შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამოკიდებულებიდან, დამოკიდებულებამდე (თავი3)


18-09-2018, 13:41
ავტორი ბიბი
ნანახია 1 497

მხოლოდ სალომეს გახშირებული სუნთქვა ისმოდა მთელს ოთახში. ყველა გაშეშდა უამრავი თვალი აკვირდებოდა სალომეს თუ რას მოიმოქმედებდა, მასში კი მხოლოდ ეს წამიერი სიფიცხე არსებობდა რომელმაც გაბედა, ამოხეთქა, წინ გასაგრძელებელი გზა არ ჰქონდა, უკან დასაბრუნებელი კი თავად მოჭრა.
მის გვერდით მჯდომმა გეგამ ხელი მაჯაზე მოუჭირა და ძირს დაქაჩა. ისიც მორჩილად დაემორჩილა და სკმაზე დაჯდა. მე კი მხოლოდ მისი დაჯდომის შემდეგ შევძელი ამომესუნთქვა, ცოტაც რომ დაეგვიანა ნამდვილად გავიგუდებოდი. მარიამმა ხელი მხაზე შემახო. შევიშმუშნე, თითქოს უცხო ადამიანი მომეფერა რომელიც მეზიზღებოდა. მეც ჩემს ადგილს დავუბრუნდი და მშვიდად განვაგრძე ჩემი კოკა-კოლის დალევა.
თითქოს მე მელოდნენ ეს ადამიანები რომ ერთად შეკრებილიყვნენ, როგორც დაკვირვებით გავიგე, დიდიხანი არ უნახავთ ერთმანეთი უმრავლესობას. უკვე გვიანი იყო ყველა სახლებში ბრუნდებოდა, ნასვამები, მხიარულები და ბავშვობაში დაბრუნებულები, ერთმანეთს კისერზე ეკიდებოდნენ. სალომე იდუმალად ჩუმად იყო. არც მე და არც სხვას არ ეკონტაქტებოდა, ისიც მათთან ერთად გადიოდა. შემომხედა თვალები დაბლა დახარა და ხელით თითქოს შემთხვევით შემეხო ხელზე. ნაზად როგორც ადრე.
მარიამი და სანი სახლში დარჩნენ. მთელიღამე ფიქრში გავათენე. კოკაინის მოთხოვნილება დროის გასვლის შემდეგ უფრო იზრდებოდა. მაგრამ მე მასზე ძლიერი ვიყავი და დავამარცხებდი ჩემში გამეფებულ ურჩხულს. მარიამიც ვერ იძინებდა ცდილობდა ჩუმად დაელაგებინა არეული სახლი, თუმცა არ გამოდიოდა და მაინც ხმაურობდა. აივანზე გავედი, ქუთაისში დღეც კი არავინ დადის გარეთ არათუ ღამე. უიშვიათესად გაივლიდა ხოლმე მანქანა და დაარღვევდა ღამის წყვდიადს, სიჩუმეს. სიგარეტს მოვუკიდე, აივანზე ვიჯექი რომელიც ადრე ყვევილებში იყო ჩაფლული ახლა კი მხოლოდ რკინის კონსტრუქცია დარჩა, სიგარეტის ქაღალდის წვის ხმაც კი მესმოდა. მარიამი გამოვიდა გვერდით მომიჯდა და მანაც მოუკიდა სიგარეტს.
-ეს რა იყო?
-რაზე ამბობ?
-სალომეზე
-არაფერი, ბრაზობს, რატო თავადაც არ იცის.
-შენ იცი ?
-შეიძლება ვიცოდე.
-არ უნდა წასულიყავი.
-ცდები, უნდა წავსულიყავი, უნდა წავიდე და წავალ კიდეც.
-უკვე გადაწყვიტე?
-კი,აქ არაფერია რაც მაბედნიერებს.
-გულს ნუ მტკენ.
-მაპატიე მაგრამ ასეა, შენ შენი საქმე გაქვს, შენი ცხოვრება.
-სადაც შენი ადგილი არის და ყოველთვის იქნება.
-მე ადგილი არ მჭირდება მარიამ. მინდა თავად მქონდეს ადგილები სხვებისთვის. არ მინდა ყოველთვის იქ ვიყო სადაც ადგილი მაქვს. მინდა ის მქონდეს რაც შენ გაქ, რაც სანის აქვს. მინდა ჩემი ცხოვრება მქონდეს.
-ეგ აქაც შეგიძლია.
-არა აქ არ მინდა.
-და აბა რატომ ჩამოხვედი?
-დაუმთავრებელი საქმეები რომ დავამთავრო.
-მაგალითად რა საქმეები.
-იცი რაც, არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
-დედას არ ნახავ?
-იცის რომ ჩამოვედი?
-არა
-მაშინ არა, არ ვნახავ.
-ყველაფერი შენ გამო მოხდა დათა.ყველაფერი შენ გამო, შენ კი როგორც ყოველთვის გარბიხარ.
-ჯობდა თავის დროზე შენც გაქცეულიყავი.
ავდექი და სახლში შემოვედი, მიუხედავად იმისა ძალიან მიყვარდა ჩემი და ყველაფერს საჭიროების გამო აკეთებდა. დედასთან მიდიოდა რადგან საჭირო იყო, მამას ამართლებდა რადგან საჭირო იყო, ჩემზე ზრუნავდა რადგან საჭირო იყო. ბავშვობიდან საჭიროდ მიაჩნდა ახლობელ ადამიანებზე ზრუნვა და ასეც იქცეოდა. ყველაფერზე ამბობდა რომ ასეა საჭირო. არასდორ უკეთებია ის რაც უნდოდა.
ფიქრებში გართულს ჩამეძინა, გვიან გავიღვიძე, მარიამი უკვე წასული დამხვდა და სანის ჯერ კიდევ ეძინა. აბაზანაში შევედი ცივი წყლით ვიბანავე, სარკეში ჩავიხედე, ვაკვირდებოდი ჩემს თვალებს გამჭვირვალე ცისფერი თვალები მქონდა, ბავშვობაში სულ მიკვირდა, სამივეს განსხვავებული თვალის ფერი გვქონდა, მე ცისფერი, სანის მწვანე და მარიამს თაფლისფერი. თმის ფერიც განსხვავებული გვქონდა, და თითქმის არაფრით ვგავდით ერთმანეთს. რაც უფრო ვიზრდებოდით მით უფრო ვკარგავდით ნიშნებს რაც გვაერთიანებდა.
სანიმაც გაიღვიძა,სასაუზმოდ ახლომახლო მდებარე კაფეში წავედით ყავა და ბლინები შევუკვეთეთ. სანი თითქმის არ მელაპარაკებოდა, არადა ვიცოდი როგორ უნდოდა გაეგო რა მოხდა წინა ღამეს. რატომ გამბრაზდა სალომე, რატომ ჩამოვედი და რატომ არ ვკითხულობ დედას. ბოლოს ხმა ამოიღო.
-დედასთან როდის წავიდეთ?
-დედასთან არ წავალთ.-ყავა მოვსვი და თითქოს არაფერი ისე გავაგრძელე ბლინის ჭამა.
-რატომ?
-სანი, უბრალოდ არ მინდა დედასთან წასვლა. და ჯობია საერთოდ არ იცოდეს აქ რომ ვარ.
-მე მეგონა დედასთან ჩამოხვედი.
-შეცდი, ცოტა ფართოდ გაახილე თვალები, რატო უნდა წავიდე დედასთან? ან რა უნდა ვუთხრა ისეთი რაც უკვე არ იცის ?! მადლობა გადავუხადო?
-როგორც გინდა ისე მოიქეცი მაგრამ მოგიწევს ამიხსნა რატომ ჩამოხვედი.
-რამდენიმე დაუმთავრებელი საქმე მაქვს.
-და 7 წლის მერე გაგახსენდა?
-არა სულ მახსოვდა. უბრალოდ ახლაა დრო დასრულების.
-დათა ნუ ლაპარაკობ ქარაგმებით წესიერად ამიხსენი რა ხდება.
-სანი ეს შენ არ გეხება კარგი ? მოვგვარდებით მე და ჩემი საქმეები.
-სალომეს ეხება?-ახლა კი ნამდვილად გამეჩხირა ლუკმა კისერში.
-შენ რა იცი?
-კარგი რა, ყველამ ყველაფერი იცის?
-რა ყველაფერი?-ხელში ვწვდი და მზად ვიყავი იქვე გამენგრია მისთვის ცხვირ-პირი თუკი ყველაფერს არ მიამბობდა.
-ყველამ იცის რომ შენ და სალომეს ერთმანეთი გიყვარდათ.-ჩუმად მითხრა სანიმ თითქოს და ეროვნულ საიდუმლოს ინახავდა, შვებით ამოვისუნთქე. ჰო-მეთქი დავეთანხმე ჭამას მოვრჩი და სახლში დავბრუნდი, სანი თავის სახლში წავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ვერცერთ ინსტრუმენტზე დაკვრას ვეღარ შევძლებდი მომტვრეული თითების გამო, სიმღერა შემეძლო, სმენაც და ხმაც ამისთვის საკმარისად კარგი მქონდა, ერთ-ერთ ბენდს შევუერთდი ვოკალისტს ეძებდნენ მაშინ როცა მე თავშესაფარს და საჭმლის ფულს ვეძებდი, ერთმანეთს კარგად გავუგეთ, კვირაში ორი დღე ბარში უკრავდნენ და სარეპეტიციო დარბაზში დაძინებაც შემეძლო. ერთმანეთს კარგად გავუგეთ. ცნობილი როკ სიმღერების ქავერებს ასრულებდნენ, რეპერტუარი მათ გარეშეც კარგად ვიცოდი, ბარშიც მოწონდათ ჩემი შესრულება და მეც მეტი არაფერი მინდოდა. საყვარელ საქმეს ვაკეთებდი, ფულსაც ვშოულობდი და ღამის გასათევიც მქონდა. სახლიდან უკვე რამდენიმე თვის წამოსული ვიყავი, სკოლა დამთავრდა და მეც უფრო თავისუფლად ვუკრავდი ბარში.
სალომე უკვე აღარ მელაპარაკებოდა, სკოლაში გვერდსაც ისე მივლიდა თითქოს ერთმანეთს არ ვიცნობდით, არც კი იმჩნევდა ჩემს არსებობსა, თავიდან ძალიან ვბრაზდებოდი მერე კი შევეგუე. ერთხელაც ზაფხულის ცხელ საღამოს ბარში მოვიდა. მეგობრებთან ერთად იყო, მეგობრებთან რომლებსაც მე არ ვიცნობდი. დამინახა თუ არა ბევრი იწვალა ჯერ ბარი დაეტოვებინა, შემდეგ ეს არ გამოუვიდა და გადაწყვიტა ჩემგან შორს დამჯდარიყო. მისმა როგორც ჩადა ახლად შეძენილმა მეგობრებმა ჩემზე არაფერი იცოდნენ, მაშინ მართლაც შესაშურად გამოვიყურებოდი, გრძელი ქერა თმა მქონდა უკან შეკრული. თხელ, ახლად ამოსულ წვერს არ ვიპარსავდი, ლურჯი თვალები სიბნელეშიც კი ანათებდა. ერთ-ერთი გოგო მომიახლოვდა, როცა სიმღერებს შორის შესვენებაზე აივანზე გავედი.
-მე თეკლა.-ხელი გამომიწოდა
-გამარჯობა, დათა-ხელი ჩამოვართვი და რაც შემეძლო გავუღიმე. თან თვალს ბარში დარჩეილ სალომესკენ ვაპარებდი.
-ძალიან კარგად მღერი.
-მადლობა.
-იცი მეც ვმღერი.
-ძალიან კარგი, გინდა ვიმღეროთ?
-უი არა, ასე სახალხოდ არასდროს მიმღერია.
-ჰოდა დროა იმღერო.
-იქნებ და საერთოდაც ვერ ვმღერი.
-მეეჭვება არ ჩანხარ ის გოგო რომელიც რაღაცას მაინც აკეთებს როცა ეს არ გამოდის. მოკლედ წამო ბიჭებს ვეტყვი დაუკრან-ხელი მაჯაში მოვკიდე და კარისკენ წავიყვანე.
-მოიცა, და რა ვიმღეროთ?
-რამე ცნობილი-გამეცინა.ჩავფიქრდი.-yesterdayზე რას იტყვი?
-კარგი თანახმა ვარ-გამიღიმა და ბარში დავვბრუნდით. სალომე ჩვენკენ არ იყურებოდა, არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე, რადგან მისი ყურადღება მიმეპყრო?! გამებრაზებინა?! თუ უბრალოდ იმიტომ რომ მისი მეოგბარი თეკლა მართლაც კარგი გოგო ჩანდა?!
სიმღერა დავიწყეთ, მალე ჩემ ხმას თეკლას მორცხვი ხმაც შემოუერთდა და სალომემაც გამოგვხედა, სახე დამანჭა, პირღია გვიყურებდა. ვცდილობდი თეკლასთვის თვალი არ მომეშორებინა მაგრამ მაინც გამირბოდა წყეული თვალები სალომესკენ. სალომე გაძეგლებული იჯდა ხელში წვენის ჭიქა ეჭირა, მგონი დაავიწყდა კიდეც რომ დალევას აპირებდა. სიმღერა დავასრულეთ. აბლოდისმენტებიც დავიმსახურეთ და კვლავ აივანზე გავედით.
-ვაიმე, არვიცი, ასე მგონი არასდროს მინერვიულია.
-ინერვიულე? მგონი საერთოდ არა, ძალიან კარგად მღერი, მართლა.
-ძალიან მაგარი იყო.-თეკლა ცქმუტავდა ადგილს ვერ პოულობდა გაშლილ თამას აქეთ-იქით აქენევდა, უცებ მომვარდა ორივე ხელი კისერზე შემომხვია და ტუჩებზე დამეტაკა. მხრებში ხელი მოვუჭირე და მოვიშორე.
-რას აკეთებ?
-მაპატიე მაგრამ ეს რო არ გამეკეთებია ჩემს თავს არასდროს ვაპატიებდი.-პასუხი არც გავეცი ისე შევედი ბარში სალომე კარებთან იდგა, ზედაც არ შემომხედა მე წამიერად შევჩერდი,თვალებზე დავაკვირდი მაგრამ ჩვეულებრივი იყო როგორც ყოველთვის.არც ბრაზი, არც წყენა, არც იმედგაცრუება არ ეტყობოდა სახეზე. ეს კი მე ძალიან მაბრაზებდა.უკანვე მოვბრუნდი აივანზე მარტოდ დარჩენილ თეკლასთან. ისევ მკლავებით დავიჭირე და ახლა მე დავეტაკე მის ტუჩებს. ხელი გადავხვიე, გამიღიმა. ბარში დავბრუნდით სალომე ისევ იქ იდგა, იგივე გამომეტყველებით.
იმდღის შემდეგ თითქმის ყოველ საღამოს როცა ბარში ვუკრავდი თეკლა და მისი მეგობრები დადიოდნენ, მათ შორის სალომეც. ზაფხული უკვე სრულდებოდა, მე და თეკლა როგორც ყოველთვის აივანზე ვისხედით .მიყვარხარო მითხრა გავშეშდი რა უნდა მეთქვა, პირველად ვიგრძენი რომ ადამიანისთვის ასე უბრალოდ შემეძლო გულის ტკენა. უბრალოდ უნდა ავმდგარიყავი და მეთქვა რომ ეს გართობა იყო?! თუ უნდა მეთქვა რომ ვიყენებდი მისი მეგობრის საეჭვიანოდ. დავიბენი ვუთხარი ამას არ ველოდი დრო მჭირდება მეთქი. გაბრაზდა და მარტო დამტოვა.
-როგორ შეგიძლია ყოველთვის ყველაფერი გააფუჭო?!-საყვედურით მომმართა სალომემ. რომელიც შეუმჩნევლად გამოვიდა აივანზე თეკლას შესვლის შემდეგ.
-არვიცი.-ამოვიხვნეშე და თავი დავხარე.

მთელი დღე თავს გამოფიტულად ვგრძნობდი. წამოვწექი და ჩამეძინა, შიმშილის გრძნობამ გამაღვიძა, ავდექი, წინა დღის მორჩენილი საჭმელი ვჭამე და აივანზე გავედი, ეზოში არავინ იყო. შემოდგომა უფრო და უფრო აპარებდა სიცივეს ჰაერში და ყველას სახლის კარი დაეკეტა. სალომეს ფანჯარა ღია იყო დავინახე როგორ გამოდიოდა კვამლი მისი სახლიდან. კიბეებზე ჩავირბინე მის სახლში მეორე კიბით უნდა მივსულიყავი. კარზე არც დავაკაკუნე ისე შევაღე.
-სალომე?!
-აქ რა ჯანდაბა გინდა?!- ოთახიდან გამოვიდა სალომე ფეხშიშველი იყო. სპორტული შარვალი და მაიკა ეცვა, თმა უბრალოდ ზევით ქონდა აწეული. ასეთი განსაკუთრებულად მიყვარდა ხოლმე, შინაური.
-სიგარეტს ეწევი?-ჰაერი შევისუნთქე ხარბად.
-ჰო-მკაცრად მითხრა და წინ დამიდგა რომ სახლში ბოლომდე ვერ შემეღწია.
-ძალიან კარგი, ერთად მოვწიოთ.-ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე, მოვუკიდე. მარტივად გავწიე სალომე გვერდით და მისაღებში შევედი. გავიგონე როგორ დაკეტა კარი და უკან ოხვრით გამომყვა.
-რა გინდა დავით?
-ვა, როდის გავხდი დავითი?-სავარძელში ჩავჯექი, სადაც სულ ცოტა ხნის წინ სალომე იჯდა.-შენი ადგილი ჰოარ დავიკავე?
-კი დაიკავე
-მოდი დაჯექი.-ჩემს მუხლებზე ვანიშნე და ხელი გავუწოდე.
-მითხარი რა გინდა და წადი.
-მინდა გავიგო სად არის ჩემი დედამოტყნული შვილი.-ვიყვირე, საფერფლე ხელში ავიღე და კედელზე მივანარცხე. სალომე კედელზე აეკრა და ყურებზე ხელი აიფარა.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

აქ თურმე რა ხდება. გამიდის ეს მხოლოდ ამათი საიდუმლოა? ძაან დავიბენი

 


№2  offline წევრი ბიბი

სტუმარი ქეთი
აქ თურმე რა ხდება. გამიდის ეს მხოლოდ ამათი საიდუმლოა? ძაან დავიბენი

არვიცი, არვიცი. ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა relaxed

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent