შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორეული(სრულად)


12-09-2018, 19:00
ავტორი nigxtingale_
ნანახია 2 711

2015 წელი. 13 თებერვალი. დღე, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა.

***

13.02.2015.

დილით სახეზე ნაზი შეხება მაღვიძებს. ნელ-ნელა აზრზე მოვდივარ და როდესაც ვაანალიზებ ვინ შეძლება იყოს ამ ნაზი ტუჩების პატრონი, მაშინვე ღიმილი მესახება, თუმცა თვალებს ისევ არ ვახელ. ის, კი აგრძელებს კოცნებს, სახის თითოეულ წერტილზე ტუჩებს ამოგზაურებს , თითქოს ცდილობს უკეთ შეისწავლოს მისი გემო, ფორმა, სინაზე. როგორც იქნა ჩემს ტუჩებამდეც ჩადის და ნაზად მეამბორება. კიდევ ერთხელ გამეღიმა და ხელები ჩემს ზემოდან მოქცეულ განიერ სხეულს შემოვჭიდე. უკვე ბოლო რამოდენიმე თვეა, ჩემი ყოველი დილა ასე იწყება, მაგრამ ეს სულაც არ მბეზრდება, პირიქით, ყოველ დღე ახალ-ახალ შეგრძნებებს ვიძენ. მგონი ამაზე უკეთესი დღის დასაწყისი არც არსებობს, გაიღვიძო საყვარელ ადამიანთან ერთად ამბორში.
-გაგაღვიძე საყვარელო?- დილის დაბოხებული ხმით მეკითხება, როდესაც თვალებს ვახელ და პირდაპირ სახეში შევციცინებ.
-საუზმეს მოგიმზადებ.-წამში ფეხზე წამოხტომა სცადა, თუმცა მკლავი მალევე დავუჭირე და ზემოდან მოქცეულს წელზე ფეხები შემოვხვიე. ახლა ისე ვეკვროდი, როგორც პატარა კოალა ხეს.
-ჯანდაბაშიც წასულა საუზმე. ადგილზე დაეტიე ჩემს გვერდით.-ხმა მაქსიმალურად გავიმკაცრე. მიუხედავად იმისა, რომ მთელ დღეებს ერთად ვატარებდით, მაინც არ მყოფნიდა მისი სითბო. მინდოდა ყოველ წამს მისი შეხება შემეგრძნო, მის მკლავებში გარინდულს ნაზად მეგრძნო მისი სუნთქვა და ტუჩები ჩემს ცხელ კანზე.
-მთელი დღე ასე ხომ ვერ ვიწვებით?-გამომაჯავრა და ცხვირზე ხელი ჩამომკრა, როგორც ჩვევია ხოლმე. მართლაც, საათს გადავხედე და უკვე შუადღის პირველს ჩამოეკრა. ჩვენ, კი კვირა დღის გეგმები შესასრულებელი გვქონდა, ერთად.

ტუჩებზე მოწყვეტით მკოცნის და სამზარეულოსკენ გარბის, ჩვენი სამზარეულოსკენ.
ახლა უკვე ყველაფერი ჩვენ გვეკუთვნოდა, ერთმანეთის ჩათვლით.

-კარგი რა, პატარავ. ჭამასაც კი არ მაცდი.-ბუზღუნით მომიგო და ხელის ერთი მოძრაობით ჩემი საფირმო კამერა გამაწევინა. რა ვქნა, ასეთი ჩვევა მაქვს. მიყვარს ყველაფრის ფირზე დაფიქსირება. თითოეული ბედნიერი წამის. სხვა რაღა დაგვრჩენია ამ ცხოვრებაში, თუ ეს ბედნიერება არ შევირგეთ. ფოტოები, კი მეხმარება ეს მოგონებები მუდამ თან ვატარო. ერთი დახედვაც, კი საკმარისია რომ მთელი სიუჟეტი თვალწინ ამომიტივტივდეს. ახლაც, ჩემს საქმროსთან ერთად ვზივარ ჩვენს პატარა სამზარეულოში და წყნარად სადილობის საშუალებასაც, კი არ ვაძლევ.

-განა გჯერა? ერთ კვირაში, სამუდამოდ ერთად ვიქნებით.-მეოცნებე ხმით ვამბობ და ჩემი ოცნების მამაკაცს ახლოს ვეკვრი.

-იცი პირველად, რომ დაგინახე რა ვიფიქრე?-ხელებს ხელსახოცით იწმენდს და შემდეგ წელზე ნაზად მიცურებს.

-რა?-მისი შეხებისგან გატრუნულმა ამოვიჩურჩულე და უფრო მჭიდროდ მივეკარი.

-ის, რომ ჩემი გახდებოდი, სამუდამოდ და ეს მართლაც ასეა.-ჩემს კისერში თავს რგავს და ჰაერს ხარბად ისუნთქავს. რამდენი ხანია, რაც ერთად ვართ, მაგრამ მისი ასეთი უმნიშვნელო შეხებაც, კი ჭკუიდან მშლის.

საუზმის შემდეგ ლამაზად გამოვეწყვეთ და ჩვენი საყვარელი პარკისკენ გავეშურეთ, სადაც უქმეებს ვატარებდით ხოლმე, გზაში ყავის ყიდვა არ დაგვიწყებია. მე ყოველთვის რძიანს ვსვავდი და რაც შეიძლება ტკბილს, ის კი ამის გამო მეჩხუბებოდა. „შაქარი, რომ თეთრი სიკვდილია არ გაგიგია შენ? ნუ მისცემ უფლებას, მაგ მომატყუებელ სიტკბოებას შენი თავი წამართვას"-დაიჭერდა თავის უკოფეინო და უშაქრო ყავას და ასეთ უაზრო რამეზეც კი მიჯავრდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე თებერვალია, ჯერ კიდევ გრილა. ვცდილობთ ერთმანეთი ჩახუტებით გავათბოთ, თორემ ეს ცხელი ყავა უბრალო ატრიბუტად გვიჭირავს. განა ყავამ ისე როგორ უნდა გამათბოს, რომ სანდროს შემოხვეული ხელები დამავიწყოს? სრული აფსურდი.

-ევა-მეუნება.

თავს გვერდით ვწევ და თვალებში ვაშტერდები.

-გისმენ.-ვპასუხობ, ის კი მუქ, გაბრწყინებულ თვალებს მაპყრობს. სწორედ ამ შემოხედვიდან დაიწყო ყველაფერი. სწორედ მათში ჩახედვის შემდეგ ვიგრძენი, როგორ გამოცოცხლდა ჩემი გული და როგორ ჩამოკრეს ბედნიერების ზარებმა. იმდენად უძირო მეჩვენა მისი გამოხედვა, რომ მათში მთლიანად ჩაკარგული ვიყავი. მეჩვენებოდა, რომ ოთახში გამომწყვდეული, თეთრ კედლებს ვაწყდებოდი, გასასვლელს კი მაინც ვერ ვაგნებდი. მას შემდეგ, რაც ხმა ამოიღო და მივხვდი, მე მომმართავდა, სინათლეც მაშინვე გამოჩნდა და იმ სამყოფაგიდანაც გამოვაღწიე. ეს იყო და ეს. მაშინვე ვთქვი, კარგი დღე არ მადგას თქო. სხვანაირ ეჭვებს მიჩენდა. არ მეგონა ხმის ამოღებას მაინც თუ მოვახერხებდი.

-მგონი ეს შენი უნდა იყოს.-მუსიკის დისკი, რომელიც შემთხვევით ძირს დამვარდნოდა მან მომაწოდა. აღმოჩნდა, რომ მუსიკაში ერთნაირი გემოვნება გვქონდა და გარდა ამისა თავადაც მუსიკოსი გახლდათ. ერთ-ერთ ბარში უკრავდა გიტარაზე. რამდენჯერმე მეც თან წამიყვანა. სწორედ მაშინ შევატყვე, რომ მეპრანჭებოდა, მეც მეტი რა მინდოდა ყველგან დავყვებოდი, სადაც კი შეიძლებოდა. მეგონა მხოლოდ მე მიმღეროდა. მინდოდა სადმე გამომეკეტა და მისი ხმა მხოლოდ მე მომესმინა, მთლიანად მიმესაკუთრებინა. ისიც ურცხვად მიყურებდა ხოლმე თვალებში და თან მღეროდა. და კიდევ ერთხელ მე დავრწმუნდი, რომ უფსკრულის პირას ვიდექი, უფსკრულის რომელსაც სიყვარული ერქვა. ახლა, კი მინდა თამამად განვაცხადო, რომ ეს უფსკრული კი არა, სამოთხისკენ გაღებული კარია. სამოთხისკენ, სადაც მხოლოდ მე და სანდრო ვართ, გარშემო კი პატარა ანგელოზები დაგვტრიალებენ და ჩვენს სიყვარულს ამკობენ.

-ჰეი, სულ არ მისმენ?-თვალწინ ხელებს მიფრიალებს. როგორც ჩანს მთლიანად მოგონებებს წაეღო ჩემი გონება.

-რა ხდება?-უკვე აზრზე მოსული ვეკითხები და ოდნავ ვიმორცხვებ. არ უყვარდა, როდესაც მის საუბარს არ ვუსმენდი ხოლმე.

-რამეზე ფიქრობდი?

-კი, ჩვენზე.

ჩემმა პასუხმა გააღიმა და უფრო მჭიდროდ მიმიკრა სხეულზე.

-მაინც რაზე?

-ჩვენს პირველ შეხვედრაზე. მაინც როგორი სულელები ვიყავით, არა?

-სულელები, მაგრამ ბედნიერები.

-განა ახლა არ ვართ?

-ეს სულ სხვა ბედნიერებაა. იცი როგორ შემიყვარდა ის ჯგუფი, რისი ალბომიც მაშინ დაგივარდა? -გაეცინა.

-გახსოვს რა ალბომიც იყო?

-რა თქმა უნდა.მათი საშუალებით ვართ დღეს აქ, ყავით ხელში და შევცქერით დაცარიელებულ პარკს, რომელსაც მხოლოდ მე და შენც კი ვავსებთ.

-შენი აზრით ეს ყველაფერი შემთხვევითობა იყო?

-შემთხვევით არაფერი ხდება, ძვირფასო. მე და შენ ერთმანეთს მაინც ვიპოვიდით. შეიძლება სულაც იმ ძველ ყავახანაში გაგვეცნო ერთმანეთი, სადაც შენს დატკბილულ ყავას შემთხვევით ავიღებდი, შემდეგ კი საყვედურებით აგავსებდი.

-სულელი ხარ.-ხუმრობით მხარი გავკარი და ფეხზე წამოვდექი.

-სულელი, რომელიც გიყვარს.-ისიც ფეხზე დგება და გაშლილ ხელს სახეზე მადებს. თვალები წამიერად მეხუჭება. ეს მისი ჩვევა იყო.

თითქოს ამით მიმტკიცებდა თავის სიყვარულს. როგორც ნატურას, ისე სწავლობდნენ მისი თლილი თითები ჩემს სახეს, რომელსაც შემდგომ ტილოზე გადმოიტანდა, მაგრამ ამჯერად ამ ყველაფერს გონებაში მალავდა. რამდენჯერმე დავცინე, ამას რატომ აკეთებ- თქო, მან კი შემდეგი სიტყვებით მომიგო.

„მინდა ბოლომდე შეგისწავლო, ბოლომდე შევიგრძნო ის სახე, რომელმაც ამ დონემდე დამატყვევა. როდესაც ჩემს გვერდით არ ხარ, ხელებს საკუთარ სახეზე ვიდებ და მაშინვე შენ მიდგები თვალწინ. ჩვენ ხომ ერთნი ვართ."-შემდეგ ჩემი ხელი აიღო.

„თვალები დახუჭე და მითხარი რას ხედავ."

თვალები დავხუჭე.

„სიბნელეს."

შემდეგ ჩემს ხელს იღებს და და საკუთარ სახეზე ასვენებს. ვგრძნობ ამ შეხებამ როგორ იმოქმედა ჩემზე. ოდნავ შევკრთი და ვეცადე თითები გამეცოცხლებინა.

„ახლა რას ხედავ."

სიბნელე თანდათან ნათდება და რაღაც გამოსახულებად გარდატყდება.

„შენ."

პარკიდან ხელჩაკიდებულები გავდივართ და მანქანაში ვთავსდებით.

-იმედია მივასწრებთ ბარში მისვლას.-გაყინული თითები ტუჩებთან მიმაქვს გასათბობად. დღეს სანდროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა იყო. სწორედ დღეს გადაწყდებოდა დაუდებდა თუ არა კონტრაქტს მის ბენდს ძალიან ცნობილი კომპანია. შემდეგ კი კარგად მეყოლე, უზრუნველი ოჯახური ცხოვრება გარანტირებული გვქონდა. თუმცა არც მე ვიყავი უმოქმედოდ. ფოტოგრაფობა უკვე შესისხორცებული მქონდა. თავიდან ჰობად აღვიქვავდი, მაგრამ მივხვდი რომ ესეც ხელოვნებაა, ჩემი მისწრაფება. პატარა სტუდიაც მქონდა, ჩემთვის. მე და ჩემი კამერა. რამდენჯერმე სანდრომ ხუმრობით მომიგო, ისე უფრთხილდები მაგ ნივთს, რამისაა ვიეჭვიანო კიდეცო.

სანდრო მანქანას ქოქავს და თითს რადიოს უახლოებს. მეც ჩემი კამერით მომარჯვებული ვიჯექი და როგორც კი ჩვენი საყვარელი მუსიკის ხმა აჟრერდა, კინაღამ ძირს დამივარდა ბედნიერებისგან.

-ჩვენი სიმღერა. რამდენიხანია არ მოგვისმენია.-აჟიტიებული ავყვირდი.

-იცოდე ქორწილშიც ეს უნდა გავაჟღეროთ.-თითს ვუქნევ, რაზეც ეღიმება.

ამინდი დილიდან მოღრუბლული იყო. კარგი გაგრძელება ნამდვილად არ ეწერა და მართლაც, პატარა წვეტებმა დაიწყეს დენა მინებზე და სველ ნაკვალებს ტოვებდნენ.

-უფრო ხმამაღლა.-მხიარულად შევძახე და კამერა სანდროსკენ მოვაბრუნე, რომელიც ბოლო ხმაზე მღეროდა და დრო და დრო თუ გამომხედავდა. ცალი ხელი ჩემთვის ჩაეჭიდა, მეორეთი კი მართავდა. წვიმის წკაპა-წკუპი თანდათან მის ხმასაც ფარავდა, ამიტომ გადავწყვიტე მეც თან ავყოლოდი, ჩემი უნიჭო ჰანგებით გამეფუჭებინა შექმნილი იდილია, თუმცა სანდრო ყოველთვის მეუბნებოდა რომ ეს მისი საყვარელი მელოდია იყო. ოდნავ უსმენო, მაგრამ ყველა მუსიკოსის ნამღერს ჩრდილს აყენებდა. მიყვარდა როცა ამას ამბობდა. მიყვარდა ის ფაქტი რომ მას ყველანაირი ვუყვარდი, ჩემი კარგი და ცუდი თვისებებით. მან მე სწორედ ისეთი მიმიღო, როგორიც ვარ.

„მე შენში ჩემს ღმერთს ვხედავ. გეთაყვანები, როგორც ყველაზე უზენაესს."-ხშირად მიმეორებდა ხოლმე.

მართლაც. განა ეს არ არის სიყვარული? მიიღო ადამიანი ისეთი, როგორიც არის და აქციო უკეთეს ადამიანად.

სამყაროში იდეალური არაფერია, ეს ყოველთვის ვიცოდი და ისიც ვიცი, რომ ყველა სწორედ ამ იდეალურობისკენ იღწვის. ჰგონიათ დახვეწილი მანერებით, განათლებული ტვინითა და ლამაზი ჩაცმულობით, ამ სიტყვას ერთი ნაბიჯით უახლოვდებიან, მაგრამ არა. ეს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების მიერ შეთხზული მცნებაა.

გინდათ გითხრათ იდეალურობის საიდუმლო? ეს ყველაზე უბრალო რამებში დევს. უბრალოდ შეხედეთ თქვენს საყვარელ ადამიანს. პირველივე დღიდან ჩემთვის სიტყვა „იდეალური" სანდროსთან ასოცირდება, რომელსაც ყველაზე უბრალო და უმნიშვნელო ქცევები აქცევს ასეთად. ჩემთვის მისი ხმამაღალი ჭამის მანერაც კი, რაც თავიდან არ მომწონდა, იდეალურად მეჩვენება.

სიყვარული ბრმააო, ტყუილად ნამდვილად არ უთქვამთ.

მივდიოდით სიმღერით, თითქოს პარალელურ სამყაროში ვყოფილიყავით და მე ბედნიერი ვიყავი. ვფიქრობდი ჩვენს მომავალზე. ჩვენს პატარა ოჯახზე და ბედნიერების ცრემლი მდიოდა.

თითქოს სწორედ იმ ერთმა წამმა, როდესაც მან დავარდნილი დისკი მომაწოდა, ჩემი მთელი ცხოვრება განსაზღვრა.

ის იქცა ჩემს მაარსებლად, ჩემს ნათელ წერტილად. ჩემს მომავლად.

მივაბიჯებდით ბედნიერებისკენ, ხმამაღლა ვმღეროდით და შორიდანაც რომ შემოგეხედათ, დაინახავდით ჩვენს შორის არსებულ მყარი სიყვარულის ძაფს, რომელიც დღითიდღე უფრო მყარდებოდა და გვაკავშირებდა. მზად ვიყავი მისთვის თავი შემეწირა, სულიდან ხორცამდე.

მართლაც, წამები ცვლიან ყველაფერს. ჩემს ცხოვრებაში ორი მნიშვნელოვანი წამი არსებობს.

ერთი, რომელმაც ბედნიერება მაპოვნინა.

მეორემ, კი მოტანილი ბედნიერება წამართვა.

მხიარულობაში გართულმა, ვერც კი შევამჩნიე ჩვენს პირდაპირ მომავალი სინათლე, რომელმაც წამში თვალი მომჭრა. ერთადერთი რაც მახსოვს, ეს სანდროს მჭიდროდ მოკრული სხეულია.

შემდეგ კი დიდი ხმაური, წვიმის წკაპუნში გადაიზარდა. გადახსნილი ციდან წამოსული ცრემლები პირდაპირ სახეზე მეცემოდა, სისხლში არეული ნაზავი, კი წყნარად მიიკვლევდნენ გზას ჩემს კანზე. მხოლოდ ეს ხმა მესმოდა.
მე ვუსმენდი მშვიდად, როგორც ნაზ, ძალიან ნაზ სიმფონიას. გონებაში თითებსაც კი ვაყოლებდი ტემპში.

შეგრძნება იმდენად დავკარგე, რომ ჩემს ზემოდან გადაწოლილ სხეულსაც ვეღარ ვგრძნობდი.

და რა მოხდა შემდეგ?

წვიმის საამურ მელოდიას სირენების გამაყრუებელი ხმა ახშობს. ერთადერთი რასაც ვგრძნობ, ეს წამლების სუნია, რაც ასე ძლიერ მიწვავს ნესტოებს. მინდა თვალები გავახილო, მაგრამ არც ერთი კუნთი არ მემორჩილებ.
ვყვირი, მაგრამ არავის ესმის.
დახმარებას ვითხოვ, მაგრამ ისევ ეს წყეული იგნორი.

„სანდრო,,სანდრო შენ მაინც გამაგონე ხმა."-ჩემი ქვეცნობიერი არ ჩერდება, მაგრამ თანდათან უკუნითი სიბნელე ისადგურებს ჩემში და თავიდან ბოლომდე მწამლავს.

თვალებს რომ ვახელ, უაზროდ შეღებილ კედლებს ვაწყდები. არ ვიცი რამდენი ხნით ვიყავი სამყაროს მოწყვეტილი.

ერთი საათით? ხუთი წლით? მთელი საუკუნით?

„სანდრო"-ჩემს ბაგეებს ნაცნობი სახელი სწყდებათ და თვალებს გამწარებული ვაცეცებ ირგვლივ. იქნებ იქ მყოფთაგან მის თვალებს შევეჩეხო.

-საყვარელო.-თავთან ჩემი მეგობარი, მარიამი ამომიდგა და ხელი ხელზე მომიჭირა. ახლაღა ვიყურები სხეულზე და კინაღამ მეორედ დავლიე სული.

მთლიანად წამლებით ვიყავი გაჟღენთილი. ჩემს ვენებს, წვრილი, მილისებრი ერთმანეთში ახლართული მოწყობილობები ფარავდა. ჩემი ნაზი კანი, კი მთლიანად დაბეჟილიყო.

-რ..რა ხდება?-სიტყვებს თავს ძლივს ვაბავ. ვგრძნობ როგორი დასუსტებული ვარ.

-სანდრო სად არის?

-საყვარელო, ჯობია დაისვენო.-ამჯერად დედა მიახლოვდება და ყალბი ღიმილით დამყურებს. ვგრძნობ, რომ რაღაც რიგზე ვერ არის.

ხელებს უხეშად ვიქნევ.

-აქედან გამიშვით. სანდროს ნახვა მინდა.-უკვე ყვირილზე გადავდივარ. მიუხედავად იმისა, რომ შეხვეული თავი უკან მექაჩება, მაინც მამაცურად ვიბრძვი და წამოდგომას ვლამობ.

ახლობლები ჩემს შეკავებას ცდილობენ.

-ევა, დაწყნარდი.-მარიამი სახეზე ხელს მისვავს.

-მარიამ, მითხარი რომ სანდრო კარგად არის.
-ევა.
-გთხოვ..

-ის.. აღარ არის.

და ჩემთვის აქ შეჩერდა დრო. უბრალოდ გავშეშდი, ლოყებზე კი ცრემლებმა უწყვეტად იწყეს დენა.

მინდოდა მეყვირა...ყველაფერი დამელეწა, მაგრამ ამის ძალაც კი წამერთვა.

არა. მას არ შეუძლია ჩემი მიტოვება. ის არ მიმატოვებს. იცის, რომ ამას არ ვაპატიებ.

თავს ჯერ კიდევ ვაჯერებდი, რომ მომხდარი მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ბოროტი ხუმრობა იყო.

სახლში რომ დავბრუნდებოდი, სამზარეულოში სანდრო დამხვდებოდა, თავისი საფირმო ღიმილითა და შემწვარი კარტოფილით, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე გემრიელად წვავდა. ამ ფაქტზე ყოველთვის ამაყობდა.

მაგრამ შინ დაბრუნებულს მხოლოდ დაცარიელებული კედლები შემრჩა.

რა თქმა უნდა, სახლამდე დასაბრუნებელი გზაც არ იყო ადვილი. რამოდენიმე თვით გამომკეტეს ფსიქოლოგებთან. თითქოს რამეს მიშველიდნენ.

განა მათ შეეძლოთ ჩემი სანდროს უკან დაბრუნება?

არა!

სამყარომ ფერები წამში დაკარგა. ჩემთვის იმ წამიდან ყველა და ყველაფერი უფერული გახდა.

ეს სახლიც, რომლის კედლები სანდროს მოგონებას იტევდა, მძულდა.
ის ხომ მის გარეშე ცარიელი და უსიცოცხლოა?

საწოლზე ვემხობი და ჰაერს ხარბად ვისუნთქავ. ვგრძნობ. ვგრძნობ ამ სურნელს, რომელიც ერთ დროს მას ეკუთვნოდა.

როგორ მიჭირს მასზე წარსულ დროში საუბარი.

რას არ გავიღებდი მისი გაკეთებული კარტოფილი კიდევ ერთხელ დამეგემოვნებინა, ან მისი უკბილო ხუმრობების გარეშე როგორ უნდა გავძლო?

მარიამი აქ ყოველ დღე მოდის. ცდილობს მანუგეშოს და ცხოვრების ხალისი დამიბრუნოს, მაგრამ უსიყვარულოდ დარჩენილ ქვრივს ბედნიერებისა აღარაფერი მოეთხოვება.

თურმე ზედმეტი არაფერი ვარგა. არც სიყვარული. მე ის მიყვარდა, იმდენად ძლიერ, რომ მისმა წასვლამ საბოლოოდ დაღი დამასვა.

16.03.2018წელი.

ახლანდელი დრო.

მარტის თბილი დილაა. ჩაბნელებულ ოთახში სიბნელე გაიფანტა და ნათელი სხივი მკრთალ ცეცხლისფრად აციაგდა.ცამ პირი გადაიწმინდა და ისე გაბრწყინდა, როგორც თვალისმომჭრელი მარგალიტი. ჰაერში მარადიული სასიცოცხლო სუნთქვა იგრძნობოდა და ეს ყველაფერი მაისის ერთ, მშვენიერ დილას მოგაგონებდათ. სანდროს თვე დამდგარა. განვლილი სამი წელი ჩემთვის ადვილი არ ყოფილა, მაგრამ ასეც ხდება. ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, ან ეს წყეული დრო გვაიძულებს ასე დავაჯეროთ თავი. ჩემი სიყვარული წამითაც არ განელებულა.

ისევ იგივე კედლებში ვსუნთქავ, იგივე კედლებში ვიღვიძებ და ჩემს სახლს აქა-იქ დამდგარი ყვავილები ისევ ამშვენებენ.

ვსუნთქავ, დავდივარ, ვარსებობ, მაგრამ რახანია მკვდარი ვარ.

ტელეფონს ხელში ვიღებ, რომელიც უკვე რამოდენიმე წუთია განუწყვეტლად რეკს. სავარძელში ვჯდები და ყურთან ვიკავებს.

-ევა, როგორ ხარ?-მარიამის ხალისიანი ხმა ჩამესმის.

-მშვენივრად.-პასუხი, რომელსაც უკვე დაუფიქრებლად ვისვრი.

-დღეს საღამოს გეგმები ხომ ისევ ძალაშია? არ დამაღალატო რა.

-ნუ ღელავ. არ დამვიწყებია.-მეღიმება.

-ხოდა გელოდები. ერთი სული მაქვს მოგიყვე ჩემს ახალ სამსახურზე.

-მშვენიერია. შეხვედრამდე, უნდა წავიდე.

-დროებით.

ტელეფონს ვთიშავს და გვერდით ვიხედები. სანდროს დაცარიელებულ სავარძელს შევყურებს და თითებს ნაზად ვუსვავ.

-მიყვარხარ.-ვამბობ და ფეხზე ვდგები. სახლიდან მალევე გავდივარ და ჩემს სტუდიაში მივდივარ. მიუხედავად იმისა, რომ კარიერული წინსვლა ნამდვილად მქონდა, უკვე სამი წელია რაც ხელში კამერა არ დამიკავებია.

რატომღაც სულ ის საღამო მიტრიალებდა თავში. იქნებ კამერა რომ არ მჭეროდა, სხვანაირად მომხდარიყო ყველაფერი? მაგრამ წარსულზე ფიქრს რა აზრი აქვს, მას ხომ ვერც დავაბრუნებთ და ვერც შევცვლით, რამდენად მტკინვეულიც არ უნდა იყოს.

სტუდიიდან შუადღისკენ ვთავისუფლდები და გარეთ სახეტიალოდ გამოვდივარ. მიყვარდა სეირნობა..

ვუყვებოდი ოდნავ დანესტილ ქუჩებს და გაზაფხულის სურნელს ხარბად ვუშვებდი ფილტვებში. ეს მასულდგმულებდა. გარემოსთან სიახლოვე.
ყავახანის წინ ვდგები და რძიან ყავას ვუკვეთავ, ბევრი ქაფით. ახლა ვეღარავინ შემაჩერებს, თან რაც უფრო მივუახლოვდები სიკვდილს, ეს ჩემთვის შვების მომგვრელია.

ყავით ხელში უკან ვბუნდები, მაგრამ ადგილზე ვშეშდები. პირველად, სამი წლის განმავლობაში მომინდა პარკში გავლა.

„ჩვენს" პარკში.

ნაბიჯები უკან მექაჩება, გული კი პარკისკენ, რომელიც ალბათ ახლა მთლიანად ყვავის. გულის ხმას ვეხმაურები და გამბედაობას ვიკრებ. ნელა მივიკვლევ გზას. გამწარებული ყავას ერთი მოყუდებით ვსვავ და ახლომდებარე სანაგვე ყუთში ვუკრავ თავს.

და აი ისიც გამოჩნდა.

ისევ ისეთი. წყნარი, მშვენიერი და ოდნავ ცარიელიც. მხოლოდ რამოდენიმე ადამიანს თუ შეამჩნევდით.

თვალებზე ცრემლი მადგება. გაუაზრებლად ხელი ჩანთისკენ მიმაქვს, რომელიც მხარზე გადამეკიდა და იქიდან კამერას ვაძრობ.

კანკალით მიმაქვს სახესთან და ნელი დაჭერით ვაჩხაკუნებ. არ ვიცი ამას რატომ ვაკეთებ. არც ის ვიცი ასეთი სურვილი რატომ გამიჩნდა, მაინც და მაინც ეხლა, მაგრამ თავს შედარებით წყნარად ვგრძნობ. ნელი ნაბიჯებით უკან ვბრუნდები და უკანმოუხედავად მივდივარ.

წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდა და ამაზე პასუხი არც მომთხოვოთ.

გადაღებულ ფოტოს ვხსნი და ახლოდან ვაკვირდები.

როგორც მაშინ.

გამოსახულებას იმ სკამთან ვაახლოებ, რომელზეც ტრადიციულად მე და სანდრო ვისხედით ხოლმე.

ვაახლოებ და იქ ვიღაცის სილუეტი მხვდება. თითს მიახლოების ღილაკს ვაჭერ და აქ უკვე ვშეშდები.

ჯანდაბა.

კიდევ ერთხელ დავყურებ ეკრანს და ტუჩს მწარედ ვკბენ.

ეს მხოლოდ შენი წარმოსახვაა.-თავს ვუმეორებს.

ჩემი წარმოსახვა, რომელიც სასწრაფოდ უნდა გადავამოწმო.

მაშინვე უკან გავრბივარ პარკისკენ. ნაცნობ სკამთან მივირბინე, იქ კი, არავინ მხვდება.

ასე უცბად სად გაქრა? ან საერთოდ იყო აქ ვინმე?

***

-დღეს ჩაფიქრებული მეჩვენები.-მარიამი ცხვირწინ ცხელ ჩაის მიდგავს და თავად ახლოს მიჯდება.

-შენი სამსახურის ამბებზე მომიყევი.

-მხოლოდ მას შემდეგ რაც მეტყვი რა გჭირს? ასეთი მას შემდეგ არ მინახიხარ რაც..

-საჭირო არაა დამთავრება.-ვაჩერებ.

-უბრალოდ უცნაური რაღაც შემემთხვა.-ვამატებ რამოდენიმე წამში და ჩანთიდან ფოტოაპარატს ვიღებ.

-გთხოვ, კარგად შეხედე ამ ფოტოს და მითხარი უცნაურს თუ ამჩნევ რამეს.-კამერას ვუწვდი.

უნდა დავრწმუნდე, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი წარმოსახვაა და საბოლოოდ არ გავგიჟებულვარ.

-ლამაზი ფოტოა.

-მხოლოდ ლამაზი ფოტო?

-მოიცადე ევა..ეს-სახე უშეშდება.

-შენც იმას ხედავ რასაც მე?-კიდევ ერთხელ მეკითხება და მიახლოებულ ფოტოს ცხვირწინ მაჩვენებს.

-უბრალოდ შეხედე..ერთნაირი სხეული, ერთნაირი სახის მოყვანილბა, თმის ფერიც კი..ჯანდაბა მარიამ. ეს სანდროა.-უკვე ყვირილზე გადავდივარ და ფეხზე ვიჭრები.

-შეიძლება უბრალოდ გავს ან კამერა გაქვს გასაწმენდი.-ბლუყუნებს.

აღარაფერს ვპასუხობ. მთელი ეს წლები ვსწავლოდი როგორ მემართა საკუთარი გძნობები სწორედ, როგორ გავხმდარიყავი უფრო ძლიერი, მაგრამ ახლა მთლიანად მწყობრიდან ვარ გამოსული, შეშლის პირას.

-დაწყნარდი, კარგი? სანდრო აღარ არსებობს, ამ ფაქტს უკვე შეგუებული უნდა იყო, ასე რომ დაივიწყე მომხდარი, ფოტო წაშალე და განაგრძე ცხოვრება, გასაგებია?-მარიამი ფეხზე დგება და მკლავებს მხვევს ათრთოლებულს. უკვე კანკალს ვყავდი ატანილი. მთელი საღამო ჩემს დაწყნარებას მოუნდა, თავისი ამბების მოყოლაც კი არ ვაცადე. როგორც იქნა დამშვიდობებამდე ავუხსენი, რომ უკვე უკეთ ვიყავი და ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდებოდი, არადა გონებაში სულ სხვა განზრახვა მედო, რომელიც დილამდე გამყვა. ჩვეულად სტუდიისკენ მივიწევ, ნაშუადღევს, კი კვლავ იგივე ადგილზე მივდივარ.

კიდურები მთლიანად მიკანკალებს. ლამისაა აქვე ჩავიკეცო, მაგრამ უნდა გავარკვიო იმ უცნაური ადამიანის არსებობა.პარკში მისულს ადგილი ცარიელი მხვდება. სევდა მიპყრობს და აქეთ-იქით ვიყურები. ჩემში უიმედობა წამში იცვლება მეტად აღელვებული გრძნობით, როდესაც ფიგურას ვეჯახები და უხეშად ვეცემი ძირს.

თვალებს მაღლა ვაპყრობ და გამოწვდილ ხელს ვლანდავ. მზერას ხელის პატრონისკენ ვაპარებ და ალბათ უკვე ჩაკეცილი, რომ არ ვიყო, ახლიდან ჩავეხუტებოდი ცივ ბეტონს.

იგივე ღიმილი, იგივე ტუჩები, რომლის შეხებაც ასე მომნატრებია.

მინდა დავუყვირო. ბოლო ხმაზე დავუძახო, მაგრამ მთლიანად ძეგლს ვემსგავსები. წამები მჭირდება გონზე მოსასვლელად.

-მაპატიე, წამოდგომაში დაგეხმარები.-ნაცნობი ხმა ჩამესმის და ხელს გაუაზრებლად ვჭიდებ.

მაშინვე სხეულში მიმალული გრძნობები იღვიძებენ და ეს ყველაფერი ჩემში მეხის გავარდნას გავს.

-კარგად ხარ?-იღიმის და ფეხზე მაყენებს.

-მე..კი.-ვლუღლუღებ და ფეხზე ვდგები.

-მაპატიეთ, კიდევ ერთხელ. ძალიან ვჩქარობდი.-სწრაფად მაყრის სიტყვებს და ასევე სწრაფად მცილდება.

და მტოვებს პირღიას.

ჩემი გონება ჯერ კიდევ ვერ ხარშავს მომხდარს. ნუთუ ეს..

სხეულს, რომელიც ჩემგან უკვე საკმაოდ შორს იყო უკან ვედევნები.

შორიდანვე ვსწავლობ მისი სიარულის მანერას, სხეულის პროპორციებს.

დაუჯერებელია.

სხეული წიგნის მაღაზიაში შედის და კარებს უხეშად იხურავს. მეკი ადგილზე ვრჩები, რამოდენიმე მეტრს მიღმა.

ჩემში ყველანაირ გრძნობას გაეღვიძა და ქაოსურად ტრიალებდნენ, მიჩურჩულებდნენ უაზრო რამებს, რომელიც რეალურად არც კი მესმოდა.

უბრალოდ ვიდექი და ვიაზრებდი მომხდარს, ვერც კი ვიხვდი, რომ შუა გზაში ვიდექი, სანამ მანქანის სიგნალს და მასზე დაყოლებულ გასალანძღ სიტყვებს არ ვისმენს. შეშფოთებული გზიდან ვხტები და ტროტუარზე ვჯდები. სახეს ხელებში ვიქცევ, მაგრამ არ ვტირი.

მომდევნო რამოდენიმე დღეს სწორედ აქ ვატარებ.
ვუყურებდი ვიტრინებიდან მოცინარე სანდროს აჩრდილს და ეს ყველაფერი ბედნიერებას მანიჭებდა. მასთან მიახლოებას კი ვერ ვბედავდი. მხოლოდ სამი დღის შემდეგ გავბედე მაღაზიაში შესვლა, თუმცა იმ წამსვე ვინანე.

-გამარჯობა.-მხიარულად მომეგება.

-გ..გამარჯობა.-ხმის კანკალით ვპასუხობ და დაბლა ვიხედები.

-მე თქვენ გიცანით. ის ახალგაზრდა. დიახ სწორედ ის ხართ.-ნაცნობი თვალით შემათვალიერა.

ველოდებოდი. ველოდებოდი როდის მიცნობდა, არა როგორც უბრალოდ ახალგაზრდად, არამედ როგორც მის ევად, მის საყვარელ, პატარა ევად,მაგრამ სულ ტყუილად..

-აჰჰ..დიახ.-უღიმღამოდ ვპასუხობ და გონებაში აქედან გაქცევის გეგმას ვისახავ.

-შემიძლია რამეთი დაგეხმაროთ? იქნებ დანაშაული ამით გამოვისყიდო?

-დიახ დიახ.-ვპასუხობ და უფრო ღრმად შევდივარ.

დავდიოდით წიგნებს შორის. არც კი მესმოდა რას მელაპარაკებოდა. ვაკვირდებოდი მის სახეს, მის თითოეულ დეტალს და ეს ყველაფერი ჩემზე უცნაურ გავლენას ახდენდა. ჭრილობები კვლავ გაიხსნა. წარსულის მოგონებებმა იფეთქეს..

-ამ წიგნზე რას იტყვით?-ხელში წიგნს მაჩეჩებს.

-მშვენიერია.-დაუფიქრებლად ვუქნევ თავს.

-დაბნეული მეჩვენებით.

-ალბათ თავი ძლიერად დავარტყვი ძირს.

-ნება მომეცით ყავაზე დაგპატიჟოთ და ეს შეცდომა გამოვასწორო.-გამიღიმა და სალაროსკენ გამიძღვა.

მეც გაოცებულმა თავი დავუქნიე.

მეორე ბიჭს სხოვა მის მაგივრად დარჩენილიყო, მე და თეჰიონის სხეული კი გარეთ გავედით.

-მაპატიე, სახელიც კი ვერ გკითხე.-სიცილით მომიბრუნდა კაფის წინ მდგარი.

-ევა. უბრალოდ ევა.

-ლევანი.

გაწვდილ ხელზე მეამბორება, რაზეც კიდევ ერთხელ ვგრძნობ როგორ დამიარა ჟრუანტელმა. რას ვაკეთებდი? საღ გონებაზე ვიყავი? რამდენჯერმე მწარედ ვიჩქმიტე, მწარე რეალობისთვის დასაბრუნებლად, მაგრამ როგორც ჩანს ბედი მწარედ მეთამაშება, ან იქნებ საქმე ასე სავალალოდაც არ არის?

ყველას ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა მეორე შანსი გეძლევა. ლევანი, კი ჩემი მეორე შანსია.

-ესპრესო, რაც შეიძლება ტკბილი.-შეკვეთას აძლევს და კითხვანარევი თვალებით მიყურებს.

-მეც.

აქ კი დავრწმუნდი, რომ ჩემს წინ არ იყო სანდრო.

-აბა, ევა, მომიყევი შენს შესახებ.-ხელებს მაგიდაზე ალაგებს და თავისი ღრმა თვალებით მაჩერდება, რომელიც ჩემზე კვლავინდებურად მოქმედებს, ოღონდ არა ისე როგორც ეს პირველად მოხდა.

მეც მოვუყევი ჩემს ცხოვრებაზე, ჩემს უიღბლო სიყვარულზე, ამან დიდად შეაშფოთა და ეს ხმაშიც დაეტყო.

-ვხვდები რა გრძნობაცაა საყვარელი ადამიანის დაკარგვა. მეც მიყვარდა ერთი გოგო, სიცოცხლეზე მეტად, მაგრამ მან ეს სიყვარული არ მიიღო. სხვისი გაცვეთილი ფრაზები არჩია, ჩემს ჭეშმარიტ გრძნობებს. ახლა კი სასოწარკვეთილ შეყვარებულად ვიქეცი.-ყავა მოსვა და სევდიანი თვალები მომაპყრო.

იმ დღეს ბევრი ვისაუბრეთ. ბევრი აზრი ვუზიარეთ ერთმანეთს.

წასვლის წინ კი შემდეგი სიტყვები მომიგო.

-იმედია კვლავ შევხვდებით.-ლოყაზე კოცნამ კი უფრო დამაბნია.

მთელი ღამით თვალი ვერ მოვხუჭე. დრო და დრო სანდროს სივრცეში გამქრალ სულს ველაპარაკებოდი. თავს ვიმართლებდი, რომ ეს ყველაფერი ჩემი ბრალი არ იყო. ან იქნებ სწორედ მან გამოუშვა ლევანი ჩემთან?. ხვდებოდა როგორი უბედური ვიყავი მის გარეშე და ჩემი ასეთი დანახვა ვეღარ აიტანა.

მომდევო რამოდენიმე დღე, ახალგაცნობილი შეყვარებულებივით ვიქცეოდით. ერთმანეთი მოგვწონდა და ამ ფაქტს არც ერთი ვმალავდით.

-შენი აზრით ჩვენი შეხვედრა შემთხვევითობა იყო?-მეკითხება და ჩემს საწოლზე თავსდება.
-შემთხვევით არაფერი ხდება.-სანდროს სიტყვებს ვპასუხობ და თან მეღიმება.

-მე კი ასე არ ვფიქრობ. სწორედ ეს შემთხვევითი მომენტები სძენენ ჩვენს ცხოვრებას აზრს. თორემ ამ დაგეგმილი, უაზრო ცხოვრებით ვინაა კმაყოფილი.

-ასეა.-ნახევრად შევსებული ღვინის ჭიქა გავუწოდე და მის გვერდით დავჯექი.

-გაგვიმარჯოს.-მიღიმის და სითხეს წრუპავს.

უკვე მეორედაა ჩემს სახლში, მე კი ყოველ წამს იმის შიში მაქვს სადმე სანდროს სურათი არ შენიშნოს შემთხვევით, მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენჯერმე მქონდა გადამოწმებული.

-ევა.-ხმას იმკაცრებს და უკვე დაცარიელებულ ჭიქას უკან დებს.

-გისმენ.-ვპასუხობ, ის კი თავისთან უფრო ახლოს მწევს.

-მიზიდავ, თანაც ძალიან.-ასე ადრე აღიარებასაც არ ველოდი, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ორივემ კარგად ვიცოდით.

-ვიცი, არაა დიდი ხანი რაც მიცნობ, მაგრამ უფლება მომეცი შენზე ვიზრუნო. გთხოვ.-ყურში გამომწვევად ჩამჩურჩულებს და იქვე პატარა კოცნას მიტოვებს, რაც საკმარისია რომ გონება დავკარგო.

-მითხარი რომ ეს შენც გინდა.-ფაფუკად მაჭერს ტუჩებს და კოცნებით ამჯერად სახისკენ გადადის.

-მე..მინდა. მინდიხარ.-გაუაზრებლად ვისვრი სიტყვებს მისი ვნებისგან დატყვევებული და თვალები მეხუჭება. ის კი აგრძელებდა ჩემთვის სიამოვნების მონიჭებას.
-მაგიჟებ.-ბოხი ხმით ამბობს და უკან მაწვენს.წამში ჩემს ზემოდან ექცევა და კოცნებით კისრისკენ ინაცვლებს. ნაზად მკბენდა კანზე, რაზეც ჩუმად ვკვნესოდი. სხეული მეწვოდა. სამი წლის შემდეგ ჩემში ცეცხლი აგიზგიზდა. იგივე შეგრძნება, რასაც სანდრო მანიჭებდა. ახლაც წარმოვიდგინე, რომ ის მიხსნიდა პეგანგის ღილებს და შიშველ მკერდს მტევნებით მიზელდა, თან ბინძურ ჩურჩულს აყოლებდა, რაც ჩემს დახშულ სმენამდე არ აღწევდა.

მკერდზე მაცხრება და ენით დამოგზაურობს. კანს ნაზად მიწუწნის და ნელნელა ქვევით ჩადის, აკრძალული ზონისკენ, რომელიც დღეს მხოლოდ მისთვის გახდა მისაწვდომელი.
ვამჩნევდი, რომ ცდილობდა ნაზად მომპყრობოდა, მაგრამ დაუოკებელი ვნება მის ქმედებებს უფრო უხეშს აქცევდა, რაც ასე მიზიდავდა.
ვგრძნობ, როგორ მეჭიმება თითოეული კუნთი. სიამოვნებაში გადაზრდილი ტკივილი მუცელში ნაცნობ გრძნობად მეღვრება.

ისევ ამ საწოლზე. სიყვარულის ცეცხლში დამწვარნი, ერთ მთლიანობად ვიყავით ქცეულნი, მაგრამ ჩემს ბაგეებს წამოსცდათ ის არასწორი სიტყვები, რომელმაც ყველაფერი გააფუჭეს.

-აჰჰ..სანდრო..-ხმამაღლა ვკვნესი და პირზე მაშინვე ხელს ვიფარებ. თუმცა ის არ გაჩერებულა. რამოდენიმე წუთში სიამოვნების საფინალო ნოტები გაისმა ამ დახშულ კედლებს მიღმა და ღონეგამოცლილი ლევანი ჩემს გვერდით მოწყვეტით დაესვენა.

მე მასთან ახლოს მივჩოჩდი და თავი მის მკერდზე დავასვენე, რომელიც სწრაფად ადი-ჩადიოდა.

-სანდრო, შენს საქმროს ერქვა, ხომ ასეა?-უხეშად მეკითხება, მაგრამ ხელებს მაინც მხვევს.

-ხო..-ჩუმი აღიარება.

-ისევ გიყვარს?-წყენით ჩაილაპარაკა და შველის თვალები მომაპყრო.

-რა თქმა უნდა ისევ მიყვარს, მაგრამ მას სხვა ადგილი უკავია ჩემს გულში, შენ კი სხვა.

-მეც გიყვარვარ?

-რა?

-მიყვარხარ.

ვიბნევი.

-შენ?

-მეც.-ვუღიმი და თვალებს ვნაბავ, თუმცა თითქოს ამაში ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი. რაც არ უნდა იყოს, მასთან თავს სასიამოვნოდ ვგრძნობდი, ზუსტად ისე როგორც სანდროსთან..თუმცა ცოტა განსხვავებულად..

დილით ტელეფონის ხმა მაღვიძებს. ზანტად ვიწევი და ეკრანს დავყურებ. მარიამი იყო. ჯანდაბა. ჩემს გვერდით მშვიდად მწოლიარე ლევანს დავხედე, შემდეგ კი ნელა გავიპარე გვერდით ოთახში.

-ჰეი, ევა როგორ ხარ? რამდენი ხანია არ მინახიხარ.

-ხო მარიამ. დიდი დრო გავიდა.

-რას იტყვი საღამოს რომ ჩემთან გამოგეარა? ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ შენი ნახვა მინდა.

-კარგი.-უკმაყოფილოდ წავიბურტყუნე.

-პატარავ, სად ხარ.-ოთახიდან ლევანის ხმა გამოისმა.

-მოიცადე, ეს რა ხმა მესმის.-თვალწინ მედგა მარიამის ეშმაკურად მომღიმარი სახე.

-საღამოს აგიხსნი.

-მოგიწევს დეტალებში ისაუბრო, 'პატარავ". წარმატებები.

თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რადგან ჩემს ერთადერთ მეგობარს ლეევანის ამბავს ვუმალავ.

ლევანის ხმაზე უკან ვბრუნდები და მარიამზე ფიქრებს ვიშორებ.

-შემეშინდა დილით რომ ვერ დაგინახე. მეგონა გამეპარე.

-გაგეპარე? საკუთარი სახლიდან?-გამეცინა და მის გაშლილ მკლავებში მოვექეცი. და ჩემი დილა ისევ ამბორით იწყება. და მე ისევ ბედნიერი ვარ.

-ვინმეს ესაუბრებოდი?

-მეგობარს.

-საღამოს იქნებ სადმე გაგვევლო? არ ვიცი, იქნებ ზღვის პროდუქტები დაგვეგემოვნებინა.

სანდროს ზღვის პროდუქტებზე ალერგია ჰქონდა..ისევ ეს წარსული, რომელიც სვავივით დამტრიალებს თავს..

-საღამოს არ მცალია. ხვალ შეგვიძლია..

-რას ნიშნავს არ გცალია?

-მეგობარს უნდა შევხვდე.

-რომელ მეგობარს?

-მეჩვენება თუ ეჭვიანობ?-გამეცინა მის სულელობაზე.

-სწორი მიგნებაა.

-მარიამთან მივდივარ. მასზე როგორ ეჭვიანობ?-კიდევ ერთხელ გავიცინე.

-მარიამი ვინ არის? „რა თქმა უნდა. მან ხომ არ იცის."

-ჩემი ბავშვობის მეგობარი. მოდი ვისაუზმოთ.-ფეხზე ვდგები და სამზარეულოში გავრბივარ, სანამ კიდევ რამე წამომიროშია.

-შეგიძლია კარტოფილი შემიწვა?-თითქმის მზერით ვემუდარები. რატომ ვცდილობ წარსულის დაბრუნებას და მასში იმ სანდროს გაღვიძებას, რომელიც უკვე დავასამარე?

როგორც იქნა დავითანხმე და დამწვარი საუზმეც მივირთვი, თუმცა ეს არაფერია. მთავარია რომ ეცადა მაინც.

საღამომდე ეთმანეთს აღარ შევხმიანებივართ. შემდეგ, კი პირდაპირ მარიამის სახლის გზას დავაწექი. თითებს ერთმანეთში ნერვულად ვხლართავდი. ეს მას უნდა სცოდნოდა. ვალდებულია.

-მალე შემოდი. მთელი დღეა სკამზე ვერ ვჩერდები, ისე მაინტერესებს.-კარს სწრაფად ხურავს და მისაღებისკენ მიმიძღვის.

-დაიწყე.-ბატიბუტით გავსებული ჯამით თავსდება და შემომცქერის.

-დავიწყო რა?

-შენს ახალ ბიჭზე მომიყევი. რომ იცოდე როგორი ბედნიერი ვარ რომ წარსულს ეხსნები და ახალ ცხოვრებას იწყებ.-დრამატულად საუბრობს და თვალზე მომდგარ ცრემლს იწმენდს.

-მარიამ, რაღაცა ვიტყვი და არ გამიბრაზდე.

-უკვე არ მომწონს.

-მე..ის ბიჭი გავიცანი, სურათში რომ სანდროს გავდა...ის..ის მართლაც ზუსტად ისეთია გარეგნობით. თითოეული ნაკვთი მისი აქვს.

-რა?-ჯამს ატრიალებს და ხმამაღლა იცხადებს.

-ამაში რა არის გასაკვირი?

-რამდენი ხანია?

-ერთი კვირა იქნება უკვე. მე ის მიყვარს და არ გაქვს უფლება განმსაჯო.

-გიყვარს? კიდევ ერთხელ ყვირის.

-მაპატიე ევა, მაგრამ შენი სიტყვები აფსურდად მეჩვენება. შეიძლება სანდროს ძალიან გავს, მაგრამ არ გგონია რომ მასში ცდილობ სწორედ სანდროს გაცოცხლებას. სწორედ იმიტომ ფიქრობ ამას, რომ მას რომ უყურებ, შენს დაკარგულ სიყვარულს ხედავ და არა ახლად შეძენილს?

მარიამის სიტყვებს ჩემი გონება წამში ისრუტავს.

ჩემში ჩვეული არეულობა იბუდებს. თვალს ვავლებ ბოლო ერთ კვირას და თითქოს მარიამის სიტყვები თანდათან უფრო და უფრო ახლო მეჩვენება ჭეშმარიტებასთან.

მთელი დღე ამ სიტყვებზე ვფიქრობდი. ღამით ლევანის ნარეკსაც არ ვუპასუხე. პასუხები მჭირდება.

რა მინდა? რას ვგრძნობ?

რატომაც გამოსავალს ვერ ვპოულობდი. იქნებ ლევანი სანდროს ამ ქვეყნად დარჩენილი, გაცვეთილი ჩრდილის ნარჩენია, რომელსაც ასე ძლიერ ვეპოტინები? იქნებ მთელი ეს გრძნობები ისეთივე ყალბია, როგორც ლევანში არსებული სანდრო?

ეს აზრები მაშინაც კი მიტრიალებდა თავში, როდესაც ლევანის გვერდით ვიჯექი.

თითქოს სახლს ჩვეული მყუდროება დაუბრუნდა, მაგრამ იმ იდეალურობისგან, რასაც მე და სანდრო ვქმნიდით, მაინც შორს იყო.

-კარგად ხარ?-მეკითხება და უფრო ახლოდან მეხუტება.

არ ვიყავი კარგად. ეს თავადაც უნდა სცოდნოდა. ჩემთვის უბრალოდ ხელები შემოეჭიდა და ემღერა..

პასუხს არ ვცემ. ჩემს ხელს ვიღებ და მის სახეზე ვათავსებ. თვალებს ძლიერად ვხუჭავ და ველოდები როდის იქცევა სიბნელე სინათლედ, მაგრამ არაფერიც არ ხდება. უკუნი წყვდიადი უცვლელად რჩება ჩემს თვალთახედვაში.

-რას აკეთებ?-იცინის და ხელს მაშვებინებს.

-არაფერს, უბრალო ჩვევები.-ვიცინი და კოცნაზე პასუხს ვუბრუნებ.

***

ორი სხეული გარინდული წევს ერთმანეთზე ჩახუტებული, ღამის მშვიდ და აუღელვებელ სიოს მათი აუღელვებელი სუნთქვა იდეალურად ერწყმის. ლევანი თვალებს ახელს და პატარა ევას დანახვაზე ღიმილი ეფინება მის სახეს. იმდენად სწრაფად და დაუგეგმავად შეიჭრა ეს გოგო მის ცხოვრებაში, რომ გააზრებაც კი ვერ მოასწრო, ახლა კი მთლიანად დატყვევებული მის მკლავებში მოქცეულს თმაზე ეთამაშება. ძალიან ადრეა, მას კი ძილი უკვე გაუკრთა. ევას ანგელოზივით სახეს, რომ დახედა, იმდენად მშვიდი და უცოდველი ეჩვენა, მისი გაღვიძება გადაიფიქრა. უბრალოდ დგება ფეხზე და ხალათმოხვეული საძინებლიდან გადის.

თავისთვის ცხელ ჩაის იმზადებს და ისევ საძინებელში ბრუნდება. ჩუმად დაიარება ოთახში და დამტვერილ წიგნებს თითებს უსვავს. ნელი სვლით დაიარება და მის ყურადღებას საწერ მაგიდაზე გადაშლილი რვეული იქცევს. ჯერ უკან იხედება,თითქოს მძინარეს ნებართვას სთხოვსო. იცის, რომ არაა სწორი სხვისი ნივთებიე დაუკითხავად შეხება, მაგრამ ამ ცნობისმოყვარეობას რა უქნას?

რვეულს ხელში ათამაშებს და პირველ ფურცელზე შლის.

„2015 წელი. 13 თებერვალი. დღე, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა...."

მუქთმიანი გოგონა ხმამაღლა ამთქნარებს და თავს ზანტას წევს. მის გვერდით ადგილი ცარიელი ხვდება. სწრაფად იხედება გარშემო და ლევანის დანახვისთანავე მშვიდდება. თითქოს წამით დაიჯერა კიდეც რომ უბრალოდ მისი წარმოსახვის ნაწილი იყო და ასე უბრალოდ აორთქლდა.

-საყვარელო.-უკნიდან ეხვევა მჯდომარეს და კისერში კოცნის. იმის მაგივრად, რომ ლევანს საპასუხოდ მისი კოცნა მიიღოს, ხელებს განზე აწევინებს და ფეხზე დგება.

-შენი დღიური წავიკითხე.-დღიურს ხელში ათამაშებს.

-რა?-ევას ცივმა ოფლმა დაასხა.

-ამის უფლება ვინ მოგცა?

-ეს როგორ გამიკეთე?

-რა?

ლევანი სპასუხოდ რვეულს ძირს ახეთქებს.

-საერთოდ ოდესმე თუ გიყვარდი?აწყლიანებულ თვალებს აპყრობს.

-მე..

-ვიცოდი, ვიცოდი რომ რაღაც ვერ იყო რიგზე. შენ მე კი არა, ჩემი სხეული გიყვარდა. იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ მის სახეს გახსენებდი.

-მაპატიე..

-კარგად იყავი, ევა.-კარს უხეშად იჯახუნებს და სასოწარკვეთილ გოგოს მარტო ტოვებს, ისევ ამ ცარიელ კედლებში.

ახლა უკვე საბოლოოდ განადგურდა.. მეორე შანსიც გაუშვა ხელიდან..

დაწითლებული თვალებიდან ცრემლები ჩანჩქერივით ჩამოსდის.

ვერ იტანს საკუთარ თავს. ვერ იტანს იმ გრძნობას, რომელმაც ცხოვრება დაუსახიჩრა.

კალამს იმარჯვებს და რაღაცას სწრაფად ჯღაბნის, შემდეგ ჩუმად დგება ფეხზე და მიდის უსასრულობაში..უსასრულობაში, რომელსაც სანდროს საფლავთან მიჰყავს..

***

ლევანი კედელთან ჩაკეცილიყო და ხელები მოკეცილი მუხლებისთვის შემოეხვია.
კარების ქვეშ პატარა კონვერტი სრიალდება, რომლისკენ მზერას წამით აპარებს. ადგომის სურვილიც არ აქვს. მხოლოდ რამოდენიმე საათის შემდეგ მიბობღავს და უხალისოდ ახევს ფურცელს.
კონვერტს გარედან არც გამომგზავნის სახელი ეწერა და არც ხელმოწერა.
მხრებს იჩეჩავს და სწრაფად დაწერილ ნაწერს კითხულობს.
„მაპატიე ლევან..მაპატიე რომ გული გატკინე.. ახლა კი დროა დაგემშვიდობო ჩემო საყვარელო.. ერთადერთი რაც ვიცი ის არის, რომ ამ სამყაროში ჩემი ადგილი აღარაა..ჩემი ადგილი სანდროს გვერდითაა..სამუდამოდ ასე იყო და იქნება."

_________________________
ვიცი, სევდიანი დასასრული სასიამოვნო არ არის, მაგრამ მგონი მოუხდა კიდეც ამ პატარა ისტორიას, რომლის შექმნასაც მხოლოდ ერთი ღამე დასჭირდა. იმედია დასრულების ჟამს არ იფიქრებთ, რომ ეს წუთები უაზროდ გაფლანგეთ, თან ჩემი პირველი ისტორიაა, რომელსაც აქ ვაქვეყნებ და ცოტა არ იყოს ვღელავ. პატარა ცხოვრებისეული მესიჯი ჩავდე ამ სწრაფ ნაწერში და იმედია ამის მოტანა თქვენამდე მოვახერხე.



№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

Ratqmaunda kargi iyo mis adgilze me karga xnis win moviklavdi tavs

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთი

ძალიან კარგი იყო, მაგრამ მძიმე დასასრულით. ჩემთვის მიუღებელია ასეთი საშინელი განაჩენი გამოუტანო საკუთარ თავს. მინდოდა უფრო ძლიერი ყოფილიყო ევა.
ძალიან საინტერეაოდ და გამართულად წერ. პირველის კვალობაზე შესანიშნავი ისტორია გამოვიდა. უკვე სურვილი მაქვს უფრო მეტი დაწერო და გაგვახარო აქაური მკითხველი

 


№3  offline წევრი nigxtingale_

სტუმარი ქეთი
ძალიან კარგი იყო, მაგრამ მძიმე დასასრულით. ჩემთვის მიუღებელია ასეთი საშინელი განაჩენი გამოუტანო საკუთარ თავს. მინდოდა უფრო ძლიერი ყოფილიყო ევა.
ძალიან საინტერეაოდ და გამართულად წერ. პირველის კვალობაზე შესანიშნავი ისტორია გამოვიდა. უკვე სურვილი მაქვს უფრო მეტი დაწერო და გაგვახარო აქაური მკითხველი


მადლობა ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent