ღალატი წარმოშობს ღალატს (პირველი ნაწილი სრულად)
პროლოგი ხანდახან მაქვს ხოლმე ისეთი დღეები,როდესაც ყველა და ყველაფერი მძულს.გაღიზიანებული საკუთარ თავს ვეკითხები „რატომ გძულს?“, პასუხი კი ისეთივე ცარიელია,როგორც ჩემი გული და ფიქრები.ასეთ დღეებში არავის და არაფრის ნახვა მსურს,მინდა,მარტო დარჩენილი ცარიელ ოთახში ვიჯდე,რომელიმე სევდიანი მუსიკის ჰანგები ჩემ გონებას იპყრობდეს და ჩემი უბედურებით ვტკბებოდე.მინდა,ამ დროს სხვადასხვა წიგნებიდან ამოწერილი ციტატები დაუსრულებლად ვიკითხო,რათა ვიგრძნო,რომ ეს დარდი მარტო მე არ დამაქვს გულით,რომ არსებობდნენ ადამიანები,რომელთაც განუცდიათ მსგავის რამ და არა იგივე.რადგან არ მწამს,არ მწამს იმის,რომ ადამიანებს შეგვიძლია ერთნაირად განვიცადოთ,ერთნაირად ვიტიროთ.ყველა ინდივიდუალურია თავის განცდაში! სწორედ ასეთ დღეებში,ვხვდები,რომ ყველაფერი ილუზიაა,რომ ადამიანები ვქმნით ჩვენსავე საოცრებათა ქვეყანას.ასეთ დროს ვხვდები,რომ ყოველი დღე რაც მიცხოვრია,რაც მიბრძოლია მიზნებისთვის,სიყვარულისთვის,მეგობრობისთვის, უბრალოდ ფარსია.ასეთ დროს ვკარგავ აზრს ცხოვრების და ვხვდები,რომ ხვალინდელი დღე იმედი კი არა დიდი შავი ხვრელია. დედაჩემი ამ მონოლოგს,რომ უსმენდეს დამტუქსავდა და აუცილებლად მეტყოდა,რომ მადლიერი უნდა ვიყო,რადგან ბედნიერი ცხოვრება მაქვს,მყავს მოსიყვარულე ოჯახი,კარგი მეგობრები და ყველაფერი იმისთვის,რაც ადამიანს აბედნიერებს.და დედაჩემის პრობლემაც სწორედ ის არის,რომ ჰგონია მადლიერი არ ვარ. და მაშინ,თუ მადლიერი ვარ, რატომ ვზივარ ახლა,ამ წამს,განდეგილივით,რატომ ვერ აღვიქვამ თავს სამყაროს ნაწილად და რატომ მძულს ეს დამპალი ცხოვრება,თავისი ადამიანური გრძნობებით?! ალბათ,ფსიქოლოგი ურიგო არ იქნებოდა ამ დროს,მაგრამ მწამს,რომ შენ თავზე უკეთესი თერაპევტი,ვერასდროს გეყოლება.ყველა სიძულვილის,შიშის,უსიამოვნების საწყისი ჩვენი გონებაა,რომელსაც ჩვენ ვმართავთ და ჩვენვე ვუბრძანებთ თუ რა აკეთოს და რაზე იფიქროს.ალბათ იტყვით,მაშ გული რისთვისააო? გული მხოლოდ იმისთვის არსებობს,რომ დაუვიწყარ წუთებში ფრთები გაშალოს და იფრთხიალოს,სიყვარული შეიგრძნოს და სიკეთეს გაუღიმოს. სიყვარული?! იქნებ ჩემი უბედურების მიზეზი სიყვარულია,რომელიც არასდროს განმიცდია?! იქნებ გონებამ გული იმიტომ დაჩაგრა,რომ გულს ჯერ ფრთები არ გაუშლია ამ უკანსკნელის არ არსებობის გამო.ყველაფერი ხომ სიყვარულიდან მოდის,ყველა ადამიანი,ისეთნიც კი რომლებიც მას არ აღიარებენ,ბოლო ხსნას მაინც მასში ხედავენ.იქნებ ამიტომაც მძულს,ამიტომაც ვკარგავ ცხოვრების აზრს,რადგან არ მიყვარს,რადგან ეს წილი ბედნიერება ჯერ არ მიპოვნია.ვინ იცის?! და თუ მაინც მკითხავთ,განა სიყვარული წარმავალი არ არისო? მაშინ გეტყვით-რომ მე მხოლოდ ნამდვილი სიყვარულის მწამს,რომელიც წარმავალი,მაგრამ სამუდამოა. და თუ მაინც მკითხავთ,წარმავალი თუა სამუდამო როგორ არისო? მაშინ გეტყვით-რომ წარმავალია,რადგან შეიძელება ფიზიკურად მასთან ვერ იყოთ,მაგრამ სამუდამოა,რადგან გულით ბოლო ამოსუნთქვამდე შეგიძლია ატარო. ------------- ეს მე ვარ,ნინო პირველი,ცოტა ფაქიზი ბუნებით,წარმოსახვის მაღალი დონით,მუდამ ქაოსური ფიქრებით და არც ისე მაღალი ტანით. ------------- -ნინო დეე-მესმის დედაჩემის დაღლილი ხმა და მეც ზანდატ ვტოვებ ჩემს ოთახს,რათა ამ წამს მოსულ ინგას შევეგებო. -ესე მალე რატომ დაბრუნდი?-ვეკითხები გაკვირვებული,რადგან მისი სამუშაო დღე ყოველთვის შვიდზე მთავრდება,ახლა კი მხოლოდ ხუთია. -კატერინა მალე მოვიდა სახლში და გამანთავისუფლა-მითხრა დაღლილი ხმით და ოთახისკენ აიღო გეზი. დედაჩემი ძიძად მუშაობს ერთ-ერთ ოჯახში, შეიძლება ითქვას,რომ მდიდარი მშობლების ბავშვს უვლის.კარგი და თბილი ხალხია კატერინა და ლადო,დედას ისე ექცევიან,როგორც ოჯახის წევრს და სხვათაშორის მეც ხშირად მპატიჟებენ სადილზე,როდესაც ინგასაც იქ უწევს ყოფნა. -ამ შაბათ-კვირას კვარიათში მიდიან დასასვენებლად-გამომძახა ოთახიდან ინგამ. -ანუ დაისვენებ? -რას დავისვენებ,თან მთხოვეს გაყოლა.თან ლადო იქ ბიზნეს პარტნიორებსაც უნდა შეხვდეს და დატვირთულები იქნებიან. -მაშინ გილოცავ,ამ სიცხეს თავს დააღწევ და ზღვის პირას დაისვენებ.თან დარწმუნებული ვარ უმაღლესი დონის სასტუმროში დაბინავდებით და კარგადაც მოეწყობი. -შენც მოდიხარ-უდარდელად შემომაპარა ინგამ ახალი გადაწყვეტილება. -და რატომ გგონია რომ წამოვალ?-მომაბეზრებლად ავატრიალე თვალები,რადგან ბავშვები მხოლოდ ოცი წუთით მიყვარს,სანამ მათთან თამაში ზედმეტად დამღლელი და მოსაწყენი არ გახდება ხოლმე ჩემთვის.ახლა კიდევ რამოდენიმე დღე სხვისი ბავშვის მოვლა საერთოდ არ მეპიტნავება. -ლადო და ეკატერინე გეპატიჟებიან,ჩემი ოთახი ორ კაციანია,თან მარტო რომ არ ვიყო.ხომ იცი,რომ აქ ამდენი ხნით ვერ დაგტოვებ? -დედა ოცდაერთი წლის ვარ და დიდი ხანია საკუთარი თავის მოვლა შემიძლია!-გავკაპასდი იმის გააზრებაზე,რომ თურმე მარტო ვერ მტოვებს. -მაშინ უბრალოდ ჩათვალე,რომ დედაშენს შენი დახმარება სჭირდება რამოდენიმე დღით და ახლა შენი გადასაწყვეტია რას იზავ!-მშვიდი ტონით მომიგო და აბაზანაში შევიდა. კარგად მიცნობს და ზუსტად იცის,რომ ამაზე უარს არასდროს ვეტყვი.ვერასდროს ვეტყვი უარს დახმარებაზე და მუდამ კოზირად იყენებს ამას. -შენი ხათრით-შევძახე აბაზანაში მყოფ ინგას ხმამაღლა და იმ წამსვე წარმოვიდგინე მისი კმაყოფილი გამომეტყველებაც. ის კვირა ისე გავიდა,რომ ვერაფერი გავიგე,სანამ ინგამ არ შემანჯღრია,ხვალ მივდივართ და ერთი ხელი ტანსაცმელი ზრდილობის გამო მაინც ჩაიდე,იქნებ და ეგ ჯინსი დაგეხაო.მეც სხვა გზა არ მქონდა,ერთ საათში ყველაფერი ჩემოდანში ელაგა.რამოდენიმე საათში კი ფეშენებელური სასტუმროს წინ ვიდექი და ზღვის მძიმე,ნესტიან ჰაერს ხარბად ვსუნთქავდი. მე და დედა ერთ ოთახში გავნაწილდით,ლადო და ეკატერინა ბავშვთან ერთად კი ჩვენს გვერდით ოთახში იყვნენ.სასტუმროს ჩემი დასაწუნი ნამდვილად არაფერი სჭირდა,ზედმეტად მდიდრული და გადაპრანჭული იყო,როგორიც ამ წრის წარმომადგენელთა ოთხმოცდაათი პროცენტია.ჩვენი ოთახი ზღვას გადაყურებდა პირდაპირ,წინ კი დიდი თეთრი აივანი იყო,რომელიც ლამაზი დეკორატიული ყვავილებით მოერთოთ.ეს ადგილი უკვე ვიცოდი,რომ ყველაზე მეტად მომწონდა მთელს სასტუმროში.საღამომდე ინგას ვეხმარებოდი წვრილ-წვრილ საქმეებში,მერე კი ეკატერინამ მთხოვა მარტო მეზარება და ზღვაზე თუ შენც გინდა გავიდეთო.ბევრი არც მიჰიქრია,რადგან წყალი სიგიჟემდე მიყვარს,თან ბავშვის გართობას რუჯის მიღება ბევრად მერჩივნა. -მე ჩავდივარ და არ წამოხვალ?-ვკითხე შეზლონგზე წამოწოლილ ეკატერინეს ზრდილობის გამო. -არა საყვარელო,შენ წადი,მირჩევნია გავირუჯო!-თანხმობის ნიშნა თავი დავუკარი და რამოდენიმე წუთში ტალღებს შორის გავუჩინარდი.არ მახსოვს რამდენი ხანი ვცურავდი,არც ის მახსოვს ჩემს შეზლონგზე უცხო სხეული როგორ ჩამოჯდა და ეკატერინას გაუბა საუბარი.მხოლოდ მაშინ შევნიშნე მაღალი,დაკუნთული მამაკაცი,როდესაც მათ მივუახლოვდი.ბიჭი ზედმეტად გარუჯული და მხიარული მომეჩვენა,განსაკუთრებით მაშინ,როდესაც კატერინას შეავლებდა ხოლმე მზერას.არ ვიცი,რაზე საუბრობდნენ,მაგრამ ლადოს ცოლიც კეკლუცად იცინოდა და რომ არა კატერინას ხელზე წამოცმული კალიცო,უცხო თვალს შეყვარებული წყვილი ეგონებოდა ეს ორი საპირისპირო სქესის ადამიანი,რადგან ერთმანეთს იმაზე მეტად უხდებოდნენ,ვიდრე იქ მყოფი სხვა ნებისმიერი წყვილი.ამ ფიქრებიდან ეკატერინეს ხმამ გამომაფხიზლა,რომელიც აშკარად ჩემს სახელს ყვიროდა. -ნიინ მოდი,ამდენი ხანი როგორ შეგიძლია ზღვაში ყოფნა?-გაკვურვებულმა ამომხედა,რადგან უკვე ჩემი შეზლონგის წინ ვიდექი და პასუხის გაცემაც არ მაცადა,ისე გამაცნო ჩემს ადგილას მჯდარი მამაკაცი-გაიცანი ეს ვატოა,ლადოს ბიზნეს მეწილე-ამ დროს ვიგრძენი,როგორ გვერდულად ამომხედა მამაკაცმა და ერთ წამიანი უინტერესო მზერა მომავლო,რომელიც მხოლოდ ინსტიქტით იყო გამოწვეული.რადგან ეკატერინამ აიძულა ჩემთვის შემოეხედა. -სასიამოვნოა,მაგრამ ჩემ შეზლონგს თუ დამიბრუნებენ უფრო სასიამოვნო იქნება-ამოვილაპარაკე უცნობის გასაგონად,რომელსაც დარწმუნებული ვარ ჩემი სიტყვებიდან არაფერი გაუგია.ეკატერინას თბილად დაემშვიდობა და უკან მოუხედავად წავიდა. -ძალიან კარგი ბიჭია ვატო-დაიწყო ჩემს გვერდით წამოწოლილმა ქალბატონმა-ცოტა უცნაურია ზოგჯერ,მაგრამ ლადოს ერთგული და შრომისმოყვარეა-ამ მომენტში მხოლოდ იმიტომ ვუსმენდი ეკატერინეს,რომ მინდოდა მის თვალებში რამე სხივი დამენახა,რაც ჩემს ეჭვს გამიმართლებდა,რომ მათ შორის რაღაც ხდებოდა.მაგრამ,მის თვალებში მხოლოდ მეგბრული დამოკიდებულება და დიდი პატივისცემა იკითხებოდა,რასაც ვატოზე ევრ ვიტყოდით.აშკარა იყო,რომ მისთვის ეს ქალი ბევრად მეტი იყო,ვიდრე ბიზნეს პარტნიორის მეუღლე. ის დღე წყნარი და მშვიდი აღმოჩნდა. ლადოს შეხვედრები არ ქონდა და მთელი ოჯახი ერთად ატარებდა დროს.მე და დედა კი ჩვენს ოთახში ვიყავით და ვისვენებდით.ინგა ტელევიზორს უყურებდა,მე კიდევ აივანზე ვიჯექი დიდ პუფში და ვარსკვალვებით მოჭედილ ცას ვუყურებდი,თან ათასნაირი ფიქრი მიტრიალებდა თავში.ხან რას მიედებოდა ჩემი გონება და ხან რას,ზოგჯერ კი საერთოდ იყინებოდა და ერთ წერტილზე მიშტერებული თვალებით,ვერაფერს აღიქვამდა. მეორე დილით ინგამ გამაღვიძა,ადექი და ცოტა ხანი ბავშვი დამიჭირე,სანამ ფაფას გავუმზადებო.მომაბეზრებლად ავატრიალე თვალები და პატარა მიშო ხელში ავიყვანე,თავისთვის რაღაცეებს ტიკტიკებდა და მშობლები არც ახსოვდა. -საინტერესოა,რომ გაიზრდება ამისგან რა კაცი დადგება-ინტერესით შევათვალიერე ბავშვი და მერე ინგას გავხედე. -აუცილებლად კარგი ვაჟკაცი იქნება,შესანიშნავი მშობლების შვილია,ჩემნაირი ქალი ზრდის და ცუდი როგორ გამოვა? -იქნებ ჯიშში ყავდათ ვინმე,ერთი უვარგისი და ესეც იმას დაემსგავსო?-ვიკითხე ეჭვნარევი მზერით-მაგრამ იმდენად კეთილი თვალები აქვს,რაღაც მეეჭვება.მოდი,დედას და მამას დაემსგავსე და შენც კარგი ბიჭი გახდი,კარგი?-ცისფერ თვალებში ვუყურებდი მიშოს და ისე ვესაუბრებოდი,თითქოს რამე ესმოდა. ცოტა ხანში,ინგას საჭმელი მზად ქონდა და მეც მთელი დღით თავისუფალი ვიყავი ჯარიდან.ამიტომ,საცურაო კოსტუმი სწრაფად ამოვიცვი და პლიაჟისკენ ავიღე გეზი.გზად სიგარეტი ვიყიდე,რადგან ვიცოდი პლიაჟზე არავინ იქნებოდა ნაცნობი.დედას ზღვისთვის არ ეცალა,ლადო და კატერინა სასტუმროდან გასულები იყვნენ.მოკლედ,თავს უფლება მივეცი მომეწია,თორემ ინგას ეს ამბავი რომ გაეგო,მოკვდებოდა და აღარ დარჩებოდა. შეზლონგზე გემრიელად გავწექი და ერთ ღერ პარლამენტს გავუკიდე.ყურსასმენებში ბოლო ხმაზე მქონდა მუსიკა ჩართული,სხეულს მზეს ვუშვერდი,თვალებით ზღვის ჰორიზონტს ვაკვირდებოდი,გონებით კი იმაზე ვფიქრობდი,დედას რომ ბალეტზე შევეყვანე,როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება? დადგებოდა კი ჩემგან დიდებული ბალერინა,ზოგჯერ ვფიქრობდი,რომ იქნებ კარგიც იყო,რომ არავინ მიმიყვანა ცეკვაზე.ასე ხომ შემეძლო ჩემი თავი წარმატებულ მოცეკვავედ დამეხატა,როდესაც შესაძლოა ბალეტი ჩემი სფერო არც კი ყოფილიყო.მოკლედ ამ ფიქრებში გართულს,გვერდითა შეზლონგზე ისე მომიწვა ვიღაც,რომ ვერაფერი გავიგე.სანამ მუსიკა შემთხვევით არ გამოირთო და უცნობის ხმაც არ გავიგე. -სიგარეტისთვის ზედმეტად პატარა ხომ არ ხარ?-მომესმა ბოხი ბარიტონი და გვერდულად მომაბეზრებლად გავიხედე.მომენტალურად თვალი მომჭრა მისმა ბზინვარე თვალებმა,რომელიც მზის შუქზე უცნაურ ფერთა გამას იძლეოდა.ეს იყო სამი ფერის ნაზავი,რომელიც საოცარ სილამაზეს ქმნიდა.ამ ქვეყანაზე ისევ უცნობმა დამაბრუნა-სიგარეტი ჩაიწვა და შეგიძლია გადააგო-თვალით ღერზე მანიშნებდა,რომელიც ცოტაც და ხელს დამწვავდა.სწრაფად დავაგდე ქვებზე და ისევ უცნობს მივუბრუნდი და მხოლოდ ახლახანს აღმოვაჩინე,რომ ეს უცნობი ვატო იყო. -დიდი ხანია ეწევი?-ისევ თვითონ დაიწყო ლაპარაკი. -ერთი წელი ხდება,თუმცა პასიურად-ზრდილობის გამო გავეცი პასუხი,რადგან მის თითოეულ სიტყვაში ქედმაღლობა და ირონია იგრძნობოდა,მე კიდევ ადამიანთ ეს კატეგორია ყველაზე მეტად მაღიზიანებდა. -დარწმუნებული ვარ დედიკოს და მამიკოს უმალავ ამ ამბავს-სარკასტული ტონით გადმომძახა ისე,რომ ზედაც არ შემოუხედავს. -ყველა რაღაცას მალავს! ზოგს კარგად გამოსდის,ზოგს ცუდად! აი,შენ კი მეორე კატეგორიის უპირობო ლიდერი ხარ!-უდარდელად ვუპასუხე და ზუსტად ვიცოდი,რომ სუსტ წერტილში მოვარტყი. -და შენ რა იცი,მე რას ვმალავ,მაშინ როდესაც მხოლოდ ჩემი სახელი იცი!-მის ხმაში აგრესია ვიგრძენი და მივხვდი,რომ ოსტატურად ცდილობდა ემოციების შენიღბვას. -სხვა დროს ემოციების მაგივრად,მზერა აკონტროლე,თორემ ჩემნაირი დაკვირვებული შეიძლება სხვაც აღმოჩნდეს-ირონიულად შევხედე და თეთრი მოსაცმელი ტანზე გადავიცი,რადგან იქ გაჩერებას აღარ ვაპირებდი.მისთვის ზურგი უნდა მექცია,მკლავზე ძლიერი ხელის შეხება რომ ვიგრძენი.თავისკენ შემატრიალა და ამჯერად ლამაზი,კაშკაშა თვალების ნაცვლად,შავ,აბობოქრებულ,ყინულივით მზერას წავაწყდი. -რისი თქმა გინდა პატარა ლაწირაკო?-გამოცრა კბილებში,ხელი კი ისე ძლიერად მომიჭირა მკლავზე,რომ ნამდვილად შემიძლია ვთქვა,თუ როგორ ვიგრძენი სისხლის მიმოქცევის შეწყვეტა მარჯვენა ხელში.და არ ვიცი,იმ წამს რა მოხდებოდა,რომ არა შორიდან მომავალი ლადოს ხმა,რომელიც ვატოს სახელს ყვიროდა. -------------------- მეორე დღეს კვარიათის ცა შავ ღრუბლებს დაეფარათ და ისეთი სიძლიერით წვიმდა თითქოს უნდა ჩამოიქცეს ცაო.ჩემი განწყობაც ზუსტად ამინდის შეასფერისი იყო,ამიტომ თავს ხან კითხვით,ხანაც მუსიკებით ვირთობდი,მაშინ როდესაც ჩვენ გვერდით ოთახში დიდი აურზაური იყო.კატერინა და ლადო საღამოს წვეულებისთვის ემზადებოდნენ,დედა პატარა მიშოს ართობდა და მოკლედ ჩემთვის არავის ეცალა.სანამ ინგამ კარები არ შემოგლიჯა. -დეე უნდა დამეხმარო-საწყალი თვალებით ამომხედა,რომელშიც დიდი თხოვნა იმალებოდა. -ამჯერად რა ხდება? -ეკატერინეს კაბა გაეხა და უნდა ამოვუკემსო,ახლა ვერ წავა ახლის საყიდლად და გთხოვ მიშოს მიხედე რა. -აუუუ-წამოვიწკმუტუნე,თუმცა ვიცოდი,რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა-რამდენი ხნით? -სულ ცოტა ხნით,დაბლა ჩაიყვანე ფოიეში და გაერთობა. -მაქსიმუმ ნახევარი საათი იცოდე!-გაფრთხილების ნიშნად თითი დავუქნიე და ბავშვი გამოვართვი.რადგან პატარამ ჯერ სიარული არ იცოდა,კენგურუ ჩანთა წინ დავიმაგრე და მიშოც იქ ჩავსვი. ფოიეში დიდი არეულობა დამხვდა,ყველა გიჟივით აქეთ-იქით დარბოდა,თითქოს პრეზიდენტის ჩამოსვლას ელოდებოდნენ.წინ მაგიდასთან რუსული გარეგნობის რამოდენიმე მამაკაცი და ტანწერწეტა ქალბატონები ისხდნენ და რაღაცაზე გაქაფულები საუბრობდნენ.მათ გვერდით კი ახალგაზრდა გოგონა იდგა და ტელეფონზე ისე ემოციურად საუბრობდა,რომ მიმიკითაც შეეძლო დაკვირვებულ თვალს გაერჩი თუ რაზე ლაპარაკობდა.ხალხის ყურებაში ისე ვიყავი გართული,რომ ვერც გავიგე წინ მაღალი სხეული როგორ ამესვეტა და მიშოსკენ დაიხარა.თვალი რომ გავუსწორე იმდენად ახლოს იდგა ჩემთან,რომ მისი ნესტოებიდან გამომავალი ცხელი ჰაერი მთელს კისერზე სასიამოვნოდ მელამუნებოდა.ბავშვს ლოყაზე მიეფერა და მანაც კისკისი ატეხა. -ლადოსავით მხიარული ხარ,მაგრამ გარეგნობა მხოლოდ ეკატერინესი გაქვს-ბავშვს მიმართა და აშკარა იყო,კატერინას ხსენებაზე როგორ დაურბილდა ტონი. -თუ ბავშვთან საუბარს მორჩით,იქნებ ჩამომეცალოთ-მომაბეზრებლად ავატრიალე თვალები და ვატომაც თითქოს ახლა შემამჩნიაო,ცივი მზერით ამომხედა ქვევიდან. -შენც აქ ხარ?-ირონიულად შემთავლიერა და შემდეგ მზერა დეკოლტეზე დამასო,თუმცა ზუსტად ვერ მივხვდი, ბავშვს უყურებდა თუ ჩემს მკერდს. -არა,გეჩვენებით! -ზედმეტად გრძელი ენა გაქვს მოსამსახურის კვალობაზე!-გამოსცრა კბილებში. ათასი საზიზღრობის თქმას ვაპირებდი,მაგრამ სანამ პირს გავაღებდი,ზურგი მაქცია და ლიფტისკენ დაიძრა,თუმცა მაინც მოვახერხე თავხედის წამოყვირება. რამოდენიმე დღე ისე გავიდა,რომ არც ბავშვის ძიძობა მიწევდა და არც ვატოსნაირი ადამიანების ატანა.სანამ ერთ დღესაც ისეთ ფაქტს არ შევესწარი,რომელმაც შემდეგ მთელს მომავალ მოვლენებზე იქონია ზეგავლენა.სასტუმროს უკან პატარა ბილიკი იყო,რომელიც ვიწრო ხეივანში შედიოდა და ამ ხეივნის იქით,ხეებში ჩაძირული პატარა ორკაციანი სკამი იდგა,რომელიც იქვე ხელოვნურად გაკეთებულ ჩანჩქერს უყურებდა და სწორედ,აქ სეირნობის დროს გადავაწყდი ორ ნაცნობ სხეულს,რომლებიც გამწარებით რაღაცაზე კამათობდნენ და რომ არა შემთხვევით გაგონილი,შემდეგი რამოდენიმე სიტყვა,ალბათ არც კი დავუგდებდი ესე უნამუსოდ მათ საუბარს ყურს. -ვატო ხომ იცი,რომ დიდი ხნის წინ დამთავრდა ყველაფერი ჩვენს შორის?-გავიგე კატერინას ხმა. -ვიცი და როდის შეგაწუხე ჩემი გრძნობებით?-მამაკაცის ხმა ზედმეტად ბოხი და ხავერდოვანი მომეჩვენა. -შენ ვერ ხვდები,მაგრამ შენი მზერა,ყველაფერი მეტყველებს,რომ როგორც მეგობარს ისე არ მიყურებ! ეს რომ ლადომ გაიგოს,ოჰჰჰ... გაფიქრებაც კი მზარავს! -და გაიგოს? შენი ლადოსი არ მეშინია,ან რა უნდა გაიგოს? რაც არ ყოფილა ის?-მის ხმაში საშინელი აგრესია და სიბრაზე იკითხებოდა. -ხომ მაგრამ თქვენ ხომ მეგობრები ხართ?-ტირილამდე მისული კატერინა ხმას ვეღარ იმორჩილებდა. -მეგობრები?-ირონიულად წარმოთქვა ეს სიტყვა და მერე გემრიელად შეიგინა-ჩვენ მხოლოდ ბიზნეს პარტნიორები ვართ და მეტი არაფერი! -ვატოოო... ვატოო,ხომ იცი,რომ ვნანობ,ვნანობ რომ მაშინ ესე მოგექეცი! უბრალოდ,მე ესე გამზარდეს და ბედნიერბაც მეგონა რომ მხოლოდ ფულში იყო-უკვე ატირებული კატერინა თავს ვეღარ იკავებდა. -ხო და ამის დედაც....-დაიღრიალა მამაკაცმა-წადი შენს ს..რ ქმართან და იცხოვრე ბედნიერად! როდის შეგაწუხე? როდის დაგახიე კალთები? მაგრამ არაა! ეს შენ ვეღარ ძლებ უჩემოდ,შენ აღარ შეგიძლია ჩემი სიცივის ატანა! ყოველ ჩემს მზერაში და ქმედებაში ცდილობ ძველი გრძნობების დაჭერას! მაგრამ იცოდე,რომ ჩემთვის როგორც ქალი მაშინ მოკვდი,როდესაც ლადოს ცოლად გაყევი.ახლა კი მაცადე ცხოვრება,მითუმეტეს როდესაც უკვე ვიპოვე ის ქალი,რომელიც გამაბედნიერებს!-ამ სიტყვების თქმაზე კატერინამ ტირილს უმატა და სლუკუნით წარმოთქმულ სიტყვებში ძლივს გავიგე მისი ნათქვამი. -მითხარი,მითხარი ვინ არის ის ქალი და აქვე,აქვე მორჩება სამუდამოდ ყველაფერი!’ -შენი ძიძა!-იყო პასუხი,ისეთი ხველება ამიტყდა ლამის მათი ყურადღებაც მივიქციე.გიჟივით ვუყრებდი ორივეს და ვერ გამეგო ვისზე საუბრობდა.ნუთუ ამ უგვანოს დედაჩემი მოეწონა,უკვე აღარ ვიცოდი რა მეფიქრა.დედის ტოლა ქალს როგორ შეხედა? გაოცებული,უკვე ვეღარფერს ვიაზრებდი. -ინგაა?-გაოცებისგან ისე წამოიყვირა კატერინამ,რომ ლამის მთელი სასტუმრო იქ შეყარა. -რა თქმა უნდა,არა! მის შვილზე ვსაუბრობ! -ნინაა?-მეორედაც გაკვირვებულმა წამოიყვირა დაა იქვე,რომ არ ამეტეხა წიოკი,სასწრაფოდ დავტოვე ტერიტორია და გაგიჟებული ნომერში ისეთი შევვარდი,რომ დედაჩემიც კი შევაშინე.მერე ნახევარი საათი მიწევდა მისთვის იმის მტკიცება,რომ ძაღლი გამომეკიდა და შემეშინდა,სხვა არაფერი მომხდარათქო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.