შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიქტიური ქორწინება თავი 11


19-09-2018, 22:41
ავტორი ana_aneta
ნანახია 4 595

დილით სუსხმა გამაღვიძა. ტანზე საბანი მთლად გადამხდოდა და მთელი სხეული სიცვისგან წარმოქმნილ ხორკლებს დაეფარათ. ფრთხილად წამოვიწიე. საწოლიდან წამოვდექი და ქარის გაღებული ფანჯარა უხმაუროდ მივკეტე. ძირს დაყრილ ტანსაცმელებში ჩემი ჩანთა მოვძებნე და ტელეფონი ამოვაძრე. ჯერ მხოლოდ შვიდი საათი იყო. აბაზანაში შევედი, შხაპი მივიღე და უკან ოთახში დავბრუნდი. საწოლში ჩუმად შევძვერი და ქმარს გადავხედე. ისე ტკვბილად ეძინა. ისეთი საყვარელი იყო. ოდნავ დავიწიე და რამდენჯერმე ნაზად ვაკოცე. არ მინდოდა გამეღვიძებინა. მაგრამ არ გამომივიდა. ოდნავ გაახილა თვალები.
-სად იყავი?? ნამძინარევი ხმით მკითხა. აუუ ჩამოძვერი რა ფისო. მის ნებას დავყევი და საბნის ქვეშ შევძვერი. აბელს სხეულზე მივეკარი, მან კი თავი ჩემს თმაში ჩარგო და ძილი გააგრძელა. მეც მიმეძინა მასთან ერთად. მაგრამ ვინ მაცალა. ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. მისი ხელიდან ფრთხილად გამოვძვერი და ტელეფონი ავიღე. ოთახიდან გავედი, ნომერზე არც დამიხედავს ალბათ დედაჩემი იყო. - ლიკააა. გამიკვირდა. მისი ნიმრის დანახვა.
- რა ხდება ლიკუ?
-აუ ან სახლში მარტო ხარ რომ მოვიდეთ ? ნამტირალევი ხმით მკითხა გოგომ.
-რა ხდება?მშვიდობაა???
-გიგიმ.... მარტო ეს თქვა და სლუკუნი დაიწყო.
- კარგი დამშვიდდი. ეხლა დედაჩემთან მივდივარ და მოგწერ რომ წავა და იქ ამოდით.
- აბელი??
- აბელი ცოტა გვიან მოვა.
-აუუუ. არ მინდოდა რო ჩვენთვის მოესმინა.
-რა გინდა ხო არ ჩამოგვიჯდება შენ კიდე.
-კაი, კაი. მომწერე და მოვალთ და იქ მოგიყვები. ღმერთო ამას რაღაა უნდა. ახლა ნინო მირეკავდა.
- არ მითხრა რომ შენც ნიკამ გაგაბრაზა თორემ გადავირევი.
-არა გოგო. აბა შენ ქმარს კითხე თუ იცის რამე.
- წესით იცის. მარა იქნებ მითხრა საერთოდ რა ხდება?
-ლიკამ სხვა გოგოსთან ერთად დაინახა, ბარში და საერთოდ დიდი ხანია უცნაურად იქცევაო. კაი კაი, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. ყურმილი დამიკიდა. მეც ტელეფონი იქვე მივაგდე და გარდერობის ოთახში გავედი. გარეთ ისევ წვიმდა. ამიტომ შედარებით თბილი ტანსაცმელი მოვნახე და უკან დავბრუნდი.
-რა ხდება ?? სადმე მიდიხარ??
-ჰო ბავშვი უნდა დავიტოვო.
-ეგ სულ დამავიწყდა. არადა მეთქი ცოტა ხანს კიდე შემომიწვებათქო. ვინ გირეკავდა.
-ლიკა.
- მეტყვი რა ხდება? თუ დაქალების საიდუმლოა.
- საიდუმლო არაა. შენმა ვირმა ძმაკაცმა ლიკას უღალატა.
- ვერ ვიჯერებ . გადაიკისკისა და ბალიშებში ჩარგო თავი.
-ვერ იჯერებ ჰო?? საწოში შევძვერი და მთელი სხეული დავუჩმიტე. ის კი ხან სიცილისგან ხან კი ტკივილისგან იმანჭებოდა. წამის მეასედში ამოტრიალდა და მისი სხეულის ქვეშ მომაქცია.
-აბელ ხო იცო ვერ ვიტან.. მაგრამ ვის ესმოდა იმდენი ხანი მიღუტუნა და მაწვალა სულს ძლივს ვითქვამდით.
-ჩემი კნუტი. მკლავებში მომიქცია და სახე დამიკოცნა. მე გავიტრუნე. -არ წახვიდე რა არსად.
-რა ვქნა აბა ? ბაია ვის დავუტოვო?? შენ მოხვალ ხო.
-მოვალ აბა რას ვიზამ. უბრალოდ ჯერ სასტუმროში უნდა მივიდე იმ სირმა რაღაცეები აურია და უნდა გავასწორო. იმედია სერიოზული არაფერია თორემ ჩემი ხელით გავგუდავ.
ვის??
-ძამიკოს.
-არ იჩხუბო რა, მშვიდად მოაგვარე.
-მაგასთან მშვიდად არაფრის მოგვარება არ გამოდის. გიგაზე რას ამბობდი წეღან??
-გიგას და ლიკას მემგონი ვერ აქვთ საქმე კარგად. და შენ დავიჯერო არაფერი იცი.
-რა ტექნიკურად შემომაპარე. გაეცინა მას. -მე არაფერი არ ვიცი, მაგრამ რომც ვიცოდე, მგონია რომ თავისი საქმე თვითონ უნდა მოაგვარონ. შარვალი ამოიცვა და გარდერობის ოთახში შევიდა. იქოდან კი უკვე მომზადებული გამოვიდა მე კი ჯერაც არ ჩამეცვა ბოლომდე.–ან. გუშინდელის მერე თავს ცუდად ხომ არ გრძნობ.
-არაა. პირიქით. მოშიშვლებულ მხარზე მაკოცა. მე უნდა წავიდე, ცოტა გვიან მოვალ. აუუ ძაან ხო არ გაგიჭირდება მარტო დატოვება?წამო გაგიყვან ცოტას. ის კიბეზე დაეშვა. მე ფეხზე ამოვიცვი და უკან ავედევნე.ცოტა ხანს ჩუმად ვიჯექით. მანქანა მეტროსთან გამიჩერა. რამდენჯერმე ნაზად ვაკოცე და გადმოსვლა დავაპირე მაგრამ არ გამომიშვა..
-აბელ..
-ან, ისეთი ტკბილი ხარ ვერ გელევი. კიდევ რამდენჯერმე ვაკოცე და მანქანიდან გადმოვხტი.
თერთმერზე უკვე სახლში ვიყავი.დედაჩემი კართან დამხვდა.
-დედა მოხვედი? ჩურჩულით მკითხა ქალმა. მე უარყოფის ნიშნად თავი გავუქნიე. - ეხლა მისმინე. საჭმელი გამზადებულია. ხილფაფაც. უველაფერი დაგიწერე და მაცივარზე მივაკარი. რა როდის დაჭირდება. არაფერზე არ გაგაწვალებს პრენზიული არაა. შენ გგავს .
- რაღა უჭირს. თავზე დააჯდება ყველა.
- იმედია სიმწარეშიც არ დაგემსგავსება.
- შენ როდის მოხვალ.
-ასე ათზე უკვე ალბათ სახლში ვიქნები.
- კაი. და პამპერსები...
-ახლა ზაფხულია დედიკო და იმ სველი სალფეთქებით არ გამოწმინდო. არ დაგეზაროს და ჩაბანე. პუდრი მოაყარე მერე და ისე ჩააცვი პამპერსი. ამაზე დავიჯღანე. - რას იჯღანები. შენც მოგიწევა.
-ჯერ ადრეა. წადი წადი არ დაგაგვიანდეს.
- ფაფა შეამოწმე სანამ მისცემ .
- დედა მაგდენი ვიცი.
- და ძალიან არ დაარწიო ... თორემ ამოიღებს ყველაფერს.
-დედა გეყოს. როგორც იქნა ნახევარსაათიანი ლექციის მერე სახლიდან გავუშვი. ბავშვია ოთახისკენ წავედი. ისე საყვარლად ეძინა. მინდოდა კოცნით დამეხრჩო. რაცია გვერდით დავუდე და ფეხაკრეფით გამოვიპარე უკან. გოგოებს დავურეკე და მაცივარზე მოკრული სიის კითხვას შევუდექი. წაკითხვამაც კი დამღალა. მერე მაცივარზე გადავედი და შევათვალერე საჭიროპროდუქტები თუ გვქონდა. ნამცვრებს და ყავას გადმოვიტან მაღაზიიდან. დედაჩემს კოტლეტები, ქათამი და პიურე დაეტოვებინა. ნეტავ ამდენი რამ ვის გაუკეთა ალბათ ჩემ ქმარს. ამასობაში ბავშვის ჭუჭყუნიც შემომესმა.
- ჩემ მოცუცქნულს გაუღვიძიაოო, ჩემი ტკბილო, ბუნჩულა. ბავშვები დიდად არასოდეს მიყვარდა, მაგრამ ამან გამაგიჟა.
- ეხლა მე და შენ ვჭამოთ და მერე გარეთ წავიდეთ,ხო ჩემი ტკბილო. ფაფა უპრობლემოდ ვაჭამე. მისი მოცუცქნული ქურთუკი ჩავაცვი და მაღაზიისკენ ავიღეთ გეზი. ნაცნობი გამყიდველი დამხვდა. ისე გაუხარდა ჩემი დანახვა. ლამის დახლიდან გადმოხტა. მე და ჩემმა პატარამ ნამცხვრები ავიღეთ და ნელა გამოვყევით უკან ქუჩას.
- სად ხარ გოგო?
- რა გაკივლებს? აქვე ვიყავი მაღაზიაში.
- ნინამ პარკები ჩამომართვა და სახლისკენ წავიდა. მომტირალი ლიკაც უკან მოყვა. მხოლოდ გი ს ამბობდა და ტირილს იწყებდა.
- ეს ესე აპირებს რამის მოყოლას??
- არ ვიცი მთელი გზაა ასეა. შენმა ქმარმა არაფერი გითხრა?
-მითხრა რო გიგი ძალიან რთულია და მაგის საქმეში არასოდეს ვერევითო.
-მაგარი გამოსავალია.
- და რა გიკვირს? ჩვენ ვერევით მარიამთან ?? არაცერთს არ მოგვწონს მაგისი საქმრო მაგრამ რა მერე....

- წინა კვირას ჩემმა ბიძაშვილმა მომწერა და სურათიც ჩამიგდო ვიღაცა გოგოსთან ერთად რომ იყო. ნუ არ მიმიქცვია დიდად ყურადღება. მერე მითხრა თუ არაფერს ვაპირებთ მე ესე არ შემიძლია და დავიშალოთო . მე ვუთხარი მინდა რომ გიყვარდთქო და დამცინა. ასე მითხრა ეგეთი რამები ჩემთვის არ არისო. არ მჭირდება ქალი რომელიც ჩემ სახლში ჭურჭლის დარეცხვაზე და ბლინების გამოცხობაზე ოცნებობსო მე თავისუფლებისთვის ვარ შექმნილიო. ამაზე მე და ნინას სიცილი წაგვსკდა.
- რა გაცინებთ დამპლებო?
- და ამაზე ტირი ერთი კვირაა?
- არა.
- აბა??
- შეეძლო აქამდე არ მიეყვანა ყველაფერი, თავიდანვე უნდა გაერკვია ყველაფერი. მაშინ რას დამდევდა კუდში და რას მესიყვარულებოდა.
- კარგი დამშვიდდი. აწი ვეღარაფერს შეცვლი. თან მაგ იდიოტზე როგორ დარდობ.უკეთესს შეხვდები.ახალგაზრდები ვართ ჯერ.
- შენ რა გენაღვლება კი გათხოვდი. მეც მინდა ოჯახი....ისევ სლუკუნი გააგრძელა. არც შენ და არც მარიამს არ გინდოდათ ქმრები მაგრამ ჰა.....
- აუუუ ასი წლის ჩაბერებული შურიანი ლამზირასავით ლაპარაკობ. გაგეშალა ცოტა ფეხები შენ კიდე, ვისღა უნახავ აწი. ნინას სიცილი წასკდა მე თვალები დავუბრიალე.- ან ისე ეგ კუკუნა რა გატრუნული გვისმენს.
- ჰო გოგო ძალიან ჭკვიანა. ეხლა ხილფაფას ვაჭმევ და გავუშვებ ნანაში.
- რა ვის ვუნახავ? ლიკამ გვიან მოტვინა. ამან რო ქმარს ჩააბარა.
- გეყოფა ყველამ ვიცოდით რო ის ტიპი არ იყო ამისთვის მარა არ შეუშვი თავში. ამის თქმაზე ბავშვმა დაიკივლა.
- ხედავ ესეც კი მიხვდა. სამივეს სიცილი აგვიტყდა. საათს დავხედე ორი ხედებოდა. მისი ჭამის დროც მოვიდა. თავის სკამში ჩავსვი და პატარა ლუკმებს ვაწოდებდი. არ მოსწონდა და უკან იღებდა . დიდი წვალების შენდეგ ნახევარი შეჭამა და კოვზიც მესროლა. ჭუჭყუნებდა. მუცელი დავუმადსჟე წრიულად. ესიამოვნა. ისე გულზე მივიწვინე და მის დაძინებას შევუდექი.
- ნახე რა საყვარლები არიან . მეც მინდოდა ასეთი მყოლიდა და ბევრს მივფერებოდი.
- ჰო მაგრამ ის ანის შვილი არაა. იმედია გახსოვს.
- მაგას რა აზრი აქ. ხომ ეყოლებათ.
- პირი დაიბანე რას დაემსგავსე გოგო. ჩურჩულით ვუსაყვედურე მე და სააბაზანოში გავუშვი.
- ისე თუ დააკვირდი ამან სულ გარეკა.
- ჰორმონები აწუხებს და ვერ ხვდება.
- ისე არავის იკარებს და ასე თუ გააგრძელა ვერც გათხოვდება. თითქოს დაუმორჩილებელი გახდა. ლიზა ჩემ ხელშიბდაძინებას არ იყო მიჩვეული ამიტომ ცოტა გაჭირველდა. მეც უფრო მეტი მონდომებით ვარწევდი.
- პრივეტ გოგოებო. აბელის ხავერდოვანი ხმა შემომესმა. თავზე ნაზად მაკოცა. -რატო ჭუჭყუნებს.
- - რაღაც ვერ დავაძინე.
- კაი მომიყვანე. თავის უზარმაზარ მკლავებში მოიქცია და კარისკენ წავიდა. -ცოტას გავასეირნებ ეზოში. -საჭმელი ან რამე ხო არ უნდა. ან პამპერსის გამოცვლა.
- რა მონდომებული ხარ. გამეცინა მე. - პამპერსი წეღან გამოვუცვალე, იმედია ჯერ არაფერს იზავს. მთავარი დააძინო. გულზე მიიწვინა.
- ხო კკარგად გიჭირავს??
- ნუ ნერვიულობ ბავშვი პირველად კი არ მიჭირავს ხელში. აბაზანიდან გამოსული ლიკა კიდევ უფრო გაიბუსხა აბელის დანახვაზე.
- მე რამე დავუშავე.
- არამგონია. ნინას გაეცინა.
- ვინმე სხვა უნდა ვუშოვოთ, რომ სასწრაფოდ შეიყვაროს და დარდები გაიქარვოს. ღმერთო რა მხატვრული ვიყავი. ნინას თავის თავზე გაეცინა.
მან კიბეები ნელა ჩაიარა. ეზოში მიმოდიოდა და ბავშვს ნაზად არწევდა ხელში თან რაღაცეებს ელაპარაკებოდა. ისეთი საყვარელი იყო. მთელი ყურადღება მისკენ მქონდა სანამ ნინამ არ დამიძახა.
-ჩვენ წავალთ რა. თანმე ნიკოს ვხვდები.
-ჩემი თანდასწრებით ეგეთებზე არ ილაპარაკოთ. ისედაც დათრგუნული ვარ.
-კარგი რა დამშვიდდი, ამდენი დარდი რა უბესურებაა. უკეთესს შეხვდები. ან საერთოდ რამ გადაგრია იმ გიგაზე ისეთი უნიათოა. გოგოები გავაცილე. მე და აბელმა კარამდე მივაცილეთ და უკან დავბრუნდით.
-როგორი საყვარელია გადავირიე. ისე უყურებდა.. გვერდით ჩამოვუჯექი,მხარზე ხელი მოვხვიე და სახე დავუკოცნე.
-საწოლში არ ჩავაწვინოთ?
-არა მეყოლება ასე. ცხვირი ცხვირზე ნაზად დაუსვა.
-საქმეები მოაგვარე??
-ჰო, მაგრამ არამგონია ერთჯერადი იყოს. კაბინეტში ისეთი ამბავი დამხვდა. ვიღაც ქუჩის ქალი ყავდა, ლამის გული ამერია, როგორ შეიძლება ასე ყველასთან წვებოდე, თან ისევ იყნოვს მგონი.
-რა??
-ჰოოო. ადრეც იყნოსავდა, მერე იძახდა შევეშვიო, მაგრამ... როგორ ვუთხრა ეხლა მამაჩემს? მეცოდება, ინერვიულებს. თავი დივანის საზურგეს მიაყრდნო. –
- ლუკას რომ დაელაპარაკო.
- ვინმეს უნდა დაველაპარაკო, მაგრამ, ეს ისეთი რამეა ჩუმად ვერ მოგვარდება. ხანდახან მეცოდება...მინდა დავეხმარო, ძმობა გავუწიო, მაგრამ ისე იქცევა ჭკუიდამ გადავყავარ. ვერც დაელაპარაკები, ყველაფერზე ყვირის. ამხელა კაცს ხო არ ვცემ?? მე გამეცინა. შენ სამსახურში როდის გადიხარ??
-მოგწყინდი უკვე??? გამეცინა მე.
-ოოო ანა ნეტა არ სულელობდე. შუბლზე მაკოცა და ისევ ბავშვს გადახედა. -ცოტათი გგავს ხო იცი. შენც ასე მშვიდად და უდარდელად გძინავს ხოლმე. რომ მოგიტაცონ ვერ გაიგებ.
-ეგრე გეგონოს.
-ჰო არაა. იმდენჯერ მეძინა შენს გვერდით და შენ არცერთხელ არ გაგიგია.
-შენ რანაირი კაცი ხარ საერთოდ. მკლავზე ვუჩმიტე. ტკივილისგან დაიკვნესა. -გარყვნილო.
-თან სულ ნახევრად შიშველს რომ გეძინა რას ფიქრობდი.
-ფუ რა საზიზღარი ხარ მე კიდე მეგონა როგორ პატიოსანი ქმარი მყავსთქო. ჩუმად გადაიკისკისა.
-აიბზუე ეხლა პატარა ფისოსავით ცხვირი. ბავშვმა დაიჭუჭყუნა და მასზე გადავიტანეთ ყურადღება. ჯერ არ უნდა გაეღვიძა წესით. აბელმა ნაზად დაარწია და ძილი შეაბრუნებინა. საღამოს ფაფა გავუმზადე, ვაჭამე, ცოტა ვეთამაშე და გულზე მივიწვინე დასაძინებლად. როგორც ჩანს მეც მასთან ერთად მიმეძინა. რომ გავიღვიძე უკვე სახლში ვიყავი და ჩემ საწოლში ვიწექი. გვერდი ვიცვალე, აბელი საწოლის საზურგეს მიყრდნობოდა და წიგნს კითხულობდა.
-ტანსაცმლიანს რატომ მძინავს.
-ვერ გაგხადე. ასე მინდა იძახდი. საწოლში წამოვჯექი და გამოფხიზლება ვცადე.
-ბავშვი დავაწვინე, დედაშენს ჩავაბარე. მე ტანსაცმლის გახდა დავიწყე. აბელმა წიგნი გადადო და დამაკვიირდა. -მისმინე. მოდი დანარჩენს მე გაგხდი. უბრალოდ დაგეხმარები. კისერში ნაზად მაკოცა. -ეს მემგონი არ დაგვჭირდბა. მაისური გამხადა. არც ეს. უკვე სრულიად შიშველი ვიყავი და მისი სხეულის ქვეშ ვიკლაკნებოდი. ნაზად დაასრიალებდა ტუჩებს და ენას , ჩემ სხეულზე. ნელა მოძრაობდა, სიამოვნებისგან მთელი სხეული მიკანკალებდა. რამოდენიმე საათის შემდეგ ორივე ქანცგაწყვეტილები ვიწექით..


სამსახურშიისულს ანდრო ისევ კარში დამხვდა.
-როგორც იქნა გამობრძანდით შვებულებიდან სამივე. იმდენი საქმეა დაგროვილი. ისიც კი აღარ ვიცი ვის რა დავავალო.
-ჯერ მოგეკითხე მაინც და მერე დაგეწყო წიოკი.
-რა მოკითხვა გინდა გოგო გიყურებ გადასარევად გამოიყურები. აი მე კი შეშლის პირას რო ვარ ეგ კი ვიცი.
-და რა მოხდა ამისთანა.
-ახალი კლიენტი გვყავს. თურქია ის კაცი. უფრო სწორად ლაზი. ნახევრად ქართველია რა. სასტუმროს აშენება უნდა. ბოდრუმში
-მერე აქ რომ ჩამოეხეტა თურქეთში ვერავინ ნახა?
-რას იძახი გოგო, იცი რამდენს გვიხდიან. მაგრამ ეგ ცოტა გვიან იქნება.
-აბა ეხლა რაა მეუბნები. მაშინებ??
-არ გაშინებ გაფრთხილებ. შეიძლება იქ მოგიწიოთ ხოლმე წასვლა. იმედია ქმარი გამოგიშვებს.
-არ ვიცი.
-რას ქვია არ იცი. მაშინ არ ვიცი რა გავაკეთო??? ეს მინდოდა ეხლა.
-მანამდე დროა კიდე და ნუ გადაირევი წინასწარ. ის მითხარი ეხლა რას ვაკეთებთ.
-რას და სახლს კახეთში.
-კარგია.
-ის ქალი ცოტა პრეტენზიულია და ეცადეთ ყველაფერი ისე გააკეთოთ როგორც გეტყვით.
-არ მოვსულვარ და უკვე ცუდად გამხადე. კაბინეტის კარი გამივაღე წინ ის გავუშვი მე კი სამზარეულიოში გავედი ყავისთვის
-და კიდევ შენი ქმარი არ გიშლის ასეთი კაბით სიარულს??
-ანდრო ცოტა მოდუნდი უკვე. თორემ სული ამომძვრა. კაცმა უკან დაიხია და ოთახი დატოვა.
-ან როდის მოხვედი.
-ახლახანს. ის კიდევ შემოსასვლელიდან მომყვება და ტვინს მიხვრიტავს.
ნინა:არ თქვა უკვე ცუდად გამხადა.
ანა: კახეთში უნდა წავიდეთ ალბათ ახლო მომავალში.
ლიკა:და ამ შაბათს რომ წავიდეთ??
ანა:არა რა მანამდე წავიდეთ ან მერე. მე და აბელი მისი ბიძაშვილის ქორწილში მივდივართ.
ნინა: ის თხა გოგოც იქ იქნება??
ანა: ეჭვი გეპარება??
ნინა: აუუ ისე გაიპრანჭე ყველა რომ დაყარო.
ლიკა: მე იცი რა მიკვირს? შენ ხო ფაქტოვრივად მაგისთვის არაფერი ხარ, რა უნდა შენგან?? ან აბელისგან??
ანა: არ ვიცი ლიკუ, ამ გოგოს მოსწონს,მაგრამ არა ისე რო გიჟდებოდეს, ნანა უფროა დაინტერესებული, ალბათ ბიზნესის გამო.
ნინა: ეგ როგორ??
ანა: ზუსტად არც მე ვიცი მაგრამ იმათ,ნიას მამას და ძმას, ჩემ მამათილთან პარტნიორობის გაფორმება უნდათ. ნანა ნიას დედის ბავშვობის დაქალია. ხომ ხვდები ეხლა ,როგორც თუ ესენი დაქორწინდებოდნენ გიორგი უარს ვერ ეტყოდა.
-ისე შენი მამთილი ძალიან სიმპატიური კაცია.
-ჰო. ნინა კიდევ აპირებდა რაღაცის კითხვას, მაგრამ ანდრომ არ დააცალა.
-მთელ კომპანიაში გამოვაცხადე თქვენზე ძებნა ესენი კიდევ აქ დასკუპებულან და ჭორაობენ. წამოდით მალე. ან დალიეთ მალე და თათბირი დავიწყოთ. კაცმა ამოიხვნეშა და ოთახი დატოვა.
-არ შეუძლია რმ ცოტა მშვიდად და ფორიაქის გარეშე ისაუბროა. დაიჯღანა ნინა.
-ისეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე თითქოს კომპანია თავზე გვექცევა. სამზაეეულო და ვტოვეჸ და საკომფერენციო ოთახისკენ წავედით.
ამჯერად მხოლოდ ჩვენი პროექტი უნდა განგვეხილა. მალე დამკვეთიც შემოგვიერთდა და დეტალურად განვიხილეთ ყველაფერი. ისეთი ნამდვილად არ ჩანდა როგორიც ანდრომ დაახასიათა. ყველაფერი შევათანხმეთ და დავიშალეთ. მეორე დღეა ადგილის სანახავად წავიდოდით და დაპროექტებას შევუდგებოდით.
საღამოს კაფეში გადავწყვიტე წასვლა გოგოებთან ერთად. აბელს აგვიანდებოდა და სახლში მარტო ყოფნა არ მინდოდა. ფეხით გავიარეთ.
ლიკა: რამდენი ხანია ერთად არ გვისეირნია. მოდია მარიამს და ლიზასაც დავურეკოთ.
ანა: გადასარევია. ყველანი ერთად ხუთივენი. ისე აკვირდებით. მე გავთხოვდი, მაგრამ არ ჩამოგშორებივართ და ამ მარიამს რა სჭირს? რაც დაინიშნა იმის მერე აღარ გვკითხულობს.
ლიკა: ჰო. რას ვიზამთ.
ნინა: გიგაზე კიდე დარდობ.
ლიკა: შენ რა გგონია აბა ორ დღეში გამივლიდა?? ასე არ ხდება. ჩემ შემთხვევაში მაინც. წარმოიდგინე შენ რომ ნიკო ასე მოგექცეს??
ნინა: არ მინდა წარმოდგენა, მაგრამ არც ახლა გვაქვს დიდად სახარბიელო ურთიერთობა. უბრალოდ იცი რა მე უკვე მიჩვეული ვარ ამ ყველაფერს და მისგან დაჩოქებებს და ხელის თხოვნებს არ ველოდები.
ლიკა: რანაირი ხარ რა. რაა ცუდი იმაში თუ ადამიანს ოჯახი უნდა.
ნინა: არაფერი უბრალოდ არიან კაცები, რომლებთანაც ამის გაკეთება არ ღირს. აშკარაა რომ მარტო აბელია ნორმალური მეგობრებს შორის.
ანა: ისე ნიკოსი ხანდახან მეშინია ხოლმე, უცნაურია. ისე მართლა უცნაური მეგობრები ყავს. არ ვიცი შეიძლება გახნა სჭირდება... ისე აბელი ყველაზე მეტად მას ენდობა.
ნინა: ჰო ეგ მაგარი თვისება აქვს. გასხნა კი ნამდვილად ჭირდება. წარმოგიდგენია? ნასვამი ბევრად ლაღია ხოლმე.
ლიკა: აი გიგა კი ყველა მდგომარეობაში ა. სამივეს გაგვეცინა.
ნინა: მისმინე შენი მაზლი სიმპატიურია??
ანა: რა გჭირს ქორწილში ხომ ნახე.
ნინა: კი მაგრამ წესიერად არც მახსოვს.
ანა: მორჩი ტლიკინს. კაფეში შევედით. დიდხანს არ გავჩერებულვართ ნინას დედამისმა დაურეკა, ლიკას მისმა დამ და მალე მოგვიწია დაშლა. მომავალი ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუკარნახე. მალე მიმიყვანა დანიშნულების ადგილას. სახლში შესულს აბელის ყვირილი შემომესმა სიტყვები ვერ გავარჩიე. სწრაფად ავირბინე კიბეზე და მის კაბინეტში შევედი. იქ არ დამხვდა, ხმას დავაკვირდი, აივნიდან მოდიოდა. იქ გავედი და კედლისკენ ნასროლი ტელეფონი ძლივს ავიცილე. შეშინებული შემობრუნდა.
-ანი ხომ არ მოგხვდა? რამე გეტკინა?
-არაა ავიცილე.
-მაპატიე რააა. ხელები უკანკალებდა.
-რა მოხდა?
-არაფერი სერიოზული.
-აბელ. ნუ მატყუებ. ამოიხვნეშა და ოთახში შებიჯა. შენ გეხება? უკან გავყევი.
-ორი ამბავია. პირველი ნანა დედიკომ შვილის ნარკომანობა მე დამაბრალა და უნდა რომ ნარკოტიკის გასაღებაზე მიჩივლოს. მისი მოკლე ტვინით ფულს ვათეთრებ ან ნარკოტიკებს ვყიდი, იმიტომ გამოიმუშავებს ჩემი ბიზნესი უფრო მეტს ვიდერე მისი შვილის.
-რა სისულელეა.
-მართალი ხარ სისულელეა, მაგრამ უკვე ყელში ამომივიდა ეს ქალი. რატომ ყოფს იმაში ცხვირს რაც არ ეკითხება. ჩემთან მისულა სამსახურში და არქივიდან საბუთები გამოუთხოვია. გადასახედად. რატო ყოფს ცხვირ იქ სადაც არ ეკითხება. ქმრის ქონებაზე ღელავს თურმე ქალი. იმხელაზე დაიყვირა, შიშისგან შევხტი. მეორე ნიას მამას შეპირდა რომ მასთან პარტნიორობას გავაფორმებ.
-და ნიასაც მოიყვან ცოლად? სიცილი აუტყდა, ნერვიულად მაგრამ მთელი გულით იცინოდა.
-რა სასაცილო ხარ ანა, ეგ რამ მოგაფიქრა?- მამაისმა დამირეკა ხელი როდის მოვაწეროთო. აღარ შემიძლია. ერთი წელიც არააა რაც ჩამოვედი და ამ ქალმა უკვე შემაღონა. წარმოგიდგენია? ნია ჩამოიყვანა ლონდონიდან იმიტომ რომ ჩემთვის შეერთო ცოლად. როგორ აპირებდა არ ვიცი. აბელმა ფრთხილად ამომხედა ქვემოდან და ჩემი სახის დანახვაზე სიცილი წასკდა.
-ჰოდა მოგეყვნა, ნერვები მაინც არ მოგეშლებოდა.
-ჩენი ეჭვიანი ვინაა. მკლავებში მომიქცია და წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც მაკოცა. -ჩემი ტკბილი.
-შენ და ნიას რამე გქონდათ?
-ანააა, კარგი რა. შემოტენილი საქონელი არასოდეს მიზიდავდა. -ხვალ წავიდეთ საყიდლებზე? ქორწილისთვის კაბა ხომ გინდა.
-ხვალ არ მცალია კახეთში უნდა წავიდე.
-მერე მარტო როგორ მტოვებ იქნებ ნია მოვიყვანო სახლში.
-ეგრე ქენი. ორივესთვის უკეთესია. ოთახისკენ წავედი.
-რას იბუსები ერთი ვიცოდე. მოდი ჩემთან, ბავშვივით ამიტატა ხელში, მეც კისერზე მოვხვიე ხელები და ცხვირი მის კისერში ჩავრგე. ჩემმა ტელეფონმა დაიწკრიალა.
-გიორგია. წესით შენ უნდა გირეკავდეს. აბელს მივაწოდე ტელეფონი.
-ხო მამა. შენმა ცოლმა გამაბრაზა და დავამტვრიე ტელეფონი. არ მაინტერესებს. გადაეცი რომ ნუ იქექება იქ სადაც მისი საქმე არაა. თორემ იცოდე რომ სხვანაირად დავილაპარაკებთ მე და დედიკო. ტელეფონი გვერძე გადადო. საწოლზე გაიშოტა და ბალიშებში ჩარგო თავი. მეც გვერდით მივუწექი და მთელი ძალით მივეკარი....




მოკლედ როგორ იქნა და ვწერე გაგრძელება, ვერ ვიტყვი რომ იდეალური თავია მაგრამ შემდეგი თავები უფრო საინტერესო იქნება. გამიხარდება თუ ისევ დაინტერესდებით და წაიკითხავთ, გპირდებით აღარ დავიკარგები, შემდეგი თავი დაიდება შაბათს. ასევე მინდა გითხრათ რომ როგორ შევუყვარი მაფიოზს თითქმის ბოლომდე მივიყვანე და მალე მის სრულ ვერსიასაც დავდებ, მადლობა და მიყვარხართ ყველა.



№1 სტუმარი kati

Gelodebi orive istoriit...

 


№2  offline წევრი დარინა

გამიხარდა რომ გააგრძელეე, მენანებოდა დაუსრულებელი რომ იყოო, აუ აბელი და აბა არ დააშორო არ მინდა რომ გაბანალურდეს, აბელი ძლიერი მამაკაცია და დედინაცვლის ხრიკებს არ აყვება მომწონს ეს წყვილი, გმიხარდა რომ დაბრუნდიი.

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთი

არც მახსოვდა ეს ისტორია და გამახარე მართლაც. იმედია არდაიკარგები ისევ და ის მეორეც აუცილებლად ატვირთე სრულად. გელი მოუთმენლად

 


№4 სტუმარი ნია

გამიხარდა რომ დაბრუნდი და იმედია ამდენი ხნის ლოდინი ღირდა და ისტორია არ გაბანალურდება წყვილის დაშორებით და იმ ქალის ხრიკებით არ გადაიტვირთება
მეორესაც ვუცდი მოუთმენლად <3

 


№5 სტუმარი სტუმარი იზუკა

ვაუ! თავიდან წავიკითხე აღარ მახსოვდა და ისე მომეწონაა აწი ჩავრთავ მოლოდინის რეჟიმს..ძალიან კარგი პერსონაჟები გყავს,მითუმეტეს აბელი..ცოტა აბელის ეჭვიანობის ნახვა მინდა ეგოისტურად,ასეთი ქალი ყავს გვერდში და აბა ცოტა ხო უნდა იეჭვიანოს))

 


№6 სტუმარი სტუმარი Lile-eli

მიხარია, რომ გამოჩნდი. გელოდები ორივე ისტორიით და აღარ დაიკარგო.

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინა

აუუ რაკარგია რომ გააგრძელეე❤️ ძაან მომწნს. ის ნია არ შეუჩხირო ლოგინში რა გთხოვ ???? მალე დადე გელიდებით ✌????

 


№8 სტუმარი ეთო

ძან ძან მაგარია მათი ურთიერთობა ვგიჯდები ამ წყვილზე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent