როგორ შემიყვარდა კრიმინალი IX თავი (ნაწილი II)
მეორე დილით მეტრეველი მთელი გზა გაუჩერებლად რეკავდა სანიკიძის ტელეფონზე. - რა უნდა? - მისკენ გაუხედავად ჰკითხა ლუკამ. ნიამ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და შემდეგ მამაკაცს გულწრფელად უპასუხა: - ორი კვირით პარიზში მიდის მივლინებაში და უნდა რომ მეც მას გავყვე. - რა უნდაა?- მოსაკიდებლად გამზადებული სიგარეტის ღერი უკანვე გამოიღო აბაშიძემ და მანქანაც ზედმეტად მკვეთრად დამუხრუჭდა. - გიორგი ჩემი მეგობარია…-აფეთქების მოახლოება იგრძნო ნიამ და წინასწარ ეცადა პოზიციების დაცვას. - ყ*ეზე მ*იდია მეგობარია თუ გარე ბიძაშვილი! გკითხე? - მაინც იფეთქა აბაშიძემ და ქალიც ადგილზე შეხტა. -რა გაღრილებს ლუკა?- ტონს აუწია ნიამაც და თვალი თვალში გაუყარა განრისხებულ მამაკაცს - არ შეგიძლია რომ წყნარად მელაპარაკო? -როგორ გელაპარაკო წყნარად როცა ესეთ ყ*ლეობას მეუბნები? - ტონის შერბილება არც უფიქრია აბაშიძეს. ნიამ , ერთხანს უხმოდ უყურა მისკენ რისხვით მომზირალს, შემდეგ ერთბაშად შეტრიალებული კარს დასწვდა გასაღებად… - სად გარბიხარ...მოდი აქ!!!-იღრიალა უარესად გაცოფებულმა აბაშიძემ და მკლავზე მტკივნეულად ჩაფრენილი თითებით ისევ თავისკენ შეატრიალა ქალი. - სამსახურში მაგვიანდება…-თავის გათავისუფლებას ეცადა ნია. - ყ*ლეზე! -იღრიალა მამაკაცმა- ლაპარაკი არ დაგვიმთავრებია! - შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს! - დედას შევეცი! - ცივად ჩაეცინა ლუკას შემდეგ კი ისევ გაეყინა ქალზე მიბჯენილი მზერა - ანუ რა ხდება...პარიზში მიყვები ვიღაც დედამოტყნულს რომელიც თვალებით გჭამს და ერთი სული აქვს რომ მაგრად გიხმაროს... -ლუკა… -მომისმინე!!! შენ თუ არ გესმის მე მომისმინე და ისე მაინც გაიგე...რა გამოდის ანუ...მე რომ არ მინდა ჩემი ქალი გაყვეს იმ დედამოტყნულს სადღაც დედამოტყნულ პარიზში ზემოთხსენებული მიზეზით...შენ კი შენით ვერ ხვდები ამ ყველაფერს და მე მიწევს აგიხსნა , დაგიმარცვლო და დაგიღეჭო...ვზივარ აქ და კიდევ დიდი მოთმინებით გიხსნი რომ ესე მაინც გაიგო ისედაც უმარტივესად გასაგები რაღაც...და ამ ყველაფრის მერე...აი ამ ყველაფრის მერე ისევ მე ვარ ცუდი… -ჯერ ერთი გიორგის არასდროს შემოუხედავს ჩემთვის მაგ თვალით და არც არასდროს შემომხედავს! - მტკიცედ თქვა ნიამ. -მოიცა...აბა, შენი აზრით პარიზში რისთვის გეპატიჟება? დისნეილენდში უნდა გაგასეირნოს? თუ ელისეიზე ყვავილები უნდა დაკრიფოთ?-ირონიულად გაეცინა მამაკაცს , მერე კი ერთიანად ჩამოერეცხა ღიმილი და მომენტალურად გაუცივდა სახე-შენ დებილი ხარ, გოგოო?-ბოლო ხმაზე იღრიალა საბოლოოდ ნერვების ზღვარს გადაცდენილმა და სანიკიძემაც, მანამდე უტეხად რომ უყურებდა, მზერა მოარიდა და სავარძელში შესწორებულმა ღრმად შეისუნთქა ჰაერი. -მე არ მითქვამს რომ მივყვები. - ჰოდა, დღესვე ეტყვი... -შენ ვერ მიმითითებ რა გავაკეთო და რა არა... - ბრძანებით ტონზე მაშინვე გადაეკეტა ნიას და არც დაფიქრებულა ისე წამოისროლა სიტყვები. აბაშიძეს კი თვალმოუშორებლად რომ უყურებდა ისე შეეცვალა სახე მზერით ვინმეს მოკვლა რომ შეიძლებოდეს , ნამდვილად მიაბარებდა სანიკიძე უფალს სულს. მიხვდა ეს უკანასკნელიც რომ სიტუაციის გამწვავების საჭიროება აღარ ქონდა და ჰაერი ღრმად შეისუნთქა დანებებულმა. -კარგი ვეტყვი..კმაყოფილი ხარ? - ძალიან….-ტუჩები ირონიულად დაბრიცა მამაკაცმა- ნერვები რომ მომიტყანი დილიდან…-გამოცრა კბილებში , შემდეგ კი გონზე მოსვლაც არ აცადა ქალს, თითებით ისე ჩააფრინდა ყბებზე სანიკიძემ ტკივილისგან სახე დამანჭა.ახლოს მიიზიდა და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა. -ეხლა შეგიძლია მიბრძანდე...-გამოცრა კბილებში და ჯერ კიდევ განრისხებულმა უკანალზეც მიაყოლა მტკივნეული წამორტყმა სავარძლიდან წამოწეულს, რომელმაც ხმამაღლა წამოიკივლა და დაბღვერილი სახით გახედა. -არანორმალურო!- სახედამანჭულმა, ამწვარ უკანალზე ინსტიქტურად მოისვა ხელი და კიდევ უფრო დაბღვერილმა გახედა საჭესთან მჯდომს.რომელმაც მის სიბრაზეს ყურადღებაც არ მიაქცია და იმავე გამაფრთხილებელი ცივი ტონით უთხრა. -ჭკვიანად! -მე ჭკვიანად ვარ...თავად იყავი ჭკვიანად!-ანალოგიური ტონით უპასუხა ნიამ, მერე კი გაგულისებულმა მიაჯახუნა მანქანის კარი და არ გამორჩენია მისი საქციელით აშკარად გახალისებული მამაკაცის სახეზე ათამაშებული ირონიული მზერა...უარესად გაგულისებული , მთელი ტანით შეტრიალდა და ის იყო ნაბიჯი გადადგა წასასვლელად თავს რომ ვეღარ მოერია და თვითონაც გაეცინა...თავი გადააქნია, შემდეგ ერთბაშად მანქანისკენ შებრუნებული სალონში სწრაფად შეხტა და გონზე მოსვლაც არ აცალა მამაკაცს ზუსტად ისე როგორც თვითონ ყბებში ჩაავლო თითები და მოწყვეტით აკოცა… -გიჟი ხარ და მეც გამაფრენინე…-დაიჩურჩულა ზედ მის ტუჩებზე და მის მუხლებზე გადანაცვლებულმა კეფაზე შეცურებული თითებით ძლიერად მიიზიდა მისი სახე, მერე კი ისევ ბაგეებზე დააცხრა მოწყურებულივით...ავტომატურად აღმომხდარი კვნესაც მის ბაგეებზევე ჩაახშო, ამ.უკანასკნელმა ცხელი ხელები რომ შეუცურა პერანგის ქვეშ და შიშველ ზურგზე მიეფერა...სულ მალე კი გიჟურ ალერსში ერთიანად თავდაკარგული აღარაფერს დაგიდევდათ , ისევ მამაკაცს რომ არ მოეთოკა თავი.უეცრად რომ შეწყვიტა კოცნა და ალერსისაგან სახეარეულს ირონიულად გაუღიმა. -ვიღაცას აგვიანდებოდა… -ჯანდაბა... -გაგვიანდება, პატარავ...მიდი,გაიქეცი!-აბურდული თმა ფრთხილად გადაუწია შუბლიდან და თავი ძლივს შეიკავა მის სახეზე რომ არ ახარხარებულიყო.ალერსის უცერემონიო შეწყვეტის გამო აშკარა ბრაზი რომ.ჩასდგომოდა თვალებში და რამდენიმე წამის განმავლობაში ისეთი მზერით ბურღავდა აბაშიძეს, თითქოს მის მოკვლას ლამობსო. -როგორ ვერ გიტან!- ბრაზისგან აკანკალებული ხმით გამოცრა ბოლოს კბილებში და სწრაფად გადახტა სალონიდან. -მეც ვგიჟდები შენზე , პატარავ!- კოცნის იმიტაცია გაუგზავნა აბაშიძემ, მერე კი მის ირონიის გამო კიდევ უფრო გაგულისებული ქალის სახეზე ხმამაღლა გაეცინა...დაელოდა სანამ შენობაში შევიდოდა,მერე კი ძრავი ჩართო და მანქანა დაძრა. *** უშიშროების საბჭოს სხდომიდან გამოსულ გვარამიას ბუზებივით შემოეხვია ჟურნალისტთა არმია, მინისტრის მოადგილე შუაში მოიქციეს და ყველა მხრიდან ბომბდამშენივით დააყარეს კითხვები. - ბატონო ნოდარ, რა კავშირი აქვს ილია ახობაძის სახელს ლუკა აბაშიძეზე თავდასხმასთან?- ჰკითხა ტევე იმედის ჟურნალისტმა - ამ საქმეზე მოკვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს - მოუჭრა გვარამიამ - რა გადაწყვეტილება მიიღო უშიშროების საბჭომ შექმნილ კრიმინალურ ვითარებასთან დაკავშირებით?- პირში მიკროფონს ჩრიდა რუსთავი ორის ჟურნალისტი - ჯერ საბოლოო გადაწყვეტილებაზე არ შევჯერებულვართ - ხელით გაწია მიკროფონი, ჟურნალისტთა კორდონი გაარღვია და ლიფტისაკენ დაიძრა. - რა პასუხს გასცემდით აქციაზე შეკრებილ ხალხს, რომლებიც თქვენ ახსნა- განმარტებას ელიან? - კითხვების დასმას არ წყვეტდა უკან ადევნებული რეპორტიორთა არმია. გვარამიამ, რომელიც მათგან ზურგშექცევით ელოდებოდა ლიფტის მოსვლას, სწრაფად შეაბიჯა იმწამს გაჩერებულ კაბინაში და სწრაფად დააჭირა თითი ნულოვანი სართულის ღილაკს. - დამპალი წურბელები !- გამოცრა ზიზღით,როგორც კი კაბინის კარი დაიხურა და ჟურნალისტები უკან მოიტოვა. ლიფტიდან გამოსულმა სწრაფი ნაბიჯით გადაჭრა მანძილი პარკინგზე გაჩერებულ თავის მანქანამდე და მძღოლს უხეშად მიმართა: - გადადი!- შემდეგ კი, როცა ამ უკანაკნელმა მისი ბრძანება შეასრულა, ტელეფონი მოიმარჯვა და სასურველი ნომერი სწრაფად აკრიფა. - გისმენ - რამდენიმე ზუმერის შემდეგ გაისმა კაცის უხალისო ხმა - გამარჯობა, ილია - ყინულივით ცივი იყო გვარამიას ტონი - ნოდარ.. - ყალბი სიხარული გაერია ახობაძეს ხმას - რამ შეგაწუხა? - თავს ნუ იკატუნებ, იდიოტო!- თვალებში ბრაზის ნაპერწკლები გაუკრთა მინისტრის მოადგილეს - რა გინდა , ნოდარ? - დანძრეული გვაქვს.. ორივეს! - რა მოხდა აღარ იტყვი?- გაბეზრება შეერია ახობაძის ხმასაც - გარდა იმისა რომ აბაშიძეს მოსაკლავად ნამდვილი სირ'ი მიუგზავნე რომელიც ოცი მეტრიდან მიზანში ვერ ისვრის?- ირონიანარავი სიმწრით ჩაეცინა გვარამიას - აბაშიძეს თუ კატასავით ცხრა სიცოცხლე აქვს ჩემი ბრალია არაა - მხრები უდარდელად აიჩეჩა ახობაძემ - როგორ მშვიდად ხარ?!.. - სიბრაზისგან ტვინი აუდუღდა გვარამიას. - რაა სანერვიულო? კიდევ მყავს თავზეხელაღებული ნაცნობები ვინც უარს არ მეტყვიან მისთვის შუბლის გახვრეტაზე - უდარდელად ჩაიცინა ილიამ - ზუსტად მაგის თაობაზე გირეკავ, იდიოტო!- იყვირა წყობიდან საბოლოოდ გამოსულმა გვარამიამ - დღეიდან მინიმუმ ორი თვე ჩემ ფეხებს გააკეთებ! - ხო? მაინც რა შემიშლის ხელს ?- ინტერესი შეერია ახობაძის ტონს - დღევანდელ სხდომაზე სარიშვილმა პირდაპირ მიმანიშნა რომ ბოლო დროინდელ ამბებში ჩემ მონაწილეობაზე აქვს ეჭვი.. სხდომაზე ოცი კაცი ვისხედით და როცა ის სირ'ი შიგნიდან მომავალ საფრთხეებზე საუბრობდა, რატომღაც ამ ოცი კაციდან მაინცდამაინც ჩემზე შეაჩერა ყველაზე დიდხანს მზერა... გესმის ეს რას ნიშნავს?- ცოფებს ყრიდა ზღვარგადასული კაცი - მაგ სირმა კარგად იცის რომ წყალი აქვს შემდგარი და შემდეგი მინისტრი მე ვიქნები.. ხოდა ისეა ჩემზე დაბოღმილი რამე რომ გამომიქექოს ისე დაგვინძრევს მამაზეციერიც ვერ გვიშველის.. ხო და კიდევ უშიშროებამ შენზე თვალთვალი გააორმაგა.. საბაჟოებზე და აეროპორტში სიგიჟე ხდება.. ბუზი ვერ გამოიფრენს შეუმჩნევლად.. ყველა შენ კაცს ვისზე საფუძვლიანი ეჭვი აქვს ან არ აქვს.. მნიშვნელობა არ აქვს.. ყველას თითო კაცი ჰყავს მიმაგრებული.. ხვდები ეხლა? მინიმუმ ორი თვე ფეხსაც ვერ გაატოკებ!.. აბაშიძესთან მიკარებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.. შენი რეგვენობით იმ ნაბი'ჭვარს ისეთი დაცვა აუყვანე პრეზიდენტს რომ ჰყავს მარტო საქართველოში.. ასე რომ, დაგენძრა , მაგრად დაგენძრა!.. - - ესე ძალიან უყვართ მთავრობაში აბაშიძე?- პაუზის შემდეგ ფიქრიანად ამოილაპარაკა ილიამ. მის ხმას აშკარად აღარ ეტყობოდა ირონიის და მხიარულების კვალი - ვის ადარდებს აბაშიძე?- იყვირა ბრაზისაგან აჭარხლებულმა გვარამიამ - ტელევიზორს არ უყურებ, სირო? ჩართე და ნახე რა ხდება ქვეყანაში.. ყველა არხი მარტო ერთს გაჰყვირის.. გაზრდილი კრიმინალი, გაზრდილი კრიმინალი!.. ამათაც მეტი რა უნდათ? გაზრდილი კრიმინალი ახსენე და სრულიად საკმარისია მთავრობის მთელ შემადგენლობას სინქრონში აუკანკალდეს ტრა'კი!.. - აბაშიძე ვერ მოგვწვდება... - თქვა ილიამ, თუმცა მის ხმას აშკარად აკლდა თვითდაჯერების ტონი. - მოგვწვდება ილია, მოგვწვდება ! მოწვდენილი არ არის? ზედმეტად თითი არც გაუნძრევია და ჩვენ უკვე თითქმის ტრაკში მიგვიმწყვდია.. ყველაფერი კი შენი დაუდევრობით და უტვინობით მოხდა ,.. - სიბრაზისაგან ხმა ჩაეხლიჩა კაცს. დასამშვიდებლად ღრმად ჩაისუნთქა და ისე განაგრძო - ეხლა მისმინე.. მიყუჩებული ეგდე და მანამ მე არ შეგატყობინებ რამეს, იქამდე დაელოდე სიტუაციის ჩაწყნარებას !-ილიას პასუხს არც დალოდებია, ისე გათიშა ტელეფონი - წავედით!- გასძახა თავის მძღოლს . უკანასკნელმა უსიტყვოდ შეასრულა ბრძანება. მაშინვე მიუჯდა საჭეს და შავი ტოიოტას ჯიპი სწრაფად მოწყვიტა ადგილს. *** --არაფერს მეტყვი? - შესამჩნევად აკანკალებული ხელით გაუკიდა ანერვიულებულმა დემეტრაძემ სიგარეტს და გვერდზე სავარძელში მთელი ტანით გადაწოლილ მეგობარს გახედა. სულ ახლოს იყო ცხოვრებაში ერთ-ერთი უძვირფასესი ადამიანის დაკარგვასთან და მისი მუდმივი უდარდელობაც უკვალოდ გამქრალიყო. ლუკას გვერდზე ეხლა ისეთი გიორგი დემეტრაძე იჯდა, როგორიც სულ რამდენჯერმე, თითქმის თითზე ჩამოსათვლელად ჰყავდა ნანახი. თვითონავ გაუკიდა სიგარეტს და ჰორიზონტს გახედა. ასე ისხდნენ უხმოდ, ლუკას სახლის ეზოში , კამკამა აუზის წინ და აუჩქარებლად ეწეოდნენ სიგარეტს. მშვიდი საღამო იყო . ცას ახალი შეპარული ჰქონდა რიჟრაჟი და ჰაერი სასიამოვნო სიგრილით გაჟღენთილიყო. - რაა სათქმელი?- ჰორიზონტისთვის თვალის მოუცილებლად დაარღვია ლუკამ დუმილი - თუ გულს ატკენ, მოგკლავ! დალშე ჩემგან დალოცვილები ხართ. - სულ ეს არის? - კიდევ რას ელი ?- ცერად გახედა აბაშიძემ. - რავიცი .. სახეში პატარა მუშტიც არა? - ჩაიცინა გიორგიმ -არა. - მისკენ, ისე უპასუხა ლუკამ. - ერთი წელია ერთად ვართ… - უფრო დაიძაბა დემეტრაძე. - ვიცი. - ისევ მისკენ გაუხედავად მოუჭრა ლუკამ. - რა? - მეგობარს სწრაფად გახედა გიორგიმ- ამის დედაც..ყველაფერს ხვდებოდი? - ვხვდებოდი... - კარგი..- სახეზე ნერვიულად მოისვა გიომ ხელები და ფეხზე წამოდგა - ანუკის უნდა დავურეკო.. სამი კვირაა ხმას არ მცემს.. ახლოს არ გამეკარო , სანამ ლუკას არ ეტყვიო - ჩაილაპარაკა შუბლშეკრულმა , სიგარეტის ნამწვი შორს მოისროლა და განზე გამდგარმა საყვარელი ნომერი აკრიფა ტელეფონზე. - ბავშვო.. - ხომ გითხარი ბავშვს ნუ მეძახი - მეთქი!- გაგულისებული ხმა გაისმა ყურმილის იქით - ბავშვო , მისმინე.. - საყვარელი ქალის სიბრაზეზე გაეცინა დემეტრაძეს - ყველაფერი მოგვარებულია.. - რა არის მოგვარებული? - კითხვის ნიშნები შეერია გოგოს ხმას - შენს ბიძაშვილთან - ლუკას გახედა დემეტრაძემ , რომელიც აუჩქარებლად ეწეოდა სიგარეტს და ცუდად დაფარული ღიმილით ისმენდა მათ საუბარს. - არ მატყუებ? - ფრთხილად იკითხა ანიკიმ პაუზის შემდეგ - ერთ მიზეზს მაინც მეტყვი რატომ უნდა გატყუებდე?!- სიმკაცრე შეურია ხმაში წარბებშეკრულმა დემეტრაძემ - რა ვიცი.. - დაფრთხა გოგონა - გიო.. - რაო , ჩემო ბარტყო?- მკაცრი ტონი მომენტალურად შეეცვალა თბილით კაცს - მიყვარხარ.. - ამოისლუკუნა გოგონამ - მეც , ჩემო ბარტყო ..- ყურებამდე ღიმილმა გაუხია სახე კაცს - და მოიცა.. რა გატირებს, მითხარი?! - ისევ შეკრა წარბები და ეზოს ბოლოსაკენ წავიდა. ლუკას კი მათი საუბარი აღარ ესმოდა. სახლიდან გამოსულმა საბამ გაკვირვებით გახედა მოშორებით მდგარ დემეტრაძეს,, რომელიც წინ და უკან მიმოდიოდა და ხელების ქნევით ემოციურად რაღაცას უხსნიდა თანამოსაუბრეს. - რას სჭირს ამას?- ჰკითხა ლუკას, ისე რომ დემეტრაძისთვის მზერა არ მოუშორებია. - ეგზისტენციალური კრიზისი აქვს.. - მხრები აიჩეჩა აბაშიძემ. - ანუ? - გიორგის ადგილი დაიკავა საბამ. - ანუ დაენძრა .. ანუ შეყვარებულია - გაეცინა ლუკას - გითხრა?- ფრთხილი მზერა მიაპყრო საბამ მეგობარს - მითხრა.. - მერე? - რა მერე? ყურები აქვს დასახევი...მაგრამ.ვითვალისწინებ რა...რომ გულს ვერ უბრძანებ და მსგავსი ათას სირობას...რომლის ჭეშმარიტებაც საკუთარ თავზე გამოვცადე... - სავარძლიდან წამოიწია ლუკა და სიგარეტი საფერფლეში ჩააჭყლიტა - ამიტომ, მერე არაფერი... - სიგარეტის მეორე ღერი ამოაძვრინა კოლოფიდან, მოუკიდა და შემდეგ კი რამდენიმე წუთის განმავლობაში ორივე დადუმდა. საბა, რომელიც კარგად იცნობდა ბავშვობის მეგობარს, კარგად გრძნობდა მეგობრის განწყობას და იმასაც რომ იმ მომენტში თავში უამრავი არეული ფიქრი უტრიალებდა, რაც მისი უხასიათობის მიზეზი იყო. - დედას შევეცი!. - იღრიალა ბოლოს ლუკამ და სიგარეტის ნამწვი უგულოდ მოისროლა უმისამართოდ. -დამშვიდდი - მიმართა გვერდით მჯდომმა საბამ , რომელიც მშვიდად გასცქეროდა ზეცას, ერთიანად ნაცრისფერი ღრუბლებით რომ იყო დაფარული . ჰაერში შემოდგომის პირველი სუსხი ტრიალებდა და ატმოსფერო ავისმომასწავებლად დახუთულიყო. - როგორ დავმშვიდდე? გავიჭედეთ.. დედამოტყნულ წრეზე გავიჭედეთ.. ერთ ადგილს ვტეკპნი... იცი ამას რა ქვია? - რა?- სიგარეტის ორი ღერი ამოაძვრინა საბამ და ერთი მეგობარს გაუწოდა - კრახი.. ხო, სრული კრახი გვაქვს - სიმწრით გაეცინა ლუკას - დედას შევეცი... ვეღარ ვხვდები საიდან გავაგრძელო..- სახეზე მოისვა ხელი და მთელი ტანით ჩაეფლო სავარძელში. გარეთ უკვე ბნელდებოდა და ამდენი ფიქრისგან გონება ტკიოდა, სადაც ყველაფერი ერთმანეთში იყო არეული. ნია... სრულიად უცერემონიოდ და ზედმეტად არასწორ დროს რომ შეიჭრა მის ცხოვრებაში..იქ ჩასახლდა და გადაწყვეტილი ამბავი იყო რომ არსად წასვლას არ აპირებდა.. მარიამი.. ყველაზე დიდი , ენით გამოუთქმელი ტკივილი.. ცხოვრების საქმე რომელიც ერთ ადგილას იყო გაჭედილი... ყველაფერი ერთმანეთზე გადაჯაჭვული და ჩახლართული, მაგრამ ლაბირინთს მაინც არ უჩანდა ბოლო.. - გული მიგრძნობს , რომ ყველაფრის გასაღები ის ნაბიჭ'ვარი ფრანკენშტეინია , საბა - მეგობარს გახედა ბოლოს - ის უნდა მოვიხელთო .. ის ნაბიჭ'ვარი - გამოცრა ზიზღით. შემდეგ ბარამიძე სახლში დატოვა , თვითონ კი ბაგებისაკენ აიღო გეზი. მანქანა ნაცნობი კორპუსთან მოშორებით , სიბნელეში შეაჩერა და ძრავი გამორთო. ისეთი პოზიცია დაიკავა, რომ თვითონ კორპუსში ყველა მიმომსვლელი დაენახა, თუმცა თავად მისი შემჩნევა შეუძლებელი ყოფილიყო. ეზოში სრული სიჩუმე ჩამოწოლილიყო. მხოლოდ პირველი სართულის ფანჯრებიდან, ზომაზე მეტად აწეული ტელევიზორიდან იღვრებოდა საინფორმაციო გამოშვების წამყვანის ხმა, მორიგეობით რომ აცხადებდა სხვადასხვა ქალაქებში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს. თბილისს იმ ღამეს კოკისპირული წვიმა ემუქრებოდა, რასაც ზომაზე მეტად ჩახუთული ჰაერი და ცაზე პერიოდულად გამოსახული კლაკნილი ელვაც ადასტურებდა. ეზოში აქა - იქ თუ გაივლიდნენ გარეთ გვიანობამდე შემორჩენილი მაცხოვრებლები. ისინიც ჩქარი ნაბიჯით მიაშურებდნენ ხოლმე თავიანთ სადარბაზოებს მოსალოდნელ წვიმას რომ გაქცეოდნენ. დრო ნელ-ნელა მიიზლაზნებოდა , მაგრამ ლუკა არ ჩქარობდა. სავარძელში ჩაფლული ერთიანად ჩაფლული მშვიდად შესცქეროდა სახლის სადარბაზოს . მთელი ინტუიციით გრძნობდა რომ იმ ღამეს იღბალი გაუღიმებდა. გრძნობდა და ღამის სამ საათამდე არ დაუტოვებია ამ იმედს. ამ დროს უკვე ირგვლივ სამარისებური სიჩუმე სუფევდა , ხოლო მთელ კორპუსში ორიოდე ფანჯრიდანღა გამოდიოდა სინათლე. წვიმა ჯერ სუსტად ჟინჟლავდა და ცივი ქარიც ერთვოდა მას. ცოტა ხანში კორპუსის სადარბაზოში ერთიანად შავებში ჩაცმული კაცი გამოჩნდა და იმწამსვე ლარივით მოჭიმულმა ლუკამ თავი ძლივს დააკავა ადგილზე , მასში ფრანკენშტეინი რომ ამოიცნო. კაცმა ფრთხილად და ყურადღებით მიმოიხედა ირგვლივ . სრულ სიბნელეში მისმა ნაიარევმა სახემ უფრო საზარლად გაიელვა და ვენებში სისხლსაც გაუყინავდა მნახველს . მიდამოს დაზვერვის შემდეგ მოშორებით მდგარი ბეემვესკენ დაიძრა ჩქარი ნაბიჯით. - შე ნაბი'ჭვარო.. - კმაყოფილებით გამოცრა ლუკა იარაღი მოიმარჯვა, კატასავით უხმაუროდ გადმოვიდა მანქანიდან და ასევე უხმაუროდ გაემართა კაცისაკენ. ის იყო წამოეწია , რომ ზუსტად იმ მომენტში ეზოში ნელი სვლით შემოვიდა წითელი ლექსუსი და ლუკასა და ფანკენშტეინს შორის შედგა. - ამის დედაც.. - გამოცრა ლუკამ და ფრანკენშტეინს გახედა, რონელსაც უკვე მოესწრო ვერცხლისფერ ბეემვეში ჩაჯდომა და ნელი სვლით ტოვებდა ეზოს. იქ დგომას აზრი აღარ ქონდა. ეხლა მხოლოდ ერთი გზაღა რჩებოდა. მას გაყოლოდა და როცა კაცი შეჩერდებოდა, მაშინ მოეხელთებინა იგი. სწრაფად დაბრუნდა მანქანაში და დისტანციის დაცვით აედევნა გზაზე გადასულ ვერცხლისფერ ბეემვეს. წვიმის წვეთები უკვე ძლიერ ნაკადად ეშვებოდა ციდან და ხმაურით ეხეთქებოდა მანქანის მინებს. პაატას საშუალო სიჩქარით მიჰყავდა მანქანა, შუქნიშნებზეც ჩერდებოდა . რაც ლუკას აფიქრებინებდა რომ მან მდევრის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. ასე გაგრძელდა დაახლოებით ხუთი წუთი, შემდეგ კი ბეემვემ სრულიად ჩაბნელებულ გზატკეცილზე გადაუხვია და სიჩქარეს უმატა. ლუკა მიხვდა რომ კაცმა ის შეამჩნია. - დედაც მოვტ*ან!- გამოცრა კბილების ღჭრიალით და თვითონაც უმატა სიჩქარეს. დაწევა არ გასჭირვებია. იარაღი მოიმარჯვა და ფანჯრიდან დაუმიზნა წინ მქროლავი ბეემვეს საბურავებს. რამდენჯერმე გაისროლა, მაგრამ ტყვიამ მიზანს ვერ მიაღწია. ფრანკენშტეინმა სიჩქარეს უმატა . აღარც ლუკამ დაზოგა თავი და ბოლომდე ჩააწვა გაზის პედალს . მისი გონება ერთიანად ბრაზსა და მრისხანებას მოეცვა და შეჩერებას არ აპირებდა. ელვის სისწრაფით მიჰყავდა მანქანა და მიუხედავად იმისა, რომ მისი მოწინააღმდეგის ბეემვეც არანაკლები სიჩქარით მიჰქროდა , ხუთი წუთის შემდეგ მაინც წამოეწია . გვერდით ამოუდგა და მკვეთრად დაამუხრუჭა , უნდოდა მოსახვევში მიემწყვდია, მაგრამ მანქანა სველ ასფალტზე საბურავების ღჭრიალით მოცურდა , ჯერ ბეემვეს შეასკდა ძლიერად , შეტაკების შემდეგ კი ერთხელ ამოტრიალდა და გამაყრუებელი ბრაგუნით დაეცა ასფალტზე. ლუკა რამდენიმე წუთის შემდეგ მოვიდა გონს . თავი უსკდებოდა და მთელ სხეულში მტვრევის შეგრძნება ჰქონდა. გაჭირვებით მაგრამ მაინც , შეძლო მანქანიდან გადმოსვლა. პირველ წამებში დაბინდული გონებით მხოლოდ სატრულო მანქანების სირენები და სასწრაფო დახმარების სირენები აღიქვა, გარემოს რომ აყრუებდნენ და თავს უარესად ატკივებდა. წამიერად მუხლები მოეკვეთა . მძიმედ დაეყრდნო დალეწილ მანქანას და გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეძლო თავის შეკავება გონება ისევ რომ არ დაეკარგა. - კარგად ვარ - ხელი აუქნია იმწამსვე მივარდნილ სასწრაფო დახმარების ექიმს - უნდა შეგამოწმოთ - არ ეშვებოდა ქალი - კარგად ვარ - მეთქი.... - მოიცილა ლუკამ ქალი. დაბინდული თვალებით სწრაფად მოძებნა დამტვრეული ბეემვე, მაგრამ მისი მძღოლი აღარსად ჩანდა. იმწასვე ლუკას პოლიციის ოფიცერი ჩააფრინდა მხარში . შემდეგ რაც მოხდებოდა ლუკამ კარგად იცოდა. აბაშიძე საპატრულო ეკიპაჟის მანქანაში ჩასვეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. *** დაკითხვის ოთახში ორი მაღალი , სიმპათიური მამაკაცი იჯდა. ერთმანეთის პირისპირ მჯდრებს თვალი თვალში გაეყარათ , უხმოდ ზომავდნენ ერთმანეთს და არცერთი არ ჩქარობდა საუბრის დაწყებას. აბაშიძეს ზომაზე მეტად მშვიდი , აბსოლუტურად უემოციო გამომეტყველება ჰქონდა.. მის პირდაპირ მჯდარ მეტრეველს კი დაუფარავი სიძულვილი გამოხატვოდა სახეზე. - რატო არ მიკვირს?!- ოთახში გამეფებული სიჩუმე გაკვეთა მეტრეველის ზიზღნარევმა ხმამ ლუკამ დუმილით უპასუხა. თავი უსკდებოდა, მკერდზე ჯერ კიდევ მოუშუშებელმა ჭრილობაც შეაწუხა და ნამდვილად არ ჰქონდა მეტრეველთან ომის ხალისი. - არ გაჩერდები და ამ საქმეს თავს შეაკლავ ,ხო?!- სიგარეტის კოლოფიდან ორი ღერი ამოძვრინა გიორგიმ. ერთი ლუკას გაუწოდა, მეორეს კი თავად გაუკიდა. - არ მითხრა რომ ძალიან დაგწყდება გული - სიგარეტი ჩამოართვა ლუკამ და თვითონაც გააბოლა - ნწ..გულწრფელად გეტყვი და ადამიანურადაც არ შემეცოდები.. შენი სიკვდილით დიდ სამსახურს გაუწევ ქვეყანასაც და იმ გოგოსაც, რომლის გვერდით სუნთქვას წამითაც არ იმსახურებ -მეც გულწრფელი ვიქნები და გეტყვი რომ გადაფსკვნილი ბანტით ყ*ეზე მ*იდია შენი და ქვეყნის აზრი.. - უემოციოდ მიუგო ლუკამ და სიგარეტის ბოლი რომ აერიდებინა, თვალები დააწვრილა - საკანში დამაბრუნე.. - სად გეჩქარება?? - გაეცინა მეტრეველს - ვიყოთ .. ვისაუბროთ .. გავარკვიოთ რაღაცები - მე შენთან ლაზღანდარობის ხასიათზე საერთოდ არ ვარ და არც შენი მოსმენა მინდა დიდად.. - მაგრამ მაინც მოგიწევს - სქელი საქაღალდე დააგდო მაგიდაზე - იცი ეს რა არის? ლუკამ დუმილით უპასუხა. ისევ არაფრისმთქმელი მზერით უყურებდა მეტრეველს და საქაღალდისთვის არც დაუხედავს. -მე გეტყვი რა არის ამ ქაღალდებში.. ეს იმ მკვლელობების საქმეებია , რომლებიც შენი გამოჩენის შემდეგ მოხდა ქალაქში.. დაბრუნდი და ქალაქი ბრძოლის ველს დაამსგავსე.. გვამები.. გვამები.. ყველგან გვამებია.. - სკამის საზურგეზე გადაწვა მეტრეველი, პაუზა გააკეთა და ისე განაგრძო - მე მესმის შენი.. მართლა მესმის.. ოჯახი დაკარგე და მათი მკვლელები დღემდე დაუსჯელები დადიან.. მესმის და დახმარების ხელიც გამოგიწოდე, მაგრამ არ მოინდომე... მე კი პირველ რიგში პროკურორი ვარ და ჩემი საქმე შენნაირების დევნა, ჩემს ქალაქში მშვიდობის და უსაფრთხოების დამყარებაა.. - გეყოფა. - ცივად გაეცინა ლუკას და თვალი თვალში გაუყარა პროკურორს- ჩვენ ორივემ კარგად ვიცით რატომ ხარ აქ... მეტრეველი რამდენიმე წამით დადუმდა. - არა, ნია არაფერ შუაშია - ჩაეცინა ბოლოს - მართლა არაფერ შუაშია...მაგრამ მ'კიდია დაიჯერებ თუ არა.. შენ საქმეს მივუბრუნდეთ.. ვინ არის პაატა მამუკაშვილი? - წარმოდგენა არ მაქვს. - უინტერესოდ უპასუხა ლუკამ - კარგი.. იქნებ ფოტომ მაინც მიგახვედროს ვისზე გესაუბრები- ამ სიტყვებით მეტრეველმა ფოტო დააგდო მაგიდაზე, რომელზეც ახალგაზრდა ცისფერთვალება ბიჭი იყო გამოსახული - პირველად ვხედავ.- ფოტოსთვის არც დაუხედავს ლუკას ისე უპასუხა - რისთვის მისდევდი მის მანქანას?- გაღიზიანება შეეტყო მეტრეველის ხმას - ავარია შემთხვევით მოხდა.- მხრები გულგრილად აიჩეჩა ლუკამ -შემთხვევით გქონდა აკრეფილი სიჩქარის მაქსიმუმი, ხო? - ჩაეცინა გიორგის - ეგრე იყო. - მშვიდად დაუდასტურა ლუკამ - გასაგებია.. შენ ისევ შენსას უბერავ - ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა მეტრეველმა . სკამის საზურგეზე გადაწვა და ერთხანს უხმოდ შესცქეროდა აბაშიძეს. -ექსპერტიზა მართლაც ადასტურებს რომ ავარია შემთხვევით მოხდა.. საჭე ვერ დაიმორჩილე და მოცურდი. მაგრამ ჩვენ ორივემ კარგად ვიცით რომ შემთხვევით არ გაჩენილხარ იმ ბიჭის გვერდით.. მე არ გამიჭირდება ექსპერტიზის დასკვნის შეცვლა.. მე შემიძლია ხუთი მოწმე გავაჩინო, რომლებიც დაადასტურებენ როგორ ნახეს დაზარალებულს რომ მისდევდი მანქანით.. მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ, რადგან ალავიძის კატეგორია არა ვარ.. ჩემი პრინციპებით გავედი ფონს და არც შენნაირი ნაბიჭვრის გამო ვუღალატებ მათ.. - დაამთავრე?!- ამოიოხრა გაბეზრებულმა ლუკამ - თუ კი, პატივი დამდე და საკანში დამაბრუნე, თავი მისკდება მეტრეველი ცოტა ხანს დუმდა. თანდათან ყველა ემოცია გაქრა მის სახეზე და ბოლოს მხოლოდ ენით გამოუთქმელი სიძულვილიღა შერჩა თვალებში. - ნიას შენ ჩააგონე რომ პარიზში არ გამომყოლოდა?- ყინულოვანი ხმით იკითხა ბოლოს - ამის დედაც.. - ცივად ჩაეცინა ლუკას - და მაინც ამტკიცებ ნია არაფერ შუაშიაო ?! - რატომ გააკეთე ეს ? - მის ირონიას ყურადღება არ მიაქცია მეტრეველმა- ეჭვიანობ? - წარბებაზიდული დაეკითხა აბაშიძეს - შენ ხომ არ უბერავ?!- თვალებმოწკურულმა გახედა აბაშიძემ - გასაგებია.. - ჩაეცინა მეტრეველს - ზედმეტად თავდაჯერებული ნაბიჭ'ვარი ხარ იმისთვის რომ ვინმეზე იეჭვიანო.. მაგრამ დაგამშვიდებ და გეტყვი რომ სანერვიულო ნამდვილად გაქვს. - ფეხზე წამოდგა პროკურორი, მაგიდას დაეყრდნო და თვალი თვალში გაუყარა ლუკას - ხო შენ ფიქრობ რომ მე ქალის გამო გაბოროტებული ნაბიჭ'ვარი ვარ, მაგრამ იცი რა ?! მაგრად ყ'ლეზე მ'კიდია რას იფიქრებ შენ!.. მე ამ ქალზე მთელი არსებით ვარ შეყვარებული ვარ და ყველანაირად დავიცავ შენგან... გახსოვდეს.. ეს ჩვენი პატარა შეხვედრა მხოლოდ გაფრთხილება იყო და მეტი არაფერი.. ამიერიდან იცოდე რომ შენ ყოველ ნაბიჯს ვაკონტროლებ.. გიყურებ... თვალს არ გაცილებ.. - საჩვენებელი თითი გაიშვირა ლუკასაკენ, შემდეგ სწრაფად მოცილდა მაგიდას, ნელი ნაბიჯით გადაჭრა მანძილი კარამდე და ხმაურით გაიხურა რკინის კარი. *** მეტრეველის წასვლის შემდეგ ლუკა წინასწარი დაკავების საკანში მაინც არ დაიბრუნებიათ, რადგან მას თავის ადვოკატთან შეხვედრა ელოდა. ათი წუთის გასვლის შემდეგ მასთან მართლაც შევიდა ადვოკატი და თან მოულოდნელი სტუმარიც მოიყვანა ნიას სახით. გოგონას მშვიდად ეჭირა თავი , თუმცა მისი გაფითრებული სახე და ტირილისგან დაწითლებული თვალები მაინც გასცემდა მის ნადვილ შინაგან მდგომარეობას. ლუკამ მისგან დავითზე გადაიტანა ბრაზნარევი მზერა , თუმცა ამ უკანასკნელმა "მე არაფერ შუაში ვარო" გამოუცხადა. - ვინ გაგაგებინა? ქალმა დუმილით უპასუხა და აბაშიძე მაშინვე მიხვდა რაშიც იყო საქმე. - ამის დედაც... - გაეცინა ცივად და პარალელურად, გულში ცხრასართულიანი გინება გაუგზავნა მეტრეველს. - როგორ ხარ? - ამღვრეული თვალები შეანათა ნიამ - კარგად ვარ.. დამშვიდდი. - დინჯი ხმით უპასუხა მამაკაცმა. - შენ მას განზრახ მისდევდი?- თვალი თვალში გაუყარა ნიამ. ამჯერად ლუკამ უპასუხა დუმილით - გასაგებია.. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა ქალმა და თვალი აარიდა. ექსპერტიზა ადასტურებდა იმ ფაქტს რომ ავარია მართლაც შემთხვევით მოხდა. დაზარალებულ პაატა მამუკაშვილს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღმოაჩნდა. საჩივრის დაწერა არ ისურვა და იმ დღესვე გაიქცა საავადმყოფოდან. ეს ცნობები ლუკას მისმა ადვოკატმა განთავისუფლების ცნობასთან ერთად მიუტანა ოცდაოთხი საათის შემდეგ. აბაშიძეს მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებაზე წაუყენეს ბრალი და გვარიანი ჯარიმაც გადაახდევინეს. განყოფილებიდან გამოსულ ლუკას მეგობრები და ანუკი შეეგებნენ, თუმცა არსად ჩანდა ნია. აბაშიძეს , რომელიც დაახლოებით უკვე ხვდებოდა რაშიც იყო საქმე, მხოლოდ მწარედ ჩაეცინა და შემდეგ ბოლო ოცდაოთხი საათის მოვლენებისგან ერთიანად გადაღლილმა საკუთარი სახლისაკენ აიღო პირდაპირ გეზი. *** უკვე ბნელოდა აბაშიძემ ლუბლიანას ქუჩაზე , ერთ-ერთი ახალაშენებული კორპუსის წინ რომ შეაჩერა მანქანა.ძრავი გამორთო, სიგარეტს მოუკიდა და ტელეფონზე სანიკიძის ნომერი აკრიფა.რომელსაც დიდ ხანს არ ულოდინებია რამდენიმე ზუმერის შემდეგ აიღო ყურმილი. -ორივემ ვიცით რომ ჩემთვის რაღაცები გაქვს ასახსნელი , ხო?- ხმის ამოღება არ აცალა აბაშიძემ, ცივად მოუჭრა, პარალელურად კი ღრმად მოქაჩა სიგარეტის კვამლი და ბოლი ჩაწეულ მინაში გაუშვა. - ლუკა... - ჩამოდი! - აქ ხარ? - აქ ვარ და გელოდები...ჩამოდი!-პასუხს აღარც დალოდებია ისე გათიშა ტელეფონი , უგულოდ მიაგდო ტორპედოზე და ტყავის სავარძელში უფრო ღრმად ჩაეფლო.პარალელურად კი ღრმად ისუნთქავდა მანქანის ჩაწეული მინიდან შემოსულ შემოდგომის გრილ ჰაერს, მთელ არსებაში მოწოლილი მრისხანება როგორმე რომ დაეოკებინა. ხუთი წუთის შემდეგ სადარბაზოს შესასვლელში სახლის ტანსაცმელში გამოწყობილი სანიკიძე გამოჩნდა. გაუბედავი ნაბიჯებით გადაჭრა ლუკას მანქანამდე მანძილი , ნაქსოვი ჟაკეტი უფრო მჭიდროდ შემოიხვია და მის წინ გულზეხელდაკრეფილი გაჩერდა. ასე იდგნენ რამდენიმე წამის განმავლობაში ერთმანეთის პირისპირ და არცერთი არ იღებდა ხმას. აბაშიძე უხმოდ, გაურკვეველი მზერით აკვირდებოდა ქალს , რომელსაც ოდნავ უწეწავდა ოქროსფერ , ცხენის კუდად შეკრულ ფაფუკ თმას მსუბუქი ქარი და რომელიც , უმაკიაჟოდ, სახლის უბრალო ნაცრისფერ შარვალსა და ნაქსოვ ფართო ჟაკეტში გამოწყობილიც კი იმდენად ლამაზი და საყვარელი იყო...სხვა დროს , ალბათ აზრზე მოსვლასაც არ აცლიდა ისე მოიქცევდა მკლავებში და ალერსით დაახრჩობდა , მაგრამ იმ მომენტში სხვას ვერაფერს გრძნობდა იმედგაცრუებასთან არეული ბრაზის გარდა, გაჭირვებით რომ აკავებდა. - კიდევ დიდხანს იდგები მანდ?-წარბაწეული, იმდენად მშვიდი ტონით დაეკითხა ბოლოს თავადვე გაუკვირდა- დაჯექი... - აქ ვილაპარაკოთ.. - - ჩაჯექი მანქანაში! - კბილებში გამოცრა მამაკაცმა და ისეთი სუსხიანი მზერით გადმოხედა ქალს, მზერით ვინმეს მოკვლა რომ შეიძლებოდეს , ნამდვილად მიაბარებდა სანიკიძე უფალს სულს. რომელიც თვითონაც ვერ ხვდებოდა რატომ დაიხია უკან...იცოდა წინ ადვილი საუბარი არ ელოდა და არც სიმამაცე აკლდა გოგონას რთულ სიტუაციებს ლაჩარივით მუხლებაკანკალებული რომ შეხვედროდა,მაგრამ აბაშიძესთან მიმართებაში მისი ეს სიმამაცე რატომღაც ყოველთვის ღალატობდა და უგზო-უკვლოდ ქრებოდა…ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და მანქანაში შესმჩნევად სისუსტე შეპარული მუხლებით ჩაჯდა. - აბა, გისმენ...დაიწყე! - ცივად გადახედა აბაშიძემ ქალს, რომელიც მის ცივ მზერაზე უფრო მეტად მოიბუზა სავარძელში და ეცადა სახე აერიდებინა ყბებდაძაბული მამაკაცისთვი, მაგრამ ნიკაპზე ჩაფრენილმა მამაკაცის თითებმა ამის საშუალება არ მისცეს. - შემომხედე..შემომხედე-მეთქი! რა მიქარე ესეთი ან რის მიქარვას აპირებ, თვალს რომ ვერ მისწორებ? - უნდა ვიფიქრო… - ძალა მოიკრიბა ნიამ და გაუსწორა მზერა. - რაზე? - ჩვენზე... აბაშიძე რამდენიმე წამით აკვირდებოდა უსიტყვოდ ქალს.ბოლოს ცივად უშვა ხელი, სავარძელში შესწორდა , სიგარეტის ახალ ღერს მოუკიდა ბოლი თავის მხარეს ჩაწეულ მინაში გაუშვა ბოლი. გარეთ ქარის სიძლიერეს ემატა და შეუბრალებლად ძარცვავდა ხეებს. მანქანის სალონში კი აუტანელ სიჩუმესთან ერთად საშინელი სიცივე გამეფდა.ვეღარ აიტანა სანიკიძემ მამაკაცისგან წამოსული სიცივე თანდათან სულ უფრო და უფრო რომ ძაბავდა და გულზე მარწუხებივით უჭერდა. ისედაც უხასიათოდ მყოფს კიდევ უფრო შემოაწვა გაურკვეველი სევდა, ყელში მომენტალურად მომდგარი ბურთი უკან გადააგორა და შეეცადა მტკიცე ხმით ელაპარაკა. - არაფერს მეტყვი? - ამღვრეული მზერა შეანათა მამაკაცს, პასუხად კი ისევ ცივი დუმილი მიიღო. -ჯანდაბა...თქვი რამე... - რისი მოსმენა გინდა ჩემგან?-როგორც იქნა გამოხედა მამაკაცმა. - გთხოვ, გამიგე... - მესმის. - დრო მჭირდება...ფიქრისთვის…-ხმა სულ უფრო ღალატობდა ქალს. - გასაგებია.- უცვლელი იყო მამაკაცის ტონი. - ლუკა.. - ნიკაპი აუკანკალდა ქალს და ცრემლებმაც არ დააყოვნა. -არა, გატყუებ...არ მესმის...ვაბშე არ მესმის...ჩემი კარგიც მოვტყან ოდნავ მაინც თუ მესმოდეს...დედას შევეცი... - სიმწრით გაეცინა აბაშიძის და სახეზე ძლიერად მოისვა ხელები - ადი სახლში! - ჯანდაბა, მელაპარაკე… - რომ ვილაპარაკო უფრო მეტი ცრემლებით დაასრულებ...ადი, მიდი…-გამოცრა მამაკაცმა. ნიამ , რამდენიმე წამით უსიტყვოდ უყურა სუსხჩამდგარ შავ თვალებში, შემდეგ კი ბევრი აღარც უფიქრია წამებში გადალახა მათ შორის არსებული მანძილი, კისერზე ძლიერად მოხვია წვრილი ხელები და მის კისერში სახე ჩარგული მთელი ძალით ისე აეკრო საყვარელ მამაკაცს სხეულზე, თითქოს აღარასოდეს უნდოდა მისი გაშვება... - ამის დედაც! ნია...- ცივად გამოცრა აბაშიძემ მაგრან რამდენიმე წამის შემდეგ ისიც დანებდა გრძნობას ხელჩართული ბრძოლა რომ გაემართა გონებასთა….ერთი ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი შემდეგ კი თვითონაც მოხვია ძლიერი ხელები და სახე მისი თავბრუდამხვევი სურნელით გაჯერებულ თმაში ჩარგო შემდეგ კი ასე იყვნენ უხმოდ რამდენიმე წუთი… - ლუკა... - საკმარისია...ადი სახლში! - გამაფრთხილებელი ტონით ამოილაპარაკა მამაკაცმა და ეცადა, კისერზე მოხვეული ქალის მკლავებისაგან განთავისუფლებულიყო, უსურვაზივით მტკიცედ რომ შემოხვეოდა და ლამის სუნთქვას რომ უბოჭავდა. - ნია... დედას შევეცი! - მოულოდნელად იფეთქა საბოლოოდ წყობიდან გამოსულმა. - გთხოვ, ნუ ბრაზობ ესე... - მუდარით შეანათა მწვანე თვალები ნიამ. - ვბრაზობ? -ცივად გაეცინა ლუკას-ჩემი კარგიც მოვტყან…თუ ვბრაზობ ის სიტყვა იყოს რასაც ეხლა ვრძნობ...ეხლა მისმინე..მისმინე და მერე გამეცი პასუხი მაქვს თუ არა ბრაზის მიზეზი...მითხარი , რამდენჯერ გკარი ხელი? ახლოს არ გიშვებდი,... თავს გარიდებდი...რამდენი დრო მოგეცი , რამდენი შანსი რომ.მიმხვდარიყავი ვინ ვიყავი და თავი შორს დაგეჭირა ჩემგან...მაგრამ არა და არ მომეშვი...რამდენჯერაც ხელი გკარი, იმდენჯერ დაბრუნდი...ხო , ხელს გკრავდი...იმიტომ რომ ამ მომენტში სასიყვარულო კავშირები უკანასკნელია რაც მჭირდება.. იმიტომ რომ შენ სულ სხვა ხარ, მე კიდევ ვაბშე სხვა.. იმიტომ რომ არ მინდა ჩემი მიზეზით ოდესმე რამე დაგიშავდეს...და კიდევ მილიონი იმიტომ.. მაგრამ დავიკიდე.. ყველა იმიტომ და ყველა ჩარჩო დავიკიდე და ჩვენს ურთიერთობას შანსი მივეცი.. მეგონა შენც ეს გინდოდა და როცა მეგონა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვყალიბდით...და როცა ჯერ კიდევ გუშინ , ჩემს მკლავებში ძუკნასავით კვნესოდი რომ ჩემთან გინდოდა...მარტო ჩემთან!!! ეხლა მოდიხარ და მეუბნები რომ, თურმე დრო გჭირდება და დაფიქრება , გინდა თუ არა ჩემთან!! - მე მინდა შენთან...დედის სულს გეფიცები...შენს სიცოცხლეს გეფიცები...ყველაზე ძვირფასს გეფიცები რაც გამაჩნია... - ბავშვივით მოჰყვა ქალი და მეორედ აეტირა. მამაკაცმა ერთხანს კიდევ უყურა გაცოფებული სახით, შემდეგ თვალი აარიდა , სიგარეტს ნერვიულად წაეტანა და ეცადა დამშვიდებულიყო... წამითაც არ უშველა. - დედას შევეცი!- საჭეზე ძლიერად დასცხო ხელი კიდევ უფრო გაცოფებულმა. ჩაუმწვარი ღერი ფანჯრიდან მოისროლა და ატირებული ქალს მიუბრუნდა - ბაზარი არ არის... გაქვს საფიქრალი.. ადვილი არ არის ჩემნაირი კაცის გვერდით ყოფნა... მაგრამ , მე შენ საკმარისზე მეტი შანსი მოგეცი , ნია... საკმარისზე მეტი დრო ფიქრისთვის... - ლუკა... - ნუ მაწყვეტინებ!- ისე იღრიალა წყობიდან გამოსულმა მამაკაცმა , შეშინებული ქალი ადგილზე შეხტა და ბრაზის მოთოკვა აღარც უცდია- ხო გინდოდა მელაპარაკა? ხოდა კეთილი ინებე , მისმინე და პასუხი გამეცი...პასუხი გამეცი-მეთქი , მაქვს თუ ამ ყველაფრის მერე მიზეზი შენზე ვიყო გაბრაზებული არა, არამედ გაცოფებული...ხო , გაცოფებული და ეხლა თვალებში შემომხედე და ისე მიპასუხე არის თუ არა შენი დედამოტყნული ჭრელო პეპელოსავით საქციელი არც მოფრენა რომ არ გინდა და არც გაფრენა... არის თუ არა არ ეს საციელი არასწორი და ზედმეტად ტ*აკული ჩემთან მიმართებაში! -ლუკა… - დაპროგრამებულივით გაიმეორა ქალმა და კიდევ უფრო ამოუჯდა გული. -რა ლუკა რაა??! - იღრიალა მამაკაცმა - რას ჩაიხვიე გაფუჭებული რადიოსავით?. როცა აღარანაირი სურვილი არ მაქვს საფიქრალად დრო მოგცე , მაშინ მოგინდა დროც და ფიქრიც, ხო? დედას შევეცი! წადი..ხო. წადი, გიშვებ.. წადი და იფიქრე, მაგრამ სანამ წახვალ და ფიქრს დაიწყებ, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვყალიბდეთ რა გინდა შენ და რა მინდა მე... მე შენთან მინდა, ნია. დღეს.. ხვალ..ყოველდღე. მე არ შეგიქმნი დედამოტყნულ ილუზიებს და გეტყვი რა და როგორ იქნება რეალურად.. მე არასდროს შევიცვლები. ვერ არა, არ. ხო, მინდა შენთან... იმაზე მეტს ნიშნავ ჩემთვის , ვიდრე გგონია ან მგონია... მაგრამ , მე ვერ მოვერგები შენ სურვილებს.. არ ვიქნები ის რაც არ ვარ... გინდივარ ისეთი ხასიათით როგორიც ვარ?! მაშინ, ოკ.. არა და, ბოზ*შვილი ვიყო არც ეგ არის პრობლემა...- ჰაერი ღრმად შეისუნთქა , პარალელურად კი იმწამს აწკრიალებულ ტელეფონის ეკრანს დახედა , უპასუხოდ გათიშა და ისევ სავარძელზე მობუზულ ქალს მიუბრუნდა- მგონი გავარკვიეთ ყველაფერი... ეხლა კარგად გაიაზრე ეს ყველაფერი რაც გითხარი , მერე კი კარგად იფიქრე... ხო, კარგად იფიქრე და შემდეგ შეხვედრაზე ჩამოყალიბებული პასუხი გამეცი, რადგან კიდევ ერთი ესეთი მიქარვა და, ძალიან მაგრად დაგენძრევა, ამის პირობას გაძლევ…იმედია საქმეს იქამდე არ მიიყვან მე დავიწყო იმაზე ფიქრი მინდა შენთან თუ არა... - კარგი..- ძლივსგასაგონად ამოილაპარაკა ნიამ და ყელში ბურთგაჩხერილმა და ნიკაპაკანკალებულმა, კიდევ ერთხანს უყურა მამაკაცს რომელსაც ერთხელ აღარ გამიუხედავს მისკენ. მისგან წამოსულმა.სიცივემ გული მოუწურა და ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს ნემსებით ჩხვლეტდა ვიღაცის უხილავი ხელი... სიგიჟემდე მოუნდა ჩახუტებოდა, ეკოცნა , მოფერებოდა... მისთვის უკვე სიცოცხლეზე უძვირფასეს მამაკაცს. წამით შეყოვნდა კიდეც, მაგრამ კიდევ ერთი მოსალოდნელი აფეთქებით შეშინებულმა გადაიფიქრა.. თვალი აარიდა, კარი შეაღო და გაჭირვებით გადმოიტანა მანქანიდან სხეული. აბაშიძე დაელოდა სანამ ქალი სადარბაზოში არ მიიმალა და როცა მეხუთე სართულის ფანჯრებში სინათლე აინთო, მხოლოდ მას შემდეგ დაძრა მანქანა , სწრაფად მოწყდა ადგილს და გზაზე გადაიყვანა. იმავე წამს მეორედ აწკრიალებულ ტელეფონს სენსორზე გადაუსვა ხელი და გაღიზინებულმა ჩასძახა: - გისმენ! -ლუკა, უნდა დამეხმარო...-ყურმილში თიკას აკანაკალებული ხმა გაისმა- გამიტაცეს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.