შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი მიზეზი (3 თავი)


19-09-2018, 16:28
ავტორი naattii
ნანახია 3 109

-ჩემთან შევიდეთ_მკაცრად გადაულაპარაკა თორნიკემ სახლში შესულ ძმას და თავისი ოთახისკენ უბიძგა, რატი ამოხვნეშით შეხვდა ძმის გაცეცხლებულ სახეს და მობეზრებული მზერა შეაგება ოთახში შესულმა.
-კიდევ ერთი ლექცია ძამიკო?_მთქნარება აუტყდა ბიჭს.
-რატი, როდის უნდა გაიზარდო?_ძლივს იმორჩილებდა ხმას თორნიკე.
-გაიგე რომ უკვე დიდი ვარ, ეს ჩემი ცხოვრებაა თოკა, გაიგე რა.
-ხოდა ვერ ვგებულობ, მინდა, რომ სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას შეეშვა და ადამიანურად ცხოვრება ისწავლო.
-და რას ეძახი ადამიანურობას? დილით დედიკოსთან ჭორაობას, მერე მთელი დღე სამსახურში ყალბ ღიმილს, საღამოს საცოლესთან ერთად 80 წლის დედაბრებივით ჭამას და მაშინვე სახლში წამოსული დაძინებას? ესაა ცხოვრება?
-და რა არის იმაში ცუდი, რომ დედას პატივს ვცემ? ან ხალხს თავაზიანად ვექცევი? თამარს საერთოდ ნუ ეხები.
-ღმერთო, თორნიკე, დედას მეც დიდ პატივს ვცემ, ვიცი ჩემზე რამხელა ამაგი აქვს და არცერთი წამით დამავიწყდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასთან შემიძლია დავჯდე და ჩაის სმით გავიყვანო დრო, შეგიძლია სამსახურში ერთი ნამდვილი მეგობარი დამისახელო, რომელსაც შენი ფულისა და სახელის გარეშეც ეყვარები? იმაშიც დარწმუნებული ვარ ახლა ვინმემ რომ გკითხოს თამარი რატომ მოგყავს ცოლადო, იმას კიარ უპასუხებ რომ გიყვარს, უპასუხებ, რომ ის შეგეფერება და კომფორტულად ხარ მასთან, აი ამას ეძახი შენ ცხოვრებას. დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს მოხვალ და მთხოვ, მე 18 წლის ბიჭმა დაგანახო 26 წლის კაცს რას ნიშნავს ცხოვრობდე._ამ სიტყვებით გაიკეტა ძმის ოთახის კარი და გაიგონა როგორ დაამსხვია ზურგს უკან თორნიკემ რაღაც.

იცოდა რატიმ ძმას გულს რომ ტკენდა, მაგრამ არ ნანობდა, იქნებ რაიმეთი გამოეფხიზლებინა? ერთადერთი ძმა ყავდა და ამქვეყნად ყველას და ყველაფერს ერჩია, მაგრამ გული უკვდებოდა ასეთ უბედურს რომ ხედავდა. უბედური, სწორედ ეს სიტყვა შეესაბამებოდა თორნიკეს ცხოვრებას, ეს თამარიც სად გამოჩიჩქნა, ზუსტად მისნაირი მოსაწყენი, ცოტა მხიარული გოგო რომ გაეცნო და მოწონებოდა, იქნებ მობრუნებულიყო ცხოვრებისკენ და მოწყენილობისგან არ მომკვდარიყო. მოიცა, მოიცა, მხიარული გოგო? წამით საკუთარი ოთახის კარის სახელურზე შეეყინა ხელი და იმდენად ნათლად დაეხაზა გონებაში მოფიქრებული გეგმა ბედნიერი სიცილით შეაღო კარი.

ვერაფრით დაიძინა მთელი ღამე თორნიკემ, რომელ მხარესაც არ უნდა გადაბრუნებული რატის სიტყვები მოსვენებას არ აძლევდა, მართლაც ვერ გაიხსენა მისი ცხოვრება ასე როგორ შეიცვალა, ან ნახევრად მისი გაზრდილი რატი როგორ აღმოჩნდა ასე სხვანაირი. ვერც წარმოიდგენდა მის თავს სხვანაირ ამპლუაში, ის ასეთი იყო და მორჩა, თანაც თამარის შეფასებაც არ მოეწონა, პირიქით, თვითონ მადლობას უხდიდა უფალს ასეთ ქალს რომ შეახვედრა და ახლა რატიმ ლამის გაულანძღა.
დაბნეული მოემზადა სამსახურისთვის, დედას საუზმეზეც კი უარიუთხრა და ქალის გაკვირვებული სახეც გაიყოლა, როგორ ყოველთვის, თამართან ერთად ხელკავით შევიდა შენობაში, მაგრამ ახლა უკვე თანამშრომლების ღიმილს ეჭვის თვალით უყურებდა, უღიმოდნენ კი ნამდვილად თუ მხოლოდ ეპირფერებოდნენ?

თვითონ რამდენიმე დღიან ტანჯვაში ჩავარდა, რატი კი თითქოს დაწყნარდა, ღმეს სახლში ათევდა, სასწავლებლიდანაც პირდაპირ სახლში მოდიოდა, ერთი-ორჯერ ტელევიზორის ყურებაში გართულს მოუსწრო თორნიკემ. ხვდებოდა რომ ჩამდგარი ქარიშხალი კარგს არაფერს უქადდათ და ასეც მოხდა. დაახლოებით ათი დღის შემდეგ, როდესაც მთელი ოჯახი ფინჯან ჩაის სიწყნარეში მიირთმევდა, რატი ბრახუნით შემოვიდა სახლში და სახეგაბრწყინებულმა გამოაცხადა:
-მუშაობა დავიწყე.
-სად დედიკო?_გაუხარდა ლიანასაც, თუმცა რამდენიმე წამით.
-ერთ-ერთ კლუბში ბარმენად.
გადაცდენილი ჩაით გაგუდულმა ლიანამ ძლივს ამოახველა და სუსტად ამოისუნთქა.
-რას ლაპარაკობ რატი_მამამისი წამოენთო პირველად.
-ხო რა? ხომ მიჩიჩინებდით გაიზარდეო? ხოდა პირველი ნაბიჯი სამსახურის მოძებნა იყო_მხრები აიჩეჩა ბიჭმაც.
-დედა, იმხელა კომპანიის ნახევარი შენ გეკუთვნის და სადღაც ჯურღმულში ვიღაცეებს სასმელები უნდა ურიგო?_ცრემლები წამოუვიდა ლიანას.
-აუ დედა, ოღონდ ამდენი დრამატიზმი არა რა_ხელი აიქნია მოუთმენლად რატიმ და ქურთუკი გაიხადა.
-კი, მაგრა.....
-საკმარისია_თორნიკეს ბოხმა ხმამ გაკვეთა ოთახი და ლიანაც გააჩუმა, ქალს გაუხარდა, ახლა ჩემი შვილი დამიჭერს მხარს და მიშველისო, თუმცა.... -ძალიანაც კარგი, რატი გილოცავ, წარმატებებს გისურვებ.
-რაა?
-როგორ?
-ვერ გავიგე?_გაფართოებული თვალებით უყურებდა თორნიკეს ოჯახის წევრები.
-გაუგებრად ვთქვი რამე?_წარბები აწია ბიჭმა და ვითომ აქაც არაფერი მორიგი ჩაის ყლუპი მოსვა.
-რას ლაპარაკობ თორნიკე_ცრემლები გააორმაგა ლიანამ.
-კარგიი, მაშინ გავიმეორედ, ძალიან მიხარია თუ რატიმ მუშაობა იქ დაიწყო სადაც თავად უხარია, მე კომპანიაში მიხარია და დავდივარ, ძალით რომ წავიყვანოთ არც არაფერს გააკეთებს და პირიქით აურევს იქაურობას, ამიტომ აცადეთ აკეთოს ის რაც უნდა_მშვიდად ჩამოაყალიბა სათქმელი, ჭიქაც წყნარად დადო თავის თეფშზე და პიჯაკის გასწორებით ოთახში ავიდა.
გაოცებული დატოვა მთელი ოჯახი და თვითონაც ასე გრძნობდა თავს, რა მოხდა ჯერ ვერ გაეგო, მაგრამ აღარ უნდოდა ამის გამო ძმისთვის ეწყენინებინა, ბარმენი იყო ნარკობარონი ხომ არა?
მართლაც ბედნიერი დადიოდა რატი რამდენიმე დღე, ღამეს აქამდეც ათევდა კომპიუტერთან მჯდომი, მაგრამ ახლა დრო საყვარელი საქმის კეთებაში გაყავდა, რამდენიმენაირი კოქტეილი თავადაც მოიფიქრა და ისე მოეწონათ მენიუშიც დაამატეს. მეგობრებიც ხშირად სტუმრობდნენ, მხოლოდ თორნიკე ვერ დაიყოლია ვერაფრით კლუბში მისულიყო და ენახა რას აკეთებდა. ამასაც გამოვასწორებო ფიქრობდა.
ერთ დღესაც რატის მუშაობა არ უწევდა ისევ რომ დაიკარგა, ამჯერად თორნიკემ თავად აღმოაჩინა და მშობლებისთვის არაფერი უთქვამს. ოთახი გადაატრიალა და რატის დატოვებულ მობილურსაც მიაგნო, შეტყობინებაც ნახა და შეკრების მისამართიც.
ძლივს გაიპარა სახლიდან უჩუმრად. მთელი გზა აქამდე რომ არ გახსენებია იმ გალეულ გოგოზე ამოუტივტივდა ფიქრები და მის ჭინკებ ათამაშებულ სახეს სამ თითს რომ უტრიალებდა თვალწინ, ვეღარაფერი მოუხერხა, ვერ გააქრო. რაც უფრო უახლოვდებოდა ადგილს, მითუფრო ემატებოდა გულისცემაც.

იგივე სიტუაცია, ისევ გადაჭედილი მიდამო, ისევ აბღუილებული მოტოები და ყურისწამღები ხმები. ამჯერად ისე აღარ დაბნეულა თორნიკე და პირდაპირ მონაწილეებისკენ წავიდა, სამწუხაროდ არც რატი ჩანდა სადმე და არც ნაცნობი ბაიკი, აი გალეული გოგო კი ისევ ყურადღების ცენტრში იყო.
-გაიანე_ხმამაღლა შეყვირა თორნიკემ და ეცადა მისკენ გაეკვლია გზა.
-ვაა, ბიძია მოსულა, გაიანეს ნუ მეძახი.
-გქვია და.
-განო მქვია.
-მაგისი სრული სახელი გაიანეა, ვერ ვიტან შემოკლებებს_წარბები შეეჭმუხნა ბიჭს.
-გკითხე რას ვერ იტანდი? თოკაჩო.
-გაიანე_უფრო მოექუფრა თორნიკეს სახე.
-ხო თოკაჩო_ხითხითი წასკდა გოგოს.
-კარგი, შენთან დროს ვერ დავკარგავ, ისევ რატის ვეძებ. ახლა ისევ სამი მიზეზი არ მიხსენო_თვალები დააბრიანა გოგოს აწეულ ხელს რომ შეხედა.
-აუჰ, რა მკაცრი ბიძია ყოფილხარ შენ, დუტ დუტ მამა მამააა_ძლივს შეკავებული სიცილით დაუქნია თითი და სტარტთან მომზადებულ ბაიკებს გადახედა, უკვე იწყებდნენ.
-გაიანე გთხოვ_ბაიკისკენ მიმავალს დაეწია მუდარით ნათქვამი სიტყვები.
მაშინვე გამოხედა, თვალი ააყოლა ბიჭის გამხდარ, თუმცა საკმაოდ სიმპატიურ და მიმზიდველ სხეულს, ჰალსტუხისა და პიჯაკის დანახვაზე დაიჭყანა და მზაკვრული ღიმილით მიუახლოვდა ისევ.
-ერთი პირობით.
-ეს სამი მიზეზი და ერთი პირობა ძაან მოგწონს შენ_ თვალები აატრიალა ბიჭმა. -ჰე აბა, გისმენ.
-გონკაობის დროს უკან მომიჯექი და აქედან პირდაპირ რატიმდე მიგიყვან.
-გაგიჟდი?_ნერვიულობისგან გაეცინა ბიჭს, -გამორიცხულია.
-შენი ნებაა _მხრების ჩეჩვით შებრუნდა მოტოსკენ, ხელი აწია და ხითხითით დაიწყო თითებით ხუთიდან უკან დათვლა და სიცილი ვერ შიკავა ერთთან მისულს უკნიდან ჯერ ბიჭის ღმუილი და მერე კარგი გაჩერდი რომ გაიგონა.
-ჯანდაბას, თანახმა ვარ, წამოვალ._პიჯაკის ღილებს დაწვდა ბიჭი.
-რას აკეთებ_გაოცებულს აეწია განოს წარბები.
-ამით ხოარ დავჯდები, გამიფუჭდება_პატარა ბავშვივით ამოილაპარაკა ბიჭმა და პიჯაკი გაიძრო, იქვე გადადო ვიღაცის მანქანაზე და გოგოს გამოხედა.
-ღმერთო, რამე მესროლე რაიქნება ახლა_ხელი შემოირტყა თავში განომ -თუმცა მე რატო, ამას ესროლე ღმერთი არ გწმას?_ცას ახედა და თავის ქნევით მოკალათდა საყვარელ ტრანსპორტზე.
-ჰე, მალე იწყება.
-არ ვიცი როგორ_დაბნეული მიუახლოვდა ბიჭი.
-უკან მომიჯექი, ფეხები აი აქ შემოაწყვე და რაც შეგიძლია მომეჭიდა, არა ვერ გენდობი დაიმტვრევი სადღაც მოიცა_მოტოს ქვემოდან სქელი ქამარი ამოაძვრინა და ბიჭი სხეულზე მიიმაგრა -ისე გაოცდები ხელი არ გაგეშვას_ღიმილით აუხსნა ბიჭს და ბაიკი ააბღუილა.
ვერ მოასწრო თორნიკემ ისევ თავის საქციელზე დაფიქრებულიყო, განო წინ რომ გაიჭრა. იმდენად შეეშინდა მთელი სხეული გაეყინა, თვალები აეცრემლა და თმა აეწეწა, კიდევ კარგი ქამრით მიიბა განომ, თორე ისე გაეყინა ხელები ვერაფერს გრძნობდა. მისდა გასაკვირად ეს ყველაფერი მხოლოდ 2 წუთით გაგრძელდა, შემდეგ კი მთელ სხეულში იგრძნო სრულიად უცხო შეგრძნება, რომელიც აქამდე არ გამოეცადა, ფეხის წვერებში შეუძვრა და მთლიანად მოიცვა სხეული, გული, გონება, თითოეული უჯრედი და ნერვი. ბოლოს მთლიანად მოიცვა ტვინი და იმდენად მძლავრად დაეჯახა ადრენალინი, აიძულა ხელები გაეშალა და ბოლო ხმაზე დაეყვირა.



№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

Dzalian kargia

 


№2  offline წევრი ნორმი

მარტო ჩემი საუკეთესო ხარ შენ..აი ძალიან მომწონს "თოკაჩოს"ცვლილება.
--------------------
მორფეოსი

 


№3  offline მოდერი naattii

სტუმარი მარიკო
Dzalian kargia

მადლობა ❤️

Farvana
მარტო ჩემი აუკეთEსო ხარ ჩემი..აი ძალიან მომწონს "თოკაჩოს"ცვლილება.

როგორ მიხარია ჩემთან რომ ხაარ ❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი Keti

Ra sayvarlobaa :) momwons dzalian :) magram sityva " gonkaoba" mxvdeba dzalian cudad :D Ai Shen rac shegexeba, dzalian kargi da punktualuri xar, yovel dge gvanebivreb axali tavebit <3

 


№5 სტუმარი სტუმარი nina

რატი მართალია რათ უნდა ეს თამარი , ერთი ნიღაბს ამოფარებული გველი იქნება რომელიც მარტო ფულსა დახამებული , როგორც მისი ოჯახი .... განო ძალიან მომწონს ..... თორნიკე მართლა ბიძია კაცივით იქცევა , რატი და განო ორივე ერთნაირია ორივეს ცხოვრება უხარიათ laughing შენ კი იმედია მალე დადებ , შენი ყველა ისტორია წაკითხული მაქვს და დაჩის გამოჩენა ძალიან გამახარა laughing

 


№6  offline მოდერი naattii

სტუმარი Keti
Ra sayvarlobaa :) momwons dzalian :) magram sityva " gonkaoba" mxvdeba dzalian cudad :D Ai Shen rac shegexeba, dzalian kargi da punktualuri xar, yovel dge gvanebivreb axali tavebit <3

მადლობა დიდიი ❤️ რაც შეეხება გონკაობას არც მე მესიამოვნა, მაგრამ ვერაფრით მივუსადაგე სხვა, თუ რაიმე მოგივათ აზრატ გაშლილკ ხელებით მივიღებ :D ❤️

სტუმარი nina
რატი მართალია რათ უნდა ეს თამარი , ერთი ნიღაბს ამოფარებული გველი იქნება რომელიც მარტო ფულსა დახამებული , როგორც მისი ოჯახი .... განო ძალიან მომწონს ..... თორნიკე მართლა ბიძია კაცივით იქცევა , რატი და განო ორივე ერთნაირია ორივეს ცხოვრება უხარიათ laughing შენ კი იმედია მალე დადებ , შენი ყველა ისტორია წაკითხული მაქვს და დაჩის გამოჩენა ძალიან გამახარა laughing

მადლობა დიდიიი ❤️ ვეცდები ყოველ დღე დავდო ❤️

 


№7  offline წევრი დარინა

აი ზე პატიოსანი კაცი არ გამიფუჭოთ რააა, მოკლედ უნდა გადამირიონნდა გამიგიჟონ უნდა ამ პატარა ბავშვებმა ამხელა ფილარმონია კაციიი, როგორ ვხალისობ განოზე და თორნიკეზეეე, ეს თამარი არც მე მხვდება თვალშიიი კარგად, ისე ველოდები სულ, მარტო იმიტომ მიყვარხარ რომ ჩემი დაჩიკო შექმენიიი. დაჩის არ არსებობე ვერ წარმომიდგენია.

 


№8  offline მოდერი naattii

დარინა
აი ზე პატიოსანი კაცი არ გამიფუჭოთ რააა, მოკლედ უნდა გადამირიონნდა გამიგიჟონ უნდა ამ პატარა ბავშვებმა ამხელა ფილარმონია კაციიი, როგორ ვხალისობ განოზე და თორნიკეზეეე, ეს თამარი არც მე მხვდება თვალშიიი კარგად, ისე ველოდები სულ, მარტო იმიტომ მიყვარხარ რომ ჩემი დაჩიკო შექმენიიი. დაჩის არ არსებობე ვერ წარმომიდგენია.

მადლობა ჩემო გოგო ❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი ნათია

ai mec movediii????. mapatie gvian shemogiertdi da ise gamixarda axali istoria rom vnaxe verc warmoidgen mezobelo( nu xoni da qutaisi arc ise shorsaa ertmanettan????) daiwyo axali sigije da axali gadareuli gogo daakargvinebs chkuas seriozul kacs. dachi gamixarda rom dabrunda da warmovidgine lile tyupebit ai dachis mand dae...???????????? chemo kargo mixaria rom arsebob da chvenc gvabedniereb warmatebebiiii????????????????

 


№10  offline მოდერი naattii

სტუმარი ნათია
ai mec movediii????. mapatie gvian shemogiertdi da ise gamixarda axali istoria rom vnaxe verc warmoidgen mezobelo( nu xoni da qutaisi arc ise shorsaa ertmanettan????) daiwyo axali sigije da axali gadareuli gogo daakargvinebs chkuas seriozul kacs. dachi gamixarda rom dabrunda da warmovidgine lile tyupebit ai dachis mand dae...???????????? chemo kargo mixaria rom arsebob da chvenc gvabedniereb warmatebebiiii????????????????

როგორ მიხარია აქაც რომ შემომიერთდი ❤️

უცნაური მე
აუ რა ძალიან ძალიან მომეონს ვერ აგიღწერ.
ბოლო მომენტამდე ნერვებს მიშლიდა თორნიკე, ბოლოში ცოტა დავმშვიდდი :დდ
რატიზე შეყვარებული ვარ მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა ჩვენს შორის მაინც :დდ
აუ ლიანას სახეს როდის დავინახავ თორნიკეც რო გაგიჟდება :დდ და ერთად რო დაიკარგებიან ხოლმე ძმები ალბათ გააგიჟებენ საწყალ ქალს :დდ
ნათიიი ❤️ ჩემი პოზიტივი ხარ ❤️

შენ კი ჩემი ყველაზე დიდი პოზიტივი ❤️ როგორ მაბედნიერებ ნეტავ იცოდე ❤️

 


№11 სტუმარი აბლაბუდა

სად იყავი აქამდე?? ეს კითხვა მაწუხებს:))

 


№12  offline მოდერი naattii

აბლაბუდა
სად იყავი აქამდე?? ეს კითხვა მაწუხებს:))

იმედია კარგი გაგებით :D

 


№13  offline აქტიური მკითხველი terooo

არანორმალური... აი რატის გეგმააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent