შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ძალა (სრულად)


13-09-2018, 23:42
ავტორი winter girl
ნანახია 11 362

ცხოვრება ჯაჭვივითაა, თითოეული ჩვენი ქმედება მომავალს ქმნის.შეუძლებელია განსაზღვრო რა მოხდება,მაგრამ ეს კი მართალია,ყველაფერს თავადვე ვიწვევთ და უნდა გავუმკლავდეთ კიდეც.
ცხელი ზაფხულისთვის შეუფერებელმა სიცივემ გამოაღვიძა.საწოლიდან ნელა წამოიზლაზნა. ფანჯრის რაფაზე ჩამოსკუპდა და გადახუნებულ ქუჩებს დაფიქრებული შეაცქერდა. ოცნებებში წასული მხოლოდ მეგობრის ხმამ გამოაფხიზლა და მისაღებისკენ გაბრუებული წაბარბაცდა.
-დავითის ასულო სად დაიკარგე?გირეკავდი-გაუღიმა ეკაკომ და დაქალი გადაკოცნა
-ნუთუ!ეკაკო,როგორ შეძელი პრინცთან გამოთხოვება?-უცებ გამოფხიზლებულმა, დამიზნებული ბალიში ოსტატურად აიცილა
-ხომ იცი ეგრე რომ მეუბნები ვერ ვიტან!პრინცი არ არის! მხოლოდ მეგობარია და ჩემთვის არაფერს ნიშნავს! -სახე დაბრიცა და დივანზე სახით დაეხეთქა.-უი,ახლა გამახსენდა,კარები დათო ბიძიამ გამიღო,თვითონ გავიდა და დაგიბარა საღამოს მოვალო.
-უყურე შენ, მამა გამექცა ხალხოოო-ვითომ შეწუხებული სახით იღრიალა მერე კი საძულველი გიორგის ლანძღვას შეუდგა- ვერ ვიტან მაგ გიორგის ხომ იცი? მხოლოდ შენი გამოყენება უნდა.გითხრა მომწონხარო,შენ რომ უარითგაისტუმრე ახლა ვითომ მეგობრობს.სინამდვილეში კი მაგარი გველია. გულუბრყვილობით სარგებლობს და მაღიზიანებს. ამდენი ხანიაგთხოვ რომ შეეშვა.ნახავ,ცოტა ხანში გადაავიწყდები და სხვა გასართობს იშოვის
-კარგიი რაა ეგრე ნუ ამბობ.უარს ვერ ვეუბნები ხომ იცი,ამეტუზება უდანაშაულო მოზვერივით,დამიფახულებს თვალებს და მორჩა! რაც დედამისმა მითხრა,თავს იკლავდა შენ გამოო, ცუდად რა ნამუსით მოვექცე.
-თავს იკლავდა არა კუჭისთავს.თავიდან ბოლომდემთელი ოჯახი აფერისტია.მეშინია არდაგაგოიმოს-სახე დაბრიცა გოგონამ
-რა ჯანდაბა ვქნა არ ვიცი-გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი დასევდიანდა
-ცოტა ხანი უნდა ჩამოშორდე.სადმე უნდა გავიდეთ რა
-ეგ უშველი ვითომ?.-ეკაკომ სახე დამანჭა,ანიტა კი ჩაფიქრებული სახით გვერდით მიუსკუპდა.ერთ ხანს გაშტერებული ერთ წერტილს მისჩერებოდა,მერე კი ყვირილით მოულოდნელად რომ წამოხტა, ეკაკო შიშისგან იატაკზე გაიშხლართა.
-ევრიკააა!მაღიარე რა გენია გყავარ!
-უკვე დიდი ხანია გაღიარე,ხოდა ამოღერღე-სულმოთქმელად მიაყარა და სხარტად წამოხტა
-რა დააა... სვანეთში უნდა წავიდეთ-ეს სიტყვები გოგონამ ისეთი ენთუზიაზმით წარმოთქვა,იმისმიუხედავად რომ ეკაკო იდეით არ აღფრთოვანებულა,ღიმილი სახიდან მაინც არ მოშორებია.მან კარგად იცოდა რომ გოგონებს ამ სიშორეზე, მარტო არ გაუშვებდნენ,მაგრამ არცის უნდოდა მეგობრისთვის გულიეტკინა
-რა სვანეთში,გოგო,ჩვენ ისეთი ბედი გვაქვს,ჩამოწვება ზვავი,ხოდა ან შიგ მოვყვებით ან ვინმე მიხო გადაგვარჩენს და სამუდამოდ მონებად დაგვიტოვებს,თავისი კოშკის სახეხად.-ეცადა ამ ხერხით გადაეფიქრებინებინა,რათა მომავალი იმედგაცრუება თავიდან აეცილებინა.თუმცა ანიტა რის ანიტა იყო ასე ადვილად დანებებოდა.
-კაი რა ნუ ამბობ სისულელეს!ხომიცი როგორ მიყვარს სვანეთი და სვანები.მაგ მიხომ დიდი-დიდი ცოლად დაგიტოვოს,გიორგისაც მოეღება ბოლო,შენც გეშველება,მეც და იმ სვანის ბიჭუკელასაც.-ანიტა კმაყოფილი გაიკრიჭა,ეკაკო კი საპასუხო დარტყმისთვის ემზადებოდა,როცა ოთახში ანიტას დედა-ხათუნა და ძმა-ბექა შემოვიდნენ.
-ვა რა გოგო!მოდი,გაკოცო ეკატერინა, სად დაიკარგები ხოლმე რომ აღარ მოდიხარ და გვივიწყებ.-ხათუნამ გოგონა გულში ჩაიკრა.ანიტას მეგობრებიდან, ქალს ეკატერინა განსაკუთრებულად უყვარდა. ეს გოგო სიალალის განსახიარებააო იტყოდა ხოლმე და ამ სითბოს მთელი გულით გამოხატავდა კიდეც.
-პრინცმა მოიტაცა,დააჰიპნოზა და ახლა წამალს ვუმზადებ რომ განვკურნო.-სიცილით უპასუხაანიტამ.ძმის ცვალბადობა კი არგამოპარვია,გაბრწყინებული თვალები რომ უცებ ჩაუმუქდა.
-ოხ რაღაც ცანცარის ხასიათზე ხარ და ხო მშვიდობაა-აქამდე ჩუმადმყოფი ბექა თითქოს გამოიჭირესო ისე მოულოდნელად ალაპარაკდა.
-დიახ,ბექუნა,ჩემს ძმას სიჯმუხით საბედნიეროდ ვერ დავემსგავსე,თანაც ბედნიერების მიზეზი ნადმვილად მაქვს-ანიტა ბედნიერი სახით ფეხზე წამოდგა და ,,შესანიშნავი”ამბის მოყოლას შეუდგა-მოკლედ მე და ეკაკო ძალიან ჩამოვდნით,ჩამოვხმით,გადავიღალეთ და ქალაქგარეთ გასვლა გადავწყვიტეთ.ვიფიქრეთ,ვიფიქრეთ,სად წავსულიყავით და ერთი არაჩვეულებრივი,უსაყვარლესი დაულამაზესი ადგილი შევარჩიეთ-გოგონა თითქოს მეტი შთაბეჭდილების მოსახდენად ორი წამით შეჩერდა და სამივე მსმენელს გადახედა.ეკაკოს თვალები დაეხუჭა და სახე დამანჭვოდა,ხათუნა იღიმოდა ბექა კი თავისთვის რაღაცას ბურდღუნებდა
-ანიტა,ოღონდაც სვანეთი არ თქვა,ოღონდაც სვანეთი არ თქვა-
-ჩვენ სვანეთში მივდივართ-წამოიძახა მხიარულად და ბედნიერების ტაში შემოკრა.
-კი როგორ არა, ანიტა,წინ დაჯექი მალე ჩახვალ-ბიჭმა თვალები აატრიალა და დივანზე ჩამოჯდა
-შენ ვინ გეკითხება
-მე ვინ მეკითხება?ვინ გიშვებს, აბა მითხარი!
-ვინ და დედიკო და მამიკო-სახე დამანჭა და დედას საწყალი სახით გადახედა
-არა,დედა,ორ გოგოს,ორ გადარეულ გოგოს,თანაც მარტო,თანაც სვანეთში ვერ გაუშვებ!-დაიძაბა ის და გამწარებული ფეხზე წამოიჭრა.ხათუნა დაბნეული თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა.მართლაც არ უნდოდა შვილის მარტო გაშვება,თუმცა არც დასვენების ჩაშხამება სურდა.ერთხანს ჩაფიქრებული იყურებოდა მერე კი სახე გაუნათდა
-მმმ..რატომაც არა,გავუშვებ თუ…
-რა თუუ-ყველამ ერთდროულად წამოიყვირა
-თუუ ბექაც თქვენთან ერთად წამოვა.
-რააა??ეს ჯმუხი არ გაგვახარებს,სადმე გამოგვკეტავს და გართობის უფლებასაც არ მოგვცემს.დედაა გთხოოოვ
-ვერა ანიტა!მეშინია ხომ იცი!
-დედა უკვე 22 წლის ვარ!
-მე ვთქვი და ახლა შენ ძმასთან მოგვარდი..-ხათუნა ისევ ეკაკოს მოეფერა და კმაყოფილი სახით სამზარეულოში გავიდა. ბექა თავს გამარჯვებულად გრძნობდა, კმაყოფილი დივანზე გადაწვა და ჭერს მიაშტერდა.ეკაკოც მშვიდად იყო,ბიჭს ყოველთვის ყველაფერში ეთანხმებოდა და ახლაც არ იყო წინააღმდეგი.იცოდა მისი რთული ხასიათი,თუმცა ეს მასში უფრო მოსწონდა.რაც შეეხება ანიტას,გოგონა გაცოფებული ბოლთას ცემდა და ილანძღებოდა.ბოლოს მიხვდა,ვერაფერს გააწყობდა და ისიც დივანზე დაეშვა.
-შენ გამო დასვენება ჩაგვეშალა-ამოისრუტუნა ხელებგადაჯვარედინებულმა
-რატომ?მე არ მითქვამს უარი წამოსვლაზე-გაიკრიჭა ბიჭი-პირიქით, ჩემს მეგობარს სვანეთში სახლი აქვს.ვიფიქრე,ერთად წავალთ-მეთქი,მაგრამ რახან არ გინდა მარტო ჩავაკითხავ.
-რა თქვიი??რას ქვია არ მინდა??მე აქამდე რატომ არ ვიცოდიი?!როდის წავიდეეთ?კიდევ ვინ ცხოვრობს იმ სახლში??უფრო დიდი ხნით დავრჩეთ რაა!-გახარებული გოგონა სწრაფად წამოხტა და ცეკვა დაიწყო
-კარგი ამოისუნთქე!რა გჭირს,ადამიანო,დავრეკავ და ხვალ წავიდეთ.
-ვაიმე, ჩემო ძამიკო-ანიტა ფეხზე მდგარ ბექას მხრებზე შემოახტა და ლოყები დაუკოცნა.ბიჭი მომღიმარ ეკაკოს მიუბრუნდა-ეკატერინა თუგინდა გავდივარ და სახლამდე გაგიყვან.ბარგი ჩაალაგე და ხვალ გამოგივლით-ეკატერინაც დაეთანხმა.ყველას დაემშვიდობა და ბიჭს უხმოდ გაჰყვა.
ანიტა მიმავალ მეგობარსა და ძმას ჩაფიქრებული შესცქეროდა, მერე კი ხათუნას გადახედა
-ეჰ ვამბობ მინდა ეს გოგო სარძლოდ-მეთქი, კი რთულია ორი ჯმუხის ერთად ატანა,მაგრამ რას ვიზამთ-ანიტას არ გამოპარვიადედის ეშმაკური ღიმილი და თან დაამატა-ვიცი აქ რაღაც ხდება და მე არ ვიყო ანიტა როხვაძე,შერლოკის შთამომავალი,ყველაფერს ნათელი თუ არ მოვფინო-დაეჭვებულმა თვალები დაავიწროვა დაჯ არისკაცისებური სვლით ოთახისკენ გაემართა.
ამასობაში ბექა და ეკატერინა მანქანაში მოკალათებულნი,თბილისის ქუჩებში უხმოდ მისრიალებდნენ.ბიჭს მოუსვენრობა დატყობოდა,თითქოს რაღაცის თქმა სურდა,მაგრამ ვერ ბედავდა.რამდენჯერმე დააღო პირი საუბრის წამოსაწყებად,მაგრამ იმდენჯერვე დანებდა.თითქოს შესაფერის სიტყვებს ეძებდა, თუმცა ყველა სადღაც გადაკარგულიყვნენ და არაფრის დიდებით გამოჩენას არ აპირებდნენ.ბოლოს მიხვდა, სახლს უახლოვდებოდნენ და გაჩუმებააღარ შეიძლებოდა.
-ეკატერინა-შეეცადა ხმა დაემორჩილებინა,ღრმად ჩაისუნთქა-ხომ იცი ანიტა ძალიან მიყვარს!მისი მეგობარი ჩემთვისაც ძალიან ახლო ადამიანია.ამდენი ხანია გიცნობ.ისე კარგად მაქვს შენი ხასიათი შესწავლილი, რომ ყველა გამოხედვის ან ღიმილის უკან ვიცი რას მალავ.ისიც ვიცი ახლა რომ მშვიდად მიყურებ,რამხელა ძალა გჭირდება, შენში არსებული დარდის შეკავებისთვის.ვხვდები,რაღაც გაწუხებს და მინდა მითხრა,რაც არ უნდა იყოს,რაშიც არ უნდა დაგჭირდე,ყველაფერში დაგეხმარები!გპირდები!მთავარია მითხრა და არ დამიმალო!-ისე ნელა საუბრობდა,თითქოს თითოეულ სიტყვას არჩევსო.თითქოს არ უნდა რამე ზედმეტი წამოსცდესო.იმდენად გულწრფელი იყო მისი ყველა ფრაზა,იმდენად მართალი, ეკაკოს თვალზე ცრემლი მოადგა.არ უნდოდა გოგონას, ბიჭი საფრთხეში ჩაეგდო. სევდის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ გიორგი იყო.უნდოდა ჩამოეშორებინა,მაგრამ ეშინოდა თავისთვის რამე არ მოეწია.არც ვინმეს ჩარევა და საფრთხეში ჩაგდება სურდა.უბრალოდ გამოუვალ მდგომარეობაში იყო და არ იცოდა რა მოემოქმედებინა.
მანქანა ეკაკოს სადარბაზოსთან შეჩერდა , გოგონა მაშინვე გამოფხიზლდა და თავი ხელში აიყვანა
-არაფერი მჭირს, ბექ. ხო იცი როგორი სუსტი ვარ,გადავიღალედა ალბათ მაგიტომ გეჩვენები სევდიანი.დავისვენებ და ყველაფერი მწყობრში ჩადგება.-ეკაკომ შესამჩნევად გაიღიმა,ბიჭს ლოყაზე აკოცა, მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა.ბექას ფეხი მანამდე არ მოუცვლია,სანამ გოგონამ სახლის ფანჯრიდან ხელი არ დაუქნია.შემდეგ ცოტა ხანი იფიქრა,რა მოემოქმედებინა,ბოლოს გადაწყვიტა გიორგის დალაპარაკებოდა და ჭკუა ესწავლებინა.უფლებას არავის მისცემდა რომ ეკაკო გამოეყენებინა.საკმარისზე მეტი ითმინა,მაგრამ ახლა დრო იყო იმ კაცისთვის პასუხი მოეთხოვა…
დილის შვიდი საათისთვის როხვაძეების ოჯახში დიდი ფაციფუცი იყო.გოგონა როგორც ყოველთვის აგვიანებდა, ბექა კი ამის გამო სასტიკად ცხარობდა.
-ანიტა ათ წუთში მზად თუ არ იქნები,გეფიცები მარტო წავალ-ამ სიტყვებს უკვე მეხუთედ იმეორებდა თუმცა უშედეგოდ
-კარგი,კარგი მოვდივარ,ნუ შემჭამე-ჩანთას ხელი სწრაფად დაავლო,დედას გადაეხვია და,,გააფრთხილა”-ჭკვიანად იყავი დე,მამას მიმიხედე იცოდე!
-შენი გამოსწორება არ იქნება,დედას სიხარულო.მე კი არა შენ იყავი ჭკვიანად.დამირეკე ხოლმე და ძმას დაუჯერე!-ანიტა სიცილით ჩაუყვა კიბეებს,ბექა კი ხუთი ჩემოდნით ძლივს მიაბოტებდა.
-ლიფტი გამოიძახე,ანიტა-სიმწრით ამოიხავლა
-ლიფტი არა კვახი.გაფუჭებული რომა არის, არ იცი?
-რაა?ამდენი ჩანთა როგორ ჩავიტანო მეათე სართულიდან
-როგორ და მოკიდე ხელიი და ფეხები გადაადგი-ენა გამოუყო,მერე კი კმაყოფილი სახით ნაბიჯს აუჩქარა.მალევე სადარბაზოდან გამოვიდა და ძმასდაელოდა.საწყალი ბექა ჭარხალივით აწითლებულიყო,დაქანცული ძლივს სუნთქავდა.გოგონა კი სიცილს ძლივს იკავებდა.
-ანიტა შენი ხმა არ გავიგო თორემ ამ ბარგს აქვე დავყრი და დასვენებას დაემშვიდობე-სიმწრით კბილებში გამოცრა და ერთმანეთის მიყოლებით ყველა ჩანთა ძირს დაუცვივდა.
-არაფერს ვამბობ ბექუნა, რა გინდა?-ბატკნის თვალები საწყლად ააფახულა-მომე მე ჩავალაგებ ყველაფერს, შენ დაისვენე
-შეეშვი,შეეშვი ვიცი მე შენი ჩალაგებული-წელში ძლივს გაიმართა,შემდეგ კი ისევ ჩანთებს მიუბრუნდა.-მაინც ვერ გავიგე ამდენი რა მიგაქვს.ერთი კვირა მივდივართ,საცხოვრებლად ხო არ გადადიხარ
-ვინ იცის,ჩემო ბექუნა,იქნებ მომეწონოს ერთი კაი სვანის ბიჭიკო და კიც დავრჩე-გამხიარულებული ახარხარდა და მხოლოდ მაშინ გაჩერდა ძმის გამწარებულ სახეს რომ გადააწყდა.
-გოგო,რაებს ბოდიალობ შენ თვითონ თუ იცი?
-რა გაგიკვირდა ერთი ვერ გავიგე.მაინც რომ გავთხოვდები ერთ დღეს, ხო იცი,მიდი და იჭიმე რამდენიც გინდა-არ ნებდებოდა ანიტა და ბექას რეაქციებზე გულიანად ხალისობდა
-კი გათხოვდები,ქორწილი ჩემი გასვენების მეორე დღეს გამართე.ვიცი როგორ გიყვარს ორიგინალურობა
-ვაიმეე რა ხისთავიანი ხარ,შენ ჩემი ძმა როგორ უნდა იყო.რატომ დამსაჯე, ღმერთო, ასეთი უჟმური არსებით.აშკარად წინა ცხოვრებაში ბევრი ცოდვა დამიგროვდა-სინანულით ჩაილაპარაკა და მანქანაში ჩახტა

-მორჩა,წავედით-კმაყოფილი ბექა საჭეს მიუჯდა
-ეკაკოს რომ არ უშვებდნენ იციი??
-რა?რატომ?-დაიბნა ბიჭი
-რავი აბა,შენ და ეკაკოს მამა უნდა გადაგაბათ ერთმანეთზე.მაგრად შეეწყობით,შენ თავს ფიიც-გაიკრიჭა ანიტა
-შენ თუ წესიერიი ლაპარაკი იცოდე,ერთი სიტყვაც ვერ გავიგე
-ვააა შენ რა მიუხვედრელი არსება ხარ,ადამიანო.რის გამოც შენ თქვი უარიი, იმის გამო არ უშვებდა.გოგოები ამხელა გზაზე მარტო ვერ წახვალთო.მერე რომ გაიგო,შენც მოდიოდი,ბექას ვენდობი,კარგი ბიჭია,ვიცი ყურადღებას არ მოგაკლებთ და მაშინ წადიო. ახლა გაიგე??
-ჰო გავიგე,გავიგე-ხმადაბლა ჩაიბურდღუნა და გზას თვალი გაუსწორა.ესიამოვნა და გაუხარდა ეკაკოს მამა რომ ენდობოდა.კარგად იცოდა, ბატონი მერაბი ფიქრობდა, რომ ბექა ეკაკოს როგორც დას ისე უყურებდა. ამაზე კი გული სწყდებოდა.უსიამოვნო შეგრძნება ეუფლებოდა,თითქოს ყველას ატყუებდა,პირველ რიგში კი საკუთარ თავს.
-ეი, მალჩიკ გავცდით ეკაკოს სახლს-ფიქრებიდან ანიტას ხმამ გამოარკვია და ავტომობილი სადარბაზოსთან შეაჩერა.გაღიმებული გოგონა მათკენ მიიწევდა.ბექას იმ წამს ისეთი ლამაზი ეჩვენა, რომ მისი გულში ჩაკვრა მოუნდა. ისეთი ნათელი,სუფთა და უმწიკვლო...სწრაფად აარიდა თვალი და სახეალეწილმა მანქანა დაქოქა.გოგონები უკან დასხდნენ,ბიჭი კი ისევ თავის ფიქრებში განმარტოვდა.არ იყო ადვილი თითქმის ყოველ დღე ეკაკოს სახისთვის ეცქირა და არაფრის უფლება ქონოდა.პატარა ბიჭივით აბნევდა გოგონას თითოეული გამოხედვა და ყველას მოკვლის სურვილი უჩნდებოდა ვინც მას აწყენინებდა. სამი წელი იყო რაც ეკაკოს მიმართ გრძნობებს მიმხვდარიყო, თუმცა გამომჟღავნება ვერ გაებედა.თავი უკანასკნელი ლაჩარი ეგონა მაგრამ რას გააწყობდა.სიმართლის გაგების შემდეგ შეიძლებოდა ის სამუდამოდ დაეკარგა.რასაც ნამდვილად ვერ გადაიტანდა.
-ბექუნა რატომ გავჩერდით-გაუკვირდა ანიტას
-ხომ იცი, ვერ ვიტან ბექუნას რომ მეძახი
-ხოდა მაგიტო გეძახი-გაიკრიჭა ანიტა-შენ ის მითხარი რატომ გავჩერდით
-გეტყვი ოღონდაც ძალიან გთხოვ შენებური ისტერიკები არ მოაწყო.ადამინურად,მშვიდად და წყნარად მიიღე
-ბექა ამოღერღე-დასერიოზულდა ანიტა
ბიჭმა ხმის ამოღება ვერ მოასწრო,გოგონებმა ნაცნობი სილუეტი რომ შენიშნეს
-ბექა როხვაძე!შენ ნორმალური ხარ?!ეს წაკლა ნინი მოგყავს სვანეთში??-გაშმაგებული ანიტა თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა.ცოტაც და სიბრაზისგან აფეთქდებოდა. ან ყველაზე მარტივი,ყურებიდან ბოლი გამოუვიდოდა.ნინი ის გოგო იყო ყველა ბიჭი გულში რომ უზის.სულ ერთი რომაა ვინ იქნება,ოღონდაც მამრობითი სქესის იყოს და მის ხელში ჩასაგდებად არაფერზე უკან არ დაიხევს.ანიტამ ეს ყველაფერი წარსულში საკუთარ თავზე იწვნია და სულაც არ სურდა დასვენება საძულველ ნაცნობთან ერთად გაეტარებინა.
-ანიტა, მოგვიანებით ყველაფერს აგიხსნი,ახლა უბრალოდ წესიერად მოიქეცი-ამის თქმაღა მოასწრო და მანქანის კარიც გაიღო
-პრივეტები,პრივეტები!ბექუუ ,როგორ მომენატრე, მოდი გაკოცო-გოგონა ბიჭისკენ გადაიხარა და ხმაურიანად აკოცა-ანუკა,ეკუშკა,მოდი თქვენც გაკოცოთ-გაბადრული სახით მიტრიალდა, თუმცა ანიტამ სახე შეატრიალა
-ნინიკუშკა პომადებზე ალერგია მაქვს,განსაკუთრებით წითლებზე!არ არის საჭირო პროშვნა,ისედაც ვგრძნობ რომ აქ ხარ!-ირონიულად გაიღიმა და ძმის თვალების ბრიალზე პირი მოკუმა.
-აბა,იმერეთისკენ წავედიიით-გამაღიზიანებლად ამოიწიკვინა
-რა იმერეთისკენ,გოგო?კაი,ტუჩსაცხის წასმა არ იცი,არ იცი,არც პატიოსნებაზე გსმენია რა ხილია, მაგრამ საქართველოს რუკა მართლა არასდროს როგორ არ გინახავს.მოიცა დაგიგუგლავ და გაჩვენებ-ანიტა კიდევ დიდხანს გააგრძელებდა ქადაგებას, ბექას ხმას რომ არ შეეჩერებინა-ანიტა გეყოს!სვანეთში კი არა იმერეთში მიმყავხართ ძმაკაცთან და ძალიან გთხოვ ახლა არ მეწუწუნო
-შენ რა მეღადავები?წესიერად გეთქვა!რას მატყუებ ორი წლის ბავშვივით.არ შეგეძლო ყველაფერი ადამიანურად აგეხსნა ?-გოგონას თვალები აუცრემლიანდა,ბექამ კი მანქანა მაშინვე მაღაზიასთან შეაჩერა.
-წამოდი ნინი რაღაცები ვიყიდოთ-მოჩვენებითი სიმშვიდით უთხრა და მანქანიდან გადავიდა
-ახლავე ბექუ-ანიტას ირონიულად გაუღიმა და ქუსლების კაკუნით სუპერმარკეტისკენ გაემართა.
-ოხ ეს წაკლა ვირთაგვა,უნდა დავახრჩო,უნდა გავატყავო და შევწვა.არ ვაცოცხლებ.ბინძური გომბიო-როხვაძის ქალბატონი ხელ-ფეხს იქნევდა და მონდომებით ქოთქოთებდა.ეკაკო კი მთელი ძალით ცდილობდა დაეკავებინა.იცოდა ხელი რომ გაეშვა,ანიტა ნინის თმის დაპუტვასაც არ აკმარებდა.არც თავად სიამოვნებდა მისი ნახვა,აღიზიანებდა გოგონას წარმოთქმული სახელი ბექუ და თვითონაც გემრიელად გაიგდებდა წიხლქვეშ.საბედნიეროდ დაქალისგან განსხვავებით საკმაოდ მომთმენი ხასიათი ქონდა და მედგრად განაგრძობდა ანიტას დამშვიდებას.მე ვინ მეკითხება,რაც უნდა ის დაუძახოს ბექასო,თავს თოკავდა თუმცა შინაგანად მაინც ეჭვები ღრღნიდა.იცოდა ნინი ყველაფერს იზამდა რომ ბიჭი ხელში ჩაეგდო და წინ ვერაფერი დაუდგებოდა.ამის პერსპექტივა კი ეკაკოს წყობილებიდან გამოყავდა.საბედნიეროდ ეკაკო რის ეკაკო იყო გრძნობები ასე ადვილად გამოეხატა,ამიტომ მალე უკუაგდო უსიამოვნო ფიქრები და მეგობარს მიუბრუნდა.
-კარგი ანუუტაა-ასე ეძახდა მოფერებით-დაწყნარდი.ხომ გახსოვს იქ გასართობად მივდივართ და ვიღაცების გამო ნერვებს ნუ იშლი.არ დაანახო რომ თავის მიზანს მიაღწია,პირიქით აქეთ უნდა გამოიყვანო წყობიდან-ისიც თითქოს გონს მოეგოო სახე დაილაგა და თითქოს დამშვიდდა
-კარგი,გიჯერებ!მაგას არ გავახარებ, ხო იცი!უბრალოდ ბექაზე მომეშალა ნერვები,რა ნამუსით მომატყუა?!
-კარგი რა ანუტ,ხო იცნობ ბექას,ცუდი განზრახვა არ ექნებოდა,უბრალოდ იცოდა სიმართლე რომ ეთქვა, აწიოკდებოდი
-ეკატერინა,შენ სულ ჩემ ძმას როგორ ამართლებ.მე ვარ შენი დაქალი თუ ბექა
-ხო იცი როგორ მიყვარხარ!უბრალოდ ბექა ყველა ასპექტში მართალია ყოველთვის
-არსად დაგეკარგოს ბექა შენ!გაყევი ცოლად და მე დამივიწყეთ!-დაუფიქრებლად წამოიფრუტუნა ანიტამ და ეკაკოს აწითლებულ ლოყებზე წარბები შეჭმუხნა.-ეკატერინა!
-რაღაც ძაან დაცხა ხო??-დაბნეულმა ჩაიბურდღუნა და აქეთ-იქეთ თვალების ცეცებას მოყვა.ანიტას გაეცინა,არ უნდოდა მეგობარი დაეფრთხო.იცოდა ახლა რომ ჩაძიებოდა ვერაფერს წამოაცდევინებდა ამიტომ დიალოგის სხვა დროისთვის გადადება გადაწყვიტა.
-ხო ძაან ცხელა-ჩაიფხუკუნა-წამო წამო ჩვენც რამე ვიყიდოთ,თორე გახმა კუჭი და საუზმედ ნინი მივირთვი.
-მოდი, ჩემო ბუტია, გაკოცო-ხელები გაშალა და საყვარელი დაქალი გულში ჩაიკრა.
მალევე ,,მოისაყიდლეს” როგორც ანიტა იტყოდა და დაწყნარებულები, იმერეთისკენ გზას ლაღად გაუყვნენ.
მგზავრობას სამ საათნახევარი დასჭირდა.წინ მსხდომნი მთელი გზა ხმას არ იღებდნენ.შიგადაშიგ ნინი თუ წამოისროდა ერთ ორ წინადადებას,რაზეც ბექა მოკლე პასუხებს ცემდა და ისევ დუმდებოდა.ამით აგრძნობინებდა რომ მასთან საუბარი არ სურდა თუმცა გოგონას ეს არ ესმოდა ან არ უნდოდა რომ გაეგო.ანიტა და ეკაკო კი ათას თემაზე გაცხარებით ბჭობდნენ და იყო თუ არა სასაცილო მაინც გულიანად ხარხარებდნენ.
-მოვედით, გოგოებო-ბექამ სიხარულით წამოიძახა,მანქანიდან გადავიდა და მასპინძელს გადაეხვია.
-გოგოებო კი არა, გოგოებო და ძროხავ,ასე უფრო სამართლიანი იქნება-ანიტამ ჩუმად გადაულაპარაკა ეკაკოს და ავტომობილიდან ისკუპა.
-მობრძანდით, მობრძანდით-ანიტასთვის უცნობი ბიჭი სტუმრებს გულიანად ეპატიჟებოდა.გოგონები ულამაზეს ბუნებას გაოცებულნი შესცქეროდნენ.ირგვლივ უზარმაზარი მთები წამოჭიმულიყვნენ.ახლომახლო არცერთი სახლი არ იდგა, გარდა მასპინძლის სახლისა,რომელსაც წინ ბეტონის ბილიკი გვერდით კი მწვანე ბალახი ულამაზეს ხეებთან ერთად გარშემორტყმოდა. იქვე ხეებში ჰამაკი გაებათ,მის წინ კი ლურჯი გრძელი სკამი დაედგათ.ეზოს ცენტრში ორსართულიანი უზარმაზარი სახლი გრძელი აივნითა და შესასვლელში ლამაზად დაწყობილი მაგიდა სკამებით თავს იწონებდა.
-შეხედე რა სახლია,ამათ ხო არ უნდათ ჩამირძალონ-ანიტამ ოცდათორმეტივე კბილი გამოაჩინა,თან უცნობი ბიჭის კისერზე ჩამოკიდებულ ნინის გადახედა.-ნახე,ნახე ჯერ არ მითქვამს და უკვე მართმევს პოტენციურ საქმროს.-გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს და კისკისი დაიწყეს.
-ბექა იქნებ გამაცნო ეს ლამაზი ქალბატონები-ღიმილით გადახედა ბიჭმა ბიჭს
-ჰოჰო ახლავე.ეს ანიტაა ჩემი და,ეს კი ეკაკო მისი საუკეთესო დაქალი.ბავშვებო ეს კი გიორგია სასწავლებლად რომ იყო წასული დიტოსთან ერთად.
-შენი გულის ვარდი იმაზე ლამაზი ყოფილა ვიდრე მეგონა-გაიკრიჭა გიორგი და ბექას თვალების ბრიალზე პირი მოკუმა.
ანიტამ ამ სცენის შემხედვარემ თვალები მოჭუტა,ეკაკომ კი გაკვირვებულმა იკითხა
-დიტო რომელია?
-დიტო აქ არ არის.მის სახლში ვართ სხლს და ამ დღეებში ჩამოვა ალბათ-დაბნეულად უპასუხა ბექამ და დას თვალი აარიდა.
-ეს დიტოს სახლიაა? ღადაობ ხო?ეკაკო ადრე რომ გიყვებოდი,უჟმურ დიტუნაზე ეგაა დიტო-აქაქანდა ანიტა,ამასობაში კი გარეთ სხვა ნაცნობი სახეებიც გამოლაგდნენ.
-ეიიი ჩემიი ბარტყებიი-სათითაოდ გადაეხვია გოგონა ლევანსა და გუკას,ეკაკოც მიესალმა ბიჭებს და გვერდით მორცხვად გადგა.
-შემოდით, ხალხო, რას დგახართ-ჩაიცინა ლევანმა და პირველი ეკატერინა შეატარა.ამასობაში ანიტამაც თავის ძმა მარტო დაიგულა და ეჭვნარევად ჩაეკითხა
-შენზე ისევ ნაწყენი ვარ, მაგრამ როდის აქეთ გავხდი შენი გულის ვარდი?-ბექამ აღელვება არ შეიმჩნია და ეცადა თავი მოეთოკა
-შენ დიდი ხანია ჩემი გულის ვარდი ხარ-ნაძალადევად გაუღიმა, გოგონამ კი წარბები შეჭმუხნა.
-შენი მოსატყუებელი კბილებიც დიდი ხანია დავიცვალე, ბექა-მკაცრად უპასუხა და სახლში უკანმოუხედავად შეირბინა..ბიჭს ცივმა ოფლმა დაასხა .გული შეეხუთა და მკერდზე ხელები მიიჭირა.არა ნამდვილად უფრო ძლიერად უნდა ეკონტროლებინა თავი,თორემ თავს გაყიდდა.
-ძალიან რთულია ხო?-გვერდით გაღიმებული ლევანი ამოუდგა და მხარზე ხელი დაარტყა
-გაუსაძლისია უკვე-თვალებზე ხელი მიიჭირა-რა ჯანდაბა მემართება
-ეჰ ბექუნ ჯერ სად ხარ ,ჯერ სად.
-მაგრად მამშვიდებ შენ ძმობას ვფიცავარ.-გაეცინა ბექას
-არ გამშვიდებ,წინასწარ გაგუებ რომ მერე დამშვიდება აღარ დამჭირდეს-გაიღიმა ლევანმა და მერე თავით ანიშნა შემოდიო.ბექამაც ემოციები მოთოკა და მეგობარს დამშვიდებული აედევნა.
თითქმის ნახევარი საათი გოგონები, ყელში ამოსულნი, ნინის უაზრო გამოხტომებს შესცქეროდნენ.ის, როგორც ყოველთვის, თავის ამპლუაში იყო და ხან ერთ ბიჭს ჩამოეკიდებიდა ხან მეორეს.მხოლოდ ლევანი იდგა განცალკევებით,ბექა კი შიგადაშიგ ეკაკოსკენ აპარებდა თვალს.ეს უკანასკნელი კი უემოციო სახით შეჰყურებდა ბიჭის დაბღვერილ სახეს.გიორგი ნინის თვალებს მომხიბვლელად უჟუჟუნებდა,რაც გოგონას მეტ სითამამეს მატებდა.ისე გამომწვევად ხითხითებდა,ანიტას მოთმინების ფიალა ზღვარზე იყო.როგორც იქნა,ლევანმა თვალები,მობეზრების ნიშნად აატრიალია და გოგონას ძლივს შეპარული სიმშვიდით მიუგო
-ნინი დაიღლებოდი მგზავრობით,მიდი წადი შენებთან, მოუთმენლად გელოდებიან და მერე გნახავთ.-ამის გაგონებაზე ანიტას თვალები აუციმციმდა,ნინის კი სახე შეეცვალა.კიდევ დარჩენა და ცანცარი უნდოდა,თუმცა ლევანის კატეგორიულ სახეს რომ გადააწყდა,გიორგის მიუბრუნდა.
-აუ,მარტო ვერ წავალ,გამაცილეთ რაა.-ბიჭიც უცებ დასერიოზულდა,სულაც არ უნდოდა მას გაჰყოლოდა
-ნინაჩკაა ისეთი დაღლილი ვარ, დღეს იმდენი ვირბინე, ფეხებს ვერ ვამოძრავებ.აი,კაკრას გუკა იყო უსაქმოდ და გამოგყვება-ხელი გუკასკენ გაიშვირა და რომ არ გაცინებოდა ტუჩზე იკბინა.ბიჭი ისეთი მკვლელის სიფათით იყურებოდა,ყველამ იფიქრა ცოტაც და გიორგის გაგლეჯსო, ნინიმაც არც აცხელა არც აცივა გამომწვევად მიუახლოვდა, რაღაც ჩასჩურჩულა, მერე თვალი ჩაუკრა და კარებიდან გავიდა.გუკამ ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და შვლის ნუკრის თვალების აქეთ-იქეთ ცეცება დაიწყო.
-რაიყო ენა ხო არ გადაყლაპე-მხარზე ხელი შემოარტყა გიორგიმ და მოფხუკუნე გოგო-ბიჭებს გვერდით მიუსკუპდა.
-მოიცა ეს თქვენც დაინახეთ?-თითი სიცარიელისკენ გაიშვირა
-რრრრააა იყყოო გგგუკკა,ქქალლს პპირრველლად ხხედდავვ?-გამოაჯავრა ბექამ.ისიც თითქოს გამოერკვაო და სახე დაასერიოზულა
-ქალთან როგორ არ ვყოფილვარ მაგრამ ასეთი…-აღარ დაასრულა და კარებისკენ დაიძრა.მერე საწყალი სახით შემოტრიალდა და ბავშვებს შეეხვეწა-ხალხო, ერთ საათში თუ არ დავბრუნდი, პოლიციას შეატყობინეთ!იცოდეთ რომ მიყვარდით-წარმოსახვითი ცრემლი შეიმშრალა და გარეთ გავარდა
-ამას სამსახიობოზე უნდა ჩაებარებინა,რა უნდოდა ბიზნესზე.-დანანებით ჩაილაპარაკა ლევანმა
-რა გინდა ცოდოა ბავშვი,იმის ხელში-ცხვირი აიბზუა ანიტამ
-აუ, ეგ რა ქაჯია იმენა ვგიჟდები-არც ლევანმა დააკლო
-ლევანიკო რა დაბოღმილი ქალივით ლაპარაკობ,მაგარი ძევაჩკაა რა გინდა-გამოესარჩლა გიო და თან გამომწვევად ჩაიღიმა
-შენთვის,ბრატ,ცხენიც რომ მდედრობითი სქესის იყოს, ისიც მაგარი ძევაჩკა იქნება-ჩაიფხუკუნა ბექამ
-დავაი რაა, ცხენზე უკეთესი არაა ნინი, რომ გაღუნეთ ტვინი?
-კიი აბა რა გიუშ,ისე შენ გამოცდილებიდან იცი თუუ…-ჩაფიქრებული სახით გადახედა ლევანმა და გამწარებულმა გიორგიმაც დამიზნებული ქოთანი თავში გაუქანა.ახარხარებული გოგონები უცებ მიწყნარდნენ და შიშისგან თვალები გაუფართოვდათ.ბიჭებმა კი მათი შემყურე ისეთი ხარხარი ატეხეს ვინმეს ეგონებოდა მკვდარს გლოვობენო.
-ჭირი გეტაკათ თქვენ.გული გამისკდა-ამოიბურდღუნა ანიტამ-შემიშინეთ დაქალი
-ჰო მარტო დაქალი, თორემ შენ რა შეგაშინებდა-ძლივს გასაგონად ამოიხავლა ბექამ და სიცილსგან ატკიებულ მუცელზე ხელი მიიჭირა.
-ჩენ ლა ჩეგაჩინებდა-გამოაჯავრა გოგონამ და ტუჩები გაბუსხა
-ჰე კაი გვეყოს ეხა.ნუ მოვკალით ბავშვები მშივრები-წამოიძახა ლევანმა
-ბავშვებიი კი არა გახმა კუჭი,ანიტამ ისე მანერვიულა პირში ლუკმა არ ჩამიდია
-ხო აბა რა, ისე ვანერვიულე,სამი ლობიანის,ორი ქადის და ორი შოკოლადის მეტი პირში ვერაფერი ჩაიკარა ჩემმა ერთადერთმა ძამიკომ-დანანებით ჩაილაპარაკა ანიტამ
-რანაირი და ხარ შენ
-რანაირი და ჭრელი და ლამაზი
-ჭლელი და ლამაჟი
-იდიოტივით მაინც არ ვიტყუები
-მე ყველაფერზე არ ვწუწუნებ მაინც
-ვითომ სერიოზული
-ცანცარა
-თონთლო ვეშაპი
-ავოიეეე, ჩვენც აქა ვართ ხალხი-გიორგიმ სიცილით გააჩერა და-ძმა-თქვენი ყურებით გაგიჟდა საწყალი ეკაკო.ხმას არ იღებს გოგო.ამას მიხედეთ და თქვენ კიდე დაზავდით-თითქოს ორივე გონს ახლა მოვიდაო,ეკაკოს გვერდით ამოუდგნენ და ხმა აღარ ამოუღიათ.
-დღეს ჩვენ ვივაჟკაცეთ, ნუ იტყვით-გაიკრიჭა გიო-ყველა საჭმელი ჩვენ გავაკეთეთ
-ნუ რა ვთქვა, გიომ ივა'შ'კაცა და მე გავაკეთე-განგვიმარტა ლევანმა-ეს იჯდა ფეხი ფეხზე გადადებული, პულტით ხელში,ნუ როგორც კაი ვა’შ’კაცებს შეეფერებათ და მე ვფუსფუსებდი გამოცდილი დიასახლისივით.
-ერთი ტყუილი არ შემარჩინო-გაიბუსხა ბიჭი
-აუ,შენ ერთი კაი გოგო უნდა შეგირჩიო რა.სასურველი სასიძო ხარ ყველანაირად-გაეცინა ანიტას
-ყავს შერჩეული უკვე, შენ მაგაზე აღარ იდარდო-დაამშვიდა გიორგიმ
-დავშორდითთქო მერამდენედ გითხრა-წარბები შეკრა ლევანმა და სახე აელეწა
-ხოხო კაი რა აგრესიული ხარ
-ყველაფერი დამთავრდა და მორჩა
ანიტას მათი კამათი აღარ მოუსმენია. სამივე ბიჭს ჩაფიქრებული შესცქეროდა .ყველა ერთმანეთზე უკეთესი მასში გაოცებას იწვევდა. გიორგი სწორი ცხვირით ცისფერი ქერა თმით ცისფერი თვალებით სწორი ცხვირით და საშუალო ზომის ტუჩებით ნებისმიერ ლამაზ გოგოს დაჩრდილავდა. ლევანი შავგვრემანი,შავი თვალებით, ხუჭუჭა თმითა და სქელი ტუჩებით გამოირჩეოდა.ნინას ადევნებულ გუკას კი გადაპარსული თმა,ოდნავ წამოზრდილი წვერი და შავი ციმციმა თვალები თავისებურ იერს სძენდა. აი ანიტასთვის რომ გეკითხათ,იმის მიუხედავად რომ ნაწყენი იყო,თავისი ძმა ყველას ერჩივნა.ხორბლისფერი კანი,ცისფერი კაშკაშა თვალები,საშუალო ზომის ტუჩები სწორი თხელი ცხვირი და წაბლისფერი თმა ერთად შესანიშნავ კონტრასტს ქმნიდა.გოგონაც მას გავდა, მხოლოდ უფრო ღია თმით და გამოკვეთილი ყვრიმალებით გამოირჩეოდა.რაც შეეხება ეკატერინას,ის თვალშისაცემი სითეთრით,ვარდისფერი ლამაზი ტუჩებით,დიდი მწვანე თვალებითა და თხელი ცხვირით იქცევდა ყურადღებას.გრძელი სწორი მუქი ქერა თმა კი გოგონას სიფერმკრთალეს ხაზს უსვამდა.
მათ დაკვირვებაში გართული გოგონა,გუკას ქოშინმა გამოაფხიზლა.სულს ძლივს ითქვამდა, თან ენას არ იჩერებდა-ალქაჯია ეს გოგო,ნამდვილი ალქაჯი.ჩვეულებრივად იძალადა ჩემზე,არ მომეშვა.მერე მგონი მამამისმა დაგვინახა და თავქუდმოგლეჯილი გამოვვარდი,ეს არ მაკმარა,მემგონი ძაღლებს შეულოცა და დამადევნა.ლამის კავკასიური ნაგაზის საკბილო გავხდი ეს ბაჯაღლო ბიჭი. რა შვილს კარგავდი,საქართველო!- ძალაგამოცლილი სავარძელში ჩაეშვა და თვალები მილულა.
ბავშვებმა ჯერ ერთმანეთს გაკვირვებულებმა გადახედეს მერე კი გულიანი ხარხარი ატეხეს.
-არა რაა მეც კაი მაჩო ვარ!დავრჩი აქ მონაზონივით და უყურე ამათ ღრეჯვას-თავის თავზე გამწარებული გიორგი ფეხზე წამოხტა
-შენ მხოლოდ ცხენები გიუშ,ხო იცი-თვალები აუთამაშა ბექამ და ინსტიქტურად ეკაკოს ხელი გადახვია
-წადი თქვენი…-არ დაუსრულებია სახლიდან ისე გავარდა და კარები გაიჯახუნა.
-ამას თუ არ აკლდეს მე ვიყო კუ-გაიღრიჯა გუკა
-შენ მემგონი ცუდად იყავი-თავში წამოარტყა ლევანმა
-ვიყავი, ვიყავი მაგრამ ამან რომ ყველაფერი დაიჯერა უცებ გამოვკეთდი
-ვაიმეე გაეღადავე?-გადაიკისკისა ანიტამ
-ჰო აბა, იმასთან რა ჯანდაბა მინდოდა. დაჩაგრული ბელივით რომ გამაგზავნა,იყოს ახლა და ინანოს რატო მე არ წავყევიო.ასე მაინც მოვიფხან გულს-უცებ გამოცოცხლებული ფეხზე წამოხტა.-აბა მაჭამეთ ხალხობა,გამიხმა კუჭი.
-გოგოებო თქვენ დაღლილები იქნებით.თუ გინდათ საძინებელი მეორე სართულზეა და დაისვენეთ.-უთხრა ლევანმა
-ჯერ მივალაგოთ და მერე ავალთ-გაიღიმა ეკაკომ
-აპ აპ დღეს ეგ ჩვენზეა.მიდი აცუნცულდით,ბექა გაგაცილებთ.
-ანუტა,ნუ მიბრაზდები რაა- გარეთ გამოსულმა დას საწყლად გადახედა
-რატომ მომატყუე, ბექა
-ვიცოდი რომ იწუწუნებდი,ბოლოს ისე იზამდი აქაც არ წამოხვიდოდი და მერე მე დამაბრალებდი,ზაფხულის დასვენება ჩამიშხამეო
-არ ვიზამდი ეგრე
-ანიტა!
-კარგი ხო,ზოგჯერ უაზროდ ვწუწუნებ ხოლმე, მაგრამ აღარ მომატყუო რა.ვერ ვიტან რომ მასულელებენ, ხომ იცი?!
-კარგი, ჩემო ბარტყო,მოდი ჩაგეხუტო.-ხელები გაშალა და გულში ჩაიკრა-წავიდეთ სვანეთშიც რა პრობლემაა,ვეტყვი ბიჭებს
-არ მინდა, ბექ,ჩემი მომავალი გულის ნაკუწი წამოყვანს სვანეთში.ახლა აქაც მომწონს
-ბატონო??შენი გულის ნაკუწი კი არა,გადავამტვრევ ძვლებში.ჯერ მე უნდა მკითხო!
-შენ ვინ გეკითხება!-სწრაფად მოშორდა ბიჭს და კიბეებზე აირბინა
-ოხ ანიტა!-თავი ღიმილით გააქნია და, როცა გოგონები კარებში გაუჩინარდნენ,ბიჭებთან დაბრუნდა
-ვაიმე როგორ დავიღალე,გამძვრა სიქა-შეწუხებულმა ჩაიბურდღუნა
-აუუ მეც ძალიან დავიღალე,ურეაქციოდ ვარ-ძლივს გასაგონად ამოიხავლა ეკაკომ და საწოლზე დაეხეთქა.
-ურეაქციოდ კი არა მოგკლავ მე შენ.
-ვაიმე შენ რა ყველას კლავ,რა ხარ ასეთი დაუნდობელი-გადაიკისკისა გოგონამ
-ცოტა გაიხსენი გოგო,რა გჭირს.ხო ხედავ რა გადარეული მეგობრები ყავს ბექას,შენც უნდა გადაირიო.
-თავიდან მიჭირს ხო იცი გახსნა
-ხოდა აღარ გაგიჭირდეს!დარწმუნებული ვარ ისევ იმ ვეშაპ გიორგიზე ფიქრობ
-არა,არა გეფიცები საერთოდ არ გამხსენებია.თან ისე აღარც მოუწერია.ხომ მწერდაა ხოლმეე ყოველდღე,მაგრამ დღეს გაქრა
-სულ უნდა გაქრეს,სულ!
-გავაქრობ.აი,ნახავ!
-რაღაც ეჭვი მეპარება
-არა არა მართლა.გუშინ ვფიქრობდი მთელი ღამე.მაგრად უნდა დავდგე და ჩამოვიშორო.
-დედაა, შე ქალო,აქამდე სად იყავი
-ყელამდე ნეხვში
-კარგია რომ აღიარებ
-უაზრო იმედების ხარჯზე სიყვარული სისულელეა
-რაღაც ძაან უიმედო შეყვარებულივით ლაპარაკობ და ხო მშვიდობაა?-წარბები შეკრა ანიტამ,ეკაკო კი დაიბნა
-არაფერი…არავინ…უფრო სწორად რაღაც მეძინება
-ეკაკო რაღაც ძაან ბევრს ხო არ მიმალავ
-არაა-სიტყვა გაწელა და საწოლზე სახით დაემხო
-ეკატერინა ჩაკვეტაძე!
-დაიძინე,დაიღლებოდი
-ოხ შე პატარა აფერისტო.მაინც გავიგებ და მერე სად გამექცევი
-ვერ გაიგებ-ჩუმად ჩაიბურდღუნა და ბალიშს ხელები შემოაჭდო
-გავიგებ!-დაბეჯითებით წარმოთქვა ანიტამ და თვითონაც ბალიშს მიეხუტა-ზედმეტად ბევრს მიმალავენ,ძალიან ბევრს.ესღა გაიფიქრა და სიზმრების სამყაროში გადაეშვა.
საათი ექვსს აჩვენებდა,ეკაკომ რომ თვალები ჭყიტა.შედარებით გრილოდა და თბილი სიო სასიამოვნოდ უბერავდა.ძლივს წამოიზლაზნა საწოლიდან და მეგობარს გადახედა, რომელსაც აშკარა იყო ღრმად ეძინა.მალევე მოწესრიგდა,შემდეგ კი წყლის დასალევად პირველ სართულზე ჩაირბინა.ის ის იყო ოთახში უნდა შესულიყო,უცნაურ დიალოგს ყური რომ მოკრა.
-,უთხარი რა რომ გიყვარს,შენც დაისვენებ,მეც და ის გოგოც-გუკას ხმა იცნო
-შენ ხო კარგად ხარ?რა ვუთხრა? წლებია მიყვარხარ,პროსტა ვერ გიტყდებოდი?მართალია გეგონა დასავით გიყურებდი,მაგრამ რეალურად მაგარი ნაძირალა ვარ და სხვა თვალით გიყურებდითქო?თუ რა ვუთხრა!-ეს ბექა იყო,ამ სიტყვების გაგონებისთანავე გაშრა,გულის ცემა გაუოთხმაგდა და ლოყები აუხურდა.სმენა უფრო დაძაბა, მაგრამ გულის ბაგა-ბუგი ხელს უშლიდა
-კაი,ბექუნა,მაშინ კიდევ ერთი ხუთი წელი მოიცადე.მერე რომ გათხოვდება ქორწილში თამადად დაენიშნე და იქვე მიკროფონით ახარე.იქნებ ბავშვი მაინც მოგანათლინონ-არ ცხრებოდა გუკა,ეკაკო კი უკვე ვეღარაფერს ისმენდა,იცოდა რომ წესით, უკვე ამ ყველაფერზე აღარ უნდა ენერვიულა.ეგონა კი არა დარწმუნებულიც კი იყო რომ ბექა მისთვის აღარაფერს ნიშნავდა.ყველაფერი ხომ დიდი ხნის წინ, ძალიან ღრმად, გულის სიღრმეში სამუდამოდ დამარხა.თავს მასზე ფიქრიც კი აუკრძალა და ეგონა ეს დაეხმარებოდა.დაეხმარებოდა და ბექა მხოლოდ როგორც ანიტას ძმა ისე დარჩებოდა.ახლა კი,ახლა კი რა…ერთმა წინადადებამ გონება აურია,გული ნაფლეთებად უქცია და ძველი გრძნობები შეახსენა…
-გოგო!რას დაყუდებულხარ შუქნიშანივით,შედი ოთახში-გონს ანიტას ხმამ მოიყვანა და სახეზე წამოწითლდა.
-რაღაც თავბრუ დამეხვა-თავი მოისაწყლა
-ვაიმე,ბიჭებო, დროზე წყალი-მთელ ხმაზე იღრიალა ანიტამ,ეკაკო კი ცოტაც და სირცხვილისგან იატაკზე გაიშოტებოდა
-გოგო,გული კი არ წამსვლია რა გაღრიალებს,კარგად ვარ
-შენ მაშინაც კარგად იყავი ფეხში გასაღები რომ ჩაირჭე
-კი არ ჩავირჭე, ჩამერჭო-თვალები ააფახულა და აფხუკუნებულ ერთმანეთზე ატუზულ ბიჭებს წარბშეკრულმა გადახედა-ჰე ახლა მომეცით წყალი,ამ ავადმყოფ ქალს
-ვაიმე ოღონდაც შენ ხმა ამოიღე გენაცვა და წყალს კი არა ოქროს დაგიწურავ და გახუხინებ-გაიკრიჭა გიორგი,ბექამ კი ცივი წყალი მიაწოდა.
-კარგად ხააარ?-გოგონამ მეგობარს საწყლად გადახედა.
-კიკი მადლობა,ბოდიში რომ გიყვირე
-მიყვირე?
-ჰო ანუ რომ გითხარი არ იღრიალოთქო
-ვაიიმეე, ეს რა სისათნოვე ბავშვია,შეანარნარეთ სახლში,ნიავმა არ წაგვტაცოს-თვალების ფახულით,გულზე ხელებდაწყობილი გაიჯგიმა გიორგი
-გიორგი,თავს წაგაცლი,გადაასკდი სახლიდან-თვალებანთებულმა დაუღრინა ბექამ და ეკაკო ოთახში შეაცილა
-ამას თუ კრამიტი არ ქონდეს დაცურებული-თავი გააქნია გიორგიმ
-ეგ არ გაგიგოს თორე შენ დაგაცურებს ამ ცხოვრებიდან, სამუდამოდ-გაიკრიჭა გუკა და ბიჭს თავში შემოარტყა
-გააჩერებ ამ ხელებს თუ მოგამტვრიო ძირში
- გაჩე,თორე ნინი დაგიწუნებს
-რა გიხარია შე მახინჯო,შენ ნინის გარდა ყველა გიწუნებს
-მე კი არა შენ რა გიხარია,ნინიც კი არ გიყურებს
-ვაიმე, ხალხოო, გეშველებათ ოდესმეეე??-თვალები აატრიალა ლევანმა
-ესენი სულ ასე არიან?-გაიკვირვა ანიტამ
-მოიცა,ჩამოვიდეს დიტო და ვნახავთ რამდენ ხანს გაქაჩავენ.ანიტას დიტოს ხსენებაზე უსიამოვნოდ გაცრა.ბექას ყველა მეგობარი სიგიჟემდე უყვარდა,თუმცა დიტოს დასანახად ვერ იტანდა.უაზროდ ჯმუხი და ზედმეტად სერიოზული ეჩვენებოდა.მართალია ბიჭები ყოველთვის ამბობდნენ რომ მის რთულ ხასიათსაც თავისი მიზეზი ჰქონდა,მაგრამ გოგონას მაინც არ ესმოდა.მას შემდეგ რაც გუკა,ლევანი,ბექა და დიტო სასწავლებლად უცხოეთში წავიდნენ,გიორგი იქ გაიცნეს.ორი წლის შემდეგ მხოლოდ დიტო და გიორგი დარჩნენ და სწავლა განაგრძეს.დანარჩენები კი სამშობლოს დაუბრუნდნენ.ანიტა უზომოდ იყო გახარებული,ყოველ საღამოს დიტოს უჟმურ სახეს რომ ვეღარ დაინახავდა და მხოლოდ ბიჭების ხუმრობებზე გაერთობოდა,თუმცა ახლა მიხვდა რომ მისი ატანა კიდევ მოუწევდა. ამას კი ვერსად გაექცეოდა.მითუმეტეს დიტოს სახლში გემრიელად ისვენებდა და სხვა თუ არაფერი ელემენტარული მადლიერება უნდა გამოეჩინა.
-მალე ჩამოვა დიტო?
-კი,ალბათ ხვალ ჩამოვა.შენ კიდე გცრის მაგის ხსენებაზე?
-ისევ ისეთი ჯმუხი თუა, მაშინ კი
-კაი რა ანიტა,ჭკვიანი გოგო ხარ.არ არის ჯმუხი უბრალოდ გარემოებებმა აქცია ეგეთად
-ვიციი ხოო არააფერს ვამბობ,მაგრამ რა გარემოებებმა ხო შეიძლება გავიგო
-არა არ შეიძლება-ცხვირზე ხელი მოუჭირა
-ააა მეტკინა შე ცხოველო
-ადრე გახსოვს დიტომ რამხელაზე გიღრიალა და გატირა?-მთელ ხმაზე ხარხარებდა ლევანი
-დედაა რაა სასაცილოააა ლევანიიკოო,მოვკვდი ღიმილით.-წარსულის გახსენებამ ხასიათი გაუფუჭა.მაშინ 15წლის იყო,დიტო-20.ანიტამ იფიქრა მუდამ უჟმურ ბიჭს ერთხელ მაინც გავეხუმრები,იქნებ გავამხიარულოო.ბექასთან სახლში პროექტი ქონდა დატოვებული,რომელიც მეორე დღეს უნდა ჩაებარებინა.ბევრი იფიქრა თუ ცოტა,ერთი გენიალური(რომელიც რეალურად გენიალურის საპირისპირო უფრო იყო)იდეა მოუვიდა.ეს პროექტი საგულდაგულოდ გადამალა.(რადგან ბოლო სართულზე იყვნენ სახურავზე ,,შეინახა”)იმ ღამით იმდენი იწვიმა,მთელი წლის განმავლობაში რომ არ უწვიმია.ანიტას კი დიტოს პროექტი სადღა ახსოვდა,ეკაკოსთან ჭორაობაში ისე გაერთო,ყველაფერი დაავიწყდა და ღამით ტკბილადაც კი დაიძინა.მეორე დღეს დილით ხმაურმა გამოაღვიძა.მისაღებში გამოსულს ანერვიულებული დიტო და ბექა რომ დახვდა,მიხვდა მიზეზს და გულიანად იცინა.მერე დინჯი თავდაჯერებული ნაბიჯით წინ გაუძღვა ბიჭებს და ,,შენახული” პროექტი გაბადრულმა აჩვენა.დაფლეთილი,განადგურებული აღარაფრად ვარგოდა.დიტომ თავი ვეღარ შეიკავა და მთელ ხმაზე უღრიალა(ამ პროექტის უნივერსიტეტში წარდგენის ბოლო დღე იყო) რაზეც ანიტამ ტირილ-ბღავილი მორთო.მერე ბიჭმა ბექას ბოდიში მოუხადა და სახლიდან გამგელებული გავარდა.რაც ძმამ იმ დღეს უყო,ერჩივნა დიტოს მთელი დღე გაუჩერებლად ეყვირა.ორი კვირის განმავლობაში დასჯილი იყო,დიტო კი თითქოს კიდევ უფრო გაუჟმურდა.ერთხელ იმასაც კი მოკრა ყური სულელ ბავშვად რომ მოიხსენიებდა და ბიჭი კიდევ ორმაგად შეზიზღდა.
გაღიზიანებული,წარბშეკრული და დასერიოზებული ანიტა დივანზე მთელი ძალით დაეხეთქა და ხმა აღარ ამოუღია.
შებინდდა თუ არა,ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, ,,ბირჟაზე” წასვლა გადაწყვიტეს. უამრავი ბავშვი შეკრებილიყო და დროს ერთად მხიარულად ატარებდნენ.ეკაკოც უფრო გაიხსნა და ყველაფერზე გულიანად კისკისებდა. ბექას კი სახეზე ღიმილი არ გაკარებია,რადგან კარგად ხვდებოდა, ერთი ბიჭი როგორ ცდილობდა ეკაკოს ყურადღება მიეპყრო.ბოლოს იმდენი ქნა გოგონას გვერდით აღმოჩნდა და ყველაფერი გამოკითხა.არც კომპლიმენტებს იშურებდა და არც უზადო ღიმილს.ამაზე კი ბექა თანდათან უფრო მწარდებოდა და დაჭიმული ძარღვებიც ადვილი შესამჩნევი ხდებოდა.არც ეკაკო იყო უკეთეს დღეში.ბექაზე აკრული ნინი ხომ მას მთელი მონდომებით ეტმასნებოდა.ნუთუ ბექას ნინი უყვარს?უსიამოვნო ფიქრები გოგონას გონებას მოსვენებას არ აძლევდა.არა,ყველაზე უკანასკნელი ვინც შეიძლება მისი რჩეული იყოს ნინია.თავს იმშვიდებდა და თვალებს დაბნეული აცეცებდა.ამ ფიქრებში გართულმა ვერც კი შეამჩნია ახალმა თაყვანისმცემელმა ხელი რომ გადახვია,სამაგიეროდ ფეხზე წამომხტარი და სახეალეწილი ბექას შეხედვა არ გამოპარვია.სწრაფად ჩაავლო ეკაკოს ხელი და ზურგს უკან დაიყენა,უცნობ ბიჭს კი სიმწრის ღიმილით ჩასჩურჩულა
-მაჩო,ამ გოგოს კიდე გაეკარები და გეფიცები არ გაცოცხლებ.თუ ეჭვი. გეპარება გაიკითხე ბექა როხვაძის ამბავი და დარწმუნდები-მერე მხარზე ორჯერ ხელი დაკრა და ეკაკოს ანიშნა წავედითო.
-რა ჯანდაბა დაგემართა,რას ნიშნავდა შენი საქციელი?-წამოენთო გოგონა
-არაფერი უბრალოდ ზედმეტი და არასწორი ხალხი მოგაშორე-მშვიდად უპასუხა ბიჭმა.
-და მე თვითონ რომ ვაკონტროლო ვინაა ზედმეტი და ვინ არა,არ შეიძლება?
-შენ აკონტროლებდი აქამდე,მაგრამ როგორც ხედავ არაფერი გამოგივიდა
-ძალიან კარგადაც ვაკონტროლებდი და ვაკონტროლებ
-კი როგორ არა,ერთი მაგალითი გიორგი ხომ არაა შენი ,,კონტროლის”
-მე…მე…ახლა შემეშვა,ესეიგი ვაკონტროლებ
-იქნებ ის კითხვაც დაგესვა რატომ მოგეშვა
-იმიტომ რომ ვაკონტროლებ
-არა,ვერაფერს ვერ აკონტროლებ-კიდევ უნდოდა რაღაცის დამატება,თუმცა აღარ გააგრძელა.არ უნდოდა ზედმეტი წამოსცდენოდა
-და საერთოდაც შენ რომ ნინიკუშკას ეტმასნებოდი,მე თმებში უნდა ვწდომოდი თუ რა მექნა?
-შენ რა ეჭვიანობ?-გაეღიმა ბექას,ეკაკო კი დაიბნა
-რა??რა სისულელეს ამბობ!არა და არა ეს უბრალოდ შედარებაა. არ გაქვს უფლება…-და უცებ ბექამ პირზე ხელი ააფარა.
-რისი უფლება მაქვს და რისი არა ეგ სხვა საკითხია.უბრალოდ უნდა იცოდე რომ ამ პერიოდში მხოლოდ მე და მამაშენს შეგვიძლია ხელი გადაგხვიოთ.მომავალზე კი სხვა დროს ვისაუბროთ--ბიჭმა ეკაკოს ხელი კმაყოფილი ღიმილით გადახვია, დადუმებული წყვილი, სახლისკენ მიმავალ გზას ნელა,უჩუმრად გაუყვნენ.
ამასობაში ხეს ამოყუდებული ანიტა,ამ სცენას აცრემლებული თვალებით შესცქეროდა..ბედნიერებისგან ცოტაც და კივილს დაიწყებდა,მაგრამ თავს იკავებდა.არ უნდოდა უაზრო გამოხტომით ჯერ არ დაწყებული ურთიერთობა დაენგრია.გონებაში ნათლად ხატავდა როგორ უნდა შეეწყო მათთვის ხელი და ისე შორს წავიდა,მომავალ ძმისშვილებს სახელებიც კი შეურჩია.ესეიგი თუ ყოველთვის ერთად მოვახვდრებ სულ ერთმანეთზე იფიქრებენ,გულში ჩაუვარდებათ,ნუ იდეაში უკვე ყავთ ერთმანეეთი ალბათ გულში, მაგრამ ეს ჩემი გამოშტრიკინებული ძმა ცოტა უნდა შევათავისუფლო.მერეე სიყვარულს რომ აუხსნიან ერთმანეთს,დიდი ხანი შეყვარებულობანა რაღა ჯანდაბათ უნდათ,ექვსი წლის იყო ეკაკო, ალექსანდრეს რომ გავაცანი.მგონი ერთმანეთზე ყველაფერი ჩემზე უკეთ იციან.მერე ხელს თხოვს,რა თქმა უნდა,ყველაფერს მე დავგეგმავ თორემ ბექა რისი მომფიქრებელია,დიდი-დიდი რაღაც წაიყროყინოს ფანჯარასთან და გაბურძგნული ყვავილები შეაჩეჩოს ხელში.ეკაკოს ამბავი რომ ვიცი მაგაზეც სიხარულისგან გადაფიჩინდება, მაგრამ ხალხი რას იტყვის. ან პატრონი არ ყავს, ან და არ ყავს, ან დედა.მოკლედ მაგასაც მე დავგეგმავ .ბეჭედსაც მე ავარჩევ.ქორწილის საქმეების მოწყობაში ვერცერთი შემეცილება,მოკლედ საქმე მოგვარებულია-ამ ფიქრებში ისე იყო გართული,ვერც კი შეამჩნია რომ ხმამაღლა ლაპარაკობდა.
-აეეე, შალვაა, რას ფოფინებ,მოდი აქ!-გუკა ეძახდა და თან ხარხარებდა.გოგონასაც შერცხვა და კუდამოძუებული,თავჩახრილი ბავშვებისკენ გაბრუნდა .
-ცოტა ფიქრებს შევყევი
-ცოტა კი არა, ავი სულები გამოეცხადნენ და შელოცვას უკითხავსმეთქი, ვიფიქრე.
-ოო რა იყო ერთი ორი სიტყვა ვთქვი და გადამაყოლე
-კაი,კაი,ლევანი ამბობს წავიდეთ,ანიტას მოსწყინდაოა-მართლა ეძინებოდა, მაგრამ გაახსენდა თავისი ძმა და ეკაკო რომ სახლში მარტო იყვნენ და თავი გააქნია
-რას ამბობ კაცო,აქ ისე ვერთობი, თუ გინდა ვაფშე დავრჩეთ-გაიკრიჭა და თან თვალები მონდომებით დაჭყიტა,ასე გამალებით რომ ცდილობდნენ დახუჭვოდნენ
-ჰო როგორ არა შენ თავს გეფიცები,ოთხჯერ მე დამამთქნარა-გაიკრიჭა გიორგი და თან ლოყაზე უჩქმიტა.
-შენ ძაან ხო არ გაუთამამდი ამ ჩემ ხათულის და ნანულის?-წარბები შეკრა გოგომ
-ვიის??
-ხათულის და ნანულის,ჩემს ლოყოჩკებს
-შენ არ გაიშვი გოგო,როგორ იცი ხოლმე,რა ღადო ხარ
-ჩაგაქვესკნელებ გიორგი!
-შენ რაღაც ძაან ხო არ შემაჩვიე ენა?-გამოაჯავრა ბიჭმა
-აღუუუუ-სახე დამანჭა ანიტამ-პატალა გიოლგიმ სიტკვების გამეოლება დაიწკოოო,ვაშაა
-ტუჩებთან ფაფა გაქვს,მოიწმინდე!
-ვაჰაჰაჰაჰ,გაჩელდიიი
-აუ ესენი დააბრუნეთ ამ ქვეყნიერებას თორე დაჭამეს ცოცხლად ერთმანეთი-გადაიხარხარა გუკამ
-გუკა შემცვლელი გამოგიჩნდა,შეგიძლია შვებულება აიღო-გაეცინა ლევანსაც
-ხელებიი დამიბანიაა,ძმაოო
-ნეტა ერთიი თქვენ რაა.პროსტა ვინდობ ეხა თორე,ჰაერში მოტრიალეს ჩავსანსლავ-გაიჯგიმა ანიტა და მეტი დამაჯერებლობისთვის პირი დააღო.გიორგიმაც დრო იხელთა და დაჭმუჭნული,გადასაგდებად გამზადებული ქაღალდები, პირში ჩაატენა.ეს როგორ გამიბედეო,გოგონამაც არ დააყოვნა და ხელი კისერში ჩაავლო. ბიჭიც თმებში წვდა.მიწაზე ყირამალები იქამდე აკეთეს სანამ ლევანმა ანიტა ჰაერში არ ,,გამოკიდა”.
-ახლა მორჩებით თუ ორივე გისროლოთ ხრამში?
-არა, არა მოვრჩით-ორივემ ერთდროულად წამოიყვირეს და აქოშინებულები სკამზე დაემხნენ.შემდეგ ერთი საათი მოუწიათ ლევანის ლექციების მოსმენა რომ უკვე დიდები იყვნენ და ასეთი საქციელი ამდენი ადამიანის წინაშე არ იყო გასამართლებელი.კიდეც დაემუქრა,დიტო ჩამოვა და მერე ვნახავთ როგორ იცანცარებთო.გუკა და გიორგი უკვე კაცები ხართ,27 წლისები და როდის უნდა გაიზარდოთო.მე ბექა და დიტოც ვცანცარებდით მაგრამ ახლა უკვე მაგის დრო აღარ არისო,მოკლედ კიდევ ბევრი რამ თქვა,მაგრამ რამდენად მოუსმინეს და გაიაზრეს ეს უკვე სხვა საკითხია.გუკამ ერთი კი შესჩივლა მე აქ რაღა შუაში ვარო,მაგრამ ლევანის წარბშეკრულ სახეს რომ გახედა,დადუმდა.მერე ანიტამ,ერთი ის მანახეთ დიტო როდის ცანცარებდა და აღარც კი გავიცინებო.ამაზე ლევანი კიდევ უფრო განრისხდა და არცერთს ხმა აღარ ამოუღია. სახლისკენ ისე წავიდნენ სიტყვა აღარ დაუძრავთ.
სანამ ბირჟაზე ლექციები ტარდებოდა, ბექა და ეკაკო სახლში თავს მშვენივრად იქცევდნენ.
-აუ მშია საშინლად-დაიწუწუნა ბიჭმა
-მოვლენა ხარ მოვლენა!ყოველწუთას გშია-გადაიკისკისა ეკაკომ
-სულაც არა,რამდენი ხნის წინ ვჭამე.ზუსტად-საათს დახედა-მმმ…საათი და 10წუთია
-კარგი მოდი,მოდი რა გაგიკეთო მითხარი-ისევ კისკისებდა გოგონა
-მოიცა მეღადავები?
-რა?
-მართლა საჭმელი უნდა გამიკეთო?
-არ გინდა?
-მართლა უნდა გამიკეთო?-კიდევ შეეკითხა გაფართოებული თვალებით
-ბექა,არ იტირო და არ გაგიკეთებ თუ გინდა
-ეგ რომ ანიტასთვის მეთქვა იცი რას მეტყოდა?
-კი,ვიცი...ხოდა აწიე უკანალი და ცეცხლე ნავთიო-გაიკრიჭა ეკაკო
-ხო ზუსტად-ბექაც აყვა სიცილში
-კაი,მითხარი რა გაგიკეთო
-აუ ეკუუნ იცი რა მინდაა
-ლა გინდაა ლააა-ენა მოუჩლიფა
-აი,შენ რომ უუუუგემრიელეს სალათს აკეთებ ქათმის ხორცით.აი ეგ მინდა
-რამ გაგახსენა ეხა ეგ ნუ გადამრიე.ორი წლის წინ გაგასინჯე მგონი
-ხოდა მაგის მერე გემო ვერ დავივიწყე ისეთი გემრიელი იყო.სულ მინდება ხოლმე
-გეთქვა მერე,ბექა და გაგიკეთებდი
-ხო არ შეგაწუხებდი-საწყალი თვალებით ახედა ბექამ
-ვაიმე გამაგიჟებ მე შენ,შენთვის არ ვწუხდები არასდროს,პირიქით დიდი სიამოვნებით გაგიკეთებდი-გაუღიმა ეკაკომ და სამზარეულოსკენ გაემართა
-ანუ ახლაც გამიკეთებ ხო?-თვალები გაუნათდა
-ხო აბა რას ვიზამ!
-ვაიმე,ჯიგარი ხარ!-სიხარულისგან უცებ მივარდა და ლოყაზე აკოცა.ეს ყველაფერი ისე გაუცნობიერებლად და მოულოდნელად მოხდა,ბექა თვითონ დაიბნა და უკან გახტა.ეკაკო კი გაწითლდა.ერთ ხანს არცერთი ხმას არ იღებდა,ორივენი დაბნეულნი თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდნენ.ბიჭს ეშინოდა ვაითუ დავაფრთხოო,ეკაკო კი იმაზე დარდობდა ეს მხოლოდ მეგობრული კოცნა იყო და ოცნებებში არ უნდა გადავეშვაო.ბოლოს უხერხულობისგან დამძიმებულ ოთახში ისევ ბექამ იმარჯვა და დაბნეულად ამოილუღლუღა
-მმმ…მე წავალ, რამე ფილმს მოვძებნი და ვუყუროთ
-ჰოო, კარგი იდეაა-ძალდატანებით გაუღიმა და მაცივრისკენ შეტრიალდა.
სალათა მალევე მომზადდა.ბექა ბედნიერი შეექცა საყვარელ საჭმელს,ეკაკო კი გაბადრული გვერდით მიუსკუპდა
-აბა,როგორიაა?
-ჩესანიჩნავია-პირგამოტენილმა მეტი დამაჯერებლობისთვის ცერა თითი აუწია
-ძალიან კარგი!რა ფილმი შეარჩიე
-რაღაც მელოდრამაა,იმედია მოგეწონება-ახლა თავისუფალი პირით გასცა პასუხი და ფილმიც ჩაირთო.
მელოდრამა სასიამოვნო საყურებელი გამოდგა.ორივე ინტერესით შესცქეროდა ტელევიზორს და ორივე შინაგანად დანაღვლიანდა.ნუთუ ოდესმე მათაც ერგებათ მსგავსი სიყვარული.უანგარო,წრფელი და უვადო.როდემდე უნდა მალონ გრძნობები და იტანჯონ ერთმანეთის ცქერით.ნუთუ არ შეიძლებოდა სხვა სიტუაციაში შეხვედრილიყვნენ,იქნებ ყველაფერი უფრო სხვაგვარად და მარტივად წარმართულიყო.ყოველგვარი საიდუმლოს და შიშის გარეშე.ბექაც და ეკუნაც ერთსა და იმავეს ფიქრობდნენ.არცერთი ერთი ერთმანეთისკენ არ იყურებოდა,თითქოს ეგონათ ახლა რომ გავიხედო აუცილებლად გამომიჭერენო.მაგრამ მალევე ეკაკოს დაღლილობამ სძლია და ჩაეძინა.ეს ბექამ მაშინ გაიგო როცა გოგონას თავი მხარზე იგრძნო.
-ეკაკო-ჩუმად დაუძახა,იქნებ გავაღვიძოო,თუმცა ეკაკო შეიშმუშნა და თავი უფრო მოხერხებულად მოათავსა.დიდი დრო იყო გასული და ბავშვების მალე მოსვლა ივარაუდა.არ უნდოდა ამ მდგომარეობაში დაენახათ.იმის მიუხედავად რომ ყველაფერს დათმობდა, კიდევ ცოტა ხანი ყოლოდა გოგონა ასე ახლოს,იცოდა მეორე დღეს ეკაკო თავად დაირცხვენდა.
-ჯობს ოთახში აგიყვანო-ისევ სცადა ბედი, თუმცა მას ისევ ღრმად ეძინა.მაშინ ფრთხილად წამოდგა ფეხზე,ხელში ნაზად აიტაცა და გოგონების ოთახისკენ დაიძრა.აბრუებდა ეკაკოს სურნელი,რომელიც არც სუნამოს სუნი იყო,არც სხვა პარფიუმის,უბრალოდ ეკუნას სუნი იყო.ყველასგან განსხვავებული,უცხო და ტკბილი.ისეთი ტკბილი,რომ შემცვლელი არ გამოუჩნდებოდა და ბექაც ამ სურნელით გაბრუებული ნელა მიუყვებოდა კიბეებს.
-ნეტავ გიყვარდე!-დანანებით ჩაიბურდღუნა და ოთახში შესულმა,საწოლზე დიდი სიფრთხილით დააწვინა.-ნეტავ გიყვარდე!-კიდევ გაიმეორა და გულდამძიმებული გარეთ გამოვიდა.
გაიგონა!ყველაფერი გაიგონა!ეკაკომ ყველაფერი გაიგონა!
-ნეტავ გიყვარდე,ნეტავ გიყვარდე,ნეტავ გიყვარდე-გაგიჟებული ისევ იმ ფრაზას იმეორებდა და დაბნეულობისგან ცაცხაცახებდა-ნეტავ გიყვარდე,ნეტავ გიყვარდე,ნეტავ გიყვარდე.რას ნიშნავს ეს?!რატომ მითხრა?!ნუთუ ჩემ მიმართ გრძნობები აქვს?!რა გავაკეთო?!-დაბნეული იყო,ძალიან დაბნეული.მაშინ გაეღვიძა კიბეებზე რომ ამოდიოდნენ.შერცხვა რომ ხმა ამოეღო,მიხვდა რომ ბექას ხელში ყავდა აყვანილი და გაიტრუნა.ასეთ რამეს კი არ მოელოდა.არ იცოდა გახარებოდა თუ არა.მთელი ღამე ფიქრობდა,მთელი ღამე.ბავშვები რომ დაბრუნდნენ თავი მოიმძინარა,იმის მიუხედავად რომ მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინა
დილით სიცხემ გამოაღვიძა.10საათი ხდებოდა და ჯამში 3საათზე მეტი ალბათ არც უძინია.მოუსვენრად იყო,ისევ გუშინდელზე ფიქრობდა.თითქმის ასი პროცენტით იყო დარწმუნებული ბექას გრძნობებში.მთელი ღამე ხომ მასთან გატარებულ თითოეულ წამს იხსენებდა.ბედნიერი იყო!უსასრულობამდე ბედნიერი და მის სიხარულს უძილობაც კი ვერ ამარცხებდა.შესაფერის დროს დაელაპარაკებოდა,ეტყოდა რაც გაიგონა და ყველაფერი გაირკვეოდა.რამდენჯერ უფიქრია ბექაზე,რამდენი ვარიანტი განუხილავს, თუმცა ეს ყველასგან განსხვავებული იყო.უყვარდა ბექა,ძალიან უყვარდა და თუ ყველაფერი ისე იქნებოდა როგორც სურდა,მასზე ბედნიერი ვერავინ იქნებოდა.
სიხარულით მოწესრიგდა,მსუბუქი მაკიაჟიც გაიკეთა და ლამაზი კაბაც მოირგო.კიბეებზე კი არ ჩავიდა,ჩაფრინდა და ოთახშიც მხიარულად შეაბიჯა
-დილამშვიდობისა-დიდზე გაიღიმა და ბექას თვალი თვალში გაუყარა
-დილამშვიდობისა-ყველამ ერთად უპასუხა,მერე კი ლევანმა განაგრძო
-ახლა ვაპირებდით საუზმობას,ანიტა არ ჩამოდის?
-არა,ეგ კიდევ კარგა ხანი არ ჩამოვა
-კარგი მაშინ დავსხდეთ ჩვენ
სასაუზმოდ დასხდნენ,ბევრი ისაუბრეს და იცინეს
-აფსუს ბებიაჩემი მარგო გვიყურებდეს ჭამის დროს რომ ენას ზურგზე ვირტყამთ.სათითაოდ გაგვილაწუნებდა ტუჩებში ყველას-დანანებით ჩაილაპარაკა გიორგიმ
-მარგო ბებო იმენა ცვეტშია.თბილისში რომ ჩავალთ და არ გამაცნო,დაგბრიდავ-დაემუქრა გუკა
-მარგო ბებო ვინ არის?-გაიკვირვა ეკაკომ
-ოოო,მარგო ბებო არის ჩვენი გიორგუნას ბებია.რამეს რომ დავაშავებთ მუდამ მარგო ბებოს ფრაზებით გვმოძღვრავს.
-აუუ მეც გამაცანით რაა.ვგიჟდები საყვარელ ბებოებზე
-კი ეკუნ გაგაცნობ აბა რა,პროსტა ეგრე თმა გაშლილი რომ დაენახო, არც ეგეთი საყვარელი მოგეჩვენება,გპირდები
-რატო ჩემ თმას რას უწუნებ?
-თმა რა შუაშია.კოხტა და სუფთა გოგოს სულ გადაწკეპილი რომ უნდა ქონდეს თმა,თავზე დიდი კოსით,შენთვის არ უსწავლებიათ?-ამაზე ყველა გულიანად ახარხარდა.-ხოდა კიდე,პატიოსან გოგოს მუხლს ქვემოთ კაბა უნდა ეცვას!შარვალი არ დაიშვება!შარვალი კაცისთვისაა გამოგონილი და თუ გოგო ჩაიცვამს ე.ი გადაგვარების გზას ადგას!საით მიექანები ბედკრულო საქართველო!-ხელები დემონსტრაციულად მაღლა აღაპყრო და ხმა დაიწვრილა
-ვაიმე მუცელი ცუდად ვარ-ბოლო ხმაზე ხარხარებდა გუკა და სასაცილოდ იმანჭებოდა.
-ეჰ რა გესმით ახლანდელ ახალგაზრდობას ცხოვრების.ქალი რომ შიშველი იბანავებს ის ოჯახში შესაშვები არაა
-კაი ეხა ნაღდად გვაგოიმებ გიუშ-ძლივს მოითქვა სული ბექამ
-ახლა კი არა სულ გვაგოიმებს.ვიცნობ მე მარგო ბებოს და ეგეთი შეგნებული ქალი მე არ მინახავს.ეს ვირისჭკუიანი ვის დაემსგავსა კაცმა არ იცის-გაიკრიჭა ლევანი
-ვამბობ აყვანილიათქო და არ მიჯერებთ
-გუკა აგიყვან მე შენ საიქიოში
-ეეე გიუნ რა კეთილი ხარ!შენც მომყვები ხო საიქიოში?აბა რა ბრატ,ეგრე ვიცი მე ძმაკაცობა
-ამათ ჩემმა მტერმა უსმინა-ფეხზე წამოდგა ლევანი და გარეთ გავიდა.
-ეკუნ ჩვენც გავიდეთ არ გინდა?-შეეკითხა ბექამ
-კი,ოღონდ ჯერ ავალაგებ
-შეეშვი ესენი მიხედავენ
-არა,კაცო,მიდი გადით თქვენ და გამოვალ მეც მალე.
-კარგი მაშინ გელოდები.
მართლაც მალევე მიაწესრიგა ყველაფერი და ეზოში გასული ჰამაკში მოთავსდა.ორმაგად ცხელოდა,მზე გამეტებით ანათებდა და ბავშვებიც უენერგიოდ დალასლასებდნენ.ანიტა ისევ არ ჩანდა
-ეს გოგო ვინმემ ააგდეთ,შეიძლება გაიგუდა უბედური-წამოიხავლა ბალახზე გართხმულმა გუკამ
-ეგრე ძინავს მაგას სულ.მეშინია ხოლმე ძილში არ გაიპაროს
-ხოდა მიხედე გენაცვალე შენ დას.ამ სიცხეში ძილი მართლა გაგუდავს
-სულ რომ აგური ურტყა თავში,ვერ გააღვიძებ,არ არსებობს
-მე ვიცი მაგას რაც გამოაფხიზლებს!-ეშმაკურად აათამაშა გიორგიმ წარბები.
-აბა,დაფქვი
-ყინულებიანი წყალი მოიტანეთ
ბექა ეკაკო და ლევანი დაბლა დარჩნენ.ორი გადარეული კი ვერ გადაარწმუნეს.
სულ რამდენიმე წუთში მთელი სახლი ანიტას გამაყრუებელმა კივილმა მოიცვა.
-ნაძირლებო!საქონლებო!ღორებო!არ შეგარჩენთ!არ გაპატიებთ!მე არ ვიყო ანიტა როხვაძე ეს თუ არ განანოთ
ბავშვები ხარხარისგან იატაკზე გაწვნენ.გაბრაზებული ანიტას ცქერას არაფერი ჯობდა,დაბერილი ნესტოებით,წარბშეკრული,ღრმად სუნთქავდა.
-დიტო დვა გაიჩითა-სულს ძლივს ითქვამდა გუკა-ოღონდ ის სულ ასეთია
-დიტოს ნუ მადარებ,დიტოს არ შემადაროთ თორე მართლა დაგბრიდავთ სუყველას.გაეძურწეთ ჩემი ოთახიდან დროზე.
ნახევარი დღე ანიტა ჰამაკში იწვა და შურისძიების გეგმას ადგენდა.ყველაფერი გათვალა და შესრულებასაც მალევე შეუდგა.გოგონამ ყველას უხმო,ბავშვობა გავიხსენოთ და დაჭერობანა ვითამაშოთო,ოღონდ ფეხზე გამოვიცვლი და მალე მოვალო.
-მოიცა ამას როდის მერე აქვს პირველ სართულზე ფეხსაცმელები-გადაუჩურჩულა ლევანმა ბექას
-ამათ უჩალიჩებს უეჭველი და დავტყდეთ ჯობს-ეკაკოს ჩუმად ანიშნა გამოდიო და ის-ის იყო თავი სამშვიდობოს დაიგულეს გიორგიმ ბოლო ხმაზე რომ იღრიალა
-ეს რა ჯანდაბაა-თავზე ხელი მოისვა და ბლანტი სითხე რომ იგრძნო მერე მიხვდა რომ კვერცხი იყო
-თქვე უნამუსოებოო,გეგონათ ასე ადვილად შეგრჩებოდათ?-ახლა გუკას დაედევნა.ორჯერ შემოუარეს სახლს მაგრამ უშედეგოდ.მესამე ჯერზე დარჩენილი ერთადერთი კვერცხი მოიქნია და ტკაპ,მოხვდა!მაგრამ ეს გუკა არ იყო.გავდა თუმცა არ იყო.უფრო მაღალი,განიერი მხარბეჭით და მოზრდილი თმით
-დიტო-საწყლად ამოიხავლა ანიტამ.ბიჭი ნელა შემოტრიალდა.ისევ ის კუშტი სახე,უტეხი თვალები და მოკუმული ტუჩები ქონდა. კუპრივით შავი წარბები საზარლად შეეკრა.მწვანე თვალები ჩამუქებოდა და რომ არ გცოდნოდა,მწვანე იყო დაზუსტებით იტყოდი შავიაო
-ანიტა!-სიმწრით გამოცრა კბილებში და ტუჩები უფრო მოკუმა
-ბოდიში-თავი ჩაღუნა გოგონამ.ამჯერად გრძნობდა რომ დამნაშავე იყო
-რამდენი წელი გავიდა თუმცა შენ მაინც არ გაზრდილხარ-ეწყინა მისი სიტყვები ძალიან ეწყინა.სხვისგან არ ეწყინებოდა,დიტოსგან ეწყინა.არადა როგორ გეგმავდა რომ ჩამოვა კარგად მოვიქცევი და გავაოცებო
-წესიერად მელაპარაკე დიტო!
-ორი წლის ბავშვი ხარ ისევ! სხვანაირად როგორ უნდა გელაპარაკო
-შენ კი ისევ ისეთი უტაქტო და ჯმუხი ხარ
-დიდი მადლობა-როგორ აღიზიანებდა მისი ბოხი და დინჯი ხმა!როგორ აღიზიანებდა რომ წყობილებიდან ვერასდროს გამოყავდა.მხოლოდ ერთხელ როცა პროექტი გაუფუჭა.დანარჩენ დროს კი ყოველთვის თვითონ რჩებოდა გამწარებული.ახლაც ნერვებმოშლილი ცახცახებდა და რომ არა ლევანის ხმა სიმწრისგან ბღავილს მორთავდა
-ვაა დიტოც მოსულაა.რა გჭირს თავზე
-ჩიტმა დაასკლინტა-დაიგესლა ანიტა
-ჩიტი თუ შენ ხარ,მაშინ ხო,ჩიტმა დამასკლინტა-არ ჩამორჩა დიტო
-ანიტა ეს შენ გააკეთე?-დაიძაბა ბექა
-ბექა შეეშვი,ხო იცი მე და ანიტას უცნაური ნაცნობობა გვაქვს-გაიღიმა დიტომ და სათითაოდ გადაეხვია მეგობრებს.ეკაკოს გაეცნო და სახლში შევიდა.გაცეცხლებული ანიტა კი თავის ოთახში დაბრუნდა.
-ანიტა რა ხდება?
-მარცხენა ფეხზე ავდექი უეჭველი მე,ეკუნა!
-კაი არაუშავს გადაუვლის გაბრაზება
-საქმეც ეგაა.ახლა კი არაა გაბრაზებული,მუდამ გაბრაზებულია.გაბრაზებული კი არაა უბრალოდ ჯმუხია და პლუს ვერ მიტანს.
-კაი ეგრეც არაა უბრალოდ,ალბათ მხიარული გოგოები არ უყვარს.მერე რა მოხდა,როგორც ბექას დას,დარწმუნებული ვარ,პატივს გცემს.უბრალოდ მასთან ერთად რომ იქნები დინჯად მოიქეცი დიდად არ მიაქციო ყურადღება და ყველაფერი დალაგდება.
-მეც ვაპირებდი ეგრე მაგრამ მაინც და მაინც მაგასთან მემართება სასწაულები!
-ერთხელ არაუშავს.აი,დაიწყე შენ და ნახავ ყველაფერი რა კარგად იქნება.
-მართლა ეგრე ფიქრობ?
-კი არ ვფიქრობ,ზუსტად ვიცი!
-კარგი მაშინ ჩავიდეთ და ვანახებ როგორ შევიცვალე
-ზუსტადაც!ეგრე ქენი!
-ჩავიდეთ!
-სანამ ჩავალთ,რაღაც მინდა გკითხო.
-მიდი,მკითხე
-ანუ არაფერი იფიქრო უბრალოდ ყური მოვკარი რაღაცას.ანუ ძალით კი არ მომისმენია,შემთხვევით მოვისმინე.ვიცი მაინც არ შეიძლება მაგრამ…
-ეკატერინე მეტყვი თუ დაველოდოთ ჩემ გასვენებას
-კარგი ხო.ბექას ვინ მოსწონს ხო არ იცი
-რაა?ბექას ვინმე მოსწონს?-შეიცხადა ანიტამ
-არა,არა,არაფერი დაივიწყე!
-რა არა,რა გაიგონე მომიყევი!
-არაფერი გამიგონია მართლა უბრალოდ ნინის რომ ეხუტებოდა ვიფიქრე ხო არ უყვარსმეთქი-იცრუა ეკაკომ
-არა, კაცო,რა სისულელეა ეგ ზუსტად ვიცი.
-ხო მაშინ ჩავიდეთ
-მოიცა,ქალბატონო,შენ რატომ დაგაინტერესა?-თვალები მოჭუტა და გამომცდელად გადახედა
-მეე…არაფერი…ხო იცი რა ჭორიკანა ვარ!
-22წელია არაფერზე გიჭორავია და ახლა გაგეხსნა მადა?
-ხო იცი, ასაკში როგორ იცვლება ადამიანი
-ხო აბა რა!იცვლება ნამდვილად!განსაკუთრებით 22 წელია გარდამტეხი თურმე
-ხო რა თქმა უნდა-დაეთანხმა და გარეთ სახეალეწილი გავარდა
-ოხ ეკაკო,აფერისტო,რა ნამუსით მიმალავ,რა ნამუსით.ეს ჩემი მოთონთხლილი ძმა კიდე ისე იზამს მეზობლისგან გაიგებს ეკაკო ყველაფერს.მე თქვებ გიჩვენებთ გრძნობების მალვას!დამაცადეთ!
ხუთი დღე გავიდა მას შემდეგ რაც ანიტა და ეკაკო იმერეთში ჩავიდნენ.ყოველ დღე ბავშვებთან ერთად ბირჟაზე იკრიბებოდნენ და ერთობოდნენ.ერთ დღესაც ყველამ ერთ ხმად საბანაოდ წასვლა გადაწყვიტა.
-აქვე შორიახლოს ჩანჩქერი ჩამოდის,ულამაზესი სანახავია. თან მის ქვემოთ კამკამა წყალი გროვდება -თქვა გეგამ რომელიც იქაურობას კარგად იცნობდა
-მე მარტო მდინარე ვიცი,რომელიც ზედმეტად სწრაფი და ღრმაა
-არა,არა სხვაზე ვამბობ,მაგ მდინარესთან ახლოსაა თუმცა მანდ არ არის.
-ხვალ წავიდეთ მაშინ დილიდან ან საღამოს
-საღამოს ჯობს
-კარგი იყოს საღამო
მოკლედ შეთანხმდნენ და მეორე დღეს ჩანჩქერისკენ ყველა ერთად გაემართა .მზე იმდენად აღარ აცხუნებდა,ამიტომ არც სიარული ჭირდა.ყველა ბედნიერი მიაბიჯებდა და არაფერი ადარდებდათ.
-ამ მდინარეზე ამბობდით ხო?-მიუთითა გეგამ
-ვაიმე რა ლამაზი ხედია,მოდი ეკაკო ფოტო გადამიღე-დაიძახა გახარებულმა ანიტამ
-ახლავე,ტელეფონი გუკას ვათხოვე,გამივართმევ და მოვალ
-მიდი,მიდი მანამდე,პოზას დავიჭერ-გაიკრიჭა და კლდის დასასრულს უფრო მიუახლოვდა.ის იყო უნდა შემობრუბულიყო,თავბრუ დაეხვა,წაბარბაცდა.მას ხომ სიმაღლის ეშინოდა,სწორედ ამიტომ წონასწორობა დაკარგა,თავი ვეღარ შეიმაგრა და მდინარისკენ გადაეშვა.დინებამ გოგონას მსუბუქი სხეული სწრაფად გაიტაცა და იქაურობა გამაყრუებელმა კივილმა მოიცვა
-ცურვა არ იცის-ექოსავით გაისმა სასოწარკვეთილი ძმის ხმა და თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრეს ბექა ისე აღმოჩნდა წყალში.ყველა ბიჭი მას მიყვა,თუმცა ანიტა არსად ჩანდა.თითქოს მიწამ ჩაყლაპაო.ყველა შოკში იყო,ვერავინ აზრზე ვერ მოდიოდა.ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა,.ეკაკო მუხლებზე დამხობილი ქვითინებდა.თვითონაც უნდოდა წყალში გადახტომა თუმცა ნება არ მისცეს.ბექაც მალევე დიტომ ძალით ამოიყვანა
-ბექა, ყველაფერს გეფიცები ვიპოვი.-თავზე ხელები მოუჭირა-ვიპოვი,გესმის?არ დავუშვებ რომ კიდევ ერთი ადამიანი…-და აღარ დაუსრულებია,პირი სწრაფად იბრუნა და მდინარეში გადახტა.დინებას მიყვა,ხელებს სწრაფად უსვამდა და ანიტას ეძახდა.ვიპოვი,ვიპოვი,ვიპოვი,თავში მხოლოდ ეს აზრი უტრიალებდა.ვიპოვი,მალე ვიპოვი
-ანიტააა-ბოლო ხმაზე დაიღრიალა,ყური მიუგდო და ისევ ჩაყვინთა.არსად ჩანდა თუმცა არ ნებდებოდა.გრძნობდა,სადღაც ახლოს უნდა ყოფილიყო,იცოდა რომ სადღაც აქვე იყო.თავიდან ამოყვინთა და დაუძახა
-ანიტააა-თითქოს ისევ არაფერი თუმცა თითქოს მაინც რაღაც ხავილისმაგვარი შემოესმა-ის არის,ის არის.ანიტაა აქ ვარ,მოვდივარ-დაუძახა და ხმას გაყვა.მალევე იქვე შორიახლოს ლოდს ჩაჭიდებული სხეული დაინახა
-მოვდივარ ანიტა,აქ ვარ.ნუ გეშინია.-ერთი ძლიერად მოუსვა ხელები და გოგონასთან გაჩნდა.-გიპოვე,ჩემთან ხარ.დაწყნარდი-მკლავები მოხვია და ნაპირისკენ დაიძრა.
-დიტო-ძლივს ამოილუღლუღა ძალაგამოცლილმა,მიწაზე მწოლიარემ
-ცუდად ხარ?ახლავე წაგიყვან სასწრაფო გელოდება
-არა,უბრალოდ მადლობა-ძლივს შესამჩნევად გაიღიმა, დიტოს კი წამში თითქოს ფერი ეცვალაო,მაგრამ ასევე წამში გონს მოვიდა და კოპები შეკრა.
-სულელო გოგო,რა გინდოდა კლდეზე!რამე რომ მოგსვლოდა შენი მშობლებისთვის რა უნდა გვეთქვა?და ბექა იცი რა დღეშია?!-დიტო ანიტასკენ დაიხარა და ხელში აიყვანა,თან ლანძღვას განაგრძობდა-ტყუილად კი არ ვამბობდი ცანცარა ბავშვია,ჭკუა არ მოეკითხებათქო
-შენ არ ინერვიულე?-სიტყვა შუაზე გააწყვეტინა და თვალებში ჩააშტერდა.დიტო ისევ გაშრა
-რა?
-არაფერი.მალე მივიდეთ,ცუდად ვარ-თავი მხარზე ჩამოადო და გაიტრუნა
-ჰოო-ესღა უპასუხა და შემოწოლილი ნაღველი მაშინვე იგრძნო.ინერვიულა ძალიან ინერვიულა.ის წყეული ამბავიც ხომ ასე მოხდა,თუმცა არა,ეს სხვა იყო.ანიტა ცოცხალი იყო და ახლა აღარაფერი ქონდა სადარდებელი,არაფერი, გარდა წარსულის მოგონებებისა...
როცა ბექამ თვალები გაახილა,დიტოს ლანდს მოკრა თვალი.შემდეგ ყურადღება გოგონაზე გადაიტანა და მაშინ მიხვდა თუ რამდენად უყვარდა საკუთარი და.ღაწვზე ნელა მარილნარევი წვეთი ჩამოუგორდა.ტიროდა…ათი წლის შემდეგ ისევ ქვითინებდა…თითქოს ამდენი წლის ნაგროვებ ნაღველს ახლა იქარვებსო…ზურგზე თბილი ხელი იგრძნო და ფიქრებიდან გამოერკვა.იმდენი ხანი იჯდა გახევებული,ანიტა უკვე სასწრაფოს წაეყვანა და ბავშვებიც მას გაჰყოლოდნენ.მხოლოდ ის და ეკაკოს~ შემორჩენილიყვნენ.ნელა წამოდგა და გოგონასკენ არც კი გაუხედავს ისე ანიშნა წავედითო.თითქოს რცხვენოდა რომ გატყდა.
-ბექა დამელაპარაკე!
-რაზე უნდა დაგელაპარაკო
-ორი წლის ბავშვი არ ვარ,რომ ვერ მივხვდე, ცუდად ხარ
-ვაიმე,ყოჩაღ ეკა,როგორ მიხვდი?წინასწარმეტყველური ნიჭი?მესამე თვალი?...
-როგორ მელაპარაკები,ბაქარ
-ბაქარი არ მქვია და რაც შენ არ გეხება იმაში ცხვირს ნუ ყოფ
-არც მე მქვია ეკა!დახმარება მინდოდა თუმცა,როგორც ჩანს,საკუთარ შხამში დახრჩობა გირჩევნია-ზურგი აქცია და გზა სწრაფი ნაბიჯებით განაგრძო
ფუ რა ნაგავი ვარ-საკუთარ თავს აგინებდა ბექა.ხედავდა ეკატერინას მობუზულ მხრებს და საკუთარი თავი ეზიზღებოდა.ამ სამყაროში ყველაზე ნაკლებად ეკაკოს განაწყენება უნდოდა.ყველას პასუხს თხოვდა ვინც ამას გაბედავდა,ახლა კი თავად იყო დამნაშავე.
-ეკატერინა დამელოდე!-დაუძახა ბექამ თუმცა ის ყურადღებას არ აქცევდა.-ეკაკო,გთხოვ დამელოდე,ვილაპარაკოთ.-ნაბიჯებს უმატა და წინ გადაუდგა.
-შემეშვი ბექა,მე შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს!
-მაპატიე რა ეკაკო,მართლა ზედმეტი მომივიდა.დამნაშავე ვარ!ვაღიარებ.ხოიცი როგორი აუტანელი ხასიათი მაქვს.თავს არ ვიმართლებ უბრალოდ ცხოვრებაში ასე არაფრის შემშინებია.ასე უსუსურად თავი არასდროს მიგრძვნია და ზედმეტად გაღიზიანებული ვარ.-ბექაც და ეკაკოც ატირდნენ.ასე უბრალოდ,ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და ცრემლებად იღვრებოდნენ.ნელა გადადგა ეკაკომ წინ ნაბიჯი,ხელები გაშალა და ერთი თავით მაღალ ბექას მთელი ძალით ჩაეხუტა.
-მეც მაპატიე ბექა-ამოიჩურჩულა და მის მკერდზე თავი უფრო მოხერხებულად მოათავსა.ჯერ დაბნეული ბექა ძლივს მიხვდა რა ხდებოდა.შემდეგ გაეღიმა და მანაც ორივე ხელი გოგონას სხეულს შემოავლო.ახლა ბექა ყველაზე ბედნიერი კაცი იყო დედამიწის ზურგზე.ეხუტებოდა მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის სხეულს და იცოდა რომ არაფრის დიდებით არ დათმობდა.
ანიტა ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.გამოკვლევები ჩაუტარეს და როცა ყველაფერი ნორმაში აღმოჩნდა გამოწერეს. დაზაფრულ ბავშვებს იქ გაჩერება აღარ უნდოდათ ამიტომ თბილისისკენ გამოემართნენ.რა საკვირველია,მშობლებს არაფერი უთხრეს, რადგან მათი ნერვიულობა არ სურდათ.თანაც როგორც შემდეგ გაირკვა,მათაც არანაკლები სანერვიულო გასჩენოდათ.
ანიტასა და ბექას მამა საკმაოდ მსხვილი კომპანიის მფლობელი იყო და რა თქმა უნდა ბევრი მტერი ჰყავდა.ერთ-ერთ კონკურენტს კი ისეთი საბუთები და მონაცემები ჩავარდნოდა ხელში,რომლის გამჟღავნება არამარტო კომპანიას არამედ მთლიან ოჯახსაც საფრთხეში ჩააგდებდა.დუმილის სანაცვლოდ კი ერთი სურვილის დაკმაყოფილებას ითხოვდნენ რომელზეც მერაბი უარს აცხადებდა...
სახლში მისულ ბექას მამამ კაბინეტში უხმო.
-მეც მოვისმენ,რა ხდება მაინტერესებს-სთხოვა ანიტამ
-არა,მამი,შენ ეს არ გრხება.მიდი დაისვენე და მერე ერთად ვივახშმოთ-შუბლზე აკოცა ქალიშვილს და ოთახში გაისტუმრა.ანიტამ ვერ მოისვენა.მიხვდა რომ რაღაც რიგზე არ იყო,ამიტომ ფეხაკრეფით კაბინეტთან მიიპარა და ყური მიუგდო.
-ასე ხომ კომპანიას გააკოტრებს,მამა
-ვიცი,შვილო,ვიცი.მოღალატეები გამომიჩნდნენ კომპანიაში.დრო მჭირდება რომ ისინი აღმოვაჩინო.მერე თავად შევუტევ და გავანადგურებ ახლა კი ხელთ არაფერი მაქვს
-კი მაგრამ რას აპირებ.დროს თავად არ მოგცემს
-ხომ გახსოვს ნიკო?
-როგორ არ მახსოვს ეგ -ბექას ხმაში დაძაბულობა იგრძნობოდა
-ისევ უყვარს ანიტა.მამამისი მეუბნება,თუ ანიტას ცოლად მოიყვანს ნიკო,ყველაფერს დავივიწყებო
-მამა,იმედია უარი უთხარი.ნიკო ფსიქოპატია.არ დავუშვებ მაგ გიჟის ხელში ჩემი და მოხვდეს-ანიტას ფერი წაუვიდა.ახსოვდა ნიკო.ბავშვობიდან მოსვენებას არ აძლევდა.ნამდვილად ფსიქოპატი იყო.ისიც კარგად იცოდა ფსიქიატრიულშიც რამდენჯერმე ყავდათ გამოკეტილი.ეშინოდა,ძალიან ეშინოდა,მაგრამ თუ ოჯახს დასჭირდებოდა ცოლადაც გაყვებოდა.
-ბექა რას ამბობ.ანიტა სიცოცხლეს მირჩევნია.რა თქმა უნდა უარი ვუთხარი,თუმცა მოვატყუე რომ უკვე დანიშნული იყო.
-რა?შეყვარებულიც კი არ ყავს.სიმართლე რომ გაიგონ...-სიტყვა შუაზე გაუწყდა
-სასწრაფოდ ვინმეზე უნდა დავაქორწინოთ!ვისაც ნამდვილად ვენდობით!
-მამა,მაგ შემთხვევაში ხომ ყველაფერს გამოაქვეყნებს.
-საქმე იმაშია რომ თავადაც არ აწყობს ჩემი ჩაძირვა.იცის რომ ადრე თუ გვიან თავადაც ჩავძირავ.ახლა თუ დავარწმუნებ რომ ანიტა ნამდვილად თხოვდება და მხოლოდ მაგ მიზეზით ვეუბნები უარს,აუცილებლად თავს შეიკავებს.ვერ გარისკავს.და თუ გავამწარებ ჩემთან ერთად თავადაც ჩაიძირება.
-აკი შენ არ გეხებაო?ჩემი აზრი არ არის ხომ საერთოდ გასათვალისწინებელი-კარები შეანგრია ანიტამ
-ანიტა!
-რა მამა!რა!ნუთუ არ შეგეძლო ეს ყველაფერი ჩემთან ერთად გაგვეხილა
-მეცოდები ასეთი დაბრკოლებებისთვის,შვილო-ხმა გაუტყდა კაცს
-მამი,ხო იცი როგორ მიყვარხარ.ყველაფერს ავიტან მართლა!თუ გინდა ნიკოსაც გავყვები ცოლად ოღონდაც თქვენ კარგად მყავდეთ
-ანიტა შენ თვითონ ხვდები რას ამბობ?
-ბექა,მე მხოლოდ იმას ვამბობ რასაც ვფიქრობ
-არა,ჩემო გოგო,ჩვენ ყველაფერი მოვიფიქრეთ უკვე
-კი გეგმა დააწყვეთ,მაგრამ მე ის მაინტერესებს ვინაა ეგეთი ნდობით აღჭურვილი პირი, ვინც ჩემ ცოლად მოყვანას გარისკავს-უცებ გამხიარულდა გოგონა
-ოხ ანიტა რა გეშველება
-არა,ბექა,მართლა ვის უნდა ვენდოთ.არ ვიცი!
-არც მე ვიცი-უცებ სიჩუმე ჩამოწვა.ყველა ღრმად იყო ჩაძირული ფიქრებში და სახეზე დაძაბულობა ეხატათ-იქნებ დიტოს ვთხოვო.
-რაააა??არ არსებობს ბექა!ჩემი მოკვლა თუ გინდოდათ ბარემ იქვე ჩაგეხრჩეთ მდინარეში
-რა მდინარეში-გაიკვირვა მერაბმა
-არაფერი მამა-თვალები დაუქაჩა ბექამ გოგონას
-ბექა,ოღონდაც დიტო არა რა.
-აბა ვინ
-ლევანი იყოს.ისიც არანაკლებ სერიოზულია
-არა,ანიტა შეყვარებულს ახლახან დაშორდა .
-გიორგი, გუკა?!
-მაგას შენ თვითონვე არ უნდა მეუბნებოდე!მაგ ცანაცარებს ვერ განდობ!
-ანუ დიტო?-სახე დამანჭა
-დიახ,დიტო!
-კარგი ბიჭია დიტო-მოიწონა მერაბმაც.ყველა კმაყოფილი იყო,ბექაც მერაბიც და როცა ხათუნამ გაიგო,ისიც.ერთადერთი ანიტა გლოვობდა.რამდენი ხანი მოუწევდა დიტოს ატანა!არ იცოდა!ამიტომ წინასწარ გლოვობდა მომავალი უბედურების თვეებს.
მეორე დღეს დილიდანვე შეუდგნენ გეგმის შესრულებას.პირველ რიგში დიტო დაითანხმეს.შემდეგ ანიტასთან ერთად ქორწილის თარიღი დათქვეს.ერთ თვეში ანიტას დიტოს ცოლი დაერქმეოდა და თვეები მოუწევდა ამ სტატუსის ტარება.
საღამოს ანიტას ეკაკო სახლში ეწვია,ცივი ყავა გაუმზადა და საჭორაოდ დასხდნენ.
-ახალი ამბავი მაქვს ეკუშკა-გაიკრიჭა გოგონა
-ვააა,რა ამბავიი?-ინტერესისგან ეკატერინას ისედაც დიდი თვალები ორმაგად გაუფართოვდა.
-რა დაა…ვთხოვდები-ფეხზე წამოხტა და ხელები დემოსტრაციულად გაშალა.ეკაკო კი მთელ ხმაზე ახარხარდა-რა გაცინებს გოგო?
-ვთხოვდებიო,აჰაჰაჰა ვაიმე ცუდად ვარ-მუცელზე ხელს იჭერდა და ხარხარებდა
-სერიოზულად გეუბნებიი, ეკაკო!
-ჰო,აბა რა.რა სერიოზულად გოგო შენ იმ წყალში რომ ჩავარდი,ქვას ხო არ ჩამოარტყი თავი?
-მართალს გეუბნება,ეკაკო-ოთახში ბექა შემოვიდა და დივანზე ჩამოჯდა.გოგონაც უცებ დასერიოზულდა და წყალი მოსვა.
-მეღადავებით ხო?რა გათხოვება!
-დიტოს მივყვები ცოლად-ეკაკო ისევ ახარხარდა
-არა,უეჭველი მეღადავებით!
-ეკუნა,ფიქტიურად მიყვება ცოლად.ეგრეა საჭირო და არ გეღადავებით.-აუხსნა ბექამ
-ღმერთო, შენ მიშველე.რა ხდება?მშვიდობაა?
-მოგიყვები ახლავე.-ანიტაც კომფორტულად მოკალათდა და ყველაფერი დაწვრილებით მოუთხრო.დასასრულს დაამატა-ერთეულებმა ვიცით ოღონდაც ეგ ყველაფერი.საერთოდ არავის არაფერი არ უთხრა.
-სამარე ვარ!ეს რაები ხდება და მე ჭურში ვზივარ
-ჰოდა დამავიწყდა.მეჯვარე შენ ხარ ცუნცულ
-ვაიმეეე რა მაგარიააა!-სიხარულისგან ფეხზე წამოხტა და ანიტას მოეხვია
-გიხაროდეთ,გიხაროდეთ.რამდენიმე თვეში ყველაფერს მოვაგვარებთ,ეგ ფარსიც დამთავრდება და მეტ გათხოვებას მაინც ვერ ეღირსება.ახლა მაინც მოასწარი ეკუნ მეჯვარეობა
-გადი, შე ჯმუხო ვეშაპო-ბალიში გაუქანა და მეორე ოთახში გაუჩინარებული ბექას ხარხარზე წარბები შეკრა-ამის ჯინაზე გავთხოვდები,სულ რომ არავინ შემიყვარდეს მაინც გავთხოვდები-დაიმუქრა და ცივ ყავას დაწვდა…
აგვისტოს ბოლო იწურებოდა.ქორწილი სულ რაღაც ორ კვირაში იყო დანიშნული.თითქმის ყველაფერი მოგვარებული იყო,გარდა ანიტას კაბისა.ამ ხნის განმავლობაში შესაფერისი კაბა ვერ იპოვა და ძალიან წუხდა.იმ დღესაც შესარჩევად აპირებდა წასვლას ამიტომ ეკაკოს გადაურეკა.
-ეკუუნ,ერთ საათში გაემზადე და გამოგივლი
-რამე ხდება?
-კაბის ასარჩევად მივდივარ,ისევ
-აუ ანუუტ ხო გითხარი,დღეს ვერ გამოგყვები დედაჩემის დაბადების დღეა
-ვაიმეე რა გამოშტერებული ვარ,ბოდიშიიი!გილოცაავ გილოოცაავ!ბედნიერებას ჯანმრთელობას და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ შენ დედიკოს. ცოტა ხანში გადმოვურეკავ და მივულიცავ.არ უთხრა რომ დამავიწყდა,კაი?
-კაი ანუტ,გაკოცე-გაეცინა ეკაკოს და ყურმილი დაკიდა.
არ იცოდა რა გაეკეთებინა.დღეს აუცილებლად უნდა გასულიყო და არჩევანი საბოლოოდ გაეკეთებინა .სხვა დღეებში ვერ მოიცლიდა.გამყოლის გარეშე კი ვერ წავიდოდა
-დედააააააა-თმაგაწეწილი,საღამურებით შეაბიჯა მისაღებში და დიტოს დანახვაზე ერთ ადგილას შეხტა.
-ბარო,ქმარი!ხო ხარ ჯანზე-ხელი აუწია და გაეკრიჭა
-ღმერთო, გაძლება მომეცი-თვალები აატრიალა დიტომ
-კი ნამდვილად დაგჭირდება ჯიგარსონ
-ანიტა!რა ფორმაში დგახარ.წადი დროზე გამოიცვალე,ან რა გაღრიალებს.ქაჯი ხარ თუ გოგო-ქოთქოთებდა ოთახში ახლად შემოსული ხათუნა
-ქაჯი ვარ დედა ქაჯი!მაგრამ რაც მთავარია ჩემი გულის სწორს ისეთი ვუყვარვარ როგორიც ვარ!არა დიტუუუ-თვალებიი ააფახულა გოგონამ,დიტომ კი ერთი ჩაახველა ფეხზე წამოდგა და ზურგი აქცია.-ოჯახური პრობლემები,დე,არ ინერვიულო.
-გოგო,წადი გამოიცვალე,დროზე
-ოო, მოიცა ერთი!ეკაკოს დედის დაბადების დღეა დღეს და კაბის ასარჩევად ეკაკო ვერ მომყვება.არადა სხვა დღეებში ვერ წავალ,არ მცალია.რა გავაკეთო?!
-დედი მე ხო იცი რესტორნის რაღაცებზე უნდა გავიდე და მოვაგვარო.რაღაც პრობლემები შეიქმნა.აი,საღამოს გავიდეთ
-დედა,რა საღამოს ორი კვირაა დავრბივარ და ვერაფერი ავარჩიე.ერთ საღამოს რას ავარჩევ
-მოიცა,მოიცა,შენ კაბა კიდევ არ აგირჩევია?-საუბარში დიტო ჩაერია
-რა თქმა უნდა,არა,დიტო!
-მე წამოგყვები
-რა?
-მე წამოგყვებითქო
-არა,არ არსებობს!
-გაემზადე დროზე,ლოდინს ვერ ვიტან
-არა,დიტო შენ გამოყოლას უკაბოდ დავრჩე მირჩევნია
-ანიტა გიცდი!
-არ მინდა,ადამიანო!
-ანიტა,ნუ დაიწყე შენებურად.გადი და მოემზადე.დიტო გამოგყვება და ბოლოს და ბოლოს აარჩევ ამ ოხერ კაბას
-ჩემი კაბა ოხერი არ არის-ტუჩები გაბუშტა,იფიქრებდით ცოტაც და ტირილს დაიწყებსო
-მიდი ბავჩვი,ჩაიცი და კაფეტებს გიკიდის დიტო ბიძია-ხუმრობის ხასითზე მოვიდა ბიჭი
-ეს რა შარში ჩავვარდი-ამოიბურდღუნა და საკუთარი ოთახისკენ გასწია
-ჯერ სად ხარ!-თავისთვი ჩაილაპარაკა და კმაყოფილმა ჩაიცინა.
ოც წუთში დიტოც და ანიტაც მანქანაში ისხდნენ.არცერთი ხმას არ იღებდა,ბოლოს ისევ ანიტამ ვერ მოითმინა და საუბარი დაიწყო
-გზა იმედია იცი
-ვიცი
-მალე მივალთ ხო?
-კი
-კარგი ამინდია,რაღაცნაირად თან გრილა თან თბილა
-ჰოო
-ადამიანურად რომ ვისაუბროთ არ შეიძლება?
-მაგაზე დილით გეფიქრა,ენას რომ ატრიალებდი
-რა ვთქვი ისეთი,ეგრე რომ გადაირიე,უიმეე-ეწყინა ანიტას
-უნდა იცოდე რომ ჩემთან ეგეთები არ გაგივა.არ ვაპირებ შენი უაზრო ქცევების ატანას!ცოტა გაიზარდე და მეტი იფიქრე ვიდრე ილაპარაკე
-აი,ბრავო,აპლოდისმენტები,ბარემ პირიც ამომიკერე
-ისევ აგრძელებ!ოდესმე შენ ნათქვამზე ფიქრობ ხოლმე?ეჭვი მეპარება!
-შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს.უაზროდ მეჩხუბები
-არ გეჩხუბები,უბრალოდ გიხსნი რომ შენი ქცევები არ არის ნორმალური
-არც შენი ჯმუხი ხასიათია ნორმალური,დიტო
-ვიცი-წყნარად უპასუხა და ხმა აღარ ამოუღია.ანიტასაც აღარ გაუგრძელებია,თითქოს ხვდებოდა რომ დიტოს ფიქრები უკვე სადღაც სხვაგან დაფრინავდნენ და ეს გოგონას საერთოდ არ ეხებოდა.
-მოვედით-მანქანა დაატორმუზა და პარკინგზე დააყენა.
-რაღაცები მაქვს არჩეული,თუმცა ჯერ ვერ გადავწყვიტე
-კარგი,მაჩვენე.
სანამ დიტო ყველაფერს ათვალიერებდა,ანიტამ წინ სამი ულამაზესი კაბა დაულაგა.
-აი ესენია.მოგწონს?
-კი,ძალიან.სამივე ძალიან კარგია
-ხო მაგრამ რომელი ავარჩიო.ვერ გადავწყვიტე.
-ანიტა,სამივე კარგია,მაგრამ მე კიდევ ერთი მომეწონა.იქნებ ნახო,თუ არ მოგეწონება ამ კაბებიდან ავარჩიოთ
-მაჩვენე-დიტო უკან შეტრიალდა,ერთ ხანს რაღაც ეძება,შემდეგ კი ხელში ულამაზესი კაბით დაბრუნდა.ზედა ტანი მოელვარე თვლებით ქონდა მოოჭვილი.ქვედა თითქოს გამჭირვალე ნაწილი კი ნაზად ეშვებოდა.ამის წყალობით,კი მეტად მდიდრულ იერს იძენდა.
-ვიცი ეს კაბა,ძალიან მომწონს
-მერე?
-არაფერი,უბრალოდ შეეშვი
-არ მოგწონს ესეიგი?
-ძალიან მომწონს,ყველაზე მეტად მომწონს მაგრამ არ გამოვა
-რატომ?
-რა მნიშვნელობა აქვს? უბრალოდ ვერა
-ალბათ შენი არაფიქტიური ქორწილისთვის ინახავ-გულმოსულმა ჩაიბურდღუნა და წასაღებად მოემზადა
-არა ეგ რა შუაშია.კაცმა არ იცის კიდევ გავთხოვდები თუ არა
-აბა,რა მიზეზია
-დაიფიცე რომ ბექას ან ვინმე სხვას არ ეტყვი!
-ჭორიკანას ვგავარ?-გაიკვირვა ბიჭმა
-ანუ,მამამ ნაღდი ფული მომცა კაბისთვის,იდეაში ყველაფერს ნაღდი ფულით ყიდულობს.არ ენდობა ბარათებს,ნუ მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს.და არ მინდა კიდევ დამატება ვთხოვო.ისედაც ძალიან ბევრი მომცა და კიდევ თხოვნა მცხვენია.-სწრაფად ლაპარაკობდა,სულმეუთქმელად,ხელებს აწვალებდა და იწურებოდა-ხომ არ ეტყვი?დიტომ წარბები გახსნა და ღიმილშეპარული სახით მიაჩერდა
-არა,არავის ვეტყვი
-ანუ რომელი ავიღოთ?-ისევ მხიარულად მიუბრუნდა წინა სამ კაბას და ორი ხელში აათამაშა.
-მარჯვენა ყველაზე კარგია
-ხო არა?მეც ეგრე ვიფიქრე.მაშინ შევაფუთინებ.
-მოდი მე შევაფუთინებ და ახლა წაღებას,საღამოს სახლში თვითონ მოგვიტანონ ჯობს.და მგონი ტელეფონი მანქანაში დამრჩა,ზარს ველოდებოდი,თუ შეგიძლია მომიტანე
-ზარმაცო,მომეცი გასაღები
-აი,აიღე-გასაღები გაუწოდა,თვითონ კი სალაროსკენ დაიძრა.
შუადღეზე ანიტა საჩუქრით ხელდამშვენებული,ეკაკოს ესტუმრა. ძალიან გაუხარდა ირინეს გოგონას სტუმრობა.მალევე მათ ხათუნაც შემოუერთდა და საღამო სასიამოვნოდ გაატარეს.ექვსზე სახლში დაბრუნდნენ რადგან კაბა სწორედ ამ დროს უნდა მოეტანათ.გოგონა ამ მომენტს სულმოუთქმელად ელოდა და სახლში ნერვიულად დააბიჯებდა.
-ფული ხომ გადაიხადე,დედი-შეეკითხა მომღიმარმა ხათუნამ შვილს
-არა,მომიტანენ და აქვე გადავიხდი,დიტომ ასე მითხრა.
-კარგი ნუ დადიხარ აქეთ-იქეთ,დაჯექი და დამშვიდდი.მართალია ქორწინება ფიქტიურია,მაგრამ ცანცარული ქცევები აღარ შეგშვენის,ცოტა უნდა დადინჯდე
-დედა,გთხოვ,მე სულ ასეთი ვიქნები,ვერც გათხოვება მიშველის და ვერც გამოთხოვება.უბრალოდ შეეგუეთ.
-კარებზე არიან და მორჩი ქოთქოთს-შეაწყვეტინა ქალმა და ანიტაც კარებისკენ მთელი სისწრაფით გაექანა.კურიერს გააბადრულმა გამოართვა უზარმაზარი თეთრი ყუთი და ფული გაუწოდა
-არა,ქალბატონო,უკვე გადახდილია
-არა,აშკარად რაღაც გეშლებათ.კარგად გადაამოწმეთ
-ზუსტად ვიცი,საგანგებოდ გამაფრთხილეს რომ საფასური წინასწარ გადაიხადეს-ანიტა დაიბნა,ინსტინქტურად დაემშვიდობა გაღიმებულ ბიჭს და ოთახში უემოციო სახით დაბრუნდა
-რა გჭირს დედი,რა სახე გაქვს-შეშინდა ხათუნა
-ასე მითხრა,გადახდილია უკვეო-თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკაო
-ვაიმე ჩემი სიკვდილი,ალბათ დიტომ გადაიხადა.მომეცი მომეცი ეგ ფული და მამაშენს მივაცემინებ.სირცხვილი,შენი სირცხვილი ანიტა.
-დედა მე რა შუაში ვარ,ხო გითხარი რაც მითხრა
-კარგი,კარგი მოვაგვარებთ მაგას.მოდი კაბა მაჩვენე-ანიტაც უცებ გამოცოცხლდა,სწრაფად შეხსნა ყუთს ბაფთა და თავსახური ახადა
-არააააა-მთელ ხმაზე იყვირა და სახეზე ხელები აიფარა
-ღმერთო შენ მიშველე,რა დაგემართა შვილო
-ეს ის კაბაა
-ხო,დედი ის კაბაა აბა სხვა კაბა ხო არ იქნება-დაიბნა ქალი
-არა,დედა ვერ გამიგე.ეს ის კაბაა-აზრებს თავს ვერ უყრიდა და დაბნეული კაბაზე ნაზად უსვამდა ხელებს
-დედი შენ ვერ გაიგე ალბათ.რასაც შეუკვეთავ ხოლმე,ის კაბა მოაქვთ სახლში
-დედა!არ შემიკვეთავს ეს კაბა.მოგვეწონა მეც და დიტოსაც, მაგრამ საკმარისი ფული არ მქონდა.არც მინდოდა რომ კიდევ მეთხოვა მამიკოსთვის,ამიტომ სხვა კაბა ავირჩიეთ.რა სულელი ვარ,დიტომ იმიტომ გამაგზავნა მანქანასთან რომ კაბა ეყიდა.
-დედა შენ მიშველე-თავში ხელი იტაცა ხათუნამ.-ოხ ანიტა,როგორი მოუფიქრებელი ხარ.ბიჭი უხერხულში ჩააგდე!ვეტყვი მამაშენს როგორც კი მოვა.ეს რა გააკეთე
-მოიცადე,ვურეკავ-სწრაფი ნაბიჯით თავის ოთახში შევიდა და ყურმილის აღებას დაელოდა.
-ალო-ტელეფონში დიტოს მკაცრი ხმა გაისმა
-დიტო, მე ვარ,ანიტა
-გისმენ ანიტა-მისმა უემოციო ხმამ ანიტა გააღიზიანა და პირდაპირ შეტევაზე გადავიდა
-რატომ მომატყუე!
-რა მოგატყუე-ერთხანს იფიქრა ალბათ მაღაზიაში შეეშალათ რამეო,მაგრამ დიტომ ისევ განაგრძო-ტყუილი არ მითქვამს,უბრალოდ არაფერი გითხარი
-დიტო!უხერხულობაში ჩაგაგდე,ახლა კიდევ ორმაგ უხერხულობაში მე ვარ!
-და საუხერხულო რა არის ვერ გავიგე.კაბა მომეწონა და ვიყიდე.მორჩა და გათავდა
-კაბა ჩემთვის იყიდე,და არა მეზობელი ზოიასთვის-არ დანებდა გოგონა
-რა მნიშვნელობა აქვს,თუნდაც მეზობელი ზოიასთვის ყოფილიყო მაინც ვიყიდდი.არსებითი მნიშვნელობა იმას კი არ ქონდა,რომ კაბა შენთვის იყო,არამედ იმას რომ მე მომეწონა.უბრალოდ მინდოდა ჩემს მომავალ ცოლს ქორწილში საუკეთესო კაბა ცმოდა,მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი ფარსია.გასაგებია?-ანიტას მუცელში თითქოს რაღაც ჩაწყდა.არადა წამით იფიქრა იქნებ ურთიერთობა გვილაგდებაო.
-კარგი,კაბას ვიტოვებ თუმცა თანხას ხვალ მოგაწოდებ-გამწარებულმა მიახალა და ყურმილი დაკიდა.
-დედა რა გითხრა?
-არაფერი მომეწონა და გიყიდეო.მინდოდა საუკეთესო ცმოდა ჩემ ცოლს მიუხედავად რომ ყველაფერი ფარსიაო.და შელამაზებულად მითხრა შენ მაგარი მკ*დიხარ,პროსტა კაბაა დაცემაო.
-ანიტა ნუ გადამრიე,რა სიტყვებია!ყოჩაღ გაზრდილო
-ნუ გეშინია დედა,ათასს დავამატებინებ მამას და დავუბრუნებ ყველას
-ხო აუცილებლად!-თავი დააქნია და ისევ სამზარეულოში დაბრუნდა
-რა თქმა უნდა,რა თქმა უნდა, ისედაც ვიცი რომ არაფრად ვღირვარ,ნუგეში რა საჭიროა!მე ხომ არარაობა ვარ-თავისთვის ჩუმად ბურდღუნებდა.შეკავებულ ცრემლებს გასაქანი მისცა და რაფაზე ჩამოჯდა.საკუთარი თავი ეზიზღებოდა.თითქოს არ ნერვიულობდა რომ თხოვდებოდა.თუმცა შინაგანად დარდი ბოლოს უღებდა. რა იქნებოდა მომავალში?იქნებ სწორედ ქორწინების დროს შეხვედროდა იმ ერთადერთს?მერე რაღა უნდა ექნა?ან თუნდაც დიტოს როგორ აიტანდა?როგორ მოაჩვენებდა ყველას თავს რომ გათხოვილი იყო?მას ხომ ტყუილი არასდროს გამოსდიოდა!ეგეც არ ყოფნიდა,ისიც დაემატა რომ არავინ არაფერი იცოდა გარდა ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრებისა.
-ღმერთო,როგორ მოვიქცე-თავისთვის ჩაიბურდღუნა
-დედი,რა დაგემართა-არც კი შეუმჩნევია ოთახში ხათუნა რომ შემოვიდა.
-შინაგანად ვკვდები-სუსტად ამოიკნავლა
-დედას სიხარულო,ეგ მეორედ არ თქვა,მოდი ჩემთან.-გულში მთელი ძალით ჩაიკრა გოგონა და თმაზე მიეფერა-რატომ არაფერი მითხარი,თუ რამე გაწუხებდა
-ჩემ თავსაც ვერ ვუტყდებოდი-საწყლად ამოიკნავლა და მუხლებზე თავი დაადო
-ბოდიში რომ ყურადღება ვერ მოგაქციე ამ ალიაქოთში,დედი.ახლა ყველაფერი მომიყევი.როგორც ადრე,სკოლის ამბებზე რომ ვჭორაობდით.
-ეგ დრო მენატრება.არ მინდა რომ გავიზარდო
-უკვე გაიზარდე ანიტა.უკვე დიდი ხარ.მაგრამ საკვირველი ისაა,რომ შეგიძლია ერთ დროულად ასეთი მხიარული ბავშვური და უდარდელი იყო,მეორე წუთში კი სერიოზულ,დადარდიანებულ გოგოდ იქცე.ეგ არის შენი კოზირი.არასოდეს დაკარგო შენი შინაგანი მუხტი,მოუფრთხილდი შენ შინაგან სამყაროს,შეიყვარე შენი თავი ისეთი როგორიც ხარ და უბრალოდ იყავი ის ვინც ხარ
-მაგრამ დიტოს ხომ ასეთი ვაღიზიანებ-ტუჩები გაბუშტა და ძლივს ამოიზლუქუნა
-ვინ გითხრა დედი შენ ეგ.დიტო ძალიან კარგი ბიჭია,უბრალოდ უკუღმართმა ცხოვრებამ უმუხთლა.პატარა ასაკში გაუბედურდა და ისეთი ლაღი ვეღარ არის როგორიც ადრე.სინამდვილეში კი მისი გული ყველას,მათ შორის შენი, სიყვარულითაა სავსე.მეტად გულჩვილია და კეთილი,მაგრამ გარეგნულად არაფრის დიდებით არაფერს გამოხატავს.როგორც შენ დედი.როგორც შენ ინახავ დარდს გულში და სიცილ-ხარხარში გადაგაქვს.ის კი პირიქით გარეგნულ უემოციობაში პოვებს შვებას.უბრალოდ ყველას სხვადასხვა ხერხი აქვს დარდთან გასამკლავებლად.შენ ვერც კი წარმოიდგენ რეალურად შენ და დიტო როგორ გავხართ ერთმანეთს.
-დედა რა დაემართა დიტოს?
-ეჰ შვილო,ამ ქვეყანაზე ყველას საკუთარი ჯვარი გვაქვს საზიდი.ყველას იმხელა, რამხელასაც გავუმკლავდებით,არც მეტი და არც ნაკლები. ამიტომაც ზოგჯერ ღმერთი გამორჩეულად ძლიერ ხალხს მეტად მძიმე ტვირთს აკისრებს.დიტოც მათ შორისაა,იმდენად რთული აღმოჩნდა მისთვის ეს განსაცდელი, დროებით შეჩერდა,ვეღარ შეძლო წინასვლა.მე ახლა ვერაფერს მოგიყვები,არ მინდა დაგრთგუნო,უბრალოდ ერთს გეტყვი,მოვა დრო როცა ვინმე ან რაიმე მას აიძულებს გამოფხიზლდეს და ისევ განაგრძოს წინსვლა.ეს აუცილებლად მოხდება და ამის შემდეგ დიტოს ვეღარაფერი შეაჩერებს,მე მისი მჯერა.
-დედა მე რატომ არაფერი ვიცი დღემდე
-პატარა იყავი,სულ რაღაც 12 წლის…აქაურობას მოგარიდეთ,ვიცოდი ინერვიულებდი.მას შემდეგ კი ამ თემაზე არავინ საუბრობს მეტად მტკივნეულია ყველასთვის.
-ახლა ხომ გავიზარდე,მომიყევი!
-მოგიყვებით აუცილებლად მოგიყვებით.ვინ იცის შეიძლება თავად დიტომ. მოგიყვეს.ახლა კი არ არის მაგის დრო.თავს ნუ დაიღლი ბევრი ფიქრით,დაისვენე,დაიძინე.ხვალაც საკმაოდ ბევრი საქმე გვაქვს
-კარგი დე.მადლობა ყველაფრისთვის,ხო იცი შენი თითოეული სიტყვა მამშვიდებს
-მიყვარხარ დედი-თავზე აკოცა ანიტას
-მეც მიყვარხარ,დე-თავს მშვიდად გრძნობდა ანიტა.დედა ერთადერთი იყო ვინც მისი აფორიაქებული სულის დამშვიდებას ახერხებდა.ერთადერთი რაც ადარდება ეს დიტო იყო.არაფერი იცოდა მის უბედურებაზე,თუმცა მაინც გული სტკიოდა.ასეთი იყო ანიტა,ყველაზე ფიქრობდა,ყველაზე ზრუნავდა და ყველა უყვარდა...
როხვაძეების ოჯახში დილიდან დიდი ალიაქოთი იყო…ქორწილი სულ რამდენიმე საათში იწყებოდა.სიძეც უკვე გზაში იყო და წუთი წუთზე მათ სახლში გაჩნდებოდა.რა თქმა უნდა ყველა მზად იყო,ყველა გარდა ანიტასა.
-ანიტა მოვიდნენ უკვე,მანქანიდან გადმოვიდნენ,დროზე გამოდი-იძახდა აღელვებული ბექა-ეკაკო შენ მაინც დააჩქარე ეგ ზლანტი-აფორიქებული დააბიჯებდა ბიჭი
-გამოვალ,გამოვალ,მაცადე ცოტა ხანი,პატარძალი ვარ,მიცვალებული ხო არა-ბოლო ხმაზე ბღაოდა ანიტა
-მიცვალებული უფრო სწრაფად მოემზადებოდა ვიდრე შენ-არ ჩერდებოდა ბიჭი
-კარგი აცადე,გამოდის.ისედაც ღელავს-ოთახიდან ეკაკო გამოვიდა-იცი რა ლამაზია?ანგელოზს გავს!
-სადაა ჩვენი პატარძალუკა?-შესანიშნავ განწყობაზე იყო გუკა
-აი,გამოვა სადაცაა
-თქვენ ძმობას ვფიცავარ,თუ ოდესმე მეფიქრა რომ ანიტა დიტოს გაყვებოდა-გადაიხარხარა გიორგიმ-მაგათი ერთად ცხოვრება შეიძლება,კაცო?
-გიორგი,ნაკლები ილაპარაკე,გირჩევ!-თავზე ლევანი წამოადგა
-აუ,ამან კიდე დიტოობა იკისრა რა.კოელიოს ფრაზებით მოძრაობს და რაც იმ გოგოს დაშორდა მე მჭამს
-რა გითხარი მე შენ-წარბები შეჭმუხნა ლევანმა.გიორგიმ პასუხის დაბრუნება ვეღარ მოასწრო კარებში დიტო თავისი ოჯახით რომ გამოჩნდა.დედა-თეა, საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობის,სავსე ქერა ქალბატონი გახლდათ. მამა-დავითს კი რომ შეხედავდით,იმ წამსვე მიხვდებოდით რომ დიტო სწორედ მას ჰგავდა.მწვანე თვალებით,მაღალი მხარბეჭიანი,ბიჭისგან მხოლოდ თბილი და სევდიანი თვალები განასხვავებდა. მათ მომღიმრებმა შემოაბიჯეს,ყველას მიესალმნენ,მოიკითხეს და მომლოდინე სახეებით პატარძალს დაელოდნენ.ზუსტად რამდენიმე წამში ანიტას ოთახის კარი გაიღო და მორიდებული ღიმილით გოგონამ გამოაბიჯა.ყველა გაშეშდა,ანიტას სილამაზეს სტუმრები თუ ოჯახის წევრები ყბადაღებულნი მისჩერებოდნენ.თმა ლამაზად გადაეწია გოგონას და გვირგვინი დაედგა,მსუბუქი მაკიაჟი მეტად უხდებოდა,განსაკუთრებით კი მის ულამაზესს თვალებს უსვამდა ხაზს,რომლებიც თითქოს კაშკაშებდნენ.
-ღმერთო,რა ლამაზი ხარ ანიტა-გაბადრული სახით აღმოხდა თეას და გოგონას გადაეხვია.-დიტოს რომ მართლა მიყვებოდე ცოლად,ჩემზე ბედნიერი ქალი ამ ქვეყნად არ იქნებოდა-ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა და ლოყებახურებულ გოგონასთან ქმარი მიატარა.
-ძალიან ლამაზი ხარ,ჩემო გოგო!შენნაირი პატარძალი იშვიათია-თბილად უთხრა დავითმა
-ძალიან დიდი მადლობა,ბატონო დავით,ქალბატონო თეა-ორივეს ხელი ჩასჭიდა და მადლიერმა გადახედა.
მალევე ლამაზად გაწყობილ სუფრასთან შეგროვდნენ.წყვილი გვერდიგვერდ იდგნენ და გაღიმებულნი უსმენდნენ მილოცვასა და დალოცვებს.
-მადლობა დიტო,ძალიან მიხარია რომ ეგრე ფიქრობ-დრო იხელთა თუ არა დიტოს გადაუჩურჩულა
-მე არაფერი მითქვამს-გაკვირვებულმა გადახედა
-სწორედაც-მაღლა აიხედა და თვალებში ჩახედა-სწორედაც!არაფერი გითქვამს
-ანიტა!
-ერთი სიტყვა წაგაქცევდა?
-რატომ ანიჭებ უაზრო სიტყვებს მნიშვნელობას?!
-იმიტომ რომ მნიშვნელოვანია!
-ძალიან ლამაზი ხარ!-ჩუმად, ღიმილაკრულმა გადაულაპარაკა და ანიტაც სიხარულისგან გაიბადრა.
-ვაიხ,შეხედეთ როგორ ჟღურტულებენ გუგულები!-აღტაცებით ტაში შემოკრა ანიტას ერთ-ერთმა დეიდაშვილმა
-აბა!ენაცვალოთ მაგათ გუკა ბიძია-თვალები აუთამაშა წყვილს და დიტოს განმგმირავ მზერას რომ წააწყდა ოთახიდან გავარდა.გიორგი კი იქვე კუთხეში ლევანის ზურგს ამოფარებული ჩუმად ხარხარისგან იჭაჭებოდა.
-აბა წავედით,დროზე წავედით ხელის მოსაწერად-მერაბმა ყველას გასაგონად დაიძახა და მანქანის გასაღებს დასწვდა.

ქორწილი ახლა ხურდებოდა,მაგიდები შევსებულიყო,მილოცვებიც ყველასგან მიიღეს და დაღლილები თავთავიანთ ადგილებზე მოთავსდნენ.მეეჯვარეებიც გვერდით მიუსხდნენ,გიორგი დიტოს გვერდით,ეკაკო კი-ანიტას.
-ბიჭოო,თქვენ გაძლება გქონიათ საღოლ რა
-უკვე თავი მტკივა-დაიწუწუნა ეკაკომ
-აბა ჩვენ გვკითხეთ რა დღეში ვართ-ხელზე თავი ჩამოდო ანიტამ-ნუ დიტოს არაფერი ეტყობა.მგონი საერთოდ არ დაღლილა
-რა დაეტყობოდა რა,სულ დაღლილი სიფათით მოძრაობს და შეგვეჩვია თვალი უკვე-გაიკრიჭა გიორგი
-ეს მეჯვარედ ვინ დამისვა-კბილებში გამოცრა დიტომ-ხვალ სტატიას გამოაქვეყნებენ სათაურით,სიძემ ქორწილში მეჯვარე დაკლა
-დაკლა თუ მოკლა?
-სხვა რომ შემომაკვდეს ვიტყვი მოვკალითქო,მაგრამ შენ უნდა დაგკლა-კოპებშეყრილმა მიუგო და ღიმილი შეიკავა
-დიტოს იუმორის გამონათება აქვს ხალხო
-კაი,გიო გეყოს თორე ეს მართლა დაგკლავს-ურჩია ანიტამ
-ვაა,უკვე ქმარუკას იცავ და რამეე?-ისევ ცანცარებდა გიორგი
-გიორგი!ყველაფერი მაინც არ იცოდე!
-აუ რა დაძაბული ხალხი ხართ რაა.წავედი კაცო წავედი.მარტო გუკა თუ გამიგებს ,უნდა მოვძებნო-გაბრაზებული წამოდგა და მაგიდა დატოვა
-ერთმანეთს ჭამენ ესენი,მაგრამ მაინც ვერ ძლებენ ცალ-ცალკე-გაეღიმა ეკაკოს
-იქ რომ გავიცანით გიორგი და მერე გუკა თბილისში რომ დაბრუნდა უნდა გენახა რა მოწყენილი იყო.ერთნაირები არიან და კარგად უგებენ-კიდევ აპირებდა გაგრძელებას მაგრამ მკლავზე ანიტას ხელი იგრძნო,გამეტებით უჭერდა და გაუკვირდა-რა ხდება?ცუდად ხარ?
-ნიკო და მამამისი,ვაიმე…აქ არიან,მოვიდნენ-დიტომ მის მზერას თვალი გააყოლა და მთელი ტანი დაეჭიმა-ნაბ*ჭვარი.ხელი ჩამჭიდე და მოეშვი.ნერვიულობა არ უნდა შეგამჩნიონ-დაამშვიდა ანერვიულებული გოგონა
-აქ რა უნდათ.ვინ დაპატიჟა!
-უბრალოდ რწმუნდებიან,მართლა გათხოვდი თუ არა.ვერ იჯერებენ.
-დიტო მეშინია!
-მოეშვი ანიტა და მენდე.ყველაფერი კარგად იქნება-გოგონას ხელი უზარმაზარ ტორში მოიქცია და როცა მიხვდნენ დრო იყო ახლადმოსულებისკენ დაიძრნენ.
-მოგესალმებით!-კაცის ცბიერი მზერა წყვილს ეჭვისთვალით ათვალიერებდა .მის უკან მდგარი ნიკო კი ბოღმით სავსე მზერას გოგონას არ აშორებდა-მოსალოცად მოვედით!მართალია არ დაგიპატიჟებივართ,მაგრამ იმედია მიგვიღებთ
-რა თქმა უნდა,რა თქმა უნდა,ჩვენი ბედნიერება რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გაიზიაროს-დიტომ გაიღიმა და ხელი ანიტას გადახვია.ის თვალებს დაბნეული აცეცებდა და მხოლოდ ბიჭის სიტყვების შემდეგ მოახერხა გაღიმებოდა.კაცმა ისევ ცბიერი ღიმილით თავი დაუკრა და მერაბისკენ გაემართა.მათ წინ ახლა ნიკო იდგა
-არ ვიცოდი ანიტა შეყვარებული თუ გყავდა,მითუმეტეს ბექას მეგობარი
-მადლობა მოლოცვისთვის ნიკო-ირონიული ღიმილით უპასუხა გოგონამ და ცახცახის შესაკავებლად ხელები მომუშტა
-მემგონი გკითხე და მიპასუხე
-ეი ძმაო,იცი მე რა მაინტერესებს?-თვალები მოჭუტა დიტომ-რა ადგილი გიჭირავს ჩემი გოგოს ცხოვრებაში რომ ასე აგდებით ესაუბრები?მგონი აქ ბუტაფორიის ფუნქცია არ მაქვს.თუ რამე პრობლემა გაქვს ჩემთან მოდი და ჩემთან გაარკვიე.და თუ ჩემთვის და ანიტასთვის ყველაზე ბედნიერ დღეს არ იზიარებ,კარები იცი სადაც არის!გასაგებია?-გამშრალმა ნიკომ თავი დაუქნია.დიტომაც თავი დაუკრა,ანიტას ისევ ხელი ჩასჭიდა და თავიანთი ადგილისკენ წაიყვანა
-ეკაკო დამამშვიდებელი ხომ არ გაქვს-ანერვიულებულმა გოგონამ მავედრებელი მზერით გადახედა მეგობარს და წყალი მოსვა.
-არა,მაგრამ ვიშოვი.ყველაფერმა კარგად ჩაიარა?
-დიტოს წყალობით მგონი კი-ეკაკო წამლის საძებრად წავიდა,ანიტა კი დიტოს მიუბრუნდა-შენ რომ არ ყოფილიყავი…ახლა მივხვდი ჩემებმა რატომ აგირჩიეს
-ყველა ხიფათს შენ რატომ იზიდავ,ანიტა?!-მოულოდნელი ღიმილით კითხა დიტომ
-მეც ბევრჯერ დავუსვი ეგ კითხვა ჩემ თავს,ძალიან ბევრჯერ,მაგრამ პასუხი არ მაქვს…
საათი უკვე შუა ღამეს უჩვენებდა.სტუმრები შეზარხოშებულნი დააბოტებდნენ.მუსიკა გაუჩერებლივ უკრავდა და სასიამოვნო განწყობა სუფევდა.განსაკუთრებით მას შემდეგ რაც რესტორანი არასასურველმა მამა-შვილმა დატოვა.
ბარბაცით გაუყვა შენობის კედლებს და კარებს მთელი დარჩენილი ძალით მიაწვა.სახეზე სასიამოვნო ნიავი მოხვდა და შედარებით გამოფხიზლდა.სიმთვრალემ ახლად შეძენილი ნაჭრილობები გაუღიზიანა,გული ეტკინა ორად მოიკეცა და კიბეებზე ჩამოჯდა.
-კარგად ხარ?-უკნიდან ნაზი კრიალა ხმა გაიგონა და ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა-რით შემიძლია დაგეხმაროთ?-უცნობი რომ მის წინ დაიჩოქა,მთელი დარჩენილი ძალა მოიკრიბა და თავი გაჭირვებით წამოსწია
-კარგად ვარ,არაფერია- გოგონას ნაზ სახეს მიაშტერდა და მის უძირო თვალებში ჩაიკარგა.
-ფერი არ გადევთ,ახლავე ვინმეს დავუძახებ,წამალს მოგიტანთ-ფეხზე წამოხტა,თუმცა ბიჭის ხელმა შეაჩერა
-გატეხილ გულს რა წამალი უშველის, ანდაც გათელილ თავმოყვარეობას.იქნებ დადგმულ რქებს ტეხდეს რომელიმე წამალი-სიმწრით ჩაიცინა.გაშეშებული გოგონა ერთ ხანს ზემოდან მისჩერებოდა,მერე კი ნელა,ყოყმანით გვერდით მიუჯდა.
-ყველანი საკუთარი თავის მკურნალნი, თვითონვე ვართ-მკრთალად გაიღიმა და უცნობს ხელი გაუწოდა-ლანა,ლანა ბერიძე-ბიჭმა ჯერ გამოწვდილ ხელს დახედა,შემდეგ გოგონას ახედა,გაუღიმა და საპასუხოდ თავისი ხელი გაუწოდა
-ლევანი,ლევანი დოლიძე
-სასიამოვნოა ლევან
-ჩემთვისაც ლანა.ბოდიშს გიხდი რომ ამის ყურება მოგიწია.
-ნუ ღელავ.ფსიქოლოგი ვარ,ამიტომ ათჯერ უფრო საშინელებების მოსმენა და ნახვა მიწევს
-ფსიქოლოგი ხარ?
-კი და ახლაც შემიძლია მშვენიერი ფსიქოლოგობა გაგიწიო-თავი გულწრფელად დაუკრა და გაუცინა
-არა,აღარ მოგაცდენ.დაბრუნდი და გაერთე
-სიმართლე გითხრა არ მიყვარს მსგავსი ხმაური და გიჟური გართობები.უკვე წასვლასაც ვაპირებდი,ამიტომ გისმენ
-მართლა?
-დიახ!
-კარგი-ოდნავ შეყოყმანდა,იგრძნო ლანამ და თავად დაიწყო
-იცი ყოველდღიურად რამდენი ადამიანი მაკითხავს იმის გამო რომ შეყვარებულმა იმედი გაუცრუა,ისეთი არ არის როგორიც წარმოედგინა,აღიზიანებს…
-ხო მაგრამ ბევრი ბიჭი გაკითხავს რომელთაც შეყვარებულმა უღალატა?თვალებში უყურებდა და ატყუებდა?ვიღაცის გამო სამ წლიანი ურთიერთობა და სიყვარული დაიკიდა?-გამწარებული ცოფებს ყრიდა,ყველა კუნთი დაჭიმვოდა და ხელები დამუშტვოდა.-უბრალოდ ერთ დღეს მოვიდა და გამომიცხადა რომ სხვა უყვარდა.თვეები მატყუებდა,რადგან ,,ჩემი სიკარგის გამო არ ვეთმობოდი”.რად მინდა ეს სიკარგე,თუ ჩემ საყვარელ ადამიანს არ ვეყვარები
-ლევან,გერჩივნა ტყუილში გეცხოვრა?გერჩივნა თავი მოეჩვენებინა და ისევ შენთან ყოფილიყო?ვერ ხვდები რომ არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ და ნებისმიერი გოგო ისურვებდა შენნაირ ბიჭთან ურთიერთობას?განა ერთი უნებისყოფო გოგოს გამო ღირს ხელი ჩაქნევა?-ლევანი დადუმებულიყო,ლანას სასიამოვნო ხმას უსმენდა და ყველაფერს იაზრებდა-აი,რას გეტყვი.არა როგორც ფსიქოლოგი,არამედ როგორც ჩვეულებრივი გოგო.ყველა ადამიანს ყავს თავისი მეორე ნახევარი,ბევრი ასლი არსებობს მისი,მაგრამ როცა ნამდვილს იპოვნი ვერასდროს დაშორდები.ვერასდროს გადაიყვარებ და გადაგიყვარებს,ყველა პრობლემას,განსაცდელს ერთად გაუმკლავდებით და უბრალოდ ერთმანეთით იქნებით ბედნიერები.თუ მას სხვა შეუყვარდა ესეიგი არ ყოფილა შენთვის გაჩენილი.მიეცი უფლება რომ ბედნიერი იყოს,შენ კი შენს მეორე ნახევარს დაელოდე და როცა იპოვი,პირობას გაძლევ უბედნიერესი კაცი იქნები!-მოჯადოებული უცქერდა ლევანი ლანას,სხეულში სასიამოვნო ტალღები უვლიდა და არ უნდოდა საუბარი შეეწყვიტა.მისი ყურება უბრალოდ აბედნიერებდა და თითქოს ყველა დარდი დავიწყებოდა-ლევან მისმენ?
-რა თქმა უნდა გისმენ.იქნებ მართალიც კი ხარ!
-მართალი ვარ, ლევან,მართალი,დამიჯერე!-ფეხზე წამოდგა და ისევ ისეთი სპეტაკი ღიმილი შეანათა
-მიდიხარ ლანა?
-მივდივარ,მშვიდობით!
-რატომ მშვიდობით?განა ერთმანეთს ვეღარ შევხვდებით?იქნებ მე წაგიყვანო-ლანამ ისევ გულიანად გაიცინა
-შენ როგორ უნდა წამოყვანო.ფეხზე ვერ დგები.შეხვედრის კი რა მოგახსენო.არავინ იცის
-ხოდა არა მშვიდობით,არამედ ნახვამდის.ვიცი რომ კიდევ შევხვდებით,ვიცი
-ნახვამდის,ლევან-უკან შეტრიალდა და ნელი ნაბიჯებით გაუყვა ბილიკს
-იქნებ გაგაცილო მაინც,ლანა
-ტაქსი მელოდება,აი,ისიც-ხელი მანქანისკენ გაიშვირა,ისე რომ არც შემოტრიალებულა.შიგნით ჩაჯდა,კარები მოხურა და ფანჯარა ჩამოწია.უყურებდა კიბეებზე ჩამომჯდარ,უცნაური მზერით შემყურე ლევანს და ეღიმებოდა,ეღიმებოდა გულით და თითქოს მთელ სხეულში ბედნიერებას გრძნობდა.ლევანიც იქამდე უყურებდა მანქანას სანამ საბოლოოდ არ გაუჩინარდა.
-ლანა,ლანა,ლანა ბერიძე-თავისთვის ჩაიბურდღუნა,ფეხზე წამოდგა და ისევ ბარბაცით დაიძრა დარბაზისკენ.

-ეკაკო ასეთი მთვრალი არასდროს მინახავს-ანიტა ცეკვაში გართულ გოგონას შეწუხებული სახით უყურებდა.
-ოთხი ჭიქა დალია,რა პანიკებს წევთ შენ და ბექა-გაუკვირდა გიორგის
-ბექაც ღელავს ხო?
-ღელავს კi არა ვერ უყურებ?გვერდიდან არ შორდება
-არ სხვამს არასდროს და მაგიტომ.ძალიან ბევრია მისთვის 4 ჭიქაც
-აი,უკვე იშლება ხალხი და ეკუშკაც წაფრინდება სახლში,ნუ ღელავ.
როგორც იქნა ძმის მზერა დაიჭირა და ანიშნა ჩემთან მოდიო.
-რამე მოხდა ანუტ?-ქოშინით მიუახლოვდა ბექა მაგიდას
-წაიყვანე ეკაკო ჩვენთან სახლში,ჩემს ოთახში დააწვინე.ასეთ მდგომარეობაში რომ მამამისმა ნახოს,გაგიჟდება.მეც როგორც კი ყველა სტუმარი წავა მოგაკითხავთ.
-ხო წავიყვან,მაგრამ გააფრთხილე დედამისი.შენ კი,ქალბატონო,ვერ მოხვალ სახლში.დიტოსთან გადახვედი უკვე.ვინმემ რომ დაგინახოს,ჩათვალე ნიკო და მამისი გაგვანადგურებენ.
-კარგი,კარგი.მაშინ მიაქციე ყურადღება.ხომ იცი რომ არ სვამს და რამე არ დაემართოს
-აბა რას ვიზამ.კარგი წავედი,ჭკვიანად-დას შუბლზე აკოცა და ეკატერინას გაბადრული სახით წინ გადაუდგა.
-ეკუნ წავედით,უკვე ყველა მიდის-ამის გაგონებაზე გოგონამ გაბრაზების ნიშნად ტუჩები გაბუშტა და ფეხები რამდენჯერმე დააბაკუნა
-მე არსად მოვდივარ ცეკვა მინდაა-სიტყვა გააგრძელა,ერთი დატრიალდა და წაბარბაცდა.ბექამაც ხელი სწრაფად შეაშველა და კარებისკენ ბანცალით წაიყვანა
-მაგარი მსმელი ვარ,მორჩა.ამის მერე ვერავინ მეტყვის რომ სმა არ შემიძლია.საერთოდ არ ვარ მთვრალი,საერთოდ-საჩვენებელი თითი ჰაერში ასწია-ხომ ასეა ბექუნა-ამის თქმა დასრულებული არ ჰქონდა, კიბეზე ფეხები აებლანდა და იქვე გაიშოტა
-კი ეგრეა ეკუნ,ეგრე-მის ბავშვურობაზე გაეცინა,შემდეგ ერთი ხელი წელზე მოხვია,მეორე ფეხებთან და ჰაერში აიტაცა
-ამ ბოლო დროს ძაან გაგიტკბა ჩემი ხელით ტარება-ხმამაღლა გადაიხარხარა და ცხვირზე თითი გაკრა.ბექა უსიამოვნოდ შეიშმუშნა,ის ღამე გაახსენდა და სახეზე წამოახურა.
-რატომ მითხარი რომ შენი ხელით ტარება გამიტკბა?-მხოლოდ მანქანაში ჩასხდომის შემდეგ ჰკითხა.
-ახლა არ მითხრა არ მახსოვსო.მაშინ სოფელში,ბიჭო
-რა სოფელში?-დაიძაბა ბექა
-მაშინ სოფელში რომ დამეძინა,ხელში აყვანილი ამიყვანე.დაგავიწყდა?-თითქოს ეწყინაო ტუჩები გაბუშტა
-ეკაკო,მაშინ შენ გეძინა,საიდან იცი?-მანქანა დაატორმუზა და იქვე მიაყენა
-ვააა,მეძინა ხოო,მაგრამ მერე გამეღვიძა-გაიკრიჭა ეკაკო.
-რამე მოისმინე?რამე გაიგე?-ბოლო იმედს ეჭიდებოდა ბექა,იქნებ ვერაფერი გაიგონაო,თუმცა სულ ტყუილად
-ყველაფერიც გავიგე და ყველაფერიც ვიციიი-მხარზე ხელი დაკრა და გულიანად გადაიხარხარა.
-ეკუნა ნუ გამაგიჟე.რა გაიგონე,რა იცი,გამაგებინე!
-ოოო მეძინება რაა,ნუ შემჭამე-თავი ფანჯარას მიადო და ორ წუთში ფშვინვა ამოუშვა
-ამის დედაც…-ხელი საჭეს დასცხო-ეკაკო,გაიღვიძე.გოგონა შეაჯანჯღარა
-აუ,ბექა დამანებე რა თავი,მეძინება
-კარგი,ეკაკო,კარგი!ახლა დაგაძინებ,მაგრამ ხვალ სად გამექცევი,სად წამიხვალ-სიმწრით კბილებში გამოსცრა და მანქანა დაძრა.
მზის სხივები თვალებზე გამეტებით ანათებდნენ.ხელი შუბლზე მიიფარა თუმცა მოლიცლიცე შუქი მაინც არ ასვენებდა.
-მმმ-ერთი ამოიზმუვლა და ერთმანეთზე მიკრული წამწამები გაჭირვებით დააცილა.ეს მისი ოთახი არ იყო!დამძიმებული თავი გაჭირვებით წამოწია და სკამზე მჯდარ ნაცნობ სილუეტს გადახედა
-ბექა??აქ რა გინდა?-გაკვირვება ვერ დამალა.ბიჭს დაღლილი,ნატანჯი სახე ჰქონდა,კოპები შეეკრა და გოგონას თვალს არ აშორებდა.
-დღეს კითხვებს მხოლოდ მე ვსვამ-ფეხზე წამოიჭრა და გოგონას წინ გადაუდგა
-ბექა რა გჭირს?რამე მოხდა?რამე გაწყენინე?არაფერი მახსოვს მართლა!
-იქნებ კიდევ მატყუებ?როგორც მაშინდელი დამიმალე,ახლაც მიმალავ ხო?არ მეგონა ეკუნა!როცა სიმართლეს გაიგებდი,არ მეგონა თუ ჩემი გრძნობებით ითამაშებდი.შენგან არ ველოდი,არავისგან გამიკვირდებოდა მაგრამ შენგან…-სახეზე ხელები ჩამოისვა და საწოლზე ჩამოჯდა.ეკაკო გაშრა,დადუმდა.ყველაფერი გაახსენდა და იმ დროს ინატრა ნეტავ მიწა გამისკდეს და ჩამიყოლოსო
-ბექა მე…
-რა შენ,რა შენ!ყველაფერი გაიგე,ყველაფერს მიხვდი და უბრალოდ…უბრალოდ დამიკიდე
-არა,არა ბექა,ეგრე არ არის,ეგრე მართლა არ არის!-მის წინ მუხლებზე დადგა-ყველაფერი მართლა სხვანაირად იყო!
-რა იყო სხვანაირად,ამიხსენი!
-ყველაფერი შემთხვევით გავიგე!ძალით არ მომისმენია!
-ეკაკო შენი აზრით,ახლა მაგაზე ვსაუბრობ?მაგის გამო ვარ გაბრაზებული?როცა ყველაფერი გაიგე,რატომ მაჩვენებდი თავს რომ არაფერი იცოდი.რატომ არ დამელაპარაკე!
-ბექა,შესაბამისი დრო ვერ მოვძებნე,ვიცი გამეწელა,მაგრამ გეფიცები,მართლა ვაპირებდი დალაპარაკებას-ცოტაც და ტირილს დაიწყებდა,მართალი იყო ბექა,ზედმეტად დააგვიანა და ყველაფრის ღირსი იყო.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოწვა.ეკაკო ისევ მუხლებზე იდგა,სანამ ისევ ბექამ არ წამოაყენა და გვერდით არ დაისვა.შემდეგ თვალი ისევ უსასრულობას გაუშტერა
-ახლა რა იქნება?
-…
-ისევ ისე მოვაჩვენებთ ერთმანეთს თავს რომ არ მიყვარხარ?რომ უშენოდ ცხოვრება არ შემიძლია?რომ სხვასთან არ მინდა გხედავდე?რომ…
-ბექა გაჩუმდი!
-ამის დედაც…შენზე ვგიჟდები და ამის მოსმენაც კი არ გინდა-ფეხზე წამოიჭრა და კარებისკენ სწრაფი ნაბიჯით გაემართა
-მეც მიყვარხარ!-ძლივსგასაგონად წარმოთქვა, თუმცა ნანატრი სიტყვები ბიჭის სმენას მაინც მისწვდა
-რა?რა მითხარი?-სწრაფად შეჩერდა და ეკაკოსკენ შემოტრიალდა.
-ბექა,მეც მინდოდა მეთქვა-ფეხზე წამოდგა და წინ დაუდგა-დიდი ხანია მინდოდა მეთქვა,რომ სიგიჟემდე მიყვარხარ!
-მეღადავები ხო?-ბექას სახე შეეცვალა და თვალებში ბედნიერების სხივი აუკაშკაშდა
-შენი აზრით?
-ეკაკო-მისი სახელი სიყვარულით წარმოთქვა და მთელი ძალით გულში ჩაიკრა-ჩემო გოგო!
-მითხარი რომ შენც გიყვარვარ-ეგოისტურად ამოიბურდღუნა
-მერე და როგორ,მერე და როგორ მიყვარხარ,ეკუნა!...

-ანიტა გთხოვ!-უკვე ოცი წუთი იყო ლევანი ლანას ნომრის გაგებას ცდილობდა
-არა,ლევან,არ გეტყვი,მერამდენედ უნდა გითხრა
-რატომ?რატომ?ასეთი ცუდი ვარ რომ შენი მეგობრისთვის არ გემეტები?-ბოლოჯერ გაიბრძოლა და საპასუხოდ ანიტას ხარხარი მიიღო
-მემეტები და ვფიქრობ რომ ერთმანეთს გაუგებთ.უბრალოდ ახლა რომ დაურეკო შეაშინებ,ვიცნობ ლანას.მერე თავს აგარიდებს და ყველაფერი ჩაფლავდება
-მივწერ,არ დავურეკავ
-გითხარი უკვე და მოვრჩი
-ადამიანო,კონტაქტი თუ არ მექნება რანაირად უნდა მოვეწონო
-ეგ საქმე მე მომანდე.ამ დღეებში დაგპატიჟებთ და შეხვდები
-ღადაობ?ლანასაც დაპატიჟებ?
-არა,შენ და შენ ყოფილს…ხო აბა ვის დავპატიჟებ.სულ გაგაგიჟა ხო უკვე ჩემმა ლანუკამ.
-ჯიგარი ხარ ჯიგარი.კი გავგიჟდი მგონი მართლა გავგიჟდი
-წავედი,წავედი ჩემ ქმარუკას საუზმე უნდა გავუმზადო.ხომ იცი როგორ უყვარს.ენაცვალოს ცოლუკა-კისკისით უთხრა და ყურმილი დაკიდა...
-დიტო სად ხარ?-ოთახიდან გამოვიდა და ძებნა დაუწყო
-რა გაღრიალებს?-მისაღებში ტელევიზორს უყურებდა
-აუუუ დიტუნაააა-ხმა გაინაზა და გვერდით მიუჯდა
-არა
-რა არა?ჯერ არ მიკითხავს
-რაც არ უნდა იყოს,ჩემი პასუხია -არა
-დიტო მომისმინე და გამორთე ეგ უაზრო ტელევიზორი.ვიცი რომ არასდროს უყურებ და ახლა ჩემი თავიდან მოცილება გინდა,.იცოდე არ შეგეშვები-ერთიანად მიაყარა და როცა დიტომ ტელევიზორი გამორთო,კმაყოფილმა გაიღიმა.-ახლა შემომხედე და მომისმინე
-ანიტა შენი დროებითი ქმარი ვარ,აღსაზრდელო შვილობილი კი არა
-რა შუაშია?
-კარგი ნუღარ ვიჩხუბებთ.გისმენ!
-მოკლედ…-ყველაფერი დაწვრილებით უამბო,მერე კი მავედრებელი მზერით შეხედა-მინდოდა მეთხოვა,იქნეეებ შაბათს ყველანი ჩვენთან დავპატიჟოთ და ლანა და ლევანი ერთმანეთს შევახვედროთ??
-ანიტა ეგეთი დაფეთებული რატომ მეკითხები?კაციჭამიას ვგავარ?
-შენი სახლია და ვიცი ხმაური არ გიყვარს-თავი იმართლა
-ამ თვეების განმავლობაში შენი სახლიცაა,ამიტომ როგორც გინდა ისე უნდა მოიქცე
-ახლა ჩემი გასულელება გინდა ხო?მერე რომ დამცინო-ეჭვისთვალით გადახედა
-ოხ ანიტა,ანიტა როდის უნდა გაიზარდო?-თავი გადააქნია და თავისი ოთახისკენ წავიდა-ესეიგი შაბათს ხო?
-აი,ნახავ სულ ცოტახანში როგორ დავსერიოზულდები,გპირდები!-დიტოს გაეცინა და თავისთვის ჩაილაპარაკა-ვნახავთ...
შაბათ დღეს მთელი დღის განმავლობაში ანიტა ერთ ადგილას არ გაჩერებულა.სახლი მიალაგა,ავეჯი გადაადგილა და საჭმლის მზადებას შეუდგა.სწორედ მაშინ მიხვდა რომ მაცივარი სულ ცარიელი იყო და თავი გემრიელად გამოილანძღა.სარაფანი სწრაფად გადაიცვა,საფულეს ხელი დაავლო და ის-ის იყო კარებიდან უნდა გასულიყო,წინ პარკებით დატვირთული დიტო რომ აესვეტა.
-ვაიმე დიტო ეს არის?
-სტუმრებს რომ პატიჟებ მაცივარშიც უნდა შეიხედო ხოლმე.
-შევიხედე უკვე და მაგიტომ მივდიოდი მაღაზიაში-თვალები აატრიალა და ხელები გადააჯვარედინა.
-ყოჩაღ!მოვიტანე მე უკვე ყველაფერი და შეგიძლია დარჩე
-გეტყოდი მადლობათქო,მაგრამ უკვე ჩამკბინე და გადავიფიქრე-წარბებშეკრულმა მიუგო და პარკები გამოართვა.დიტოს მის სიტყვებზე გაეცინა,პარკები სამზარეულოს მაგიდაზე დაალაგა და ორი თითი პაწია ცხვირზე მოუჭირა
-ჰეიიი ჩემ ცხვირს პატივი ეცი-ბავშვივით დაიწუწუნა
-მხოლოდ მას შემდეგ რაც ენას დაიმოკლებ
-ნუ ხარ ღრუზინი ვაშკაცი.ბარემ კოჭები დამიხვრიტე და ხელის გულზე მატარე.
-კოჭების დახვრეტაზე უარს არ ვიტყოდი,ხელის გულზე ტარების კი რა მოგახსენო-თვალი ჩაუკრა და საზარეულოდან გავიდა
-დამპალი-ჩაიბურდღუნა გამწარებულმა ანიტამ
-გავიგონე-დაუძახა გვერდითა ოთახიდან და გოგონასაც ლოყები აუწითლდა
-ჩიფსებს ვუთხარი-თავი იმართლა
-დავიჯერე

საღამოს მხიარულად ატარებდნენ.ყველა იქ იყო:გიორგი,გუკა,ბექა,ეკაკო,ლევანი და რა თქმა უნდა ლანა.გოგონამ ფიქტიური ქორწინების შესახებ არაფერი იცოდა,ამიტომ რადგან ენდობოდნენ ყველაფერი უამბეს.
-ხო ხარ ჯანმრთელად და ჯიგრულად?-გაეკრიჭა გაკვირვებულ ლანას გუკა
-ეს რა ჩახლართული ამბავია,ჯერ კიდევ შოკში ვარ.
-რადგან გულახდილობის დღე გვაქვს,ჩვენც გვინდა რაღაც გითხრათ-გაღიმებულმა ბექამ ეკაკოს ხელი ჩასჭიდა.ყველამ გაკვირვებულმა გადახედა წყვილს,შემდეგ კი მზერა ანიტას გაფართოებულ თვალებზე გადაიტანეს.ერთი კვირის განმავლობაში ეკაკო და ბექა ახალ ამბავს არავის ეუბნებოდნენ
-თქვენ…-საჩვენებელი თითი გაიშვირა ხელჩაკიდებულებისკენ.
-ანიტა ვაპირებდით თქმას უბრალოდ კარგ მომენტს ველოდებოდით-თავი იმართლა ეკაკომ
-რამდენი ხანია ერთად ხართ-კითხვებს მექანიკურად უსვამდა,დანარჩენები კი დუმდნენ
-ერთი კვირა,ეკაკოს არ გაუბრაზდე.ჩემი ბრალია რომ ამდენი ხანი არაფერი გითხარი.-შეყვარებული დაიცვა ბექამ
-აააააააააააააააააააააააა-კივილი მთელ ხმაზე დაიწყო და განუსაზღვრელი სისწრაფით წყვილისკენ გაექანა-ჩემიიი ბარტყებიიიიი-ორივე გულში ჩაიკრა და მილიონჯერ ჩაკოცნა
-რატომ მქონდა ისეთი შეგრძნება რომ ორივეს შუაზე გაგლეჯდა-აზრი წამოაყენა გიორგიმ
-მე კი შამფურზე წამოცმის სცენა წარმოვიდგინე-მხარი აუბა გუკამ
-ამას -ხელი გაიშვირა და ცხვირი აიბზუა- ორივე ვარიანტი ჯობდა.ახლა რაღაზე ვიღადაო
-შენ ეგ თქვი.უყურე ხვევნა კოცნას.რა ჯობია გოგოების ჩხუბს ბექა რომ აშველებს
-ან ანიტა თმებს იპუტავს
-ან უფრო მაგარი,ეკაკო ანიტას და ანიტა ეკაკოს რომ აპუტავს თმას.უბრალოდ წარმოიდგინე
-ეეე ნახე რამდენი მაგარი ვარიანტი ყოფილა და მერე ამათ შეხედე- აიმრიზა გიორგი
-ლანა ამათ არ უსმინო,ცოტათი სამკურნალოები არიან-გაამხნევა ლევანმა ლანა და გაუღიმა
-საყვარლები არიან-მანაც გაუღიმა და ორ მოხარხარეს გადახედა
-აი,ლევანიკო ახალგაცნობილი გოგო გვაფასებს და საკუთარი მეგობრები არა
-მაგას დაფასება კი არა.ზრდილობის გამო მხარდაჭEრა ქვია-გაეღიმა დიტოს
-აუ დიტო ნუ ხარ სულ ბრძენი
-გუკა ნუ გავიწყდება რომ ჩემ ტერიტორიაზე ხარ და თუ არ გინდა ფანჯრიდან ფრენა გასწავლო შენ და შენმა ძმაკაცმა ჯობს მოკეტოთ-მარტივად მოუჭრა,ისე რომ სახიდან ღიმილი არ მოშორებია და მათ დასერიოზებულ სახეებზე უფრო გამხიარულდა
-ხედავთ რა ბრაზიანი ქმარი მყავს?-გაიკრიჭა ანიტა
-გაძლება მოგცეს ღმერთმა- ისევ აცანცარდა გიორგი
-უკვე აღარ ეშინიათ ჩემი,ალბათ ძველი შესაძლებლობები დავკარგე
-დიახ დიტუნა,უეჭველად ცოლმა მოგალბო
-ცოლმა კი არა,მე და ეკუნა უნდა წავიდეთ.დღეს მამამისს უნდა დაველაპარაკო,9ზე იქ უნდა ვიყოთ.-შეაწყვეტინა ბექამ
-ვაიმე,დროზე წადით,მოშორდით არ დააგვიანოთ და თანხმობას სანამ არ გეტყვის იქედან არ წამოხვიდე.-წამომხტარმა გოგონამ ორივე სახლიდან გაყარა და სუფრას გაბადრული დაუბრუნდა.

ლევანი და ლანა ჩაბმელებულ ქუჩებში უხმოდ მისრიალებდნენ.
-არ მინდოდა რომ შემეწუხებინე-მორიდებით უთხრა გოგონამ
-ეგ მეორედ არ თქვა,არ მაწუხებ,არც არასდროს შემაწუხებ
-მადლობა-მშვიდად უპასუხა და გაუღიმა
-იცი იმ დღეს ცოტა არეულად ვსაუბრობდი.არ მინდა შენზე დეპრესიული ბიჭის შთაბეჭდილება დავტოვო.სასმელმა იმოქმედა,ზოგადად კი უფრო მშვიდი ვარ-თავის მართლებას მოყვა
-ლევან რატომ მიხსნი-საუბარი შეაწყვეტინა-არაფერი ცუდი არ მიფიქრია.შეგაქებ კიდევაც და გეტყვი რომ ამ მცირე დროშიც კი მივხვდი რა არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ.
-ძალიან მიხარია თუ მართლა ეგრე ფიქრობ,მაგრამ სხვა რაღაც მინდა გითხრა
-გისმენ ყურადღებით-ისევ გაუღიმა
-აღარ ვარ პატარა ბიჭი.ზუსტად ვიცი რაც მინდა,როგორც მინდა და რატომ.ისიც ვიცი წარსულს არც არასდროს უნდა დავუბრუნდე და არც უფლება უნდა მივცე რომ მომავალზე გავლენა იქნიოს-აქ ღრმად ამოისუნთქა და როცა დარწმუნდა, ლანა ყურადღებით უსმენდა ისევ განაგრძო-როგორც გითხარი აღარ ვარ ჩვიდმეტი წლის ცანცარა ბიჭი,რაღაც უაზროდ რომ ვმალო ჩემი სურვილები და გრძნობები.
-ლევან რისი თქმა გინდა-აქ ლანა დაიძაბა და უსიამოვნოდ შეიშმუშნა
-ნუ იძაბები გთხოვ.უბრალოდ ვისაუბროთ,არც არაფერს გთხოვ ან გაძალებ უბრალოდ შენი დამოკიდებულება მაინტერესებს.გავაგრძელო?
-კარგი,განაგრძე
-მოკლედ მინდა იცოდე რომ არ გიყურებ როგორც ჩვეულებრივ ნაცნობ გოგოს,არც როგორც მეგობარს.მართლა მომეწონე,გულწრფელად მომეწონე და არ მინდა იფიქრო რომ ეს მხოლოდ ზედაპირული ერთკვირიანი გატაცებაა.თუ შენ სურვილი გაგიჩნდება,უბრალოდ კარგად გავიცნოთ ერთმანეთი,ვნახოთ როგორ ვეწყობით და ღირს თუ არა მომავალში რაიმე უფრო სერიოზულზე ფიქრი.
ლანა თვალებს გაკვირვებული აცეცებდა.არ იცოდა რა ეპასუხა.სიმპატიით იყო ლევანის მიმართ განწყობილი და ასეთმა ქცევამ თან დააბნია და თანაც უფრო დიდი პატივისცემა გაუჩინა მის მიმართ.თაყვანისმცემლების რაოდენობას არასდროს უჩიოდა, თუმცა ყველას ზრდილობიანად იშორებდა და სერიოზული ურთიერთობა არავისთან ქონია.
-ვიცი რომ დაიბენი და არ ელოდი.არ არის სავალდებულო პასუხი ახლა მითხრა-ფიქრებიდან ლევანის ხმამ გამოარკვია
-კარგი-დაეთანხმა და კვლავ ჩაფიქრდა
მთელი გზა ხმა აღარ ამოუღიათ.მხოლოდ როცა მანქანიდან გადადიოდა , ლანა ლევანს მიუტრიალდა
-ხვალ ოთხამდე არ მცალია,დანარჩენი დღეები კი სულ თავისუფალი მაქვს-თავიდან გოგონას სიტყვები ლევანმა ვერც კი გაიაზრა,შემდეგ კი როცა მიხვდა,გული სიხარულით აევსო
-ესეიგი,ხვალ ექვსის ნახევარზე გამოგივლი-გულწრფელი ღიმილით უპასუხა და მანქანა დაქოქა
-ხვალამდე-ხელი დაუქნია და სადარბაზოში გაუჩინარდა
-ხვალამდე

-ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ!წარმოგიდგენიააა?ჩემი ერთადერთი ძმა და უსაყვარლესი დაქალი ერთად არიან!დიტო გჯერაა?- ბედნიერი ანიტა საათ ნახევარი იყო ენას არ იჩერებდა და დიტოც მთელი მოთმინებით იტანდა ,,ცოლის ზეიმს”
-კი წარმომიდგენია ანიტა.ძალიან უხდებიან ერთმანეთს.-მობეზრებული ეთანხმებოდა
-ხომ ვამბობდი,ერთმანეთი მოსწონთქო.მართალი ხომ აღმოვჩნდი-არ წყვეტდა გოგონა
-კი ანიტა მართალი აღმოჩნდი, თუმცა ჩემთან არასდროს გითქვამს
-ჩემ თავს ვეუბნებოდი,კაცო
-რატომ არ მიკვირს?-გაეღიმა დიტოს
-იმიტომ რომ ანიტა ვარ,თანაც როხვაძე და თანაც ლამის 11წელია მიცნობ
-აი,ყოჩაღ-კიდევ უფრო გამხიარულდა ანიტას გუწრფელობაზე ა გულიანად გადაიხარხარა
-აუ ძალიან მიხარია.თან უკვე ეკეკაოს მშობლებიც თანახმა არიან.წარმოგიდგენია?
-კი,ანიტა ჩემთან ერთად ელაპარაკე ბექას
-ეს უბრალოდ ასეთი გამოთქმაა
-ხო უკვე ვიცი.წავედი ძალიან მეძინება და უნდა დავწვე-გაბრუებულმა უთხრა და ოთახისკენ წავიდა-ძილინებისა
-კარგი,ძილინებისა-მოწყენილმა ტუჩები გაბუშტა.არ მოსწონდა მარტოობა,ძალიან არ მოსწონდა.მთელ სანაცნობოს ჩამოურეკა,იქნებ ვინმეს ეცალოს და დაველაპარაკოო,თუმცა ზოგი არ პასუხობდა,ზოგსაც არ ეცალა.ინტერნეტში შევიდა,ცოტა ხანი სოციალურ ქსელებში იბოდიალა.შემდეგ ეზოში გავიდა,სარწეველაში ჩაჯდა და ცოტა ხანი მუსიკის მოსმენით გაირთო თავი.საათი პირველის წუთებს უჩვენებდა როცა მიხვდა რომ კიდევ არ ეძინებოდა და საშინლად უნდოდა ვინმესთან ლაქლაქი.ბოლოს გამოუვალ სიტუაციაში მყოფი დიტოს საძინებელი ოთახის კართან აიტუზა და ფრთხილად დააკაკუნა.ხმას არავინ იღებდა,შემდეგ იგივე უფრო ძლიერად გაიმეორა
-ანიტა შენ ხარ?-დიტოს დაბოხებული ხმა შემოესმა
-ხო დიტო მე ვარ-საწყლად უპასუხა და ჩხუბის მოლოდინში აიწურა.მალევე გაიგო სწრაფი ნაბიჯის ხმა და კარებში ნამძინარევი დიტოს სახე გამოჩნდა
-რა გჭირს ანიტა?რამე დაგემართა?რამე გტკივა?ცუდად ხარ?-აღელვებული იყო და სიტყვებს ერთიანად აყრიდა
-არა,უბრალოდ მოვიწყინე და ვინმესთან ლაპარაკი მინდოდა-ამის თქმაღა მოასწრო დიტოს განრისხებულ თვალებს რომ გადააწყდა და იმ წამსვე გაჩუმდა.ცივად უთქმელად მიტრიალდა ბიჭი და საწოლზე დაემხო.
-არ მინდოდა შენი გაღვიძება-თავი იმართლა და უკან აედევნა-უბრალოდ ვინმესთან საუბარი მინდა.
-ანიტა,ახლა რომ შენ არ ყოფილიყავი და ვინმე სხვა მოქცეულიყო ასე,დარწმუნებული იყავი ამ სახლში ერთი წუთითაც აღარ დარჩებოდა.ამიტომ სანამ კიდევ კარგ ხასიათზე ვარ ჯობია სწრაფად გახვიდე და ხვალამდე არ დამენახო!
-დიტო გთხოვ რა!ხო იცი როგორ მიყვარს ლაპარაკი ვერ გავუძლებ
-გოგო, შენ ვაფშე ნორმალური ხარ???ღამის პირველზე მაღვიძებ ვისაუბროთო,რა უნდა გიყო ახლა შენ-ხმამაღლა ლაპარაკობდა და ხელებს აქეთ-იქეთ იქნევდა.
-კარგი რა დიტოო-თავისას არ იშლიდა ანიტა,რადგან იცოდა დიტოს გარდა სხვა არჩევანი არ ქონდა-უბრალოდ დავჯდები და ვილაპარაკებ.შენ თუ გინდა მომისმინე,თუ გინდა არ მომისმინო უბრალოდ მე ვილაპარაკებ
-ღმერთო,რა შეგცოდე ასეთი-მოთმინებადაკარგულმა სახეზე ხელები აიფარა.გოგონამ კი ეს თანხმობად ჩათვალა და საწოლზე კომფორტულად ჩამოსკუპდა-რა ჯანდაბას აკეთებ-დიტომ გაკვირვებულმა გადახედა
-ვჯდები რომ ლაპარაკი დავიწყო
-შენ რა მართლა აპირებ მთელი ღამე ჩემ გვერდით იჯდე და გაუჩერებლად ილაპარაკო?
-დიახ,ჩუმად ვილაპარაკებ და ხელს არ შეგიშლი-კმაყოფილმა დაუქნია თავი და ლაქლაქი დაიწყო...
მართლა არ გაჩერებულა,ძალიან დიდი ხანი,გაუჩერებლივ საუბრობდა.მალევე დიტომ ხმას შეეგუა და თვალები მილულა.თითქოს სადღაც შორიდან ჩაესმოდა ნაზი,ხავერდოვანი,ჩუმი ხმა და იავნანას აგონებდა.ანიტას კი იქამდე არ შეუწყვიტავს სანამ თვითონაც დაღლა არ იგრძნო და იქვე არ ჩაეძინა.
გადარეულმა ანიტამ უჟმური დიტო მოარჯულაო,ასე ხუმრობდნენ ბავშვები,რაზეც დიტო იღრინებოდა და ყველას ცალ-ცალკე ემუქრებოდა.სინამდვილეში კი უცხო და დაკვირვებულ თვალს ხომ არაფერი გამოეპარება.ყინული თანდათან ლღვებოდა,თანაც ეს დიტოსაც ძალიან აშინებდა და უკვირდა. როგორ შეიძლებოდა გულგრილი დარჩენილიყო როცა ანიტა უზომო მზრუნველობას იჩენდა მის მიმართ,ყოველ დღე აცინებდა როცა ჩვეულებრივ თვეში ერთხელაც კი არ იღიმოდა.ამ ყველაფერთან ერთად კი გოგონას უბრალო,ნამდვილი და კეთილშობილი შინაგანი სამყარო ყოველდღიურად გაოცებას იწვევდა დიტოში..
-ანიტა არ არის საჭირო ყოველდღე დილით ადრე საუზმე მიკეთო.შენი საქმეებიც გეყოფა-ყოველ დღე ერთსა და იმავეს უმეორებდა,გოგონა კი თავისას მაინც არ იშლიდა
-ოო ისევ დაიწყე.ხომ გითხარი რომ უბრალოდ მომწონს როცა შენზე ვზრუნავ
-მე კი არ მომწონს რომ წუხდები
-არ ვწუხდები.მოდი ნახე შენი საყვარელი ბლინები დაგიცხე.-ასე შეაწყვეტინებდა ხოლმე,ბიჭსაც ცდუნება სძლევდა და მადიანად შეექცეოდა საყვარელ საუზმეს.
ასე გადიოდა დრო.თითქმის უცვლელად,რუტინულად ერთი და იგივე ხდებოდა.მოწყენით კი არც ერთი არ იწყენდა.პირიქით,სახლიდან გასულნი ერთ სულზე იყვნენ როდის დაბრუნდებოდნენ შინ და ერთმანეთს ნახავდნენ.ისე შეეჩვივნენ ამ ყველაფერს,ჩვეულებრივადაც კი მიაჩნდათ და სულაც არ ფიქრობდნენ რომ რეალურად მათი დამოკიდებულებები ჩვეულებრივისგან რადიკალურად განსხვავდებოდა.
რაც შეეხება ლევანსა და ლანას,მცირე დროში ისე დაახლოვდნენ რომ უკვე ერთად ცხოვრებასაც გეგმავდნენ.ნოემბრის ბოლოს ოფიციალურად აპირებდნენ ხელის მოწერას,თუმცა გრანდიოზული ქორწილი არცერთს არ სურდა. ისე კარგად უგებდნენ ერთმანეთს,იმდენად ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდათ,ყველა აღტაცებაში მოჰყავდათ.
ცვლილებები იყო ეკაკოსა და ბექას ცხოვრებაშიც.მათი ურთირთობა გარდამტეხ ფაზაში იყო.ყველაფერი უნდა შეცვლილიყო,ყველაფერი,რადგან ბექას გერმანიაში გადასვლა უწევდა,ეკაკოს თბილისში დატოვება კი არ უნდოდა.
-დღეს უნდა დაველაპარაკო-უთხრა ბექამ დიტოსა და ლევანს
-დაგთანხმდება-დაამშვიდა დიტომ
-მეც ეგრე მგონია-მხარი აუბა ლევანმა
-და უარი რომ მითხრას?ან მშობლები რომ არ დათანხმდნენ?მერე რაღა უნდა ვქნა
-კარგი რაა,მგონია რომ წამოგყვება,მაგრამ რომც არ გამოვიდეს,ვიცი,დაგელოდება
-დიტო არ მინდა რომ მელოდოს.წლებია უკვე მიყვარს,ვუყვარვარ.რატომ უნდა წავიდე მარტო, როცა შეიძლება ჩემ საყვარელ ადამიანთან ერთად ვიცხოვრო.
-მართალია,ტყუილად არ ღირს დროის დაკარგვა.დაელაპარაკე-ურჩია ლევანმაც
-ეს ორი ყურებამდე შეყვარებული ბიჭიკო ნახეთ რაა-გაეცინა დიტოს
-ბიჭიკო უეჭველი ანიტამ გასწავლა-დის გახსენებაზე გაეღიმა ბექას
-კი ანიტამ მასწავლა, ანიტამ-მისი სერიოზული სახე ანიტას გახსენების შემდეგ იდუმალმა ღიმილმა შეცვალა…
***

-ესეიგი წამოხვალ?-ბიჭს ხმა სიხარულისგან უთრთოდა
-კი წამოვალ-გოგონასაც არანაკლები მღელვარება დატყობოდა
-დარწმუნებული ხარ?
-რა თქმა უნდა
-ანუ გერმანიაში გამომყვები?-კიდევ ერთხელ დასარწმუნებლად კითხა
-ქვეყნის დასალიერშიც გამოგყვები-თვალებანთებულმა მიუგო და მთელი ძალით ჩაეხუტა

***
შესავლელში გაუჩინარებულ წყვილს ისევ უქნევდა ხელს და თვალებზე მომდგარ ცრემლს გადმოსვლის უფლებას არ აძლევდა.
-წავიდნენ უკვე ანიტა-მხარზე ხელი გამამხნევებლად ჩამოადო დიტომ და გასასვლელისკენ უბიძგა-ჩვენც წავიდეთ
-მართლა წავიდნენ?
-ანიტა ხომ იცი რომ ხშირად ჩამოვლენ ხოლმე.
-კი ვიცი-თავი დაღუნა და კარებისკენ დაიძრა-ესეიგი წავიდნენ…მიმატოვეს…
მთელი დღე ანიტა უხმოდ მიმოდიოდა სახლში და ერთხელაც კი არ გაუღიმია.არც დიტო აძალებდა გამხიარულებას იმის მიუხედავად რომ მისი ასეთ მდგომარეობაში ნახვა ძალიან თრგუნავდა.საღამოს ადრე დანაწილდნენ თავიანთ ოთახებში და დილამდე აღარ გამოჩენილან
თვალები მაღვიძარას დარეკვამდე გაახილა.ჰაერში ანიტას მომზადებული საუზმის სუნი რომ არ ტრიალებდა ეუცნაურა.მერე გუშინდელი გაახსენდა და მიხვდა,ხასითზე არ იქნებაო.ნელა წამოდგა,მოემზადა და სახლი დატოვა.დააკლდა დილით გოგონას ღიმილიანი და კმაყოფილი სახე რომ ვერ ნახა,თუმცა რას გააწყობდა,საღამომდე უნდა მოეთმინა...
ოფისიდან დაღლილი გამოვიდა.სუპერმარკეტში შეიარა და რაც ანიტას უყვარდა ყველაფერი იყიდა .სახლში ბედნიერი მიდიოდა,რადგან იცოდა იქ გოგონა დახვდებოდა.ბილიკი გაბადრულმა გაირა, თუმცა სახლში შესულს ანიტა სულაც არ შეგებებია.
-ანიტა სახლში ხარ?-დაიძახა,თუმცა ხმა არავინ გასცა.მთელი სახლი დაიარა,გოგონა კი არსად ჩანდა.ტელეფონი მოიმარჯვა,ნომერი აკრიფა და დაელოდა როდის აიღებდა.პასუხი ერთ ხანს არ იყო,მაგრამ მალევე შესვლის ზარი მიწყდა და სიჩუმე ჩამოწვა
-ანიტ…
-ნიკო გააჩერე მანქანა.არ მიყვარხარ!გააჩერე-ანიტა მთელ ხმაზე ღრიალებდა.დიტო ერთ ადგილას გაშრა.ძარღვები დაეჭიმა და ხელები მომუშტა
-გაჩუმდიი!-ერთი უღრიალა-იმ დიტოს როგორ არ ვჯობივარ.შემიყვარებ,აი,ნახავ!აუცილებლად შემიყვარებ.ახლა ვეღარავინ გიშველის-მაშინ გაიაზრა რომ დიტომ ანიტა გაიტაცა,სწრაფად გავარდა სახლიდან და მანქანაში ჩახტა
-შენ წყნეთის სახლში მივდივართ ხო?გვიპოვიან აუცილებლად გვიპოვიან და არ შეგრჩება იცოდე!-დიტო მიხვდა რომ ანიტა ნიშანს აძლევდა.სწრაფად დაქოქა მანქანა და მთელი სისწრაფით გააქროლა
-ნუ გეშინია მაგ წყნეთის სახლზე არავინ არაფერი იცის,ამიტომ ვერავინ გვიპოვის-უკვე აღარ უსმენდა.ტელეფონი გამორთო და ლევანს გადაურეკა,წყნეთის სახლის მისამართი რომ გაეგო.
-ვიპოვი მაგ ნაბი*ვარს და არ ვაცოცხლებ,არ ვაცოცხლებ!

თვეები უთვალთვალებდა ნიკო ანიტას.თითოეულის ნაბიჯი შეისწავლა და გეგმაც დასახა.სულაც აღარ აჩერებდა ის ფაქტი რომ ანიტა გათხოვილი იყო… საბოლოოდ ნაბიჯის გადადგმა ბექას წასვლამ გადააწყვეტინა.სახლთან ჩაუსაფრდა გოგონას,ჯერ ყოყმანობდა,მაგრამ როცა უკვე მიხვდა ან ახლა უნდა წამოეყვანა ან ცოტა ხანში დიტოც მოვიდოდა. საბოლოოდ დარწმუნდა თავის გადაწყვეტილებაში. სახლში ააკითხა და დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად,მაინც წამოიყვანა.საბედნიეროდ გოგონამ ტელეფონის დამალვა მოახერხა და შესაფერის დროს დაელოდა რომ ვინმესთვის ხმა მიეწვდინა.
-ნიკო,საბოლოოდ გაფრთხილებ.დააბრუნე მანქანა-შიშისგან ხმას ვეღარ იმორჩილებდა ანიტა
-ანიტა მოკეტე!-ბოლო ხმაზე დაუღრიალა,ჭკუიდან შემცდარმა ნიკომ
-არ გიყვარვარ შენ მე.უბრალოდ ამოჩემებული გყავარ,ვერ აიტანე რომ სხვა შევიყვარე.არ გიყვარვარ და არც მე შემიყვარდები არასდროს.გააჩერე მანქანა და გპირდები ამ შემთხვევას დავივიწყებ-ევედრებოდა გოგონა თუმცა უშედეგოდ
-ანიტა მოკეტეთქო-ხელი მთელი ძალით კრა და გოგონამ თავით მინას შეასკდა
-გიჟი ხარ,ნიკო!გიჟი ხარ!თავი გამიტეხე,შე არაკაცო
-ეს რა ჯანდაბაა!-სარკეში უცხო მანქანა შენიშნა და სიჩქარეს უმატა.
-დიტოა!ხომ გითხარი მოგვაგნებსთქო!გააჩერე მანქანა-გული სიხარულით აუფართხალდა.იმედი მიეცა რომ დიტო უშველიდა
-უხ შენი…შენ გაააგებინე ხოო?-მთელ ხმაზე ღრიალებდა და სიჩქარეს არ უკლებდა.უკან ადევნებული მანქანა კი სიგნალებით უფრო და უფრო უახლოვდებოდა.ცოტა ხანში გვერდით გაუთანაბრდა,მძღოლის მხრიდან საბარგულს დაეჯახა და მანქანა მწყობრიდა გამოიყვანა.ნიკომ ისევ დაიმორჩილა საჭე და კვლავ სცადა გაქცეოდა,თუმცა დიტომ იგივე მოძრაობით ავტომობილი გზიდან გადაიყვანა და ბოძს შეაჯახა.
-ახლა შენ თავს დააბრალე ნიკო- უთხრა ანიტამ და როცა მანქანიდან გაქცეულ ბიჭს თვალი მოკრა სიმწრით გაეცინა
-მოდი აქ შენი…-გემრიელად შეაკურთხა დიტომ და უკნიდან წამოეწია.გამეტებით სცემდა ბიჭს,რომელსაც სახეზე ხელების აფარება ვერ შველიდა.მთელი სახე დალურჯებოდა და პირიდან სისხლს აფურთხებდა.
-დიტო გთხოვ შეეშვი-მანქანიდან აახლდა გადმოსულმა ანიტამ მხარზე ხელი დაადო და ბიჭიც გონს მხოლოდ მაშინ მოეგო .ნიკოს ხელი გაუშვა და დაემუქრა,ანიტას აღარ გაკარებოდა.
-ანიტა თავი…სისხლი გდის!-უკან შემოტრიალებულმა ამის თქმაღა მოასწრო და გოგონას უგონო სხეული მის მკლავებში ჩაესვენა…

ნელა გაახილა დამძიმებული თვალები და მხედველობის დასაწმენდად ხელით მოისრისა.
-ჰეიი კარგად ხარ?-სკამზე მჯდარი დიტო შეამჩნია და გაუღიმა
-დიტო…არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო
-ისიც საკმარისი იქნება უსაფრთხოდ თუ იქნები-თავზე ხელი მზრუნველად გადაუსვა
-რაღაც ამ ბოლო დროს ძალიან კეთილი გახდი.- მისგან თბილი საქციელი გაუკვირდა და ეჭვისთვალით გადახედა-ვკვდებიი??
-გავბოროტდე?-მის ბავშვურობაზე გაეცინა
-არა,ასეთი უფრო მომწონხარ.
-ჰოო
-სულ მომწონდა გოგოს რომ იტაცებდნენ,მაგრამ ასეთი ვირი თუ მომიტაცებდა ოდესმე, არ მეგონა
-რა მოგწონდა?-გულიანად გადაიხარხარა დიტომ
-რა გაცინებს?მომწონდა ოღონდ აი,გოგოსაც რომ უყვარს და თავის დაფასების გამო არ მიყვება.მერე ბიჭი რომ იტაცებს და ცხოვრობენ ერთად დიდხანს და ბედნიერად
-მეღადავები ხო?-ვერ იჯერებდა დიტო
- რა არის საღადაო.იცი რამდენი ქორწინება გამართლებულა მოტაცების შემდეგ?-თავი იმართლა და ნაწყენმა ტუჩები გაბუსხა
-მგონი შენი ტვინის შერყევა ზედმეტად რთული სიმპტომებით ვლინდება
-ტვინიის შერყევა ააააქვს??-ოთახში ახლად შემოსულმა გიორგიმ ბოლო ხმაზე იღრიალა
-თავი მტკივა რა გაღრიალებს-სახე დამანჭა ანიტამ
-ვაიმე ჩემიი ალქაააჯიიიი,რა დღეშიი ჩაააგდეეეს- ოსტატი დამტირებელივით მოთქვამდა გუკა,გიორგი კი გულიანად ხარხარებდა
-გეფიცები, სერიოზულად ვფიქრობ ხოლმე ფსიქიატრიულში დავრეკო და ესენი გავატანო-თავის ქნევით ჩამოჯდა ლევანი სავარძელზე.ლანა კი შეწუხებული სახით წინ დაუდგა ანიტას
-თავს როგორ გრძნობ?-მზრუნველად კითხა გოგონამ
-კარგად ვარ ლან,არაფერია სანერვიულო.ჩემებს არ უთხრათ რა.
-მამაშენს ვუთხარი უკვე და მათთან სალაპარაკოდაა წასული,თუმცა ხათუნამ არაფერი იცის-უთხრა დიტომ
-აუ,ჩვენი დიტუნა რა გმირიაა,აზროობთ?-ისევ გიორგიმ დაიწყო
-აზრობთ რაღა ჯანდაბაა?-გაკვირვებულმა გადახედა ლანამ
-ეეე ლანუსი,ლანუსი.აზრობთ ანუ იგივე ხვდებით-განუმარტა გუკამ
-მადლობთ, ბიჭებო, რომ განმანთლეთ-გაეცინა გოგონას
-ესენი თუ არ გავყარე, ამ გოგოს ცუდად გავხდით-გაიღიმა ლევანმა.ანიტას დაემშვიდობა და ყველა ერთიანად გარეთ გაიყვანა.
-რა გიჟები არიან-თავი გააქნია დიტომ
-მალე გამწერენ ხო?-მავედრებელი თვალებით გადახედა
-კი,ერთ საათში სახლში იქნები
-მომენატრა ჩვენი სახლი
-ჰო,ჩვენი სახლი-თავისთვის ჩაილაპარაკა და ანიტას თმებთან თამაში განაგრძო
***
-დიტოოოო-რაც შეეძლო ხმამაღლა ეძახდა ბიჭს და სიცილს ძლივს იკავებდა.
მთელი დღით დიტომ ანიტაზე მზრუნველობა ითავა,ამიტომ ამით გათამამებული გოგონა მომენტს ხელიდან არ უშვებდა.
-მომაქვს ანიტა მომაქვს!-ხელში საყვარელი სასუსნავებით მოდიოდა
-მმმ…ესენი ჩემთვის იყიდე?
-დილით საუზმე რომ არ მომიმზადე,მივხვდი,ცუდ ხასიათზე იყავი
-ესეიგი მოგწონს ხომ ჩემი მომზადებული საჭმელები-თვალები ეშმაკურად აუციმციმდა
-შეიძლება ეგრეც ითქვას
-მომწონს,ძალიან მომწონს
-რა მოგწონს?
-ის რომ ჩემზე ზრუნავ…და ჩემი გაკეთებული საუზმის გარეშე აღარ შეგიძლია-კმაყოფილმა ჩაიცინა გოგონამ
-მე ეგ არ მითქვამს
-როგორ არა,თქვი!-კისკისებდა ანიტა
-არა არ მითქვამს
-დიახ,დიახ მიმანიშნე
-არა,უბრალოდ როგორც გინდა ყველაფერს ისე იგებ
-ნუ ხარ ბოროტი!მაცადე ბედნიერება!
-კარგი,ჩუმად ვარ-გაეღიმა დიტოს და აღარ შეწინააღმდეგებია.მითუმეტეს ანიტა მართალი იყო.დიტოს ანიტას მომზადებული საუზმის გარეშე აღარ შეეძლო და უფრო უარესი.დიტოს ანიტას გარეშე აღარ შეეძლო!...


***
-ქორწილია გრიალია,როგორ მიხარიაა-დილიდან ბავშვები დიტოს სახლში შეგროვდნენ.
-მოკლეედ გუკაა,მერამდენედ უნდა გითხრა.ხვალ არის ხელის მოწერა.დღეს კი უბრალოდ გოგონები და ბიჭები ცალ-ცალკე გავერთობით.-მეხუთედ ეუბნებოდა ერთსა და იმავეს ანიტა თუმცა უშედეგოდ
-ბაბოი ტკაააც ორ დღიანი ქორწილია-არ ნებდებოდა გუკა
-ბაბოი ტკაც რაღაა?-როგორც ყოველთვის გაურკვევლობაში იყო ლანა
-დედაა ეს კიდე ვერ შეგვეჩვია.ბაბოი ტკაც ანუ ბებიაშენისამ-განუმარტა გუკამ
-აჰამ მივხვდი
-ჰე გაეყარეთ ეხა ბიჭები სახლიდან,გოგოები ცალკე ვართ.
-აუ ისე ლანუშკი შენ დაქალებს არ გამაცნობ?-თვალები აუჟუჟუნა გიორგიმ
-არასდროს!-შეიცხადა ლანამ
-ვაა რატო ტო?რას მიწუნებ
-ბაბნიკი ხარ შენ.ჩემი დაქალები სერიოზულ ურთიერთობებს ეძებენ.-ბავშვურად ჩაიბურტყუნა და ხელები გადააჯვარედინა
-კაი,კაი ჩუმად ვარ
-დიტო რა გჭირს?-აქამდე ჩაფიქრებულ განმარტოებით მდგარ დიტოს,თავზე ანიტა წამოადგა
-არაფერი ისეთი.
-არა,რაღაც ვერ ხარ ხასიათზე
-არაფერია,მე ხომ სულ ესეთი ვარ!
-იყავი,მაგრამ ახლა არ ხარ და რამ დაგასებდიანა მაინტერესებს
-არაფერი ანიტა,უბრალოდ დაივიწყე-აშკარად გაღიზიანებული იყო და ანიტამაც დანებება არჩია
-კარგიი წავედით!-დაიძახა ლევანმა და ერთმანეთის მიყოლებით ყველა გარეთ გალაგდა.
-თავისუფლების ბოლო დღე!-დაიღრიალა გიორგიმ
-მოკეტე!-არც ლევანმა დააკლო და მანქანაში ძალით ჩატენა

დღე ორივე მხარემ სასიამოვნოდ გაატარეს.გოგონებმაც და ბიჭებმაც ბავშვობა გაიხსენეს,ბევრი იცინეს,ითამაშეს და კლუბსაც ესტუმრნენ.მოკლედ ყველა კარგად ერთობოდა და კმაყოფილი იყო.ერთადერთი დიტო იქცეოდა უცნაურად და ნორმაზე ბევრს სვამდა.ყველა ამჩნევდა,თუმცა მიზეზს ვერავინ ხვდებოდა.ბოლოს როგორც იქნა შუა ღამეს დაიშალნენ და სახლებში გადანაწილდნენ,გალეშილი დიტო ლევანმა მიიყვანა სახლამდე.გონს არ იყო,მთელი ძალით ბიჭს ეყრდნობოდა და ფეხებს ძლივს მიითრევდა.ამის შემყურე ანიტა თავიდან არც კი იჯერებდა რომ დიტოს ასე დათრობა შეეძლო,შემდეგ როცა მიხვდა რომ არავინ ატყუებდა,ლევანს მიეშველა და ორივემ ერთიანი ძალით საწოლამდე მიათრია.
-როდის მერე იყო ასე ადვილად თვრებიდა ან საერთოდ ამდენს სვამდა!
-ვერ იყო ხასიათზე დღეს,აშკარად რაღაც ჭირს ,მაგრამ ვერაფერი ვათქმევინე-თავზე ხელი გადაისვა ლევანმა და გასასვლელისკენ გაემართა
-მეც ვეცადე,მაგრამ არაფერი მითხრა.გაგაცილებ
-ღამით ყურადღება მიაქციე რა
-აბა რას ვიზამ,ლევან.ბექა ჩემი წყალობითაა აქამდე ცოცხალი თორემ რომელიმე სიმთვრალის დროს უყურადღებოდ რომ დამეტოვებინა მის საფლავზე მოგვიწევდა სიარული
-ოხ ანიტა,შენ ხო ენაში კაცი ვერ მოგიგებს
-ოოო სიმართლეს ვამბობ-გაჯიუტდა გოგონა
-ვიცი,ვიცი!აბა ხვალამდე!
-ხვალამდე
***
სუსხშეპარულ სიგრილეს დაესადგურებინა.თხელი პლედი გოგონას სხეულს ვეღარ ათბობდა.გამალებით ცდილობდა როგორმე მხრებიდან ფეხებამდე მიეწვდინა თუმცა ამაოდ.ბოლოს კეთილი ინება და თავი გამოაფხიზლა.ოთახს თვალი მოავლო,თუმცა საწოლი ცარიელი დახვდა.სწრაფად წამოდგა სკამიდან და აფორიაქებულმა ბიჭის ძებნა დაიწყო.
-აი,თურმე სად ყოფილხარ-სარწეველაში მჯდომი დიტოსკენ ღიმილით წავიდა-როგორ შემაშინე
-შედი,გაცივდები-ჩახლეჩილი ხმით უპასუხა,ისე რომ მისკენ არც მოტრიალებულა
-დიტო რა გემართება?
-…
-კარგი თუ არ გინდა ნუ მიპასუხებ.-გვერდით მიუსკუპდა და ისევ გაუღიმა
-რას აკეთებ?ხომ გითხარი შედითქო,არც მთელი ღამე მეთვალყურეობა იყო საჭირო.ნასვამი ცუდად არასდროს ვხდები
-დიტო ნასვამი?-გულიანად გადაიხარხარა-ნასვამი კი არა გალეწილი მთვრალი იყავი.
-…-ისევ არაფერი უპასუხა.უსასრულო სივრცისთვის გაეშტერებინა თვალი და სამყაროს მოწყვეტილიყო.
-ვიცი რომ წარსულში რაღაც შეგემთხვა.იმასაც ვხვდები რომ შენი ხასიათის ცვლილება ამითაა გამოწვეული.არაფერს არ გთხოვ,არც გულის გადაშლა მინდა,არც ტყუილს დავიჯერებ.უბრალოდ ნება მომეცი შენს გვერდით ვიყო…-ხმა ათრთოლებული,ანიტა ნელა საუბრობდა.ერთ ხანს ასე სიჩუმეში ისხდნენ,თითქოს ერთმანეთის უსიტყვოდ ესმოდათ და ერთად გლოვობდნენ რაღაც მტკივნეულს,შუბივით ბასრ მოგონებას.
-მტკივა ანიტა,ძალიან მტკივა!-საწყლად ხაოდა-იმდენად რომ უკვე ძალა აღარ შემწევს გავუმკლავდე.გული მეფლითება ყველაფერს რომ ვიხსენებ და უკვე ფიქრიც კი მაშინებს!-თავი ხელებში ჩარგო და ღრიალისმაგვარი ხმა გამოუშვა.ანიტა გახევებული იჯდა და თვალებგაფართოებული მისჩერებოდა ბიჭის ასეთ გარდასახვას.არ იცოდა როგორ ენუგეშებინა,არც ის იცოდა რაზე საუბრობდა,თუმცა მასაც ტკიოდა,დიტოს ტკივილი ტკიოდა.-ათი წელი გავიდა მას შემდეგ,ათი წელი და არაფერი შეცვლილა.ისევ ისე ვგლოვობ,ისევ ისე მტანჯავს.რა უნდა გავაკეთო,ანიტა,მითხარი!
-დიტო…მე…მე…არც კი ვიცი რა მოხდა…ნეტავ შემეძლოს შენი დახმარება…
-თორმეტი წლის იყო მაშინ…დღეს ოცდაორი წლის გახდებოდა…შენსავით ლაღი,გულწრფელი და კეთილი გულის იყო სოფო.რომ არა ის დაწყევლილი დღე,რომ არა ის დაწყევლილი ადგილი,იქნებ დღეს ცოცხალი ყოფილიყო.ან მეტი სიმკაცრის გამოჩენით მაინც გადამერჩინა.ჩემი პატარა,ჩემი პატარა სოფო,ჩემი პატარა დაიკო
-დიტო…-ცრემლები ახრჩობდა და მთელი ძალით ცდილობდა არ ექვითინა.ვერაფრით ანუგეშებდა,მას ხომ ერთადერთი და გარდაეცვალა,რით უნდა დაემშვიდებინა.დიტოსკენ გადაიხარა და ორივე მკლავი შემოხვია-ვერ გეტყვი რომ ოდესმე გაივლის,ვერც იმით განუგეშებ რომ რამე შეიცვლება.არაფერი შეიცვლება!შენ უნდა გაძლიერდე,შენ უნდა ისწავლო ტკივილთან გამკლავება.ნუ იტანჯავ თავს ტკივილის შენახვით,ემოციების დამალვით,გამოხატე ყველაფერი,გაუზიარე ყველას ვისაც ენდობი და უფრო მარტივი გახდება.აქაური ყოფა დროებითია,ბოლოს მაინც ყველას ერთი ბოლო გვაქვს.მანამდე კი ყველა განსაცდელს უნდა გავუმკლავდეთ.მინდა იცოდე რომ მე შენ გვერდით ვარ,და არასდროს,არასდროს ვაპირებ მიგატოვო…
ფორთოხლისფერი მზე ცის თაღიდან ნელ-ნელა იწვერებოდა…უკუნი სიბნელე სადღაც ინთქმებოდა…სიჩუმეში,დილის ბინდბუნდში მხოლოდ ერთმანეთზე ჩახუტებული წყვილი დარჩა,რომელთა გულები გამალებით ძგერდნენ,ერთად…ერთმანეთისთვის…

ახალი წლის ღამე ახლოვდებოდა.ყველა დიდი სიხარულით ემზადებოდა მასთან შესახვედრად.ერთი ალიაქოთი იყო ლევანისა და ლანას ოჯახშიც.მთელი სამეგობრო ახალ წელთან შეხვედრას სწორედ იქ აპირებდა.ცოლ-ქმარი ყველაფერს ერთად ამზადებდა,ამიტომ საღამოს სტუმრებს თავიდან ბოლომდე მომზადებულნი შეხვდნენ…იყო ბევრი ხუმრობა,სიცილი,ჟრიამული…გუკასთან და გიორგისთან ხომ ვერავინ მოიწყენდა,მათ დამატებული ანიტა კი ნამდვილი უფასო ცირკი იყო.
-ესეიგი სვანი მიდის აფთიაქში რა-დაიწყო გუკამ
-შენი ჭირიიმეეე გუკსოონ ოღონდაც ეგ არ დაიწყო და მილიონს მოგცემ-სახე დამანჭა ლევანმა
-რა ჯანდაბა გინდა და დოზანა
-მეხუთასედ ყვები უკვე მაგ ანეკდოტს,დავიზეპირეთ უკვე
-დაგვითვრაა ბიჭიკოოო-გადაიკისკისა ანიტამ
-დათრობა რა შუაშია,დაბადებიდან ჩლუნგი თუ ხარ,გინდ დალიე,გინდ არა-ახარხარდა გიორგიც
-უუხ მე შენ გაჩვენებ ჩლუნგს-გაეჯგიმა შეზარხოშებული,თუმცა შებარბაცდა და უკან გადავარდა.
-შენ თავს გეფიცები ფხიზელი ხარ ას პრაცენტიააან
-კაი,ბიჭო შეეშვი,თავისი გაჭირვებია-გააჩერა დიტომ და ანიტას ხელი გადახვია
-მოიცა,მოიცა თქვენ ძაან ხო არ ჟღურტულებთ,ამდენი ხანია გიყურებთ
-აგაჟღურტულებ მე შენ ესპანურად,ენას თუ არ დაიმოკლებ.
-ვინმემ ჟღურტული ახსენა?-ნაცნობმა ხმამ გაიჟღერა თუმცა აზრზე ვერავინ მოვიდა.
-ბექააააა,ეკაააააკოოოი-ბოლო ხმაზე დაიყვირა ანიტამ და გაღიმებულ ძმას კისერზე ჩამოეკიდა
-ჩემო გოგო,როგორ მომენატრე-მონატრებული დაიკო გემრიელად ჩაკოცნა.
-გამიშვი ჩემი რძალი უნდა ჩავჯუჯღნო…

-აბა,ბაღნებოო რამდენი ხნით ჩამოხვედით?-როცა მონატრებულებთან მოფერებით გული იჯერეს,ყველამ ინტერესით იკითხა
-ერთი კვირით ალბათ…ეკაკო წუწუნებდა ბავშვების გარეშე როგორ შევხვდეე ახალ წელსო და სურპრიზი გავუკეთე
-ჯერ კიდევ შოკში ვარ მე.ნეტავ იცოდეთ როგორ მომენატრეთ
-გადარჩენილი ხარ ეკუნ თორე შენ მოკვლას ვაპირებდი,რატომ არ მითხრა რომ ჩამოდიოდათქო
-ოხ ანიტა შენ გათხოვებამაც ვერ გიშველა ხო?-გაეკრიჭა ეკაკო და მის აწითლებული ლოყები რომ შეამჩნია წარბები შეკრა.
-უი,კიდევ ერთი კარგი სიახლე გვაქვს!ანუუტ შეგიძლია სახლში დაბრუნდე!ყველაფერი მოვაგვარეთ,აღარაფერია საშიში-კმაყოფილმა გაიღიმა ბექამ და სულაც არ შეუმჩნევია დიტოს დაძაბული მზერა.
ფიქრებში ჩაიძირა ბიჭი.ანიტა სახლში ბრუნდებოდა...ვეღარ შეძლებდა მის ყოველდღე ნახვას...მის ხუმრობებზე გულიანადა სიცილს...მის ჩახუტებას...ყველაფერი ძალიან რთულად იყო…იმაზე რთულად ვიდრე წარმოიდგენდა
***
-ანიტა ხვდები ეგ რას ნიშნავს?-საგონებელში ჩავარდნილი ეკაკო ბოლთას ცემდა
-გთხოვ შენც ნუ დამიმატებ-მავედრებელი მზერა მიაპყრო
-არა, გავგიჟდები როგორ მოხდა ეგ ნუ გადამრიე
-შენც გადაგიყვანაა ჩემმა ძმამ ხო თავის აფრებზე-საწყლად ამოიფრუტუნა.ეკაკოც მოლბა და გვერდით მიუსკუპდა
-ანუტ ხო იცი როგორ მიყვარხარ,უბრალოდ შენზე ვღელავ
-ნუ ღელავ,ვიცი რასაც ვგრძნობ და ისიც ვიცი რომ ნამდვილია.
-ანუ გიყვარს?
-მიყვარს!
-დიტოს?
-მასაც ვუყვარვარ!
***
-ყველაფერი შეიცვალა,ყველაფერი შეიცვლება,არ მაპატიებს-სასოწარკვეთილი ლევანი,ლანას გამოჩენას,თავჩაქინდრული ელოდებოდა.ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდაო რომ იტყვიან,სწორედ ისე მოხდა…იდეალური ურთიერთობა მალე დაემსხვრეოდათ.იმის ნაცვლად რომ სიხარულით ავსებულიყო წუხილს მოეცვა.ლანას დაკარგვის შიშს და უიმედობას,რომ გოგონა ყველაფრის შემცვლელ სიახლეს ვერ შეეგუებოდა …
-ლევან რა დაგემართა?-მშვიდად მყოფი ლანა უცებ აფორიაქდა და წამში ქმრის წინ აისვეტა-ფერი არ გადევს!ცუდად ხარ?რა გჭირს??
-არაფერია,ნუ ნერვიულობ.სალაპარაკო გვაქვს-სიტყვებს ერთმანეთზე ძლივს აბამდა
-რა დროს ლაპარაკია, ლევან.სასწრაფოს უნდა გამოვუძახო,სადღაც ვალერიანიც მაქვს-ვერ წყნარდებოდა ლანა
-ლანა შეეშვი,მოდი დაჯექი და უბრალოდ მომისმინე-ბიჭის ხმაში კატეგორიულობა იგრძნობოდა,გოგონამაც თავი დაუქნია და გვერდით მიუჯდა
-რა ხდება?-ძალიან ანერვიულდა,რადგან ასეთი ლევანი არასდროს ენახა.
-ლანა პირველ რიგში სანამ ყველაფერს გაიგებ მინდა იცოდე,რომ მე არაფერი ვიცოდი და ყველაფერი დღეს გავიგე
-მითხარი,ლევან,გამსიკდა გული,ვნერვიულობ
-ლანა,მიყვარხარ!ძალიან მიყვარხარ!პატივს გცემ!და არ მინდა შენი დაკარგვა
-რატომ უნდა დამკარგო,ლევან,გამაგებინე!
-ის გოგო ხომ გახსოვს,შენ გაცნობამდე რომ ვხვდებოდი
-არაარაარა,ლევან მიღალატე?ისევ ის გიყვარს?-ფეხზე წამოიჭრა გაცეცხლებული ლანა
-რას ამბობ,არა,რა თქმა უნდა.ყველაფერი სხვანაირადაა
-ლევან!იტყვი ბოლოს და ბოლოს თუ რას იზამ-მოთმინებადაკარგულმა ამოიოხრა
-დაფეხმძიმდა ჩემგან,ბავშვი გუშინ გააჩინა…-ლანამ ფერი დაკარგა,ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა დივანს და ჩამოჯდა-გეფიცები არაფერი ვიცოდი,დღემდე.არაფერი უთქვამს
-რატომ არ გეუბნებოდა,ახლა ხომ გითხრა!აქამდე რატომ არ გაგიმხილა
-გარდაიცვალა-ისევ თავჩაქინდრული გვერდით მიუჯდა
-რააა??ბავშვიი???
-არა,დედა
-ღმერთო-თვალები აუწყლიანდა
-მშობიარობას გადაყვა.ნაადრევი მშობიარობა დაეწყო…ბავშვი 7თვიანი დაიბადა.სუსტადაა თუმცა მომჯობინდება
-ბავშვს რა ეშველება
-…
-ლევან?!
-არ ვიცი!არავინ ყავს,არც ბებია,არც ბაბუა,ჩემ გარდა არავინ ყავს…
-ლევან,შვილი გყავს!შვილი!პაწაწინა არსება!შენი სისხლი და ხორცი!
-რა გვეშველება ლანა?-საწყლად ამოიხავლა
-შენ ჩვენზე ფიქრობ?ყველაფერი მოგვარდება,პატარა არსებას კი დედას ვერ დავუბრუნებთ.ამას ხვდები?-გული დარდით აევსო ლანას...ეცოდებოდა უდედობისთვის განწირული,ახალდაბადებული არსება...
-ლანა არ ვიციი როგორ მოვიქცე!-სასოწარკვეთა იგრძნობოდა ლევანის ხმაში.ერთ ხანს სიჩუმე ჩამოწვა შემდეგ კი ლანამ ხელი ხელზე მოუჭირა
-ჩვენთან მოიყვანე...-ხმა ჩამწყდარმა მიუგო-ერთად გავზარდოთ
- განა ცოლად რომ მომყვებოდი,ამაზე თანახმა იყავი?-დასევდიანებულმა და ძალაგამოცლილმა გაფართოებული თვალებით გადახედა
-მე შენ მიყვარხარ!და როგორ შემიძლია შენ პატარა ნაწილზე უარი ვთქვა!განა ჩემ სიყვარულს ფასი ექნება?-თვალებში ბედნიერების სხივი აუკიაფდა ლევანს,საყვარელი ქალი გულში მაგრად ჩაიკრა.
-შენ რომ არ მყოლოდი…ნეტავ რამე მეშველებოდა?
-არა,არ გეშველებოდა-ბედნიერმა ჩაიბურდღუნა და მანაც მკლავები სიყვარულით მოხვია
***
პატარა ნიკოლოზი საწოლზე წამოგორებული თავისთვის ღუღუნებდა.ზემოდან ლანა ღიმილით დასცქეროდა და პატარა ლოყებზე ნაზად უსვამდა თითებს.გული გამალებით უცემდა პაწაწინა არსების შემყურე და თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.გული სტკიოდა ობოლი ნიკოლოზის შემყურე.თავს პირობას აძლევდა,რომ უდედობას არასდროს აგრძნობინებდა და როგორც შვილს ისე გაზრდიდა
-ჩემო პაწაწუნა-სიყვარულით ეფერებოდა და დრო და დრო ლოყაზე კოცნიდა.პატარა ნიკოლოზიც თითქოს სითბოს გრძნობსო,ყოველ ტუჩის შეხებაზე იღიმოდა-ნეტავ იცოდე როგორ მიყვარხარ!შენ თავს არავის დავუთმობ!
-ლანა მოვედი!-ახლადმოსულმა ლევანმა მეორე ოთახიდან დაუძახა და ისიც ქმარს სახეგაბრწყინებული შეეგება.
-ყველაფერი მოიტანე?
-ხო აბა-პარკები გაუწოდა
-ლევან,პუდრი არ არის
-აუ ალბათ დამავიწყდა-თავში ხელი შემოირტყა
-წადი დროზე მოიტანე,გამოიწვება ბავშვი.პუდრის გარეშე ხო დაიტანჯება
-ლანა ცოტა ხანში წავალ რაა-საწყლად გადახედა
-არა,არა და არა წადი მიდი მალე გამოსაცვლელი იქნება და გამომწვარ ტაკოებს რა ვუთხრა?!ლევანიკოს პუდრა დაავიწყდა და ნუ გაწითლდებით და ნუ ეტკინებითთქო?
-მთელი დღეა აქეთ იქეთ დავდივარ-ერთი დაიბუზღუნა და კარებისკენ წავიდა-ერთი მაკოცე და წავალ
-მოდი-ლოყაზე მოწყვეტით ეამბორა და კარებისკენ უბიძგა
-ნეტავ იცოდე როგორ მიყვარხარ!მე,შენ და ნიკოლოზი-ჩვენი ოჯახი…
-მეც მიყვარხართ,ლევან!მე ,შენ და ნიკოლოზი-ჩვენი ოჯახი…
***
ერთმანეთის პირისპირ,ორი სილუეტი იდგა.ორივეს დაძაბულობა ეტყობოდა.ერთი რაღაცას გამალებით უხსნიდა,მეორე კი განცვიფრებული უსმენდა...
-…ყველაფრის ღირსი ვარ ვიცი!მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა!შემიყვარდა!ჩემ თავზე მეტად შემიყვარდა! მცემე,მაგინე,მაფურთხე!ყველაფრის ღირსი ვარ,მაგრამ თავს ვერ ვერევი!
-რას მეუბნები!ჩემი პატარა დაა,ჩემი ერთადერთი და!
-გეფიცები,არასდროს შემიხედავს სხვა თვალით,არასდროს,მაგრამ ამ ბოლო პერიოდმა ყველაფერი შეცვალა!
-შენ იცი საერთოდ რას მეუბნები?რა უნდა გიყო ახლა?რას იზამდი ჩემ ადგილას?-თავზე ხელები მიიჭირა
-მცემე
-მერე?აზრი?გადაიყვარებ?
-არა!
-მართლა გიყვარს?
-სიგიჟემდე-სიჩუმე ჩამოწვა
-როგორ არ მინდა ახლა შენი მესმოდეს!მაგრამ მესმის!როგორ მინდა ახლა შენი ცხვირ-პირის მინგრევის სურვილი მქონდეს!მაგრამ არ მინდა!-ცოტა ხანი ისევ გაჩუმდა,თითქოს ძალას იკრებსო-გიცნობ და გენდობი! სხვა რომ ყოფილიყავი აქ,ჩემ წინ,ცოცხალი ვეღარ იდგებოდი,ეს დაიმახსოვრე!მერე მეორე…
-ვიცი!მეორე ვიცი!არასდროს ვატკენ გულს,ჩემ თავზე მეტად გავუფრთხილდები და სიცოცხლის ბოლომდე ასე მეყვარება-ბედნიერება შეპარულმა დამაჯერებლად უპასუხა
-ახლა რას აპირებ?-თითქოს არაფერი მომხდარაო ისე კითხა
-გეგმა მაქვს…
***
იმ წლის პირველი თოვლი მოსულიყო.ლამპიონების შუქზე ლამაზად ბარდნიდა.ქუჩები სულ მთლად გადათეთრებულიყო,თითქოს თბილი თეთრი ქურქი წამოეხურაო.ანიტა თავისი ოთახის ფანჯარაზე წამომჯდარი,ჩაფიქრებული შესცქეროდა კანტი-კუნტად მიმავალ მანქანებს.უეცრად ნაცნობ ავტომობილს მოკრა თვალი,რომელიც ფანკრის წინ ნელა შეჩერდა. მალევე მანქანიდა გადმომავალი დიტოს სილუეტიც გამოჩნდა.ხელით ანიშნა, დაბლა გელოდები და ჩამოდიო.
ხრაშუნ-ხრაშუნით გაიარა ტროტუარი და გზა სწრაფად გადაკვეთა,გაყინული მანქანაში ჩახტა და ხელი გამათბობელს მიუშვირა.ბიჭისკენ არც იყურებოდა,თვალს არიდებდა და არც ხმას იღებდა.მხოლოდ მაშინ გადახედა გაკვირვებულმა,მანქანა რომ დაიძრა.
-ხუთი წუთი ჩამოვედი,დიტო.სეირნობის დრო არ მაქვს-გაღიზიანებულმა მიუგო და საპირისპირო მხარეს გაიხედა
-არც მე ვაპირებ სეირნობას-ლაღად მიუგო და სიჩქარეს უმატა
-აბა, რას აკეთებ?!ხომ გითხარი ხუთ წუთში უნდა ავბრუნდეთქო-ჯიუტობდა გოგონა
-რას ვაკეთებ და მოგიტაცე-მშვიდად უპასუხა,ანიტას ისტერიულ ხარხარზე კი მასაც გაეცინა
-რა ქენი??-სული ძლივს მოითქვა
-მოგიტაცე!-მტკიცედ უთხრა
-რა გინდა იუმორიც დახვეწე,ახლა მოაბრუნე მანქანა!
-ანიტა ვერ გაიგე?მოგიტაცე!მო-გი-ტა-ცე! განა შენ თვითონ არ მითხარი ვგიჟდები გოგოებს რომ იტაცებენო?ხოდა მეც მოგიტაცე!ვსო
-შენ ხო არ გაგიჟდი,ბექა გარეკვას!რაებს ამბობ!მოაბრუნე მანქანა!ნამდვილად არ მინდა ორ მეგობარს შორის განხეთქილების მიზეზი ვიყო-ხმაში შიში შეეპარა და ცვალების ცეცებას მოყვა
-ველაპარაკე უკვე ბექას და ნუ ღელავ,თანახმაა!-ანიტას თვალები გაუფართოვდა.ჯერ მთელ ტანში სიამოვნების ტალღებმა დაურა,შემდეგ სიხარულის ბოლოს კი ბედნიერების
-დიტო მითხარი რომ არ მატყუებ!
-არ გატყუებ,ანიტა!ოდესმე მომიტყუებიხარ?
-დიტო,სულ გაგიჟდი ხო??
-კიიი,შენ გამაგიჟე-ერთმანეთს გადახედეს და მართლაც გიჯებივით სიცილი დაიწყეს.თითქოს მთელ სამყაროზე მხოლოდ ისინი დარჩენილიყვნენ.დიტო და ანიტა,ანიტა და დიტო!-ახლა შენი ჯერია!-ეშმაკურად გადახედა ბიჭმა
-არა,არა!
-მითხარი თორე დავაბრუნე მანქანა!
-არა!
-ანიტა!
-არა!
-კარგი ვბრუნდები!-საჭე სწრაფად მოატრიალა
-კარგი,გეტყვი,გეტყვი-დანებების ნიშნად ხელი აწია
-გისმენ!-კმაყოფილი გაიბადრა დიტო
-მეც
-რა შენც?
-რა და ჯანდაბა!
-ანიტა!
-მეც მიყვარხარ,დიტო!-სწრაფად მიაყარა და გვერდით მჯდარს მთელი ძალით გადაეხვია-ძალიან მიყვარხარ!
ვინ თქვა სიყვარულს სასწაულების მოხდენა არ შეუძლიათო.სიყვარულია ყველაზე ძლიერი წამალი და მკურნალი დედამიწაზე… შეყვარებული ადამიანი კი ყველაზე ძლიერია,ყველაზე მართალი,ყველაზე გულწრფელი… უნდა გიყვარდეთ!მთელი გულით,მთელი არსებით! და როცა გიყვარს,შეუძლებელს შეძლებ,გაუკეთებელს გააკეთებ და აუტანელს აიტან! სიყვარული გადაგვარჩენსო,ამბობენ,ვინ იცის…იქნებ მართლაც!...
დასასრული...
აი,მეც დავბრუნდი...არ ვიცი როგორი გამომივიდა,მაგრამ ისე მომენატრეთ,არ შემეძლო არ დამედო.როგორც წინა ისტორიაზე მთხოვეს,შეძლებისდაგვარად მოცულობა გავზარდე.მოუთმენლად ველოდები თქვენ შენიშვნებს,რომლებსაც მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებ... <3 მიყვარხართ მე თქვენ <3



№1 სტუმარი სტუმარი ანი

ძაან კარგია სულმოუთქმელად წავიკითხე❤

 


№2 სტუმარი 123

avyiravdi sicilit prosta dzaan magari xar

 


№3  offline წევრი winter girl

სტუმარი ანი
ძაან კარგია სულმოუთქმელად წავიკითხე❤

ძალიან,ძალიან მიხარია <3 მადლობა რომ წაიკითხე <3

123
avyiravdi sicilit prosta dzaan magari xar

ვაიმეე,ძალიან დიდი მადლობა <3 უზომოდ მიხარია რომ მოგეწონა <3

 


№4 სტუმარი სტუმარი Black angel

Auu ra sayvarloba iyo dzalian momewona

 


№5  offline წევრი ♛QâmêLêøñi♛

ვერც კი წარმოიდგენ რა მაგარი გოგო ხარ. ვერც კი წარმოიდგენ რამხელა ბედნიერება მომანიჭე ამ ისტორიით. გრამატიკას და შეცდომებს არ ვაქცევ ყურადღებას. ეგ ჩემი საქმე არაა. უმნიშვნელოა პირადად ჩემთვის. ძააან ბევრი ვიცინე მომენტებშიც. მადლობა რომ ეს ისტორია გამიზიარე

 


№6  offline წევრი winter girl

სტუმარი Black angel
Auu ra sayvarloba iyo dzalian momewona

ძაალიაან მიხარია <3 მადლობა შენ რომ წაიკითხე <3

♛QâmêLêøñi♛
ვერც კი წარმოიდგენ რა მაგარი გოგო ხარ. ვერც კი წარმოიდგენ რამხელა ბედნიერება მომანიჭე ამ ისტორიით. გრამატიკას და შეცდომებს არ ვაქცევ ყურადღებას. ეგ ჩემი საქმე არაა. უმნიშვნელოა პირადად ჩემთვის. ძააან ბევრი ვიცინე მომენტებშიც. მადლობა რომ ეს ისტორია გამიზიარე

რა ვქნა ვიცეკვოო? ვიხტუნოო?ვიყვიროო? ჩათვალე რომ ყველაფერიი გავაკეთეე ისე გამახარა შენმა კომენტარმა... მე შენმა კომენტარმა მომანიჭაა უდიდესი ბედნიერება,ამისთვის კი ასეთივეეე უუუუუდიდესიი მადლობა <3

 


№7 სტუმარი cici

ძალიან კარგი ისტორიაა :) ასე განაგრძე

 


№8  offline წევრი winter girl

cici
ძალიან კარგი ისტორიაა :) ასე განაგრძე

ძალიან დიდი მადლობა <3

 


№9  offline წევრი izabella

საკმაოდ პოზიტიური ისტორია იყო, მომეწონა. იყო გაპარული ხარვეზებიც, მაგრამ ეგ არაფერი, მაინც კარგი გოგო ხარ.

 


№10  offline წევრი winter girl

izabella
საკმაოდ პოზიტიური ისტორია იყო, მომეწონა. იყო გაპარული ხარვეზებიც, მაგრამ ეგ არაფერი, მაინც კარგი გოგო ხარ.

ძალიან დიდი მადლობა <3 ვერ მოვასწარი გადახედვა და ფაქტობრივად გაუსწორებელი ავტვირთე,შემდეგში მეტ ყურადღებას მივაქცევ.<3 ძალიან გამახარა ამდენი ხნის შემდეგ თქვენმა კომენტარმა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent