შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი მიზეზი (2 თავი)


18-09-2018, 12:50
ავტორი naattii
ნანახია 3 216

ანერვიულებული უყურებდა თორნიკე რატის მოტოს და თვალს არ აცილებდა, მეხუთე კრუგზე მხოლოდ რატი და ის გამწლეული გოგო დარჩა, ყურებამ ისე ჩაითრია თორინკე ვეღარც წვიმას გრძნობდა და ვეღარც ერვიულობას, ადრენალინის შეგრძნება მძაფრად იგრძნო მთელ სხეულში და უფლება მისცა ბოლომდე დაუფლებოდა. ლამის მისიძმის სახელის ყვირილიც კი დაიწყო და დაძაბული აკვირდებოდა როგორ უახლოვდებოდნენ ფინიშის ხაზს. აკვირვებდა თორნიკეს ეს პატარა გოგო როგორ პროფესიონალურად ატარებდა მოტოს და ფინიშის ხაზიც სწორედ მან გადაკვეთა პირველი, რატიც იქვე მიყვა და მაშინვე გააჩერეს.
-ნაბი*ვარო, კინაღამ გამისწარი_გამწარებულმა მოიძრო გოგომ ჩაფხუტი.
-სწორედ რომ კინაღამ_ჯუჯღუნით გაიმეორე იგივე რატიმაც, -ერთხელ როგორ ვერ დაგამარცხებ.
-იოცნებე_გაეცინა გოგონას და თორნიკეს გასაკვირად რატის თბილად გადაეხვია, ამ გოგოსი ვერაფერი გაეგო, ეგონა ახლა მაგრად დაცხებენო და ეს ეხვევა, იქნებ შეყვარებულია? ეჭვით შეათვალიერა ღიმილით მოლაპარაკე წყვილი და არ დასცალდა, რადგან ხალხმა გოგო ხელში აიტაცა და ჟივილ-ხივილით დაიწყეს მისი ჰაერში სროლა.
-რატი_ძლივს მიაწვდინა თორნიკემ ძმას ხმა და რეაქციად თვალების ატრიალბაც მოყვა.
-რა გინდა თორნიკე?
-რას ნიშნავს რა მინდა, როგორც ყოველთვის, შენ გარბიხარ მე მოგზდევ დაგავიწყდა?
-ხოდა არ მჭირდება, წადი ჰალსტუხი გაიკეთე და დედიკოსთან ერთად ჩაი დალიე, მე თავი დამანებე სამაგალითო შვილი ყავთ უკვე.
-რატი, რას გავს შენი საქციელი?
-ჩვეულებრივს, თქვენნაირი არ ვარ გაიგე, არ შემიძლია შენსავეთ კაბინეტში ვიჯდე და ბრძანებები გავცე, თუ ხვდები მაინც რა მოსაწყენი ცხოვრება გაქვს? თამართანაც კი ისეთი ურთიერთობა გაქვს საცოლე კიარა მეზობელი გეგონება, საერთოდ ნაკოცნი გააქვთ?_ხელების შლით დაამთავრა ლაპარაკი ბიჭმა და მეგობრებში გაძვრა . სიბრაზისგან ისე მოაწვა სისხლი კაპილარებში ეგონა ბოლს გამოვუშვებო, გაბრაზებულმა აქცია ბრბოს ზურგი აღსანიშნად რომ ემზადებოდნენ და მანქანისკენ წავიდა. არც კი შეეცოდა მანქანა ისე მოიჯახუნა კარები და მაიმუნი ლაწირაკის ძახილით დაძრა მანქანა.
ასეთ მოქცევას მიჩვეული არ იყო, ის ყოველთვის ყველას ზრდილობიანად და პატივისცემით იქცეოდა და მასაც ასევე ექცეოდნენ, სამაგალითო ბიჭი იყო თორნიკე, 22 წლის ასაკიდან დაიწყო კომპანიაში მამის გვერდით მუშაობა და ახლა უკვე 26 წლის დამოუკიდებლად მართავდა უზარმაზარი სასტუმროების ქსელს. საცოლეც ასეთივე ჰყავდა, ზრდილობიანი, თავაზიანი, მიმზიდველი და ლამაზი, მათი ერთ-ერთი სასტუმროს მმართველი იყო და მერე კომპანიაში გადმოიყვანა ახლოს რომ ყოლოდა. ისე კარგად უგებდნენ ერთმანეთს, თითქმის ყოველ საღამოს დადიოდნენ სავახმშმოდ, ზოგჯერ მშობლებთან ერთად ჩიზე იღებდნენ მიპატიჟებას და თამარი უარს არასდროს ამბობდა, ზრდილობიანად გაუღიმებდა სადედამთილოს და მასთან ერთად საუბრობდა სხვადასხვა თემებზე. თორნიკე არ სვამდა, არ ეწეოდა, არ ბილწსიტყვაობდა, ხმას არასდროს იმაღლებდა და კლუბში ნამყოფიც კი არ იყო.

დიდად მეგობრები არ ყავდა, ორ ბიჭთან იყო კომპანიიდან ახლოს, მაგრამ მათთანაც თავდაჭერილად, არასდროს დაჭირვებია რაიმე მოეყოლა და რჩევა მიეღო, მას ხომ ყველაფერი საათივით ქონდა აწყობილი, რამდენიმე თვეში ქორწილიც იქნებოდა და ამ სახლში უკვე ცოლთან ერთად იცხოვრებდა.
ამ ფიქრებით შეაღო სახლის კარი და ნერვიულად მოსიარულე ლიანას დანახვაზე რატიზე ბრაზი მოემატა.
-კარგადაა, შეჯიბრი უკვე დასრულდა და კარგადაა, აღნიშნავენ და მოვა, დამშვიდდი_ხელი მოხვია მისკენ გამოქცეულ დედას და რომ დაამშვიდა ოთახისკენ გაუყვა გზას. დაღლილი დაწვა და ეცადა დაეძინა. დახუჭულ თვალებში სიბნელის ნაცვლად წამით ჭინკებ მოცეკვავე თვალები დაინახა, მგრამ მალევე გაქრა და უკითხავად წაიყვანა მორფეოსმა თავის სამაროში.

დილით ჩვეულებისამებრ დროულად ადგა, პირველ რიგში სააბაზანოს მიაშურა, მოწესრიგებულმა გამზადებულ შარვალ-კოსტუმს მოკიდა ხელი და მალევე გაემზადა, სამზარეულოში დედასთან ერთად ისაუზმა და სამსახურისკენ წავიდა, როგორც ყოველთვის შესასვლელთან თამარს დაელოდა, მანაც ღიმილით გაუკეთა ხელკავი და თავაწეულმა შეაბიჯა კომპანიაში, ლიფტიდან გამოსულები ისევ ღიმილით და ლოყაზე კოცნით დაემშვიდობნენ ერთმანეთს. კაბინეტისკენ მიმავალ ბიჭს წამით რატის სიტყვები ამოუტივტივდა, მაგრამ მალევე გადაივიწყდა და მთლიანად ჩაეფლო სამუშაოში.

საღამოს თამარმა შემოაკითხა და წინ დაუჯდა
-არ ვივახშმოდ?
-ახლავე, ცოტაც დამრჩა და წავიდეთ, რომელ რესტორანში გინდა?
-აი სამი დღის წინ რომ ვიყავით, ძალიან გემრიელი სტეიკი ქონდათ.
-როგორც შენ გინდა_ მაშინვე გაუღიმა თორნიკემ და იმ დღეს გადასახედ ბოლო ფურცლებს ჩახედა.
ისევ ერთად გავიდნენ კომპანიიდან, ისევ ხელკავით, ისევ თავაზიანი ღიმილი, არც მანქანის კარის გამოღება დავიწყებია თორნიკეს და მალევე მიუჯდა საჭეს.
რესტორანი ახლოს იყო, ამიტომ მალევე მივიდნენ, მაგიდას მიუსხდნენ და შეკვეთაც მალევე მისცეს.
-რას დალევთ?_თავაზიანად კითხა ოფიციანტმა.
-გმადლობთ, სამუშაო დღეებში არ ვსვამთ_თამარმა გასცა პასუხი და დახურული მენიუ მიაწოდა თავზე დამდგარ კაცს. მათი მაგიდიდან მხოლოდ დანა-ჩანგლის ხმა ისმოდა, ზოგჯერ იტყოდნენ რამდენიმე წინადადებას და ისევ თეფშს დაუბრუნდებოდნენ. დესერტსაც დააყოლებდნენ და ღიმილით კითხავდა თამარი: -წავედით?

მალევე მიიყვანა თამარი სახლში და მისი მშობლებიც მოინახულა, ისე მოწონდათ სასიძო რითი ესიამოვნებინათ იმაზე ფიქრობდნენ, ამაყობდნენ თამარით ასეთ ბიჭს რომ გამოკრა ხელი.
თავაზიანი ღიმილით უთხრა უარი ჩაიზე და სახლისკენ წავიდა, გზაში იყო მისი ტელეფონი რომ ამღერდა, გაუკვირდა ეკრანზე რატის ნომერი რომ დაეწერა, როდის იყო ბიჭი ურეკავდა?
-რა ხდება რატი? ხომ კარგად ხარ?
-დაწყნარდი კარგად ვარ.
-აბა საიდან გაგახსენდი.
-საიდან და... ფუ ამის....
-ნუ იგინები რატი._მანქანა გადააყენა ბიჭმა, საჭესთან ხო არ ილაპარაკებდა.
-მეორე განყოფილებაში ვარ_ლამის ჩურჩულით ამოილაპარაკა რატიმ.
-მოვდივარ_მაშინვე მოაბრუნა მანქანა და ქალაქისკენ წავიდა. საფიჩხიის ასახვევთან მდებარეობდა მეორე განყოფილება და საშინელი მანქანის დასაყენებელი ქონდათ. ათ წუთში ადგილზე იყო და შიგნით შერბოდა.
-რატი გორგოძეს მოვაკითხე_შესასვლელში მჯდარ ფორმიანს მიადგა თორნიკე.
-ამ დერეფნის ბოლოს დაჩი თაბაგარი იკითხეთ.
-მადლობა_მაინც არ დავიწყებია ზრდილობა ბიჭს და მითითებული ოთახისკენ წავიდა.
-საღამო მშვიდობის, დაჩი თაბაგარს ვეძებ_ოთახში შეკრებილ კაცებს გადახედა თორნიკემ.
-დიახ, გისმენთ_ხელი ჩამორთვა 35 წლამდე საკმაოდ წარმოსადეგმა კაცმა.
-რატო გორგოძეს მოვაკითხე, მითხრეს თქვენთან უნდა გამერკვია.
-გასაგებია, უკანონო რბოლებში მონაწილეობისთვისაა დაკავებული, ის და მისი 3 მეგობარი, სანამ ორგანიზატორს არ დამისახელებენ არ გამოვუშვებ, ამათი არ ვიცის არ მჯერა.
-უკაცრავად, მაგრამ არ გაქვთ უფლება ასე აყურყუტოთ აქ, თუ სწორად ვიცი რბოლებში მონაწილეობა მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლება თუ მაინდამაინც ჩვენს ადვოკატს დავურეკო?_ხმა გაუმკაცრდა თორნიკეს.
-ვიცი რომ უფლება არ მაქვს_მხრები აიჩეჩა კაცმა და დაღლილი სახით გადმოხედა ბიჭს.
-აბა...
-მინდოდა ცოტა შემეშინებინა, ვიცი, რომ ორგანიზატორს ყველა მათგანი იცნობს, ამაში დარწმუნებული ვარ, კარგა ხანია უკან დავდევთ, მაგრამ ვინც არუნდა დავიჭიროთ სახელს ან გვარს, ზედმეტსახელსაც კი არავინ ამბობს, ან ძალიან ეშინიათ მისი, ან ისეთ პატივს სცემენ, რომ მისთვის თავს წირავენ.
-სად შემიძლია ჯარიმის გადახდა ძმა რომ გავიყვანო?_ყურადღება არ მიაქცია გამომძიებელს თორნიკემ, მან კი ღიმილით დაუქნია თავი და ხელით ანიშნა გამომყევიო.

განყოფილებაში ორი წინასწარი დაკავების იზოლატორი იყო ერთმანეთის გვერდით, ერთ-ერთი სავსე იყო ახალგაზრდებით, რომლებიც ერთმანეთში არხეინად საუბრობდნენ და იცინოდნენ. გაკვირვებით გადახედა თორნიკემ და რატის ძებნა დაიწყო, აი ისიც, ბიჭებთან იჯდა და გაცხარებით ყვებოდა რაღაცას, რასაც ხარხარიც მოყვა.
-რატი გორგოძე_ხმამაღლა დაიძახა დაჩიმ და ბიჭმაც ამოიხედა, წარბები შეეჭმუხნა თორნიკეს გაცეცხლებული სახის დანახვაზე და მოსალოდნელი ლექციის გამო ერთი კარგადაც ამოიხვნეშა.
-განოც მიგვყავს_გამომძიებელს გადახედა საკნიდან გამოსულმა და მანაც თავი დაუქნია.
-ქალბატონო, ვიცი რომ გაიგონე და აღარ გინდა თავ-პატიჟის გამოდება _სიცილით ამოაძვრინა დაჩიმ საქაღალდიდან მეორე ფურცელიც და გისოსებთან მოახლოებულ გოგოს გადახედა -რამდენი მეგობარი გყავს კი მაგრამ?
-უთვლელი უფროსო_რატის გაუღიმა გოგომ და გაოცებულ თორნიკეს გადახედა -ოჰ, ბიძიამ მოგვაკითხა?
-შენ.. შენ...._ვეღარ დააბოლოვა ბიჭმა
-ხო ვიცი, ასეთი დამაბნეველი სილამაზე მაქვს_გრძელი თმა სიცილით გადაიყარა გოგომ უკან და დარჩენილ ბიჭებს ხელი დაუქნია.
-სამი მიზეზი მითხარი რატომ უნდა გაგიყვანო აქედან?_მისსავეთ აუფრიალა თორნიკემ გოგოს წინ ლამაზი გრძელი თითები და კმაყოფილს ჩაეღიმა გოგოს დაბნეულ სახეზე.
-რატის მეგობარი ვარ_წამით დაიბნა განო.
-რატის ხარ ჩემი კიარა_მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
-საცოდაობაა ასეთი სილამაზე საკანში იმალებოდეს_ხელი ააყოლა საკუთარ სხეულს გოგომ და მოცინარ თორნიკეს გახედა
-ბევრად ლამაზებიც არსებობენ_წარბები აუთამაშა ბიჭმაც.
-ჯანდაბას შენი თავი, გნებდები, არ გაქვს მიზეზი_ამოოხვრით ჩაიქნია ხელი განომ.
-ჰე, გამოდით ახლა, თუ გინდათ დარჩით, თქვენნაირების გადამკიდე ორი დღეა ცოლ-შვილი არ მინახავს_ბუზღუნით მიუძღოდათ გამომძიებელი.
-შვებულება უნდა აიღოთ უფროსო_ხელი კარგი ნაცნობივით დაკრა კაცს ბეჭზე და თორნიკეს კიდევ უფრო გაუფართოვდა თვალები.
-ყოველ ნახვაზე მაგას მეუბნები.
-აჰა, უკვე სამი გამოდის, ბიჭი გეყოლება_წინ გადაუსწრო განომ კაცს და უკან გამოხედა, უკუსვლით გააგრძელა მოძრაობა და კაცს თვალი ჩაუკრა.
-მადლობთ, მყავს უკვე_სიცილი აუტყდა დაჩის.
-მაშინ გოგო_არ ნებდებოდა განოც.
-გოგოც მყავს_უფრო ახარხარდა გამომძიებელი
-ტყუპები_გაბრაზებით შესძახა გოგომ.
-გინდა ცოლმა სახლიდან გამომაგდოს? თქვენი გადამკიდე იმ ორსაც მარტო ზრდის, მომწყდი თავიდან და დიდი იმედი მაქვს აღარასოდეს გნახავ_მკაცრად და გამაფრთხილებლად გაისმა დაჩის ხმა.
უკვე გასასვლელთან იყო თორნიკე მისული გოგოს რომ გამოხედა და გულში ეჭვმა გაკრა, განო გამომძიებელთან ახლოს იდგა, რომელიც გამწარებით უმტკიცებდა რაღაცას, ეს გალეული გოგო კი ჯიუტად აქნევდა თავს და თითების ბზიკვასაც არ ერიდებოდა. წამით დაინტერესდა ბიჭი რა ხდებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც მხრების ჩეჩვით გავიდა გარეთ, მისი საფიქრალი არ იყო რა საქმე ექნებოდა ერთხელ ნანახ გოგოს ვიღაც გამომძიებელთან.



№1 სტუმარი manana

როგორ გამიხარდა მეორე თავი რომ დავინახე, ძალიან კარგია ....

 


№2 სტუმარი სტუმარი Keti

Ar myofniiis dzalian patara tavebia

 


№3  offline მოდერი naattii

manana
როგორ გამიხარდა მეორე თავი რომ დავინახე, ძალიან კარგია ....

მადლობაა ❤️

სტუმარი Keti
Ar myofniiis dzalian patara tavebia

მიხარია რომ მოგწონთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ავხსნი, ყოველ დღე ვდებ ვორდის 5-6 გვერდი გამომდის და მეტს ვერ ვახერხებ. პატარა მყავს და როცა ძინავს მაშინ ვასწრებ ვწერო

 


№4  offline წევრი დარინა

აი პატიოსანი თორნიკე როგორ უნდა გამიფუჭოს ამ გალეულმა გოგომ, მაგრამ ისე მომეწონა ამათი წყვილი გადავირიეეე, რატიც მომწონს კი უთხრა სიმართლე და ზედმეტად პატიოსანია ეს ჩვენი ბიჭიიი, აი თამარის მიმართ რას გრნობს ვერ გავიგეეე, თამარი უკვე ამოვიგდე თვალიდან ავითვალისწუნეეე, აუ დაჩის გამოჩენა როგორ გამიხარდააა მიყვარს და რა ვქნააა ჩემი პირველი სიყვარულია და ვერ ვივიწყეებ.

 


№5  offline წევრი ნორმი

შენ,რომ საუკეთსო ხარ ეს ყველამ იცის.ჯობია ყოველდღე დადო და იმხელა რამხელასაც შეძლებ,ვიდრე დღეებით გელოდოთ,მე ასე ვფიქრობ....დიდი იმედი მაქვს თორნიკე და განო ერთმანეთშ შეცვლიან.
--------------------
მორფეოსი

 


№6  offline მოდერი naattii

დარინა
აი პატიოსანი თორნიკე როგორ უნდა გამიფუჭოს ამ გალეულმა გოგომ, მაგრამ ისე მომეწონა ამათი წყვილი გადავირიეეე, რატიც მომწონს კი უთხრა სიმართლე და ზედმეტად პატიოსანია ეს ჩვენი ბიჭიიი, აი თამარის მიმართ რას გრნობს ვერ გავიგეეე, თამარი უკვე ამოვიგდე თვალიდან ავითვალისწუნეეე, აუ დაჩის გამოჩენა როგორ გამიხარდააა მიყვარს და რა ვქნააა ჩემი პირველი სიყვარულია და ვერ ვივიწყეებ.

გაფუჭება არა, უფრო ცხოვრებას ასწავლის... ❤️

Farvana
შენ,რომ საუკეთსო ხარ ეს ყველამ იცის.ჯობია ყოველდღე დადო და იმხელა რამხელასაც შეძლებ,ვიდრე დღეებით გელოდოთ,მე ასე ვფიქრობ....დიდი იმედი მაქვს თორნიკე და განო ერთმანეთშ შეცვლიან.

დიდი მადლობა, მეც ასე ვამჯობინებ ❤️

 


№7  offline წევრი ბიბი

ეს ის დაჩი თაბაგარია ვინც მე მგონია ?! heart_eyes
მომწონს, წინა ისტორიებთან შედარებით კარგი წასაკითხია, არაა გამოტოვებული ასოები.
რატიც და თორნიკეც ძალიან მომწონს, მიუხედავად განსხვავებულობისა ეტყობათ რომ ძალიან უყვართ ერთმანეთი და თორნიკეც ძალიან მზრუნველი ტიპია.
განო კი მგონი ძალიან დაახლოვებს ამ ორ ძმას heart_eyes
წარმატებები

 


№8  offline მოდერი naattii

ბიბი
ეს ის დაჩი თაბაგარია ვინც მე მგონია ?! heart_eyes
მომწონს, წინა ისტორიებთან შედარებით კარგი წასაკითხია, არაა გამოტოვებული ასოები.
რატიც და თორნიკეც ძალიან მომწონს, მიუხედავად განსხვავებულობისა ეტყობათ რომ ძალიან უყვართ ერთმანეთი და თორნიკეც ძალიან მზრუნველი ტიპია.
განო კი მგონი ძალიან დაახლოვებს ამ ორ ძმას heart_eyes
წარმატებები

ეგ დაჩი თაბაგარი წინა ისტორიაშიც ბრძანდებოდა :D მიხარია შენი დაბრუნება ❤️

 


№9 სტუმარი ლიკ ლიკ

ეხლა ყველა გამოჩნდება, ლულიაც დემნაც ნათია გოგიც?? აუ ეგრე არ გინდა რააა, ეს ცოტა სხვანაირი იყოს

 


№10  offline აქტიური მკითხველი terooo

ეს განო იქნება ცხოვრებას რომ აუტრიალებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent