შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება (თავი 2)


12-09-2018, 01:36
ავტორი Painter
ნანახია 4 727

ორი საათის შემდეგ კვლავ მეღვიძება და გვერდიდან მოშტერებულ მზერას ვგრძნობ. მივხვდი რომ ეს მისტერ უსიმპატიურესობა იყო. შევხედე და ვკითხე.
-რას მიყურებ? -და გავიზმორე.
-იციი… ძალიან ლამაზიხარ როცა გძინავს. -გაკვირვებულმა შევხედე, ყურებს არ ვუჯერებდ.
-ახლა ჩემს დაკერვას ცდილობ? -სიცილით ვუთხარი და მასაც გაეცინა. -თუ ასეა, იცოდე ტყუილად არ ეცადო, ჩემთან მაიც ვერაფერი გამოგივა!
-შენ რაა… ბაბნიკი გგონივარ?
-ამას სერიოზულად მეკითხებიი?! ორი საათის წინ სტიუარდესასთან გქონდა სექსი! -ეს არ უნდა მეთქვა. წარბები მაღლა ასწია და გაკვირვებული სახით შემომხედა.
-ასე მოგეწონე რომ მითვალთვალებ? -გაიღიმა და ისე შემომხედა რამის აქვე დავდნი.
-რამხელა წარმოდგენა გაქვს შენს თავზე? ის რომ იმ გოგოსთან რაღაც გქონდა საერთოდ არ არის შეუმჩნეველი. თანაც საერთოდ არ მომწონხარ და არც არასდროს მომეწონები!-ვუთხარი და მაშინვე ყურსასმენები გავიკეთე რომ აღარ დამლაპარაკებოდა.
------

როგორც იქნა თბილისში ჩავედით. აეროპორტიდნა გამოვედი და ტაქსში ჩავჯექი. ჩემი ჩამოსვლის შესახებ არავინ იცის და გადავწყვიტე ბებიაჩემისთვის სიურპრიზი მომეწყო. ახლა დილის ორი საათია და ბებიაჩემს დარწმუნებულივარ სძინავს. არ მინდა გული გავუხეთქო, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის ძეგლი რომ დავინახე თავი სახლში ვიგრძენი, ავლევის ქუჩაზე ჩამოვედი, ბებიაჩემის ყავილებით მორთულ ეზოში შევედი და ბებიას ოთახისკენ ავიღე გეზი. შუქი ავანთე და დავინახე ჩემ საყვარელ ბებოს როგორ ტკბილად ეძინა. თვალები მაშინვე გაახილა და რომ დამინახა თვალები დააჭყიტა..
-ბებოოო.... როგორ მომენატრეეე…-მივაფრინდი და მაგრად ჩავეხუტე.
-შვილო მართლა შენ ხაარ? -გახარებული მეკითხებდა, თითქოს თვალებს ვერ უჯერებდა რომ მის გვერდით ვიყავი.
-ხოო ბებო ჩამოვედიი… მინდოდა შენთვის სურპრიზი მომეწყო! -გახარებლმა ქალმა ისე ჩამიხუტა თითქოს საუკუნეა არ ვუნახივარ. ერთი საათი ვესიყვარულებოდით ერთმანეთს, შემდეგ წყალი გადავივლე და დასაძინებლად დავწექი.
----------

დილით სიცხემ გამაღვიძა. საათს დავხედე და 11 ხდებოდა. ნელა წამოვდექი და სამზარეულოში გავედი.
-ოჰჰ… აბაშიძე გაიღვიძე? როგორ გეძინა?
-შვენივრად! -ვეუბნები და ლოყაზე ვკოცნი.შენდეგ სააბაზანოში შევედი, მოვწესრიგდი და გამოვედი. გადავწყვიტე ნინი მენახა და გდავურეკე. ორი ზარის შემდეგ მპასუხობს.
-გისმენთ?!
-ნინიი… მე ვარ ნია! როგორ ხარ?!
-ლიას ნომრით როგორ რეკავ? არარსებოოობს! ჩამოხვედიი?! -ტელეფონში ჩამყვირა.
-კიი ლიასთან ვარ... ნახევარ საათში ჩვენ კაფეში შევხვდეთ მომენატრეე!
-კარგიი… ბარემ ჩემ ვაჩესაც გაგაცნობ! ნახევარ საათში გნახავ! -”გნახავ”-ს თქმაიყო და ყურმილი გამითიშა. შავი მაღალწელიანი შორტი, შავი მოკლე მაიკა და თეთრ ბოტასები ჩავიცვი. ლიას დავემშვიდობე და სახლიდან გამოვედი. მეტროში ჩავედი და მარჯანიშვილზე ამოვედი. დავით აღმაშენებლის ავენიუსკენ წავედი, ერთ-ერთ ჩემ საყვარელ კაფეში დავჯექი. ხუთ წუთში ნინიც მოვიდა და გვერდით ძალიან სიმპატიური ბიჭი ახლდა თან. ნინი შემომახტა, რამის წამაქცია. ის ყოველთვის ასეთი გიჟი იყო.
-ნია ეს ვაჩეა ჩემი შყვარებულიი… ვაჩე ეს ნიაა ჩემი საუკეთესო დაქალი, გახსოვს რომ გიყვებოდი?!
-კიი… მახსოვს! გამარჯობა ნიაკო, როგორხარ? -ჩამეხუტა და გამიღიმა. ეტყობოდა რომ ძლიან მხიარული იყო. მაგიდასთან დავსხედით, ისინი ჩემ წინ ერთად დაჯდნენ. ეს ბიჭი უკვე მომწონს. მე და ნინი მეოთხე კლასიდან ერთად ვართ. ერთმანეთის თვალებითაც გვესმის… ვანიშნე რომ ძაან სექსუალური ბიჭი დაუთრევია, მან კი წარბები აათამაშა, ვიციო. ის მართლაც ძალიან სიმპატიური იყო. ამ ბიჭის თვითმფრინავში ჩემს გვერძე მჯდომი მისტერ უსიმპატიურესობა ძალიან ჰგავდა. -გოგოებო გუშინ ჩემი ძმაკაციც ჩამოვიდა. დღეს უნდა შევხვედროდი და პრობლემა ხომ არ იქნება აქ რომ მოვიდეს?
-რა პრობლემა უნდა იყოს? მოვიდეს და ჩვენც გავიცნობთ! -ვუთხარი და მაშინვე დაურეკა თავის ძმაკაცს.
-რატომ არ გვითხარი რომ მოდიოდი? -მეკითხება ნინი ბუზღუნით.
-სურპრიზის მოწყობა მინდოდა! -გავიცინე. -და გამომივიდა კიდეც, ისე თქვენ ხალხო ერთად ძალიან კარგად გამოიყურებით, ერთმანთს უხდებით. -ერთმანეთ შეხედეს და ვაჩემ ნინის ტუჩებზე აკოცა, ნინი კი გაწითლდა. ამაზე გამეცინა და რატომღაც ისევ ის სიმპატიური ბაბნიკი გამახსენდა. რამდენიმე წუში კარიდან ორი ბიჭი შემოვიდა და ვაჩეც მათკენ გაეშურა. ერთმანეთს ჩაეხუტნენ როგორც ბიჭებმა იციან ხოლმე და შემდეგ ჩვენსკენ წამოვიდნენ. ღმერთოოო ჩემოოოო… ესს… ესს… ხომ ის სიმპატიური ბიჭიაა…. თვალები დავაჭყიტე და გავშეშდი.
-გოგოებო გაიცანით ეს ლუკაა…-წაბლისფერთმიან ბიჭზე მიგვითითა რომელიც ასევე სიმპატიური იყო და ის გაკრეჭილი ღიმილი რომლითაც ჩვენ გვიმზერდა ძალიან უხდებოდა. -ეს კი ვაკოა. -აი მისი სახელიც გვაიგე… ვაკომ შემომხედა და რათქმაუნდა მიცნო. ჩემს მიშტერებულ სახეზე გაეცინა და გვერძე მომიჯდა. -თქვენ ნინის იცნობთ ეს კიი... ნინის დაქალია ნია.
-ჩვენ ერთმანეთს უკვე ვიცნობთ! -თკვა ვაკომ და მე შემომხედა.
-საიდან?! -გაკვირვებულმა იკითხა ნინიმ.
-თვითმფრინავში ჩემს გვერდით იჯდა და ძილში მყოფმა მხარი დამიდორბლა! -ყველამ გადაიხარხარა მე კი თავი მორცხვად ჩავხარე. იდიოტი რას მომიჯდა გვერძე.
ნინი მიხვდა უხერხულად რომ ვიყავი და წამოიძახა:
-აბა რას ვუკვეთავთ?
-მე ყავას დავლევ და შოკოლადის ნამცხვარს მივაყოლებ! -ვთქვი მხიარულად.
-მეც იგივე! -თქვა ვაკომ და შემომხედა. რა უნდა ვერ ვხვდები. მისი გვერდზე ჯდომა ძალიან მაბნევს. ნინიმ და ვაჩემ ნაყინი შეუკვეთეს, ლუკამ კი ფორთოხლის წვენი.
-ვაიმეე… ნიკასთან დარეკვა დამავიწყდა! -წამოვხტი და გარეთ გამოვედი. უკან ვაკოც გამომყვა. ნომერი ავკრიფე და ნიკას დავურეკე. ვაკომ კი სიგარეტს გაუკიდა.
-ალიო… ნიიკ მევარ! -დავინახე ვაკომ წარბებშეკრულმა რომ შემომხედა და ყურადგება არ მივაქციე ვითომ ვერც შევამჩნიე და ლაპარაკი გავაგრძელე. -კიი სახლში ვიყავი და ახლა ნინისთან ერთად ვარრ… კარგი მიდი გაკოცეე… მიყვარახაარ… -ყურმილი დავუკიდე და ვაკოსკენ შევტრიალდი, სიგარეტი ბოლომდე მოეწია და დაბღვერილი სახით მიყურებდა. ნეტა რაეტაკა.
-შევიდეთ? -გავბედე და ვკითხე.
-შედი და შემოვალ. -მეც შევედი და ჩემს ადგილზე დავჯექი. შეკვეთა უკვე მოტანილი ჰქონდათ. ჩემი გრძელი თმა ხელს მიშლიდა, თან ამ სიცხეში გაშლილი თმები ძალიან მაწუხებდა. თმა ავიწიე და კოსა გავიკეთე. ვაკოც შემოვიდა და გვერძე მომიჯდა.
-აწეული თმა ძალიან გიხდება! -გაკვირვებული სახით შევხედე, მარჯვენა ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა და ყავა მოწრუპა. ნინის გავხედე, სიცილს ძლივს იკავებდა. თვალები დავუჭყიტე და გაჩრდა.
-დღეს რა გეგმები გვაქ? -წამოიძახა ლუკამ.
-თუ გინდათ დღეს საღამოს ჩემთან ავიდეთ, ნიას და ვაკოს ჩამოსვლა ავღნიშნოთ?! -თქვა ვაჩემ და ჩვენც დავთანხმდით. ცოტახანი ვილაპარაკეთ და შემდეგ ვაჩესთან წავედით. მეოთხე სართულზე ავედით, სახლში შევედით, საყვარელი და ლამაზი სახლი ქონდა, 25 წლის ბიჭის შესაფერისი. ლუკა, ვაკო და ვაჩე სავარძელზე დასხდნენ. მე და ნინი სამზარეულოში გავედით და ცივი ყავა გავაკეთეთ.
-ვაჩე ძალიან მომწონსს… მხიარული და სიმპატიურია! -ვუთხარი ნინის და შევატყე რომ გაუხარდა მის შეყვარებულზე ასე რომ ვფიქრობდი.
-ხოო… მიხარია რომ მოგეწონა, შენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხომ იცი?! -თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და გაეცინა.-მგონი ვაკოს მოსწონხარ!
-რაა... რა სისულელეა? მასს …მეე … შანსი არ არის! -ავფორიაქდი. ამ რიაქციაზე ნინიმ მარჯვენა წარბი მაღლა ასწია და გაკვირვებულმა შემომხედა.
-რაიყო ვიხუმრე! ასეთი რეაქცია რატო.... მოიცა შენ ის ხომ არ მოგწონს?!
-დამცინიი? ის ბაბნიკი როგორ მომეწონება? თვითმფრინავში სტიუარდესა დაკერა და მასთან სექსი ქონდა! -ნინიმ სიცილი დაიწყო და ნერვები მომეშალა.
-კარგი წამო გავიდეთ და ყავა გავიტანოთ! -მხარი გამკრა და მისაღებში გავედით. მე ლუკას გვერდით დავჯექი, ვაკო ცალკე მდივანზე დაჯდა, ნინი კი ვაჩეს მიუჯდა. ვაკო ყავა მივაწოდე, მეგონა ხელში კარგად ეჭირა, ჭიკას ხელი გავუშვი და ყავა ზედ გადაექცა. უცებ წამოხტა, გამწარებულმა შემომხედა, ისეთი თვალებით მიყურებდა შემეშინდა.
-არ მომკლა გთხოოვ! -წამოვიყვირე. ყველა მე მომაშტერდა, მერე კი სიცილი დაიწყეს. ვაკოს შევხედე, სავარძელზე იჯდა და სიცილით “კვდებოდა”. გავშეშდი, ვერ გავაანალიზე რა მოხდა. ვაკო ადგა წინ დამიდგა და ხელი ლოყაზე მომკიდა.
-ამისგამო არ მოგკლავ ლამაზო, მაგრამმ… სამაგიეროს გადაგიხდი! -ცინიკურად გაიცინა, თვალი ჩამიკრა შემდეგ კი ვაჩეს ოთახში შევიდა. ხუთ წუთში უკან დაბრუნდა და თავის ადგილი დაიკავა.
-მოდით “მე არასდროს” ვითამაშოთ! -წამოიძახა ლუკიტომ.
-კარგიი… -ვთქვი მეც. ნიკა სამზარეულოში გავიდა, პატარა ჭიქები და ვისკი გამოიტანა.
-მე ვიწყეებ! -თქვა ლუკამ. -მე არასდროს მომიპარავს. -მე და ნინიმ თითო ჭიქა დავლიეთ.
-რა მოიპარეთ?! -თქვა ვაჩემ გაკვირვებულმა. თითქოს არ ელოდა ნინისგან ასეთ რამეს.
-პატარები რომ ვიყავით ჩიფსი გვინდოდა, მშობლები კი ფულს არ გვაძლევდნენ, არ შეიძლება პატარებისთვისო. ჩვენც ავდექით და მოვიპარეთ. ნინიმ ყურადღება გადაატანინა გამყიდველს მე კი ჩიფს დავტაცე ხელი… -ყველას გაეცინა.
-ახლა ჩემი ჯერია! -თქვა ვაკომ. -მე არასდროს არავინ დამიდორბლავს. -თვალებ მოჭუტული შევხედე და ერთი ჭიკა დავლიე. ახლა ნინის ჯერი იყო.
-მე არასდროს ვყოფილვარ საზღვარგარეთ! -მე, ვაკომ და ვაჩემ გადავკარით. ეს უკვე ჩემი მესამე ჭიქა იყო და ვიგრძენი სასმელი “მომეკიდა”. ახლა ვაჩეს ჯერია და შემდეგ ჩემი.
-მე არასდროს დამიყვირია გოგოსთვის! -ყველამ ერთი გადავკარით ვაჩეს გარდა. ვაკომაც გადაკრა, არც გამკვირვებია.
-ახლა მე ვაარ… -დავფიკრდი, ვაკოს თვალებში შევხედე და ვთქვი. -მე არასდროს მქონია სექსი თვითმფრინავში! -ვაკომ და ლუკამ თითო ჭიქა დალიეს. თვალები დავაჭყიტე. -ლუკაა… შეენც? შენ ხომ თქვი საზღვარგარეთ არ ვყოფილვარო?
-მმ… ბათუმში მივდიოდი დაა…
-კარგი… კარგი გავაგრძელოთ! -შევაწყვეტინე საუბარი სანამ დაამთავრებდა.
-აუუ... მომბეზრდა სხვა რამე ვითამაშოთ რაა… -თქვა ნინიმ.
-ამის პატრონმა რა ქნას? გინდაათ? -იკითხა ვაჩემ. დავთანხმდით და თამაში დავიწყეთ.
-მე ვიხუჭებიი…! -დავასწარი ყველას. “დედა” ნინი იყო.
-ამის პატრონმა რა ქნასს?! -თქვა ნინიმ და მეც გამოვიხედე.
-ადგეს და ჰიპ-ჰოპი იცეკვოს! -მუსიკა ჩავრთე და დაველოდე ვინ ადგებოდა.
-არ ვიცეკვეებ! -ამბობს ვაკო. რაღა ეს იყო.
-ეე... ეგრე არ გამოვა, ადექი და იცეკვე ტოო! -უთხრა ლუკამ.
