ამოუცნობი (თავი პირველი)
- სალომე კარგი რაა - რას ერჩი ამ მუსიკას - დავუწიოთ - არა ავუწიოთ - არცერთი არ ვთმობდით პოზიციებს - ოხ სალო სალო - ესეც ასე - გამარჯვებული სახით სავარძელში კარგად მოვკალათდი და განვაგრძე სასიამოვნო მუსიკის მოსმენა - საალ კარგი რაა, შეიკარი რემენი - ამხელა მუცელზე რემენი ? კარგი რაა შოთა - გთხოვ შეიკარი - მზრუნველი თვალები შემომანათა და ჩემსკენ გადმოიწია რემენის შესაკრავად - მოიცა მოიცაა, ფეხს მარტყავს, ნახეე , გრძნოობ ? შოთა ის ფეხს მირტყავს - ჩემს გამობერილ მუცელზე მივუთითე - მართალია, ჩემი ბიჭი ფეხს გირტყავს - ან იქნებ გოგო - მე ბიჭისთვის ვშრომობდი მთელი საღამო - მოკლედ შენ..... - შემდეგ რაიყოო ? მანქანის სიგნალის გამაბრუებელი ხმა, ტკივილი, საკაცით გავლილი საავადმყოფოს დერეფანი და შოთას განწირული ხმა....... 3 წლის შემდეგ საწოლიდან თავს გაბრუებული ვწევ, რამდენიმე წუთი მჭირდება აზრზე მოსასვლელად, პირველ რიგში სარკესთან ვდგები და ჩემს ჭრილობას ყელთან, დიდი სიფრთხილით ვაკვირდები. - სალომეეე - ოთახში ჩემი "მეუღლე" შემოდის, როგორც თვითონ ამბობს, თბილად ვუღიმი და ველოდები ჩემს დილის რიტუალს - ჩემ ლამაზ ცოლს უკვე გაუღვიძია , როგორ გეძინა ? - მადლობა კარგად - კარგი მოდი აბა ჭრილობა მაჩვენე - ყელიდან სახვევი ფრთხილად მომხსნა და სრული სიზუსტიით ათვალიერებდა - მგონი კარგად გამოიყურება ხოო ? - კი, ვფქირობ სახვევიც აგარ დაგჭირდება - ჭრილობა დამიმუშავა და შუბლზე მაკოცა - ესეც ასე - შოთა - ბატონო - გარეთ მინდა გასვლა, რამდენი ხანია უკვე არ ვყოფილვარ - არა, ამ თემაზე ხომ ვილაპარეკთ - შოთა გთხოოვ - კარგი, 1 საათით და ისიც დაცვასთან ერთად - ძალიან კარგი - სუსხიანი ამინდი იყო, საკმაოდ ციოდა, თბილად ჩავიცვი და გავემზადე სამყაროსთან შესახვედრად, დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი ყველაფერს - სალომეე ? - ზურგიდან მომესმა ჩემი სახელი - დიახ - მოიცა შენ სალომე ხარ ? უკვე მეორედ დაგინახე, თავიდან ვიფიქრე როომ.... მაგრამ ეს შეუძლებელია, უბრალოდ - კი მე სალომე ვარ და თქვენ ვინ ხართ ? - მე და შენ ბავშობის მეგობრები ვართ, ერთი სკოლა, ერთი უნივერსიტეტი - კიმაგრამ, მე არ მახსოვხართ - შენ სალომე მაჭავარიანი ხარ ხო ? პლასტიკური ქირურგი შოთა მაჭავარიანის ცოლი ? - კიი მევარ - უცნაურიაა, დავიბენი ძალიან დავიბენი - თავზე ნერვიულად გადაისვა ხელი - და თქვენი სახელი ? - გიგა, გიგა რაზმაძე - სასიამოვნოა - ხელი გავუწოდე, ასეა თუ ისე ამ ბიჭს პირველად ვხედავ - ჰოო რავიცი ჩემთვისაც - გიგა ახლა უნდა წავიდე - ჰოო ჰოო რათქმაუნდა , სალომეე მე, მე ჩემ სავიზიტო ბარათს მოგცემ და თუ რამე დაგჭირდება დამირეკე, აუცილებლად დამირეკე, კარგი ? - კარგი - სავიზიტო ბარათი გამოვართვი და მანტოს ჯიბეში ჩავიდე სახლში მალევე დავბრუნდი, იმის შესამოწმებლად, შოთა იყო თუარა სახლში, მის კაბინეტში შევედი, მაგიდაზე რაღაც ფოტოები ელაგა, დავინტერესი და მივუახლოვდი, ფოტოების ვუყურებდი და იცით რას ვგრძნობდი ? არაფერს, უფროსწორედ ვერაფერს, ვერ ვხვდებოდი ვინ იყო ეს ხალხი, ან რატომ ჰქონდა ჩემ ქმარს მათი ფოტოები, ამის შემხედვარე ისტერიული ტირილი ამიტყდა, რაზეც შოთა შემოვიდა კაბინეტში - სალომეე ? აქ რასაკეთებ ? ან რატომ ტირი ? - ვერ ვიხსენებ, ვერ ვიხსენებ - სალომე, სალომე დაწყნარდი, დამშვიდი - არ შემიძლია, არვიცი, არმახსოვს - მისმინე დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება - უშედეგოდ ცდილობდა ჩემს დამშვიდებას, შემდეგ იყო წვა მკლავის არეში და დილით საწოლში გავიღვიძე, იცით რამახსოვდა ? არაფერი, საერთოდ არაფერი, მაგრამ ისიც არ მახსოვდა, რომ არაფერ არ მახსოვდა.... დილით იყო ჩვეულებრივი დილის რიტუალი, თავისი წამლებით და დამამშვიდებლებით - საღამოს სტუმრები გვეყოლება, წვეულებასავით ვმართავ და მინდა მზად იყო - მოუთმენლად ველი საღამოს - და ხო მართლა, დღეს ხატიასთან შეიარე, ჭრილობას დაგიმუშავებს - რატომ უნდა მივიდე შენს ასისტენთან, როცა თვით საუკეთესო პლასტიკურ ქირურგს შეუძლია ჩემი ჭრილობის დამუშავება - მე არ მცალია სალომე - შუბლზე მაკოცა და სამსახურისკენ გაემართა საღამო მალე მოვიდა, სტუმრებით სავსე იყო სახლსის სასტუმრო ოთახი, მათგან მობეზრებულმა თავი ჩემი მეუღლის კაბინეტში შევაფარე... ოხ ისევ ეს ფოტოები... - შოთა ვინ არის ეს ქალი ? - სალომე დაწყნარდი - შენრა საყვარელი გყაავს ? ამოიღე ხმაა - სალომე დამშვიდდითქო, მისმინე მეშენ მიყვარხარ და შენ ეს იცი, ყველას მირჩევნიხარ ამქვეყნად და მინდა ეს იცოდე, მენდობოე, გიყვარდე, ახლა კი წამოდი დაწექი, ვატყობ დასვენება გჭირდება... როგორცკი შოთა ოთახიდან წავიდა გეზი ისევ მის კაბინეტისკენ ავიღე, ყველაფერი გადავქექე სადაცკი შეიძლებოდა რამე საინტერესო მენახა, და ვიპოვე, ვიპოვე ის რაც პირველი ნაბიჯი იყო აღმომეჩინა საკუთარი თავი, ჯანდაბა ეს, ეს რაარის ? ვაკვირდები ალბომს, ჩემი და ჩემთვის უცნობი ქალის ფოტოებით, შემდეგ ჩანაწერებს პლასტიკური ოპერაციის შესახებ, ჯანდაბა ეს რახდებაა, ალბომი დაყოფილიი იყო ნაწილებად, რაც ასახავდა თუ როგორ გადადიოდა უცნობის სახე ჩემსაში და როგორ მემსგავსებოდა ის მე, სასწრაფოდ გავედი მისი კაბინეტიდან, ვერც წარმოიდგენთ რა მჭირდა, რამხელა გაურკვევლობა იყო ჩემს ირგვლის - ეს, ეს რაარის ? - ხმა აკანკალებუყლმა ვკითხე პირველ სართულზე მყოფ შოთას, რითაც იქ მყოფი სტუმრების ყურადღებაც მივიქციე - სალომეე - გაკვირვებული მიყურებდა, სწრაფად ამოიარა კიბეები, მკლავში ჩამავლო და ოთახში შემათრია - ეს რას ნიშნავს, ეს ქალი ვინარი ? ან ეს ოპერაცია ? რა ოპერაციაზეა საუბარი ? - სალომე - არაა, არგაბედო და არ შემეხო, ჩემი სახელი არ ახსენო, არგაბედო - სალომე მოდიაქ, რა გჭირს საყვარელო ? მემგონი ისევ გელანდება რაღაცებიი ? - არა არ გაბედო, შოთა მომშორდი - შეემდეგ ისევ წვა და გონების დაკარგვა. ოთახში ხატია შემოვარდა - რახდება ? - ფოტოები ნახა, სარდაფში ჩაიყვანე და წამალი გაუკეთე - კარგი როგორც მეტყვი გონს სარდაფში მოვედი, რომელიც საოპერაციო ოთახს ჰგავდა - ხატიაა ? აქ რაგინდა ? ან მე რა მინდა აქ ? - სალომე დამშვიდდი, თავს შეუძლოდ გრძნობ, წამალს გაგიკეთებ და მალე კარგად იქნები - არა არგაბედო - იქვე დადებულ სკალპელს ვწვდი და მისი მისამართით გავიშვირე - არგაბედო და არმომეკარო, რახდება ამიხსენით ვინმე, გამარკვიეთ - კარგი, კარგი დამშვიდდი, ყველაფერს აგიხნი რა და როგორ იყო - ჩემსკენ გამოიწია და საკაცეზე ჩამოჯდა - შენ და შოთა ავარიაში მოყევით, უფროსწორად სალომე და შოთა მოყვნენ ავარიაში - სალომე და შოთა ? - ხო, სალომეს გადარჩენა ვერ მოხერხდა, საკმაოდ მძიმე ტრამვები ჰქონდა - ყურადღებით ვუსმენდი და არმჯეროდა, რომ ეს ყველაფერი ჩემ თავს ხდებოდა, თავს ვერ ვიკავებდი და ცრემლებს ნებას ვაძლევდი თავისუფლად ედინა ჩემი თვალებიდან - შემდეგ მოხვედი შენ სოფია, ცხვირის ოპერაციის გასაკეთებლად, შოთას არშეეძლო მის გარეშე ცხოვრება, გესმის ? და თქვენი სახეები - აღარ გააგრძელო , ღმერთო ჩემოო თქვეენ.... ის მანიაკიაა....ანუ მე ? - შენ სოფია ნადირაძე ხარ, გყავს მეუღლე და ორი შვილი - რაა ? - ვგრძნობდი, როგორ მეცლებოდა სხეულიდან მთელი ენერგია - ხოო - მე უნდა წავიდე, აქედან შორს, რაც შეიძლება შორს, ჩემი ოჯახი, შვილები, მე ისინი უნდა ვნახო - ამის უფლებას არ მოგცემს - დამეხმარე - რაა ? - ხო დამეხმარე, ვიცი რომ მოგწონს ის და ყველაფერზე ხარ წასასვლელი ჩვენს დასაშორებლად, დამეხმარე, გამაპარე აქედან - კარგი - დიდხანს ფიქრი არც დასჭირვებია, სახლიდან ადვილად გავაღწიეთ , მანქანა და ჩემი ოჯახის მისამართი მომცა - აჰაა გამომართვი მოიცვი შენი მანტო - მადლობა დახმარებისთვის - მანტოში ვიღაცის სავიზიტო ბარათი ვიპოვე, თუმცა სიმართლე, რომ გითხრათ არცკი მახსოვდა ვისი იყო _________ ეს პირველი საცდელი თავია, ველოდები თქვენს შეფასებებს და ამის მიხედვიდ გადავწყვიტავ გავაგრძელო თუარა, მომენატრა თქვენი კომენტარები, რომლებიც ძალიან ძალიაან მიხარებს გულს <333333 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.