შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.ნაწილი მეორე თავი 11.


15-09-2018, 04:12
ავტორი zia-maria
ნანახია 3 470

თვალებიდან წვიმის წვეთები ცვივა,თითოეულ წვეთში რამდენი ტკივილია სიჩუმის ტკივილი,მარტოობის ტკივილი,სევდის,სიცარიელის. მიაბიჯებს ლაღად,უშიშრად მიდის და მისი დასუსტებული მხრებით მიაქვს 25 წლის მონატრება.ტაქსი გააჩერა და შორიდან ჯერ მიდამო დაზვერა,შემდეგ გადმოვიდა და მისი ალვის ხეების შუაგულში დამდგარმა სათითაოდ შეათვალიერა ყველა.მარტოობის წვეთმა გადმოაბიჯა თვალიდან და ძირს დაეშვა, ცრემლით სავსე თვალებით შეჰყურებდა იმ ადგილს სადაც უამრავი სიხარული და ბედნიერების წუთები აქვს შეგრძნებული,მის მოგონებებში გაცოცხლდა წარსული წლების თითოეული ლამაზი წამი.ამიტომ იდგა გაბადრული,გაღიმებული,ცრემლიანიც და ბედნიერი მაგრამ მის ღიმილს მაინც აჩნდა წარსულის ტკივილიანი სევდა.აქ მოსულს კი მოგონებების შუქმა წუთირად გაანათა და გაახსენა ლამაზი დრო,არ დავიწყებია არცერთი წუთი, გონება აინთო დრომ დააბრუნა წარსულში,მაგრამ იმ ღიმილით ის აღარ იღიმის,მას აღარაფერი აღარ ახარებს რადგან ის უსახელოა,ის არავინ არის,ის მკვდრეთით აღსდგა და თითქოს ყველას წინაშე შიშველი დგას როგორც ახალშობილი ბავშვი,უსუსური და სუსტი.სადღაც ღრუბლებში გაიფანტა და დაიკარგა მისი ოცნებები,მიჰყვებიან ღრუბელთა ტალღას და გულიც ძლიერად ფეთქავს ტკივილით სავსე.სევდიანი ჰანგები აირია გონებაში,ცრემლმა ღრუბელივით დაფარა თვალები,ერთი თვალიდან სევდის წვეთი მიიჩქარის ფინიშისაკენ,მეორედან–სიჩუმის წვეთმა აიღო გეზი და გაიხსნა 25 წლის უკან მიყენებული იარა და სისხლმაც ფანტანივით იფეთქა გულის ღრმა ჭრილობიდან.ეს ის ტკივილია ძლიერმა სიყვარულმა რომ გამოიწვია,სიყვარულმა რომელიც წაართვეს,დაათმობინეს და ბედნიერების ნაცვლად ტკივილით აავსეს.ცრემლიანი თვალი საბოლოოდ მოავლო მის საყვარელ ადგილს და დაიჩურჩულა.
-როგორ ძალიან მინდა დაბრუნდეს ძველი დრო,როგორ ძალიან მინდა შეგეხო და შენი ხმა მესმოდეს.არ ვიცი რას მეტყვი როცა შეგხვდები,მაგრამ შენ ჩემთვის ყოველთვის იქნები,ჩემი ტკბილი ნოსტალგია და სიცოცხლის ბოლომდე დაგტოვებ ჩემს ცხოვრებაში,ჩემს გულში და სულში.შენ ხომ ისე ღრმად ხარ ჩემში რომ ვერავინი ვერ შეძლებს შენს წაშლას.ისევ დაბრუნდა უკან გულდამძიმებული,მის სახლსაც უცნობივით ჩაუარა,თითქოს არ იცნობდა იმ გარემოს და მისთვის უცნობი ადამიანები ცხოვრობდნენ იმ კედლებში.ნაცნობ ადგილებში დააბიჯებდა,თითქოს ასე ივსებდა მონატრებას რაც აკლდა.მარტო დაეხეტებოდა ეული და ტიროდა,ყველას არიდებდა ტირილისაგან დაწითლებულ თვალებს.ტირის,რადგან ფიქრობს რომ ცოდვად ჰკიდია გულზე გიორგის ტანჯვა,სინდისი ქენჯნის და საკუთარ თავს ვერ პატიობს.შემოდგომა ახალი დამდგარი იყო და წვიმიანი სეზონი იწყებოდა.მაღლა უკიდეგანო და კრიალა,ლურჯი, ლივლივა, ღრუბლებით სავსე ცა და ძირს ოქროსფერი ფოთოლცვენა.შემოდგომაზე ბუნებაში ნარ-ნაირი ფერები ირევა,მაგრამ უმეტესად ჭარბობს ყვითელი ფერი,ამ ყვითელ ფერებში დასერნობს და იმ ფოთლების ფერი თხელი მანტო აცვია თავადაც.უეცრად თვალი გაუშტერდა, კონცენტრირება მოახდინა იმ მხარეს სადაც ხეებს შორის რაღაც თუ ვიღაც დალანდა,ვიღაც არის? ის ხომ მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანია,ის ხომ მისი წარსულის დიდი ტკივილია.
-ღმერთო ძალა მომეცი ჩემი გრძნობები და ემოციები დავფარო, რომლებიც ახლა გულს შემოაწვა,ვინ იცის იქნებ ისევ დამჭირდეს ისინი ცხოვრების გასაგრძელებლად.ადგილზე გახევდა და ერთ წერტის მიაპყრო მზერა,წასვლა უნდოდა რადგან იფიქრა ვერ შემამჩნიაო,მაგრამ მონატრებულმა ხმამ ადგილზე მიაყინა.
-არ ვიცი შენ რამ მოგიყვანა აქ მე კი იმ ლამაზმა მოგონებებმა მომიყვანა,ჩემი ცხოვრება რომ გაალამაზა და ის მოგონებებია დღემდე რომ ვცოცხლობ.არ ვიცი გახსოვს თუ არა,ყოველ შემთხვევაში ეცადე გაიხსენო,მე კი პირობას მოგცემ ძალიან მოგეწონება იმ დროში დაბრუნება და იმ სილამაზეში მოგზაურობა.თუ ემოციებს გულში ღრმად შეინახავ და შენი შეგრძნებების გამოხატვაზე უარს იტყვი, ეს შინაგანად დაგანგრევს და თანაც ტკივილიც არ გაივლის. იტირე თუ საჭიროა, იტირე ხმამაღლა რომ გულზე მოგეშვას და დარდმა რ შეგჭამოს.არ მიყურებ,არც მელაპარაკები? კარგი შენ ნუ იტყვი რამეს,მე მომისმინე.როცა იმ ლამაზ სამყაროს კარს შეაღებ,დაინახავ როგორ საყვარლად ტიტინებ,კისკისებ და ვერ ვახერხებ შენს შეჩერებას.ყველა ჩვენ გვიყურებდა და ჩვენს ბედნიერებას იზიარებდა.მაშინ მეც ბავშვივით მიხაროდა ყოველი დღის გათენება,ბედნიერი ვიყავი შენით და შენი არსებობით,მაბედნიერებდა სიტყვა ,,ჩვენ'',მაგრამ მაშინ ვიცოდი ჩემს წინ ჩემი მარიამი იდგა.ის მარიამი რომელიც სავსე იყო ჩემით და ჩვენი სიყვარულით.შემეკითხები ალბად,აბა ახლა ვინ დგას შენს წინო,ახლა? ახლა მეც კი არ ვიცი ვინ ხარ შენ,რა გაგიკეთეს,რატომ გაგაჩუმეს.ხარ კი შენ ჩემი მარიამი? ხმაურით გადაყლაპა გამშრალ ყელში ძლივს ნახული ნერწყვი და ნელა-ნელა შებრუნდა,მის წინ იდგა მისი ცხოვრების დიდი სიყვარული,მონატრებული მზერით რომ უმზერდა.თვალი გაუსწორა და უთხრა.
-ის მარიამი შენ რომ იცნობდი და გიყვარდა,25 წლის მოკვდა.
-მოკვდა თუ მოკლეს.
-რა მნიშვნელობა აქვს მოკლეს თუ მოკვდა,სახელად მარიამი აღარ არსებობს.ცრემლი მოიწმინდა და ისევ სივრცეში აიხედა,მათ თავზე დიდი თეთრი ღრუბლები დაცურავდნენ,როგორ უნდოდა ახლა თავადაც იქ ყოფილიყო,იმ ღრუბლებში.
-არაფერს მეტყვი? არაფერი არ გაქვს სათქმელი? წარსულით ცხოვრება ვიცი ისევ ჩვენ დაგვაზარალებს, ამიტომაც საკუთარ თავს უნდა შთავაგონოთ, რომ დარდის ნაცვლად, სჯობს ცხოვრება გავაგრძელოთ,ჩვენს გადასარჩენად არავინ მოვა ისევ ჩვენ უნდა ვუშველოთ ჩვენს თავს და ჩვენს ცხოვრებას.
-არ მეგონა აქ თუ გნახავდი,აქ ამ ადგილზე.
-ეს ადგილი ჩემი დიდი ნოსტალგიაა,მას შემდეგ რაც გავიგე ცოცხალი ხარ და სადღაც აქვე ხარ,გიჟივით დაგეძებ ქუჩებში,მაგრამ ვერ გიპოვე.შემდეგ ეს ადგილი გამახსენდა,ვიცოდი ამ ადგილზე რომ მოხვიდოდი,აქ ხომ ჩვენი პირველი პაემანი იყო.აქ მოგართვი პირველად წითელი ვარდების თაიგული და დღესაც მახსოვს ბედნიერებისაგან ანთებული შენი შავი თვალები.რაც შენ აღარ ხარ ჩემს გვერდით არ მიყვარს აქ მოსვლა,მარიამს ვასწავლე ეს ადგილი და მასაც ისე შეუყვარდა როგორც შენ გიყვარდა,მე კი შემზიზღდა აქ მოსვლა,დღეს გულში ვიყავი დარწმუნებული აქ გნახავდი.
-გინდოდა გენახე დაცლილი და გამოფიტული?
-არა,ეს რომ მდომებოდა არ მოვიდოდი,მაგრამ დღეს აქ თუ ვარ შენმა სიყვარულმა მომიყვანა მარიამ.ბევრი გამოვიარეთ,ბევრი ვეწამეთ წარსულის გამო, სჯობს ყველაფერს ისე შევხედოთ, როგორც ცხოვრების გაკვეთილს ჩვენ ხომ ამ გაკვეთილით ბევრი ვისწავლეთ.
-ალბად,დაგავიწყდა რა მოხდა.
-შენმა გაუჩინარებამ ცხოვრება მომიწამლა,მაგრამ დრომ ვერ ჩააქრო შენდამი გრძნობები და ვერ შეანელა,ჯერ კიდევ ბობოქრობ ჩემს გულში.ვიცი თუ როგორი რთულია როგორც შენთვის,ასევე ჩემთვის მაგრამ მე მზად ვარ ცხოვრებას შევებრძოლოთ ისევ ერთად.რაც არ უნდა დიდი გახდე ცხოვრებაში,სიყვარულის გარეშე მარიამ ადამიანი არავინ და არაფერია და გახსოვდეს, რომ ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს მოსახდელი.
-მაპატიე რომ გატკინე,მაპატიე რომ ჩემს გამო ცხოვრება გაგირთულე,მაპატიე მარტოობის წლები საშინელ ტანჯვაში რომ გაიარე.გიორგიმ მიუახლოვდა,მხრებზე დაადო ორივე ხელი თვალებში ჩახედა და უთხრა.
-ჩვენი განვლილი ცხოვრების მისიიდან მძიმდება ნაბიჯები,მაგრამ მაინც დავდივართ. გვიძნელდება ღიმილი,მაგრამ მაინც ვუღიმით ყველას. ბავშვებიც აღარ ვართ,ახალგაზრდობა გაქრა და წლები მოგვერია.ჩვენ ორივეს დრო გვჭირდება,არ ვიცი როგორ გამოვიყურები მაგრამ შინაგანად ძალიან ცუდად ვარ და დარწმუნებული ვარ არც შენ ხარ ჩემზე ნაკლებ დღეში.
-მართალი ხარ,დრო გვჭირდება ორივეს.უთხრა მარიამმა და მის თვალებში ცრემლი გაჩნდა,ისე როგორც გიორგის თვალში.გაუჭირდათ ორივეს,მაგრამ ძალა მოიკრიბეს და იმ დღის შემდეგ არ უნახავთ ერთმანეთი,ვერც ის გაიგო თუ სად ცხოვრობდა.ვერ ისვენებდა,მის ახლოს სადღაც მისი ცხოვრების ქალი ცხოვრობს მაგრამ სად,სად არის რომ ვერ იპოვა.ყველგან ეძებდა,მაგრამ მარიამის კვალს ვერსად ვერ მიაკვლია.ყველას თვალში გიორგი წყნარი და მშვიდი ჩანდა,მაგრამ არავინ იცოდა როგორ ბობოქრობდა მისი სული.ყოველ ღამე მხოლოდ მთვარეს ესაუბრებოდა და ცრემლსაც არ მალავდა.
-როგორც ყველა ადამიანი მეც მინდოდა დიდხანს ეცოცხლა ჩვენს სიყვარულს,მაგრამ ჩვენზე ადრე ჩვენი სიყვარული მოკვდა და შენს გამოჩენამდე უიმედო,არაფლისმთქმელი თვალებით ვუცქერდი ცხოვრებას.წინ კიდევ ერთი დიდი მწვერვალი გვაქვს რომელიც უნდა დავიპყროთ ორივემ ერთად.ისევ ის უნიღბო ჩემი მარიამი ხარ,როგორ მინდა დრო უკან დავაბრუნო სადაც ყველაფერს შევცვლიდი და ყველას დავუბრუნებდი დაკარგულს,ავუსრულებდი ნატვრას,ვასწავლიდი გზებს,ოცნებას,ფრენას.შევქმნიდი ცრემლიან,მაგრამ სიხარულით სავსე სიცოცხლეს.გავამდიდრებდი ღარიბებს,ფულით არა და არც დიდებით,მე მათ სულით მდიდარს გავხდიდი.ურწმუნოებს რწმენას ვაჩუქებდი,დაკარგულს ვაპოვნინებდი არა გზებს,არამედ თავიანთ თავს.მინდა ახლა ჩემს გვერდით იყო და თუ მეტყვი არც კი დავფიქრდები ჩემს გულს ისე ამოვიღებ და შენ ხელზე დაგიდებ,რადგან დაინახო თუ რა უქენი ჩემს გულს.მართალია იშვიათი სიყვარულით აავსე,მაგრამ ტკივილმა გადაფარა ის ლამაზი რაც კი მქონდა შემონახული.არ ვიცი მარიამ როგორი იქნება ჩემი მომავალი,მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ჩემს ბედს არასოდეს არ დავემდურები,რადგან შენ ისევ ხარ ჩემს ცხოვრებაში.შენთან ერთად მზად ვარ უარესიც გადავიტანო,მე და შენ,ჩვენ ამიერიდან სულ ერთად ვიქნებით.წინ სიბერე გველოდება საყვარელო,მაგრამ შენთან ერთად ლამაზ სიბერეს არ დავემალები.ხელი ჩავჭიდოთ ერთმანეთს და ერთად გავიარით ჩვენი ცხოვრების დარჩენილი გზები.ასე იტანჯებოდა ღამეები,აღარავის ეკონტაქტებოდა,მხოლოდ საქმის გარშემო საუბრობდა ბექასთან და ლაშასთან.ანამ ვეღარ გაუძლო ამ სიჩუმეს და მარიამს ყველაფერი უამბო,მარიამმა ბოლომდე მოუსმინა ანას და ბოლოს თვალცრემლიანმა შეეკითხა.
-მამიდა გისმენ და მინდა საბოლოოდ დავრწმუნდე,ეს რაც მითხარი სიმართლეა? ეს ყველაფერი დღევანდელ საქართველოში ხდება?
-სიმართლეა შვილო სიმართლე და არ ვიცი რა გავაკეთო.არ ვიცი ან გიორგის რა მოვუხერხო და ან დედაშენს.
-ეს ყველაფერი ძია ალექსანდრემ იცის?
-არა,არ მითქვამს ვუთხრა?
-რა თქმა უნდა,უნდა ვუთხრათ და უნდა იცოდეს რაც ხდება.ანამ არც დაფიქრდა ისე დაურეკა ალექსანდრეს.
-ახლა რაღა მოიფიქრე.
-სასწრაფო საქმე მაქვს და უნდა ჩამოხვიდე.
-სად ხარ მითხარი და მოვალ,თბილიში ვარ.
-მარიამთან ვარ და იქ მოდი.მალე მოვიდა ალექსანდრე და მათი მოკითხვის შემდეგ ანას შეხედა.
-გისმენ,რა გეგმები გაქვს და მე რა მევალება.
-ალექს არ მეხუმრება ამჯერად,არ ვიცი როგორ გითხრა ან საიდან დავიწყო.
-რა უნდა მითხრა ასე რომ გიჭირს თქმა,შენ და სიმორცხვე?
-ალექს არ ვარ ხუმრობის ხასიათზეთქო გითხარი.
-ხო კარგი,თქვი რა უნდა მითხრა.დასერიოზულდა ალექსანდრე.
-მარიამი.ალექს მარიამი ცოცხალია.ალექსი გაჩუმდა და ანას შეხედა,ძალიან მშვიდი სახე ჰქონდა და არც აღელვებულა.
-ესე იგი უკვე ნახეთ.
-რას ნიშნავს უკვე ვნახეთ,ალექს შენ იცოდი?
-ვიცოდი,ვიცოდი და თავად მითხრა რომ არ გამემხილა.
-რააა? ეს როგორ შეძელი და დამიმალე ალექს.უყვირა ანამ.
-გახსოვს იმ დღეს,რომ გითხარი მარიამი დავინახეთქო და ცუდად გავხდი ქუჩაში.
-მახსოვს,მას შემდეგ ვფიქრობ როგორ ვუთხრა გიორგის სიმართლე.
-ჯერ ლილიანა გამოჩნდა და მერე თვითონ მარიამი მოვიდა ჩემთან.ის გეგმა ერთად მოვიფიქრეთ და გიორგისთან მოვაწყვეთ დამხმარედ.
-მოიცადე,ლილიანამ მოიტყუა ის ყველაფერი,ქმარი და შვილი არ ჰყავს გარდაცვლილი?
-კი,ეს საშინელი ისტორია მართლა შეემთხვა,მაგრამ მარიამს კარგად დაეხმარა.არ შეიძლებოდა ასე უცებ გამოჩენა ანა და ახლა ნელა-ნელა მოგვარდება ყველაფერი.
-ილოცე,რომ გიორგიმ არ მოგკლას.შეუღრინა ანამ.
-არ მომკლავს,მადლობას მეტყვის რადგან რაღაც გეგმა მაქვს.გაეცინა ალექსანდრეს.
-შენებმა სახლში იციან?
-გუშინ ვუთხარი მამას და ლამის ჩამაკვდა ხელში.
-ღმერთო წინ რა გველოდება არ ვიცით.
-ნუ გეშინია,მთავარი ქარიშხალი გადავლილია.უთხრა ალექსანდრემ და თვალი ჩაუკრა ანას.
-ეს როგორ გავიგოთ.შეხედა გაკვირვებულმა.
-მათმა ერთმანეთს შეხვდნენ გუშინ,მართალია შემთხვევით მაგრამ მთავარი ეს წუთები იყო და ესეც შედგა.
-მერე რა მოხდა,ისაუბრეს? შეეკითხა მარიამმა.
-ისაუბრეს და ერთმანეთს დრო მისცეს.ეშინოდა ანას მაგრამ ცოტა დამშვიდდა,ვერანდის კარი გამოაღო და შემოდგომის ცივ სიოს სახე შეუშვირა,რათა სახეზე მოდებული ალი ჩაექრო.
-ძალიან ძნელია ადამიანად ყოფნა,ყოველდღიურად უამრავ განსაცდელს უნდა გავუძლოთ,უამრავ პრობლემას უნდა მოვერიოთ.არ გეღიმება და უნდა გაიღიმო და ეს ყველაფერი ისე უნდა გააკეთო,რომ ადამიანობა არ უნდა დაკარგო.ნეტავ ვიცოდე ახლა რას ფიქრობს ან რას გრძნობს.
-მამიდა როგორ ფიქრობ დაბრუნდება? რომ არ დაბრუნდეს,მამა ისევ განადგურდება თქვა მარიამმა და ანას შეხედა.
-დაბრუნდება,და თუ არ დაბრუნდება დავაბრუნებთ მამი.
-ტყუილების ექსპერტი აგერ გიზის წინ და ისეთ რამეს მოიფიქრებს,ფეხზე დააყენებს ყველას.სიცილით უთხრა ალექსანდრემ მარიამს.
-ვფიქრობ და ვერ ვხვდები,ბედნიერი ცხოვრება რატომ იმსხვრევა.ეს ხომ ის არ არის როცა გვინდა ვიყიდოთ და როცა მოგვწყინდება გვერძე მივდოთ,თავიდან დავიწყოთ და კიდევ თავიდან ახალი ბედნიერება ვიპოვოთ.
-სამწუხაროდ არავინ იცის,როდის და სად გაწვრილდება შემდეგ კი გაწყდება ბედნიერების ძაფი.ბედნიერებას ვერც შეკვეთით მივიღებთ,ის თვით უფალმა უნდა გვაჩუქოს მარიამ.მათი საუბრიდან თითქმის ერთი კვირა გავიდა და მოულოდნელად გიორგიმ ტელეფონზე უცნაური შეტყობინება მიიღო,ჯერ მარიამის ფოტო მიიღო მონაზონის ფორმაში და შემდეგ მისამართი და ბოლოში ეწერა.
-,,იჩქარე''. რა თქმა უნდა გადარეკა,მაგრამ აღნიშნული ნომერი გათიშული იყო.გაოცებული იდგა და ალექსანდრეს ზარი დაფიქსირდა მის ტელეფონში და უხალისოდ უპასუხა.
-ალექს გისმენ,როგორ ხარ.
-მე კარგად ვარ,მაგრამ შენი ხმა არ მესმის კარგად.
-კარგად ვარ,ამაზე უარესადაც ვყოფილვარ.
-გიორგი იცი როგორ პატივს გცემ და ამიტომ მინდა კარგად იყო,მიღებულ მისამართზე წადი,წადი და იყავი ბედნიერი შენც და ისიც ვინც უშენობით იტანჯება.
-შენ? შენ გადმომიგზავნე მისამართი?
-მე,მე გადმოგოგზავნე წადი და იქ ნახავ შენი სულის სიმშვიდეს.
-შენ იცოდი?
-კი ვიცოდი და ბოდიში,რომ დღემდე არ გითხარი.
-კარგი,მაგის გამო მოგხვდება,მაგრამ ჯერ საქმეები მაქვს.გაუთიშა ალექსანდრეს ჩაეღიმა,მანქანის გასაღები აიღო და სახლიდან გადიოდა მარიამმა რომ შეაჩერა.
-მამა სად მიდიხარ.
-მალე მოვალ.უთხრა და მარიამის ლამაზად წამოზრდილ მუცელს ღიმილით შეავლო თვალი შემდეგ კი ორივე ხელით მოეფერა და უთხრა.
-სულ მალე სრულყოფილი ოჯახი ვიქნებით,მხოლოდ ჩუ არავის არ უთხრა,ბებოს მოგიყვანს ბაბუ და მალე დაბრუნდება.მარიამს თვალი ჩაუკრა და სახლიდან ბედნიერი ღიმილით გავიდა,წინ ბექა და რატი შემოხვდა
-გიორგი სად მიდიხარ,საით გაგიწევია.
-რა ხდება,რამე სერიოზული უნდა მითხრათ?
-სალაპარაკო გვაქვს შენთან,მალე სხვებიც მოვლიან.
-კიდევ მიმალავთ რამეს?
-არა,არაფერს არ ვმალავთ უბრალოდ გვინდოდა გვეკითხა რას ვაპირებთ,როგორ უნდა მოვიქცეთ,ან სად ვეძებოთ საიდან დავიწყოთ ძებმნა.უთხრა ბექამ გიორგის.
-ახლა აუცილებელი საქმე მაქვს,თქვენ დაურეკეთ ყველას და აქ შეიკრიბეთ,მოვალ და ვისაუბროთ.
-რა დროს დაბრუნდები,დაგაგვიანდება?
-თუ საქმე გაქვს წადი და საღამოს აქ იყავი.მხიარული ღიმილით დაემშვიდობა მეგობრებს და შეტყობინებით მიღებულ მისამართისაკენ ღიღინით წავიდა.
-ალექს,ალექს გავბრაზდი მაგრამ მადლობა რომ მისამართი მომწერე.გაოცებული იდგა ბექა და რატი და სახლში არ შესულან მანამ,სანამ გიორგის მანქანა თვალს არ მოეფარა.გიორგი კი სარკეში უცქერდა მათ და ღიღინით მიიკვლევდა კახეთისკენ გზას.დაიღალა გზაში და ერთ-ერთ წყაროსთან გააჩერა,სახეზე ცივი წყალი შეისხა და ცოტა დაღლილობა მოიხსნა.იქვე გზის კიდეზე ლეღვის ხე შენიშნა და ხელი გაუწია,მაგრამ შერცხვა გზად ორი მონაზონი მოდიოდა გაუსწორდნენ თუ არა გიორგის ერთმა მათგანმა ღიმილით უთხრა.
-ნუ შეჭამ შვოლო გაურეცხავს,მაინც საშიშია.
-მადლობა დედაო.უეცრად ნაცნობი სურნელი შეიგრძნო და დაბარბაცდა,თვალები დახუჭა და მასთან ახლოს მდგარ მონაზონს მიაჩერდა რომელმაც სახე არ აჩვენა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა,შემდეგ კი გაიქცა.გიორგიმ გაოცებულკმა გააყოლა თვალი გაქცეულ მონაზონს და მორიდებით შეეკითხა დედაოს.
-დედაო ნეკრესის მონასტერში მივდივარ და............
-უკვე ახლოს ხარ მისული შვილო,აქვე არის რამოდენიმე მეტრში.დედაომ გიორგის ნაჩქარევად დაემშვიდობა და ჩქარი ნაბიჯით შევიდა მონასტერსი,თავზე დაადგა ხმით მომტირალ მონაზონს და შეშინებულმა შეეკითხა.
-რა მოხდა შვილო,ასე რატომ ანერვიულდი იმ მამაკაცს რომ შეხედე,იცნობ?
-ვიცნობ დედაო,ის ჩემი მწარე წარსულია რომელიც დამიბრუნდა,მაგრამ მე არ მაქვს უფლება მას ხელგაშლილი და ბედნიერი ღიმილით შევხვდე.როგორადაც უნდა ვეცადო,როგორ ძლიერად უნდა ვილოცო რომ გაქრეს ჩემი ფიქრებიდან არ ქრება,არ მიდის და ვგრძნობ რომ სული მაქვს დაცარიელებული.ამდენი წლის შემდეგ ისევ შევიგრძნე მონატრებული სურნელი,მიშველე დედაო,მომეხმარე რომ აღარ ვნახო,აღარ შევხვდე.გიორგიმ მართლაც მალე მიადგა ულამაზესი ,,ნეკრესის'' მონასტერს,ყვარლის რ-ში სოფელ შილდას მახლობლად.მანქანა დააყენა და მონასტრის ეზოში შევიდა,იქ ერთ-ერთ მონაზონს სთხოვა დედაოსთან შეხვედრა და გულის ფრიალით დაელოდა დედაოს პასუხს მიიღებდა სტუმარს თუ არ მიიღებდა,მაგრამ გაუმართლა და მის წინ სწორედ ის დედაო იდგა რომელსაც ცოტა ხნის წინ ესაუბრა.
-მობრძანდი შვილო.
-დედაო უნდა დაგელაპარაკოთ.უთხრა გიორგიმ გაუბედავად.
-გისმენ შვილო რა გაწუხებს,აქ რომ მოგიყვანა შენმა წუხილმა.
-მეც ჩვეუებრივი ადამიანი ვარ დედაო,იმ დღიდან რაც თავი მახსოვს მხოლოდ იმის ფიქრში ვარ არავის ვაწყენინო,არავის ვატკინო.ჩემით გავიკვლიე გზა და დღემდე ამ გზაზე დიდი ტკივილით დავდივარ,მაგრამ ვცოცხლობ და თქვენ წარმოიდგინეთ მეც მიკვირს როგორ გაუძლო გულმა ამდენს,მაგრამ როგორც ხედავთ ცოცხალი ვარ და ჯერ ჯერობით გულიც მუშაობს.
-ასეთი რა ტკივილი ნახე შვილო,ასე რატომ გიჭირს საუბარი.
-მე ხომ მხოლოდ თბილ ოჯახზე ვოცნებობდი,გვერდით საყვარელი ქალი მყოლოდა და შვილები ერთად დაგვეზარდა,მაგრამ ხანდახან თურმე ოცნებები ისე იმსხვრევა მისი ნასახიც არ რჩება.ოცნებებიც გაქრა და ჩემი ბედნიერებაც წამართვა თუ წამართვეს ის ჩემთვის აღარ არის.მოხდა ერთი ტრაგიკული შეცდომა,რომელმაც დაამსხვრია ჩემი ოცნებებიც და ბედნიერებით შეკრული ბუდე.
-მე რა შემიძლია გავაკეთო შვილო,რას მთხოვ.
-დედაო მომეხმარეთ,მომეხმარეთ დავიბრუნო ის ბედნიერება რომელიც წლების წინ დავკარგე.
-როგორც მივხვდი,შენი დაკარგული ბედნიერება მარიამი არის?
-დიახ დედაო,ჩემი ბედნიერება მხოლოდ მარიამს შემიძლია გავუყო და არავის სხვას.
-დაველაპარაკები,არჩევანი მან უნდა გააკეთოს.
-მადლობა,მადლობა დედაო.დედაო წამოდგა და ნელი,დაფიქრებული და დინჯი ნაბიჯებით წავიდა.მარიამთან შევდა,რომელიც ჯერ კიდევ ტიროდა გვერდით დაუჯდა,ხელები დაუჭირა და მშვიდი ხმით უთხრა.
-ის ტრაგიკული შეცდომა რომელიც შემთხვევით მოხდა თუ ეს განგებ გააკეთეს,ფაქტია რომ დაინგრა ორი ადამიანის ბედნიერი ცხოვრება.გიორგი არ არის ის ადამიანი ასე შეარჩინოს ვინმეს მისთვის საშინელი წლები,რომლებიც მარტოობაში,ტირილში და ტანჯვაში გაატარა.მე მას მოვუსმინე და დავრწმმუნდი რომ თქვენი ცალ-ცალკე ცხოვრება არ შეიძლება შვილო.მარიამმა ცრემლიანი თვალებით შეხედა დედაოს და უთხრა.
-დედაო ფიქრობთ,რომ უნდა წავიდე?
-მარიამ არ ვფიქრობ,უნდა წახვიდე შვილო.
-ჩემი დრო ამოიწურა?
-შენი დრო არ ამოიწურა,მარიამ შენი აქედან წასვლის დრო მოვიდა და აი ეს ჩემგან გქონდეს,ეს ჯვარი დაგიცავს ყველა ცუდისგან.
-მეშინია დედაო.
-დამიჯერე საშიში არაფერია,უნდა წახვიდე.
-რა გაეწყობა,წავალ და მე ვერასოდეს შევძლებ დავივიწყო თქვენი სითბო.დედაომ ჩანთა დაუდო მარიამს და უთხრა.
-უფალი გფარავდეს,ბედნიერი იყავი.25 წლის შემდეგ როგორც უცხოები ისე იდგნენ ერთმანეთის წინ და თვალებში უცქერდნენ.გაუჭირდა ნაბიჯის გადადგმა,მაგრამ გამბედაობა მოიკრიბა და უთხრა.
-ხელი მომეცი მარიამ.მარიამმა ხელი გაუწოდა და წლების შემდეგ კიდევ ერთხელ ჩაჭიდეს ხელი ერთმანეთს,ისევ ისე ძლიერად დაუარა ტანში,ისევ იგრძნო რომ ცოცხალია და შეივსო იმით ვინც აკლდა.ჩანთა თავად აიღო და ტაძრის ეზოდან გავიდა,მარიამმა საბოლოოდ მოავლო ტაძრის ეზოს თვალი სადაც ბოლო ორი წელი გაატარა.გიორგიმ წინ დააჯინა და მარიამმა ჩუმად გააპარა თვალი გიორგისკენ და გული შეეკუმშა,მის სახეზე ნაოჭები რომ შენიშნა,ჭაღააც კარგად მორეოდა რომელიც უფრო მკაცრ იერს აძლევდა.გიორგიმ იგრძნო მარიამის დაჟინებული მზერა,ხელზე ხელი მოუჭირა და უთხრა.
-პირდაპირ სახლში მივდივართ.
-არა,არა შეუძლებელია.შეშინებულმა შეხედა გიორგის.
-რატომ? შეეკითხა გიორგიმ.
-არ ვიცი რა რეაქცია ექნება მარიამს.
-ის გელოდება,დამიჯერე ასე უფრო უკეთესია.
-მეშინია,მეშინია რომ არ მიმიღოს.
-მან იცის სიმართლე,აღარ არის პატარა გოგო ჩვენი მარიამი გაიზარდა და ძალიან კარგად ესმის ცხოვრება.
-არ მიკვირს,გიორგი ის ხომ შენი აღზრდილია.
-მე იმდენი არაფერი,ეკონომიურად და მატერიალურად ვცდილობდი არაფერი მომეკლო მისთვის,აღზრდა მარიამის კი დედაჩემს მივანდე.მარიამ დედაჩემი გვერდით მიდგა არა როგორც დედა,ის იყო ჩემი ძალიან ახლო მეგობარი და ჩემი მრჩეველი.
-რუსო არაჩვეულებრივი ადამიანია.ისე მივიდნენ სახლში რომ თავადაც გაუკვირდათ,უკვე შებინდებული იყო გიორგიმ მანქანა გააჩერა,მარიამს მიუბრუნდა და უთხრა.
-გიყურებ და თავი სიზმარში მგონია,როგორ ვიცხოვრე დღემდე ეს წლები უშენოდ და არ მინდა ის ვიცოდე შენ როგორ იყავი,რა გამოიარე,როგორ იტანჯე.ხელით თმა გადაიუწია და თმებზე შეეხო,ხელი მოხვია მხრებზე და თავის მხარზე დაადებინა თავი.მონატრებული სუნი შეისუნთქა და ასე იყო გარინდებული რამდენიმე წუთი.
-წავიდეთ გველოდებიან,უფრო სწორად მელოდებიან რადგან არ იციან სად ვარ.
-ძია გოგი როგორ არის,გავიგე რომ გულის პრობლემები ჰქონდა.
-კარგად არის,გადაგვირჩა.მომიხუცდა მშობლები მარიამ.
-ჩემები? ჩემს ტირიფებში დადიხარ?
-დავდივარ,როცა მივდივართ სოფელში ტირიფებშიდაც გავივლი და რამოდენიმე საათს იქ მარტოობაში ვატარებ.შემდეგ მამაშენის მოწურულ ღვინოს დავაცრებით და გაბრუებულები ვბრუნდებით უკან,ალექსანდრეს პატარა გოგონა ჰყავს,მარიამი დაარქვა და ძალიან ეშმაკია,ჩვენი მარიამის პატარაობას მახსენებს.
-ორი მარიამი გვყავს?
-ორი იყო,ახლა სამი გვყავს შენი ჩათვლით.
-წლები გავიდა,ძალიან ძნელია ყველაფრის ახლიდან დაწყება.მარიამმა შეხედა თუ არა სახლს გიორგის გულზე დაადო ხელი და შიშჩამდგარი თვალებით შეხედა.გიორგიმ მიუხვდა რა აწუხებდა მარიამს თუ როგორ განიცდიდა და დაამშვიდა.
-შიში არ დამანახო,მარიამ მე უკვე შენს გვერდით ვარ.ხელზე ხელი მოკიდა და მაგრად მოუჭირა,ასე მიიყვანა სახლის კარებთან,მარიამი კიდევ ერთხელ შეჩერდა ღრმად ამოისუნთქა და გიორგიმ ღიმილით შეეკითხა.
-გავაღო,მზად ხარ?
-მზად ვარ.უთხრა და გიორგიმაც შეაღო კარები,ალიკას ხმა გაიგონეს პირველად.
-გიორგი სად გაძვრა უჩვენოდ,რატომ არაფერი არ თქვა.
-არცერთმა არ ვიცით სად წავიდა და ეს პირველი შემთხვევაა სადაც უჩვენოდ წავიდა.
-თქვენს დაიწყეთ ამ ბოლო დროს ჩემს გარეშე სიარული.თქვა გიორგიმ და ალიკამ უთხრა.
-მე მაინც რატომ არ მითხარი,ამათზე თუ ნაწყენი იყავი მე.....................უეცრად შეჩერდა და სიტყვა გაუწყდა,მარიამს შეხედა,შემდეგ გიორგის და ენის ბორძიკით თქვა.
-მა,მა,მა მარიამ? არ მელანდები,მართლა შენ ხარ?
-ალიკა.ორივე ხელი გაშალა მარიამმა და ალიკამაც გულში ჩაიკრა ატირებული მარიამი.ყველა ფეხზე წამოდგა და ზოგი გაოცებული უცქერდნენ ალიკას რომელიც ზურგით ეფარებოდა მარიამს,ზოგი კი ბედნიერი ღიმილით იღიმოდა.
-ცოცხალი ხარ,ისევ ჩვენთან ხარ.
-სულ თქვენთან ვიყავი,განსაკუთრებით ეს ბოლო ორი წელი.მისაღებში შევიდნენ ასე ერთმანეთზე გადახვეულები,ტირილით შემოეგება რუსო და გოგი,თავადაც ტოროდა და ანამ ჭიქით წყალი მიაწოდა და თავადაც იქვე დაუჯდა.მარიამი იდგა მოშორებით და ანდრეას მხარს იყო დაყრდნობილი,ვერ გაებედა ახლოს მისვლა.
-დაჯექი,დაწყნარდი უკვე ყველამ იცის სიმართლე.უთხრა გელამ.
-დიდი,ძალიან დიდი და უზარმაზარი ტკივილი იყავი ყველასთვის მარიამ.
-არც ჩემთვის იყო იოლი იქ ცხოვრება,ვერ დავთვლი რამდენჯერ მოვედი ამ სახლთან,რამდენჯერ გავაჩერე საათობით ტაქსი და შორიდან გიცქერდით,რამდენჯერ კომპანიასთანაც მოვედი მაგრამ ვერ გავბედე ახლოს მოსვლა.
-სად იყავი,რატომ ერთხელ ერთი მინიშნება არ გვანიშნე.
-არ ვიცი რამდენი დრო ვიყავი კომაში,შემდეგ მეხსიერება დამიქვეითდა ამისათვის თურმე ისინი წამლებს მაძლევდნენ,რომ გავიგე რაც ხდებოდა ჩემს გარშემო უკვე ძალიან დიდი დრო იყო გასული.მე უსახელო და უარაფლო ერთი კეთილი ადამიანის დახმარებით ამერიკაში წავედი,ჩემი გული კი აქ იყო თქვენთან ახლოს,თქვენთან ერთად.ორი წელია რაც დავბრუნდი და აქ მონასტერში ვცხოვრობ.არ ვაპირებდი საერთოდ გამოჩენას,მაგრამ ასე მოხდა.
-რატომ არ გინდოდა გამოჩენა,არ გინდოდა გენახა შენი შვილი?
-ძნელია ამდენი წლის შემდეგ დაბრუნდე,მაშინ როცა ყველას მკვდარი ჰგონიხარ.ახლა დარწმუნებული ვარ ჩემი გამოჩენით ისინი დაფეთდებიან და შეეცდებიან მიიმალონ,მე კი რადგან გამოვჩნდი,მინდა მკვდრეთით აღვსდგე და დავიბრუნო ჩემი სახელი,ასევე მინდა პასუხი აგოს ყველამ უკლებლივ ვინც კი ამ საქმეში გაერია.
-ჩვენ ყველაფერი გამოვიძიეთ მარიამ და სწორედ ამ წუთებს ველოდით.უთხრა გელამ.
-თან ვფიქრობდი გიორგის ახალი ცხოვრება ექნება დაწყებული და ჩემი გამოჩენით გონებას არ ავურევთქო.
-შენს შემდეგ ჩემს ცხოვრებაში არავინი არ ყოფილა,მიუხედავად იმისა იყო მცდელობა ბევრისგან რომ ცოდო ადამიანი ხარ მარტო ცხოვრება ძნელიაო,მე მაინც მარტო ვარ.წახვედი ისე უცებ და ისეთი დიდი ,,სულის ტკივილიდამიტოვე მარიამ'' და ეს ტკივილი დღეს შენს წინ დგას.აი,გაიცანი ჩვენი შვილი,შენი ასლი ჩვენი მარიამი მარიამ.უთხრა გიორგიმ და მის უკან მდგარი მარიამს ხელი მოკიდა და მარიამის წინ დააყენა.
-მარიამ.თქვა ჩურჩულით და ცრემლიებით აევსო თვალები.
-მითხარი,რაც მამამ მითხრა ეს ყველაფერი სიმართლეა?
-სიმართლეა შვილო,ექიმების გააზრებულად დაგეგმილმა ბოროტებამ დამათმობინა შენი თავი.
-არ ვიცი,რა ვთქვა.ასე უეცრად,უეცრად არ არის მაგრამ..........................
-მარიამ ჩვენ ადამიანები არ ვაკანონებთ სიცოცხლეს,მაგრამ ჩემთვის ბოძებული სიცოცხლე შეწყვიტეს როცა მე 22 წლის ვიყავი.სულ სხვაგვარად ვფიქრობდი ჩვენი შეხვედრის წუთებს,ვფიქრობდი არ გვექნებოდა საერთოდ საუბრის დრო და ერთმანეთის ფერებით დავტკბებოდით,მაგრამ არ შემიძლია ახლა ხელები ავწიო და მოგეფერო.მეშინია,მეშინია მარიამ რომ არ მიმიღებ,არ მომისმენ და არ დაიჯერებ ყველაფერ ამას რაც მე გადამხდა თავს.მარიამმა ვეღარ გაუძლო და დედას მოეხვია,უკოცნიდა სახეს,თმებს,ცრემლიან თვალებს და საალერსო სიტყვებით გააბრუა.გიორგიმ ცრემლი მოიწმინდა,ორივეს ხელი მოხვია და გულში ჩაიკრა მისი ცხოვრების ორი უსაყვარლესი ქალი.მარიამს კი ტანში გაცრა როცა მარიამის ჩურჩულით ნათქვამი სიტვები გაიგონა.
-დედა,დე,დედიკო.როგორ ძალიან ვოცნებობდი ეს სიტყვა მეთქვა,არ არსებობს ამ სიტყვაზე თბილი და ტკბილი სიტყვა.როგორ დაიტანჯე და როგორ ეწამე დე,ჩემო ლამაზო დედიკო.მა მიყვარხართ ორივე,თქვენ ჩემი დიდი სამყარო და დიდი სიყვარული ხართ.
-შენ ხარ ჩვენი ლამაზი სამყარო მარიამ.უთხრა გიორგიმ შვილს და შუბლზე აკოცა.
-გიორგი ვქეიფობთ? ღიმილით იკითხა ალიკამ.
-კითხვა უნდა მაგას? ასევე ღიმილით გადახედა გიორგიმ მეგობრებს და მასში ისევ ის ძველი გიორგი დაბრუნდა,მაგრამ მისი თვალები მრისხანებას ვერ მალავდნენ.
-მაშ გავემზადოთ აქ თუ რესტორანში.
-დღეს ისე ვივახმებთ,სანამ ერთ საქმეს არ მოვაგვარებ ვერ მივცემ თავს ვიმხიარულო.
-გასაგებია,ახლა წავიდეთ თუ..............
-გადადებული საქმე არ მიყვარს გელა.
-მაშ წავედით.თქვა ბექამ და ფეხზე წამოდგა
-მეც მოვდივარ.თქვა მარიამმა.
-არა,მხოლოდ ჩვენ მივდივართ.მტკიცე იყო გიორგის ხმა.
-გიორგი მე მთავარი მტკიცებულება ვარ ამ საქმეში.არა ნაკლებ მტკიცე იყო მარიამის ხმა და დედის გვერდით შვილი მარიამიც დადგა,რომელმაც გიორგის შეხედა უთხრა
-რაც არ უნდა დამიშალო,მაინც წამოვალ რადგან პირადად მინდა ვნახო ის ქალი,ქალი დედა რომელმაც ეს საშინელება გააკეთა და ჩემს მშობლებს ბედნიერება წაართვა.
-კარგი,კარგი ვერ გადაგათქმევინებთ და წამოდით.ანამ დარეკა ქრისტი ექიმის ნომერზე და უთხრა.
-ექიმო თქვენი ნომერი მომცეს კარგი ექიმი არისო და შვილი მყავს ფეხმძიმე,მუცლის ტკივილები აქვს და შეგიძლიათ მნახოთ?
-დღეს მოსვლა არ შემიძლია მორიგე ვარ,მაგრამ შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩემთან და აქ დაკვირვებით გაგსინჯავთ.მოესმა ანას ექიმის ხმა.გიორგიმ თავი დაუქნია დაეთანხმეო და ანაც დაეთანხმა.გელა სწორედ ამ წუთებს ელოდა,უფროსს დაურეკა და აუხსნა საქმის არსი და რამოდენიმე რჩეული საიმედო ბიჭებს დაურეკა და უთხრა სად უნდა დალოდებოდნენ.სახლიდან გავიდა სამი მანქანით და უხმოდ მივიდნენ საავადმყოფოს ეზოში რომლის დანახვამ მარიამს გულის რევის შეგრძნება დაუტოვა.გიორგიმ მარიას შეხედა,ხელზე ხელი მოუჭირა და უთხრა.
-გეშინია?
-არა,შიშით არ მეშინია,მაგრამ უფრო ასე ვიტყვი რომ მეზიზღება იმ ადამიანის შეხედავა,რომელმაც ასე ოსტატურად ითამაშა ჩემს წინაშე,ამ თამაშმა კი მე ცხოვრება დამინგრია.ახლა ისე ვარ,გადაღლილი სული უნდა დავიმშვიდო თუნდაც წუთიერი იყოს ეს სიამოვნება.
-კარგია,წინ საინტერესო შეხვედრა გველოდება.თქვა ალიკამ.
-მეც ასე ვფიქრობ,რომ არ მოვიწყენთ.თქვა ლაშამ და საავადმყოფოს შენობაში შევიდნენ.
-ექიმი ქრისტი გველოდება,კაბინეტს არ მიგვასწავლით?
-პირდაპირ და მარჯვნივ პირველი კაბინეტია.უთხრა ექთანმა და გიორგი მტკიცე ნაბიჯებით მივიდა ექიმის კაბინეტთან და უკან სხვებს გადახედა.
-ჯერ მე მადროვეთ,მიხვდები მარიამ როცა უნდა შემოხვიდე.თქვა და კარები შეაღო,გიორგი ორ გაოცებულ ლურჯ სფეროებს გადააწყდა ამიტომ გონზე მოსვლაც არ დააცადა და უთხრა.
-გამარჯობა,ექიმო ხომ არ გაგიკვირდათ ჩემი აქ ხილვა? თუ იმას ფიქრობთ რომ დავაგვიანე აქ მოსვლა და პასუხის მოთხოვნა რაღაც მნიშვნელოვან საკითხებზე.თქვენ მართალი ხართ,ექიმო მე მთელი 25 წლით დავაგვიანე აქ მოსვლა.
-რა გინდათ,რას ითხოვთ.
-სამართალს აქ და დღესვე.
-რა სამართალს,დატოვეთ ჩემი კაბინეტი თორემ დაცვას დავუძახებ.
-არ ინერვიულოთ,მაგ საკითხზე თქვენ არ შეგაწუხებთ მე უკვე ვიზრუნე.
-რას გულისხმობთ.ფეხზე წამოდგა ექიმი,მაგრამ გიორგიმ მშვიდად უთხრა.
-დაბრძანდით ექიმო,ალბად მიცანით მე გიორგი გოგაბერიშვილი ვარ ჩემი მეუღლე თქვენი პაციენტი იყო,რომელიც აქ ამ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
-გამახსენდით,ახლა რა გინდათ ამდენი წლის შემდეგ რას ითხოვთ.
-ვიცი,რომ ჩემი აქ კიდევ ხილვა თქვენთვის შოკისმომგვრელი არის,მითუმეტეს 25 წლის შემდეგ,მაგრამ დამიჯერეთ და დარწმუნებული იყავით,რომ არც მე ვარ დიდად სიხარულით აღფრთოვანებული თქვენი ისევ აქ ამ კაბინეტში და ამ მაგიდასთან მჯდარი გიხილოთ.
-ვერ მიგიხვდით, რისთვის მოხვედით ბატონო გიორგი.გიორგი გააოცა ექიმის ამ უტიფრობამ და კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირა თავს რომ მორეოდა,ხელები უკანკალებდა ნერვიულობისაგან მაგრამ მაინც ძლიერად იჭერდა თავს.მის წინ ფეხზე მდგარ ფერდაკარგულ ექიმს შეხედა და უთხრა.
-შეშინებული ხართ ექიმო თუ მეჩვენება.
-მე? გეჩვენებათ.რატომ უნდა შემეშინდეს.
-მართალი ბრძანდებით,თქვენ რატომ უნდა გეშინოდეთ თქვენ ხომ ძლიერი და მყარი ზურგი გაქვთ იქ მაღლა,სადაც ჩვენ ვერ მიგვიწვდება ვერც სიტყვა და ვერც სამართალი.ექიმმა ჩაიცინა და გიორგის ირონიულად უთხრა.
-ნასვამი ხართ?
-ნასვამი არ ვარ,მთვრალი ვარ.
-ასეც მივხვდი.
-კი,მთვრალი ვარ მაგრამ არა ღვინით,მე ტყუილებით ვარ მთვრალი ექიმო,ტყუილებით.იცით თქვენ რა ძნელია,როცა ტყუილს გეტყვიან და თან დაგარწმუნებენ ამ ტყუილში და ეს ტყუილი მე მთელი 25 წელი სიმართლე მეგონა?
-ტყუილებით? ნერვიულად გაიცინა ექიმმა.
-ექიმო ნერვიული სიცილი გაქვთ,რატომ ნერვიულობთ?
-მოგეჩვენათ,იცით? თუ სხვა საქმე არაფერი არ გაქვთ,გთხოვთ დატოვეთ ჩემი კაბინეტი.სერიოზული პაციენტები მყავს და ხმაური მათ მყუდროებას დაარღვევს.
-რატომ უნდა ვიხმაუროთ,ჩვენ ხომ მშვიდად ვსაუბრობთ.ექიმო 25 წლის წინ როცა აქ პირისპირ გესაუბრეთ თქვენი სახე შეწუხებული იყო და ახლა ცინიზმით და ირონიით არის სავსე.დღეს მე თქვენი რეალური სახე დავინახე,მართალია დამაგვიანდა,მაგრამ არა უშავს.
-რას ბოდავთ,მართლა მთვრალი ხართ და გთხოვთ მარტო დამტოვოთ.
-დამშვიდდით,ძალიან არ მომწონხართ ასეთი დასუსტებული,ფერდაკარგული და შეშინებული რომ თითქოს ახლავეს თქვენს განაჩენს ელოდებით,მაგრამ მე არ ვარ ის ადამიანი რომ თქვენ განაჩენი გამოგოტანოთ,ასე რომ არც ღმერთი ვარ და არც მოსამართლე.თქვენს განაჩენს კი თვით კანონი და სამართალი მოგიჩენთ,რაო თვალებში შიში ჩაგვიდგაო?
-აქ თუ მოხვედით და ფიქრობთ შემაშინებთ,მე არაფლის და არავის არ მეშინია.უნდა გითხრათ,რომ ცუდი დრო შეარჩიეთ ხუმრობისთვის ბატონო გიორგი.
-გააგრძელეთ,გააგრძელეთ მე გისმენთ და თუ სურვილი გაქვთ მთელ მედ-პერსონალს დავუძახოთ და ყველას მოახსენეთ თუ რისთვის ვარ აქ მოსული და რას ვითხოვ თქვენგან.
-მითხარით რის თქმას ცდილობთ და მიბრძანდით აქედან.ექიმი წამოდგა,მაგრამ გიორგიმ ჩაიცინა რადგან შეხედა თუ როგორ კანკალებდა.
-ექიმო მაინტერესებს შვილები გყავთ? თქვენს ოჯახში,თქვენს სანათესაოში თქვენი ექიმობის დროს ყოფილა ქალი ორსული რომელიც თქვენ ამშობიარეთ?
-კი,როგორ არა.
-მერე?
-რა მერე.
-მაინტერესებს, მშობიარობის შემდეგ ყველა მათგანი მკვდრად გამოაცხადეთ?
-რას გულისხმობთ,ერთი საათია საუბრობთ და ვერ ვხვდები რის თქმას ცდილობთ.უეცრად კარი გაიღო და მარიამი შემოვიდა რომელიც სიბრაზეს აფრქვევდა თვალებიდან,ექიმის წინ დადგა თვალებში უცქერდა და ზიზღით სავსე ხმით უთხრა.
-ახლა მიხვდები რის თქმას ცდილობდა ჩემი მეუღლე.არ გრცხვენია,სულ დაკარგე სირცხვილი? გეგონა საქმე კარგად შეფუთე,მაგრამ სადღაც შეცდი ექიმო რადგან 25 წლის გარდაცვლილი პაციენტი გამოგეცხადათ.ექიმი ერთიანად გათერთდა,თავი რომ შეემაგრებინა მაგიდის კიდეს ხელით დაეყრდნო და უგრძნობი,ცივი თვალებით შეხედა ჯერ მარიამს და შემდეგ გიორგის.გიორგიც ფეხზე წამოდგა და ექიმს უთხრა.
-მხედავდი როგორ მტკიოდა მარიამის ტკივილი,როგორ გამანადგურა ვითომ თქვენმა გათამაშებულმა სიკვდილმა.ხედავდი ყველა ჩემს მეგობარს თუ როგორ განიცდიდა ყველა,მაგრამ ურცხვად ტყუოდით ყველას წინაშე და ცხოვრება დამინგრიე.ჩემი შვილი, უსუსური პატარა არსება დედის გარეშე დატოვეთ და მე მისი არსებობა შემაზიზღეთ რადგან მას ვადანაშაულებდი დედის სიკვდილში.კარებთან ჩოჩქოლი ატყდა და გაბრაზებული მარიამი შემოვარდა,ექიმისაკენ წავიდა,მაგრამ ის თვით გიორგიმ შეაჩერა.
-ნუ დაეცემი მის დონემდე,შენ მასზე დიდი ხარ შვილო,ბევრად დიდი.
-როგორ შეძელი,როგორ და რა გულით გაასაღე ცოცხალი ადამიანი მკვდრად.რატომ,რისთვის დააშორე ჩემი მშობლები ერთმანეთს,ნუთუ ასე გშურს სხვისი ბედნიერი ცხოვრება ალბად იმიტომ რომ შენ თავად არ ხარ ბედნიერი.ვინ ხარ,რა ადამიანი ხარ,შენ მკვლელი ხარ და არა ექიმი,ვინ იცის რამდენი ჩვილი გყავს გაყიდული აქედან.ვინ იცის რამდენი წყვილი გყავს გაუბედურებული,ეს არის თქვენი ექიმის ფიცი? აქ ამ შენობაში,ამ მაგიდასთან მჯდარს ვინ გგონიათ თქვენი თავი,ღმერთი? გგონიათ თქვენ ჩუქნით ადამიანებს სიცოცხლეს? არა,არ ხართ ღმერთი თქვენ მკვლელი ხართ,ყველა ვინც აქ ხართ ყველა აგებთ პასუხს ჩადენილი დანაშაულისთვის.გიორგი ვეღარ აკავებდა მარიამს და ბოლოს ლუკამ და ანდრეამ გაიყვანა გააფრებული ექიმის კაბინეტიდან.მარიამმა გიორგის გვერდი აუარა და ექიმის წინ ახლოს დადგა,ძალიან ახლოს თვალებში ჩახედა და უთხრა.
-მჯეროდა,რომ ერთ დღეს ამ გაყინულ თვალებში ჩაგხედავდი და პასუხს იქ ვნახავდი.მე შენს ადგილზე დიდი სურვილი მექნებოდა ამ კაბინეტიდან გასვლამდე მოვკვდე,მაგრამ არა არ მოგცემ აქ სიკვდილის უფლებას,მინდა შეხედო შენს დამარცხებას ჩემი გამარჯვება მოჰყვა.როგორ ცდილობდი მოგეკალი,დღითი დღე დოზას ზრდილი და მაინც ვერ მომკლალი რადგან უფალმა გადამარჩინა.მე კიდევ გავაგრძელებ სიცოცხლეს,მაგრამ შენი ცხოვრება,შენი კარიერა ერთი დიდი ნაგვის ურნაა.იმდენად შეგიპყრო ფულის მანიამ რომ უცხოელებს მიჰყიდე სული,ადამიანობა,პატრიოტიზმი,თუმცა დასრულდა ეს ყველაფერი.მინდა პასუხი აგო ჩადენილზე და იმედი მაქვს სასჯელიც სათანადო იქნება.კაბინეტში გელა შემოვიდა და ექიმი ორგანოს თანამშრომლებმა გაიყვანეს.გიორგიმ მარიამს შეხედა და უთხრა.
-დასრულდა ტანჯვა,დასრულდა ტკივილიანი წლები.ეს დღე იყო ჩვენი ტკივილის ბოლო დღე.შენ არ მყავდი გვერდით და რომ არა ჩემი პატარა მარიამი,რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება.ბოლო,ცრემლის წვეთი გადმოგორდა მარიამის თვალიდან,ღრუბელი გაფანტა და ქარიშხალიც ჩაცხრა.





№1 სტუმარი სტუმარი მაკო

არ მითხრა დამთავრდაოოოოო?

არ მითხრა დამთავრდაოოოოო?

 


№2  offline წევრი მია15

მართლაც კარგია გამიხარდა რომ დავინახე.წარმატებები.ველოდები დემდეგ თავს

 


№3  offline წევრი იზუკა

ვაუ სუპერ! ძალიან მაგარი თავი იყო ეს.არ ვიცი აწი რა იქნება,აქ დასრულებაც შეიძლებოდა ალბათ მაგრამ თქვენ უკეთ იცით..გაგრძელებასაც სიამოვნებით წავიკითხავ მე.

 


№4  offline წევრი maia dea

ოღონდ არ დამთავრდეს რა! 1 2 ბედნიერი თავიც კიდევ :)

ოღონდ არ დამთავრდეს რა! 1 2 ბედნიერი თავიც კიდევ :)

 


№5  offline წევრი თამო1712

დამთავრდაა??

 


№6  offline მოდერი zia-maria

თამო1712
დამთავრდაა??

არა,ხვალ იქნწბა ბოლო თავი დღეს ვერ მოვახერხე. kissing_heart

 


№7  offline წევრი maia dea

ველი ველი და ველიიი
მოუთმენელი მაიას სმაილიკი

 


№8 სტუმარი სტუმარი თამო

დასასრულში გავიგებთ ხო რა ექსპერიმენტისთვის ყავდათ 25 წელი დადყვევებული? ორგანოები არ ამოუჭრიათ , ბავშვიც არ წაურთმევიათ და არ მოკლეს. სავარაუდოდ რაიმე ექსპერიმენტისთვის იყენებდნენ თორე მისი მოკვლა რომ ნდომოდათ არ იყო საჭირო მაგისთვის ყოველდღე დოზის გაზრდა

 


№9 სტუმარი სტუმარი თეონა

ვერვნახულობ მეორე ნაწილის მეოთხე თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent