შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფანჯრების მწმენდავი თავი.7


19-09-2018, 02:11
ავტორი melanqoliki
ნანახია 2 365

ქორწილისთვის მზადება ისევ გრძელდებოდა. ლიზა ფიქრებიდან გამოერკვა და მიმტანების ხმაზე, ფეხზე წამოდგა. სამზარეულოში გამზადებული საჭმელები უკვე ამოეტანათ და თეფშებზე, ჩადგმების მიხედვით ალაგებდნენ. სამზარეულოდან საშინელი ხმაური გადიოდა მთავარ დარბაზში.
_ შენ, ჩემთან ერთად იმუშავებ _ უთხრა ქერად შეღებილმა და საუბარი განაგრძო_ თუ მაგიდის მომსახურებისას, ვინმე რამეს გაჩუქებს არ დაიბნე და არ იუარო, თამამად გამოართვი და მაშინვე შეინახე.
_ გასაგებია _ სწრაფად უპასუხა ლიზამ და გაუხარდა, რომ შეიძლებოდა დამატებითი ფულიც ეშოვა.
_ გვიანობამდე მოგვიწევს მუშაობა?_ უხერხულად ჰკითხა ქალს
_ ხალხს გააჩნია, თუ ნორმალურები და შეგნებულები არიან ყველაფერი ზომიერების ფარგლებში იქნება, მაგრამ ასე იშვიათად ხდება ხოლმე, ძირითადად ღრეობაში გადასდით და გამთენიისას მივდივართ.
_ ცუდია_ ლიზას ნენე მოენატრა და ინატრა, რომ სამუშაო მალე დასრულებულიყო.
უკვე საღამოვდებოდა და სუფრაც თითქმის მზად იყო. რესტორნის მენეჯერი ჩუმად აკვირდებოდა გოგონას, რომელიც სწრაფად ასრულებდა სამუშაოს და მიბარებული მიმტანის დავალებებს სხარტად ართმევდა თავს.
როცა საქმე ბოლომდე მიიყვანეს და სუფრა გაიშალა, ლიზას მეწყვილე ანამ, მიმტანებს გამზადება სთხოვა და თეთრი პერანგები ჩამოურიგა. გასახდელში ჩასული ქალები ჩაცმის შემდეგ, მაკიაჟის კეთებას შეუდგნენ.
_ შენ არ უნდა გაიპრანჭო?_ მიუტრიალდა ერთ ერთი ლიზას
_ კოსმეტიკას ძალიან იშვიათად ვხმარობ _ უხერხულად შეიშმუშნა გოგონა
_ ისედაც ლამაზი ხარ _ გაუღიმა ქალმა და კიდევ კარგად შეათვალიერა. თეთრი პერანგი ძალიან უხდებოდა. თმა მაღლა, ლამაზად აეწია და გრძელ, თეთრ კისერს კიდევ უფრო მოხდენილს უჩენდა. ბუნებრივად შევარდისფრებული ლოყები, უხერხულობისგან შესწითლებოდა. სადაც არ უნდა წასულიყო, თავისი ბუნებრივი სილამაზის წყალობით, მუდამ ყურადღების ცენტრში ხვდებოდა.
გამზადება დაასრულეს და მერე ერთად ავიდნენ დარბაზში. სტუმრები უკვე იწყებდნენ მოსვლას და მაგიდებიც ივსებოდა. ბევრი ხალხის დანახვაზე ლიზას ნერვიულობა დაეტყო. აშინებდა გავსებული სივრცის წარმოდგენა, ის რომ ამდენ ხალხში უნდა ერბინა და ყველას მომსახურებოდა. განსაკუთრებით იმაზე დარდობდა, შეძლებდა თუ არა ცხელი კერძებით სავსე ლანგრის ჭერას.
_ ლიზა, თავი ხელში აიყვანე _ ღრმად ჩაისუნთქა და თავს შეუძახა, წარმოიდგინა როგორ გაუხარდებოდა ნენეს, როცა საყვარელი დედიკო სამსახურიდან შინ ტკბილეულით დაბრუნდებოდა, მეორე დღეს კი სახლისთვის საჭირო წვრილმანებსაც შეიძენდა.
_ ნუ ნერვიულობ, აი ნახავ რთული არაფერია ყველაფერში მოგეხმარები, ცხელებს რო ჩავდგამთ მერე უფრო გამარტივდება _ ნერვიულობა შენიშნა ანამ და წინადადება ღიმილიანი სახით დაასრულა.
გოგონამ ღრმად ჩაისუნთქა და შეეცადა მღელვარება დაემალა. თავის თავს წლების წინ მიცემული პირობა შეახსენა, ის ხომ თავიდანვე მზად იყო ყველა სახის სამსახურს დათანხმებოდა და თავდაუზოგავად ეშრომა პატარა ნენესთვის. ლიზას წარსულის ფიქრები შემოაწვა, გაახსენდა ფრაგმენტები, წვრილმანები, რომლებიც აცოცხლებენ და სულს შთაბერავენ წარსულის აჩრდილებს. ახლა ამ ყველაფერზე ფიქრის საშუალება ნამდვილად არ უნდა მიეცა თავისთვის, ამიტომ გოგონამ ყურადღების სხვა რამეზე გადატანა გადაწყვიტა და სამზარეულოში შევიდა.
_ აჰ, რა კარგია რომ ერთი მიმტანი მაინც შემოვიდა_ მიმართა ჩასხმულმა თეთრებში გამოწყობილმა მზარეულმა და ხელით თავისთან უხმო.
_ გისმენთ
_ შვილო, ერთ მაგიდაზე ცოტა ტყემალი დევს, შეზავებისას დაგვკლებია, ახლახანს მოვრჩით და შეგიძლია დაამატო?_ ქალმა თავაზიანად სთხოვა და გაუღიმა.
_ რა თქმა უნდა, ახლავე _ ლიზამ სწრაფი მოძრაობით გამოართვა ქალს ტყემლით სავსე ჭურჭელი .
_ რომელ მაგიდაზე უნდა დავამატო?
_ მგონი მესამეზე, ზუსტად არ მახსოვს შეხედე მაინც, მერე რომ რაიმე პრობლემა არ იყოს, ყველა წვრილმანს ექცევა ყურადღება._ დაარიგა მზარეულმა და დარბაზისკენ წასულ გოგონას თვალი გააყოლა.
სავსე მაგიდებთან მისვლისას ლიზას ნერვიულობა ეტყობოდა, სახეზეც წამოწითლებულიყო. ცდილობდა თამამად მისულიყო მაგიდებთან და სიტუაცის შეჩვეოდა,მაგრამ ხვდებოდა, ეს არც ისე ადვილად გამოსდიოდა.
დანიშნულ მაგიდასთან მივიდა, გაშლილ სუფრას მორცხვად გადახედა თვალი და შენიშნა რომ ერთი ჩადგმა მართლაც აკლდა. ერთი სული ჰქონდა ჭურჭელი თავისუფალ ადგილას ჩაედო და უკან, დანარჩენ მიმტანებთან დამდგარიყო. მოეჩვენა, რომ ყველა მას უყურებდა და კიდევ უფრო ანერვიულდა. ხალხით სავსე მაგიდასთან შეშინებული იდგა და ვერ ხვდებოდა, როგორ გაეკეთებინა ჩადგმა ისე, რომ ხელი არავისთვის არ შეეშალა. ბოლოს, ხელი სწრაფად გაწია მაგიდისკენ, ის იყო, სავსე ჭურჭელი უნდა დაედო რომ მის წინ, ზურგით მჯდომი მამაკაცი შეირხა, შემთხვევით მკლავი ჰკრა და მთელი, წითელი მასა თეთრ, ძვირფას პერანგზე გადაეღვარა.
_ უკაცრავად _ მხოლოდ ამის თქმა მოახერხა გოგონამ და სირცხვილისგან კიდევ უფრო წამოწითლდა.
_ არაუშავს, არაფერია _ მისკენ მოტრიალებულ კაცს ლიზას დანახვაზე გაეღიმა
_ მაგრამ... _ სიტყვა გაუწყდა გოგონას და დაიბნა, რა აღიმებდა კაცს? ნუთუ სასაცილო იყო პერანგის დალაქავება, რომელიც სავარაუდოდ ძალიან ძვირფასი იყო? დაბნეული გოგონა აწითლებული იდგა კაცის წინ და შეშინებული შეჰყურებდა მის ლამაზ, მუქ თაფლისფერ თვალებს და მოგრძო, მომღიმარ სახეს.
_ ლევან, სასწრაფოდ უნდა მოგწმინდო, თორემ ვეღარაფერი ეშველება _ მაგიდიდან შეშფოთებული ქალი წამოდგა, რომელსაც ხელსახოცი მოემარჯვებინა.
_ თქვენ.. _ ლიზამ შეუმჩნევლად ჩაიბუტბუტა და ნაცნობი ქალის დანახვისას ტანში , უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა.
_ ამ გოგოს უსიამოვნებები მოაქვს _ ზიზღიანი მზერა ესროლა მოხდენილმა ქალმა და მამაკაცის პერანგს დაუწყო წმენდა. დარცხვენილმა ლიზამ ცრემლები შეიკავა, ის დღე გულში დარდად ჩარჩენოდა. მაშინ ისე მოთქმით ტიროდა და განიცდიდა, ალბათ ამ ქალის სახე, ცხოვრების ბოლომდე ემახსოვრებოდა. განა ასე უნდა ყოფილიყო ყველაფერი? გოგონას, რომელსაც ერთ დროს არაფერი აკლდა ახლა ასე უნდა მოქცეოდნენ?
_ რა სასაცილოა ეს ცხოვრება_ ჩაილაპარაკა თავისთვის და სწრაფად მოშორდა მაგიდას.
_ ლიზა _ დაუძახა ლევანმა და გაოგნებულ ნინას გაეცალა, თუმცა გოგონას მისი ხმა არ გაუგია. დამფრთხალმა თავი სამზარეულოს შეაფარა და ფინჯანში წყალი დაისხა.
იმ საბედისწერო დღეს, კოტეს სიმართლე უთქვამს. არც მარიას და მითუმეტეს არც ლიზას, მისგან თეთრი არ მიუღია. კაცმა ესეც არ იკმარა და ყველა ბიზნესის წარმომადგენელს მოელაპარაკა, რომ ლიზა სამუშაოდ არავის აეყვანა.
_ ფანჯრების მწმენდავი, ფანჯრების _ ბუტბუტებდა ლიზა და თავის დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ. ტირილი უნდოდა, აღელვებისგან ხელი უკანკალებდა, ყველა ნაღველს ერთად მოეკრიბა თავი და არ იცოდა რა ექნა, ნუთუ ასეთი ძნელი იყო ცხოვრება? ნუთუ დანაშაული იყო, თავის შველა და საყვარელ ადამიანთან ერთად წასვლა, მაგრამ მარია, საკუთარი თავისთვის ვერ ეპატიებინა დედამისის უბედურება. რა ელოდა კოტეს გვერდით? იქნებ, ის მართალი იყო და...
არა, არა რაც არ უნდა მომხდარიყო, ლიზამ იმის ნახევარიც კი არ იცოდა, როგორ ეპყრობოდა კოტე ქალს, რა ტკივილი იმალებოდა მარიას ლამაზ თვალებში.
ალექსანდრე, ისიც ისეთივე შეუბრალებელი მონსტრი აღმოჩნდა, მხდალი არაკაცი, გამყიდველი.
გოგონამ წყალი მოსვა, ამოისუნთქა და არასასურველი ფიქრები გონებიდან გააძევა, გადაწყვიტა დარბაზში დაბრუნებულიყო და საჭიროების შემთხვევაში, თავის საქციელზე პასუხი ეგო.
_ ლიზა, ლიზააა_ დარბაზიდან უხმეს მიმტანებმა
_ გისმენთ _ მიირბინა გოგონამ
_ რა გვარი ხარ?
_ რომანოვა
_ თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს, ერთადერთი ლიზა შენ ხარ, აქ სხვა ლიზა არ გვყავს._ სწრაფად დაასრულა წინადადება ქალმა და ლიზას ეშმაკური ღიმილით გადახედა.
_ რა ხდება? ხომ მშვიდობაა?_ დაფრთხა და იფიქრა, ალბათ მენეჯერმა უნდა გამიშვას, ან იმ ქალმა გამოთქვა უკმაყოფილებაო, მაგრამ შეცდა.
_ კი მშვიდობაა, აი იქ კურიერი გელოდება შენთვის ყვავილები აქვს
_ ყვავილები? მეხუმრებით?_ გაოცებული სახით გადახედა დანარჩენებს
_ არა, აი იმ კუთხეში დგას
ლიზა დარბაზის ბოლოსკენ დაიძრა, იქ მართლაც იდგა კურიერის ფორმაში გამოწყობილი ყმაწვილი, რაც უფრო უახლოვდებოდა, მით უფრო გარკვევით ჩანდა უზარმაზარი თაიგული.
_ ყვითელი ვარდებია _ აღმოხდა შეშინებულს და ფეხები აუკანკალდა.
_ ლიზა რომანოვა თქვენ ხართ?
_ დიახ _ ბიჭის წინ გაქვავდა და ძლივს გასცა პასუხი
_ ეს თქვენთვის გამომატანეს_ ყვავილების უზარმაზარი თაიგული გაუწოდა
_ კი, მაგრამ ვინ?_ უკან დაიხია გოგონამ და თვალი დარბაზს შეავლო, მესამე მაგიდიდან ის მამაკაცი უყურებდა, წუთის წინ რომ გაუფუჭა პერანგი.
_ ვინ?_ შეკითხვა გაუმეორა და პასუხის მოსასმენად გაემზადა
_ ქვევით გელოდებათ
_ მელოდება?_ გაიოცა გოგონამ და უცნაური შეგრძნება დაეუფლა, ალექსანდრე, ნუთუ შენ ხარ? ეკითხებოდა საკუთარ თავს და ფეხები უკანკალებდა?
_ მობრძანდებით? _ უხერხულად ჰკითხა ბიჭმა და თაიგული გადასცა
_ დიახ_ ხმა აუკანკალდა, მაგრამ თავს ძალა დაატანა და კურიერს კიბეებისკენ გაყვა. ყვავილები ხელში ისე ეჭირა, ვერც გრძნობდა, საშინელ ეიფორიაში იყო და თავბრუ ეხვეოდა.
_ აქეთ _ გასასვლელისკენ უბიძგა ბიჭმა
_ ახლა საით? შენობას ვერ დავტოვებ _ აკანკალებულმა უპასუხა და შიშით შეათვალიერა შესასვლელი.
_ ცოტაც _ უკვე თითქმის გარეთ იყვნენ, როცა გოგონას თავბრუ საშინლად დაეხვა და ფეხები მოეკეცა
_ ნიკუშ_ განწირულივით ამოთქვა დასახმარებლად, მაგრამ ნიკუშა არსად იყო. მიხვდა, საქმე ცუდად მიდიოდა, გონება არ დაჰკარგვოდა,მაგრამ ცოტაც და...
_ ლიზა.._ კიბეებზე დადევნებულმა ლევანმა დაინახა როგორ აიყვანა ახალგაზრდა ბიჭმა ნახევრად გულწასული გოგონა ხელში, მერე კი მის ფეხებთან გაჩერებულ, დაბურულმინებიან შავ ჯიპში ჩასვა და მანქანა მოწყვეტით დაიძრა ადგილიდან.



№1 სტუმარი სტუმარი lia

saswauli tavi iko. ar daagviano axali tavis dadeba.

 


№2 სტუმარი makukuna

ახლა რომ დიდხანს დააგვიანო, ჩემი ხელით მოგკლავ rage smile

არ იცი, როგორ ველოდები ამ ისტორიას. ძალიან მომწონს ლიზა და ძალიან მომწონს ნიკოლოზი. heart_eyes ნახევარძმა და ასეთი კარგი ურთიერთობა, გულს მითბობს კითხვისას.

ლიზა-ნენეს და ნენე-ნიკას ურთიერთობა კიდე სხვა თემაა და მართლა ვთბები და ვდნები ამათ შემხედვარე. blush blush

ყვავილებმა გააბრუა ლიზა ალბათ. ვინ შეიძლება იყოს გამტაცებელი, აზრზე არ ვარ. ალექსანდრეს ჯერ არ ვიცნობთ ვინ არის და რას წარმაოდგენს დღეს. ეჭვი ,აქვს, ლიზა ქონების გარეშე რომ დარჩა, ადგა და მიატოვა. და დღეს აქვს თუ არა ამის ერთი ადგილი, ლიზა გაიტაცოს, არ ვიცი. შეიძლება, კოტეს ერთერთი მტერიც იყოს.

მოკლედ, ეს ვიცი, რომ ლევანი უკვე საქმეშია smile smile და არ დატოვებს ჩვენს გოგოს საფრთხეში.

გელოდებით heart_eyes

 


№3  offline წევრი იზუკა

აი როგორ ველიდი ამ თავს..რა ინტრიგა ჩადე კაიაა..ჯერ სათაური რო ვნახე სიხარულით ავივსე,მერე ისტორიაზე რა დამემართა აღარ დავწერ ☺ სასწაული ხარ პირდაპირი გაგებით! ახალი თავი როდის იქნება?

 


№4  offline წევრი kora

რომ იცოდე როგორ ველოდებოდი ამ ისტორიას და როგორ გამიხარდა ისევ რომ გამოჩნდი. საოცრად დადებითი ისტორიაა, ნიკა ლიზა და ნენეს ურთიერთობაზე ვგიჟდები <3 ლევანიც ძალიან მომწონს და მიუხედავად ბოლოში ინტრიგისა მაინც მშვიდად ვარ, მთავარია ლევანიმ ნახა მომხდარი და დანარჩენზე იზრუნებს :)
--------------------
kira.G

 


№5 სტუმარი სტუმარი მაკო

ვაიმე გავგიჟდი. გეხვეწები არ დააგვიანო ძალუან ვნერვიულობ

 


№6  offline წევრი melina

ძალიან, ძალიან კარგი იყო❤

 


№7  offline წევრი melanqoliki

სტუმარი lia
saswauli tavi iko. ar daagviano axali tavis dadeba.

Yvelanairad shevecdebi <3

აბლაბუდა
როგორ მომწონს ეს ისტორია და ველოდები ნუ აგვიანებ რა ძალიან, კარგად წერ

Mixaria rom mogwont madloba <3

kora
რომ იცოდე როგორ ველოდებოდი ამ ისტორიას და როგორ გამიხარდა ისევ რომ გამოჩნდი. საოცრად დადებითი ისტორიაა, ნიკა ლიზა და ნენეს ურთიერთობაზე ვგიჟდები <3 ლევანიც ძალიან მომწონს და მიუხედავად ბოლოში ინტრიგისა მაინც მშვიდად ვარ, მთავარია ლევანიმ ნახა მომხდარი და დანარჩენზე იზრუნებს :)

Me kidev sheni komentarebis danaxva maxarebs xolme <3 mixaria rom kitxulib da shens azrs yoveltvis afiqsireb <3

იზუკა
აი როგორ ველიდი ამ თავს..რა ინტრიგა ჩადე კაიაა..ჯერ სათაური რო ვნახე სიხარულით ავივსე,მერე ისტორიაზე რა დამემართა აღარ დავწერ ☺ სასწაული ხარ პირდაპირი გაგებით! ახალი თავი როდის იქნება?

Didi didi madloba <3 shevecdebi male iyos dzalian mixaria rom kitxulob <3

უცნაური მე
აუ ეს რა იყო? ან სად მიყვებოდა იმ კურიერს...
იმედია ყველაფერი კარგად იქნება და ლევანი რამეს იზავს :დდ
ძაან ამანერვიულე ახლა ამ თავით..
რაუნდა ამ ალექსანდრეს? თან როგო გიწერია როგორიცაა უფრო ვნერვიულობ..
ხოო ვერც იმ ლევანის მარჯვენა ხელ ქალს ვერ ვიტან :დდ რაქვია აღარ მახსოვს ნინა მგონი.. წამოუხტა და მოუნდომა პერანგის გაწმენდა :დდ
აუ ვიცი არ უნდა გეუბნებოდე მაგრამ ეცადე მალე დადო რაა თორემ შეიწირე უკვე ჩემი ნერვების ნახევარი :დდ
ძალიან მაგრად წერ და ძალიან მომწონხარ! <3

Sheni komentaris danaxva ise maxarebs da weras ufto mandomebs shemartebas mmatebs <3 madliba amistvis <3 aucileblad davwer ninaze da aleqsandreze mat xom warsulshi urtiertoba hqondat . Rac sheexeba aleqsandres axal tavshi didi adgili daetmoba mas da lizas <3 shevecdebi male davdo <3 madloba yuradgebistvis <3

makukuna
ახლა რომ დიდხანს დააგვიანო, ჩემი ხელით მოგკლავ rage smile

არ იცი, როგორ ველოდები ამ ისტორიას. ძალიან მომწონს ლიზა და ძალიან მომწონს ნიკოლოზი. heart_eyes ნახევარძმა და ასეთი კარგი ურთიერთობა, გულს მითბობს კითხვისას.

ლიზა-ნენეს და ნენე-ნიკას ურთიერთობა კიდე სხვა თემაა და მართლა ვთბები და ვდნები ამათ შემხედვარე. blush blush

ყვავილებმა გააბრუა ლიზა ალბათ. ვინ შეიძლება იყოს გამტაცებელი, აზრზე არ ვარ. ალექსანდრეს ჯერ არ ვიცნობთ ვინ არის და რას წარმაოდგენს დღეს. ეჭვი ,აქვს, ლიზა ქონების გარეშე რომ დარჩა, ადგა და მიატოვა. და დღეს აქვს თუ არა ამის ერთი ადგილი, ლიზა გაიტაცოს, არ ვიცი. შეიძლება, კოტეს ერთერთი მტერიც იყოს.

მოკლედ, ეს ვიცი, რომ ლევანი უკვე საქმეშია smile smile და არ დატოვებს ჩვენს გოგოს საფრთხეში.

გელოდებით heart_eyes

Vnaxot aba axal tavshi rogor gamartldeba sheni echvebi davelodebi shens komentars da shevecdebi male davwero <3

აბლაბუდა
როგორ მომწონს ეს ისტორია და ველოდები ნუ აგვიანებ რა ძალიან, კარგად წერ

MadlobT <3

სტუმარი lia
saswauli tavi iko. ar daagviano axali tavis dadeba.

Madloba shevecdebi <3

 


№8 სტუმარი სტუმარი ნანა

აღარც კი მეგონა ეს ისტორია თუ გაგრძელდებოდა... მოგიკითხე კიდეც ადრე ჯგუფში. იცი რატომ? იმიტომ რომ კარგად წერ, გამართულად, საინტერესოდ და აქ საკმაოდ შესამჩნევი ხარ მცირედთა შორის... წერე ჩემო კარგო და ნუ მოგვაკლებ საინტერესო ისტორიებს ❤️ გამეხარდა რომ დაბრუნდი გულწრფელად ❤️

 


№9  offline წევრი melanqoliki

სტუმარი ნანა
აღარც კი მეგონა ეს ისტორია თუ გაგრძელდებოდა... მოგიკითხე კიდეც ადრე ჯგუფში. იცი რატომ? იმიტომ რომ კარგად წერ, გამართულად, საინტერესოდ და აქ საკმაოდ შესამჩნევი ხარ მცირედთა შორის... წერე ჩემო კარგო და ნუ მოგვაკლებ საინტერესო ისტორიებს ❤️ გამეხარდა რომ დაბრუნდი გულწრფელად ❤️

მიხარია რომ გახარებთ და აუცილებლად გავაგრძელებ ისტორიას <3 მერვე თავი უკვე გავაგზავნე და ალბათ მალე დაიდება . კომენტარების კითხვა სიხარულით და სითბოთი მავსებს, ვგრძნობ რომ ტყუილად არ ვცდილობ და რომ რაღაც მართლა გამოდის. მადლობთ რომ დროს მითმობთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent