მე და შენ.
ერთი წელია გიცნობ და მგონი ამ ერთი წლის მანძილზე პირველად დამესიზმრე. პირველად, გესმის? ისიც კი მახსოვს, სიზმარში რა გეცვა.. წითელი ზოლიანი მაისური, მართალია ვერ ვიტან ამ მაისურს მაგრამ მაინც გიხდება რაღაცნაირად.. ჩემი ფანჯრის რაფაზე ზიხარ და გიჟივით მიცინიხარ. გეჩხუბები რომ წახვიდე! აი ასე! ჩაალაგო შენი მოგონებები ჩემოდანში და წახვიდე მაგრამ გულის სიღრმეში არ მინდა შენი გაშვება. დიალოგიც კი მახსოვს! გეხვეწებოდი რომ წასულიყავი შენ კი საიდანღაც გამოგონილი სიმშვიდით მისმენდი და ლამაზ სიტყვებს მეუბნებოდი. მე და შენ. ჩვენ. ჩემი ფანჯრის რაფაზე ვზივართ, შენ ცხვირზე მკოცნი და იცინი. მე? მომენტით ვტკბები, ალბათ გულის სიღრმეში ვიცი რომ ეს ყველაფერი სიზმარია მაგრამ მაინც.. მერე არ ვიცი რა ხდება... მაგრამ ერთი ვიცი რომ გამოღვიძებულს შენ ვეღერ გხედავ. ისტერიული ტირილი მივარდება. ლოგინიდან ადგომა არ მინდა, მგონია რომ ისევ აქ ხარ, მგონია რომ არ წახვედი.. მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი! არასდროს! არცერთ ეპოქაში არ ამიხდება ეს სიზმარი. იმის გაცნობიერება არ მინდა რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო.. არ მინდა... არ მინდა ისევ იმ რეალობაში დავბუნდე სადაც შენ არ ხარ! მენატრები! მენატრები! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.