შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის კვალდაკვალ თავი 12


16-09-2018, 11:41
ავტორი katiusha
ნანახია 3 398

საყვარელ ადამიანს ფრთები უნდა მისცე, რომ იფრინოს, ფესვები, რომ დაბრუნდეს და მიზეზი, რათა შენთან დარჩეს.“- წიგნში ამოკითხული ეს ფრაზა ნინია არაბულს მაშინ გაახსენდა,როცა საღამოს მეგობრებთან ერთად საკუთარი სახლის ეზოში იჯდა. არა,მას ნამდვილად არ ერქვა საყვარელი ადამიანი,მაგრამ ის ადამიანი ნამდვილად იყო,რომელმაც მის გულში წარუშლელი კვალი დატოვა.
ნამდვილად იყო ლევან ქისტაური ის კაცი,რომელსაც ერთხელ ნახავდი და ვერ დაივიწყებდი..
მეგობრების შეუმჩნევლად გაძვრა იქიდან და სახლიდან გავიდა.მანქანის კარზე იყო მიყრდნობილი ლევანი და ფეხსაცმლის წვერით მიწას ჩიჩქნიდა,ნინია რომ დაინახა მისკენ წამოვიდა,არც დაფიქრებულა ისე ძლიერად შემოხვია თავის ძლიერი მკლავები სიფრიფანა გოგოს,ღრმად შეისუნთქა მისი თმის სურნელი და ლოყაზე კოცნის კვალი დაუტოვა,წელზე ჰქონდა ხელები მისთვის შემოხვეული და გაშვებას არ ჩქარობდა
-მოხვედი?
-მოვედი,-გაიმეორა ბიჭმა და გოგოს ხელები ყელზე იგრძნო
-როგორ მომაგენი ან როგორ გაიგე სად ვცხოვრობდი?ჩემი ტელეფონის ნომერი?
-ამისთვის დიდი და ყველაზე ლამაზი მიზეზი მქონდა..-ჩაეღიმა ბიჭს.
-და ეს მიზეზი..
-ეს მიზეზი შენ ხარ,-გააწყვეტინა ბიჭმა,-მამა სულ მეუბნებოდა რაც არ უნდა მოხდეს. რომელი საუკუნეც არ უნდა იყოს. მამაკაცი მამაკაცად უნდა დარჩეს. გააკეთოს პირველი ნაბიჯი. იბრძოლოს თავისი ოცნებების ასრულებისთვის, პასუხი აგოს თავის სიტყვებზე და ღირსება არასოდეს დაკარგოსო“,ხოდა მეც მოვედი ჩემს ოცნებასთან...ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადაუწია.
-იცი ახლა როგორ ვარ?არ ვიცი ვერ ვხსნი.ისეთი შეგრძნება გქონია ცუდ ხასიათზე რომ ხარ და თან ამავდროულად კარგზე? ტკივილი შიგნიდან რომ გჭამს შენ კი ყველაფერზე იცინი. არა იმიტომ რომ შენი ცუდად ყოფნა დამალო - მართლა გეცინება, მით უფრო საკუთარ თავზე, რომ შენ თავს ხდება ეს ყველაფერი.
-კი,მქონია ასეთი შეგრძნება, ჩემი მშობლების სიკვდილის დღეს,მაშინ როცა სრულიად უძლური ვიყავი ყველაფრის და ყველას წინაშე,აი მაშინ მეცინებოდა საკუთარ ტკივილზე.-ბიჭი გაჩუმდა,გოგოს ხელი გაუშვა და ისევ მანქანას მიეყრდნო.ნინიაც გვერდით მიუდგა.
-როგორ შეძელი და როგორ გაუმკლავდი ამ ყველაფერს?
-ვერ გავუმკლავდი,ამ ტკივილთან ერთად ვცხოვრობ.მართლა მამაშენზე არის რამე ახალი?
-ორი დღე გავიდა და გონს ჯერ არ მოსულა.დედა ძალიან განიცდის,საჭმელს ძალით ვაჭმევთ,ლაპარაკსაც ერიდება.მასთან ზის და ელაპარაკება,ძალა რომ გამოელევა,მერე გაგვყავს პალატაში.
-მისი კარგად მესმის,ახლა ფრთამოტეხილი მტრედივითაა.ჩვენ ბოლომდე ვერ გავითავისებთ და ვერ შევიგრძნობთ მის ტკივილს.
-მართალი ხარ,აი თვითონაც ხომ დაშავებულია და არ შეუძლია ფიზიკურად, მაგრამ მამას მაინც არ შორდება.ეშინია,ჰგონია რომ თვალებს როცა გაახელს,აღარ იქნება მის გვერდით,ვერ წარმოუდგენია მის გარეშე ცხოვრება.ჯერ კიდევ ახალგაზრდები იყვნენ როცა დაქორწინდნენ,ჩემს ასაკში უკვე მშობლები იყვნენ,ამდენი წელია ერთად მოდიან,წარმოგიდგენია მაინც რამდენი რამე გადაიტანეს ერთად?რამდენ რამეს გაუძლეს? დღესაც ისეთივე სიყვარულით სავსე თვალებით უმზერენ ერთმანეთს რომ მშურს მათი,მეც მინდა ასე ვუყვარდე ვინმეს..
ქისტაური ანთებული თვალებით უმზერდა გოგოს.სიბნელეში მაინც ნათლად ხედავდა მის გაღიავებულ ცისფერ თვალებს.უსმენდა როგორ აღფრთოვანებული ლაპარაკობდა გოგო მის მშობლებზე,როგორი საოცარი სიყვარული შეეძლოთ მათ და პირველად შეეპარა ეჭვი რომ შესაძლოა არაბულები არაფერში ყოფილიყვნენ დამნაშავეები....
-აუცილებლად შეხვდები ასეთ ადამიანს ნინია,-მისი პირით ნათქვამი ნინიაც კი სხვანაირად ჟღერდა.
-და როგორ უნდა მივხვდე რომ ისაა?-გულუბრყვულო შეკითხვა დასვა გოგომ
-მარტივად,მარტივად მიხვდები,შენი გული იგრძნობს და მერე ტვინამდე მიაღწევს,მერე კი გონება რომ გულისთქმას არ დაემორჩილება,ერთმანეთს დაუწყებენ ბრძოლას,აი მაშინ მიხვდები რომ სიყვარულის უდიდეს ძალას ეზიარე.
-როგორ ლამაზად აღწერ ამ ყველაფერს,მითხარი ლევან შენ გყვარებია?
-არა,არასოდეს,აქამდე...ნინიას შეხედა და რაღაცნაირად ჩაიღიმა. გოგოს არ გამოჰპარვია,ყურადღებით აკვირდებოდა და თითქოს მისთვისაც შვება იყო ის რაც მის სახეზე ამოიკითხა,
-ლევან რატომ ხარ აქ?-ჰკითხა შეშინებულმა.
-იმავე მიზეზით,რის გამოც შენ...მომენატრე..დაამატა ბოლოს.
-რა იცი რომ მეც იმავეს გეტყვი?
-არ ვიცი...ვგრძნობ..გაუღიმა და სახეზე ჩამოუსვა ხელი.ნინიას გააჟრიალა.მისთვის აქამდე უცნობ ემოციებს იწვევდა მასში ქისტაური და სულაც არ იყო წინააღმდეგი,პირიქით მოსწონდა კიდეც...

**********
გამომძიებლმა რომ დაურეკა თავის კაბინეტში იჯდა და საბუთებში რაღაცას ეძებდა.დღეს მისი მორიგეობა არ იყო,ზეზვასთან დათა და გიორგი იყვნენ. დაცვასაც კი აღარ ენდობოდა,ჯერ კიდევ ის ტექსტი ედგა თვალწინ მუქარის სახით რომ გამოუგზავნეს მას.იცოდა რომ ეს სიტყვები ჰაერზე ნასროლი არ იყო და სერიოზული საშიშროება ელოდათ,მაგრამ გამოსავალი ვერ მოეფიქრებინა.საიდან დაეცვა ან საკუთარი თავი ან ახლობლები არ იცოდა,არც პოლიციის ჩართვა უნდოდა და თავის მხრივ ჟურნალისტებს და ახალ სკანდალებს ერიდებოდა, ისედაც სულ მათი სამიზნე იყო და ყოველ ფეხის ნაბიჯზე დასდევდნენ.
მდივანი წინ შემოუძღვა მისივე ასაკის გამომძიებელს.ბექაური მაშინვე ფეხზე წამოდგა და მიესალმა,ხელი ჩამოართვა.
-გამომძიებელი თემურ მაისურაძე.-გაეცნო ის.
-ჩემი წარდგენა არ გჭირდებათ,ისედაც გეცოდინებათ ვინ ვარ,დაბრძანდით,რამეს ხომ არ მიირთმევთ?
-არა მადლობთ,არაფერს.დიდხანს არ დავრჩები,მხოლოდ რამდენიმე კითხვას დაგისვავთ...ჯერჯერობით.-დაამატა ბოლოს და აგრძნობინა რომ მომავალში შეხვედრა ისევ მოუწევდათ
-რითაც შემეძლება დაგეხმარებით,
-ალბათ ხვდებით რასთან დაკავშირებით მოვედი.
-დაახლოებით
-პირდაპირ გეტყვით,თქვენი მეგობარი უბრალოდ ავარიაში არ მოყოლილა,მისი მოკვლა სცადეს და ამისთვის მუხრუჭები გადაჭრეს.გაუმართლა რომ სხვა მანქანას შეეჯახა და ცოცხალია,წინააღმდეგ შემთხვევაში ხრამში გადავარდებოდნენ და რა შედეგითაც დასრულდებოდა ეს კი მიხვდებით.
ეს ხომ ისედაც ნათელი იყო მისთვის და სიახლე სულაც არ უცნობებია გამომძიებელს,მაგრამ ამას როგორ იტყოდა?
-ბატონო რეზო ხომ არ გაქვთ ვინმეზე ეჭვი?
-ალბათ თქვენთვის უცხო არ იქნება ის რომ ჩვენნაირ წარმატებულ და მდიდარ ადამიანებს უამრავი მტერი შეიძლება ჰყავდეს..
-კი,მაგრამ შეიძლება ვინმეზე გქონდეთ ეჭვი,დავიჯერო არ იცით ან არ გახსოვთ ვისთვის რა გაქვთ დაშავებული?ან რა გაქვთ ჩადენილი ისეთი რომ დამალვა მოგიწიათ,ვიღაცამ კი ეს არ ისურვა და თქვენ მოგადგათ?
-რაზე მიმანიშნებთ?-აღშფოთდა ბექაური.
-ალბათ უნდა ხვდებოდეთ რომ ბიზნესში თქვენნაირი ადამიანები წარმატებას ისე არ აღწევენ რომ მას ან მის წინამორბედებს რაღაც შავბნელ საქმეში არ ჰქონდეთ ხელი გასვრილი.რა გასაკვირია რომ თქვენც გქონდეთ ასეთი საქმეები?
-ბატონო გამომძიებელო ამაყად შემიძლია განვაცხადო რომ არც მე და არც ჩემს ოჯახის რომელიმე წევრს ასეთ საქმეში ხელი არ აქვს გასვრილი.მეც,მამაჩემიც და ახლა უკვე ჩემი შვილი,ჩემი მომავალი მემკვიდრე სუფთა ვართ ყველანაირ საქმეში.
-არც ისე პატიოსნად ბატონო რეზო,ალბათ გახსოვთ ყაზბეგის სასტუმროს ინციდენტი...
-კარგად მომზადებულხართ აქ მოსავლამდე და წარსულიც კარგად გამოგირკვევიათ.
-მე ვარაუდებს არ ვეყრდნიბი.მე ფაქტები მაინტერესებს...
-თუ ის გაინტერესებთ მაშინ ჩვენი ბრალი იყო თუ არა რამე,უფრო უნდა ჩაძიებოდით მაგ ამბავს და უფრო კარგად გაარკვევდით რომ მაშინ მშენებლობის მუშებმა ითაღლითეს და საკადრისადაც დაისაჯნენ..
-იქნებ თქვენ აიძულეთ?იქნებ ფული გადაუხადეთ?იქნებ სხვა მსგავსი შემთხვევაც იყო.?მერწმუნეთ მე ამ საქმის გამოძიება უფრო მინდა და დამნაშავის დაჭერა,ვიდრე თქვენი ბინძური საქმეების გაქექვა,ამიტომაა საჭირო ყველაფერი ვიცოდე.
-მომისმინეთ ბატონო გამომძიებელო,-მოთმინება დაელია რეზოს.-ასე არასოდეს მიცხოვრია,არასოდეს ჩავიდენდი ისეთ რამეს რაც ჩემს პატიოსნებას შელახავდა. ფულით ვერც ადამიანობას ვიყიდი და ვერც პატიოსნებას,თქვენ თუ ასე ფიქრობთ ცდებით,ახლა აქ კი არ უნდა იყოთ და იმით ინტერესდებოდეთ მაქვს თუ არა წარსულში რამე ჩადენილი,არამედ განყოფილებაში იჯდეთ და იმ ნაბი ....ს ეძებდეთ ვინც ეს ჩაიდინა და ჩემი მეგობარი სასიკვდილოდ გაიმეტა.
-ხმას დაუწიეთ ძალიან გთხოვთ.ჩემთან ეგ არ ჭრის.რაც შეეხება წარსულს,არ დაგავიწყდეთ რომ იქ ყველას ცხოვრებაში შეიძლება მოეძებნოს შავი ლაქა,რომელიც არასოდეს იშლება,მითუმეტეს არ დაგავიწყდეთ თქვენი მეუღლის მიმართ ასეთი აჯიოტაჟი იყო ატეხილი,მე კი ზუსტად ვიცი რომ ეს ტყუილი არ იყო.
-გეყოფათ,გესმით,გეყოფათ.ეს არაა თქვენი საქმე.
-რა თქმა არც მე მსიამოვნებს სხვის ბინძურ თეთრეულში ქექვა.
-ხოდა თქვენს საქმეს მიხედეთ.იქ ნუ იქექებით სადაც საჭირო არაა,თქვენი საქმე დამნაშავის პოვნა და დაჭერაა,და არა სხვის პირად ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა.
ჩემს ცოლს კი თუ კიდევ ერთხელ ახსენებთ,სხვანაირად მოვიქცევი და ძალიან განანებთ,მაგიდას ხელი გამეტებით დაარტყა რეზომ და უსიამოვნოდ დაემანჭა სახე,მონატეხმა თითებმა თავი შეახსენა.
-აი ზუსტად იმას აკეთებთ ახლა,რასაც წეღან ვამბობდი,თქვენი გავლენის გამოყენებას ცდილობთ და მემუქრებით,მოკლედ მე ახლა წავალ,აღარ მოგაცდენთ,მაგრამ იცოდეთ მომავალში ისევ მოგვიწევს შეხვედრა,თუ საჭირო გახდა განყოფილებაშც მოხვალთ,ამ ეტაპზე დავასრულე,ახლა დაგტოვებთ,-გამომძიებელი ფეხზე წამოდგა და საქაღალდე იღლიაში ამოიჩარა.
-ერთ რჩევას მოგცემთ ბატონო რეზო,თქვენს გარემოცვას ნუ ენდობით,რადგან ყოველთვის ყველაფერს ვერ გააკონტროლებ,იქაც მოიძებნებიან ისინი ვინც გმტრობენ.
-ისევ რაღაცაზე მიმანიშნებთ?
-რა თქმა უნდა,როგორც იქნა მიხვდით,პირდაპირ გეტყვით თქვენი შვილების საქმიანობა და გარემოცვა გააკონტროლეთ.ნახვამდის,.
როგორც კი გამომძიებელმა კაბინეტი დატოვა რეზოს მაშინვე ფიქრები აეშალა.ვერაფრით მოისვენა.მართალი იყო ბოლო პერიოდში რაც შვილები წამოიზარდნენ ნაკლებად აკონტროლებდა მათ,ნაკლებ ყურადღებას უთმობდა,თითქმის არ იცნობდა მათ ახალ სამეგობროს...
კომპანიაში დარჩენა აღარ უნდოდა,მძღოლი გამოიძახა და სახლისკენ წავიდა,თუმცა გზაში გადაიფიქრა და მანქანა მოატრიალებინა.ასეთი განერვიულებული ოჯახის წევრებს ვერ დაენახვებოდა.
ისევ ისე მდუმარედ დახვდა დედის საფლავი.თითქოს საყვედურით შემოსცქეროდა ქვაზე დახატული ფოტოდან.მართლაც და დიდი ხანი იყო აქ არ მოსულიყო.
-მოვედი დედა,მაპატიე რომ ამდენი ხანი არ გამახსენდი.-მინდვრის ყვავილები მოგიტანე,შენ რომ ასე ძალიან გიყვარდა,-ქოთანში ძველი გამხმარი ყვავილები იყო,ის ამოიღო და ახალი ჩადო მის ადგილზე.
-მეშინია დედა,ცხოვრებაში პირველად მეშინია საყვარელი ადამიანების დაკარგვის,ცხოვრებაში პირველად ვხვდები რომ ჩემი ფული და ქონება საკმარისი არაა მათ დასაცავად.
მერე გვერდით მდებარე საფლავებს გადახედა.
-დეიდა,შენ ვარდები მოგიტანე,თეთრი ვარდები ასე რომ გიყვარდა ყოველთვის, არ ვიცი როგორ დავიცვა დათა და მისი ოჯახი,არ ვიცი,გთხოვთ დამეხმარეთ,მაპოვნინეთ გზა.მანიშნეთ რამე როგორ მივიქცე.-კაცი სასოწარკვეთას იყო მიცემული.იჯდა და ფიქრობდა,გამოსავლის პოვნა რთული იყო.ტელეფონმა დაიზუზუნა.შიშით გახსნა შეტყობინება,მაგრამ ამჯერად სოფო იყო.
„-არ ვიცი სად ხარ,გირეკავ და არ მპასუხობ,რაც არ უნდა მოხდეს იცოდე რომ მე შენს გვერდით ვარ,სახლში გელოდები,მიყვარხარ“/
-აი ესაა ნიშანი,-ჩაეღიმა მერე.-მოვდივარ საყვარელო,-ჩაილაპარაკა და წამოდგა,ცოლისთვის აღარ დაურეკავს.
სახლში გამეფებულმა სიჩუმემ შეაშინა.რაღაცნაირი შიშისმომგვრელი იყო ეს სიმშვიდე.ნელა აიარა კიბეები და ჩუმი ნაბიჯებით მიუახლოვდა საკუთარ ოთახს. ფრთხილად შეაღო საძინებლის კარი,სიბნელე იყო,მაგრამ მაინც ნათლად გაარჩია გარედან შემოსული სუსტი განათების ფონზე, საწოლზე მიწოლილი ცოლი,არ უნდოდა გაეღვიძებინა და ფრთხილად გაიხადა ფეხზე,საწოლს მიუახლივდა და ჩამოჯდა,ღილების შეხსნა დაიწყო.
-არ მძინავს,-მოესმა მისი სევდაშეპარული ხმა.გულში რაღაც ეტკინა.პერანგი იქვე გადაკიდა და საწოლზე წამოწვა,სოფო მისკენ მიიწია,გულზე დაადო თავი და ცალი ხელი მუცელზე შემოხვია,ბექაურმა მაგრად მოხვია ხელები და მის თმაში ჩარგო ცხვირი.ისევ ისეთი საოცარი სურნელი ჰქონდა მას როგორიც ყოველთვის და რომელიც თავბრუს ახვევდა.
-სახლში ხარ ამ დროს?
-თავი მტკიოდა და სახლში წამოვედი.ირაკლიც ხომ აქაა და თამამად დავტოვე საავადმყოფო.
-ბავშვები სად არიან?
-არაბულებთან,ხომ იცი რომ ახლა ისინი მათი მარტო დამტოვებლები არ არიან
-ვიცი,ვიცი,საბედნიეროდ ვიცი რომ სასწაული გვერდში დგომა იციან ამ მაიმუნებმა.არადა უკვე გაიზარდნენ.-ჩაეღიმა რეზოს,თითქოს გუშინ იყო პატარები რომ იყვნენ და ფეხზე დადგომას და მყარად სიარულს ასწავლიდა.
-მეშინია რეზო,ძალიან მეშინია.
-მეც მეშინია,ყველაზე მეტად შენს გამო,ჩვენი შვილების გამო.მაგრამ გპირდები რომ ყველაფერი კარგად იქნება,არ დავუშვებ მან რამე დაგვიშავოს,არ დავუშვებ.
-ამდენი წლის განმავლობაში პირველად მიგრძნობს გული რაღაც ცუდს.
-ნუ ხარ ასე დაძაბული,ყველაფერს გავუძლებთ და გადავიტანთ,შენ ეს მითხარი თავი ისევ გტკივა?წამალს მოგიტან.-წამოიწია რეზო,მაგრამ სოფომ შეაჩერა,
-გადამივლის,უკვე დავლიე.
-დარწმუნებული ხარ?სოფო მშვიდობა გაქვს?ხომ იცი ბოლო პერიოდში ნერვიულობა მოგვიწია,მძიმე იყო ჩვენთვის.იქნებ იმ შეხვედრის გამო ხარ ასე?გთხოვ არაფერი დამიმალო.
სოფო წამოჯდა,სინათლე აანთო და ქმარს მიაჩერდა.
-ახლა არ მითხრა რომ სიბერეში ეჭვიანობამ შემოგიტია.
-აჰაა,ესეგი უკვე ბებრად მთვლი?-ჩაეღიმა კაცს.
-არ ვხუმრობ.მართლა გეუბნები.
-რა გითხრა სოფო?რისი გაგება გინდა?იმის რომ გამაცოფა იმის დანახვამ ის კაცი ისევ ისე სიყვარულით ანთებული თვალებით გიყურებდა,სულ არ ადარდებდა გვერდით ცოლი რომ ედგა და ალბათ იმ მომენტში ყველაზე ძალიან იმას ნანობდა რომ მიგატოვა.-ხმაში სიმკაცრე გაერია რეზოს.
-არ მჯერა,არ მჯერა რომ შენ ეჭვიანობ,-სიცილი ატეხა სოფომ.რომ ამოისუნთქა მერე გააგრძელა.-დაიმახსოვრე რეზო ბექაურო,არავინ,არავინ არ მაინტერესებს სხვა,შენს გარდა არავინ არ მინდა,ჩემთვის არსებობ მხოლოდ შენ და ისევ ისე მიყვარხარ როგორც მაშინ,როცა შემიყვარდი,
-აი ეს კი ჩემი გადარეული,ჩემი სერენადების მომღერალი ცოლია,-გაეცინა კაცს,ხელი მოხვია და ისევ ისე ჩაიხუტა.ისევ ისე დაეწაფა მის ტუჩებს როგორც მაშინ,წარსულში.
-რეზო,იცი ყველაზე მეტად რაზე ვნერვიულობ?-დაიწყო სოფომ როცა ქმრის ალერსი შეწყვიტა.
-რაზე?
-ჩვენს შვილებზე და მათ მომავალზე.ისინი ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან,სისხლი უდუღთ,დაუფიქრებლად მოქმედებენ.
-სოფო რამე ხდება და მე არ ვიცი?რამეს მიმალავ?
ქალი ჩაფიქრდა,ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოატყუა ქმარი და დაუმალა სიმართლე იმ დღის შესახებ,როცა ბიჭებმა ნარკოტიკი გასინჯეს და ნიკუშა ისე ცუდად გახდა,კინაღამ შემოაკვდათ,დემეტრემ მოასწრო და დედას დაურეკა,მერე კი ისიც საავადმყოფოში მოვიდა გონს,მაშინ დაჰპირდა ბიჭი დედას რომ არც ის და არც მისი რომელიმე მეგობარი აღარ გაეკარებოდა ნარკოტიკს,ოღონდ მამას სიმართლე არ გაეგო.სოფომ შვილს დაუჯერა და ენდო.რამდენჯერმე გადაამოწმა ჩუმად და არ მოუტყუებია,უმცროსი ბექაური დანაპირებს ასრულებდა...
-არა არაფერს არ გიმალავ,-გამოერკვა უცებ.-უბრალოდ მეფიქრება იმაზე რომ მათი ოჯახების შექმნის დრო მოვიდა და ნეტავ თუ შეძლებენ ცხოვრების თანამგზავრად სწორი არჩევანის გაკეთებას.ძნელი მისახვედრი არაა რომ დღევანდელ დროში სასურველი სარძლოს ან სასიძოს პოვნა ძნელია.მეშინია ფულზე მონადირე,ეშმაკ და ცბიერ ადამიანებს არ გადააწყდნენ.
-ახლა ტიპიური ქართველი,აზიატი დედამთილივით არ დაიწყო აზროვნება ძალიან გთხოვ.
-შენ კიდევ არ მითხრა ახლა მთავარია ჩემს შვილს უყვარდეს და ყველაფერზე თანახმა ვარ,მზად ვარ პირველივე შემხვედრი მივიღო ოჯახშიო,შენც იცი რომ ასე არაა,ყველას თავის ტოლი და სწორი უნდა ყავდეს გვერდით.
-სოფოო..
-რეზო..არ დააცადა ქალმა ქმარს და თვალები დაუქაჩა,-შვილები იმ მოწყვეტილ,ობოლ ფოთლებს ჰგვანან,შემოდგომაზე რომ მოწყვიტავს ქარი და საით წაიღებს,არავინ არ იცის,ასეა ცხოვრებაშიც,თუ არასწორი არჩევანი გააკეთე,საით მიგაბრუნებს მეორე ნახევარი და რას დაგმართებს კაცმა არ იცის,ოჯახს მოწყვეტილი კი ისე შეიძლება განადგურდე,ვერავინ გიშველოს.
-რატომ ამბობ ასე?განა არ ვიცით ჩვენ როგორი შვილები გავზარდეთ?განა ეჭვი გეპარება იმაში რომ ისინი არასოდეს მიგვატოვებენ ვინც არ უნდა ჰყავდეთ გვერდით?ისინი იმ მარადმწავანე ფოთლებივით იქნებიან რომლებიც არასოდეს შორდებიან მშობლიურ ხეებს.მთავარია მათ სიტუაციის სწორად განსჯის უნარი და სწორი გადააწყვეტილებების მიღება შეეძლოთ.
-მე მაინც მეშინია.
-ნუ გეშინია,არ შეცდებიან,აი ნახე დემეტრემ უკვე მუშაობა დაიწყო და ცდილობს საქმე სრულყოფილად ისწავლოს,თამარსაც საკუთარი სტუდია აქვს და საკუთარი შემოსავალი,დაკავებულები არიან,ფეხზე მყარდ დგომას სწავლობენ.
-ხოდა სწორედ ამის მეშინია რომ არავის გადაეყარონ, ვინც ამ გზას ააცდენს,თან
არ მომწონს თამარის ეს გატაცება,მეგონა გაუვლიდა,მაგრამ არ გაუარა.
-დედას გავს,დედასავით ნიჭიერია,-გაეცინა რეზოს,-შენც ხომ გიყვარდა ფოტოების გადაღება და ბუნებაში ხეტიალი.
-დემეტრე კი შენი ასლია,ვინ იცის რამდენ გოგოს მოუკლა გული..
-ესეგი მე მექალთანე ვიყავი?
-რა არა?-გაეცინა სოფოს.-მე მოგარჯულე და მე ჩაგიგდე ხელში,ჩემად გაქციე,თორემ როგორ არ იყავი..
-ხოდა ისიც ასე დასერიოზულდება იმ ერთადერთს რომ შეხვდება.
-მგონი დავბერდით და წარსულის ნოსტალგია მოგვეძალა,
-მე მაინც სულ მეყვარები სიკვდილამდე,სიყვარულს კი ნოსტალგია და წარსულის ცნება არ აქვს,შენ ჩემთვის მარადიული სიყვარული ხარ იმ მარადმწვანე ხეებივით,რომლებიც არასოდეს ჭკნებიან.შენ მაძლევ ძალას რომ სამყაროს ბოროტ ძალებს დავუპირისპირდე და ვიბრძოლო თქვენთვის.
-შენ კი ჩემი პრინცი ხარ,მართალია უკვე ჭაღარა შეპარული,მაგრამ მაინც პრინცი.-გაეცინა სოფოს და ქმარს უფრო მეტად მიეხუტა.
-დავიძინოთ ახლა,-შუბლზე აკოცა რეზომ და თვალები დახუჭა,ქალს მალე ჩაეძინა,კაცი კი დიდხანს ფხიზლობდა და გონებაში მომავალ გეგმებს სახავდა....

****
ნინიასგან წამოსული ქისტაური ცოტა ხანს წინ და უკან უაზროდ დაბორიალობდა,მერე ისე რომ თვითონაც ვერ მიხვდა დაუფიქრებლად აიღო საავადმყოფოსკენ გეზი და ისე მოხვდა ზეზვა არაბულის პალატაში ვერც გაიაზრა.დაბნეულ ექთანს ორიოდე კაპიკი გადაუხადა და მანაც სიამოვნებით მოუტანა სამედიცინო ფორმა,რომ ვერავის ეცნო.
გაუნძრევლად იწვა კაცი აპარატზე მიერთებული სხვადასხვა სადენებში ახლართული.თავი დაბინტული ჰქონდა. არაფრით ჰგავდა იმ არაბულს ის რომ იცნობდა.
-უცნაურია ბატონო ზეზვა თქვენი ამ სიტუაციაში ხილვა,-დაიწყო ბუტბუტი ბიჭმა,-ისიც უცნაურია რომ მე მომიწია თქვენი გადარჩენა,მაშინ როცა საოცრად მძულდით და თქვენს სიკვდილს ვნატრობდი.თუ მართლა ისეთი ხართ,როგორადაც ერთი საოცარი გოგო გახასიათებთ,მაშინ უნდა იცოცხლოთ.უნდა იცოცხლოთ იმიტომ რომ დაამტკიცოთ არ შეიძლება დამნაშავე იყოთ ჩემი მშობლების სიკვდილში,იმ ანგელოზი გოგოს ხათრით უნდა გამოფხიზლდეთ რომ მეც მიხსნათ და გამანთავისუფლოთ შურისძიების ამ საშინელი გრძნიბისგან. ნინიას ხათრით ბატონო ზეზვა,-ჩასჩურჩულა კაცს და თითქოს რაღაცისგან განთავისუფლდა.
გამოსვლას აპირებდა როცა აპარატმა წრიპინი დაიწყობდა ახმაურდა.შეშინებულმა მოიხედა უკან და ყვირილი ატეხა. ექიმებმა გარეთ გამოაგდეს. შეშინებული ჩაიკეცა კედელთან და საკუთარი უსუსურობისგან ტირილი დაიწყო.ბედის ირონია -ზეზვა არაბულის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში სწორედ ის იდგა მის გვერდით,
**********

დაძაბულობა და ნერვიულობა იგრძნობოდა იმ საღამოს არაბულებთან,ეზოში მყოფნიბმხიარული ამბების გახსენებას ცდილობდნენ,მაგრამ ამოდ,მასპინძლის ცუდად ყოფნა ყველაფერზე მოქმედებდა.
ნინია ტელეფონში იყო ჩართული და მხოლოდ მაშინ დაბრუნდა მეგობრებთან როცა პასუხად ბიჭისგან აღარაფერი მოუვიდა.
-ეს ადგილი ყოველთვის ყველაზე მეტად მიყვარდა,რაღაცნაირი სიმყუდროვე და სიმშვიდეა აქ,-დაარღვია გამეფებული სიჩუმე ძმაზე მიკრულმა თამარმა.
-გეთანხმები თამრი,თავი სადღაც მთაში მგონია და არა თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში.
-ამიტომ მყავს განსაკუთრებული მამიკო მეე ანუშკი.გაიჯგიმა ნინია.
-მოიცადა მამაჩემი რითია ნაკლები?-თავი წამოყო დემეტრემ
-ან მამაჩემი?-ჩაერთო ლიკაზე მიკრული ნიკუშა
-დაწყნარდით ბიჭებო და გოგოებო,ყველას მაგარი მამიკოები და დედიკოები გვყავს,-როგორც ყოველთვის გამშველებლის როლი მოირგო ბერდიამ.
-დარწმუნებული ვარ ყველანი არაჩვეულებრივები არიან,და ნუ იკამათებთ კარგი იმაზე ვისი უკეთესია,უბრალოდ დააფასეთ ისინი სანამ გვერდით გყავთ,-ხმაში შევდაშეპარულმა თქვა ლიკამ.
-გვაპატიე ლიკა,ჩვენ აქ უაზრობაზე ვკამათობთ და დაგვავიწყდა რომ ზოგს ჩვენსავით არ გაუმართლა,-თავი ჩაღუნა დემეტრემ და მიწას მიაჩერდა.
-არაუშავს,რას ვიზავთ,ასეთია ცხოვრება და ვერ შევცვლით მას.საყვარელი ადამიანები მართალია გვტოვებენ,მაგრამ ჩვენს გულებში სამუდამოდ რჩებიან.ჩვენი საუკეთესო მოგონებებიც მათ უკავშირდება.
-მოდი არ გვინდა მტკივნეული თემების გახსენება.იმედი ვიქონიოთ რომ ყველაფერი კარგად იქნება და ისე მოვიქცეთ თითქოს ზეზვა ბიძიაც კარგადაა,არაფერი უჭირს.
-კარგია აზრია თამარჩიკ.ხოდა ახლა წამოხტი და რამე მოგვიმზადე გოგოებთან ერთად.ვივახშმოდ,თორემ კუჭები გაგვიხმება,-ხელი უბიძგა და სკამიდან წამოაგდო და დემეტრემ
-როდის ნახე ბიჭო ჩემი გაკეთებული საჭმელი?
-მართალია,ბოლოს ამან რარაც რომ მოგვიმზადა, სამი დღე მოწამლულები ვიყავით,არ გახსოვს?-გააახსენა სისუსუსტე ნიკუშამ.
-შენ მაგ ენას ამოგაწიწკნი,თუ არ დაივიწყებ მაგ ამბავს,და ლიკა დარჩება მუნჯი შეყვარებულით,
-ენის გარეშეც მშვენივრად მახვედრებს რა უნდა და რას გრძნობს,-დაიცვა გოგომ შეყვარებული.
-ვაა,ვაა,ყოჩაღ სარძლოს,-ტაში შემოჰკრა ანამ
-ეს ბურდულების სკოლაა,ჩაგიტარათ ბექაურებს?-ამაყად განაცხადა ნიკუშამ და სიცილში აიყოლია დანარჩენები.
-მოიცადეჸ ერთი წუთით,ვიღაც მოწყენილია.გუგა შენ რა გჭირს,სად გყავს ჯულიეტა?
-კარგი რაა დემე,ისედაც გაბრაზებული ვარ სოფო რომ არ მოვიდა და შენ ნუღა მომიშლი ნერვებს,-ჩაიდუდღუნა გუგამ
-აბა ხალხნო,გაჩუმდით,-გააჩუმა ყველა თამარმა,-რატომაა ჩვენი რომეო მოწყენილი?
-იმიტომ რომ სოფო არ მოვიდა და აქ მოსვლას იმ პაციენტთან დარჩენა ამჯობინა.ანუ ჩემი თავი ყველაზე ბოლოს დააყენა.
-რას იზავ ძმაო,ოცდახუთი წელია ჩვენი მამები დედაჩვენეს ასე უძლებენ და უთმენენ,ასეთები არიან ისინი და შენ ვერაფერს შეცვლი,როცა სოფოს ირჩევდი,ხომ იცოდი რომ ის ასეთი იყო?ხომ იცოდი რაც გელოდა?
-კი,მაგრამ დემე..
-არავითარი მაგრამ გუგა,-გააწყვეტინა ბურდულმა.-ჩვენ გაგაფრთხილეთ,ისეთი უნდა მიიღო და შეიყვარო სოფო,როგორიც არის,ისიც ისეთივე სათუთი,წმინდა და ანგელოზია,როგორიც თითოეული ჩვენთაგანის და და თუ შენ ჩვენი ძმაკაცი ხარ,მითუმეტეს უნდა იცოდე რად გვიღირს თითოეული და არ გეპატიება პატარა შეცდომაც კი.
-ასეთი მკაცრიც ნუ იქნები ნიკუშ,
-დაო,შენ გაჩუმდი,და არ ჩაერიო მამაკაცურ საკითხებში.-მკაცრად მიმართა დას.
-დღეს ყველა შარზეა და ნერვების კონტროლი უჭირს აშკარად,-ჩაიბურტყუნა გოგომ
-და შენ ამ ყველაფრის მერე მშვიდად ხარ ნინია არაბულო?არაფერს იტყვი გადარეულო?
-ეტყობა მეც დამიდგა დასერიოზულების ასაკი ძმაო.
-რა ხდება ამ დიდ სამეგობროში?განხეთქილებაა თუ მეჩვენება?-მოისმა ნაზი,წკრიალა ხმა და უცებ ყველამ იქით გაიხედა საიდანაც ხმა ისმოდა.პირველი გონს თამარი მოვიდა და იცნო მეგობარი,მისკენ გაექანა და შეაფრინდა,ისე მოეხვია,აი დემეტრე ადგილს მიეყინა,დანარჩენები კი ნელ-ნელა მოდიოდნენ გონს და ესამლებოდნენ მას.ბიჭებმა დემეტრეს მხრების აჩეჩვით ანიშნეს არაფერი ვიცოდითო და თავიანთ ადგილებს დაუბრუნდნენ.
-მოდი აქეთბგვანცი,პრინციპში ყველას იცნობ,ლიკას გარდა,გაიცანი ლიკა ნიკუშას შეყვარებული,ლიკა ეს გვანცაა,ჩვენი სამშობლოდან გადაკარგული მეგობარი.-წარუდგინა ერთმანეტი გოგოებს,მერე ხელი დაავლო და გვერდით მოისვა,გოგომ გააზრებაც ვერ მოასწრო,ისე აღმოჩნდა დემეტრეს გვერდით.სახეზე მაშინვე სიწითლემ გადაუარა,მაგრამ სიბნელეში ვერ შეამჩნია ეს ვერავინ.
მთელი სხეული ეწვოდა დემეტრე ბექაურს,გოგო როგორც კი შეეხებო,ჭიანჭველებივით დაუწყეს ტანში სირბილი მისი სიახლოვით გამოწვეულმა ცეცლოვანმა ტალღებმა,გული ისე ახმაურდა,ყელში მიებჯინა და კინაღამ დაახრჩო,თითქოს რამდენიმე დარტყმაც გამოტოვა, ეს იყო მათი პირველი შეხვედრა გარდატეხის ასაკის შემდეგ,ეს იყო მათი სხეულების ასე ახლოს ყოფნა ამდენი წლის მერე,უკვე ზრდასრულ,ჩამოყალიბებულ ასაკში.
-მიხარია რომ გამოაღწიე იმ თეთრხალათიანების სამფლობელოდან...
-ასე ნუ იძახი თამრი,-ეწყინა გოგოს,-ის თეთრხალათიანები ადამიანებს ეხმარებიან,ზოგი სიცოცხლეს უნარჩუნებს მათ,ზოგი ახალი სიცოცხლის ამქვეყნად მოვლინებას უდებს სათავეს
-შენ რომელ კატეგორიას მიეკუთვნები?-დაინტერესდა ლიკა.
-მე ძირითადად ორივე კატეგირიას ვაკავშორებ ერთმანეთთან,რეანიმატოლოგი ვარ ფა ვცდილიბ მათი იმქვეყნად გამგზავრება გადავდო.
-ძალიან საინტერესო იქნება,რატომ მაინცდამაინც ეს?
-ალბათ უფრო მამის ზეგავლენა იყო ჩემო ლიკუნა,ყოველთვის როცა სამსახურში მივყავდი და ვხედავდი როგორ უყურებდნენ მას,როგორ ელოდნენ მისგან სასწაულს და ისიც ახდენდა ამ სასწაულებს,ყოველთვის როცა ვხედავდი როგორი ბედნიერები იყვნენ მამის საოპერაციოდან გამოსვლით ავადმყოფის ახლობლები,მეც ვბედნიერდებოდი როცა მის გადარჩენას ამცნობდა მამა მათ,მერე ნელ-ნელა მეც ისევე დაავადდი ამ სენით,როგორც ხდება ხოლმე,განა ეს არ იცი რას ნიშნავს ანა?ან დანარჩენებს არ გესმით რას ნიშნავს იყო ექიმის შვილი?-გოგო აღფრთოვანებული ლაპარაკობდა თავის პროფესიაზე,ალბათ ამიტომ ვერ ამჩნევდა დემეტრეს გამბურღველ მზერას,რომელიც მალე ორივეს დაწვავდა.
-საბედნიეროდ ეს ყველამ კარგად ვიცით.რას ნიშნავს ეს იყო ექიმის შვილი,მიტუმეტეს წარმატებული და ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ექიმის,მუდმივად განიცდიდე და გენატრებოდეს დედა და მისი გაზიარება გიწევდეს იმ უამრავ პაციენთტან,მას რომ სამსახურშს ელოდება.
-ეჭვიანობ დემეტრე?-გაეცინა ნიკუშას.
-და შენ იგივეს არ წუწუნებდი ?-არ დაუთმო ბექაურმაც.
-ბიჭებო ასეთი გულახდილებიც ნუ იქნებით ამ საღამოს,გაეცინა ბერდიას და გააშველა.
-თქვენს მეგობარს ეტყობა არასრულფასოვნების კომპლექსი აწუხებს,-წაჰკბინა გვანცამ
-არანაირი კომპლექსი არ მაწუხებს ქალბატონო ექიმო.
-აჰ,როგორ დამავიწყდა,თქვენ ხომ განსაკუთრებული ხართ,სამეფო ცირკის მასხარა,არ ვიცოდი თქვენს რიგებში თუ ირიცხებოდა,თორემ აუცილებლად დავიქირავებდი წვეულების გასამრავალფეროვნებლად.
ბიჭები ვერაფერს მიხვდნენ და ერთმანეთს გადახედეს,მხოლოდ ნინიამ ითავა მათი გაშველება,
-ახლა თუ ისევ უნდა დახოცოთ ერთმანეთი,მე წავალ.
-საით ნინია?
-საქმე მაქვს თამრი,იქნებ ხუთი წუთით მარტო დამტოვოთ.ამათ თქვენ გიტოვებთ.
მიაძახა და განათებულ ეკრანს დახედა გაბადრულმა.
-ესეგი გაიხსენეთ ერთმანეთი?
-კარგი რა ბერდო,რა დამავიწყებდა ამ თქვენს გათამამებულ და გატუტუცებულ ძმაკაცს?სულ რომ მაბრაზებდა და მაწამებდა?რა დამავიწყებს იმ ღამეს,როცა იმ ბნელ ოთახში ჩამკეტა და ვკანკალებდი შიშისგან?ან იმ დრეს რა დამავიწყებს როცა საწოლში გველი ჩამისვა?-გაბრაზებულმა დაააკვესა თვალები გოგომ
-კარგი რაა,სულ არ იკბინებოდა,წყალში დავიჭირე,შხამიანი არ იყო,თან მაგის გამო მშობლებმა მკაცრად დამსაჯეს,-თავი იმართლა ბიჭმა.
-ნუ ამას თუ დავამატებთ იმას რომ თმა შემჭერი,ზამთარსი საწოლში ცივი წყალი დამასხუ და მთელი არდადაგები ფილტვების ანთებით გავატარე საწოლში,ან კიდევ მსგავსი სხვა რაღაცეები,წესით ახლა აქედან უნდა აორთქლდე.
-არც შენ არ მაკლებდი.შენ არ იყავი შენ ძაღლს რომ აკბენინე ჩემთვის?შენ არ იყავი ტალახში რომ ჩამაგდე?ან თავი რომ გამიტეხე?-ბავშვურად გამოუვიდა დემეტრეს.
-თავი იმიტომ გაგიტეხე,რომ ჩანთაში ბაყაყი ჩამისვი.
უყურებდნენ მათ კამათს მეგობრები და სიცილით იგუდებოდნენ ისე იყვნენ ეშხში შესულები,რომ ვერ მიხვდნენ როგორ გაიპარნენ იქიდან სათითაოდ და მარტო დატოვეს მოჩხუბარი წყვილი,სახლიდან უთვალთვალებდნენ და ელოდნენ მოვლენების განვითარებას.
-რატომ მექცეოდი ასე საშინლად?იმიტომ რომ ასაკით შენზე პატარა,შენზე მაღალი ვიყავი და სიმაღლეში დაგჯაბნე?
-რა სისულელეა,-თავი გააქნია დემეტრემ და გვერდით გაიხედა,აღმოაჩინა რომ მარტო იყვნენ,ეს ბიჭების ნამოქმედარს ჰგავდა და გადაწყვიტა პირდაპირ მოქმედებაზე გადასულიყო.
-სისულელე კი არა სიმართლეა,-კვლავ კაპასობდა გოგო,წამოხტა და გაქცევა დააპირა,მაგრამ რომ დაინახა მარტოები იყვნენ,რაღაც ძალამ აიძულა დარჩენილიყო.
-ახლა ხომ ვარ შენზე მაღალი და ვაჟკაცური?ნახე როგორი მომხიბლავი ბიჭი დგას შენს წინ.-წინ აესვეტა დემეტრე და წასვლის საშუალება არ მისცა.
-ისევ გიმეორებ,ცანცარა,ჩამოუყალიბებელი,ცხვირმოუხოცავი ღლაპი ხარ,
-მეეე მეუბნები ამას?-შეეცადა გაბრაზება დაემალა ბექაურს,,
-კი შენ,-თავი დაუქნია გოგომ.
-ამას იმიტომ მეუბნები რომ ვერ გიცანი ხომ?გინდა გული მატკინო.მაგრამ გავიწყდება რომ მეც ადამიანი ვარ,რამდენი წელი გავიდა და რა გასაკვირია რომ ვერ მეცნე.
-მერე რა რომ წლები გავიდა?რა შეიცვალა ახლა?ის ხომ არა რომ დაინახე ლამაზი გოგო და ყოვლისშემძლე დემეტრე ბექაურს თავმოყვარეობა შეელახა უარი რომ უთრეს...
--ამის დედაც...საბოლოოდ დაკარგა მოთმინება და იყვირა ბიჭმა,-განა მე ეგ ვთქვი?გვანცა მოულოდნელობისგან შეხტა და აქეთ-იქიტ გააცეცა თვალები,იქნებ გავიქცეო,წასასვლელი არსად იყო,ბავშვობის სიყვარულთან მარტო იყო დარჩენილი პირისპირ.
-სად გაქრა შენი სითამამე?შეგეშინდა ჩემი?
-არსად არ გამქრალა,მე აქ ვარ შენს წინ და სულაც არ ვარ შეშინებული.-უკანასკნელად მოიკრიბა ძალა და წინააღმდეგობა გაუწია დემეტრეს,თუმცა გრძნობდა რომ მალე დანებდნებოდა.დემეტრე სულ უფრო უახლოვდებოდა და გოგოს წასასვლელს უჭრიდა.მერე უცებ ხელი სტაცა,წელზე ძლიერად შემოხვია მკლავები და სხეულზე აიკრა,
-ახლა სადღა მიდიხარ?რატომ ცდილობ სულ გაქცევას?ნუთუ არ გაინტერესებს ჩემი ქცევის მიზეზი?სახე უფრო ახლოს მიუტანა გოგოს და მისი სურნელი შეისუნთქა
-შენს ქცევას ახსნა არ აქვს,შენ უბრალოდ,პატარა,სულელი ჩამოუყალიბებელი ბავშვი იყავი და ასეც იქცეოდი.
-მართალია,პატარა სულელი ბავშვი ვიყავი,არა უფრო სწორად რომ ვთქვათ მოზარდი მაგრამ იმ სულელ ბავშვს სიგიჟემდე უყვარდი და უფრო აგიჟებდა ის რომ ვერ გეუბნებოდა.ვერ ვაფასებდი იმ განძს,რაც გვერდით მყავდა,არ მქონდა გააზრებული რა იყო სიყვარული,როცა გავიაზრე,შენ ჩემს გვერდით აღარ იყავი. რამდენჯერ დაგირეკე,რამდენი მოგწერე,ვინ არ მოგიგზავნე რომ დამლაპარაკებოდი,მაგრამ შენ ისეთი ჯიუტი აღმოჩნდი...ყველანაირ კავშირზე თქვი უარი...მერე მეც შევეშვი,მივხვდი რომ აზრი არ ჰქონდა...მერე დრომ თავისი ქნა,მეგონა დამავიწყდებოდა ეს ბავშვური გატაცება,მაგრამ ვაი რომ ჩემდა ბედად უარესი აღმოჩნდა,,უფრო მეტად შემოდიოდი ჩემს გულში...ყველა ქალში ვისთანაც კი ვყოფილვარ შენ გეძებდი,შენ გადარებდი და იმედგაცრუების მეტს ვერაფერს ვხედავდი.....შენი ცრემლიანი თვალები ახლაც თვალწინ მიდგას,..დემეტრემ რომ დაიწყო ბოლომდე დაასრულა სათქმელი,ან ვერ დაასრულა.რას გაიგებ შეყვარებული კაცის ამბავს?
-შენ უბრალოდ დანებდი?დემეტრე ბექაური,ბექაურების იმპერიის დიდებული პრინცი დანებდა?ასე არ გიწოდა მაშინ იმ გოგომ?აბა ჩემისთანა მახინჯს რა ესაქმებოდა შენტან ხო?და შენც როგორ აჰყევი,ახლაც ყურებში ჩამესმის.-სიცივე გაერია გოგოს ხმასი და გაშვება სცადა,მაგრამ ბიჭს ძლიერად ეჭირა.
-მე დავნებდი.მე სიყვარულთან ბრძოლაში დავმარცხდი.იმპერია და ფული კი ნამდვილად ვერ იყიდის და ვერ მოგიტანს სიყვარულს და ვერ დაგიბრუნებს საყვარელ ადამიანს.ერტად ყოფნისთვის საკმარისია ორი სიყვარულით სავსე გული,რომელიც ერტმანეთისთვის ძგერს.
-ოჰ,რომანტიკოსიც გამხდარხარ ბექაურო..ირონიით გაუღიმა გოგომ და წელზე შემოვეული ხელების გაშვება სცადა,მაგრამ არ გამოუვიდა,ბიჭს ძლიერად ეჭირა.უფრო მეტად მიიკრა სხეულზე.
-მითხარი რომ იგივეს არ გრძნობ.მითხარი რომ ეს გულის ცემა,რომელიც მესმის და რომელიც ასე აჩქარებულია,მე არ გამოვიწვიე.მითხარი რომ ვცდები და შენს თვალებში იმას არ ვხედავ რასაც გრძნობ და გაგიშვებ,გეფიცები გაგიშვებ და აღარასოდეს შეგაწუხებ.-ჩურჩულებდა მის ყურთან დემეტრე და და კიდევ უფრო აბნევდა ისედაც დაბნეულ გოგოს.
-გეტყვი რომ ეს უბრალოდ ტაქიკარდიაა და ეს...
მეტის თქმა აღარ დააცადა გახელებულმა ბიჭმა,კეფაში მოჰკიდა ხელი და მოწყურებულივით დააცხრა მის ტუჩებს.გვანცამ ვერაფერი მოიმოქმედა,სამაგიეროდ კარგად იგრძნო მუცელში მოფარფატე პეპლები და სისუსტე მუხლებში.სხეულში აქამდე უცნობმა ემოციებმა დაუარა და დემეტრეე რომ მაგრად არ სჭეროდა უსატუოდ მოადენდა ზღართანს. ბიჭმა კოცნა სეწყვიტა,ტუჩებზე გადაუსვა ნაზად ცერა თითი,სახეზე ნაზად მოეფერა და თვალი თვალში გაუყარა.
-ვიცი რომ პირველი კოცნა მოგპარე,ვიცი რომ ამას როცა გაიაზრებ,ისეთი რეაქცია გექნება,შეიძლება თავზე დამამხო მთელი სამყარო,მაგრამ იცოდე,მზად ვარ,მზად ვარ ყველაფერი ავიტანო და ყველაფერს გავუძლო,იმიტომ რომ შენი ყველაფერი პირველი მე უნდა მეკუთვნოდეს და ჩემი უნდა გერქვას.კარგად დაიმახსოვრე ეს და ვერსად ვერ წახვალ.ვეღარ გამექცევი..
უჩურჩულა ყურში,კიდევ ერთხელ აკოცა და მარტო დატოვა გოგო,სანამ ახალი ტალღა იფეთქებდა......



№1  offline წევრი დარინა

ნინია და ლევანის წყვილი მომწონს საშინლად, თვითონ ლევანი მომწონს, ზეზვა თუ მოკვდება ძალიან დამწყდება გულიიი, ბევრი ვიცინე დემეტრეს და გვანცას ჩხუბზეე. კარგი თავი იყოო მომეწონააა.

 


№2  offline წევრი katiusha

შენ წარმოიდგინე და მეც.არადა ასე სულ არ მქონდა დაგეგმილი.

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთი

მიყვარს ეს ისტორია. იმდენი ახალგაზრდაა, თანაც გვარები მერევა:დდ მაგრამ ეგ არაფერი, თავს მაინც ვართმევ. ხშირად მინდა მე ესენი

 


№4  offline წევრი katiusha

გაგარკვიო?
სოფო გიგაური და რეზო ბექაური და მატი შვილები დემეტრე და თამარი.
თამუნა აბაშიძე და დათა ბურდული და მათი შვილები ტყუპები ანა და ნიკუშა.
კესო და ზეზვა არაბული და მათი შვილები ნინია და ბერდი.
ზაზა მეტრეველი და სესილი და მათი შვილი ტორნიკე.
ტორნიკეს მეგობრები დუდა შენგელია და ლევან ქისტაური. კიდევ გაინტერესებს? ჻)

 


№5 სტუმარი სტუმარი ნათია

სად ვიყავი აქამდეეე ჭურში მეძინა. შემომილაწუნე და გამომაფხიზლე ამ ისტორიით ახლა დავიწყებ წინა ნაწილს და თან ახალ თავს დაველოდები????

 


№6  offline წევრი katiusha

სტუმარი ნათია
სად ვიყავი აქამდეეე ჭურში მეძინა. შემომილაწუნე და გამომაფხიზლე ამ ისტორიით ახლა დავიწყებ წინა ნაწილს და თან ახალ თავს დაველოდები????

დიდი მადლობა საყვარელო.ახალი თავი დღეს იქნრბა,მაგტამ არც წინა ნაწილის წაკითხვით ინანებ

 


№7  offline წევრი ანნა ა

ძალიან მაგარია მართლა ძალიან მომეწონა,ოღონთ ერთი რამ ვერ გავიგე,პირველი ნაწილი წავიკითხე მაგრამ ამ ისტორიასთან ვერ დავაკავშირეეე.
ისე ძალიან მომეწონა პირველი ნაწილიც და ესეც heart_eyes heart_eyes წარმატებებიი, ახლა გავაგრძელებ წაკითხვას :დდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent