შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.მეორე ნაწილი თავი 10.


14-09-2018, 05:49
ავტორი zia-maria
ნანახია 5 093

წვიმს,წვრილი წვიმა ნელა ნელა ასველებს ქვაფენილს.წვიმს და თითქოს წვიმა წმენდს სამყაროს სიბინძურისგან,ბოღმისგან,სიძულვილისგან წმენდს ქალაქს ბინძური ბაქტერიებისგან.გრძნობს როგორ სველდება წვიმაში,მაგრამ ისეთი შეგრძნება აქვს თითქოს ეს წვიმა მისი ნიღაბია და მასთან ერთად იცლება ემოციებისაგან.ვერ გაჩერდა გიორგისთან და გვიან სახლში დაბრუნდა.ვერც დაიძინა, ვერანდაზე გავიდა და სიგარეტს მოუკიდა,სიბნელეს და წვიმას სიგარეტის თეთრი კვალი შეუერთდა და ხედავდა როგორ იშლებოდა დიდ შავ და ნესტიან სივრცეში სიგარეტის გამონაბოლქვი.არ ახსოვს როდის გაჩნდა მშობლების საძინებლის კართან,არ უნდოდა მათი საუბარი მოესმინა მაგრამ უეცრად ისეთ უცნაურ საუბარს შეესწრო დაიბნა, აზრს ვერ ჩაწვდა მაგრამ გაეღიმა,შემდეგ უაზროდ მოეჩვენა ეს ყველაფერი.გულით შეებრალა დედა,თურმე რამდენ რამეს ითმენს,რამდენ რამეს მალავს.ერთი სული ჰქონდა კარი გაეღო და ორივესათვის თვალებში ჩაეხედა და იქ,სწორედ იქ დაინახავდა სიმართლეს და შემდეგ ორივეს იძულებულს გახდიდა მისთვის სიმართლე ეთქვათ.მაგრამ თავი შეიკავა,ისედაც მთელი დღის ნანერვიულებს კიდევ აღარ დაუმატა სადარდებელი,მაგრამ ვერ ისვენებდა და ერთი სული ჰქონდა სიმართლე გაეგო.გადაწყვიტა დილას დალოდებოდა,არც დაწოლილა იფიქრა ჩამეძინება და ვერ გავიგებ მათ ადგომას,მისაღებში იჯდა და წინ საფერფლე ედო რომელიც გაავსო სიგარეტის ნამწვავებით,ოთახი კი თეთრ ბოლში იყო გახვეული.დილით დივნის კიდეზე თავმიდებულს დაადგა ბექა თავზე და ზემოდან დახედა.
-რა დროს მოდი,აქ იყავი მთელი ღამე არ დაწექი?
-არა მამა,არ დამეძინა რადგან თვენგან რაღაცის ახსნას ველოდები.
-ლუკა ვაღიარებ,რომ ორივეს ზედმეტი მოგვივიდა,ეკატერინეს ვიცნობთ და მისი საწინააღმდეგო არაფერი არ გვაქვს.
-ლუკა სახლში ხარ? ეს სიგარეტი ყველა შენ მოწიე ან რა დროს დაბრუნდი სახლში,გიორგიმ იცის რომ წამოდი? ანა გაოცებული უცქერდა ლუკას რომელიც უხმოდ უცქერდა დედას და ხმას არ იღებდა,შემდეგ კი მკაცრი ხმით უთხრა ორივეს.
-დაჯექით.
-რა ხდება ლუკა.
-მამა ორივემ ამიხსენით რა ხდება.
-რა ხდება,რა უნდა მოხდეს ვაღიარებ რომ შევცდით.
-დედა მოვისმინე წუხელ რასაც ამბობდი,მაპატიე არ მინდოდა თქვენი საუბრის მოსმენა,მაგრამ გარეთ სიგარეტის მოსაწევად გავედი,უნებურად გავიგონე თქვენი საუბარი.
-გაიგონე?
-გავიგონე.
-ყველაფერი გაიგონე?
-ყველაფერი გავიგონე და ეს როგორ,როგორ მოხდა ამდენი წლის შემდეგ დეიდა მართლა ცოცხალია?სად იყო,ან რატომ არ ჩანდა,ან რატომ წავიდა და გაუჩინარდა, აგიხსნა ეს ყველაფერი?
-ლუკა ჯერ-ჯერობით ეს ჩვენ და რატიმ იცის მხოლოს და არავინ არ უნდა გაიგოს.
-ესე იგი მართალია ეს ყველაფერი.
-მართალია და მითხრა, რომ ბევრი რამ არც თავად იცის,მაგრამ რაც იცის და ახსოვს ყველაფერს აგვიხსნის.
-სანამ არ შევხედავ ვერ დავრწმუნდები,ეს შეუძლებელია.
-სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ,ეს სიმართლეა და მეც დღემდე შოკში ვარ.ის კადრი თვალწინ მიდგას როგორი თვალებით მიცქერდა, თითქოს ის თვალები მთხოვდნენ მეშველა მათთვის.
-იცანი? შეცვლილია იცნობს ძია გიორგი? ან რას იტყვის რომ გაიგებს სიმართლეს.
-შეცვლილია,ძალიან არა მაგრამ უფრო ნატანჯი სახე აქვს.მეც გიორგიზე ვფიქრობ,რას იტყვის ან რას იგრძნობს გიორგი ამის გაფიქრებაც არ მინდა.თითქმის დაავიწყდა,გადალახა ტკივილი და ახლა,ახლა როგორ მიიღებს ამ ამბავს,როგორი იქნება მათი პირისპირ შეხვედრა,როცა მის სუნს ისევ შეიგრძნობს.უეცრად ანას ტეკეფონის ხმა შემოესმა და ბექა წამოდგა.
-მე მოვიტან,იყავი.ადგა და საძინებელში გავიდა,იქედან კი ტელეფონით ხელში დაბრუნდა და ანას მიაწოდა.
-უპასუხე,ვინ არის.
-არ ვიცი,უცხო ნომერია.
-უცხო?
-იქნებ მარიამი არის,უპასუხე დედა.უთხარი მოვიდეს,მეც მინდა ვნახო.ანამ აკანკალებული ხელით გახსნა და ხმა შემოესმა თუ არა თვალები მაგრად დახუჭა.
-გისმენთ.
-ანა,მარიამი ვარ უნდა შეგხვდე.
-მარიამ? როდის,ბექას უნდა შენი ნახვა და ლუკასაც.
-ბექას და ლუკას? გიორგი,გიორგიმ გაიგო?
-არა,გიორგის ჯერ არ გაუგია და არ ვიცი როგორ იქნება რომ გნახავს მარიამ.
-მაგაზე ფიქრი,მეც მაშინებს ანა.
-კარგი,როდის მოხვალ დღეს შეძლებ?
-მოვდივარ უკვე,დღეს თავისუფალი დღე მაქვს.
-კარგი,ჩვენც სახლში ვართ.
-დროებით ანა.
-მარიამ რატის ვუთხრა მოვიდეს?
-როგორ მიიღებს,დაიჯერებს არ მისაყვედურებს?
-მარიამ სიმართლე უნდა უთხრა ყველას და გაიგებენ,მეც შენს გვერდით ვარ საყვარელო.
-კარგი დაურეკე,მალე შენთან ვიქნები.ანამ ტელეფონი გათიშა და ბექას შეხედა,შემდეგ ლუკას და ცრემლი ვეღარ შეიკავა.ბექამ გვერდით დაუჯდა და ხელი მოხვია,ანამ უეცრად თავი ასწია ლუკას შეხედა და უთხრა.
-რატის დაურეკე და სასწრაფოდ აქ მოვიდეს.
-რა ვუთხრა დედა,ეს როგორ ავუხსნა მას.
-მე დავურეკავ ყველას,მაგრამ ჯერ რატი არის აუცილებელი.ბექამ დაურეკა რატის და სასწრაფოდ მასთან მისვლა სთხოვა ისე რომ არავინისთვის არ ეთქვა.ისიც შეშინებული მივიდა ბექასთან სადაც ტირილისაგან თვალებდასიებული ანა დახვდა და იქვე მდუმარედ მყოფ ლუკას შეხედა,რატიმ ანას გვერდით დაჯდა და ჩუმად იკითხა.
-რა ხდება,ხალხო რა დაგემართათ.
-დაჯექი და სულ მალე გაიგებ აქ რატომ დაგიბარე.ანამ წამოდგა,წაბარბაცდა და რატიმ ხელი შეაშველა.
-ანა რა გჭირს, ავად ხარ?
-რატი ვერ გეტყვი როგორ ვარ,ვერც იმას გეტყვი დღეიდან უნდა მიხაროდეს ცხოვრება თუ ტკივილი უნდა გამიახლდეს,ჯერ მეც ვერ გავერკვიე.
-გასაგებად შეგიძლია ამიხსნა რა ხდება? რატის შეხედა და ამ დროს კარზე ზარის ხმაც გაიგონეს.
-აი მომიახლოვდა ჩემი სიხარულის და ტკივილის წუთები,რისიც მე ძალიან მეშინია რატი და ახლა შენც სწორედ ეს შეგრძნება გექნება.გაოცებული უსმენდა რატი ანას და ვერ გაეგო რა ხდებოდა მათ თავს.ლუკა წამოდგა და კარების გასაღებად წავიდა,მაგრამ ანამ შეაჩერა.
-მე,მე გავაღებ კარს.ნელა-ნელა წავიდა და კარი გააღო.
-ანა რა გჭირს,იტირე?
-შემოდი,გელოდებით.
-მოვიდა,რატი აქ არის?
-მოვიდა,მაგრამ ყველა არა მხოლოდ რატი.
-დარწმუნებული ხარ,რომ შემოვიდე?
-შემოდი,შემოდი იცის რომ ვიღაცას ველოდები მაგრამ ვის ეს არა.ანა მარიამთან ერთად შევიდა მისაღებში და გაოცებული სამი წყვილი თვალი უცქერდა მას.პიირველი ბექა გამოერკვია და მარიამი გულში ჩაიკრა,შემდეგ კი რატიმ მოეხვია მარიამს,მარიამმა ლუკას შეხედა და გაუღიმა.
-იცი რა საყვარელი იყავი პატარა? უთხრა და ლუკამაც ჩაეხუტა და მოეფერა მარიამს,შემდეგ მარიამმა ყველას სათითაოდ შეხედა და თქვა.
-ვიცი რომ გიკვირთ,ვიცი რომ ყველაფერი გაინტერესებთ დავიწყებ და არ შემაწყვეტინოთ.
-მეძინა,მაგრამ ვბორგავდი,ვწვალობდი მინდოდა გამეღვიძა თვალი გამეხილა და ის რაც გონებით მახსოვდა რეალურადაც შემეხედა.
-რა გახსოვდა გონებაში,შენი გონება დარწმუნებული ხარ მაშინ საღად აზროვნება?შეეკითხა რატიმ მარიამს.
-რა თქმა უნდა მახსოვდა და ახლაც მახსოვს, გიორგიმ ბავშვი მომიყვანა და სამივეს ერთად ჩაგვეძინა,მაგრამ ვერა და ვერ ვიღვიძებდი.როგორც იქნა დავძლიე თავს მოვერიე თვალი გავახილე,მაგრამ სულ მარტო ვიყავი და დიდი სიჩქარით მივქროდი უზარმაზარ და უსასრულო შავი გვირაბით,სადაც არანაირი გამონათება არ იყო.არ ვიცი რამდენი ხანი დამჭირდა აზრზე მოსასვლელად,მაგრამ ვფიქრობ ამას წლები დასჭირდა.ნელა-ნელა მახსენდება, როცა ჩემს სიახლოვეს ჩემი გინეკოლოგი დავინახე გამეხარდა,გავუღიმე და ვკითხე მისუსტებული ხმით.
-სად ვარ,ჩემები სად არიან.მან კი გაოცებულმა შემხედა და მითხრა,უფრო სწორად მიბრძანა დამეძინა,რამაც ძალიან გამაკვირვა.ძალა არ მქონდა შევპასუხებოდი,ნელა-ნელა მეც ძილისკენ წავედი არ ვიყავი კარგად ჩაძინებული რომ ვიგრძენი ნემსის ჩხვლეტა შემდეგ კი აღარაფერი აღარ მახსოვდა,ვცხოვრობდი მაგრამ ჩემს გარშენმო უცხო ხალხი ტრიალებდა,გაურკვეველი მიმართულებით მივყავდი ხან სად და ხან სად,ერთ დღესაც შეშინებულს გამომეღვიძა და ვერ ვიცანი ოთახი,სულ სხვა ადგილზე ვიყავი და შეშინებულმა ვიკითხე.
-სად ვარ,სად მომიყვანეთ რას მერჩით და რატომ მაწამებთ.
-დაწყნარდი,დაწყნარდი და ეცადე დაიძინო.
-მწყურია,მწყურია წყალი დამალევინეთ.ბამბით ჩამაწვეთეს წყალი პირში და შევხედე ჩემს საწოლთან ხანში შესული ქალი იჯდა რომელმაც თეთრი ქსოვილი აიღო ძმრიან წყალში დაასველა და შუბლზე დამადო.-სად ვარ,გთხოვთ მითხარით.შევხედე მოხუცს და ცრემლი მომერია.
-დაწყნარდი სამშვიდობოს ხარ,ჭრილობა გაქვს.
-რა ჭრილობა,რატომ მაქვს ჭრილობა.გაკვირვბულმა მივაჩერდი ამ კეთილ ქალბატონს.
-ერთი თვის წინ ტყეში ვიყავი შეშას ვაგროვებ,იქ გიპოვე დიდ მაღალ ბალახებში.ჯერ მკვდარი მეგონე,მაგრამ ახლოს რომ მოვედი ნელი კვნესა შემომესმა ვერ დაგტოვე იქ შვილო და სახლში წამოგიყვანე.ერთი თვეა აქ ხარ,ჭრილობა შეგიხორცდა და სიცხეებმაც ნელა-ნელა დაიწია.
-აქ მოსვლამდე სად ვიყავი,ჩემი ექიმი სად არის.
-არ ვიცი გენაცვალე ექიმი,არც ის ვიცი მე სანამ გიპოვიდი მანამდე სად იყავი.თავიდან მეგონა ვერ გადაიტანდი და შევშინდი,მაგრამ ვხედავ ყველაფერი კარგად არის.გონება დაძაბე შვილო და გაიხსენე ვინ ხარ,აქ ვისთან იყავი.
-არ ვიცი,არ მახსოვს სად მომიყვანეს.
-ექიმი რომ ახსენე,იქნებ გაიხსენო მისი სახელი ვინ არის.
-ექიმი,ექიმი,საავადმყოფო.
-არავინი არ გახსენდება შენიანი?
-გიორგი,ჩემი გიორგი ღმერთო გამახსენდა,ჩემი შვილი.
-შვილი? შვილი გყავს?
-გამახსენდა,ნაწილობრივ გამახსენდა მე ცოცხალი ვარ.მათ ჩემი გაჩუმება უნდოდათ,მე შევესწარი მათ საუბარს მოვისმინე თუ როგორ უბრძანეს ჩემი მოკვლა,რადგან მე მათ საფრთხეს შევუქმნიდი.
-სად იყავი შვილო.გაოცებულმა შემომხედა ქალის შავმა თვალებმა.
-სად იყავი შვილო,გახსოვს ის ადგილი? გამიმეორა კითხვა.
-ერთ სახლში,უფრო სწორად სადღაც მიწურში.თავიდან არაფერი მახსოვდა,მითხრეს რომ თმები გამოვიცვალე,ფრჩხილებიც ხელებზე და ფეხებზე,სიმსივნე მქონდა და ჩემებმა მიმატოვეს მხოლოდ ბავშვი წაიყვანეს,წამართვეს.თავიდან მეც დავიჯერე,წლები ამ აზრზე ვიყავი და არავინის შეხედვა არ მინდოდა.მეუბნებოდნენ რომ ჩემთან ჩემს მეუღლეს უნდოდა შეხვედრა,რადგან განქორწინებაზე მოვუწერო ხელი,მან ახალი ცხოვრება დაიწყო.მეც გავბრაზდი და არ მოვისურვე მისი ნახვა.ყოველ დღე უამრავ წამლებს მასმევდნენ,რომ მეხსიერება არ აღმდგენოდა.ერთ დღეს აღმოვაჩინე,რომ უამრავი წელი ამ ყოფაში გავატარე,ყველაფერი გამახსენდა,მაგრამ არ გავამხილე ისევ ისე ვიქცეოდი,მოცემულ წამლებს აღარ ვსვამდი ბოლოს მიმიხვდნენ და ამის გამო დამსაჯეს,მათრახით მცემეს.მარიამმა თავი ასწია,გამშრალი ტუჩები ენით გაისველა და შეხედა ანა ჩუმად ტიროდა,რატის და ბექას ყელში ლურჯად აჩნდათ სიბრაზისაგან დაბერილი ძარღვები,მაგრამ ჯერ-ჯერობით თავს იკავებდნენ.
-მარიამ თუ გიძნელდება,ნუ გააგრძელებ ჩვენც ვხვდებით რომ ძალიან რთული პერიოდი გადაიტანე.
-არა,ვეღარ გავჩერდები გულიდან უნდა ამოვიღო ეს უმძიმესი დარდი.ლუკამ წყალი მიაწოდა მარიამს,ცოტა სული მოითქვა და ისევ გააგრძელა.
-ნუ ინერვიულებ,სიცხე აღარ გაქვს და მალე კარგად იქნები.უეცრად კარზე ბრახუნი ატყდა,გარეთ კი საშინელი წვიმა იყო.შეშინებულმა შევხედე ჩემს საწოზე მჯდარ ქალს,რომელიც ფეხზე წამოდგა და ჩუმად მითხრა.
-არ იხმაურო ჩუმად იყავი,წყალი აქ დევს მე გავალ და ვნახავ ამ დროს ვინ არის.წავიდა და ცოტა ხანში მამაკაცის ხმა მომესმა,შემეშინდა და გავისუსე.მივხვდი რომ მათ დაფარული ურთიერთობა ჰქონდა ერთმანეთში და ჩამეცინა.დილით შემოვიდა,მაგრამ აღარ იყო მოხუცი,მშვენიერი ქალბატონი იდგა ჩემს წინ თმები გაეშალა და ჯერ კიდევ საღამური ეცვა.რძე შემომიტანა და გამიღიმა.
-როგორ ხარ,ვხედავ უკეთ ხარ ფერიც მოგსვლია ცოტა.ეს დალიე და ძალას მოგცემს,შემდეგ კი ჩემი რეცეპტით გაგიკეთებ ბალახისეულ სასმელს რომ ეს წამლები რაც კი გასვეს გამოვდევნოთ ორგანიზმიდან.მე შევხედე და ვკითხე.
-გიყვარს?
-მიხვდი? ბავშვბიდან გვიყვარს ერთმანეთი,მაგრამ ის დაქორწინდა ახლა კი ჩუმად ვხვდებით ერთმანეთს.
-იცით? წუხელ ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე უნდა წავიდე,მეშინია საფრთხე არ შეგიქმნათ.
-მარია,მარია მქვია ჩემო გოგო.ნუ ფიქრობ წასვლაზე,ჯერ ისევ სუსტად ხარ.
-ასე უკეთესია,სანამ მომაგნებენ წავალ.
-არ გაკავებ,მაგრამ ჯერ ბოლომდე გამოჯამრთელდი.
-მადლობა ჩემზე რომ იზრუნეთ.
-მომისმინე შვილო,ნუ გაჯიუტდები შენი ახლა აქედან გასვლა არაფლით არ შეიძლება.აქ იყავი,დის შვილი მყავს ძალიან გგავს რომ დაგაკვირდი და ის მოვა,ერთად მოვიფიქროთ რა გავაკეთოთ.
-ყველა დაისჯება,ყველა აგებს პასუხს ამ საშინელებაზე.
-დრო უნდა გავიდეს,გეგმას შევიმუშავებთ დაუფიქრებლად ვერაფერს ვერ იზამ თუ გვერდით არავინ არ დაგიდგა.შენ ახლა შურისძიებაზე ფიქრობ,მაგრამ იფიქრე შენს ახლობლებზე,ამდენი წლის შემდეგ ასე რომ თავზე დაადგე ყველას შეაშინებ.
-რაზე უნდა დავფიქრდე, ქალბატონო მარია ჩემზე დაფიქრდა ვინმე? ასე რატომ გამიმეტეს,რატომ წამართვეს ჩემი ახალგაზრდობაც და ბედნიერი წლებიც.
-გიყვარს?
-არ ვიცი,არ მახსოვს მაგრამ გულის არეში ტკივილს ვგრძნობ,ძალიან ძლიერ ტკივილს.
-გიყვარს,არ გახსოვს და ნელა ნელა გაიხსენებ,შენი ტვინის უჯრედები ჯერ კიდევ მოდუნებულია,ამიტომ იყავი აქ და ყველაფერს მისი დრო აქვს.
-ჩემი ხელით მოვკლავ ჩემს ექიმს.
-არა შვილო,შენს ხელებს სისხლის სუნი არ უნდა ჰქონდეს.ციხეში წახვალ,გარეთ უსამართლობაა ამ წლების მანძილზე ძალიან ბევრი რამ შეიცვალა.მათ ძალიან ძლიერი ზურგი აქვთ,თორემ ასე ვერავინ ვერ გაბედავს ხალხის ცოცხლად გატაცებას.
-პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ამ საქმეში გაერია ყველა პასუხს აგებს,იქ კიდევ უამრავი ქალებია ასე თავიანთ სიცოცხლეს მოწყვეტილები.
-არა,ასე არ შეიძლება შენ ვერ მოთხოვ მათ პასუხს.
-მართალი ხარ,მე ვინ ვარ უსახელო და უარაფლო.ერთი ცარიელი ქალი ვარ, რომელსაც ყველაფერი წამართვეს.წაართვეს სიცოცხლე,სიყვარული წამართვეს და წამართვეს ჩვილი შვილი რომლის გამო მეგონა სიცოცხლეს ვთმობდი.რაც გინდა მთხოოვე,ყველაფერს გაგიგონებ,მაგრამ ნუ მთხოვ იმას რომ არ ვაგებინო პასუხი ამ ყველაფერზე დამნაშავეს.ფეხზე დავდგები თუ არა,წავალ და ჩემებს ვნახავ,ანას ვნახავ და დაველაპარაკები.
-დაწყნარდი,ეს დალიე და სისუსტე გაგივლის.დამამშვიდებელი მომცა და ჩამეძინა.ძილში კი გავიგონე ხმა ვიღაცას ტელეფონზე ელაპარაკებოდა,სასწრაფოდ მოსვლას სთხოვდა.არ შევიმჩნიე და საღამოს საწოლზე წამომაჯინა,სავახმოდ საწოლთან დამიჯდა თავადაც და ერთად მივირთმევდით ცხელი მჭადი,ყველა და სალათა მომიტანა.ჯერ დიდი თეფშით ქათმის სუფი შემაჭამა ეს ძალებს აღგიდგენს კარგიაო,ამ დროს კარი გაიღო და სახლში 27-28 წლამდე ახალგაზრდა გოგო შემოვიდა,შევხედე და გავვოცდი ისეთი მსგავსება იყო ჩვენს შორის,ამიტომ ჩემდა უნებურად შევეკითხე.
-დები ვართ და არ ვიცი,თუ ეს ერთმანეთზე მსგავსება დამთხვევაა?
-დამთხვევაა,ნუ შეშინდები პირველად შევხვდით ერთმანეთს.მე ლილიანა ვარ,დეიდამ ყველაფერი მითხრა რაც შეგემთხვა და მზად ვარ აქედან გაგიყვანო,დაგეხმარო და საბოლოოდ სიმართლემ იზეიმოს.მხოლოდ ჯერ კარგად უნდა მოძლიერდე,ფეხზე დადგე.ამიტომ გადავწყვიტე აქედან წაგიყვანო, ჩემთან იცხოვრებ და შენ ხალხსაც გაპოვნინებ.
-ლილიანა,მაშ ლილიანა გიორგისთან რომ მოვიდა ყველაფერი იცოდა?
-იცოდა,მაგრამ არა ყველაფერი.იქ რომ მივიდა,შემდეგ უფრო ღრმად ჩაწვდა ჩემს მდგომარეობას და მითხრა,რომ გიორგის დღემდე უყვარხარ,მე კი ვფიქრობდი ახალი ცხოვრება ექნებოდა დაწყებული და აღარ გამოვჩნდებოდი.
-გიორგის მთელი ეს 25 წელი ერთი წუთით არ შეუწყვეტია შენზე ფიქრი და შენი სიყვარული მარიამ.უთხრა ბექამ.
-მარიამ მოგვეცი გზა,საიდან უნდა დავიწყოთ ძებნა.ონკოლოგი ვინც იყო მაშინ,ის უკვე პენსიაშია გასული.გენოკოლოგი? ის ექიმი ისევ იქ მუშაობს,შენ გვირჩიე რა ვქნათ და როგორ მოვიქცეთ.
-ჩემი გამოჩენა არ შეიძლება,თქვენ გენოკოლოგის კაბინეტთან რომელსაც გაქვთ წვდომა,იქ შეამოწმეთ.იქ სადაც ეხოს იღებს კიდევ ერთი კარია,სადაც ძალიან პატარა ოთახია,იმ ოთახში უნდა შეხვიდეთ.
-შენ საიდან იცი ის ოთახი მარიამ.
-მე კონსულტაციაზე როცა მარტო მივდიოდი,იქ შემიყვანდა ყოველ მისვლაზე და რაღაც ნემსს მიკეთებდა.მერე და მერე აღვიქვი ეს ყველაფერი როცა მეხსიერება დამიბრუნდა.იმ ნემსის შემდეგ ვხვდებოდი ცუდად,ძალა მეკარგებოდა და ეს მშობიარობამდე სამი თვით ადრე დამეწყო გათვლილი ჰქონდა მას ეს ყველაფერი,ესე იგი ხუთი თვიდან.
-ვეცდებით იქ შევიდე იმ ოთახში,რადგან იმ ოთახს ძალიან ბევრის თქმა შეუძლია.თქვა რატიმ.
-იქ ინახავდა რაღაც ჩანაწერებს.
-ეს ყველაფერი გასაგებია,მაგრამ მარიამ ჩვენ ვინ დავასაფლავეთ,ვინ წევს იმ საფლავში.იკითხა ბექამ.
-ჩემს გვერდით საწოლზე ერთი სტუდენტი გოგონა იწვა,მას არავინი არ ჰყავდა და მისი დღეები მართლა დავლილი იყო,მან მკვდარი ბავშვი დაბადა,რამდენად მართალია ამას ვერ დაგიმტკიცებთ.მახსოვს გიორგიმ მარიამი რომ შემომიყვანა და ხელებში ჩამიწვინა,შემდეგ კი სამივემ ერთად დავიძინეთ.
-მახსოვს,მაგ წუთს რა დამავიწყებს,ფოტოებიც კი გადაგიღე რომ შემოვედი და დაგინახეთ ერთად გეძინათ.რამდენიმე წუთში ის გოგონა გამოიყვანეს და გვითხრეს,რომ გარდაიცვალა.ძალიან განვიცადე ისე შემეცოდა ის გოგონა.
-ჰოდა ის გოგონა მე ვიყავი მაშინ,ის დააწვინეს გიორგის გვერდით.მე რომ გავიღვიძე ერთ მყუდრო ადგილზე ვიყავი,ხელები მიბმული მქონდა და პირში რაღაც მედო,გავაღებდი თუ არა პირს ვიხრჩობოდი.რამდენიმე საათი ასე ვიყავი,შემდეგ შემოვიდნენ გენოკოლოგი და ონკოლოგი,ჯერ რაღაც ნემსი გამიკეთეს ვენაში და სადღაც 10 წუთში ხელები ამიხსნეს,მე ძალა აღარ მქონდა არც ყვირილის და არც ლაპარაკის.ჩამეძინა და რომ გავიღვიძე სადღაც ბნელ ოთახში ვიყავი სადაც ყოველ დღე შემოდიოდნენ და მიკეთებდნენ რაღაც ნემსებს,ნელა ნელა ამ წამლებმა შედეგი გამოიღო,აზროვნებაც დავკარგე.ვიყავი ცოცხალი,მაგრამ გამოფიტული წლების მანძილზე ვიყავი ასე.ალბას 14 წელი ვიქნებოდი ასე ჩაკეტილი,ნელა ნელა აზროვნება დამიბრუნდა ეს იმიტომ რომ ერთ დღეს წამლები არ დავლიე და მეორე დღეს თავი უკეთესად ვიგრძენი,დავასკვენი რომ მე წამლები მხდიდა ცუდად.ხან თავზე ვინც მადგა მას ვურევდი კერძში,ხან ტუალეტში გასვლისას შიგ ვყრიდი,მაგრამ მაინც შემატყვეს და ამის გამო დამსაჯეს.სიკვდილს ვნატრობდი,ღმერთს ვთხოვდი რომ ჩემი ტანჯვა დაესრულებინა,მაგრამ რაც უფრო დრო გადიოდა ვძლიერდებოდი,შემდეგ კვება შემიმცირეს და მხოლოდ წამლებზე ვიყავი.
-ძლიერი ორგანიზმი აქვს,სუსტი სჩანს მაგრამ ძლიერია და ჩვენმა მიცენმულმა დოზამ ვერ მოერია,ამიტომ გაზარდეთ დოზა რომ მივიღოთ ის რაც ჩვენ გვინდა.მომესმა ერთხელ ძილში მათი საუბარ,რა უნდოდათ ჩემგან,რა ექსპერიმენტს ატარებდნენ ვერ ჩავწვდი აზრს ბოლომდე.ბოლოს ისიც კი გავიფიქრე ალბად ორგანოებისთვის ვჭირდებითქო.სამი დღე ჩამკეტეს და სამი დღის შემდეგ ვინც შემოვიდა სახე არ მაჩვენა,გამომიყვანა და ნელა-ნელა ფეხით დავიარე ოთახები.ერთ ოთახში შესვლისას ადგილზე გავშეშდი,ორსული ახალგაზრდა გოგონა წვალობდა,სულ ბავშვი ალბად თავად 14 წლის თუ იქნებოდა.არავის უხმობდა საშველად,რადგან იცოდნენ შვილს წაართმევდნენ,მაინც წაიყვანდნენ პატარას მაგრამ უნდოდა თავად შეეხედა პირველს.იქვე მდგარ გოგონას შევხედე და ვუთხარი.
-ცხელი წყალი შეგვიძლია ვიშოვოთ?
-კი,ახლავეს მოვიტან.მითხრა და მართლაც მომიტანა,მე კი გავიხადე რაც მეცვა მხოლოდ ერთი თხელი პერანგი დავიტოვე და ძირს დავაფინე.გოგონა ცხელი იყო,ეტყობოდა რომ მაღალი სიცხე ჰქონდა არ შევეპუე და გოგონა ვამშობიარე.ბიჭი დაიბადა,გავახვიე და მკერდზე დავუწვინე.არ ვიცი საიდან გაჩნდნენ,ჩემს უკან უცხო სამი მამაკაცი იდგა,ყოველ დღე სხვადასხვა ხალხი მოდიოდა და პირდაპირ გამომიცხადეს დიპლომი მოგვიტანე რომ დაეხმარე არ გქონდა უფლებაო.აბა მე მკვდარ ადამიანს სად მექნებოდა დიპლომი.ბავშვი აართვეს სხვა მიმართულებით წაიყვანეს და გოგონა მის მერე იქ არავის უნახავს გარკვეული პერიოდი,რამოდენიმე თვის შემდეგ ისევ ორსული მოიყვანეს.
-დიპლომი არ მაქვს,მაგრამ მე საექიმოზე ვსწავლობდი
-როგორ დაგვიმტკიცებ რომ ექიმი ხარ?
-რაც გავაკეთე არ არის საკმარისი დასამტკიცებლად?შევუბრუნე კითხვა.
-არ იცი ან არავინ გითხრათ,რომ რასაც აკეთებ ყველაფერს ლიცენზია ჭირდება?
-როცა თქვენს გვერდით დგომ,თქვენს მეგობარის გული რომ შეუწიხდეთ ლიცენზია უნდა გქონდეთ ხელში რომ დაეხმაროთ გულშეწუხებულს? შევხედე ქალს მშობიარობა დაეწყო და უყურადღებოდ სული ამოსდიოდა,გვერდი ამევლო და არ დავხმარებოდი?
-მე კანონით ვსაუბრობ.
-კანონს თქვენ ნუ ახსენებთ,კანონი რომ არსებობდეს თქვენ ხართ პირველ რიგში დასაჭერები,რადგან ცოცხალ ადამიანებს მკვდრებად აცხადებთ,პაციენტებს ძალით კლავთ ან ყიდით
-ხომ არ დაფიქრდები ცოტას და გაანალიზებ,რომ ზედმეტებს ლაპარაკობ და ყველაზე მეტ უფლებას აძლევ თავს? მითხრა ერთ-ერთმა მსუქანმა ჩია მამაკაცმა.
-თქვენ გგონიათ ადამიანები ხართ? გავხართ ადამიანებს,მგრამ გადაგვარებულები ხართ.ფულის მონები,რომლებიც ერთი ადამიანის დაკრულზე ცეკვავთ ყველა.არ მითხრათ რომ თქვენ ღმერთი გწამთ,არა არ გწამთ,რადგან ღმერთი ამბობს უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და ერთმანეთს ვეხმარებოდეთ.ღმერთმა შეჰქმნა ეს ქვეყანა და ეს მიწა სადაც დავაბიჯებთ,მაგრამ არ უთქვამს იმიტომ დააბიჯებთ მიწაზე რაც მოგესურვებათ ის აკეთოთ.ეს სამყარო ყველასია,ყველა მდიდარის და ყველა ღარიბის,ყველა სუსტის და ძლიერის.თქვენ კი რადგან ფული გაქვთ გგონიათ ყველაფრის გაკეთების უფლება გაქვთ? მოვა დღე,რომ პასუხს აგებთ ამ ყველაფერზე.
-ჩაკეტეთ და საჭმელი არ მიაწოდოთ.თქვა იმ მსუქანმა და ოთხი დღე ისევ დამამწყვდიეს,მაგრამ ღმერთის დახმარებით თავი დავაღწიე და აქ ვარ ისევ თქვენთან ერთად.მარიამმა რაც შეძლო მოუყვა მეგობრებს,ისინი საგონებელში ჩავარდნენ.რატი როგორც ექიმი ვერ ჩაწვდა მთავარ აზრს და ვერ გაიგო,თუ რა უნდოდათ მარიამისგან.
-შენ თავიდანვე ამ ექიმთან იყავი?
-არა,ჩემი ექიმი ახალგაზრდა მამაკაცი იყო,მაგრამ ის საზღვარგარეთ წავიდა და მეც ეს მირჩიეს კარგი ექიმი არისო.
-თავად მან გაგიშვა ამ ექიმთან?
-არა,არა ის არაფერ შუაში არის მასთან,მხოლოდ პირველი ვიზიტი მქონდა,მაგრამ მაშინ გიორგისთან ერთად ვიყავი ორსულობა არ აღმოჩნდა,უბრალოდ გადაღლილობის ბრალი იყო ღამეების თევის გამო.ვიტამინები გამომიწერა,რამოდენიმე თვეში ისევ მივაკითხე და აღარ დამხვდა,წასული იყო უკვე.
-გახსოვს იმ ექიმის სახელი და გვარი?
-არა,არ მახსოვს მაგრამ მე და ანა ვიყავით.ანა იქნებ შენ გახსოვს სახელი იმ ექიმის.
-მაგაზე ვფიქრობდი ახლა,მაღალი შავგვრემანი ბიჭი იყო სახელი არც მე მახსოვს,მაგრამ მახსოვს სად მუშაობდა.
-ხვალვე ვიწყებთ ამ საქმის გარშემო გამოძიებას,მხოლოდ ჩვენ წავალთ და ვნახავთ ამ ექიმს.
-მე უნდა წავიდე,ლილიანა მელოდება შემდეგ ისიც უნდა დაბრუნდეს გიორგისთან.
-მარიამ მართლა გაგვახარე და შენი დახმარება დაგვჭირდება სიმართლის დადგენაში.უთხრა ბექამ და მარიამი გულში ჩაიხუტა.მარიამი წავიდა,ყველა ჩუმად იჯდა და ფიქრობდა.დილით რატიმ ანასთან მივიდა და ერთად წავიდნენ,ანამ შევიდა თუ არა კლინიკაში გაახსენდა ყველა წვრილმანი და პირდაპირ იმ ექიმის კაბინეტისაკენ წავიდნენ.კარი შეაღო თუ არა მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა,მის წინ უკვე ასაკ მომატებული მამაკაცი იდგა,მაგრამ წინანდელი სახე მაინც ჰქონდა შემორჩენილი.
-რატი ეს ექიმია.უჩურჩულა რატის.
-დარწმუნებული ხარ?
-კი,დარწმუნებული ვარ.რატიმ შევიდა ექიმთან და მიესალმა.
-გამარჯობათ.
-გამარჯობათ,ჩაწერილები ხართ?
-არა,არ ვართ გასასინჯად მოსულები,ექიმო ერთი კითხვა მინდა დაგისვათ თუ რა თქმა უნდა გაიხსენებთ.ანამ მარიამის ფოტო ამოიღო და ექიმს აჩვენა.
-ეს გოგონა თუ გახსოვთ,მაშინ ის 22 წლის იყო და რა თქმა უნდა დიდი დროა გასული მას შემდეგ,ძალიან მნიშვნელოვანია რომ გაიხსენოთ.ექიმმა დააკვირდა ფოტოს და ფიქრის შემდეგ გაუბედავად თქვა.
-თუ არ ვცდები და არ მღალატობს ჩემი მეხსიერება,ეს გოგონა მახსოვს საექიმოზე სწავლობდა თავადაც.
-დიახ,ის თქვენი პაციენტი იყო.
-არა,ჩემი პაციენტი არ ყოფილა.გამახსენდა,მას ეგონა რომ ორსულად იყო მაგრამ არ აღმოჩნდა ანალიზებით დადებითი მისი ვარაუდი.მე მას ეხო გადავუღე,სისხლის ანალიზი ავაღებინე მეუღლესთან ერთად იყო და აღმოჩნდა,რომ გემოგლობილი ჰქონდა ძალიან დაბალი,ამიტომ ვიტამინები დავუნიშნე და ჯანსაღი კვება.
-შემდრეგ აღარ გინახავთ.
-არა,მე საზღვარგარეთ წავედი კვალიფიკაციის ასამაღლებლად,მხოლოდ რამოდენიმე თვეში როცა დავბრუნდი შემთხვევით დავინახე საკმაოდ დიდი მუცელი ჰქონდა და გამეღიმა,გავიფიქრე აუხდა ოცნება მალე დედა გახდებათქო.მინდოდა ახლოს მისვლა და მიმელოცა მალე დედა გახდებითქო,მაგრამ თავი შევიკავე,რა მოხდა როგორ არის.
-მარიამი გარდაიცვალა ექიმო.
-რა? არაფერი მას სასიკვდილო არ ჭირდა,მისი ჯანსაღი საშვილოსნო მზად იყო შვილის გაჩენისთვის.გაუკვირდა ექიმს მარიამის სიკვდილი და გაოცებული მიაჩერდა ანას.ანამ მხრები ასწია ეს ასე არისო,წამოდგა ექიმს მადლობა მოუხადა და კაბინეტი დატოვა.
-გაიგონე რა თქვა ექიმმა რატი.
-მე ვიცოდი,მარიამის მდგომარეობა.
-შენ იცოდი ასე რომ წვალობდა?
-მეც ბოლო მიწურულში გავიგე და ვთხოვე გერმანიაში გადავაგზავნი შენს ანალიზებსთქო და არ დამიჯერა.ეს დამპალი,მისი ექიმი უცხოელია და ვინ იცის იქ რა მაფია ტრიალებს.უნდა ვესტუმროთ ონკოლოგს,მაგრამ ეს უკვე მილიციის საქმეა,მე რომ მივიდე და გავესაუბრო რაღაცას იეჭვებს და შესაძლებელია ქვეყნიდან გავიდნენ.
-მართალი ხარ,აქ გელა გვჭირდება მოდი დავურეკოთ.რატიმ გელას დაურეკა და შეხვედრა სთხოვა.გელას გაუკვირდა და ჯერ ანას შეხედა და შემდეგ რატის.
-რა ხდება,თქვენ ორნი რას აკეთებთ აქ ხომ გვაქვს მშვიდობა.
-რაც არ უნდა გაგიკვირდეს,რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოს მოდი პირდაპირ გეტყვი,გელა მარიამი ცოცხალია.
-ვინ მარიამი,გიორგის მარიამი? თქვენ გააფრინეთ თუ გინდათ მე გამაფრენინოთ.25 წელი გავიდა,ახლა მისი ძვალიც აღარ იქნება მრთელი.
-გელა მარიამი ცოცხალია და ის ექიმების მსხვერპლია.
-მოიცადეთ,მოიცადეთ ერთმა ილაპარაკეთ და ამიხსენით ყველაფერი თავიდან და ბოლომდე.ანამ ვერ შეძლო და რატიმ მოუყვა გელას ყველაფერი რაც მარიამმა მოუყვა მათ და შემდეგ ექიმის ნათქვამით დაასრულა,გელამ თავზე შემოიწყო ხელი და თქვა.
-გავგიჟდებიიი,თუ უკვე გავგიჟდი ჯერ არ ვიცი?
-შენი გაგიჟება არ გვსაწყობს ახლა,ჩვენ ვერ მივალთ იმ ექიმთან და შენ როგორც გამომძიებელი უფლება გაქვს მიხვიდე.
-სანამ მარიამს თავად არ ვნახავ,ვერ დამაჯერებთ.ბექაც შემოუერთდა რატის და გელას ტელეფონში მარიამთან წინა დღის გადაღებული ფოტოები აჩვენა.
-ახლა გჯერა? უნდა იმოქმედო გელა და რაღაც გააკეთო,საქმე მართლა სერიოზულად არის.
-გიორგმ იცის?
-მარიამმა თქვა რომ უთვალთვალებდა და სასაფლაოზე როცა გიორგი ტირის ისიც ტირის შორს მოშორებით.
-თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ,ამ ამბავს რა ხმაური მოყვება.
-ეს ჩვენ არ გვაინტერესებს,ჩვენ გვაინტერესებს რატომ აირჩიეს მარიამი ან საერთოდ რატომ კეთდება ეს საშინელობები.გელამ შეადგინა საბუთები და ექიმ ონკოლოგს სახლში მიაკითხა
ერთად.ექიმმა რა თქმა უნდა უარყო ყველაფერი და ისევ და ისევ ტყუილები ილაპარაკა,რომ მარიამი ძალიან ავად იყო მის მთელ ორგანიზმს ჰქონდა მოდებული სიმსივნე,მაგრამ გელამაც რომ არ იცოდა რატი მოვიდა და ის მოპოვებული საბუთები დაუწყო მაგიდაზე,რომლებიც საგანგებოდ ჰქონდათ გადამალული.
-აქ თქვენი ხელით წერთ,რომ მარიამი ჯამრთელია და ეს თქვენ გააკეთეთ,რადგან გაწყობდათ თქვენივე გამდიდრების მიზნით გადაწყვიტეთ გაგეწირათ მარიამი.ექიმო კანონებს თქვენ მე ვერ მასწავლით,რადგან მიცნობთ და იცით თავადაც ექიმი ვარ.
-მე ერთხელ წამიყენეს ასეთი ბრალი,მაგრამ სასამართლოზე გამამართლეს.
-სასამართლოში გადაიხადეთ და გაგამართლათ,მაგრამ თქვენს გულში ჩაიხედეთ როდისმე და გიგრძვნიათ სინანული? დაასრულეთ თავის მოტყუება,რომ თითქოს არაფერში არ ხართ გახვეული.ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ რომელიც 25 წლის წინ თქვენი პაციენტი იყო და ის საავადმყოფოში გარდაიცვალა,ჩვენ გადმოგვეცით გარდაცვლილი და ჩვენ ის დავასაფლავეთ,გვეგონა რომ მარიამი დავასაფლავეთ,მაგრამ საოცრება იცით რა არის? გაინტერესებთ ეს საოცრება? ექიმო მარიამი ცოცხალია.
-რაააა? ცოცხალია? ფერი წაუვიდა ექიმს.
-დიახ ცოცხალია და თქვენ იცით რას ნიშნავს ეს ყველაფერი,ისიც იცით თუ რა მოხდება ეს რომ გახმაურდება,იმ ქვეყნიდან დაბრუნებული რომ ალაპარაკდება და იმ ყველა წვრილმანს იტყვის რაც გადაიტანა და რა გამოიარა თქვენი დამსახურებით.ამიტომ საჭიროა თავად თქვათ ყველაფერი ამ საქმის გარშემო რაც კი იცით,ასაკის ბრძანდებით და არ მგონია ციხეში ჯდომამ თქვენზე კარგად იმოქმედოს.
-ქრისტი ექიმი გავიცანი სტუდენტობის დროს,რამოდენიმე წელი ვიყავით ერთად.მე დაოჯახებული ვიყავი ის არა,ამიტომ ჩვენი ურთიერთობა დარაფული იყო.დავეხმარე ქრისტის მაგრამ მე არანაირი კავშირი არ მაქვს მარიამის მკვდრად გამოცხადებასთან.
-მარიამი თქვენი პაციენტი იყო,მე შემოვედი ბოლოს და მე მითხარით რომ მარიამი უკვე სიკვდილს ებრძოდა.თუ არანაირი კავშირი არ გქონდა ამ საქმესთან,რატომ არ გამენდეთ ჩუმათ და რატომ არ მითხარით სიმართლე ვერ შეელიეთ მილიონობით მოცემულ დოლარებს,ვეღარ აიღეთ თანხა რადგან მარიამმა მიგიხვდათ,გაიგო თქვენი განზრახვა ბევრი ეწამა მაგრამ გაგექცათ და ჩვენამდე მოვიდა.
-დარწმუნებული ხარ,რომ მე ვარ მთავარი ამ საქმეში?
-ამას გამოძიება დაადგენს ექიმო.უთხრა გელამ ექიმს და ფეხზე წამოდგა.
-შესაძლებელია არ ხართ მთლად ჩათრეული და ქრისტი ექიმი მთავარ საიდუმლოს არ გიმხელთ,მაგრამ სხვა რაც გაუკეთეთ მარიამს და არა მარტო მარიამს იქ უამრავი ახალგაზრდა სიცოცხლე წეართმეული ქალია თქვენს სინდისს დაეკითხეთ და როცა ჩახვდებით რა გააკეთეთ ღამით ვეღარ შეძლებთ მშვიდად დაიძინოთ,როგორც აქამდე გძინავდათ.რატი და გელა ექიმის სახლიდან გამოვიდნენ,საქმე უნდა ავღძრა მაგრამ როგორ ვუთხრათ გიორგის ეს ყველაფერი.
-გააკეთე ისე,რომ ჯერ კიდევ ცოტა ხანი არ გაიგოს გიორგიმ.გელამ უფროსს ესაუბრა,აუხსნა სიტუაცია და უფროსის თანხმობით საქმემ მიიღო ძიების სახე,მაგრამ ცხოვრება რთულია და ის მკაცრი კანონებით თამაშობს,გელამ მესამე დღეს გაიგო რომ ცნობილმა ექიმმა ონკოლოგმა თავის სახლში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა,მაგიდაზე კი წერილი დატოვა გელას სახელზე.წერილი გელას თვით ექიმის მეუღლემ გადასცა და უთხრა.
-თქვენი წასვლის შემდეგ,ჩემი მეუღლე დაფიქრებული დადიოდა.თვითმკვლელობამდე რამოდენიმე საათით ადრე კი ეს წერილი გადმომცა და მითხრა.
-შეინახე ეს წერილი არავის არ აჩვენო და გამომძიებელს მიეცი როცა აქ მოვა.მეც შევინახე და გადმოგეცით.
-მადლობა,იყო ვინმე მოსული?
-კი,იყვნენ კოლეგები და ძალიან შეწუხებული იყო ყველა.
-კარგით ქალბატონო,ვწუხვარ ძალიან ის კარგი ადამიანი იყო.უთხრა გელამ და წამოვიდა,ერთი სული ჰქონდა როდის ნახავდა წერილს.განყოფილებაში დაბრუნდა,შევიდა თუ არა კაბინეტში წერილი გაშალა და ჩაიკითხა.
-შემეძლო,მე შემეძლო ის გადამერჩინა და ქრისტის საშინელი გადაწყვეტილება მისთვის ამერიდებინა,მაგრამ ვერ შევძელი დამემუქრა ჩემი ახალი გათხოვილი ქალიშვილით,გეფიცები მას ვეღარ ნახავო.მაპატიეთ,შვილი გადავარჩინე მაგრამ გავწირე სხვისი სიცოცხლე.მე არა ვარ სიცოცხლის ღირსი,ამიტომ დღეს აქ ვასრულებ ჩემი სიცოცხლის წუთებს.
-გელა დაიხურა თემა?
-არა უფროსო,გენოკოლოგი არის გარეული ამ საქმეში.
-რას ვშვებით,რა გეგმები გსაქვს.
-წერილი არ გაგვიხმაურებია,იფიქრონ რომ საქმის ძიება დაიხურა რომ არ დავაფრთხოთ.
-კარგია ეს რომ დამალეთ,იქნებ მივაგნოთ ამ საქმის საიდუმლო კვანძს,ამისათვის კი საჭიროა თვით დაზარალებულს შეხვდე,შეძლებ?
-შევხვდები და დაველაპარაკები,იმედია დამთანხმდება.
-მეც მინდა გავესაუბრო,მინდა რაღაც კითხვები დავუსვა რაც მაწვალებს ეს დღეებია.
-გავარკვევ როდის შემხვდება და გეტვით უფროსო.
-დრო არ იცდის,გელა დაურეკე და შეგხვდეს თუნდაც დღესვე.გელამ მარიამის ნომერი ანას გამოართვა და დაურეკა,მისი ხმა რომ გაიგონა თვალები მაგრად დახუჭა.
-მარიამ გელა ვარ, შენი ნომერი ანამ მომცა.
-გელა? როგორ გამეხარდა შენი ხმის გაგონება გელა.
-მარიამ საქმე ავღძარით და უფროს შენი ნახვა უნდა,დალაპარაკება და რაღაც საკითხების გარკვევა.როდის შეძლებ,რომ შეგვხვდე.
-თქვენ როდის გცალიათ,როდის მიიცლით.
-ჩვენ? ჩვენ თუნდაც ახლავეს მზად ვართ შენთან შესახვედრად.
-კარგი,მაგრამ აუცილებელია განყოფილებაში მოვიდე?
-არა,მარიამ სადაც შენ გსურს იქ მოვალთ.გელამ უფროსს შეხედა და თანხმობა მიიღო მისგან რომ წავოდოდნენ მასთან.
-კარგია,მაშინ მისამართს მოგწერ და იქ მოდით.გელამ შეტყობინება მიიღო სადაც უნდა მისულიყო გელა და უფროსთან ერთად წავიდა,გელას და მარიამის შეხვედრა იყო რაღაც უცნაური,ჯერ ერთმანეთს უცქერდნენ,შემდეგ როგორც ადრე გელას რომ გააბრაზებდა ვერ საყვედურიბდა გელა მარიამს და თმებს ჩამოქაჩავდა,ახლაც ისე ჩამოქაჩა თმები და ორივეს გაეცინა,ამ სიცილში კი ტირილიც გამოერიათ და ორივე გადაეხვია ერთმანეთს.
-ეს ჩემი უფროსია მარიამ.
-მობრძანდით,დაბრძანდით და ჯერ მითხარით რას მიირთმევთ.
-ცივი წყალი მეტი არაფერი.
-მხოლოდ ცივი წყალი?
-სიმართლე გითხრათ ახლოდან მინდოდა მენახეთ და დავრწმუნებულიყავი,რომ ნორმალურ ადამიანთან გვქონდა საქმე.უთხრა მაიორმა და იქვე ჩამოჯდა.მარიამმა ცივი წყალი მიართვა სტუმრებს,ყავაც მოადუღა და შემდეგ დაჯდა მათთან ერთად.
-მარიამ პირველი კითხვა,ექიმთან როცა მიდიოდი რამეს გაწოდებდა ან გასმევდა?
-რამდენჯერაც მივიდოდი ყოველ ორ კვირაში მიბარებდა,ყოველთვის მოჰქონდა მთის ჩაი არისო და დაგამშვიდებსო,მაგრამ იმ ჩაის დალევის შემდეგ თითქოს ძალა მერთმეოდა,წერა მიჭირდა,ხელები მიკანკალებდა,მაყრიდა და ქავილი მქონდა მთელ სხეულზე.ღებინებაც მქონდა,მაგრამ ღებინებას ორსულობას ვაბრალებდი,ამიტომ მიწევდა სულ დაწოლილიყავი რომ ეს სისუსტე და ეს სიპტომები გიორგის არ შეემჩნია.
-მარიამ ძალიან საინტერესოა და მთავარიც,იქნებ გაიხსენო სად იყავი.იმ ადგილის მდებარეობას ვგულისხმობ შვილო.
-მეკითხებით თუ მახსოვს? იმ ადგილის დავიწყება შეიძლება უფროსო? გარშემო დიდი უღრანი ტყე იყო,ამ ტყის შუა გულში იყო ერთი დიდი უზარმაზარი შენობა,წინა მხარე სულ სტეკლოებით იყო დაფარული,არ ვიცი რა ხდებოდა მთლიან შენობაში,მაგრამ მახსოვს ქალების განწირული კივილი,ერთხელ დავიარე და იქ ჩვილ ბავშვთა ოთახიც ვნახეთ,რამდენიმე ჩვილიც ჰყავდათ იქ.
-შენ როგორ ფიქრობ,რატომ ჰყავდათ ქალები იქ.
-ვფიქრობ,გზას აცდენილი არა სრულწლოვანი ფეხმძიმე გოგონები იქ მოჰყავდათ და ჩვილებს ყიდნენ,ან აშვილებდნენ.რამდენჯერმე უცხოელებიც დავინახე, ჩინელები ისინი ხომ ადამიანის ორგანოებით ვაჭრობენ,შესაძლებელია ამ მხრივაც ჰქონდათ ბიზნესი,თუმცა დარწმუნებით ვერაფერს ვერ გეტყვით.
-თქვენ პირადად როგორ გამოაღწიეთ იქედან.
-არ დამიჯერებთ,მაგრამ მე ძაღლმა მომეხმარა.
-ეს როგორ.
-ხომ გაგიგონიათ,ადამიანის ყველაზე ერთგული მეგობარი ძაღლი არისო და მეც ერთი მგლისფერი ძაღლი მივიჩვიე,ვაჭმევდი და მომეჩვია,დამინახავდა თუ არა ფეხებთან გამიწვებოდა,ვფიქრობ მადლობის მაგივრად მე მან მომეხმარა იქედან გამოსვლაში.
-სასწაულია.
-მართლაც სასწაულია და უფრო დაუჯერებელი,მაგრამ რამდენჯერმე დამინახა რომ ვტიროდი,წკმუტუნით დამადებდა თავს და თითქოს ისიც ჩემთან ერთად ტიროდა.დაუჯერებელია უფროსო ეს ყველაფერი,სხვისთვის ერთი სევდიანი ზღაპარია,ჩემთვის კი ჩემი ცხოვრების რეალური ისტორიაა.რამდენიმე დღეში გელამ უფროს დაუდო მაგიდაზე ის საბუთები რაც ექიმზე შეაგროვა.ექვსი ოჯახი იყო გამწარებული და არცერთის საფლავში არ აღმოჩნდა თავიანთი შვილები.ექიმი ქრისტი გაბმული იყო ბადეში,ის ისე გატკბა ფულის შოვნით რომ შეკრული იყო ჩინელ ინვესტორებთან,ის მას ეხმარებოდა და თანამშრომლობდა.უფროსმა გელას შეხედა და უთხრა.
-დადგა ყველაზე მძიმე და მნიშვნელოვანი წუთი.
-დადგა უფროსო და არ ვიცი როგორ ვუთხრა ეს ყველაფერი გიორგის.
-უნდა ვუთხრათ,აღარ შეიძლება მოცდა.
-ვიცი,მაგრამ როგორ ეს არ ვიცი უფროსო.
-დაელაპარაკე მეგობრებს,შესავალი გაუკეთეთ და მის რეაქციას დაელოდეთ.
-შეიძლება მასე,მაგრამ უკეთესია სათქმელი პირდაპირ ვუთხრათ.
-ხოდა ამას შენ გააკეთებ გელა.
-გავაკეთებ,მაგრამ დღეს და ხვალ ვერა,დროს შევურჩევ.
-კარგი,დრო გაქვს მაგრამ არა ბევრი მაქსიმუმ სამი დღე.უთხრა უფროსმა და გელა მარტო დატოვა მის ფიქრებთან ერთად.ფიქრობდა გელა ძალიან ბევრს ფიქრობდა,რამდენჯერმე დააპირა კიდეც საუბარი,მაგრამ მისი თვალებიდან უცნაური და განსხვავებული სითო მოდიოდა,მარტივი არ იყო ამ თემაზე საუბრის დაწყება,თავსატეხი იყო ყველაფერი სანამ პირველ სიტყვას წარმოთქვამდა.ღამეები არ ეძინა და თითქოს ამდენი ნერვიულობით შესამჩნევად გაჭაღარავდა.ათასნაირ ვერსიებს ადგენდა და აწყობდა,თუ როგორ წამოეწყო საუბარი,ამდენი ფიქრისგან ვერ ხვდებოდა მისი სიმწრით მოდუღებული ყავა როგორ უცივდებოდა და სიგარეტის კოლოფიც ცარიელდბოდა.ერთ საღამოს რატის და ბექას დაურეკა და ბარში მისვლა თხოვა,ისინიც მივიდნენ და შეიკრიბნენ,მსჯელობდნენ და ერთმანეთს აზრებს უზიარებდნენ.იმ საღამოს როცა ისინი საუბრობდნენ გიორგიმ გადაწყვიტა გარეთ გაევლო,არცერთს არ დაურეკა რადგან არ უნდოდა შეეწუხებინა მეგობრები მისი მელანქოლიის განსადევნად და თავად იყო მისი თავის გამრთობიც და მომსმენიც,მაგრამ საოცრებავ გიორგიმ ბექას მანქანა დაინახა და გაუკვირდა.სამივე ისხდნენ და მსჯელობდნენ,არცერთ უფიქრია სახლში წასვლა არც მაშინ,როცა რატიმ ხელზე დაიხედა და საათის ისრები უკვე დილის 5 საათს უჩვენებდა.
-ამდენი ხანია ვმსჯელობთ,დაგვათენდა თავზე და ვერაფერი ვერ მოვიფიქრეთ.თქვა რატიმ.
-მეც რამდენჯერ დავაპირე თქმა,ვერ გავბედე გიორგის სიმართლეს ვერ ვეუბნები,როგორ ვუთხრა ეს სიმართლე,როგორ.
-მე გაგიადვილებ ძმაო.მოესმა გიორგის ხმა და სამივემ გაოცებულმა შეხედა მათ წინ მდგარ გიორგის.
-გიორგი?
-მე ვარ,კარგია რომ მიცანით.
-რატომ ხარ ამ დროს გარეთ.უთხრა ბექამ და თვალი აარიდა.
-ვერ ვიძინებ,ვფიქრობ და ვერ ამიხსნია ეს ერთი თვე თუ როგორ უცნაურად იქცევით.რა ხდება,შეგიძლიათ თავისუფლად მითხრათ.რამე მოხდა კომპანიაში და ვერ მიმხელთ? რამე შარში გაეხვიეთ? გელოდებით ამიხსნათ თქვენი აქ თავშეყრის მიზეზი.უცქერთ ერთმანეთს და ასე მგონია თვალებით ესაუბრებით ერთმანეთს და მოდი მე გაგიადვილებთ სათქმელს.ბიჭებმა ერთმანეთს შეხედეს და შემდეგ გიორგის მიაჩერდნენ.
-თქვენ კარგად იცით რა გამოვიარე მთელი ეს წლები,ისიც კარგად იცით თუ რა ჯოჯოხეთი იყო მთელი ეს დრო ჩემთვის,მაგრამ მოგონებებს და ჩემს გრძნობებს გონებაში ვანადგურებდი და არა გულში.ვცდილობდი ყოველთვის,რომ წარსულით არ მეცხოვრა.ჩემშივე ვწვავდი იმ ლამაზ წუთებს რომ არ გამხსენებოდა,რაც დარჩა მოგონებებიდან ნაცრად გაიფანტა მთელ სხეულში და საბოლოოდ თვალებში დაგროვდა.ამის გამო ჩემში ლამაზმა ფერებმა ფერი დაკარგა და ნელა-ნელა რუხი ფერი გახდა,ესე იგი ნაცრისფერი.მას შემდეგ გახდა ჩემი თვალები სევდის ფერი,მხოლოდ ეს ფერი იტევს ყველაზე დიდ დარდს და წუხილს,ამიტომ მიჭირს ხოლმე ტირილი.არ ვტირი, რადგან ასე უფრო მარტივია გავანადგურო გულს მოწოლილი სევდა რომელიც უფრო და უფრო ნაცრისფერო ხდება.არ მინდა თქვენც დაინახოთ ეს ჩემი ჯერ კიდევ ჩაუქრობელი სევდა,მაგრამ განა არ ვიცი და განა ვერ ვხვდები რომ თქვენც დღემდე გტკივათ და დღემდე განიცდით ჩემს ტკივილს.ძალიან არ მინდა თავი მოგაბეზროთ და ამის გამო ბევრჯერ აგარიდეთ თავი,რადგან არ მინდა ჩემს გამო შეზღუდული იყოთ,მაინც არ გამომდის.
-ვიცით გიორგი თუ როგორ ხარ და ჩვენ აქ თუ ვართ უშენოდ,ისევ შენს ტკივილზე ვსაუბრობთ.უთხრა ბექამ და თვალებში ჩახედა მეგობარს.
-ბექა შენი სიყრმის მეგობარი ცხოვრების ფსკერზე დავიდა,რომელიც ახლა გამომშრალი თვალებით ზის თქვენს წინაშე.დიახ ეს თქვენი მეგობარია,რომელსაც გულის სიღრმიდან ამოსდის რაღაც განსხვავებული ხმა,ხმა რომელიც მაფიქრებს და ზოგჯერ ჩემივე თავს გალურჯებულს,გაყვითლებულს და გაკვირვებულს ვხედავ,ვხედავ უცნაურად და ეს მცრის ტანში.წყლის ბოთლზე გაყინული ჰაერივით მივლის მთელ სხეულში,მეშინია
-რისი გეშინია გიორგი.
-არ დამიჯერებთ,მაგრამ ქუჩაში რამდენჯერმე ნაცნობი თვალები დავლანდე,მაგრამ არ ვარ დარწმუნებული,არ ვიცი ის არის თუ მე მინდოდა ის ყოფილიყო.მასზე ლოდინში მე არა,სული დამიბერდა უკვე,თუმცა ის რასაც ვფიქრობ,რომ გითხრათ ალბად დილამდე იცინებთ.მე კი წარსულის ამოშლა არ მინდა მეხსიერებიდან,არ შემიძლია იმ თვალებს ვერ ვივიწყებ და საფლავშიდაც ჩამყვება იმ თვალების სიკაშკაშე.ასეა,დილამდე ვზივარ სიგარეტის სუნათ აყროლებულ ოთახში,დილით კი თითქოს არც არაფერი მომხდარა,ნიღაბს ვირგებ და მხიარული სახით ვხვდები ყველას, ამის გამო კი ჩემი თავი მევე მეზიზღება,მაგრამ შიშიც მაქვს თქვენ არ შემამჩნიოთ ჩემში არსებული ეს სისუსტე,ჩემი უარყოფითი მხარე რადგან ზოგჯერ ვფიქრობ თითოეული თქვენთაგანს გინდათ მოგონებების მოპარვა,მაგრამ თქვენგან წამოსული სითბო და სიყვარული ამ ჩემს ილუზიას მიქრობს.რატიმ ცალი წარბი ასწია მაღლა და გიორგის შეხედა.
-რას იზამ სამყარო დაუნდობელია,მაგრამ ხანდახან ამ სამყაროს სიურპრიზების მოტანა შეუიძლია.
-ჩემთვის? არა მეგობარო,ჩემთვის სიურპრიზები მხოლოდ ტკივილის სახით თუ მოვა და არა სიხარულით.
-გიორგი მოდი სათქმელს პირდაპირ გეტყვი.უთხრა გელამ.
-თქვენ რა გგონიათ,ვერ ვხვდები რომ რაღაც გაქვთ სათქმელი? ერთი თვეა გიყურებთ და გხედავთ დაძაბულები ხართ,მოდი მითხარით პირდაპირ თქვერნც დაისვენებთ,გულზე მოგეშვებათ და მეც.
-ეს არც ისე ადვილია გიორგი.
-შენ თუ ვერ ბედავ და გიჭირს, სხვამ თქვას.
-სიმართლე ისაა,რომ ყველა ჩვენთაგანისთვის ძნელია სათქმელად.
-თქვით რა ხდება,ვხვდები რომ რაღაც რთული და სერიოზულია.ჩვენს ბავშვრებს ეხება?
-არა,ბავშვებს არ ეხება.
-აბა ბიზნეს?
-არა, გიორგი ეს შენ გეხება.
-მეეე? გაუკვირდა გიორგის და სამივეს სათითაოდ მოავლო თვალი.
-შენ გეხება, გიორგი შენს წარსულს და შენ ტკივილს ეხება.
-რას ხლართავთ,ახლავეს თქვით რაც უნდა მითხრათ.ფეხზე წამოდგა გიორგი და ისე უცქერდა მეგიბრებს.
-დაჯექი,გიორგი ახლა რასაც გეტყვით უნდა გითხრა რომ ჩვენთვისაც ძალიან დიდი შოკი იყო და მითუმეტეს რა იქნება შენთვის.
-გელა მითხარი ნუ წელავ სათქმელს და მეც ნუ მტანჯავ, გული გაფრინდება სადაცაა.
-კარგი დაწყნარდი და მოემზადე,ბექა შენ უთხარი.
-იტყვით რომელიმე თუ სათითაოდ გეხვეწოთ? იჭექა ღამის სიმყუდროვეში გიორგის ხმამ და ბექამაც როგორც იქნა უთხრა.
-მარიამი ცოცხალია გიორგი.გიორგი გაშეშდა,ბექას მიაჩერდა და ისე უცქერდა მას,თითქოს გაიყინა შემდეგ პირი დააღო და ნელა ნელა სუნთქვა გაუხშირდა.
-მარიამი? ჩემი მარიამი?
-მარიამი,ხო მარიამი.შენი მარიამი, გიორგი ჩვენი მარიამი.
-ბექა რა დალიე,თუ სამივემ ისეთი რამ დალიეთ ტვინი აგემღვრათ?
-იმდენი არ დაგვილევია,რომ არ ვიცოდეთ რას ვამბობთ ან ვერ ვაზროვნებდეთ.
-ბექა მართალს გეუბნება, გიორგი ჩვენი მარიამი ჩვენი დიდი ტკივილი ცოცხალია.
-შეუძლებელია,ის ხომ უკურნებელი სენით იყო დაავადებული ექიმს მე პირადად ველაპარაკე,ანალიზებზე ზოგჯერ მეც ხომ დავყვებოდი.
-მარიამი ექიმების მსხვერპლია.უთხრა რატომ და გელამ გიორგის ყველაფერი უამბო,გიორგის ხელში ჩანგალი ეჭირა რომელიც სიბრაზისაგან ისე გადაღუნა თავადაც ვერ გაიგო,შემდეგ კი ცრემლი მოერია და არც უფიქრის მისი შერჩერება.თანდათან სიბრაზე იპყრობდა და მთელი ხმით იღრიალა,მაგიდაც ამოაყირავა,ფანჯარაც ჩაამსხვრია,ყველა ფეხზე დადგა,ბექა გიორგის მივარდა და ხელები გაუკავა,უძლური გახდა ვეღარაფერს ვეღარ აკეთებდა,ბოლოდ ბექას მხარზე დაადო თავი და ორივე იატაკზე ჩაჯდა,გიორგი კი მთელი ხმით ღრიალებდა.როგორც მაიაკოვსკიმ თქვა ,,წვიმამ დასტირა ტროტუარებს'',ახლა ამ წუთში წვიმამ არა,მაგრამ გიორგის ცრემლებმა დაიარა მისი სახე და გულისპირიც კი დაუსვედა.იდგა მის გვერდით მისი საძმო და მათაც ცრემლი ჰქონდათ თვალებში,ხედავდნენ
თვალებიდან წამოსული ცხელი ცრემლი როგორ ესკვნებოდა ნიკაპთან და როგორ ეცემოდნენ გულზე.
-რამდენჯერ მიფიქრია,რომ სიკვდილი ერთ ნაბიჯზე იყო ჩემთან,ხან კი მოშორებით იდგა და შესაფერის მომენტს ელოდა თან წავეყვანე უსასრულო გზაზე.ვგრძნობდი,რომ არასდროს არ ვიყავი მარტო ჩემს სიცოცხლესთან.ახლა კი მინდა დავხუჭო თვალი და გავქრე,მოვწყდე ამ ცხოვრებას დავივიწყო ყველა განცდა და ყველაფერზე ფიქრი,მაგრამ ვერ ვბედავ.მე ხომ მასწავლეს,როგორ უნდა ვიცოცხლო და ვიცხოვრო,რატომ მიწევს ისევ ბრძოლა.დღეს დავივიწყე ჩემი სიამაყე,აქამდე თუ არ ვიმჩნევდი ტკივილს,ახლა თქვენს წინაშე ვტირი.აქამდე მომავლისკებ მიმავალ ბილიკსაც ვერ ვხედავდი,მაგრამ ახლა გზა გაიხსნა,მინდა იმ გზაზე უპრობლემოდ გავიარო,თუმცა არ დაიჯერებთ მაგრამ უპრობლემო ცხოვრებასაც არ აქვს აზრი.ჩემთან მხოლოდ სიზმარში მოდიან ნანატრი წუთები,ვიღვიძებ და ტკივილი გულს მიღრღნის.ახლა წავალ,უნდა დავისვენო და ნუ გამაღვიძებთ გთხოვთ,კართან ნუ მოხვალთ მე დღეს გული და სული არა,მე დღეს ჩემში ჩაკეტილი ჩემი ტკივილიანი სამყაროც მტკივა.ვფიქრობ გავექცე ამ ჩაკეტილ სამყაროს,ყოველდღიურობას და მარტო დავრჩე ჩემს იდუმალ სივრცეში,ეს ის სივრცეა სადაც მხოლოდ მე ვხედავ ჩემს ბედნიერებას.ეს ჩემი იდუმალი მხარეა სადაც ჩემი სიხარულის და ტკივილის დიდი სკივრი დგას,სადაც ჩემი მოგონებების ხმამაღლა თქმას შევძლებ.დღეს კი გაქრა ტკივილი,დაიშალა და დაიმსხვრა როგორც მიტოვებული სახლი რომლებსაც მხოლოდ კედლები შემორჩა წარწერით,ის წარწერები კი ყოველთვის შეგვახსენებს თავს,მაგრამ აღარ აგვატირებენ.ჩემში შემორჩენილი ჩემი გრძნობა პატარა წიგნია,სადაც მხოლოდ მე ვკითხულობ ჩემი ცხოვრების ტკივილიან ისტორიას.ძლიერი ვარ მეგობრებო,რადგან ამ წლებმა მასწავლა ილუზიის და რეალობის გარკვევა.მე ცხოვრება საკუთარ ტკივილზე ვისწავლე და შეყვარებული ვარ დღემდე რადგან ვიცი რას ნიშნავს სიძულვილი,მარტოობის სიძულვილი.მე სიცილიც თქვენზე უკეთ შემიძლია,იცით რატომ? იმიტომ რომ ვიცი რას გრძნობ მწუხარების შემდეგ როცა იცინი,მაგრამ მე დღემდე ვიბრძვი ჩემთვის დაუნდობელ ორთაბრძოლაში,მე ხომ მარიამი დღემდე მტკივა,აუტანელი ტკივილია ის დღემდე ჩემთვის.ცხოვრებაში ვიცი რომ ყველაფერი ხდება,მაგრამ მე რატომ მეთამაშა ცხოვრებამ ასე მწარედ.
-უნდა ნახო გიორგი,ისიც განადგურებულია.
-შევძლებ? მე რომ მარიამი ცოცხალი დავინახო,ძალა მეყოფა რომ მივუახლოვდე?
-შეძლებ,უნდა შეძლო.გულს მიენდე გიორგი,ძალა მოიკრიბე და დაიბრუნე შენი ბედნიერება.
-შევეცდები,ძალიან მინდა მაგრამ ვფიქრობ ძალა არ მეყოფა.















№1 სტუმარი ნატააა

ძალიან საონერესოა....ცრემლად ვიღვრები როცა ვკითხულობ....საინტერესო ისტორიებს წერთ.....ყოველ დღე ველოდები ახალ-ახალ თავებს...

 


№2  offline წევრი მია15

როგორ გამიხარდა რომ დავინახე ახალი თავი.მართლაც შეუდარებელი თავი იყო.მომეწონა.ველი შემდეგ თავს.წარმატებები

 


№3  offline წევრი marikuna18

ვაიმე ეს რა იყო :(( ♥♥♥ ღირდა ლოდინად ♥♥ გიორგი მეცოდება მაგრამ იმედია ძალას მოიკრებს და ნახავს ♥♥♥ შენ კი ყველაზე ნიჭიერი ხარ♥♥ წარმატებები♥♥

 


№4  offline წევრი isterichka123

Vaime esraiyo ga sul gadamria gamagija da damferfla saswauli gogoxar vgijdebi shenze velodebi shemdeg tavs dzal magaria????

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე მზია დეიდა ახლა გაწყვეტა იქნებოდა ამ თავის? pensive გიორგის საცოდავობამ მომკლა მე,სად შემიძლია ამდენი cry როგორც იქნა ისიც იპოვის ბედნიერებას.ნამდვილად ეკუთნის და ღირსი არის ბედნიერი იყოს heart_eyes არ დააგვიანოთ რა ახალი თავის დადება.
--------------------
ლანა

 


№6  offline მოდერი zia-maria

heart_eyes ძალიან დიდი,დიდი მადლობა ყველას,შევეცდები დღეს დავდო. disappointed unamused ძალიან რთულია ჩემთვის მოხუც ბებოსთან ერთად ეს გავაკეთო,ამიტომ მიწევს ღამეების თევა და მეც ძალიან ვნერვიულობ რომ ვაგვიანებ.შევეცდები ძალიან,ძალიან და არ გალოდინოთ. kissing_heart მიყვარხართ ყველა.

 


№7 სტუმარი Qeti qimucadze

Vaime guli, agar shemizlia meti

 


№8 სტუმარი Sopo

Aaaaaaaaaaaa gavskdii bgavioit es rogoriiii emociiit savse iyoo vaimeeee rogorc iqna egirsebat chems giorgis da chems mariams dakarguli wlebis anazgaurebaaa rogor mixariaaa umagresii gogo xar yovel jerze upro da upro amartleb chvens imedebs sauketeso xar madloba velodebi shemdegs <3

 


№9 სტუმარი ქრისტინა

ძალინ საინტეროსო იყო და ყველა შენი ისტირია მომეწონა რაც კი წავიკითხე. ყოველ წუთს ველოდებოდი ახალ თავს როდის დადებდი ❤❤

 


№10  offline წევრი maia dea

ბრავისიმაააააააა! აი, ძალიან მაგარია, რომ ვერ მოწყდები ისეთი!
მე ხომ გამოუსწორებელი "სიყვარულოვნა" ვარ, ჰოდა ეს ისტორია ზუუუუსტად საჩემოა მადლობა

 


№11  offline მოდერი zia-maria

heart_eyes მადლობა,მადლობა,მადლობააააა ყველას. kissing_heart

 


№12 სტუმარი სტუმარი Salome

Shemdeg tavs rodis dadebt:)

 


№13 სტუმარი სტუმარი დეფნე

როგორ მიყვარხართ მე თქვენ...ისტორია რომელიც არ მბეზრდება, არ ბერდება, არასდროს დაკარგავს ფასს.

 


№14  offline მოდერი zia-maria

სტუმარი Salome
Shemdeg tavs rodis dadebt:)

heart_eyes ვწერ უკვე და დავდებ მოგვიანებით. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent