შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადგილი თვითმკვლელობისთვის (სრულად)


17-09-2018, 16:00
ავტორი Mathew
ნანახია 2 404

შემოდგომის პირველი სუსხიანი ამინდი იყო მაშინ.
ცაზე მუქი ღრუბლები დაცურავდნენ,მაგრამ წვიმას არ აპირებდა.
მუქი ღრუბლებიდან კი მზე,სულ ოდნავ აპარებდა მის სხივებს და შეციებულ ხალხს,სულ ოდნავ ათბობდა.
ზოგი,ჩქარი ნაბიჯებით მიიწევდა წინ,ზოგი კი ლოკოკინაზე უფრო ნელა მილასლასებდა.
რამდენიმეს სახეზე ღიმილს თუ დაინახავდით.
უმეტესობას,ყურთან ტელეფონი ქონდა აწებებული,თუ არ ლაპარაკობდნენ მაშინ პირიქით,მესიჯობაში იყვნენ გართულები.
ზოგი კი,მოღუშული ან სერიოზული სახით დაიარებოდა.
ის,თავზე კაპიშონწამოფარებული,დინჯი ნაბიჯებით,თავჩაღუნული მიუყვებოდა ქუჩას და არავის აქცევდა ყურადღებას.
ბოლოს,მაღალ კორპუსთან გაჩერდა,სადარბაზოში შევიდა და უცებ აირბინა კიბეების დახმარებით მეხუთე სართულამდე.
შემდეგ,კარები გააღო და ბინაში შევიდა.
ფეხსაცმელი გაიხადა და ფეხშიშველი შევიდა მისაღებში,ფარდები გადასწია და ოთახში სინათლე შემოუშვა.
შემდეგ სააბაზანოში შევიდა,ნიჟარასთან დადგა,თავი წამოსწია და სარკეს გაუსწორა მზერა.
ერთი ხელის მოსმით გადაიძრო კაპიშონი და თავისი თავი ცინიკურად შეათვალიერა.

ხშირი შავი წარბები,და ჭრელი თვალები ქონდა.
ჭრელში იმას ვგულისხმობ,რომ ერთი,მუქი შავი იყო,მეორე კი ღია ლურჯი.
მარჯვენა თვალიდან,სიგრძეზე დიდი შრამი ქონდა და ყბასთან წყდებოდა.
იქვე,მარჯვენა ტუჩის კუთხეში კი პატარა შრამი უმშვენებდა ღია ბაგეებს.
ოდნავ კეხიანი ცხვირი კიდევ უფრო საშიშ იერს ქმნიდა.
გრძელი,აჩეჩილი შავი თმა კი უფრო სიმპათიურს ხდიდა.

_მგონი,შრამიანი უფრო სიმპათიური ვარ_თითქის საკუთარ თავს დასცინოდა,მაგრამ არ იყო ასე.უკვე შეჩვეული იყო იარებს,რომელიც დიდი ხნის წინ მიაყენეს.და მართლაც,შრამები უფრო უხდებოდა.
უფრო იდუმალს და საინტერესოს ხდიდა.
ონკანი მოუშვა და ცივი წუალი სახეზე შეისხა.შემდეგ კი კაბინეტში შევიდა.
ხის იატაკს ნელი ნაბიჯებით მიუყვებიდა,დაძველებული ხე კი ყველა ნაბიჯზე,საშინელი ჭრიალის ხმას გამოსცემდა.
ბოლოს,მაგიდას მიუახლოვდა,სანათი აანთო და სულ ოდნავ გაანათა წყვდიადისფერი ოთახი.
მაგიდაზე ფურცლები ეყარა.
კარგად თუ დააკვირდებოდით სიძველის კვალსაც შეამჩნევდით.
თეთრ ფურცლებს,სულ იდნავ დაკრავდა ყვითელი ფერი და მათზე,რამდენიმე სიტყვას ვეღარ გაარჩევდით.
ფურცლებს ხელი დაავლო და მათი დახარისხება დაიწყო,შემდეგ კი სათითაოდ დაიწყო კითხვა.
ზოგჯერ,სახეზე სევდიანი ღიმილი გადაურბედა,ზოგჯერ კოპებს შეკრავდა ან კეფაზე ნერვიულად დაისვამდა ხელს.
ზოგჯერ,წამით შეამჩნევდით მის თვალებში აკიაფებულ სევდას და ზიზღს.
ბოლოს,როცა ყველა ფურცელი წაიკითხა მათ ხელი დაავლი,იქვე ნაგვის ურნაში ჩააგდო და მათთან ერთად ანთებული ასანთიც მოათავსა ურნაში.
წამში,უფრო განათდა ოთახი და ცეცხლის მხურვალება მის სახეზე ირეკლებოდა.
სახეზე კი კმაყოფილება ეტყობოდა.
მალე ჩაქრა ცეცხლი და თვითონაც დატოვა კაბინეტი.


იქვე,მისაღებში პატარა მაგიდასთან დაჯდა.დაყრილ სურათებს დაავლო ხელი,რომელიც მაინც ქონდა შენახული,იმის მიუხედავად,რომ ყველაფრიდან ძალიან დიდი დრო იყო გასული.
უყურებდა და იხსენებდა.
უყურებდა და გრძნობდა.
გრძნობდა მხოლოდ ზიზღს და არა იმ “სიყვარულს“ რომელიც მაშინ გააჩნდა.
უყურებდა და ხვდებოდა,რომ ტყუილში ცხოვრობდა.
უყურებდა და აცნობიერებდა.
ბოლოს კი მიხვდა,რომ უკვე საკმარისზე მეტი გაიგო და უნდა წაეშალა ყველაფერი.
უნდა წაეშალა წარსული,მაგრამ მისი კვალი მაინც რჩებოდა.
ბოლოს კი,ისევ ცეცხლი.

“სასაცილოა არა.როცა ერთ დროს,საყვარელი ქალია სახელის ხსენებისას ტანში ჟრუანტელი მივლიდა,თვალები მიბრწყინდებოდა და გული მიჩქარდებოდა,ახლა კი,მისი სახელის ხსენების დროს,ზიზღის გარდა არაფერს ვგრძნობ.”ელენას ერთ-ერთ ფოტოს უკან გაკრული კალიგრაფიით მიაწერა და ცეცხლში ჩააგდო.

-ხო ელენა,მე ყველაფერს წავშლი.ყველაფერს დავწვავ,ისე თითქოს არ არსებობდა.თითქოს,არც შენ არსებობდი ელენა.მაგრა,მადლობას გიხდი.
მადლობას იმისთვის,რომ ჩემზე ასეთი წარუშლელი კვალი დატოვე,ამ შრამების სახით.
მე ისინი მაზოხისტურად მსიამოვნებს.-მეტი არაფერი უთქვამს.ან რა უნდა ეთქვა?! მარტო იყო ოთახში.
ფაქტიურად,საკუთარ თავს ელაპარაკებოდა.
მაგრამ,სიტყვებში იგრძნობოდა აგაში ჩაგუბებული ზიზღი.
და მაინც,რამდენ მოგონებას იტევდა მისი გული.
კი,ტკენდა,მაგრამ მოგონებებს მაინც ვერ ივიწყებდა.
განა იმიტომ,რომ ისევ შერჩა ელენას მიმართ გრძნობები?
არა!
იმიტომ,რომ უყვარდა საკუთარი თავის წამება.
ისიც კი ახსოვს,პირველი შეხვედრისას,ელენა როგორი წყნარი და მორცხვი ჩანდა.
ახლა კი ვერ იჯერებს,რომ ის წყნარი და ლოყებწითელა გოგო ელენა იყო.
ქალი,რომელმაც ფულის გამო საყვარელი ადამიანის მოკვლა გადაწყვიტა.
მაგრამ,ისიც საკითხავია,უყვარდა თუ არა მას აგა.

“_მითხარი,ვინ დაგავალა ჩემი მოკვლა!_პატარა,ბნელ ოთახში,საშინელი,ბოხი ბარიტონი ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა.
_ვერ ვიტყვი,მომკლავენ._მეორე ხმაში,აშკარა იყო შიში,მაგრამ არ ტყდებოდა.
_წამება გირჩევნია?
_დამიჯერე,მე რომ გითხრა ეს ვინ დამავალა,იმაზე მეტად გეტკინება,ვიდრე ეს_თითი სისხლიანი ლოყისკენ გაიშვირა და ირონიული ღიმილით შეხედა.
_მითხარი!_უკვე ბოლო ხმაზე ღრიალებდა.
_ელენა ნაკაშიძემ დამიქირავა.“

სახეზე ჩამოისვა ხელები,თავი ოდნავ გააქნია და ფეხზე წამოდგა.
იქეთ-აქეთ დადიოდა და არ იცოდა რა ექნა.
ბოლოს,სავარძელში დაჯდა,საათს გახედა და თვალები დახუჭა.
დაბნელებამდე ეძინა.
ალბათ,არც გაიღვიძებდა,რომ არა აზუზუნებული ტელეფონი.

_გისმენ ნოა._დაბოხებული ხმით დაიწყო საუბარი.
_აგა,სახლში ხარ?
_კი,რა ხდება?
_ჯანდაბა,რა გულმავიწყი ხარ.ბარში გელოდებით.
_კარგი,კარგი,მოვალ._ეტყობოდა,რომ.არ უნდოდა წასვლა,მაგრამ არ ქონდა სხვა გზა.

ბარში მისული ყველას მიესალმა და სასმელი შეუკვეთა.
ბოლოს,სასმელიდან ოდნავ გაბრუებული მიუყვებოდა სანაპიროს.

_ჯანდაბა.ამდენიც არ დამილევია,რომ მოჩვენებები დამწყებოდა._ჩუმად დაიჩურჩულა.
რამდენიმეჯერ მოისვა თვალებზე ხელი და ისევ დააკვირდა ხეზე ამძვრალ გოგონას,რომელიც ცდილობდა თეთრი,გადაჯოჭილი თოკი დაეკიდებია სქელ ტოტზე.
მალე მიაღწია საწადელს.შემდეგ კი ქვემოდ ჩამოჭვრა,ხის გადანაჭერზე დადგა და ფეხის წვერებზე აიწია.
ჩუმად აკვირდებოდა აგა ყველაფერს,მაგრამ ბოლოს ვეღარ მოითმინა და ზუსტად იმ მომენტში,როცა გოგონას მთავარი მოქმედება უნდა შეესრულებია მასთან მივიდა და იქაურობას მოაშორა.

_რა ჯანდაბას აკეთებ,იცი მაინც?!_აგას ხმაში სიმკაცრე იგრძნობოდა.
_შენ ის იცი,ახლა,რა საშინელება გააკეთე?!_არც გოგონას ხმაში იგრძნობოდა ნაკლები სიმკაცრე.
_მე ის ვიცი,რომ გადაგარჩინე.სხვა არ მაინტერესებს.
_ჩემი გადარჩენის ერთადერთი გზა ახლა მომისპე._ნელ-ნელა ტონს უწევდა.
_და მაინც,რის გამო აკეთებდი ამას?თუ ვის გამო,ასე უფრო სწორია?
_ოჯახის გამო.
_რა მოხდა,გათხოვებას გიშლიან?_ირონიას არ აკლებდა აგა ტონს.
_არა,აქ სხვა პრობლემებია.
_კარგი,შემდეგ მომიყვები.
_შემდეგ ვერ მნახავ და არც მოყოლას ვაპირებ.
_მაგასაც ვნახავთ_თვალი ჩაუკრა და კაპიშონი გადაიძრო.
წვიმის პატარ-პატარა წვეთებს შეუშვირა სახე.
ახალ დაწყებული იყო წვიმა.
_შენი სახე…_წამით გაჩუმდა_უცნაურია,მაგრამ მომწონს._შემდეგ კი ისევ ლუღლუღი დაიწყო გოგონამ.
_უცნაურია,მაგრამ მეც._ირონიას არ იშორებდა აგა.
_ეს იარები შენით…_ვეღარ დაასრულა,რადგან აგამ ტუჩებზე ხელი ააფარა.
_არა.და სხვათა შორის,ამ იარებს ძალიან დიდი ისტორია აქვს.როცა შენ ოჯახზე მომიყვები,მეც მოგიყვები.მერე კი შევადაროთ,რის გამო უფრო ღირს ._თვალი ჩაუკრა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
_უკვე მიდიხარ?
_კი.
_და რა იცი,რომ იგივეს არ გავიმეორებ?
_ვიცი.
_კი მაგრამ,მე შენი სახელიც არ ვიცი.
_არაუშავს._შორიდან დაუყვირა და გაუჩინარდა.


იმ ღამით,კოშმარი ესიზმრა.
და ინანა კიდეც ის გოგო თან რომ არ წამოიყვანა.
გული ღრღნიდა და ეგონა,რომ მართლაც იგივე გაიმეორა უცნობმა.
მთელი დღე აფორიაქებული დადიოდა,ღამით კი,გაუზარებლად ისევ იმავე ადგილას აღმოჩნდა.
საშინლად უნდოდა მისი ნახავ და იმაში დარწმუნება,რომ ცოცხალი იყო.
ფიქრობდა,რომ თუ ის ცოცხლაი არ იქნებოდა ეს მას დაბრალდებოდა.თითქოს,მის გამო მოკლავდა ის გოგონა თავს.
არ უნდოდა ცუდზე ფიქრი,მაგრამ იქამდე ვერ მოისვენა სანამ მისი თვალით არ ნახა უცნობი.


_ისევ შენ?_გაკვირვებული იყო აგას ნახვით.
_ხო,ისევ მე.გაგიკვირდა?
_ცოტათი._მხრები აათამაშა და გვერდით მიუჯდა ბიჭს.
_აქ ხშირად დადიხარ?
_არა,ერთხელ შემთხვევით აღმოვაჩინე.აქ,გუშინ მეორედ ვიყავი.დღეს კი,უკვე მესამედ.
_ესეიგი,თვითმკვლელობისთვის ადგილს ეძებდი და ბოლოს ეს შეარჩიე.ახლა კი,როცა გადაგარჩინე ეს ადგილი სხვა თვალით დაგანახე?
_რაღაც მსგავსი._გაეცინა.
_და მაინც,რა დაგიშავა ოჯახმა?_ვერ იტევდა აგა მასში დაბუდებულ ინტერესს,ვეღარ ერეოდა.
გოგონას კი,წამში გადაუვიდა სახიდან ღიმილი.
_მრცხვენია თქმა.
_კარგი რა,რა უნდა იყოს ასეთი?
_მცემდნენ._დარცხვენილმა დაიჩურჩულა და თავი ჩახარა.
_როგორ თუ გცემდნენ!რამდენი წლის ხარ?
_ხო ვიცი,უცნაურია,მაგრამ არა შეუძლებელი.ამიტომ,აღარ მინდოდა უკან დაბრუნება.საერთოდ აღარ მინდოდა აქ,რადგან არავინ მყავს მათ გარდა.სახლიდან რომ გავქცეულიყავი,ისეთ ადგილას უნდა წავსულიყავი სადაც ვერ მიპოვნიდნენ.მსგავსი კი არსად მეგულება.
_ჩემთან წამოდი!_ეს არ იყო თხოვნა აგას მხრიდან,ეს ბრძანება იყო.
_არა!ეს შეუძლებელია.მე შენ არ გიცნობ,შენი სახელიც არ ვიცი,სხვა თუ არაფერი.
_უცნაური სახელი მაქვს.
_ჩემზე უცნაური?
_აჰა,მაქაც უნდა შევეჯიბროდ?
_კარგი,ჯერ შენ თქვი და მერე მე გეტყვი.
_აგათონიკე._გაუღიმა და თვალეში შეხედა.
_სულ არ არის უცნაური,მე მომწონს._თვითონაც გაუღიმა და ოდნავ ჩახარა თავი.
_კარგი,ახლა შენი სახელი მითხარი.
_გაიანა.
_გაიანა თუ გაიანე?
_ანა,გაიანა._ცდილობდა აგას სახეზე რეაქცია ამოეკითხა,მაგრამ ბიჭის არაფრისმთქმელი თვალები არ აძლევდნენ ამის საშუალებას.
_არა,შენ მომიგე._ირონიულად ჩაიცინა და ოდნავ მოზრდილ წვერზე დაისვა ხელი.
_ამ თამაშში მოგიგე,ახლა მეორეში.
_აა,ანუ გუშინდელი დაიმახსოვრე?
_დიახ!კარგი მახსოვრობა მაქვს._წელში გასწორდა და კისერი დაიგრძელა.
_როგორც ჩანს ამით ამაყობ,მაგრამ,ეს ძალიან კარგიც არ არის._თითი გამაფრთხილებლად დაუქნია._კარგი,ახლა ჩემ ისტორიას მოგიყვები.
_აბა გისმენ.
_ოდესმე გყვარებია ვინმე?_გაიანამ პასუხის ნიშნად,თავი გააქნია._მე მყვარებია,მაგრამ,ეს სიყვარული არ იყო,უფრო მიჩვევა.ელენა ერქვა,ერთი შეხედვით წყნარი და მორცხვი იყო,მაგრამ არ აღმოჩნდა ასე.ერთად,ორი წელი ვიყავით.მესამე წელს კი ისე მოხდა,რომ ბიძაჩემი გარდაიცვალა და მისი ქონების ნახევარი მე დამიტოვა.
ამ დროს,მე და ელენას ხელი გვქონდა მოწერილი.დაქორწინებულები ვიყავით და ჩემი გარდაცვალების შემთხვევაში ქონება მას რჩებოდა.
ერთხელაც,როცა სამსახურიდან მოვდიოდი,ქუჩაში ვიღაც,დანით დამესხა თავს და აი,ეს ჭრილობები მომაყენა.
თურმე,ელენამ ჩემთვის მკვლელი დაიქირავა,რათა ქონება მის სახელზე გადასულიყო.
ამის შემდეგ,მას გავშორდი და ახლა,მე აქ ვარ,ის კი სასაფლაოზე ისვენებს._ბოლოს,ცინიკურად ჩაიცინა და მონოლოგი დაასრულა.
_შენ მოკალი?_აკანკალებულმა იკითხა.
_მიუხედავად იმისა,რომ ასეთი რაღაც ჩაიდინა მასზე ხელი არ ამიწევია.ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა.
_კარგი,მგონი ამ რაუნდში შენ მოიგე.
_ანუ,ერთით ერთი.
_კი,ასე გამოდის.
_აბა,სახლიდან როდის მიიპარები.
_არა,ამას არ ვაპირებ!
_აბა რას იზამ?
_ყოველ ღამით მოვალ აქ,და გადავრჩები.
_წვიმაშიც?
_კი,წვიმაშიც.
_ანუ,აქ მოხვალ.
_ხო.
_და ამ ადგილს სახელი არ უნდა შეურჩიო?მაინც განსაკუთრებულია.
_და რატომაა განსაკუთრებული.
_აქ ს აპირებდი._წარბები შეკრა.
_კარგი,მაშინ ასე დავარქვათ-ადგილი თვითმკვლელობისთვის.
_კარგი,იყოს ასე.

ამის შემდეგ,ყოველ ღამეს იქ ატარებდნენ.
ნელ-ნელა დაუხალოვდნენ ერთმანეთს.
თითქოს,დანაკლისიც შეივსეს.
მუდამ დაბღვერილი აგა,ოდნავ გახსნილი წარბებით დაიარებოდა.
მოწყენილი გაიანა კი უფრო ხალისიანი გახდა,მაგრამ,ტანზე ჩალურჯებები მაინც არ მოშორებია.
უფრო უკეთ იცნობდნენ ერთმანეთს და სადღაც,გულის სიღრმეში სჯეროდათ იმის,რომ წინ რაღაც კარგი ელოდათ.
მაგრამ,ბედნიერება ხომ მუდმივი არ არის.
ერთხელ,ღამით აგა მარტო იჯდა სანაპიროზე და უკვე რამდენიმე საათი,უშედეგოდ ელოდა გაიანას გამოჩენას.
მხოლოდ მეორე ღამით შეძლო გოგონას ნახვა და ოდნავ გახსნილი წარბები იმაზე უარესად შეკრა ვიდრე ადრე,როცა გოგონას შეშუპებული თვალები,გატეხილი წარბი და დალურჯებული თვალი ნახა.
საშინლად მოაწვა ბრაზი,უკვე აღარ შეეძლო ამის გაკონტროლება და არც ის იცოდა რა ექნა.
_გაიანა,ამას ბოლო უნდა მოუღო,გესმის.
_რა გავაკეთო აგა,რა?!
_წამოდი იმ დაწყევლილი სახლიდან,გესმის!
_და მაინც სად წავიდე?
_ჩემთან წამოხვალ!არ ვიცი,მოვიფიქრებთ რამეს.აღარ შემიძლია გესმის?!გეფიცები,მივალ და ჩემი ხელით გამოვჭრი მათ ყელს...

ეს ყველაფერი შემოდგომი პირველ სუსხიან დღეს დაიწყო,წვიმიანი ღამით.
სანაპიროსთან,ერთ-ერთი პატარა ხის ძირში და ზუსტად იქვე დამთავრდა,გაიანას მამის ხელით.

ახლა რომ იმ ადგილს მიუახლოვდეთ სასაფლაოს ნახავთ.
არა,ორ საფლავს ნახავთ.
ერთ ქვაზე,გაღიმებული გოგონას ფოტოა,ქვემოთ ლამაზი თეთრი წარწერით.
“გაიანა აბულაძე.
ზვიად აბულაძის ას.
1995-2017.”
მის გვერდით კი,შრამიანი,ოდნავ მომღიმარი ბიჭის პორტრეტია.
მასაც,ზუსტად იმავე ფერის წარწერა აქვს გულზე.
“აგათონიკე ბურდული.
დანიელ ბურდულის ძე.
1993-2017”
იქვე,ხეზე კი ოდნავ გაურკვევლად არის ამოტვიფრული ორი სიტყვა.
“ადგილი თვითმკვლელობისთვის. 22 ივნისი.”



№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

Wooow dzalian magaria dzalian dzalian momwons

 


№2  offline მოდერი Mathew

სტუმარი მარიკო
Wooow dzalian magaria dzalian dzalian momwons

მადლობა მარიკო ))

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

გამარჯობა... მგონი ისევ იგივე მოხდა ან მე ვარ არასწორი. ანი რისთვის აკეთებ ამას? როდემდე უნდა წერო ელ პინის სტილზე? მოგწონს შენ ეს? არ ხარ მართალი ანი. შენი მეგობარი ალბათ, რომ გითხრა ეს უკვე შენი სტილიაო... ის არ კითხულობს ელ პინს კარგად და არ იცის რომ დეტალები მისია რაც გიწერია. თეთრი თოლია... 1095... წვიმა... ბევრი კიდევ და მეორედ რისთვის გააკეთე ეს?
ელ პინზ

 


№4 სტუმარი სტუმარი უცნაური მე

მაპატიე, მაგრამ საშინლად არ მომეწონა. იმიტომ არა, რომ არ მიყვარს ცუდი დასასრულები ან რამე მსგავსი. უბრალოდ ვერანაირ ლოგიკაში ვერ ჩაჯდა. ბოლოში ისე მიაფუჩეჩე, რომ რავი რაა..
მოკლედ შრნი შემოქმედება ვიცი, მომწონს კიდეც, მაგრამ ეს რაღაც მართლა არ მომეწონა.
შემდეგში წარმატებები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent