტომაც გიბარებს ასეთი გაბრაზებული.. კარზე ფრთხილად ვაკაკუნებ და შევდივარ,ჩემი გონება მისი დანახვისას ისევ კოცნის სცენას მიტრიალებს და ჩემ შინაგან მეს ისე ეღიმება,ღიმილი ყურებამდე კიარა გალაქტიკამდე ასდის. მისი მაგიდის გასწვრივ ვდგავარ,ტყავის სავარძელში მოთავსებული კალამს ნერვიულად ათამაშებს და თვალს არ მაშორებს,ვხვდები მზერით როგორ მბურღავს,რადგან თვალები დახრილი მაქვს და ვერც ვუყურებ. - რობაქიძე..იმედია საპატიო მიზეზი გაქვს დაგვიანებისთვის!! - მაპატიეთ უფროსო.. მე.. მე.. ვბუტბუტებ და ენას ვერ ვიდგამ,როგორ ვთქვა რომ გუშინ დავლიე,როგორ ვთქვა რის გამო დავაგვიანე.. არა ლილე,ამჯერად უნდა მოიტყუო,სხვა გზა არ გაქვს.. - დილით ცუდად გავხდი,ამიტომ დამაგვიანდა.. მაპატიეთ,აღარ განმეორდება. მის თვალებს ჩემს თვალებს ვუსწორებ,ვხვდები როგორ ევსება მოთმინების ფიალა,სწრაფად დგება და მაშინვე ჩემს წინ ჩნდება ყბაში ხელებ ჩაფრენილი,ლოყებზე თითებს ისე მიჭერს,ტკივილისგან სახეს ვმანჭავ. - ისევ დალიე! შენ,ისევ დალიე..ახლა დგახარ და მეორე კლასელივით მატყუებ,როგორ ბედავ?! უკან სვლით მივდივარ ის კი ხელებს მაინც არ მიშვებს,პირიქით,კედელზე მამწყვდევს,თეძოებით მაწვება და განძრევის საშუალებასაც არ მაძლევს,ღრმად ვსუნთქავ,მის შეხებაზე ვარ ორიენტირებული,არადა ახლა მხოლოდ იმაზე უნდა ვფიქრობდე ამ კაბინეტიდან ცოცხალმა გავაღწიო.. კანზე ვგრძნობ მის ხშირ სუნთქვას,ვგრძნობ,როგორი გაბრაზებულია,მისი სწრაფი გულისცემაც კი მესმის,იდიოტი ვარ,ნამდვილი იდიოტი,მასთან ისე ვიბნევი ტყუილიც კი არ გამომდის და ჩემს თავზე ვბრაზობ,საშინლად ვბრაზობ.. - ლილე... ჩემს სახელს,პირველად ამბობს..ამაზე თვალები შუბლზე ამდის,ხელებს ნელნელა მიშვებს და თითს მიქნევს ცხვირ წინ. - იცოდე,კიდევ ერთხელ თუ გაეკარები სასმელს,შენი საქმე ცუდად წავა..ძალიან ცუდად!!! მით უმეტეს,ამის გამო დააგვიანებ სამსახურში!! ბოლო სიტყვებს კბილებში ცრის,მე კი ისევ დაბნებული ვდგავარ,ჯერ კიდევ კედელზე მიწებებული,რომელიც ვერ აანალიზებს ამ წუთას რა მოხდა,თავს ვუქნევ,მაგრამ ვდილობ მისი სიტყვები სხვანაირად შევატრიალო. - სამსახურში აღარ დავაგვიანებ,ამის გამო.. ჩემი მეორე მე სიცილით სკდება,ბედავ და ეწინააღმდეგები,დავლევ დიახაც,მაგრამ არ დავაგვიანებო,აი გამბედაობა მესმის.. ალექსანდრე ჩემკენ ტრიალდება,ისევ მიყურებს გაბრაზებული,მაგრამ ამავდროულად გული ათას ნაწილად მეშლება,სიტყვაც არ დაცდენია ჩვენს შესახებ,ნუთუ ის კოცნა მისთვის არაფერს ნიშნავდა,ჩემს გამოტყველებას მზერას არიდებს,მგონი ჩემს აზრებსაც კითხულობს. ხელის იმიტაციით ისევ მანიშნებს გავიდე,მეც სხვა გზა არ დამრჩენია,კარს ვაღებ საშინლად ნაწყენი და გულნატკენი.. მეგონა ყველაფერი შეიცვლებოდა,მეგონა ოდნავ მაინც დათბებოდა,მაგრამ არა.. ის ისევ ისეთი ცივია,ისევ ისეთი უხეში.. მისთვის არაფერს წარმოვადგენ.. ჯერ კიდევ არ წამოსულ ცრემლებს ვყლაპავ და თვალებს ძლიერად ვხუჭავ.. _____ მე მგონი,იმაზე სწრაფად დავბრუნდი,ვიდრე წარმოვიდგენდი! მოკლედ,ვინც პირველად კითხულობს ამ თავს,მათთვის აქვე ვიტყვი,რომ ეს ისტორია არის ლილეზე და ალექსანდრეზე,წინა ისტორიიდან "სისხლიანი პაემანი". ნუ,არ ვიცი პირველი თავი რამდენად დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს,მაგრამ გპირდებით, რომ წინ დიდი ცეცხლი და ვულკანი გელოდებათ ჩემო მარწყვებო და შოკოლადებო! <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.