-მადლობა ლუკიტო დახმარებისთვისს! -გავიცინე და ლუკას ლოყაზე ვაკოცე. ვაკომ ცეკვა დაიწყო. ისე ცეკვავდა ყველა გადავბჟირდით. სიცილისგან ვეღარ ვსუნთქავდი. უნდა გენახავტ ხელებს როგორ იქნევდა. ცეკვას რომ მორჩა დაჯდა და დაიხუჭა. ნინიმ ხელი ჩემსკენ გამოიშვირა და თქვა “ამის პატრონმა რაქნას” ნინის თვალები დავუჭყიტე და ვანიშნე რომ მოვკლავდიი. ვაკომ თვალები გაახილა და მე შემომხედა ისეთი დაბღვერილი სახე მქონდა, მგონი მიხვდა რომ მე ვიყავი.
-ჩემთან მოვიდეს, მითხრას რომ ძალიან მოვწონვარ და მაკოცოს! -ხელით მიგვანიშნა ტუჩებზე. მიგვანიშნა რაა მე მიმანიშნა.
-მე ამას არ გავაკეთებ, მე შენ არ მომწონხარ და არც მინდა რომ გაკოცო.- ხელები გადავაჯვარედინე და წარბები შევკარი.
-ნიაკოო… მან ხომ იცეკვა? ახლა შენ უნდა შეასრულო მისი მოთხოვნა! -მითხრა ვაჩემ.
-აუუ…. კარგი ხოო. -ვაკოსთან მივედი ფეხზე წამოდგა. შემომხედა და ცინიკურად გაიღიმა. -ძალიან მომწონხარ! -ის ჩემზე მაღალი იყო ხელები მხრებზე დავადე თითის წვერებზე ავიწიე და ვაკოცე. ჩვენი ბაგეები ერთმანეეთს შეეხო. ტანში ჟრუანტელმა დამიარა და სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. მივხვდი რომ აქ მარტოები არ ვიყავით და უცებ მოვშორდი. დავჯექი და მაგიდაზე მდგარი, ვისკით სავსე ჭიქა მოვიყუდე. ვაკოს გავხედე, ნასიამოვნები სახით მიყურებდა. უცებ ჩემი ტელეფონის რეკვის ხმა გავიგე, ბებიაჩემი მირეკავდა.
-გისმენ ლიაკო…?! კიი მალე მოვალ რახდება…? კარგიი… ერთ საათში მოვალ! -გავუთიშე. შემდეგ ბავშვებს გადავხედე. -საყვარლებოო… მაპატიეთ მაგრამ უნდა წავიდე, ვიღაც ნათესავები მოსულან და მელოდებიან. ხვალე გნახავთ! -წამოვდექი და წავბარბაცდი, ვაკო ჩემთან მოვიდა და მაჯაში ხელი მომკიდა.
-წამოდი სახლამდე მე მიგიყვან მანქანით! -მან მხოლოდ ორი ჭიქა დალია, შესაბამისად მთვრალი არ იყო.
-არ მინდა, მე ფეხით გავივლი, ფეხით სიარული მინდა! -ვუთხარი და ავხედე.
-კარგი ფეხით წავიდეთ, ღამეა თან მთვრალი ხარ, მარტო ვერ გაგიშვებ! -ხელი მომკიდა და გარეთ გამიყვანა. ბავშვებს უთხრა რომ მალე დაბრუნდებოდა და კარები გამოიხურა.
-ვაკოო… ლიფტით ჩავიდეთ რაა…
-კარგი. -ლიფტში შევედით და დაბლა ჩავედით. ვაჩე რუსთაველზე ცხოვრობდა ამიტომ თავისუფლებამდე ფეხით წავედით. ფეხი მერეოდა რადგან სანამ სახლიდან გამოვიდოდით კიდევ ერთი ჭიქა დავლიე. ვაკომ ხელი გადამხვია რომ არ წავქცეულიყავი და ისე ჩავედით თავისუფლებამდე. მეტროსკენ გავიხედე და დავინახე ჩემი ყოფილი რომ გამოდიოდა.
-გიოო…! დავუძახე და მისკენ გავექანე. მივედი და ჩავეხუტე. ჩვენ სამი წლის წინ დავშორდით, მაგრამ ცუდი ურთიერთობა არ გვაქვს.
-ვაა ნიაკოო… როდის ჩამოხვედი?
-გუშინ! -სიცილით ვპასუხობ. მის გვერძე გოგო დავინახე რომელიც გაკვირვებული მიყურებდა.
-ეს ლამაზი გოგო ვინარიის? -ვკითხე და იმ გოგოზე ვანიშნე.
-აამ… ხოო… ეს ჩემი შყვარებულია ვეკო! ვეკო ეს ნიაა ჩემი მეგობარი! -სასიამოვნოა-თქო ვუთხარი, ახლა ნიკა მეკითხება. -ეს ბიჭი ვინაა შენს უკან რომ დგას?
-ესს…
-მე ვაკო ვარ! -შემაწვეტინა ლაპარაკი და ხელი გადამხვია, მეორე ხელი კი გიოს გაუწოდა. -ნიაკო სახლში მიმყავს! -უთხრა გიოს, შემდეგ მე მომიბრუნდა. -წავედით საყვარელო! -დავემშვიდობეთ და გზა გავაგრძელეთ.
-საყვარელოო? მე შენი საყვარელი არ ვარ! -ვეუბნევი ვაკოს.
-ჯერჯერობით! -მპასუხობს და ისევ ხელ გადახვეული მივყავარ.
სახლის კარებთან მივედით და გავჩერდი.
-მოვედით! ეს ბებიაჩემის სახლია თუ გნდა შემოდი გაგაცნობ! -მან გაკვირვებულმა შემომხედა, უცებ დავფიქრდი რა ვთქვი, ეს რატომ ვუთხარი.-ანუ როგორც მეგობარი თუ გინდა გაგაცნობ. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ?
-კი ვართ, მაგრამ სხვა დროს იყოს! -გულზე მომეშვა რადგან პირველ დღესვე ბებიაჩემს, ვიღაც უცხო ბიჭს არ წარვუდგენდი.
-მადლობაა… მადლობა რომ მომიყვანე და მარტო არ გამომიშვი თორემ, ალბათ მთელ ღამეს გარეთ გავატარებდი. -გავუღიმე.
-მეგობრები ხომ ამისთვის არიან?! -მითხრა და წელზე ხელები შემომხვია. დაიხარა და მაკოცა, თავიდან გავჯიუტდი, მაგარმ შემდეგ კოცნას კოცნით ვუპასუხე, ვიგრძენი როგორ გაიღიმა, ტანში ისევ ჟრუანტელმა დამიარა. ხელები კისერზე მოვხვიე, მანაც უფრო მეტად მომიჭირა წელზე ხელები და უფრო მეტად მიმიკრო თავის სხეულზე. შემდეგ ნელა მოვშორდით ერთმანეთს, -ახლა უკვე მოგწონვარ საყვარელო! -ყურში ჩუმად ჩამრჩურჩულა და ამაზე გამეცინა. ცხვირზე მაკოცა და ეზოს კარები გამიღო, დავემშვიდობე და შიგნით შევედი. სახლში ჩემი ბიძაშვილები დამხვდნენ. ცოტა ვილაპარაკეთ, მოვესიყვარულეთ ერთმანეთს, შემდეგ მათაც დავემშვიდობეთ. მე დასაძინებლად წავედი. პიჟამოები ჩავიცვი და მაშინვე ლოგინში ჩავწექი. ვფიქრობდი ვაკოზე და მის კოცნაზე, სხეულში სითბო მეუფლებოდა როდესაც მისი თბილი ტუჩები და სასიამოვნო კოცნა მახსენდებოდა.
----------

ვეცადე შეცდომები გამომესწორებინა. იმედია ეს ნაწილიც
მოგეწონებათ. თუ რამე შემეშალა მითხარიით <3



№1 სტუმარი ამმმ

ასე ეგრევე ხელში ჩადნობა რაარი :დ

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიკო

Dzalian momewona da bevric vicine

 


№3  offline წევრი Painter

ამმმ
ასე ეგრევე ხელში ჩადნობა რაარი :დ



მთვრალი იყო :დდდდ

სტუმარი მარიკო
Dzalian momewona da bevric vicine


მიხარია რომ მოგწონს heart_eyes

 


№4  offline წევრი khatia khatia

ოჰოოო არ მეგონა ასე მალე თუუ განვითარდებოდა ყველაფერიი

მომეწონა ძაააანნნ
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


'OMG'ყველაზე შოკი ამბავი ასეთი ლამაზი სახელი მაქ და მარიკოთი რატო ვიყავი ვერ ვხვდები ჩემისაყვარელი ისტორიაა პროსტა დავრეგისტრირდი ახლა თორე შენზე ვაბოდებ❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№6  offline წევრი sofi_sofiaa13

ოჰოო აქ რა ხდებაა
--------------------
ფეფო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent